შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქარს გატანებული წერილები (6)


2-12-2019, 17:51
ნანახია 953

---
ნოდარ ავაზნელი ქალაქგარეთ მდებარე ერთ-ერთი საწყობის ოთახში იჯდა და სატვირთო მანქანების შემოსვლის და გასვლის თარიღებს მოუსვენრად ამოწმებდა. აშკარა იყო, თავის ახალი სატკივარი გასჩენოდა, რომელიც ჭიასავით უღრღნიდა გულს და გაფიქრებაც არ უნდოდა რა დაემართებოდა, საქმე რომ წარმატებით არ დაგვირგვინებულიყო.
-რა ხდება, ნოდარ?- გაკვირვებული სახით მიაკითხა გოგი ხავთასმა არც თუ ისე სანიმუშოდ მოწყობილ ოთახში, რომელიც ქვეყნის შავი ეკონომიკის აღორძინების და არაერთი არალეგალური საქმის მოგვარების მომსწრე გამხდარიყო, თან აქეთ-იქით იყურებოდა, რომ დარწმუნებულიყო, მისი იქ მისვლა უსაფრთხო იყო და არანაირ პრობლემას არ შეუქმნიდა მომავალში.
-თამამად შემოდი. საწყობში მხოლოდ დაცვა და ორი მძღოლია, სანდოები არიან,- ფეხზე წამოდგა და ისე მიეგება.
-რაშია საქმე? გამარკვიე,- შუბლშეჭმუხნული ჩამოჯდა მაგიდასთან და ფაილში ჩაწყობილი ფურცლებისკენ გაექცა თვალი.
-საზღვარზე ხუთი სატვირთო დააკავეს. მაგარ შარში ვართ.
-ქართულმა მხარემ?
-ჰო.
-სად იყო ჩვენი კაცი?
-იქ იყო, მაგრამ ვერ დაგვკვრიშა, ჩაშვებულები ვართ.
-ახლა რა მდგომარეობაა?
-რა მდგომარეობა უნდა იყოს? ნარკოტიკია აღმოჩენილი სატვირთო მანქანების სამალავებში, ხოლო მძღოლები პოლიციას ჰყავს აყვანილი. თუ ალაპარაკდნენ, მოხაზული გვაქვს და ეგ არის.
გოგის სახე შეეცვალა:
-შენ როგორ ფიქრობ, ვისგან შეიძლება მოდიოდეს ეს ამბავი?
-ჩვენ მხოლოდ ერთი მტერი გვყავს, გოგი. ლოგიკურად გაჰყევი ეჭვებს და ერთ წერტილამდე მიხვალ.
-მაგის დედას შევე*ი! სანამ ზოგ-ზოგიერთებივით ტვინს არ გავასხმევინებთ, მანამ არ მოგვასვენებს ეგ გნიდა კაცი!- კბილები გაახრჭიალა ხავთასმა.
ნოდარმა ამოიხვნეშა და ხელში მოქცეულ ფურცლებს დაუწყო ყურება.
-რამდენის ზარალია?-კვლავ გააგრძელა ხავთასმა.
-საკმაოდ ბევრი,- ფურცლები მიაწოდა, რომ თავადაც დარწმუნებულიყო.
როგორც კი თანხის ოდენობას დახედა, მეტყველების უნარი დაკარგა და ცოტა ხანი დასჭირდა გონზე მოსასვლელად:
-მდაა! სრული ქაოსია. ვნახავ, აქედან რისი გაკეთება შემიძლია.
-შენ რა გენაღვლება? ყველაფერში ჩემი სახელი ფიგურირებს,- ცალყბად ჩაეცინა ნოდარს და სიგარეტის ღერს მოუკიდა.
ამ სიტყვების გაგონებაზე გოგი გავეშებული ხარივით მივარდა ნოდარს და პერანგის საყელოთი მისკენ მოქაჩა:
-კარგად მომისმინე და დაიმახსოვრე! აი იმ გლავნს თუ ვუღალატეთ და ეს ზარალი არ ავანაზღაურეთ, არ აქვს მნიშვნელობა საბუთებზე შენი სახელი ეწერება თუ ჩემი, ორივეს ჯერ ოჯახის წევრებს რიგ-რიგობთ ამოგვიხოცავს და მერე ჩვენც ცოცხლად ჩამოგვატყავებს. ასე, რომ ორივე ნეხვში ვართ და როგორც შენ ნერვიულობ, ასევე ვნერვიულობ მეც. გაიგე?!
-ნუ ღრიალებ და ხელები გასწიე!- თვალები დაუბრიალა ნოდარმა.
ხავთასს წამიერმა აფეთქებამ გადაუარა, პარტნიორს ხელი გაუშვა და გულაჩქარებულმა გამოგლიჯა ოთახის კარი.
-სად მიდიხარ? ლაპარაკი ჯერ არ დაგვიმთავრებია,- ხელები გაშალა ავაზნელმა.
გოგი ოდნავ წელში მოიხარა, გაფითრებული სახე დამანჭა და გულზე მოიკიდა ხელი.
-რა გჭირს, ტო?- შეეშინდა ნოდარს.
-არაფერია, გამივლის,- ჯიბიდან აბები ამოიღო და მშრალად, წყ*ლის გარეშე ჩაიდო პირში.
რამდენიმე წუთში უკეთესად გახდა და სალაპარაკო მაგიდას დაუბრუნდა:
-მე და შენ ამ ჭაობში მაშინ ჩავეფალით, როცა ჩვენი ოჯახები ერთამანეთს შვილებით დავაკავშირეთ. ასე, რომ გვინდა თუ არა, აქედან ვერცერთი ვეღარ დავაღწევთ თავს და კიდევ ერთი, ვიდრე ჩემზე რამეს იტყვი, პირი გამოირეცხე, კარგად გაიხსენე რამდენი წუპაკი საქმე დამიფარავს შენი სახელის გადასარჩენად და ვინ იცის, კიდევ რამდენის მიჩქმალვა მომიწევს,- ეს თქვა, ქუდი დაიხურა და კარი გაიხურა.
-სატვირთო მანქანის მძღოლებზე რას ვაკეთებთ?- უკან დააწია სიტყვა ავაზნელმა.
-დარდი გაუშვი, საკუთარ თავზე აიღებენ. შენ ის იფიქრე, ჩამორთმეული ტავარის ზარალი იმას როგორ ავუნაზღაუროთ,-გვერდულად მოხარა კისერი და იმ პიროვნებაზე მიანიშნა, ვისთანაც უკვე მუშაობის მრავალი წლები აკავშირებდათ.
ოთახში მარტოდ დარჩენილი ნოდარი ჩაკეტილ უჯრას ეცა, იარაღი ამოიღო და საწყობის ტერიტორია დატოვა.

---
ორი კვირის თავზე მე-12ა კლასის დამრიგებლის ორგანიზებით სკოლის შესასვლელთან ლეიკემიით დაავადებული გოგონასთვის კლასელების მიერ ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საბოლოო გეგმის მიხედვით, ხელნაკეთი ნივთების, საკვების გაყიდვა და მუსიკალური გაფორმებით დადგმული წარმოდგენა შედიოდა. წარმოდგენას მელანი და ანას ძმა მართავდნენ, სადაც ერთი ქანდაკების როლს ასრულებდა, ხოლო მეორე ფლეიტით იდგა და მოლი მალონზე დაწერილ მელოდიას უნაკლოდ ასრულებდა. წინასწარ დაანონსებული ღონისძიების შესახებ ბევრს ჰქონდა ინფორმაცია და უამრავმა დახმარების მსურველმა მოიყარა თავი. სკოლის დირექტორი ამაყად უყურებდა მომავალი თაობის მიერ წამოწყებულ კეთილ საქმეს და იმედს იტოვებდა, რომ მსგავსი სახის მხარდამჭერითი აქციები მასშტაბურ ხასიათს მიიღებდა „Opened World”-ში. საქმეთა მმართველი კამერით დადიოდა, სკოლის საიტზე ასატვირთად, საინტერესო კადრებს აფიქსირებდა და წინასწარ ალაგებდა აზრებს, რა სახის ინფორმაციული ტექსტი დაერთო მათთვის. რატი და მისი მეგობრები ხალხთა რიგებში დადიოდნენ და სიტუაციას აკვირდებოდნენ. რამდენიმე წუთით ავაზნელი ქანდაკებად ქცეულ მელანის ჩამოუდგა და თავიდან ბოლომდე აათვალიერა. რამდენიმე წუთი იდგა მასთან და თვალს არ აცილებდა. ფარულად იხიბლებოდა მისი მსახიობური ოსტატობით და არც მის ლამაზ, მოშიშვლებულ მკერდს დაუტოვებია გულგრილი, რომელიც ძალიან მაცდურად გამოიყურებოდა.
-ახლა მე ამ ქანდაკებასთან მივალ და როცა განიშნებ, სურათი გადამიღე,- რატიმ სანდროს გახედა და გონებაში გავლილი მზაკვრული იდეით აღტაცებულს თვალები სხვანაირად გაუბრწყინდა, მერე გაშეშებულ მელანისთან მივიდა, გვერდით დაუდგა, ხელი მკერდზე დაადო, მოხერხებულად ნაზად ჩაუძვრა თითებით, მუჭში მოიქცია და მაგრად მოუჭირა. სწორედ იმ დროს სანდროს ტელეფონმაც ჩაიჩხაკუნა და თავმომწონედ ცერა თითით ანიშნა, რომ შესანიშნავი კადრი გამოვიდა.
-Ouch! - ტკივილისგან გამწარდა ვუდი, - მაპატიე, მანო, მაგრამ ამის სითავხედეს საზღვარი არ აქვს, ამაზე თვალს არ დავხუჭავ,- გაიფიქრა და დიდი ძალისხმევით შეიკავა თავი, რომ ავადმყოფი გოგონას სახელისთვის პატივი ეცა, წარმოდგენა არ ჩაეშალა და ბოლომდე მიეყვანა, თუმცა იმ წამს ძალიან უნდოდა, გაჰკიდებოდა და დამსახურებული პასუხი გაეცა.
ანას ძმამ ფლეიტაზე დაკვრა შეწყვიტა, რატის მიუახლოვდა, რაღაც გადაულაპარაკა და გაცეცხლებული სახით უკან დაბრუნდა. ავაზნელს წარბიც არ შეუხრია, ძალიან მშვიდად გააგრძელა სკოლის წინ სეირნობა და ღონისძიებით ტკბობა.
საქველმოქმედო აქციის დასრულებისთანავე მელანიმ სკოლის შენობას მიაშურა, ტანსაცმელი გამოიცვალა, ოქროსფრად შეღებილი სახე და სხეულის დანარჩენი ნაწილები წყლ*ით ჩამოიბანა და ღონისძიების ადგილს დაუბრუნდა. რატი და მისი მეგობრები ჯერ კიდევ იქ იყვნენ და რაღაცას ბჭობდნენ, როდესაც რატის გაავებული მივარდა და ხალხის წინაშე სილა გააწნა:
-ეს იმისთვის, რაც გააკეთე!
ავაზნელმა ამწვარ ლოყაზე ხელი დაისვა და გოგონას სერიოზული და გაოგნებული სახით ჰკითხა:
-და რა გავაკეთე?
-კიდევ მეკითხები?- სიბრაზისგან ანთებული თვალებით მიაჩერდა ვუდი.
-ჰო, რა გავაკეთე?
-აბა, დაფიქრდი!
-თუ იმაზე ბრაზობ, რომ მოლი მალონს მკერდზე შევეხე და მის ქანდაკებასთან სურათის გადაღება მოვისურვე, ამაში არაფერია საწყენი და მითუმეტეს, გასაბრაზებელი. იმდენად პერფექტო შესრულება იყო, წამით დავფიქრდი კიდეც დუბლინში ხომ არ ვიმყოფებოდი.
-დამცინი, არა?
-როგორ გეკადრება? პირიქით, შეგაქე,- ბოროტულად ჩაეცინა ბიჭს და გააგრძელა:- აბა, გაიხსენე რას აკეთებენ ტურისტები მოლის ქანდაკებასთან?
მელანის თვალებში ცრემლი ჩაუდგა.
-კარგი, ისევ მე გავცემ ამ კითხვას პასუხს. ისინი მასთან მიდიან, მადისაღმძვრელ მკერდს ბედნიერი სახეებით ეხებიან და პოზიორობენ. იგივე გავაკეთე მეც.
-მაგრამ მე მოლის ქანდაკება არ ვარ, მსახიობი ვარ, რომელიც მისი ქანდაკების როლს ვირგებდი.
-რა მნიშვნელობა აქვს? ხომ გეუბნები, იმდენად ჩინებული მსახიობობის ნიჭი გამოავლინე, შევცდი, მომეჩვენა, რომ ნამდვილი ქანდაკება იყავი და შევამოწმე თვალი ხომ არ მატყუებს-მეთქი.
-თუკი დედამიწაზე რამე არაადამიანური თვისება არსებობს, ყველაფერმა ერთად შენში მოიყარა თავი და ნამდვილ მახინჯი სულის არსებას დაგამსგავსა,- გული ამოუჯდა მელანის და ღაწვებზე მდუღარე ცრემლები წამოუვიდა.
თემომ და სანდრომ ატირებული ვუდის დანახვაზე თავები დახარეს. ავაზნელი ცივად შესცქეროდა, ოდნავადაც არ შეუწუხებია სინდისს.

---
კოჯრის ტყეში, იქ სადაც ვერავინ მოიაზრებდა, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ლევან ბერაძე ნოდარ ავაზნელს შეხვდებოდა, ზუსტად დანიშნულ დროს გამოცხადდა:
-მიყვარს პუნქტუალური ხალხი, ბატონო ლევან,- ხელი ჩამოართვა ნოდარმა ახლადმისულს.
-აქ რატომ დამიბარე?
-ჩვენ ისეთი ამბავი უნდა მოვაგვაროთ, კაბინეტი ამ საკითხს არ მოუხდებოდა,- ნოდარ ავაზნელმა ჯიბიდან იარაღი ამოიღო და შუბლზე მიაბჯინა.
-ეს არ გააკეთო, თორემ მწარედ ინანებ.
-მართლა? რაღაც არა მგონია.
-იარაღი დაუშვი და გირჩევ, ჩემთან მოლაპარაკებაზე წამოხვიდე.
-რომ არ წამოვიდე, რას მიზამ? -მტკივნეულად აჭერდა რკინის იარაღს.
-შეუშვი შენს თავში, რომ ჩემი გავლენა ბევრად მეტია მთავრობის ზედა ეშელონებში, ვიდრე გოგი ხავთასის. დროა, შეიგნო, ვინც ამინდს ქმნიან, მათთან პირდაპირ გავდივარ და არა ჩერეზ ვიღაცეებით.
-დაგბრიდავ შენი!
-მე თუ რამე მომივა, კარგად დაიმახსოვრე, არც შენ ოჯახს დაადგება კარგი დღე,- ჩაეცინა ბერაძეს,- მთელი მაკომპრომიტირებელი მასალა სანდო ადამიანების წყალობით ტელევიზიებში და პრესაში იფრიალებს და მერე ვეღარც გოგი ხავთასი და მისი გავლენიანი წრე, ვეღარც შინაგან საქმეთა მინისტრი და ვეღარც მამა ღმერთი გიშველის. პატარა ჭიანჭველებს ისეთ მსუყე ლუკმას დაანახებენ, მისი მიტაცების წყურვილით სიამოვნებით აფუთფუთდებიან. მერე რაღას იზამ? რამდენს მოიშორებ შენი ბინძური ხელებით? ყველას ამოჟლეტ?
სწორედ იმ დროს ავაზნელს მობილურზე ტექსტური შეტყობინება შეუვიდა.
-ეკრანს დახედე,-გამყინავად ჩაეცინა პრემიერ-მინისტრს,-შენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია მაქვს.
ნოდარმა ჯიბიდან მობილური ტელეფონი ამოიღო და შეტყობინებას დახედა. გაგზავნილ სურათზე გამოსახულ ტიტეს პირი ჰქონდა აკრული და სკამზე თოკებით იყო მიბმული.
-გეგონა, ლევან ბერაძე იმდენად სულელი იყო, ასე, ცარიელი ხელებით აქ წყნარად შეგხვდებოდა?- გადაიხარხარა ახალგაზრდა მამაკაცმა,-ძალთა ბალანსი დაცულია, ახლა ბეს სახით ორმოცდაათი ათასი დოლარი მოჯ*ვი, თორემ თუ ნერვებმა მიმტყუნეს, შენს შვილს ყველაზე სასტიკ სიკვდილის განაჩენს გამოვუტან და მის ცოცხლად დამარხვას პირდაპირი ტრანსლაციით გაყურებინებ.
-რამდენს ითხოვ შენი სიჩუმისთვის?-იარაღი დაუშვა ნოდარმა.
-ეს ლაპარაკი უფრო მომწონს,-კმაყოფილება დაეტყო ბერაძეს,- ყოველ შემოტანილ რეისზე ღირებულების ათ პროცენტს.
-მოსულა. მისამართი და დრო მითხარი, სად მოვიდე შვილის წასაყვანად და თანხის გადმოსაცემად.
-ცოტა ლოდინი მოგიწევს, ყველაფერს მოგწერენ, ბატონო ნოდარ,- თავი დაუკრა და მანქანაში ჩაჯდა.
მარტოდ დარჩენილი ნოდარი ფიჭვის ხესთან ჩამოჯდა, უამრავი აზრით გადატენილი თავი ხის მერქანს მიადო და გამოსავლის მოძებნაზე ფიქრობდა. ამ ეტაპზე სხვა გზა არ ჰქონდა, მორიგ მარცხს უნდა შეჰგუებოდა და ამიტომ შვილის სიცოცხლისთვის პრემიერ-მინისტრთან იძულებით გარიგებას სწორ ნაბიჯად აფასებდა, მაგრამ იყო რაღაც, რაც მისი და გოგი ხავთასის დაშვებული შეცდომის გამო, შექმნილი პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში, კიდევ უფრო დიდ განსაცდელს უმზადებდა და სწორედ ეს აშინებდა.

---
რატი ავაზნელი სკოლის პარალელურ ქუჩაზე ახალი კორპუსის მიმდინარე მშენებლობის ეზოში იდგა და ანას ძმას ელოდებოდა. ხუთი წუთიც არ გასულა, როდესაც გააფთრებული სახით მომავალი ახალგაზრდა ყმაწვილი წინ ჩამოუდგა:
-რამდენის უფლებას აძლევ შენს თავს?!
-მაინც რამდენის?- უშიშრად მიუახლოვდა ავაზნელი.
-რისი ღირსი ხარ, თუ ხვდები?
-რისი აბა?-აგდებულად მიმართა.
ამის თქმა იყო, თავი ვეღარ შეიკავა გიო მებურიშვილმა და რატის მუშტი გაუქანა. ავაზნელმა ცხვირიდან წამოსული სისხლი მოიწმინდა და საპასუხო რეაქციით გალომებული მივარდა:
-შენი დედა მოვტ*ან!
ბიჭები ერთმანეთს გამეტებით ურტყამდნენ და ხელჩართულ ბრძოლაში უშვერი სიტყვებით კიდევ უფრო ახელებდნენ ერთმანეთს.
-რა დღეში ხართ?- მოულოდნელად გამოჩენილმა ვუდმა ისეთ ხმაზე იკივლა, საკუთარმა ხმამ თვითონვე შეაშინა.
არმატურაზე გადაწოლილ მებურიშვილს მივარდა და რატის მოქნეული მუშტი ჰაერში გააშეშებინა.
-გეხვეწები, გიო. თუ ოდნავ მაინც პატივს მცემ, შეწყვიტე და გამომყევი,- ემუდარებოდა გოგონა.
-საიდან მოგვაგენი?- ქოშინით ჰკითხა მებურიშვილმა.
-არა აქვს მნიშვნელობა. ძალიან გთხოვ, ჩხუბი დაამთავრეთ.
-მელანოს უმადლოდე, რომ ცხვირ-პირი კარგად არ გაგიერთიანე. ის, რომ ტიტე ავაზნელის შვილი ხარ, სხვებისგან განსხვავებით, მე ნაკლებად მაინტერესებს და მეორეჯერ რამეს აწყენინებ ამ გოგოს და ასე იოლად ვეღარ გადამირჩები.
-შემთხვევით მელანო ხომ არ ჩაგქრის გულში?- ორივეს ცინიკურად გადახედა ავაზნელმა.
-რასაც გეუბნები, გაითვალისწინე, თორემ მერე გვიანი იქნება!
-ვაიმეეე, როგორ მეშინია შენი მუქარის, სად გავიპარო, აღარ ვიცი.
-ფუ, შენი!-ქვას წამოავლო ხელი მებურიშვილმა.
-გიო!- ხელებში მივარდა მელანი.
ბიჭი გოგონას განწირულმა კივილმა მყისვე შეაჩერა და მოძალებული ენერგია შორს გასროლილ ქვას გაატანა.

---
მოულოდნელად გამქრალი ტიტეს ბედი ნოდარ ავაზნელის და გოგი ხავთასის გარდა არავინ იცოდა.
-ღმერთო ჩემო, ასე მოულოდნელად სად უნდა წასულიყო?- ცრემლები ახრჩობდა საყვარელი მამაკაცის გაუჩინარების გამო თეკოს.
-პაპამ ვერაფერი შეიტყო?-არანაკლებ ნერვიულობდა რატიც.
-არა. უკვე ყველგან დავრეკეთ, ყველა უწყება ავაწრიალეთ, მაგრამ...- ვერ მშვიდდებოდა ქალი.
-ჯანდაბა!
-იმას რომ რამე მოუვიდეს...
-რას ბოდავ?- სიტყვა გააწყვეტინა რატიმ.
-მის დაკარგვას ვერ გადავიტან,-დაწყებული წინადადება დაასრულა და სლუკუნს უმატა.
რატიმ ვეღარ გაუძლო სახლში შექმნილ დაძაბულობას და საგონებელში ჩავარდნილი, იქაურობას დროებით გაეცალა.
-რატი, იცოდე ბებიაშენს არაფერი უთხრა. პაპაშენი ამ ამბავს უმალავს. ისედაც ცუდად არის და რომ გაიგოს, კარგი დღე არ დაადგება მის ჯანმრთელობას,-გარეთ გაჰყვა თეკო.
-დაწყნარდი, ვერაფერს გაიგებს.
-სად მიდიხარ?
-სახლში შედი. მალე დავბრუნდები,- უკანმიუხედავად უთხრა და მანქანაში ჩაჯდა.

---
შუაღამე იყო, როდესაც ტიტე ავაზნელი ლევან ბერაძის ხალხმა მამამისს შეპირებული ფულის სანაცვლოდ შვილი გადასცა.
-კარგად ხარ, შვილო? რამე ხომ არ დაგიშავეს?- შეშფოთებული სახით ათვალიერებდა სახეზე გატეხილ ტიტეს.
-კარგად ვარ,- ხელები მოაშორებინა მამაკაცს.
ნოდარ ავაზნელმა საღ-სალამათი შვილის დანახვაზე შვებით ამოისუნთქა:
-წამოდი, სახლში წაგიყვან.
-ვინ იყვნენ?
-შენ არ გეხება. ბიზნესთან დაკავშირებით მომხდარი გაურკვევლობა იყო.
-მე არ მიკითხავს რატომ გამიტაცეს. ვინ იყვნენ?- კვლავ გაუმეორა კითხვა.
-ლევან ბერაძის ხალხი.
-როდემდე უნდა გქონდეს ამ ბინძურ საქმეებში ხელები ჩაყოფილი? იქამდე, სანამ ერთ მშვენიერ დღეს ყველას არ ამოგვხოცავენ?
-შენ ნუ ერევი. ყველაფერს მოვაგვარებ.
-რას ჰქვია ნუ ვერევი? ათასჯერ მაინც მითქვამს, რომ დაანებე არალეგალურ ბიზნესს თავი. გეყოფა, რაც მთავრობაში მოსული თაობები ამდიდრე.
-სამწუხაროდ უკვე გვიანია. მე რომც თავი დავანებო, ამ საქმეში ჩაბმული ხალხი არ მომეშვებიან. შენ არ იცი შავი კანალის ამბები.
-რა ვქნათ? მშვიდად დაველოდო ხვალ-ზეგ ჩემ შვილამდეც როგორ მივლენ? ნუთუ ვერ ხვდები, რომ თითოეული ჩვენგანი ბომბზე ვზივართ?
-გპირდები, არცერთს არ მოგიწევთ, ჩემს გამო, რამეზე პასუხი აგოთ.
-ამის დედაც! იპოვე გამოსავალი და მოშორდი მაგ სისხლის მსმელებს! -გაშლილი ხელის გული დაარტყა მანქანის კაპოტს.
-დამშვიდდი და დაჯექი მანქანაში, - დინჯად უთხრა ნოდარმა.
-რა დამამშვიდებს?
-დღეს გაიგე, რომ მამაშენი ამ ბიზნესშია?
-ისე არა ქნა, რომ გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან გადავიხვეწო. კარგად დაიმახსოვრე, შენს ბიზნესს არასოდეს გადავიბარებ და არასოდეს ჩავუდგები სათავეში. როგორც გინდა, ამ წუმპიდან ამოდი!
-გითხარი, რომ შეუძლებელია და რაც შეეხება ჩემი ბიზნესის გადაბარებას, ყველაფერს ისე ვაკეთებ, მე რომ რამე დამემართოს, შენ არ შეგეხებიან და არაფერს გაიძულებენ.
-ჰო, ძალიან დაინახავ მაგას,- კბილებში გამოსცრა და მანქანის კარი გამოაღო.

***
თეკომ სახლში დაბრუნებული ტიტე რომ დაინახა, მეტისმეტი სიხარულისგან აღტკინებულ ბავშვს დაემსგავსა. მამაკაცმა მაშინვე შვილი მოიკითხა. ქალისგან რომ ვერაფერი გაიგო, მობილურ ტელეფონზე გადაურეკა. რატიმ იმ წამსვე უპასუხა და შეპირდა, რომ მალე დაბრუნდებოდა, თუმცა ადგილსამყოფელი დაუმალა.
-ხედავ? მამა გამოჩნდა და მაშინვე მომიკითხა. მართალია ნამეტანი დიდი სითბოთი და ყურადღებით არ გამოირჩევა ხოლმე, მაგრამ შენსავით ცივი და უგულო არ არის. მაპატიე, ისევ ვერ მოვდივარ შენს საფლავთან, კვლავ შორიდან გიყურებ და დღემდე ვერ ამომიხსნია, ასე რატომ მომექეცი,- შორს მდგომმა რატიმ თავისთვის ჩაიჩურჩულა და დედამისის საფლავს გვერდი აუარა.

---
მესამე სართულზე განთავსებულ ერთ-ერთ ოთახში შეიჭყიტა და ერთმანეთში მოსაუბრე მასწავლებლები რომ დაინახა, მოწიწებული მისალმების შემდეგ ბატონი თენგიზი იკითხა.
-ვინ ბრძანდებით, გოგონა?- ჰკითხა ერთ-ერთმა დაბალი ტანის, გამხდარმა ქალბატონმა.
-მე მელანო ვუდი გახლავართ, თეატრალურ წრეზე მინდოდა ჩაწერა. გავიგე, მთავარი როლისთვის კანდიდატს ეძებენ, ბატონ თენგიზს ტელეფონით უკვე ველაპარაკე და დღეისთვის ვყავდი დაბარებული.
-პირდაპირ და მარჯვნივ . მეც ახლავე შემოვალ, მუსიკალური ხელმძღვანელი ვარ,- გაუღიმა რუსიკო კვარაცხელიამ.
-სასიამოვნოა,-თავი დაუკრა გოგონამ და მითითებული მიმართულებით წავიდა.
დარბაზში ბნელოდა. პატარა სცენა ოდნავ მბჟუტავი პროექტორებით განათებულიყო. დეკორაციები მაყურებელს ძველი თბილისის ეზოში აგრძნობინებდა თავს. ორი მოხუცი მეზობელი ფანჯრებიდან გადმოყუდებულიყვნენ და ერთმანეთში ტკბილად საუბრობდნენ. ერთ-ერთი მოხუცის როლს რატი ავაზნელი ასრულებდა:
-დედა რომ წავიდა, ჩემი ბავშვობაც სწორედ იქ დასრულდა.
-არ ვარგა. „დედა რომ წავიდა“ ,-აქ იდუმალი ხმა უნდა ჩანდეს, რომ მაყურებელი ინტერესში ჩააგდო რისი თქმა გინდა. „ჩემი ბავშვობაც სწორედ იქ დასრულდა“-აქ კი ერთი ტონით დაბალი და ნაღველით სავსე სიტყვები მინდა. ხელმეორედ დაიწყე,- სცენის წინ იჯდა რეჟისორი და ავაზნელს თავისი სიტყვის სწორად წარმოთქმაში ამეცადინებდა.
მელანი რიგებს შორის ერთ-ერთ სკამზე ჩამოჯდა და გადაწყვიტა, სცენაზე მყოფი რატი ავაზნელის სამსახიობო მონაცემებისთვის თვალი მიედევნებინა.
-დედა რომ წავიდა, ჩემი ბავშვობაც სწორედ იქ დასრულდა. მას შემდეგ ისე არავის შემოუხედავს ჩემთვის, როგორც მან იცოდა. რაღაცნაირი გამთბარი და გასხივოსნებული მზერა ჰქონდა, თითქოს სიცოცხლის ძალას მმატებდა და ცუდს სადღაც ქვეყნის დასალიერში დევნიდა. ღიმილიც უცნაურად ლამაზი იცოდა იმ დალოცვილმა. არავისას ჰგავდა... ამ ხნის კაცი ვარ, რამდენი ადამიანი შემხვედრია, მაგრამ ის უიშვიათესი ღიმილი, რაც დედაჩემს ჰქონდა, ვერავის სახეზე ვეღარ ვიხილე. მაინც რა ვართ ადამიანები, არა? დავკარგავთ და მერე ვიგებთ იმ პიროვნების ფასს. რას აღარ დავთმობდი, მისი მზრუნველი და თბილი ხელები კიდევ რომ მეგრძნო, კარგი შვილობისთვის ღვთაებრივი თვალებიდან სიამაყით გადმოგორებული პატარა მარგალიტებივით ცრემლები რომ მენახა და ბაგეებს მოწყვეტილი, სიყვარულით ნაფერები სიტყვები მომესმინა. ბოლო დროს მასზე ნანახი სიზმრები დამჩემდა. ძილის წინ, როცა ბალიშზე თავს ვდებ, მოდის, სასთუმალთან მიჯდება და თავის ტკბილი ხმით იავნანას მიმღერის. რა სასაცილოა, არა ოთხმოცდასამი წლის კაცს ვინმე იავნანას უმღეროდეს, მაგრამ იცი რა, ჩემო მედიკო? სიზმარში ისევ ისეთივე თმახუჭუჭა და ანცი ბიჭუნა ვარ, როგორიც ბავშვობაში ვიყავი,- ხმა შეეცვალა რატის და სიტყვები არეულმა წაიკითხა.
მელანომ თავი ვეღარ შეიკავა, ცრემლები წასკდა და ერთჯერადი ცხვირსახოცების შეკვრას დაუწყო ძებნა.
-კაპიკად არ ვარგა! უღიმღამოდ კითხულობ! - ადგილიდან წამოხტა რეჟისორი და შუქი აანთო.
ატირებული უცხო გოგონა რომ დაინახა, გაკვირვებული სახით შეხედა:
-შენ ვინღა ხარ?
-გუშინ ტელეფონით გესაუბრეთ, სინჯებზე დამიბარეთ,- აწითლებული თვალები დაბლა დახარა.
-და რა გატირებს?
-არაფერი,-თავი გააქნია გოგონამ.
-უმიზეზოდ არ ტირიან.
-რაღაც გამახსენდა და...- იცრუა ვუდმა.
-რატი, მურადის როლს შენ თავს ვერ გაართმევ, დაივიწყე,- ხელი ჩაიქნია ბატონმა თენგიზმა და მელანის შეხედა.
-ადი აბა, სცენაზე, გამოართვი ამ ყმაწვილს ტექსტი და წაიკითხე.
-მურადის სიტყვები?-გაოცება ვერ დამალა ვუდმა.
-ჰო, რა მოხდა? მამაკაცის როლს ვერ ითამაშებ?
-არ შემიძლია.
-ჩემო კარგო, ახლავე მეუბნები, რომ როლის თამაში არ შეგიძლია, მაშინ აქ რატომ მოხვედი?
-მე არ მითქვამს, რომ როლის თამაში არ შემიძლია, უბრალოდ იმ სიტყვებს, რაც რატიმ დედაზე თქვა, ვერ წავიკითხავ.
-რატომ?
-ზედმეტად მძიმეა ჩემთვის.
-გასაგებია, -ჩაილაპარაკა, მთავარი პერსონაჟის სიტყვები ამოაძვრინა საქაღალდიდან, ახლოს მიიხმო და სთხოვა, წაეკითხა.
მელანომ როგორც პლასტიკით, ასევე ტექსტის წაკითხვით რეჟისორის გული მოიგო და მისი კეთილგანწყობა დაიმსახურა.
-კარგი ხარ, ოღონდ აქცენტზე უნდა იმუშავო, თან დიდი დრო არ გვაქვს, რეპეტიციები დაწყებულია და იმედები არ უნდა გამიცრუო. შენი როლის შემსრულებელმა ფეხი იღრძო და გამოუვალ მდგომარეობაში რომ არ ვიყო, ვერ გავრისკავდი.
-დიახ, ბევრს ვიმუშავებ. აი, ნახავთ, არ ინანებთ, რომ მენდეთ.
-მოკლედ, გადავწყვიტე, რატი ავაზნელს ისევ ჟულიკი საშკა დემეტრაძის როლი დავუბრუნო. ნაციხარი და გაიძვერა ადამიანის როლი პირდაპირ ზედ აკვდება და რა გავაკეთო? რაც გამოსდის, გამოსდის,- ახლად შემოსწრებულ მუსიკალურ ხელმძღვანელს შეხედა თენგიზმა.
-და ეს ნიჭიერი გოგონა ვინ იქნება?- ცნობისმოყვარეობამ სძლია რუსიკოს.
-ეს გოგონა მისი შეყვარებული, ნატალია ახალკაცი იქნება.
-რა?- ავაზნელმა და ვუდმა ერთდროულად წარმოთქვეს და ერთმანეთს თვალებგაფართოებულებმა შეხედეს.

---
რატიმ და მელანიმ რეჟისორის სურვილს იძულებით დაყოლიებულებმა როლებისთვის განკუთვნილი ფურცლები გამოართვეს, ბატონ თენგიზს დაპირდნენ, რომ შემდეგი რეპეტიციისთვის მთელ ტექსტს ისწავლიდნენ და სკოლის შენობა დატოვეს.
ანას წყალობით, მელანიმ რატი ავაზნელის საცხოვრებელი მისამართი დაადგინა და საღამოს სახლში მიაკითხა.
-რატი ავაზნელის კლასელი ვარ. სახლშია?- თამამად ჰკითხა თეკოს მელანიმ.
-მშვიდობაა?- ოდნავ შეკრთა ქალი.
-დიახ. დღეს თეატრალურ წრეზე როლები მოგვცეს და სახლში წამოსვლისას, ჩანთაში რომ ჩავიხედე, ვნახე, მისი სიტყვები გამომყოლია.
-ახლა კერძო რეპეტიტორი ჰყავს, მაგრამ მალე დაამთავრებენ მეცადინეობას. შემოდი და დაელოდე. ძალიან გეჩქარება?
-არა, რას ამბობთ? პრობლემა არ არის, დაველოდები,- უთხრა გოგონამ და თეკოს შეჰყვა.
როგორც კი ავაზნელების კეთილმოწყობილ სახლში ფეხი შედგა, უსიამოვნო გრძნობამ დაუარა. იმ წამს ყველაზე ნაკლებად უნდოდა, იქ ყოფნა, მაგრამ იცოდა, ეს მისი შანსი იყო, რომ მანოსთან ერთად დაგეგმილი საქმე იმ დღესვე წამოეწყო და მხოლოდ ამის გაცნობიერება ჰგვრიდა შვებას.
-რას დალევ? ჩაი? ყავა?
-უნალექო ყავა, თუ შეიძლება.
-შაქრით? რძით?
-ორი კოვზი შაქარი და რძეც,-მაქსიმალურად გაურთულა ყავის მომზადება გოგონამ.
-კეთილი,-სამზარეულოსკენ წავიდა თეკო და გოგონა მისაღებ ოთახში დატოვა.
-უკაცრავად, ხელების დაბანვა მინდა და სად შეიძლება?
თეკომ აუხსნა იქამდე როგორც მისულიყო და ყავის მომზადება დაიწყო.
როგორც კი მელანო დარწმუნდა, სახლში ყველა დაკავებული იყო, ოთახებში შეიჭვრიტა და ყველაზე საინტერესოდ ბიბლიოთეკის ოთახი მიიჩნია.
-ესეც ასე, აქ იმაზე ადრე შემოვაღწიე, ვიდრე ვფიქრობდი, პირდაპირ ტუზი დამეცა,-გაეღიმა და სამუშაო მაგიდის უჯრების ჩხრეკვა დაიწყო.
მაგიდა საგულდაგულოდ დაათვალიერა და ვერაფერს მიაგნო. მერე თაროებზე განლაგებულ წიგნებს თვალი ეშმაკურად შეავლო და მივარდა.
-ვინ ხარ და აქ რას აკეთებ?- ზურგს უკან გაჟღერებულმა ბოხმა ხმამ ლამის გული გაუჩერა მელანის.
უკან მიიხედა და სერიოზული სახით მდგომი ახოვანი მამაკაცი დაინახა, რომელიც გაკვირვებული უყურებდა მის კაბინეტში მყოფ ქერა, ცისფერთვალება გოგონას, რომელსაც თაროდან გადმოღებული, შტეფან ცვაიგის გადაშლილი წიგნი ხელთ შერჩენოდა:
-მე რატის კლასელი ვარ. ტუალეტში ხელის დასაბანად გამოვედი, შემთხვევით ოთახის კარი ღია იყო, წიგნების დანახვაზე ინტერესმა მძლია და თქვენი მდიდარი ბიბლიოთეკის დათვალიერების სურვილმა მაცდუნა. ბოდიშს გიხდით,- მშვენივრად გაართვა თავი დაძაბულ სიტუაციას.
-შტეფან ცვაიგი გიყვარს?
-ბატონო? აჰ, დიახ, ევროპული ლიტერატურა ძალიან მიზიდავს,- თავი მდაბლად დაუქნია მელანიმ.
-წაიღე და წაიკითხე, შემიძლია, გათხოვო.
-მართლა? რა კარგია! მადლობელი ვარ. როგორც კი წავიკითხავ, აუცილებლად უკან დავაბრუნებ, - გახარებული სახე მიიღო გოგონამ.
-მეც არა ვთქვი რატომ აღარ გამოჩნდა-თქო? თურმე სად ყოფილხარ,- თეკო არ მოელოდებოდა, რომ სტუმარს ბიბლიოთეკაში ნახავდა.
-უკაცრავად, მოვდივარ,- კიდევ უფრო მორიდებული სახე მიიღო მელანიმ, ტიტეს ბოდიში მოუხადა და ყავის დასალევად მისაღებ ოთახს დაუბრუნდა.
-შენ აქ როდის მოხვედი?-თავის ოთახიდან ახლად გამოსულმა რატიმ მასწავლებელი გააცილა და გაოცებული სახით მიუბრუნდა იქ მყოფ კლასელს.
-შენი ტექსტი გამყვა და მოგიტანე.
-შენთან როგორ აღმოჩნდა?
-წარმოდგენა არ მაქვს, ალბათ რეჟისორს აერია რაღაც, -ითვალთმაქცა მელანიმ.
რატიმ გადაამოწმა და დარწმუნდა, რამდენიმე ფურცელი მართლაც აკლდა რეჟისორის მიცემულ დასტას. მელანის ფურცლები ხელიდან გამოსტაცა და ხუმრობის იშტაზე მოსულმა გულზე ხელი მიიდო:
-გულითადი მადლობა, ვუდ, მაგრამ ამ ტექსტს სკოლაშიც მომართმევდით.
გოგონამ უხერხულობისგან ჩაახველა და მისი დამოკიდებულება არ შეიმჩნია:
-ხვალ-ზეგ შაბათი და კვირა უწევს, ორშაბათს კი რეპეტიცია გვაქვს.
-ჩემზე ზრუნავ? -მიუახლოვდა და აბრეშუმივით ნაზ კანზე თითები შეახო,- მე რომ ადვილად ხელმისაწვდომი და შემეტენე გოგოები არ მომწონს?
მელანიმ პირი სხვა მხარეს იქცია და ფარული სიბრაზისგან წამოწითლდა, ჩანთას ხელი დაავლო, კარისკენ წავიდა და მხოლოდ ერთი სიტყვით შემოიფარგლა:
-დროებით.


გაგრძელება იქნება



№1 სტუმარი სტუმარი ლელა

უჰ როგორ გამახარე

 


№2  offline ახალბედა მწერალი ქეთი იმერლიშვილი

სტუმარი ლელა
უჰ როგორ გამახარე

იმედი მაქვს, ისიამოვნებ kissing_heart
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№3  offline წევრი Kathara

ვაიჰ, ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე, ძალიან საინტერესო თავი იყო, როგორც ყოველითვის აღმრთოვანრბული დავრჩი, საუკეთესო ხარ, იმედია დიდხანს არ გვალოდინებ, დიდი ინტერესით ველოდები ახალ თავს, წარმატებები♥️♥️♥️

 


№4  offline ახალბედა მწერალი ქეთი იმერლიშვილი

Kathara
ვაიჰ, ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე, ძალიან საინტერესო თავი იყო, როგორც ყოველითვის აღმრთოვანრბული დავრჩი, საუკეთესო ხარ, იმედია დიდხანს არ გვალოდინებ, დიდი ინტერესით ველოდები ახალ თავს, წარმატებები♥️♥️♥️


მადლობა ❤️
შევეცდები, არ დავგვიანდე...
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№5  offline წევრი წიწაკა

ვაიმე ღმერთო ყველაფერი იდუმალებითაა მოცული. ჩემს ფირმა თეორიებს გასაქანს ვერ ვაძლევ:დ
ლიკას სიკვდილი რამ გამოიწვია აზრზე არ ვარ. იქნებ თავი მოიკლა, მაგრამ ეგრე ათასი რამ შეიძლება წარმოიდგინო. უბრალოდ პირველი ეს მომივიდა აზრად.
ვფიქრობ რომ გოგი ნინოს მკვლელობასთან კავშირშია.
ნუ წერის სტილი და ა.შ. კარგიათქო, ამის თქმას ვერავის ვერ ვუბედავ (ნუ ვისაც აქ ვკითხულობ). იმიტომ რომ კარგია, კარგია და კ ა რ გ ი ა. :დ მესირცხვილება და რა ვქნა:დ
სხვათაშორის, ჩემთვის პირველი შენი ნაწარმოები "სიყვარული იამაიკურად" ყოფილა, რაც არ მახსოვდა. ძალიან მომეწონა ეგეც. მგონია რომ რაც უფრო ბევრს წერ სასწაულებრივად უფრო და უფრო იხვეწები. თან დაჯერება მიჭირს ცოტა:დ სალტოებით მიჰქრიხარ წინ.
შემდეგს ველი. ❤

 


№6  offline წევრი Tkemali

ოოო, ეს თავი უკვე სხვა თემაა. კარგი არ ჰქვია ამას.შესანიშნავი თავი იყო. მამის ზარიდან , დედის საფლავზე გადასვლა იყო არაჩვეულებრივი, თუ შეიძლება ასე ითქვას. ცრემლები დაუკითხავად მომადგა, მონოლოგს რომ კითხულობდა რატი, იქაც კარგად ვიცრემლიანე. ასეც ვიცოდი, ამ ბიჭს რაღაც ძალიან მძიმე რომ გადახდა თავს. ინტერესი სულ უფრო მიმძაფრდება და ზუსტად ვიცი ეხლა ისეთი თავები წავა, უკმაყოფილებას ვეღარავინ გამოთქვამს. ამასთანავე , მძიმე მოვლენების და ტრაგედიების მოახლოებას ვგრძნობ. გელოდები და მალე დადე! ( ამ სიტყვებს მარტო შენს ისტორიაზე ვიყენებsmiley)

 


№7  offline ახალბედა მწერალი ქეთი იმერლიშვილი

წიწაკა
ვაიმე ღმერთო ყველაფერი იდუმალებითაა მოცული. ჩემს ფირმა თეორიებს გასაქანს ვერ ვაძლევ:დ
ლიკას სიკვდილი რამ გამოიწვია აზრზე არ ვარ. იქნებ თავი მოიკლა, მაგრამ ეგრე ათასი რამ შეიძლება წარმოიდგინო. უბრალოდ პირველი ეს მომივიდა აზრად.
ვფიქრობ რომ გოგი ნინოს მკვლელობასთან კავშირშია.
ნუ წერის სტილი და ა.შ. კარგიათქო, ამის თქმას ვერავის ვერ ვუბედავ (ნუ ვისაც აქ ვკითხულობ). იმიტომ რომ კარგია, კარგია და კ ა რ გ ი ა. :დ მესირცხვილება და რა ვქნა:დ
სხვათაშორის, ჩემთვის პირველი შენი ნაწარმოები "სიყვარული იამაიკურად" ყოფილა, რაც არ მახსოვდა. ძალიან მომეწონა ეგეც. მგონია რომ რაც უფრო ბევრს წერ სასწაულებრივად უფრო და უფრო იხვეწები. თან დაჯერება მიჭირს ცოტა:დ სალტოებით მიჰქრიხარ წინ.
შემდეგს ველი. ❤


ვაჰ! უღრმესი მადლობა, ჩემო კარგო. მერწმუნე, ჩემთვის შენი სიტყვები ბევრს კი არა, ძალიან ბევრს ნიშნავს ❤️
უამრავ სიყვარულს და პატივისცემას გიგზავნი ❤️

Tkemali
ოოო, ეს თავი უკვე სხვა თემაა. კარგი არ ჰქვია ამას.შესანიშნავი თავი იყო. მამის ზარიდან , დედის საფლავზე გადასვლა იყო არაჩვეულებრივი, თუ შეიძლება ასე ითქვას. ცრემლები დაუკითხავად მომადგა, მონოლოგს რომ კითხულობდა რატი, იქაც კარგად ვიცრემლიანე. ასეც ვიცოდი, ამ ბიჭს რაღაც ძალიან მძიმე რომ გადახდა თავს. ინტერესი სულ უფრო მიმძაფრდება და ზუსტად ვიცი ეხლა ისეთი თავები წავა, უკმაყოფილებას ვეღარავინ გამოთქვამს. ამასთანავე , მძიმე მოვლენების და ტრაგედიების მოახლოებას ვგრძნობ. გელოდები და მალე დადე! ( ამ სიტყვებს მარტო შენს ისტორიაზე ვიყენებsmiley)


თუ მართლა ამ "მალე დადეს" მხოლოდ ჩემს ისტორიებზე იყენებ, მაშინ შენს ყოველ "მალე დადეს" დაველოდები.
მერწმუნე, ძალიან ძვირფასი და მრავლისმთქმელი სიტყვები გახდა ჩემთვის ❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№8 სტუმარი მარუსი

როგორ მიყვარს ამგარი ისტორიებიი♡♡♡♡♡ საუკეთესოა, სასწაულია ველოდები მიუთმენლადდ♡♡♡♡

 


№9  offline ახალბედა მწერალი ქეთი იმერლიშვილი

მარუსი
როგორ მიყვარს ამგარი ისტორიებიი♡♡♡♡♡ საუკეთესოა, სასწაულია ველოდები მიუთმენლადდ♡♡♡♡

ვაიჰ, მადლობა ❤️
ძალიან გამახარე :)))
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№10  offline ადმინი ენ ბლექი

საღამომშვიდობის ქეით, ❤
მაგრამ შენთან როგორც მახაოვს დღეა ხომ?

წავიკითხე. ხო რა გითხრა.
მე წამიკითხავს შენი სხვა ისტორიებიც და ვიცი რა და როგორ შეგიძლია, ვიცი როგორც გრძნობ ხოლმე თითიეულ სიტყვას... ეს მინდა დავინახო, მართალია ჯერ კიდევ "მოთელვაა" და ისტორუა ჟარგონულად რომ ვთქვა ახლა ხურდება მაგრამ მინდა თითოეულ თავში უფრო მეტად დავინახო გრძნობა, ემოცია და არა უბრალოდ დიალოგები რომლებსაც მივყავართ ისტორიის გარკვეულ ეტაპზე.
ორივემ ვიცით რომ შენ კარგად წერ, გამართულად, საინტერესო სიუჟეტებით.
რატის დანახვა მინდა... არა როგორც სკოლის მოსწავლე ხიტრულ ნიღაბს ამოფარებული რატის, არამედ იმ რატოს დედის საფლავთან მისვლას რომ ვერ ბედავს.

წარმატებები ქეით.
დროებით და პოზიტიური დღე შენ ❤

 


№11  offline ახალბედა მწერალი ქეთი იმერლიშვილი

ენ ბლექი
საღამომშვიდობის ქეით, ❤
მაგრამ შენთან როგორც მახაოვს დღეა ხომ?

წავიკითხე. ხო რა გითხრა.
მე წამიკითხავს შენი სხვა ისტორიებიც და ვიცი რა და როგორ შეგიძლია, ვიცი როგორც გრძნობ ხოლმე თითიეულ სიტყვას... ეს მინდა დავინახო, მართალია ჯერ კიდევ "მოთელვაა" და ისტორუა ჟარგონულად რომ ვთქვა ახლა ხურდება მაგრამ მინდა თითოეულ თავში უფრო მეტად დავინახო გრძნობა, ემოცია და არა უბრალოდ დიალოგები რომლებსაც მივყავართ ისტორიის გარკვეულ ეტაპზე.
ორივემ ვიცით რომ შენ კარგად წერ, გამართულად, საინტერესო სიუჟეტებით.
რატის დანახვა მინდა... არა როგორც სკოლის მოსწავლე ხიტრულ ნიღაბს ამოფარებული რატის, არამედ იმ რატოს დედის საფლავთან მისვლას რომ ვერ ბედავს.

წარმატებები ქეით.
დროებით და პოზიტიური დღე შენ ❤


ჰო, ბლექ, ისტორია warming up-ს გადიოდა და შენც შეატყე, რომ ყველაფერი ახლა იწყება.
რატის ფიგურა უდავოდ საინტერესოა ამ ნაწარმოებში ❤️
შემდეგ თავში ისეთ რაღაცას გაიგებ, რაც მის ამოხსნას დაგაწყებინებს...
მადლობა კეთილი სურვილებისთვის ❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№12 სტუმარი სტუმარი თაკო

ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე, მალე დადე გთხოვ რაა, ვეღარ ვითმენ უკვეე????????????

 


№13  offline ახალბედა მწერალი ქეთი იმერლიშვილი

სტუმარი თაკო
ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე, მალე დადე გთხოვ რაა, ვეღარ ვითმენ უკვეე????????????

აჩქარება არ მიყვარს, ნაწარმოების ხარისხი იკარგება და მერე პირველ რიგში, მე ვარ ხოლმე საკუთარი თავით უკმაყოფილო, მაგრამ შევეცდები და როგორც კი მზად მექნება, არ გალოდინებთ, მაშინვე აგიტვირთავთ heart_eyes
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№14 სტუმარი სტუმარი ლელა

ქეთი იმერლიშვილი
სტუმარი ლელა
უჰ როგორ გამახარე

იმედი მაქვს, ისიამოვნებ kissing_heart

ვისიამოვნე რომელია?? სულ უფრო მეტად საინტერესო ხდება მომწონს მელანო და შენ წარმოიდგინე ამ თავის მერე რატიც. მთლიანად შემიცვალა მასზე შეხედულება ამ თავმა. ნუ იმედია მომავალში რამე კატასტროფულს არ ჩაიდენს და ისევ არ გამიქრობს კეთილგანწყობას. აუუ მალე დადე გთხოვ, გელოდები , გელოდები??

 


№15 სტუმარი სტუმარი ნინო

ოჰოო უფრო და უფრო იძაბება სიტუაცია :) და ასე ვთქვათ იკვეთება რაღაცეები.ქეთო მაგარი ხარ რა.ტიტე მაკვირვებს ძალიან ))

 


№16  offline ახალბედა მწერალი ქეთი იმერლიშვილი

სტუმარი ლელა
ქეთი იმერლიშვილი
სტუმარი ლელა
უჰ როგორ გამახარე

იმედი მაქვს, ისიამოვნებ kissing_heart

ვისიამოვნე რომელია?? სულ უფრო მეტად საინტერესო ხდება მომწონს მელანო და შენ წარმოიდგინე ამ თავის მერე რატიც. მთლიანად შემიცვალა მასზე შეხედულება ამ თავმა. ნუ იმედია მომავალში რამე კატასტროფულს არ ჩაიდენს და ისევ არ გამიქრობს კეთილგანწყობას. აუუ მალე დადე გთხოვ, გელოდები , გელოდები??

რატი მოგეწონა? ეს იმას ნიშნავს, უკვე დაიძრა ყინული და ნელ-ნელა სხვა კუთხიდან დაიწყე მისი დათვალიერება ❤️

სტუმარი ნინო
ოჰოო უფრო და უფრო იძაბება სიტუაცია :) და ასე ვთქვათ იკვეთება რაღაცეები.ქეთო მაგარი ხარ რა.ტიტე მაკვირვებს ძალიან ))


მადლობა, ნინო ❤️
რატომ გაკვირვებს ტიტე?
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№17 სტუმარი სტუმარი ლელა

ქეთი იმერლიშვილი
სტუმარი ლელა
ქეთი იმერლიშვილი
სტუმარი ლელა
უჰ როგორ გამახარე

იმედი მაქვს, ისიამოვნებ kissing_heart

ვისიამოვნე რომელია?? სულ უფრო მეტად საინტერესო ხდება მომწონს მელანო და შენ წარმოიდგინე ამ თავის მერე რატიც. მთლიანად შემიცვალა მასზე შეხედულება ამ თავმა. ნუ იმედია მომავალში რამე კატასტროფულს არ ჩაიდენს და ისევ არ გამიქრობს კეთილგანწყობას. აუუ მალე დადე გთხოვ, გელოდები , გელოდები??

რატი მოგეწონა? ეს იმას ნიშნავს, უკვე დაიძრა ყინული და ნელ-ნელა სხვა კუთხიდან დაიწყე მისი დათვალიერება ❤️

სტუმარი ნინო
ოჰოო უფრო და უფრო იძაბება სიტუაცია :) და ასე ვთქვათ იკვეთება რაღაცეები.ქეთო მაგარი ხარ რა.ტიტე მაკვირვებს ძალიან ))


მადლობა, ნინო ❤️
რატომ გაკვირვებს ტიტე?

მომეწონა არა ქეთ, ვიგრძენი. ვიგრძენი მისი ტკივილი მიტოვებულკ და მერე ცხოვრებაზე და სამყაროზე გაბრაზებული ბავშვის ტკივილი. ნეტა როგორ მოკვდა დედამისი აუუ ქეთ როგორ გელოდები რომ იცოდე.

 


№18  offline ახალბედა მწერალი ქეთი იმერლიშვილი

სტუმარი ლელა
ქეთი იმერლიშვილი
სტუმარი ლელა
ქეთი იმერლიშვილი
სტუმარი ლელა
უჰ როგორ გამახარე

იმედი მაქვს, ისიამოვნებ kissing_heart

ვისიამოვნე რომელია?? სულ უფრო მეტად საინტერესო ხდება მომწონს მელანო და შენ წარმოიდგინე ამ თავის მერე რატიც. მთლიანად შემიცვალა მასზე შეხედულება ამ თავმა. ნუ იმედია მომავალში რამე კატასტროფულს არ ჩაიდენს და ისევ არ გამიქრობს კეთილგანწყობას. აუუ მალე დადე გთხოვ, გელოდები , გელოდები??

რატი მოგეწონა? ეს იმას ნიშნავს, უკვე დაიძრა ყინული და ნელ-ნელა სხვა კუთხიდან დაიწყე მისი დათვალიერება ❤️

სტუმარი ნინო
ოჰოო უფრო და უფრო იძაბება სიტუაცია :) და ასე ვთქვათ იკვეთება რაღაცეები.ქეთო მაგარი ხარ რა.ტიტე მაკვირვებს ძალიან ))


მადლობა, ნინო ❤️
რატომ გაკვირვებს ტიტე?

მომეწონა არა ქეთ, ვიგრძენი. ვიგრძენი მისი ტკივილი მიტოვებულკ და მერე ცხოვრებაზე და სამყაროზე გაბრაზებული ბავშვის ტკივილი. ნეტა როგორ მოკვდა დედამისი აუუ ქეთ როგორ გელოდები რომ იცოდე.


ლელა ❤️
ძალიან შევეცდები, ხვალ დავდო და გაიგებ ისეთ რაღაცას, რასაც მკითხველი დიდი ხანია ეძებს. რატისთან, როგორც პერსონაჟთან ახლოს მიხვალთ ❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent