შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბორდოსფერი აშლილობა (სრულად)


25-11-2019, 00:08
ავტორი Catherine Di Perso
ნანახია 12 072

"ვიწყებ სიტყვების ქარგვას და გული იმდენად სწრაფად მიცემს, საგულედან ამოვარდნას ცოტა უკლია. განა მჯერა, რომ ამ ხნის შემდეგ კალამს ხელი მოვკიდე? რამდენი რამ დამიგროვდა სათქმელი, რომ არც კი ვიცი რა გითხრა. თითქოს ერთ დიდ ვაკუუმში ვარ, რომლის იქითაც ემოციათა ჯოჯოხეთი და გეენის მწველი ცეცხლი ალდება. მე კი ვერაფერს ვგრძნობ. ჩემ ირგვლივ ყველაფერია, ჩემ შიგნით კი სრული სიცარიელე, რომელიც გადმოსანთხევადაც არ ვარგა."

მდუმარედ იჯდა ზუსტად იქ, სადაც დააჯინეს. დიდხანს იჯდა თეთრ ოთახში, საწოლზე და ოთხი კედლიდან ერთ-ერთს მიშტერებოდა. სრულიად ცარიელი, ფიტულივით გრძნობდა თავ და ვერ ხვდებოდა - როგორ მოვიდა საქმე აქამდე?

- ამ ახალზე ამბობენ, რომ საერთოდ არ არის ადეკვატურიო.
- როგორ ფიქრობ დიდხანს გაძლებს?
- ეგ კი გაძლებს, მის ირგვლივ ხალხი თუ გაუძლებს, აი, ეგაა საკითხავი !
ჩურჩულებდნენ ექთნები მის კართან და არც კი რცხვენოდათ.

მას კი ყველაფერი ესმოდა, ის ყველაფერს ხვდებოდა, არც არაფერი ადარდებდა, გარდა ერთისა.
საწოლზე დაწვა და საუბარს დაიწყო..

- ებბი, ეშმაკმაც დალახვროს ! სად ხარ ?! - გაბრაზების მკაფიო ნოტები ისმის მის ხმაში.
- ოჰ, მოვენატრე ქალბატონს ! ნუთუ ჩემი ხმის გაგონება მოგინდა? - ისმის პასუხი არსაიდან.
- შენც იცი, რომ უკვე კარგა ხანია მსურს შენთან საუბარი, უბრალოდ წერამდე ვერ მივაღწიე. - ხელებით თვალებს ფარავს და უკუნეთ სიბნელეში რჩება. თვალს ატყუებს.
- რადგან ამდენი ხნის განმავლობაში ვერ მიაღწიე, ე.ი. საკმარისად არ გინდოდა. - პასუხობს ხმა და უკუნეთ წყვდიადში, რომელიც მან ხელოვნურად შექმნა, ჩნდება მაღალი, შავ კაბაში გამოწყობილი ულამაზესი წითური ქალი.
- გაჩუმდი ! ჩემი ფრაზებით ნუ მოძრაობ!
- შენც კარგად იცი, რომ რეალობაა ეგ ფრაზა და ისიც კარგად იცი, რომ მალე დედა გეტირება და მაგიტომაც მომაკითხე უსირცხვილოდ. - თქვა ქალმა და ქუსლი იატაკზე დააბაკუნა.
- ოქეი, ხელები ამიწევია, მართალი ხარ. კიდევ გინდა რაიმეს გაგონება ? თუ დაკმაყოფილდი? - კისერზე ძარღვი ებერებოდა, გრძნობდა რომ აფექტი ახლოს იყო.
- რა აგრესიული ხარ, რა იყო ? - გადაიხარხარა მან. - რა სასაცილო ხარ, ემილია!
- ებბიგეილ, შექმნილი ვითარებისთვის მეტისმეტად მშვიდად ხარ, არ ფიქრობ ?
- მე ვფიქრობ, რომ ამ ყველაფერს უკვე აზრი აღარ აქვს. სისულელეა შენი თავიდან აწყობა და არ აქვს მნიშვნელობა წინასწარმეტყველმა რა თქვა.
- რატომ არ აქვს აზრი, აქვს…
- შენ შემოგევლე, რა. მიმოიხედე და დარწმუნდები, რომ არ აქვს. სხვები უარესად ცხოვრობენო ეხლა იტყვი არგუმენტად, მაგრამ შენი ნაქვამის შენვე არ გჯერა და ტყუილ-უბრალოდ დახარჯავ სიტყვებს. 50/50ზეა მართლა ეგრე იქნება თუ არა. იმედია მსგავსად განვითარდება მოვლენები, თუმცა არა, გატყუებ, მე უკვე არაფრის იმედი აღარ მაქვს. შეგუებული ვარ იმას, რომ მაგრად დაგვენ'ძრა. მაგრამ ჩემგან განსხვავებით შენს სხეულს მატლები დაესევიან და არ თქვა ახლა, რომ შენი სხეული ჩემიცაა, თორემ… - ებიგეილის მონოლოგი ექთნის შემოსვლამ შეაჩერა. ემილიამ თვალებიდან ხელები მოიშორა და სინათლემ მსწრაფლ თვალი მოსჭრა.
- მედიკამენტების მიღების დროა. - დამფრთხალი ხმით მიმართა გოგონამ ემილიას.
- მომეცი. - თქვა და წამოიწია.
- უნდა შევამოწმო გადაყლაპეთ თუ არა… - ხმაში კანკალი შეეპარა გოგოს.
- მოშორდი ჩემი თვალთახედვის არეალს, თორემ საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ. - კბილებს შორის გამოსცრა. - არ გესმის ? - სიგიჟენარევი ღიმილით შეხედა ექთანს, რომელიც ლამის კისრისტეხით გარბოდა პალატიდან.

- ჯანდაბა, რა მარტივია. ნუთუ ვერავინ გაბედავს ჩემთან ყოფნას… - სევდა გაკრთა მის ხმაში და საწოლზე გვერდი იცვალა.
- შენთან ყოფნა შენმა თავმაც უარყო. რა გიკვირს ? - აგდებით თქვა ებიმ.
- ები, თავი გამანებე. - თქვა და ბალიში თავზე დაიმხო. - დამიბრუნდი, რა. გთხოვ, დამიბრუნდი. - თავისთვის ჩუჩურჩულებდა და თვალებს ცრემლის თხელი პლევრა გადაეკრო.


"ადრე, როცა გწერდი, ცოტათი ვდუნდებოდი კიდეც. ამჟამად ეგეც აღარ ძალმიძს. მოდუნება კი არა, წერაც აღარ შემიძლია. შენგან უმოწყალოდ დავიწყებული… ესოდენ მარტოსულად თავი ჯერ არ მიგრძვნია, გამოგიტყდები. შენც იცი, რომ მარტოობა სიგიჟემდე მიყვარს, მაგრამ მარტოსულობის ატანა ჩემს არც ისე მცირე ძალებს, აღემატება. ეს გრძნობა უმოწყალოდ მსერავს და დამეფიცება, ცოცხლად გატყავებას გავუძლებდი, მარტოსულობის თავიდან აცილება რომ შემეძლოს. ირგვლივ ხალხია. ისინი ბევრნი არიან, არიან ახლო ადამიანებიც, მაგრამ შენ გარეშე ყველა ფერი გახუნდა. ყველა ფერი ნაცარმა ჩაყლაპა თითქოს და ცისარტყელაც შავ-თეთრად "ბრდღვიალებს" ცაზე. ვიცი, რომ დავაშავე. ყველა ფერს გეფიცები, ვიცი. შენ კიდევ ჩემზე უკეთ იცი, რომ ამქვეყნად არაფერი მინანია. ამ გრძნობამ კი ერთიანად შემოატრიალა ყველაფერი… თუ ღმერთი გწამს არ მითხრა, რომ გვიანია. ასე ნუ გამიმეტებ, სიცოცხლე მინდა !"

- ასეთი დეპრესიული წერილებით მას ვერ დაიბრუნებ ! - ძალიან იყო გაღიზიანებული ებიგეილი.
- სხვა რა შემიძლია ?! მხოლოდ წერილები ხანდახან და მუდმივი ფიქრი მასზე !
- ზოგჯერ მგონია, რომ ღირსი ხარ ასეთი მდგომარეობის ! - იკივლა ებიმ და კარზე კვლავ დააკაკუნეს.

ამჯერად სხვა ექთანი შემოვიდა, ჩასუქებული ქერა ქალი, მდუმარედ მოდიოდა და ასევე მდუმარედ მიაღებინა ემილიას წამალი.
ნეტავ დღეში რამდენჯერ უნდა მიეღო ? ვინ იცის…
- ხვალ შენთან სხვასაც გაამწესებენ. - მხოლოდ ეს უთხრა მშრალად და გავიდა. არც კი შეუმოწმებია ისე გავიდა.
სხვა? როგორი იმედი ჰქონდა, რომ აქ მაინც შეძლებდა მარტო ყოფნას. მაგრამ ამჯერადაც კოვზი ნაცარში ჩაუვარდა. თუმცაღა მიჩვეული იყო იმედგაცრუებას, მაგრამ მაინც არ იყო გრძნობა სასიამოვნო.

- ალბათ, შენსავით დარტყმულს შემოგისახლებენ. - ივარაუდა ებიმ.
- ღორმა ღორს უთხრა რა დრუნჩიანი ხარო.
- მე შენი არაცნობიერის პროექცია ვარ მხოლოდ, მე თუ დარტყმული ვარ, ე.ი. შენ გინდა, რომ ასეთი ვიყო.
- ვიცი, ვიცი. - ამ დიალოგის დასრულება სურდა, რაც შეიძლება სწრაფად.
- იცი რა მახსენდება ? შენს ნაწილად ჩემი მიღება რომ არ გინდოდა. ლამის კიოდი "მე შენ არ ვარ! შენ სხვა ხარ!" გახსოვს ?
- მახსოვს, მაგრამ რა შუაშია ამ სიტუაციასთან ეგ ? - ცოტა არ იყოს დაიბნა ემილია.
- უბრალოდ ვინტრიგდები, როგორ მიიღებ ახალ მოსახლეს.
- ეგ შენი საქმე არაა, მას მივიღებ მე და არა შენ.
- ნუ, რა თქმა უნდა! ძალიანაც რომ მოინდომო, სადავეებს ვერ გადმომცემ, მე ჰომ პროექცია ვარ მხოლოდ. - დანანება იგრძნობოდა თითქოს ებიგეილის ხმაში, მაგრამ არც მან, არც ემილიამ ეს არ შეიმჩნიეს.

"იცი ? წარმოდგენა მაინც გაქვს რამდენად მანატრებ თავს ? ამაზრზენი ადამიანი ხარ, ჭკუიდან მშლი !
ეგრეა რა, ჯერ სთხოვ. მერე ბრაზდები, რომ არ გაგითვალისწინეს. ნებისმოერი თხოვნა, მოთხოვნის შერბილებული ვარიანტია.
მაგრამ მე არ დაგაძალებ. შენი სურვილი და ნებაა იქნები ჩემთან თუ არა. არჩევანი შენზეა და ამჟამად ეს არჩევანი ჩემ სასარგებლოდ ნამდვილად არ არის. არაფერს დაგაძალებ, მაგრამ არ იფიქრო, რომ წერას შევწყვეტ. წერას შენთვის და არა ზოგადად. ზოგადად წერა უკვე აღარ ძალმიძს და ეს შენი "დამსახურებაა". შენ მე გამანადგურე და შენვე შეგიძლია აღმადგინო, თუ მოინდომებ. მაგრამ როგორც ჩანს, შენი არჩევანი ჩემზე ჯერ არ გაჩერებულა.
ჰო, მე შევცდი. შევცდი ბევრჯერ და ვიცი რომ პატიება არ მეღირსება, მაგრამ სინდისი არ გამაჩნია და მაინც გთხოვ კიდევ ერთხელ დაფიქრდე.
მაჩვენე როგორაა საჭირო…"

დრომ სწრაფად გაირბინა და ლურჯ ცაზე ამაყად ამოისვეტა სავსე მთვარე. არც ერთი ვარსკვლავი, მხოლოდ ბუმბერაზი სავსე მთვარე.
ძილმა მოსტაცა თვალთახედვა შავგვრემან ემილიას, რომლის თაფლისფერი თვალებიც სულ ამჟღავნებდნენ იმას, რასაც გრნობდა ქალი, მაგრამ ბოლო დროს თაფლისფერები არაფერს ასხივებდნენ. იმდენად მძაფრად ასხივებდნენ არაფერს, რომ სარკესთან მიახლოება ემილიასთვის ძალიან მძიმე, მტკივნეული და შიშნარევი იყო.
სიზმრად ბორდოსფერი ნათება დაინახა, შავთან შერწყმული, რომელიც მის სხეულს ეხვეოდა ისე, რომ მას თითის განძრევაც არ შეეძლო და არც სურდა. თავით ფეხებამდე მიენდო ამ შეგრძნებას და სიზმრად, რამდენიმე წამის განმავლობაში შეძლო საკუთარ თავს და ღმერთს შეხებოდა.

- თვით ღმერთს შეხვდი! - დილით ებიგეილის ხარხარმა გააღვიძა. გული საგულეს არ ჰქონდა. ბედნიერების ცრემლებმა აავსო თაფლისფერები და მარგალიტის მარილიანი ბურთულები ჩამოგორდნენ ემილიას სახეზე.
- გაჩუმდი ! გაჩუმდი ! გეყოფა ! - ასლუკუნდა ემილია და სიცოცხლეს მოწყურებული მეომარივით მოუნდა სიზმარში დაბრუნებულიყო.
- რით შემიძლია დაგეხმარო ? - მოესმა უცხოს ხმა და შეკრთა. თავი მარჯვნივ მიაბრუნა და ქალი დაინახა, ჭაღარაშერეული თმით და დამჭკნარი სახით.
- ვერაფრით, ვერაფრით დამეხმარებით. - ამოისლუკუნა ემილიამ და ზურგი აქცია ქალს.
- აქ რატომ ხარ ? - თავს არ ანებებდა ქალი.
- არ მსურს თქვენთან საუბარი. - მოკლედ მოუჭრა.
- ყველაზე მშვიდი და ყველაზე ანჩხლი პაციენტები მოგვათავსეს ერთად. - აგრძელებდა თავისთვის.
- ანჩხლი. ჰო, ეგეთი ვარ. თქვენ კი პროვოკატორის როლს ასრულებთ და არა ყველაზე მშვიდი პაციენტის.
- მაპატიე თუ რამე შემეშალა. უბრალოდ…
- უბრალოდ, შემთხვევით და ა.შ. ყველაზე ბანალური არგუმენტები იწყება ამ სიტყვებიდან.
- შეგიძლია მომიყვე, რა გაწუხებს ? - არ ჩერდებოდა ქალი.
- ქალბატონო, რაში გამოგადგებათ ეგ ინფორმაცია?
- მე შემიძლია დაგეხმარო.
- აჰაა, მივხვდი. თქვენი სატკივარი ისაა, რომ სულ სხვების დახმარება გინდათ.
- ჰო, ყველა მაგას ამბობს და არც ერთს არ მოუცია უფლება, რომ დავხმარებოდი.
- საკუთარ თავს ვერ ვგრძნობ. აი, ჩემი პრობლემა. - მიახალა გაცეცხლებულმა ემილიამ.
- ვინმემ წაგართვა? შენ უარყავი ? - ჩაეძია ქალი. - რა ფერისაა ეს ყველაფერი ?
- თავი დამანებეთ, უბრალოდ თავი დამანებეთ. - თქვა და ბალიში თავზე დაიმხო, ჩვევა ჰქონდა ასეთი.

შენ უარყავი?
ვინმემ წაგართვა ?
რა ფერისაა ეს ყველაფერი ?

მე მასზე უარი არ მითქვამს.
ღმერთმა წამართვა ჩემდა შეუმჩნევლად.
ბორდოსფერია ეს ყველაფერი.

"ვიცი, რომ ღმერთთან კარგად ხარ. ვიცი, რომ აღარასდროს დაბრუნდები. ვიცი, რომ მხოლოდ ფიტული ვარ. ვიცი, რომ არაფერ წარმოვადგენ.
მაგრამ…
მე ვისუნთქებ შენთვის. მე ვისუნთქებ ბორდოსფერი ღმერთისთვის, რომელიც აღარასოდეს დამიბრუნდება. მე ვისუნთქებ იმ იმედით, რომ ოდესმე შენ მოინდომებ დაბრუნებას. რომ ოდესმე მაპატიებ დაშვებულ შეცდომებს და ამიხდენ სიზმარს, სადაც შავი ერწყმის ბორდოსფერს და მე და შენ ერთი მთლიანობა ვართ…!"

პ.ს. ველოდები თქვენს მოსაზრებებს^^ მეტად საინტერესოა კომენტარები ჩემთვის.



№1 სტუმარი სტუმარი nancho

ძალიან მომეწონა ,კარგად წერ,უფრო სრულს ველოდი, ვერ გავერკვიე ისტორიაში,

 


№2  offline მოდერი Catherine Di Perso

სტუმარი nancho
ძალიან მომეწონა ,კარგად წერ,უფრო სრულს ველოდი, ვერ გავერკვიე ისტორიაში,

რაღაც მსგავსი შეგრძნების დატოვება მინდოდა, გმადლობ შეფასებისთვის...

 


№3  offline ახალბედა მწერალი ქეთი იმერლიშვილი

კარგად წერ! ასეთი სახის ნაწარმოებს ბუნდოვანება უხდება. ბორდოსფერმა ღმერთმა და მისმა დატვირთვამ ჩამაფიქრა... ❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№4  offline მოდერი Catherine Di Perso

ქეთი იმერლიშვილი
კარგად წერ! ასეთი სახის ნაწარმოებს ბუნდოვანება უხდება. ბორდოსფერმა ღმერთმა და მისმა დატვირთვამ ჩამაფიქრა... ❤️

გმადლობ ამგვარი შეფასებისთვის... ჰო, ბუნდოვანია, მიხარია, რომ ჩაგაფიქრა. გულწრფელად მიხარია ❤

 


№5  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

მომეწონა სიმართლე რომ გითხრა ჩემთვის ასეთი ბუნდოვანი ისტორიები ნაკლებად გამომწვევია თუმცა უნდა ავღნიშნო რომ ეს მართლაც კარგად გამოვიდა .. და რაც მთავარია სათაურიც ზუსტად ჯდება ..
მომეწონა მოუხდა ასეთი დასასრული.. დაწყებისთანავე მივხვდი რომ რაღაც ისე არიქნებოდა და მართლაც სულ სხვაგან აღმოვჩნდი .. კარგია კარგიი !
ასე გამაგრძე
უფრო მეტად განავრცე შემდეგში და მეტი ემოცია ჩართე რასაც ყველაზე მეტად ვაფასებ ♥️
წარმატებები და გელოდები

 


№6  offline მოდერი Catherine Di Perso

ტკბილიწიწაკა
მომეწონა სიმართლე რომ გითხრა ჩემთვის ასეთი ბუნდოვანი ისტორიები ნაკლებად გამომწვევია თუმცა უნდა ავღნიშნო რომ ეს მართლაც კარგად გამოვიდა .. და რაც მთავარია სათაურიც ზუსტად ჯდება ..
მომეწონა მოუხდა ასეთი დასასრული.. დაწყებისთანავე მივხვდი რომ რაღაც ისე არიქნებოდა და მართლაც სულ სხვაგან აღმოვჩნდი .. კარგია კარგიი !
ასე გამაგრძე
უფრო მეტად განავრცე შემდეგში და მეტი ემოცია ჩართე რასაც ყველაზე მეტად ვაფასებ ♥️
წარმატებები და გელოდები

უღრმესი მადლობა, ძალიან გამიზარდა ამდენად რომ მოგეწონა, სტიმულია ეგ ჩემთვის. ❤

 


№7  offline წევრი silver hands

ადრე ბევრს ვფიქრობდი აშლილი გონების მქონე ადამიანებზე და მეგონა რომ ძალიანაც საინტერესოები იყვნენ... მეტად საინტერესოდ კი ის მიზეზები მიმაჩნდა რომლებსაც ადამიანი თეთრ კედლებამდე მიჰყავს...

ახლა წავიკითხე საინტერესო სათაურის ირგვლივ განვითარებული ეს პატარა ისტორია და ერთ-ერთ მიზეზს გადავაწყდი... სამყაროს მიერ მოვლენილი ნათელი წერტილი ადამიანის სახით ამშემთხვევაში ემილიასთვის, რომელიც შემდეგ თავად სამყარომ გააშორა სააქაოს... და მასზე მინდობილი პიროვნება წამლების გასაჭყეპად გაიმეტა თეთრ ოთკუთხედში...
მარტოსულობისთვის გაიმეტა რომელსაც მთელი დარჩენილი ცხოვრება იარა მოუშუშებელი სულით მოუწევს არსებობა...
თუმცა შემამსუბუქებლად იქნებ შინაგანში მცხოვრები "ხმა" გამოადგეს... ხმა რომელიც ხშირ შემთხვევაში მას შემდეგ ჩნდება როდესაც ვხედავთ რომ ხალხმრავლობაშიც მარტო ვართ, როცა ვხვდებით რომ გვისმენენ და ამ დროს წარმოდგენაც არ აქვთ რას ვესაუბრებით...
ჰო, ეს ხმა ყველაშია ალბათ, უბრალოდ ზოგი ვერასდროს იგებს მის არსებობას, ზოგს კი ვინ იცის იქნებ დაბადებიდან ხელმკლავით დაჰყავს...

 


№8  offline მოდერი Catherine Di Perso

silver hands
ადრე ბევრს ვფიქრობდი აშლილი გონების მქონე ადამიანებზე და მეგონა რომ ძალიანაც საინტერესოები იყვნენ... მეტად საინტერესოდ კი ის მიზეზები მიმაჩნდა რომლებსაც ადამიანი თეთრ კედლებამდე მიჰყავს...

ახლა წავიკითხე საინტერესო სათაურის ირგვლივ განვითარებული ეს პატარა ისტორია და ერთ-ერთ მიზეზს გადავაწყდი... სამყაროს მიერ მოვლენილი ნათელი წერტილი ადამიანის სახით ამშემთხვევაში ემილიასთვის, რომელიც შემდეგ თავად სამყარომ გააშორა სააქაოს... და მასზე მინდობილი პიროვნება წამლების გასაჭყეპად გაიმეტა თეთრ ოთკუთხედში...
მარტოსულობისთვის გაიმეტა რომელსაც მთელი დარჩენილი ცხოვრება იარა მოუშუშებელი სულით მოუწევს არსებობა...
თუმცა შემამსუბუქებლად იქნებ შინაგანში მცხოვრები "ხმა" გამოადგეს... ხმა რომელიც ხშირ შემთხვევაში მას შემდეგ ჩნდება როდესაც ვხედავთ რომ ხალხმრავლობაშიც მარტო ვართ, როცა ვხვდებით რომ გვისმენენ და ამ დროს წარმოდგენაც არ აქვთ რას ვესაუბრებით...
ჰო, ეს ხმა ყველაშია ალბათ, უბრალოდ ზოგი ვერასდროს იგებს მის არსებობას, ზოგს კი ვინ იცის იქნებ დაბადებიდან ხელმკლავით დაჰყავს...

ვინ ხარ?!
ჯანდაბა, ჯანდაბა, ჯანდაბა!
არც კი ვიცი, რა გითხრა.
ჯანდაბა, ამის დედაც!
გიჟი ხარ, ჩემებრ გიჟი !
გმადლობ ამისთვის.

 


№9 სტუმარი სტუმარი მერი

ძალიან კარგი იყო??

 


№10  offline მოდერი Catherine Di Perso

სტუმარი მერი
ძალიან კარგი იყო??

უღრმესი მადლობა ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent