შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მძევალი (სრულად)


29-11-2019, 20:24
ავტორი სელენე
ნანახია 4 702

ღმერთო! დამეხმარე წამოდგომაში. — დაცემას თავადაც შევძლებ!

სასწრაფო დახმარების, სახანძრო და პოლიციის მანქანები შეჯგუფებულიყვნენ ნახევრად დამწვარ კორპუსთან. სანამ ეს უკანასკნელნი ხალხის გადარჩენას ცდილობდა, ბრბო უაზრო და არაფრისმთქმელი ჩურჩულით უყურებდა დამწვარი შენობის წინ, სისხლის გუბეში უსულოდ მწოლიარე გვამს.
-ბიჭებო ჩქარა, აქ ქალია და დაჭრილია. _ფანჯრიდან ჩამოსძახა გამურულმა მეხანძრემ თანამშრომლებს. რამდენიმე ექიმი თავიანთი წითელჯვრიანი ყუთით შევარდა შენობაში. ერთ-ერთმა ახალგაზრდა პოლიციელმა ცარცით შემოხაზა ცხედრის მდგომარეობა, ზოგიერთი მათგანი კი ყველა კუთხეს, ყველა გამვლელს ფოტო უღებდა. ყვითელი გამყოფი ლენტის გარეთ ჟურნალისტების მთელი ჯგუფი შეკრებილიყო და პირდაპირი ეთერით გადასცემდნენ ვითარებას.
-...ხანძრის შედეგად დაშავდა 1 ადამიანი. სასტუმრო ,,ლელოს“ დირექტორი და მეპატრონე ლევან დევდარიანი გარდაცვლილია ე.წ რუსული 'რულეტკით' მიყენებული ჭრილობით. მამაკაცი დაჭრილია 4 ტყვიით, ასევე დაჭრილია ლელა ედუაშვილიც, რომლის სიცოცხლის გადარჩენასაც ექიმები ამ დრომდე ცდილობენ...


-გოგონებო, თქვენთვის ახალი დავალება მაქვს _ დილის ცხრა საათზე გამაღვიძა უფროსის ზარმა. უფრო სწორად, კიარ გამაღვიძა — გაგვაღვიძა... ერთმანეთი სამსახური გავიცანით, მამაჩემის მკვლელობის შემდეგ. ამ ხალხთან დემეტრე ბიძიამ მომიყვანა. არ უნდოდა ჩემი ობოლთა თავშესაფარში, სახელმწიფოს ხარჯზე გაშვება. მისი წყალობით მე ცოცხალი ვარ, კარიერა და პროფესია მაქვს. მეგობრები მყავს და ვიცი, ვერასდროს გადავუხდი ამ სიკეთეს. ობოლი არ ვარ, დედა ცოცხალი მყავს, მაგრამ მამას გარდაცვალებამ ფსიქიკურად გაანადგურა. იმ პერიოდში მას არ შეეძლო არათუ ჩემზე, არამედ საკუთარ თავზე ზრუნვა. აქ ვისწავლე მოთმინება და გამძლეობა, იარაღის აწყობა-დაშლა, სროლა, ჩხუბი და ადამიანის მოკვლაც კი.

ჩემი ცხოვრება რამდენიმე ეტაპად იყოფა: 15 წლამდე -ბედნიერი და უდარდელი ბავშვობა. 15 წლის შემდეგ- ახალი ცხოვრება ახალ სამყაროში ანუ ბანკის ძარცვის მცდელობამდე და ძარცვის შემდეგ -საუკეთესო მეგობრის ღალატი, ჩაშლილი საქმე და უამრავი პრობლემა.
-ახლა რა ხდება ტატო? _მთქნარებით იკითხა თათიამ. ქალი საოცრება ანუ თათია ჰაკერია და ჩვენშორის ერთადერთი ქერა.
-ცუდი ბიძია უნდა დავსაჯოთ. თათია, მარიამ, ქეთა, ეკა, მირა უფროსმა პირადად თქვენთვის აარჩია ეს საქმე. დანარჩენები თავისუფლები ხართ _ოთახი ათამდე გოგონამ დატოვა. ტატო აბშილავას, კაზინო "ფენიქსის" მეპატრონეს და ზემოთ ხსენებული უფროსის მარჯვენა ხელს, ევალებოდა მისი დავალებების ჩვენამდე მოტანა. თვითონ უფროსი ჩასუქებული, თვალებგადმოკარკლული და მრისხანე მამაკაცი —არასდროს, არავის შეცდომას არ პატიობდა. ლაპარაკი არ უყვარდა, მაგრამ ყოველი საქმის შემდეგ ბლომად ფულს გვიხდიდა.
-ვინ არის "მსხვერპლი" _ქეთამ ქურთუკი ცარიელ სკამზე მიაგდო. ის და მარიამი პოლიციაში მუშაობდნენ. მარიამი პროკურორია, ქეთა უბრალოდ პოლიციელი იყო.
-რაფაელ გველესიანი, ერთ-ერთი უმდიდრესი მამაკაცი საქართველოში.
-ტატო მოკეტე და პირდაპირ საქმეზე გადადი _სიტყვა გააწყვეტინა ეკამ. ის საუკეთესო ინჟინერია მათ შორის, ვისაც ვიცნობ. პრაქტიკულადაც ყოველთვის ამტკიებს თავი ნიჭს.
-მაცადე რა, გოგონებო იმედი მაქვს გსმენიათ მის ბანკზე. სანამ უშუალოდ საქმეზე გადავალ მინდა მოკლედ ჩამოგიყალიბოთ რას წარმოადგენს.
-დაიწყო ისევ _თვალები გადაატრიალა მარიამმა.
-დამაცადეთ! რაფაელი 43 წლისაა. ორი შვილი ჰყავს, ვაჟი ლაშა გველესიანი და გოგონა ლინდა გველესიანი. ბიზნესის სფეროში და საერთოდ ასპარეზზე 89 წლიდან ჩანს. ყველას მოგეხსენებათ, იშვიათია ბიზნესი 90-იანებში რომ სუფთად დაწყებულიყო. არც რაფაელი იქნება გამონაკლისი, ბიზნესს საძირკველი სიბინძურის "აგურებით" ჩაუყარა. თქვენი დავალებაა გაძარცვოთ ბანკი, თუმცა უფრო კონკრეტულად თქვენ უნდა გატეხოთ სეიფი _მართვის პულტზე თითის დაჭერით გადაჰყავდა სურათები სლაიდზე ერთი-მეორის მიყოლებით.
-უფრო კონკრეტულად თუ შეიძლება _ხელის გრაციოზული მოძრაობით ითხოვა გაგრძელება თათიამ.
-საცავი #149. უნდა წამოიღოთ შიგთავსი და თანხა, დაახლოებით 10 მილონამდე. _ეკამ ხმამაღლა დაუსტვინა.
-ბატონ მრისხანებას (ასე ეძახდა ტატო ჩვენს უფროსს — დავითს) ფულიც და შიგთავსიც ერთად უნდა მიუტანოთ.
-ჩვენ რამდენს მივიღებთ? _ყველასთვის საინტერესო კითხვა დასვა ქეთამ.
-თითოეულზე მილიონი დანაწილდება. დარჩენილი ხუთი მილიონიდან სამი, საავადმყოფოს გადაეცემა დახმარების სახით.
-სულ ეს იყო? _ჩვენ არასდროს ვსვამდით ზედმეტ კითხვებს. ამას ადრევე მიგვაჩვიეს. სკოლა, ცეკვა, წვრთნა, მთელი დღე სპორტდარბაზში, სროლის გაკვეთილები... დაკავებული ვიყავით ყველაფრით. ხანდახან ისე ვიღლებოდით დატვირთვით, ბალიშებში ვტიროდით. ყოველდღე კუნთების ტკივილით ვიტანჯებოდით. გრანტზე ოცნებაც ზედმეტი იყო. ოთხივე ჩვენგანის უნივერსიტეტის დაფინანსება მთლიანად დავითმა დაფარა, მოგვცა მომავალი და მიგვიღო როგორც ოჯახი. არასდროს გამოხატავდა სიყვარულს ჩვენს მიმართ, მაგრამ ამბობდა რომ მისი შვილები ვიყავით. სხვა მამაკაცებივით არ ოცნებობდა გვარის გამგრძელებელზე (თუმცა ორი ვაჟი ჰყავდა). მას მართლა საკუთარი შვილებივით ვუყვარდით და ჩვენც, როგორც "მამიკოს გოგონები" ნებისმიერ საქმეს მშრალად, სუფთად და უპრობლემოდ ვასრულებდით
მთელი 10 წლის განმავლობაში.
-მირა, გვამები არ გვჭირდება _თვალებში შემომხედა და საჩვენებელი თითი გამაფრთხილებლად ამიწია. მეც თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.
-დრო რამდენი გვაქვს?
-5 თვე, მაგრამ რაც მალე მით უკეთესი. _მარიამმა საქმროს ტუჩებში აკოცა და მხოლოდ ამის შემდეგ დატოვა კაბინეტი.
-საღამოს ჩემთან შევიკრიბოთ. ტატო ყველაფერს გამოგვიგზავნის რაც საჭიროა, თან ცოტა დალევა არ გვაწყენდა ქალებო _ხალხით სავსე კაზინო ჩქარი ნაბიჯით
დავტოვეთ.
-მარიამ, ასე რომ გვეძახი თავი 100 წლის დედაბერი მგონია _სიცილით უპასუხა თათიამ და მძღოლის გვერდით დაიკავა სავარძელი.
-მირა რა გჭირს?
-ადრე მომივიდა გაღვიძება _მანქანა დავქოქე და გოგონები სახლებში დავანაწილე.
******
-ესეიგი, შესვენების დროს დავესხმებით თავს, რადგან ნახევარი პერსონალი შენობაში არ იქნება. უახლოესი პოლიციის შენობიდან ფილიალამდე მანძილი 14 კილომეტრია ანუ დაახლოებით 9-10 წუთი გვექნება საქმისთვის. სეიფის გასახსნელად აფეთქება დაგვჭირდება. არც ისე დიდ მასშტაბიანი, მხოლოდ იმხელა რომ სეიფის კარი გააღოს. ასევე საცავის გასახსნელადაც ბომბი გვჭირდება. ამაზე ხომ იზრუნებ ეკა? _თათიამ დადებითი პასუხი თავის დაქნევით მიიღო
-სეიფში სამი ჩვენგანი შევა, ორი გარეთ ხალხს მიხედავს. მე მთელ სისტემას გავთიშავ, რომ სიგნალიზაციის ჩართვა რამოდენიმე წუთით შეფერხდეს, რაც ჩვენს შანსებს გაზრდის, მაგრამ ამისთვის წვდომა მჭირდება მათ რომელიმე კომპიუტერზე. იარაღით და ტანსაცმლით უზრუნველყოფა დავითმა ითავა.
-ღამით რატომ არ შეიძლება? _ლოგიკური კითხვა დასვა მარიამმა
-მთელ პერიმეტრს პოლიციის თანამშრომლები და დაცვა აკონტროლებენ.
-დღისითაც აკონტროლებენ _დასძინა ქეთამ.
-ქალბატონო მარიამ, მათ მიხედავ?
-რა უნდა გავაკეთო?
-მე დავრეკავ პოლიციაში, შენ კი შენს მთელ ეკიპაჟს თუ არა მესამედს გაუშვებ ობიექტზე.
-კარგი, გასაგებია
-მთავარი შესასვლელიდან გამოვალთ, სადაც ტატო დაგველოდება მანქანით. გოგონებო გეგმას ასლი გადაუღეთ და კარგად შეისწავლეთ, რომ გასასვლელის მაგივრად ტუალეტში არ აღმოჩნდეთ _ჩაიცინა თათიამ.
-ყველაფერი იდეალურადაა მოფიქრებული გენიოსო, მაგრამ ძალიან საშიშია ხალხით სავსე ბანკში შევარდნა, მითუმეტეს როცა მხოლოდ 10 წუთი გაქვს.
-ოჰ, მირა. ნუ გვიმჟავებ ხასიათს და ნუ ხარ პესიმისტი. სხვა თვალით შეხედე ყველაფერს. ეს ჩვენი ბოლო საქმეა.
-ანუ მთავრდება გიჟური თავგადასავლები? _დანანებით ჩაილაპარაკა გოგონამ
-დავითმა თქვა, დროა თქვენს ცხოვრებას მიხედოთო. ეს თქვენი ბოლო საქმე იქნებაო_ტახტზე ჩამოჯდა მარიამი
-რა სჭირს მისახედი ჩემს ცხოვრებას? _ღიმილით გახედა დაქალს.
-დავითმა გაიგო შენზე და ლუკაზე, რომ დაშორდით. _მაგიდიდან ქაღალდები აკრიფა თათიამ
-რა უთხრა ვაჟბატონმა მამიკოს ნეტავ?
-არ გამოგვივიდა, ვერ ვეწყობითო.
-მართლა? ნეტავ რატომო? იმიტომ ხომ არა რომ მდივანთან შემომისწრო ოფისის მაგიდაზე რომ ვ**მავდიო? _ბრაზი დაეტყო მირას ხმას
-ნუ იძაბები რა, ხომ იცი რა საქონელია? _ჟურნალის მაგიდაზე დაალაგა ფეხები ეკამ.
-ახლაც არ მჯერა, რომ იმ მახინჯზე გამცვალა.
-პატიება გთხოვა, მაგრამ შენ სიამაყეს ვერ გადააბიჯე, ნუ გავიწყდება. ასე რომ შენ თავს დააბრალე _ნიშნისმოგებით გახედა აწითლებულ გოგოს ქეთამ
-რა ხდება ქეთა? რამე პრობლემა ხომაარაა? თუ ორჯერ რომ მოვითმინე შენი გამოხდომა, რატომ გგონია რომ მესამედ იგივეს გავაკეთებ?
-ბოდიში? ეს შენ ხარ თვითკმაყოფილი ძუ*ნა და ნარცისი და კიდევ მე მეკითხები პრობლემაა რამე თუ არა?
-გოგონებო არ დაიწყოთ რა ახლა _მუდარით შეხედა დაქალებს მარიამმა
-ზუსტად შენ გეკითხები, რა გინდა საერთოდ რითი ხარ უკმაყოფილო? იცი რომ ჩემი დამსახურებით ხარ დღეს ცოცხალი? ჩემი დამსახურებაა გვარამიას საქმეზე რომ არ გაგაგორა დავითმა. _გვარამია დავითის ძველი მეგობარი იყო, მანამდე სანამ დავითის აქციებს ხელში ჩაიგდებდა. ჩვენ გვევალებოდა მისი დაშინება რომ აქციები გაეყიდა, რის შემდეგაც დავითი უკან დაიბრუნებდა კუთვნილ წილს. ქეთამ გვარამია გააფრთხილა და ქვეყნიდან გაქცეში დაეხმარა, რაც დღემდე არ ვიცით რატომ გააკეთა. დავითმა მისი მოკვლა დაავალა ვიღაც მოზვინულ ქალს, მაგრამ ჩემი პირველი და სავარაუდოდ უკანასკნელი თხოვნა დადებითი პასუხით დააკმაყოფილა, მაგრამ სამაგიეროდ პირობა ჩამომართვა რომ კიდევ ერთი შეცდომის შემთხვევაში, ქეთას ჩემი ტყვია მოუსწრაფებდა სიცოცხლეს.
-ქეთა, რაც ჩვენ ოთხს შენ დაგვემატე მყუდროება დაგვერღვა, ვერ ხვდები? აქამდე პრობლემა არასდროს შეგვქმნია, მაგრამ 6 თვეა გამუდმებით პრობლემებში ვეხვევით შენ გამო, თითქოს არ გინდა ჩვენიანი იყო, არ გინდა ჩვენნაირი იყო _ თვალებში უყურებდა ქეთა და ხვდებოდა რომ მირამ ყველაფერი სიმართლე თქვა. ის არ ეკუთვნოდა მათ სამყაროს, არ იყო მისი ნაწილი. ის სხვა მხარეს იბრძოდა.
-მირა, მინდა რომ ქეთას ახლავე ბოდიში მოუხადო _მთელი სიბრაზე ჩააქსოვა სიტყვებში თათიამ
-არ იქცევი სწორად _თვალებს არ აშორებდა მარიამიც. მხოლოდ ეკა იჯდა ჩუმად, მომლოდინე თვალებით.
-რა ვთქვი არასწორი? ყველაფერი კარგად იყო, შემდეგ ის გამოჩნდა. ოდესმე თავის თავზე ჩვენთვის რამე მოუყოლია ან გაუფრთხილებივართ სად დადის?
-უკვე დიდია იმისთვის რომ ჩვენ არ გვკითხოს რას გააკეთებს! _სიმშვიდის შენარჩნებას ცდილობდა თათია
-ჩვენც ზრდასრულები ვართ თათია, მაგრამ ყოველთვის ვიცით სად შეგვიძლია ვიპოვოთ ერთმანეთი.
-მირა, ძალიან მწყინს შენი ეს ქცევა და არ ვიცი რას დავაბრალო. _თათიას ხმის სიმშვიდემ გოგონების აფორიაქებაც ჩააცხრო
-კარგი. მაპატიე ქეთა თუ გაწყენინე, არ მინდოდა _ხელები გადააჯვარედინა მირამ. ქეთამ თავი დაუქნია. გააბრაზა მირა მისმა სიმშვიდემ, მან ხომ გულის ტკენაც ვერ შეძლო მისთვის. არ მოსწონდა ქეთა, პირველი დღიდან ვერ ეწყობოდნენ ერთმანეთს, მაგრამ მეგობრების გამო იტანდა. გაბრაზებულმა დატოვა მირამ ბინა და ბარში წავიდა დასალევად. არანაკლებ განაწყენებულმა და ნერვებმოშლილმა გოგოებმაც მალევე დატოვეს მირას ბინა და გასაღები ტრადიციულად, შესასვლელი ხალიჩის ქვეშ 'დამალეს'.
********
გვარამიების ოჯახის ბანკი ძალიან უღიმღამოდ გამოიყურებოდა მილიონების ფონზე. ტატოს ღიმილიც გაეპარა თეთრად შეღებილი, პატარა ოთახის დანახვაზე, რომელიც სავარაუდოდ ოფისის მოვალეობას ასრულებდა. დინჯი ნაბიჯებით მიიწევდა მოლარისკენ. ხელში 20-10 და 5 თეთრიანებით სავსე ქილა ეჭირა.
-გამარჯობათ, წარმატებულ დღეს გისურვებთ _შავი თვალები დაახვედრა გოგონას ნუშისფერს.
-მადლობა, დაბრძანდით გთხოვთ. _სკამზე ხელით ანიშნა. ტატომ ჩვეული სიმშვიდით მიაწოდა ქილა გოგონას, რომელსაც სამკერდე ნიშანზე დიდი ასოებით ეწერა სახელი თეონა.
-ქაღალდის ფულზე მინდა გადაცვლა, თუ შეიძლება _გოგონას ხელის შეხება და ქილის გატეხვა ერთი იყო. მონეტები გაიფანტა. შუშის ნატეხები ზოგი მაგიდაზე, დანარჩენი კი იატაკზე დაიმსხვრა. დაიბნა თეონა, გაუჩერებლად უხდიდა ბოდიშს "კლიენტს" და მონეტებს კრეფდა. ტატოც დაიხარა ასაკრეფად და როცა გოგონა ცოცხის და აქანდაზის მოსატანად გაუშვა, პროცესორზე მიკრო ჩიპი შეაერთა. შეუმჩნევლად მიიტანა მარჯვენა ხელი ტუჩებთან ახლოს და თათიას მიკროფონით შეატყობინა საქმის წარმატებით განხორციელება. თათიამაც არ დააყოვნა. ჩიპის მეშვეობით მოიპოვა წვდომა კომპიუტერებზე და ყველა სიგნალიზაციის ღილაკის ფუნქციები შეაჩერა. შავი "მინივენი" შენობის წინ დატოვა და უახლოესი სატელეფონო ჯიხურისკენ დაიძრა.
-112 გისმენთ
-შენობაში ბომბია, აფეთქებას აპირებენ _ქალაქის ტელეფონით პოლიციაში ანონიმური ზარი განხორციელდა.
-ქალბატონო დამშვიდდით და გვითხარით სად იმყოფებით. _ოპერატორის ხმაზე ყოველთვის სიცილი უნდებოდა თათიას. მან მისამართი უკარნახა.
-ბომბი ვნახე, შენობა ხალხითაა სავსე, ევაუკუაციაა საჭირო.
-პანიკას არ აყვეთ ქალბატონო, პოლიციის ეკიპაჟი უკვე გზაშია. _სასურველი სიტყვების მოსმენის შემდეგ ყურმილი დაკიდა და ტერიტორია ჩქარი ნაბიჯით დატოვა. სასტუმროში ბომბი მართლაც იყო. დიდი ზომის, მაგრამ აფეთქება იმდენად მცირემასშტაბიანი იქნებოდა, როგორც საახალწლო ასაფეთქებლების. როგორც ეკამ, ისევე მარიამმა თავიანთი საქმე უმაღლესი შეფასებით შეასრულეს. პირველ საათზე უკვე ხუთივე ბანკის შენობის წინ მდგარ ფურგონში იჯდა. თათია ნახევარი საათის განმავლობაში ცდილობდა კამერების გათიშვას. ტატომ ამ წარმოდგენაში უდიდესი როლი ითამაშა და გარდა ამისა მძღოლის ფუნქციაც მას უნდა შეესრულებინა. მანქანა პირდაპირ ბანკის შესასვლელთან გააჩერა. შავებში ჩაცმული ნიღბიანი გოგონები იარაღმომარჯვებული შევარდნენ ბანკში. მათი ვარაუდი გამართლა, შესვენების დროს მხოლოდ რამდენიმე ოპერატორი და ოფიცერი იმყოფებოდა ბანკში.
-სიცოცხლე თუ გინდათ დაწექით და ზედმეტი მოძრაობებისგან თავი შეიკავეთ_შეცვლილი ხმით იყვირა თათიამ. დარბაზში თათია და ქეთა დარჩნენ. ხალხს განძრევის საშუალებას არ აძლევდნენ. ეკამ სეიფის ასაფეთქებლად ორი დინამიტი გამოიყენა, მაგრამ შედეგმა არ გაამართლა. საბოლოოდ რისკზე წასვლა გადაწყვიტეს და წამზომიანი ბომბით ააფეთქეს სეიფის კარი და ნახევარი კედელი. შოკირებულები დარჩნენ სეიფში ნანახით. რამდენიმე შეიარაღებული პოლიციელი, მეპატონე და მისი შვილი გამარჯვებულის სახეებით უმზერდა სამივეს.
-დაყარეთ იარაღი, აქედან ცოცხლები მაინც ვერ გახვალთ. _უფროსის მშვიდმა ხმამ დაარღვია გამეფებული სიჩუმე.
-დავნაძლევდეთ?_ეკამ სეიფში შეკრებილების მიმართულებით ჰაერში მეტალის ბურთი ისროლა.
-ესროლე მირა _მირას სწრაფმა რეაქციამ აფეთქება გამოწვია, ყველაფერი თეთრი ნისლით დაიფარა და გოგოებსაც გაქევის შანსი გაეზარდათ. დარბაზში გასულებს გამარჯვების ღიმილი სახეზე შეეყინათ. ნიღაბჩამოხსნილ ქეთას თათია ზურგიდან ეჭირა და იარაღს უმიზნებდა. რამდენიმე წამი დასჭირდათ პოლიციის
თანამშრომლებს აზრზე მოსასვლელად და ისინიც დარბაზში შემოცვივდნენ.
-რას აკეთებ ქეთა? _ხმაში დაუფარავი სიბრაზე გაერია მარიამს
-მაპატიეთ, მაგრამ მე სხვა სამყაროში ვარ. თქვენთან არაა ჩემი ადგილი. _გაოცებას ვერ მალავდა ვერცერთი. უღალატათ ადამიანმა, რომელსაც საკუთარ სიცოცლეს ანდობდნენ, საკუთარ თავს. რომელიც ოჯახად მიიღეს და შეიყვარეს.
-როგორ შეგეძლო _ალყაშემორტყმულებს გაქცევის შანსი ნული ჰქონდათ. გაცოფებული ათვალიერებდა თათია მეგობრებს. შეამჩნია, როგორ დაუქნია თავი მარიამმა და მისი მიმართულებით განახორციელა გასროლა. მარიამის თეთრი მაისური წითელი სითხით შეიღება. არ ელოდა ქეთა თათიას ასეთ საქციელს. დაიბნა, ისე როგორც ახალბედა პოლიციელებს ჩვევიათ ხოლმე. თეთრი იატაკი მარიამის წითელი სისხლით შეიღება. რამდენიმე პოლიციელი ერთდროულად მივარდა აცახცახებულ გოგონას. მომხდარით არანაკლებ გაკვირვებული იყო ბანკის მეპატრონე. შეთქმულის ღიმილით გახედა დაქალს ეკამ. გოგონამაც არ დააყოვნა, სწრაფი მანევრით ჩაიდო გადარჩენის ერთადერთი შანსი ხელში - ბანკირის შვილი.
-იარაღი დაყარეთ თორემ ვესვრი _ბოლო ხმაზე იყვირა მირამ. ბიჭს კისერზე, მფეთქავ არტერიაზე მიადო ფისტოლეტის ლულა. ფიზიკური სიმაღლე ხელს უშლიდა, მაგრამ მაინც სიბრაზეს და სიცივეს ანთხევდა თვალებიდან. პოლიციის ოფიცრები ისევ ელოდნენ რაფაელისგან თანხმობას. საბოლოოდ, როცა მელოტმა მამაკაცმა დანებების ნიშნად თავი დაუქნია ყველამ სათითაოდ დაალაგა იარაღი მეთლახზე. ქეთას
მკლავებიდან გათავისუფლდა თათიაც.
-ახლა ჩვენ წავალთ. სროლის ატეხვა, გამოყოლა ან რამე მაგდაგვარი მაქინაციის შემთხვევაში თქვენი შვილის გვამს გამოგიგზავნით. _მირამ ბიჭს გასასვლელისკენ უბიძგა.
-მომიწევს პირობა შევასრულო. გპირდები, ჩემი ტყვია მოგისწრაფებს სიცოცხლეს_მხოლოდ ქეთასთვის გასაგებად წარმოთქვა და ამ უკანასკნელისგან სიძულვილით და ზიზღით სავსე თვალებიც დაიმსახურა. სრულიად ჯანმრთელმა მარიამმა იარაღები ზურგანთაში ჩაყარა და მეგობრებთან ერთად დატოვა ბანკი. მძევალი ფურგონში აიყვანეს და ტატომაც საოცარი სისწრაფით დაძრა მანქანა.
-როგორ ვერ გავთვალეთ, ეს არ უნდა მომხდარიყო _ფრჩხილებს იკვნეტდა თათია
-რამდენჯერ გითხარი რომ არ მომწონდა ეგ გოგო, რამდენჯერ გაგაფრთხილეთ? ყოველთვის ასე იქცევით. იცით რომ სიმართლეს ვამბობ, მაგრამ მაინც დასამტკიცებელ საბუთს ეძებთ.
-ნუ გვიმატებ მირა, ისედაც შოკირებულები ვართ! _წითლად შეღებილ მაისურს ხელი გადაუსვა მარიამმა.
-რა ტყუილს ვამბობ? სრული იდიოტებივით მოვიქეცით, გამოუცდელი პატარა გოგონებივით. რა ვუთხრათ დავითს? რა პასუხი გავცეთ? გაცოფდება!
-ნუღარ ღრიალებ აზროვნება მაცადე _გაღიზიანდა თათია.
-ამას რა უნდა ვუყოთ? ყველამ ერთდროულად შეხედა თავზე ტომარაჩამოფარებულ მძევალს.
-წარმოდგენა არ მაქვს. პირველ რიგში დავითთან უნდა მივიდეთ. _ტატომ მანქანა კაზინოს ფარეხში გააჩერა და გოგონებს კარი გაუღო.
-წამოდი, შენს მოკვლას არ ვაპირებთ. ჯერჯერობით მაინც _დაამატა სასხვათაშორისოდ მირამ და მძევალს ტომარა მოხადა.
-ხო აბა რა, მომეფერებით და გამიშვებთ _თვალები აატრიალა ბიჭმა და გოგონებს გაჰყვა. მალევე კაბინეტში შეგროვდნენ. მარიამი და ტატო ნერვიულად დადიოდნენ ოთახის ერთი ბოლოდან მეორის მიმართულებით. ეკა დივანზე თვალებდახუჭული იწვა. თათია მეორე ჭიქა ვისკის ცლიდა მრავალკუთხედის ფორმის ჭიქიდან, მირა კი კარებთან ცალ ფეხზე იდგა და სიგარეტს ღრმა ნაფაზებით ეწეოდა.
-გადაგვაგდო იმ ბო*მა, მაგის დედას შევე*ი _სამუშაო მაგიდიდან ყველაფერი იატაკზე გადაყარა ტატომ. კაბინეტში დაუკაკუნებლად შემოვარდა ლუკა, მას კი უკან მოჰყვა დავითი, განრისხებული და ორმაგად საშიში.
-მხოლოდ ერთი რამე გევალებოდათ, უადვილესი რამე. ბანკიდან ფული უნდა წამოგეღოთ და წამოსულიყავით. ეს როგორ მოხდა, რანაირად მოგივიდათ? _მისი
შემოსვლით გაბატონებული სიჩუმე განრისხებულმა და სუსხიანმა ხმამ დაარღვია.
-ქეთამ ჩაგვიშვა
-უადვილესი საქმე დაგავალეთ. არ ვიცი ქალბატონებო, როგორც ჩაა*ვით ამ საქმეში, ისე გამოასწორეთ. მე ფული მჭირდება, მთელი 10 მილიონი. ჩემთვის არ არის მნიშვნელოვანი ამას როგორ მოახერხებთ. ვინც გინდათ ის ჩარიეთ, რაც გინდათ გააკეთეთ, 10 მილიონი მომიტანეთ რაფაელის ბანკიდან.
-და საცავი? _როგორც ყოველთვის იმპულსურად დასვა კითხვა ეკამ
-საცავი არ მჭირდება, ეს უფრო თქვენ გჭირდებათ. უფრო თქვენს მეგობარს და ოჯახის წევრს. თქვენზეა დამოკიდებული ერთერთი თქვენგანის მომავალი. ფულის მოსატანად 1 თვეს გაძლევთ. _დავითმა ლუკას თავით კარისკენ ანიშნა. -მირა, იმედი მაქვს გახსოვს შენი პირობა.
-ჩემს პირობას შევასრულებ, როგორც დაგპირდით _დავითმა თავი ოდნავ დაუქნია და კაბინეტი მძიმე ნაბიჯებით დატოვა.
-რა ჯანდაბა უნდა ვქნათ? _ტატოს მაგიდას დაყრდნო მარიამი.
-სამსახურში ვეღარ დაბრუნდები, ქეთას წყალობით ალბათ ყველამ ყველაფერი იცის. დროებით დამალვა მოგიწევს. შემდეგ კი, ალბათ რამდენიმე თვეში საზღვარგარეთ დატყდები. _საღი აზროვნების უნარი დაუბრუნდა თათიას.
-სანამ ამ საქმეს ბოლომდე არ მივიყვანთ, მანამდე აქ ვიქნები! არსად წასვლას არ ვაპირებ.
-ამას რა ვუყოთ? _მეგობრებს მძევალზე თავით მიუთითა ეკამ. დაბნეულებმა გადახედეს ერთმანეთს.
-ჭა, ფურცელი, მაკრატელი. ვინც წააგებს ის მიხედავს. _ხელი მუშტად შეკრა მარიამმა
-თქვენ შ*გ ხომარ გაქვთ? ჯეირანი წყვეტს ჩემ ბედს? _მოთმინება დაკარგა ბიჭმა. გოგონებმა რამდენჯემე ითამაშეს.
-მირა დამთავრდა. იცოდე წესიერად მიხედე.
-ახლა ამის ძიძაც მე უნდა ვიყო. _ახალ ღერს მოუკიდა.
-ქეთას რას უპირებ?
-იმას რაც დავითმა მითხრა, დროზე ადრე გავამგზავრებ მამაჩემთან.
*****
-მომისმინე, ბანკირის ბიჭო. საერთოდ არ მაქ შენი მოკვლა სამომავლო გეგმაში, მაგრამ თუ რამე შეგეშლება არ დავფიქრდები ისე გესვრი _მანქანა დაქოქა მირამ
-მომაწევინე რა, თორემ ჭკუიდან შევიშლები და ქალივით ისერიკების მოწყობას დავიწყებ. _მირამ სანთებელა და სიგარეტის კოლოფი ბიჭს მიაწოდა.
-ვინ ხართ? იცი რომ ჩემი მძევლად აყვანისთვის დაგიჭერენ? _გოგოს პროფილს თვალს არ აშორებდა ბიჭი.
-ახლა ფიქრი მჭირდება, უკეთესი იქნება თუ ჩუმად იქნები _კითხვა დააიგნორა მირამ. ნახევარსაათიანი მგზავრობის შემდეგ მანქანა ქალაქგარეთ, მიყრუებულ და დაუსახლებელ ადგილას გააჩერა. ორივე ერთდროულად გადავიდა მანქანიდან და საცალფეხო ბილიკით გააგრძელეს გზა. მალევე პატარა ზომის, ქვის სახლის ეზოში შევიდნენ.
-ღადაობ? შენი ტყვია თუ არა აქ ცხოვრება მომკლავს.
-ტელეფონი მომეცი _ხელი გაუწოდა გამოსართმევად. ბიჭმა თვალები აატრიალა და მობილური ხელში ჩაუდო. მირამ სახლში შეიყვანა. მისაღებში ორი უზარმაზარი ნაგაზი შევარდა და გოგონას თამაში დაუწყო, თუმცა უცხო სტუმრის დანახვისთანავე ღრენა ატეხეს.
-მშვიდად ჯეკა _ხელები დამამშვიდებლად დაუქნია ბიჭმა
-დაწექით _მირას ხმის გაგონებაზე ორივე ძაღლი იატაკზე დაწვა.
-პირველ რიგში გაიცანი ჩემი მეგობრები და შენი მცველები ფლოფსი და გრინფი.
-შენ მგონი მართლა ძაან შეშლილი ხარ, დამგლეჯენ ესენი _თმაზე ხელი გადაისვა ბიჭმა
-ვიცი, ამიტომ არ უნდა შეგეშალოს არაფერი. ერთი ზედმეტი მოძრაობა და სამოთხეში გაგიშვებენ.
-ამ წამამდე მეგონა რომ მკვლელი არ იყავი _თალის გუგები გაუფართოვდა ბიჭს.
-შეცდი. გრინფი, კართან დაწექი. _ძაღლმა მაშინვე შეასრულა მირას ბრძანება და შესასვლელ კართან გადაინაცვლა.
-ეს ყველაფერი როგორ ასწავლე?
-შენს ადგილას მაგაზე არ ვიფიქრებდი. შენც პატარავ, უდარაჯე _ძაღლს ხელი გადაუვა მირამ, მანაც თითქოს ყველაფერი გაიგოო დიდი თვალები მიანათა.
-მე მივდივარ, იცოდე არ გააბრაზო.
-ასე უნდა ვიდგე?
-არვიცი, მდივანზე შეგიძლია დაწვე. მკვეთრი მოძრაობებისგან თავი შეიკავე. მე გაგაფრთხილე.
******
ადგილს ვერ პოულობდა შეშინებული ქეთა. მთელი დარჩენილი დღე განყოფილებაში გაატარა. მხოლოდ გვიან ღამით დაბრუნდა სახლში. გასაღები და ქურთუკი შესასვლელშივე მიყარა და ფეხშიშველი შევიდა მისაღებში.
-გამარჯობა ქეთა _ტახტზე მომღიმარი მირა იჯდა ფისტოლეტით ხელში
-შენ? შენ აქ რა გინდა? _ადგილზე გაშრა შეშინებული გოგო
-შენი აზრით? მითხარი ეს რატომ გააკეთე _ფისტოლეტი გადატენა მირამ
-დამშვიდდი მირა, ჩემი მოკვლისთვის ძალიან ბევრს მოგცემენ.
-ამდენი დრო არ მაქვს, ჩემს კითხვას უპასუხე. რატომ ჩაგვიშვი?
-მე არ ვარ თქვენნაირი, ეს ჩემი ცხოვრება არ არის. მე ვალდებული ვიყავი ეს გამეკეთებინა.
-ეჰ ქეთა, როცა ჩვენთან მოდიოდი, ხომ გაგაფრთხილეთ რომ უკან დახევა შეუძლებელი იქნებოდა?
-არ გააკეთო ეს მირა.
-რატომ? ჩვენ ოჯახში მიგიღეთ, შეგიყვარეთ. შენ გამო სიცოცხლის დათმობისთვისაც მზად ვიყ...
-მოკეტე! მე თქვენ თქვენიანად არასდროს არ მთვლიდით. დავითიც თქვენ სხვანაირად გიყურებდათ. მე ვერ გავხდი თქვენი მეგობარი, იმიტომ რომ ამის შანსი თქვენ არ მომეცით.
-რა? იცი რომ შენგამო გოგოებთან რამდენჯერმე კამათი მომივიდა? მათ ისე შეგიყვარეს როგორც მე ვუყვარდი. შენთვის ბოდიშის მოხდაც კი მაიძულეს. ამას როგორ ამბობ?
-მირა ჯობია წახვიდე _გზა გაათავისუფლა ქეთამ.
-მართალი ხარ _მირამ გოგო მიზანში ამოიღო და ესროლა. ქეთა მოწყვეტით დაეცა მიწაზე. კანისფერი სვიტერი ერთიანად სისხლით შეეღება. იარაღაღმართული იდგა მირა და უყურებდა როგორ კვდებოდა ყოფილი მეგობარი. იოტისოდენა სიბრალულსაც არ გრძნობდა მის მიმართ, ხოლო როცა ქეთამ უკანასკნლად ამოუშვა სუნთქვა სხეულიდან, მირამ მას თვალები დაუხუჭა.
-ჯოჯოხეთში შემინახე ადგილი. _გვამს გადააბიჯა და ბინა ჩქარი ნაბიჯით დატოვა. მეორე დღეს ყველა საინფორმაციო ახალგაზრდა ქალი პოლიციელის მკვლელობის დეტალებს აშუქებდა.
*****
-2 კვირა გავიდა, ჩვენ კი არაფრის აზრზე არ ვართ რას ვაპირებთ _ტატოს კაბინეტში შესვლითანავე დაიწყო საუბარი ეკამ.
-რატომ თქვა დავითმა, რომ სეიფის გახსნის შემდეგ ერთ-ერთი ჩვენგანის ცხოვრება შეიცვლება? _ტახტში ჩაესვენა თათია
-წადი და უჩივლე. როდის ამბობდა სათქმელს პირდაპირ? _ხელები გაშალა მარიამმა.
-კარგით, მძევალს რა უნდა ვუყოთ?
-გავცვალოთ _სიგარეტს მოუკიდა მირამ. ოთახში მყოფმა ყველა ადამიანმა მას მიაპყრო თვალები.
-რას მიყურებთ? დავითს ფული სჭირდება. 10 მილიონზე გავცვლით.
-ჭკუისკოლოფო, სეიფის ამბავი რა ვქნათ? _ტელეფონი ხელში დაატრიალა ტატომ.
-ყველაფერზე მე ვერ ვიფიქრებ. მივდივარ, მთელი დღეა არაფერი უჭამია და ალბათ ძაღლების შიშით არც განძრეულა.
-ნამდვილი შეშლილია _თქვა თათიამ როცა გოგონამ ოთახი დატოვა
******
-ჰეი, ხომარ მოიწყინე?
-სულ არ მოვიწყენდი ვიღაცას მტვრით სავსე სახლში რომ დავეტოვებინე, თან ძაღლებთან ერთად.
-ბევრს ლაპარაკობ ლაშა. _მაკდონალდსის ქაღალდის პარკი მიაწოდა.
-რამდენ ხანს ვიქნები ასე?
-ვიდრე შენი ძვირფასი მამიკო შენში ფულს არ გადაიხდის.
-ანუ რა პონტია? მომიტაცეთ როგორც ქალიშვილი გოგო და ახლა მამაჩემს გამოსასყიდს სთხოვთ?
-ღადაობის თავი გაქვს?
–ვაფშე არა. ქალი რო ვიყო ისტერიკებს მოვაწყობდი, მაგრამ ჩემ შემთხვევაში არ ვიცი როგორ უნდა მოვიქცე.
-ნერვები არ მომიშალო, ბევრი არ ილაპარაკო და არ შემაწუხო.
-ვერ დაგპირდები.
-შედეგებზე პასუხს არ ვაგებ.
-ფეხებს ვერ მომჭამთ. მე თუ რამე დამემართება ერთ თეთრსაც ვერ მიიღებთ მამაჩემისგან. _ორმაგი ბურგერი მადიანად ჩაკბიჩა.
-არც გაატრაკო რა. ეს ყველაზე ადვილი გზაა, თორემ ჩვენ სხვანაირადაც შეგვიძლია.
-შენც და შენს დაქალებსაც ტვინი გადაბრუნებული გაქვთ. ნახევარი საქართველოს პოლიცია თქვენ გეძებთ და შენ აქ მაგიდაზე გიწყვია ფეხები და ფეისბუქს სქროლავ.
-და რა ვქნა? თავი მოვიკლა?
-ერთი შეკვრა 'მალბორო' რომ მომიტანო? ორი კვირაა არ მომიწევია. ნერვები ვეღარ გამიძლებს.
-'პარლამენტი' არ წავა? _სიგარეტის შეკვრა მაგიდაზე დააგდო მირამ.
-მირა, არ გეშინია რომ თქვენგან როცა წავალ გიჩივლებთ?
-წადი და მიჩივლე. რას მაშინებ _ტელეფონს თავი მიანება გოგომ.
-ღმერთმანი, მეცოდება შენი შეყვარებული.
-არ უნდა გეცოდებოდეს.
-მუდო
-რა?
-მუდო ხარ.
-შენ მდიდარი ნაბი*ვარი.
-სირაქლემა აქლემის გარეშე.
-მამიკოს ბიჭი.
-ძაღლების ძიძა.
-გრინფი, ეცი! _ძაღლმა საჭმელს თავი მიანება და ლაშას დაუწყო ღრენა.
-მომაშორე ეგ ქოფაკი _დივნიდან წამოვარდა ბიჭი.
-დაწექი _ძაღლმა ჭამა ისე გააგრძელა, თითქოს არაფერი მომხდარიყოს. შეშინებული ბიჭის მზერას გამარჯვებულის ღიმილი დაახვედრა მირამ.
******
-რაფაელ გველესიანი ბრძანდებით? _თათიამ ქუჩის ტელეფონით დაურეკა ბანკის მეპატრონეს.
-დიახ.
-თუ გინდათ რომ თქვენმა შვილმა თქვენამდე ცოცხალმა მოაღწიოს 2 დღეში 10 მილიონი უნდა შეაგროვოთ.
-2 დღეში ვერ მოვახერხებ. ამდენი ფული არმაქვს _რაფაელის ხმაში სევდა და ცრემლები უხვად ერია.
-მალე დაგიკავშირდებით. გეტყვით სად უნდა მოიტანოთ ფული. _თათიამ ყურმილი დაკიდა და სწრაფად გაეცალა ტერიტორიას.
-პრობლემები არ გველევა. შენ კიდევ მერამდენე ღერს ეწევი. _სიგარეტი ააცალა მირას ეკამ.
-ეკა!
-რა გინდა?
-მძევალი როგორაა? _დიალოგში ჩაერია ტატო.
-არაუშავს _გაეღიმა გოგოს.
-არ შეიძლება ფულთან ერთად სეიფი ვთხოვოთ?
-რა ჭკვიანი ხარ ეკა, აქამდე როგორ ვერ მოიფიქრე. _წარმოთქვა ცინიზმით მარიამმა
-სრული იდიოტი ხარ, შენი აზრით მაგაზე ჩვენ არ ვიფიქრეთ? _ჩაახველა მარიამმა
-ვაიმე რა გინდა?
-დავითი იყო მოსული. იგივე ვუთხარით და თქვა არ მინდა ბიჭი სეიფზე გაცვალოთო.
-სერიოზულად?
-არა, ხუმრობით.
-ეს ამბავი კარგად არ დამთავრდება. _ხელები გაშალა მირამ და კაბინეტი დატოვა.
*****
-რა გჭირს მარ? _ტატო გოგონას შიშველ ზურგზე დაატარებდა თითებს.
-ვნერვიულობ, ასეთი რამე არასდროს დაგვმართნია. ეს ჩვენი ბოლო საქმე უნდა ყოფილიყო.
-იქნება კიდეც. ამასაც მოვაგვარებთ და მერე დასასვენებლად წავიდეთ მე და შენ.
-მარტო?
-კი. _გოგონას ტუჩებში აკოცა და ხელახლა დაიწყო მისი სხეულის თითოეული
დეტალის 'შესწავლა'.
******
მირა მთელ დროს მძევალთან ატარებდა. ისინი ერთად თამაშობდნენ კომპიუტერულ თამაშებს, უყურებდნენ საშინელენათა ჟანრის ფილმებს, ფეხბურთს, რაგბს... ერთად ამზადებდნენ საჭმელს და ერთ ოთახში დივნებზე იძინებდნენ. ძაღლებიც თითქოს მიეჩვივნენ ბიჭს, მაგრამ ლაშა მაინც შიშით უყურებდა მათ. გოგონამ მისთვის მაისური და სპორტული შარვალი იყიდა გამოსაცვლელად. ცდილობდა მაქსიმალურად შორს დაეჭირა ლაშასგან თავი. მისი ხმა და თვალები ისე აბნევდა, როგორც ისტორიის მასწავლებელი აბნევს ათოსან მოსწავლეს კითხვით, რომლის პასუხიც გაკვეთილში არ წერია. ლაშაც ხვდებოდა, რომ მისი სიახლოვე გოგონას აფორიაქებას იწვევდა და ერთადერთი პრივილეგიის გამოყენებას 'სასიამოვნო გამტაცებელთან' თავის სასარგებლოდ ცდილობდა. არ ერიდებოდა გოგონასთან ფლირტს, გარყვნილი მზერის და თვალების გამოყენებას, რომელთაც კლავდა გოგოს სხეულის შეგრძნების სურვილი. მოსწონდა მირას სითამამე, თავშეკავება და მტკიცე ხასიათი. გოგონას უყურადღებობა კი უფრო მეტად აძლიერებდა სურვილს მისი ხელში ჩაგდების. არა, ლაშა არ აპირებდა დაბერებას მასთან ერთად. მას თავის გამტაცებელთან ერთი ღამის გატარება უფრო უნდოდა ვიდრე მასთან ერთად ჯდომა ბუხართან და შვილიშვილებისთვის ზღაპრების მოყოლა. მაგრამ მირა არასდროს მისცემდა ამის უფლებას და ეს მან კარგად იცოდა. ცდილობდა მასთან დაახლოებას და ოთხშაბათს, როცა უკვე ორივე მანქანაში იჯდა და სიგარეტს ეწეოდა გულიც კი დასწყდა რომ მასთან ერთად მეტ დროს ვერ გაატარებდა.
-მომისმინე, არ მადარდებს სარჩელს თუ შეიტან ჩემზე, მაგრამ იცოდე არავის უთხრა როგორ გექცეოდი. ვფიქრობ სიკეთისთვის სიკეთით უნდა გადამიხადო
-კი აბა რა. როგორი კეთილშობილური საქციელია შენი მხრიდან უდანაშაულო ადამიანის მძევლად აყვანა _თვალები გადაატრიალა ბიჭმა. გონება ეთიშებოდა საწყალ მირას ლაშას ამ ჟესტზე. საოცრად მოსწონდა ბიჭის სითამამე. უნებურად მოიკვნიტა ტუჩი და შუქნიშანზე გაჩერებული მანქანა დაძრა.
-სხვა ჩემს ადგილას ნესტიან სარდაფში გამოგამწყვდევდა. არც სიგარეტს მოგცემდა, არც ტანსაცმელს და მითუმეტეს არც საჭმელს გააკეთებდა, რომ შენი დიდი კუჭი ამოგევსო _საჭეზე თითები აათამაშა მირამ.
-და რა ვქნა? მადლობა გითხრა? _გოგოს პროფილს თვალს არ აშორებდა ლაშა.
-ხომ გითხარი უკვე რაც უნდა გააკეთო
-ავტორიტეტს უფრთხილდები თუ რა პონტია?
-არა, ისევ შენ გიფრთხილდები. შენ შეგიქმნიან პრობლემებს "მაგარი ბიჭები" _მთელი ირონია ჩააქსოვა ბოლო სიტყვებში მირამ.
-იმ მისტერ კუნთებზეა საუბარი პირველ დღეს რო ვნახეთ? თქვენს უფროსს რომ შემოჰყვა კაბინეტში. _გოგონას გაეცინა ლაშას სიტყვებზე და თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
-შენი შეყვარებულია?
-ყოფილი.
-ისევ აპირებ მასთან დაბრუნებას? _გაუცნობიერებლად იკითხა ლაშამ.
-ღმერთმა დამიფაროს. _სიმწირით ჩაიცინა გოგომ.
-ისევ გიყვარს!
-არა, მე აღარ მიყვარს. არ მჯერა იმის, რომ თუ ერთხელ შეგიყვარდა დავიწყება შეუძლებელია. შესაძლებელია, იმიტომ რომ საყვარელი ადამიანის მეტი გულს
ვერავინ გატკენს. მხოლოდ მას შეუძლია გადაგიაროს, შენს სულს გადაუაროს, გიღალატოს და გატკინოს. მხოლოდ საყვარელ ადამიანს შეუძლია თავი შეგაძულოს
და ეს არის სრული უბედურება.
-აღარავინ შეგიყვარდება?
-რატომ? მე არ ვარ ადამიანი ვინც ყველას ერთ ქვაბში ხარშავს. შემიყვარდება, მაგრამ არ ვიცი როდის. შეიძლება სხვა სამყაროში, სხვა სიცოცხლის დროს. _ხმა არცერთს არ ამოუღია. მირას გაახსენდა, თუ რამდენჯერ გაუცრუეს იმედი საყვარელმა ადამიანებმა და მარცხენა მხარეს, მკერდში ტკივილი იგრძნო. ეგრეა, როცა საყვარელ ადამიანს კარგავ, მაშინაც კი როცა დამნაშავე არ ხარ მიტოვებულ საფლავად გრძნობ თავს და გინდება, რომ ისევ იყო საჭირო იქ სადაც ერთ დროს შეუცვლელი იყავი. სინდისის ქენჯნამ შეაწუხა ლაშა. მისი ფიქრების გახსენება აღარ უნდოდა. ზუსტად იმ ფიქრების, სადაც მირა მისი ეროტიული სამყაროს ნაწილი იყო. მან გოგონაში ფარული სევდა და ტკივილი დაინახა, რომლის ნაწილიც შეიძლებოდა თვითონ გამხდარიყო და შერცხვა მისი. ჩუმად გააპარა თვალები მირასკენ და გადაწყვიტა, რომ არასდროს შეაფასებდა ადამიანის შინაგან სამყაროს მისი ისტორიის მოსმენამდე.
-რატომ ხარ ჩუმად? _დუმილი მირამ დაარღვია
-რავიცი, რა დამრჩა სათქმელი?
-უკანასკნელად არაფერს მეტყვი?
-არა. _თვალები აარიდა ბიჭმა. მირამ შავი ნიღაბი ჩამოიფარა სახეზე და ვერცხლისფერი ფისტოლეტი ამოიღო.
-გაგიჟდი? _თვალები გაუფართოვდა ლაშას
-შენ ვერავინ ვერაფერს დაგიშავებს, გპირდები. _ღვედი შეიხსნა მირამ.
-შეშლილი ქალი _თვალები აატრიალა ლაშამ და თავისდაუნებურად გაუთიშა გონება მირას. თათია, მარიამი, ეკა და ტატო უკვე ელოდნენ. აქ იყო ლუკაც, რომელიც მტრულ მზერას არ აშორებდა მძევალს.
-გამოუშვით ჩემი შვილი _თვალის უპეები ჩაშავებოდა რაფაელს. ხმაც საგრძნობლად დასუსტებული და მერყევი ჰქონდა.
-ჯერ ფული მოგვეცით. _უპასუხა თათიამ და მშვიდად გამოართვა ჩანთა მამაკაცს. როცა დარწმუნდა, რომ ფული ადგილზე იყო მარიამის გვერდით დაიკავა ადგილი და მირას ოდნავ დაუქნია თავი.
-თავისუფალი ხარ გველესიანო -დაიჩურჩულა მირამ და ხელი გაუშვა.
-სხვა სამყაროში და სხვა სიცოცხლეში შევხვდებით მირა _ტუჩის კუთხე ჩატეხა ბიჭმა და მალევე დაფარა მანძილი მამამისამდე. მთელი ძალით მოეხვია მონატრებულ შვილს რაფაელი.
-ხვევნისთვის კიდევ გექნებათ დრო, დაქოქეთ მანქანა და წადით _ხმამაღლა თქვა ეკამ და ხელები ჯიბეებში ჩაიწყო...
*****
10 მილიონი ამერიკული დოლარი გადასცეს დავითს გოგონებმა და შექებაც დაიმსახურეს.
-ყოჩაღ ბავშვებო, დღესვე თქვენ კუთვნილ თანხას მიიღებთ.
-ბატონო დავით, საცავის ამბავი დაგვრჩა მოსაგვარებელი. _შეპარვით დაიწყო მარიამმა
-შვილო, რამდენი წელია ჩემთან მუშაობ?
-10 წელია
-გითხარით ეს თქვენი ბოლო საქმეა მეთქი და ასეც არის. საცავი მე არ მეხება. ეს თქვენი მეგობრის მომავალს გადაწყვეტს. ერთ-ერთი თქვენგანისთვის ეს ან უკანასკნელი საქმეა, ან — მთელი ცხოვრების ტრაგედია, რომლის ცოდნასაც იმსახურებს. აბა, მომავალ შეხვედრამდე _კაბინეტი დატოვა დავითმა.
-სალაპარაკო გვაქვს _ძლიერი ხელი მაჯაში ჩაავლო მირას ლუკამ და ისიც გაიყვანა კაბინეტიდან.
-რის თქმა გინდა? _'შეუღრინა' მირამ
-რა უნდოდა იმ ს*რს? გავიგე რაღაც რომ გითხრა _ლაშას სიტყვების გახსენებაზე უნებურად გაეღიმა მირას.
-მირა, მომისმინე. უკვე აგიხსენი რომ ის ყველაფერი შეცდომა იყო. რატომ ანგრევ ჩვენს ურთიერთობას?
-ორივემ ვიცით რომ ეს პირველი შემთხვევა არაა. რამდენჯერ გაგაფრთხილე? თუმცა შენ ხომ საყვარელიც გჭირდება და საცოლეც. ორივესთან წევხარ და მაინც არ გყოფნის
-არ მითხრა მძევალი შემიყვარდაო.
-გაა*ვი რა _ზურგი აქცია მირამ და კაზინოს კიბეები სწრაფად ჩაირბინა
-შე ბო*ო! _მიაძახა ლუკამ მიმავალს, ამ უკანასკნელმა კი შუა თითი აუწია და ბარის მაგიდისკენ გააგრძელა გზა.
******
სახლში დაბრუნებულ ლაშას გამოფიტული და გამხდარი დედა შეეგება კარებში. დიდხანს ეხვეოდა და კოცნიდა მონატრებულ შვილს. ცრემლებს ვერ იკავებდა, მაშინც კი როცა ლაშა მას თვალებს უკოცნიდა.
-რა გატირებს დედიკო, მოვკვდი და არ ვიცი? _ხუმრობა სცადა ლაშამ.
-აღარ თქვა მეტჯერ ეგეთი რაღაც. _გაუბრაზდა დედა. ოჯახის წევრები ერთმანეთს არ აცლიდნენ კითხვებს. ლინდა კისერზე ეკიდებოდა ძმას და ღიმილი არ შორდებოდა სახიდან. მომდევნო კვირის განმავლობაში ყოველდღე სთხოვდა რაფაელი ლაშას განყოფილებაში მისვლას და საჩივრის დაწერას, მაგრამ ის არ აპირებდა ჩვენების მიცემას. პირიქით, როგორც კი შანსი გაუჩნდებოდა მირას მოძებნას და მის უკეთ გაცნობას გეგმავდა. რაფაელის ბიზნესი კი ნელ ნელა იძირებოდა.
-ლაშა, კომპანია გაკოტრების პირასაა, ფული გვჭირდება. მე დავბერდი, აღარ შემიძლია იმდენი როგორც ადრე. დედაშენი და შენი და მეცოდება. მალე ყველაფერს წაგვართმევენ რაც გაგვაჩნია.
-რას ინახავ ასეთს, რომ გადაგემტერნენ.
-საიდან იცი სეიფის შესახებ? _დაიბნა რაფაელი
-მამა შეგიძლია მენდო _რაფაელი შვილს თვალს არ აშორებდა, შემდეგ თითქოს მის წინ ერთგული მეგობარი იჯდა, მზერა დაუთბა და ბაგე ღიმილმა გაუპო. მძიმედ წამოდგა სავარძლიდან და სეიფი გახსნა. ოხვრით შეათვალიერა თავისი ქონება და საბუთებიდან დისკი გამოაძვრინა. სეიფს ძველი მდგომარეობა დაუბრუნა და დისკი შვილს მიაწოდა.
-რა არის?
-ამ დისკზეა ჩაწერილი ჩემი ძველი მეგობრის სიკვდილი, სეიფშიც ამ დისკს ვინახავდი. როგორც ჩანს მისმა ქალიშვილმა გაიგო ყველაფერი.
-შენ რად გინდოდა რომ ინახავდი? ან ის გოგო ვინ არის?
-ძნელი ასახსნელია რატომ ვინახავდი, თუმცა შენ იცნობ იმ გოგოს. ძარცვის დღეს ვიცანი. ხმით ვიცანი.
-რომელია?
-შენ რომ მძევლად აგიყვანა _ბიჭს სხეულში უსიამოვნო გრძნობამ დაუარა.
-იცნობ იმ გოგოს? _დუმილი დავითმა დაარღვია.
-შეიძლება. მე წავალ, ჩემს ოთახში ვიქნები...
******
გველესიანების ოჯახი ჩვეულ რუტინას დაუბრუნდა. ლაშა მთელ დროს მეგობრებთან ატარებდა. ენატრებოდა მირასთან გატარებული 2 კვირა და მისი ნახვაც
ოცნებად ექცა, მაგრამ მათი მშვიდი ცხოვრება გოგონას გამოჩენამ ხელმეორედ არია, როცა ლაშა ბარში შემთხვევით შეხვდა ტატოს.
-სალამი _ რათქმაუნდა ის არ აპირებდა მირას ნახვის შანსი ხელიდან გაეშვა, ამიტომ ბარში ტატოს გვერდით დაიკავა ადგილი.
-გამარჯობა _დაბნეული ტატოს სახის დანახვაზე ბიჭს სიცილი მოუნდა.
-შენი დახმარება მჭირდება. _პირდაპირ საქმეზე გადავიდა გველესიანი
-გისმენ.
-მირა უნდა ვნახო, აუცილებლად.
-ცუდი იდეაა, მისი შეშლილი ყოფილი ყველა თაყვანისმცემელს ცუდად უსწორდება.
-თაყვანისმცემელი არ ვარ, აუცილებლად უნდა დაველაპარაკო.
-თუ გეტყვი სად შეგიძლია მისი ნახვა შემეშვები?
-აუცილებლად.
-დღეს თავის ბიძაშვილთან მიმტანად მუშაობს, რესტორან ,,თეთრ სახლში“
-მადლობა. _გახარებული წამოდგა სკამიდან ლაშა და ბარიდან გავიდა.
*******
რესტორანში მჯდომ ლაშას ნაცნობი სახის დანახვაზე ფართოდ გაეღიმა. ოფიციანტის ტანსაცმელში გამოწყობილი მირა ბარმენს ესაუბრებოდა, რომელმაც თვით ანიშნა, რომ კლიენტს მომსახურებოდა. გოგონამ ნელი ნაბიჯით დაფარა მანძილი მაგიდამდე და ლაშას დანახვაზე ბაგე ღიმილმა გაუპო, მაგრამ როგორც კი ეიფორიიდან გამოვიდა გაღიზიანებულმა მიაწოდა მენიუ და მოთმინებით დაელოდა შეკვეთას. ბიჭს არ გამორჩენია მირას რეაქცია და გადაწყვიტა უფრო გაებრაზებინა გოგონა. ის არ ჩქარობდა შეკვეთის გაკეთებას. საბოლოოდ კი როდესაც გოგონამ დღის საფირმო კერძი შესთავაზა, ბიჭის მზერაც დაიმსახურა.
-ჩემს ადგილას ხომ არ დაჯდებოდი? _ბიჭმა თითქოს ვერ იცნო ისე მიმართა გოგონას.
-აქ რა გინდა?
-არ დაჯდები? _გოგონამ მოპირდაპირე სკამი დაიკავა.
-ანუ ბარმენი შენი ბიძაშვილია.
-კი. _ლაშასთვის გასაკვირი აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ მირა არ დაინტერესდა საიდან იცოდა ეს ყველაფერი.
-დალევ? _ღაშა აპირებდა, რომ ღვინო მირას ჭიქაში ჩაესხა, მაგრამ გასროლამ ხელი შეუშალა. ბოთლი გასკდა და ლაშას სისხლი და წითელი ,,ალექსანდროული“ თეთრ სუფრას კონტრასტულად შეერწყა. მირას გაოცებული და ლაშას არაფრისმთქმელი მზერა ერთდროულად შეეგება ლუკას გაცოფებულ თვალებს, რომელიც ჩქარი ნაბიჯით უახლოვდებოდა მაგიდას. ბიჭმა ძლიერი მკლავები ლაშას ჩაავლო და მთელი ძალით დაარტყა სახეში. არც ლაშას დაუტოვებია უპასუხოდ ლუკას ჟესტი. რესტორანში არეულობა დაიწყო. ბარმენი, რომელიც მათ გაშველებას აპირებდა მირამ ხელით გააჩერა და ღვინო მოწრუპა. შემდეგ სამზარეულოდან ჯამით წყალი გამოიტანა და ბიჭებს გადაასხა. ორივე მაშინვე მოშორდა ერთმანეთს. არეული სუნთქვის დარიგებას ცდილობდნენ და მტრულ მზერას არ აშორებდნენ ერთმანეთს.
-მორჩით? დუმილი მირამ დაარღვია. -ძალიან კარგი. ლუკა, ახლავე გაეთრიე აქედან.
-ჩვენ სხვა დროს ვისაუბრებთ.
-სალაპარაკო არაფერი გვაქვს
-ვნახოთ _ნაცემი ლუკა ფეხზე წამოდგა და რესტორანი დატოვა.
-დაჭრილი ხარ, ჭრილობებს მიხედე. მათე, ზარალს მე ავანაზღაურებ. _ლაშას წამოდგომაში დაეხმარა და ორივე ერთად გავიდა რესტორნიდან. ლუკას მანქანა დიდი სისწრაფით გავარდა ეზოდან და იმავე წამს ლაშას მანქანა აფეთქებამ ჰაერში ასწია.
-შენი დედაც ლუკა, შენი დედაც _ აყვირდა მირა. ტელეფონი ამოიღო და ნომერი აკრიფა.
-სასწრაფოდ თათია ჩემთან ამოდით. _ტელეფონი გათიშა და ლაშას გახედა, რომელიც ცხრასართულიან გინებას უგზავნიდა ლუკას და სიგარეტს რეკორდული სიჩქარით ეწეოდა.
-პირველად მხედავ?
-ნუ იკბინები და წამოდი, ჭრილობებს ეკა დაგიმუშავებს.
******
-რა ჯანდაბა ხდება შენს თავს? _ბინაში შესვლისთანავე შეაგება კითხვა თათიამ.
-ლუკა შეიშალა. შუა რესტორანში ატეხა სროლა. მერე ლაშას მანქანა ააფეთქა.
-გაგიჟდი?
-მარიამ სისულელეების თავი მაქვს? ეკა, მიხედე რა. _მიუთითა ლაშაზე. ტატომ მირას ვისკიანი ჭიქა მიაწოდა.
-მე დაველაპარაკები მაგ გამოსი*ებულს. _ქურთუკს დაავლო ხელი ბიჭმა. ლაშას ტელეფონზე ზარები არ წყდებოდა და ეს უკანასკნელი იძულებული გახდა ეპასუხა.
-ცოცხალი ვარ დედა, რა ამბავია მეგობართან ვარ და სავარაუდოდ ვერ მოვალ. კარგად ვარ მეთქი დაღლილი ვარ დედა, მერე დაგირეკავ არ ინერვიულო მეც მიყვარხარ _ტელეფონი დივანზე მიაგდო და ვისკი თავისთვისაც დაისხა.
-რას მიყურებთ? ჩემი ოჯახი რომ გაკოტრებამდე არ მიგეყვანათ ეგ ს*რიც არ მოაწყობდა აურზაურს.
-რა გაყვირებს ვერ გავიგე? რაც საჭირო იყო ის გავაკეთეთ _ხელები გაშალა მირამ.
-რა იყო საჭირო გოგო? ჩემი გაკოტრება?
-იდეაში ჩვენ ეგ არ გვინდოდა. _ დიალოგში ჩაერია ეკა.
-არ მაინტერესებს რა გინდოდათ. ფაქტია წაგებული ჩემი ოჯახი დარჩა!
-და რა გავაკეთო? ჯინს ვგავარ? _სიგარეტის კოლოფი მაგიდაზე დააგდო მირამ.
-ვიცი რომ მამაჩემის საცავის გატეხვას გეგმავთ.
-მარტო დაგვტოვეთ! _გოგონებმა ერთმანეთს გადახედეს და უხმოდ დატოვეს ბინა.
-შიგთავსი მე მაქვს. 10 მილიონ ამერიკულ დოლარზე გავცვლი მირა მამაშენის მკვლელს. _ლაშას თვალები სიძულვილით იყო სავსე. მას სძულდა მირა, რადგან ის იყო დამნაშავე მისი ცხოვრებისეული სიმშვიდის დარღვევაში. გონებაარეული გოგონა უღონოდ დაეშვა დივანზე. მთელი ცხოვრება ელოდა მომენტს, როცა მამამისის გამო იძიებდა შურს. ახლა კი, როცა ეს შანსი მის წინ იდგა, აღარ იცოდა უნდოდა თუ არა სიმართლის გაგება.
-მძულხარ ლაშა. მთელი არსებით მძულხარ!
-არ გაქვს მიზეზი ჩემი სიძულვილის_მშვიდი ტონით წარმოთქვა ბიჭმა.
-არც შენ გაქვს მიზეზი და უფლება ასე მომექცე. _გოგონას სიტყვებზე ლაშას ირონიულად ჩაეცინა.
-შენ არ უნდა მიკითხავდე მოძღვრებას რისი უფლება არ მაქვს, ორივემ ჩვენს წარსულს გადავხედოთ.
-ჩემს წარსულზე არაფერი იცი, საერთოდ არაფერი. როცა შენ ოჯახთან ერთად ისვენებდი და ფულს ანიავებდი, მე ვგლოვობდი ადამიანს, რომლის გამოც
სიცოცხლეს დავთმობდი. როცა შენ ცხოვრებით ტკბებოდი მე გადარჩენის ვიბრძოდი. ასე რომ აღარ გაბედო ჩემი წარსულის ხსენება. _ყვიროდა მირა და ცრემლებს ვერ იკავებდა. ლაშა კი უმზერდა გოგონას და ნათქვამის გააზრებას ცდილობდა. გაუცნობიერებლად გადადგა რამდენიმე ნაბიჯი გოგონასკენ და მასთან ჩაიმუხლა. მის თაფლისფერ თვალებში ხედავდა ტკივილს და სევდას. ლოყაზე გადაუსვა ხელი და ზედმეტი ფიქრის გარეშე დაეწაფა ათრთოლებული გოგონას ბაგეებს. გოგონამ თავს კონტროლი მალევე გაუწია და პირველი მოშორდა მის ტუჩებს.
-მომისმინე, ძალიან მომწონხარ და ძალიან მომწონს შენთან ახლოს ყოფნა, მაგრამ იმას რაც ჩემს ოჯახს გაუკეთეთ ვერ გპატიობ. როცა მზად იქნები თანხა მაშინ დააბრუნე. არ იფიქრო რომ გულს მომილბობ. ჩათვალე, რომ მეც შენნაირი ქვის გული მაქვს. არ მინდა შემიძულო. მინდა იმ ფაქტორებზე დაფიქრდე თუ რა გვაიძულებს ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ წასვლას. ამიტომ გთხოვ, დამეხმარე რომ ერთად გავიაროთ ეს პერიოდი. _არ იცოდა მირამ რა ეთქვა ლაშასთვის, მაგრამ არსებობს მომენტები, როცა ჩუმად ყოფნა შეუძლებელია, როცა რაღაც აუცილებლად უნდა თქვა, თუნდაც მომენტისთვის სრულიად შეუფერებელი და უმნიშვნელო.
-იბანავე და გამოიცვალე. _ლაშამ პასუხი თანხმობად ჩათვალა და სიგარეტის ღერი ჩაიდო პირში.
-რამე გაქვს სახლში რომ ჩავიცვა?
-ოთახში დავტოვებ. მერე წავალ და რამე პროდუქტს ვიყიდი, რომ ვჭამოთ. _მირამ ლაშასთვის სპორტული შარვალი და ჰუდი ლოგინზე დაალაგა და საფულე და
სიგარეტი აიღო.
******
-თათია ლუკას კოორდინატები დამიდგინე, ვერსად ვპოულობ _რამდენიმე უპასუხო ზარის შემდეგ მეგობარს დაურეკა ტატომ. 15წუთიანი ლოდინის შემდეგ თათიამ ლუკას ადგილმდებარეობა დაადგინა და ტატოც მითითებული მისამართისკენ დაიძრა. მანქანა ღამის კლუბისკენ გააჩერა და კლუბში შევიდა. მალევე შეამჩნი ლუკა, რომელიც გამხდარ გოგონას ეფერებოდა და კისერს უკოცნიდა. მოპირდაპირე სავარძელში ჩაჯდა და დაელოდა როდის ჩათვლიდა ლუკა ყურადღების ღირსად.
-ტატოს გაუმარჯოს _გოგონა მოიშორა ლუკამ.
-ზუსტად მაგიტომ დაშორდით შენ და მირა.
-მირაზე სასაუბროდ მოხვედი?
-დღეს რა ამბები მოაწყვე?
-ტატო ხომ იცი არ გავახარებ იმ ს*რს თუ ჩემს ქალს კიდევ მიეკარება?
-რა შენ ქალს ბიჭო შ*გ ხო არ გაქ? მირა ლეკვი კი არაა შენი საკუთრება იყოს. მომისმინე, შეეშვი მაგ გოგოს და ცხოვრებას მიხედე რა.
-ეგ გოგო ან ჩემი იქნება ან არავისი. მოვკლავ და მერე თავს მოვიკლავ.
-ლუკა დალაგდი, რეებს იძახი? აზრზე მოდი! არ უყვარხარ და დროა გაჩერდე. დავითი თუ გაიგებს ხომ იცი რა მოხდება? შვილივით უყვარს მირა და შენზეც კი იტყვის უარს მის გამო. ბილეთი დაგიჯავშნა თათიამ ხვალინდელ ფრენაზე. ამერიკაში მიდიხარ და დროებით იქ დარჩები. შენი ჩასვრილი უნდა გამოვასწოროთ. რას მიყურებ, აბა რა გეგონა მანქანას რომ აფეთქებდი შუა ქალაქში?
*****
თვალებგახელილი ვიწექი საწოლში და მინდოდა აბეზარი ფიქრებისგან თავი დამეღწია. ავდექი და ღამის 4 საათზე შხაპი მივიღე და მისაღებში გავედი რომ ყავა დამელია. ლაშას მდივანზე ეძინა ბავშვის უშფოთველი ძილით. სახეზე დავაკვირდი. პირველად მომინდა შევხებოდი მამაკაცს, რომელიც ჩემთვის არაფერს ნიშნავდა.
-ცხოვრებას არა, მაგრამ ერთ ღამეს გავატარებდი შენთან გველესიანო. _პირზე ხელი ავიფარე, რადგან ჩემმა ფიქრებმა ხმამაღლა გაიჟღერა. დავრწმუნდი, რომ ღრმად ეძინა და ახლად წამოზრდილ წვერზე ხელი გადავუსვი. შემდეგ თვალებზე, ტუჩებზე, კისერზე საკუთარ ხელებს ვერ ვაკონტროლებდი უყურადღებობით ჩემი თბილი ყავა მაისურზე გადავასხი. ლაშა ცოფიანივით წამოვარდა და მაისური გადაიძრო. სიბნელეშიც კარგად ჩანდა მისი სხეული.
-დედას შევე*ი. გაგიჟდი, რა ჯანდაბას აკეთებ? _მიყვირა როცა დამშვიდება შეძლო.
-შემთხვევით მომივიდა გეფიცები. _ჭიქა ჟურნალის მაგიდაზე დავდე და სინათლე ავანთე.
-წადი მირა დაიძინე, აღარ დამენახო. _ზურგი მაქცია და სამზარეულოში გავიდა. ფიქრმა თუ როგორ შემერიგებინა ჭირვეული სტუმარი გონება ამირია.
-აღარ გეძინება? _ვკითხე ლაშას.
-არა.
-ბოდიში რა, არ მინდოდა.
-გავიგე, ახლა წადი და დაიძინე.
-არ მინდა დაძინება.
-აბა რა გინდა?
-კარტი ვითამაშოთ, სურვილებზე. _ის ვუთხარი რაც პირველი მომაფიქრდა.
-არ მინდა სურვილებზე. _ ბიჭს თავში რამდენიმე ბოროტმა ფიქრმა გაუელვა. მათგან კი აარჩია ის, რომლითაც სამაგიეროს გადაუხდიდა გოგონას. არა იმიტომ, რომ მან ყავა გადაასხა, არამედ იმ სიტყვების, რომლითაც გოგონამ ლაშა ერთი დღის ჟიგოლოდ აქცია.
-მიბრაზდები, ლაშა?
-ბურა ვითამაშოთ, გახდაზე. _კოლოფიდან სიგარეტი ამოიღო და ტუჩებს შორის მოიქცია.
-სუსტი ვარ ბურაში.
-არც მე ვარ გმირი. _ლაშამ პირველი პარტია მოგებით დაასრულა. ღრმად ჩავისუნთქე და ტანზე მჭიდროდ მოხვეული ხალათი იატაკზე დავაგდე. მეორე პარტია მე მოვიგე და ლაშას შავი პერანგიც ჩემს ხალათზე მოთავსდა. მომდევნო ორი დარიგება ლაშამ მოიგო. თმის სამაგრი მოვიხსენი და წინდები გავიხადე. (ღამით ყოველთვის წინდებით ვიძინებ ხოლმე)
-თმის სამაგრი არ ითვლება _უკმაყოფილება გამოთქვა ლაშამ.
-მოკეტე და დაარიგე _ჩემი მორიგი მოგების შემდეგ ლაშამაც წინდები გაიხადა. შემდეგ მან ისევ მოიგო და შორტი გავიხადე. მან დახლს მოუარა და ჩემს პირდაპირ დაიკავა ადგილი.
-მომწონს შენი შემართება. _სამი სვლიდან სამივე ლაშამ აიღო და 31 როგორც კი დაითვალა გონებაში კარტები ხელები მაგიდაზე დაალაგა.
-ვარ _მაისურიც გავიხადე. ლაშას თვალები აუციმციმდა. მისი ვნებით სავსე მზერა სხეულს მიწვავდა. ჰაერი იმ უცნობი ნაწილაკებით დაიმუხტა, რომლებიც ლუკასთან ყოფნისას არასდროს გამოჩენილან. ფეხებშორის სისველე ვიგრძენი და ქვედა ტუჩზე ვიკბინე. ლაშას გაეღიმა, მაგრამ მომეჩვენა, რომ ეს ირონიული ღიმილი იყო. წამოდგა და კედელივით წინ ამესვეტა. წელზე მომხვია ხელი და სახე კისერთან მომიტანა. ცხელ სუნთქვას მაფრქვევდა და ჩემს ზურგზე თითებს ისე დაატარებდა, როგორც პიანისტი როიალის კლავიშებზე. თითების მონოტონური მოძრაობით მიწვავდა სხეულს. სუნთქვა ამიჩქარდა და როცა მან კისერზე ცხელი ტუჩები მომაწება საერთოდ დავკარგე საღი აზრი. ხელები კისერზე შემოვაწყვე და მთელი სხეულით მას ავეკარი. მან კისრიდან ჩემს ტუჩებზე გადმოიტანა აქცენტი და ჰაერში ამიტაცა. მისი ტუჩების შეხებამ მაიძულა თვალები დამეხუჭა, შემდეგ ტუჩებიდან ისევ კისერზე გადაინაცვლა. ყველგან ვგრძნობდი მის თითებს: მკერდზე, მხრებზე, საჯდომზე კოცნას ვგრძნობდი მთელ სხეულზე. თვალები სიამოვნებისგან მეხუჭებოდა და მაშინ როცა კულმინაციამდე ძალიან ცოტა მაკლდა ის გაჩერდა.
-ღამე მშვიდობისა, საყვარელო. _ყურთან მაკოცა და სამზარეულოდან გავიდა. დახლზე ვიჯექი და აზრზე მოსვლას ვცდილობდი, როცა გავაცნობიერე რა გამიკეთა. სხეულში ადრენალინის დოზამ მაქსიმალურს მიაღწია და ყელში გაჩხერილი ბურთის გადაყლაპვა მაიძულა. გაბრაზებული ვიყავი და თავს დამცირებულად ვგრძნობდი. ფეხდაფეხ გავყევი ლაშას გზას, გადავუღობე და მთელი ძალით დავარტყი მუშტი მარჯვენა ლოყაში.
-ნაგავო, ნაბიჭ*არო როგორ გაბედე რომ ასე მომქცეოდი _ვკიოდი და მთელი ძალით ვურტყამდი მუშტებს. ის კი უბრალოს იდგა და ითმენდა. ცხოვრებაში პირველად დავიღალე ადამიანის ცემით.
-მორჩი?
-არა, მეზიზღები გველესიანო, მეზიზღები. და საერთოდ, გაეთრიე ჩემი სახლიდან.
-მომისმინე ქალბატონი, პირველ რიგში სიტყვები უნდა აკონტროლო და მეორე,
ნამდვილად არ მინდა შენმა გამოყ*ევებულმა ყოფილმა რამე დაგვიშავოს, მიუხედავად შენი საქციელისა, რომელმაც ნამდვილ ნაგავად გამოგიყვანა.
-ლაშა გაეთრიე ჩემი სახლიდან.
-ამჯერად კოზირი ჩემ ხელშია და თუ არ გაჩუმდები გეფიცები ოთახში ჩაგკეტავ. _გამაფრთხილებლად ამიწია ხელი. ცრემლების ტალღა მომაწვა თვალზე და სიტყვის უთქმელად გავვარდი ოთახიდან. დილით ლაშა სახლში აღარ დამხვდა.
*****
-როგორც იქნა, ჩვენი კვარტეტი ისევ შედგა _ გახარებული თათია პოპკორნს ჯამებში ყრიდა.
-ძალიან მომენატეთ ძევაჩკებო _ ტატომ ლუდის ბოთლები მაგიდაზე დაალაგა.
-ტატო კვარტეტში შენ არ მიგულისხმიხარ.
-ანუ აღარ გჭირდებით? _ვითომ გაბრაზდა მამაკაცი.
-მე მაქვს ფილმების კოლექცია, ინტერნეტი, პოპკორნი, ლუდი. აბა, მოუსვი აქედან.
-მარიამ წავიდე? _ბოლო იმედს მოეჭიდა ტატო.
-ჩაო, ძვირფასო. _კოცნის იმიტაცია გააკეთა ბიჭის მიმათულებით.
-ლაშას დავურეკავ და წავალთ სადმე _ სიცილით გახედა მირას ბიჭმა.
-ნომერს მე მოგცემ თუგინდა _საპასუხოდ ბალიში ესროლა გოგონამ.
-რას ვუყუროთ? _DVD ჩართო ეკამ.
-ცხოვრება მშვენიერია ჩართე _ერთხმად უპასუხა სამივემ. ეს მათი საყვარელი ფილმი იყო. ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან თვეში ერთხელ მაინც უყურებდნენ და დასასრულში ერთხმად ტიროდნენ. ტუალეტის უხეში ქაღალდებით იწმენდნენ სახეს და ტატოს დაცინვას იტანდნენ. ეს იყო ფილმი, რომელიც მათი ბავშვობის ნაწილი იყო. თითოეულს თავი პატარა ბიჭად წარმოედგინა, რომლის მამიკოც დიდი ნაბიჯებით მიიწევს სიკვდილისკენ, რათა შვილი გადაარჩინოს, არ შეაშინოს, დაღი არ დაასვას მის ფსიქიკას. ისინი ფიქრობდნენ პატარა ბიჭზე, რომელსაც არავინ იცის რას უმზადებს სიცოცხლე, რის გადატანა მოუწევს მომავალში, რომ გადარჩეს ულმობელ სამყაროში. ისინი ფილმის გაგრძელებაზე ფიქრობდნენ და ოცნებობდნენ პატარა ჯოშუა მამის გარდაცვალების შემდეგ მკვლელი, მძარცველი და მათნაირი არ გამხრადრიყო. ეიფორიიდან კაკუნმა გამოიყვანა. ვიღაც გაუჩერებლად აბრახუნებდა ბინის კარზე. კარები თათიამ გააღო და ოთხში ერთად შემოვიდნენ ტატო და ლაშა.
-მორჩით ფილმს?
-კი ტატო, რა ჭირი გინდა? უი, ლაშა. მობრძანდით, კარებში ნუ დგახართ.
-გამარჯობა _გოგო გადაკოცნა და ქურთუკი გაიხადა.
-სახლში ცოტა არეულობაა, ფილმს ვუყურებდით.
-არაუშავს, ვის არ მოსვლია _თათიას გული მოიგო ლაშამ და მისაღებში შევიდა.
-ერთი წუთია რაც იცნობ და უკვე დაუდაქალდი, მე კიდევ 15 წელია მტერივით მექცევი. რას ნიშნავს ეგ?
-ძმაკაც, შენ ჩემი საუკეთესო დაქალის საქმრო ხარ, თან ძმასავით ხარ ჩემთვის და ნორმალურ და-ძმას არ ვიცნობ მე _ლოყაზე უჩქმიტა ტატოს და მისაღებში შევიდა. ლაშას დანახვამ მირა გააღიზიანა და წასასვლელად წამოდგა, მაგრამ თათიამ შეაჩერა და სთხოვა რომ მასთან დარჩენილიყო ღამით.
-ჯოკერი ვითამაშოთ? _კარტის ძებნა დაიწყო მარიამმა.
-ბურა ხომ არ გვეთამაშა მირა? _ჩაიცინა ლაშამ.
-მაღიზიანებ ძვირფასო შენი არსებობით.
-გუშინ სხვანაირად ფიქრობდი _გაბრაზებული მირა ლაშას მივარდა და მთელი ძალით დაარტყა მუშტი სახეში.
-მოგკლავ შე ნაგავო! გამიშვი ახლავე, გამიშვით მეთქი! _აფართხალებული გოგო ტატომ ააცალა ლაშას.
-გაუშვი შეჩ*მა, გაუშვი ამოიღოს ჯავრი _გახეთქილი ტუჩიდან სისხლი მოიწმინდა ლაშამ, მირამ კი მისი მიმართულებით ბატიბუტის თეფში ისროლა.
-გამომყევი ახლავე, ეკა მაგას მიხედე შენ! _თათიამ მკლავში ჩაავლო ხელი.
-მოვკლავ მაგ დამპალს. უზნეო, ტუტუცი ბიჭი! _ატირდა მირა.
-რა ჯანდაბა გჭირს შენ ამიხსნი?
-რა აგიხსნა? _დამშვიდდა მირა.
-რა ხდება შენს თავს? ვერ გცნობ. რა ღამეზე გესაუბრებოდა? იწექი მასთან?
-არა, ლუკას შემდეგ არავინ მყოლია ხომ იცი. უბრალოდ მან მამაჩემის მკვლელის ვინაობა იცის.
-რამე ხომარ მოგაწევინა გოგო? _თითები მირას თვალებთან აიქნია თათიამ.
-მორჩი ჩემს დაკითხვას თათია რა.
-კარგი, მაგრამ ამაზე აუცილებლად ვისაუბრებთ. _ მისაღებში დაბრუნდნენ. ლაშა და ტატო სამზარეულოს დახლთან ისხდნენ და ვისკის სვამდნენ. მარიამი და ეკა "სპანჯბობს" უყურებდნენ. ყველაფერი ისე იყო,თითქოს არაფერი მომხდარა. მალევე, საუბრის გარეშე დაიშალნენ.
*******
მთელი კვირა არ უნახავთ ერთმანეთი მირას და ლაშას. გოგონები მთელ დროს მასთან ატარებდნენ, მაგრამ მირა ფიქრებით მუდამ სხვაგან იყო. ცდილობდნენ გაეგოთ რა სჭირდა გოგონას მაგრამ მისგან არაფერი გაუგიათ, ვიდრე ისევ მირამ არ გადაწყვიტა რომ მეგობრებისთვის ყველაფერი ეთქვა.
-ლაშამ მითხრა, რომ მამაჩემის მკვლელს მაპოვნინებს თუ იმ თანხას დავუბრუნებთ უკან რაც მოვპარეთ. ამერიკული დოლარი დღევანდელი კურსით ძალიან ბევრია. არ ვიცი რა გავაკეთო.
-მირა, თუ შენ გინდა ცოდნა მაშინ ჩვენ დაგეხმარებით და ფულს მოგცემთ.
-თუ მხოლოდ ეს არის პრობლემა ჩვენ შენთან ვართ.
-ხო და თუ გინდა დღესვე გადავურიცხავ თანხას _დაასრულა საუბარი თათიამ.
-ვიცი რომ თქვენი იმედი შემიძლია მქონდეს. რას მირჩევთ, დავურეკო იმ ქლიავს?
-მიდი _მობილური მიაწოდა თათიამ. სამი ზარის შემდეგ ლაშამ უპასუხა.
-ლაშა შენ ხარ?
-ბოდიშის მოსახდელად მირეკავ?
-არა, შენ წარმოიდგინე. თანახმა ვარ შენს შემოთავაზებაზე?
-რომელზე?
-თანხას დაგიბრუნებ და შენ იმას მომიტან რაც მე მეკუთვნის.
-როდის? _ეკამ უთხრა რომ ყველაფერს დღეს მოაგვარებდნენ.
-დღესვე.
-მათეს რესტორანში შევხვდებით საყვარელო. რამე ქალური ჩაიცვი.
-გაა*ვი!
-რაო? _მაშინვე იკითხა ეკამ
-მათეს რესტორანში მოდი და რამე ქალური ჩაიცვიო.
-ქალური უნდა და მიიღებს კიდეც. _გაეცინა მარიამს.
*******
განახლებულ რესტორანში ორისთვის გაწყობილ მაგიდას მიუჯდა სმოკინგში გამოწყობილი ლაშა და მოთმინებით დაელოდა მირას გამოჩენას. ნახევარსაათიანი ლოდინის შემდეგ კი, როცა საბოლოოდ გადაეწურა გოგონას ნახვის იმედი ის შესასვლელში გამოჩნდა. შავი მუხლამდე კაბა ეცვა, ტანზე მჭიდროდ მომდგარი. მკერდი და ზურგი ამოღებული ჰქონდა. სასიამოვნოდ და არა ვულგარულად. შავი ქუსლიანი ფეხსაცმელი გამხდარ ფეხებს უფრო მოხდენილს და გრძელს უჩენდა ვიდრე გოგონას ჰქონდა. გრძელი სწორი თმა ცხენის კუდად შეეკრა. მუქი შინდისფერი პომადა მირას ტუჩებს ლამაზ ფორმას აძლევდა, გრძელი წამწამები კი გამომწვევად გამოიყურებოდა ღია თაფლისფერი თვალების ფონზე. ღიმილით გადაეხვია მათეს და ნელი ნაბიჟებით დაიძრა ლაშას მაგიდისკენ. რესტორანში მყოფი მამაკაცების ყურადღებით გათამამებულმა მირამ ლაშას საკოცნელად გამოწეულ სახეს თავი აარიდა და ხელის ჩამორთმევით შემოიფარგლა.
-კარგად გამოიყურები _მენიუ მჟავედ აიღო ლაშამ.
-შენზეც იგივეს ვიტყოდი, მაგრამ მოგატყუებ.
-მოდი ამაღამ მაინც არ ვიჩხუბოთ, ბოლოჯერ ვხვდებით ერთმანეთს.
-მაინც მგონია რომ მოგენატრები.
-დრო გვიჩვენებს... რას შეუკვეთავ?
-არ ვიცი, შენ აარჩიე _მენიუს თვალი გადაავლო მირამ. ლაშამ ოფიციანტს ხელის აწევით ანიშნა რომ შეკვათა აეღო და ორი ნაჭერი სტეიკი და წითელი ღვინო შეუკვეთა.
-რას აპირებ სიმართლის გაგების შემდეგ?
-არვიცი, ნუთუ სიმართლის გაგება გინდა?
-მინდა ვიცოდე.
-ალბათ სამაგიეროს გადავუხდი და ქვეყნიდან წავალ.
-მომენატრები.
-ადამიანი რომელმაც გაგაკოტრათ, 10 მილიონი წაგართვათ, მოგიტაცა, პრობლემები შეგიქმნა, რომელთანაც თითქმის სექსი გქონდა, ტუჩი რამდენჯერმე გაგიხეთქა მოგენატრება?
-შენგამო კინაღამ რომ მომკლეს ეგ გამოგრჩა _ღიმილით დაამატა ლაშამ.
-მადლობა, რომ გამახსენე. _გაეცინა მირასაც. ოფიციანტმა მაგიდა გააწყო და წითელი "ალექსანდროული" ფუჟერებში ჩაასხა. ლაშამ მადლობა გადაუხდა და მირას მიუბრუნდა.
-სად აპირებ გამგზავრებას?
-რომში, ან ვენეციაში. შენ რას იზამ მას შემდეგ რაც ფულს დაიბრუნებ?
-მამაჩემის კომპანიას ვუხელმძღვანელებ. ფასიანი ქაღალდები, ტენდერები და ასე შემდეგ. ძირითადად, მოსაწყენი რაღაცებით (ერთი ე!)!
-ლაშა, შენი აზრით ისევ შევხვდებით ერთმანეთს?
-სხვა სამყაროში და სხვა სიცოცხლეში _ფეხზე წამოდგა ლაშა და მირას ხელი გაუწოდა საცეკვაოდ. ისინი ცეკვავდნენ ნელ მუსიკაზე, ერთად გატარებულ დროს კადრებად ათვალიერებდნენ გონებაში.
-მირა, მაპატიე იმ ღამის გამო.
-მეც მაპატიე, არ უნდა მეთქვა ის სისულელე.
-სამწუხაროდ, ადამიანები გვიან ვაცნობიერებთ და ვხვდებით როგორ ვტკენთ გულს ერთმანეთს.
-შენი საქციელით მე გული არ მტკენია, უფრო შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი.
-ის რაც არ გაქვს ვერ გეტკინება.
-რა?
-გული გაყინული გაქვს, მირა. ეს მიშლის შენს სიახლოვეს. შეადარე ჩვენი გულები ერთმანეთს. მიდი, დაადე ხელი. ხედავ? შენთან ახლოს როცა ვარ გულისცემა მიორმაგდება, სუნთქვაც კი მიჩქარდება. ვიცი რომ არ ვარ უმნიშვნელო შენთვის მაგრამ მინდა ეს შენმა თვალებმა მითხრან, ისევე როგორც ჩემი ამბობენ რომ არ მინდა შენი დაკარგვა. თვალები ღმერთის ენაა, სასაუბროდ სიტყვები არ სჭირდებათ. მირა, თვალებს გული ალაპარაკებს, შენი თვალები კი, თაფლისფერები, ჩემი საყვარელი ფერი არაფრისმთქმელია. არ უნდა მისცე ცხოვრებას უფლება შეგცვალოს. ვიცი ჩვენ ერთნაირად არ გვიცხოვრია და ჩემთის უფრო მარტივია ამ სიტყვების თქმა, მაგრამ არ მინდა შენი თვალები მხოლოდ იმას ამბობდეს თაფლისფერი ვარო.
-მე არ შემიძლია სხვანაირი ვიყო. ჩემში ის მოკლეს რაც ყველაზე მეტად მიყვარდა.
-მირა, რამდენი ადამიანი მოგიკლავს?
-ოთხი.
-17 წლის ვიყავი. თავზეხელაღებული და გამოუსწორებელი მექალთანე. ერთხელ, მე და ჩემმა მეგობრებმა მამას მანქანა მოვპარეთ. კლუბში დილამდე ვსვამდით და ვერთობოდით გოგოებთან. დილისთვის, როცა სახლში ვბრუნდებოდით საჭესთან მე დავჯექი. მაღალი სისწრაფით მივქროდით. გადასასვლელზე ქალს დავეჯახე. საოცრად ლამაზი ქალი იყო, საოცრად ლამაზი გარდაცვლილი. მე მოვკალი ის და სასჯელიც კი არ მოვიხადე. მამაჩემმა ყველაფერი გააკეთა, რომ ციხეში არ ჩავმჯდარიყავით. არასოდეს დამავიწყდება იმ ქალის სილამაზე, მისი თეთრი სახე და ლურჯი ტუჩები.
-ამას რატომ მიყვები?
-არვიცი, უბრალოდ მინდა იცოდე. _მუსიკა დამთავრდა და წყვილი ადგილს დაუბრუნდა.
-საკმაოდ გულახდილი საუბარი გამოგვივიდა. თათიამ მომწერა რომ ფულს მაშინვე დაგირიცხავს ანგარიშზე, როგორც კი სეიფის შიგთავსს გადმომცემ. _ლაშამ გულის ჯიბიდან დისკი ამოიღო და მაგიდაზე დადო. მირამ კი თათიას დასტურის ესემესი გაუგზავნა. რამდენიმე წუთში ლაშას ტელეფონიც აინთო და თანხის ანგარიშზე დარიცხვა აცნობა.
-წავიდეთ? _დისკი ჩანთში ჩადო მირამ.
-მე მიგიყვან.
-მანქანით ვარ _გაეცინა გოგოს.
-პატივს დაგდებთ და სახლამდე მიგაცილებთ _მირას პალტო აიღო და წელზე მოხვია ხელი.
-ზედმეტი ხომ არაა?
-დამაცადე ქალო! ცოტახნით შურდეთ ჩემი _თავით რესტორნისკენ ანიშნა. მთელი გზა ხმა არცერთს ამოუღია. მშვიდად ისხდნენ, სიგარეტს ეწეოდნენ და Arctic Monkey-ის 505-ს უსმენდნენ. მანქანა მირას კორპუსის წინ გააჩერა და ქალს გახედა, რომელიც სივრცეს უაზროდ უმზერდა.
-თუ გინდა შეგიძლია ამოხვიდე.
-მეგონა შენს სახლში აღარასდროს შემიშვებდი. _მირამ ღიმილით გააქნია თავი და მანქანიდან გადავიდა.
-ღამე მშვიდობისა ლაშიკო.
-გაგინე ახლა _უყურებდა ლამაზად მიმავალ ქალს მანამ სანამ ბნელმა კორპუსმა არ შთანთქა ის.
******
ბინაში ასულმა მირამ ტანსაცმელი გზადაგზა გაიხადა. საცვლების ამარა, ღვინით სავსე ფუჟერით დადიოდა ოთახიდან ოთახში და კლასიკური მუსიკის ფონს აყოლებდა სხეულს. ფიქრობდა დღევანდელ საღამოზე, ლაშას სიტყვებზე... ნუთუ ის მართლა ისეთივე უგულოა, როგორც ლაშამ აღწერა. მან ხომ შეიგრძნო მამაკაცის გულისცემა. მას ხომ სტკიოდა სიცარიელე. სიცარიელე რომელიც ვერავინ შეუვსო, ვერცერთმა ადამიანმა. მეგობრებმა, რომლებიც მის გამო სიცოცხლეს გაწირავდნენ, ყოფილმა რომელსაც სიგიჟემდე უყვარდა მირა, თუ დავითმა მამობა რომ გაუწია გოგონას და მძიმე პერიოდის გადატანაში დაეხმარა. ვერ შეძლეს, რომ მისი ოჯახი გამხდარიყვნენ. მას დედა სჭირდებოდა, დედა რომელიც 10 წელია არ უნახავს და არ უსაუბრია მასათან. დედის გახსენებაზე მკერდში ყრუ ტკივილმა იჩინა თავი ყოველ ღამე რომ უღრღნიდა სხეულს, ნაწილ-ნაწილ რომ გლეჯდა ხორცს. უსმენდა მუსიკას და ტიროდა, თვითონაც არ იცოდა რატომ. ეს ის ცრემლები იყო, რომელსაც მირა არავის აჩვენებდა, არავის დაანახებდა მის სისუსტეს. მონატრება იგრძნო და სხეული ამ გრძნობამ გაათბო. მას დედა ენატრებოდა და მზად იყო, შუაღამით ჩამჯდარიყო მანქანაში და უძღები შვილივით დაბრუნებულიყო იქ, სადაც მიიღებდნენ. იქ სადაც ეყვარებოდათ გულწრფელად, ეყვარებოდათ ნამდვილი. ცრემლები დაუკითხავად კვალავდნენ გზას სახეზე. მირამ ტელეფონი აიღო, ყელში გაჩხერილი ბურთი გადაყლაპა და ნომერი აკრიფა. ნომერი რომელიც დედამისს ეკუთვნოდა.
1 ზარი...
3 ზარი და გამბედაობის მოკრების მცდელობა.
4 ზარი და ტირილი, შიში რომ დააგვიანა.
5 ზარი და ნაცნობი ხმა... ბავშვობა... სითბო.
-გისმენთ.
-დე, მე ვარ. ტირილით თქვა მირამ.
-მირა?
-კი, დედი, მე ვარ.
-10 წელი ველოდი რომ დამირეკავდი, მირა ჩემო გოგონა, ჩემო ლამაზო, მართლა შენ ხარ?
-მე ვარ დე, მაპატიე დედიკო, მაპატიე რომ აქამდე არ დაგირეკე...
-ჩემო გოგონა, ვიცოდი რომ კარგად იყავი, ვიცოდი რომ დაბრუნდებოდი _სიცილ-ტირილით საუბრობდა ქალი.
-შენთან მოვდივარ დე, შენთან მოვალ _ტიროდა მირა და კარადიდან ტანსაცმელს ჩანთაში ტენიდა. ნახევარი საათი დასჭირდა ლოდინი რომ თავისი მაქანა მიეყვანათ ბინამდე. ჩანთა საბარგულში ჩააგდო და საჭეს მიუჯდა. დიდი სისწრაფით მიქროლებდა მანქანას, ეჩქარებოდა დედამისთან შეხვედრა. მთელი ღამე შეუჩდერებლად იარა. დილისთვის კი უკვე თავის ძველ სახლთან იდგა. მამის სიახლოვეც ცხადად იგრძნო და კიდევ უფრო აერია გრძნობები. შურისძიების სურვილმა კიდევ ერთხელ დაუბინდა გონება. კისრისტეხით შევარდა ეზოში და კარების წინ გაჩერდა. ღრმად ჩაისუნთქა, მან იცოდა რომ ახლა უკან დახევა არ შეიძლებოდა და ზარი დარეკა. კარი დედამ გაუღო. ჭაღარა შეპარულმა, დაბერებულმა ლოდინით, დარდით... სევდიანმა ქალმა, რომელიც უაზროდ უყურებდა წინ მდგარ გოგონას და არეული აზრების დალაგებას ცდილობდა. ქალმა იცნო, იცნო თაფლისფერი თვალები, რაღაც რომ აკლდა. იცოდა ეს თვალები ვის ეკუთვნოდა. ხელი წაიღო მდუმარე ქალიშვილისკენ და სახე ხელებში მოიქცია.
-ჩემო მირაკო, ჩემო პატარა გოგო _ცრემლები გადმოსცვივდა ქალს და გოგონა მთელი ძალით ჩაიკრა გულში. მირაც მოეხვია დედას. არ უნდოდა წამის დასრულება.
-მაპატიე დედიკო, მაპატიე გეხვეწები. _სლუკუნებდა და ქალს თმაზე ეფერებოდა.
-სახლში შემოდი, გაცივდები. რა თხლად გაცვია გოგო _ცრემლები მოიწმინდა ქალმა და გოგონა სახლში შეიყვანა. ბინა ძველებურად იყო მოწყობილი, წითელი დივანი თავისი სავარძლებით ტელევიზორის წინ იდგა. კედელზე ვან გოგის ნახატების ასლები ეკიდა. დიდი საათიც ძველებურად წიკწიკებდა. სახლში შეცვლილი მხოლოდ შპალერი იყო. სამზარეულოც ისეთივე იყო როგორიც ახსოვდა. მარმარილოს ზედაპირები, შავ-თეთრი კარადები. კედელზე დაკიდებული საჭმლის კოვზები. ხელოვნური ხილი მაცივარზე, გამომცხვარი პური გაზქურაში.
-მოგენატრა დედი სახლი? _სახე ხელახლა დაუკოცნა ქალმა შვილს.
-ძალიან დედი, შენ მომენატრე ჩემო ლამაზო. _ხელახლა ჩაეხუტა მირა დედას.
-გშია ხო დე? მთელი ღამეა გზაში ხარ. გინდა ბლინებს გამოგიცხობ, შენ ხომ გიყვარს ჩემი გამომცხვარი ბლინები. _წინასაფარი მოირგო ქალმა.
-მიყვარს დედიკო, შენსავით ვერავინ ვერ აცხობს ბლინებს, თან მოგეხმარები. იქნებ რამე ვისწავლო _ხელახლა ჩაეხუტა მონატრებულ დედას მირა.
*********
მირასგან ლაშა პირდაპირ ბარში შევიდა. ჰალსტუხი ერთი ხელის მოსმით მოიცილა და დახლთან მჯდარ ქალს გახედა. უცნობი ტიროდა. ვისკით სავსე ჭიქა სახეზე მიედო და უაზროდ მიშტერებოდა თაროზე ჩამწკრივებულ სასმელთა ბოთლებს. ლაშამ ტეკილა შეუკვეთა. მრავალკუთხედის ფორმის ჭიქიდან წრუპავდა და ფიქრობდა რა შეიძლებოდა ყოფილიყო მიზეზი მისი ტირილის.
-ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს გეცოდები. _ცივად დაიწყო ქალმა და ჭიქა ორივე ხელში ჩაბღუჯა.
-უფრო მებრალები. ალბათ სერიოზული მიზეზი გაქვს, რომ ამხელა ბარში მორიდების გარეშე ტირი.
-დაკარგული სიყვარული, გეტეხილი გული. _დანანებით ჩაილაპარაკა ქალმა, რამდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ კი ჩახლეჩილი ხმით დაიწყო საუბარი.
-გაგიჟებით მიყვარდა. წლებია ერთად ვართ, ახლა კი მოულოდნელად გამომიცხადა რომ აღარ ვუყვარვარ და ჩემთან ყოფნა მობეზრდა. გუშინ თვითმკვლელობა ვცადე და ვერ შევძელი. ჩემი თავი გავიმეტე, მაგრამ ის ადამიანები ვერა ვისაც ვუყვარვარ. ის პატარა არსება ვერ გავიმეტე მუცელში რომ ვგრძნობ. მან გამომიყენა და მიმატოვა. წარმოგიდგენია? რა მდაბიოა ადამიანი. ხორციელი სიამოვნების გამო რას აღარ აკეთებს. იცი, ძვირფასო, არ დაიჯერო რომ სიყვარულზე უკეთესი გრძნობა არსებობს. არსებობს სიყვარული და ყველა დანარჩენი... ვერცერთი გრძნობა იმ ტკივილს ვერ გამოგაცდევინებს რასაც სიყვარული. მოგკლავს, შემდეგ გაიძულებს მკვდრეთით აღსდგე. მოგანატრებს და ეს იქნება ყველაზე მტკივნეული. საყვარელი ადამიანის სიშორე. შოთა რუსთაველზე ხომ გსმენია. თუ წაგიკითხავს მისი პოემა მიხვდებოდი რა არის იმ ადამიანის სიშორე, რომელიც გიყვარს. სიყვარული ისე დაგანარცხებს და ისე დაგინგრევს ყველა კოშკს გააზრებასაც ვერ მოასწრებ. გაიძულებს ის გააკეთო რაცას არადროს გააკეთებდი. კაცსაც კი მოგაკვლევინებს. სიყვარული ბოროტი რამეა ძვირფასო, ძალიან ბოროტი რამეა _ქალმა მწვანე თვალები დახარა და ცრემლებს მისცა გზა.
-არ ვიცი რა გითხრა. როგორ, შენ არ კითხე რატომ შეიცვალა ასე უცებ ის კაცი?
-ქორწილის მოსაწვევი გამომიგზავნა. ვიღაც ამერიკელზე ქორწინდება. რა აქვს მას ისეთი რაც ჩემში ვერ იპოვა?
-ალბათ უფალმა გადაწყვიტა, რომ უკეთესს იმსახურებ.
-"და ამ დროს ეშმაკამა თქვა:უყვარდეთ ისინი ვისთან ერთად ყოფნასაც ვერ შეძლებენ." _ციტატა წაიკითხა ქალმა.
-და ბავშვი? მას ხომ არაფერი დაუშავებია.
-ბავშვი აუცილებლად გაჩნდება. ვიცი, ყოველთვის მამამისს გამახსენებს. რამდენჯერაც მას შევხედავ იმდენჯერ ტკივილი ხელახლა დამივლის სხეულში, მაგრამ ვგრძნობ რომ მზად ვარ. აბა, შენ გყავს ვინმე? _საუბრის ტონი შეცვალა და სიგარეტი მოიქცია ტუჩებს შორის.
-მგონი ბავშვისთვის ჯობია თუ არ მოწევ. _ლაშამ გამოართვა და საფერფლეში ჩააგდო.
-არის ერთი გოგო. ჩემი გამტაცებელი. წარმოგიდგენია? ის გოგო მომწონს რომელმაც გამიტაცა. იცი, ის ძალიან ცივია. უმოწყალოდ ცივი და უგულო. მამამისი მოკლეს და ახლა შურისძიებას აპირებს. რამდენიმე საათის წინ თითქმის ვუთხარი, რომ მჭირდება, მაგრამ ის ისეთია ვიცი აუცილებლად იტყვის უარს ჩემზე და მიმატოვებს.
-ანუ სიყვარული არ იცის? _ჩამეკითხა
-არა... უფრო სწორად ხო. ვერაფერს გრძობს, თითქოს ემოციებისგანაა დაცლილი.
-შეგიძლია ასწავლო სიყვარული.
-რა?
-მას ადამიანი სჭირდება ვისაც ეყვარება. თუ ისეთი ცარიელია, როგორც შენ ამბობ მაშინ ვალდებული ხარ შენი ნიჭი მას გაუზიარო. ნუ დაკარგავ დროს. დრო არ დაგელოდება როდის მიიღებ გადაწყვეტილებას.
-კარგად იქნები? _ქალმა მუცელზე გადაისვა ხელი და მაღალი სკამიდან ჩამოხტა. თბილი ღიმილით გახედა ბიჭს, ქურთუკი ჩაიცვა და გასასვლელისკენ დაიძრა. ვისკიანი ჭიქა ერთი ამოსუნთქვით დალია და ისიც გასასვლელად გაემზადა.
*******
მთელი საათი მანქანაში იჯდა ლაშა. საჭეზე ედო თავი და მირას ბინის განათებულ ფანჯარას უყურებდა. საბოლოოდ, მანქანიდან გადავიდა და სირბილით აირბინა კიბეები. რამდენჯერმე დააკაკუნა მირას კარზე, ზარსაც გაუჩერებლად რეკავდა და მოუთმენლად ცმუკავდა კართან. ლოდინით მობეზრებულმა ბიჭმა სახელური ჩამოსწია და სახლში შეიჭრა. გზად მირას იატაკზე დაყრილ ტანსაცმელს კრეფდა და უხმოდ ათვალიერებდა ოთახებს. საძინებელში შესულს მილიონი აზრი ერთდროულად დაუტრიალდა თავში. მირას კარადიდან გადმოყრილი ტანსაცმელი შეათვალიერა და თვალებამღვრეულმა დაურეკა ტატოს.
-სად ხარ შეჩე*ა?
-რა გინდა ბიჭო, რომელი საათია?
-მომისმინე, მარიამი მაქაა?
-კი, რახდება?
-არ შეიმჩნიო. მირასთან ვარ, სახლში სრული ქაოსია. ნივთები უადგილოდ ყრია და არც თვითონაა სახლში. შუქიც ანთებული იყო.
-და რა? სულ ეგრე იქცევა ძმა. ალბათ სადღაც დატყდა. შეიძლება ვაფშე ლუკასთანაც იყოს._ბოლო სიტყვებმა ისე გააცეცხლა ლაშა ტელეფონი კედელს მთელი ძალით შეალეწა.
-დედას შევე*ი! ყველაფრის დედას შევე*ი. _ყვიროდა და ყველაფერს ამსხვრევდა რაც ხელში ხვდებოდა. ნამსხვრევებს ნაუცბადევად აუარა გვერდი და მისაღებშ გავიდა. მინი ბარიდან დასალევად კონიაკი აიღო და დივანზე ჩამოჯდა.
-როგორ შეგეძლო, როგორ შეგეძლო მირა. მეც რა სი*ი ვარ. როგორ დავიჯერე რომ შენ ჩემთან ყოფნას შეძლებდი. შენ ხომ სხვა სამყაროს ნაწილი ხარ. რა იქნებოდა რომ გყვარებოდი? შე ძუ*ნა! როგორ გენდე _მარტოობით შეპყრობილმა მამაკაცმა ცრემლებს მისცა გზა. დივანზე გადაჰკიდა თავი და ძილს მისცა უფლება მის სხეულს და გონებას დაპატრონებოდა.
*******
დედასთან გატარებულმა დრომ მირას სტრესი და ყველა უბედურება ერთიანად დაავიწყა. ისინი ერთად დადიოდნენ საყიდლებზე, საშოპინგოდ. ერთად აცხობდნენ ნამცხვრებს და ამზადებდნენ კერძებს. ერთად იძინებდნენ კიდეც. მთელი კვირა არ გახსენებია დევდარიანების ქალიშვილს მეგობრები, რომლებიც უკვალოდ გაუჩინარებულ მირას ყველგან ეძებდნენ. მხოლოდ ერთხელ გაახსენდა ლაშა, ისიც მაშინ როცა დედამ თავისი ცხოვრების შესახებ რამის მოყოლა სთხოვა.
-უნივერსიტეტში სოციოლოგია დავამთავრე, თუმცა ამ განხრით არ მიმუშავია. იმ მამაკაცთან ვმუშაობდი, რომელმაც სწავლა დამიფინანსა. მეგობრებიც მყავს, ერთად გავიზარდეთ. ძალიან საყვარელი ხალხია.
-ვინმე გყავს? ბიჭი?
-როგორ არა, ტატო ქვია და ჩემი დაქალის შეყვარებულია. _ვაშლი ჩაკბიჩა მირამ.
-არა, შვილო. მე შეყვარებულზე გკითხე, შენსაზე.
-ოჰ, მე არ მყავს. 11 თვის წინ დავშორდით.
-და მას მერე არავინ ყოფილა?
-არის ერთი ბიჭი. თუმცა უგულო და ნარცისი ვგონივარ და თავს შორს იჭერს ჩემგან.
-სიმპატიურია?
-დე! _გაეცინა მირას.
-მითხარი გოგო.
-ძალიან სიმპატიურია, თუმცა უცნაური ხასიათი აქვს. არც მკაცრია, არც ლმობიერი. გადარეულია და გულის ტკენაც შეუძლია.
-თუ გინდა შეგიძლია მეგობრები აქ დაპატიჟო. ერთხელ ხომ უნდა გესტუმრონ მშობლიურ სახლში.
-მართლა? შეიძლება?
-თავი არ მომაკვლევინო გოგო. როგორ არ შეიძლება.
-მაშინ დავრეკავ კარგი?
*******
-მირა რეკავს _იკივლა თათიამ ტატოს კაბინეტში.
-უპასუხე გოგო ჩქარა _ტელეფონს მიუახლოვდა მარიამიც.
-სად ხარ გოგო? სად დაეთრევი? ვინ ვართ ჩვენ რო არც კი გვეუბნები და გვაფრთხილებ უკვალოდ ვაპირებ გაუჩინარებასო. შე ნაგავო, ჩვენ რა არ ვიფიქრეთ, ეს კიდევ უსირცხვილოდ გვირეკავს და ხმასაც არ იღებს! _მიაყარა თათიამ
-მორჩი?
-სად ხარ გოგო? რატო გვანერვიულებ? მთელი თვეა გეძებთ, მთელი თვე!
-დედაჩემთან ვარ რა იყოთ ხალხო, ცოცხალი ვარ და ჯანმრთელი.
-შენ ჯანმრთელი ხარ და ჩვენ ნორმალურად არ გვძინებია. ლუკა ავაწრიალეთ ამერიკაში, შენი ხელი ხომ არ ურევია თქო.
-არა ტატო! რა ლუკა, უბრალოდ დედაჩემთან ვარ სოფელში.
-მირა, რა საქციელია ეგ, ან როდის გადაწყვიტე. ლაშასთან რა მოხადა, მოგცა ის რაღაც?
-კი ეკა, მომცა. ოღონდ ჯერ არ მინახავს. მზად არ ვარ...
-როდის დაბრუნდები? იცი ლაშა რა დღეშია? _დიალოგში ჩაერია მარამიც.
-მეც მაგიტომ გირეკავთ. დედაჩემმა ინიციატივა გამოთქვა თქვენი გაცნობის, უნდა რომ აქ ჩამოხვიდეთ ყველა.
-ღადაობ ხო? _ტუჩზე იკბინა თათიამ
-უეჭველად გვეკაიფება _გაეცინა ტატოსაც.
-რამე მოწიეთ თქვენ? კოორდინატებს გამოგიგზავნით და აბა თქვენ იცით, დიდხანს არ მალოდინოთ. _ყურმილი დაკიდა და გაოცებული და გაბრაზებული მეგობრები კიდევ უფრო გააბრაზა.
-მისი გამოსწორება არ იქნება _ქურთუკი ჩაიცვა ეკამ.
-წავედი სანამ ამიფეთქებია აქაურობა _კაბინეტი დატოვა თათიამაც.
-ჩვენ რა გავაკეთოთ? _თვალებში ჭინკები აუთამაშდა ტატოს.
-ტატო აქ არა, აქ არ შეიძლება _აკისკისდა მარიამიც.
********
რამოდენიმე გაბმული ზარის შემდეგ ლაშამ ტუმბოზე დადებულ ტელეფონს ნომრის შეუმოწმებლად უპასუხა.
-ლაშა, გამარჯობა _ნაცნობმა ხმამ ბიჭი უცემ გამოაფხიზლა.
-გაგიმარჯოს _ცივად დაუბრუნა პასუხი.
-მირა ვარ!
-ვიცი.
-ვიცი რომ ნაწყენი ხარ, რომ არ გაგაფრთხილე.
-არ იყავი ვალდებული, ან ახლა რამ გაგახსენა ჩემი არსებობა.
-ლაშა, უბრალოდ უცებ გადავწყვიტე წასვლა. არავისთვის არაფერი არ მითქვამს. _ძალიან გააღიზიანა მირას უდარდელმა ტონმა.
-რა არ გითქვამს გოგო? ეგ ნორმალურია მერე? ეს დედამო**ნული მეცხრამეტე საუკუნე ხო არაა რო მამენტ დაქალს დაურეკო აქ მივდივარ და იცოდეო?
-ლაშა, უცებ გადავწყვიტე-მეთქი გითხარი.
-დანარჩენი თვე? მე გასაგებია, მაგრამ შენ მეგობრებს რომ მსოფლიოში აძებნინე თავი? არ შეგეცოდა ის ხალხი?
-მაგაზე არ მიფიქრია.
-ზუსტად, არასდროს ფიქრობ სხვებზე, ეგოისტო გოგო.
-რომ იცოდე, იმისთვის დაგირეკე რომ შემომეთავაზებინა სოფელში მესტუმრე მეთქი.
-მოსტ*ვნია პატრონი შენს შემოთავაზებას! _ყურმილი გათიშა და ბალიშზე დაემხო.

*ოხ, მირა. ტიპი ვერ იაზრებს რას აკეთებს. ღმერთო, ტვინი მიეცი იმას და ინსტრუქციას მე წავუკითხავ...

*გამითიშა? ეს ნაბი*ვარი! მეც რა სულელი ვარ, რატომ დავურეკე? თან როგორ შეუცვლია საუბრის ტონი...
*******
მთელი დღე საჭმელს ამზადენდნენ მირა და დედამისი სტუმრებისთვის. სასაუბრო თემა ამოუწურავი ჰქონდათ და მზადების პროცესიც სახალისო და ბედნიერებით სავსე იყო. ყველაფერი თითქოს დალაგებული და აწყობილი ჩანდა მაგრამ პაზლის ორი დეტალი მაინც ცარიელი რჩებოდა გოგონასთვის. ლაშა, რომელსაც დიდი მოლოდინით ელოდა და მკვლელი, რომელმაც ჯერ არ იცოდა, რომ მისი სიცოცხლის დღეები დათვლილი იყო. უკანასკნელი ხაჭაპურის გამოცხობის შემდეგ მაგიდა ლამაზად გააწყვეს და სტუმრების დასახვედრად მოემზადნენ. ლამაზ სარაფანში გამოწყობილი მირა შეეგება ტატოს ჯიპს. მანქანიდან მგზავრობით დაღლილი და მოუწესრიგებელი მეგობრები გადმოვიდნენ და სიხარულით გადაეხვივნენ მონატრებულ დაქალს. მირამ მეგობრები სახლში შეიყვანა და უპირველესად ოთახებში დააბინავა, შემდეგ კი მათ მიერ ჩამოტანილი საჩუქრების პარკები სამზარეულოში შეიტანა.
-დედი, ესენი არიან ჩემი მეგობრები: მარიამი, თათია, ეკა და ტატო. ბავშვებო დედაჩემი — ლელა. _ სათითაოდ გადაეხვივნენ დაქალის მშობელს.
-შემოდით ბავშვებო, ალბათ გშიათ. _ყველა ერთად მიუჯდა მაგიდას. ერთად გატარებულ დროს იხსენებდნენ და თინეიჯერობის ამბებით ართობდნენ ლელას.
-ერთხელ ტატომ სასწავლო ჟურნალში დიდი "ზვეზდოჩკა" დაუხატა ქართულის მასწავლებელს. საწყალი ქალი ტუალეტში გავიდა და კლასში დაბრუნებულმა დიდი შედევრი რომ აღმოაჩინა გული წაუვიდა. მაშინ მესამედ გააგდეს ტატო სკოლიდან. დავითისგანაც კარგად მოხვდა.
-მე ის მახსოვს, ეკამ ანტიფრიზის ქვაბში რომ კენჭები ჩაყარა და მთელი სკოლის გამათბობლები რომ გააფუჭა.
-აუ სიგარეტის „პიჩოკებს“ რო ვკრეფდით ქუჩაში და ვითომ ვეწეოდით გახსოვთ?
-ერთხელ კლუბში შევიპარეთ, მერე ფული დაგვაკლდა სასმელზე და ჩხუბი ავტეხეთ. ვინ ვის ურტყავდა კაცმა არ იცოდა. ქალი, კაცი ყველა ჩხუბობდა.
-მირამ რომ მეტროში ბიჭი ცემა ნუ მიყურებო გახსოვთ? მერე ხელჩართულ ბრძოლაში რომ გადაიზარდა ყველაფერი და პოლიციაში მოგვიწია ღამის გათენება.
-ისე არასდროს საკონტროლოში ცუდი ნიშანი არ მიგვიღია დე, თათია სულ მასწავლებლების საიტს ტეხავდა და შემაჯამებლის ტესტებს ნახულობდა. მერე პასუხს ვიზეპირებდით და ისე ვწერდით.
-აუ ის გახსოვთ ტატომ ტრაილერის ბორბალი რომ მოაგორა სკოლის ეზოში და ცეცხლი მოვუკიდეთ? დირექტორი გაცოფდა, გული გაუხდა ცუდად.
-ერთ ბიჭს თათია უყვარდა და სულ აწვალებდა, ეს დებილი კიდე ძალიან მორცხვი იყო. ამოუვიდა ამას ყელში და კომპიუტერის პროგრამა გაუტეხა. სულ პორნო საიტების ლინკები ჩაუტვირთა. მეორე დღეს დალურჯებული მოვიდა სკოლაში, იძახდა ველოსიპედიდეან გადმოვვარდიო მაგრამ ჩვენ ხომ ვიცოდით სიმართლე.
-გეოგრაფიის მასწავლებელს მთელი წელი სურდო ქონდა და სულ ცხვირს აწვალებდა. ერთხელ მირას დაბალი ნიშანი დაუწერა და ამან კიდე პალტოს ჯიბეში სადაც ცხვირსახოცი ედო მაწონი ჩაუსხა. ხელი რომ ჯიბეში ჩაიყო და დაესვარა დერეფანში წინდაუკან დარბოდა და კიოდა შეშინებული.
-ერთხელ სკოლის დერეფანში ტატომ ღამით საქანელა გააკეთა და მეორე დღეს ბავშვებს ფულის სანაცვლოდ აქანავებდა.
-მარიამს სკოლაში ერთი ბიჭი ძაან აწუხებდა. მარიამმა კიდევ სკოლის გარეთ, გაკვეთილების შემდეგ სცემა რომ მანდატურს ოქმი არ დაეწერა და სკოლიდან არ გაერიცხათ.
-მარიამი ძალიან პოპულარული იყო ბიჭებში და ერთხელ ერთი უფროსკლასელი აეკიდა. ამან კიდე ტატოს უთხრა მაწუხებსო. ამ უტრა*ო მეტრა*ემ კიდე „რაზბორკაზე “ დაიბარა. იმათ ტატო ისე სცემეს მთელი კვირა დავითს ვუმალავდით, რომ მასაც არ დაემატებინა.
-რა საყვარლები ხართ ბავშვებო _ცრემლებს იწმენდდა ლელა და თან იცინოდა.
*******
ყველას ერთ ოთახში ეძინა. მგზავრობით დაღლილ მეგობრებს მალევე ჩაეძინათ. მხოლოდ მირა ვერ ისვენებდა და ტრიალებდა ლოგინში.
*ახლა ალბათ გძინავს ლაშა. იმედი მქონდა რომ ჩამოხვიდოდი, იმიტომ რომ მენატრები. ვიცი, არასწორად მოვიქეცი და გაწყენინე, მაგრამ მე მაინც გელოდებოდი. _დაწერა ესემესი და ისევ წაშალა. შემდეგ ისევ დაწერა და წაშალა. საბოლოოდ კი მხოლოდ ერთი სიტყვა მისწერა.
*გელოდებოდი. _თუმცა პასუხი არ მიუღია.
*******
*გელოდებოდი _სამუშაოდან დაბრუნებულმა ლაშამ მირას ესემესი გახსნა და სახე გაუნათდა. მირას საქციელი ადასტურებდა რომ ლაშას მიმართ დადებითად იყო განწყობილი. ნომერი აკრიფა და დაურეკა.
-გისმენთ _მძინარე ხმით უპასუხა მირამ.
-მეგონა იმაზე ფიქრი არ დაგაძინებდა, რატომ არ გესტუმრე.
-შენი საუბრის ტონიდან გამომდინარე, ვიცოდი არ ჩამოხვიდოდი.
-მაგრამ მაინც მელოდებოდი.
-და რა? გიხარია, რომ შეძელი და იმედები გამიცრუე?
-მე იმედი არც მომიცია.
-როგორ დამავიწყდა ვის ველაპარაკები. თვითკმაყოფილი კატლეტი ხარვრ ლაშა.
-ამბობს კრიმინალი ქალი, რომლის კონტროლიც თვითკმაყოფილ კატლეტს შეუძლია...
-რააო? ადამიანმა ორი ბატი განდოს დაკარგავ, შენ რა გოგო უნდა გააკონტროლო? _თავის ნათქვამზე ეცინება.
-აბა რატომ მომწერე გელოდებოდიო?
-ჩამოყალიბდი, ლაშა _სიცილს აგრძელებს.
-როდის ბრუნდები ქალაქში?
-არვიცი. სავარაუდოდ, აქ მშვიდად ვიცხოვრებ.
-მეკაიფები?
-არა.
-დისკს უყურე?
-არა.
-რატომ?
-მინდოდა ცოტა ხნით მაინც დამევიწყებინა ყველაფერი და ბედნიერი ვყოფილიყავი.
-ძვირფასო _სიყვარულით წარმოთქვა ბიჭმა -ბედნიერება ის კი არაა დაივიწყო რა ხდება შენს გარშემო? ბედნიერებაა დატკბე ცხოვების ყოველი წუთით საყვარელ ადამიანთან ერთად. ადამიანი ხარ, ერთხელ მოდიხარ დედამიწაზე და დაამხე ეგ შენი კომუნისტური აზროვნება ერთხელ და სამუდამოდ რა.
-ბედნიერებაა, როცა დედაჩემთან ვარ, ჩემს სახლში.
-შენი სახლი იქ არის სადაც ვიღაც გელოდება. დედაშენს მაქ მამაშენი ელოდა, ამიტომ ეგ სახლი მას ეკუთვის, რამდენიც არ უნდა ეცადო ეგ სახლი შენი ვერ იქნება. შენი სახლი ის იქნება სადაც ვიღაც, ვისთვისაც მნიშვნელოვანი ხარ დაგელოდება და ეყვარები. გაგანათლე?
-უფრო დამღალე შენი სიბრძნეებით.
-მაშინ, ღამე მშვიდობისა...
-ღამე მშვიდობის...
*******
ლელა თვალცრემლიანი ეხვეოდა ბავშვებს და სათითაოდ უკოცნიდა ლოყებს.
-კიდევ მესტუმრეთ ბავშვებო, სულ ნუ დამივიწყებთ.
-ძალიან სასიამოვნო კვირა გავატარე, საოცარი ხართ ლელა დეიდა. _ტატომ გულში ჩაიკრა და საჭეს მიუჯდა.
-ჩვენც გელოდებით ქალაქში._მანქანიდან თავი გამოყო მარიამმა.
-დე, მე არ მემშვიდობები? _დასჯილი ბავშივით დადგა მირა.
-არა, გაბრაზებული ვარ შენზე. ჯერ მხოლოდ ორი კვირაა რაც აქ ხარ და უკვე მიდიხარ. _ცრემლებს გზა მისცა ლელამ.
-არ იტირო რა დე, გეხვეწები. ერთ კვირაში შენთან გავჩნდები შენს თავს ვფიცავარ _მოეხვია მირა.
-ასეთი რა საქმე გაქვს შვილო, რა არის ასეთი გადაუდებელი? _სახე შეიმშრალა ქალმა.
-სამართალი უნდა აღვასრულო. ხომ იცი რა დაკავებული ვარ _ნაძალადევად გაიღიმა.
-მაშინ, ერთ კვირაში გელოდები _შუბლზე აკოცა შვილს და ვიდრე მანქანები თვალს არ მიეფარა სახლში არ შესულა.
*******
მგზავრობით დაღლილი მირა სახლში საცვლებით დააბიჯებდა. ღვინის დიდი ჭიქა დროდადრო ტუჩებთან მიჰქონდა და სიგარეტის გემოსთან ერთად ყლაპავდა. ფხიზელი თვალით, ის რის გაკეთებასაც მირა გეგმავდა ძალიან რთული იყო.
-აუცილებლად ჯოჯოხეთში მოვხვდები _თქვა და დისკი ჩართო. კამერის შავ-თეთრმა კადრებმა მირა ბავშვობაში დააბრუნა. თავის სახლში. ყველაფერი ისე იყო მოწყობილი, როგორც ახლა აქვს ლელას. მხოლოდ შპალერი ჩანს სხვა ფერის. მისაღებ ოთახში სათვალით ზის მირას მამა და გაზეთს კითხულობს, იატაკზე პატარა გოგონა თამაშობს მიმოფანტული სათამაშოებით. შემდეგ დედამისიც ჩნდება. ახალგაზრდა, ლამაზი და უნაკლო გარეგნობის. მეუღლეს ტუჩებში კოცნის და დივანზე წვება, თავი კი მამაკაცის კალთაში უდევს. ის თმაზე ეფერება და ალბათ სამსახურის ამბებს უყვება. რამოდენიმე წუთში ქალი დგება, სივრცეს უყურებს და ჩუსტების ფრატუნით მიდის მისაღებიდა. ოთახში ორი მამაკაცი შემოდის. მირა ერთს იცნობს, მეორე არასდროს უნახავს, ან უბრალოდ არ ახსოვს. მამამისის ასაკის და ტანის, მხოლოდ შავი წვერი მოუშვია და თმა მოკლედ აქვს შეჭრილი, საუბარს იწყებს. მამა რაღაცას უხსნის, ლელას თავით ბავშვზე ანიშნებს. მასაც ის ოთახიდან გაჰყავს და თვითონაც კარში უჩინარდება. დიდხანს საუბრობენ. ლევანი ისევ ხელებით უხსნის რაღაცას. შემდეგ მამაკაცი თავს აქნევს, „რულეტკას“ იღებს და ესვრის. დაჭრილი მუხლებზე დგება, შემდეგ კი მამაკაცი კიდევ 3-ჯერ ესვრის მას და უყურებს მის უკანასკნელ ამოსუნთქვას. დაცვას ლელა შემოჰყავს. ქალი ტირის, სახეს იხოკავს და გვამს ანჯღრევს. შემდეგ იგივე მამაკაცი ძლიერად ურტყამს თავში და ქალიც მამაკაცის გვამზე ეცემა. მირა კარგად ხედავს იმ მამაკაცის სახეს რომელმაც ცხოვრება დაუნგრია. ტირის, კანკალებს, ხელები თავისივე ხელებით მთლიანად დაიკაწრა. კისერზეც ნაკაწრები აქვს. სიმწრისგან და ტკივილისგან ვერ გააკონტროლა თავი და ვერ მიაქცია საკუთარ საქციელს ყურადღება. ბოლო ხმაზე კივის. შუშის მაგიდას მთლიანად ამტვრევს, შემდეგ ტელევიზორს, ლარნაკებს თაროებზე, ჭურჯელს. სკამს ისვრის და მისი მსხვრევის ფონზე ისმის ხმამაღალი ქვითინი. რამდენიმე წუთი ტირილს აგრძელებს, შემდეგ საკუთარ სისხლიან ხელებს უყურებს, ფეხზე დგება და საგანგებოდ ამ დღისთვის შენახულ „რულეტკას“ იღებს სეიფიდან. ტანზე ლაშას დიდ, ცისპერ პერანგს იცვამს, წელზე ქამარს იკეთებს და იარაღს მალავს. სახლში უაზროდ დაყრილ ნივთებს ფრთხილად უვლის გვერდს და კარიდ დაკეტვის გარეშე ჩარბის კიბეებზე. დეკემბერია, გარეთ ყინავს მაგრამ მირა ვერ გრძნობს სიცივეს. მანქანაში ჯდება და ნაცნობი კაცის ნაცნობ კორპუსთან, პირდაპირ შესასვლელში აჩერებს. ლიფტს არ ელოდება. პირდაპირ კიბით არბის მეცამეტე სართულზე და ხის კარზე რამდენჯერმე, მაგრად აკაკუნებს. კარს მამამისის მკვლელი აღებს. კაცი, რომელიც მირას გმირი ეგონა. რომელმაც მის ცხოვრებას მიმართულება და მომავალი მისცა.
-გამარჯობა, ბიძია _ამბობს ჩახლეჩილი ხმით და გაოცებულ კაცს თვალს არ აშორებს.
-მირა? შვილო რა გინდა აქ ასე ჩაცმულს? შემოდი, გაცივდები. _ხელი მოჰკიდა და გახევებული გოგონა სახლში შეიყვანა.
-აქ რამ მოგიყვანა ჩემო საყვარელო? _თმაზე გადაუსვა ხელი მირას.
-მოგკლავ შე ნაბი*ვარო _მთელი ძალით დაარტყა მუშტი სახეში. გაოცებულმა კაცმა ვერაფერი გაიგო, ტუჩიდან სისხლი მოიწმინდა და თავი გოგონასკენ მიატრიალა. თვალები ამეღვრა და ქვედა ტუჩი გაულურჯდა.
-რას აკეთებ, მირა? _გატეხილი ხმით ჰკითხა დემეტრემ.
-გეცნობა ეს სიტუაცია ბიძია? ან იარაღი?_ზიზღით წარმოთქვა მირამ და იარაღი შუბლზე მიადო.
-მირა, მომისმინე...
-მამაჩემი მოკალი!
-მირა...
-რატომ? რა დააშავა? შენი ძმა არ იყო?
-მირა, მან მაიძულა ეს გამეკეთებინა...
-რა ქნა? წინააღმდეგობა გაგიწია? შეგებრძოლა? დაგარტყა თუ შეგეკამათა? რა დააშავა?
-მირა მან მე ყველაფერი წამართვა, ყველაფერი. სახლი, ქონება, ფული.
-ფული? ფულის გამო მომიკალი მამა? ფულის გამო დამაობლე?
-ნუ გამოხვედი წმინდანი. შენ არ იყავი ფულის გამო, რომ ხალხს აშანტაჟებდი, აშინებდი, ძარცვავდი ან კლავდი კიდეც?
-მე არავინ დამიობლებია. არავისთვის წამირთმევია ოჯახი და მომავალი.
-ქეთა? ქეთა დღეს ცოცხალი არ არის, არც მომავალი აქვს. ვისგამო?
-მე ახლა აქ არ უნდა ვყოფილიყავი. ახლა ალბათ მამაჩემთან ერთად ვიჯდებოდი სახლში, სამსახურის ამბებს მოვყვებოდი. ალბათ ბიჭიც მეყოლებოდა, რომელსაც მამა თავისი თვალით შეაფასებდა. დედა მამასთან დაიძინებდა, მე გვერდზე ოთახში, მაგრამ შენ ყველაფერი წამართვი. ყველა ოცნება დამიმსხვრიე და მკვლელად და ვანდალიზმის წევრად მაქციე.
-მირა შენი მომავალი შენ აირჩიე, მე უბრალოდ არჩევანი მოგეცი.
-არჩევანი წამართვი. იცი მაინც რა არის როცა მამას გიკლავენ? თან ის კაცი რომელიც გმირი გგონია?
-არ მომკლა მირა?
-იარაღში ოთხი ტყვიაა, ვნახოთ მერამდენე ტყვია მოგხვდება _ბოროტი ღიმილი აიკრა სახეზე მირამ. ჩახმახს გამოჰკრა თითი და გაიცინა.
-ერთხელ გაგიმართლა. ვნახოთ მეორედ თუ იგივე მოხდება.
-მამაჩემებო, შეგიძლია წყალი დამალევინო? _ოთახში დემეტრეს ხუთი წლის შვილი შემოვიდა. მირამ მაშინვე დამალა იარაღი ზურგს უკან. დემეტრემ ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი მოიწმინდა და გოგონას სახე დაუკოცნა.
-მიდი მამაშენები ოთახში შემოვა და იქ მოგიტანს წყალს.
-ვინ არის მამიკო ეს გოგო?
-ჩემი მეგობარია. ახლა უკან გაიქეცი კარგი? _ბავშვი კარში გაუჩინარდა და ოთახში დაძაბული ატმოსფერო დატოვა.
-მეც ამხელა ვიყავი, მამა რომ მომიკალი. _გაწელილი დუმილი მირამ დაარღვია.
-ვიცი.
-მეზიზღები.
-ვიცი.
-სიკვდილს იმსახურებ.
-ვიცი.
-მაგრამ არ მოგკლავ. შენს შვილს ვერ დავაობლებ.
-ვიცი.
-სული მტკივა.
-ვიცი. _კაცს გვერდი უხმოდ აუარა და ლაშას პერანგისამარა დატოვა შენობა. სიბნელეს მოავლო თვალი. უკვე იცოდა ვისთანაც წავიდოდა. მანქანა დაქოქა და პირდაპირ ლაშას სახლთან გააჩერა. ზარი დარეკა და მოთმინებით დაელოდა კარის გაღებას. კარი იმან გააღო, ვისი ნახვაც მირას ახლა ჰაერივით სჭირდებოდა. კისერზე ჩამოეკიდა და მთელი დარჩენილი ძალით ჩაეხუტა. გაოცებულმა მამაკაცმა მირას წელზე მოხვია ხელი და ცივი მეტალი იგრძნო.
-რა გააკეთე, ჩემო ძვირფასო? _თმაზე მიეფერა და ნელა გადაუსვა ხელი.
-ვერ შევძელი ლაშა, ვერ შევძელი. მამაჩემის მკვლელი ვერ მოვკალი. _ლაშა უხმოდ ჩაეხუტა. მთელი ძალით და გრძნობით აიტაცა ხელში სიფრიფანა სხეული. მკლავებით ცდილობდა, რომ მისი უბედურება მთლიანად შეესრუტა და საყვარელი ქალი ტანჯვისგან გაეთავისუფლებინა.
-მე შენთან ვარ ჩემო პატარა _თმაზე კოცნიდა და მის დამშვიდებას ცდილობდა.
-შენთან იყოს ჩემი სახლი ლაშა, სხვა სიცოცხლეც და სამყაროც. _ტირილს ვერ წყვეტდა მირა.
-არის კიდეც _ხელში აიყვანა, სახლში შეიყვანა და კარი ფეხით დახურა..


*****
დაგიბრუნდით ახალი ისტორიით ვიმედოვნებ რომ მოგეწონათ და რჩევებსაც არ დაიშურებთ მოტივაციისა და გაუმჯობესებული ნამუშევრისთვის სიყვარულით 4LOVE-ზე, თქვენი სელენე



№1  offline წევრი S.მეგი

ძალიან კარგი იყო❤
დასასრული მოულოდნელი და შესანიშნავი იყო ❤ არმეგონა თუ ასე დაასრულებდი ბევრს ახასიათებს გავრცობა, შენს შემთხვევაში კი ასე არ მოხდა ❤ რაც ძალიან კარგია
ველოდები შემდეგ ისტორიას მსგავსი საუკეთესოებით ❤
❤❤❤

 


№2  offline წევრი სელენე

S.მეგი
ძალიან კარგი იყო❤
დასასრული მოულოდნელი და შესანიშნავი იყო ❤ არმეგონა თუ ასე დაასრულებდი ბევრს ახასიათებს გავრცობა, შენს შემთხვევაში კი ასე არ მოხდა ❤ რაც ძალიან კარგია
ველოდები შემდეგ ისტორიას მსგავსი საუკეთესოებით ❤
❤❤❤


უღრმესი მადლობა <3 ჩემთვის თქვენი სიტყვები ძალიან მნიშვნელოვანია <3

 


№3 სტუმარი ევა

უმაგრესი იყო:))

 


№4 სტუმარი სტუმარი მაკო

ძალიან კარგი იყო,საინტერესო და ემოციური,ყოჩაღ.

 


№5  offline წევრი sofo_sofia 13

ძალიან კარგი იყო <3

 


№6 სტუმარი Liko

mdivani araa eg divania.

kidev erti abda-ubda, uemocio, gaumartavi istoria..

 


№7 სტუმარი ლიამი

ზოგ ადგილზე ვიცინე, ზოგან ვიტირე, ზოგ ადგილზე დავიძაბე.
მოკლედ კარგი იყო.
წარმატებები.

 


№8 სტუმარი სტუმარი მარიამი

ძალიან კარგი იყო❤

 


№9 სტუმარი სტუმარი თამო

ხოო,მართლაც მოულოდნელი და ემოციური დასასრული ჰქონდა.ისტორია საერთო ჯამში უმაგრესი იყო,მადლობა შენ ამ სიამოვნებისთვის.

 


№10 სტუმარი სტუმარი Xatuna

Dasasruli momewona. Es gogo mkvleli ar unda gamxdariyo... kargi xar avtoro

 


№11  offline წევრი სელენე

Liko
mdivani araa eg divania.

kidev erti abda-ubda, uemocio, gaumartavi istoria..


ძვირფასო მკითხველო <3 პირველ რიგში მადლობა რომ უარყოფითი ემოციით მეტი სტიმული მომეცი <3 აბდაუბდა დეფისის გარეშე იწერება და თუ ასო შემეშალა სამომავლოდ გამოვასწორებ <3 მადლობა ყურადღებისთვის <3

ლიამი
ზოგ ადგილზე ვიცინე, ზოგან ვიტირე, ზოგ ადგილზე დავიძაბე.
მოკლედ კარგი იყო.
წარმატებები.


ვერ წარმოიდგენთ რამდენს ნიშნავს ეს ჩემთვის <3 დიდი მადლობა <3

სტუმარი თამო
ხოო,მართლაც მოულოდნელი და ემოციური დასასრული ჰქონდა.ისტორია საერთო ჯამში უმაგრესი იყო,მადლობა შენ ამ სიამოვნებისთვის.


მადლობა თქვენ <3

 


№12 სტუმარი სტუმარი ლინდა

ემოცია ვაფშე არ მოვიდა

 


№13 სტუმარი სტუმარი გვანცა

Liko
mdivani araa eg divania.

kidev erti abda-ubda, uemocio, gaumartavi istoria..

ლიკო ხარ თუ ტრიკო, სანამ სხვას მიუთითებ შეცდომაზე ჯერ შენ უნდა წერდე გამართულდა.
ისტორია კი უმაგრესი იყო ველოდები შემდეგს ❤❤

 


№14  offline წევრი სელენე

სტუმარი გვანცა
Liko
mdivani araa eg divania.

kidev erti abda-ubda, uemocio, gaumartavi istoria..

ლიკო ხარ თუ ტრიკო, სანამ სხვას მიუთითებ შეცდომაზე ჯერ შენ უნდა წერდე გამართულდა.
ისტორია კი უმაგრესი იყო ველოდები შემდეგს ❤❤



უღრმესი მადლობა, გვანცა <3 შენმა კომენტარმა პოზიტივით ამავსო <3 მალე გამოვა ახალი ისტორიაც <3

სტუმარი ლინდა
ემოცია ვაფშე არ მოვიდა



ან უბრალოდ თქვენ არ იყავით კითხვის ხასიათზე <3

 


№15 სტუმარი ნიკო

სრული იდიოტობა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent