შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რიონი და დრამა [სრულად]

2-12-2019, 22:14
ავტორი ელპინი
ნანახია 973

უჩვეულო ამინდები დაიწყო. წვიმებთან ერთად მზეც არ აკლებდა ნათებას, რომელიმე შეწყვეტდა მოქმედებას და ქარი აგრძელებდა თეატრს. პერსონაჟები არ ჩერდებოდნენ, თუმცა, თოვლი მაინც არ ჩანდა და რეჟისორი განრისხებული სახით მიმოდიოდა სცენაზე.
- სად არის და მუდმივად რატომ აგვიანებს? როცა უნდა, დეკემბერს ასწრებს. - იმის მქუხარე ხმა არღვევდა სიჩუმეს. - რომ ჰკითხო, რადგან თეთრია და სპეტაკი, ყველას სჭირდება. - აგრძელებდა რეჟისორი. - აგვიანებს და რატომღაც - ადამიანივით. საშინელებაა იმის ლოდინი, რაც არ იცი - როდის ახდება - დააგვიანებს, ნაადრევად მოვა, თუ - რა. მოკლედ, ყველაფერი არის შეუცნობი. - ყვირილს უმატებდა. - არ ჩანს და რა ვუყო. თვითონ უკეთ იცის, როდის სჭირდება ადამიანს იგი...
ყველაფერი ეს ღრუბლებს ზემოთ და ქვემოთ:

***
სიყვარულის ბაღი გადავჭერი და თეთრი ხიდის ქვემოთ ჩავედი - კაფეში. ჩემი ადგილი დავიკავე, ბოლოს, კუთხეში და რიონთან ძალიან ახლოს. მწვანე ჩაი შევუკვეთე და პლედი მოვითხოვე. ყოველთვის სცივა. აბრაზებენ რიონს და რა ქნას იმანაც, ვერ უმკლავდება ამდენ ტკივილს. ყველანი ვიხრჩობით, მერე კი - ვანთხევთ. ხშირად კარგი ადამიანები გვხვდებიან ცუდად და ვიცი, რიონს არ უნდა მციოდეს, მ-ელის, მესმის და ვუღიმი, როგორც ჩვეულებრივ. ჩანთიდან ლურჯ დღიურს ვიღებ იმავე ფერის კალამთან ერთად და სიამოვნებისგან გონებაარეული წერას ვიწყებ:
"ხავსისფერი ქარი აშრიალებს ფოთლებით მდუმარე ღმერთის ფიქრებს, რომლებიც აღწევენ სმენადაქვეითებულ მავანთა ყურებში. ინფორმაციის გააზრებამდე დარჩენილია ის ერთი წუთი, რომლის დროსაც გამჭვირვალე ქოლგა იშლება და წკაპ-წკუპ - წვიმა დაიწერა უფერულზე.
ჩემი აზრები იწყებს ხმაურს და საკუთარ სხეულში ვკივი ვერგადმოსულ მომავალს, რომელიც ვერასრულებულიცაა. მოულოდნელობის ეფექტს კი ის ქმნის, ვისაც არ ელი არც შენ და არც მდუმარე ღმერთი. რაკი სამყაროში ყველაფერი მოჩვენებითია, მეც მიმიკებს ვარჩევ და ვცდილობ - არაფერი დავიტყო. სადღაც დავფრინავ. ფრთები მაქვს - ვამბობ. ყოველგვარი იდუმალება დაკეცილი ფრთების ქვეშ იმალება, რომლის გაშლაც საკუთარ ნებაზეა დამოკიდებული და ასეთი თვითმყოფადობა ისე ამძაფრებს სიამოვნების რეცეპტორების მგრძნობელობას, სხეულს შიგნით ვიცინი. არავინ არაფერს შეგარჩენს. მიუხედავად იმისა, რომ სიცილი ენერგიას ლამის ზღვად გადააქცევს, ჯებირების დანგრევა ზუსტად იმდენადაა შესაძლებელი, რამდენადაც მკვდრის გაცოცხლება. ყველაფერი - პარადოქსია. იმდენი რამაა განუსაზღვრელი და თვითონ ადამიანის საწყისიც კი, ჭირს ახსნა - რადიკალურობისა. ცვალებადობა არც მთლად კარგი რამაა. ახლა რომ წერ წერტილს და არ იცი, თუ მიეწერება გვერდით ორი წერტილი, უკმაყოფილების შეგრძნებას ტოვებს და სრულფასოვანი მესთვის იმდენად დამანგრეველია ეს, ეშმაკის სიმძლავრეს უტოლდება. შეიძლება, გადახრის კიდეც, თუმცა უმნიშვნელოა რაღაცები - მაინც ფრთების გვერდით. მე ისევ დავფრინავ. ახლა რომ მეს ვამბობ, ან ანგელოზს ვგულისხმობ, ან ეშმაკს. თვითონაც არ ვიცი - რას. ვიცი, რაღაც ვარ, თუ ვიღაც.
- კი, ხარ და წესით, უნდა იცოდე - ვინ.
- ჩვენ არაფერი არ ვიცით.
- როგორ თუ - არ ვიცით? იდეაში, ღმერთი.
- რატომ ხარ დარწმუნებული?
- აქსიომები მომწონს. და ბრძოლაზე რას ფიქრობ?
- მირჩევნია, არსებულს შევეგუო. - ვაცვიფრებ ჩემი დამოკიდებულებით, ვგრძნობ.
- მარცხი უფრო დიდი დოზით იქნება, ვიდრე გამარჯვება.
- სულერთია. სად ვარ - არ მგონია და სად ვარ - ვერ ვხვდები. როცა არაფერს დარდობ, ქვესკნელიც და ზესკნელიც შეფარდებითია.
- და ამბობ, რომ წელს ზემოთ ხარ და ქვემოთ - არ ხარ?
- ამას კი არა, ვამბობ - ვარ და არც ვარ. სულების გჯერა?
- სასაცილოა.
- სული გაქვს საპოვნელი.
- დავუშვათ, მჯერა.
- თუ არ გჯერა? იცოდე, გულიდან უნდა მოდიოდეს.
- მჯერა - მეთქი.
- ჩემი სული იქაა, სადაც სხეული არაა და პირიქით. ერთის დადებითს მეორის უარყოფითი ავსებს და იმას, რასაც აქვს პლიუსი, მინუსიც მოჰყვება გასანულებლად.
- ასე ხომ გაფრინდები დაუსრულებლად შორს?
- ისედაც დავფრინავ.
- უსასრულო სივრცის არ გეშინია?
- ჰორიზონტი მაინც დამთავრდება.
- მეცნიერებმა თქვეს, რომ მას დასასრული არ აქვს.
- მეცნიერებმა ისიც თქვეს - ადამიანები ადამიანებისთვის იბადებიანო..."
- გაჩერდი. - წერის დროს ხმა მესმის და უცებ ვჩერდები. - არ ვიცი, რას წერ, მაგრამ უნდა გაჩერდე. - გაკვირვებული ვუყურებ. - ახლა მომისმინე...
- თვითონ გაჩერდი! რა გინდა, ან ვინ ხარ?
- ვისაც წერ.
- და ვის ვწერ?
- მე.
- შენ რა, კითხულობდი?
- არა. მე და შენ ერთმანეთისთვის ვართ შექმნილები და ვიცი.
- დამცინი. რიონი გისმენს და გაჩუმდი.
- აქ მან მომიყვანა.
- როგორ?
- აი, ასე, მის ხმას გამოვყევი.
- შენ მეუბნები, რომ რიონს უნდა ჩვენი ერთად ყოფნა?
- ეგ სხვა დროს, ახლა რაღაც უნდა გითხრა და მომისმინე. - ჩემ გვერდით სკამი გამოსწია და ხელზე ხელი დამადო. კალამს მოსჭიდა თითები და ჩემ ხელთან ერთად მაგიდაზე წერა დაიწყო-"რიონი ქუხს, ხმაურობს და სიყვარულის ისტორიას წერს მოაჯირზე შემომსკდარი წვეთებით. მე და შენ მას ყოველთვის ვემახსოვრებით." - ახლა გახედე იმ გოგოს, შავები აცვია. იდეაში, თვითონ ამბობს რომ უყვარს, მაგრამ წინასწარ ამზადებს ადამიანებს სასიკვდილოდ. ახლა გგონია, უცდის სიკვდილი როდის მოვა. სინამდვილეში, სახის ნაოჭებით თუ ვივარაუდებთ, ფიქრობს სხვადასხვა ვარიანტზე, რადგან თავი საწამებლად მაინც არ ემეტება. ეგოისტები ვართ ადამიანები. თან სიკვდილი გვინდა, თან - ისე, რომ არაფერი გვეტკინოს.
- ნუ მაბნევ, საერთოდ არ მაინტერესებს. - უხეშად ვუთხარი და დახორკლილ კანს მზერა ავარიდე.
- თითებს ნერვიულად ათამაშებს. ვერ გადაუწყვეტია, რა უნდა, მაგრამ დროის ლოდინი მაინც მოსწონს. რიონს უყურებს და ვარაუდობს - თეთრი ხიდიდან გადახტომას, მაგრამ იბნევა - დიდი ლოდები ახსენდება. ახლა უკვე ფიქრობს, ხომ არ შეცუროს პირდაპირ და თავი დაიხრჩოს, მაგრამ... მაინც რაღაც სხვა უნდა, სხვა სიკვდილი, ახალი, უჩვეულო და სამახსოვრო. შენი აზრით, გადარჩება, თუ გარისკავს?
- არც კი ვიცი, რაზე მელაპარაკები. თავი რატომ უნდა მოიკლას? ყოყმანობს და მეტისმეტად სულელია თვითმკვლელობისთვის. - მის ხელს ვაკვირდები, ისევ უჭირავს ჩემი ხელი და არ მაშორებს.
- გინდა მივიდე და ვუთხრა, რომ უეჭველად ვიცი - გადარჩება?
- რატომ უნდა გააკეთო ეს, რას ამტკიცებ? - დაეჭვებულმა ვკითხე.
- არ იდარდო, არავინაა, უბრალოდ, ცოტას გავერთობი - ადამიანია. - გამიღიმა, თვალი ჩამიკრა და ფეხზე წამოდგა. მისკენ გაემართა და გვერდით მიუჯდა ისე, რომ მის სახეს ვხედავდი. ტუჩების მოძრაობით მივხვდი, რაც უთხრა - "ნუ ღელავ, ვერ გარისკავ და არ მოკვდები. რაღაცას მოეჭიდე. ზემოთ თუ არა, ხავსი წყალში მაინც იქნება." უკანვე დაბრუნდა. მე პალიტრას ვუყურებდი მის სახეზე და ეტყობოდა, შეშინებული იყო. ეშმაკივით გამოუვიდა, ოღონდ ერთი განსხვავებით - არ არსებობს სიკვდილი.
- მხოლოდ ერთი ბიძგი სჭირდებოდა საცოცხლებლად და ახლა, როცა გაიგონა, ან იგრძნო - უნდა იცოცხლოს, დაავიწყდა გარდაცვალება.
- დარწმუნებული ხარ?'
- რა თქმა უნდა, ადამიანია. ფიქრობს, "ალბათ, ღმერთს არ უნდოდა ჩემი სიკვდილი, ვიღაც შიკრიკი გამოგზავნა და ასე შემდეგ", ყველაფერს ღმერთს მიაწერს. არადა, რომელი გადამრჩენელი ანგელოზი მე მნახა? ეგრე რომ იყოს, შენთან კი არ ვიქნებოდი. მიყვარს ადამიანი, რა. რაღაცნაირები არიან.
- ანუ, ცუდი ხარ?
- მხოლოდ ეს დაიმახსოვრე?
- საკუთარისთვის ცუდი არ მემეტება. - კმაყოფილმა ვუთხარი.
- რიონს ემეტება. უფრო მეტიც, ახლა ქვებზე ჩავალთ, ქვემოთ და შენ მოუსმენ. მერე იქ კიდევ რაღაცას მოგიყვები ჩვენზე. - თვალი ჩამიკრა, დარჩენილი ჩაი თვითონ დალია, პლედი მომაძრო და წამოვედით. პატარა ჩიხიდან ჩავედით რიონზე, რომელიც მოიწევდა ზღუდეებისკენ უფრო და უფრო.
- ცოტა ხნით ისევ მომისმინე, მერე წერა გააგრძელე და თეატრსაც არ დააგვიანდეს... - თვალით ქვაზე მანიშნა და ჩამოვჯექი. მზერას არ ვაშორებდი. - სამყარო, რაც არსებობს, ყველაფერს ორი მხარე აქვს. ვიღაც რომ ცუდია და რაღაც კარგი აკლია, მას ისეთი მეორე ნაწილი ჰყავს, რომელიც ყველანაირ ნაკლოვანებას უვსებს. კანონია, რომ ყოველ ეშმაკს თავისი ანგელოზი ჰყავს. უბრალოდ, "ცუდ" და "კარგ" სინონიმებად მოვიხსენიოთ, რომ არ შეგაშინო. ნახე, მე იმდენად ცუდი ვარ, შენთან მინდა და რიონი იმდენად კეთილია, იცის, გაგიჟებით მეყვარები, თანახმაა - ხანდახან გატკინო. ტკივილები გვზრდის. ხანდახან ეს ბუნებრივია, ხანდახან - განგებ. როცა ეშმაკის სული დუღს, ის უკან არაფერზე დაიხევს და საკმარისია ერთი გათვლა - ვიმარჯვებ. სიტყვების კომბინაცია იმდენად დამღლელია, მაგრამ გასართობი, უამრავ ადამიანთან გამომიყენებია. მე ექვს მარცვალს გეტყვი და შენ სიტყვები ააწყვე, მნიშვნელობა არ აქვს, როგორ. დავიწყოთ: მი, კო, რი, წა, ში, მა.
- მიწა, კოშმარი, წამი. - სწრაფად ვუთხარი სამი სიტყვა. დავინახე, ჩაეღიმა.
- ხედავ? ანგელოზი ხარ! უამრავ ადამიანთან ვცადე და სულელური პასუხი - მარი. ვინ არის, ან რა არის მარი? ადამიანის ტვინს მეტი არ შეუძლია. მე ხომ დავაყოლე, რომ მნიშვნელობა არ აქვს? შეგიძლია, გაიღიმო, გენიოსო და ახლა წერა გააგრძელე. მე უბრალოდ გიყურებთ - შენ და რიონს.
"- ეგ არ ვიცი, მაგრამ რამდენი მეტრიც არ უნდა იყოს სივრცე ერთი კედლიდან მეორესთან მისასვლელად, როგორც არ უნდა გაიწელოს იგი, საბოლოო კონსესუსს მაინც ვერ მივაღწევთ. სულ მემილიონედი ნაწილი რომ იყოს დარჩენილი, ვერ დავფარავთ, შემდეგ - მემილიარდედი იქნება და ბოლოს ოთახის მეორე კედელი იმდენად შორს აღმოჩნდება, კოსმოსის სხვადასხვა მხარეს მოგეჩვენება - განლაგებებად.
- ანუ, მაინც მეცნიერებს ენდობი?
- ვენდობი და შენი სიტყვებიც - ჭეშმარიტია. გაიქეცი.
მე მეუბნება და თვითონ ქრება, როგორც ღამის ჩრდილები დღის განათებისას.
ადამიანი - იმდენად განსაზღვრული ჰიპოთეზაა, რამდენადაც ჩემს ჭიქაში - ორი კოვზი შაქარი. ძველ ფირზე აღბეჭდილი გაფუჭებული ფოტოებივით ეჟანგება მეხსიერება მათ. ღმერთმა ცეცხლმოკიდებულ ქვაბში ჩაყარა ადამიანთა ტვინები და მშიერ სვავებს მიუგდო მოხარშული, არაფრისმაქნისი მასა, რომელთაც ისე დაეძგერენ, თითქოს, ეშმაკის ხორცი ყოფილიყო და შურს იძიებდნენ. ყველაფერი ადამიანების სუნით ყარს და ამ სუნით აყროლებულ ქალაქს შავი და ნაცრისფერი ღრუბლები ფარავს, რომლებიც სასაფლაოებზე გათხრილ გვამებს ვერცხლისფერ წვიმის წვეთებს აყრის, რომელშიც მომწამლავი სითხე გაურევია ეშმაკს და ნამარხის ძვლებს ებჟნება წვეთები. მომტირალი ადამიანები ღმერთს აბრალებენ ყველაფერს. დამწვარ ძვლებს ეფერებიან ავხორცები. წამის მეასედში თითებში გადადის საწამლავი და თვალწინ წარმოსახული სულის ფერებაში საცოდავად ლულავენ თვალებს. შორს სვავები დგანან და უცდიან შემდეგ გარდაცვალებას. ეშმაკი ხარხარებს და ავისმომასწავებლად გაჰკივის. სასაცილოა, რომ ბოლოს ყველა ვიხრწნებით. დაბადებიდან თანმდევი ბავშვური სუნი დამპალ სუნად გარდაიქმნება. საბოლოოდ კი, ყველაფრის გააზრება იმდენად რთულია, პირველ რიგში კი იმის, რომ ადამიანი ხარ, საკუთარ სხეულს იჭრი და სისხლის წვეთები ვარდის ფურცლებივით ეფინება ძირს. მდინარის კალაპოტს ქმნის სითხე და დიდ ოკეანეში ჩაედინება, სადაც ჩარეცხილი ცოდვები ბანაობენ. შენ რომ გგონია, შენი სისხლი იკარგება, სინამდვილეში - არა. ხანდახან ვერ იტევს ოკეანე ცოდვებს, გადმოდის და გადარეცხავს ყველაფერს. ის, ვინც ცოდვაზე დააბიჯებს, ცოდვილია..."
- მოვრჩი. - დღიური და კალამი ჩანთაში შევინახე. ჩემ გვერდი იჯდა, თავი შევაბრუნე და თვალებში დავაკვირდი.
- არ წამაკითხებ?
- არა.
- მაშინ ჩაიზე დამპატიჟე.
- სხვა დროს, უნდა დავისვენო.
- ჩემგან?
- ემოციებისგან.
- რა გაეწყობა...

***
სცენარისტი ვერ წერდა პიესას, თუმცა ცა მაინც ქუხდა. ღრუბლები წამის მეასედებში იცვლიდნენ ფერს. ბეღურები თავს ვერსად აფარებდნენ და ეს ზამთრის სიცივესთან მებრძოლი ფრინველები, რომელთაც ფრთები ტყდებოდათ, ძირს მძიმედ ეცემოდნენ. მიწას ხმა ჰქონდა და მიწას ეტკინა. აბა, როგორია, როცა სიმძიმეს გრძნობ? ქარი არ წყნარდებოდა, აქა-იქ მორბენალი ჭორებს იჭერდა და შიგ ცოდვებიც ერია. თავის ასრიდებლად, ხან ვის დაატყდებოდა და ხან - ვის. მოშრიალე ფოთლები ზუზუნებდნენ და იხვეწებოდნენ, რომ გაჩერებულიყო. მუდმივი მოძრაობა - მტვერში - სული იხუთება. რაკი ყველაფერს აქვს სული, ყველაფერს სტკივა. წვიმს და ზათქანი გააქვს მინებზე წვიმას, ჟოლოფებში წყალი ტბასავით გროვდებოდა და თითქოს, ტბამ პირი გახსნა - ჩამოირეცხა.
- ყველაფერი და სად ჯანდაბაშია თოვლი? - ყვირიან ერთხმად.
- ჩვენც დავიღალეთ, ვერ ვჩერდებით. - ჰყვებიან ამინდებიც.
და უცებ,
ფიფქი...

***
ფანჯრიდან ვუყურებდი ცას და ვერ ვხვდებოდი, საიდან მოდიოდა ფიფქები. ქვემოთ ჩასვლა პირველად არ მინდოდა. ხელში ჩაი მეჭირა - ყავისფერი ჭიქით. უცებ ფანჯარაში დავლანდე და მანიშნა, რომ გამეღო. გავაღე და სიცივე მხრებზე მომხვდა.
- ჩამოდი ქვემოთ. თოვს და ერთად შევხვდეთ.
- არ მინდა.
- თუ გინდა, წავალ და ისე ჩამოდი.
- არა, არ მინდა.
- ჩამოდი, რიონი მოგენატრებოდა.
- მარტო გამიშვებ?
- გინდა?
გავჩუმდი.
- ჩამოდი. - გაეცინა და მიხვდა, რომ - არა.
ჩავედი…
და (გვა)თოვს…

***
"დედამიწას ათოვს. მე წერას ვასრულებ. ვიპოვე. ადამიანები მოსაბეზრებელნი არიან. ყველაფერი სულთხმუთავია."

ცოტა ვრცელი სამი ძაფი და ელი აქ არის.

№1  offline მოდერი სალანდერი

დავბრუნდები. . . ❤

№2  offline ადმინი ელპინი

სალანდერი
დავბრუნდები. . . ❤

მიყვარხარ . . .

№3  offline ახალბედა მწერალი ქეთი იმერლიშვილი

ადი სცენაზე, ტაში უნდა დაგიკრა! ❤️
შენ და სალანდერმა რიონი შემაყვარეთ!
ეს ნაწარმოები ჩემი ფავორიტია ფავორიტთა შორის და თუკი ვინმე იტყვის, რომ ელ პინი 21-ე საუკუნის ქართული პროზის ახალი სისხლის გადასხმაა, მაშინ არ გაგიკვირდეს, რომ მის სიტყვებს ათივე თითით ჰაერში აწეულმა დავეთანხმო!
საღოლ!
--------------------
When nothing goes right, go left!

№4  offline ადმინი ელპინი

ქეთი იმერლიშვილი
ადი სცენაზე, ტაში უნდა დაგიკრა! ❤️
შენ და სალანდერმა რიონი შემაყვარეთ!
ეს ნაწარმოები ჩემი ფავორიტია ფავორიტთა შორის და თუკი ვინმე იტყვის, რომ ელ პინი 21-ე საუკუნის ქართული პროზის ახალი სისხლის გადასხმაა, მაშინ არ გაგიკვირდეს, რომ მის სიტყვებს ათივე თითით ჰაერში აწეულმა დავეთანხმო!
საღოლ!

ვააააააჰ....
ეს რა იყო, ქეთი?!
გული გამიხეთქე ახლა ბედნიერებისგან და რა გავაკეთო.
დავწყნარდე...
♥️

№5  offline მოდერი სალანდერი

სამი ძაფი? მე ისე ამებურდა ამ სამი ძაფის თავი და ბოლო, თვითონ გავიხლართე შიგნით. . .
ელ პინ, დიალოგები როგორ დახვეწე ხვდები? მგონი ვერ ხვდები. . .
დახვეწილობის პიკს თანდათან აღწევ. . .
და(გვა)თოვს მივხვდი ის რატომაც ჩაწერე ფრჩხილებში. დათოვს, მაგრამ უჩვენოდ. ეგ არაფერი წინ ბევრი თოვლებია. . .
ახლა ყველა ამინდი ისე მეზარება, ფანჯარაშიც არ ვიხედები. . .
ყველაფერს აკლიხარ ელპინ, არ ვიცი როგორია ანგელოზობა, მაგრამ თუ შეიძლება რამე ყველაზე სუფთას განიცდიდეს "ა დ ა მ ი ა ნ ი" ვამბობ რომ გამიმართლა. . .
შენი ყოლა უკვე მაგარი ამინდია, მერე რა რომ დროებითი "განშორებები" ამინდს აფუჭებს. . .
რაც არ უნდა იყოს, სადღაც მეგულები და რომ გვითენდება მიხარია, მერე რა რომ დროში სხვაობით. . .
ბოლო დროს, რაც ჩემი ღმერთი დავკარგე და ამით იმ შენს ღმერთს სულ ცოტათი მივუახლოვდი, გათენებებიც დავაფასე. . .
საოცარი ხარ ელპინ. . . აი ეგრე, პლედ მოფარებული, ჩემი ჩაის ჭიქით ხელში რომ ზიხარ. . . ნახევარ სიცოცხლეს მივცემდი რომ დამენახე და სულ ერთხელ ჩაგხუტებოდი. . .
ჩვენი კაფეც მოიცდის, რიონიც და პლედიც, მთავარია ჩაის სმის სეზონი არ გადავიდეს. . .
მე ისევ გელოდები, როგორც შენ. . .
მიყვარხარ. . .

№6  offline ადმინი ელპინი

ახლა ისედაც ცრემლებს ვყლაპავ, ახლა კი არა, ოთხი დღეა უკვე და მალე - მეხუთე დაიწყება.
ჩემო, რისი ღირსი ხარ ასეთი სიტყვები რომ დამიწერე? ჩემზე საერთოდ არ ფიქრობდი?
სადღაც, კილომეტრებს იქით, მაგრამ ჩემში, ჩემებრ, ჩემით - გეხუტები. ვიცი, გრძნობ.
ახლა უფრო ველოდები გათენებას, ვიდრე აქამდე. მინდა, მალე დავიძინო და მალე გავიღვიძო, რომ დღე ისევ თავიდან დავიწყოთ.
საერთოდ არ ვიცი, როგორ, მაგრამ უსაზღვროდ მიყვარხარ.
ხედავ? ჩემმა სიტყვებმა დროს მოუგო და ერთი საათი უკან დაწია. ყველაფერი დროულად მოვიდა შენამდე.

დღეს დავლიე ჩაი . . .
იცოდე, გელოდები, ჩემო!!!

№7  offline ადმინი ენ ბლექი

ეშმაკი ხარხარებს და ავისმომასწავებლად გაჰკივის. სასაცილოა, რომ ბოლოს ყველა ვიხრწნებით. დაბადებიდან თანმდევი ბავშვური სუნი დამპალ სუნად გარდაიქმნება. საბოლოოდ კი, ყველაფრის გააზრება იმდენად რთულია, პირველ რიგში კი იმის, რომ ადამიანი ხარ, საკუთარ სხეულს იჭრი და სისხლის წვეთები ვარდის ფურცლებივით ეფინება ძირს.

რატომღაც ჩვეულებაში გადამივიდა შენი ყოველი ახალი "ისტორიის" წაკითხვა.
სასიამოვნოა იმის განცდა რომ სამყაროში არსებობს ვიღაც ვინც ზუსტად ისე წერს როგორც გრძნობს. და რაც მთავარია ეს საოცრად ლამაზად გამოსდის.

იცი ზოგჯერ მიფიქრია, ალბათ წლების შემდეგ ვიხილავ სოცუმს ელ პინზე გაფეტიშებულს. თუმცა ჯერ კიდევ დროა საჭირო, იქამდე სანამ თაობა დიდ ნახტომს გააკეთებს და სწორად ჩასწვდება თითოეულ შენს სიტყავს.

გაქებ? :) არა უბრალოდ მიხარია რომ შენ ეს შეგიძლია.

წარმატებები ელ :)

№8  offline ადმინი ელპინი

ენ ბლექი

ბლექ, საერთოდ არ გელოდი. მეტიც, არანაირად.
გამეღიმა.
მიხარია, რომ დაინახე და...

დეტალებში ყველაფერია.
მგონი, ლოდინი - გამომდის.
მადლობა, ბლექ. :)

№9  offline წევრი სიბილა

გულიდან მომავალი სული?არამატერიალურად უკვე ხელში გიკავია, ეგებ სულშიც..მთლიანად ვერ პოულობ>?გახედე,თოვს, შეაგროვე ფიფქებად და მწვანე ჩაის სახით ჩაღვარე ყავისფერ ჭიქაში, შესვი და ის სამუდამოდ შენშია.მაქედან ვერავინ გამოდევნის, თავადაც კი..სწორედ ამის გამო ბრაზობს ბელზებელი და ამაოდ აწყდება ბნელეთის კედლებს.შენი ისტორიის ყოველი სიტყვა კი მის გასანადგურებლად გაგზავნილი მორიგი ბომბია.ჩემთვის კი, გვირილების მინდორზე გაბნეული მარგალიტები.და როცა სეირნობისას წავაწყდები-ხოლმე მათ-ჩემი სულიც ხარობს იმ მეორესთან ერთად, რომელსაც ხანდახან წარმოდგენაც არ აქვს ზოგჯერ რა უხარია, ის კი მყარად იცის , სამუდამოდაა გაბნეული ჩემი სულის კუნჭულებში.

№10  offline წევრი silver hands

ისე სათუთად წერ სულზე-ასე მხოლოდ ლამაზი სულის მქონე ადამიანებს შეუძლიათ
...
მე ასე ვეუბნები თავს: ბოლოს ყველა ადამიანი არ იღრწნება სული,ლამაზი სული სპეტაკი, გაუღრწნელი რჩება და მარადიულ სამყაროში აგრძელებს არსებობას როცა ჩვენ სხეულებრივად ვტოვებთ ამ ჯოჯოხეთური მოვლენებით აღვსილ დედამიწას...
მართლაც როგორი შეცდომაა მომტირალი ადამიანები ღმერთს რომ აბრალებენ ყველაფერს... ისიც როგორი მძეა სიცოცხლეშივე რომ იწყებს ზოგიერთი ადამიანი გაღრწნას... და ჰო ადამიანად ყოფნაზე რთული არაფერია!
...
თუ კი რიონს დაათოვს შევჩერდები, სიწმინდისფერ ფერში შემოსილ ნაპირს გადავხედავ, გამახსენდება ერთხელ შენთან წაკითხული და ვიტყვი -თეთრი ქვები ერთმანეთს ეხუტებიან ჩვენ ერთად გვათოვს, და(გვა) თოვს...

№11  offline ადმინი ელპინი

სიბილა

ძალიან ლამაზად თქვი და მიხარია, რომ ასე გრძნობ, ასეთი ხარ, აქ ხარ და კიდევ ბევრი რამ . . .
მიყვარხარ! ♥️

silver hands
ისე სათუთად წერ სულზე-ასე მხოლოდ ლამაზი სულის მქონე ადამიანებს შეუძლიათ
...
მე ასე ვეუბნები თავს: ბოლოს ყველა ადამიანი არ იღრწნება სული,ლამაზი სული სპეტაკი, გაუღრწნელი რჩება და მარადიულ სამყაროში აგრძელებს არსებობას როცა ჩვენ სხეულებრივად ვტოვებთ ამ ჯოჯოხეთური მოვლენებით აღვსილ დედამიწას...
მართლაც როგორი შეცდომაა მომტირალი ადამიანები ღმერთს რომ აბრალებენ ყველაფერს... ისიც როგორი მძეა სიცოცხლეშივე რომ იწყებს ზოგიერთი ადამიანი გაღრწნას... და ჰო ადამიანად ყოფნაზე რთული არაფერია!
...
თუ კი რიონს დაათოვს შევჩერდები, სიწმინდისფერ ფერში შემოსილ ნაპირს გადავხედავ, გამახსენდება ერთხელ შენთან წაკითხული და ვიტყვი -თეთრი ქვები ერთმანეთს ეხუტებიან ჩვენ ერთად გვათოვს, და(გვა) თოვს...

გამიხარდი!
რაღაცნაირად მგრძნობიარე ხარ, ისე იცი ხოლმე შენი აზრის გადმოცემა, ძალიან სათუთად და მომწონს.
მიყვარს სითბო და თოვლი, თეთრი, ყველაზე ლამაზი . . .

რიონი რაღაცნაირია,
მახსოვს, სეირნობ იქ.
მადლობა!

№12  offline წევრი Kalina

რას გეუბნებოდი:))))

მაგ ,,მარის” დაგაკავებინებ ხელში და არ გამოგართმევ არასდროს! აღარ გამაგონო! :)))

გავბანალურდები და გეტყვი, დრო ყველაფრის მკურნალია. ასეც და ისეც.

უყვარხარ მარიკუნას❤️
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

№13  offline ადმინი ელპინი

Kalina
რას გეუბნებოდი:))))

მაგ ,,მარის” დაგაკავებინებ ხელში და არ გამოგართმევ არასდროს! აღარ გამაგონო! :)))

გავბანალურდები და გეტყვი, დრო ყველაფრის მკურნალია. ასეც და ისეც.

უყვარხარ მარიკუნას❤️

რომ არ მომწონს ეგ მარი, იმიტომ იყო ეგრე, მარიკუნა. :და

რანაირი ხარ, გოოოგო?
მიყვარხარ! ♥️

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent