შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ადევნება (მე-7 თავი)


4-12-2019, 02:20
ავტორი სალოme
ნანახია 730

გაოფლიანებული საწოლში წამოვხტი და მაშინვე შავ თვალებს შევეჩეხე. ოთახის მკრთალი განათების ფონზე, რაც ჩამავალი მზის დამსახურება იყო, დემეტრეს სახის ნაკვეთები ადვილად გავარჩიე. მაშინვე ხელები მოვხვიე. მანაც საპასუხოდ გულში ჩამიკრა და ჩემი აცახცახებული სხეულის დამშვიდებას შეეცადა.
- დაწყნარდი, ეს მხოლოდ სიზმარი იყო- ჩამჩურჩულებდა ყურში და მისი ამონასუნთქი კოშმარისგან მიღებულ სტრესს ერთიანად აქარწ....ბდა.
- კარგად ხარ?- მკითხა როცა ჭიქა წყალი მთლიანად დავცალე და ღონემიხდილი მივესვენე ბალიშზე.
- კი- ღრმად ჩასუნთქვას პასუხიც ამოვაყოლე.
- გინდა სიზმარზე მიამბო?- შემეკითხა ფრთხილად.
- არა, უბრალოდ კოშმარი იყო, სხვა არაფერი.- ავხედე დემეტრეს, რომელიც ზემოდან დამყურებდა და წამში მისი ფერმკრთალი სახე და აკანკალებული ხელი გამახსენდა, იარაღითურთ. მერე სანდროს მწვანე თვალები და მისგან დაღწევის დაუოკებელი სურვილი.
დემეტრე გვერდით მომიწვა, ხელზე თავდაყრდნობილმა ჩემი თვალიერება დაიწყო.
- რაა,- თვალები მოვისრისე და მისკენ გადავბრუნდი.
- არაფერი- ჩაიღიმა ცალყბად. მზერას ჩემ თვალებს არ აშორებდა მე კი საწოლზე დადებულ, მის მარცხენა ხელს ჩემი შევაგებე.
- ძილის შებრუნებას აპირებ?- მკითხა და ჩემი თითების წვალება დაიწყო.
- არა, უბრალოდ... არა, ავდგები- ვუთხარი ყოყმანის შემდეგ. გამომცდელად შემათვალიერა- რომელი საათია?
- რვა ხდება- მიპასუხა მოკლედ. მერე ჩემი ხელი აიღო და ხელუსგულზე ნაზად მაკოცა. მისი უხეში წვერისა და თბილი ტუჩების შეხება, საოცრად მესიამოვნა ხელზე. მაგრამ უკეთესი იქნებოდა ისინი ჩემს ბაგეებზე მეგრძნო... ფიქრებმა გულის აჩქარება გამოიწვია, ჩუმად გამეღიმა. საწოლზე წამოვჯექი და ჩემს ტანზე ტანსაცმელს თვალი შევავლე, რომელთან ერთადაც ხუთი საათი "სრულ ნეტარებაში" ვიყავი.
- ნიცა- გამომარკვია დემეტრემ ფიქრიდან- თუ გინდა შხაპი მიიღე და ტანსაცმელი გამოიცვალე, სალაპარაკო გვაქვს- მითხრა წყნარად და თავისი დიდი სხეულით საძინებელი დინჯად დატოვა. ახლა წყალზე უარს ნამდვილად ვერ ვიტყოდი. მერე კი დემეტრესთან საუბარზე. ვიცოდი ამ უკანასკნელით ყველა საიდუმლოს აეხდებოდა ფარდა, რომელიც გონების ბნელი კუნჭულებიდან მჭამდა. ავდექი. ზურგჩანთა, სადაც ჩემი ტანსაცმელი მედო, სააბაზანოში შევიტანე. კაბინაში შევედი. ვიბანავე. ჩემი ჰიგიენის ნივთები შესაბამისად გამოვიყენე. პირსახოცშემოხვეული პირდაპირ საძინებელში გავედი და ჩაცმა იქ დავიწყე. ჯერ მხოლოდ საცვლები მქონდა ჩაცმული, კაბა უნდა გადამეცვა, რომ უნებურად თვალი კარისკენ გავაპარე. ვიღაც მიყურებდა. დაკივლებაც ვერ მოვასწარი მაშინვე მოშორდა კარს. ის იყო- დემეტრე. ზორბა ტანითა და გრძელი თმით ვიცანი. კარი ნახევარ სხეულს უფარავდა მხოლოდ. მაშინვე მის დასაკეტად გავიწიე. დერეფანში, კიბესთან ზურგშექცევით დავინახე, ხელს ნერვიულად იცურებდა არეულ თმაში. ესღა მაკლდა!
ყურადღების გამოჩენა უწვრილეს დეტალებში ვერაფრით ვისწავლე. მაგრამ ის ფაქტი რომ დემეტრემ დამინახა- შიშველი?! ოუ, ჯანდაბა! ახლა რა უნდა ვქნა? თვალებში როგორ შევხედო? - გონება ქაოსურ ფიქრებს მოეცვათ და მხოლოდ მაშინ მივეცი საკუთარ თავს დაწყნარების უფლება, საჭირო ფიქრი რომ დავიჭირე: იქნებ და სულაც არ დავუნახივარ შიშველი? და საცვლებით? მერე რა! ზღვაზე, პლაჟზე განა საცურაო კოსტუმით ბიჭების თვალწინ არ გამივლია? ჰოდა ასე და ამგვარად ეგოს უფლება მივეცი სიტუაცია განემუხტა. მაგრამ ქვეცნობიერი კი მის შავად აგიზგიზებულ თვალებსა და გამოხედვას კი ტვინის უჯრედებიდან ამოშლას არ აპირებდა. სარაფანი ჩავიცვი. ცხელოდა და სრულიად შემთხვევით აღმოჩენილ მაისურისა და შარვლით შემოსვას ნამდვილად არ ვაპირებდი. საძინებლის კარი გავიხურე და ჯერ კიდევ სველი, გაშლილი თმით ჩავუყევი პირველი სართულისკენ ჩამავალ კიბეებს. მისაღებში, დივანზე ზურგშექცევით იჯდა. ჯერ არ დავუნახივარ და უკვე სირცხვილისგან ვიწვოდი. მოიხედა. გამიღიმა.
- მოდი- მითხრა და თავის გვერდით მიმითითა. თუმცა მე მის წინ მდგარ სავარძელში ჩავჯექი. ჩაიღიმა. უხეში წვერი საოცრად უხდებოდა, კისრამდე გრძელ თმას, და შავ თვალებს. შავი მაისური და შარვალი ეცვა. თავადაც გაღიმიბულმა ამათვალიერა. თვალები გადავატრიალე, თუმცა ვიცოდი რამდენიმე წუთის წინ მომხდარის გამო, ახლა აწითლებული ვიყავი.
- გისმენ- ვთქვი თუ არა ვანიშნე პირდაპირ მთავარ სათქმელზე გადასულიყო.
- იქიდან გამომდინარე, რომ დაბნეული ხარ ვალდებული ვხდები ყველაფერი მოგიყვე...
- ეგ მეც ვიცი- შევაწყვეტინე- პირდაპირ მითხარი ის, რაც არ ვიცი და ამ გაუგებრობიდან გამომაღწევინე.
ჩაიცინა. მერე, უცებ სახე დაუსერიოზულდა. დივნის კიდეზე ჩამოყრდნობილ ხელის თითებს, ნერვიულად უსვამდა ერთმანეთს.
- მე ბიზნესს ვაწარმოებ- თქვა, და შეჩერდა. ეტყობოდა ცდილობდა სათქმელისთვის მოეყარა თავი. განაგრძე მეთქი, ვანიშნე.
- ერთერთ კომპანიასთან, ურთიერთობა გაგვიფუჭდა. მისი მმართველი, დაუძინებელ მტრად მექცა...- ეტყობოდა რომ თქმა არ სურდა, მაგრამ დღეს ნამდვილად არ ვაპირებდი დათმობაზე წასვლას.
- ის მმართველი კი სანდროა,- ვუთხარი. ძალით გაღიმებულმა დააქნია თავი, თანხმობის ნიშნად.- მაგრამ, არამგონია საქმე უბრალო ბიზნეს ეხებოდეს...- შევაპარე. შემომხედა, და მაგაზეც დამთანხმდა.
- მოკლედ რომ ვთქვათ არაკანონიერი ბიზნესია.
- მაფიოზი ხარ?- ჩემი შეკითხვა ყველაზე სულელურად ჟღერდა იმ მომენტში. სიცილის თავი გააქნია და ნიკაპზე ხელი ნერვიულად მოისვა. მე, მისკენ გადახრილი, პოლიციელს ვგავდი, (ერთმანეთს მაგიდა გვაშორებდა) ის კიდევ დამნაშავეს, რომელიც ცდილობდა სიმართლე ტყუილით დაემალა. სიგარეტი ამოაცურა შარვლიდან, ერთი ღერი ამოიღო, მაგრამ ფიქრებში წასულმა როგორც კი შემომხედა, ყველაფერი მაშინვე მაგიდაზე დადო. მე კვლავ დაჟინებით განვგრძობდი მის ყურებას, ამჯერად სავარძლის ზურგს მიყუდებული. მანაც თვალი თვალში გამიყარა.
- მაფიოზი არ ვარ. საქმე უფრო რთულადაა...- მზერა ამარიდა და ნერვიულად უკბინა ტუჩს. იმ მომენტში საოცრად სექსუალური ჩანდა. დაკუნთული მკლავები და განიერი მხარ- ბეჭი, გრძელი თმა რომელიც ხელით უკან გადაიწია. და ტუჩები.
ტუჩები...
- ნარკოტიკები, გასაგებია.- მისი სახის შემყურემ ვერ გავიაზრე როგორ დამცდა სიტყვები ისე, რომ ჩემში სულაც არ გამოუწვევია ზიზღი, აფორიაქება, პანიკა და შიში. ეს უკანასკნელი ბოლო იყო, რაც მინდოდა განმეცადა დემეტრეს მიმართ, ამიტომ ერთმანეთის თვალებში მომზირალებმა ღიმილი ვერ დავმალეთ.
- ჰო, ნარკოტიკები- თითქოს შვება იპოვაო, სიტყვებს ღრმა ამოსუნთქვა ამოაყოლა.
- პრობლემა რაში მდგომარეობს?- შევეკითხე გურწფელად, სრული სერიოზულობით და ვგრძნობდი ჩემს გარშემო დაძაბულობა როგორ იზრდებოდა.
- მე გადავწყვიტე რომ ამ საქმეს შევეშვა- მითხრა, და ჩემი რეაქციის მოლოდინში მდუმარედ მომაჩერდა.
- რა შეთანხმებაზე საუბრობდით?
- ერთგვარი ზავია...ნეიტრალურ პოზიციებს ვიკავებთ...
- მიზეზი რა არის იმისა, რომ ამ ყველაფრისგან თავის დაღწევა გინდა? - ვკითხე. არარსებული შიში ნელნელა იქარწ....ბოდა.
- შენ- მომიჭრა მოკლედ. გაოცებულმა შევხედე. ცალწარბაწეულს, ნახევარი სახე ღიმილმა გამიპო, ხოლო გული ძგერის ტემპის მომატებას იუწყებოდა.
- მე?- ვკითხე ხმაჩახლეჩილმა და გაუგებრობის ნიშნად თავი გავაქნიე. დემეტრე წინ გადმოიხარა, მკლავები მუხლებზე დააწყო და მითხრა:
- სწორედ შენ გადამაწყვეტინე სუფთა გზით განმეგრძო გზა, აღმოვაჩინე რომ ამ საწამლავით თავსაც ვიღუპავ და სხვებსაც ვღუპავ, უკანონობა აქ არაფერ შუაშია, მეტიც სულ არ მადარდებს, უბრალოდ მინდა შენს გარშემო არანაირ სიბინძურეს ჰქონდეს ადგილი, მათ შორის არც მე.- მის სიტყვებს გაქვავებული ვუსმენდი. ერთდროულად გაოცებულსა და აფორიაქებულს არ ვიცოდი რა მომემოქმედებინა. ამიტომ კითხვა დავუსვი.
- რას ჰქვია, მათ შორის შენც? იმისთქმა გინდა რომ საკუთარ თავს ბინძურად მიიჩნევ?- გავირინდე ჩემთვის სასარგებლო პასუხის მოსამენად-" არა".
- კი, მე ბინძური ვარ, ყელამდე ვარ ამ საქმეში ჩაფლული, ეს ის ჭაობია, საიდანაც ამოსვლა მწადია, თუმცა ყოველ ხელ- ფეხის მოსმაზე უკან, ფსკერისკენ მიზიდავს და შენც თან გიყოლებს ჩემი წყალობით. ვდილობ ნაპირზე ამოვაღწიო, მაგრამ ვიცი წინააღმდეგობა ბევრი და დიდია, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ ამ ტალახის ჩამოსარეცხად.
- არადა კარგად იცი რომ ეს ტალახი ბოლომდე არ მოგშორდება.- თავადაც არ ვიცი როფორ ვთქვი ეს ყოველივე. დემეტრეს გავხედე, მეგონა სიბრაზისგან სახე მოექუფრებოდა, მაგრამ ერთიანად მომეშვა, როცა თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია. მის სახეზე იმედგაცრუება და ტკივილი იყო გამოსახული.
- მართალი ხარ ნიცა, რას ვიზამთ. ეს ყველაფერი კი უკვე თამაშად იქცა- თქვა და ხელები ჩემსკენ მოაპყრო. სარკაზმი მკაცრ იერს სძენდა.
- მე რა შუაში ვარ?
- შენ, ნიცა ყველაფრის თავი და თავი ხარ. შემიყვარდი. მე მანამდე გიცნობდი სანამ ის ჩაძაღლებული მანიაკი აგედევნებოდა, სანამ სახლამდე მიგაცილებდი, სანამ გამიცნობდი, გიცნობდი, გიცნობდი ნიცა, და ჩემი შენდამი დაინტერესება სანდროს არ გამოჰპარვია. მოაგნო ჩემს სუსტ წერტილს, რომელიც მთელი ცხრა წლის მანძილზე არ გამანჩდა და ახლა ცდილობს მისით მაშანტაჟოს, მაგრამ ვერაფერი გამოუვა რადგან კოზირი ხელში მიჭირავს.- შენ ჩემთან ხარ!- თითოეულ სიტყვას ჩემს მისამართით უმოწყალოდ ისვრიდა და ხმის ტემბრის გაკონტროლებასაც ცდილობდა. მისმა ამგვარმა გამოსვლამ ერთიანად ჩამორეცხა ყველა გაურკვევლობას ჩირქი და ახლა მის დასამშვიდებელ სხეულს აფორიაქებული მივჩერებოდი.
- შენზე ძვირფასი რომ არავინ გამაჩნია, ეს უკვე იცის მან,- აი მისი ერთადერთი ძლიერი მხარე...
- მაგრამ შენ ცდილობ თამაში მოიგო ჩემით...
- არა!- შემაწყვეტინა უმალვე. ადგა, მომიახლოვდა, და ჩემს წინ ჩაიმუხლა. ჩემი ხელები თავის დიდ ტორებში მოაქცია. ქვემოდან ამომხედა.
- მე რომ დარწმუნებული ვიყო, რომ უსაფრთხოება გარანტირებული გექნებოდა, გვერდით არ მეყოლებოდი. ჩემთვის შენი კარგად ყოფნაა მთავარი, სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია. უბრალოდ მენდე, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ ეს თამაში დავასრულო, წინააღმდეგობა დავძლიო და ჭაობიდან ამოვიდე. გპირდები არასდროს შეგზღუდავ, თუ ჩემთან დარჩენა არ მოგინდება გზა ხსნილია. ამ ეტაპზე კი უბრალოდ შენს უსაფრთხოებაზე ვიზრუნებთ. - მის თვალებში სიცრუის ნატამალიც არ იყო. მთელი გულწრფელობით მეამბორა ორივე ხელზე. წამოიწია, ჩემი სახე ხელებში მოიქცია, სახე მომიახლოვა. გარინდებული მხოლოდღა ჩემ გულისცემას ვუგდებდი ყურს. თვალებდახუჭულმა, კოცნის მოლოდინში, შუბლზე ცხელი ტუჩების შეხება შევიგრძენი. ჟრუანტელმა დამიარა. მისმა ამგვარმა საქციელმა ღიმილი მომგვარა. ხელები უბრალოდ კისერზე შემოვხვიე და ჩავეხუტე. საპასუხოდ ზურგზე თავისი მკლავები მომხვია. სითბო, რომელიც მისგან მოდიოდა, სასიამოვნო შეგრძნებას მიჩენდა. იმ წუთას დავრწმუნდი რომ დემეტრეს სიყვარული, ჩემდამი იყო წრფელი.
მაგრამ რას ვგრძნობდი მე მის მიმართ?
უსაზღვრო ნდობას,
მასთან უსაფრთხო ყოფას,
თავისი აურით შეპყრობილს, ჩემი გულის ძგერის ტემპს თავის ნებაზე რომ ათამაშებდა, ჭკუიდან მშლიდა.
ყველა ფიქრი მისკენ იყო მიმართული.
და ჩემი ღიმილი, მისი დანახვისას მიანიშნებდა იმაზე, რომ არც მე ვიყავი დემეტრეს მიმართ გულგრილი.
მე რომ იგი მიყვარდა იმ მომენტში დავრწმუნდი.
ბედნიერი ვიყავი ამ წუთით.
მის სურნელს ხარბად ვისუნთავდი და ძვირფასი მამაკაცის კისერში ჩარგული სრულ ნეტარებას მივცემოდი.
იდილია მორიდებულმა ჩახველებამ დაარღვია. შემოსასვლელში ილია იდგა. დემეტრემ თავისი მარწუხებიდან გამათავისუფლა.
- დემეტერე, მგონი დროა საქმეს მივხედოთ.- სერიოზული სახით შემომხედა ჯერ მე, მერე მას და თავით გასასვლელისკენ ანიშნა. დემეტერე მაშინვე წამოდგა. თბილად გამიღიმა და გარეთ გაჰყვა თითქმის თანატოლს.
მე კიდევ უკვე საძინებელში ასული ჩემს ამჟამინდელ ყოფას ვუკვირდებოდი, და კარგად ვაცნობიერებდი იმას, რომ ჩემდაუნებურად დიდ შარში გავყავი თავი. ეს არ იყო სახუმარო საქმე. ორი ბიზნესმენი არაკანონიერ საქმიანობას ეწევა. დემეტერე ცდილობს ამ საქმისან გასვლას, მისი მოწინააღმდეგე- სანდრო კი ყველაფერს აკეთებს რომ საუკეთესო პარტნიორი არ დაკარგოს, სწორედ ამიტომ მე მოვლენების ეპიცენტრში ვარ აღმოჩენილი. არასასიამოვნო შეგრძნებას მიტოვებდა იმის გაფიქრება, თუ რამდენხანს შეიძლება გაგრძელებულიყო ეს ყოველივე. ამ საკითხთან დაკავშირებით დემეტრესთან უნდა მესაუბრა. იქიდან გამომდინარე რომ ჩემი ტელეფონიც მას ჰქონდა, ვერც მშობლევს ვურეკავდი და ვერც მეგობრებს, გართობაზეც ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.
ოთახი მოვათვალიერე. საკმაოდ დიდ საძინებელს თითქმის მთელი მეორე სართული დაეკავებინა. არცაა გასაკვირი რადგან ამ სახლში ერთადერთი საძინებელი იყო. დიდი საწოლის პარარელურად გრძელი დივანი გაეშალათ. ასევე ტანსაცმლის კარადა, და კამოდიც საკმაოდ დიდ ადგილს იკავებდნენ. ორად ორ ფანჯარასთან მდგარი ყვავილების ხილვა სიამოვნებას მგვრიდა. მუქი ფარდა გაწეული იყო, რისი საშუალებით მზის ჩასვლის გასაოცარი ხედით ტკბობის საშუალება მეძლეოდა, თუმცა ჩემი ყურადღება ქვემოთ მოსაუბრე დემეტრესა და ილიას ეპყრობოდა.
გონებაში მთელმა განვლილმა დრომ გაირბინა. წარმოიდგინეთ, როცა თქვენს მშვიდ, ჰარმონიულ ცხოვრებას ერთი სიმპათიური მამაკაცი თავდაყირა აყენებს, რა რეაქცია, რა შეგრძნებები გექნებოდათ?
ჩემი რაღაც ნაწილი სიმართლე გითხრათ ბედნიერიც კი იყო, მარამ იმის გააზრებაზე, რომ მომვალი ბინდში იყო გახვეული, ვითრგუნებოდი.
დემეტრემ ფანჯარას ამოხედა, გამიღიმა, საპასუხოდ მეც გავუღიმე. მერე დავინახე შემოსასლელი კარისკენ როგორ წამოვიდა, ერთ წუთში ოთახის კარის გაღებაც ვიგრძენი. მძიმე ნაბიჯები, მერე პიტნის სასიამვნო სურნელი, მუცელზე შემოხვეული ხელი, ზურგს უკან მისი ცხელი სხეულის შეგრძნება და კისერზე მისი ამონასუნთქი სასიამოვნო განცდებს მიბუდებდა. თვალებდახუჭულს თავი მის მხარზე მედო, და დემეტრეს თვალებით ვუყურებდი მზის უკანასკნელ სხივებს. იმ მზის, მთის შუაგულში დინჯად რომ ჩადიოდა, თორემ ჩემი გულის მზის ბრალი იყო, ცელქმა ორგანომ კისერზე სველი კოცნის დატოვების შემდეგ ძგერის ტემპს რომ მოუმატა.

ჯერ კი ადრეა, მაგრამ აქვე ვიტყვი რომ მოთხრობის დასრულების შემდეგ ვაპირებ სრულად დავდო იგი;)



№1 სტუმარი სტუმარი თაკო

აუუუუ რა საინტერესოა მალე დადე

 


№2  offline წევრი ლია კკკ

შეწყვიტეთ ახალი თავის დადება

 


№3 სტუმარი სტუმარი თინანო

ძალიააან ძალიაან საინტერესოოააა
ველოდეები შემდეგსსს
ვეღარ ვითმენ

 


№4 სტუმარი Wero

აუ როდისს დადეეებ?(((

 


№5 წევრი mariam_t

shemdeg tavs rodis dadeb ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent