შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ახალაია ბრუნდება (თავი 7). დასაწყისიდან დასასრულამდე...


29-11-2019, 23:14
ავტორი ენქეი
ნანახია 1 379

არსებობს წუთები დრო რომ ვერ ცვლის და ჩვენს ცხოვრებაში გაჩერებულ კადრებად რჩებიან,სწორედ ასე იყო მარიამისთვის ალექსანდრეს გვერდით გატარებული ყოველი წუთი.თითქოს მოწონდა,ან კიდევ უბრალოდ ხიბლავდა მისი ღიმილი და საუბრის მანერა,ჩამოყალიბებული პიროვნება,ჩამოყალიბებული აზროვნებით და უბრალოდ თავგადასავლებით სავსე ცხოვრებით,ეს ცხოვრებაც მოწონდა ბაბუციძეს ყოველ შემთხვევაში დიდად არ წუწუნებდა იმაზე რაც მასთან ხდებოდა,ასე ფიქრებში გართულმა მიიღო შხაპი და პირსახოცის ამარა გავიდა ოთახში სადაც რათქმაუნდა ალექსანდრე დახვდა.
-ღმერთო ჩემო-დაიკივლა და სააბაზანოს კარებს მიეჯახა
-კიდევ კარგი ისევ ყავა არ გიჭირავს ხელში.-გაიცინა ალექსანდრემ და ყავის ფინჯანი მაგიდაზე დადო
-შენ რომ გიჭირავს რაღაც მეეჭვება ზედ გადაგესხა-დაუბღვირა და პირსახოცი მაგრად ჩაბღუჯა
-კარგი რა მარიამ,მე შენნაირი მოუხერხებელი კი არ ვარ-ისევ არ იშორებს სახიდან ირონიულ ღიმილს
-ეს არაა სასაცილო ალექსანდრე-დაუტია და ტუჩები დაბრიცა
-კარგი კარგი გავდივარ,ოღონდ ერთი თხოვნა მაქვს.
-თუ ეს ჩემს გაშიშვლებას არ მოითხოვს თანახმა ვარ-ცალი წარბი ზემოთ აწია და მომლოდინე სახით დაუწყო ყურება
-საწოლზე რომ ყუთი დევს ხედაავ?
-არა,ვერ ვხედავ ბრმა ვარ-ირონიას არც მარიამი აკლებს.
-ხოდა მოკლედ მანდ ძალიან საყვარლობა ტანსაცმელი დევს და მინდა რომ ეგ კაბა ჩაიცვა და კიდევ,დღეიდან ოფიციალურად ხარ ჩემი კომპანიის კერძო ადვოკატი და ჩემს არ ყოფნაში ჩემი შემცვლელი,ხვალიდან ისევ გექნება სამსახური-ყავის ფინჯნით ხელში კედელს ეყუდება და მარიამს დაჟინებით უმზერს.
-ღმერთო ალექსანდრე დიდი მადლობაა-სულ ავიწყდება პირსახოცი და მაშინვე ალექსანდრესკენ მირბის ხელებს მაგრად ხვევს კისერზე და მხარს თავზე ადებს
-მარიამ,მგონი პირსახოცი გძვრება-უთხრა და მის ხერხემალზე ხელი ოდნავ გაასრიალა რომ პირსახოცი დაეჭირა
-ღმერთო ჩემო,მაპატიე უფროსწორად შენ რას გებოდიშები ვაიმე -დაბნეულმა დაიწყო ლაპარაკი
-მე გავალ და ჩაიცვი-იღიმის და ოთახიდან შენელებული ნაბიჯით გადის,მარიამი საწოლს უახლოვდება და ყუთს ხნის,მაშინვე თვალში ხვდება თეთრი ფერის ნაჭერი ,ნაადრევი დასკვნების გამოტანა არ სურდა ამიტომ მაშინვე ჩაკეტა ოთახის კარი და მომზადებას შეუდგა.დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ  მისაღებ ოთახში შედის სადაც როგორც ყოველთვის ფორმაში მყოფი ალექსანდრე ხვდება.
-ვიცოდი რომ თეთრი ფერი მოგიხდებოდა-ღიმილით უთხრა და უფრო კარგად დააკვირდა მის სხეულს
-როდის მოასწარი ამის ყიდვა?შენხომ სახლიდან არც კი გახულხარ?
-სამაგიეროდ ლექსო მაგარია ასეთ საქმეებში-ღიმილით პასუხობს და კიდევ ერთ ჭიქა ვისკის სვამს.
-ბევრს სვამ ალექსანდრე
-რატომ ღელავ?
-იმიტომ რომ საჭესთან უნდა დაჯდე,სახლშიც სვამ და რესტორანშიც არამგონია ისე გაჩერდე
-შენ რა მანქანის ტარება არიციი?-სიცილით პასუხობს და კიდევ ერთ ჭიქას ცლის
-მართლა ბევრს სვამ ალექსანდრე
-ბევრს ვსვამ მაგრამ არ ვთვრები-მხარზე ტუჩებს აკრობს გასასვლელისკენ სწრაფი ნაბიჯით მიემართება.
მანქანაში როგორც ყოველთვის დუმილი არავის დაურღვევია,ჟურნალისტებიც არსად ჩანდნენ უბრალოდ სიმშვიდე იყო,რესტორნამდე სრული იდილია ქონდათ,აი რესტორნის ეზოში შესვლისთანავე კი ყველაფერი უბრალოდ მორჩა,ჟურნალისტების დიდი ნაკადი მანქანას მოაწყდა და ყველა ელოდა თუ როდის გამოვიდოდა წყვილი მანქანიდან.
-მზად ხაარ?-ჩურჩულით ეკითხება ალექსანდრე
-და შეენ?-კითხვაზე კითხვით პასუხობს რასაც ალექსანდრეს ღიმილი მოჰყვა და შემდეგ სწრაფად გაიღო მანქანის კარი,ჟურნალისტებმა სწრაფად მოიმარჯვეს კამერები, მიკროფონები და წყვილი ჩიხში მოაქციეს.
-ბატონო ალექსანდრე რა იყო თქვენი დაკავების მიზეზი?
რა რეაქცია ქონდა თქვენს საცოლეს როდესაც გაიგო რომ ერთ ერთი საიდუმლო ორგანიზაციის უფროსი სასიკვდილოდ სცემეთ?-ისმოდა აქეთ იქიდან კითხვები.
-იცი რა მინდა მარიაამ,წყნარი საღამო,შენთან ერთად მე,შენ და პარიზი-ლოყაზე ხმაურით კოცნის და ხელს ხელზე მაგრად კიდებს.
-ხართ თუ არა უსამართლობის მსხვერპლი,როგორია თქვენი შეხედულება ამ სიტვაციასთან დაკავშირებით?-არ წყვეტდნენ კითხვების დასმას ჟურნალისტები.
-თუ შეიძლება გაგვატარეთ.-თხოვნით შემოიფარგლა ალექსანდრე და ჟურნალისტების ბრბოში გზა გაივლის,რესტორნის კარამდე ასე მიაცილეს შემდეგ კი სრულ სიმშვიდეში აღმოჩნდნენ.
-ღმერთო ეს რა ჯანდაბაა,თავი ამტკივდა უკვე
-აბა ჩემს ცოლობას რომ სთანხმდებოდი რა გეგონა,დროა შეეჩვიო მარიამ-ღიმილით პასუხობს და ცარიელ დარბაზში მდგომი მხოლოდ ერთი მაგიდისკენ მიდის
-პირველი:ჩემთვის შენს ცოლობაზე აზრი არავის უკითხავს
და
მეორე:ამასთან შეჩვევა არც ისე ადვილია-აწუწუნდა მარიამი
-რა წუწუნა ცოლი მეყოლება,ღმერთო ჩემო-ოდნავ იბღვირება და მარიამისთვის სკამს სწევს
-გმადლობ-თავაზიანად ეუბნება მარიამიც და მოუთმენლად ელოდება როდის დაჯდება ალექსანდრე მის წინ
-რამე ხდება მარიაამ?-ეჭვნარევ მზერას ავლებს და მის წინ ჯდება
-არაა რაუნდახდებოდეს,რატო მეკითხები?
-რავი ისეთი მომლოდინე თვალებით მიყურებ რო ცოტა შემეშინდა-ისევ აგრძელებს სიცილს
-წეღან რაც მითხარი
-რა გითხარი?-დაეჭვებული ეკითხება
-მე,შენ პარიზიო რას ნიშნავდა?
-აჰაამ ახლა გასაგებია ანუ გითხრა,ადამიანებს იშვიათად ვენდობი და იქამდე რომ კომპანიის ადვოკატად დავნიშნო და ჩემი საცოლე ერქვას საერთოდ პირველად მივიდა ასეთი ადამიანი,სანამ ვინმეს სამსახურში მივიღებდი თავიდან ფეხებამდე ვამოწმებდი თუმცა შენს შემთხვევაში ასე არაა,შენზე მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია მაქვს,ამიტომ ვიფიქრე რომ ერთმანეთის უკეთ გაცნობა კარგი იდეა იქნებოდა,ხომ უნდა იცოდე ცოლად ვის მიყვები არა?ან მე ვინ მომყავს ცოლად,თანაც როგორც ლულუმ მითხრა პარიზში ნამყოფი არ ხარ-სასმელს სვამს და შემდეგ აგრძელებს- მე ვარ ნამყოფი,თუმცა მინდოდა  ჩემს საცოლესთან ერთად წავსულიყავი და აი შენც აქ ხარ,მანამდე მინდა რომ ჩემი ოჯახიც გაგაცნო,დედაჩემს ერთი სული აქვს როდის გაგიცნობს-ღიმილით ამთავრებს საუბარს და სალათს თეფშზე იდებს.
-მოიცა შენ რა ლულუს ჩემზე ესაუბრეე?
-ამხელა ისტორიიდან მხოლოდ ეგ გაიგეე?მაოცებ მარიამ
-რას ჭორაობთ ჩემზე ვერ გავიგე-აბუზღუნდა ისევ
-აუ შენ რა ბუზღუნა ყოფილხარ ტოო-სკამის საზურგეს მიეყრდნო და კიდევ ცოტა მოსვა
-ნუსვამ ამდენს.
-მარიამ იცი რაა-ყოყმანით წამოიწყო ალექსანდრემ
-აბა რაარი,რაპრობლეემაა
-ჯერ ჩემი ცოლი არხარ და უკვე მატერორებ,რაწესიაა?ორსულადაც არ ხარ შენი ჭირვეულობა ამას რომ დავაბრალოთ და ახლა უკვე მეც მწყინს-სერიოზული სახით აგრძელებს
-ცივი წყალი გინდა ძვირფასო?
-დამცინიი?-წარბი ზემოთ აწია
-რავი თუ მასე ფიქრობ ალბათ კი-გაეკრიჭა და მანაც მოსვა ერთი ჭიქა
-ოჰოო სვამ კიდეც მარიაამ?ფრთხილად სასმელი ზედ არ გადაიქციო -იერიშზე გადავიდა ალექსანდრე
-შე საზიზღარო და
-ჩშშშ-თითი ტუჩებზე მიიდო და წამში გააჩუმა მარიამი
-რამოხდა?-ტუჩები დაბრიცა და თვალები დააწვრილა
-მუსიკა არ გესმიის?მოდი ვიცეკვოთ-ღიმილით ეუბნება და ხელს უწვდის
-იცი მეე-ყოყმანობდა მარიამი
-ერთ ცეკვას არ მჩუქნი მარიაამ?იცოდე ცოლად აღარ მოგიყვან-"დაემუქრა" ალექსანდრე
-აუ როგორ ავნერვიულდი ვინმეს კაპლი ხომ არ გექნებათ?-სიცილით პასუხობს მარიამი და საცეკვაოდ მიჰყვება
ამხელა დარბაზში მხოლოდ ეს ორი,იმდენად ლამაზი სანახავი იყო დარბაზი სავსე რომ ყოფილიყო თავს ყველა ზედმეტად იგრძნობდა,უბრალოდ ჰყვებოდნენ მელოდიას,ერთმანეთს მთელი სხეულით ეხუტებოდნენ და რიტმულად მოძრაობდნენ მუსიკის ნოტებივით.
-კარგ ცოლს და ოჯახს იმსახურებ ალექსანდრე-სევდიანი ხმით ეუბნება მარიამი
-ჩემთვის შენ ხარ კარგი ცოლი და კარგი ოჯახი,ვიცი რომ გამოგვივა-ღიმილით პასუხობს და ყელზე სველი კოცნის კვალს უტოვებს.
-ჩემს გამო ბევრი პრობლემა შეგექმნა ალექსანდრე არ მინდა სულ ასე იყოს
-იყოს მერე,იყოს პრობლემა და იყოს ისტერიკა,იყოს დინების საწინააღმდეგოს ცურვა მე ეგ უფრო მომწონს ვიდრე მიჰყვე დინებას და ერთფეროვანი ცხოვრებით იცხოვრო.დამპირდი მარიამ
-რას?რას დაგპირდე?
-დამპირდი რომ ბოლომდე გამომყვები,ყველა პრობლემის მიუხედავად.
-გპირდები თუ შენც იმას გააკეთებ.
-გპირდები მარიამ,ბოლომდე გამოგყვები.-ღიმილით პასუხობს და უფრო მეტად იკრავს სხეულზე.
-წავიდეეთ?-ოდჯავ შესამჩნევი ღიმილით ეკითხება მარიამი
-წავიდეთ,ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს-ღიმილით პასუხობს,მაგიდიდან ტელეფონს იღებს და გასასვლელისკენ მიემართება სადაც ჟურნალისტების მთელი არმია ელოდებათ,გასვლისთანავე დაიწყო ისევ კითხვები.
-ქალბატობო მარიამ,რა იგრძენით როცა იფიქრეთ რომ შეიძლებოდა თქვენი საქმრო საშიში დამნაშავე ყოფილიყო?
რა კომენტარს გააკეთებთ ამაზე?-ახლა კი უკვე გაბრაზებულმა ალექსანდრემ ერთ-ერთი ჟურნალისტი მისკენ მოატრიალა და მოკლედ და კონკრეტულად უთხრა
-უფლებას არ მოგცემთ არც თქვენ და არც სხვას რომ ეს საღამო გააფუჭოთ,ახლა კი გზიდან ჩამოგვეცალეთ-მარიამს ხელი უფრო მაგრად მოკიდა და მანქანისკენ გაემართა.
-შენ უფლებას არ მომცემ,მაგრამ მე საკუთარ თავს მივცემ უფლებას რომ ეს საღამო ჩაგაშხამო-ისმის გვერდიდან უცნობის ხმა და ყველა მაშინვე იქით ტრიალდება,დაახლოებით 30წლის მამაკაცი იარაღით  ხელში დგას რესტორნის ეზოში და ალექსანდრეს მოკვლის სცენებს ერთმანეთის მიყოლებით ხატავს გონებაში.
-დაშენ ვინხარ?-კითხვით  მიმართავს ალექსანდრე
-მამაჩემი სასიკვდილოდ სცემე და მე ვერ მცნოობ?-კითხვაზე კითხვით პასუხობს და სასხლეტს თითს ადებს
-მოიცა ვინ?
-ალექსანდრე ის მირიანის შვილია,შეხედე მისი ზუსტი ასლია ახლავე ჩაჯექი მანქანაში და წადი გთხოვ-ჩურჩულით ეუბნება ალექსანდრეს და მხარზე ექაჩება
-შენ მამაჩემი სიკვდილისთვის გაიმეტე მე კი შენ გაგიმეტებ-თქვა და დუმილი ჩამოწვა ისმის მისი ხშირი სუნთქვა და რამდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ,ეს სიჩუმე იარაღის ხმამ დაარღვია რასაც ალექსანდრეს გმინვა მოყვა,ესეც არა აკმარა და მუცლიდან ზემოთ მეორე ტყვია მკერდთან ახლოს ესროლა ალექსანდრეც სწრაფად ეცემა ძირს და ვერაფრის თქმას ვერ ასწრებს ისე იძირება ბნელ წყვდიადში.
-ალექსანდრეე-დაიყვირა მარიამმა და მის გვერდით ჩაიკეცა-ღმწრთო გთხოვ თვალები გაახილე გემუდარები ალექსანდრე არ დამტოვო,გთხოვ გეხვეწები თვალები გაახილე-ემუდარებოდა მარიამი მაგრამ ამაოდ,ალექსანდრე თვალის გახელაძე არც კი ფიქრობდა,სუსტად სუნთქავდა და გაუნძრევლად იწვა ცივ ქვაფენილზე
-ვინმემ სასწრაფოში დარეკეთ-გაისმა მარიამის მუდარა თუმცა ვიღაცას უკვე დაერეკა და თქვეს რომ გზაშია.
ნახევარი საათის შემდეგ ალექსანდრე უკვე საოპერაციოში შეყავდათ უგონო მდგომარეობაში,ექიმები მარიამს იმედის მომცემს არაფერს არ უტოვებდნენ,საოპერაციოს კართან მუხლებზე მდგარი მარიამი კედელს მიჰყუდებოდა და ბავშვობის შემდეგ პირველად ლოცულობდა და ამას ალექსანდრესთვის აკეთებდა.
-მარიაამ-გაისმა ზურგს უკან ნაცნობი ხმა,ლულუ იყო,არა მხოლოდ ის ანდრეა,გიორგი, დათო,რეზი ცეცე
ალექსანდრეს მხრიდანაც მალე გამოჩნდნენ ლექსო და ლუკა
-როგორაა?-იკითხა აღელვებულმა ლექსომ
-ჯერ არაფერი არ ვიცი საოპერაციოდან არ გამოსულან-თქვა და თავი კედელს მიადო
-კარგად იქნება,ის ძლიერია-დაამშვიდა ლუკამ თუმცა ყველა ხვდებოდა რომ თავისი სიტყვების თავადაც არ სჯეროდა...
ოპერაცია დაახლოებით 10საათს გაგრძელდა და როგორც იქნა საოპერაციოს კარი გაიღო და იქიდან ქირურგი გამოვიდა მაშინვე მიაწყდნენ და ალექსანდრეს ამბავი იკითხეს
-როგორაა,მითხარით რომ ცოცხალია გთხოვთ-ცრემლიანი თვალები მიანათა მარიამმა ექიმს.
-ცოცალია,მაგრამ მდგომარეობა კრიტიკულია.
-არაუშავს კარგად იქნება ის ძლიერია-ყველა უკვე ზეიმობდა ამბავს.
-ჯერ ადრეა, ყველაზე რთული არ მოგისმენიათ-ყოყმანით გააგრძელა ექიმმა
-კიდევ რა?-კედელს მიეყრდნო მარიამი
-მომდევნო 24საათში გონს თუ არ მოვა ვვარაუდობთ სამუდამოდ აპარატზე დარჩება შეერთებული-ნაღვლიანად ამბობს და შემდეგ ამატებს-ღმერთი თქვენსკენ-ესღა თქვა და დერეფანში გაუჩინარდა,მარიამს თითქოს აღარ გაუგონია ეს სიტყვები იქვე ჩაიკეცა და წარსულის ფერად ზღაპარში გადაეშვა...



უცებ მივჯღაბნე რაღაც არვიცი რა გამოვიდა,იმედი მაქვს მოგეწონებათ,ველი თქვენს შეფასებას



№1 სტუმარი სტუმარი Sana

დიდი იმედი მაქ რომ ეგრე არ დაგმითავრებია????ძაან მაგარია❤

 


№2  offline წევრი sofo_sofia 13

ვაიმე ოღონდ კომაში არ ჩავარდეს და არაფერი მოუვიდეს რა (( ძალიან კარგია

 


№3  offline წევრი წერო:)

ბოჟე მოიიი დდ ეუუჰ
მემგონი ვხვდები რაც მოხდება მაგრამ ჩემს აზრებს ახლა ჩემთვის დავიტოვებ დდდ
თუ ისე მოხდა როგორც მე მგონია გეტყვი მერე მასე ვფიქრობდითქო დდდ
ახალს ნუუ დააგვიანევ ფლიიზ დდ♡♡

 


№4  offline წევრი ენქეი

სტუმარი Sana
დიდი იმედი მაქ რომ ეგრე არ დაგმითავრებია????ძაან მაგარია❤


მადლობა ძვირფასო ვეცდები მალე გავარკვიოთ ყველაფერში❤️

 


№5 სტუმარი სტუმარი თეკო

აუუუ მალე დადე რა ეს სად დაამთავრე

 


№6 სტუმარი სტუმარი Mariamimari

Vaime... imedia didxans ar awvaleb aleqsandres da arc moklav. Male dade ra☺️

 


№7  offline წევრი ენქეი

წერო:)
ბოჟე მოიიი დდ ეუუჰ
მემგონი ვხვდები რაც მოხდება მაგრამ ჩემს აზრებს ახლა ჩემთვის დავიტოვებ დდდ
თუ ისე მოხდა როგორც მე მგონია გეტყვი მერე მასე ვფიქრობდითქო დდდ
ახალს ნუუ დააგვიანევ ფლიიზ დდ♡♡

დიდი მადლობა ჩემო კარგო ვეცდები არ დავაგვიანო❤️

 


№8  offline წევრი ენქეი

sofo_sofia 13
ვაიმე ოღონდ კომაში არ ჩავარდეს და არაფერი მოუვიდეს რა (( ძალიან კარგია



მადლობა ჩემო კარგო❤️

 


№9  offline წევრი ენქეი

სტუმარი თეკო
აუუუ მალე დადე რა ეს სად დაამთავრე


ვეცდები ძვირფასო❤️

 


№10  offline წევრი sofo_sofia 13

აუმალე დადე რა ^^

 


№11 სტუმარი nh

male dade ra gtxov movkvdi modinit

 


№12  offline წევრი sofo_sofia 13

აუმალედადერაა :(

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent