შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთვარის წითელი სონატა ( ნაწ. III)


28-11-2019, 03:49
ავტორი Moonlight17
ნანახია 3 180

სურვილი გამიჩნდა, მიწა გამსკდომოდა და შიგნით ჩავეტანე. რა უნდა მეპასუხა?! საკუთარი გრძნობები გამემხილა ცინიკოსისთვის, რომ მთელი დღე სახარხარო თემა ჰქონოდა და გავეწამებინე?!
რამდენიმე წუთი დაჟინებული მიყურებდა, შემდეგ თვალი ამარიდა და ფანჯარასთან მივიდა. სიმღერაც უკვე დასასრულისკენ მიდიოდა.
- მალე დაბადების დღე მაქვს.
მითხრა უემოციოდ. არა, ამაში ცოტა სიამაყეც იგრძნობოდა. გამიკვირდა, თემა ასე სწრაფად რომ შეცვალა და ჩემი სიტყვებიც წარსულს ჩააბარა.
- კარგია. - ვუპასუხე დაბნეულმა.
- არ ვიხდი.
გამიკვირდა. ასეთი თავმოყვარე ადამიანი დაბადებისდღეს არ ზეიმობდა?!
- ხო, არ ვზეიმობ.- აშკარად ჩემს ფიქრებს კითხულობს.. როგორც ყოველთვის.
-რატომ?- ვგრძნობდი მისი უემოციობისგან ხმა ნელ-ნელა როგორ მიწყდებოდა.
- აბა, ლომაძის გამოშვება ვიზეიმო? დამპალი ძაღლები...
- კაი ანდრეა, გეყო. დათო კარგი ბიჭია.
- რათქმაუნდა.
ჩაფიქრდა და საწოლზე ჩამოჯდა. ხმას არვიღებდი,თვითონ კი ერთ წერტილს მიშტერებული, მძიმედ სუნთქავდა. დრო გადიოდა, უკვე მესამე ღერი ჰქონდა ნახევარ საათში მოწეული.
ეს არ მომწონდა... არც ლილუ ჩანდა, არც იოანე. ფიქრები ერთი მეორეს ემატებოდა და ვგრძნობდი, ჰაერი როგორ არ მყოფნიდა.
- წავალ.
დენ დარტყმულივით, უცბად წამოხტა.
რა?!
- არ წახვიდე...
- არა, ეს არასწორია მარიამ.. არ უნდა მიშვებდე.
ვერ ვხვდებოდი რაზე საუბრობდა. რამ შეცვალა ასე სწრაფად და რადიკალურად?!
- გიშვებდე?!
- არ უნდა მეკოცნა. ამის უფლება აღარ მომცე.
ეს ბრძანებასავით ჟღერდა. ვერაფერი გამეგო. მისთვის ის დამეშალა, რაც ყველაზე მეტად მსიამოვნებდა? ჯანდაბა მარიამ!!!
- ბრძანებლობ?
- თავი ჩემგან შორს დაიჭირე, კარგი? - სწრაფად მომიახლოვდა და ჩემი სახე ხელებს შუა მოიქცია.- გახსოვს, რომ გითხარი ერთი სურვილი მექნება შენთანთქო. ესაა ჩემი სურვილი.
შეშინებული თვალებით მიყურებდა. არ ინძრეოდა. გამოზომილად უშვებდა ჰაერს და ცდილობდა დაწყნარებულიყო.
თავი დავუქნიე. მაგრამ რატომ?! რატომ დავეთანხმე? ვიცოდი, კითხვით გავაღიზიანებდი მაგრამ ასე საკუთარ თავს კიდევ ერთ თავსატეხს დავუმატებდი.
- რატომ?!
- რატომ.. ეს მარტივია. არ მიცნობ.
- ანდრეა, უნდა დაწყნარდე.
მის დამშვიდებას შევეცადე და ხელი მისკენ წავიღე. უკან გაიწია. საშინლად გაბრაზებული იყო. წარმოდგენა არ მქონდა, რამ გამოიწვია მისი ასეთი რეაქცია.
- შენ არ გესმის!!!- ყვირილზე გადავიდა. ხელებით მესაუბრებოდა.
- კარგი, არ მესმის.მაშინ ამიხსენი!
არც მე დავაკელი და ხმას ავუწიე.
- ვიცი, რა გემართება როცა შენს გვერდით ვარ. გსიამოვნებს. ყველაფერი რაც ჩემთან დაკავშირებულია გიზიდავს. გგონია არ ვიცი?! ეს ყველას მოსდის.
ხმა ჩამივარდა. ახლახანს გამიმხილა ჩემი გრძნობები ასე თამამად და სხვებს შემადარა. სურვილი იმის რომ მისგან მართლაც დორს დამეჭირა თავი უფრო გამიმძაფრდა. რატომ მაიძულებდა ამ ყველაფერს?!
- მე ყველას ვაფუჭებ. შენც გაგაფუჭებ და არ მინდა.
ხელი აიქნია და კარისკენ შეტრიალდა.
- ნუცას ეხება, ხომ ასეა?! ან რატომ ფიქრობ ასე?
იერიშზე გადავედი. გაცეცხლებული შემომიტრიალდა. გააფთრებული დამყურებდა. თუმცა არ უყოყმანია, ისე ამოიღო ხმა.
- იქნებ იმიტომ რომ შენს მიმართ გრძნობები გამაჩნია?!
თავი გავაქნიე. ალბათ ბოდავდა ან აფექტი ჰქონდა. გამწარებული, გაცეცხლებული ხარივით უშვებდა ცხელ ჰაერს ნესტოებიდან. არაფერი მითქვამს. ალბათ ჯობდა წასულიყო. ჩანთიდან სიგარეტი ამოვიღე და აივანზე გავედი. ახლა სანთებელა არ ანთებდა. თვალები დავხუჭე და ღრმად ამოვისუნთქე. კარის ხმა გავიგე, მაშინვე მივიხედე მაგრამ უკვე წასული იყო. ისევ სიგარეტს მივუბრუნდი და როგორღაც ავანთე.
რაუნდოდა საერთოდ, რატომ წამოიყვანა იოანემ?! მგონი, ვგიჟდებოდი.
კარი ლილუმ შემოაღო, ბედნიერი და ცოტა დაბნეული ჩანდა.
- გარეთ ხარ?- არ გაუხდია ისე გამოვიდა გარეთ და სიგარეტი ხელიდან გამომტაცა. თავი დავუქნიე და ფილტვებში ჩაგუბებული ნიკოტინიგამოვუშვი.
- ჰე რაქენი? - ღიმილით ვკითხე. მისი ამბავი მართლაც მაინტერესებდა.თანაც, არ მაწყენდა რომ სხვა რამეზე გადამეტანა ყურადღება.
- ყველაფერს მოგიყვები. ანდრეა შემხვდა, არც შემიმჩნია ისე ჩამიარა გვერდი.
- არ მიკვირს. - წარბები ავწიე.
- გადამრევთ რა, გაიყინები შემო მალე. საჭორაო დამიგროვდა - თავი დავუქნიე. ოთახში შევყევი და პლედი მოვიფარე.
- აბა გისმენ, ქალბატონო.- პირდაპირ დავუჯექი და მოსმენისთვის მოვემზადე. სახე სიხარულისგან უბრწყინავდა.
- კარგი. ახლა კარგად მომისმინე...სანამ გონზე მოვიდოდი, ვკითხე მისი უეცარი მოვარდნა რისთვის მიმეწერა. რათქმაუნდა, გულის სიღრმეში სიხარულისგან მეცხრე ცაზე ვიყავი. შენც იცი, მის გარეშე რომ უკვე ერთი დღის გატარებაც კი მიჭირს.

თვალები ისე უელავდა ემოციებისგან, მისი ბედნიერება გადამდები იყო.
- ვუთხარი, რომ შორს არ წავეყვანე. შენი მარტო დატოვება ანდრეასთან არ მინდოდა...
-არაუშავს ლილუ, დღეს შენი დღეა. ნუ დამტანჯე, განაგრძე.
- მე ჩაი შევუკვეთე, მან ღვინო. არადა, ღვინოს არ სვამს. საშინლად ავნერვიულდი, თითქოს იმ მომენტში იოანე კი არა, სულ სხვა ადამიანი მესაუბრებოდა.
-და ეგ საუბარი საბოლოოდ საით წავიდა?- ინტერესისგან უკვე ხელის გულები გამიოფლიანდა.
- დავინიშნეთ.- მითხრა თუარა, ყურებდე დამეკრიჭა. ნერწყვი ძლივს გადავაგორე ყელში. თვალები გამიფართოვდა და სიტყვებს ვეძებდი, რომ ჩემი სიხარული და აღფრთოვანება გამომეხატა.
- თქვენ აღარ ხუმრობთ.
- ხო სხვანაირად როგორ.- სიცილით მითხრა და ბედნიერი საწოლზე გადაწვა. ჩამეცინა, გვერძე მივუწექი და მთელი ძალით ჩავეხუტე.

*ანდრეა:

- რა ქენიით?? - ავხარხარდი და პირიდან ლამის სიგარეტი გადმომვარდა, როდესაც მიქაძემ ყველაფერი მომიყვა. რომ მცოდნოდა, ნამდვილად არ ავიბამდი მხარს და მეც ბევრ თავისტკივილს ავიცილებდი თავიდან.
- დარწმუნებული ხარ, რომ ეგ გააკეთე? - ვკითხე, როგორც კი სიგარეტი ჩავწვი.
- ეგ გოგო ბავშვობიდან მიყვარს- უყოყმანოდ მიპასუხა და მანქანა დაქოქა.
- და ქორწილი?
- ეგ ჯერ ადრეა. - გამეღიმა.
- მიხარია- გულწრფელად დავუბრუნე პასუხი და თვალი ჩავუკარი. ხომ ვხედავდი, როგორი ბედნიერი იყო.

*მარიამი:

- ნურაფერს მეტყვი, ვიცი გაგიხარდა.- ისე ჩამეხუტა თითქოს დიდიხანი არ ვყავდი ნანახი.ბედნიერებას თვალებითაც კი ასხივებდა.
- ხვალ მეცადინეობა გვაქვს 10ზე.
შევახსენე. სახე მოეღუშა და საათს დახედა.
- ხოდა, ჯობს დავიძინოთ. - პირსახოცს დაავლო ხელი და აბაზანისკენ წავიდა - თმა რატომ გაქვს სველი?- წარბები სწრაფად აზიდა.
- აუზზე ვიყავი.- უხერხულად ვუთხარი და თვალი ავარიდე.დაქალის მოტყუება ყველაზე ნაკლებად მინდოდა, მაგრამ ახლა ამ თემაზესაუბარი არ ღირდა.
- აბა შემომხედე- მომიახლოვდა და თავი ამაწევინა.- შენ ცურვა არიცი.
- ანდრეამ იცის- თავი უკმაყოფილოდ გააქნია და სააბაზანოს კარი გამოხსნა.
- კარგი ბიჭია, მაგრამ სანამ რამეს გადაწყვეტ, კარგად დაფიქრდი.
მხრები ავიჩეჩე და ლოგინში შევწექი. დღეს ბევრი რამ მოხდა. ძალიან ბევრი... წარმოდგენა არ მქონდა დაქალისთვის ეს ყოველივე როგორ ამეხსნა. ლილუ მალევე გამოვიდა სააბაზანოდან. ჭერზე მქონდა თვალები მიშტერებული და ვცდილობდი, საკუთარი ფიქრებისთვის თავი მომეყარა.
- არ გძინავს? - გაკვირვებულმა მკითხა და პირსახოცი იქვე გადაკიდა.
- ვერ ვიძინებ.
ისეთი სახით შემომხედა, ვიცოდი ახლა კითხვებით ამავსებდა.
- ჩემგან თავი შორს დაიჭირეო..- ვუთხარი თუ არა, ცრემლები წამსკდა. გულჩვილი ვიყავი. ესეც ალბათ წყენის ცრემლები იყო. მაშინვე ჩემსკენ გადმოვიდა და გვერძე მომიწვა.
- თავი შეგაყვარა, არა?
- არა, თითქოს საამისოდ თითიც არ გაუნძრევია, მაგრამ..- ცრემლები მოვიწმინდე და ღრმად ამოვისუნთქე- რატომ არ უნდა ჩემთან ურთოერთობა?! თუნდაც, ნორმალური მეგობრობა.
- უცნაურია, რას გაუგებ.
- როგორ ყვიროდა ვერ წარმოიდგენ. ნამდვილი კონცერტი მოაწყო!
საკუთარ თავზე ნერვებ მოშლილი ვსაუბრობდი და უაზროდ ვაცეცებდი თვალებს.
- ხომ იცი, გამოჩნდება .
- ალბათ. არვიცი...
ხელი ავიქნიე და შუქი ჩავაქვრე.
- დავიძინოთ. ხვალ მეცადინეობის შემდეგ, ალბათ მაშინვე თბილისსში გაგვიშვებენ.

უთენიას გამეღვიძა, მზე ჯერ კიდევ არ იყო ამოსული.
პიჟამოზე მანტო მოვიცვი და აივანზე გავედი. სიგარეტს მოვუკიდე და იქვე ჩამოვჯექი.
ვფიქრობდი ყველაფერზე. სამ თვეში ყველაფერი შეიცვალა. თავს ვიტყუებდი,თორემ ანდრეას უბრალოდ ხმაც კი ტვინის თითოეულ ნეირონს მიფორიაქებდა. მისი შეხება გულს მიჩქარებდა. გუშინაც, რომ დავინახე, სანამ ჩემამდე მოვიდოდა ათიათასმა აზრმა გამიელვა თავში, თუ რა გამეკეთებინა.
მისი ქცევები მაბნევს. მგონი მიყვარდება ბიჭი, რომელმაც მიბრძანა, რომ მისგან თავი შორს დავიჭირო.
პატარაობიდანვე მიჩნდებოდა პროტესტი ისეთ რაღაცეებზე. რასაც მიკრძალავდნენ იმის გაკეთება მინდებოდა.
საერთოდ არ შევცლილვარ, ოდნავ გავიზარდე და მოწევაც დავიწყე. საკუთარ ფიქრებზე ჩამეცინა. ლილუს გავხედე. უკვე ბოდიალობდა აქეთ-იქეთ და ნივთებს ალაგებდა.
როდესაც სიცივემ საკმაოდ შემაწუხა, შიგნით შევედი.
- ავალიანზე ფიქრს არ ეშვები?- თვალები ამიბრიალა. თავი გავაქნიე და ვანიშნე ჩემ გვერძით დამჯდარიყო.
- აბა?- ინტერესით სავსე თვალები მომაპყრო.
- აუზზე რომ ვიყავით, მაკოცა.
მივხვდი რაღაცის თქმას აპირებდა მაგრამ გავაჩერე- მეც ვაკოცე. და სერიოზულად გეუბნები. ასეთი განცდა ჯერ არ მქონია. ამავსო რაღაცნაირად. არი მომენტები, ჩემი ნაწილი მგონია. და ზოგჯერ ვფიქრობ, რატომაა ჩემს ცხოვრებაში საერთოდ?
- ცადე და სერიოზულად დაელაპარაკე. ბოლობოლო ადამიანია ეგეც. სუსტი წერტილი ექნება.
მანუგეშა დაქალმა.



***
დაღლილ დაქანცულმა, დედა როგორც კი მოვისიყვარულე დასაძინებლად მოვემზადე.
- მარიამ, თანამშრომლის ქორწილში მივდივარ სიღნაღში.ორი დღით გავჩერდები.
ახალი ამბები მამცნო დედაჩემმა. პატარა რომ ვიყავი, მარტო ვერ მტოვებდა და ასეთ ადგილებში ყოველთვის თან მივყავდი. ახლა ყველაფერი შეიცვალა...

მეორე დილას დედაჩემი გავაცილე თუ არა ,სანდრიკა მოვიდა.
- რაო ბორჯომმა?
- რა და, იმეცადინეთ ბევრიო- სიცილით ვუპასუხე. საღამომდე ერთად ვისხედით და ტელევიზორს ვუყურებდით. უამრავ თემაზე ვიცინეთ ერთად და საკმაოდ კარგი დროც გავატარეთ.
- ღამე შენი მატრო დატოვება საშიშია, ხო?
მივხვდი, რაზეც მიმანიშნა და თვალები ავატრიალე.
- კარს შიგნიდან ჩავკეტავ.
თვალები ავატრიალე. ჩაიცინა და პოპკორნის ჭამა განაგრძო.
- ისე, ტასოსკენ რახდება?
- ტასო? რა ვიცი. მივდექით მოვდექით. მერე, იმ ავალიანს შეახტა და დამიკიდა.
მხრები აიჩეჩა და უდარდელად ჩაილაპარაკა.
არაფერი მითქვამს. ან რა უნდა მეთქვა.ტასოს და ანდრეას ერთად წარმოდგენისას სახიდან ფერი მეკარგებოდა და მაშინვე ღებინების შეგრძნება მეუფლებოდა.
ცოტახანში გავაცილე და სიცილით კარიც ჩავკეტე. ლოგინისკენ მივიზლაზნებოდი და შიგნიდან რაღაც მრღნიდა.
დათოზე გამეფიქრა. იქნებ, ერთხელ მივსულიყავი და მენახა მაინც. სინდისი მქენჯნიდა. თითქოს ეს ყველაფერი ჩემს გამო ხდებოდა.
საწოლიდან ბალიშები სათითაოდ გადავაწყე და საბანი გავასწორე. პიჟამა ჩავიცვი, ის ის იყო ვწვებოდი, რომ კარზე ზარიდაირეკა.
თავი გავაქნიე. სანდრიკა იქნებოდა. ყოველთვის ტოვებდა თავის ნივთებს ჩემთან. უკვე ჩვევად ჰქონდა.
- მოვდივარ,მოვდივარ. - გავძახე ოთახიდანვე.
კარის სახელური ჩამოვწიე და სანდროს ნაცვლად, თვით ანდრეა ავალიანი დამხვდა. გრძელი მანტო ეცვა, საყელო ბოლომდე ჰქონდა აწეული. სიცივისგან შეიშმუშნა და ხმის ამოღება არ დამაცადა:
- სალაპარაკო ბევრი დაგვიგროვდა.წამოხვალ?
- შ..შემოდი...- დაბნეულმა ვუთხარი და კარი ფართოდ გავუხსენი. სწრაფად შემოვიდა. კანკალებდა.
- ჩაის დავადგამ.- ვუთხარი ხმადაბლა და სამზარეულოში გავედი. ჩაიდანი სწრაფად დავდგი გაზზე და უკან გავბრუნდი.
- წამომყვები?
- ანდრეა, ვერაფერს ვიგებ. მოდი, ჯერ ჩაი დალიე კარგი?- დაბალი ხმით ვუპასუხე. თვალი ამარიდა და ჩამოჯდა. საკუთარ ოთახში გავედი და კედელს ავეკარი. რა ხდებოდა?! მთელი სხეული დაძაბულობისგან მიცახცახებდა.სარკეში ჩავიხედე, მეხუთე კლასელს ვგავდი, დათუნებიან ფუმფულა პიჟამაში და აწეწილ თმებში. შავი როლინგი და ხორცისფერი შარვალი ჩავიცვი.
ანდრეასთვის არ შემიხედავს, ისე გავედი სამზარეულოში. გული უსწრაფესად მიცემდა. კიდევ კარგი, დედაჩემი არიყო სახლში.ამ ბიჭს რა, გული უგრძნობდა?... ნათია ნამდვილად გამიგიჟდებოდა. ჩაი სწრაფად დავასხი და გავუტანე.
- მადლობა.- ხმადაბლა მითხრა და გამომართვა.
- კარგად ხარ?..- ვეცადე მისთვის თვალი გამესწორებინა.
- ვიქნები, როცა წავალთ.
- ამ შუა ღამეს სად წავალთ?
- მენდობი?- თვალებში შემომხედა. პირი დავაღე. ეს ის ბიჭი არ იყო,ვინც სულ სხვა რამეს მთხოვდა?! ღრმად ამოვისუნთქე.
- გენდობი.
უკვე ცარიელი ჭიქა მაგიდაზე სწრაფად დადო და წამოდგა.
- მზად ხარ? -კარგად ამათვალიერა.
- ტელეფონს ავიღებ.
ვიგრძენი, თვალი როგორ გამომაყოლა. ტელეფონს და გასაღებს ხელი დავავლე. შემოსასვლელში იდგა და მიცდიდა. მივუახლოვდი, მანტო საკიდიდან ჩამოვხსენი. თვალს არ მაშორებდა. ვეღარ გავძელი. შინაგანმა ძალამ გაიმარჯვა, თვალები მაგრად დავხუჭე. მისკენ ერთი ნაბიჯი გადავდგი და მთელი ძალით მოვხვიე ხელები. თავი მკერდზე მივაბჯინე. თვალებს არაფრის დიდებით არ ვახელდი. გაშეშებული ვიდექი და ვგრძნობდი მისი გულის ცემას, ნელნელა როგორ ჩქარდებოდა. მიხაროდა. მიხაროდა, მასზე ასე რომ ვმოქმედებდი. მაგრამ რა გამეკეთებინა არ ვიცოდი.
მხარზე ხელი დამადო და წელამდე ჩამომიტარა.
- წავედით.
გამოვეცალე და თავი დავუქნიე. თვალები უელავდა.სახლის კარები საგულდაგულოდ ჩავკეტე. მანქანა ახლოს ყავდა გაჩერებული. სწრაფად ჩავჯექით და სწრაფადვე დაძრა.
- სად მივდივართ?
- ჩემთან.
- რა?!
ეს კითხვის მაგივრად წამოკივლებას უფრო გავდა. თვალები ლამის გადმომცვივდა. მეტიც, გაოგნებისგან იმდენად წინ წავიწიე, ვიგრძენი ღვედმა შემაწუხებლად როგორ დამაკავა ერთ ადგილას. გაეცინა. მაგიჟებდა, ასე წრაფად როგორ ეცვლებოდა ხასიათი.
- ანდრეა, სერიოზულად?!
- მეც სერიოზულად გეუბნები.
ხმა აღარ ამომიღია. ვერც მიზანს ვხედავდი ამ ყველაფრის, ვერც აზრს.
- მომეწონა.
მითხრა რამდენიმე წუთის შემდეგ. კითხვის ნიშნით გავხედე.
- რომ ჩამეხუტე.- ყოყმანით განმიმარტა, თუმცა ეღიმებოდა. რატომ ცდილობდა ემოციების დაფარვას, როდესაც ორიდღის წინ, პაწაწინა ოთახში ორივემ ემოციების აფეთქება განვიცადეთ?!
- მაგას საჩუქრად მივიღებ.
- რა საჩუქრად?!
ვაღიარებ, ოდნავ დავიძაბე.
- რომელი საათია?
დავიბენი. ტელეფონი ჯიბიდან ამოვიღე და დავხედე.
- ღამის ორი საათია.
-მიესალმე იუბილარ ანდრეას -ყურებამდე გაიღიმა. ისე, რომ გზისთვის თვალიც არ მოუშორებია. თავი უხერხულად ვიგრძენი.
- გილოცავ.
არაფერი უპასუხია. კალენდარს დავხედე. 31 დეკემბერი.
- მართლა არ ვიცოდი..
- ვიცი, რომ არ იცოდი.
მანქანა გააჩერა დიდი შავი ჭიშკრის წინ. გადავიდა. მეც მას მივყევი. ეს ყველაფერი ძალიან უცნაურად მეჩვენებოდა.
ჯერ უზარმაზარი ეზო. სახლზე აღარაფერს ვიტყვი. მაშინვე სანდროსთან დიალოგი გამახსენდა, მაგრამ ფიქრების გასაფანტად მთელი ყურადღება ინტერიერზე გადავიტანე. ეჭვები მრღნიდა, მაგრამ როგორმე უნდა მომეთოკა. შემოსასვლელში მანტო გავიხადე და იქვე დავკიდე.
- ჩემი და თავის დაქალებთანაა.
თავი დავუქნიე. თვითონ სადღაც გაქრა. შესასვლელს გავყევი. რძისფერი მეტლახი. მოოქროსფერო კედლები. მისაღებში მოყავისფრო ხის ავეჯი. მეორე სართულზე ასასვლელი კიბეებიც მოჩანდა. გავჩერდი. ალბათ სადმე რომ წავსულიყავი, დავიკარგებოდი.
ნაბიჯების ხმაზე მივბრუნდი. ხელში შამპანიური ეჭირა. გამეცინა. სახე უბრწყინავდა.
- ძმაკაცები არ გყავს?
- არ ვიხდი თქო. ხვალ მოვა ერთი ორი. - ღიმილით მითხრა და შამპანიურს საცობი მოხსნა. თავით ჭიქებისკენ მანიშნა. სერვანდი ფრთხილად გამოვხსენი და ორი ჭიქა გადმოვიღე. სასმლით ორივე ნახევრად გაავსო და წინ გამიძღვა. ორ კარებს გავცდით და მესამეში შევედით. კაბინეტს უფრო გავდა. მაგრამ წინ დიდი აივანი მოჩანდა.
- დაჯექი.
ჩამოვჯექი.
- რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს. მინდოდა რომ ამ დღეს აქ ყოფილიყავი.
- გეთქვა და დღისით მოვიდოდი.
ხმა არ გაუცია. ერთი ამოსუნთქვით დააცარიელა ჭიქა და იქვე დადო. ფეხზე წამოდგა. დაბნეული ვუყურებდი მის ქმედებებს.
- ჩემს სიტყვას ვასრულებ. მკითხე, მაშინ რაც გაინტერესებდა.
- სიმართლე გითხრა, შენს ნება სურვილს სიამოვნებით ვემორჩილებოდი.
-გადავიფიქრე.- დამნაშავე ბავშვივით ჩაილაპარაკა.
-მაშინ, გკითხავ.
-გისმენ.- თავი დამიქნია.
- ნუცა?- ვკითხე ყოყმანით.
- ერთადერთი გოგო, ვინც ცხოვრებაში მყვარებია?
წამის მეასედებში გული შუაზე გამეპო. აბა რა მეგონა, ჩემზე გიჟდებოდა?!
თავი უნდა დამეწყნარებინა. თვალებში უკვე ვეღარ ვუყურებდი. მასთან ყოველი შეხვედრა, ყოველი სიტუაცია და ყოველი საუბარი გულს უფრო და უფრო მიჩქარებდა. ეს ყველაფერი არ მომწონდა.
- და? ...
- არაფერი, ეგ დიდი ხნის წინ იყო. სულელი და მეტიჩარა. მაგის სიკვდილთან მე არაფერ შუაში ვარ.
- მჯერა.
- ვიმედოვნებ.
- კიდევ გიყვარს?- არ ვიცი ეს რამ მათქმევინა, ხმაჩავარდნილი ველოდი მისგან პასუხს.
- რათქმაუნდა არა, მაგრამ მაშინ მართლა მიყვარდა.
- ბუნებრივია...- ამოვილაპარაკე.
- სულ ეგ იყო?
- სიმართლე გითხრა, სიმართლის გარკვევა მინდოდა.
გავუღიმე.
- მოხარული ვარ. კიდევ დალევ?
თავი დავუქნიე და ჭიქა გავუწოდე. მეორე ჭიქაც მალევე დავცალე. ალკოჰოლი მალე მომეკიდა.
- აქ მარტო ცხოვრობ?
- მამაჩემი რაღაც ბიზნესში მეწილეა, დედასთან ერთად საფრანგეთშია წასული.
- რატომ არ წაყევი?
- იქ რა მეკეთებინა?
- გესწავლა, თან ფრანგებს კარგი მანდილოსნები ყავთ- შეძლებისდაგვარად გავუცინე და თვითონაც ავიყოლიე.
- უნდა დაგეთანხმო.- მოხინარი ბევრად ბავშვური და ლაღი იყო. თვალებიც ბევრად უნათებდა.
- და შენი და, ლიზა?
- დიდად არ ვკონტაქტობთ.
თავი დავუქნიე. ცარიელი ჭიქა პატარა ჟურნალის მაგიდაზე დავდე და წამოვდექი.
-ახლა წავალ.
გასასვლელისკენ გავიწიე, მაგრამ წინ გადამიდგა.

ანდრეა*:

მის არსად გაშვებას ვაპირებდი. მითუმეტეს ახლა, ღამით.
- დარჩი.
დაბნეულობა სახეზე ეწერა. ისეთი პატარა და ნაზი იყო. მაგრამ,მეც არ ვიყავი ნაკლებად დაბნეული.
- ანდრეა მე..
- წამომყევი.
ხელი მაშინვე მოვკიდე და მეორე სართულზე ავიყვანე. თავში პირველივე რაც მომდიოდა იმას ვაკეთებდი. ინსტიქტურად. ჩემი ოთახის გვერდით ოთახში შევიყვანე. ჩვეულებრივ, ჩემები ამ ოთახს სტუმრებისთვის იყენებდნენ. პატარა, მაგრამ კომფორტული იყო.
- აქ მოეწყვე. თუ რაიმე მოგინდა გვერძე ვიქნები.
საკუთარ თავს ნამდვილად არ ვგავდი. გოგონებს სულ სხვანაირად ვექცეოდი. ახლა კი მარიამის გვერძე ძილსაც ვერ ვბედავდი....
გაკვირვებული მიყურებდა. ჯერ მე, შემდეგ ოთახს. თავი დამიქნია. ავათვალიერე. ჯინსებში ძილი ნამდვილად გაუჭირდებოდა.
- დამელოდე.
ჩემს ოთახში შევედი და ღრმად ამოვისუნთქე. უჯრიდან პირველივე მაისური ამოვაძრე და გავუტანე.
- შეგიძლოა გამოიყენო.
- ეს.. შენია?- ყოყმანით მესაუბრებოდა. მაისურიც ყოყმანით გამომართვა. თავი დავუქნიე და გავუღიმე. ოთახიდან გამოვედი. მარტო დავტოვე, რომ გამოეცვალა.

მარიამი*:

ყველაფერი უცნაური იყო,რას ვაკეთებდი საერთოდ, რა მინდოდა მის სახლში. ფიქრის უნარიც კი წამრთმეოდა. ტანსაცმელი გავიხადე და საცვლებზე მისი მაისური გადავიცვი. მაშინვე ნაცნობი სურნელი მეცა.
ჩემი გადასაფარებელი გამახსენდა და ჩუმი სიცილი ამიტყდა. ცოტა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ვიყავი. მაგრამ მადლობა ღმერთს, ეს საღად აზროვნების უნარს არ მაკარგვინებდა.
ოთახს თვალი მოვავლე. "მის ოთახში რატომ არ შემიყვანა?" ალაპარაკდა ჩემი გონება, მსგავსი კითხვებით ამევსო ტვინი. თავი გავაქნიე მათ დასაიგნირებლად და ითახიდან გავედი. საშინელი სიჩუმე იყო. ჩემს მოპირდაპირედ კარზე დავაკაკუნე. ცოტახანში შევაღე, მაგრამ შუქებიც ჩამქრალიყო და არავინ იყო. ახლომახლოს კიდევ ერთი კარები იყო, ახლა დაუკაკუნებლად გავხსენი კარი და საწოლზე მჯდომი ანდრეა დავინახე. ამომხედა, გაუაზრებლად გამეღიმა. ცალი ხელით მის მაისურს როგორც შემეძლო დაბლა ვექაჩებოდი. თავს უხერხულად ვგრძნობდი. პირველად ვიყავი ასე ბიჭის წინაშე. ჩაეცინა და თავი გააქნია.
- თავი დაანებე, ნუ გრცხვენია.
- რათქმაუნდა, შენ ხომ ათასი გოგოს სხეული გაქვს ნანახი.- უკმაყოფილოდ ვუპასუხე და კარები მივხურე. მის ოთახს თვალი მოვავლე. სხვა ოთახებისგან განსხვავებით, ძალიან უბრალოდ და სადად იყო მოწყობილი. საწოლის თავზე სხვადასხვა არტისტების პოსტერი შევნიშნე. გემოვნებას ვერ დავუწუნებდი. ფიქრებში გართულს წინ გადამიდგა.
- არ მოგწონს?
- აბრეშუმის თეთრეულს ველოდითქო, რომ გითხრა ძალიან უცნაურია?
გამეცინა, სიცილში ისიც ამყვა და მანძილი გაზარდა ჩვენს შორის. ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა. ფანჯრის მხარეს, ორ თაროზე სიმეტრიულად დაყრილი, ძველმოდური მუსიკის ფირები ელაგა.
- ღმერთო, ასეთები მხოლოდ ფილმებში მაქვს ნანახი.
- მოგწონს?- გაკვირვებულმა მკითხა. თავი დავუქნიე.
- სხვენის დალაგებისას დედაჩემი გადაყრას აპირებდა. არვიცი რატომ, მაგრამ შევინახე და აქ შემოვიტანე.
- ვნახოთ აბა ახლა რას უსმენ.
- აა..მმარიამ ეს..
ენა დაება, თუმცა თითი ღილაკზე უკვე დაჭერილი მქონდა. ყურებს არ ვუჯერებდი. მთვარის მელოდია? ისევ? დაბნეული მიყურებდა. თვალის გუგები გასდიდებოდა და ახლა მართლა მთვარეს მიუგავდა. სრულ სიჩუმეში თავისი მრგვალი სფეროებით მომიახლოვდა და წელზე ხელი მომხვია. ვმოძრაობდით, თითქოს ვცეკვავდით მაგრამ არა. ეს რაღაც სხვა იყო. თითქოს,არარსაებულ მელოდიურ რიტმს ვყვებოდით. ვგრძნობდი, მის თვალებში ნელნელა როგორ ვიკარგებლდი. როგორი უძირო, ნაცრისფერი თვალები ჰქონდა. ლაქებით, როგორც სავსე მთვარისას.
მელოდია დამთავრდა თუ არა, რეალობას დავუბრუნდი და დაბნეულმა რამდენიმე ნაბიჯი უკან გადავდგი.
- ყველაფერი უცნაურია.
- მაინც? - კითხვით გადმომხედა.
- მომაწევინე რა- ხმადაბლა ვუპასუხე. ტუმბო გამოხსნა და ახალი "მარლბორო"-ს შეკვრა გახსნა. ერთი ღერი ამოვიღე და აივნისკენ წავედი. ნაბიჯების ხმით მივხვდი, რომ უკან მომყვებოდა.
- გაიყინები გარეთ, ფანჯარასთან მოწიე.
რაფაზე ჩამოვჯექი და სანთებელა გამოვართვი. ჩემს ყოველ ქმედებას აკვირდებოდა და ცოტა არ იყოს, მაკომპლექსებდა.
- ასე ნუ მიყურებ- ვუთხარი ღიმილით და ნიკოტინი ფილტვებში ჩავუშვი.
- იცი, შეგიძლია გადაეჩვიო. -კისერზე ხელი მომისვა და გვერძე ჩამომიჯდა. უკვე მერამდენედ მსაყვედურობდა თავისებურად. ახლაც გამეღიმა. მისი სახე ხელებში მოვიქციე და შუბლი შუბლზე მივადე. გაკვირვებული მიყურებდა.
- მარიამ.- თითქოს გამაფრთხილებლად მითხრა, ყურადღება არ მივაქციე. ეს ადამიანი სულ სხვად მაქცევდა.
- მაკოცე.- შევევედრე. გაეღიმა და თავი გააქნია. გამეცალა. სიგარეტი ორ ნაპასსში ჩავწვი და იმედგაცრუებულმა შევხედე.
- დაიძინე, გვიანია.
არ შემოუხედავს. ავდექი და ჩქარი ნაბიჯებით დავტოვე. "ჩემი ოთახისკენ" წავედი და შევიკეტე.
რატომ მექცეოდა ასე? პასუხებს ვეძებდი საკუთარ თავში და ვერ ვპოულობდი. აბაზანაში შევედი და სახეზე ცივი წყალი მივისხი. ოდნავ მიშველა და გამომაფხიზლა.
***
თვალების გახელვისთანავე, დაქალის ცისფერ თვალებს შევეგებე.
- ზუსტად 30 წამიგაქვს, რომ ყველაფერი ამიხსნა.- მკაცრი ხმა ჰქონდა. წამოვჯექი და სახე მოვისრისე. ვატყობდი, უკვე შუადღე იყო.
- აუ ლილუ...
- რა ლილუ გოგო, რა ლილუ, აქ რას აკეთებ?!
- ანდრეას დაბადებისდღეა.
ვუთხარი მხრების აჩეჩვით და წამოვდექი.
- ეს მისი მაისურია?!- სიტყვებს ერთმანეთს ძლივს აბამდა.
- კი. - ვუთხარი და გადავიძრე, საკუთარ როლინგს ვწვდი და გადავიცვი. შარვალიც მივაყოლე.
- არ მითხრა,რომ...
- ახლოსაც კიარ მიკარებს.- სიტყვა გავაწყვეტინე და დაბღვერილმა შევხედე.
- იოანე და თორნიკე დაბლა არიან. მოწესრიგდი მიდი.
- ვინ თორნიკე?
- ლიზას შეყვარებული. ავალიანს ვისკი მოუტანა და ჭკუაზე არ არიან ბიჭები.
თვალები ავატრიალე და საწოლზე წამოვჯექი.
- მითხარი, რომ სიგარეტი გაქვს- საცოდავი სახით ვკითხე. ჯიბიდან ამოიღო და ერთი ღერი მომაწოდა.
- ჩემი გადამრჩენელი ხარ.
ფანჯარა სიცილით გამოვხსენი. სუსხი მაშინვე მეცა და შემაცია. სიგარეტს მოვუკიდე.
- აბა, ანდრეასთან რა ხდება?
- ახლო ურთიერთობა მინდა, პირველი ბიჭია ვისთანაც ასე მინდა.
- მერე?
- რა მერე.. წუხელ ისე მინდოდა მეკოცნა.
ლილუს სიცილი აუტყდა. წარბის ავუწიე და დავებღვირე.
- გაფუჭდი, არა?!
სიცილითვე მკითხა. მეც გამეცინა და სიგარეტი საფერფლეზე მივაწვი.
- ჩავიდეთ.
კიბეები მალე ჩავიარეთ და ბიჭებს მივუახლოვდით.
წამოიშალნენ და ჩვენკენ გადმოიტანეს ყურადღება. ანდრეას თვალი ავარიდე და იოანეს გვერძე დავჯექი. მიქაძემ ხელი გადამხვია და თვალი ჩამიკრა.
- ალბათ არ გემახსოვრები- მომმართა თორნიკემ.
- მახსოვხარ.- სწრაფად ვუპასუხე.
- ნუ მეუხეშები, ლამაზო.
ანდრეამ ჩაახველა და ვერც კი ავღწერ, როგორი სახით გახედა ძმაკაცს. თორნიკემ გადაიხარხარა და საზურგეს მიეყრდნო.
- მე წავალ, დედაჩემს უნდა მივეხმარო.
- დღეს ჩამოდის? - მკითხა ლილუმ. თავი დავუქნიე და წამოვდექი. გასავლელისკენ წავედი. ის ის იყო, ქურთუკს ვიღებდი, რომ ანდრეა წამომეწია.
- რა გინდა?!
- ნუ მეუხეშები!
- დღეს უკვე მეორედ მესმის ეს ფრაზა!
იგივე ტონით ვუთხარი და თვალებში შევხედე. არ დაუყოვნებია, მაშინვე მკლავში მწვდა და მისი ტუჩები ჩემსას მიაბჯინა.
დავდნი!
ამ გრძნობას ვნატრულობდი. ვიცოდი, ახლა გაბრაზებული უნდა ვყოფილიყავი და შეძლებისდაგვარად გამოწევას შევეცადე.
- მაკოცე! გახსენი შენი ვარდისფერი ტუჩები მარიამ!
მთლიან ტანზე ტაომ დამაყარა და ვნებამ ერთიანად შემიპყრო დავემორჩილე და მთელი ძალით, ტუჩების ტკივილამდე ვაკოცე.
- საღამოსთვის მოემზადე. ახალ წელს ერთად შევხვდეთ.
- კარგი რა ანდრეა. რაში გჭირდება ეს ყველაფერი?!- უკვე ნერვები მეშლებოდა.
- არ მჭირდება, ჩვენ ერთად ვართ.
ახლაც გამაჟრიალა. არ მჯეროდა, ამას რომ ამბობდა.
- როდიდად?!- რაც შემეძლო ცინიკური ტონით ვიკითხე.
- ამ წამიდან.
ღიმილით მიპასუხა. სიცილით გავაქნიე თავი და კარები გამოვხსენი.
გზადაგზა მივდიოდი და მეფიქრებოდა, ყველაფერზე აფსოლიტურად. "ჩვენ ერთად ვართ" შეუჩერებლივ მიტრიალებდა მისი სიტყვები თავში და ვერადა ვერ ვაგდებდი. სახლში მისულს დედა დამხვდა. მოვესიყვარულე და ვუთხარი, რომ როგორც ყოველთვის ახალწელს ლილუსთან ერთად შევხვდებოდი. რაღათქმაუნდა დამთანხმდა. ღრმად ამოვისუნთქე, უკვე მერამდენედ ვატყუებდი დედაჩემს, მიზეზი კი ერთი ადამიანი იყო. ცალიხელით თმა გადავიწიე და გარდეროფი გამოვხსენი. დიდი ხანი ასე ვუყურებდი. არასდროს მიფიქრია ამდენი, იმაზე თუ რა ჩამეცვა. საბოლოოდ გრძელმკლავიანი წითელი, მომდგარი კაბა და ამავე ფერის მაღალქუსლიანი შევარჩიე. დედაჩემს რომ დავენახე, ალბათ გადაირეოდა და უამრავ კითხვას დამისვამდა. სააბაზანოში შევედი და ორი საათი ვინებივრე. იგივე სიტყვები, იგივე რეფლექსები.
უჯრიდან თმის უთო ამოვიღე და დასწორებას შევუდექი.
ორ საათში უკვე მზად ვიყავი.
მისაღებში გავედი და ნათიას დავენახე.
- მშვიდობაგაქვს მარიამ?
სიცილით მკითხა და ამათვალიერა.
- შეიძლება ანდრეაც მოვიდეს. - არ დავუმალე.
- ანუ ბიჭშია საქმე, ხო?- ღიმილით მომიახლოვდა და თმა გამისწორა.
- საუკეთესო ხარ.
გავუღიმე და გარეთ გამოვედი. გული საშინლად აჩქარებული მქონდა, სუნთქვას ვერ ვარეგულირებდი. ტელეფონი ამოვიღე და ანდრეას დავურეკე.
- სახლში ხარ?
- კი. - რაღაცნაირი ხმით მიპასუხა.
- მე მოვიდე?...
- 5წუთში მანდ ვარ. - სიცილით გამითიშა. იქვე სკამზე ჩამოვჯექი და წამდაუწუმ საათს ვამოწმებდი. ზუსტად 6წუთში ჩემს წინ გააჩერა მანქანა. მივუახლოვდი და ჩავუჯექი. ჩემკენ გადმოიწია. ვერ მივხვდი რას აკეთებდა და უკან დავიხიე. სახე მოულბა და თვალებში ჭინკები აუთამაშდა.
- მაკოცე!
- ნუ ბრძანებლობ,ავალიანო.
ღვედი შევიკარი და წინ გავიხედე. ვიცი გაუკვირდა, ან გაღიზიანდა, მაგრამ ვეცადე მისი რეფლექსებისთვის ყურადღება არ მიმექცია. მანქანა დაქოქა და დაახლოებით 10 წუთში რომელიღაც რესტორანთან ვიყავით.
მანქანის კარი გავხსენი და გადავედი. თვითონაც მომყვა.
-გიხდება.
თვალი ჩამიკრა და თავიდან ფეხებამდე ამათვალიერა.
შესვლისთანავე მივხვდი, რომ მაგიდა დაჯავშვნილი ჰქონდა. გულში გამეღიმა და მთელი სხეულით ავეკარი. წელზე ხელი მომხვია და თავზე მაკოცა. გავინაბე, თავი კნუტი მეგონა, რომელიც მოფერებისას ნეტარებას ეცემოდა. დავსხედით. მიმტანმა წითელი ღვინო მოიტანა და ჩამოასხა.
- ანდრეა..
- მოხდა რამე? - მკითხა, როდესაც ერთი ჭიქა თვალისდახამხამებაში დაცალა.
- ღვინოს ვერ ვსვამ.
მისი სიცილი ექოდ გაისმა.
- წყალი გინდა? - სიცილითვე მკითხა. დავებღვირე. ამას ვაჩვენებდი ახლა!
- არაყი!
- დარწმუნებული ხარ?
- რათქმაუნდა.
- პირველად მთხოვს გოგო პაემანზე არაყს.- სიცილს არ წყვეტდა.
- ეს არარის პაემანი. - სიცილი შეწყვიტა. მივხვდი არ ესიამოვნა, მაგრამ სანამ რაიმეს მეტყოდა მიმტანს არაყი შეუკვეთა.
- აბა? - ხმა მსუბუქი ხველით ჩაიწმინდა.
- შენს დაბადების დღეს ავღნიშნავთ.
- რათქმაუნდა.
თავისთვის ჩაილაპარაკა. მიმტანმა არაყი დამიდგა. ავალიანი ღიმილს ძლივს იკვებდა და მაკვირდებოდა.
- ვერ დალევ.
თითით მანიშნა და გამფრთხილა. მაშინვე გადავკარი. სითხემ ყელი ჩამწვა, მაგრამ არ შევიმჩნიე. წარბი ავუწიე.
- ამდენი ხანია გიცნობ და შენზე ბევრი არაფერი არ ვიცი.- ვუთხარი და პატარა ფილეს ნაჭერი პირში ჩავიდე.
-როგორ არა, შენ იმაზე მეტიც კი იცი, ვიდრე საჭიროა.- პასუხი დამიბრუნდა, როდესაც ღვინის ჭიქა დააცარიელა. თვალები ავატრიალე.
- ფენომენ ანდრეა ავალიანში ხომ არ გეშლები?- ღმერთო, ეს ხმამაღლა რატომ ვთქვი?!
- მოდი ასე მოვიქცეთ , რასაც გეტყვი იმას გააკეთებ და მე შენს კითხვებს ვუპასუხებ
- ამხელა კაცი მებავშვები?- სიცილი ძლივს შევიკავე, აშკარად სასმელი თავისას შვრებოდა.ამდენი სითამამე ფხიზელზე ნამდვილად არ მქონდა.
- ნებისმიერს?
- მეტნაკლებად.
-კარგი- თავი დავუქნიე. რატომ ვთანხმდებოდი?!
- დაიყვირე, რომ ჩემზე გიჟდები- მის ნათქვამზე თვალები გამიფართოვდა და ლუკმა გადამცდა. მაშინვე არყის ჭიქას დავწვდი და დიდი ყლუპით გადავყლაპე.რაზეც ხველა ამიტყდა. რათქმაუნდა, წესით მწველი სითხის ნაცვლად, წყალი უნდა დამელია. ჯიბრი ჯიბრია. თვითმკვლელობას გავდა ეს ყველაფერი და გულში საკუთარ თავს დავცინოდი. მას კი ეშმაკური ღიმილი დასთამაშებდა სახეზე.
- სერიოზულად?-ჩავიცინე და თავი გავაქნიე. ანდრეამ მხრები აიჩეჩა და წარბები ამიწია.კიდევ ერთი ლუკმა ჩავიდე და ვუყურებდი გამარჯვებულის სახით როგორ წრუპავდა ღვინოს. თვალები დავხუჭე და ლუკმა ჩავყლაპე.
- ამ ადამიანზე ვგიჟდები!- ანდრეამ წამში შემომხედა და თვალები გაუფართოვდა. აშკარად არ ელოდა.დარბაზზში მიმოვიხედე ყველას თავები ჩემსკენ ჰქონდა შემოტრიალებული.ავალიანს შევხედე რომელიც გაშტერებული მიყურებდა. ახლა მე ავუწიე წარბები.
-გაგიჟდი?-მისი გაოცებული სახე სიცილმა შეცვალა.
- უბრალოდ მეტის გაგება მინდა შენზე.
- ცნობისმოყვარეობა ხშირ შემთხვევაში დამღუპველია.მიდი გისმენ.-ღვინო მოსვა და გაღიმებულმა თავი დამიქნია.
-ყველაზე მეტად რომელი საჭმელი გიყვარს?
- შემწვარი კარტოფილი.
-საყვარელი ფერი?
- შავი.
- ოდესმე გყვარებია?
-კი.
- სექსი ბოლოს როდის გქონდა?
- გუშინ- რა? ამ პასუხს არ ველოდი. არც იმ კითხვის დასმას ველოდი, მაგრამ როგორც ვხედავ საკუთარ თავს არ ვგავდი.
- გუშინ როდის?
- შემდეგი.- წარბები ამიწია და მაგიდას დაეყრდნო.
- ვიცნობ?
- შემდეგი.-თვალები ავატრიალე.
- შენი ჰობი?
- მუსიკის მოსმენა- წამიერად გავშეშდი. ახლა თვითონ მაშტერებდა.
- შენი ოცნება?
- შემდეგი.
ასე არგამოვიდოდა, თითქმის არაფერზე მპასუხობდა.ჰაერი ხარბად შევისუნთქე.
- ყველაზე მეტად ვის ენდობი?
- შენ.
- იოანე?
მხრები აიჩეჩა და კითხვის მოლოდინში გადმომხედა.
-მოგწონვარ?
- კი.- პასუხის გაგონებისას ორივეს ერთდროულად ჩაგვეღიმა.
- არის რამე რასაც დღემდე ნანობ?
- კი.
- საიდუმლო გაქვს?
- ბევრი.
- ახლა რა გინდა გააკეთო?
- მინდა გაკოცო.- თვალი ჩამიკრა. უცებ ტანში გამაჟრჟოლა,მაგრამ თავი ხელში ავიყვანე.
- ჩვენ მართლა ერთად ვართ?
- კი, მარიამ. - ჩამეღიმა და გაუაზრებლად მაგიდას მივაშტერდი.
- ჩემი და სად გაიცანი?
- უბნელის დაბადებისდღეზე.
წარბები აწია და კიდევ ერთი ყლუპი მოსვა.
- სინამდვილეში არაა ჩემი და.
- რა?
- მამა გვყავს ერთი. ეგ რანაირი და გამოდის.
- და შენ ამბობ, გავიზარდეო?!
მის ლოგიკაზე გამეცინა და უკვე მეოთხე ჭიქა დავლიე.
- გაგრძელებას აუცილებლად მოისმენ, უბრალოდ შესაფერისი ადგილი არაა ახლა.
საათს დახედა.
- მალე ფეირვერკი იქნება.
- ვგიჟდები ფეირვერკზე. გავეკრიჭე და მაშინვე მაგიდიდან წამოვხტი. შემაქანა, თავბრუ დამეხვა და ცალი ხელით მაგიდას დავეყრდენი. ავალიანი კვლავ ჩემს დაცინვას განაგრძნობდა. ანგარიში გადაიხადა და რესტორნიდან გამოვედით. ალკოლოჰოლი იმდენად მქონდა გამჯდარი, საშინლად მცხელოდა.
- ჩაიცვი.
- არმინდა.
ფეირვერკი დაიწყო. გაშტერებული ვიდექი და ვუყურებდი. რამდენიმე წუთში მანქანაში ჩავსხედით და იქიდან განვაგრძეთ ყურება. ფერები უფრო ნათელი მეჩვენებოდა.
ცხოვრებაში საუკეთესო ახალი წელი, საუკეთესო ადამიანთან ერთად. საკუთარ ფიქრებზე მეღიმებოდა.
ტელეფონი ამიზუზუნდა. დედაჩემი მირეკავდა. ერთმანეთს მივულოცეთ და სიცილით დავემშვიდობე.
- მომწონს დედაშენი- ღიმილით გადმომხედა ანდრეამ.
- შენ მდედრობითი სქესის ყველა წარმომადგენელი მოგწონს.
სიცილი ავტეხე.
- ნასვამი ხარ.
თავი გავაქნიე, თუმცა ეს მისი თქმის გარეშეც მშვენივრად ვიცოდი. მისკენ გადავიხარე და ლოყაზე ვაკოცე. ჩაეღიმა. ფანჯარას ოდნავ ჩაუწია და სიგარეტს მოუკიდა. ტელეფონი ამიზუზუნდა, ლილუ მწერდა:
" ვიცი სადაც ხარ და არ გირეკავ, ხელის შეშლა არ მინდა. გილოცავ და აბა შენ იცი რიჟავ, ამ წელს ეგ ბიჭი არ დათარსო"
ხმადაბლა ჩამეცინა და ტელეფონი ჯიბეში დავაბრუნე.
- წავედით?
- წავედით.
არც მიკითხავს სად ან რატომ. ახლა ყველაფერზე თანახმა ვიყავი. მის გვერდით, მეტი სრულიად არ მჭირდებოდა. გზას გავცქეროდი როდესაც ხელზე მისი გაყინული ხელი შემეხო. ცერა თითით წრიულად მომეფერა. ხელი ძალაუნებურად მომეკუმა. ჩაეღიმა და ახლა მისი ხელი ჩემს ფეხზე გადავიდა. სუნთქვის დარეგულირება ნელნელა შეუძლებელი ხდებოდა.
მანქანა ნაცნობ კარებთან გაჩერდა.
ისევ მისი სახლი. მანქანიდან გადმოსულმა დავინახე, როგორ შეაბარბაცა.
- არც შენ ხარ ფხიზელი- დავემანჭე.
- ამას ვინ ამბობს- სიცილით წამოვიდა ჩემკენ. ჩქარი ნაბიჯებით მომიახლოვდა და ვერ გავიაზრე, ისე მომიგდო ზურგზე. ბოლო ხმაზე ავხარხარდი. სირბილით შევიდა სახლში და დივანზე დამსვა. ჩვენი სიცილი ჰარმონიულად ისმოდა მთელს სახლში ექოდ.
- მოიცა ახლახანს ნასვამი იჯექი საჭესთან?- სიცილითვე ვკითხე, როდესაც ცოტა სული მოვითქვი.
- არა,მძღოლს დავიქირავებდი- თვალები ააბრიალა.
- გაგიჟდი, ხომ?
- ცოტა. - სიცილით მიპასუხა და სავსე ჭიქა მომაწოდა- კიდევ ხომ არ დაგვემატებინა?
- ანდრეა, ეს ჭიქა შენი დაბადების დღის იყოს.
- მაგ ჭიქას მერამდენედ სვამ?
მხრები ავიჩეჩე და მალე ცარიელი სასმისი მაგიდაზე დავდი. ადგომა მინდოდა, მაგრამ ვერ ვდგებოდი. სასმლის დოზა, ზომაზე მეტი იყო ჩემს ორგანიზმში და მთლიანად მთიშავდა. მიუხედავად ამისა,- ნელნელა დავიწყეთ სმა. თან რაღაცეებს ვებურტყუნებოდით ერთმანეთს. თვითონ ძირს იჯდა, მე კი დივანზე. სმაში, რამდებიმე ჭიქა გამოვცალეთ და უკვე თვითონაც საკმაოდ მთვრალი იყო. რამდენიმე წამში ბურტყუნით ამოვიდა დივანზე,ბგერებს ვერ ვარჩევდი რას მეუბნებოდა. ჩემს გვერდით დაჯდა და თავი მხარზე ჩამომადო.
- მარიამ...- ხმა ისეთი ბოხი ჰქონდა, წამით სუნთქვა შემეკრა.
- გისმენ?
თავი ასწია და მხარზე მაკოცა, შემდეგ ყელში და ასე აუყვა ყურამდე. ერთიანად გაბუჟებულს, სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა.
- მინდა ჩემთან იყო. - ხმადაბლა დამიმარცვლა და ყურის ბიბილოზე მაკოცა. ავტომატიურად მივუტრიალდი და თვალებში ჩავაშტერდი.
- ანდრეა, შენი და შეიძლება..
- მარიამ, ახლა ჩვენს შორის მხოლოს ეს ვისკის ბოთლია.- თავით თითქმის ცარიელ ბითლზე მანიშნა. თვალები წამითაც არ მოუშორებია ჩემთვის.
- მაკოცე. - ისევ იმ ხმით მითხრა.
მის სხეულს ავეკარი, კისერზე მივხვიე ხელები და ტუჩები ტუჩებზე მივადე. არ მიკოცნია, მაგრამ თვითონ დამიწყო კოცნა, თან ხელს ბეჭებზე მისრიალებდა. ფრთხილად გადამიწია წინ ჩამოყრილი თმა და კისერზე მომეფერა. ვნებიან კოცნაზე არანაკლებ ვნებიანად ვპასუხობდი. ჩემში ცეცხლი აინთო.
ხელები მომკიდა და მისკენ მიმქაჩა.
- გამომყევი. - ჩამწყდარი ხმით მითხრა, ხელი მომკიდა, წამომაყენა და კიბეებისკენ წამიყვანა. გაბრუებულ-გაბუჟებული მივყვებოდი. როდესაც გავაანალიზე რა ხდებოდა, უკვე მისი ოთახის წინ ვიდექით. კარი სწრაფად შეაღო, მისკენ ცალი ხელით მიმწია და თვალებში ჩამხედა. არაფერი დავაცადე, მაშინვე მის ღვინისფერ ტუჩებს დავეძგერე. ხელით ზურგზე კაბის ელვა შემიხსნა და ახლა უკვე შიშველ ზურგზე გამიწყო ფერება. როგორც კი შემეხო, შევხტი. თუმცა, კოცნა არ გამიწყვიტავს, წამით თვითონ მომშორდა. კაბის ბოლოებზე მომკიდა ხელი და წამებში მომაშორა. თვითონ მაისური გადაიძრო და მთელი სხეულით მომეკრა. საწოლზე გადამაწვინა. ტუჩებიდან კისრამდე კოცნით ჩავიდა, კისრიდან მკერდამდე. ვიგრძენი მისი ერექციით როგორ მაწვებოდა, ხელები კისერზე მოვკიდე და თავი ამოვაწევინე. ღიმილი დასთამაშებდა და ხვნეშიდა. ხელებს მთელ სხეულზე მისრიალებდა. ერთადერთი, რაც მამშვიდებდა, ჩვენ შორის მცირედი მატერია იყო. სიამოვნება ნელნელა იზრდებოდა. თვალებს ვეღარ ვახელდი, ერთიანად დავიჭიმე.
- ანდრეა, გთხოვ...
- შენთან სექსს არ ვაპირებ- თვალები ვჭყიტე, მაგრამ მალევე მიმენაბა. სახე ახლოს მივწიე და ვაკოცე. ისეთი ტკბილი იყო, ისეთი კარგი...საბოლოოდ მის სხეულზე მხოლოდ ტრუსი დაიტოვა.
ვითიშებოდი, ვერ ვხდებოდი ეს სასმლის ბრალი იყო თუ ანდრეასი.

***

ანდრეას ჩემს წელზე ჰქონდა ხელები შემოხვეული, მიხუტებული ვყავდი და ეძინა. მე ვერაფრით ვიძინებდი. ძნელად განვთავისუფლდი მისი ძლიერი ხელებიდან. ტუმბოზე დადებული სიგარეტი და სანთებელა ავიღე და ფანჯარასთან მივედი.
ვუყურებდი მძინარეს და პატარა ბავშვს გავდა. მძიმედ სუნთქავდა და წარბებ შეკრულს ბალიშში ჰქონდა თავი ჩაფლული. ალკოჰოლი იწყებდა ნელნელა ჩემი სხეულიდან გამოსვლას. მივუახლოვდი და ტუჩებზე ფრთხილად ვაკოცე. ცოტა შეშინებული ვიყავი. არვიცი, შემდეგში რა იქნებოდა. ხვალ რა იქნებოდა. ისევ ჩემს ადგილს დავუბრუნდი და თბილ ლოგინში შევწექი. ჩემკენ გადმობრუნდა და მძინარემ კვლავ მის მკლავებში მომიქცია.
***
მზის უნაკლო, მოყვითალო მოთეთრო სხივებმა გამაღვიძა და სიზმრებს მომწყვიტა. თვალები ღიმილით გავახილე და გაცრეცილ შაბიამნის ფერ კედლებს თვალი მოვავლე. გვერძე გადავბრუნდი ანდრეას მოლოდინში, მაგრამ აქ არ დამხვდა.
ტუმბოზე ყვითელი ტიტა იდო, პატარა ლენტი ჰქონდა შემოხვეული და ასოები მოჩანდა. „როგორც კი ამას ნახავ, ქვემოთ ჩამოდი.“ საბნიდან გამოვძვერი და სააბაზანოში შევედი. ოდნავი მოწესრიგება მინდოდა, სანამ ანდრეა მნახავდა. მგონი ჩემს გარეგნობაზე ახლა უფრო მეტად ვზრუნავ, ვიდრე მანამდე. კისერს გუშინდელისგან სიწითლეები ჯერკიდევ ემჩნეოდა. მაგრამ, არც ისე საშინელი იყო. მიხდებოდა კიდეც. ხელი ფრთხილად მოვისვი, ოდნავ მეტკინა. თმა წინ გადმოვიყარე, საწოლს მივუბრუნდი. ანდრეას მაისურს ვწვდი და გადავიცვი. ოთახიდან გავედი, კიბეებზე ხმაურიანად დავეშვი.
-როგორც იქნა გაიღვიძე - ავალიანის ხალისიანი ხმა შემომესმა - საშინლად არ მინდოდა შენი გაღვიძება. მაგრამ, უშენობასაც ვერ ვიტანდი.
ხმას გავყევი და სამზარეულოში ამოვყავი თავი.
-რამეს ამზადებ?
-საუზმეს შენთვის.
გამიკვირდა. დღეს ზედმეტად თბილი მეჩვენებოდა. კარგახანი მიყურებდა. რამდენჯერმე პირიც გააღო, მაგრამ ისევ მოკუმა და საქმე გააგრძელა.
-რამის თქმა გინდა? - მის გვერდით , კარადის თავზე, წამოვჯექი.
- პირველად დარჩა გოგო ჩემს სახლში.
- ალბათ მიზეზი გაქვს..
თავი დამიქნია და ფანჯარა ოდნავ შეხსნა.
-რომ გითხრა მაკოცეთქო... მაკოცებ? - წარბი აწია და ისე მკითხა.
-წესით უნდა მიბრძანო და არა მითხრა - ჩემს ნათქვამზე წარბები შეკრა და ხის კოვზი, რომლითაც მთელი ამხნის მანძილზე საჭმელს ურევდა, ხმაურიანად დადო. მივხვდი რომ იდეალური სიტუაცია გავაფუჭე. შემდეგ გაუაზრებლად გადავიხარე და ვაკოცე. არც ვნებიანად, არც ენის შეყოფ-გამოყოფით. ისე ვაკოცე, როგორც ლოყაზე კოცნიანხოლმე.
-როდესაც რამის გაკეთებას მიბრძანებ, პროტესტი მიჩნდება ხოლმე. თხოვნა უფრო სასიამოვნოა.
-შენი კოცნაც სასიამოვნოა - გაიღიმა - მგონი, თხოვნებზე გადავალ. ახლაკი დაჯექი. მზადაა საუზმე.
ხის პატარა მაგიდასთან ვისხედით. წინ რაღაც საოცრად მომზადებული წვნიანი მედო. თვითონ თეთრი ღვინო, მე წყალი. ჭიქა ხელში ავიღე და სიცილით გავხედე.
- ასე ხო? - სიცილს ვერ ვწყვეტდი. თვითონაც ჩაიცინა და ჭამას შეუდგა.
ჩემდა გასაკვირად საკმაოდ გემრიელი წვნიანი იყო.
- კულინარიას მიყევი, გამოგდის- სიცილით ვუთხარი და ბოლო კოვზიც სწრაფად ჩავყლაპე.
საათს დავხედე.
ჯანდაბა!
2 ხდებოდა. დედაჩემი ალბათ გაგიჟდებოდა.
- რამე მოხდა?
ანდრეამ გამომაფხიზლა. მის თეფშს დავხედე, საჭმელი დაუსრულებია. თავი დავუქნიე და სკამიდან წამოვდექი.
- უნდა წავიდე.
წარბები კვლქვ შეკრა. მივხვდი ახსნა განმარტებას მთხოვდა.
- სახლში დედა მელოდება.- ხმადაბალი სიცილით ვუთხარი. თვალები მოეჭუტა და გადაიხარხარა. ჩემკენ მოიწია და გულში ჩამიკრა. თვალები გამიფართოვდა. ძალიან ხურდა, სასიამოვნოდაც კი.
მის სურნელში ჩაფლული, თვალებდახუჭული, გატრუნული ვიდექი, სანამ არ წამოახველა.
ოდნავ მოვშორდი და ავხედე. შეწუხბული სახე ჰქონდა. თვალებში არ მიყურებდა. ცალი ხელი პირზე აიფარა, რომ ხველა შეეჩერებინა.
- ანდრეა, კარგად ხარ?
თავი დამიქნია, მეორე ხელით მანიშნა ერთ წუთში მოვალო და ჩემთვის გაურკვეველი მიმართულებით სწრაფად წავიდა.
თავი გავაქნიე და ცუდი აზრები თავიდან გავყარე. მაგიდას მივუბრუნდი. თეფშები და ჭიქები ნიჟარაში ჩავაწყე და მათ რეცხვას შევუდექი. 5 წუთში ყველაფერი მოვასუფთავე და კარადას დავეყრდენი.
მოცდას აღარ ვაპირებდი. იმ მხარეს წავედი,სადაც ანდრეა.
დაძახება არც მიფიქრია. ფეხშიშველი მივაბიჯებდი კოლიდორში და ყველა ოთახში მას ვეძებდი.
საბოლოოდ წყლის ხმა გავიგე. ამ ხმას გავყევი. ოთახიდან შუქი გამოდიოდა, კარი ნახევრად ღია იყო. ცალი ხელით შევაღე.
- ანდრეა...
ჩემგან ზურგით იდგა, ცალი ხელით ონკანს ეყრდნობოდა. სწრაფად მივუახლოვდი. წყალი ცოტაოდენ სისხლს რეცხავდა.
ავალიანს ავხედე. მთელი სახე სველი ჰქონდა და თვალებში არ მიყურებდა. გარშემო მიმოვიხედე. პირსახოცს ხელი დავავლე და მივაწოდე. გამომართვა, არც ახლა შემოუხედავს. ხმას ვერ ვიღებდი.
რა სჭირდა?!
სახე გაიმშრალა და პირსახოცი საკიდზე ჩამოკიდა. არაფრის მთქმელი თვალებით ნელნელა გაეცინა.
- რა იყო, შეგეშინდა?
ეს ირონია იყო, თუ მომეჩვენა?!
- რაგჭირს?
- არაფერი არ მჭირს, ალბათ კბილი მძვრება და სისხლი მდის.
იცინოდა. ცალი ხელი გადამხვია და სააბაზანოდან გავედით.
ვერ დავუჯერე. უფრო სწორად, არ!
არ შევკამათებივარ. უკვე ვიცოდი, მასთან ჯიბრში ჩადგომა რა შედეგებსაც მოიტანდა.
- ჩავიცმევ..- ხმადაბლა ვუთხარი და მოვშორდი. ჩაფიქრებული ავუყევი კიბეებს და მის ოთახში შევედი. სწრაფად გადავიცვი კაბა და ფეხსაცმელიც. გასვლა არ მინდოდა. არვიცოდი რა გამეკეთებინა. ფანჯარასთან მივედი და სიგარეტს მოვუკიდე.
ახლა საშინლად მაწყნარებდა.
ტელეფონი ავიღე და ლილუს დავურეკე.
- სადხარ?
მაშინვე ჩამყვირა ტელეფონში.
- ერთ საათში ჩემთან მოდი რა..
- მოვალ.
ვიცოდი არცერთი წამით გადააცილებდა. ღრმად ამოვისუნთქე და ოთახიდან გავედი. დაბლა ანდრეა დამხვდა. სახე შეცვლილი მიყურებდა.
- უნდა წავიდე- ვუთხარი ხმადაბლა.
- უკვე მითხარი. წადი.
რა?! ასე იცოდა რომ ვერ წავიდოდი. მივუახლოვდი.
- რამე მოხდა?
- არაფერი, მარიამ. - ეცადა გაეღიმა, მაგრამ ეს ყალბი და ფუჭი ღიმილის მეტი არაფერი იყო.
ღრმად ამოვისუნთქე და გასასვლელისკენ გავედი.
ხომ შეიძლებოდა ერთი სრული დღე ისე ჩავლილიყო, რომ არაფერს გაეფუჭებინა?! კარი გამოვხსენი და გარეთ გავედი.
გუშინდელზე მეტადაც კი ციოდა. ფეხებში გამაკანკალა.
მთელი გზა მასზე ვფიქრობდი. შემდეგ წუხანდელზე. ჩემგან რამე რომ სდომოდა, ამას უკვე გააკეთებდა.
სახლში შევედი თუარა, დედაჩემი სავარძლიდან წამოხტა.
- ვიცი დედა, ტელეფონი დამიჯდა.- ვუთხარი, სანამ რამეს მკითხავდა.
- როგორ ჩაიარა?
- მხოლოდ გოგონები ვიყავით- ვიცრუე. უკვე მერამდენედ არ მახსოვს. ამასობაში ლილუმ შემოაღო კარი.
- გამარჯობა ნათია დეიდა- გადაეხვია დედაჩემს. ღრმად ამოვისუნთქე და ფეხსაცმელი გავიხადე.
- რამ მოგიყვანა აქ- სიცილით ჰკითხა დედამ
- პირადად ხომ უნდა მომელოცა - აყვა ლილუც. ესეც კაი ტყუილების ბუკეტი იყო.
სანამ ერთმანეთი მოისიყვარულეს ტკბილეულს დავავლე ხელი და ოთახში შევიტანე. რამდენინე წამში ლილუც შემოვიდა, კარები ჩაკეტა და დოინჯ შემორტყმული შემომყურებდა.
- მასე შენ მაინც ნუ მიყურებ - შევევედრე და შოკოლადს ფილა მოვატეხე. ფეხზე გაიხადა და საწოლზე მოკალათდა.
- ცოტას დავისვენებ და მერე გეტყვი, მანამდე შენ რაქენი მითხარი - მხარი გავკარი და გავუცინე.
- მოკლედ, შენთან დასამალი მართლა არაფერი მაქვს.
- ჰე რახდება?
- მეზობლები მალე გავყარე, ჩემებიც საქეიფოდ წავიდნენ და დავრჩით მე და მიქაძე.
გამეკრიჭა. წარბი ავუწიე.
- მერე?
- თავს ნუ იდებილებ, ყველაფერს დეტალებში ხომ არ გეტყვი.
ბოლო ხმაზე გადავიხარხარე და თავი გავაქნიე.
- მიქაძემ დაქალი გამიფუჭა.
სიცილით ვუთხარი და შოკოლადს მეორე ფილა მოვატეხე.
- ერთი წუთი არ გაინძრე- დასერიოზულდა და თვალები დააწვრილა. ვერ მივხვდი რა დაემართა. ჩემკენ მოიწია და თმა ფრთხილად გადამიწია.
ახლა გასაგებია...
თავი ჩავხარე და ტკბილეულს მივაშტერდი.
- აბა? ამიხსნი ამას?
- რომ გითხრა, რამეს მივარტყითქო, არ დაიჯერებ?
ღიმილით გავხედე, თუმცა მისი სახე არ იცვლებოდა.
- სულ გაგიჟდა..
ფეხზე წამოდგა და სახე მოისრისა.
- ლილუ, ანდრეა არაფერ შუაშია.
- აბა, საკუთარი თავი შენ დაისინიაკე?
- მომისმინე, ჩვენ ერთად ვართ. - შევეცადე ლოგიკური ახსნა განმარტება მომეძებნა, რომ ლილუ ნაკლებად დაპანიკებულიყო.
- რა?!
იმხელაზე დაიკივლა, ვიცოდი დედაჩემიც კი გაიგებდა. ხელით ვანიშნე ხმისთვის დაეწია.
- 2დღეა. ყველაფერი ძალიან უცებ მოხდა ლილუ. თავს კარგად ვგრძნობ მასთან...
- ამის უფლება მეორედ არ მისცე.
კისერზე მანიშნა.
თავი დავუქნიე. ცოტახნით გაჩუმდა და შოკოლადის ჭამაში შემომიერთდა. ვფიქრობდი, ანდრეას უკანასკნელ უცნაურ ქცევაზე მეთქვა თუ არა რაიმე. თან ვყოყმანობდი.გული ცუდს მიგრძნობდა და მსურდა ყველაფერი იქამდე გამერკვია, სანამ ჩემი წინათგრძნობა აცხადდებოდა.
- შეგიძლია დედაშენს დაურეკო?
- რატო, რახდება?
- ხომ ექიმია და რაღაცეებს გაკითხინებ, რა- ყოყმანით ამოვილაპატაკე და თავი ჩავხარე.
- უეჭველი შენ ქალიშვილობას ეხება, არა?
მაცდური მზერით, ქვემოდან ამომხედა და ამოიჩურჩულა. ტემპერატურა საშინლად გაიზარდა წამებში და ცივმა ოფლმა დამასხა. რათქმაუნდა, დაქალთან არაფერზე საუბარი არ უნდა მომრიდებოდა, სიმართლე რომც ყოფილიყო, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ეს თემა ჩემთვის ტაბუ დადებული გახდა.
- ღმერთო ლილუ!!!
- რა? სიმართლეს გეუბნები.
- ანდრეასთან სექსი არ მქონია- ხმადაბლა ვუთხარი. დამიჯერა! რათქმაუნდა და იმედია.
- როგორთუ, არ?
- თვითონ მითხრა, არ ვაპირებო- მხრები ავიჩეჩე.ვცდილობდი, რაც შესაძლო იყო მეტი ინფორმაციის შემცველი,მოკლე პასუხები განეცა მისთვის.
- გეტყოდი ვაჟიშვილობას უფრთხილდებათქო, მაგრამ არ დამიჯერებ.
ბოლო ხმაზე გაიცინა და მაკას ნომერი აკრიფა.
- რა ვკითხო? მითხარი.
- პირიდან სისხლდენა და ხველა რისი ნიშნებია და სერიოზული თუა რამე...
- რა გჭირს გოგო?!
სერიოზული სახით შემომიტრიალდა და თვალებში ჩამაშტერდა.
- მე არაფერი. დარეკე, უბრალოდ მაინტერესებს რა..
- შენ უბრალოდ არაფერი გაინტერესებს- ამოიხვნეშა და ტელეფონი ყურზე მიიდო. ყველაფერი ისე კითხა, როგორც დავავალე. რათქმაუნდა, დედამისი განერვიულდა და ლილუმაც, მარიამის მეზობელს დაემართაო.
ტყუილების სწრაფად მოფიქრებაში მე მგავდა... რამდენიმე წუთში გაუთიშა და უკმაყოფილოდ შემომხედა.
- აბა?
- აბა კი არა, რატომ მაკითხინე?!- ცისფერი თვალებით შეშინებული მომჩერებოდა.
- ჯერ ვერ გეტყვი...
- ესეთი რა არის, მე რომ არ მეუბნები?- გაიბუსხა და ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო.
ამოვიხვნეშე და თმები ცალი ხელით გადავიწიე. რაღაც ძალა ხმას არ მაღებინებდა, იმაზე რაც ვნახე.
- დამპირდი, რომ საერთოდ არავის ეტყვი.- წინ დავუჯექი და ხელი ხელზე დავადე. თავი დამიქნია.
- ანდრეას ახველებდა. არვიცი, ძალიან ცუდად მოგუდულად. მერე სისხლი დავინახე. არვიცი მომეჩვენა თუ არა...
- მაკამ მითხრა, მაგას სასწრაფო გამოკვლევები ესაჭიროებაო.
ღრმად ჩავისუნთქე და ფანჯარასთან მივედი.
- კაი ხოიცი რა ტიპია. მაგას რა ეჭირვება. ალბათ გაცივდა, რა ამინდებია ხომ ხედავ- მოვიდა ლილუც და მხარზე ხელი გადამისვა. მართალი იყო. ყველაფერს ეჭვის თვალით ვერ შევხედავდი. არც უნდა შემეხედა და ცუდიც არ უნდა მეფიქრა.
თავი უაზრო ფიქრებისგან გავიფერთხე.
- კარგი.. ახლა როგორმე ამას დაგაფარვინებ და სანდრიკასთან წავიდეთ. უკვე ხუთასჯერ დამირეკა.
სიცილით მითხრა ლილუმ და თვალი ჩამიკრა. სარკის გვერძე უჯრა გამოხსნა და მცირე მაკიაჟის კოლოფი ამოიღო.
- ეგ? კისერზე?
წარბები ავწიე.
- სხვა გზა გაქვს?
- კი მაქვს.- თვალები ავატრიალე და სქელი შარფი ამოვიღე უჯრიდან. - არ ვაპირებ, აჭრელებულ ჯამბაზს დავემსგავსო. ყოველთვის მეზიზღებოდნენ.
ლილუმ თავი დამიქნია. არ დამიყოვნებია, კაბა გავიხადე და თმა ზემოთ ავიწიე.

*ანდრეა:

საკუთარ ოთახში შევიკეტე და იქაურობა ცოტა მივალაგე.
მარიამზე ფიქრს ვერ ვწყვეტდი.
-ამის დედა შევე*ი!!!
ვერ შევიკავე და ბოლო ხმაზე ვიღრიალე. ჩამოვჯექი და თავი ხელებში ჩავრგე.
არ უნდა გაეგო. არ უნდა ვენახე ასე.
ვერ დავუშვებდი.
სიგარეტს ხელი დავავავლე და მოვუკიდე.
მეგონა, რომ ყველაფერს სწორად ვაკეთებდი.
არ შემიძლია,რაღაც თვალთმაქცი და უაზრობები. ყველაფერი მბეზრდებოდა ნელნელა.
კოლიდორიდან ხმაური მომესმა.ოთახიდან უსწრაფესად გავედი. ვლოცულობდი, რომ აქ არ დაბრუნებულიყო.
- ოხ, ძამიკო- კისერზე ჩამომეკონწიალა ლიზა. მაშინვე მოვიშორე.
- გალეშილი ხარ.
- თორნიკესთან ვიყავი- საწყალი სახეცმიიღო. თითქოს, ძალიან მაინტერესებდა სად იყო. ისევ ოთახში შესვლა დავაპირე.
- საჭმელი ახალი გაკეთებულია. ვინმე იყო?
თვალები დავხუჭე და ღრმად ამოვისუნთქე. სიმშვიდე მინდოდა შემენარჩუნებინა, თორემ გაღიზიანებისგან წამი წამზე ამოვხეთქავდი.
- შედი რა შენს ოთახში.- უხეშად ვუთხარი და ჩემსაში შევედი. რათქმაუნდა გამომყვა და კარებთან დადგა.
- მითხარი, ჯერ კიდევ აქ არის? სად მალავ?
- შენი საქმე არაა, ლიზა.
- მარიამი, ხო?- თვალები გამიშეშდა. სახე ამერია. ალბათ, მანაც ჩემსავით იგრძნო, როგორ დამეჭიმა შუბლზე ძარღვი.
- არადა, მეგონა შავგვრემნები მოგწონდა.
როგორც იქნა, გაამოძრავა ფეხები და მოშორდა აქაურობას. მისი ხასიათი მაღიზიანებდა. ბევრ რამეში მგავდა და ალბათ ამის მიზეზიც ეს იყო.
ტელეფონი მოვძებნე და მიქაძეს გადავურეკე:
- ბებერო, არ ავღნიშნოთ?
სიცილით ჩავძახე ტელეფოში.
- ჩემთან მოდი საღამოს.
- დასალევი გაქვს?- ახლა, მხოლოდ არაფხიზლად ყოფნა თუ გამომიყვანდა რეალური ფიქრებიდან.
- რაიყო ბიჭო? გალოთდი?
- წინა ახალწელს ვინ მიგათრია სახლში არ გამახსენებინო.
- კარგი, კარგი. ეგ არ გინდა ოღონდაც. თორნიკე ხო კარგ ‘კიშკებს’ ყიდულობს ხოლმე?
- მერე?
- იკისროს რა, წამოიყვანე.
- კარგი ვკითხავ. რამე თუ ექნება, აუცილებლად.
- აბა, შენ იცი.
გავუთიშე და ხელით საულვაშე ადგილები მოვისრისე. თორნიკესთან არ ვძმაკაცობდი დიდად, მაგრამ ლიზას გადამკიდე... ჩემი დის ითახს მივუახლოვდი და კარი შევაღე.
- გაეთრიე!- მაშინვე დამიყვირა და ბალიში მესროლა. მისი ქმედება მხოლოდ მაშინ გავაანალიზე, როდესაც უკვე შიშველ სხეულზე მაიკას იცვამდა. თვალები მოვჭუტე.
- რა გინდა,ანდრეა?!
- ასეთი უხეშიც ნუ იქნები, დაიკო.
- მალე მეტყვი?!
- თორნიკეს ნომერი მომეცი.
- რა?- ლამის თვალები გადმოსცვივდა, მის რეაქციაზე გამეცინა.
- ბიჭები ავღნიშნავთ და ვეტყვი მაგასაც რა.
უყოყმანოდ მომცა ნომერი.
კარები გამოვხურე და მისაღებში ჩავედი.
მაშინვე გადავრეკე.
- გისმენ.
- თორნიკე გამარჯობა, ანდრეა ვარ.
- ოჰ ავალიანი. როგორ ხარ?
ხმაში შეეტყო, რომ შეცბა. ჩამეცინა და დავამშვიდე:
- მშვიდობაა. მისმინე, ბიჭები ვქეიფობთ და ხომ არ წამოხვიდოდი?
- ვა, ეს რა მითხარი.
ხმა არ გამიცია, მის პასუხს დაველოდე. ხვეწნას ნამდვილად არ ვაპირებდი.
- წამოვალ.
- ჩემთან მოდი. ხელცარიელი არა.
გავუთიშე და ყურებამდე გავიღიმე.
სადა პერანგი და ჯინსები ამოვიცვი და სახლიდან გავედი.


*მარიამი:
წყალმა მთლიანად მომადუნა. დიდიხანი არ გავჩრრებულვარ. ტანსაცმელი ჩავიცვი და ლილუსთან მივედი. საწოლზე იჯდა და მელოდებოდა.
სარკესთან დავდექი და შარფი გავიკეთე. დიდად ჩემი სტილი არ იყო, მაგრამ...
- წავედით.
ხმადაბლა ვუთხარი
ისიც დამეთანხმა და სახლიდან გავედით.
- რაო სანდრომ?
- კლასელები ვიკრიბებით რა. ხომ იცი,როგორი გაქექილია და აყარა უცებ ყველა- აკისკისდა ლილუ.
- არვიცი, სანდროს ვუთხრა თუ არა ანდრეაზე. რაღაც დიდად არ ეხატება გულზე.
- გოგონებოო- ფანჯრიდან გადმოვგძახა ჯაჭვლიანმა სიცილით და ასაფეთქებელი გადმოგვიგდო.
ლილუმ რაღათქმაუნდა მაშინვე მიალანძღა:
- იდიოტი რაა- სადარბაზომდე სწრაფად მივედით, რომ კიდევ არ ესროლა და მესამე სართულზეც სწრაფად ავედით.
-გადარეულო!
მოვეხვიე მთელი ძალით.
თითქმის ყველა იქ იყო, ანდრეას გარდა.
- მარიამ, სად გაქრი? ერთს არ გვკითხულობ- გამომესარჩლა ტასო.
არაფერი მითქვამს, მით უმეტეს, ტასოსთან საუბარს არ ვაპირებდი. ვიცოდი, როგორც ყოველი ახალი წლის შეკრებებზე ხდებოდა, დღესაც რამდენიმე საათში დაგვტოვებდა. ამის გამო ნერვიულობა და ხასიათის გაფუჭება ნამდვილად არ ღირდა.
პატარა სუფრას მივუჯექი,როგორც სხვები და სანდრიკას გავხედე.
- ანდრეა არ დაპატიჟე?- წარბი ავუწიე.
- გვეგონა შენ წამოიყვანდი.- ისევ ტასო. ნამდვილად ჩემს ნერვებს ცდიდა.
- პირიქით, ეგ შენ უნდა გკითხოთ.- გავუღიმე ტასუნას. ლილუმ ხელი გამკრა და ჩამჩურჩულა რომ არ ავყოლოდი. მართალიც იყო. სანდრო გაჩუმებულიყო. უკვე ყველაფერი ცხადი იყო. აქ ანდრეას ყოფნა არავის ახარებდა და ამიტომაც, სიტყვა არ დაძრეს.
- წუხელ მეზობელს ფანჯარაში შევუგდე და ავუფეთქე. ყვირილით გასკდა- გადაიხარხარა სანდრიკამ.
- არ იზრდები ბიჭო რა!
მიახალა ლილუმ და ხაჭაპური ჩაკბიჩა.
ყველაფერი შესანიშნავად მიდიოდა.ჯაჭვლიანის უკბილო ხუმრობებზე ყველანი ვიცინოდით.
ათი საათისთვის უკვე თითქმის ყველა წასულიყო.
ლილუ და სანდრო მარტო დავტოვე და საფირფარეშოში გავედი.
დავურეკო? არ დავურეკო.. არვიცი. ტელეფონი შევინახე და წყალი სახეზე შევისხი. თვალებს რომ ვხუჭავდი გუშინდელი ფრაგმენტები მელანდებოდა და კვლავ ვგრძნობდი სიამოვნებას. ეს ორივე იყო, ხორციელიც და სულიერიც. თვალებდახუჭული განაბული ვიდექი სანამ კარზე დაქალმა არ მომიკაკუნა
- კარგად ხარ?
კარი გავხსენი და ღიმილით გავედი. ლილუს თავი დავუქნიე და მაშინვე სანდროსთან მივედი.
- სანდრიკ გვიანია, წავალ ხო?
გადავკოცნე და კარისკენ გავიწიე.
- მეც მოვდივარ- მომაძახა ლილუმ. ჯაჭვლიანს მალე დაემშვიდობა და წამომეწია. წინ გადამიდგა, მკლავებზე ხელი მომკიდა და შემაჯანჯღარა.
- ამოღერღე.
- არ შემხმიანებია.
უყოყმანოდ ვუთხარი და გზა გავაგრძელე. გამომყვა.
- იოანესთანაა, ბიჭები ქეიფობენ.
თითქოს შვება ვიგრძენი, მაგრამ თან მაინც ვბრაზობდი. ისევ თავი დავაქნიე. რამდენიმე წუთი ორივე ჩუმად მივდიოდით.
- მაგარი იდეა მაქვს!
- ოხ ლილუ, აბა?
თვალები ავატრიალე. ლილუ და იდეები არ გამოირჩეოდნენ და ვიცოდი, ახლაც რაიმე სასწაულს იტყოდა.
- მივადგეთ.
- რა? არა! -ნამდვილად არ შევცდი.
- კი,კი.
ხელი დამავლო და ვერც კი გავაანალიზე, რომელ ავტობუსსში ამტენა.ამოვიხვნეშე. რა გვინდოდა ახლა ბიჭების საღამოზე. მითუმეტეს, ანდრეას ნახვას ვერიდებოდი...
ორ გაჩერებაში ჩამოვედით. კარებთან ღრმად ამოვისუნთქე და დავაკაკუნე.
- დათო?...
- მარიამ, - თავი ღიმილით დამიქნია. ცოტა გაკვირვებული და გაოცებული ვიყავი მისი დანახვით. თანაც არაფერი ეტყობოდა, არც ბრაზი, არც წყენა ჩემს მიმართ. როგორც კი სახლში შევედით მაშინვე ჩამეხუტა, ძალიან, ძალიან მჭიდროდ მომხვია ხელები.
გამეღიმა და გულწრფელად გამიხარდა მისი დანახვა. თუმცა გული ლამის შუაზე გამისკდა, როდესაც შემოსასვლელში ანდრეა გამოვიდა. თვალები აენთო, დათოს ინსტიქტურად ხელი ვუშვი, მაგრამ თვითონ ისევ მეკვროდა. ვუყურებდი ავალიანს, სახეზე ფერები როგორ დაურბოდა. მთლიანად დავიძაბე, ხმა რომ ამოიღო და კბილებში გამოსცრა:
- მოშორდი!



№1  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

არ ვიცი რავთქვა
უბრალოდ ვკითხულობ ვკითხულობ და
მოლოდინში ვარ იმის რაც უკვე ვიცი და ისევე ომ მიწევს გამეორება
მაგრამ საქმეც იმაშია რომ ემოციებიც არ მინელდება და პირველად რომ წავიკითხე ახლა მეორედ ორმაგი ემოციებით ვკითხულობ ♥️♥️♥️
თითქოს არაფერიცმაგრამ გული მიგრძნობს რომ ესეთი ანდრეა და მარიამი მომენტარებიან ♥️♥️
წარმატებები და გელოდები ♥️

 


№2  offline მოდერი Moonlight17

ტკბილიწიწაკა
არ ვიცი რავთქვა
უბრალოდ ვკითხულობ ვკითხულობ და
მოლოდინში ვარ იმის რაც უკვე ვიცი და ისევე ომ მიწევს გამეორება
მაგრამ საქმეც იმაშია რომ ემოციებიც არ მინელდება და პირველად რომ წავიკითხე ახლა მეორედ ორმაგი ემოციებით ვკითხულობ ♥️♥️♥️
თითქოს არაფერიცმაგრამ გული მიგრძნობს რომ ესეთი ანდრეა და მარიამი მომენტარებიან ♥️♥️
წარმატებები და გელოდები ♥️

უდიდესი მადლობა საყვარელო ❤️

 


№3  offline წევრი ნანა73

მიუხედავად იმისა რომ ვიცი რაც ხდება, მიუხედავად პერსონაჟების ასაკისა და ასე ვთქვათ "ცოტა თინეიჯერული" სიყვარულისა, მთელი სიმძაფრით ვიაზრებ მათ მდგომარეობას kissing_closed_eyes ( ალბათ მეც ვახალგაზრდავდები wink ) მოკლედ, ძალიან კარგი ისტორიაა და სულ არ ტოვებს გამეორების შთაბეჭდილებას ❤️❤️❤️

 


№4  offline მოდერი Moonlight17

ნანა73
მიუხედავად იმისა რომ ვიცი რაც ხდება, მიუხედავად პერსონაჟების ასაკისა და ასე ვთქვათ "ცოტა თინეიჯერული" სიყვარულისა, მთელი სიმძაფრით ვიაზრებ მათ მდგომარეობას kissing_closed_eyes ( ალბათ მეც ვახალგაზრდავდები wink ) მოკლედ, ძალიან კარგი ისტორიაა და სულ არ ტოვებს გამეორების შთაბეჭდილებას ❤️❤️❤️

ნანა ❤️ უღრმესი მადლობა თანახდგომისთვის!
სწორედ იმიტომ, თინეიჯურია, ვყოყმანობდი მის ხელახლა ატვირთვას, მაგრამ მიხარია რომ მოგწონთ ❤️

 


№5 სტუმარი სტუმარი სტუმარი

მეორედ ვკითხულობ ამ ისტორიას და სიტყვები არ მყოფნის!სიამონებით მოგყვები და მომწონს ესეთი, ოდნავ სხვანაირი რომ გახდა ყველაფერი.
წინასწარ მაჟრიალებს იმ ემოციებისგან რაც წინ მელის! ❤️

 


№6  offline მოდერი Moonlight17

სტუმარი სტუმარი
მეორედ ვკითხულობ ამ ისტორიას და სიტყვები არ მყოფნის!სიამონებით მოგყვები და მომწონს ესეთი, ოდნავ სხვანაირი რომ გახდა ყველაფერი.
წინასწარ მაჟრიალებს იმ ემოციებისგან რაც წინ მელის! ❤️

ძალიან დიდი მადლობა! ❤️

 


№7  offline წევრი sofo_sofia 13

ძალაინ ძალიან მომწონს მაგრამ ანდრეას ვერ ვუგებ ბოლო ბოლო რაუნდა მაგრამ ისეთი სანტერესოა და ისე მაინტერესებ შემდეგი თავ და მოვლენების განვითარება რომ ვერ ავწერ

 


№8  offline მოდერი Moonlight17

sofo_sofia 13
ძალაინ ძალიან მომწონს მაგრამ ანდრეას ვერ ვუგებ ბოლო ბოლო რაუნდა მაგრამ ისეთი სანტერესოა და ისე მაინტერესებ შემდეგი თავ და მოვლენების განვითარება რომ ვერ ავწერ


სულ მალე გაიგებ ❤️

 


№9  offline წევრი Margo Tokyo

დიდი ინტრიგანი ვინმე ხარ!:დდ
ეს თავი განსაკუთრებით მომეწონა,
საინტერესოც იყო და ქიუთობაც.
ანდრეა - დიდი არეულობაა, ვფიქრობ, ძალიან ბევრი საიდუმლო აქვს, რამაც განაპირობა მისი ასეთი ცვალებადობა და უცნაურობა. დამაინტრიგებელი პერსონაჟია, რაც ყველაზე მეტად მომწონს.
ზოგადად, საინტერესოდ მიგყავს ისტორია, ნელ-ნელა ამჟღავნებ დეტალებს და არა ერთიანად, კარგი სტრატეგიაა:)))
გელოდები❤️❤️

 


№10  offline მოდერი Moonlight17

Margo Tokyo
დიდი ინტრიგანი ვინმე ხარ!:დდ
ეს თავი განსაკუთრებით მომეწონა,
საინტერესოც იყო და ქიუთობაც.
ანდრეა - დიდი არეულობაა, ვფიქრობ, ძალიან ბევრი საიდუმლო აქვს, რამაც განაპირობა მისი ასეთი ცვალებადობა და უცნაურობა. დამაინტრიგებელი პერსონაჟია, რაც ყველაზე მეტად მომწონს.
ზოგადად, საინტერესოდ მიგყავს ისტორია, ნელ-ნელა ამჟღავნებ დეტალებს და არა ერთიანად, კარგი სტრატეგიაა:)))
გელოდები❤️❤️

ინტრიგანობა ნამდვილად ჩემი საქმეა :დ მიხარია, რომ მოგწონს მოვლენების განვითარება ❤️

 


№11 სტუმარი სტუმარი nita

didad shecvlili araa magram momwons <3 rodis dadeb shemdeg tava?

 


№12 სტუმარი სტუმარი მაკუნა

როდის დადებ?

 


№13 სტუმარი სახელი

ამ თავის წაკითხვის შემდგომ გამიმძაფრდა სურვილი, რომ გავიგო ყველა დეტალი თუ რა იწვევს ასეთ ტრანსფორმაციას ანდრიასი და არ დამრჩეს რაიმე უკმაყოფილება.
და მეორეც, (ცოტა შორს თუ გავიხედავ) მსურს ვისიამოვნო დასასრულით, რომლის ტრაგიკულობა (თუ ასე იქნა) დამანგრევს...
მოკლედ, მადლობა ამ ემოციებისთვის, გელოდები, as always <3

 


№14  offline მოდერი Moonlight17

სტუმარი nita
didad shecvlili araa magram momwons <3 rodis dadeb shemdeg tava?

სტუმარი მაკუნა
როდის დადებ?

ხვალ დაიდება <3

სახელი
ამ თავის წაკითხვის შემდგომ გამიმძაფრდა სურვილი, რომ გავიგო ყველა დეტალი თუ რა იწვევს ასეთ ტრანსფორმაციას ანდრიასი და არ დამრჩეს რაიმე უკმაყოფილება.
და მეორეც, (ცოტა შორს თუ გავიხედავ) მსურს ვისიამოვნო დასასრულით, რომლის ტრაგიკულობა (თუ ასე იქნა) დამანგრევს...
მოკლედ, მადლობა ამ ემოციებისთვის, გელოდები, as always <3

უღრმესი მადლობა! <3

 


№15 სტუმარი სტუმარი ნანკა

ერთი სული მაქვს როდის წავიკითხავ გაგრძელებას...

 


№16  offline მოდერი Moonlight17

ლეპტოპთან ვერაფრით მოვხვდი, რომ ამეტვირთა. ხვალ ყველანაირად შევეცდები დავდო.
მადლობთ მოთმინებისთვის :დ ❤️

 


№17 სტუმარი სტუმარი Keti

იმედია ღამის სამ საათამდე არ გვალოდინებ კვლავ და ახლო საათებში დადებ

 


№18  offline წევრი sofo_sofia 13

იმედია მალე დადებ თორე უკვე ვეღარ ვითმენ ყოველწუთს ვამოწმებ საიტს

 


№19 სტუმარი სტუმარი irma

Male dadeb???

 


№20 სტუმარი სტუმარი Keti

ახლა რომ წერდე მესმის, მაგრამ დაწერილი გაქვს ისტორია და ამდენს რატომ გვახვეწნინებ?

 


№21  offline მოდერი Moonlight17

დავწერე ზემოთ, რომ ვერ მოვახერხე იმ ლეპტოპთან მოხვედრა,სადაც შენახული მაქვს. იმედი მაქვს, გაგებით მოეკიდებით.

 


№22 სტუმარი სტუმარი eka

auuu davighalee lodinit tu arshegidzlia egre dadeba srulad mainc dade dawerili tugaqvs ra unamusobaa abaraarises :/

 


№23 სტუმარი სტუმარი nanuka

ანუ, გასაგებია თუ ვერ ახერხებ დადებას, მაგრამ როცა დადებ მაშინ ან სრულად დადევი ან ისეთი მოცულობის რომ ეს 4 დღის ნალოდინები ხალხი როგორმე გაგვახარო რა :დდდ <3

 


№24 სტუმარი სტუმარი ლია

,,,,, კარები გამოვხსენი,,,, არის კახური დიალექტი, დაწერეთ ქართული მართლწერით ,,,კარები გავაღე,, ვიღაცა დეგენსრატმა დაწერა ერთხელ და
თქვენც იმეორებთ.არა და შესანიშნავი ისტორიაა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent