შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პირველის ნახევარი /2


2-12-2019, 14:28
ავტორი Margo Tokyo
ნანახია 624

ყველაფერი დაიწყო იმით, რომ დავიბადე ერთ ჩვეულებრივ, არაფრით გამორჩეულ, გაურკვეველი ფიქრებით სავსე არსებად.
სიმართლე გითხრათ, არასდროს ვიცოდი, რა იყო ჩემი მისია ამ ცხოვრებაში,
ფიქრი კი, ჩემს უსაყვარლეს საგნად იქცა იმ ასაკიდან, როდესაც რაღაცების რეალურად აღქმა დავიწყე.
ხშირად მიჩნდებოდა კითხვა, ვინ ვიყავი, რა მინდოდა.
მქონდა საშინლად ცვალებადი ხასიათი,
შემეძლო რამდენიმე წუთი გაუჩერებელად სიცილი,
და ზუსტად სამ წამში,
გაუჩერებელად ტირილი.
თუმცა, დადებითი თვისებაც მქონდა,
გამაჩნდა უნარი,
უსიამოვნო სიტუაციიდანაც სიამოვნების მიღების.

***

ანერვიულებულმა შევაბიჯე კაბინეტში და როგორც ნერვიულობისას მჩვევია, თითების მტვრევა დავიწყე. მთელი ჩემი არსებული და არარსებული ძალები მოვიკრიბე, რათა თავი კარგად დამეჭირა...
ჯანდაბა!
- გამარჯობა, - რაც შემეძლო თამამად ვთქვი და კაბინეტის კარი დავკეტე.
- დაბრძანდით, თქვენ ალბათ ქეთა..? - თავი ამოყო საბუთებიდან და თბილი ღიმილით გადმომხედა. უნდა ვაღიარო, საერთოდ არ ეტყობა ასაკი... - დაბრძანდით.
- დიახ, ქეთა პირველი. - ვუთხარი და მის პირდაპირ ჩამოვჯექი.
- ძალიან კარგი, - მითხრა ღიმილით, - ზურა კობახიძე.
- სასიამოვნოა... - ჩავილაპარაკე დაბალი ხმით. თვალებს დაბნეული ვაცეცებდი და უხერხულობისგან, მგონი ცეცხლიც წამეკიდა.
- მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, გადავწყვიტე რამდენიმე სტუდენტი ავიყვანო და სხვადასხვა სფეროში გავანაწილო კვალიფიკაციის ასამაღლებლად. მე კი დამხმარე მჭირდება, უამრავი საქმე მაქვს და ამის გამო, ხშირად მიწევს ქალაქის და ქვეყნის დატოვება.
ჩემი არ ყოფნის დროს, ძირითადი, იურიდიული საქმე თქვენ უნდა შეასრულოთ... - მითხრა მშვიდი ხმით და ჩემ გვერდით მდგომ შავგვრემანს ახლა გადახედა. ეს გოგო მალე ჩემს აჩრდილად იქცევა... - და ხო, მართლა, მე ახლა შეხვედრაზე მეჩქარება და შენ მოვალეობას, დეტალურად აგიხსნის კატო.- თქვა მხიარულად და ფეხზე წამოდგა.
- დიახ, რა თქმა უნდა... - თქვა უცებ კატომ და უცნაური ღიმილით გადმომხედა. მადლობა ღმერთს, რომ იმდენად ემოციური არ ვარ, ყველაფერი სახეზე მეწეროს, თორემ დღესვე გამაგდებდნენ აქედან!
- ჩვენ დაგტოვებთ, - რამდენიმე წუთის შემდეგ უთხრა და შავი თმის სწორებით წავიდა კარისკენ. მეც სწრაფად წამოვდექი და უკან მივყევი.
როგორ... როგორ მაღიზიანებს!
- მოკლედ... - ჰ-ჰ, დაიწყო კიდეც... - მეგობრული რჩევით დავიწყებ, გოგოებს სამდივნოდან, არ დაუმეგობრდე და კიდევ, ზურას მოადგილეს არ გაეკარო, საშინელი მექალთანეა და თან ცოლიც ჰყავს. შარშან, კომპანიის იუბილეზე, ცოლმა პირველი სართულის გოგოსთან წაუსწრო საპირფარეშოში და იქ ისეთი ამბავი ატყდა, მთელი ორი კვირა, კაცი ძებნაში იყო. ნუ,როგორც ხდება ხოლმე, ცოლს შეურიგდა და ის გოგო სამსახურიდან წავიდა. მოკლედ, შარია რა! - დაასრულა თუ არა, ალმაცერად ამათვალიერა, თითქოს ის პირველი სართულის გოგო მე ვიყავი... უკვე საშინლად დამღალა, მისმა „მეგობრულმა რჩევებმა“ .
- კატო, მე ჩემი მოვალეობა მაინტერესებს და არა უსარგებლო ინფორმაციები.- იმდენად კატეგორიული და მომთხოვნი ტონით ვუთხარი, ვგონებ სამუდამოდ გადავიკიდე!
არასდროს მიყვარდა, საქმეს არასერიოზულად რომ ეკიდებოდნენ და სწორედ ამის გამო, ბევრ რამეზე ვთქვი უარი.
არაფერი უთქვამს, ერთი გადმომხედა, რაღაც ჩაილაპარაკა და ტანის რხევით წავიდა ლიფტისკენ.
მოიცა, ჩემი მოვალეობები?! ეს გოგო სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, გიჟია და მე კიდევ, ენას ვერ ვაჩერებ!

*

მართალია, კატოსთან ურთიერთობა ვერ დავალაგე, მაგრამ ჩემი მოვალეობების ახსნა მაინც მოვთხოვე. ახლა კი, ვზივარ ჩემს პატარა კაბინეტში, რომელიც ზედმეტად ნათელიც კი არის. თეთრი კედლები და ცისფერი ნივთები, საოცარ სიმშვიდეს ქმნის ჩემს გონებაში. დიდი მინის ფანჯარა თავისი ულამაზესი ხედით კი, წამში მოხიბლავს ნებისმიერს და აქედან გასვლა არც მოუნდებათ. თუმცა, შავგვრემანის და კიდევ რამდენიმე გოგოს ფეხსაცმლის კაკუნი, საშინლად მიშლის ნერვებს და ჩემს სიმშვიდეს არღვევს! სადღაც ორი საათია, ჩემ პატარა კაბინეტში ვარ შეკეტილი და მონაცემები კომპიუტერში გადამაქვს, მეტად საპასუხისმგებლო საქმეა, რადგან რამე რომ შემეშალოს, სამსახურსაც დავკარგავ და ჩემი პროფესიით, ახალი სამსახურის დაწყების პერსპექტივასაც.

ჩემი საოცარი სიმშვიდე, კატოს წიკვინმა და მეტად დანაზებულმა ხმამ დაარღვია. რომელიც ვიღაცას ეუბნებოდა რომ ბატონი ზურა აქ არ არის და მეორე კაბინეტში, მისი ახალი დამხმარეა... მოიცა, რაო?! ამის თქმა და ჩემი კაბინეტის კარის გაღება ერთია.
იმდენად მოულოდნელი იყო, რომ ადგილზე შევხტი და ფეხის ტკივილისგან გამოწვეული ხმები ვერ შევიკავე.
განრისხებულმა გადავხედე კარში მდგომ სუსტ სხეულს, ზუსტად ისეთი სახით, ჰერკულესში გაბრაზებულ ჰადესს რომ აქვს.
- მამიკოს ახალი ნაშ... - დაიწყო,მაგრამ აღარ დაასრულა. თუმცა, ისევ ისეთი ირონიული და თავხედური ღიმილით მომაშტერდა.
- უკაცრავად?! -ეს სიტყვები იმდენად მაცოფებს, რომ გამწარებული ხელებს ერთმანეთს ვუჭერ და თვალებით რაიმე ნივთს ვეძებ, რისი სროლაც შესაძლებელი იქნება. ჩემს კაბინეტს სწრაფად გადავავლე თვალი, თუმცა, სასურველი ობიექტი რომ ვერ ვიპოვე, ბოლოს ისევ მას გავხედე.
- კაი, ტო, რა გაგიჭირდა ასეთი, ამ ახალგაზრდა გოგოს. - აგრძელებს და თან ჩემ ცეცხლწაკიდებულ სახეზე ხარხარებს! ყოველგვარი ნებართვის გარეშე მოდის და ჩემ პირდაპირ ჯდება. ღმერთო, რა თავხედია!
- ნიკოლოზ კობახიძე, - რამდენიმე წუთის შემდეგ მშვიდდება და მეცნობა. ისეთი სერიოზული სახით წარმოთქვა სახელი და გვარი, თითქოს ორი წამის წინ, სრულიად სხვა პიროვნება ხარხარებდა.
- ბატობი ზურას შვილი.. გასაგებია, - ჩავიცინე და ამჯერად მე ავიკარი ირონიული ღიმილი.
- კი, ბატონი ზურას, - თქვა სიცილით და სიტყვა „ბატონი“ გამოკვეთა. - მიდი, ეხა, მითხარი, დიდიხანია ერთად ხართ? - ამბობს თუ არა, ჭარხლის ფერი მედება და ჩემ ხელში მოქცეულ კალამს, ისე ძლიერად ვუჭერ რომ ტყდება. დამშვიდდი! ქეთა, დამშვიდდი!
- შენ... შენ თავი ვინ გგონია?! - ვკითხე აღშფოთებულმა და წამში გამხიარულებულს, წარბაწეულმა გადავხედე.
- ვინ და 'ბატონი' ზურას შვილი, - ამბობს და ისევ ეცინება. ამჯერადაც გამოკვეთა სიტყვა „ბატონი“.
- ეგ ჩემი შეურაცხყოფის უფლებას არ გაძლევს! - იმდენად ვიყავი გაბრაზებული რომ მერწმუნეთ, ნამდვილად შემეძლო მისი მოკვლა, რა თქმა უნდა, წამებით.
- უკვე შენობით მომმართავ?! ძაან კაი, უფრო გაგვიადვილდება ურთიერთობა. - ამბობს ირონიულად და მხოლოდ ახლა აღვიქვამ მის გარეგნობას, ხმას, მოქმედებას. სწრაფად ვეშვები ფიქრებში და ჩემი ასეთი უეცარი სიმშვიდე აბნევს.
- რაზე ფიქრობ, ლამაზო? - მკითხა ისე, რომ ჩემი სახისთვის მზერა არ მოუშორებია.
- მეცნობი. - არ დავუმალე ჩემი ფიქრები, ამაზე კი უარესად ახარხარდა.
- შენ? მე?! - მკითხა სიცილით, - ალბათ სიზმრიდან, - მითხრა რამდენიმე წამის შემდეგ და სიგარეტს მოუკიდა. სკამზე გადაწვა და გაბრწყინებული მზერა მომაპყრო. სერიოზული შოკი მქონდა ამ ამოუცნობი სიტუაციით.
ადამიანი, რომელსაც პირველად ვხედავ, მთელი თავისი ირონიით ცდილობს ჩემს გამწარებას და ვერ ვხვდები, როგორი რეაქცია უნდა მქონდეს.
ერთადერთი რისი სურვილიც მკლავს, ეს რაღაც ბლაგვი საგანის ჩარტყმაა, ისე რომ again ავტომატურად ჩაირთოს მანამ, სანამ გონს არ მოეგება.
არასდროს ვყოფილვარ ნერვიული, ყოველთვის შემეძლო საკუთარი თავის კონტროლი, ნებისმიერ სიტუაციაში, თანაც ჩემი სიმშვიდე და დიპლომატიური საუბარი კოზირი მეგონა აქამდე, რომელსაც ხალხის გასამწარებლად ვიყენებდი,
და ახლა რა ხდება... ვიღაც იდიოტს ჭკუიდან გადავყავარ.

- აქ არ ეწევიან! - იმდენად დაბნეული ვიყავი, რომ რაც მოვიფიქრე, ეგრევე ვუთხარი, მან კი ისეთი სახით გადმომხედა, ლამის ჩემი სიტყვები უკან წავიღე.
- რამდენი წლის ვარო? - ჩემი ვითომდა მკაცრი, უაზრო სიტყვები დააიგნორა და ისე მკითხა, ვითომ მე ვუყურებდი წამის წინ, სერიული მკვლელის თვალებით.
ნუ, თუმცა, მოდი ვაღიაროთ, რომ ნამდვილად ვუყურებდი...

- ეგეთი არაფერი მითქვამს.
- ჰოდა, ახლა იტყვი, - მითხრა „რა პრობლემაა" სახით და მხრები აიჩეჩა.
- რავი, 50-ის. - ვუთხარი ღიმილით.
- მე უფრო მეტს მოგცემდი...- ჩაილაპარაკა დანანებით.
- არც მე დაგაკლებდი!
- კაი, ეხა, ეგეთი საუბრები სახლში! - ისევ ირონია.
ამ წამს, ჩემი გული სალტოებს კი არ აკეთებდა, არამედ გაიძახოდა «გამიშვით,უნდა მოვკლა!»
- ჰა, რამდენის ხარ, თქვი! შენ თავს ვფიცავარ, არ გაგიბაზრებ.
- შენზე ორჯერ პატარა, ნიკოლოზ! - ნამდვილად არ ვაპირებდი დამეთმო.
- დიდიხანია სოსკა გადააგდე?
ჯანდაბა, ყველაფერზე პასუხი აქვს!
- 20-ის.
- მიყვარს მიხვედრილი გოგოები. - მითხრა და მეორე ღერი სიგარეტი ამოაძვრინა.
- რატომ შემოვარდი კაბინეტში? - ვკითხე მას შემდეგ, როცა მივხვდი რომ ხმის ამოღებას არ აპირებდა.
- რავი, ყველა შენზე ლაპარაკობს, მეთქი ვნახავ, ვინაა ეგეთი... დიდი არაფერი. - ამიხსნა და თან თვალი უსირცხვილოდ ამაყოლა.
- აქ მუშაობ?
- ღმერთმა დამიფაროს! - თქვა სიცილით, - კაი, ვსო, წავედი. ვეცდები თავი არ მოგანატრო, მაგრამ უკვე გენატრები, პატარავ, - მითხრა კართან მდგომმა.
- იდიოტი, - ჩავილაპარაკე ჩემთვის და წამის წინანდელი პოზიტიური განწყობა, ნაგავში მოვისროლე და დაბღვერილი სახით გავაგრძელე ჩემი საქმე.

*

კაფეში, ყველა საინტერესო ინფორმაციის გაცვლის შემდეგ, ხალხზე დაკვირვება გადავწყვიტეთ. ნუ, მართალია, მე მხოლოდ პროცესი მართობდა, თუმცა ეკაკო და ნატაშკა, სერიოზულად იყვნენ ჩართული, ამ მეტად საჭირბოროტო თემის განხილვაში.
- რომელი პლანეტიდან არიან? - იკითხა საცოდავად ეკაკომ და სევდიანი თვალებით დახედა წვენით სავსე ჭიქას.
- პლანეტა „სიმპათიური ბიჭები“ ან პლანეტა „მუცელში პეპლები ამიფართხალდა“, - ჩაილაპარაკა ნატაშკამ, იმდენად სევდიანი ხმა ჰქონდა, რომ მთელ ხმაზე გადავიხარხარე, მაგრამ ამ უკანასკნელმა ისეთი მიჩქმიტა, ლამის სული ამომაძრო.
- პლანეტა კი არა, ვიცი ვინც არიან, - ზუსტად 15 წუთი, დაწვრილებული თვალებით აკვირდებოდა ეკაკო, ბოლოს როგორც ჩანს ამოიცნო რომელიღაცა და გახარებულმა წამოიყვირა. - აი, იმ ბიჭის, თეთრი მაისური და პერანგი რომ აცვია, მარჯვენა ხელზე შავი საათი, - მანამ გვიხსნიდა, სანამ არ დაგვანახა სასურველი ობიექტი, - ჰოდა, ეგ ბიჭი და ჩემი ბიძაშვილი, ერთად იყვნენ, მერე რაღაც მოხდა რა და მაკო ავსტრიაში წავიდა. ხშირად ვხედავდი ჩემ უბანში.
- შერლოკის უსარგებლო ვერსია, - შევაფასე ეკაკოს მოღვაწეობა და მის კოპებშეკრულ სახეზე გამეცინა.
- შენ კიდე, ნუ დამაგლიჯე ხორცი, თორემ ვიტყვი ვისთან ერთად დაგინახე... - გადავულაპარაკე ნატას, მაშინ როცა, ეკაკოს თვალები და გონება ბიჭებისკენ იყო მიმართული.
- ვერ გიტან, - სიმწრის ღიმილით მითხრა და გაიცინა, ისე თითქოს ძალიან სასიამოვნო ამბავი ვუთხარი.- კაი, მორჩა! აღარ გაიხედოთ, თორე ბანძები ვეგონებით. - თქვა უცებ ეკაკომ და «ხოდა, რას გეუბნებოდი» მზერით გადმოგვხედა. მე კიდევ, თვალები ავატრიალე და კმაყოფილი სახით მჯდომ ეკაკოს, განრისხებულმა გადავხედე. ჩვეულებრივი აფერისტი იყო ბავშვობიდან!
უცებ, კაფის კარი ხმაურით გაიღო, ზურგით მჯდომმა ეკაკომ, აღარ მოისურვა უკან გახედვა, ხოლო მე გარკვევით დავინახე არც მეტი, არც ნაკლები, ნიკოლოზ კობახიძე და კიდევ ერთი ჩემთვის უცნობი ბიჭი.
სიცილით შემოვიდნენ და ყველა მოკვდავის მზერაც შემოიყოლეს.
იმდენად გამაღიზიანა მისმა დანახვამ, მოსალოდნელი განხილვის მოსმენა საერთოდ არ მინდოდა. რა თქმა უნდა, როგორც გოგოების მზერით განებივრებულ ბიჭებს შეეფერაბათ, აქეთ არც გამოუხედავთ, პირდირ ბიჭებისკენ წავიდნენ.

მხოლოდ წამით გავხედე კუთხეში მჯომს, ბიჭებს რაღაცაზე ელაპარაკებოდა და თან იცინოდა. ისე იცინოდა, როგორც მაშინ და ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს მე დამცინოდა. კიდევ უფრო გავბრაზდი, ის დამცირება რომ გავუტარე და საკადრისი პასუხი არ გავეცი.

- წავიდეთ, რა. - ვუთხარი გოგოებს, ნატა ეგრევე დამთანხმდა, ეკაკომ შეწინააღმდეგება სცადა, მაგრამ ნატამ ისეთი მზერით გადახედა, ზედმეტი სიტყვების თქმაც არ დაგვჭირვებია.
სწრაფად გადავიხადეთ და წამოვედით. ნატას მანქანით ავიარეთ ჩემი ქუჩა და ვგრძნობდი, როგორ მიჩქარდებოდა პულსი... ადრენალინის გრძნობა და თითქმის აფეთქებული გულისცემის ხმა!
უცნაური, საშინლად უცნაური გრძნობა დამეუფლა...
ვგრძნობდი, რომ რაღაც მიხაროდა, მაგრამ ამ სიხარულის გრძნობა მაშინებდა.
- ნინას დავურეკოთ, რა. - წამოიყვირა უცებ ეკაკომ. ეს მე მეგონა რომ წამოიყვირა, თორემ ჩვეულებრივად თქვა. სწრაფად გავფანტე ფიქრები და მანქანიდან გადავედი.
- დავურეკოთ, ხო. - ვუთხარი და გამეცინა. როგორც კი ავედით, ნატაშკამ და ეკაკომ ნინას დაურეკეს, მე - პიცას.
20 წუთში, ზარის ხმაც გაისმა, ეკაკოს შეძახილები დავაიგნორე და გასაღებად გავედი. ქერა გოგო იდგა, პიცით ხელში, ფორმაც ეცვა. სწრაფად მომაჩეჩა ხელში
-გემრიელად მიირთვით, - თქვა და კიბისკენ დაიძრა.
- მოიცა, ფული..?
- გადახდილია, - მომაძახა ღიმილით და სწრაფად გაუჩინარდა. მე კი, ვიდექი გახევებული, პიცით ხელში. ბოლოს ისევ ეკაკოს ხმამ გამომაფხიზლა და შემოვედი.
პიცას დავხედე და მასზე დაკრული თეთრი ფურცელი ავიღე.
"პირველის ნახევარზე იფიქრე, პირველო."
მორჩა!
ისევ ამირია ფიქრები...


ამ ქალაქში, ასეც ხდება, ვიღაცას ვიღაცა უყვარდება...ძალიან უყვარდება!



----
მდაჰ...
საინტერესოა თქვენი აზრი ისტორიასთან დაკავშირებით.



№1  offline წევრი დარინა

მიხარია შენი დაბრუნებაა, უკვე ძალიან მომწონს თავხედი ნიკოლოზ კობახიძეე, ჩემი ბრალი კი არ არის სულ ასეთ პერსონაჟებზე როვ ვაფრენ, იმედია შენი წინა ისტორიასავით ნაღვლიანი არ იქნებაა, მე უკვე მომწონს ისტორიის დასაწყისიი. წარმატებები საყვარელო და ველი შემდეგ თავს.

 


№2 სტუმარი სტუმარი პირველი

ვაიმეეეე უკვე ვაფრენ ნიკოლოზზე,
მახსოვს შენი წინა ისტორიაც და ძალიან მიყვარს!!ესეც რაღაც კარგი ჩანს❤️❤️❤️

 


№3  offline წევრი Margo Tokyo

დარინა
მიხარია შენი დაბრუნებაა, უკვე ძალიან მომწონს თავხედი ნიკოლოზ კობახიძეე, ჩემი ბრალი კი არ არის სულ ასეთ პერსონაჟებზე როვ ვაფრენ, იმედია შენი წინა ისტორიასავით ნაღვლიანი არ იქნებაა, მე უკვე მომწონს ისტორიის დასაწყისიი. წარმატებები საყვარელო და ველი შემდეგ თავს.

მე ის მიხარია, თქვენ რომ გიხარიათ და გახსოვართ! heart_eyes
კი, ნიკოლოზი ზედმეტად badass პერსონაჟი გამოვიდა, თუმცა მისი რეალური სახე მალე გამოჩნდება. :D
ეს ისტორია ნამდვილად არ იქნება ნაღვლიანი, პირიქით. grin

სტუმარი პირველი
ვაიმეეეე უკვე ვაფრენ ნიკოლოზზე,
მახსოვს შენი წინა ისტორიაც და ძალიან მიყვარს!!ესეც რაღაც კარგი ჩანს❤️❤️❤️

ნარცისი ნიკოლოზი ფრიად ბედნიერია! relieved
ძალიან მიხარია ასეთი შეფასების წაკითხვა. heart_eyes kissing_heart

 


№4  offline წევრი დარინა

Margo Tokyo
დარინა
მიხარია შენი დაბრუნებაა, უკვე ძალიან მომწონს თავხედი ნიკოლოზ კობახიძეე, ჩემი ბრალი კი არ არის სულ ასეთ პერსონაჟებზე როვ ვაფრენ, იმედია შენი წინა ისტორიასავით ნაღვლიანი არ იქნებაა, მე უკვე მომწონს ისტორიის დასაწყისიი. წარმატებები საყვარელო და ველი შემდეგ თავს.

მე ის მიხარია, თქვენ რომ გიხარიათ და გახსოვართ! heart_eyes
კი, ნიკოლოზი ზედმეტად badass პერსონაჟი გამოვიდა, თუმცა მისი რეალური სახე მალე გამოჩნდება. :D
ეს ისტორია ნამდვილად არ იქნება ნაღვლიანი, პირიქით. grin

სტუმარი პირველი
ვაიმეეეე უკვე ვაფრენ ნიკოლოზზე,
მახსოვს შენი წინა ისტორიაც და ძალიან მიყვარს!!ესეც რაღაც კარგი ჩანს❤️❤️❤️

ნარცისი ნიკოლოზი ფრიად ბედნიერია! relieved
ძალიან მიხარია ასეთი შეფასების წაკითხვა. heart_eyes kissing_heart

აი მინდა რომ ნიკოლოზმა ქეთას ყველა მოთმინების ძაფი გაუწყვიტოს ისე გააგიჟოს რომ ბიკოლოზის იქეთ სხვას ვეღარავის ხედავდეს, დარწმუნებული ვარ რომ მშვენივრად იცოდა ვინც იყო კაბინეტში შესვლამდე და სპეციალურად უშლიდა ნერვებს.

 


№5  offline წევრი Margo Tokyo

დარინა
Margo Tokyo
დარინა
მიხარია შენი დაბრუნებაა, უკვე ძალიან მომწონს თავხედი ნიკოლოზ კობახიძეე, ჩემი ბრალი კი არ არის სულ ასეთ პერსონაჟებზე როვ ვაფრენ, იმედია შენი წინა ისტორიასავით ნაღვლიანი არ იქნებაა, მე უკვე მომწონს ისტორიის დასაწყისიი. წარმატებები საყვარელო და ველი შემდეგ თავს.

მე ის მიხარია, თქვენ რომ გიხარიათ და გახსოვართ! heart_eyes
კი, ნიკოლოზი ზედმეტად badass პერსონაჟი გამოვიდა, თუმცა მისი რეალური სახე მალე გამოჩნდება. :D
ეს ისტორია ნამდვილად არ იქნება ნაღვლიანი, პირიქით. grin

სტუმარი პირველი
ვაიმეეეე უკვე ვაფრენ ნიკოლოზზე,
მახსოვს შენი წინა ისტორიაც და ძალიან მიყვარს!!ესეც რაღაც კარგი ჩანს❤️❤️❤️

ნარცისი ნიკოლოზი ფრიად ბედნიერია! relieved
ძალიან მიხარია ასეთი შეფასების წაკითხვა. heart_eyes kissing_heart

აი მინდა რომ ნიკოლოზმა ქეთას ყველა მოთმინების ძაფი გაუწყვიტოს ისე გააგიჟოს რომ ბიკოლოზის იქეთ სხვას ვეღარავის ხედავდეს, დარწმუნებული ვარ რომ მშვენივრად იცოდა ვინც იყო კაბინეტში შესვლამდე და სპეციალურად უშლიდა ნერვებს.

რა თქმა უნდა!!
უჰ, ისეთებს გაუჩალიჩებს, ჯერ სად არის ????????❤️❤️

 


№6 სტუმარი სტუმარი თაკო

ძალიან მაგარია მალე დადე რაა???

 


№7  offline წევრი Margo Tokyo

სტუმარი თაკო
ძალიან მაგარია მალე დადე რაა???

მადლობა! <33333
მესამე თავი დევს და მეოთხეც მალე დაიდება heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent