შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პირველის ნახევარი /3


3-12-2019, 00:03
ავტორი Margo Tokyo
ნანახია 9 699

დილით გოგოებზე ადრე გამეღვიძა, ეგრევე სამზარეულოში გავვარდი და ყავა გავიკეთე, იმდენად მტკიოდა თავი, ალბათ მთელი დღე რომ ყავა დამელია, მაინც არ გამომაფხიზლებდა. იქვე, მაგიდაზე დადებულ პიცის ცარიელ ყუთს და მასზე დამაგრებულ წერილს დავხედე და ისევ ავირიე.
- ღმერთო, რა ხდება?! - ჩავილაპარაკე რამდენიმე წუთის შემდეგ და აბაზანაში რეკორდული სისწრაფით შევვარდი.
დღეს სამსახურში ადრე უნდა მივიდე, რადგან ზურა მივლინებაშია და სავარაუდოდ, ძალიან გაუგრძელდება საზღვარგარეთ ვიზიტი.
და რა თქმა უნდა, ახლა გაორმაგებული კი არა, გაასმაგებული ძალებით მომიწევს შევეჭიდო საქმეს, რადგან მისი მოსაგვარებელი საქმეც, მე უნდა მოვაგვარო და შესამოწმებლად მას გადავუგზავნო, რაც საკმაოდ რთული პროცესია ჩემნაირი გამოუცდელი ბატისთვის.
ამ ყველაფერს კი, ემატება შავგვრემანი კატო, ჩემი არეული ცხოვრება და ის უცნაურობები, რაც ჩემ თავს ხდება! არადა, რამდენიმე დღის წინ, მეგონა რომ ყველაზე ერთფეროვანი ცხოვრება მქონდა.

აბაზანიდან სწრაფად გამოვედი და ჯინსის შარვალი ჩავიცვი, მგონი ერთადერთი ვიყავი, ვინც ჯინსის შარვალით დადიოდა სამსახურში და არა კაბით, გაშლილი ნაჭრის შარვლით ან სპეციალური ფორმით. თავი საახალწლო გოჭი მგონია, არაკომფორტულ ტანსაცმლეში, ამიტომ ვცდილობ, შედარებით შესაფერისად ჩავიცვა. კიდევ ერთი ჭიქა ყავა დავლიე გამოსაფხიზლებლად და ოთახში შევიხედე, ორივეს გათიშულს ეძინა, მხოლოდ ეკაკო იღიმოდა, ვგონებ, იმ ბიჭებიდან ერთ-ერთი დაატყვევა და ახლა ხელს სთხოვს სიზმარში...

მთელი გზა, პიცაზე და წერილზე ვფიქრობდი, მაგრამ სულ ტყუილად!
ვფიქრობდი, მაგრამ პასუხამდე ვერ მივდიოდი, ვერც მიახლოებით... იმდენად ვიყავი ჩაფიქრებული, კაბინეტში შესვლისას, ჩემ ადგილას წამომჯდარი ნიკოლოზ კობახიძე რომ დავინახე, შიშით ადგილზე შევხტი.
ჩაეცინა.
- შემთხვევით, ჩემზე ხო არ ფიქრობდი? - მკითხა, როგორც ყოველთვის ირონიული ტონით და ჩემს სახეზე, უცნაურად გაეცინა.
- ყოველდღე აქ უნდა გელოდო? - ჩავიცინე და ჩანთა სკამზე დავდე.

- არ გიხარია ჩემი ნახვა? - აგრძელებდა „მოდი, ქეთას დავცინოთ“ საღამოს და რა თქმა უნდა, არც იღლებოდა. ან რა დაღლიდა, ის ხომ ამისთვის არის დაბადებული.
- ისე მიხარია, არ ვიცი რომელ მდინარეში გადაგაგდო!
- ქეთევან, როგორ არ გიხდება ეგ ირონია. - მითხრა სიცილით.
მე კი, ქეთევანზე ისე გავბრაზდი, ალბათ, ყურებიდან ბოლი ამდიოდა და ყველაზე მეტად ის მაცოფებდა, რომ უყვარდა ჩემი ამ სიტუაციაში ჩაგდება!
ვერასოდეს ვიტანდი, ქეთევანს ან ქეთის რომ მეძახდნენ და ასეთი ძალიან ბევრი იყო!
- გაბრაზდი, ქეთრინ? - ხარხარებდა ნიკუშა.
- ნიკოლოზ, გეყოს! წადი, რა... - ვუთხარი და თავზე დავადექი, იმ იმედით, რომ ასე მაინც მიხვდებოდა, ჩემი ადგილის დაბრუნებას.
- რა იყო, ქეთრინ, პოზიციები გავცვალეთ და სამსახურიდან შენ მაგდებ? - ჩაილაპარაკა და ქვემოდან ალმაცერად ამომხედა.
მოიცა, რაო?!
- რა?!
- არ უთქვამს, ბატონ ზურას? - ჩემკენ გადმოიხედა და ჩაიცინა. როგორც ყოველთვის, სიტყვა 'ბატონი' გამოკვეთა.
- რა უნდა ეთქვა? - საშინლად დავიბენი, ეს თუ იმას მეუბნება, რაც მე მგონია, ახლავე ვწერ განცხადებას და მივდივარ! ...
ან არ მივდივარ.
- ზურას დაბრუნებამდე, მის ადგილს მე დავიკავებ. - გამოაცხადა და წელში გასწორდა.

- ჰ-ჰ, მეეჭვება შენ რამე გაგეგებოდეს, - არ ვიცი, როდის გავიაზრე მისი სიტყვები, ალბათ ნახევარი საათის გასვლის შემდეგ. ჩემს სიტყვებზე, უბრალოდ გაეღიმა და თავი უკან გადასწია. მე ისევ მის გვერდით ვიდექი და სასოწარკვეთილი ველოდი, როდის დამიბრუნებდა ჩემს ადგილს.
- დიდხანს გელოდო? - ვკითხე გაღიზიანებულმა. ჩემი ნერვული სისტემა უკვე პიკზე იყო.
- მერედა, რატო მელოდები? - მკითხა და თვალებმოჭუტულმა გადმომხედა.
- აუ, კარგი, რა! უამრავი საქმე მაქვს! - მგონი პირველად ვწუწუნებდი მასთან.
- გასაგებია... - მითხრა და მოემზადა, მე კი ჩვეული სალტოების კეთება დავიწყე გულში და გამარჯვებას ვზეიმობდი, - მაგრამ, მეზარება. - თქვა და მძიმედ ჩაეშვა იურიდიულად ჩემს საკუთრებაში მყოფ სკამზე. ფრთებშესხმული მე კი, მიწაზე დავენარცხე.

ღმერთო!... ნეტავ, რამდენს მომისჯიან რომ მოვკლა?! - უაზრო ფიქრები მიტრიალება თავში და იმის ნაცვლად, რომ გამოსავალი მეპოვნა, მისი მოკვლის ხერხებს მთელი სერიოზულობით განვიხილავდი.

- მაგრამ გამოსავალი ყოველთვის არსებობს! - თქვა გამარჯვებული ღიმილით და ისე უცებ მომხვია წელზე ხელი და ისე უცებ ამოვყავი თავი მის მუხლებზე, რომ სიტყვის თქმაც ვერ მოვასწარი.
- შენ... შენ სულ გაგიჟდი? - ვკითხე გაოცებულმა და ადგომა ვცადე, მაგრამ სულ ტყუილად. ისე მჭიდროდ ჰქონდა მოხვეული ორივე ხელი, რომ ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა.
- გაჩერდი და დამასვენე! - მოთხრა გაღიზიანებულმა, ამაოდ რომ ვცდილობდი ადგომას. თავი კისერზე მომადო და ხელი უფრო მჭიდროდ მომხვია.
- მ...
- გაჩუმდი! - სიტყვის დასრულებაც არ მაცადა.
- ასე არ შე...
- ჩუმად!
- ერთი წუთ...
- ნუ მაიძულებ, უკიდურეს ზომებს მივმართო! - გამაფრთხილა და ისევ იმ პოზიციას დაუბრუნდა. მე ღრმად ამოვისუნთქე და ჩემ თავს სიმშვიდისკენ მოვუწოდე...
მთელ სხეულზე ცეცხლი მეკიდა, თავი ვაკუუმში მეგონა და სუნთქვაც კი მიჭირდა. სიმშვიდის შენარჩუნებას ვცდილობდი, რადგან ისტერიკების გამართვა ნამდვილად არ მინდოდა. მაგრამ მშვიდად როგორ უნდა იყო, მაშინ როცა მის გვერდით ხარ, თან ამ მდგომარეობაში?!
- ნიკოლოზ, ახლა გავგიჟდები! - ამოვიკნავლე საცოდავად და კიდევ ერთხელ ვცადე ადგომა. - შენ საერთოდ ნორმალური ხარ?! როგორ იქცევი? - მივაყარე კითხვები გამწარებულმა და ამოუცნობი ძალით გათამამებულმა.
- აუ, ეს ვინაა, ტო. კაი ხო, წავედი და ნახევარ საათში ჩემთან შემოდი, შეხვედრაა! - მობეზრებულად აატრიალა თვალები და გამაფრთხილა, შემდეგ კი, წამში აორთქლდა.

ნახევარი საათი ნამდვილად არ იყო საკმარისი ჩემი გონების დასამშვიდებლად. აღელვებულმა შევაბიჯე მის კაბინეტში და ის ორი კაციც, ე.წ მომავალი პარტნიორებიც გამოჩნდნენ.
მე მხოლოდ საბუთების მოწესრიგება და ზურასთვის გადაგზავნა მევალებოდა.
რა თქმა უნდა, კატოც შემოვიდა, როგორც ზურას მდივანი და თავისი ბრძნული აზრები ჩააკვეხა. რაც შეეხება ნიკოლოზს...
იმაზე კომპეტენტური აღმოჩნდა, ვიდრე მე მეგონა. რატომღაც „ქუჩის ბიჭად“ აღვიქვამდი, სკოლას მამიკოს ფულებით რომ ამთავრებენ და ღმერთმა იცის, ატესტატს როგორ იღებენ.. მაგრამ შევცდი! განათლება, საზღვარგარეთ მიუღია და ამ სფეროშიც ბევრი რამ გაეგება, თურმე.
თუმცა, კომპანიაში ჯინსის შარვლით დადის, ისევე როგორც მე. ამხელა კომპანიაში, მხოლოდ მე და ის დავდივართ ასე ჩაცმული და სიმართლე გითხრათ, დიდ ინტერესს იწვევდა ჩემში ეს თავხედი, გათამამებული ნიკოლოზი. მაინტერესებდა მისი ცხოვრება, ოჯახი და თვითონ ის, მაგრამ ზოგჯერ იმდენად მაღიზიანებდა რომ დაუფიქრებლად შემეძლო მისი მოკვლა.
გაუგებრობაში ვიყავი.
თავიდან-ბოლომდე,
და მეშინოდა ჩემი ამ მდგომარეობის...


* * *

ნიკოლოზ კობახიძე

ვგრძნობ – სიცოცხლეს, მუსიკის რიტმს.
მეშინია – უმიზნო ადამიანების.
ვიცი – როგორ ვითამაშო წესების გარეშე.
არ ვიცი – წესები. - არასდროს.
შემიძლია – სხივის ემოციების დაჭერა და დამახსოვრება.
არ შემიძლია – თუ მინდა, ყველაფერი შემიძლია.
ვტირი – მხოლოდ სიცილით.
ვიცინი – ადამიანების რეაქციებზე, - მართობს.
ვეძებ – სიმსუბუქემდე დაყვანილ შეგრძნებებს.
ვკარგავ – აზროვნების უნარს.
მშურს – ვისი უნდა მშურდეს?
ვემალები – გაურკვეველი წარმომავლობის ხასიათის გოგოებს და ჩემს ძმას.
არ მაინტერესებს – რას ფიქრობს ხალხი.
მაინტერესებს – სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე.
მრცხვენია – მგონი უსირცხვილო ვარ.
მწამს – კაფკას.
მძულს – სხვა ადამიანის სუნი.
ვნანობ – არაფერს.
კმაყოფილი ვარ – ჩემი შესაძლებლობებით.
მენატრება – ჩემი ძაღლი.
მსურს –ცარიელ სივრცეში არსებობა.
ვაგროვებ –დეტალებს.
„ვკაიფობ“– ცხოვრების კანონზომიერებაზე.

- შეგიძლია ნიკოლოზ კობახიძეზე გვესაუბრო?
- ნიკოლოზზე?.. კობახიძე ბავშვობიდან მახსოვს, ჩემი უბნელი იყო ვერაზე.
გამორჩეულად უყვარდა ყველას.
რატომ? ჰაჰ. ეგ მეც მაინტერესებს. მაგრამ ისეთი ტიპი იყო, გახსნილი, სულ ღადაობდა, ხომ ხვდებით, არა? იფიქრებდი, მაგარი არასერიოზულიაო, მაგრამ სერიოზულიც იყო უცნობებთან და იმათთან, ვინც გულზე არ ეხატებოდა.
როგორი ბიჭი იყო? იშვიათი.
არ ვაჭარბებ, მართლა. თუ გჭირდებოდა, შენ გამო ყველაფერს დაიკიდებდა, ამიტომ იყო გამორჩეული.
მექალთანე იყო თუ არა? იცით, როგორი თემაა? რომ არ გინდოდეს, მაინც რომ არ აგცდება. ჰაჰ, ნამდვილად, ეგრე იყო.
ვერელი გოგოების რიგი იდგა მის სადარბაზოსთან. ეგ და მისი საძმაკაცო, ჩვეულებრივ ტერორს განიცდიდნენ.
არ ამაყობდა ამით. თავიდან მაგრად ღადაობდა, მერე უბრალოდ შოკში იყო, არ ეგონა, ასეთი რაღაცების გაკეთებაც თუ შეეძლოთ გოგოებს. ისეთ ჭორებს უვრცელებდნენ, ყოველთვის ამაღლებულ ხასიათზე იყო, კობახიძე. თუმცა, ის აშკარაა, რომ წარმოდგენა ჰქონდა დაკარგული მათზე, არ ფიქრობდა, რომ ვინმე გამორჩეული შეხვდებოდა, ამიტომ დიდი ხანია რაც თავიდან ამოიგდო სერიოზული ურთიერთობები.
რატომ იქცეოდნენ ასე გოგოები? კარგით, რა. მეტი რაღა უნდოდათ. კარგი, არა, ზედმეტად კარგი გარეგნობის ბიჭები, ფულიანი მამების შვილები, მანქანები, აქ ხომ უკვე გადაწყვეტილია ყველაფერი?
რამდენიმე ფაქტორი და ყველასთვის სასურველი ხარ, რაც უნდა გააკეთო,
ყოველთვის სასურველად რჩები.
აი, აქ წყდება ყველაფერი. გაქვს ან არ გაქვს, სასურველი ხარ ან არ ხარ.
თვითონ ნიკუშა, ყოველთვის ძიებაში იყო.
ირგებდა თავქარიანობის ასაკსაც, ერთობოდა, კითხვაც მოსწონდა და საინტერესო დიალოგებიც, რაც უკვე იშვიათი იყო ადამიანებში. გიჟდებოდა კალათბურთზე, ჰობზე მეტი იყო, შეეძლო მთელი დღე მოედანზე გაეტარებინა, ძმაკაცებთან ერთად.
აფასებდა ხელოვნებას, საინტერესო წიგნებს და აღმერთებდა მუსიკას.
ჩვეულებრივად, მისი რელიგია იყო, ეთაყვანებოდა მუსიკის ღმერთს, ეწინააღმდეგებოდა ყველაფერ ბანალურს.
სულ ეს არის.
ეს არის ნიკოლოზ კობახიძე, თავისი გიჟური, დარტყმული, სპონტანური იდეებით.


_
ასეთ noncommunicative გარემოს არ ველოდი,
თუ არ იაქტიურებთ, ჩავთვლი, რომ არ არის საინტერესო და შევწყვეტ დადებას.



№1 სტუმარი maco maco

გამარჯობა :) წუხელ ვნახე პირველად უბარალოთ თვალს გადავავლებთქო მაგრამ ისე შემიტყუა თბალის გადავლება არ გამოვა, უნდა ჩაუჯდე და დილით მოდი მაინც შევამოწმებ იქნებ და იყოსთქოო... ხოდა დაველოდები ყოველდღე რაღაცნაირიაა თვალს რო ვერ გამოაპარებ, წარმატებები

 


№2  offline წევრი Gemini mood

უკვე ინტრიგააა ძალიან მომწონს ვგიჟდები ისე მინდა უფრო დიდი თავები გელოდები სულმოუთქმელად❤❤❤❤

 


№3 სტუმარი სტუმარი ნანუკა

დღეს წავიკითხე სამივე თავი, მაგრამ მეგონა ერთი დიდი თავი იყო, ანუ სიუჟეტური ხაზი სამივე თავში ერთი და იმავე იყო და ცოტა ნიტო ადგილებში გქონდა გაწყვეტილი.
პლუს არც მოცულობებით იყო დიდი.
მინდა რომ სწორად გაიგო, სამივე თავი ერთი დიდი პროლოგი იყო პერსონაჟების დახასიათების, რომელიც წესით ერთში უნდა იყოს გაერთიანებული.
ვერ ვიტყვი, რომ პერსონაჟებით აღვფრთოვანდი, წინა ისტორიის მთავარი პერსონაჟები უფრო დახვეწილები იყვნენ, აქ ნიკოლოზი იმენა ნიკუშაა, ისეთი ცანცარა ტიპაჟია.
ვნახოთ, რამდენიმე თავს კიდევ გადავიკითხავ დაკვირვებისთვის.
პ.ს ვიცი რომ ყოველდღე დებ და ეგ კარგია

 


№4  offline წევრი Margo Tokyo

maco maco
გამარჯობა :) წუხელ ვნახე პირველად უბარალოთ თვალს გადავავლებთქო მაგრამ ისე შემიტყუა თბალის გადავლება არ გამოვა, უნდა ჩაუჯდე და დილით მოდი მაინც შევამოწმებ იქნებ და იყოსთქოო... ხოდა დაველოდები ყოველდღე რაღაცნაირიაა თვალს რო ვერ გამოაპარებ, წარმატებები

მადლობა აზრის დაფიქსირებისთვის, მიხარია თუ დაგაინტერესა❤️❤️❤️

Gemini mood
უკვე ინტრიგააა ძალიან მომწონს ვგიჟდები ისე მინდა უფრო დიდი თავები გელოდები სულმოუთქმელად❤❤❤❤

შემდეგი თავები ბევრად განსხვავდება, ამიტომ ინტრიგები მერე ნახეთ:დდდ ძალიან მიხარია რომ მოგწონს❤️❤️❤️

სტუმარი ნანუკა
დღეს წავიკითხე სამივე თავი, მაგრამ მეგონა ერთი დიდი თავი იყო, ანუ სიუჟეტური ხაზი სამივე თავში ერთი და იმავე იყო და ცოტა ნიტო ადგილებში გქონდა გაწყვეტილი.
პლუს არც მოცულობებით იყო დიდი.
მინდა რომ სწორად გაიგო, სამივე თავი ერთი დიდი პროლოგი იყო პერსონაჟების დახასიათების, რომელიც წესით ერთში უნდა იყოს გაერთიანებული.
ვერ ვიტყვი, რომ პერსონაჟებით აღვფრთოვანდი, წინა ისტორიის მთავარი პერსონაჟები უფრო დახვეწილები იყვნენ, აქ ნიკოლოზი იმენა ნიკუშაა, ისეთი ცანცარა ტიპაჟია.
ვნახოთ, რამდენიმე თავს კიდევ გადავიკითხავ დაკვირვებისთვის.
პ.ს ვიცი რომ ყოველდღე დებ და ეგ კარგია

როცა ისტორიას ვდებდი, ვთქვი, რომ პერსონაჟები და შინაარსი სრულიად განსხვავებული იქნება-მეთქი.
მართალი ხარ, ეს სამი თავი ფაქტობრივად ერთი დიდი თავია, მაგრამ ამ დეტალების გარეშე ვერანაირად ვერ დავწერდი შემდეგ თავებს, ამიტომ აუცილებელი იყო ჩემთვის ასე დაყოფა.
მადლობა რომ წაიკითხე და აზრი დააფიქსირე:))❤️❤️

 


№5 სტუმარი taat

ერრთი შეხედვით ბანალური, მაგრამ რეალურად ძალიან განსხვავებული და საინტერესო ისტორიაა. ყოჩაღ!
ველი შემდეგ თავს

 


№6  offline წევრი Margo Tokyo

taat
ერრთი შეხედვით ბანალური, მაგრამ რეალურად ძალიან განსხვავებული და საინტერესო ისტორიაა. ყოჩაღ!
ველი შემდეგ თავს

დასაწყისი ნამდვილად არ გამოირჩევა ორიგინალურობით, რასაც გაგრძელებაზე ვერ ვიტყვი3:)
მადლობა დიდიი❤️❤️❤️ 12ის შემდეგ დავდებ❤️

 


№7  offline წევრი დარინა

საოცრად საინტერესო პერსონაა ჩემთვის ნიკოლოზ კობახიძეე, მართლაა ვგიჟდები უკვე, კითხვა პასუხის რეჟიმი ძალიან მომეწონა ისიც მომეწონა უსირცხვილო უკომპლექსო და გიჟი და გადარეული რომ არის, უკვე გამაგიჟა ქეთას ნერვებზე რომ
თამაშობს, არადა ქეთასაც ხომ შეუძლია ეს ზე აღმატებული ბიჭი გადარიოს უზომოდ კარგი წყვილი გამოვა აი ისეთი სულ რომ მოგინდება იკითხოო, იმედია ბანალური წყვილივით ბოლოს არ აურევენ თავისი დაშორებებით, უაზრო ეჭვიანობებებით და ასე შემდეგ. მომწონს ისტორია თავისი სიუჟეტით და მომწონხარ შენ.

 


№8 სტუმარი სტუმარი ქრისტი

აბა გელოდებით ძალიან საინტერესო ისტორიაა...

 


№9 სტუმარი teo

მოუტმენლად ველი ახალ თავს, ჩამითრია მეც heart_eyes heart_eyes

 


№10  offline წევრი Margo Tokyo

დარინა
საოცრად საინტერესო პერსონაა ჩემთვის ნიკოლოზ კობახიძეე, მართლაა ვგიჟდები უკვე, კითხვა პასუხის რეჟიმი ძალიან მომეწონა ისიც მომეწონა უსირცხვილო უკომპლექსო და გიჟი და გადარეული რომ არის, უკვე გამაგიჟა ქეთას ნერვებზე რომ
თამაშობს, არადა ქეთასაც ხომ შეუძლია ეს ზე აღმატებული ბიჭი გადარიოს უზომოდ კარგი წყვილი გამოვა აი ისეთი სულ რომ მოგინდება იკითხოო, იმედია ბანალური წყვილივით ბოლოს არ აურევენ თავისი დაშორებებით, უაზრო ეჭვიანობებებით და ასე შემდეგ. მომწონს ისტორია თავისი სიუჟეტით და მომწონხარ შენ.

ვაიმე, დარინა, ძაალიააან დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის!❤️❤️❤️❤️დღეს 12ის მერე დავდებ 4-5 თავს ერთად და ოო, იქ ისეთებია, დარწმუნებული ვარ კიდევ უფრო მოგეწონება გიჟი ნიკოლოზი:დდ❤️❤️❤️

სტუმარი ქრისტი
აბა გელოდებით ძალიან საინტერესო ისტორიაა...

მადლობა!❤️❤️❤️
ღამე დავდებ❤️❤️

teo
მოუტმენლად ველი ახალ თავს, ჩამითრია მეც heart_eyes heart_eyes

როგორ მიხარიააა!!! ❤️❤️❤️❤️

 


№11 სტუმარი სტუმარი მარიკო

მომწონს ძალიან❤

 


№12  offline წევრი Margo Tokyo

სტუმარი მარიკო
მომწონს ძალიან❤

დიდი მადლობა❤️❤️❤️

 


№13 სტუმარი სტუმარი ნინიკო

მოკლედ აქ კომენტარებში ისეთები დაწერე, გელი მოუთმენლად

 


№14 სტუმარი A

სამივე თავი ეხლა წავიკითხე ერთად. ძალიან მომეწონა საკმაოდ საინტერესოა. აუცილებლად წავიკითხავ ბოლომდე და ვერ დაგპირდები, რომ ყველა თავს დავაკომენტარებ მაგრამ პერიოდულად გაგაგებინებ ჩემს აზრსაც გპირდები. წარმატებები და შემდეგ თავს მოუთმენლად ველი....

 


№15  offline წევრი Margo Tokyo

სტუმარი ნინიკო
მოკლედ აქ კომენტარებში ისეთები დაწერე, გელი მოუთმენლად

იმედია იმედები არ გაგიცრუვდება bowtie
მადლობა!! <333333

A
სამივე თავი ეხლა წავიკითხე ერთად. ძალიან მომეწონა საკმაოდ საინტერესოა. აუცილებლად წავიკითხავ ბოლომდე და ვერ დაგპირდები, რომ ყველა თავს დავაკომენტარებ მაგრამ პერიოდულად გაგაგებინებ ჩემს აზრსაც გპირდები. წარმატებები და შემდეგ თავს მოუთმენლად ველი....

სასიამოვნოა იმის მოსმენაც, რომ არსებობს ადამიანი, რომელიც კითხულობს.
უბრალოდ, ძალიან საინტერესოა თქვენი აზრი შინაარსთან დაკავშირებით.
მიხარია, რომ ელოდები და კითხულობ, დიდი მადლობა!
ახალი თავი უკვე გავაგზავნე და იმედია მალე დაიდება heart_eyes kissing_heart

 


№16 სტუმარი სტუმარი Masho

Mixaria,rom dabrundi!! Wina istoria saocari iko da am istoriazec dzalian did imedebs vamyareb <3 warmatebebi

 


№17  offline წევრი Margo Tokyo

სტუმარი Masho
Mixaria,rom dabrundi!! Wina istoria saocari iko da am istoriazec dzalian did imedebs vamyareb <3 warmatebebi

როგორ მიხარია ვერ წარმოიდგენ!! იმედია გავამართლებ შენს მოლოდინს❤️❤️❤️

 


№18 სტუმარი მაარკ

საინტერესოა <3

 


№19  offline წევრი Margo Tokyo

მაარკ
საინტერესოა <3

მადლობა! heart_eyes kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent