შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფუტკარი. (თავი 1)


26-11-2019, 22:00
ნანახია 475

ყვითელი ლიმონის სურნელება,
ხასხასა ნარინჯისფერი ფორთოხლები.
ცოტა კენკრა, ხასხასა წითელი.

უფრო ციტრუსი,
მანდარინი, ბერგამოტი და ყველაფერი უფრო მჟავე, ვიდრე ტკბილი.
იასამნისფერი შუქები, არეული ვარდისფერში,
ესთეთიკური, როგორც ყოველთვის.
ოთახის ყველა კუთხეში,
ახალი ფორთოხლები,
მანდარინები,
ლიმონები..
და ყველაფერი ერთად, მთლიანად ქმნიდა ყვითელს, ნარინჯისფერში.
მე მაშინ დავიბადე,
როცა ყველაფერი აყვავებას იწყებდა,
აღორძინების აპრილში, სურნელოვან, ხანდახან სუსხიან და ცვალებად აპრილში.
ზუსტად მაშინ როცა,
თუ კანზე ფერად, თხელ და ნაზ მოსასხამს არ მოიცვამდით, კანზე მცენარეებივით ამოგივიდოდათ ჟრუანტელი, გრილი ჰაერის გამო.
აპრილი შესანიშნავი გამოღვიძებაა, ღრმა ძილის შემდგომ,
ხასხასა ფორთოხლებში და გახარებული, ჭკნობადი, ფერადი ყვავილების სასიხარულო კივილში, არაფერი იქნებოდა უფრო სრულყოფილად ტკბილი, არამედ ცოტათი მჟავე.
ზაფხულის საღამოა,
თეთრი ფანჯრიდან, სახეში ქარი მიბერავს და სიცხისგან გადაღლილ სხეულს, ელამუნება.
თვალებს ვხუჭავ, ჩემს საწერ მაგიდაზე, ფურცლები, ფანქრები, წიგნები და უამრავი საბავშვო ნივთი დევს,
იქვე კი,
მანდარინები.
თხელი მაისურით ვზივარ და ჩემი ლეპტოპიდან მომავალ ტკბილ ხმას ვუსმენ, რომელიც მთელ ოთახს მუსიკალური ჰანგებით ავსებს.
ოთახის ავეჯი ისეთივე თეთრია, როგორიც ჩემი მაისური.
იატაკის კუთხეებში კი, იისფერი, ვარდისფერი და ნარინჯისფერი პატარა სანათები მიყოლებით აწყვია,
ყველაზე მთავარი წყაროები, რომლებიც ამ ოთახს უცნაურს ხდიან.
ფუტკრები ყვავილებზე და ნექტართან ერთად არეული შხამი, ცოტათი მწარე,
აი რა წამომიდგება თავში პირველად, როცა თვალებს ვხუჭავ.
მე მეძახიან ბის,
ფუტკარს, რომელიც შესაფერის დროს დაიბადა და ყველაფერს ეტანება, რაც ფერადი, ბრჭყვიალა და ეგზოტიკურია.
ფრანგული წარმოშობის ოჯახიდან ვარ,
სახლი სადაც ვცხოვრობ, ყველაზე მყუდრო ნაგებობაა დედამიწაზე.
სახლის პირდაპირ, ლამაზად მოვლილი გაზონები და მათი პატრონების ჩამწკვრივებული სახლები ერთ რიგად არიან ჩაყოლებაზე.
ყველა მათგანში საღამოსთვის სასიამოვნოდ დამახასიათებელი ყვითელი შუქები ანთია.
ვიწყო ტროტუარები, სახლების გასწვრივ, ლამპიონებით.
ტიპიური ამერიკა,
თუმცა უფრო მშვიდი და წყნარი სამეზობლო გვაქვს.
ეს ქალაქი მაიამია, ყველაზე ცხელი, ექსტრემალური, ტალღების გროვაში ახლართული მაიამი.
ჩემი ლეპტოპიდან ფრანგული "LA VIE ON ROSE"-ის ტკბილი ქავერი ისმის.
ფორთოხლები,
მანდარინები..
თითქოს ყველაფერს სძინავს.
თვალებს ვახელ.
ამ დროს კი, ჩემი ოთახის ფანჯრიდან, ჩვენი სახლის გვერდით მდგარ სახლში შუქი ინთება.
იმ ოთახში, რომელიც ჩემი საძინებლის მოპირდაპირეა.
შეიძლება ითქვას, რომ აქ სახლები მართლაც ძალიან ახლოს დგას, იმდენად, რომ ჩვეულებრივად შეიძლება გაგება, ხმების გაცვლა.
ოთახი, სადაც შუქი ინთება ეკუთვნის ადამიანს, რომელსაც ჩემი დაბადების წამიდან ვიცნობ.
ჩვენი მეზობლები, სლოვაკური წარმოშობის ოჯახია.
ადამიანი, რომელიც ამ ოთახს ფლობს, ზუსტად იმ დღეს დაიბადა, რა დღესაც მე, ყველაზე საოცარი კი ის არის, რომ ზუსტად ერთ პალატაში გავატარეთ ჩვენი სიცოცხლის პირველი დღეები ერთად, ჯერ კიდევ ძალიან, ძალიან პატარებმა და სათუთებმა.
მას შემდეგ, ბევრი ბავშვობის ფოტო და ტკბილი მოგონება დაგვიგროვდა,
მე
და
მას.
თმა აჩეჩილი აქვს, მის განიერ ფანჯარაში სანამ ბოლომდე ჩაივლიდეს, ვამჩნევ დაღლილ სახეს, მაგრამ მაინც ნასიამოვნებ გამომეტყველებას.
მისი
სახელია
იანი,

იან ნოვაკი,

სლოვაკი ბიჭი გაგიჟებულ ტალღებში,
უშიშარი გულით.

ბიჭი, რომელიც ყველაფერ იმას ირჩევს, რაც ექსტრემს, შიშსა და ადრენალინს მოიცავს.
შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე უშიშარი ბიჭია, ვისაც ოდესმე შევხვედრივარ.

სერფინგი, წვეულებები, გართობა და ახალი თავგადასავლები.
ყველაზე ფერადი ცხოვრება, რასაც ალბათ ნებისმიერი ინატრებდა.
აი რა ჰქონდა იან ნოვაკს ისეთი, რასაც სხვაში ვერ იპოვიდით.
ხანდახან ისეც ხდებოდა, რომ მშურდა კიდეც მისი.
ბიჭი, რომელსაც დიდი ხანია აღარ ვიცნობ,
რომლისგანაც დიდი ხანია არაფერი მსმენია,
რომელთანაც წლებია არ მისაუბრია, ჩემს წინ გაიზარდა, ისე როგორც მე.
ჩვენ გავიზარდეთ, თუმცა რეალურად, ერთმანეთის მხიარულებაზე აღარ გვიღელვია.
ისეთ ცხელ ქალაქში, როგორიც მაიამია, ორივემ ვიპოვეთ გზა, საკუთარი თავი აღმოგვეჩინა, საკუთარი ბედნიერება თავად გაგვეცნო და ხელიც ჩამოგვერთვა მისთვის.
ასე რომ ვთქვათ,
ყველაფერი იდეალურად არის
და
ხანდახან
ზუსტად
ეს
ქმნის იმას, რასაც
ჰქვია
პრობლემა.
ჩვენ აღარ დაგვჭირვებია თვალებში ჩახედვა და იმის თქმა, რომ ვწუხვართ,
მეგობრება რომ არ გავაგრძელეთ,
და რეალურად,
ვფიქრობ და ვხვდები, ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ სამყარო გაგებითი ენით მოძრაობს და რაც ხდება, ყველაფერი იმიტომ, რომ ჩვენ გაგვზარდოს და გვაქციოს იმად, როგორებადაც ჩაგვიფიქრეს.
არაფერი მაწუხებს,
მე ვარ კმაყოფილი და ნასიამოვნები იმით, რაც მაქვს.

ჩემს მეზობელ სახლში, უფრო სწორი რომ იყოს, მეზობელ საძინებელში, შუქი ქვრება.

მე აპრილში დავიბადე, მაშინ როცა ფორთოხალი ყველაზე ტკბილია.
ჩემი სახელია ირისი.
ირის ჩესტეინი,
ნახევრად ფრანგი,
რომელიც ფუტკარივით ეტანება ყვავილებს და მათი ჭკნობა ასევდიანებს.
ჩემი ოთახის ყვავილები უკვე დაჭკნა,
მაქვს მიზეზი ცოტათი დავსევდიანდე, თუ უბრალოდ ავდგე და ბოლო ხმაზე ვიცინო იმის გამო, რომ ახალი ყვავილების შეგროვება შემიძლია?
მგონი კი,

როგორც ყოველთვის,

ასე გავაგრძელებ, ყოველ ჭკნობაზე ღიმილს ავირჩევ, იმიტომ რომ ეს მე ვარ, უფრო ყვითელი და ნათელი, ვიდრე მოწყენილი
და არა მოსაწყენი.

ყველაფერი ის, რაც მომგვრის ღიმილს, მომწონს.

მე მქვია ირისი
და
მე
ისინი
მეძახიან
ბის.



№1  offline წევრი izabella

დასაწყისი კარგია, თხრობის სტილი შესანიშნავი, შემდეგ თავს ველოდები.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent