შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფუტკარი. (თავი 2)


30-11-2019, 18:28
ნანახია 296

თეთრი ავეჯი, მაიამის ესთეთიკური, იასამნისფერი საღამო, იმავე ფერის ცით და ჩემი მყუდრო ოთახი,

მსოფლიოში ყველაზე კარგი ნეტარების ადგილი.

რატომ ვგრძნობ, რომ რაღაც მაკლია?

სურნელი.

რაღაც სხვა მხვდება ამ სურნელში.

-დედა?- ვყვირი ცოტათი შეშინებული ხმით და მეორე წამს, ტანში შიში და სასოწარკვეთა მივლის.

-დედა!- ვყვირი უფრო ხმამაღლა, ერთ ადგილას ვშეშდები და პანიკა მეწყება.

მესმის, როგორ სწრაფად და ხმაურიანად მორბის ლორა კიბეებზე.

კარში შემოსვლისთანავე, იატაკზე ფორთოხლები, ორი ლიმონი და მანდარინები ლორას ხელებიდან ცვივა.

ჩემს სხეულს ციტრუსის იატაკთან შეხებისთანავე ეტყობა, რომ შვება იგრძნო და ახლა მოძრაობა შეუძლია.

-ირის? ძვირფასო მაპატიე, ჩემი ბრალია..- მიყურებს შეშინებული და ხელისგულებს ლოყებზე მკიდებს.

-რამოდენიმე წამში სულ გაყინულხარ.

მაპატიე, დღეს რიკს ვახშამს ვუმზადებდი, სულ დამავიწყდა ახალი ხილის ამოტანა, ოთახს რომ გადავხედე ისინი ძალიან მოძველებულიყო, ამიტომ..- დედაჩემი მიყურებს და თან ვიცი ელის, რომ ჩავეხუტები, როგორც მჩვევია და ვეტყვი, რომ ყველაფერი კარგად არის.

-არაუშავს დედა, ყველაფერი კარგადაა.- ვბურტყუნებ მის თმებში.

ხილს იატაკიდან იღებს და ნელ-ნელა იწყებს მის დალაგებას ქათქათა თაროებზე.

ჩემს ფუმფულა საწოლზე ვზივარ და ვფიქრობ.

ლორა ისეთი აღარ არის, როგორიც იყო. მისი ნაზი, ახალგაზრდული ნაკვთები, დღეს ნაოჭებით ავსებულა.

თმა ისეთი ყავისფერი აღარ აქვს, როგორც ადრე. ქერად შეიღება და ცდილობს ხშირი ჭაღარები მათში დამალოს.

ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ რიკი ჯარში წავა, იმიტომ რომ რეალურად, ჩემი ძმა არაფრის გამკეთებელია კოლეჯში.

იმედი აქვს, მისგან რამე გამოვა.

მახსოვს, მაიამის მცხუნვარე მზე, იასამნისფერი, ბავშვური საღამოები, კლერთან, იანთან და ვინუსთან ერთად, ვინუსთან, რომელიც ჩვენი მშვიდი უბანიდან უკვე გადავიდა.

მისი სახლი მოპირდაპირე რიგზე, დღემდე დგას და ზუსტად ჩემ სახლს უსწორდება.

უკეთესი იქნებოდა, არავის დავმეგობრებოდი, იმიტომ რომ სისულელეა, ვიღაცასთან უზარმაზარი მოგონებები გაკავშირებდეს, დღეს კი მათ არც კი ესალმებოდე.

რა მოხდა?

სად გაქრა ყველაფერი?

სად გავქრი მე?

-ირის, მისმენ?- მესმის დედაჩემის ხმა, რომელიც ბოლო მანდარინს ჩემი საწოლის გვერდითა ტუმბოზე ათავსებს.

-ნოვაკებმა გადაწყვიტეს დარსის იუბილე თავიანთ ეზოში მოაწყონ, არ წამოხვალ არა?- ინტერესიან მზერას არ მაშორებს, ვიცი დიდი იმედი აქვს, რომ გავყვები, მაგრამ უკვე წლებია, რაც მის გაუთავებელ შემოთავაზებებს უარით ვისტუმრებ და ასე რომ ვთქვათ, ამას უკვე შეეგუა.

-შეგიძლია რიკი წაიყვანო, ტორტზე უარს ნამდვილად ვერ იტყვის.- მისგან ზურგით ვჩერდები.

-ირის, უკვე საღამოა,ხანდახან საჭიროა საზოგადოებაში ყოფნა.- ამბობს და მუდარით სავსე თვალებით მიყურებს.

-დედა, ხომ მიცნობ.- სამ სიტყვას ვამბობ თუ არა, ხვდება, რომ მის მცდელობას აზრი არ აქვს.

რამოდენიმე წამი ხილის განლაგებას ადევნებს თვალს, მერე კი ბურტყუნებს.

-იცოდე, თუ იანს თავს არ იდებ და ამიტომ არ გინდა წამოსვლა..-

-საკმარისია, საკმარისია..- რაც შეიძლება სწრაფად ვაყრი.

-იანი არაფერ შუაშია, კარგად იცი, ხმაურიანი ადგილები არ მიყვარს. რატომ ფიქრობ რომ იანს თავს ავარიდებ?

მაქვს საამისო მიზეზი?

ჩემი ბრალი არ არის, რომ მეხსიერებასთან პრობლემები აქვს და რატომღაც საერთოდ აღარ ახსოვს, რომ ოდესღაც მეგობრებიც ვიყავით.-

თვალებს მობეზრებით ვატრიალებ.

-ბი, მეხსიერებასთან პრობლემები არ აქვს, ის უბრალოდ გაიზარდა და შეიცვალა..-

-მესმის, ბუნებას ვერ შეეწინაღმდეგები, იზრდები და ისიც მისნაირი ყეყეჩი, თავგასული და ამაყი.

ნეტავ როგორ შეუძლია განგებას, რომ მისის ნოვაკის მსგავს ქალს, იანისნაირი თავხედი ბიჭი ყავდეს.-

-ბი?! არის რამე რასაც იანის შესახებ მალავ? იცოდე, თუ რამე ცუდს სჩადის და არ ამბობ, ამ ოთახში სამუდამო გამოკეტვა გიწერია.- დედაჩემი ცნობისმოყვარე თვალებით მიყურებს.

-ცხოვრებაში პირველი და საუკეთესო დასჯა მექნება. რამე უფრო მკაცრი მოიფიქრე, ლორა.- მის გასაღიზიანებლად ვიცინი.

-ირის! ფიქრობ ვიხუმრე?! იცოდე, არაფერი დამალო!- საჩვენებელ თითს სახესთან მიქნევს.

-დედა, შენც მშვენივრად იცი, რომ იანი მთელ თავის ძვირფას ცხოვრებას ახალი ადამიანების შეძენასა და გართობაში ატარებს.

ყველაფერი ახალი, ფერადი, სახალისო, ექსტრემალური, აი შენი იანი.- ხმას ვუმაღლებ და ცოტათი ვცბები, იქნებ ვინმემ გაიგოს, ბოლოს და ბოლოს, მისი საძინებელი ჩემსასთან ძალიან ახლოსაა.

-მთელმა მაიამმა და ამერიკამ იცის იანის შესახებ. საუკეთესო ექსტრემალურ ვიდეოებს იღებს და აქვეყნებს, ამით კი ფულს შოულობს, ამაში ცუდს რას ხედავ?

ჩვენმა მეზობელმა, ოთხმოცი წლის ბელატრისმაც კი იცის, იანი რომ ცუდ საქმეებში არ ეხვევა.-გაჯავრებით ვშლი ხელებს, რომ დედაჩემს საბოლოოდ გავაგებინო სიმართლე.

-თუ ასეა მაშინ რას ერჩი მას?-

-ღმერთო!

მის უზარმაზარ პიკაპს და მასში ჩაყრილ უახლოეს მეგობრებს, კლერის ჩათვლით, სახეზე აწერიათ, როგორ ქედმაღლურად უყურებენ მთელ კოლეჯს და შემდგომ, მთელი მაიამის მაცხოვრებლებს.

არ მიყვარს ნარცისი და ქედმაღალი ადამიანები.- ვამბობ მოჭრით.

-კოლეჯში ცუდად გექცევიან?-

-მე მათთან არანაირი ურთიერთობა არ მაქვს. ღმერთმა დამიფაროს, მათთან ოდნავი შეხებაც კი არ მინდა!-

დედაჩემი ღრმად ისუნთქავს და კარისკენ მიდის.

-რაც არ უნდა იყოს, ამდენი ხანი გავიდა ირის, ამ ციტრუსის მოშორებას როდისღა აპირებ?-

ზურგით ვზივარ, სასიამოვნოდ მეღიმება.

-დაბადების დღეზე მივდივარ, იმედია რიკი წამოვა. როგორც არის, არის. შენი თავი იყავი ირის, შენნაირი არავინაა.- კარს ხურავს.

ლეპტოპს ვრთავ, ფერად შუქებსაც, თეთრ ფარდებს ვწევ და ფანჯრიდან შემოსულ გრილ ნიავს გაბედულად ვხდები.

რაღაც ძალიან ნაზ, მყუდრო სიმღერის ქავერს ვრთავ და მოსმენას ვიწყებ.

თვალებს ვხუჭავ და ვცდილობ ნერვები დავიწყნარო.

მოპირდაპირე სახლის ეზოში ბევრი ადამიანი შეკრებილა, იქვეა იანის და, დარსი, თავზე იუბილარის ერთჯერადი ქუდით, მის გვერდით მისის და მისტერ ნოვაკები.

დედაჩემი, ხელში ახლადგამომცხვარი ღვეზელითა და პატარა პარკით, სადაც სავარაუდოდ დარსისთვის განკუთვნილი საჩუქარი დევს.

შებინდებულია, მათი ყურება სიამოვნებას მანიჭებს, ყველას სახეზე ღიმილი დაჰკრავს, ჩემთვის უცხო ხალხი კი მხიარული ხმებით ცვლიან ერთმანეთში საინტერესო ამბებს.

დედაჩემს უკან ჩემი სულელი ძმა, რიკი მიჰყვება. რატომ მისცა ღმერთმა მას ასეთი მაღალი ტანი? იმედია სპორტში მაინც გამოიყენებს.

ვხვდები სიას ვინც აკლია, ალბათ სადმე უფრო უკეთესად ერთობა.

კლერი, თავიანთი გარყვნილი ჯულიანი, ალეკი, სოფია და კიდევ ძალიან ბევრი.

მათზე უბრალოდ მეცინება.

ზუსტად ამ ფიქრებში, მოულოდნელად ჩემს 'მეზობელ' საძინებელში შუქი ინთება.

ჩემი ოთახიდან Hailey Reinhart-ის Can't help falling in love with you ძალიან მშვიდი და ნაზი ჟღერადობით ისმის, დარწმუნებული ვარ, მის საძინებელშიც კი.

მისი თეთრი ფარდები იწევა.

ოდნავ ხვეული, გრძელი თმა მოწესრიგებული აქვს, სახე მშვიდი და ნასიამოვნები.

ფანჯარას მთლიანად აღებს, იმდენად საკმაოა სახლების ეს სიახლოვე, რომ ოთახებში ნივთების დანახვასაც კი ვახერხებთ.

ეზოს თვალს ავლებს.

შავი, უბრალო მაისური აცვია.

იცის, რომ ვარსებობ, ზუსტად მის წინ, უბრალო მაისურით ვზივარ, თავისუფლად შეუძლია დამინახოს.

თუმცა, როგორც გვჩვევია, ჩვენ არავინ ვართ.

თვალს მაგიდას ვავლებ, მერე კი ვცდილობ ეზოსკენ გავაპარო თვალი.

იმ წამს, იანს ვეჩეხები.

ექვსი წლის მანძილზე, იანს არასოდეს შემოუხედავს ჩემთვის, არც ერთი ხმა, ჩემი მიმართულებით.

ასევე კლერსაც.

დღეს ის დღე იყო, როცა იანმა წლების მერე ზუსტად თვალებში შემომხედა.

ფანჯარას ბოლომდე სანამ გადაწევდეს, ორი წამით მიყურებს, ამდენი წლის მერე და ტრიალდება.

არცერთი გამარჯობა, მოლოცვა, არაფერი.

ექვსი წელი გავიდა და მე ისიც კი მიკვირს, რომ ახლად გამოცლილი ციტრუსით ოთახში, ივნისის დასაწყისში, მაიამის იასამნისფერ საღამოს,

მე ჩემს საწერ მაგიდასთან, ტკბილი მელოდიით ვიჯექი.

იან ნოვაკმა, ბიჭს რომელსაც აღარ ვიცნობდი,

თვალებში შემომხედა და დამცინა.

გამახსენა, რომ მისთვის მოჩვენება არ ვარ,

რომ ის აქამდეც ხედავდა,

ხედავდა ყველაფერს,

ირისის გარდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent