შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყოვლისშემძლე გოგონები (მე-9 თავი)


3-12-2019, 18:59
ავტორი Alice76
ნანახია 839

სასტუმროს არც ისე სუფთა,მჩხვლეტავ ზეწარზე წამოწოლილი საკუთარ შიშველ სხეულს დაჰყურებდა. მოსწონდა ამობურცული და სიგრილისაგან გამაგრებული მკერდი, ნეკნები,რომლებიც გამხდარ მუცელზე გარკვევით ეტყობოდა, მენჯის ძვლები, თითქოს ეშმაკის რქები ყოფილიყოს...
საჩვენებელი თითი ნაზად გააყოლა მკერდიდან ფეხამდე მიმავალ ზოლს,ხმადაბლა ამოიხვნეშა. ენატრებოდა შეხება.
კარზე ხმამაღალმა,მომთხოვნმა კაკუნმა აიძულა,გამოფხიზლებულიყო,წამოიმართა,თეთრი,ფუმფულა ხალათი სახელდახელოდ მოიცვა და კარი აღელვებულმა გამოაღო.
-ბელიალ!?-ტუჩები გააპო და საკუთარი გულის ცემა შეიგრძნო.
-არ მითხრა,რომ არ მელოდებოდი-ჩაიცინა სტუმარმა და ოთახში აუჩქარებლად შევიდა. უკან დახეული ირონიული მზერით ხარბად შეათვალიერა და კარი ხმაურით დახურა.
-გელოდები,ყოველთვის,მაგრამ არ მოდიხარ,ანუ გელოდები,მაგრამ არ გელოდები...
კაცმა საჩვენებელი თითი ტუჩებზე მიადო,სისინა ბგერა გამოსცა,რითიც ანიშნა,რომ გაჩუმებულიყო,
-გაიხადე.
იმ წამსვე დაემორჩილა და სიამოვნებით შეიგრძნო,როგორ აღმოჩნდა ჰაერში,შემდეგ კი მკვეთრად დაეცა საწოლზე.
სურვილი, ცხოველური, ისეთი, როგორიც ყველაფერს გავიწყებს, გაიძულებს უფსკრულში გადაუშვა ყველა ფიქრი და სწორედ ამიტომ,გაბედნიერებს...
-იასმინ!
სიამოვნებას გრძნობდა,ენით აუწერელ კმაყოფილებას,რომელიც მხოლოდ შეცდომას შეუძლია,მოიტანოს.
-რა გაკვნესებს,გოგო?!-ხმამაღალმა მიმართვამ გამოაფხიზლა,თვალები გაჭირვებით გაახილა და დაინახა ის,ვისი ხილვაც ყველაზე ნაკლებად სურდა- სოფი.
გოგონა ინტერესით ჩასჩერებოდა,მისი ცხვირი იასმინის ცხვირიდან რამდენიმე სანტიმეტრში ეჭვით ირხეოდა.
-რა ჯანდაბა გინდა?-ამოიოხრა და წამოიწია. ტანსაცმლით ეძინა,რამდენიმე დღის განმავლობაში არ გამოეცვალა,სიბინძურემ ნერვიულად შეუღიტინა.
-უკვე ცხრა საათია გძინავს!
-როდის აქეთაა ეგ დანაშაული?-უფრო მოიღუშა და ოთახი მოათვალიერა-სად ვარ?
-მებილინის საძინებელში და ხო, დანაშაულია,როდესაც ადამიანს ჰპირდები, აი ერთი საათი წავუძინებ და მერე ყველაფერს მოგიყვებიო!
-ეგრე გითხარი?-თვალები მოიფშვნიტა და დანანებით დააგემოვნა სიზმრიდან გამოყოლილი შეგრძნება,რომელიც გონებიდან ქვიშასავით ეფანტებოდა.
-რა მოხდა? აქ როგორ მოვედი,არ მახსოვს...
-ანდრემ მოგიყვანა. ამბობდა,რომ ძლიერი ფსიქიკური გადაღლილიბის გამო გონება დაკარგე და ეგეთები. მართლა ჯოჯოხეთში იყავი?-ისე არხეინად საუბრობდა სოფი,იასმინი დაეჭვდა,ესეც ხომ არ მესიზმრებაო.
-ანდრე-კბილებში გამოსცრა გოგონამ და სწრაფად წამოდგა საწოლიდან. თავბრუსხვევის გამო წაბარბაცდა და ხელებით სოფის მიეყრდნო-აქაა?
-არა,მაშინვე წავიდა,როგორც კი მოგიყვანა... რა მოხდა?
-ჯანდაბა,ჯანდაბა,ჯანდაბა!-ფეხი საწოლის კიდეც დაუშინა იასმინმა და მხოლოდ ის მოახერხა,რომ ნეკი აუტანლად ასტკივდა-როგორ... ემილი სადაა?
-იმასაც შენსავით გაგუდულს ეძინა... რომ მოხვედით,რაღაც ძაან ლუღლუღებდით,ანდრემ თქვა,რომ ორივე ჯოჯოხეთში გადასვლას ცდილობდით და ამ პროცესში გამოდებილდით...
-ემისთან წამიყვანე,ჩქარა!-შეაწყვეტინა გოგონამ და ფეხსაცმელები სწრაფად მოირგო.

***
ერთადგილიან საწოლზე,რომელიც სავარაუდოდ ძველად ბავშვ-მებილინს ეკუთვნოდა(საწოლის გადასაფარებელი ქალთევზა-არიელის გამოსახულებებით იყო მორთული), ემილი ფეხმორთხმით იჯდა და საპირისპიროდ მჯდარ იასმინს დარცხვენილი უყურებდა.
- უბრალოდ დაუჯერებელი იყო,რა ვიცოდი,ასეთი ძალა თუ ჰქონდა...
-სანამ ორჭოფობდი და ჩემი არ გჯეროდა,ძალა გამოგვაცალა...
-რომც არ მეორჭოფა,რას ვიზამდით? როგორ შევაჩერებდით?
-მნიშვნელობა აღარ აქვს.
-იასმინ,მაპატიე...
-თუ გგონია,რომ დამავიწყდება და ცხოვრების ბოლომდე არ შეგახსენებ,ძალიან ცდები-ირონიულად ჩაიცინა გოგონამ-მაგრამ ახლა სხვა რამ მაწუხებს. დემონმა,თანაც იმან,რომელიც ძალიან დიდი ხანია,ჩემთან ახლოს იმყოფება,გადაგვარჩინა,ბოლოს გაგვთიშა და უსაფრთხო გარემოში დაგვაბრუნა,ეს რას უნდა ნიშნავდეს?
ემილი ჩაფიქრდა,შემდეგ თითქოს რაღაც გაახსენდაო, ღრმად ჩაისუნთქა და პირი დააღო,მაგრამ მალევე მოიქუფრა და ამოიბურტყუნა.
-წარმოდგენა არ მაქვს.
-ანდრე და დემონი...-თავი გაიქნია იასმინმა.-რა სიგიჟეა!
-როგორ მიხვდი?-მაშინღა გაახსენდა ემილის.
-ჯოჯოხეთში რომ ვიყავი, ერთმა...მმმ...დემონმა მითხრა.-დამნაშავის ღიმილით უპასუხა გოგონამ.
- დემონმა?-შუბლი შეკრა ემიმ და წინ გადაიწია-და შენც, რა თქმა უნდა, დაუჯერე!
- დამარწმუნებელი იყო...
-მესმის!-თვალები დახუჭა ქალმა და წარბები ისე აწკიბა,რომ აშკარად თავის შეკავებას ცდილობდა- დემონები ზუსტად მაგიტომ ჰქვიათ,რომ ეგ შეუძლიათ! ტყუილი სიმართლედ შეფუთონ ან სიმართლე ისე მოგაწოდონ,რომ თავ-გზა აგებნას!
-რა გინდა, ხომ დაინახე, რომ არ იქცევა ეს ანდრე ადამიანივით?
-და ეგ ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ დემონია? სხვა არაფერი არსებობს? არ მეგონა, ძილის რეკორდი მაინც და მაინც ზებუნებრივ არსებათა გაკვეთილებზე თუ მოხსენი!
- სხვა რა შეიძლება?- იასმინმა მის ინტონაციას ყურადღება არ მიაქცია და ჭერს აჰხედა- ბელიალმა მითხრა, რომ ანდრასი ჩემთან ძალიან ახლოსაა და ჯოჯოხეთში ტყუილად ვეძებდი...
-ბელიალმა?-წარბები აწკიპა ემილიმ- ეგ ის მატყუარაა, ჯოჯოხეთში რომ დაგხვდა?
-სტერეოტიპულად აზროვნებ!
-სტერეოტიპები საჭიროა, ეგ ჩვენი გამოცდილებაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე დემონებს ეხება! და საერთოდ, მგონი იცავ მაგ ვიღაც ბელიბუბს!
-ბელიალს! და არ ვიცავ, უბრალოდ ინსტიქტი მკარნახობს, რომ სიმართლე მითხრა- დასერიოზულდა იასმინი- პირდაპირ არ უთქვამს, მაგრამ გარეშე პირი ჩემს სიახლოვეს მხოლოდ ანდრე იყო, სხვა ვინ?
-შენს სიახლოვეს ბევრი უცხოა, იასმინ- ხმა დაიდაბლა ემილიმ- ეს გოგონები ვინ არიან საერთოდ?
-მათში ეჭვი არ მეპარება- მტკიცედ გაიქნია გოგონამ თავი- სოფის დიდი ხანია, ვიცნობ და აუცილებლად შევამჩნევდი, ანა კი... -იასმინი უეცრად დადუმდა და ღრმად ჩაისუნთქა- ანა ერთი დიდი ამოცანაა, რომლის ამოხსნაც ჩვენი მთავარი მისიაა.
-არ შეგიძლია, გასაგებად ილაპარაკო?
-მგონი რომ კი, ყოველ შემთხვევაში, მაგის დრო ნამდვილად მოვიდა. -გოგონა სწრაფად წამოდგა საწოლიდან და ხელი ხელს შემოკრა- სოფი, ვიცი რომ კარს უკან ხარ- ხმამაღლა განაგრძო საუბარი- წადი და ყველა რიგითი შეკრიბე! თათბირია!
-არაადეკვატური ხარ...ასეთ იასმინს ვიცნობ-გაეღიმა ემის.
-თუ საფლავში მიდიხარ, მხიარულად ჩახტომა ჯობია სევდიანად ჩავარდნას- ბრძნულად ასწია თითი გოგონამ და გაჯგიმული გაემართა კარისაკენ. ის იყო, სახელურს მიეტანა, ემის ხმა შემოესმა.
-ანა... მთელი ეს დრო ვიხსენებდი... ნუთუ ის ანაა?
-„ის?“- კითვითი მზერით მიუბრუნდა იასმინი.
-შენი ძველი სიზმრებიდან.
იასმინს აღარაფერი უპასუხია, ღიმილით გააღო კარი და მანამ გაუჩინარდა, სანამ კიდევ რაიმეს ჰკითხავდნენ.
სასტუმრო ოთახში, მებილინის კუთვნილ ლამაზ დივნებზე მსხდომნი უკმაყოფილოდ ჩურჩულებდნენ.
-ჯერ იყო და ამპარტავნულად წაპრაკუნდა, ახლა მოსამსახურესავით ჩამომატარა ოთახებში და ისიც კი არ მითხრა, რატომ...
-იქნებ ბოლოს და ბოლოს აგვიხსნას, რა ხდება?
-ანდრე ამბობდა, ჭკვიანი გოგოაო, თუმცა ჭკუა რად გინდა, თუ ადამიანს იმის ზრდილობა არ გაქვს, რომ ამდენი ხალხი არ ალოდინო...
-კატას ეფერება და ჩვენ ამდენი უპასუხო კითხვით მიგვყარა...
-განმარტოვდა და ხმას არ იღებს, მგონი რაღაცას ჯადოქრობს...
ანა გაუნძრევლად იჯდა, კუთხეში მიმალულ ჩრდილს თვალს არ აშორებდა.
ჩრდილი იცინოდა, მიუხედავად იმისა, რომ არც პირი ჰქონდა და არც სასაცილო ხდებოდა რამე.
„ ჩვენგან ვერავინ გადაგარჩენს, ჩვენ გადაგარჩენთ ყველასგან...“ - ჩურჩული პირდაპირ ნერვებზე აწვებოდა, თითქოს ვიღაც სიმებივით ჭიმავდა, ნელა და მტკივნეულად.
საკუთარ თავს შორიდან ხედავდა, როგორც ფილმში, აკვირდებოდა, ამჩნევდა, მაგრამ ვერაფრით ეხმარებოდა. შეგრძნება მტანჯველი იყო და თან უდიდესი შიში ახლდა, შიში სიგიჟისა, შფოთვა, რომ ყველაფერი მხოლოდ მის თავში ხდებოდა და რეალობას აცდენილი, ილუზიებში ცხოვრობდა, პანიკის წამიერი შეტევები, რა დროსაც ვერ ხვდებოდა, ვინ იყო და სად იმყოფებოდა.
თვალებგაშეშებულ გოგონას წამით სახეზე დამცინავი ღიმილი გამოესახა-საკუთარ თავს დასცინოდა, რადგან დროდარდო გონებაში აზრი უჩნდებოდა, რომ დედასთან უნდა დაერეკა. ჩვეულება, რომელიც გასაჭირიდან გამოსასვლელი იდეალური გზა იყო მთელი მისი ცხოვრება, ახლა მტკივნეულად და დაუკითხავად ჩნდებოდა გონებაში.
მტკიცე ნაბიჯების ხმამ გამოაფხიზლა, მოხითხითე ჩრდილს თვალი მოსწყვიტა და კიბეებზე მომავალ იასმინს შეავლო თვალი.
გოგონას ჭუჭყიანი და ფართხუნა სამოსი გაეხადა და აშკარად სხვისი ტანსაცმელი მოერგო, რომელიც ცოტა მოკლე ჰქონდა, თუმცა შესანიშნავად გამოჰკვეთდა მისი სხეულის თხელ ფორმებს.
იასმინს ყავისფერი ტონალობები შეერჩია, თმა სადად გადაეწია ყურებს უკან და კუდად შეეკრა. საფეხურები ჩამოიარა თუ არა, მარცხენა ხელი ნელა ასწია ზევით და თვალებზე გამჭირვალემინიანი, დიდი, უჩარჩოო სათვალე მოირგო.
-ვაუ!- წარბები აწკიპა სოფიმ და სკეპტიკურად შეათვალიერა გოგონა-ჭრელი პერანგი გაკლია და ნაღდად ეის ვენტურას დგომა გაქვს!
დამსწრებს სიცილი წასკდათ, თუმცა იასმინმა ყურიც არ შეიბერტყა.
-ვიცი, ყველანი ძალიან დაკავებულები ბრძანდებით-მრავალმნიშვნელოვნად გადაჰხედა ახალგაზრდებს და ნელი სვლით გაიარა ადგილი ერთმანეთის მოპირდაპირედ მდგარ დივნებს შორის, რომლებზეც მისი მეგობრები ისხდნენ- და თავს ვერასდროს ვაპატიებ თქვენი დროის გახარჯვას,მაგრამ უაღრესად მნიშვნელოვან თემაზე მსურს საუბარი.-მოულოდნელად ჯიბიდან მეტალის პატარა, დასაკეცი ჯოხი ამოაძვრინა და ხელის ერთი გაქნევით გაშალა-ემ! დაფა!
ოთახში, სამზარეულოს მხრიდან ემილი იმწამსვე გამოფარფატდა, რაც მიანიშნებდა იმაზე, რომ ეფექტის მისაღწევად იასმინის ნიშანს ელოდა.
-ხო კარგად ხართ?-იკითხა ანამ, რომელიც სიტუაციამ ისე გააოგნა, რომ წამით ყველა მოჩვენება გადაავიწყდა.
-შესანიშნავად!-მტკიცე ხმით შესძახა იასმინმა-კარგი, აი აქ დადგი... ფრთხილად...-სიმწრით დაამატა, როდესაც ემიმ დაფის მეტალის სადგამი პირდაპირ ტერფრზე დაარჭო- დაჯექი და ამის შემდეგ დახმარების სურვილი დაბადებისთანავე მოკალი...მოკლედ-კვლავ წელში გაიმართა და ჩაახველა-აქ იმისთვის შევიკრიბეთ, რომ რაღაც-რაღაცები გავარკვიოთ და შემდეგი ნაბიჯები დავგეგმოთ. ვიცი, რომ ბევრი თქვენგანი გაურკვევლობაშია-რას ვაკეთებთ, ვის ვებრძვით და რატომ... გთხოვთ, სმარტფონებით ნუ გადაიტანთ ჩემ ყურადღებას და ნუ მაიძულებთ, პატარა ბავშვებივით დაგტუქსოთ!-მზერა სოფიზე შეაჩერა და ამ უკანასკნელმაც მობილური სასწრაფოდ გადამალა.
-მაშ ასე. ვიწყებ სულ მთავარით-დაფისაკენ შებრუნდა, მარკერი აიღო და წრიპინის თანხლებით დაიწყო წერა.
-“უმაღლესი სასამართლო”, იგივე უმაღლესი მაგიური ძალების ხელშემკვრელი ოსლოს უზენაესი სასამართლო, რომელიც მდებარეობს... ოსლოში, რაღა თქმა უნდა. ის ჯერ კიდევ ვიკინგების დროს ჩამოყალიბდა, როდესაც მაგიური არსებები ადამიანებისგან დამალვით თავს დიდად არ იკლავდნენ. იკითხავთ, რატომო და პასუხი მარტივია-თავის დროზე ნებისმიერ ჯადოქრობას აღმერთებდნენ და თავისთავად, ეშინოდათ.
მაშინ მაგიურ ქმნილებებს ადამიანები კიდევ უფრო მეტ ძალას აწერდნენ, მათზე ლოცულობდნენ, უამრავ ძღვენს სწირავდნენ-იასმინმა უცნაური ფიგურების გამოსახვა დაიწყო დაფაზე, რითაც, სავარაუდოდ, მსხვერპლშეწირვის რიტუალის ჩვენება სურდა, თუმცა პროცესში გაიაზრა საკუთარი შესაძლებლობები და “ნახატი” სასწრაფოდ წაშალა-მოკლედ რომ გითხრათ, მაშინ ჯადოქრობას ნამდვილი მაგების გარდა კიდევ ბევრი იბრალებდა( აფერისტებს რა დალევს), ამიტომაც თავისთავად ჩამოყალიბდა ისეთი ყრილობა, რომელიც ამგვარ თაღლითებს სჯიდა და ნამდვილი ჯადოქრების თუ ღმერთების სახელს ეფექტს უკარგავდა.
დროთა განმავლობაში, განსაკუთრებით კი, შუა საუკუნეების პერიოდში, როდესაც რელიგიური ვნებათაღელვა ყველაფერს მოედო, ეს ინსტიტუტი კიდევ უფრო დაიხვეწა, პოლიტიკური სახე მიიღო და აქ გთხოვთ, რომ სახელმა “ სასამართლომ” შეცდომაში არ შეგიყვანოთ. ის არანაირ კავშირში არაა სამართლის აღდგენასთან, მათი მიზანი იყო და იქნება ტოტალური კონტროლი ზებუნებრივი და ადამიანური სამყაროების კავშირზე.
-ანუ? ვის აკონტროლებენ? არაფერი გამიგია აქამდე, თუ ასეთი ძლიერები არიან, პრესაში როგორ არ გაჟონა აქამდე არაფერმა?-იკითხა ანამ.
-ნამდვილი სიძლიერე სწორედ უხილავებს აქვთ. მათ ჩრდილში დარჩენა ურჩევნიათ და ნებისმიერს, ვინც ამ ჩრდილს სინათლით დაემუქრება, დაუფიქრებლად იშორებენ. ეს ყველამ იცის და სწორედ ამიტომ, ის მცირე რიცხოვანი ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ინფორმირებულია, დუმს. სამაგიეროდ, მთელი ზებუნებრივი სამყარო მაღალი სასამართლოს გარშემო ბრუნავს და დარწმუნებული ვარ, ამ ოთახში, ანას გარდა ყველას სმენია მათზე.
იასმინი დადუმდა.სხვათა სიჩუმემ კი მისი სიყვების მართებულობა დაადასტურა.
-ნუ ხო, რა- დუმილი დაარღვია სოფიმ-ყველამ იცის, რომ მაგიური პარლამენტივითაა, ეგენი ადგენენ წესებს.
-ზუსტად! -სიტყვა ჩამოართვა იასმინმა-იმის თქმა მინდა, რომ ყველა იმ სულიერს, რომელიც მეტ-ნაკლებად გარეულია მაგიურ სამყაროში სმენია მათზე, თუმცა იმდენი ნამდვილად არ იციან, რამდენიც მე!
-ანუ?- იკითხა მებილინმა.
-უძველესი ჩანაწერები, რომლებიც ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდეა გაკეთებული, ირკვევა, რომ სასამართლოს პირველი ყრილობა მოწვეულ იქნა ერთ-ერთი ღმერთის, ბელიალის მიერ. მაშინ ჯერ კიდევ არ იყო გავლებული ზღვარი ბოროტ და კეთილ “ღმერთებს” შორის და ნებისმიერი არსება, რომელიც ადამიანებს რაღაც სარგებლის სანაცვლოდ აჯილდოვებდა ან კურნავდა, ღმერთად იყო წოდებული. ამ წყაროებზე დაყრდნობით,თავის დროზე შეცდომაში შევედი, ბელიალი წარმართული ღმერთი მეგონა,სინამდვილეში იგი დემონია, მისი სახელი ჩემთვის ბოლო დრომდე მივიწყებული იყო, მაგრამ მიმდინარე მოვლენებმა მაიძულეს, გამეხსენებინა და საინტერესო წრეც შეიკრა- ბელიალი იყო და რჩება მაღალი სასამართლოს უმთავრეს ფიგურად. მართალია, ამ ინსტიტუტმა ფუნდამენტური ცვლილებები განიცადა, თანამედროვე მმართველებთან აქტიური კომუნიკაცია აქვთ და ზებუნებრივი სამყარო არაა მათი ერთადერთი პრიორიტეტი, მაგრამ ფაქტი ერთია- ამ დროისათვის დედამიწას ჯოჯოხეთი მართავს!
მარკერის წრიპინმა მსმენელთა ყურადღება კვლავ დაფისაკენ მიაპყრო.
“უმაღლესი სასამართლოს” წარწერიდან იასმინმა დაგრეხილი ისარი გაიყვანა და პატარა ღრუბლის ფორმის ფიგურა დახაზა, შიგნით კი თითქმის მიკროსკოპულად ჩაწერა სიტყვა “ ჯოჯოხეთი”. პარალელურად კი ორი მსგავსი ღრუბლები დახატა და სიტყვიერადაც გააჟღერა დაწერილი.
-სამოთხე და-ა სხვ.
-სხვ რა არის?-იკითხა ნიკმა.
-ის არსებები, რომლებსაც ჯოჯოხეთან ან სამოთხესთან შეხება არ აქვთ. ასეთები არის უამრავი-ვამპირები, მაქციები, წარმართული ღვთაებები, მათი სათვალავი უბრალოდ ამოუწურავია, მაგრამ თუ კითხვები გექნებათ, აგერ სოფი სწავლობდა დიდი მონდომებით მეორე კურსზე და გაგანათლებთ... ასე-იასმინმა მონდომებისგან ენის წვერი გამოყო, თან სიტყვა “სამოთხეს” დიდი ჯვარედინი ხაზი გადაუსვა-ესენი კაი ხანია, ხაზზე არ გამოდიან, თანაც დიდი დაკვირვება არ სჭირდება იმის გააზრებას, რომ სამოთხემ ჩვენზე ხელი აიღო...
-თავისუფლების იდეას ავითარებენ-ჩუმად თქვა ლინმა-არ გვეხმარებიან, რადგან სიკეთის ძალით დათესვა სისულელეა, მხოლოდ ის მიიღებს მას, ვისაც გულით სურს...
-სამაგიეროდ ბოროტების დათესვა არავის ეზარება-მხიარულად ჩამოართვა სიტყვა იასმინმა, პარალელურად , ხაზგადასმულ “ სამოთხეს” ისრით სიტყვა “ უსაქმურები” მიაწერა და განაგრძო-სწორედ ამიტომ მივედით შედეგამდე-დედამიწაზე მართვის სადავეები უჭირავს ან ჯოჯოხეთს-მეტალის ჯოხი შესაბამის სიტყვაზე დასვა-ან სხვა ზებუნებრივ ქმნილებებს-წკაპუნით გადავიდა შემდეგ სიტყვაზე და დაამატა- რადგან ჯოჯოხეთისგან გამოვყავი, ესენი მეტად კეთილები არ გეგონოთ, ცალკეა ადამიანებიც, რომლებიც ხანდახან ჯოჯოხეთურ ქმნილებებსაც უსწრებენ ბოროტი ფანტაზიებით.
სამი ძალა, რომელსაც რეალურად ერთი რამ უნდათ და ინაწილებენ კიდეც-ადამიანები ფულს იღებენ, მონსტრები ძალას და დემონები რაც დარჩა, ანუ სულს. შესანიშნავი დანაწილება, რომელსაც საფრთხე შეუქმნა ერთმა შესანიშნავმა ქალმა, ჩემმა ბებიის ბებიის ბებიის ბებიის ბებიის ბებიამ -მირიამ, იგივე მარიამ წინასწარმეტყველმა!

იასმინმა მსმენელებს მიწოდებული ინფორმაციის გადახარშვისთვის მცირე დრო მისცა, სულის მოსათქმელად ტოლჩიდან წყალი ჩამოისხა და ხმაურით დალია.
-რა გემრიელია... წყაროს წყალია?-მიუბრუნდა ლინს, რომელსაც ისედაც დიდი თვალები სასწაულებრივად დაეჭყიტა.
-ა-რა, ონკანის-უპასუხა გოგონამ და მცირე პაუზის შემდეგ იკითხა-იასმინ, ცოტა უფრო კონკრეტულად ხომ ვერ განმარტავდი? იმიტომ რომ ახლა თავში სრული ფუთფუთი მაქვს...
-ყველაფერს აგიხსნითო და უფრო დაგვაბნიე-აბუზღუნდა სოფი.
-არანაირი არტისტიზმი თქვენ არ გაქვთ-იმედგაცრუებულმა ჩაილაპარაკა იასმინმა-ცოტაოდენი დრამატული პაუზა რას გიზამდათ? დაიხოცებოდით? კარგი, დაივიწყეთ-ხელი ჩაიქნია, ჭიქა მაგიდაზე დადგა და დაფას მიუბრუნდა-ეს დანაწილება, რომელიც უმაღლეს სასამართლოს ამდროისთვის გააჩნია, მირიამმა, ჩემმა წინაპარმა დიდი დიდი ხნის წინ იწინასწარმეტყველა.
რაც არ უნდა იყოს და ვისაც არ უნდა ჰქონდეს ძალა, ჩვენ, ადამიანები, ამ მზის სისტემაში, ამ გალაქტიკაში და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამ სამყაროში ერთადერთი შემდგარი ექსპერიმენტი ვართ . როგორც ამბობენ, სწორედ ამიტომ, ჩვენი შემქმნელისთვის უდიდესი ფასი გვაქვს, ასე ვთქვათ, ჩვენ მისთვის შვილებივით ვართ. ყოველ შემთხვევაში, ვიყავით და ამიტომ, ადამიანი და ყველა სხვა დედამიწის მკვირდი, რომელიც უშუალოდ ამ ძალის მიერაა შექმნილი, უდიდესი ენერგიის მატარებლები ვართ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, ღვთიური ენერგიის. სწორედ ამიტომ, დემონების საყვარელი საკბილოებიც გახლავართ. ეს ყველაფერი თეორიაა, რომელიც წმინდა წიგნებიდან ირკვევა, საინტერესო კი ისაა, რომ ჩვენ ყველა მხრიდამ ყველა გვხმა...
-იასმინ!-ემილიმ ხმამაღლა ჩაახველა და წარბები აწკიპა-მოდი, მთავარს მიუახლოვდეთ!
-კარგი, კარგი. რატომ დავიწყე უმაღლეს სასამართლოზე საუბარი-გოგონა დაიღალა და ნიკის გვერდით, სავარძლის მოაჯირზე ჩამოსკუპდა-შესაძლოა იგი ბოროტი არსებათა შეკრების ადგილი იყო ოდითგანვე, როგორც ნებისმიერი ქვეყნის პარლამენტი, მაგრამ თავიანთ მოვალეობას ასე თუ ისე, ასრულებდნენ-ზებუნებრივი არსებების კონტროლი გამოსდიოდათ და ადამიანებიც მეტ-ნაკლებად დაცულნი იყვნენ, თუმცა ბოლო წლებში ვითარება აირია და სწორედ ამის გამო რამდენიმე თვის წინ აქტიურად ვადევნებდი მაგიურ სამყაროში მიმდინარე მოვლენებს. მაშინ ვერ ვხვდებოდი, ვინ იყო ის უზენაესი მსაჯული, რომელმაც სასამართლო დატოვა და რომლის წასვლის შემდეგაც აირია მონასტერი, მაგრამ ახლა ვხვდები-იყო განხეთქილება, რის შედეგადაც ამ ინსიტიტუტის მმართველობა შეიცვალა და მივიღეთ სრულიად ახალი პოლიტიკური ვითარება, რაც გულისხმობს იმას, რომ მაგიური არსებები სულაც აღარ იქნებიან ისეთი ჰუმანურები, როგორებიც აქამდე იყვნენ.
-ვაიმე, ძალიან დავიღალე-ამოიოხრა სოფიმ-არ შეგიძლია, მოკლედ თქვა?
-მოსმენის კულტურა იქონიე, სოფია!-დაუცაცხანა იასმინმა, თუმცა მაინც დააჩქარა თხრობის ტემპი-ოსლოს უმაღლესი სასამართლო მხოლოდ ოსლოში არაა! და მათი მმარველის წასვლა, ახალი ვირუსების გავრცელება, შიზოფრენიის მატება და აურაცხელი სუიციდი მხოლოდ ერთ რამეზე მიანიშნებს-ისინი ომისთვის ემზადებიან!
მსოფლიოს ყველა პოლიტიკურმა მმართველმა იცის მათ შესახებ და ყველა ქვეყანის პირელ პირს აქვს ინფორმაცია ზებუნებრივ სამყაროზე. ეს ორი მხარე ჯერ-ჯერობით თანამშრომლობს ერთმანეთთან, თუმცა ეს დიდ ხანს აღარ გასტანს. მათ, დემონურ, მაგიურ, წარმართულ თუ ღმერთების მხარეს მობეზრდათ დამალვა, ადამიანთა დომინანტობა, ისიც მობეზრდათ, რომ შვიდ მილიარს სულს ტყუილში აცხოვრებენ და დაიწყეს მზადება რევოლუციისთვის. მეტი ეფექტისთვის წაგიკითხავთ რამდენიმე ნაწყვეტს მირიამის შემოქმედებიდან:
“ რაკიღა სურდათ დიდება ძველი,
მოჰყირჭდათ ცხოვრება უზომოდ გრძელი,
მოუხმეს ბელადს სულთა საგროვად,
ფიურერს მიუგდეს ხორცი საძოვრად”
-ეს ერთი, ალბათ მიხვდებით, რომ მირიამი მეოცე საუკუნის მოვლენებზე საუბრობს, რა დროსაც ბნელმა ძალებმა უდიდესი შემოსავალი ნახეს, ესეც მეორე-იასმინი გაიჯგიმა და წამით სტროფის გახსენებას მოჭუტული თვალებით შეუდგა.
-“თავდახრილ მონათა ურიცხვი რიგი
იყო სატანის მორიგი ხრიკი
მისცა ადამსა მნათობი ნივთი
დასთხარა თვალი, წაართვა რიდი”.
-ალბათ ყველა დამეთანხმებით, რომ ამ შემთხვევაში სმარტფონებზე მიგვანიშნებს-იასმინმა მრავალმნიშნველოვნად გადახედა ანას და სოფის, რომლებიც მობილური ტელეფონის მოყვარულთა სიაში პირველ ადგილს იყოფდნენ.
-ანუ, როგორც ბებიაჩემი ამბობს, ეს სატანის მოწყობილობაა?-სიცილით შეათამაშა ხელში მოწყობილობა სოფიმ.
-ბევრი ფიქრი არ სჭირდება იმას, რომ მიხვდე, რამდენი ბოროტება ხდება მაგის დახმარებით. ადამიანებს სუპერგამარტივებულად შეუძლიათ ერთმანეთის ლანძღვა, დაკომპლექსება, დაცინვა, განსჯა... ყველაფერი გამარტივდა. შესაძლოა, სიკეთეც გამარტივდა, მაგრამ ჩვემ ყველანი ყოველთვის ცუდისკენ ვიხრებოდით...
საბოლოოდ, ეს ყველაფერი იმას ემსახურება, რომ უბედურ ადამიანთა რიცხვი გაიზარდოს და რაც მთავარია, ყველამ კარგად გაიაზროს, რომ უბედურია. ამის შემდეგ კი მთავარი-იასმინი დაფას მიუბრუნდა და წრიპინმაც არ დააყოვნა -“ რევოლუცია”.
-ჯერ-ჯერობით, ჩემთვის უცნობია, რა გზით აპირებენ გადატრიალების მოწყობას, მირიამის წიგნი ჯერ კიდებ შესასწავლი მაქვს, მაგრამ მთავარი ხაზი ჩემთვის აშკარაა-ეს არ იქნება ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას შორის. ესაა ნეიტრონებისა და ელექტრონების ომი-ანუ ჩვენ, ადამიანები ბნელი ძალების წინააღმდეგ.
დუმილმა იასმინს მიანიშნა, რომ შემდეგ თემაზე გადასვლის დრო იყო, ამიტომაც საჩქაროდ დაწერა სახელი- “ ანა”.

-ანა, ჩვენი ქერა, ლამაზუკა ანა-ღიღინით გაიმეორა იასმინმა და გოგონას შეაჩერდა. ყველამ მისი მიმართულებით გაიხედა და ეს უკანასკნელიც უხერხულად შეიშმუშნა-თვით ანდრასის შვილი...
-შენ ეს არ იცი-კუშტად, ხმადაბლა უპასუხა გოგონამ და ირონოული მზერა შეაგება-მთელი შენი თეატრი მხოლოდ თეორიებია, მეტი არაფერი.
-ნუ დაემსგავსები იმ ხელმოცარულებს, რომლებსაც ცხოვრებაში ხელს ფაქტების მოლოდინი უშლის, ანა-მკაცრად უპასუხა იასმინმა- დამისქრინე, დამიმოწმე, დამისაბუთე... ამას მხოლოდ ის ხალხი ითხოვს, რომელთაც გონებრივი შესაძლებლობები არ ჰყოფნით, რათა ჩაწვდნენ ჭეშმარიტებას. ის ჩვენ გონებაშია, არანაირ დამტკიცებას არ საჭიროებს. ნუთუ ჯერ კიდევ ვერ მიხვდი, რომ ის სამყარო, სადაც ფაქტები რაიმეს ნიშნავდა, უკან მოიტოვე? ახლა იქ ხარ, სადაც სამასი წლის წინ გარდაცვლილი ქალის წინასწარმეტყველებას განიხილავს არასტაბილური, მაგრამ ბრწყინვალე გონების მქონე დროის გუშაგი, ანუ მე. იმ რეალობაში ხარ, სადაც მშობელი დედის სიცოცხლე ჯინმა შეისრუტა, მამაშენი კი ფსიქიატრილულში გამოკეტილი კაცია, რომელიც ორიოდ სიტყვას ძლივს ამბობს იმის გადმოსაცემად, რომ დემონის მიერ იყო შეპყრობილი... შეხედე სოფის, რომელსაც ქოქოსები მსოფლიოს სასმელი წყლის მარაგს ურჩევნია,წონით ნებისმიერ სუმოისტს გაუწევდა კონკურენციას და ახლა!? მაღალი მოდის მოდელის ტანზეა! თვალები გაახილე და ფაქტების დავიწყება უფრო მოგინდება, ვიდრე წარდგენა!
-ეემ-მებილინი სწრაფად წამოხტა და იასმინის წინ დადგა-მგონი სიტუაცია სულ ცოტათი დაიძაბა და ნაყინი არავის უნდა? ცოტა ხნის წინ გავაკეთე, გაგვაგრილებს, დაგვატკბობს...
-მოიტანე ნაყინი-შეუვალი ხმით დასჭექა იასმინმა-სიმართლეს სიგრილე უხდება.
ლინი სასწრაფოდ დაფაცურდა, სამზარეულოსკენ გაიქცა, ცალი თვალით კი შუბლშეკრულ ანასა და იასმინს უყურებდა, რომლებიც შესაჯახებლად მიმავალ ორ უზარმაზარ ტალღას მოაგონებდა მნახველს.
-დავუშვათ, რომ მართალი ხარ-გამოსცრა ანამ და იასმინს სასიკვდილო მზერა ჩაასო-მერე? რას ცვლის ის ფაქტი, რომ მე დემონის შვილი ვარ, შენ კი დროში მოგზაური, რომელიც ვიღაც შეშლილი წინასწარმეტყველის შვილთაშვილია?
იასმინი კუშტად შეაჩერდა გოგონას, გულზე ხელი დაიკრიფა და ხმადაბლა წაილაპარაკა.
-არ ვიცი. ეგ ის მთავარი კვანძია, რომელიც უნდა გავხსნათ.

***
კარზე კაკუნმა ანა ფიქრებიდან გამოარკვია. იასმინი შეპატიჟებას არ დალოდებია, კარი ოდნავ შეაღო და შერბილებული ხმის ტემბრით იკითხა:
-შეიძლება?
-რა მნიშვნელობა აქვს-თვალები აატრიალა გოგონამ და იასმინს გამომწვევად შეჰხედა. ამ უკანასკნელმა სწრაფად მიხურა კარი ზურგს უკან და ღრმად ჩაისუნთქა.
-არ ვიცი, როდის გავხდით მე და შენ მტრები. დახმარებას ვცდილობ.
-შეიძლება ცდილობ, მაგრამ ჩემ დახმარებას-არა. შენ ყველაფერი გადარდებს, იასმინ, ყველაფერში კი ცალკეული ნაწილები უმნიშვნელო ხდება, საბოლოოდ ვერავის დაეხმარები, მათ შორის, საკუთარ თავსაც.
-გინდა, რომ მხოლოდ შენზე ვკონცენტრირდე?-ჩაიცინა გოგონამ-ჯობია ყველამ ცოტა მიიღოს, ვიდრე ერთმა ბევრი და სხვებმა-არაფერი.
-დიდება ლენინს!
-სახუმარო არაა-იასმინი ფრთხილად ჩამოჯდა საწოლის კიდეზე-შესაძლოა თავი ყველაზე უბედური გგონია, მაგრამ ნებისმიერ გამვლელს რომ ჰკითხო, იგივენაირად გიპასუხებს.
-არა მგონია, ნებისმიერ გამვლელს აწუხებდეს ის, რაც მე... საერთოდ, არაფერი იცი.
-გგონია, მე არ ვხედავ მათ?-უფრო გამხიარულდა იასმინი.
-ვის?
-სხვადასხვა სახელები აქვთ, მაგრამ მე მათ დემონიკებს ვეძახი. კედლებიდან გამოდიან, თავში გიფუთფუთებენ, ისეთ სახეს იღებენ, რისიც უფრო გეშინია. მე, მაგალითად, საცეცებიან რამეებს ვერ ვიტან და სულ ასეთები მხვდება... ანა, მშვენივრად ვიცი, რასაც განიცდი. მეც და შენც, დაბადებიდან მთელი ჯოჯოხეთი დაგვყვება. ყოველ კუთხეში რაღაც არსება გეჩვენება, არა?
-არ მეჩვენება.
-გეჩვენება, თუმცა ეს არ ნიშნავს შენ სიგიჟეს. ეს ბოროტებაა, რომელიც ჩაგისაფრდა და ცდილობს, ჭკუიდან გადაგიყვანოს... მომეცი ხელი-იამინის თვალებში თხოვნა გაკრთა, თხელი თითები ანასკენ გაასრიალა და მომლოდინე სახით შეაჩერდა გოგონას.
საპასუხოდ, ანა წინ გადაიხარა და ინტერესით დაადო მტევანი გოგონას ხელს.
იასმინმა თვალები დახუჭა, რამდენიმე წამის შემდეგ კი შეკრთა და გააჟრჟოლა.
-იმაზე ბევრნი არიან, ვიდრე წარმოვიდგენდი-ხელო სწრაფად გასწია უკან და თვალები გაახილა-ამას მივხედავთ, ხვალვე, ახლა კი სხვა, მნიშვნელოვანი რამ უნდა გითხრა და გთხოვ, ჩემს ერთ სიყვაშიც კი არ დაეჭვდე, კარგი?
ანამ ნელა დაიქნია თავი.
-ვიცი მიზეზი, თუ რატომ შენ. მინდა სხვებმა იფიქრონ, რომ ჯერ არაფერი ვიცით, მაგრამ... იმაზე მეტს ვხედავ, ვიდრე წარმოუდგენიათ.
-რას ხედავ?
იასმინს თვალები უცნაურად ჩაუმუქდა, თითქოს მისი სული მრავალ სამყაროში ერთდროულად გადაეშვა.
-მომავალი ვნახე.- დუმილი დაარღვია იასმინმა-სანამ გეტყოდე, რა ვიხილე, უნდა იცოდე, რომ მომავალი ცვალებადია. დროის ერთ ხაზს ვხედავ, მაგრამ რეალურად ხაზები უამრავია, მე კი ხან ერთში ვიხედები, ხანაც-მეორეში. მომავალი იცვლება და რაც ვნახე, შესაძლოა, არ მოხდეს. სწორედ ეს უნდა გაიაზრო კარგად მანამ, სანამ წინასწარმეტყველებას მოისმენდე. ადამიანთა უმრავლესობა ამას ისე აღიქვამს, როგორც განაჩენს და სწორედ ამიტომ შევიკავე თავი და არ გავაჟღერე ჩემი ხილვა ყველასთან, მაგრამ შენ მებრძოლი ხარ. ვიცი, რომ არ დანებდები.
ანას არაფერი უთქვამს. არც ჟესტით მიუნიშნებია, მაგრამ იასმინი მიხვდა, რომ იგი მზად იყო.
-ჩემ ხილვაში შენ ანტიქრისტეს დედა იყავი-ამოთქვა იასმინმა.

***
-ამდენი არასერიოზულობა და უნდობლობა თვით ეშმაკის მომავალი დედისთვისაც ზედმეტია-ამოიოხრა იასმინმა, როდესაც ანამ სიცილს უკლო და ცრემლების შემშრალებას შეუდგა.
-არა, განა არ მჯერა...-კიდევ ერთხელ გადაიკისკისა გოგონამ და აწყლიანებული თვალებით შეაჩერდა - საქმე იმაშია, რომ მჯერა და ეს ძალიან, ძალიან სასაცილოა...
-კერძოდ?-უხალისოდ ჩაეძია იასმინი.
-ახლა რომ ვუყურებ ჩემ განვლილ ცხოვრებას, რა უცნაური ფარსია-ინსტაგრამზე ფოვერების რაოდენობა და მოწონებები მადარდებდა, მუცლის პრესი მეგონა ცხოვრების უდიდესი მიღწევა და ახლა?!
-მგონი შოკი გათრობს- წაილაპარაკა იასმინმა და თავადაც გაეღიმა-ჰო, სრული სიგიჟეა, საინტერესოა, როგორია მშვიდად ცხოვრება. შენ ცოტა ხნით მაინც გამოსცადე.
-ჯობდა სულაც არ მცოდნოდა-ჩაიფრუტუნა ანამ- როცა იცი, რომ რაღაც კარგი არსებობს, გამოგიცდია და უკან ვეღარასდროს დაიბრუნებ, ეგ ყველაზე დიდი ტანჯვაა.
-არა, ანა. შენ ბედნიერი იყავი, ნუ დაუკარგავ დედაშენს იმ გმირობებს, რომლებიც შენთვის გაუკეთებია. რაც დრო გადის, მით უფრო ვიაზრებ, რამდენად ძლიერი პიროვნება იყო კატო. ნეტავი ახლა გვყავდეს, ბევრად გაგვიადვილდებოდა საქმე...
-რას გულისხმობ?- ხმაში თრთოლვა გაერია ანას.
-ორივე რთული ბავშვები ვიყავით, ალბათ ამას ხვდები-ჩაიცინა იასმინმა- შენში დემონის ძალაა, ჩემში კი სიცოცხლის ქვის, ლეკვებს კი კბენის ძალის კონტროლი არ შეუძლიათ. უკონტროლო ძალის გამო ჩვენი მოვლა საკმაოდ რთული იქნებოდა და... საშიში. კვატების სახლში სანამ ვიზრდებოდი, ბევრს ვფიქრობდი- სად იყვნენ ჩემი მშობლები, რატომ დამტოვეს... ბოლოს, ვნახე. დავინახე.

შეშინებულები იყვნენ.თავშესაფრის წინ, მანქანიტ იდგნენ. ქალი, რომელმაც გამაჩინა, ზიზღით დაჰყურებდა უკანა სავარძელზე ჩაძინებულ, სამი წლის გოგონას. ბოლოს კარი გააღო, გააღვიძა და სთხოვა, უკან გაჰყოლოდა, ხელის შეხებასაც ერიდებოდა. ბავშვი გაჭირვებით ჩამოძვრა მანქანიდან და ქალს დაედევნა, ხელს მაღლა იწევდა, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ არავინ აიყვანდა. მორჩილად დაედევნა წინ მიმავალ წყვილს, უკან რომ არ იხედებოდნენ.
საუბარიც გავიგონე, თავშესაფრის გამგესთან.
-ბავშვს ვერ დავიტოვებთ- სასწრაფოდ უთხრა ქალმა და ვედრებით შეაჩერდა დირექტორს, ბინძურწინსაფარიან, მსუქან ქალს, რომელსაც დიდად არ გაჰკვირვებია ამ სიტყვების.
-უკანონოა? ავადმყოფი?
-არა...
-აბა, რა ჭირს?- ისე საუბრობდა ქალი, აშკარად მალე სურდა სტუმრების მოშორება- ღარიბებს თქვენ არ გავხართ და...
-ის... მას...გონებრივი პრობლემები აქვს...სხვანაირად ახსნა შეუძლებელია- კვლავ საჩქაროდ მიაყარა ქალმა და ქმარს გადახედა, რომელიც უხერხულობისგან ვერ ისვენებდა. დანაშაულის გრძნობა აწუხებდა, მაგრამ იმდენად სურდა იმ ტვირთისაგან გათავისუფლება, რომელსაც მისი შვილი ერქვა, რომ სინდისის ხმას ყურს აღარ უგდებდა.
-სულელია?- დირექტორი მაგიდას მიუჯდა და ფურცლებში ქექვას მოჰყვა, ბოლოს კართან მდგარ ბავშვს გაჰხედა-ჯერ ძაან პატარაა, რა იცით, იქნება და გაუაროს? ე, გოგო!
პატარამ, რომელიც ყურადღებით ათვალიერებდა წარწერებითა და ნახატებით აჭრელებულ ასწლოვან კარს, მწვანე თვალები დირექტორისაკენ მიაპყრო.
-რა გქვია?
-იაშმინი- წყნარად უპასუხა და მშობლებს მიაჩერდა- მე გიჟი ვარ.
-ეგ ვინ გითხრა?-გაეცინა დირექტორს.
-დედამ და მამამ-ბეჯითად უპასუხა პატარა მემ- უნდა მომარჩინოთ და მერე წამიყვანენ.
მერე დირექტორმა თქვა, გასაგებიაო, რაღაც საბუთები შეავსო, კაცი, რომელმაც შემქმნა, სასწრაფოდ გავარდა მანქანისაკენ, ჩემი პატარა ჩემოდანი შემოიტანა, მერე ხელი მოაწერეს და შვიპ!- იასმინა უცბად შეყვირა და წარმოსახვით სამყაროში გადასული ანა გამოაფხიზლა- მიმაგდეს და უკანმოუხედავად აახვიეს, იცი, რატომ? იმიტომ, რომ უღირსები იყვნენ, ვერ გაუძლეს იმას, რომ რაღაცები შემეძლო, ნუ... დემონებიც თავიდანვე გადაკიდებული მყავდა, მაგრამ არა მგონია, რომ შენ კატოს უკეთეს დღეში ამყოფებდი, მან კი გაუძლო, ეს დიდი იშვიათობაა. მან შენთვის გაუძლო და ბედნიერი ცხოვრება გაჩუქა, უდარდელი. წინ დიდი ბრძოლაა და მიუხედავად იმისა, რომ დედაშენი ფიზიკურად არაა ჩვენთან, მისგან ჯერ კიდევ ბევრის სწავლა შეგვიძლია.
ცოტა ხანს ორივე დადუმდა. ანას თვალებში დანებება ჩანდა, დანებება იმ აზრთან, რომ მისი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა, გლოვის დრო კი აღარ რჩებოდა. სიმშვიდე, რომელიც ბრძოლის წინ ეუფლება ჯარისკაცს, გოგონას სხეულს ნელ-ნელა მოედო.
-ხვალ მე, შენ და სოფი გამთენიისას წავალთ. ისე, რომ ვერავინ გაიგოს- იასმინი საწოლიდან წამოდგა და წელში გაიმართა.
-ნიკი?-გაკვირვებით შესძახა ანამ-მისი დატოვება გინდა?
-მისი დატოვება აუცილებელია.-მოუჭრა იასმინმა- მალე მიხვდები, რატომაც.
-და სად მივდივართ?
- კიდევ ბევრი რამ უნდა გავარკვიოთ. იმ მხარეში, სადაც შენი ბიოლოგიური მამა-ანდრასის ჭურჭელი იმყოფება, ბევრი ნაცნობი მყავს, რომლებიც შეიძლება, ძალიან დაგვეხმარონ.
- იმის ნახვაც გინდა?- ანა შეეცადა, მშვიდად ეკითხა- ჭურჭლის.
- კი- ამოიოხრა იასმინმა- უნდა ვნახო, ხანდახან პირდაპირი კონტაქტის გარეშე შეუძლებელია რამის დანახვა, ეს ძნელი ასახსნელია, მაგრამ შეიძლება, ახლოს ყოფნა, მისი თვალები, რამე დამეხმაროს. უნდა ვცადო.
-კარგი, მაშინ მოვემზადოთ.
-სოფის ეტყვი?- ანამ თავი ნელა დაუქნია და ზურგჩანთას გადასწვდა, რათა მზადება დაეწყო.
-სიგარეტი გაქვს?-კიდევ იკითხა იასმინმა .
-აი, აიღე- კოლოფი ჩანთიდან ამოაძვრინა ანამ და დაამატა- გინდა, გამოგყვე?
-არა, მარტო მირჩევნია ყოფნა, ამჯერად. მადლობა- გაუღიმა და ოთახი სწრაფად დატოვა.

***
ჩაბნელებულ მინდორში ნელა მიაბიჯებდა. თითებს შორის ჯერ კიდევ აუნთებელი სიგარეტი მოექცია და ჩაფიქრებული, ოდნავ მომღიმარი აჰყურებდა ვარსკვლავებით მოჭედილ ცას. ისევ მარტო იყო. ის, რაც ერთ დროს ასე სტანჯავდა, უკვე შეჰყვარებოდა. საკუთარ თავთან ერთად ყოფნა სიამოვნებდა და ფიქრიც მარტივდებოდა. მოსწონდა სამყაროს მასშტაბების გააზრება, მაგალითად, იმაზე ფიქრი, რომ ის უზარმაზარი სივრცე, რომელსაც თავ ზემოთ ხედავდა, სინამდვილეში ირმის ნახტომის გალაქტიკის მხოლოდ პატარა ნაწილი იყო. კიდევ რამდენი შეუცნობელი იმალებოდა იქ, სინათლისა და დაუსრულებელი სიბნელის მიღმა?
-შორიდან ყველაფერი პატარა ჩანს, მათ შორის, დიდი პრობლემებიც- გაიფიქრა და შედგა, რადგანაც ხეების წყებამდე მიაღწია, სახლიდან საკმაოდ შორს წამოსულიყო.
ხის ფესვზე ჩამოჯდა, კვლავ ცას დაუბრუნდა და სანთებელა გააჩხაკუნა.
ბოლი ნელა, სიამოვნებით გამოუშვა ღამის გრილ ჰაერში და კვლავ გაეღიმა.
-ნებისმიერ სიტუაციაში შეიძლება რამდენიმე წუთიანი სიმშვიდის პოვნა-მოესმა ხმა და სასწრაფოდ წამოხტა ფეხზე. სიბნელეში სილუეტი გამოიკვეთა, თუმცა იასმინს მისი დანახვა არც სჭირდებოდა-ხმაც საკმარისი იყო იმის მისახვედრად, თუ ვინ ესტუმრა.
ჟრუანტელმა დაუარა და გული აუჩქარდა. არ მოეწონა იმის გააზრება, რომ ეს შიშის კი არა, სიამოვნების ჟრუანტელი იყო.
-ბელიალ-კბილებში გამოცრა და ნაბიჯით უკან დაიხია.
-იმედია, დიდ ხანს არ გალოდინე- უფრო ახლოს გაისმა დემონის ხმა და სულ მალე იასმინმა ცივი, თითქმის სითეთრემდე მისული ცისფერი თვალების ნათება დაინახა. ის ახლოს იყო, ისეთივე, როგორც პირველი შეხვედრისას. შავი, გრძელი მოსასხამი და ცილინდრი ღამეში თითქმის უხილავს ხდიდა.
-არ გელოდებოდი- რაც შეეძლო, მტკიცე ხმით უპასუხა იასმინმა. კაცმა ჩაიცინა და ხელი ნელა გაიწვდინა გოგონას ჩამოშლილი თმისაკენ. ისე შეეხო, თითქოს ფრთხილობდა, არ გამქრალიყო. ნაზად ჩამოასრიალა თითები თმაზე და ლავიწის ძვალზე არხეინად გადაატარა.
-იასმინ, იასმინ... დარწმუნებული ვარ, მშვენივრად გრძნობ ამას...კავშირს, ჩემსა და შენ ერთობას, ხოდა რა საჭიროა ტყუილი, როდესაც სიმართლე უკვე მითხარი?
-ეს ისევ სიზმარია?
-ისევ? ჩვენი არც ერთი შეხვედრა არ ყოფილა სიზმარი, თუმცა ბოლოს სწორედ სიზმარივით შეგვაწყვეტინეს- ხმა დაიმდაბლა ბელიალმა, გოგონას კიდევ უფრო მიუახლოვდა და მისკენ დაიხარა- რაც ძალიან, ძალიან არ მომეწონა.
იასმინმა შეშფოთებულმა გაიაზრა, რომ საღად განსჯის უნარს სწრაფად კარგავდა. კაცის სიახლოვე მასზე ავადმყოფურად მოქმედებდა- ერთდროულად ყველაფრის გაკეთება უნდოდა- სიგიჟე და სიმშვიდე, კოცნა, ბრძოლა, ცეკვა, მოფერება და კბენა. ბელიალი სასტიკად უნდოდა, მთელი სულით და ხორცით, ეს სურვილი კი ისე აშინებდა, რომ უკანმოუხედავად სურდა გაქცევა.
-რა გინდა ჩემგან?- იჩურჩულა და უკან გაწევა სცადა, თუმცა წელზე კაცის ხელები სწრაფად შემოევლო, რომლებმაც კვლავ უკან მიიზიდეს.
-ბევრი რამ-ეშმაკურად იჩურჩულა მის ტუჩებთან- მაგრამ ყველაზე მთავარი, რამაც მეც კი გამაკვირვა, არის ის, რომ შენი გული მინდა.
-რა?-გაოგნებული შეაჩერდა გოგონა.
-წარმოდგენაც არ გაქვს, როგორი სასურველი ქალი ხარ- მის ყელთან დაიხარა და სიამოვნებით შეისუნთქა არომატი- მადისაღმძვრელი...- ზურგიდან ხელები უკანალზე ჩაუცურა და არხეინად გააჩერა- ჯერ არც ერთი ადამიანი არ მომნდომებია ასე, იასმინ, იასმინ... ეს არ შედიოდა ჩემ გეგმებში, მაგრამ იქ, ჯოჯოხეთში ჩამოსული სრულყოფილი იყავი და ახლაც მოვედი შენთან და არა იმიტომ, რომ მოვალე ვიყავი რაღაცები შემეხსენებინა... მინდა, რომ ისევე დაკარგო ჭკუა ჩემზე, როგორც მე-შენზე და რადგანაც მე ჯოჯოხეთის შვილი ვარ, სიყვარული არ შემიძლია, შენ უნდა გიყვარდე. ეს იქნება სრული კმაყოფილება...
-ამბობენ, რომ დემონის ორი სიტყვიდან სამი აუცილებლად ტყუილიაო- იასმინის ტუჩები თითქმის ეხებოდა კაცისას, როდესაც საუბრობდა- ჩვენ პირველად ჯოჯოხეთში არ შევხვედრილვართ. გინდა, გითხრა როდის მოგვინდა პირველად ერთმანეთი?
-მოგვინდა! რა სასიამოვნო სიტყვაა, მრავლის მთქმელი!-ჩაიცინა კაცმა და იასმინმა უკანალზე თითების მოჭერა იგრძნო.
-კავშირი ორმხრივია,ბელიალ. ვერც შენ მომატყუებ.
-აბა, რა იცის ჩემმა ქალმა?- იჩურჩულა და ღიმილით დაელოდა პასუხს კაცი.
-ილუზიონისტი. ის, ვინც ზაფხულში ჩემთან მოვიდა და გამაფრთხილა. ვისი დამსახურებაცაა ის, რომ ახლა ანასთან და სოფისთან ერთად ვარ... შენ ხარ. მისი სუნი მახსოვს, შენი სუნი.
იასმინმა იგრძნო, როგორ უფართოვდებოდა გული, თითქოს სამყაროსავით უსასრულოდ, ყველა მხრიდან იბერებოდა და სულ მცირე დროში გასკდებოდა. დემონი მის ტუჩებს დაეწაფა, ისეთი ჟინითა და ძალით, როგორიც არ შეიძლებოდა, ადამიანს ჰქონოდა.
ხელის ერთი მოძრაობით გაუშიშვლა მკერდი, გოგონას კვნესის გაგონებისას კი თითქოს უფრო გახელდაო, ხელში აიტაცა და ისე მიიზიდა, იასმინმა ნეკნების ტკივილი იგრძნო, სასიამოვნო ტკივილი.
-და ვინაა ჩვენ შორის დემონი?- ამოთქვა ბელიალმა, გოგონას თმაზე ჩაავლო ხელი და თავი გადაუწია, რათა ყელზე გადაენაცვლა ტუჩებით- მაცდურო!- ენა ნელა აატარა ყელზე და ჩაიცინა, როდესაც იასმინმა ამოიკვნესა:
-ღმერთო!
-დაისჯები!- მკერდი ტუჩებში მოიქცია და მტკივნეულად უკბინა.
-იასმინ!-სოფის ხმამ განმმუხტავი ელვასავით იმოქმედა. იასმინს მომდგარი კვნესა ტუჩებზე შეეყინა და თვალები დაჭყიტა. წამში მიწაზე დაეშვა და ბელიალის ჩუმი გინება მოესმა, მეორე წუთს კი სრულიად მარტო იდგა ხის ქვეშ, სიგარეტი ამობურცულ ფესვებთან ეგდო, ჩაფერფლილი.
-იაა-სმინ!-უკვე ახლოდან გაისმა სოფის ხმა და მალე გოგონაც გამოჩნდა, რომელმაც მეგობარს პირდაპირ სახეში შეანათა ფანარი -რას აკეთებ? რა გჭირს?
იასმინი მიხვდა, რომ ისე სუნთქავდა, თითქოს მარათონი გაერბინა. თმები გასწეწვოდა და ტანსაცმელი აჩეჩვოდა.
-ჯანდაბა!-სახეზე ხელები გადაისვა და თვალები დაიმასაჟა. შუბლი ოფლით ჰქონდა დანამული.- რა დავუშავე ამ გოგოს?
-რა ხდება, არ იტყვი?
-დემონები სხვადასხვა ხერხებით მებრძვიან- ხმაჩამწყდარმა დაიჩურჩულა და ნელა წავიდა გოგონას მიმართულებით.
- დემონები? აქ? რას ამბობ, არ ამიხსნი?
- აჰ, არაფერი, წამო. ანამ გითხრა, რომ ხვალ დილით მივდივართ?- ტუჩებზე თითქოს კიდევ გრძნობდა შეხებას,ძალიან უჭირდა ზღვარიდან უკან დაბრუნება. ერთიანად ცახცახებდა.
- ხო და მაგიტომ მსურდა საუბარი. ნიკს ასე ვერ დავტოვებთ, ის ჩემი ნათესავია...
- ნიკი ანდრასის ხელქვეითია- გამოუცხადა იასმინმა,სოფის აღშფოთებულ ყვირილს ყურადღება არ მიაქცია და განაგრძო- აქამდეც უნდა მივმხვდარიყავი. მითხრეს, რომ ანდრასი ჩემთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ ეს პირდაპირ არ უნდა გამეგო. როდესაც გავაცნობიერე, რომ ანდრე შეუძლებელია, დემონი ყოფილიყო, მაშინ დავიწყე ფიქრი-აბა, ვინ?
შემდეგ დაემატა ანას მტანჯველი მოჩვენებები. რატომ გააქტიურდნენ მაინცდამაინც ახლა? იცი, რომ ანას ძლიერი დაცვა ადევს, რომელიც ამგვარი პარაზიტებისგან შორს ამყოფებს? თავის დროზე ამაზე კატომ იზრუნა,ვიღაცამ კი ეს დაცვა გაარღვია, ამისთვის კი ძალიან ახლოს ყოფნაა საჭირო. შენ უკვე დიდი ხნის წინ შეგამოწმე, მებილინიც, ნიკი იყო ერთადერთი, რომელზეც საფუძვლიანი კვლევა არ ჩამიტარებია და ვუალია!
-იასმინ, რაებს ბოდავ?! მაგას ვერ დავიჯერებ! ბაბუაჩემი დემონს არ შემოუშვებდა სახლში, გამორიცხულია!
-დემონი არაა- თვალები აატრიალა იასმინმა- უბრალოდ ემსახურება დემონს. ეგ სხვადასხვა რამეა... კაი, რა გჭირს, ცუდი და მატყუარა ადამიანი ჯერ არ შეგხვედრია?- სვლა შეანელა და დაუყვავა- ცხოვრება ზედმეტად მოკლეა იმისათვის, რომ იფიქრო, რატომ ბოროტდებიან ადამიანები. შენ მხოლოდ საკუთარი თავი გაბარია, ყველას საკუთარი თავი აბარია, როდესაც საქმე სიკეთისა და ბოროტების გზას ეხება. სხვა ყველაფერში შეიძლება დაეხმარო ადამიანს, მაგრამ არა ამაში. წავედით?
მეგობარს ხელი გადახვია და სოფიც სრუტუნით გაჰყვა სახლისაკენ.
-რამეს ხომ არ დაგვიშავებს?
-რა უნდა დაგვიშავოს, თაგვების ეშინია და მგონი კალიებისაც. მზოგადად, ძლიერ მფარველებს სუსტები ეძებენ.
-მეგონა, შენ მოსწონდი.
-ალბათ, მასეცაა. მეც ხომ ძლიერი ვარ- კმაყოფილმა ჩაიფხუკუნა იასმინმა და დაამატა-არასდროს მისცე უფლება ბოროტ ადამიანს, რომ შენი განწყობა შეცვალოს. უბრალოდ უთხარი, რომ აახვიოს შენი ცხოვრებიდან და მეორე წამსვე დაივიწყე. ისინი ამად არ ღირან.
სოფიმ თავი დაუქნია. უკვე სახლს მისდგომოდნენ- ესე იგი, ვრჩებით მე, შენ და ანა.
-ჰო-გაუღიმა გოგონამ-შედი ახლა და გაემზადე, იქნებ დამცალდეს მშვიდად მოწევა.
-კარგი- სოფიმ საპასუხოდ გაუღიმა და სახლისაკენ დაიძრა.
-და კიდევ- დაუძახა იასმინმა- თუ ღამით მინდორში განვმარტოვდები, აღარ მომძებნო, კარგი? არც გამაღვიძო,როდესაც აშკარად კარგ სიზმარს ვხედავ.
-ღამით მინდორში განმარტოება რად გინდა?-გაუკვირდა გოგონას.
-და თუ პირველ დაძახებაზე არ გაგაგონებ, გაბრუნდი უკან!
-ხელი შეგიშალე?-გაეცინა სოფის.
-ო, დიახ!
-სააბაზანო თავისუფალია-ჩაიფხუკუნა გოგონამ და სახლის კარში გაუჩინარდა.
იასმინმა ღიმილით ამოაძვრინა კიდევ ერთი ღერი კოლოფიდან, ხის საფეხურზე ჩამოჯდა და ღამის ხმასთან ერთად, მყუდროება კიდევ ერთხელ მოიწყო.
ამჯერად დიდ ხანს, ძალიან დიდ ხანს იჯდა მარტო. მეზობელ გალაქტიკაში გაფრენილი შორიდან უყურებდა პატარა, ცისფერ წერტილს და ინიშნავდა მის მინიატურულ ამბებს დემონებზე, ეშმაკზე, აპოკალიფსზე და მწვანეთვალება ადამიანებზე.
ყველაფერი პატარა ჩანდა, თუმცა მხოლოდ მზის ამოსვლამდე.


***
აღსრულდა, ეღირსა ახალ თავს სმარტფონის სინათლე :3
შემიფასეთ, იმედია,ისიამოვნეთ<3
კითხვაც მაქვს: საახალწლო ისტორიაზე ვმუშაობ და როგორ გირჩევნიათ,იასმინმა ახალ წელზე შვებულება აიღოს და შემდეგ დაგვიბრუნდეს, თუ არ გვინდა საახალწლო ამბები?
უყვარხართ ალისას<3



ალის heart_eyes heart_eyes წავედი წავიკითხო heart_eyes

 


№2  offline ახალბედა მწერალი Alice76

რუსკიმარუსია
ალის heart_eyes heart_eyes წავედი წავიკითხო heart_eyes

მომენატრე <3 გელოდები ♥️♥️♥️

 


№3 სტუმარი TII

OMG! U ALIVE???

 


№4  offline ახალბედა მწერალი Alice76

TII
OMG! U ALIVE???

Not sure :/
But
ჯოჯოხეთიდანაც დავწერ, რო რამე :დდ

 


№5 სტუმარი სტუმარი მარიკო

უფფ, იასმინი ლაპლანდიაში გაუშვი და შაქრის მამიკო დააბრუნე ❤

 


№6  offline წევრი წიწაკა

ლოდინად ღირდა ნამდვილად. რა უზარმაზარი თავი იყო დავიშოკე:დ
ძლივს წავიკითხე რაა და რომ ვკითხულობდი ანდრეს ვეძებდი. ბელიალი რომ გამოჩნდა მეთქი მეშველა და ვსოთქო მაგრამ...
უკვე იმდენი ხანია რაც არ წამიკითხავს რომ გადამავიწყდა შენი ექშენ თეორიები და აზრზე არ ვარ რა შეიძლება მოხდეს.
ანა ხომ დემონის შვილია და ანტიქრისტე ეგ არ გამოდის? თუ როგორ არის? თუ თვითონ უნდა შვას და რამე?
ისე ანდრეზე გული ამიცრუვდა ვაბშე გავარდეს აქედან. ოღონდ ისე არ გავარდეს რომ ერთხელ მაინც არ ვნახო მისი გარდასახვა. ალბათ დაგახრჩობ ეგ რომ არ დაწერო:დ ალბათ კი არა დაგახრჩობ. ნიკს ვერ ვიტანდი, ვერ ვიტან და ვერც ავიტან და ა.შ.
დღეს მოჭარბებულ სიძულვილს ვგრძნობ. ალბათ მეც შემომესიენ დემონები:დ
მირიამის ჰაი ლეველ წინასწარმეტყველებებზე ის ქალი გამახსენდა "კარგ ნიშნებში" რომ იყო. მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენი ქალი ჯობს. თუ გაქვს ნანახი აი უმცროსი პულციფერი
რომ იყო, ძაან "ლონდრე" ბიჭი, მაგას ვამსგავსებ ნიკს:დ ჩემს წარმოსახვაში ზუსტი ასლია.
მგონია რომ ანდრე მოკვდება:დ აქ მე მირიამზე ნაკლები წინასწარმეტყველი კი არ ვარ!!!!! სერიოზულად ვამბობ. გურმანი მიგრძნობს და ვნახოთ აბა რამედ თუ ვარგა.
ჩემი აზრით და ვიცი რომ შენი აზრითაც:დ სჯობს რამე საახალწლო დაწერო და იასმინი ციმბირში გაუშვა ან ფიჯის კუნძულებზე. სად სცალია თორემ კი:დ
ველი შემდეგს და იმედია მალე იქნება.

 


№7 სტუმარი სტუმარი თაკო

შესაძლოა იგი ბოროტი არსებათა შეკრების ადგილი იყო ოდითგანვე, როგორც ნებისმიერი ქვეყნის პარლამენტი - აი აქ ავყირავდიი:დდდ აუუუ მომენატრა შენი იუმორი გლიჯე რა რამე საახალწლო შუგარ დედის მსგავსი

 


№8  offline წევრი LI_BE

ჩემი აზრი იცი, მაგრამ მაინც დავწერ - რა თქმა უნდა, პირველ რიგში, საახალწლო blush blush

უხ, როგორ მომენატრე, საოცარო ალისა heart_eyes heart_eyes

 


ალის, ჩემ თავში სრული არეულობა და ფუთფუთია, როგორც შენი გმირები იტყოდნენ flushed smirk
ბელიალი, ანდრასი, ანდრე, სრული პაკეტი გაქვს წარმოდგენილი smiley ლუციფერი გაკლია და ეგაა smile
იასმინმა თუ მოახერხა და გაიაზრა რომ ანდრე დამნაშავე არ არის, მაშნ ანდრე სად არის? ან საიდან ამხელა ძალა? (არ შეიძლება ყოველ ჯერზე ამდენ კითხვას მიჩენდე და მუდმივად ეჭვებში ვიყო, უსამართლობაა ეს smile )
მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ბელიალი ძალიანაც მოსწონს, მე ჯერ არ ვენდობი და ვერც იასმინის გვერდით წარმომიდგენია. ერთი ბნელეთის მბრძანებელია, მეორე - სიცოცხლის ქვის მატარებელი, ანუ სინათლე და სიბნელე ერთდ? ეგ ცოტა ვერ წარმომიდგენია, ვერ შეეთვსებიან ერთმანეთს, ნუ კი ვიცი რომ მინუსი და პლიუსი ერთმანეთს იზიდავს, მაგრამ მაინც, არ და ვერ წარმომიდგენია smirk მე მაინც ანდრეს ვარჩევ. ეგეც რომ არა დარწმუნებული ვარ იასმინს ბელიალი სპეციალურად შეხვდა და მისი გულიც ტყუილად არ ენდომება და სიყვარული მით უმეტეს smirk (ისევ ეჭვები smiley )
ნიკზე მართალი არმოვჩნდი, ახლა კმაყოფილი მე დაფრინავს ბედნირებისგან, მართალი, რომ არმოვჩნდი smiley
ისა შემეცოდა, რა უგულო მშობლები ყოლია და მათ ფონზე კატერინას მეტად ვაფასებ relaxed (ნუ შენი გმირებისთვის სახელის შემოკლება და შეცვლა ჩვევაში გადამდის მგონი blush )
წინ დიდი მოგზაურობა ელოდებათ გოგონებს. ცოტა არ იყოს მენერვულება ანნას მამას რომ უნდა შეხვდნენ, მგონია, რომ იმ კაცის "ჭურჭელში" ჯერ კიდევ დარჩენილია ანდრასი.
ალის, რატომ ფიქრობს ისა მწვანეთვალება ადამიანებზე? რამე გამომრჩა?
ხომ ასეთი დაძბული თავი იყო, მაგრამ მაინც ვიხალისე, ისა რომ გამოჩნა კიბებებზე, მართლა ეის ვენტურა მეგონა smiley
"თუ საფლავში მიდიხარ, მხიარულად ჩახტომა ჯობი სევდიანად ჩავარდნას" გიჟია ჩვენი გოგო smiley
და დღეისათვის ბოლო შეკითხვა ისას სიზმარი ანნას შესახებ. რა ნახა ამ გოგომ? ესენი ზედმეტად გადაჯაჭულები არიან ერთმანეთთან smirk
ვგიჟდები შენზე მე, ხომ იცი?
შემდეგ თვამდე, ალის kissing_heart kissing_heart

 


№10  offline წევრი Gemini mood

ვაიმეე არ არსეებოობს... როგორ გელოდიი❤❤ძაან გამიხარდა და ეს თავიც სასწაულია❤❤იმედია ისევ არ დაიკარგები და ახალ თავს მალე დადებ❤❤

 


№11 სტუმარი სტუმარი ანი ანი

ვაიმეეეე არანაირი შვებულებაა არ გადამრიო ალისა..
მინდა მე იასმინი თან ბევრჯერ ხშირად და ამოუწურავად ^-^
ღმერთოოო ამ ბელიალზე ვაბოდეეეეეებ გოგო აი ვაფრენ... გინდ ბოროტი გინდ კეთილი ყველანაირი მომწონს.
ვერ წარმოიდგენ როგორ გამიხარდა ახალი თავში რომ წავიკითხე ბელიალის სახელი... ვგიჟდები მასზეეეე აი ვგიჟდები... ძალიან დიდ შთაბეჭდილებას ტოვებს ჩემზე ყველა ასპექტში..
ოოოო რა ცეცხლი სცენები იყო..მნაა.. სოფო კიმაღამ გავწეწე(წარმოსახვაში)
აცადე შე კაი ადამიანო აცალე ნუუ. :დ გააგიჟა კაცი(თუ დემონი მოკლედ რაც არის)... იცოდე ეს პერსონაჟი დაიკარგება და ჩემი გულიც თან გაჰყვება :დ
ვაფრენ მასზე ♡♡♡
ველი ახალ თავს.. ისევ ასე რომ დააგვიანო ალბათ ახალ თავს ვეღარ მოვესწრები ალის :დ
პ.ს იმდენად დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ ამ ბელიალის გამო სხვა პერსონაჟებზე ლაპარაკი უბრალოდ ამ ძალმიძს. :დ
გელი ტკბილო...

"-აბა, რა იცის ჩემმა ქალმა?"
აი ეს სიტყვები... კანფეეეტ:*

 


№12 სტუმარი სტუმარი ქეთი

ტკბილი და გადარეული ალისა ხარ შენ:)) რა თქმა უნდა ველოდები საახალწლო ტკბილკბას და გიჟობას:))

 


№13 სტუმარი სტუმარი Laliko

აუუუ რამდენი ვიცინე და ვიხალისე. მთავარია შენ წერო მე კი ორივე ისტორიას დიდი სიამოვნებით წავიკითხავ..მიყვარხარ ჯადოქარო ალისა:):):)

 


№14 სტუმარი სტუმარი მაკო

მართლაც ჯადოქარი ხარ.რეალობას ვწყდები და შენს ჯადოსნურ სამყაროში გადავდივარ.

 


№15 სტუმარი სტუმარი Klaus

გამარჯობათ, ალის ძალიან მომწონს შენი ისტორიები????
რადგან ახალი წელი კარს მოგვადგაკარგი იქნება იასმინი ლაპლანდიაში დავასვენოთ ჩვენ კი საახალწლო ამბებით დავტკბეთ????????❤გმადლობთ,ნახვამდის????❤

გამარჯობათ, ალის ძალიან მომწონს შენი ისტორიები❤
რადგან ახალი წელი კარს მოგვადგაკარგი იქნება იასმინი ლაპლანდიაში დავასვენოთ ჩვენ კი საახალწლო ამბებით დავტკბეთ❤გმადლობთ,ნახვამდის❤

 


№16  offline წევრი triniti

Ra saaxalwlo ambebi xom damartya gulma axalwlamdeee.daviwye pirveli tavidan da vegar gavcherdi.axla rom vfiqrob ramdeni xani unda velodo cudad vxdebi.emociebit var daglili umagresi xar shen.ramdenime momenti ise mzafrad agviqvi rom gulma ramdenime dartyma gamotova.veli sulmoutqmelad yvelaze gamorcheuli istoriaa am saitze rac wamikitxavs.sheviyvare sheni personajebi da shegiyvare shenc.male dade axali tavi nu sheiwirav chems nervul sistemas.gyvarobt shen da shens personaj gogonebs.

 


№17  offline ახალბედა მწერალი Alice76

სტუმარი მარიკო
უფფ, იასმინი ლაპლანდიაში გაუშვი და შაქრის მამიკო დააბრუნე ❤

შაქრის მამიკოს გაგრძელება არ ექნება, მაგრამ ვეცდები არანაკლები ახალი იყოს:Ꭰ ♥️

წიწაკა
ლოდინად ღირდა ნამდვილად. რა უზარმაზარი თავი იყო დავიშოკე:დ
ძლივს წავიკითხე რაა და რომ ვკითხულობდი ანდრეს ვეძებდი. ბელიალი რომ გამოჩნდა მეთქი მეშველა და ვსოთქო მაგრამ...
უკვე იმდენი ხანია რაც არ წამიკითხავს რომ გადამავიწყდა შენი ექშენ თეორიები და აზრზე არ ვარ რა შეიძლება მოხდეს.
ანა ხომ დემონის შვილია და ანტიქრისტე ეგ არ გამოდის? თუ როგორ არის? თუ თვითონ უნდა შვას და რამე?
ისე ანდრეზე გული ამიცრუვდა ვაბშე გავარდეს აქედან. ოღონდ ისე არ გავარდეს რომ ერთხელ მაინც არ ვნახო მისი გარდასახვა. ალბათ დაგახრჩობ ეგ რომ არ დაწერო:დ ალბათ კი არა დაგახრჩობ. ნიკს ვერ ვიტანდი, ვერ ვიტან და ვერც ავიტან და ა.შ.
დღეს მოჭარბებულ სიძულვილს ვგრძნობ. ალბათ მეც შემომესიენ დემონები:დ
მირიამის ჰაი ლეველ წინასწარმეტყველებებზე ის ქალი გამახსენდა "კარგ ნიშნებში" რომ იყო. მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენი ქალი ჯობს. თუ გაქვს ნანახი აი უმცროსი პულციფერი
რომ იყო, ძაან "ლონდრე" ბიჭი, მაგას ვამსგავსებ ნიკს:დ ჩემს წარმოსახვაში ზუსტი ასლია.
მგონია რომ ანდრე მოკვდება:დ აქ მე მირიამზე ნაკლები წინასწარმეტყველი კი არ ვარ!!!!! სერიოზულად ვამბობ. გურმანი მიგრძნობს და ვნახოთ აბა რამედ თუ ვარგა.
ჩემი აზრით და ვიცი რომ შენი აზრითაც:დ სჯობს რამე საახალწლო დაწერო და იასმინი ციმბირში გაუშვა ან ფიჯის კუნძულებზე. სად სცალია თორემ კი:დ
ველი შემდეგს და იმედია მალე იქნება.

ვაიმე, სულ სხვანაირად აღვიქვამ ხოლმე ჩემივე დაწერილ თავს შენო კომენტარის შემდეგ :დდ♥️
რაღაცნაირად გააბობოქრებ ხოლმე.
ანდრასთან დაკავშირებულ კითხვებზე შემიძლია ის ვთქვა, რომ ის და იასმინი ჯერ არ შეხვედრილან, ანდრესთან მისი გაიგივება მცდარი ვარაუდი იყო, ანდრე კიდევ სხვა თემაა, რომელიც ნელ-ნელა გამოჩნდება.
ძალიან დიდი ისტორია რომ გამოდის, არაუშავს?:დდ
ჯერ კიდევ იმდენი მაქვს დასაწერი, არამიანის ასაკს თუ ავიღებთ საზომად, ეს ისტორია 2 წლისაა ჯერ:დდდ
ყველაფერი იქნება და იმედია, ჩემი დახრჩობაც არ დაგჭირდება.

პ.ს. ახლა მოვიცალე კომენტარების პასუხისთვის, მაპატიეთ სიხარულებო♥️

სტუმარი თაკო
შესაძლოა იგი ბოროტი არსებათა შეკრების ადგილი იყო ოდითგანვე, როგორც ნებისმიერი ქვეყნის პარლამენტი - აი აქ ავყირავდიი:დდდ აუუუ მომენატრა შენი იუმორი გლიჯე რა რამე საახალწლო შუგარ დედის მსგავსი


♥️
მეც მომენატრა, რომ იცოდე:( განწყობა მაქვს ისეთი, ყოვლისწამლეკავი და იმედია გადმოვიტან ისტორიაში, თორემ შემაწუხა უკვე:დდდ
♥️

LI_BE
ჩემი აზრი იცი, მაგრამ მაინც დავწერ - რა თქმა უნდა, პირველ რიგში, საახალწლო blush blush

უხ, როგორ მომენატრე, საოცარო ალისა heart_eyes heart_eyes


ვის ვხედავ :ო
მე როგორ მომენატრე, ლიბე.
ძალიან გამიხარდა შენი დანახვა, აქ რომ ვერ გადმოვცემ, ისე.
♥️
მეც საახალწლოს მხარეს ვარ <3

რუსკიმარუსია
ალის, ჩემ თავში სრული არეულობა და ფუთფუთია, როგორც შენი გმირები იტყოდნენ flushed smirk
ბელიალი, ანდრასი, ანდრე, სრული პაკეტი გაქვს წარმოდგენილი smiley ლუციფერი გაკლია და ეგაა smile
იასმინმა თუ მოახერხა და გაიაზრა რომ ანდრე დამნაშავე არ არის, მაშნ ანდრე სად არის? ან საიდან ამხელა ძალა? (არ შეიძლება ყოველ ჯერზე ამდენ კითხვას მიჩენდე და მუდმივად ეჭვებში ვიყო, უსამართლობაა ეს smile )
მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ბელიალი ძალიანაც მოსწონს, მე ჯერ არ ვენდობი და ვერც იასმინის გვერდით წარმომიდგენია. ერთი ბნელეთის მბრძანებელია, მეორე - სიცოცხლის ქვის მატარებელი, ანუ სინათლე და სიბნელე ერთდ? ეგ ცოტა ვერ წარმომიდგენია, ვერ შეეთვსებიან ერთმანეთს, ნუ კი ვიცი რომ მინუსი და პლიუსი ერთმანეთს იზიდავს, მაგრამ მაინც, არ და ვერ წარმომიდგენია smirk მე მაინც ანდრეს ვარჩევ. ეგეც რომ არა დარწმუნებული ვარ იასმინს ბელიალი სპეციალურად შეხვდა და მისი გულიც ტყუილად არ ენდომება და სიყვარული მით უმეტეს smirk (ისევ ეჭვები smiley )
ნიკზე მართალი არმოვჩნდი, ახლა კმაყოფილი მე დაფრინავს ბედნირებისგან, მართალი, რომ არმოვჩნდი smiley
ისა შემეცოდა, რა უგულო მშობლები ყოლია და მათ ფონზე კატერინას მეტად ვაფასებ relaxed (ნუ შენი გმირებისთვის სახელის შემოკლება და შეცვლა ჩვევაში გადამდის მგონი blush )
წინ დიდი მოგზაურობა ელოდებათ გოგონებს. ცოტა არ იყოს მენერვულება ანნას მამას რომ უნდა შეხვდნენ, მგონია, რომ იმ კაცის "ჭურჭელში" ჯერ კიდევ დარჩენილია ანდრასი.
ალის, რატომ ფიქრობს ისა მწვანეთვალება ადამიანებზე? რამე გამომრჩა?
ხომ ასეთი დაძბული თავი იყო, მაგრამ მაინც ვიხალისე, ისა რომ გამოჩნა კიბებებზე, მართლა ეის ვენტურა მეგონა smiley
"თუ საფლავში მიდიხარ, მხიარულად ჩახტომა ჯობი სევდიანად ჩავარდნას" გიჟია ჩვენი გოგო smiley
და დღეისათვის ბოლო შეკითხვა ისას სიზმარი ანნას შესახებ. რა ნახა ამ გოგომ? ესენი ზედმეტად გადაჯაჭულები არიან ერთმანეთთან smirk
ვგიჟდები შენზე მე, ხომ იცი?
შემდეგ თვამდე, ალის kissing_heart kissing_heart

ამდენი სწორი და საჭირო კითხვა მხოლოდ შენ გაქვს ხოლმე, ისე, განსაზღვრული რომ არ მქონდეს წინასწარ ისტორიის ხაზი, შენი კითხვები აუცილებლად მიმიყვანდნენ ლოგიკურ განვითარებასთან.
ბევრი პერსონაჟია, წარმოიდგინე, ჩემ თავში როგორღა ფუთფუთებენ:დდდ
შენი შემოკლებული სახელები ძალიან მომწონს მე♥️
ისის სიზმარში შემდეგ თავში იქნება განმარტებები♥️

Gemini mood
ვაიმეე არ არსეებოობს... როგორ გელოდიი❤❤ძაან გამიხარდა და ეს თავიც სასწაულია❤❤იმედია ისევ არ დაიკარგები და ახალ თავს მალე დადებ❤❤


მეც სულ მაგის იმედი მაქვს, რომ დრო რამენაირად გამოჩნდება:(
დიიდი მადლობა♥️ ძალიან მიხარია ასეთი შეფასების წაკითხვა

სტუმარი ანი ანი
ვაიმეეეე არანაირი შვებულებაა არ გადამრიო ალისა..
მინდა მე იასმინი თან ბევრჯერ ხშირად და ამოუწურავად ^-^
ღმერთოოო ამ ბელიალზე ვაბოდეეეეეებ გოგო აი ვაფრენ... გინდ ბოროტი გინდ კეთილი ყველანაირი მომწონს.
ვერ წარმოიდგენ როგორ გამიხარდა ახალი თავში რომ წავიკითხე ბელიალის სახელი... ვგიჟდები მასზეეეე აი ვგიჟდები... ძალიან დიდ შთაბეჭდილებას ტოვებს ჩემზე ყველა ასპექტში..
ოოოო რა ცეცხლი სცენები იყო..მნაა.. სოფო კიმაღამ გავწეწე(წარმოსახვაში)
აცადე შე კაი ადამიანო აცალე ნუუ. :დ გააგიჟა კაცი(თუ დემონი მოკლედ რაც არის)... იცოდე ეს პერსონაჟი დაიკარგება და ჩემი გულიც თან გაჰყვება :დ
ვაფრენ მასზე ♡♡♡
ველი ახალ თავს.. ისევ ასე რომ დააგვიანო ალბათ ახალ თავს ვეღარ მოვესწრები ალის :დ
პ.ს იმდენად დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ ამ ბელიალის გამო სხვა პერსონაჟებზე ლაპარაკი უბრალოდ ამ ძალმიძს. :დ
გელი ტკბილო...

"-აბა, რა იცის ჩემმა ქალმა?"
აი ეს სიტყვები... კანფეეეტ:*

მე და შენ ის ხალხი ვართ, ბელიალის ფანების რიგებში პირველი ადგილი რომ უნდა გავიყოთ:დდ
მეც ძალიან მომწონს ეს საზიზღარი:3
შენ კიდევ მიყვარხარ უზომოდ♥️

სტუმარი ქეთი
ტკბილი და გადარეული ალისა ხარ შენ:)) რა თქმა უნდა ველოდები საახალწლო ტკბილკბას და გიჟობას:))


ასეთი მკითხველის წყალობით, როგორ ვიქნები ნაკლებად დამტკბარი და გადარეული?♥️
ჩემი დიდი სურვილია, რომ გამოვიდეს ის საახალწლო ტკბილობა, უქმეებს რომ გაგიხალისებთ♥️

სტუმარი Laliko
აუუუ რამდენი ვიცინე და ვიხალისე. მთავარია შენ წერო მე კი ორივე ისტორიას დიდი სიამოვნებით წავიკითხავ..მიყვარხარ ჯადოქარო ალისა:):):)


ძალიან დიდი მადლობა!
რომ იცოდე, რამდენს ნიშნავს ეს სიტყვები ჩემთვის!
საწვავია, რომლებიც ისტორიის წერისთვის მჭირდება♥️

სტუმარი მაკო
მართლაც ჯადოქარი ხარ.რეალობას ვწყდები და შენს ჯადოსნურ სამყაროში გადავდივარ.


რა ვთქვა?
ჩემი მკითხველნი ხართ ჯადოქრები, ამას თქვენი წყალობით ვქმნი.
უდიდესი მადლობა♥️

სტუმარი Klaus
გამარჯობათ, ალის ძალიან მომწონს შენი ისტორიები????
რადგან ახალი წელი კარს მოგვადგაკარგი იქნება იასმინი ლაპლანდიაში დავასვენოთ ჩვენ კი საახალწლო ამბებით დავტკბეთ????????❤გმადლობთ,ნახვამდის????❤

გამარჯობათ, ალის ძალიან მომწონს შენი ისტორიები❤
რადგან ახალი წელი კარს მოგვადგაკარგი იქნება იასმინი ლაპლანდიაში დავასვენოთ ჩვენ კი საახალწლო ამბებით დავტკბეთ❤გმადლობთ,ნახვამდის❤


გამარჯობა, კლაუს♥️
ჩემი სურვილიც ასეთია და მგონი უმრავლესობაც გვეთანხმება, ასე რომ, იქნება საახალწლო ისტორია.
შენ კი დიდი მადლობა ♥️♥️♥️

triniti
Ra saaxalwlo ambebi xom damartya gulma axalwlamdeee.daviwye pirveli tavidan da vegar gavcherdi.axla rom vfiqrob ramdeni xani unda velodo cudad vxdebi.emociebit var daglili umagresi xar shen.ramdenime momenti ise mzafrad agviqvi rom gulma ramdenime dartyma gamotova.veli sulmoutqmelad yvelaze gamorcheuli istoriaa am saitze rac wamikitxavs.sheviyvare sheni personajebi da shegiyvare shenc.male dade axali tavi nu sheiwirav chems nervul sistemas.gyvarobt shen da shens personaj gogonebs.


ვაი,
საოცარი კომენტარია.
გული გამითბა და მეც ავღელდი, ასეთი რამეები სასწაულია ჩემთვის, ძალიან დიდი მადლობა♥️♥️
ვეცდები, რომ არ მოგაკლო სიამოვნება, რომელსაც ჩემი ნაწერებით იღებ, საოცარი გრძნობაა, როდესაც მკითხველი ასეთი კმაყოფილია.
♥️♥️♥️

 


№18  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

როდის იქნება ახალი თავი?

 


№19  offline ახალბედა მწერალი Alice76

ანი ანი
როდის იქნება ახალი თავი?

საახალწლოს ვწერ ტკბილო, უმრავლეეობამ ასე ისურვა, თუმცა ახალი წლის შემდეგ დავაბრუნებ ჩვენ გოგოებს აუცილებლად♥️
ორივეს წერა მინდა, მაგრამ ჩემი განრიგის ხელში-ვერანაირად:(

იმედია, ძალიან არ მიწყენ♥️

 


№20  offline წევრი წიწაკა

უკვე მენატრება:დ და რა ვქნა.
გოგო ანდრასის და ანდრეს სახელები მეშლება.
ისე მართლა ვაბობოქრებ ყველაფერს:დ თუ რომელიმე ნაწილს დრამა აკლია ჩემს წარმოსახვაში ვუმატებ და მერე ისევ ვაგრძელებ კითხვას:დ
თუ რომელიმე პერსონაჟის საქციელი "მეგრეხება" ან ძალიან სასირცხვილოა ვტოვებ და არ ვკითხულობ:დ
ამიტომ არ გაგიკვირდეს:დ
აუ ძაან მეცინება:დდდდდდ❤

 


№21  offline ახალბედა მწერალი Alice76

წიწაკა
უკვე მენატრება:დ და რა ვქნა.
გოგო ანდრასის და ანდრეს სახელები მეშლება.
ისე მართლა ვაბობოქრებ ყველაფერს:დ თუ რომელიმე ნაწილს დრამა აკლია ჩემს წარმოსახვაში ვუმატებ და მერე ისევ ვაგრძელებ კითხვას:დ
თუ რომელიმე პერსონაჟის საქციელი "მეგრეხება" ან ძალიან სასირცხვილოა ვტოვებ და არ ვკითხულობ:დ
ამიტომ არ გაგიკვირდეს:დ
აუ ძაან მეცინება:დდდდდდ❤

ჰმმ დილით ვფიქრობდი “შაქრის მამიკოს” რომ ვწერდი, ასე მგონია გუშინ იყო და შენ კომენტარებზე რამდენს ვხარხარებდი:დდდ
დიახაც სხვანაირად აღიქვამ და გადმოსცემ, იქნებ შენც წერ და არ ვიცი?
პ.ს შემდეგში კარგად გაირჩევა მგონი ეს ანდრები :დდდ

 


№22 სტუმარი გოგო ა

Alice76
ანი ანი
როდის იქნება ახალი თავი?

საახალწლოს ვწერ ტკბილო, უმრავლეეობამ ასე ისურვა, თუმცა ახალი წლის შემდეგ დავაბრუნებ ჩვენ გოგოებს აუცილებლად♥️
ორივეს წერა მინდა, მაგრამ ჩემი განრიგის ხელში-ვერანაირად:(

იმედია, ძალიან არ მიწყენ♥️
????❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent