მთვარის წითელი სონატა ( ნაწ. IV)
დათო დინჯდად გამომეცალა და ანდრეას ჩამქრალი თვალებით გახედა. - იოანე სადაა?- იკითხა ლილუმ. ვიცოდი რომ სიტუაციის დაძაბულობა მისთვისაც თვალსაჩინო იყო. - ვეწევით ბიჭები- გაბადრულმა გვიპასუხა ლომაძემ. თან თვალს არა და არ მაშორებდა. ანდრეა ჩემკენ დაიძრა, წელზე ხელი მომხვია და ისე გამიძღვა მისაღებისკენ. ლილუს გავხედე, ჩემსავით დაბნეული იყურებოდა. - როგორ ხარ? ხმადაბლა ვკითხე ანდრეას სანამ ბიჭებს მივუახლოვდით.მხოლოდ გამიღიმა და წელზე ხელი ოდნავ აამოძრავა. - მიქაძე, გოგომ მოგაკითხა. ამცნო ანდრეამ და ღიმილით გახედა დაქალს. იოანე საშინელ სიტუაციაში ჩავარდა. ლილუ ვერ იტანდა, როდესაც არაფხიზელს ხედავდა ხოლმე. - ვა, მარიამ- მომესალმა ერთერთი, თუ სწორად მახსოვს ირაკლი ერქვა. თავი მსუბუქად დავუქნიე და დათოს გავაყოლე თვალი, რომელიც უხმაუროდ დაჯდა თორნიკეს გვერდით. მოიცა რა?! თორნიკეს აქ რა უნდოდა?! ანდრეას ავხედე, რომ მეკითხა და ოდნავ მაინც გავრკვეულიყავი სიტუაციაში.თუმცა მაშინვე თვალები დამეხუჭა, როდესაც მისი ტუჩები ჩემსას მოაბჯინა. სისხლი ამიდუღდა, წელზე ხელს უფრო და უფრო მიჭერდა. ბოლოს ისევ მე მოვშორდი და აწითლებულმა თავი დავხარე. საშინლად შემრცხვა! ბიჭისთვის ხალხის თანდასწრებით არასდროს მქონდა ნაკოცნი. ლილუმ ხელი ამიქნია, რომელიც პირდაპირ, შოკირებული გვიყურებდა. ხან მე, ხანაც ავალიანს. - ვავა!რაღაც სიახლეები გვაქვს?- ეჭვით იკითხა მიქაძემ. თვალებს ისე აბრიალებდა, ვერ გამეგო ეს მისი არაფხიზელი მდგომარეობისთვის დამებრალებინა, თუ იმ ქმედებისთვის, რაც წამების წინ იხილა. - ერთად ვართ- ბოხი ხმით უპასუხა ანდრეამ და მომშორდა. ხომ ვიცოდი, ეს ყველაფერი დათოს დასანახად გააკეთა. მაშინვე დაქალთან მივედი და გვერდით მივუჯექი. - ჰმ, აბა მეც მომაწევინებთ ბიჭებო?- ყალბი სიცილით გადახედა ლილუმ იოანეს. ეს ამბავი არ მომწონდა. აქ არ უნდა მოვსულიყავით. ანდრეას ქცევებს ვაკვირდებოდი, გავიგონე როგორ გადაჩურჩულა ერთს და რაღაც ანიშნა. იმანაც თუთუნის ქაღალდში გახვეული მალევე მიაწოდა. უკვე ყელიც კი მიხურდა ამ ყველაფრის შემყურე. მინდოდა მეყვირა და ყველა გამეჩერებინა აფსოლიტურად. ზედმეტი ხმაური იყო. დათოს გავხედე, რომელიც თავჩახრილი სვამდა. ვიფიქრე, სწორი იქნებოდა მისთვის ამეხსნა, თუ რატომ არ ვინახულე. - აბა დათო, როგორხარ?- ამოვიღე ხმა და ლომაძეს მივაშტერდი. მაშინვე ვიგრძელი მარცხენა ლოყა ანდრეას მზერამ როგორ ამიწვა, მაგრამ არ გამიხედავს. - როგორც სიტუაციას შეეფერება. ხმადაბლა მითხრა და შემდეგი ჭიქა გადაკრა. გავიგონე ,ავალიანის ჩაცინება რამაც ნერვებზე უარესად ამიწიოკა. ლილუს გავხედე, იოანეს ისეთი უყურებდა ვიცოდი, აქედან კაი ხანი არ გაადგამდა ფეხს. ყოველ შემთხვევაში, სანამ არ დაელაპარაკებოდა. ტელეფონი ამიზუზუნდა. ფეხზე წამოვდექი და მეორე ოთახში გავედი. - გისმენ დედა.- ყველანაირად ვეცადე, ხმა ნორმალურზე ნორმალური მქონოდა. - მარიამ სადხარ? - ლილუსთან შევიარე დე, - ძალიან თუ შეგაგვიანდა, მანდ დარჩი. არმინდა გვიან გარეთ იარო. - კარგი დედა, არ ინერვიულო. ღიმილით გავუთიშე და ტელეფონი ჯიბეში დავაბრუნე. შევტრიალდი თუარა მყარ, ძლიერ სხეულს შევეჯახე. უზომოდ ცისფერი თვალები ღიმილით,ზემოდან დამყურებდნენ. - წესიერად ვერ გაგიცანი.- ხმადაბლა ამოიდუდუნა. არვიცი რამჭირდა. ამ ბიჭს ჩემთვის არაფერი ჰქონდა დაშავებული, მაგრამ დიდად გულზე არ მეხატებოდა. - მგონი,არც ვთვლი საჭიროდ.- გვერძე გასვლა დავაპირე, თუმცა მკლავზე ხელი მომკიდა და გამაჩერა. -გამიშვი! - იქნებ, უფრო ახლოს გაგვეცნო ერთმანეთი. ღრმად ამოვისუნთქე. ეტყობოდა, რომ ნასვამი იყო და რაიმეს ახსნას აზრი არ ჰქონდა. - გავიცნობთ, მაგრამ დღეს და ახლა არა. ხელს უფრო და უფრო მიჭრრდა. - გამიშვითქო!- ხმა დავასერიოზულე და თვალებში ჩავაშტერდი. - თორემ რა? იყვირებ? - სახეში მაგარს გაგარტყამ. - საკუთარ ნათქვამზე გულში ჩამეცინა. სახეზე გაკვირვება დაეტყო, თუმცა ხელი არ გაუშვია. - ისე ანდრეას ფეხებზე კიდიხარ, რომ იცოდე. - მადლობ, რომ განმანათლე. ბოლოჯერ გაფრთხილებ- ხელზე ვანიშნე და მაშინვე გამიშვა. დაბღვერილი გავედი ბავშვებთან და ავალიანს გვერძე დავუჯექი. გამიღიმა და ხელი გადამხვია. თორნიკე როგორც კი შემოვიდა მაშინვე ანდრეას ავეკარი და მხარზე თავი ჩამოვადე. - მოხდა რამე?- ხმადაბლა მკითხა. თავი გავაქნიე, ისე რომ იმ იდიოტისთვის თვალი არ მომიშორებია. ლილუ და იოანე არსად ჩანდნენ, ალბათ ლილუ ლექციებს უტარებდა, როგორც ყოველთვის. სიგარეტი მომინდა, თანაც საშინლად. წამოვდექი, თუმცა ანდრეამ ხელი მომკიდა და გამაჩერა. - საით? სიგარეტზე ვანიშნე რომელიც ხელში ეჭირა. არაფერი უთქვამს, ფეხზე წამოდგა და აივნისკენ გამომყვა. იოანეს აივანზე ერთად გავედით. ორივეს ერთდროულად გაგვეცინა.მაშინვე ვიგრძენი წამიერი ენდორფინების ტალღა, რომელიც მთლიან ორგანიზმზე მომედო. - რა გაცინებს?- მკითხა და სიგარეტი გამომიწოდა. გამოვართვი და მოვუკიდე. - ეს ადგილი მაცინებს. - სიცილით ვუთხარი და პირველი ნაპასი თვალდახუჭულმა ჩავუშვი ფილტვებში. მომყვა და ჩემსავით მოაჯირს დაეყრდნო. - ასეთ მდგომარეობაში რომ ვარ, არ მიბრაზდები? - ვბრაზობ,მაგრამ არ გიბრაზდები, არაფერს შეცვლი მაინც. - ცდა არ გაწყენდა. მშვიდად მესაუბრებოდა. ღრმად ამოვისუნთქე და სიგარეტი პატარა სანაგვეში ჩავაგდე. ანდრეას შევხედე. სახე არეული ჰქონდა, თვალები აწითლებული. მაგრამ მაინც არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა. მოიწია და ნაზად მაკოცა. შუბლით მის მკერს მივეყრდენი. ცალი ხელით თმებზე მეფერებოდა, ცალით ეწეოდა. - დროა შევიდეთ, სახლში არ მიდიხარ? - ალბათ წავალ- ყოყმანით ვუპასუხე. გარეთ ლილუ მიცდიდა. - რა ქენი?- ვკითხე, როდესაცანდრეამ დაგვტოვა. - ხო მიცნობ.- მხრები აიჩეჩა და თვალები გადაატრიალა. - წავიდეთ? - ცოტახანიც ვიყოთ. თავი დავუქნიე და ბიჭებთან გავედით. სიტუაციით ვისარგებლე და დათოს მივუჯექი. მსუბუქად გამიღიმა. - ვაპირებდი მოსვლას, მაგრამ... - მასთან ბედნიერი ხარ? ხმა ჩამწყდა და ლოყებ ახურებულმა თავი მაშინვე ჩავხარე. - დათო,შენი წყენინება არ მინდა. - კაი დროსია.- ჩახლეჩილი ხმით მიპასუხა და მომშორდა. მოშორებით ისევ თორნიკე დავლანდე, უაზრო ღიმილით შემომყურებდა, რაც საშინლად გამაღიზიანებელი იყო. თითქოს, ეს და ლიზა ნამდვილად შეეფერებოდნენ ერთმანეთს. წამოვდექი და ლილუს მოსაძებნად გავედი. ვერც იოანეს და ვერც მას ვერსად ვხედავდი. ავალიანი ბიჭებში იჯდა. მიქაძის ოთახისკენ წავედი. ზუსტად ვიცოდი, იქ იქნებიდნენ. ამ სახლში იმდენად დაძაბული ენერგია იყო, გაჩერება უკვე გაუსაძლისი მეჩვენებოდა. - ვინმეს ეძებ? - თავს არ დამანებებ?- გამწარებული შევუტრიალდი თორნიკეს.მაშინვე სახე დაასეიოზულა. ორივე ხელი მკლავებზე მომკიდა და კედელს მიმანარცხა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, წამით გავბრუვდი, შემდეგ გამოსახულება დავალაგე და თვალებში დაბღვერილმა შევხედე. - გამიშვი! - ანდრეა ერთობა. არცაა იმ სტილის ბიჭი, გოგოს გამო რომ იჩხუბოს- მხრები აიჩეჩა და ვითომ ფიქრებში გართულმა ჭერს ახედა. შემდეგ, მზერა ჩემზე გადმოიტანა. - ცოტას გავერთობით.მე და შენ. გამოძვრომა ვცადე, მაგრამ იმდენად ძლიერად მიჭერდა რომ ხელები მიბუჟდებოდა. სხეულით მთლიანად მომეკრო. ცალი ხელი გამიშვა და საჯდომზე ძლიერად მომიჭირა. ხელი ვკარი, თუმცა ვერც გავატოკე. - თორნიკე,ნასვამი ხარ! ხმა არ ამოუღია, ისე გაიმეორა იგივე და ტუჩები კისერზე მომაკრო. უცებ ვიგრძენი, როგორ მომაშორა მისი მოწებული სხეული ვიღაცამ. - ნაგავო! ნაცნობი ხმის გაგონებისას, ზიზღისგან დახუჭული თვალები უცებ გავახილე. თორნიკე ძირს ეგდო , ავალიანი ზემოდან ეჯდა და ურტყამდა. ყველა იქ გაჩნდა. მაშინვე ლილუს ვეცი და იოანეს შევევედრე ანდრეა გაეჩერებინა. - არ ჩავერევი- მისმა პასუხმა გამაოგნა. ყველა ისე უყურებდა ყველაფერს, თითქოს სპექტკლი ყოფილიყო. მათკენ გავიწიე, მაგრამ დაქალმა გამაჩერა. - მარიამ,არ გინდა.- გამიმეორა იოანემ. რა?! ვერაფერი გამეგო. - მოგკლავ შე ნაბი*ვარო!!! დაუღრიალა ანდრეამ. მუშტი ჰაერში ასწია, რომ კიდევ დაერტყა. თუმცა, თორნიკემ ორივე ხელით როგორღაც მოიშორა და მუშტი მუცელში ჩაარტყა. მთელი სხეული გამეყინა. იოანე თორნიკეს ეცა და დააკავა. ანდრეას მივვარდი. გაშტერებული იყო და სიმწრისგან თვალებს ხუჭავდა. - ანდრეა შემომხედე!- სახე ჩემკენ მოვატრიალებინე. თვალები გაახილა და თავი დამიქნია,იმის დასამოწმებლად რომ გონზე იყო. დამეყრდნო და როგორღაც წამოვაყენე. - შემდეგში რომ გნახავ,ნაწლავებს დაგაყრევინებ!- ამოიღრინა თორნიკემ. მიქაძეს ხელი გააშვებინა და სახლიდან წავიდა. იოანემ ბიჭებს დაუწყო საუბარი და აქეთ არაფრით მოუშვა. ლილუ მომეხმარა და ანდრეა დივანზე დავსვით. - ძალიან გტკივა?- ვკითხე ანდრეას და მაისური ავუწიე. ნეკნებთან პატარა სიწითლეები ეტყობოდა. - ყინულს მოვიტან- წამოხტა ლილუ და სამზარეულოში გაიქცა. ავალიანი ხმას არ მცემდა და თვალსაც მარიდებდა. ლოყაზე ხელი მივადე. - ანდრეა, გტკივა?- კიდევ ერთხელ გავუმეორე. ჩაშავებული თვალებით ამომხედა და გაღიმებას შეეცადა. - შენი კოცნა ყველანაირ ტკივილს გამიქრობს. თვალები ცრემლებით ამევსო, ახლოს მივიწიე და ნაზად ვაკოცე. - არავის მივცემ უფლებას, რომ შეგეხოს. არასდროს! - ჩშშ.. ნუ ლაპარაკობ. სახეზე ხელი ჩამოვუსვი და ლილუს მოტანილი ყინული გამოვართვი. არვიცოდი, როგორ დამედო ან რა გამეკეთებინა. ხელები საშინლად მიკანკალებდა.დაქალმა ამოიხვნეშა, გამომართვა და ანდრეას დაადო. - ჰე მაგარო ბიჭო, ნუ იმკვდარუნებ თავს- სიცილით გაამხნევა ლილუმ. ავალიანმა წარბი აზიდა და გაეცინა. ჯერ კიდევ შეშინებული ვიდექი და მის სილურჯეებს გაუაზრებლად დავყურებდი. ანდრეა*: საშინელ მდგომარეობაში ჩავვარდი. ერთი დარტყმით ასეთი სისუსტე არ უნდა მეგრძნო. და მითუმეტეს ახლა,როდესაც ორი გოგო მეხვეოდა თავს.. ჩემს საქციელებს ალბათ გამართლება არ ჰქონდა. როგორც იქნა, სახლი დაიცალა და იოანე ჩემკენ წამოვიდა. ლილუმ მარიამს ხელი მოკიდა და მეორე ითახში გაიყვანა. თვალი გავაყოლე,სანამ კედელს არ მიეფაენენ. - გაგიარა ცოტა? - შენ მაინც ნუ მეკითხები მაგას- თვალები ავატრიალე და ყინული მოვიშორე. - ეს ყველაფერი რას ნიშნავდა?! - არაფერს! - ანდრეა! - შენ ოთახში მოვდივარ და რას ვხედავ? ლამისაა კედელზე იხმაროს გოგო. ხმადაბლა დავილაპარაკე და ხელი ავიქნიე. - გოგოს გამო უკვე რას აკეთებ- თავი გააქნია. - ეგ უბრალო გოგო არაა. იცი რა დამემართა როცა დავინახე? სისხლი თავში მომაწვა, მომინდა იქვე შუაზე გამეხლიჩა ის ნაბი*ვარი! - გიყვარს? - კარგი რა,იოანე..- ვიგრძენი ვენებში სისხლი როგორ ამიდუღდა. - მიპასუხე. - არვიცი- ისე შემომხედა გეგონება პროფესორი ყოფილიყო- რას მიყურებ, მართლა არ ვიცი. - ლილუმ მთხოვა და გოგოები აქ დარჩებიან. შენ ჩემთან დაიძინებ. თავისი ოთახისკენ მანიშნა. გადავიხარხარე. - პიდარასტობას მთავაზობ? სიცილს ვერ ვწყვეტდი,თუმცა მარიამის დანახვისას დავსერიოზულდი. წამოვდექი და მარიამისკენ გავიწიე. მისკენ დავიხარე და ნაზად ვაკოცე. არც ეს იყო ჩემი სტილი. ინსტიქტურად ვმოქმედებდი. შეიშმუშნა. მივხვდ, თავს უხერხულად გრძნობდა ხალხის წინაშე რომ ვკოცნიდი, მაგრამ უნდა შეჩვეულიყო.. მე მოთმენის უნარიც კი არ მქონდა მასთან. - მიმიხედე.- ლილუს ხმადაბლა ვუთხარი და მიქაძის ოთახისკენ წავედი. *** მარიამი*: ლილუს არაფერი უკითხავს, მაშინვე დავწექით. მალევე ჩაეძინა. ზურგზე გადავტრიალდი და ჭერს უაზროდ მივაშტერდი. ვერაფრით ვიძინებდი. დღეს ბევრი რამ მოხდა. ჩემ კლასელებს ანდრეას დანახვა არ უნდათ, ჩემმა შეყვარებულმა.... ღმერთო რა უცნაურად ჟღერს, ახლა მეცინება თუმცა თავს ვაძალებ ფიქრი განვაგრძო. ანდრეამ თავისი დის შეყვარებული სცემა, რატომ? ალბათ გაბრაზდა. არა, ეს სიბრაზეზე მეტი იყო. მისმა სიტყვებმა საერთოდ გადამკარგა ამ სამყაროდან. ჩვენ შორის ახლა ერთი კედელია. მას ალბათ პატარა ბავშვივით სძინავს. ეს მანძილიც კი კილომეტრებად მეჩვენება. ხელი ავწიე და ჩემს უკან ხედელს შევეხე. რას ვცდილობ, რა მინდა. მას ხომ ჩემთვის არც კი უთქვამს, ვუყვარვარ თუ არა, მოვწონვარ თუ არა. ან საერთოდ რის მიღწევას ცდილობს... გვერდს ვიცვლი, თუმცა ოდნავაც არ მეძინება. თვალებს ძალით ვხუჭავ, მაგრამ შინაგანი ხმები ძილის საშუალებას არაფრით მაძლევდნენ. წამოვჯექი და ღრმად ამოვისუნთქე. მძინარე დაქალს გადვხედე. - ლილუ..- ხმადაბლა დავუძახე. აზრი არ ჰქონდა,გაღვიძებას არც აპირებდა. გვერძე მიდებული შარვლიდან ტელეფონი ამოვიღე და საათს დავხედე. განათებამ წამით თვალები მატკინა. 4 ხდებოდა. ტელეფონი დავბლოკე და შუბლით დავეყრდენი. საშინელება მჭირდა. მინდოდა რაიმე სიგიჟე გამეკეთებინა. შეტყობინებებში შევედი და დაუყონებლივ მივწერე ანდრეას: "გღვიძავს?" თავი გავაქნიე, ტელეფონი ტუმბოზე გადავდე და თავი ბალიშზე დავაბრუნე. თვალების დახუჭვა მაღიზიანებდა. ნელნელა ვიწყენდი კიდეც. ლილუს მაინც გაეღვიძა. ნერვები მეშლებოდა და რაიმეს ვეძებდი, რასაც სიბნელეში თვალიერებას დავუწყებდი. წუთების შემდე, ტელეფონის ეკრანმა ოთახი გაანათა. მაშინვე წამოვხტი და ხელი ვტაცე. "სამზარეულოში გამოდი" ყურებამდე გამეღიმა, როგორი კონკრეტული იყო. საწოლიდან ფრთხილად წამოვდექი, კარიც ფრთხილად გავაღე და ოთახიდან გავედი. ფრთხილად მივდიოდი სრულიად სიბნელეში, რომ რამეს არ დავჯახებოდი. სამზარეულოდან პატარა შუქი მოჩანდა. - ანდრეა..? კარი შევაღე. მაგიდაზე ერთი სანთელი ედო, მთელ ოთახს ის ანათებდა. - რატომ არ გძინავს? ისე მკითხა, წარბიც არ შეუხრია. მხრები ავიჩეჩე. - რა ხდება, შუქი არ გვაქვს? სიცილით ვუთხარი და მაგიდას მივეყრდენი. - ასე ჯობია- მანიშნა სანთელზე. მოიწია და მომეკრო. ხელები მოვხვიე და მაგრად ჩავეხუტე. ყოველთვის როგორი მხურვალე იყო, მაგიჟებდა მისი სიმხურვალე. - ვერაფრით დავიძინე..- ვუთხარი გაუნძრევლად. - რამე ხომ არ დაგიშავა? - ოდნავ მომშორდა, რომ სახეში შემოეხედა, თავი გავაქნიე და ისე მივეკარი - უბრალოდ საშინელებები მითხრა. - მაინც? - ის, რომ ფეხებზე გკიდიივარ.- ახლა იმდენად გაიწია, რომ უკვე ჩვენს შორის რამდენიმე ნაბიჯი იყო. - დაუჯერე? ვერაფერი ვუპასუხე. ყველაფრის ეჭვი მღრნიდა უკვე. - მე შენი მჯერა.- ჩენს ნათქვამზე გაეღიმა. ისევ მომიახლოვდა და თვალებში ჩამაშტერდა. - რაღაც მინდა ვცადო...- ყურთან ჩამჩურჩულა. - რა? - ერთი წუთით, არ გაინძრე... მაბნევდა. რას აპირებდა ვერ ვხვდებოდი. სახე უფრო ახლოს მოსწია. ტუჩები ოდნავ შემახო. მისი სუნთქვა ბაგეებზე მეცემოდა. ვგიჟდებოდი, მაგრამ საკუთარ თავს როგორღაც ვაწყნარებდი. ღრმად ამოვისუნთქე. მომენტით ისარგებლა და ცარიელი ადგილი მისი ტუჩებით შეავსო. ერთიანად დამაჟრჟოლა. ასე ნაზად ჯერ არასდროს უკოცნია, არ ინძრეოდა. ტუჩები გავხსენი და მის გაშეშებულ, ათრთოლებულ ბაგეებს ვაკოცე. არ ვიცი, ინსტიქტებს მივყვებოდი. კოცნის ექპერტი არასდროს ვყოფილვარ.. თვალებ დახუჭული, განაბული ვიდექი. ხელი წელზე მომხვია, არც ეს ყოფილა უხეში შეხება. კოცნა გაიმეორა და ახლა უკვე ცხელი ენა შემომისრიალა პირში. დავიძაბე, ალბათ ეს დამეტყო კიდეც და ოდნავ მომშორდა. - მაპატიე.. - ჩურჩულით ამოილაპარაკა. - არა, მე მაპატიე. საყელოზე ხელი მოვკიდე, ჩემსკენ მოვქაჩე და ტუჩები მის ტუჩებზე მოვათავზე. ქმედებები განმეორდა. ჩემს სითამამეს ნაკლებად ელოდა, მაგრამ ამ ჯერზე ისეთივე რეაქცია აღარ მქონია. სხეული თავისით იკლაკნებოდა, თითქოს არარსებულ მელოდიას რიტმულად ჰყვებოდა. ჩვენი ტუჩები ერთმანეთს ებმოდა, სხეული კი ცახცახს არ წყვეტდა. მკლავზე ხელს ისე ვუჭერდი ვერც ვიაზრებდი. მისი ხელი ჩემს თმებში იბურდებოდა. მეგონა სიამოვნებისგან გავითიშებოდი. მასთან ყოფნისას, ყოველ ჯერზე ახალ ახალ შეგრძნებებს განვიცდიდი. კარგ შეგრძნებებს. მხოლოდ მაშინ მოვშორდი, როცა ჰაერის მარაგი სრულიად ამომეწურა. თავი გვერძე გავწიე, რომ ამომესუნთქა. ჯერ კიდევ ხელით მეჭირა მისი მკლავი. მოვდუნდი და შევუშვი. ნიკაპზე ხელი მომკიდა და დარცხვენილს თავი ამაწევინა. - შენთან თავს ვერ ვიკავებ. - არც არის საჭირო შეიკავო.- ვეცადე დამემშვიდებინა. ახლა ერთმანეთის თვალებში ვიკარგებოდით. - ჯერ ძალიან,ძალიან ბევრი რამ მინდა გაჩვენო, გაგრძნობინო. გამეცინა და თავი დავუქნიე. - თუ შენ გინდა. - ანდრეა, მეშინია. -გამოვურყდი. - რისი?- ბავშვურად გაეცინა და თვალი თვალში გამიყარა. - ჩემივე საკუთარი გრძნობების მეშინია- დავიჩურჩულე და თავი ჩავხარე. არ ვიცი, მასთან ასეთი გულახდილი და გახსნილი როგორ ვხდებოდი. - მეც. - მიპასუხა პაუზის შემდეგ და თვალები აუჩქარებლად დაახამხამა. - რომ მიმატოვო? - ვერსადაც ვერ წავალ მარიამ, მე შენით გაძღომასაც კი, მგონი ვერასდროს შევძლებ. *** -მარიამ. გაიღვიძე გოგო.- ლილუს ხმა ნელნელა მაფხიზლებდა და მისი ხელი მარყევდა. თვალებზე ხელი მოვისვი და ნელა გავახილე. - აქ რა ხდება?!- ცისფერი თვალები გაფართოვებოდა და ხელს ანდრეასკენ იშვერდა.ამოვიწიე და სავარძლიდან ფეხები ჩამოვუშვი. ანდრეას გავხედე, დივანზე იწვა და ეძინა. გამეღიმა, თუმცა ლილუ გადამიდგა წინ და წარბწბი ამიწია. - რავქნა, ვერ გავძელი რომ არ მენახა.- ამოვიბურტყუნე და ფეხზე წამოვდექი. - იოანე სადაა? - სამზარეულოშია საუზმობს. - გამოვალ ახლავე მეც. თავი დამიქნია და ოთახიდან გავიდა. ანდრეას მივუახლოვდი და მასთან ჩავიმუხლე. პატარა ბავშვივით ფშვინავდა. ხელი მისი აბურდული თმისკენ წავიღე და ოდნავ გავუსწორე. არც კი განძრეულა. მის დაბერილ ტუჩებს შევახე და ცერა თითი ფრთხილად გადავატარე. შეიშმუშნა. მაშინვე უკან წავიღე ჩემი თითები. თვალები ნელნელა გაახილა და დამინახა თუარა სახე გაებადრა. -დილამშვიდობის ძილისგუდა. - დილაა თუ შუადღე. შეიშმუშნა და სწრაფად წამოდგა ფეხზე. მეც მას მივყევი. არც კი ველოდი, ისე გადმოიხარა და მაკოცა. მისგან მოულოდნელობებს უნდა შევგუებოდი. უხერხულად გავუღიმე და სამზარეულოში გავყევი. - თქვენზე რაც მე ვიცინე.- ხარხარით მოგვაძახა იოანემ. ლილუმ იდაყვი გაჰკრა, თუმცა სიცილი არ შეუწყვიტავს. ავალიანმა ხმადაბლა ჩაიცინა და ჩაი დაისხა. - რას შეჭამ?- მკითხა დაქალმა. - არ მშია-ხმადაბლა ვუთხარი და მიქაძეს გავხედე, რომელიც სასაცილოდ ილუკმებოდა. - შეჭამე რამე.- იმდენად სერიოზული ხმით ჩამომიჯდა გვერძე ანდრეა, გამაჟრიალა. ლილუმ წარბი აუწია, რაზეც რეაქცია არ ჰქონია ავალიანს. - არ მშია, მართლა - შეჭამ. - თეფში გამომიცურა, ისე რომ ზედაც არ შემოუხედავს და სიგარეტს მოუკიდა. ჩემზე დატერებული ლილუს და იოანეს წყვილი გვიყურებდა. - თავი დაანებე, არ შია.- გამოესარჩლა დაქალი. - შენს თავს რატომ არ მიხედავ? არც ანდრეამ დააკლო და გააფთრებულმა შეხედა.ეს ყველაფერი საშინლად არ მომწონდა. - ზედმეტი მოგდის-გააჩუმა იოანემ ძმაკაცი. - მე წავალ და საღამოს შეგეხმიანებით.- ფეხზე წამოვდექი და გასასვლელისკენ გავედი. მანტო მოვიცვი,შარფი მოვიხვიე და სიცივეში თამამად გავედი. სადღაც ათი ნაბიჯი მქონდა გადადგმული, რომ მკლავში ვიღაც მწვდა და გამაჩერა. - მე წაგიყვან.- თავი დავუქნიე. მანქანაში ჩავუჯექი თუ არა, მაშინვე მივახალე: - ასე აპირებ ბრძანებლობას? - ცუდი არაფერი მითქვამს, არ მინდა მაგაზე კამათი. - დედაჩემი კარგ ღვეზელებს დააცხობდა. თუ შემოხვიდოდი.... - უკვე მომშივდა- სიცილით დამეთანხმა და მანქანაც გააჩერა. ფეხითაც წამოვიდოდი ხუთი წუთის სავალზე. მანქანით კი ლამის ერთ წუთში მოვედით. ანდრეას ვაკვირდებოდი. გუშინდელ საკუთარ თავს ნამდვილად არ ჰგავდა. მგონი, ყოველ დღე იცვლებოდა. ნათია პირდაღებული ხან მე შემომხედავდა, ხანაც ანდრეას. - გამარჯობა, ნათია დეიდა- თავაზიანობა გამოიჩინა ავალიანმა და გადასაკოცნად გადაიწია. - ლილუსთან გამოიარა..- ხმადაბლა ვუთხარი დედაჩემს და მეც მოვეხვიე. - მშივრები იქნებით ბავშვებო.- სამზარეულოში გავიდა თეფშების გამოსატანად. მომენტით ისარგებლა ანდრეამ და გაყინული ტუჩები ფრთხილად შემახო. თვალები კოცნისას უკვე თავისით მეხუჭებოდა. ნათია მალევე დაბრუნდა თეფშებით და ღვეზელებით. ბავშვურ ანდრეას ვუყურებდი, ბავშვურად როგორ ილუკმებოდა. ამჯერად მეც ვჭამდი, დედაჩემის ხელს არაფერი ჯობდა. - ანდრეა, შენი მშობლები სად მუშაობენ?- უეცრად ჰკითხა დედამ. შევატყე სიტყვა მშობლებზე როგორ შეიშმუშნა. თუმცა არაფერი შეიმჩნია. - საზღვარგარეთ არიან სამუშაოდ. დედაჩემმა საპასუხოდ გაუღიმა. აღარაფერი უკითხავს, თუმცა ანდრეამ ინიციატივით ისარგებლა და თვითონ დაიწყო: - დასთან ერთად ვცხოვრობ- პაუზა გააკეთა, საზურგეს მიეყრდნო და განაგრძო: - ნუ, ნახევარ დასთან ერთად. მის კონკრეტულობაზე თვალები ავატრიალე, დედაჩემი კი ისეთი ინტერესით უსმენდა, მგონი ასე ჩემთვისაც კი არასდროს მოუსმენია. - ძალიან კარგია, დამოუკიდებლობას შეეჩვეოდი. - თავისთავად- დავუმოწმე ანდრეას ნაცვლად. ტელეფონი რეკავდა, დედაჩემი წამოდგა და მეორე ოთახში გავიდა საპასუხად. - ერთი სული მქონდა მარტო დავრჩენილიყავით. - რა?- ვერ გავუგე. ან ჩურჩულით რატომ მესაუბრებოდა. - შენთან მინდა. - ჩემთან ხარ ისედაც.- მხრევუ ავიჩეჩე. რაღაცის თქმას აპირებდა,თუმცა დედაჩემი შემოვიდა. სახე არეოდა. ფეხზე წამოვდექი და მივუახლოვდი. - რამოხდა? - სანდროს მამა ავარიაში მოყვა. უნდა წავიდე ვნახო. წამოხვალ? - მე სანდროს დავურეკავ.- ვუთხარი მაშინვე და ჩემს ტელეფონს დავუწყე ძებნა. დედაჩემი სწრაფად დაგვემშვიდობა და სახლიდან გავიდა. - ჩემი ტელეფონი არ გინახავს? - ანერვიულებულმა გავხედე ანდრეას. მშვიდად იდგა. - მაგიდაზე დევს.- ხელში აიღო და მომაწოდა. მაშინვე სანდრიკას დავურეკე. - სანდრო როგორხარ?! - აუ მარიამ.. მამაჩემი...- ხმა უკანკალებდა. - ვიცი, დედაჩემმა მითხრა. გინდა გამოვიდე? - სახლში არვარ. საღამოს მოდი მარტო ვიქნები. - კარგი, თავს მიხედე. დივანზე ჩამოვჯექი და ხელებს თავით დავეყრდენი. - რა არ ხდება,რა... - კარგად იქნება,შენ რაღატო ნერვიულობ.- წინ ჩამომიჯდა ავალიანი. - ბავშვობიდან ვიცნობ ლამის ძმასავით მყავს, ანდრეა! - მაშინ არ ვიეჭვიანებ.- ღიმილით მითხრა, ოდნავ გამეღიმა. როგორ შეეძლო გამუდმებით მშვიდი ყოფილიყო?! ხელებზე ხელი მომკიდა და ადგომისკენ მიბიძგა. - რამე ხდება?- გაკვირვებულმა ვიკითხე. გაუაზრებლად და უპასუხოდ ჩემს ტუჩებს დაეწაფა, მხრიდან ზედა ჩამომიწია მხარზე მიკბინა რამაც ერთნიად ამათრთოლა. საბოლოოდ გავქვავდი, როდესაც მისი დიდი ხელები ჩემს სხეულს შეახო, თეძოებზე ხელი წამავლო, მაგრამ სანამ შემეხებოდა უკან გავიწიე. - ანდრეა...მე.. - კარგი, გასაგებია.- მანაც გაზარდა ჩვენს შორის მანძილი. შუბლზე ხელი მოვისვი და ნერვიულად შევხედე. გული ამოვარდნაზე მქონდა. საკუთარ თავს, საკუთარ სურვილებს რატომ ვეწინააღმდგებოდი?მას გავხედე, თვალის გუგები გასდიდებოდა. თითქოს, ელოდა რომ რაიმეს ვეტყოდი. ანდრეას თვალები ჩემი მეხსიერენიდან არასოდეს არ ამოიშლება. მივუახლოვდი, თითისწვერებზე შევდექი და კისერზე ხელი მოვხვიე. - არ გეგონოს,რომ გაგირბივარ.. უბრალოდ ხომ ხვდები. ჩემი ერთერთი საუკეთესო მეგობარი ახლა მამამისს დასტირის მე კიდევ... გამაჩუმა. - წაგიყვან სანდროსთან. გამეღიმა. მიხაროდა იმის გააზრება რომ მიგებდა. - საღამოს. - ანუ, საღამომდე დრო გაქ.- წარბები აათამაშა, წელზეხელი მომხვია და მისკენ მიმწია. თითები თავისი უზარმაზარი ხელებით დამიჭირა. სუნთქვა გამიძნელდა, დივნის კიდესთან დავვარდით , მის ფეხებს შუა მომაქცია. გული ლამის გამიჩერდა, ხელები რომ კვლავ თეძეობზე შემომხვია... მთელს დივანზე გადაწვა. ხელები მკერდთან მივადე, რომ ინერციის ძალით მას არ მივყოლოდი. უკვე ვხვდებოდი, რომ ზედმეტი ტანსაცმელი დისკომფორტს იწვევდა. ხელები ზედას მოვუჭირე და გაწევა ვცადე, ჩემი მოქმედება და უცებ მისი ზედა იატაკზე აღმოჩნდ. თვალებით მის გარუჯულ კანს მივაშტერდი. როგორც კი ხელით მისკენ მიმზიდა, ამოვიკვნესე. ანდრეა*: მინდოდა. მარიამი მთელი სხეულით მინდოდა, მჭირდებოდა. არარეალურს ვგრძნობდი. გოგოსთან გული არასდროს ამჩქარებია ნუცას მერე... გამახსენდა, პირველად რომ დავსაკუთრე მის სხეულს როგორ ეშინოდა, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდი. მეორედ ამ შეცდომას არ დავუშვებდი. ეს მარიამია და არა ნუცა! შემოვუძახე საკუთარ თავს და თავი ზემოთ ავწიე, რომ მარიამისთვის მეკოცნა. მისი რბილი ტუჩების შეხება სხეულზე თმას მიმუხტავდა. ვგრძნობდი ნელნელა ერექცია როგორ მეზრდებოდა, მაგრამ ვცდილობდი ამაზე არ მეფიქრა. დღეს ჩემი სიამოვნება არ იყო მთავარი. თავი ოდნავ გავიბერტყე და საჯდომზე ორივე ხელი დავადე. ჩემკენ ახლოს მოვწიე. გულმკერდზე უაზროდ მისრიალებდა ხელებს. ყველაფერს ცდიდა, ეტყობოდა რომ აქამდე ბიჭთან ეს არასდროს გაუკეთებია. ოდნავ წამოვიწიე რომ მისთვის საქმე გამეადვილებინა და თავი მის თმებში ჩავრგე. *მარიამი: -გთხოვ..- შემევედრა, თუმცა ვერ მიცხვდი რას. ანდრეას ხელებმა ჩემი ტანი დატოვეს მაგრამ ჩემმა საქციელმა გამაკვირვა, ჩემი ნაზი ხელებით მის ძლიერ მკვრივ მკერდს შევეხე, ტუჩზე იკბინა. მის გამოსუნთქულ ცხელ ჰაერს ვგრძნობდი, რაც სიამოვნებას მგვრიდა.მის პრესებს დავუწყე ცქერა.ანდრეა თვალს არ მაშორებდა. მინდოდა ჯერ კიდევ მის მცირე სილურჯეს არშევხებოდი. უეცრად მის გამოკვეთილ V ხაზებს შევეხე, რომელიც ჯინსის ზედა ნაწილში მთავრდებოდა, ადგილზე გავშრი, როდესაც ქამრის შეხსნა დაიწყო. თვალები დავქაჩე. ადგომა ვცადე, მაგრამ მოძრაობა დააჩქარა. ერთი ხელი თეძოზე შემომხვია. ხელი ნელი მოძრაობით თეძოდან უფრო ქვევით ჩააყოლა, რამოდენიმე წუთი ასე ვიყავით. ჩემი მძიმე სუნთქვა, მის სუნთქვას აწყდებოდა.უცებ ხელი უკანალზე მიმაჭირა და მასთან უფრო მჭიდროდ მიმწია. ამ გრძნობით გართულმა ამოვიკვნე. მისი ცხვირი ჩემს ლოყას ეხებოდა და თითქოს კოცნის უსიტყო ნებართვას მთხოვდა. მეც უმალვე,თავით მის წინაშე აღმოვჩნდი და ვაკოცეთ. ანდრეას ხელები ჩემი ფეხებიდან გაუჩინარდა. ოხვრით ვსუნთქავდი, ოდნავ გავიწიე რომ შუბლზე ჩამოყრილი თმა ხელით უკან გადამეწია, სახეზე ოდნავი ღიმილი მოეფინა. ასეთი არასოდეს მენახა, თითქოს ტკივილისგან იტანჯებოდა. თორნიკესთან ჩხუბის დროსაც დამინახავს ეს ყველაფერი ანდრეაში... ახლა უკვე შედარებით მშვიდად ოხრავდა და მიღებული გრძნობით სიამოვნებას ღებულობდა. ალბათ იმიტომ, რომ ყოველთვის მინდოდა თავი ძლიერად მეგრძნო მაშინ, როცა ანდრეა მეკარებოდა. თვალები იმ წამსვე გაახილა,როგორც კი ხელები მის მუცელს შევახე და მისი ნახევრად გახდილი ჯინსებისკენ წავიღე.უმალ ამოვიოხრე როდესაც ჩემი ხელები მისსაში მოიქცია და შემომხედა. - არ გინდა, დამიჯერე- სიცილით მითხრა და ხელები თავის ადგილას დააბრუნა. არაფერი მიკითხავს.ლამის გადავიხარხარე,შევნიშნე რომ მისი მეგობარი მართლაც ამობურცულიყო. ანდრეას კისრის უკანა ნაწილს შევეხე და ტუჩები მისი ცხელი კანისკენ წავიღე. ხელები ჩემს ზურგს შემოხვია, როდესაც კისერზე კოცნა დავუწყ. ჩემს თავს ვერ ვაკონტროლებდი. რაც კი ძალ-ღონე მქონდა, დაჟინებით ავალიანის ყელს ვექაჩებოდი კბილებით. მინდოდა ცოდნოდა, თუ რა გრძნობა იყო ეს. ჩემი კბილები წითლად შეიღება, მაგრამ მაინც არ ვნებდებოდი. ოთახში ჩვენი კვნესის ხმა იყო გამეფებული, ანდრეა მძიმედ სუნთქავდა. ხელი უფრო ახლოს მოიტანა, სახეზე ჩამომისვა რომ მის კისერს მოვშორებოდი. -მარიამ.. კვლავ ვუკბინე, ხელები გათიშული მქონდა და გადართული ვიყავი მხოლოდ იმ საქმეზე, რასაც ვაკეთებდი. როგორცვე ამოიკვნესა, როლები გავცვალეთ.ახლა სიმძიმე ჩემს ზემოდან იყო. ჩემი ორივე ხელი მის ერთ უზარმაზარ ხელში მოიქცია და თავს ზემოთ დამაწყობინა. თვალები მაგრად დახუჭა, როდესაც მისი თითები ჩემს სხეულს შეეხო . რაღაცნაირად გავოცდი, როცა ამ ყველაფერს ღიმილი შეურია. -სამაგიერო გადამიხადე?-ღიმილით მკითხა და კისერზე ხელი მოისვა. პასუხი არ გავეცი. - ნამდვილი სისხლისმსმელი ხარ- ამოიხვნეშა სისხლის დანახვისას- სასაცილოა. წამწამების ხამხამით დავხუჭე თვალი და მანაც მხურვალედ მაკოცა. ანდრეას ერთი ენის შეხება ჩემს ზედა ტუჩზე და გრძნობა დავკარგე, ხელები მტევნებზე წამავლო, „ჩამოვიდა“ და ოთახის მეორე მხარეს გაუყვა. მე ვერ ვისვენებდი და მისი მოძრაობის ცქერით ვტკბებოდი. ქამარი კვლავ გახსნილი ჰქონდა როცა ჩემსკენ შემობრუნდა.გამიღიმა და სააბაზანოსკენ წავიდა. დივანზე თავი გადავდე და წყლის მოშვების ხმა გავიგონე. ხელები ტუჩთან მივიდე, ავალიანის კოცნას ახლაც ვგრძნობდი.... *** წამოვდექი და არეულობა ოდნავ მივალაგე. საკუთარი მაისური მოვძებნე და გადავიცვი. -დიდი ხანი არ დავაყოვნე.- გამომაფხიზლა მისმა ხმამ. სახე დამშვიდებული და ნასიამოვნები ჰქონდა. გამეღიმა და მაისური მივაწოდე, რომ ჩაეცვა.გამომართვა, ჩემკენ მოიწია და შიშველ სხეულზე მიმიკრა. გავარვარებული იყო. ღრმად ამოვისუნთქე და თვალები დავხუჭე. ახლაც ამენთო მუცელში მოგიზგიზე ალი და გამოვეცალე. -რა ხდება? -ჯობს ჩაიცვა- ყოყმანით ვუთხარი და თვალი ავარიდე. ჩაეცინა, მაისური გადაიცვა და წინ დამიდგა. -ვიღაც თავს ვერ იკავებსოო…- ხმა ჩამივარდა. რაღაც ძალიან დიდი ხანი გავიდა, რაც ირონია არ ამოუფრქვევია თუ რა მოხდა?! ვიგრძენი სახეზე როგორ მომაწვა სისხლი. ლოყაზე ხელი ჩამომისვა და სახე ამაწევინა. არა, არა. ახლიდან არ უნდა დაწყებულიყო. -წავიდეთ,ხომ? - თემა შევცვალე და მისი სახის შემხედვარემ ტუჩზე ძალაუნებურად ვიკბინე. -წავიდეთ. მიმოიხედა. საკუთარ ქურთუკს ეძებდა. მოიცვა, მეც მოვწესრიგდი და სახლიდან გავედით. საშინელი ქარი იყო, ძალიან ციოდა. მანქანაში არც მუსიკა, არაფერი. მძოლოდ ჩვენი სუნთქვის თანაბარი ხმა ისმოდა. რომ გავხედე, გზას მშვიდად უყურებდა. თვალი მისი კისრისკენ გამეპარა. მგონი ზედმეტი მომივიდა, ყველაფერთან ერთად, ოდნავ შესიებულიც ჰქონდა. -ნამუშევარს აკვირდები?- ისე მკითხა,არ გამოუხედავს და გაიღიმა. - ასე არ მინდოდა.. -გეპატიება - მარჯვენა ხელი ჩემკენ გადმოწია და თითები ჩემსაში ახლართა. ჩვენს ხელებს ვუყურებდი და უაზროდ მეღიმებოდა. ვერასდროს წარმოვიდგენდი ვინმესთან ასე თუ ვიქნებიდი. ყველაფერი ზედმეტად არარეალური მეჩვენებოდა ჩემ ცხოვრებასთან შედარებით. თუმცა ყველაფერი არ გარკვეულა. მას ‘’მიყვარხარ’’ არც უთქვამს.შეიძლება არც იყო ამ სტილის ბიჭი. მანქანა სანდროს სახლთან გააჩერა. ერთ წერტილს მივშტერებოდი და გადასვლას არ ვჩქარობდი. -ხომ იცი, თუ არ გინდა, არ ხარ ვალდებული. -წყნარი ხმით მითხრა და ჩემკენ გადმოიწია. ამოვიხვნეშე და შევხედე. შუბლზე ძალიან ფრთხილად მაკოცა და მანიშნა გადავსულიყავი. თავი დავუქნიე და კარები გავხსენი. - და შენ? - სახლში წავალ. -გამიღიმა- იმედია გამოკეთდება მამამისი. თავი დავუქნიე. ვუყურებდი, სანამ მანქანა ჰორიზონს არ მიეფარა. სადარბაზოში შევედი და სწრაფად ავირბინე კიბეები. დავაკაკუნე. კარი სანდრიკამ გამიღო. განადგურებული და არეული სახე ჰქონდა. - სანდრიკ…-უყოყმანოდ გავიწიე მისკენ და მოვეხვიე. თავი მხარზე ჩამომადო და ასე ვიყავით დიდი ხანი. - -მარტო ხარ?-ვკითხე, როდესაც ორივე სავარძელში ჩავსხედით. - ხო, დედაჩემი იქაა. მე არ მინდა იქ ყოფნა, არშემიძლია. - ხელი აიქნია და თავი ჩახარა. თვალებზე ცრემლები აწვებოდა. სიგარეტი აიღო და მოუკიდა. - კარგად იქნება, ხომ იცი.-ვეცადე დამემშვიდებინა. - კაი რა, არ მინდა მაგაზე, უარესად დავიგრუზები. მხრები ავიჩეჩე. ჩვენ შორის უაზრო სიჩუმე ჩამოვარდა. - შენ? - რა მე? - დავიბენი. - დავინახე ვინც მოგიყვანა,მაგ ტიპთან რა ურთიერთობა გაქვს?! - დღეს არა სანდრო… მერე გეტყვი ყველაფერს, კარგი? - რატო არა?! - შესაფერის სიტუაციაში არხარ ახლა. - ამოღერღე- ისეთმა შემომხედა, მივხვდი დამალვას აზრი არ ჰქონდა. ღრმად ჩავისუნთქე. - ერთად ვართ. - რა ხართ? სახიდან ფერი დაეკარგა. წარბები შეკრა და გააფთრებულმა შემომხედა. - უფრო მარტივად რომ გითხრა, მიყვარს. ახლა უარესი სახე მიიღო. - რას გაძალებდი. დღეს ეგღა მეკლდა, რა. - გამიგე რა… - უყვარხარ? ხმა ჩამივარდა. რა მეპასუხა? პასუხი მართლაც არ მქონდა. - ალბათ. - პირდაპირ გეტყვი, არ გამოგიყენოს მაგ ნაბო*ვარმა, თორემ არ ვაცოცხლებ. - არავინ არავის გამოიყენებს. დაწყნარდი. ხელი ავწიე, რომ გაჩერებულიყო. მაინც ვერ ვხვდებოდი, რატომ იყო ხალხი ასე ნეგატიურად განწყობილი ანდრეას მიმართ. სიგარეტს ხელი დავავლე და მოვუკიდე. -მოიცა, ხომ არ ეწევი? - გაჩუმდი რა…- ხმადაბლა ვუთხარი და ღრმა ნაპასი ჩავიგუბე ფილტვებში. ანდრეა*: მთელი გზა მარიამზე ვფიქრობდი. მის გვერდით აზრების კონტროლი მიჭირდა. უცნაური, ჩუმი და ძალიან თავისებური იყო. კარი ხმაურიანად გავაღე. ქურთუკი გავიხადე და იქვე დავკიდე. ვაღიარებ, კისერი მართლაც საშინლად მეწვოდა. მაგრამ მის ისტორიას რომ ვიხსენებდი,მეცინებოდა. მეორე სართულიდან ფეხების ბაკაბუკით ვიღაც ჩამოდიოდა. რათქმაუნდა ჩემი ‘ძვირფასი’ დაიკო. -არა ადამიანი ხარ! - ეგ მისალმების ერთერთი ფორმაა ლიზა?-მკაცრად ვუთხარი და დივანზე მსუბუქად დავეშვი. - თორნიკეს რა გაუკეთე? ნამდვილი ცხოველი ხარ! - ენა მოგიტანა ბიჭმა? -როგორ შეგიძლია ასე უდარდელად იჯდე!! - თავს მატკიებ.- მშვიდად ვუთხარი, იმედი მქონდა მარტო დამტოვებდა მაგრამ მისი პირი გაჩუმებას არ აპირებდა. - დარწმუნებულივარ ისევ შენი ახირების გამო მოხდა!! ფეხზე წამოვდექი და ამოვიხვნეშე. - ერთს გეტყვი, დანარჩენი ძალიან მკიდდია.- მივუახლოვდი და მხრებზე ხელები მოვკიდე- შენი შეყვარებული მაგარი სი*ია. ვეცადე სერიოზულ მდგომაეეობაში დამეტოვებინა სახე, მაგრამ სიცილი ვეღარ შევიკავე და ბოლო ხმაზე გადავიხარხარე. ლიზას თვალებში ზიზღი და მძვინვარება იზრდებოდა. - მომშორდი! - გამეცალა, ხელი ხელზე გადაიდო და ჩამოჯდა. ღიმილს სახიდან ვერ ვიშორებდი - ხო იცი,მარტივად დაგაშორებთ. - რა?- სახე გაუთეთრდა. ეგრეც ვიცოდი! სახეზე ღიმილი გამეზარდა. - გახსოვს ის დღე, ‘ოჯახურ’ ვახშამზე რომ გაგიცანი. ნაბი*ვარი ხარ, ამაში სასირცხვილო კი არაფერია…რამდენი წლის წინ იყო? 2? 3? - 3და არ გააგრძელო, ანდრეა. - რატო? მე კარგად ვიხალისე. დედაშენს საერთოდ ახსოვხარ? ვხვდებოდი,ზედმეტი მომდიოდა მაგრამ უზადო სიამოვნებას მგვრიდა ჩემი ‘დის’ დამცირება. მას დად არასდროს ვაღიარებდი. რას გამოჩნდა საერთოდ და შეეკვეტა მამაჩემის ფულბს ტრა*ში. - გეფიცები თუ არ გაჩუმდები..! - რა? უკვე უთხარი თორნიკეს? არარსებობს!- ტაში შემოვკარი და ყურებამდე გავიკრიჭე. - რაც მოხდა, უკანონობა და შეცდომა იყო. არ ღირს ამაზე ლაპარაკი.- ოდნავ დამშვიდდა და ჩემს დარწმუნებას ეცადა საკუთარ სიტყვებში. - შენ ხო კაკონიერი ხარ, რას ამბობ. თვალებში ზიზღით ჩამხედა და გამეცალა. სიტუაციით მოგებული კვლავ მე დავრჩი. აბაზანაში შევედი და შხაპი მივიღე.წყალმა კისერი ოდნავ ამიწვა. ოხხ მარიამ! საკუთარ თავზე მეცინებოდა. აქამდე ხომ შანსი არ იყო, გოგოსთვის ამის უფლება მიმეცა. სწრაფადვე გავმშრალდი და იოანეს დავურეკე. - გცალია? - კი, ლილუ სანდროსთან წავიდა. - რა აქვს ამ ბიჭს ასეთი განსაკუთრებული, ყველა მაგასთან რომ მირბის? მოკლედ ჩემთან გამოდი, ვილაპარაკოთ. - ცოტახანში გამოვალ. ტელეფონი საწოლზე მოვისროლე. ფანჯარასთან მივედი და სიგარეტს მოვუკიდე. ყრუ ხველა მიტევდა, თუმცა დიდ ყურადღებას არ ვაქცევდი. კომოდთან მივედი და მეორე უჯრა გამოვხსენი. უამრავ უაზრო ნივთებში პატარა კონვერტიც მეგულებოდა. როგორც იქნა, მივაგენი. სიგარეტი ტუჩებ შორის მოვიქციე და ორივე ხელით გავხსენი. 6 იანვარი.. - ამ ექიმებმა ხომ არც ახალი წელი იციან..- ჩემთვის შევიკურთხე და ფურცელი უჯრაში ჩავაბრუნე. დაბლიდან ზარის ხმა მომესმა. სიგარეტი საფერფლეში ჩავწვი და კიბეები უცებ ჩავირბინე. - მობრძანდი მიქაძე.- მხარზე ხელი დავარტყი რამდენჯერმე და ვანიშნე შემოსულიყო. ჩემ ოთახში ავედით ისევ. - აბა რახდება?თვალები რაღაც უცნაურად გიჟუჟუნებს. - ეე ‘პიდარასტი’ არ ვარ- გადავიხარხარე და სიგარეტი გავუწოდე. ორივემ მოვუკიდეთ და ერთდროულად დავიწყეთ მოწევა. - რთული დღე გქონდა?- კისერზე მანიშნა. ჩამეცინა. - არც კი დამიჯერებ. - ოხ ანდრეა რა.. - მარიამთან ვიყავი. - რა ბიჭო? ეგ? ის? - თვალები ლამის გადმოსცვივდა. - ხო, ამაშიც კი განსხვავებულია- ისევ ავხარდარდი. - რაღაც არ მომწინს ეგ ამბავი, რა.. დავსერიოზულდი.ალბათ მინდოდა კიდეც ეს დედამო**ნული გრძნობები ვინმესთვის გამეზიარებინა. - ნუცას შემდეგ, პირველად ვარ ასე გოგოსთან. მართლა. - და მოდი გამოვიცნო, თვითონ მარიამმა ეგ არიცის, ხო? - ხოიცი არ მიყვარს ეს სიყვარულის ახსნები. - გოგოებს უყვართ.- გაეცინა, მეც სიცილში ავყევი. ცოტა გავბრუვდი, თავიდან გულახდილ სიცილს დავაბრალე, მაგრამ ვიგრძდნი შუბლზე ძარღვი როგორ დამეჭიმა და წამომახველა. მაშინვე შევტრიალდი და პირზე ხელი ავიფარე. ცალი ხელით სკამს დავეყრდენი. იოანეს აქ ყოფნა რომარა, ალბათ წავიქცეოდი კიდეც. - რაგჭირს ბიჭო?- სიცილითვე მკითხა. ხმა არ გავეცი, არც შევტრიალებულვარ. ვცდილობდი გავჩერებულიყავი, მაგრამ ხელის გული წითლად მეღებებოდა. - ეს რაარი?- მხოლოდ ახლა გავააზრე, რომ მიქაძე უკვე გვერძე მედგა. თვალებში შევხედე. წარბები მოეჭმუხნა და პასუხის მოლოდინში შემომცქეროდა. ხმა არ გავეცი. მივტრიალდი და ჭიქიდან წყალი მოვსვი. ცოტა დავწყნარდი, უკვე გამოსახულებებსაც ვალაგებდი. - ეგ არ მომწონს- ჩაილაპარაკა თავისთვის და თვალებში ჩამაშტერდა. - ნუ დაიწყე რა..- ხელი ავუქნიე. არ მქონდა ამის ნერვები ნამდვილად. - ექიმთან წადი.- გამეცინა. გულწრფელად გამეცინა. - რა გაცინებს?- დაშტერდა. ცოტაც და შემომარტყავდა. უკვე ვხვდებოდი, მეტს ვეღარ დავმალავდი. - ანდრეა, არ იტყვი რა გემართება? - დაწყნარდი რა..- ხელი ავუქნიე, წამოვდექი და კომოდთან მივედი. კონვერტი ამოვიღე და იოანესკენ მივტრიალდი. - მე წაგიკითხო თუ შენთვითონ? ამ ყველაფერს ცოტა სიცილი დავამატე. სიტუაციის განმუხტვას ვცდილობდი, დიდად არ მანაღვლებდა ახლა რაც მოხდებოდა. სერიოზული სახით ხელიდან გამომგლიჯა. საწოლზე ჩამოჯდა და კითხვა დაიწყო. - შე ნაბო*ვარო...- ხმადაბლა მითხრა და ფურცელი გვერძე გადადო. ჩუმად მეცინებოდა მის რეაქციებზე. - რა გაცინებს, საერთოდ რომ არ უნდა ეწეოდე იცი? - ხმა შეეცვალა. სიტუაცია კარგად ვითარდებოდა. - დაწყნარდი რა. მაგისთვის არ გაჩვენე.-თვალები ავატრიალე. - წარმოდგენა მაინც გაქვს, რა შარში ხარ?!- ხმას ნელ-ნელა უწევდა, რაც უკვე მაღიზიანებდა. - ნუ, ალბათ. - გულახდილად ვუპასუხე. - ბოლოს როდის იყავი? -3 თვის წინ. ამოიხვნეშა და წამოდგა. - არ მაინტერესებს, 6ში მეთვითონ მიგიყვან. - კარგი, დედიკო- გადავიხარხარე და ფურცელი თავის ადგილას დავაბრუნე. - ვინ იცის? - დაკითხვაზე ვარ? - ანდრეა შენი ცინიკოსობის დრო არაა. - დედაჩემმა. ამოიხვნეშა და თავი გააქნია. გაბრაზებული ჩანდა. ძირითადად ან ყვირის ხოლმე, ან მარტყავს. ახლა მისი სიმშვიდე მაკვირვებდა. - არ დამარტყავ?- სიცილით ვკითხე. - კარგად მომისმინე ახლა.- მოიწია და მხარზე ხელიდამადო. - რამე რომ დაგემართოს, მე არ გაპატიებ ხომ იცი. - ნუ დამტირიხარ რა..- ხელი ავუქნიე.- ვარჯიშზე დავდივარ, მოწევას მალე დავანებებ და მორჩება. - ხო, აი მაგას ექვსში გავაკრვევთ. ახლა წავედი.- ხელი ამიქნია და კარისკენ გაიწია. ღრმად ამოვისუნთქე. - რას გარბიხარ. ყველაზე ცუდ სიტუაციაში,კუბოს არჩევაში დამეხმარები რა -სიცილის შეკავება ნამდვილად მიჭირდა. - რომ დავრჩე უეჭველია დაგარტყამ, არ მინდა. ჩამეცინა და კიბეებზე ჩავყევი გასაცილებლად. - რაღაცას დამპირდები, ძმურში?- წარბებ აწეული მოტრიალდა. - მარიამს არაფერი უთხრა. ისევ ამოიხვნეშა. - ანდრეა.. - იოანე!- ყურებამდე გავუღიმე და წარბები ავუწიე. - კარგი,კარგი. საბოლოოდ გაღიმებულმა ხელი ავუწიე და დავემშვიდობე. - რაზე საუბრობდით?- გამომიხტა ლიზა მისაღებიდან. - საშენო არაფერზე. თვალები აატრიალა და უკან გაბრუნდა. ოთახში დავბრუნდი და ექიმის ნომერი ავკრიფე. ვყოყმანობდი, თუმცა მაინც დავრეკე. - გამარჯობა ქალბატონო ნანა, ანდრეა ავალიანი გაწუხებთ. -.... - კიკი, კარგად ვარ. 6ში მოვალ. - ... - აუცილებლად დავლევ. ნახვამდის. თვალები ავატრიალე და გავუთიშე. შიგნიდან რაღაც მრღნიდა , ეს არც ფიზიკური იყო, არც მენტალური. რაღაც ახალი, ნამუს-სინდისის გრძნობა. თავი დავაქნიე, სახე ხელით მოვისრისე და მაშინვე მარიამს გადავურეკე.... *მარიამი: სანდროს დივანზე ჩაეძინა. ლილუსაც მასთან ერთად ეძინა. მეც იქვე ოთახში ვიჯექი და ტელევიზორს ვუყურებდი, როდესაც ტელეფონმა დამირეკა: -გისმენ.- თავისით გამეღიმა. - რას შვრები? - ანდრეა, რა ხმაგაქვს- წამოვიწიე, ხმა ჩახლეჩილი ჰქონდა. - არა, არაფერი.- ჩაახველა და ხმა ჩაიწმინდა- შენი ნახვა მინდა. - სანდროსთან ვარ, ახლა მართლა ვერ დავტოვებ. ხვალ გნახავ, კარგი? -კარგი. მაშინ მელაპარაკე... ...ყველაფერი უცნაური იყო, ან მე მეჩვენებოდა ასე. შუა ღამეს, ანდრეა ავალიანი და მე, მარიამ აბაშიძე, უამრავ უაზრო თემაზე ვსაუბრობდით. ხან იწყენდა, ხან ისევ თავისებური იუმორი შემოუტევდა. საბოლოოდ, როდესაც ანგარიში მასაც და მეც ამოგვეწურა ერთმანეთს დავემშვიდობეთ. *** კარგად არ მძინებია. ყოველ წვრილმანზე მეღვიძებოდა. უკვე გამთენიისას სავარძლიდან წამოვდექი და მოსაწევად აივანზე გავედი. თავში უაზრო ფიქრები ტრიალებდა. რა ხდებოდა ახლა? სანდროს მამა ავარიაში მოყვა, მე და ლილუ მასთან ვართ. ლილუს და იოანეს ყველაფერი კარგად აქვთ და მალე შეუღლდებიან, ალბათ. მე აივანზე ვარ, ვეწევი და არც კივიცი, ვარ თუ არა ანდრეას შეყვარებული. გუშინდელი ზარი ძალინ უცნაური მეჩვენა მისგან. ზარზე გამახსენდა.. ტელეფონი ჯიბიდან ამოვიღე და დედაჩემს ზარი გავუშვი.მაშინვე გადმომირეკა: - დეე.. -მარიამ, არ გძინავს? - არა სანდროსთან ვარ. ამბები მაინტერესებდა, რა ხდება? - გამოკეთდა, სტაბილურადააო ამბობენ და ალბათ ერთკვირაში გამოწერენ. - ვაიმე, რაკარგია!! სიხარულისგან წამოვიყვირე. - ხო სასწაულია, შენ დაიძინე ახლა და სანდროსაც უთხარი არ ინერვიულოს. - აუცილებლად.- გაღიმებულმა გავუთიშე. სიგარეტი ჩავაქვრე და ოთახში დავბრუნდი. სანდრიკასთან ჩავიცუცქე და ფრთხილად შევარხიე. - რა.. რა ხდება?- გიჟივით წამოხტა, ჩუმად გამეცინა და თავი გავაქნიე. - კარგადაა მამაშენი. წამოიწია და სახე ხელებით მოისრისა. - ძლივს,კარგი ამბავი. - ხო, დედაჩემს ველაპარაკე წეღან. - მოვწესრიგდები და წავალ მეც იქ..- ცალყბად თქვა და საზურგეს მიეყრდნო. წამოვდექი და მიმოვიხედე. - მისმინე.. მე სახლში წავალ, კაი? ლილუმ დამირეკოს, უთხარი რომ გაიღვიძებს. - კარგი.- თავი დამიქნია და კარებამდე გამომყვა. მანტო მოვიცვი და გადავეხვიე. - ჭკუით - ხმადაბლა ვუთხარი და კიბეები ნელა ჩავიარე. საშინლად ციოდა. საათს დავხედე, თითქმის უკვე 9საათი იყო. ღრმად ამოვისუნთქე. გზაში უამრავ რამეზე ვიფიქრე და უკვე დაახლოებით ოც წუთში ანდრეას კართან ვიდექი. ცოტას ვყოყმანობდი. ცოტა მერიდებოდა კიდეც, ასე რომ დავადექი. საბოლოოდ ზარი დავრეკე და კარის გაღებას დაველოდე. ჭიშკარი მალევე გაიღო. ეზო ჩქარი ნაბიჯებით გავიარე და ახლა კარზე დავაკაკუნე. კარი ლიზამ გააღო. დამინახა თუ არა, თვალები აატრიალა. ხალათი ეცვა, ეტყობოდა, ახალი გაღვიძებული იყო. - გამარჯობა.- ხმადავლა ვუთხარი და შევეცადე გამეღიმა, მაგრამ რამდენად გამომივიდა არვიცი. - შემოდი, შემოდი.- ხელი ამიქნია და კარს გაეცალა, რომ შევსულიყავი. ნელი ნაბიჯებით გავყევი უკან. ხმას არ იღებდა, ისედაც ეტყობოდა რომ ჩემი იქ ყოფნა არ სიამოვნებდა. - მე.. ანდრეას სანახავად მოვედი. - როგორმე მივხვდი, რომ ჩემს სანახავად არ მოხვიდოდი. გამიღიმა და სავარძელში მოკალათდა.აშკარად ავალიანის საგვარეულოს ცინიზმი გენში ჰქონდა. - ამმ.. სად არის? - სახლში არ არის. დაჯექი.- გამიკვირდა. მის პირდაპირ ჩამოვჯექი და მანტო შევიხსენი. - და სად არის?- მოურიდებლად ვიკითხე. - თქვენ შორის რა ხდება? ღმერთო! ხომ შეუძლია უბრალოდ მიპასუხოს! - სერიოზული არაფერი..- ხმადაბლა გავეცი პასუხი. - ვიღაცასთან წავიდა- სიგარეტს მოუკიდა, კვამლი ძალიან ნელა გამოუშვა და ღიმილით განაგრძო.- შუაღამეს. წარბები ავუწიე. - ასე ნუ მიყურებ, ყველაფერს არ მეუბნება.- გაიცინა და მზერა ამარიდა. - შეგიძლია დაურეკო? - ჰაჰ.არა. - ლიზა.. - გისმენ. - არაფერი.- ფეხზე წამოვდექი და კარისკენ წავედი. - ტყუილად არ მოძებნო. - ასე რატომ მექცევი?- მივუტრიალდი და თვალებში შევხედე. - სერიოზულად? ჩემი ძმის სათამაშოებს არ ვედაქალები. ხმა ჩამიწყდა. უკვე ბურთი ყელში მებჯინებოდა. - მე არავის სათამაშო არ ვარ! - სადაც იყო გავსკდებოდი. - ანუ ჯერ არ..- ჩაიცინა და ფეხზე წამოდგა. როგორ მაღიზიანებდა, უკვე ცუდად მხდიდა. მე ვცდილობდი მაინც მასთან საერთო ენა გამომენახა, ის კი.. - ალბათ ისე მოგ**ნავს, ორი კვირა ფეხზე ვერ დადგები. პირი ღია დამრჩა. მისი პირიდან ამოსულ სიტყვებს არ ვუჯერებდი. აღარაფერი მითქვამს და შოკირებული გამოვეცალე იქაურობას. სუნთქვა მიჭირდა. რისგან უკვე აღარც მე ვიცოდი. სახლში თუ არა, აბა სად იყო... მისი დის სიტყვები რას ნიშნავდა. თავი შევიფერთხე და ჩასარიცხ აპარატთან მივედი. სწრაფადვე ჩავირიცხე ანგარიშზე და იოანეს გადავურეკე. - მარიამ? - მაპატიე გაღვიძებისთვის. - რახდება? - ავალიანი მანდაა? - ა..არა. რახდება? გავუღიშე და ღრმად ამოვისუნთქე. ანდრეას გადავურეკე. გათიშული ჰქონდა. რათქმაუნდა! ქუჩაში გაურკვეველი მიმართულებით მივდიოდი და გონებაში წამებს ვითვლიდი.არც მე ვიცოდი,რატომ. ლილუს გადავურეკე: - ახლა ვაპირებდი დარეკვას. - ლილუ, ანდრეა ხომ არ შეგხმიანებია? - რომელი ჩემი ძმაკაცი ეგ ნახე, რა ხდება?! -მერე აგიხსნი. ტელეფონი ჯიბეში დავაბრუნე და იქვე სკამზე ჩამოვჯექი. იფიქრე მარიამ, იფიქრე! იდეად მომივიდა დათოსთან დამერეკა, მაგრამ სისულელე იქნებოდა. ცუდზე ფიქრს ვერ ვწყვეტდი. ავტობუსი მოვიდა თუარა, მაშინვე გავყევი და რუსთაველზე ჩამოვედი. რამდენიმე წლის წინ, მასთან ნამყოფი ვიყავი. ორიენტაცია ყოველთვის კარგი მქონდა. ძველი კორპუსის წინ ვიდექი და ვყოყმანობდი ავსულიყავი თუ არა. ფეხები ავამოძრავე და კიბეებზე ავედი. ტასოს კარებთან ვიდექი და ვერ გადამეწყვიტა დამეკაკუნებინა თუ არა. სისულელე იყო. ჩემი პარანოია ზედმეტებში გადადიოდა. თავი გავაქნიე, კარებს მოვშორდი და კიბეებზე ნელნელა ჩამოსვლა დავიწყე. საკეტის ხმა მომესმა, შემდეგ კლასელის სიცილი. გული ლამის ამომვარდა, სანამ უკან მივიხედე. ანდრეა მისი კარიდან სიცილით გამოვიდა. სანამ ელაპარაკებოდა ყურებ დახშული მივშტერებოდი და ჯერ კიდევ ვიაზრებდი, რა ხდებოდა. ანუ სწორი ინტუიციით ვმოქმედებდი.ს ჯობდა საერთოდ არ მოვსულიყავი აქ. ავალიანი კიბეებისკენ გამობრუნდა და ჩამოსვლა დაიწყო. ჩვენშორის 5 ან 6 საფეხური იქნებოდა. თავი ასწია და თვალი გამისწორა.ღიმილი მაშინვე წაეშალა სახიდან. წამით შოკირებულმა შემომხედა. რათქმაუნდა, არ ელოდა ჩემს აქ ნახვას! პირი გააღო და რაღაცის თქმა დააპირა, თუმცა მაშინვე მივბრუნდი და კიბეები რაც შემეძლო სწრაფად ჩავირბინე. თვალები ცრემლებით გამებერა. მისგან შორს უნდა გავქცეულიყავი. ფეხებს ძლივს ვიმორჩილებდი,რომ არ ჩავკეცილიყავი.პირველივე შესახვევში შევუხვიე, იმ იმედით რომ ვერ დამინახავდა. შევცდი. - მარიამ, მე.. ცრემლები მოვიწმინდე. სახე დავალაგე და მისკენ მივბრუნდი. თვალებში ვუყურებდი. აშკარაა დაბნეული იყო. - ყველაფერს აგიხსნი. უნდა მომისმინო. - აა უნდა მოგისმინო?- გამეცინა, თუმცა ეს ნერვიულ ჩაცინებას უფრო გავდა- რათქმაუნდა,უნდა მოგისმინო. - ახსნა შემიძლია. - არ მინდა მოსმენა. - მე შენთან მინდა,მარიამ. - ეგ მეორედ არ გაიმეორო! - ისევ ცრემლები მომაწვა. საჩვენებელი თითი ცხვირწინ ავუფრიალე. - მე შენთან მინდა, მარიამ! მაგიჟებდა! რათქნაუნდა ჭკუიდან მშლიდა. - შენი ერთერთი ბო*ი არვარ!- ბოლო ხმაზე დავუყვირე და ცრემლები წამსკდა. მაშინვე მოვიწმინე. არუნდა ენახა ჩემში რამდენ ემოციას იწვევდა. სახე შეეცვალა და ხმა ჩაუვარდა. თვალებში გაშტერებული მიყურებდა. ორივე ღრმად ვსუნთქავდით. თავი დავხარე და ცრემლები კიდევ ერთხელ მოვიწმინდე. გვერდი ავუარე და იქიდან წამოვედი. - დაგირეკავ. ხმადაბლა მომაძახა. უარესად გავღიზიანდი. - არ დამირეკავ! ეს ჩემი მხრიდან აკრძალვას გავდა, მაგრამ ამ შემთხვევაში ასე ჯობდა... ანდრეა*: იქვე მდგომ მანქანას ბორბალზე მთელი ძალით მივარტყი ფეხი. - ჯანდაბა! თმა ორივე ხელით ავიქექე და მანქანაში ჩავჯექი. რამდენიმე წუთში სახლში ვიყავი. მისაღებში იოანეს მოვკარი თვალი, ტელევიზორის არხებს უღიმღამოდ ცვლიდა. ღრმად ამოვისუნთქე და მივუახლოვდი. - ჩემი ძმაა- ხელი მხარზე სიცილით დავარტყი. არც კი გაღიმებია და ტელევიზორი გამორთო. - დაჯექი ახლა და შემოვლების გარეშე გისმენ. - აა მაგისთვის მოხვედი?- კისერზე ძარღვები დამეჭიმა. - რეებს აკეთებ საერთოდ? იმ გოგოს მაინც დაანებე თავი. - აპ ეგ გამორიცხე. - ხელი ავუქნიე და სიგარეტს მოვუკიდე. - შენ კიდე ეწევი? - მიქაძე,ნერვებს მიშლი უკვე თუ ხვდები?! - დაბადებიდან ეწევა და რას გააგებინებ.- ჩემი "ძვირფასი დაიკო" შემოგვიერთდა. კოლოფი ხელიდან გამომართვა და სიგარეტს თვითონაც მოუკიდა. იოანემ უკმაყოფილოდ დააქნია თავი. - რა ჩუმად ხართ?- გაიცინა ლიზამ და მიქაძის გვერდით მოთავსდა. - ხო მართლა, მარიამი იყო მოსული. ტვინში ნეირონებმა ბაგაბუგი ატეხეს. - მერე?- ვეცადე არაფერი შემემჩნია. - რა მერე, შემეცოდა და ვუთხარი რაც ხარ სინამდვილეში. სიგარეტი მაშინვე საფერფლეზე დავდე. მაჯაში ხელი მოვკიდე და უხეშად წამოვაყენე. - ჩემს საქმეში ცხვირს ნუ ყოფ! გადაიხარხარა. - მე დაგტოვებთ, თქვენ გაარკვიეთ. - ამოიბურტყუნა იოანემ და ფეხზე წამოდგა. - ზეგ ხომ იცი. 11ზე აქვარ. თვალები ავატრიალე. მანაც სახლი დატოვა. ლიზა მაშინვე დივანზე მოვისროლე. - არც კი გაბედო მასთან დალაპარაკება! - ეგეთი რთულია მასთან სექსი? უფრო და უფრო მაღიზიანებდა. შუაზე გამეგლიჯა მზად ვიყავი! - ლიზა მე გაფრთხილებ და კარგადაც მიცნობ! სახე დაასერიოზულა, წამოდგა და ვარცხნილობა შეისწორა. - იმედიმაქ მალე მოშორდება ჩვენს სახლს. - ჩემს სახლს!!- ბოლო ხმაზე დავუყვირე და ოთახში ავედი. მარიამი*: სახლში წასვლა არ მინდოდა. იქვე ჩამოვჯექი. თავს საშინლად ვგრძნობდი. მეგონა, ხუთასმა კაცმა ფეხით გამთელა. როგორ გაბედა?? გუშინ ჩემთან დღეს ტასოსთან. ვინიცის, ასე რამდენი ხანია გრძელდება.ალბათ მაშინ, რესტორანში კითხვაზე პასუხი ტასო იყო და მაგიტომ აარიდა თავი. ცრემლები მოვიწმინდე და სიგარეტი ამოვიღე. ქარში ძლივს მოვუკიდე და ნიკოტინი ფილტვებში ჩავიგუბე. ალბათ პირველი იმედგაცრუება ასეთი მწარეა. შიგნიდან დავცარიელდი. აბა რამეგონა? ჩენზე მზე და მთვარე ამოუვიდოდა?? სიყვარულიც კი არ აუხსნია. მხოლოდ ფიზიკური ურთიერთობები. საკუთარი თავი მზიზღდებოდა. ფეხზე წამოვდექი და სახლისკენ წავედი. კართან ატუზული ლილუ დამხვდა. - გავიყინე. სად ხარ ამდენი ხანი! უხმოდ ამოვიღე გასაღები და საკეტს მოვარგე. - რამე მოხდა? თვალები დავხუჭე და ღრმად ამოვისუნთქე. - გეფიცები, კიდე მკითხავს ვინმე მაგას და სახეში გავარტყამ! წარბები აზიდა და ხელები დანებების ნიშნით მაღლა აწია. ამოვიხვნეშე და მანტო გავიხადე. - სანდროს მამა რასშვრება? - რა ვიცი,კარგადაა. მთელი დღე ჯაჭვლიანს ღიმილი არ მოშორებია სახიდან. -ჰო კარგია. რამდენიმე წუთი სრულიად სიჩუმეში ვისხედით და დუმილი ისევ მე დავარღვიე. - ტასოსთან იყო. - რა?? თავი დავუქნიე. -მერე? - დაგირეკავო და არ დამირეკოთქო. ვიცი, არ დარეკავს. - იდიოტი კაცები. - შენ კიდევ გიმართლებს- გამეცინა და დაქალს გავხედე. - ძალიან მაგარი იდეა მაქვს! - აბა ლილუ გისმენ- ვეცადე, ხალისით მეპასუხა. - ვიცი ადრეა მაგრამ, ერთი კარგი მკერავი ვიცი და წამომყევი რა. თან ცოტას გახალისდები. - ბანკეტამდე მართლა ადრეა ჯერ. სხვა დროს წავიდეთ რა. - რა ბანკეტი ,მარიამ. ჯვრისწერისთვის მინდა კაბა- სიცილი ატეხა და თვალები აატრიალა. - მაშინ მაღაზიებში გავიაროთ. - ჰე ახლა, წამომყვები მკერავთან თუ არა? - წამოგყვები,ოღონდ მანამდე რამე უნდა ვჭამო. მაცივარს მივადექი და ნამცხვარი გამოვიღე. - შეჭამ? - არა, ვჭამე სანდრიკასთან. მხრები ავიჩეჩე და ჭამას შევუდექი. ორ წუთში თეფში მოვასუფთავე და აბაზანაში გავედი. თმა ზემოთ ავიწიე. კისერზე სილურჯეები ოდნავღა მეტყობოდა. ვცდილობდი მომხდარზე არ მეფიქრა. საკუთარ თავს რავ უფრო მეტ ხანს ვაკვირდებოდი, ღებინების შეგრძნება მიმძაფრდებოდა. როლინგის ყელი მაღლა ავწიე და ლილუსკენ დავბრუნდი. - წამო. ნახევარ საათში რვასართულიანი კორპუსის წინ ვიდექით. ასვლა ბოლო სართულზე მოგვიწია. - აბა გოგოებო, რომელს გინდათ? გაგვიღიმა შუახნის ქალმა და ერთერთი ითახისკენ გაგვიძღვა. ოთახს ნამდვილად ეტყობოდა, რომ სამკერვალო იყო. ნაჭრები, მაკრატლები, ნემსები და უზარმაზარი სარკე. - მე მინდა, რამე ელეგანტური და ნაკლებად გადატვირთული. მარტივად აუხსნა ლილუმ. - მოდი, გაიხადე და აქ დადექი. ანიშნა სკამზე, რომელიც სარკის წინ იდგა. ლილუმ მაშინვე გაიძრო ქურთუკი და პატარა სკამზე გაკრეჭილი ახტა. სიცილს ვერ ვიკავებდი, ისეთი ბავშვური იყო. მკერავმა ზომების აღება დაუწყო. ხან სიგრძეში გაზომა, ხან სიგანეში. - რა ფერის გინდა გადაწყვიტე?- ჰკითხა ქალმა. ლილუმ თავი გააქნია. - ღია ფერები მოგიხდება. - მაშინ თქვენზე მომინდია. - ზომები ჩავინიშნე. ხვალ მონახაზს გავაკეთებ. თუ მოხვალ განახებ.მაგრამ არამგონია მოხერხდეს. - რატომ არა?- გამიკვირდა მე. - ეს ახალგაზრდები ხომ ტელევიზორს საერთოდ არ უყურებთ- ხელი აიქნია ქალმა და განაგრძო- შტორმია გამოცხადებული, თავსხმა წვიმა და ქარები. წარბები შევჭმუჭნე. რაღაცას აშკარად აბუქებდა. - მოკლედ, დიდი მადლობა და ხვალამდე.- გამოემშვიდობა ლილუ. კორპუსიდან რომ გამოვედით,მაშინვე წვიმა დაიწყო. ორივეს სიცილი აგვიტყდა. - ეს რა ირონიაა- ამოვილაპარაკე ხმამაღლა და კაპიუშონი წამოვიფარე. - სახლში წავალ, თორემ დედაჩემს ახალი წლის მერე არ ვყავარ მგონი ნანახი.- ჩაეცინა ლილუს და სწრაფად დამემშვიდობა. გზას გაჩერებამდე ფეხით გავუყევი და სახლამდე ტაქსით მივედი. დედაჩემი სახლში დამხვდა. - კიდევ კარგი მოხვედი, უკვე ვნერვიულობდი- მომვარდა დედაჩემი და სველი მანტოს გახდაში დამეხმარა. - ლილუს გავყევი სადღაც.იქ რახდება?- ვკითხე საავადმყოფოზე და დივანზე ჩამოვჯექი. - ყველაფერი კარგადაა.- თავი ღიმილით დამიქნია.გამეღიმა. - დავიძინებ რა, თორე არ მძინებია მთელი ღამეა. - ვუთხარი ნათიას და ოთახში შევედი. ტანსაცმელი გავიხადე და ლოგინში შევწექი. საშინლად მეძინებოდა. თვალები დავხუჭე, თუმცა ხმაურიანი წვიმა და ქარის აუტანელი ზუზუნი ნერვებს მიშლიდა. გვერდი ვიცვალე, კარგად მოვთავსდი და საბოლოოდ ჩამეძინა. ანდრეა*: სახლში ყველა ოდნავ გაღებული ფანჯარა საგულდაგულოდ დავკეტე. წვიმა მეზიზღებოდა. არვიცი რატომ, მაგრამ ბავშვობიდან სულ ცუდის გაკეთების სურვილს მიჩენდა ასეთი ამინდი. ოთახში შევიკეტე და სიგარეტს მოვუკიდე. ვფიქრობდი დამერეკა თუ არა მარიამისთვის, მაგრამ იმასაც ვხვდებოდი რომ აზრი არ ჰქონდა, თან გვიანი იყო. სიგარეტი მალევე ჩავწვი და ლოგინში შევწექი. ტელეფონი ამიუზუნდა. - ხო,იოანე. - ხალისით ვუპასუხე. - ხვალ არ დაგავიწყდეს. - მამაჩემი ხარ ტო?- გადავიხარხარე. ეს ბიჭი მაგიჟებდა. - იქ რომელზე უნდა იყო? - 12ზე. - 12ის ნახევარზე მოვალ მაშინ და წავიდეთ. - ხო, სხვა გზას არც მიტოვებ. - გავუთიშე და დასაძინებლად მოვთავსდი. ერთი დაწყევლილი ვიზიტი არაფერს მიზამდა. დავაწყნარე საკუთარი თავი და შუქი ჩავაქრე. *** მარიამი*: როგორც ჩანს, კარგად გამოვიძინე. 9ხდებოდა რომ გამეღვიძა. სარკეში ჩავიხედე, ამდენი ძილისგან სახე დასიებული მქონდა. ცივი წყალი შევისხი სახეზე და უცბად გამოვფხიზლდი. - აუ, ისევ წვიმს რა.- დაბღვერილმა ფანჯარაში გავიხედე და ნათიას დავეწუწუნე. - მთელი ღამე წვიმდა, გადაუღებლად. თავი დავუქნიე. ყველაფერი ნაცრისფერი იყო და გრუხუნებდა. ჩაი გავიკეთე, პლედი შემოვიხვიე და ტელევიზორთან მოვთავსდი. ისეთი ამინდი იყო, სიამოვნებით დავიძინებდი კიდევ. - ანდრეა როგორაა? მკითხა ნათიამ. მოულოდნელობისგან ჩაი ლამის გადამცდა. - კარგად, ალბათ.- მხრები ავიჩეჩე და ცხელი სითხე მუცელში ჩავუშვი. - რამე მოხდა? - არაფერი, ცოტა ვიკამათეთ.- გავუღიმე. ვიცოდი მეტ კითხვას აღარ დამისმევდა. ტელეფონი ამიზუზუნდა. წამით გავიფიქრე რომ ავალიანი იქნებოდა, მაგრამ ლილუ აღმოჩნდა. - მარიაამ. - რა ხმა გაქვს გოგო?! - მართლაც შევშინდი. - აუ გავცივდი, სიცხე მაქვს.- წამეწუწუნა. წარმოვიდგინე დასიებული ცხვირით როგორ ატრიალებდა ქვედა ტუჩს, როგორც სჩვევია ხოლმე. - მიხედე თავს. - აუ რაღაც უნდა გთხოვო რა.. - რაიყო, მითხარი. - მკერავთან წადი და ის ნახაზი გამოართვი რა.დედაჩემი თავზე მადგას,სახლიდან არ მიშვებს. გამეცინა. - რა სულელიხარ. წავალ წავალ.- გავუთიშე სიცილით და წამოვდექი. - ლილუს რაღაც ნახაზი უნდა მივუტანო და მალე დავბრუნდები, კაი?- გადავეხვიე დედას. - არ გაცივდე მარიამ რა, თორემ ჩემი სამსახურის გადამკიდე ვერ მოგხედავ წესიერად. - არა დე, არ გავცივდები- ბავშვურად ვუთხარი და ოთახში შევედი. რაც შემეძლო თბილად ჩავიცვი. და სახლიდან გავედი. ლილუს მივწერე: "უკვე გზაში ვარ" პასუხმა არ დააყოვნა: "რომ არ მყავდე, რა მეშველებოდა" გამეღიმა და ჯიბეში დავაბრუნე ტელეფონი.გზაში საშინელი საცობი იყო. საბოლოოდ, ნახევრად სველმა მივაღწიე კორპუსამდე, ლიფტი გამოვიძახე და ბოლო სართულზე ავედი. მკერავმა დამინახა თუარა გაეღიმა. - არ მეგონა, თუ მოხვიდოდით. - ხო, ნახაზის წასაღებად მოვედი. ქალმა ისევ იგივე ოთახისკენ გამიყვანა და ხელში ულამაზესი ნახაზი მომცა. - ძალიან ლამაზია! - ამ წვიმაში დაგისველდება.- ანერვიულდა ქალი. ჯიბიდან ტელეფონი ამოვიღე და ნახაზს ფოტო გადავუღე. - ნახაზი თქვენთან დარჩეს. პატრონი თავად წაიღებს.- გავუღიმე და გასასვლელისკენ წავედი. - გადაეღო და მერე წასულიყავი. - ეს მაინც არ გადაიღებს … მხრები ავიჩევე და დავემშვიდობე.ლიფტს დავუწყე ლოდინი, მალე მოვიდა და შიგნით შევედი. ველოდებოდი, როდის ჩავიდოდა დაბლა სართულზე. რა იქნებოდა ახლა, რომ აქ მოვმკვდარიყავი? -გაჩერდი! ვუბრძანე ჩემს თავს. ღრმად ჩავისუნთქე და ფიქრები გავიფანტე. მაგრამ მალევე ჩაქვრა შუქები და ლიფტიც გაჩერდა. ეს ირონიაა?! წამოვიყვირე, მაგრამ მალევე გავჩუმდი. დავინახე, როგორ შემოასხა წყალმა ზემოდან ლიფტში. მგონი ერთი სართულიც არ ჰქონდა ჩავლილი. ტელეფონი მოვძებნე და სანდროს დავურეკე. -მიდი რა. ვუთხარი, თითქოს რამეს გაიგებდა. ახლა ლილუს ნომერი ავკრიფე, დაქალს საერთოდ გათიშული ჰქონდა. სიცხიანს უეჭველი იყო, რომ ეძინა. "დამშვიდდი და ანდრეას დაურეკე" მიკარნახა გულმა. არა! ძალიან შეშინებული ვიყავი, წყალი უკვე თითქმის მუხლებამდე მწვდებოდა. ჯანდაბას!! მისი ნომერი ავკრიფე და დავრეკე. მალევე გავიგონე მისი ჩახლეჩილი ხმა... ანდრეა*: უკვე მზად ვიყავი. წუთიწუთზე იოანე მოვიდოდა და წავიდოდით იმ დაწყევლილ ადგილას. ტელეფონმა ზუზუნი ატეხა: -გისმენთ -ანდრეა! გთხოვ მიშველე, ლიფტში გავიჭედე და ყველგან წყალია. -მარიამ? ფეხზე წამოვხტი. ხმა წყდებოდა, მაგრამ ვცდილობდი მისთვის მომესმინა. -სად ხარ? გესმის? -ანდრეა არ მესმის შენი, წყალი უფრო იმატებს. -დამშვიდდი პატარავ. მითხარი სად ხარ. "პატარავ" როდის აქეთია ასე ვსაუბრობ..საკუთარ თავთან ერთად, მასაც ვაწყნარებდი. -მკერავთან ნუცუბიძეზე. ანდრეა გესმი... -მარიამ.... ამის დედაც. ხმა ისევ წყდებოდა. მაგრამ ტელეფონი გაითიშა. -ამის დედაც! შევიგინე და ტელეფონი ჯიბეში ჩავიგდე. მაშინვე მოვიცვი ქურთუკი და სახლიდან გავვარდი. მანქანა დავქოქე და ლილუს კარებთან გავაჩერე. ძრავა არ გამითიშავს. საშინლად წვიმდა. ეს საშინელი ამინდი ნერვებს მიშლოდა. კარებზე მუშტით ბრახუნი დავიწყე. ცხვირ აწითლებულმა გამიღო. - რა ხდებ.. - მკერავი სად ცხოვრობს, დროზე მითხარი!- არ დავაცადე არაფრის თქმა. დაშტერებული მიყურებდა. დაბნეული. - სულ გაწუწული ხარ, შემოდი. - აუ ლილუ, მალე მითხარი! - ნუციბიძეზე IIმიკროში 14 კორპუსში. კარებს მაშინვე მოვშორდი. მანქანაში ჩავჯექი. გზები გადაკეტილი იყო. თავში უამრავი აზრი მიტრიალებდა. ბოლოს, როგორც იქნა მეორე მიკროში აღმოვჩნდი. ტელეფონი ამიზუზუნდა. მიქაძე რეკავდა. - სადაც არუნდა იყო, იმედიმაქვს მალე მოხვალ. - მკიდდია!! თვალებგაფართოებული ვეძებდი მეთოთხმეტე კორპუსს. როგორც იქნა ვიპოვე. მანქანიდან სწრაფად გადავედი და კორპუსსში შევვარდი. ლიფტს ვეცი. დენი არიყო. ხელებით დავეჯაჯგურე რომ გამეხსნა მაგრამ სიცარიელე დამხვდა. კიბეები მოვძებნე და ბოლო სართულისკენ დავიწყე ასვლა. მარიამი*: მციოდა, წყალი უფრო და უფრო იმატებდა ლიფტში, უკვე წელამდე მწვდებოდა. მთელი ძალით ვცდილობდი კარები გამეხანა, მაგრამ აშკარად ზეთმა გაჟონა, ხელები საშინლად მიცურდა. ლიფტში წყლით სიკვდილი? ეს ბედის ირონიაა. კიდევ ერთხელ ვეცადე გამეხსნა, თუმცა ამჯერად მაჯა გადამიტყავდა. ტკივილისგან და სიმწრისგან ერთიანად დავიკივლე. ხელი მიკანკალებდა. ცერა თითის ჩაყოლებაზე მაჯამდე წითელი სითხის გარდა ვერაფერს ვხედავდი. თვალებში დამიბნელდა. ასე ვიყავი რამოდენიმე წუთი ლიფტში, ვცდილობდი გონება არ დამეკარგა. ვაკვირდებოდი, როგორ იმატებდა წყალი და ჩემს აღსასრულზე ვფიქრობდი. უცბად გავიგე ვიღაც როგორ აბრახუნებდა ლიფტის კარებზე. -მარიამ! ხმა გამეცი. ანდრეა იყო. -ანდრეა? გავიგე მისი ნაბიჯების ხმაც. -აქაა. მესმოდა როგორ ეუბნებოდა ვიღაცას. -მარიამ დამშვიდდი, ხალხია აქ და გამოგიყვანთ. მაგრამ ჯერ უნდა დამშვიდდე, გესმის? -კარგი.. "მარიამ დამშვიდდი ანდრეა აქაა, ის შენს დასახმარებლად მოვიდა." - ვამხნევებდი საკუთარ თავს. ცრემლებს ვერ ვაჩერებდი. უფრო და უფრო მციოდა, წყალიც იმატებდა.უკვე თითის წვერებზე ვდგებოდი რომ წყალი სახემდე არ მომწვდომოდა. მესმოდა ლიფტის კარებს როგორ ეჯაჯგურებოდა ვიღაც და აი გაიღო კიდეც. იატაკიდან მინიმუმ ნახევარი მეტრით დაბალა ვიყავი. ანდრეა სულ სველი იყო, დაიხარა და ხელი გამომიწოდა. -ხელი მომკიდე სწრაფად. ვერ ვწვედებოდი ხელს. ამისთის დაბალი ვიყავი. ანდრეა ადგა და ახლა მუცელზე დაწვა, უკნიდან ვიღაცეები იჭერდნენ და ისიც თანდათან დაბლა იწევდა. თითის წვერებზე ავიწიე და როგორც იქნა მივწვდი მის ხელს.მთელი ძალით ჩავებღაუჭე დიდ მტევანს. მიუხედავად იმისა, რომ ხელი საშინლად მეწვოდა. -მისი გამოყვანა რთულია, წყალი ზეთითაა გაჟღენთილი, რაღაც მილი გასკდა. ხელი გაგისრიალდება. სამაშველო ჯგუფს დაველოდოთ. ვიღაც კაცი ეუბნებოდა მას, მაგრამ ის მაინც გამალებით ცდილობდა ჩემს აქედან გამოყვანას. -მოკეტე! - დაიღრიალა ანდრეამ -მარიამ მისმინე. ახლა გაიწიე და მე ჩამოვალ მანდ. - რა? არა!- დავუყვირე რომ გაეგო. მის ხელს არაფრით ვუშვებდი. ლიფტის კარს მივეყუდე და დავინაახე, როგორ ჩამოხტა ანდრეა წყალში. მეშინოდა, მაგრამ მაინც გამიხარდა მისი აქ ყოფნა. მისკენ მივიწიე და ძლიერად ჩავეხუტე, ვიგრძენი როგორ დახუჭა თვალები და მთელი ძალით მომეკრო, თავზე ხელი დამისვა და მამშვიდებდა. -მარიამ, ახლა ზემოთ აგწევ. ჩემ პასუხს არ დაელოდა, წელზე ხელები მომკიდა და ინერციით ზემოთ ამქაჩა. ვიცოდი სველი ტანსაცმელი უფრო მამძიმებდა. ვიღაცამ დამიჭირა და როგორც იქნა სველ იატაკს შევეხე. კედელს მივეყრდენი და ღრმად ვსუნთქავდი. შიში ბოლომდე მიპყრობდა. არა! არ იყო შიშის დრო, ანდრეა დაბლა იყო გაჭედილი. კარებამდე მივხოხდი. - გოგონი ძლივს გამოგიყვანეთ, სადღა მიდიხარ. გამაჩერა ვიღაც კაცმა. ამოვიხვნეშე. - უნდა დაეხმაროთ, როგორმე უნდა ამოიყვანოთ. შევევედრე და გვერძე გავიწიე. ვუყურებდი სამი კაცი როგორ ცდილობდა მის ამოყვანას. სუნთქვის დარეგულირებას ვერ ვახერხებდი. თვალებდახუჭული ხმებს ვუსმენდი. ძლიერი დაბრახუნების ხმაზე თვალები გავახილე. გალუმპული ანდრეა ჩემკენ მოიწევდა. მხოლოდ პერანგის ამარა იყო. მისი ქურთუკი იქვე ეგდო. აიღო და მოიცვა. ხელი მომკიდა და წამომაყენა. მაკანკალებდა, თვალებს აქეთ- იქეთ ვაცეცებდი. კიბეები ორივემ კანკალით ჩავიარეთ. სანამ გარეთ გავიდოდით, გავაჩერე. - მადლობ, რომ მოხვედი. გაეღიმა, ამოიხვნეშა, მოიწია და შუბლზე მაკოცა. მასზე ჯერ კიდევ ვიყავი გაბრაზებული, მაგრამ წყალმა ისევ დაგვაახლოვა ერთმანეთს. - წავიდეთ- ვუთხარი ხმადაბლა. ხელი მომკიდა და კორსპუსიდან გავედით. მანქანაში ჩავსხედით. დაქოქა და პასუხის მოლოდინში გადმომხედა: - ჩემთან თუ შენთან? ამოვიხვნეშე. არმინდოდა ასე მარტივად მეპატიებინა და არც ვაპატებდი. - ჩემთან დამტოვე.- ვუთხარი ისე, რომ არ შემიხედავს. თუმცა ვიგრძენი სახე როგორ დაასერიოზულა. უხმოდვე დაძრა. მანქანაში სიჩუმე ბოლოს მე დავარღვიე. - გათბობას აუწიე რა.. - გცივა? - ლოგიკურია.- თვალები ავატრიალე. მანაც ღილაკი გადაწია და მაშინვე ვიგრძენი თბილმა ჰაერმა როგორ დამიბერა. ფანჯარაში ვიყურებდი და მაინც ვფიქრობდი, რომ მისთვის არ უნდა დამერეკა. - ხედავ? ერთი დღეც ვერ გაძელი უჩემოდ. სიცილით მითხრა. ეს ბიჭი ნამდვილად ჩემ აზრებს კითხულობს! არც განვძრეულვარ ისე ამოვიხვნეშე. - იცი დამნაშავე ხარ და ხუმრობა არ გამოგივა. - მეგონა,მაპატიე. - ის რომ სიკვდილს გადამარჩინე, არ ნიშნავს პატიებას!- მკაცრად ვუთხარი და მანქანაც გაჩერდა. ჩემს სახლთან ვიყავით. უხერხული სიჩუმე დატრიალდა ისევ. მხოლოდ წვიმის ხმა გვირღვევდა მას. - მადლობ, მაინც. - რათქმაუნდა. დაბალ ხმაზე ამოილაპარა და მეც გადავედი. სირბილით მივედი კარებთან და სახლში შევვარდი. დედაჩემი სახლში არიყო. მივხვდი მეზობელთან იყო გადასული. მაშინვე გავიხადე ყველაფერი და გასარეცხად შევყარე მანქანაში. ცხელი წყალი მოვუშვი და გაყინული სხეული გავითბე. ყველაფრისდა მიუხედავად ღრმად ვსუნთქავდი და ვცდილობდი საკუთარი თავი დამეწყნარებინა. - მარიამ, მანდ ხარ? მომესმა დედაჩემის ხმა. - კი დედა.- ჩავახველე და ხმა ჩავიწმინდე. თავი საშინლად მტკიოდა და ვერადა ვერ ვთბებოდი. ბოლოს წყალსაც მოვეშვი და თბილად ჩავიცვი. ხელს დავხედე, საშინლად გამოიყურებოდა, მაგრამ არ მინდოდა ნათიას ენახა. შეძლებისგადგვარად სპირტით დავიმუშავე და გრძელმკლავიანის სახელოები დაბლა ჩამოვწიე. -წაუღე ლილუს რაც უნდოდა?- მკითხა ნათიამ თან ტელევიზორს თვალს არ აშორებდა. - ამ ხო..- ჩავილაპარაკე და ოთახში შევიკეტე. ტელეფონს ჩართვას ვთხოვდი და ვემუდარებოდი, არ გაფუჭებულიყო. მაშინვე ლილუს გადავურეკე. - ნახაზი არმაქვს მერე გამოგყვებირა.. - რა ხდება გოგო? ანდრეა გიჟივით მოვარდა და გიკითხა. - მართლა?.. გულში გამეღიმა, და მესიამოვნა კიდეც. - ხო მართლა. რამოხდა? - ლიფტში გავიჭედე, დანარჩენს მერე მოგიყვები რა. - კაიმიდი, თავს მიხედე. ტელეფონი თავის ადგილს დავუბრუნე და საწოლში ჩავწექი. საშინლად მოთენთილი ვიყავი და მალევე დამეძინა. ანდრეა*: სახლში გაყინული შევვარდი. მაშინვე გავიხადე ქუთუკი და სველი პერანგი. შარვლის ამარა ოთახამდე ავედი და შევაღე თუარა იოანე დამხვდა. - რის თქმასაც არუნდა აპირებდე, არ თქვა.- მკაცრად ვუთხარი და პირსახოცი გადმოვიღე. - ექიმთან ვიზიტი ჩააგდე ანდრეა! - ვჭირდებოდი ამის დედამოვ**ან. ვჭირდებოდი!- სველი პირსახოცი მთელი ძალით მოვისროლე გაურკვეველი მიმართულებით. - რამოხდა?- დასერიოზულდა მიქაძე - მარიამი. ღრმად ამოიხვნეშა და საწოლზე გადაწვა. - იქნებ სხვა დროს წახვიდე. - იო, არ მომეშვები?! ადგა, თავი უკმაყოფილოდ გააქნია და ოთახიდან გავიდა. საწოლზე ჩამოვჯექი და თვალები მოვისრისე. ყველაფერი მე რატომ მემართებოდა?! რატომ მე! საშხაპეში შევედი და სანამ წყალმა თავი არ მომაბეზრა, არ მოვშვებივარ. თბილი როლინგი გადავიცვი და ცოტახნით საწოლს დავუბრუნდი. იოანეს გადავურეკე. - ჩემ მაგივრად აიღებ ვიზიტს? - რა?- შევატყვე დაიბნა. თვალევი ავატრიალე. სამწუხარო იყო ახლა რომ ვერ მხედავდა. - ექიმთან. წამოვალ ნებისმიერ დროს. - მზემ გამოანათა ანდრეა?- სიცილით მკითხა. - მზე არ ვიცი, გამირკვიე ეგ. ამოვიხვნეშე და კომოდთან მივედი. სიგარეტი ამოვიღე და გავაბოლე. ღერი ღერზე, მაინც ვერ ვწყნარდებოდი. დროზე რომ ვერ მიმესწრო? რამე რომ მოსვლოდა? რა ჯანდაბას ვემსგავსებოდი! საფერფლე მოვნახე და სიგარეტი ჩავწვი. ჩქარი ნაბიჯებით ჩავედი დაბლა, ქურთუკი მოვიცვი და მანქანაში ჩავჯექი. მარიამი*: - გაიღვიძე მარიამ.. მესმოდა ნათიაას ხმა და ჯერვკიდევ ვერ გამეგო, სიზმარი იყო თუ რეალობა. შემდეგ მხრებზე ხელების შეხება ვიგრძენი და თვალები გავახილე. დედაჩემის შეწუხებულ თვალებს შევხედე და ლოგინიდან წამოვიწიე. მაშინვე თავბრუ დამეხვა. - რახდება? - სულ ოფლიანიხარ, მგონი სიცხეგაქ- ანერვიულებული მადებდა შუბლზე ხელს და აღარ იცოდა, რა გაკეთებინა. - დაწყნარდი დედა. დავაწყნარე დედაჩემი, მაგრამ ფეხზე წამოვდექი თუარა მაშინვე დავჯექი. თავი მისკდებოდა. -თერმომეტრს მოვიტან- გაიქცა ნათია. თვალები დავხუჭე და წამოვწექი. ყველაფერი იმ წყეული ლიფტის ბრალი იყო. - გამომართვი- გამომიწოდა თერმომეტრი. -ჩაის გამიკეთებ?- საცოდავი თვალებით ავხედე. თავიდამიქნია და ოთახიდან გავიდა. საშინლად მცხელოდა. ვჰრძნობდი,ოფლი როგორ მასხამდა. თვალებდახუჭული, ღრმად ვსუნთქავდი. - მარიამ. არა! ოღონდ მოლანდებები არა. ის აქ არარის. თვალები გავახილე და ანდრეა დავინახე. ციევცხელებას თავისი გვერდითი მოვლენებიც ჰქონია... - მეჩვენებ, ხო? ხმადაბლა ვკითხე. თავი გააქნია და მომიახლოვდა. - სიცხე გაიზომე? - როდის აქეთია ზრუნავ? - იმისთვისაც კი ცუდად ხარ, რომ გაბრაზდე. ამოიხვნეშა და თერმომეტრი ამომაცალა. უკან დაიწია და ამასობააში ნათიაც შემოვიდა. - რამდენია? კითხა ანდრეას და ჭიქა ტუმბოზე დამიდგა. - 39.7 - რა? ხმა ჩაუვარდა დედაჩემს. მე ხმასაც ვერ ვიღებდი. ანდრეა არვიცი, გამოსახულებებს ძლივს ვალაგებდი. - სასწრაფოს დავურეკავ. - დედა არა!- მკაცრად ვუთხარი როგორც შემეძლო. თვალები სიცხისგან მეწვოდა. - არაფერია, გაუვლის. მესმის ექიმების სიძულვილი.- ჩაიცინა ნაცნობმა ხმამ. თვალები ვჭყიტე, რომ გამოსახულებები დამელაგებინა. დედაჩემი პირში რაღაც წამალს მტენიდა. არაფერი მიკითხავს უხმოდ გადავყლაპე და ბალიშს დავუბრუნდი. - თუ წინააღმდეგი არ ხართ, ამღამ მე მოვუვლი, თქვენ დაიძინეთ.- მესმოდა ავალიანის თავაზიანი ხმა. ნელნელა ბგერებიც დამეკარგა. დედაჩემის პასუხი ვერ მოვისმინე, ან უბრალოდ ჩამეძინა. ამას ძილი არ ერქვა, ვგრძნობდი ხან მციოდა,ხანაც მცხელოდა. ყველანაირ დისკომფორტს ვგრძნობდი. უბრალოდ თვალების გახელა მიჭირდა. *** შუაღამეს ,საძაგელმა ხმაურმა გამომაღვიძა.დამავიწყდა,რომ ანდრეა ჩემს ოთახში იყო. როგორ ვამთავრებთ ყოველთვის, ერთად ყოფნით?მაგრამ,ყველაზე მნიშვნელოვანი-საიდან მოდის ეს მომაბეზრებელი ხმა? ხმას გავყევი და შარვლის ჯიბესთან მიმიყვანა. რა თქმა უნდა,ვიღაც ურეკავს ! ზარი შეწყდა,როდესაც ჩემს საწოლთან დავბრუნდი. თავბრუს ხვევით ავცოცდი და დაკვირვება დავიწყე. რა მშვიდი და ლამაზია,როდესაც სძინავს... არავითარი კოპები და შეკრული წარბები,არავითარი შეწუხებული გამომეტყველება,არავითარი გაოცება მის ვარდისფერ,პრიალა ტუჩებზე...ამოვიოხრე და გადავტრიალდი. რატომ დარჩა?! მე ხომ ვეჩხუბე. ტელეფონმა რეკვა დაიწყო ისევ.საწოლიდან გადმოვედი და შევეცადე ჯიბეში ხელი ჩამეყო. -რას აკეთებ?-ამოიდუდუნა. უკან დავიხიე. -ტელეფონი გირეკავდა,რამაც გამაღვიძა.-მიუხედავად იმისა,რომ ოთახში მარტო ჩვენ ვიყავით,ჩურჩულით ამოვთქვი სიტყვები. ჩუმად ვადევნებდი თვალს,როდესაც გრძელი თითები ჯიბეში ჩაყო,იქიდან ტელეფონი ამოიღო და უპასუხა. -რა?-უხეშად უთხრა.რამდენიმე წამის შემდეგ თვალები გადაატრიალა და ხელი შუბლზე მიირტყა. -დღეს არ დავბრუნდები. მეგობრის სახლში ვარ.-მეგობრები ვართ? რა თქმა უნდა არა.უბრალოდ ვიღაცას,ვინც ტელეფონზე ესაუბრება უბოდიშებს თუ, რატომ არ დაბრუნდება უკან.უხერხულად ჩამოვჯექი. გავსწორდი და ახლა უკვე მეორე ფეხზე დავეყრდენი. -არა,ჩემს ოთახში ვერ შეხვალ. შენთვითონაც იცი. ახლა ისევ დაძინებას ვაპირებ ასე,რომ აღარ გამაღვიძო.ჩემი ოთახი კი ჩაკეტილია და დრო ტყუილად არ დაკარგო.-ყურმილი დაკიდა.ხმა არ ამომიღია. ცუდ ხასიათზე იყო და არ მინდა ის აღმოვჩნდე,,ვიზეც ამ ბრაზს ანთხევს.. -ბოდიში,რომ ჩემმა ტელეფონმა გაგაღვიძა.-წყნარად მომმართა. -მოდი ჩემთან- გამიშალა ხელები. პატარა ბავშვივით მოვთავსდი მის მკერდზე და თვალები დავხუჭე. მისი ტუჩები შუბლზე ვიგრძენი. - სიცხემ დაგიწია, მაგრამ მაინც გექნება. თავს როგორ გრძნობ? როდის აქეთია ასეთი მზურველია? თუ მე მეჩვენება... - მცხელა, მთლად კარგად ვერვარ- არ დავუმალე და ხმადაბლა ვუთხარი. - ლიზა იყო.- მისი ხმის ოთხმაგ ვიბრირებასვგრძნობდი. ამოვიოხრე და საწოლზე გადავწექი, ანდრეამ ოდნავ გამიღიმა, თითქოს იმის ნიშნად,რომ მიმიხვდა რასაც ვფიქრობდი . ლიზაზე რა თქმა უნდა ! მუცელში,გაოცებისგან და სიხარულისგან რაღაცამ დამიარა,რადგან ავალიანმა სახლში წასვლას ჩემთან ერთად ყოფნა არჩია. -არ მოგწონს, ხომ ასეა?-ჩემკენ გადმობრუნდა. თავი გავიქნიე. -არა.მაგრამ,გთხოვ მას არ უთხრა.კონფლიქტი ან თინეიჯერული დრამა ნამდვილად არ მინდა.-შევეხვეწე. -არ ვეტყვი. ის არც მანაღვლებს.-ამოილღლუღა.თვალები გადავატრიალე. - ჰო, ტასოც არ განაღვლებს-როგორც მინდოდა,ისეთი სარკასტული ტონით გამომივიდა. -არ მომწონს. უფრო სწორად, მხიარულია და ყველაფერი. მაგრამ,მომაბეზრებელია.-აღიარა,რამაც უფრო ძლიერი მუცლის გვრემა მომგვარა, ვიდრე რამდენიმე წუთის წინ. -შესაძლოა,ასეთი ურთიერთობა უნდა გაწყვიტო მასთან.-შევთავაზე. მეორე მხარეს გადავბრუნდი,რომ ჩემი სახე არ დაენახა. -გავწყვიტავ, მაგრამ ნუ მეგრუზები. -არა.ის ვიგულისხმე,რომ თუ მომაბეზრებელია ამის გაკეთებას რატომ განაგრძობ?-პასუხის გაგონება არ მინდოდა მაგრამ,მაინც ვკითხე. -დაკავებული რომ ვიყო, ალბათ... თვალები დავხუჭე. ანდრეას და ტასოს ურთიერთობაზე საუბარი იმაზე მტკივნეული ყოფილა,ვიდრე მეგონა. -მოდი,ჩემთან დაწექი.-მისმა ხავერდოვანმა ხმამ,ეჭვიანობის ფიქრები გამიფანტა. -არა. -კარგი რა. უბრალოდ დაწექი.უკეთესად მძინავს,როდესაც ჩემთან ხარ.-მის აღიარებაზე წამოვდექი,რომ სახეზე შემეხედა. -რა?-ვერ დავმალე მისი სიტყვებით გამოწვეული გაკვირვება.მართლა იგულისხმა თუ არა ეს სიტყვები,მნიშვნელობა არ აქვს,შიგნიდან მაინც დავდნი. -უფრო კარგად მძინავს,როდესაც ჩემთან ხარ.გასულ კვირას იმაზე უკეთესად დავიძინე, ვიდრე მთელი ცხოვრების მანძილზე.-თვალებით კონტაქტი გაწყვიტა და დაბლა დაიხედა. -ღამემშვიდობისა ანდრეა- ზურგი ვაქციე.თუ ნებას მივცემ,ასეთი რამეების თქმას გააგრძელებს და, ბოლოს როგორც ყოველთვის,მის მკლავებში აღმოვჩნდები. -რატომ არ გჯერა ჩემი?-დაიჩურჩულა. -იმიტომ. -ბავშვი ხარ რა. გავიგონე,როგორ დაიჭრაჭუნა ჩემმა საწოლმა.თვალები დავხუჭე. თითის წვერები ნაზად და რბილად ჩამომისვა მკლავზე. ზურგით მომეკრო და მიმიხუტა. მის გულისცემას ვგრძნობდი, სუნთქვასაც. -რამე ისეთი მითხარი, რაც სიცხეს დამავიწყებს..- ვუთხარი ჩურჩულით და გავიტრუნე. ანდრეა პასუხს იგვიანებდა, რაც მას სრუილიად არ ახასიათებდა. დავიჯერო ასე მალე დაიძინა? გონებაში ხუთამდე დავითვალე და საკუთარ თავს ველაპარაკებოდი. 5-ახლა გეტყვის რომ უყვარხარ. 4 -ამ ყველაფრის დასრულებამდე სამი წამი დარჩა. 3-უკვე თვალები გეხუჭება და ნელნელა იძინებ 2-ანდრეა არ გეტყვის რომ უყვარხარ. 1- შენ თვითონ გიყვარს. მისი წყნარი გულისცემა წამებში სწრაფი იქცა, არვიცი... მას შემდეგ არაფერი არ მახსოვს. - მიყვარხარ. ვიცი, დადება შემაგვიანდა. მაგრამ მენდეთ, მეც ადამიანი ვარ :დ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.