შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფუტკარი. (თავი 3)


1-12-2019, 22:33
ნანახია 247

მაიამის საღამო გაცილებით ესთეთიკური აღმოჩნდა დღეს.
Clairo -ს Pretty Girl, მშვენივრად მოუხდა ოკეანის ტალღებს.
ვინუსი, კლერი და მე ოდესღაც დიდ დროს ვატარებდით ამ ქვიშიან პლაჟზე.
მართალია, ციტრუსის სურნელება სრულებით განსხვავდება ამ ოკეანის სურნელისგან,
მაგრამ არ მაწუხებს.
ჩემს მოსასხამს ქვიშისგან ვწმენდ,
წელზე ვიხვევ, ხელში ჩანთას ვიმარჯვებ და აბურდულ თმებს, რომელიც რატომღაც საერთოდ არ მიქმნის კომპლექსს, ოდნავ ვისწორებ.
უკვე საკმაოდ მოსაღამოვდა,
სანაპიროზე ყველა ნაცნობ სახეს ვხედავ.
მათგან მოშორებით მარტო ვიჯექი, ამ დრომდე.
ცეცხლი დაუნთიათ,
მის ირგვლივ სხედან და საუბრობენ.
აი სრული ნეტარებაც.
მაინც როგორი სასაცილოა,
ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ადამიანების დანახვა ერთად,
თითქოს მეგობრები არიან.
ან იქნებ ვინ იცის?
იქნებ არცერთი მათგანი აღარ არის ის,
ვინებსაც მე ოდესღაც ვიცნობდი.
ველოსიპედზე ვთავსდები და გეზს ჩვენი უბნის პატარა კაფისკენ ვიღებ.
პატარა კაფეა, როგორც კი შეხედავ იფიქრებ, რომ ამერიკის ორმოცდაათიანებში ცხოვრობ.
წარწერები ლურჯი და წითელი განათებებით, რაღაც ზაფხულის მაგვარ, უფრო ვინტაჟურ შთაბეჭდილებას გიტოვებს.
ყოველ ჯერზე ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ შიგნით შესულს,
ელვის პრესლი დამხვდება.
კარს ვაღებ თუ არა,
Frank Sinatra-ს I love you baby მესმის.
ჩემთვის მეღიმება.
-გამარჯობა მისის დევის.- ღიმილით ვესალმები ფუმფულა ქალს, წითელი წინსაფრით.
-ოუ ირის, გამარჯობა! ამ ბოლოს მელსის კაფეს უღალატე.
უფრო ხშირად მოდი.- ამბობს მოჩვენებითი გაჯავრებით, მერე კი თბილად კისკისებს.
-გავითვალისწინებ მედი.-
-დედაშენი როგორ არის?- მეუბნება შეცვლილი, ცოტათი უსიამოვნო გამომეტყველებით.
ვიცი, რომ ზრდილობის გამო მეკითხება, რეალურად დედაჩემი საერთოდ არ მოსწონს.
-ნორმალურად, ლორა და მისი კანის მოვლის სტუდია, სხვა რა საქმე აქვს?- ვამბობ უდარდელად და ვინტაჟურ, მაღალ სკამზე ვჯდები.
აქაური წითელი და ლურჯი სინათლეები ძველებურ გარემოს ქმნიან, იმ დროს მახსენებს, სადაც საერთოდაც არ მიარსებია.
-კვლავ მარწყვის მილკშეიკი
თუ რაიმეს შეცვლი ამჯერად? -
-მართალია კაფეს ვუღალატე, თუმცა მარწყვის მილკშეიკს ამას ვერ გავუკეთებ.-
ვიცინი.
-ო, ირის, ირის..მეგობრები ისევ არ გყავს, არა? - ბარის მეორე მხარეს მედი ჩემი მილკშეიკის მზადებას იწყებს და თან დაკვირვებით მათვალიერებს.
-რა საჭიროა მეგობრები მედი, ხომ იცი, ასეც კარგად ვარ.-
მობეზრებით ვატრიალებ თვალებს და თან ველოსიპედის ბოქლომის გასაღებს ხელში ვათამაშებ.
-გინდა თქვა, რომ ყოველდღე სხვების დაკვირვებაში და უკბილო ხუმრობებში
ცხოვრებ ასაუკეთესო გამოსავალია?-
ღმერთმაც დასწყევლოს, ყოველთვის იცის, როგორ და რომელ მომენტში თქვას მწარე სიმართლე.
-შეიძლება ითქვას, რომ ირისი გამოსავალს არ ეძებს.- ვპასუხობ სიცილით.
-აბა დაფიქრდი, რატომ?- ცალ წარბს წევს.
-მიდი ბი, შენ თვითონ უპასუხე ამ კითხვას.-
-იმიტომ რომ ბის პრობლემები არ აქვს და შესაბამისად გამოსავალსაც არ საჭიროებს.- მის კითხვას თავისი ნებით ისევ მე მაპასუხებინა.
ქალი სიცილის დროს, მთლიანი სხეულით ხტის, სიმსუქნის ბრალია.
ჩემი ცარიელი ცხოვრების განხილვას, ურჩევნია ნაკლები ბურგერი ჭამოს.
მაინც მეცინება მის ხმამაღალ წამოძახილებზე.
-მედი, დედაჩემს რატომ ვერ იტან?-
როგორც კი ვეკითხები სიცილს წყვეტს და ხველა უტყდება.
-საიდან მოიტანე?- ამბობს და ჩემგან ზურგით დგება.
იმხელა ლოყები აქვს, ზურგიდანაც შემიძლია დავინახო, თუ როგორ ძალიან გაუწითლდა.
-კარგი რა, ეს ხომ ასეთი აშკარაა.-
როგორ მიყვარს, როცა ვიღაცას ასეთ მომენტში გამოვიჭერ, მერე კი ვაკვირდები, როგორ ფორიაქობს
-ჰო, ჰო, კარგი. ვიცი, რომ მეტყობა, სხვანაირად არ გამომდის.-
ტრიალდება.
ლეკვის თვალებით ვუყურებ და ვცდილობ საუკუნის ინფორმაციები გამოვძალო.
დარწმუნებული ვარ, საქმე ზუსტად მათ ახალგაზრდობას ეხება.
-მსუქანი გოგო ვიყავი, ვერ ვიტყვი, რომ სკოლაში მეგობრები არ მყავდა, მაგრამ ლორა ერთადერთი იყო, ვინც
ჩემი ფორმების გამო დამცინოდა.
ვერ ვიტანდი მის ცისფერ თმის სამაგრს, რომელიც სულ თავზე ეკეთა. ვერც ბებიაშენის მარგალიტის საყურეებს, ყურებიდან რომ არ იშორებდა და ყოველთვის, ყველგან ცდილობდა საუკეთესო გოგოს როლი მოერგო.
სპექტაკლებში მთავარ როლს აძლევდნენ,
ოთხმოციანების სკოლის ყველა ბიჭის ოცნება დედაშენთან პაემანი იყო.
მისი საწინააღმდეგო არაფერი მქონდა, გარდა იმისა, რომ ერთი მისი მზერით შეეძლო ეჩვენებინა, რომ მის გვერდით ნამდვილი ძროხა ვიყავი,
ხანდახან ვფიქრობდი, რომ მხოლოდ ბღავილი მაკლდა. -
ახლა ვიგრძენი, რომ ასეთი სიტუაციები ნებისმიერი სკოლის ეპოქაში არსებობდა.
მართალია არ გამომიცდია, მაგრამ მგონი ამ ყველაფერზე უარესი ვერ უნდა ყოფილიყო.
ნეტავ რამე არსებობდეს ისეთი, რაც იმ დროში დამაბრუნდებდა, სულ რამოდენიმე წუთით, კედლებს მოვეფარებოდი და ყველაფერს მოვუსმენდი, რაც სუნთქავდა.
-ორი შოკოლადის მილკშეიკი და ერთი ჩიზბურგერი.-
მესმის წვრილი ხმა.
გვერდით ქერა გოგოს ვხედავ, ბოლოებში თმა ლურჯად შეუღებავს.
ქეით ბუშერი.
მე და ქეითს ამქვეყნად ერთადერთი საერთო რამ გვაქვს.
ორივე ფრანგები ვართ.
თუ ვინმე მკითხავს, იღბლიანი ადამიანი ვარ, მხოლოდ იმიტომ, რომ ამაზე მეტი მსგავსება მასთან არ გამაჩნია.
-შენც გამარჯობა, ქეით.-
მედი ირონიულად უგდებს პასუხს.
კაპიუშონს ვიფარებ და ქეითს ვუყურებ, როგორი მობეზრებით ჩაიფრუტუნა მედის რეპლიკაზე.
-გისმენ კლერ.- მესმის როგორ იწყებს საუბარს ქეითი.
მინდა გითხრათ, რომ საშინელი ჩვევა მაქვს.
ყველაფერს ვუსმენ, რასაც ხმა აქვს.
შესაბამისად ძალიან ბევრი ინფორმაცია მაქვს,
ასე რომ ვთქვათ, ვინმეს ჩემს ირგვლივ მაცხოვრებლებზე ან წინაპრების ისტორიებზე კითხვა რომ გაუჩნდეს, მე უნდა მომაკითხოს.
მოლაპარაკეების ჯგუფში ნამდვილად არ ვითვლები.
მსმენელები.
აი სადაც მეგულება ჩემი საპატიო ადგილი.
-რა? დარწმუნებული ხარ?- ვამჩნევ როგორ ეპარება ქეითის ხმას გაოცება.
-სტელას სერფბორდი იანის პიკაპში?
გასაოცარია.- ამბობს დანებებით, აშკარად არაა ნასიამოვნები.
-ვიცოდი, რომ ეგ ძუკნა იანის ვიდეორგოლებში ცდილობდა მოხვედრას, ცდილობს მაყურებლის ყურადღება მიიქციოს.-
პაუზა.
-არავის აინტერესებს მისი უნარები სერფინგში.
მაღალ ხარისხში აყვანილი ლუზერია.
მისი ძმა კუდში დამსდევდა, სანამ მამაჩემს არ შევატყობინე რომ მისი სახით სტალკერი მყავდა.
მას შემდეგ მისი ლანდიც კი არ გამოჩენილა ჩემს რადიუსზე.-
ფრჩხილებზე წასმულ ვარდისფერ მანიკიურს ისე უდარდელად იმოწმებს, აშკარად ჰგონია, რომ ბრიჯიტ ბარდოა.
ჩემივე ფიქრებზე ჩავიფხუკუნე.
-არა კლერ, კარგად იცი, იანს ფეხებზე ჰკიდია მისი სიმდიდრე.
ეს სტელაა, ვინც ცდილობს იანის მოპოვებას.
ჯერ კიდევ არ იცის, რომ წლებია რაც ამას ვცდილობ.
თვით მეც კი არ გამომდის სერიოზული ურთიერთობის წამოწყება მასთან, თუმცა ჯერ,
რაც მასთან მაკავშირებს ესეც საკმარისია. -
კლერთან საუბრობს,
საინტერესოა.
მიხარია ქეითს მათემატიკური ხარისხების შესახებ წარმოდგენა მაინც რომ აქვს.
კარი იღება, კაფეში მობილურით ხელში კლერი შემოდის და პირდაპირ იმ მაგიდისკენ მიექანება, სადაც ქეითი ზის.
სიცილს ძლივს ვიკავებ, ვხედავ როგორ ფხუკუნებს მედი და თან ჩემსავით ცდილობს სიცილი შეიკავოს.
-ხომ გაგიგია სტერეოტიპი ქერებზე?
ამბობენ, ყველა სულელიაო.
სულელის რა გითხრა და ესენი უტვინოებიც ყოფილან.- ჩუმად მეუბნება მედი, თან ჩემს შეიკს ბარის დახლზე დგამს,
მე კი მეცინება.
-ორი წუთი ვერ მოითმინეს და ტელეფონზე დაიწყეს ახალი ამბების მოყოლა.
ნეტავ კლერი იმაზე მეტად როგორ გასულელდა, რომ ქეითთან მეგობრობს.-
მედის ვუყვები და მათი მაგიდისკენ ვაპარებ თვალს,
თან შეიკს ვსვამ.
ცხოვრებაში ერთხელ მაინც ხომ გამოგიცდიათ, დივანზე შემთხვევით პულტს რომ დააჯდები და უკანალს კომფორტულად ამის გამო ვერ გრძნობ.
აი ეს იყო ქეით ბუშერი,
უკანალში შემთხვევით ამოსული პულტი, ბეწვის ნაცვლად.
-ქეით, რაღაც უნდა გითხრა.- ვგრძნობ როგორი დაძაბულია კლერი, თითქოს რაღაც მნიშვნელოვანი უნდა თქვას, თანაც ისეთი, არავინ რომ არ უნდა იცოდეს.
-სტელა მთავარ მოდელად ცდის ბედს და ამის გამო იანი მას უფასო ფოტოსესიას მოუწყობს?!- ქეითი უეცრად ნერვიულად ყვირის.
-ჰო, აბა რა იდიოტო, ანა ვინტური ჩამოაკითხავს და მსოფლიო ტოპ მოდელების სიაშიც ჩაწერს.
აცადე ლაპარაკი,
ხისთავიანი რეგვენი! - ჩუმად ვბურტყუნებ ჩემთვის.
-არა ქეით, ამაზე უფრო მნიშვნელოვანი რამ უნდა გითხრა.
არავინ უნდა გაიგოს, თორემ სიკვდილი მიწერია. -
-სამარე ვარ.- ამბობს ქეითი.
-მოკლედ, იანის საქმეებშიც რაღაცები გამოჩნდა..- ზუსტად იმ დროს, როცა კლერი საიტერესო ნაწილზე გადადის, მედის ბლენდერი გრუხუნს იწყებს და საერთოდ აღარაფერი მესმის.
-ჯანდაბა მედი!
ეს რა მაგარი მომენტი შეარჩიე შენი ჯაყჯაყა ბლენდერის ასამუშავებლად და მათი შეიკების მოსამზადებლად.
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინფორმაციას ვიღებდი.- ჯავრით ჩურჩულის შემდეგ ვამჩნევ, რომ კლერს ტელეფონზე ურეკავენ, ის კი საუბარს წყვეტს.
-ბი, ჯერ კიდევ ვერ გადაეჩვიე ჩუმად ადამიანების სმენას?
რა ცუდი საქციელია! - ბუხუნებს მისის დევისი, მაგრამ არავინ უსმენს,
მის ხმას სრულებით ჩავუწიე ამ დროისთვის.
კლერი მაგიდასთან ბრუნდება.
-გააგრძელე, რას ამბობდი?- ხელებში აფრინდება კლერს.
-ისეთი არაფერი, დაივიწყე, სისულელეა.-
კლერი სწრაფად აყრის, ქეითი კი ცოტათი უკმაყოფილო რჩება.
-კარგი..-
ევერესტის სიმაღლის ეგო და მკვდარ ზღვასავით დაბალი აზროვნების უნარი.
მაიამში ან კიდევ დედამიწაზე ბალანსი თუ უნდა ეძებო,
საჭირო არ არის, ქეითი კარგი ვარიანტია.
უბრალოდ ერთი რამ არის, ჩემს ირგვლივ მისნაირი სამწუხაროდ ძალიან ბევრია.
ქეითის ადგილას რომ ვიყო,
კლერს მისი მხიარული ცხოვრებაც კი მობეზრდებოდა, იმდენ კითხვას დავუსვამდი.
კლერმა საუბარი შეწყვიტა, ანუ რეალურად არაფერი გამომიტოვებია, რადგან სათქმელი ბოლომდე არც უთქვამს.
მედი მათ შეკვეთას გასატანად ამზადებს, როცა დახლზე ოთხ დოლარს ვტოვებ, მედის სწრაფად ვემშვიდობები და კაფეს ვტოვებ.
ჯაჭვით ბოძზე მიმაგრებულ
ველოსიპედს ვხსნი და სახლისკენ მივაქროლებ.
ჩვენი მშვიდი ქუჩა, ფერადი ცა და უცხო განათებები.
ჩემს სახლთან მივდივარ, ველოსიპედს გარაჟში ვტოვებ,
კარს ვხურავ, როცა მესრის მეორე მხრიდან ხმები მესმის.
-აქ მოსვლა როგორ გაბედე?-
ეს იან ნოვაკის ხმაა.
-ჩვენ ასე არ მოვრიგებულვართ, იან.- უცხო აღნაგობის ბიჭი იანს მხარზე ხელს ადებს და თან ეტყობა, რომ ეს არც ისე მეგობრული ღიმილია,
უფრო პარტნიორისას გავს, სარგებლის მიიღებას რომ ცდილობს.
-მე გითხარი, რომ თანხის ოც პროცენტს გადმოგირიცხავდი.- იანი უხეშად იშორებს მხრიდან მის ხელს.
სახლის უკანა მხარეს, სიბნელეში ვიმალები და მათ საუბარს ვუსმენ.
-მგონი მათემატიკის არაფერი იცი.
კარგად გადათვალე,
აქ თანხის ნაწილი აკლია.
რაც შეიძლება ჩქარა გადმორიცხე, თუ რა თქმა უნდა არ გინდა, რომ შენმა მაყურებელმა გაიგოს, თუ როგორ ცდილობ სხვა, უფრო პოპულარულ გვერდებს თავიანთი მაყურებელი მოპარო. -
ამ სიახლეს ჩემი ტვინი ჯერ კიდევ ხარშავს.
იანი სხვებისგან მალულად ცდილობს ბინძური გზებით მაყურებლის მოპარვას და ამით მეტი ფულის შოვნას?
აი რაში მდგომარეობს საიდუმლო.
დარწმუნებული ვარ, აქ უფრო მეტი იმალება,
უფრო მეტი რამ ხდება, რაც არავინ იცის და არც არავინ უნდა იცოდეს.
შემთხვევითი მსმენელი ვარ მე, ირისი, ვისაც არაფერი უნდა მოესმინა.
წლებთან ერთად იანის ნარცისიზმსა და სიამაყეს, თაღლითობაც შემატებია.
რა საინტერესო საღამოა.
მგონი ლორას ის დღე დაუდგა, როცა მისი ქალიშვილი მის ყველა უგემურ კერძს გაუსინჯავს,იმიტომ რომ მთელი დღის განმავლობაში ყველაგან საინტერესო ინფორმაციები მოისმინა და შეაგროვა.
-იცოდე, ამის შესახებ ერთ ადამიანთან მაინც თუ დაგცდება რამე,
სიცოცხლეს გაგიმწარებ.- გაღიზიანებული, თანაც დამცინავი ღიმილით ლაპარაკობს იანი.
-აქედან წადი და აღარასდროს დაბრუნდე ჩემს სახლთან, თუ სალაპარაკო გექნება, შეგიძლია დარეკო.-
ბიჭი კაპიშოუნს იფარებს და ჩვენს სამეზობლოს შორდება.
ფეხზე ვდგები თუ არა, ჩემი თხელი კაბა სახლზე დამაგრებულ, თუნუქის ფურცელს ედება.
კაბა გაიხა და სულ რომ არაფერი, ამას შესამჩნევად ხმამაღალი ხევის ხმა მოჰყვა.
ჯანდაბა!
ვიკურთხები გულში.
რომელი სიკვდილისთვის დაამაგრა მამაჩემმა ამ სახლის უკანასკნელ ადგილას თუნუქის ბასრი ფილა?!
ზუსტად ამ ადგილას დამმარხონ და ეს თუნუქის ფილაც ზედ დამაფარონ, არ დაავიწყდეთ,
გასაოცარია.
დებილო ირის!
რა ჯანდაბისთვის გინდოდა ამ შუაღამეს სახლის უკან,
სიბნელეში გორაობა?!
-მაქ ვინ არის?- წარბებს კრავს იანი და ზუსტად ჩემი მიმართულებით იყურება, იმდენად ბნელა, რთულია რაიმე გამოსახულება შეამჩნიოს.
მადლობა ღმერთს!
კაბას ვექაჩები და გავრბივარ.
პანიკა მეწყება,
მესმის როგორ მორბის იანი.
ვცდილობ რაც ძალა მაქვს გამოვიყენო და სწრაფად გავიქცე,
რომ არ დამინახოს.
ბალახების შრიალის ხმა მესმის,
დებილო ირის, ეს შენი ფეხის ხმაა.
სახლის უკანა კედლის ბოლოში ვაღწევ, როცა აღელვებისგან მუხლები მიკანკალებს, დაღლილობისგან კი ვცდილობ სწრაფად ვისუნთქო, ჰაერი არ მყოფნის.
კიდევ კარგი, ვერაფერი დაინახა.
ჩქარი ნაბიჯებით სიბნელიდან გასვლას ვაპირებ, როცა ვიღაც მხრებში მავლებს ხელს და მთელი ძალით მახეთქებს სახლის უკანა კედელს, სიბნელეში.
წლების შემდეგ პირველად, იანი სრული სერიოზულობით, აღშფოთებული მიყურებს თვალებში.
იმდენად ახლოს დგას, რომ მოძრაობის საშუალება არ მაქვს.
ორივე ხელი კედელზე აქვს მიწებებული და გასაქცევს მიბლოკავს.
ორივე სწრაფად ვსუნთქავთ, ჩანს რომ ორივე შევშინდით.
მიყურებს, ვუყურებ.
-აბა აქ რა გვაქვს?- ამბობს და თან ალმაცერად მიყურებს.
ექვსი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც იანმა ჩემი მიმართულებით თქვა სიტყვა.
ხმას არ ვიღებ, უბრალოდ ვუყურებ, თითქოს დავმუნჯდი.
დარწმუნებული ვარ თახვს ვგავარ.
-თუ გინდა გამოვიცნობ, რასაც აკეთებდი ამ საღამოს შენი სახლის უკანა ბაღში.-
კბილებში გამოსცრა.
ბავშვობიდან ირონიულია, მინდა ის კბილები ჩავულეწო, ბავშვობაში კარიესით რომ ქონდა სავსე, ახლა გაუწმინდავს და თავი დიდი ვინმე ჰგონია,
ლობიო!
-თუ გინდა მეც გამოვიცნობ, მაყურებლებს ფულის გამო ვინ იპარავს.- პასუხს ისე ვუბრუნებ, ეშმაკური ღიმილი სახიდან არ მშორდება.
-რამოდენიმე წამია რაც შენთან დავიწყე საუბარი და უკვე ჩემი ნეირონები მწყობრიდან გამოიყვანე.
რა მოუშორებელი სენი ხარ! -
შედარებით ხმამაღლა ყვირის.
-სენი?!
ამას ვინ ამბობს, ყეყეჩი, საკუთარ თავზე შეყვარებული ფლეიბოი?
დარწმუნებული ვარ დაძინებისას, ყოველ ღამე საკუთარი ფოტოებისა და ვიდეოების ყურებაში გთვლემს და პირიდან დორბლიც გდის.
მე თუ მკითხავ, ერთადერთი სენი აქ შენ ხარ, ისიც მხოლოდ შენ და შენს გამოთაყვანებულ მეგობრებს სჭირთ. ბედნიერიც ვყოფილვარ,
შენი სენი ჩემზე რომ არ ვრცელდება.-
იანს ეცინება, მერე ცოტათი ახლოს იწევს.
-დარწმუნებული ხარ, რომ სრულებით ჯანმრთელი და თავისუფალი ხარ ამ სენისგან?- მეკითხება და თან ცდილობს მისი შარმი დამაფრქვიოს,
ვის რაში სჭირდება, ან ვის აფორიაქებს, ნეტავ ვიცოდე.
-იან, მდგომარეობიდან ნუ გამომიყვან, კარგად იცი, ყველაფრის თქმა არ გამიჭირდება.- სახე უსერიოზულდება, მკაცრად მიყურებს.
-გაფრთხილებ, ამის შესახებ სადმე ენა რომ დაძრა, საკუთარი გაჩენის დღეს დაწყევლი.-
თვალებში მიყურებს.
ცდილობს დამძაბოს?
-რა ნამდვილი კიტრი ხარ,
უკვე დავწყევლე, რამე უფრო უკეთესი მოიფიქრე.- ისეთი სახე აქვს, რომ თითქოს მალე დამახრჩობს.
ხელს მძიმედ ურტყამს კედელზე,
წამიერად ვხტები.
-იცი რა? შენ მაინც არავინ გყავს,
ამიტომაც არ მადარდებს, შენს საინფორმაციო გამოშვებებს მოაწყობ თუ არა,
იმიტომ რომ საბოლოოდ ვიცი,
არცერთი მსმენელი არ გეყოლება.-
ისეთი მომენტი იყო, თან რომ გინდა ხმამაღლა გაიცინო,
მაგრამ იცი,
სადღაც გულში რაღაც დაგარტყეს.
ან კიდევ,
უფრო მცირე ჩხვლეტა იყო,
გაცილებით პატარა, მაგრამ ისეთი, რომ გამოგაფხიზლებს,
ძალიან კარგი სიზმრიდან.
ხელში მთელი ძალა მაწვება,
პირდაპირ იანის მუცელში ვუმიზნებ და როგორც მაგია, წამში იანი ტკივილისგან სახეს მანჭავს.
-როგორც მე ვიცი, მისის ნოვაკი საინფორმაციო გამოშვებებს უყურადღებოდ არასდროს ტოვებს.-
იანს სახე ეშლება.
-არ გაბედო დედაჩემთან მიახლოება.
ბი,
გეფიცები ყველაფერს ჩაგამწარებ.-
ხელს მუცელზე იკიდებს.
-მართლა?
და რას გააკეთებ? - ხელებს ვაჯვარედინებ.
-მთელ მაიამს ეცოდინება, თუ როგორ გიყვარდი.-
ჰო..
ამჯერად ხმამაღლა მეცინება.
-ვინ დაგიჯერებს იან?
ვის რაში ადარდებს ეს სისულელეები ჩემზე?
წარმოუდგენელი ხარ..-
სიცილს ვერ ვწყვეტ.
-და შენ არ გჯეროდა ამის?- მეკითხება სერიოზული სახით, თუმცა ვგრძნობ მის ეშმაკურ მზერას.
-სერიოზულად მეკითხები ამას?
არაფრის მჯერა, რასაც სახელი იანი ურევია,
რაც შენ გიკავშირდებოდა ან გიკავშირდება.
და თუ კიდევ ფიქრობ, რომ ჩემში რაიმე ემოციას აღძრავ,
ცდები.-
-არავის არაფერს ეტყვი, ბი.- ამბობს და ცოტათი ჩემსკენ იწევა.
-საინფორმაციოს აუწიე, კარგად რომ მოისმინო ახალი ამბები.
და ჰო,
ბის ნუ მეძახი,
შენ ჩემთვის არავინ ხარ, იან.- ვუცინი.
ფეხს მუხლში ვარტყამ და გავრბივარ.
დედაჩემს რაც შეეხება, ნაყოფიერი დღე კი იყო,
თუმცა იმდენად კარგად ვერ დამთავრდა, რომ მისი უგემური კერძების გასინჯვა ამად ღირდეს.
ჰო,
იანი პირველი ადამიანი იყო ვინც ჩათვალა,რომ ჩემი ზედმეტსახელი უნდა ყოფილიყო ბი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent