შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პირველის ნახევარი /4-5


4-12-2019, 00:13
ავტორი Margo Tokyo
ნანახია 9 756

იმ დღის შემდეგ, ნიკოლოზ კობახიძე აღარ მინახავს.
როგორც შავგვერმანი კატოსგან გავიგე, საფრანგეთში იყო „ბატონი“ ზურას შვილი, თავის ძმასთან.
ისიც არ ვიცოდი ძმა რომ ჰყავდა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს?
მობეზრებული, ინდიფერენტული სახით ვიჯექი კომპიუტერის ეკრანის წინ. სახით მარცხენა ხელს ვეყრნობოდი და განზრახ გათიშული ინტერნეტის თამაშს, დინოზავრს, მთელი მონდომებით ვთამაშობდი. რეკორდი უნდა მომეხსნა, კაბინეტის კარი რომ გაიღო და ზურა შემოვიდა.
- აბა, ქეთა, როგორ განწყობაზე ხარ? - მკითხა ღიმილით, ცოტა გამიკვირდა, არ ვიცოდი რას ემსახურებოდა მისი კითხვა. დაბნეულმა გავუღიმე. - ხვალ რომ იუბილეა ხომ იცი? აუცილებლად უნდა წამოხვიდე... და ხო, მართლა, პირველ სართულზე, ნანას უთხარი, ათ წუთში ჩემთან შემოვიდეს. - მითხრა კართან მდგომმა.
-ამ... დიახ, რა თქმა უნდა. - ვუთხარი როგორც კი აზრზე მოვედი. ზურამ კვლავ გამიღიმა და კაბინეტი დატოვა. მე კი, ჩემი ნივთების მოგროვება დავიწე და თან ნატალის ვურეკავდი, რომ ხუთ წუთში ჩემს სამსახურთან ყოფილიყო, თავისი რაშით.
სწრაფად ჩავედი პირველ სართულზე, ნანა გავაფრთხილე და გასასვლელისკენ წავედი.
ზუსტად ორი საათი ველოდებოდი, როდის მოაღწევდა ნატა.
იმდენი ხანი ვიდექი სამსახურის შენობასთან, ლამის ისიც ვიფიქრე, ხომ არ გათხოვდა იმ საეჭვო პიროვნებაზე, რომელსაც საიმედოდ გვიმალავს.

- შეგიძლია ამიხსნა, მთელი საუკუნე რატომ გელოდებოდი? - ვკითხე გაღიზიანებულმა და კარი ხმაურით დავკეტე.
- საცობი იყო, ქეთა, - მიპასუხა უდარდელად და გზა გააგრძელა.
- აი, მაგ შენს საცობზე რომ გარტყმევინებ თავს, მერე დაიწყე ტყუილები. - ამოვიგმინე და ღვედის შეკვრა უშედეგოდ განვაგრძე. ნატამ ისეთი სახით გადმომხედა, რომ არა ჩემი გეგმა, ბოლო ხმაზე დავიწყებდი ხარხარს. - ნეტა ვის უმალავ?! მოლში წადი, სწრაფად, და დაიწყე აბა, ვისთან დაგულაობ?
- გოგო, არ დავგულაობ! - უსწრაფესი რეფლექსით გააპროტესტა, - ნუ, როგორ გითხრა, მეც არ ვიცი, ხომ გესმის, არა? - ისეთი ტონით მკითხა, თითქოს ორჯერ ორის კანონზომიერებას განვიხილავდით და არა ორი ადამიანის ურთიერთობას.
- მხოლოდ შენი ხმა მესმის, რას ჩათლახობ, არა.
- ეკაკოს არ უთხრა რა, ჯერ. - საცოდავი თვალებით გადმომხედა, - დაჩი ამაღლობელი.
- რაო?! - ჩემი მოსალოდნელი რეაქციის გამო, თვალები დახუჭა, მე კი, ისე წამოვიყვირე, ეჭვი მაქვს მთელს პლანეტას ესმოდა. - ვინ დაჩი, გოგო? შენი სკოლელი, დაჩი? როგორ? - მივაყარე კითხვები აფორიაქებულს.
- მეც შოკში ვარ, ქეთა! სერიოზული არაფერი არ ხდება, მგონი. სულ სამჯერ ვნახე.
- სად შეხვდი? რანაირად?! მოყევი, თორე ეფესოს საღამოს მოგიწყობ ჩვეულებრივად!
- ნუკას დაბადების დღეზე, კლუბში. ნუ, იქ გაგვაცნო რა, რაღაცნაირი პონტი იყო. რომ დავინახე, გამოვშტერდი, ამდენი წლის მერე, პირველად ვნახე. ხოდა, მერე დაიწყეს გახსენებები, რომელ სკოლაში სწავლობდი, ჩემს უბნელს ხო არ იცნობ და ა.შ. მოკლედ, ასე აღმოვაჩინეთ, რომ თურმე სკოლელები ვყოფილვარ. – „თურმე“ სასაცილოდ გაწელა და გაეცინა. - რამდენიმე ჭიქა დავლიე და სახლში წამიყვანა, გზაში ძაან ცხოვრებისეული დიალოგი ავაწყვეთ. - მის ნათქვამდე მეც ვერ შევიკავე თავი და გამეცინა. ნატა და მჭევრმეტყველება, თან ვისთან, დაჩისთან! - დილით დამირეკა, მეღადავა, ლოთი ხარო, ყავაზე და ნაბეღლავზე დაგპატიჟებ, წამოდიო. ხოდა, ასე ძაან მეგობრულად ავაწყვეთ. ისეთი დიალოგებით ვართ, ხუთი საუკუნის საუკეთესო მეგობრები ვეგონებით ვინმეს. - მითხრა და მანქანა დააპარკინგა. მეც სწრაფად გადმოვედი მანქანიდან და მოლში შევედით, წვეულებისთვის, ნორმალური კაბა რომ ამერჩია.

გაინტერესებთ, რატომ მქონდა ასეთი რეაქცია?
ჩვენი ნატა, მერვე კლასიდან უმედო სიყვარულს ჰყავდა შეპყრობილი.
ალბათ, იმასაც ხვდებით, ვინ იყო ის ობიექტი, რომელმაც ნატას ცალმხრივი სიყვარული დიამსახურა.
ნამდვილად, ეს პიროვნება, დაჩი ამაღლობელი იყო.
მერვე კლასელი ნატა, შეპყრობილი იყო მეცხრე კლასელი დაჩით, რომელიც მუდამ უფრო დიდს გავდა, ვიდრე ამას მისი ასაკი მოითხოვდა.
მიუხედავად ამ სიყვარულისა, ნატა არასდროს იჩენდა ინიციატივას.
უბრალოდ უყვარდა თავისთვის, პლატონურად.
არავის უმხელდა ამ ამბავს, ზედმეტად მორცხვი და კომპლექსიანი იყო,
თუმცა, როცა სკოლა დაამთავრა, თითქოს მივიწყებას მიეცა დაჩი ამაღლობელი მის მეხსიერებაში.
ახლა რა ხდება?
ნუთუ, ასეთი რამეებიც არსებობს?
ნუთუ, შესაძლებელია, ცხოვრების ენდორფინად აღქმა, მაშინ როცა,
სრულიად უიმედო ხარ და არაფერს ელი?!

*

დამაკლდა? - არანაირად.
ან იქნებ..? - შეწყვიტე, ქეთა!
აზრი არ ჰქონდა, ჩემს უაზრო დიალოგს, საკუთარ თავთან, რომელიც კვლავ გაურკვევლობის ბურუსში იყო ჩაძირული.
მოკლედ, ფიქრებზე უარი ვთქვი და მშვიდად გავაგრძელე მზადება წვეულებისთვის, რომელიც კომპანიის იუბილის აღსაღნიშნავად იმართებოდა და რომლის გამოტოვების უფლებაც არ მქონდა, მიუხედავად იმისა, რომ სულ რაღაც ერთი თვე იყო, რაც ვმუშაობდი.

ტანზე თეთრი კაბა მოვირგე, ძალიან ლამაზი და უბრალოდ იყო. თეთრი ფერის, მუხლამდე. ზურგის მოშიშვლებული ნაწილი, თეთრ, წვრილ ზონარებს, მკრთალად დაეფარა, რომელიც მკლავებსა და წელის მიდამოებს მიუყვებოდა.
სარკეში კმაყოფილი ვუყურებდი საკუთარ თავს, ფეხზეც ქუსლიანი ფეხსაცმელი მოვირგე და სახლის კარი ჩავკეტე.

სწრაფი ნაბიჯებით მივუყვებოდი სტუმრებით დაფარულ კორიდორს, რომლის გზაც ძალიან ლამაზ ბაღში გადიოდა. გაოცებული დავრჩი სანახაობით, რომელიც ყოველგვარ ბანალურობას სცილდებოდა. ღია ცის ქვეში, მრგვალი, თეთრი მაგიდები იდგა, სადაც სტუმრები იყო განაწილებული, რა თქმა უნდა, თავიანთი რანგითა და მიღწევებით.
მალევე დავინახე შავგვრემანი და ჩემი სართულის რამდენიმე გოგო, ამიტომ მეც მათკენ წავედი.
- აბა, როგორ ერთობით? - ვკითხე მხიარულად და ჩემი ადგილი დავიკავე. - ძალიან ხომ არ დავაგვაინე?
- ჩვენც ახლა მოვედით, ქეთ. - მითხრა წითურმა, თუ არ ვცდები, მაკო ერქვა. ძალიან სასიამოვნო გოგო ჩანდა.
- ნეტავ, წელს რა გველოდება? - ეშმაკურად იკითხა სოფომ. გოგო, სამდივნოდან, რომლის გაცნობასაც არ მირჩევდა შავგვრემანი კატო.
- საინტერესოა, დღეს ვის რომანს აეხდება ფარდა. - იგივე ტონით წარმოთქვა მის გვერდით მჯომმა და კატოს ალმაცერად გადმოხედა. მე ხან სოფოს ვუყურებდი, ხან კატოს, რომელიც აუღელვებლად აგემოვნებდა ალკოჰოლურ სასმელს.
- მგონი დეჟა ვუ მაქვს, - გაეცინა კატოს, - შარშან, ჩვენი მანჩოც ასე ლაპარაკობდა. ნუთუ, რამეს გვიმალავ, ნინ? - ახლა კი, ნამდვილად დავრწმუნდი კატოს მსახიობურ შესაძლებლობებში. ჩემი ნება რომ ყოფილიყო, მინიმუმ ოსკარს გადავცემდი, საუკეთესო ქალი მსახიობის ნომინაციაში.
- იგივეს თქმა შემიძლია, საყვარელო. - თვალი ჩაუკრა ნინიმ თუ ნინჩომ.
სწორედ ახლა მივხვდი, თუ როგორი მტრული დამოკიდებულება ჰქონდათ ერთმანეთის მიმართ გოგოებს, სამდივნოდან და სეპარატისტ კატოს, რომელიც დიდიხანია რაც გამოეყო მათ დაჯგუფებას.
მე და მაკო ერთმანეთს ვუყურებდით და სრულიად ვიაზრებდით იმ ჭემარიტებას, რომ აქ ჩვენი ადგილი არ იყო. მაკომ და კატომ დალევა გააგრძელეს, მე კი საპირფარეშოში გასვლა გადავწვტე, როცა დაუღალავი საუბარი მოსაბეზრებელი გახდა.

სარკეში ვიყურებოდი და ჩემს მკრთალ მაკიაჟს ვისწორებდი, როცა კარის გაღების ხმა გავიღე და სარკიდანვე დავინახე ნაცნობი სხეული. გაოცებისგან რამდენიმე წუთი იგივე პოზაში ვიდექი და „ამას აქ რა ჯანდაბა უნდა“ მზერით ვუყურებდი, კმაყოფილებისგან სახეგაბადრულ კობახიძეს, რომელიც ნელი ნაბიჯებით მიახლოვდებოდა. კმაყოფილი სახე არ ეცვლებოდა, მე კი, იგივე მზერით ვიდექი და სხეულის კანკალს ძლივს ვიმორჩილებდი, სიტუაციის აფორიაქებული და ანერვიულებული.
- რას აკეთებ? - ვეკითხები სუნთქვაგახშირებული, როცა მის ხელს ჩემს წელზე აღვიქვამ. იმდენად ცუდად მხდის, მისი მძიმე ხელები წელზე, რომ სუნთქვაც კი მეკვრის, რამდენიმე წუთით. სიამოვნებისგან თვალები მელულება. ჯანდაბა, იმდენად სასიამოვნო და უცნაური გრძნობები მეუფლება, არც კი მჯერა, რომ ეს ჩემ თავს ხდება.
- რას ვაკეთებ, პირველო? - მეკითხება ვითომდა გაოცებული. ჩვეულ ირონიას არ ჰკარგავს, სულ მის გვერდით არის სარკაზმით აღსავსე სიტყვები, რომლებიც მუდამ მზად არიან ჩემს გასამწარებლად.
როგორ მოქმედებს მისი ყოველი სიტყვა, როგორ მაჩუმებს ყოველთვის. ამ სიტუაციით სასოწარკვეთილი, ცრემლებს ძლივს ვიკავებ.
- ხელები მომაშორე, ნიკოლოზ! - დავუბღვირე გაბრაზებულმა და ხელი გავაშვებინე, მან კი, მარცხენა ხელი ჩემს ფეხზე, ძალიან ნაზად აასრიალა, რომელსაც თხელი ნაჭერი ძლივს ფარავდა.
- როგორ გიხდება გაბრაზება, პატარავ. - მითხრა ეშმაკურად და ტუჩები ენით დაისველა. თითები ბარძაყზე გააჩერა და მსუბუქად მომიჭირა. უტიფარი ღიმილით უყურებდა ჩემს აფორიაქებულ სახეს, თვალებს, რომელშიც საკმაოდ ნათლად ჩანდა ჩემი ურცხვი სურვილები. ეშმაკური მზერით დამყურებდა ზემოდან და მისკენ შებრუნებული, ზურგით მაგიდას ავეკარი. ხელი კიდევ უფრო ზემოთ ააცოცა და იმდენად დავიძაბე, რომ ეს მისთვისაც შესამჩნევი გახდა. უხმოდ ჩაეცინა და ბაგეზე დამეწაფა. სიამოვნებისგან წამოვიკვნესე, ხელი კისერზე მოვხვიე და მის საშინლად ვნებიან ტუჩებს, ჩემდაუნებურად ჩემიც ავაყოლე. ჩემი რეაქციით გახელებულმა, მაგიდაზე შემომსვა და სახე ხელებით დამიჭირა, მთელი ძალით მკოცნიდა და სხეულზე მიკრავდა. იმდენად არანორმალური იყო, რომ ფიქრის საშუალებასაც არ მაძლევდა. არ მაინტერესებდა, დააკაკუნებდა თუ არა ვინმე, იმ წამს ყველაფერი უმნიშვნელო იყო, ჩემი გონება მხოლოდ მის ხელებს აღიქვამდა, რომელსაც კაბის შიგნით, ხან ფეხზე და ხან წელზე, უხეშად დააცოცებდა. კვნესანარევი ოხვრა მწყდებოდა ბაგედან და მეგონა გონებას დავკარგავდი, როცა მისი ტუჩები მოშიშვლებულ მკერზე ვიგრძენი. თხელი ზონარები მარტივი მოძრაობით გადმოწია მხრებიდან და გულმკერდი გამითავისუფლა მატერიისგან. ცხელი ტუჩები ლავიწიდან მკერდზე ჩააცოცა და სიამოვნებისგან, ხელები უღონოდ ჩამოვყარე. უკვე სერიოზულად ვფიქრობდი, რომ გავითიშებოდი, ისეთ რამეს გავაკეთებდი, რასაც შემდეგ ვინანებდი, მაგრამ აზრზე გამაყრუებელი კაკნუს ხმამ მომიყვანა, რომელიც გამძაფრებულად ჩამესმოდა.
იმ წამს, გეფიცებით, არაფერი ვიცოდი, ერთადერთი რის გაკეთებსაც ჩემი დახშული გონება ახერხებდა, ეს მისი მოშორება და კაბის გასწორება იყო. ნერვიულობისგან ლამის ტირილიც დავიწყე, მაგრამ თავს ვიკავებდი, არ მინდოდა დრამები, მეზიზღებოდა.
- გამიშვი... - შედარებით მკაცრად ვუთხარი და კაბა ნაჩქარევად გავისწორე. სარკისკენ მივბრუნდი და ნეტავ საერთოდ არ ჩამეხედა! ტუჩები საშინლად დამსივებოდა, ნიკოლოზი კი კედელს მიყრდნობილი, ჯიბეებში ხელებჩაწყობილი, კმაყოფილ მზერას არ მაშორებდა. მიყურებდა და თვალები უცნაურად უელავდა.
- აღარ გაბედო, გესმის?! აღარ გაბედო! - მხოლოდ ახლა მომაწვა სირცხვილის, შეურაცხყოფის, უსამართლობისა და უსუსურობის განცდა. ყელში მომაწვა ყველაფერი ერთად. იმ წამს, საშინლად სასოწარკვეთილი ვიყავი, მაგრამ ვცდილობდი, რომ ეს არ შეემჩნია. არ მინდოდა, საცოდავი გოგოს შთაბეჭდილება დამეტოვებინა.
- ქეთა, ქეთა, - ჩაილაპარაკა ორაზროვნად.
მხოლოდ ახლა დავაკვირდი.
ჩემს სახელს, მასზე ლამაზად, ვერავინ წარმოთქვამს
შეუძლია ერთ სიტყვაში ყველაფერი ერთად ჩაატიოს, წყენა, სიხარული, აღტაცება, გაფრთხილება.
საერთოდ, ყველაფერი.
- ეს შენც გინდა, - მითხრა დაბალი ხმით და ნელი ნაბიჯებით წამოვიდა ჩემკენ. ისე, როგორც მტაცებელი ცხოველი მიიწევს საბრალო კრავისკენ. შეშინებული გავხტი უკან და საკეტი სწრაფად გადავწიე. კიდევ კარგი, გარეთ არავინ დამხვდა, თორემ ნამდვილად გავაფრენდი, ჩემი ცხოვრების განხილვა რომ დაეწყოთ, მითუმეტეს, ამის დიდი სურვილი ჰქონდათ.
შვებით ამოვისუნთქე, როცა არასასურველი სტუმარი მიმდებარე ტერიტორიაზე არ დამხვდა ჩასაფრებული.
- პატარა მშიშარა, - ხმამაღლა გაეცინა ჩემს ბავშვურ ქცევაზე და საპირფარეშოდან, საშინლად კმაყოფილი მზერით გამოვიდა. თვალი ჩამიკრა და სასურველი მაგიდისკენ წავიდა.
მეც სწრაფად დავუბრუნდი ჩემს ადგილს და ნერვებმოშლილი ვაკვირდებოდი, მოხარხარე ნიკოლოზს, რომელიც ძალიან ლაღად აგრძელებდა საუბარს კომპანიის რამდენიმე პარტიონართან.
- ქეთა, რა გჭირს? - მკითხა მეგიმ, როცა ჩვენს დაცარიელებულ მაგიდას მოუახოვდა. - მშვიდობაა? - მზერა ტუჩებზე რომ შეაჩერა, მანდ ვიგრძენი საშინელი სირცხვილისა და უხერხულობის გრძნობა. - კარგი, ნუ გაწითლდი, - მითხრა სიცილით საკმაოდ მთვრალმა წითურმა. ერთადერთი ის ფაქტი მამშვიდებდა, რომ საკმაოდ მთვრალი იყო და შესაძლოა, ეს მომენტი საერთოდ ამოშლილიყო მისი მეხსიერებიდან.
- მაკო, მგონი ძაან გასული ხარ და გეჩვენება რაღაცები, - ვუთხარი უდარდელად და მთელი ჩემი მსახიობური ნიჭით მოვახერხე ალეწილი სახის გასწორება.
- აუ, ხო, არა? მგონი ზედმეტი მომივიდა. ძაან ცუდად ვარ. - მითხრა და ჩემს გვერდით ჩამოჯდა. - მაგრამ ჯანდაბა, მოდი დავლიოთ. - წამოიძახა და გადაიხარხარა. - მოდი, ამ ჭიქით, ყველა მარტოსულს გაუმარჯოს, ჩემო ქეთა! - მითხრა და თვალი მეორე მაგიდაზე მჯდომი ლევანისკენ გააპარა. მე კი, პირი დავაღე გაოცებისგან, თუმცა, არაფერი მითქვამს. არ შევიმჩნიე საერთოდ. თუმცა იმ ფაქტზე ნამდვილად მეცინებოდა, კომპანია დაოჯახების სააგენტოს რომ ჰგავდა.
რამდენიმე ჭიქის შემდეგ, მთვრალი მაკო გოგოებს გადავაბარე და წამოვედი.
საპირფარეშოს შემთხვევის შემდეგ, ნიკოლოზს ჩემკენ არ გამოუხედავს.
დაღლილობისგან კი, ამაზე ფიქრის თავიც არ მქონდა.
ამ ერთ საათში, იმდენი ემოცია დავიჭირე, რომ გადატვირთული ვიყავი, გონება აღარ მუშაობდა.
ტაქსი გავაჩერე და სახლში წავედი.
კიბეები ქუსლების გამაყრუებელი კაკუნით ავიარე და სახლში, ანუ კომფორტის ზონაში შევედი.
ჩანთა იქვე მივაგდე და დივანზე გავიშხლართე. აივნის კარი ღია მქონდა,
ვუყურებდი, ვაკვირდებოდი,
საოცარი სიზუსტით დაშვებულ სინათლეს, რომელსაც მხოლოდ შუაგული მოეცვა.
სასიამოვნო ნიავი ფარდებს არხევდა, მე კი ვიჯექი და ამ იდეალური მომენტით ვტკბებოდი, რომელიც საოცარ კონტრასტს ქმნიდა ჩემს დახშულ გონებაში.
თითქმის გათიშული ვიყავი, ტელეფონის ხმამ რომ გამომაფხიზლა.
ხელი იატაკზე გადავწიე და ტელეფონი ავიღე. მესიჯი იყო დაფარული ნომრისგან.
„პირველის ნახევარია, პირველო... ჩემზე იფიქრე.“
რამდენჯერმე გადავიკითხე ტექსტი და თვალები დავჭყიტე.
ისე სწრაფად წამოვხტი ფეხზე, ჩემი წამიერი ენერგიულობის მე თვითონ შემშურდა.
ინსტიქტურად დავხედე საათს, 12:30-ს უჩვენებდა.
უცხო ემოციებით აღსავსე, მალევე გავითიშე, კიდევ უფრო უცნაური ტექსტის კითხვაში, რომელიც უკვე ზეპირად ვიცოდი.

გადატვირთული ვიყავი ამდენი უცნაური ემოციისგან.

***

5

დილით ტელეფონის გამაყრუებელი ხმა რომ არა, ალბათ, კიდევ ორი დღე ისე გავაგრძელებდი, ჩემს ე.წ „ზამთრის ძილს“, რომ ვერანაირი ძალა ვერ მომაშორებდა საწოლს, მაგრამ ეს გეგმა მალევე წყალში ჩამეყარა, როცა ეკაკოს ნომერი დავინახე ჩემი ძლივს-ძლივობით გახელილი თვალებით.
- ჰო, - ალბათ, ხვდებით, როგორი ხმა შეიძლება მქონოდა.
- რომელი ხარ? - ხომ, ხვდებით, არა? - ქეთ, ვიღაც ძალიან სიმპატიური მამაკაცი ჩასახლდა შენში?
- რა იდიოტი ხარ?! - გავიწელე და მსუბუქი ჩაცინებით შემოვიფარგლე. საბანი თავზე დავიფარე და თვალები დავხუჭე. - რა გინდა, რატო მირეკავ, გათენდა ვაფშე?
- დავიწყოთ იქედან, რომ უკვე ორი საათია და მერე მეორეც, ისეთი ამბავი მაქვს, საერთოდ ჩუმად რომ ვარ მაგრად მიკვირს. მოკლედ, გამოვედი სახლიდან, უნივერსიტეტში მივდიოდი, სანდროს ვუთხარი, ყავას ვიყიდი, ჩემს კაფესთან გამიჩერე-მეთქი. მოკლედ, შევედი და რას ვხედავ?! აბა, გამოიცანი! ვერა, ვერ გამოიცნობ. - მთელი ემოციებით ყვიროდა ეკაკო. - ნატა, ნატა ბერაძე, ჩვენი ნატა და დაჩი ამაღლობელი! გჯერა?! მე არა. აი, მაგრად გაუმართლა ნატას, სანდრომ რომ დამირეკა და გამოვედი, თორე მის ნაწლავებს მიმოვფანტავდი მთელს კაფეში. გოგო, აზრზე ხარ? - დაჩის სახელის წარმოთქმისას მთელ ხმაზე გაჰკიოდა, არაადეკვატური, შოკში მყოფი ეკაკო. ჩვეულებრივად, ფიბის რეინკარნაცია იყო, ალბათ შუა კაფეში „MY EYES, MY EYES“ ყვიროდა.
გუშინდელი ემოციებისგან გამოფიტულს, თავი მისკდებოდა და ამას ეკაკოს ყვირიც ემატებოდა.
- ამას საღამოს ვერ მეტყოდი, ეკაკო? - ამოვიოხრე სასოწარკვეთილმა და თავი ბალიშზე დავაგდე. შესაძლებელი რომ ყოფილიყო, საერთოდ მოვიძრობდი და გადავაგდებდი.
- არ მითხრა რომ იცოდი?! არ მითხრა, იცოდე! - წამოიყვირა და მხოლოდ ახლა ინება ჩემმა გონებამ გამოფხიზლება. სწრაფად ჩამერთო აზროვნების უნარი.
- ნუ, ვიცოდი, გადაჭარბებული ნათქვამია. გუშინ გავიგე, ოღონდ ძაან ისე, ჩემით, ხო ხვდები? თვითონ არაფერი უთქვამს. - მეც არ ვიცოდი რას ვბოდავდი, სიმართლეს თუ ტყუილს, მაგრამ რაც იმ წამს მოვიფიქრე, ისე ვუთხარი. - რატომ არ გითხარი და, გუშინ კომპანიის ფართი იყო, არანაირად არ მქონდა დრო. - დავასწარი პასუხი.
- შენთან მოვდივარ, ის მეგობრობისთვის შეუფერებელიც მომყავს. - სავარაუდოდ წარბაწეულმა მითხრა და გამითიშა. რამდენიმე წამში ისევ დამირეკა. - დაძინება არც გაბედო!

აი, ასეთი ენერგო ვამპირი იყო ეკაკო. ადამიანი, რომელიც არასდროს იღლებოდა. არც ლაპარაკით, არც სიარულით. ზოგჯერ, ძალიან მშურდა, ამდენი ენერგია რომ ჰქონდა და hectic lifest, ჩემგან განსხვავებით.
ყოველთვის ამაღლებულ განწყობაზე იყო,
ნებისმიერ სიტუაციაში, შეეძლო ისეთი რამ გამოეძებნა, რაზეც სიცილს დაიწყებდა.
მისი ძმა, სანდრო, იმდენად იღლებოდა მისი დის „ატანით“, ეღადავებოდა,
კაცი გჭირდება სასწრაფოდ, უკვე ვეღარ გიძლებთო.
ძალიან საინტერესო ადამიანი იყო ეკაკო მაჩაიძე.

* * *

დილით, ეკაკოსთან დიალოგის შემდეგ, ირაკლიმ დამირეკა და მითხრა, გიორგის შვილის დაბადების დღეა და რომ არ წახვიდე, არც ისინი გაპატიებენ და არც ჩვენო...
ამიტომ იძულებული ვიყავი, ამ სულელურ დაბადების დღეზე წავსულიყავი და აფერისტული ღიმილი ამეკრა. არ იყო ცუდი გოგო ლიკუნა, მაგრამ არ მომწონდა.
უბრალოდ მაღიზიანებდა ის ფაქტი, რომ მუდამ პომპეზურობას ცდილობდა,
მაღიზიანებდა რომ ზედმეტაც ცარიელი, ზედაპირული ადამიანი იყო.
ლიკუნას გამო და იმის გამოც, რომ ცოტა საქმე მქონდა, სამსახურში აღარ წავედი.
ეკაკოსა და ნატალის, facetime-ით კი ნინასთან დიალოგის შემდეგ,
საჩუქრის საყიდლად წავედი, ვერ გეტყვით რომ ყველა მაღაზია შემოვიარე, მხოლოდ ერთ, მაგრამ ჩემთვის გამორჩეულ მაღაზიაში შევედი და მისი საყვარელი სუნამო ვიყიდე. სწრაფად გადავივლე წყალი, კაბა ჩავიცვი და მითითებულ მისამართზე წავედი.
და მაინც, რა მატრაკვეცა გოგოა, ზედმეტად ფეშენებელური „კლუბი“ დაიქირავა და მთელი თბილისი დაპატიჟა. საშინელად არაკომფორტული სიტუაცია იყო, ჩემთვის.

როგორც კი შევედი, ეგრევე დამინახა და ჩემკენ წამოვიდა. მეც აფერისტული ღიმილი ავიკარი, ვითომ ძალიან მაბედინერებდა ჩემი აქ ყოფნა და მივულოცე.
-ვაიმე, ქეთა! რა გოგო ხარ... - გაიწელა ლიკუნა. - ჩემი საყვარელუ სუნამო! ძალიან დიდი მადლობა, - მართალია, სიმღერებში სიტყვები ნორმალურად ვერ გავიგე, მაგრამ ღიმილით დავუქნიე თავი.
- რა მადლობა, ლიკუ. - ვუთხარი და რამდენიმე წუთი, ძალიან უაზრო დიალოგით შემოვიფარგლეთ.
შემდეგ სადღაც გაუჩინარდა, მაგრამ არ მადარდებდა.
ბართან დავჯექი და კოქტეილი შევუკვეთე, გამხიარულება ნამდვიალად არ იქნებოდა ცუდი იდეა. თუმცა, ერთი ჩვევა მქონდა, დალევასთან ერთად, სიგარეტი უნდა მომეწია.
ჩაბნელებულ აივანზე გავედი, ჭიქა მოაჯირზე დავდე და სიგარეტს მოვუკიდე.

- ყველგან შენ, პატარავ. - ნიკოლოზის ხმა რომ მისწვდა ჩემს ყურთასმენას, შევცბი. თუმცა, უკან არ გამიხედავს, აუღელვებლად მოვუკიდე სიგარეტს და ღამის თბილისს გავხედე. მარცხენა ხელში, სასმლის ჭიქა მეკავა და მშვიდად ვსვამდი, მწარე, მაგრამ სასიამოვნო სითხეს. ვგრძნობდი, როგორ მიახლოვდებოდა, მაგრამ რაღაც ძალა მაიძულებდა, რომ მშვიდად ვყოფილიყავი.
ჩემ გვერდით დადგა და ზურგით მოაჯირს მიეყრდნო.
- პირველის ნახევარია, პირველო. გავხადოთ ეს მომენტი განსაკუთრებული? - იმდენად ვნებიანად ჟღერდა მისი სიტყვები, რომ მხოლოდ ხუთი წამის შემდეგ გავიაზრე, რას მეუბნებოდა.
დიახ, ის იყო. ჩემი მოკლემეტრაჟიანი თავგადასავალი, პირველის ნახევარზე.
დაბნეულმა ავხედე ჩემზე მაღალს, რომელიც ჩემი რეაქციის გამხიარულებული, გაბრწყინებული თვალებით დამცქეროდა ზემოდან.
- კი, პატარავ, შესაძლოა არავის უყვარხარ, მაგრამ შეგვიძლია ეს გამოვასწოროთ. - ხელი ჩემს ხელზე აასრიალა. მისი ნათქვამი სიტყვები გამახსენა, პირველის ნახევარზე.
სიგარეტი გამომართვა, უმისამართოდ მოისროლა და კიდევ უფრო მომიახლოვდა.
კვლავ ვიგრძენი მისი საშინლად ვნებიანი ტუჩები.
ძალიან ნაზად შემეხო, ჯერ ზედა ტუჩზე, შემდეგ კი ორივეზე და ვიგრძენი, როგორ ჩამეღვარა სითბო მთელს სხეულში, ჟრუანტელი ძალიან მსუბუქი ნათქვამია იმაზე, რაც რეალურად დამემართა იმ წამს.
- ეს... ეს შენ ხარ? - ამოვილუღლუღე გონება დაბინდულმა.
ხმამაღლა გაეცნა.
- რაო, პატარავ, აგისრულდა ფანტაზიები? - თითით სახეზე ჩამოყრილი თმა გადამიწია.
- დიდი ვერაფერი, - გამომწვევად ვუპასუხე და ენა ტუჩზე გადავატარე.
დავინახე, როგორ აენთო თვალები ჩემს ქმედებაზე და ეშმაკურად გამეღიმა.
მგონი, ჩემი თამაშის დრო იყო.
- ოჰო, ეს უკვე მომწონს. - ჩაილაპარაკა კმაყოფილმა და კიდევ უფრო მომიახლოვდა.
გადავწყვიტე, ამჯერად ჩემი წესებით მეთამაშა.
- მნებდები, ნიკოლოზ? - ვნებიანი ხმით ვუთხარი და ხელი მის მხარზე ჩამოვატარე.
სუნთქვაგახშირებულს, სველი კოცნა დავუტოვე მფეთქავ არტერიასთან და ისე სწრაფად გავეცალე, ალბათ, ძალიან დიდი ხანი, პოსტტრავმული სტრესი ექნებოდა.
ჩემი გადაწყვეტილებით კმაყოფილი შევედი კლუბში და შედარებით ნაცნობი ადამიანებით დაკომპლექტებული ადამიანებისკენ წავედი. თუმცა, ეკაკოს ძმა, სანდრო და მისი ძმაკაცი, აკო რომ დავინახე, კიდევ უფრო მაგარი განწყობა შემექმნა.

- ქეთუშ, რა ლამაზი ხარ, გოგო. - ეგრევე დამეტაკა სანდრო და გადამეხვია.
ოფიციალურად ვგიჟდებოდი სანდროზე და ამაზე, ეკაკო ხშირად ეჭვიანობდა.
- მინი ეკაკოც აქ ყოფილა, - ეკაკოზე ერთი წლით პატარა სანდროს, ხშირად დავიცნოდით და ყოველთვის ბრაზდებოდა.
- შენ და ეკას მაგრად მოგხვდებათ, - თვალი ჩამიკრა და საშუალება მომცა, სხვებიც მენახა.
- ვა, პირველი, აქ საიდან გაჩნდა? - მკითხა აკომ და გადამეხვია.
- მარტო თქვენ არ გაქვს პატივი, ლიკუნას დაბადების დღეზე მოხვდეთ. - სარკასტულად გავიცინე და მის გვერდით დავჯექი.
- აუ, ქეთუშ, ძაან ლამაზი კი ხარ, მაგრამ მწარე. - გაეცინა აკოს.
მე და აკო ერთად ჩვეულებრივად too much სიტუაციას ვქმნიდით.
ბოლო ხმაზე ვიცინოდით, მთელს ქალაქს ესმოდა,
სერიოზულად.
ეკაკოს დედა გავაგიჟეთ,
იმის მერე სულ გვეუბნება,
ძაან გთხოვთ, რიგ-რიგობით გაიცინეთ, მეზობლებს ნუ გამიგიჟებთო.

- ხო მართლა, თქვენ ლიკუნასთან საიდან?
- ეგ და რატი, ერთად არიან, რა, შენ ვერ გაიგებ. - ირონიულად მითხრა აკომ და ხაზი გაუსვა ჩემს მარტოსულობას. თუმცა, რა იცოდა, ბოლო ერთი თვე, როგორი არაბანალური ცხოვრებით ვცხოვრობდი.
- შეყვარებულები არიან? რატი და ლიკუნა? ვა, რატი ნახე, რა!
- გოგო, თავისუფალი ურთიერთობები, აქეთ-იქეთ, მისვლა-მოსვლა, არ გესმი რა! - თვალები აატრიალა აკომ და ფეხზე წამომაგდო, - წამოდი, ვიცეკვოთ, თორე ეგეთი სახით, ბლანკოს ქვრივს გავხარ, შენს თავს ვფიცავარ.
- იდიოტი ხარ! - ავხარხარდი და მასთან ერთად წავედი.
ცეკვის ხასიათი ნამდვილად მქონდა, იმის შემდეგ, რაც მოხდა.
მე და აკო, არც ცეკვის დროს უნდა ვიყოთ ერთად, თუ არ გინდათ რომ ყველაფერი თავზე დავიმხოთ. უბრალოდ, ჩვენსას ვისწორებდით და მაგრად ვერთობოდით.
- ბიჭო, რა თავისუფლებაზე მელაპარაკები, ორი წელია, ცამხრივად ხარ გათიშული. - ვუთხარი შუა ცეკვის დროს და ლამის ადგილზე მიიყინა. ავხარხარდი. მიყვარს სუსტს წერტილზე ფეხის დაჭერა.
- შენ გგონია ვერ ვხვდებით, ეკაკოზე რომ ჩვეულებრივად ასტრალში ხარ? - ყურში ჩავჩურჩულე ადგილზე გახევებულს.
- აუ, კაიი? - ღრმად იყო დარწმუნებული რომ ვღადაობდი. - მართლა ეგრე მეტყობა?
- ნუ გეშინია, ეკაკო ვერაფერს ხვდება. მაგრამ თუ მალე არ იმოქმედებ, ძაან ჩვეულებრივად დაიფერფლები და უყურე მერე შორიდან, სხვა ბიჭთან რომ იქნება. - თვალი ჩავუკარი კმაყოფილმა. აშკარად ჩააფიქრა ჩემმა სიტყვებმა.
- აი, იმენა ბლანკოს ქვრივი ხარ, რა! შენ ვინ რას გამოგაპარებს. - გაეცინა ბოლოს.
თვალი ბარისკენ გამექცა.
ნიკოლოზი მაღალ სკამზე იჯდა,
კოქტეილს სვამდა, იდაყვით ბარის მაგიდას ეყრდნობოდა და ჩვეული ვნებიანი მზერით მიყურებდა.
თვალს არ მაშორებდა. ერთი წამითაც კი.
სულ რომ უტაქტოდ, იდიოტად, ყველაფერ ცუდდთან შემედარებინა,
ჯანდაბა, მაინც საშინლად სიმპათიური და მიმზიდველი იყო.

*

ცხელ წყალში მანამ ვიწექი, სანამ არ გაცივდა და მეც არ გავიყინე. ხელებიც კი დამინაოჭდა, იმდენი ხანი გავატარე ფაქტობრივად მდუღარე წყალში.
შემეძლო, მუსიკებთან ერთად, მთელი ცხოვრება გამეტარებინა ამ მდგომარეობაში, თუმცა ცივი წყალი, ზედმეტად არასასიამოვნო იყო, ნოემბერში.
წყალი სწრაფად გადავივლე და ოთახში დავბრუნდი,
გავიმშრალე და კომფორტული, თხელი შორტი ჩავიცვი და ასეთივე, უმკლავო და გამჭირვალე მაისური. რა თქმა უნდა, ბიუსტჰალტერი ჯანდაბაში მოვისროლე და დივანზე წამოვწექი. სიმღერას ჩავრთე და ნაცნობ ტექსტს, მეც ავყევი.
Fingers dimming the lights
Like you're used to being told that you're trouble
And I spent all night
Stuck on the puzzle

ნამდვილად შესაფერისი ტექსტი იყო, ჩემი სიტუაციისთვის.
თუმცა, ზარის ხმა რომ გავიგე, სწრაფად წამოვდექი და ინსტიქტურად ისე გავაღე, რომ არც გამიხედავს ვინ იყო.
- რა გეგონა, პატარავ, ისეთ მდგომარეობაში რომ დამტოვე, შეგრჩებოდა? - მკითხა და სწრაფი ნაბიჯებით შემოვიდა.


__
ვფიქრობ, ეს ორი თავი საკმაოდ ცვლის შესაძლო მოლოდინს ისტორიის შესახებ.
თქვენ რას ფიქრობთ?

პ.ს ძალიან გამახარა თქვენმა აქტიურობამ!
ძალიან დიდი მადლობა, ვაფასებ თითოეული ადამიანის აზრს.
ვინც ისტორიებს არ დებს, არ იცის, თუ რამხელა ბედნიერებაა თუნდაც +1 მკითხველის აზრი!



№1 სტუმარი მიკუნა

მეთქი დავაგროვე და. რამდენიმეს ერთად წავიკითხავთქოო მარა რო დავიწყე ყველა შემონეკითხავდა ახლა რა ვაკეთო? ველოდი როდის დადებ შემდეგ თავს?????????????ცოდო არ ვარ?((
საინტერესო ადგილებში გაწყვეტისთვის, დიდი სიამოვნებით მოგკლავდი

 


№2  offline წევრი Margo Tokyo

მიკუნა
მეთქი დავაგროვე და. რამდენიმეს ერთად წავიკითხავთქოო მარა რო დავიწყე ყველა შემონეკითხავდა ახლა რა ვაკეთო? ველოდი როდის დადებ შემდეგ თავს?????????????ცოდო არ ვარ?((
საინტერესო ადგილებში გაწყვეტისთვის, დიდი სიამოვნებით მოგკლავდი

რა საყვარელი ხარ!:დდ❤️❤️❤️
ძაან მიხარია რომ მოგწონს, ვეცდები არ დავაგვიანო❤️❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი პირველი

ეს რა იყოო??
ეტყობა რომ მარგო დაბრუნდა, ისეთი ჰოთობები მოაწყვე:)))
ხო დიდი თავი იყო მაგრამ კიდე მინდა რომ წავიკითხო:(( არ მყოფნის, მოთხოვნილებად მექცა რომ ვიკითხო, თანაც ნიკუშას მომენტები((
ვგიჟდები როგორი თავხედია და როგორ ელაპარაკება ქეთას :DD
ისეთ ადგილას გაჩერდი კლანს შევქმნით შენს წინააღმდეგ :D
გელოდებიით არ დააგვიანო გთხოვ

 


№4  offline წევრი დარინა

ამ გიჟ და გადარეულ ბიჭზე ვგიჟდებიი, აი ქეთას ნერვებს რომ უშლის იმდენს ვხალისობ არადა ქალური სოლიდარობას სულ არ ვუცხადებ პირიქით მთელი მონდომებით ბატონ ნიკოლოზს ვგულშემატკივრობ, რა ეგონა ჩემი ნიკოლოზი სახლში ვერ მიაკითხავდა თუ რააა.

 


№5  offline წევრი Gemini mood

Wow...bolo iyo magari ar velodi...dzaan kargia da vgijdebi ukve am wyvilze ❤❤❤

 


№6 სტუმარი A

მართლა ძალიან მომეწონა საინტერესო იყო საკმაოდ. ზუსტად მაგას ვფიქრობდი რომ ორივე ერტი ტიპი იყო უბრალოდ ასე მალე არ ველოდი რომ გამოუტყდებოდა ნიკოლოზი. მეგონა ცოტას კიდევ აწვალებდა. ახალს ველი.

 


№7  offline წევრი gabi du

ძალიან მომწონს. წარმატებები.

 


№8 სტუმარი სტუმარი Masho

Amartleb chems imedebs tan rogor!! Warmatebebi

 


№9  offline წევრი Margo Tokyo

სტუმარი პირველი
ეს რა იყოო??
ეტყობა რომ მარგო დაბრუნდა, ისეთი ჰოთობები მოაწყვე:)))
ხო დიდი თავი იყო მაგრამ კიდე მინდა რომ წავიკითხო:(( არ მყოფნის, მოთხოვნილებად მექცა რომ ვიკითხო, თანაც ნიკუშას მომენტები((
ვგიჟდები როგორი თავხედია და როგორ ელაპარაკება ქეთას :DD
ისეთ ადგილას გაჩერდი კლანს შევქმნით შენს წინააღმდეგ :D
გელოდებიით არ დააგვიანო გთხოვ

ვაიმე, ძალიან დიდი მადლობა!!!❤️❤️❤️ ისე მიხარია ასეთი კომენატრებიიი<333
ნიკუშა ხო ძაან გიჟია, მაგრამ არც პირველი დაუთმობს :დდდ ახლა ძალიან გადატვირთული ვარ, მაგრამ ვეცდები რაც შეიძლება მალე დავდო დიდი თავი❤️

დარინა
ამ გიჟ და გადარეულ ბიჭზე ვგიჟდებიი, აი ქეთას ნერვებს რომ უშლის იმდენს ვხალისობ არადა ქალური სოლიდარობას სულ არ ვუცხადებ პირიქით მთელი მონდომებით ბატონ ნიკოლოზს ვგულშემატკივრობ, რა ეგონა ჩემი ნიკოლოზი სახლში ვერ მიაკითხავდა თუ რააა.

აჰაჰაჰ, რა ეგონა, თამაშს თავისი წესებით რომ იწყებდა ქალბატონი! :დდ
ახლა უარესს შარში ჩავარდა 3:)

დარინა, ძალიან მახარებს შენი კომენტარები, დიდი მადლობა!❤️❤️❤️

Gemini mood
Wow...bolo iyo magari ar velodi...dzaan kargia da vgijdebi ukve am wyvilze ❤❤❤


მიხარია ძალიან!❤️❤️❤️❤️

A
მართლა ძალიან მომეწონა საინტერესო იყო საკმაოდ. ზუსტად მაგას ვფიქრობდი რომ ორივე ერტი ტიპი იყო უბრალოდ ასე მალე არ ველოდი რომ გამოუტყდებოდა ნიკოლოზი. მეგონა ცოტას კიდევ აწვალებდა. ახალს ველი.

ძალიან მიხარია რომ მოგწონს <333
გამოუტყდა, მაგრამ ახლა სხვა ხერხებით აწამებს :დდ ❤️❤️❤️ 3:)

gabi du
ძალიან მომწონს. წარმატებები.


მიხარია რომ მოგწონს! <333
მადლობა❤️❤️

სტუმარი Masho
Amartleb chems imedebs tan rogor!! Warmatebebi

ისე მიხარია ამის მოსმენა, ვერ წარმოიდგენ????❤️❤️❤️
დიდი მადლობა!❤️

 


№10 სტუმარი სტუმარი მაკო

მომწონს,კარგია.ყოჩაღ:)

 


№11  offline წევრი Takk.22

ძალიან მომეწონა ყველა თავი ერთად წავიკითხე ყოჩაღ

 


№12 სტუმარი სტუმარი თაკო

ყველა თავი ერთად გადავიკითხე ისე მომწონს მალედადე რაა ვკვდები ინტერესით????

 


№13  offline წევრი Margo Tokyo

სტუმარი მაკო
მომწონს,კარგია.ყოჩაღ:)

მადლობა, მიხარია თუ მოგწონს❤️❤️❤️❤️

Takk.22
ძალიან მომეწონა ყველა თავი ერთად წავიკითხე ყოჩაღ

ძალიან დიდიი მადლობა!!!!❤️❤️❤️❤️❤️

სტუმარი თაკო
ყველა თავი ერთად გადავიკითხე ისე მომწონს მალედადე რაა ვკვდები ინტერესით????

ისე მიხარია ასე რომ აქტიურობთ, ლამის ყველაფერი შევწყვიტო და მარტო წერაზე გადავიდე :დდ
დიდი მადლობა❤️❤️

 


№14 სტუმარი სტუმარი Keti

ანუუ, ცოტა გაორება მჭირს ისეთი რადიკალური შემოტრიალება ვნახეე ახლა...
მოკლედ გელი და რა ვიცი
არ ვიცი
სიტყვები არ მყოფნის

 


№15  offline წევრი Margo Tokyo

სტუმარი Keti
ანუუ, ცოტა გაორება მჭირს ისეთი რადიკალური შემოტრიალება ვნახეე ახლა...
მოკლედ გელი და რა ვიცი
არ ვიცი
სიტყვები არ მყოფნის

დიდი მადლობა! heart_eyes heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent