შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ადევნება (მე-6 თავი)


28-11-2019, 00:07
ავტორი სალოme
ნანახია 9 124

-გაიწიე ხელები, მომაშორე!- მაშინ მოვეგე გონს, როცა წელზე შემოხვეული ხელებით მთელი ძალით ჩამიკრა. ხელი ვკარი დემეტრეს და მხოლოდ მისგან ოდნავ გაწევა მოვახერხე. ესეც საკმარისი აღმონჩდა. დრო ვიხელთე და ფეხზე წამომხტარი, ცრემლების მშრალებით მაშინვე საძინებელში შევვარდი.
- ნიცა- უკან გამოყოლილის ხმამ ჩემს ყურამდეც მოაღწია.
- თავი დამანებე! შემეშვი!- დავუყვირე და კეტების ჩაცმა დავიწყე შიშველ ფეხზე.
- მომისმინე- ეტყობოდა ბრაზობდა, მაგრამ ამის ჩემთან გამოვლინება არ სურდა.
- ვინ ხართ? რა გინდათ საერთოდ, რას გადამეკიდეთ ეს ორი მანიაკი.
- მივახალე პირში ანერვიულებულმა და ზურგზე ჩანთამოკიდებულმა ავუარე გვერდი. გული სწრაფად მიცემდა და ერთადერთ თავისუფლებად მისგან სასწრაფოდ თავის დაღწევა მიმანჩდა. ასე უეცრად გადაიქცა ნდობა შიშად. არა იმისა რომ რამეს დაგიშავებდა. არამედ იმისა რომ რაიმე დაგიშავდებოდა. თავი სულელად შევრაცხე ბავშვური "ახირების" გამო. გაურკვეველი გრძნობები მთელი არსებით მაწვებოდნენ და თავისუფლად სუნთქვას მიშლიდნენ. დემეტრემაც არ დააყოვნა- მაჯაზე ხელი უეცრად ჩამკიდა და მსუბუქი ბიძგით მის წინ დამაყენა.
- საით?
- შენგან შორს- წარბაწეულმა გამოვცარი კბილებში და მკლავის გათავისუფლებას შევეცადე. ხელს მიჭერდა და ამის უფლებას არ მაძლევდა. - გამიშვი...
- დამელოდე- მითხრა და საძინებლისკენ წამიყვანა. გულის ძგერის ტემპი ამიჩქარდა. ვუძალიანდებოდი მაგრამ მასთან შედარებით ნამდვილი ბუმბული ვიყავი. ხელის მსუბუქი მოძრაობით საწოლზე დამსვა. მალევე გავიდა გარეთ და კარი გაიხურა. ფეხზე წამოვხტი და კარებს ვეცი, თუმცა არ გაიღო. კარზე ხელების რტყმა დავიწყე.
- გაარე კარი! გესმის?! გააღე!- ვყვიროდი, თუმცა საპასუხოდ დემეტრემ საუბარი წამოიწყო.
- ყველაფერი ისე არაა როგორც გგონია- ბოხი, ხრიწიანი ხმით, ხმადაბლა თქვა.
- ვინ ხართ, რა ჯანდაბა გინდათ! - დავუღრიალე კარს კიდევ ერთხელ დავარტყი- გააღე გთხოვ- ვედრებაზე გადასული ცრემლების შეკავებას ამაოდ ვცდილობდი. ხმა რომ აღარ გამცა იქვე ჩავიკეცე. ცრემლები თავისით მოდიოდნენ. გაქცევას ვერაფრით შევძლებდი- ფანჯარა საკმაოდ მაღალი იყო. საკუთარ თავს მომხდარში ვადანაშაულებდი. ღმერთმა იცოდა რა შარში გავყავი თავი. თვალდახუჭული, კარს მიყრდნობილი გონებაში ლექციების კითხვას ვაგრძელებდი როცა უკან საუბარი მოისმა.
- სად ხართ?! ახლავე ამოდით ბინაში...- გაბრაზებული ხმა ჰქონდა დემეტრეს და როგორც ჩანდა ტელეფონზე საუბრობდა-დაყრუვდი?! არ მაინტერერესებს ახლავე ამოეთრევით სამივე მაღლა! - უკვე ღრიალზე გადასულიყო. ჩემდა საუბედუროდ ამ სართულზე მეზობელი არ მყავდა, თორემ რამენაირად დავაღწევდი თავს ამ აურზაურს.
- ამის დედაც!- ღრიალი, შემდეგ კი რაღაცის ლეწვის ხმა გავიგე. ფეხზე წამოვხტი.
- დემეტრე!- კარს ნაბიჯები უახლოვდებოდნენ. ბოლოს კი მეორე მხრიდან მძიმე სუნთქვის ხმა გავიგე.
- რატომ შემოუშვი?- გამძვინვარებულმა მკითხა ჩურჩულით. მიუხედავად იმისა რომ მის სიბრაზისგან აალებულ შავ თვალებს ვერ ვხედავდი, ტაომ ხმის გაგონებაზე ერთიანად დამაყარა.
- შენ ვინ ხარ რომ ჩემს ცხოვრებაში ერევი?!- არც დავაკელი და ვიყვირე, ისე თითქოს ჩემს პირდაპირ ყოფილიყოს და თეთრი კარი არ მდგარიყო ჩვენს შორის. მაგრამ ალბათ მისი სახის შემხედვარე კრინტსაც ვერ დავძრავდი.
- კითხვაზე მიპასუხე- კვლავ ამოიჩურჩულა.
- შემომივარდა!- დავნებდი საბოლოოდ. მერე კარის მიჯახუნების ხმა გავიგე. ხმაური, გავიგე. დემეტრე ყვიროდა.
-თქვე ნაბი/ვრებო, რა გაგაფრთხილეთ!- შეშინებული მოვშორდი კარს და პირზე ხელი ავიფარე, რომ არ ავქვითინებულიყავი. მისაღებიდან მსხვრევის ხმა აქამდეც აღწევდა. კანკალმა ამიტამა და მერე როგორც იქნა ხმაური შეწყდა. კარის მეორე მხარეს სიჩუმემ დაისადგურა. უცებ შევხტი. კარი შემოგლიჯა დემეტრემ და ხელი მკლავში ჩამავლო.
- ჩემთან მოდიხარ!- გასცა ბრძანება და ძირს დაგდებული ჩანთა, რომელიც მცხეთაში წასვლის წინ მოვამზადე, თავის ფართო მხარზე გადაიკიდა.
- გამიშვი, გთხოვ- შევევედრე და აცრემლებულმა მის ჩაწითლებულ თვალებს შევხედე. სიბრაზისგან ყელზე ძარღვები გამობერვოდა. განიერი ყბები უთრთოდა. დაბლა დაიხარა და სახე ახლოს მომიწია. ცალი ხელით თმაზე შემეხო და შედარებით წყნარად მითხრა:
- ნიცა, გახსოვდეს მე არაფერს დაგიშავებ, ყოველთვის ყველასგან დაგიცავ!- საკუთარ თავში დარწმუნებულობა მის თვალებში მოჩანდა. მეც დავმშვიდდი, მისი სიტყვები ვიწამე.
მაგრამ ვაი რომ იმედები ხშირად გვიცრუვდება...
გადავწყვიტე რომ მისგან თავის დაღწევის არანაირი გზა არარსებობდა და უხმოდ გავყევი მისაღებში. სწრაფად გაიარა ოთახები და გარეთ გამიყვანა. კიბეზეც ხელჩაკიდებულს ჩავყავდი. თუმცა ამ სისწრაფემაც არ შემიშალა ხელი, ცოტახნის წინ ოთახში გამეფებული ქაოსისთვის რომ შემევლო თვალი: დამტვრეული ლარნაკები, სკამები და კიდევ ორი მამაკაცი რომელნიც ერთ სასტიკად ნაცემის წამოყენებას ცდილობდნენ. ახლა დავაკვირდი დემეტრეს ხელს. სისხლიანი ჰქონდა. სადარბაზოს გასასვლელთან ავტომატურად შევჩერდი. ისიც გაჩერდა.
- რა გააკეთე?- ხმა ჩამეხრიწა. ჩემს მზერას თვალი გააყოლა და სისხლის წვეთებს დახედა ხელზე რომ ჰქონდა შემხმარი.
- არაა შენი საქმე- მომიგო უხეშად და შავი ჯიპისკენ წამიყვანა. გულაჩქარებული მანქანაში შემსვა, და ღვედი სრაფად გამიკეთა. უკანა მხარეს ზურგჩანთა მიაგდო. მერე კი მძღოლის ადგილი დაიკავა. ხელები საჭეს დააყრდნო და სუნთქვის დარეგულირებას შეუდგა. აშკარა იყო საქმე კარგად არ ჰქონდა, მაგრამ მე რა შუაში ვიყავი?
- სად მივდივართ?- ვკითხე როდესაც ავტომობილი დაძრა. შემომხედა. დაძაბულობა ნათლად ემჩნეოდა.
- ჩემთან.- მოკლედ მომიჭრა.
- რატომ? საერთოდ ვინ ხარ რომ ასე უეცრად შემოიჭერი ჩემს ცხოვრებაში და ტყვესავით სადღაც მიგყავარ?
- ო, ნიცა შენ რომ იცოდე რამდენი ხანია რაც შენს ცხოვრებაში შემოსასვლელ კარს ვდარაჯობ...- ცალყბად ჩაიღიმა და საქარე მინას წარბშეუხრელად მიაჩერდა. მე კიდევ გაურკვევლობის მორევში, ფსკერისკენ ვიძირებოდი.
- ამიხსენი, ყველაფერი ამიხსენი, რა ხდება ჩემს თავს?! - დემეტრემ მხოლოდ ამოიოხრა.
- შემიყვარდი, სწორედ ამიტომ ჩემმა მტრმა ჩემს დასამარცხებლად და ზიანის მოყენებისთვის, მიზანში ამოგიღო.- ნელა და წყნარად მითხრა ფიქრის შემდეგ დავჩაღუნულმა, და თითქოს გული გაჩერდა. მერე ერთიანად სწრაფად დაიწყო ძგერა მიღებული ინფორმაციის გადახარშვის ფონზე.
- რას ქვია მიზანში ამომიღო?- თითქმის დავუმარცვლე და დაჟინებული მზერა მისკენ მივმართე.
- ერთგვარად, შენ... ჩვენს შორის გაჩაღებული ბრძოლის ეპიცენტრი აღმონჩდი.- ნელა, ჩურჩულით საუბრობდა ისე რომ გზას თვალს არ აშორებდა.- ნებისმიერ დროს შეიძლება რამე მოიმოქმედოს და რაღაც დაგიშავოს, ან დამიშავოს...- დაამატა ცოტა ხნის მერე. შიშის ტალღამ წამით გაიარა სხეულში, მერე კი უბრალოდ ხელების კანკალი დამეწყო. ნერვიულობის დასაფარად თითები ერთმანეთს გადავაჭედე და კალთაზე დავილაგე.
- ის... ის კაცია წეღან ბინაში რომ იყო?- ვკითხე და თვალწინ მწვანეთვალება, დემეტრესავით მაღალი მამაკაცი დამიდგა, რომელსაც მოკლე ოქროსფერი თმა ამშვენებდა.
- ჰო, სანდრო... რამე რომ დაეშავებინა შენთვის, გეფიცები...- უჩვეულოდ წყნარად, თუმცა ზიზღნარევი ხმით წარმოთქვა. შევკრთი. მხოლოდღა მერე გამასხენდა იმ უცნობის თვალებში დანახული სიამე, გრძნობათა ჭიდილი...
- ის მე ვერ მესროდა დემეტრე, თითსაც ვერ დამაკარებდა- აღმოვთქვი გაყინული ხმით და სავარძელზე მჯდომს გავხედე, რომელსაც ნახევარზე მეტი ყურადღება დაეთმო ჩემთვის და ამავედროულად საჭეს დინჯად მართავდა. მის უკან ფანჯარაში გავიხედე. ცარიელი ფერდობები ხშირ ტყეებს შეეცვალათ. გზატკეცილზეც არ მოძრაობდა ბევრი მანქანა.
- საით მიგყავარ?
- რაიცი რომ არ გესროდა? - უმალვე შემომიტრიალა კითხვა. მისი პროფილიდან მის თვალებს შევხედე.
- ვიცი... უბრალოდ შენი კი არ შეეშინდა, თითქოს ორჭოფობდა. განა ტკივილისთვის გამიმეტებდა? -ჩემი ფიქრები დაუფარავად გავუმხილე. მას კი სახეზე არაფერი ეტყობოდა. ქანდაკებასავით იჯდა, და მდუმარედ უყურებდა გზას.
- სად მივდივართ?- გავუმეორე წუთის წინ დასმული კითხვა.
- რუსთავში.- მიპასუხა მოკლედ. მე კიდევ ფიქრების ახალი ტალღის ქვეშ მოვექეცი.
- რატომ? იქ რამდენხანს ვიქნებით?
- იქ უსაფრთხოდ იქნები ნიცა. და რაც შეეხება დროს, არამგონია ექვს თვეზე ადრე გათავისუფლდე.
- რას გულისხმობ? ექვსი თვე? ხუმრობ ხო?! - ჩემი ინტერესიანი მზერითა და ხმით ვაიძულებდი სიმართლე დაეფქვა.
- უბრალოდ... შეთანხმება გვაქვს დადებული...- თავი გააქნია. - როცა დრო მოვა ამასაც გეტყვი.
- რას ნიშნავს როცა დრო მოვა! დემეტერე, ვერ ვხვდები ამ გაურკვევლობაში რატომ მაგდებ, მეც ხომ ადამიანი ვარ არა?!- შეკავებული მოთმინების დამორჩილება ვეღარ შევძელი და ვიყვირე. ყვირილს თან ცრემლები გადმოჰყვნენ. დემეტრემ მოულოდნელად გზიდან გადაუხვია და მანქანა გააჩერა. ღვედი შეიხსნა და ჩემსკენ მოტრიალდა. ჩემი სახე თავის გრძელ, თლილ თითებში მოიქცია და თვალები მომაპყრო. ჟრუანტელმა დამიარა.
- ნიცა, ვიცი არაა ადვილი ამ ყველაფრის ატანა, უბრალოდ უნდა მენდო კარგი?- მეუბნეოდა და თან თვალებსა და ლოყიდან ცრემლების წვეთებს აქრობდა. ხელები მის მაჯებს შემოვხვიე.
- უბრალოდ უკან დამაბრუნე გთხოვ, ვერ მოგცემ უფლებას ასე, ერთი ხელისმოსმით ამირიო ცხოვრება.
- ნიცა, მე არაფერს გაძალებ, უბრალოდ შენს უსაფრთხოებაზე ვზრუნავ. როცა ჩემს გვერდით იქნები უფრო დაცულად დაგიგულებ, მერე კი როცა ყველაფერი დამთავრდება შენ, შენი გზით წადი, კარგი?-მეუბნეოდა ხმა და შავი თვალები ნდობას მიცხადებდნენ, უსაფრთხოებასა და მზრუნვეელობას მპირდებოდნენ. ვერ ვუარყავი მათი ცეცხლის ალში დაწვის სურვილი. მინდოდა მასთან ყოფნა, მაგრამ ქვეცნობიერი და თვითგადარჩენის ინსტიქტი კი სრულიად საწინააღმდეგო გზას მკარნახობდნენ. მაგრამ იქნებ და ის მწვანეთვალება სულაც არ ყოფილიყო ისეთი "კეთილი" მე რომ მეგონა და მის წინ მდგომი მართლაც საფრთხის წინაშე ვიყავი? ასეთ დროს ყველაზე დამაკმაყოფილებელი ყოფა დემეტრეს გვერდით ყოფნა იყო.
დამამონეს მისმა თვალებმა, ჩამოყრილი კულულების ქვეშ რომ დაენთოთ ცეცხლი. უნებურად ხელი მისკენ წავიღე და სახიდან თმა ყურზე გადავუწიე. გამიღიმა. ჩემი ხელი თავის დიდ ხელში მოიქცია და ხელისგულზე მაკოცა ნაზად. მერე შეტრიალდა, ღვედი ისევ შეიკრა და საჭეზე ხელების მსუბუქი მოძრაობით მანქანა გზაზე გაიყვანა. ახლა დავაკვირდი მის განიერ მხარბეჭს, და შავი მაისურის ქვეშ დაჭიმულ, დაკუნთულ მკლავებსა და ცალ ხელზე ორ ბეჭედს. ერთი ოთკუთხედი იყო, რომელზეც ლომი გამოსახულიყო, მეორე მრგვალ ბეჭდის შუაგულში კი წითელი წერტილი ბაცად ბრჭყვიალებდა. აქამდე არასდროს მიგრძვნია მეტალის სიცივე ჩემს სახეზე, და მაშინვე განათდა გონება, თურმე ისე ფაქიზად მეხებოდა კანზე, სამკაულებსაც ვერ ვგრძნობდი. უნებურად გამეღიმა და მისი თვალიერება ურცხვად განვაგრძე. ალბათ ეს იგრძნო და თავადაც ჩაეღიმა. მერე რაღაც მომაგონდა.
- დემეტრე,- წამით შემომხედა- ჩემი ოჯახი? მათ ეს სიტუაცია როგორ ავუხსნა? ანდა...მათ რა მოელის?- ვკითხე და პასუხის მოლოდინში გავირინდე. ალბათ თავადაც ელოდა ამ შეკითხვის დასმას.
- ისინი უსაფრთხოდ იქნებიან, დამიჯერე. ახლა დაურეკე, და უთხარი, რომ პროექტზე მუშაობა დაგევალა, რომელზეც დიდი თანხაა ჩადებული და მათთან შეხვედრა გადატვირთული გრაფიკის გამო ვერ მოგიხერხდება.- დაზეპირებულივით მითხრა. წარბი ავუწიე.
- იმედია მათთან საუბარს მთელი დროის განმავლობაში არ ამიკრძალავ- ეჭვის თვალი შევავლე და სარკასტულად გავუღიმე. მერე ჯინსის შარვლის ჯიბიდან ტელეფონი ამოვიღე.
- არა რათქმაუნდა, კრიმინალი ნუ გეგონები, არ ვაპირებ რაიმეს უფლება წაგართვა.- მითხრა ძლივსგასაგონად როცა უკვე ყურზე ტელეფონმომარჯვებული ველოდებოდი დედის ხმის გაგონებას.

* * *
ნახევარ საათში, როგორც დემეტრესგან გავიგე, რუსთავის რომელიღაც რაიონს მივადექით. დარწმუნებული იმაში, რომ სამი კილომეტრის რადიუსში არც დასახლება და არც მაღაზია, თუნდაც რომელიმე შენობა- არ არსებობდა, ძრწოლას ვყავდი შეპყრობილი, თუმცა სიმტკიცის შენარჩუნებას მაინც ვცდილობდი. დანიშნულების ადგილი დიდი, მწვანე სახლი იყო, რომელიც ფანტასტიურად იმალებოდა ხეებით გარშემორტყმული, ტყეში. ჯიპი გალავანს მიადგა. ჭიშკარი ავტომატურად გაიღო და ჩვენც დაუბრკოლებლად შევედით ეზოში. დემეტრე მანქანიდან გადავიდა და ჩემი ზურგჩანთის თანხლებით ჩემს გადმოსვლას ელოდებოდა. მაღალი გალავნის შიგნით ორსართულიანი, საშუალო ზომის სახლი იდგა, რომელთა გარშემო შავპიჯაკებში გამოწყობილ მამაკაცებს მოეყარათ თავი.
- ილია!- დაიყვირა დემეტრემ და სანდომიანი სახის ბიჭი წამსვე ჩვენს წინ გაჩნდა.
- ტერიტორია ხელახლა დაზვერეთ, ოთახები კიდევ ერთხელ შეამოწმეთ, არაფერი გამოგეპაროთ, ეს ნიცაა, ამიერიდან აქ იცხოვრებს. ვინც არ უნდა მოვიდეს მის სანახავად, არავინ გააკაროთ!-მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი ამ ყოველივეს ჩემს სასიკეთოდ აკეთებდა, ბოლო სიტყვების გამო სისასტიკე და სიმკაცრე დემეტრეს ერთ- ერთ წამყვან თვისებად მოვნიშნე გონებაში. ცოტა არ იყოს ამაფორიაქა და მაწყინა მისმა ამდაგვარმა საქციელმა, თუმცა შეწინააღმდეგების არანაირი სურვილი არ გამჩენია. ბიჭმაც თანხმობით უპასუხა და ყურში დამაგრებული მიკროდინამიკის საშუალებით მცველებს დავალება აცნობა. და სანამ მათი ნახევარი სახლში დაბოდიალობდა დემეტრემ კიბისკენ მიბიძგა. ხის კედლები, და სახლის სამხრეთ ნაწილში, კედლის მაგივრად ჩაყენებული მინა ერთიანად ავსებდა პირველ სართულზე გამეფებულ კომფორტს. მისაღებში რბილი დივნების მხარეს ბუხარი დაეტანებინათ. სამზარეულოსაც შევავლე თვალი. ერთი სიტყვით, თამამად შემეძლო მეთქვა რომ სახლი ტრადიციულობისა და თანამედროვეობის ნაყოფი იყო. სანამ დემეტერე მეორე სართულზე მიმავალ გზაზე სახლის შესახებ მიყვებოდა, მომავალ თვეებზე ფიქრი დავიწყე.
-რა მოხდებოდა ამ ექვს თვეში?
პასუხი: ყველაფერი მოსალოდნელი იყო...
-შევძლებდი რომ გამეძლო მომავალი არეულობისთვის?
პასუხი: არ მქონდა ძალა ყველაფერი მოსალოდნელი, მოლოდინივით გადამეტანა...
თავი მტკიოდა.
დილის სტრესი და დამღლელი მგზავრობა, ერთიანად მთენთავდა და შვებით მხოლოდ მაშინ ამოვისუნთქე, როცა დემეტრემ ერთერთი ოთახის კარი გამიღო. საწოლის დანახვისას გამეღიმა, და პირდაპირ მისკენ გავემართე. დავჯექი და უკვე შიშველი ფეხები საწოლზე დავაწყვე. დავწექი, ბალიში ხელებს შორის ამოვიდე და თვალები დავხუჭე. ჩაცინების ხმა გაისმა, მერე ვიგრძენი მოახლოდბული ნაბიჯები, რომლიც საწოლის მეორე მხარის ჩაწევით დაგვირგვინდა. დემეტრემ თავისი ძლიერი მკლავი წელქვეშ შემიცურა და მის გულ- მკერდს ზურგით ამაკრო. თვლემამორეულისთვის ერთგვარი შვება იყო პიტნის არომატით დამძიმებული სხეულის სითბოს შეგრძნება და რეალობასაც მალევე გამოვეთიშე.

მეძინა- მატყობინებდა გონების რაღაც ნაწილი, რადგან თავში კადრებივით ატრიალებდნენ კოშმარულ სიზმარს, თუმცა ვერადა ვერ ვფხიზლდებოდი. შიში მიპყრობდა დემეტრეს ფერმკრთალი სახის შემხედვარე, რომელსაც ქანდაკებასავით გაუნძრევლად მდგარს იარაღის ლულა ჩემთვის მოემიზნებინა. წელზე რაღაც მიჭერდა, თითქოს დაბლა მექაჩებოდა. დავიხედე. სისხლით სავსე ტბა წელამდე მწვდებოდა. მერე დემეტრე ნელნელა გაფერმკლთალდა, გაქრა. არვიცი რეალურად თუ სიზმარში, ცრემლები მახრჩობდნენ რადგან, მის ადგილას მდგარი მწვანეთვალებიანი ჩემს ჩახუტებას ცდილობდა... მე კი ოფლში ვწურავდი და მთელი ძალით ვებღაუჭებოდი მძინარე დემეტრეს მკლავებს, რათა სიზმრისგან და უცნობის ხელების მარწუხებიდან დავეხსენი.

მომიტევეთ დაგვიანება????????????????



№1 სტუმარი ელეონორაა

ვუუაამეეე ეს რა იყოოო გავგიჟდი, აი ძააან კაიაა უარ მოგბეზრდება წაკითხვა. შუა გზაში არ დატოვო, საინტერესო სიუჟეტი აქ. წარმატებები შ ენ

 


№2 წევრი სალოme

ელეონორაა
ვუუაამეეე ეს რა იყოოო გავგიჟდი, აი ძააან კაიაა უარ მოგბეზრდება წაკითხვა. შუა გზაში არ დატოვო, საინტერესო სიუჟეტი აქ. წარმატებები შ ენ


მადლობა დიდი:)))
სტიმული მეძლევა იმხელა...:)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent