შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პირველის ნახევარი /6


5-12-2019, 00:01
ავტორი Margo Tokyo
ნანახია 9 684

- რა გეგონა, პატარავ, ისეთ მდგომარეობაში რომ დამტოვე, შეგრჩებოდა? - მკითხა და სწრაფი ნაბიჯებით შემოვიდა.
კარი დახურა და სწრაფი მოძრაობით, მეც მას ამაკრა ზურგით.
ანთებული თვალებით მიყურებდა და მხოლოდ ახლა გამახსენდა, რომ ფაქტობრივად, შიშველი ვიყავი, რადგან თხელ მაისურში, ყველაფერი ჩანდა.
მის გახშირებულ სუნთქვას კისერთან ვგრძნობდი, უფრო და უფრო ქრებოდა ჩემში წინააღმდეგობის გაწევის ძალა.
- ყველა შენს ასეთ ქმედებას, ეს შედეგი მოჰყვება, იცოდე. - ჩახლეჩილი ხმით მითხრა და მაკოცა. დაბუჟებულ ტუჩებზე ცერა თითი გადაატარა და ჩემთან ერთად წავიდა მისაღებისკენ, სწრაფად დაჯდა დივანზე და მეც მის ზემოდან მომიქცია.
ჩემი ფეხები წელზე შემოიხვია და მარცხენა ხელი ძლიერად მომიჭირა ჯერ ბარძაყზე, შემდეგ კი უკანალზე. ჩუმი ოხვრა წამსკდა ბაგედან, რომელსაც კბილები მოსდო.
ვიცოდი, რომ კარგ დღეში არ მექნებოდა, მაგრამ იმხელა სიამოვნებას განვიცდიდი, არ მადარდებდა ეს სასიამოვნო ტკივილი.
- აი, ასე, პატარავ, როგორ მაგიჟებს შენი სითამამე, - დამჩურჩულა ორწამიანი პაუზის შემდეგ და კოცნა განაგრძო. ყოველი მისი შეხებისას, გონება მეთიშებოდა, *„მთელ სხეულში თბილმა ტალღამ დამიარა, ნებისმიერი ტკივილი, მწუხარება თუ დანაშაულის გრძნობა სრულიად გაქრა.“ ეს სიტყვები ზედმეტად შეესაბამებოდა ჩემს საშინლად უცნაურ და ამავდროულად, საშინლად სასიამოვნო მდგომარეობას.
როცა კოცნა შეწყვიტა, უკმაყოფილოდ გავახილე თვალები და ზემოდან დავაცქერდი.
- შენგან მადლობას ველოდები, ჯერ კიდევ.
- რა... რა მადლობა? - დამაბნია მისმა უეცარმა გარდაქმნამ.
- ჩემს ხარჯზე, რამხელა სიამოვნებას იღებ, აზრზე ხარ? ნუთუ, მადლობასაც არ ვიმსახურებ, პატარავ? - მეამიტური სახე მიიღო და წარბები შეკრა.
ვგიჟდებოდი,
არანორმალურად ლამაზი იყო მისი სახე.
უდიერად დაყრილი მუქი ქერა თქმა, ოდნავ კეხიანი ცხვირი, რომელიც უფრო დიდ ეშხს სძენდა მის გარეგნობას და გამოკვეთილი ტუჩები.

უნდა ვაღიარო,
გონება დაბინდულიც კი ვახერხებ, მისი სრულყოფილი გარეგნობის აღქმას და არანაირი კომპლექსი არ მაწუხებს, მის მუხლებზე მჯდომს.
მიუხედავად იმისა, რომ ჩემი გონება ასტრალში იყო და შეიძლება ითქვას, ყველანაირ ამქვეყნიურ აზრს სცდებოდა, სწრაფად მოვშორდი მის მუხლებს და ფეხზე დამდგარი, დონჯშემორტყმული, ვსვამდი უამრავ კითხვას.
- მოიცა, რა! რა ხდება, საერთოდ? რას მივაწეროთ შენი სახეცვლილება, ნიკოლოზ? - ერთადერთი რაც მინდოდა, მის გონებაში შეღწევა იყო.
- სხვათაშორის, დღეს სამსახურში ვიყავი და არ დამხვდი. რას მივაწეროთ შენი სიზარმაცე? - სახე დაასერიოზულა და დივანზე მოხერხებულად გადაწვა.
- ხომ არ გავიწყდება, რომ მე შენთან არ ვმუშაობ? - ვკითხე ნიშნისმოგებით.
- აი, რომ გაგათავისუფლებ, მერე არ დამიწყო, გთხოვ დამაბრუნე, გამოვსწორდები და ეგეთები. - წარბები ეშმაკურად აათამაშა და ჩემს „არ იოცნებო“ სახეზე, გადაიხარხარა.
- ისე რამდენიმე წამის წინ უფრო სასიამოვნო იყო შენთან ურთიერთობა. - ჩაილაპარაკა სხვათაშორის და თვალი ჩამიკრა.
- შეგიძლია გასაქანი მისცე შენს ოცნებებს. - ვუთხარი კმაყოფილი ღიმილით და უკან დავიხიე.
- მაგ მაისურის ფანი ვარ, პატარავ. - ტუჩზე ენა გადაისვა და იმდენად დიდი იყო სურვილი, კიდევ შევხებოდი, ალბათ ცოტაც და ეს ჩემს ქცევაზეც აისახებოდა.
- აქ იყავი. - ვუთხარი საკუთარი ფიქრებით გაღიზიანებულმა და ოთახში შევედი.
თხელ მაისურზე, ჰუდი გადავიცვი, რომელიც სრულიად ფარავდა ჩემს ზედატანს და გამოვედი.
მის უკმაყოფილო სახეზე ეშმაკურად ჩამეცინა.
- ეს რა გიქნია, პატარავ, რატომ მალავ შენს მეტად სექსუალურ სხეულს? - ფეხზე წამოდგა და მომიახლოვდა.
იცოდა,
ზუსტად ვიცოდი, რომ იცოდა, როგორ მოქმედებდა ასეთი ლაპარაკი ჩემზე და განზრახ არ წყვეტდა.
ჩემი გაგიჟება უნდოდა.
- ნიკოლოზ, შეწყვიტე! ზედმეტია უკვე ეს ყველაფერი. - გადავწყვიტე მყარად დამეცვა ჩემი პოზიცია. - მე არ მინდა ასეთი ურთიერთობა. არანაირი სურვილი არ მაქვს ამ ყველაფრის. არც ვიცნობთ ერთმანეთს, საერთოდ იმასაც ვერ ვიაზრებ რა ხდება. შენ კიდევ... საშინლად იქცევი, ნამდვილი უტიფარი და თავხედი ხარ!
- ასეთი როგორი, პატარავ? ჰო, მე საშინლად უტიფარი და თავხედი ვარ, შენ კი საშინლად სექსუალური. ჰო, მე საშინლად ვიქცევი და შენ ეს გიზიდავს, ხომ ასეა, პირველო? - ეშმაკური, ავისმომასწავლებელი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე და ყველაზე დიდი უბედურება ის იყო, რომ ზუსტად იცოდა ჩემი სურვილები. - არ გიხდება კომპლექსები, ქეთა. თავისუფალი ბევრად მიმზიდველი ხარ. - ყურში ჩამჩურჩულა და კისერში მაკოცა.
მეწვოდა ის ადგილი,
რომელზეც ვნებიანი კოცნის კვალი დამიტოვა.
მეწვოდა,
ყოველდღე.

- რატომ გადამეკიდე? - ხმის კანკალს ვერ ვიმორჩილებდი.
- ეს შენ გადამეკიდე, პირველო, ღამის პირველის ნახევარზე რომ მოისურვე სეირნობა. - გადმომხედა ნიშნისმოგებით,- ნუ გეშინია, პატარავ, არავის ვეტყვი რომ გამაუპატიურე... ჩვენი საიდუმლო იყოს, ხო?
- შე იდიოტო! - იმდენად დამაჯერებლად მითხრა, ეჭვიც კი შემეპარა საკუთარ თავში.
რთული იყო, მის წინადადებას დამატებულ „ხო?“-ზე არ დაგეჯერებინა, რასაც გეუბნებოდა.

ჩემს წამოყვირებაზე, ხმამამღლა გაეცინა და ხელით თმა ყურს უკან გადამიწია.
- წავედი, - მითხრა და სხეულზე ამიკრა. - სულ ეგეთი მაისურით დამხვდი, ხო?
კიდევ ერთხელ შეეხო ჩემს ტუჩებს და მანამ არ მომშორდა, სანამ ჰაერის უკმარისობა არ ვიგრძენით ორივემ.
თვალები რომ გავახილე, უკვე წასული იყო.
მე კი ვიდექი ოთახის ცენტრში და მხოლოდ ახლა დავუგდე ყური სიმღერის ტექსტს, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში დაბალ ხმაზე ისმოდა.

Now I can't think of air without thinking of you
I doubt that comes as a surprise
And I can't think of anything to dream about
I can't find anywhere to hide




* * *

ორი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც არ მენახა.
მეც არ ვიცოდი რას აკეთებდა, თავს მანატრებდა, თუ მართლა რაღაცის გამო ქრებოდა.
თუმცა, ყველაზე რთული, ჩემს ფიქრებთან გამკლავება იყო.
გამუდმებით ვფიქრობდი,
ყველგან და ყოველთვის.
უკვე აღარ შემეძლო ასე გაგრძელება.
როცა ნამდვილად მეგონა რომ თავიდან ამოვიგდე, მაშინ გამოჩნდა და ყველაფერი ამირია, შემშალა და ჭკუიდან გადამიყვანა.

ჩემი მდორე ცხოვრება კალაპოტს უბრუნდებოდა, თუმცა, რაც მახალისებდა, მეგობრებთან ერთად გატარებული დრო იყო.
ეკაკოს სახლში შევიკრიბეთ,
რა თქმა უნდა, სანდროსთან და აკოსთან ერთად,
და დავიწყეთ გაცხარებული კამათი, თუ სად სჯობდა დასვენება,
ბაკურიანში, რაჭაში თუ ... ო, აი, მესამე ვარიანტი არ გვქონდა.
ამ გიჟების გამო, დარცხვენილი შევედი ზურასთან, რათა უხელფასო (კუთვნილი?) შვებულება ამეღო.
მიუხედავად იმისა, რომ კუთვნილი საერთოდ არ იყო, მაინც დამთანხმდა და სასიამოვნო დასვენებაც მისურვა,- ბონუსად.

- რაჭაში წავიდეთ, რა. დიდი სახლია, ყველა საკაიფოდ და თავისუფლად დავეტევით, თან გადაჭედილი იქნება ბაკურიანი, აი, მე კი გავერთობი, ბაზარი არაა, უკრაინელების მეტი რა არი, პროსტა თქვენ დაიწყებთ მერე, მოგვბეზრდაო და რაღაც. - ხელი აიქნია გაცხარებულ კამათში ჩართულმა აკომ და დივანზე დაებერტყა.
- მეც ვფიქრობ რომ რაჭა სჯობს. სიმშვიდეა, თან ჯერ წვიმა და თოვლი არაა, ამიტომ საღამოს კოცონს დავანთებთ, გავერთობით, რა. - ავყევი აკოს და გოგოებს გადავხედეთ.
სანდრო ნეიტრალური იყო ამ შემთხვევაში.
- კაი, რა, სრიალი მომენატრა, რაჭაში მერე წავიდეთ. - დაიწუწუნა ეკაკომ და ნატას გადახედა, იქნებ მხარი ამიბასო.
- გოგო, რა დროს სრიალია, თავში თხილამური ხო არ გაქვს? - ამოვიოხრე უკვე ერთი და იგივე დიალოგით დაღლილმა.
- ბავშვობაში თხილამურზე დაუვარდათ, - ამყვა დივანის მეორე კუთხეში გადაშხლართული სანდრო და ეკაკოს სახეზე ბოროტულად გადაიხარხარა.
- აუ, ვაფშე არ წამოვალ, რა!
- ეკაკო, სანამ თბილისიდან ბაკურიანამდე დაგაგორე სრიალით, ცოტა აზრზე მოდი. არ წამოხვალ კი არა, წადი აიბარგე. - დავუბღვირე გაჯიუტებულ ეკაკოს.
ზუსტად ვიცოდი რას აკეთებდა,
უკვე ზედმეტად შესამჩნევი იყო მისი დამოკიდებულება აკოს მიმართ, რომელსაც ყველაფერში ეწინააღმდეგებოდა.
აკოს რომ ეთქვა, დედამიწა მრგვალიაო, ეკაკო იმის დამტკიცებასაც კი დაიწყებდა,
მრგვალი კი არა, სამკუთხედია და თანაც არ ბრუნავსო:))
ალბათ, თქვენც ხდებით, რა ქაოსი იყო გამართული, ხო?

- წავიდეთ რაჭაში. - თავი ამოყო ტელეფონიდან ნატამ, - დაჩიც რომ დავპატიჟო, პრობლემა ხო არ იქნება?
- თუ გინდა ქმრად დაპატიჟე, დროა უკვე. - ბალიში ესროლა სანდრომ. - რამდენი ხანია ქორწილში არ მიგულავია, რა.
- აუ, ეს მინი ეკაკო ნახეთ, რა. - სუსტი წერტილი გაუხსენა ნატამ და ჩვენც ავხარხარდით.
ხომ არსებობს რაღაც წმინდა ხუმრობები, რომლებიც არ იცვითება?
ზუსტად ასეთი იყო ეს ჩვენთვის.
უკვდავი.

- ბიჭი დავკერეთ როგორც იქნა და გავბლატავდით? მახინჯო. - თვალი ჩაუკრა სანდრომ და ფეხზე წამოდგა. - დროზე აიბარგეთ, ჩაებარგეთ და ხვალ დილით გავდივართ. ერთი კაცი დააკლდება და ვტოვებთ! არანაირი დაგვიანებები. - ჩამოაყალიბა ექსკურსიამძღლომა - ჰო, მართლა, ჩემი ძმაკაციც მოდის. - გამოაცხადა და თავის ოთახში შევიდა.

ყველანი წამოვიშალეთ, მე აკომ წამომიყვანა, რომელიც დაუღალავად იმეორებდა ერთსა და იმავეს.
- ბლანკოს ქვრივი, როგორც იცი ხოლმე, ისე არ გვალოდინო ხვალ, ხო გაიგე?
– you need to chill, bro. ისა, ავთანდილ, ბეჭედი წამოიღე, გული მიგრძნობს, კარგი ამბები აიწევა. - კარის დახურვამდე ეშმაკურად გავეკრიჭე და სახლში ავედი.

* * *

დეჟა ვუ მაქვს.
ისევ ტელეფონის ზარის ხმა.
რა ჯანდაბაა?! ხომ შეუძლია ამ ხალხს, რომ თავიანთი საქმეები საღამოსთვის გადადონ.

- ვინ ჯანდაბა ხარ? - ისე ჩავყვირე, ნომრისთვის არც დამიხედავს.
- ბლანკოს ქვრივი, ათ წუთში ქვემოთ იყავი, თორე ძაან ჩვეულებრივად შეეგუე იმ აზრს, რომ რჩები. - აკოს მხიარული ხმა რომ მისწვდა ჩემს ყურთასმენას, მხოლოდ მაშინ მივხვდი, რომ შარში ვიყავი.
- მოხვედი უკვე? - ვკითხე და ფრატუნით წამოვვარდი საწოლიდან, სააბაზანოში გავვარდი, თავის მოსაწესრიგებლად. კიდევ კარგი, ბარგი გუშინ ღამე ჩავალაგე.
- კი, ქეთა, მოვედი, ზუსტად ოცი წუთია და შენი მოკვლის ხერხებზე ვფიქრობ, სხვათაშორის, ძალიან კარგი იდეები დამებადა და თუ არ ჩამოაღწევ, ეჭვიც არ შეგეპაროს რომ განვახორციელებ! - აუღელვებლად ჩამოაყალიბა თავისი სტრატეგიული გეგმა აკომ, მაგრამ ისე დავბოდიალებდი უთავო ქათამივით, არც ვუსმენდი.

- ხუთი წუთიც და... - ჩავყვირე და გავუთიშე.
მეც არ ვიცი, რა გავაკეთე, როგორ, მაგრამ თხუთმეტი წუთის შემდეგ, სადარბაზოში ვიყავი და ჩემი ბარგიანად ჩავდიოდი კიბეებზე.
- ლანა, რაჭაში რომ მივდვართ ხომ იცი, ხო, არ ინერვიულო, თბილად ჩავიცვამ, ნუ გეშინია, ძირს დაგდებულს არაფერს შევჭამ, არც ნავთს გადავისხამ და ასანთს მოვიკიდებ. - წინასწარ გამზადებული ტექსტი მოვუთხრე, ისე რომ ხმის ამოღებაც ვერ მოასწრო და მთელი სისწრაფით გამოვვარდი სადარბაზოდან.
აკო საბარგულთან იდგა და კოპებშეკრული მიყურებდა.

- ბარგი მანდ დატოვე, შენ კიდე აქ ჩაჯექი, უნდა დაგგუდო! - მითხრა რომ მივუახლოვდი.
- მეც მიყვარხარ, აკო. - გავეწელე აფერისტული ღიმილით და ბარგი მივაჩეჩე. - ეკაკო არ მოდის?
- მანქანაშია... - კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა, კარი რომ გავაღე და წინ მჯდომი, მომღიმარი ნაცნობი სახე დავინახე.
ამას აქ რა ჯანდაბა უნდა?!


*ფრაზა ფილმიდან "კალათბურთელის დღიურები"

___

დილემის წინაშე ვიყავი,
პატარა თავი ან დაგვიანება.
ამიტომ, დაგვიანებას ისევ პატარა თავი ვარჩიე:))
თუმცა, გპირდებით, შემდეგი თავი საკმაოდ დიდი იქნება.

პ.ს გამიზიარეთ თქვენი აზრი ისტორიასთან დაკავშირებით.
პ.ს.ს ძალიან, ძალიან უზარმაზარი, უსაზღვრო მადლობა ყველას, ვისაც კომენტარის დაწერა არ გეზარებათ<333



№1 სტუმარი სტუმარი პირველი

მგონი პირველი ვარრ...
ორ წამში წავიკითხე მაგრამ ძააააალიან მაგარი იყოო weary
ვგიჟდები ნიკუშაზე, როგორიააააა, ყველაფერზე პასუხი რომ აქვს და ამწარებს ქეთას! smile
თავიდან თითქოს ბანალურად დაიწყო, ბანალურად არა მაგრამ ერთფეროვანი იყო და ახლა ისე გრძელდება არცერთ ისტორიას არ გავს.

გიჟი და არანორმალური წყვილია))) heart_eyes
თან სად გაჩერდი? რატო გვაინტრიგებ რას გვერჩი?
გთხოვ მალე დადე ვერ ვითმენ ისე მაინტერესებს რა მოხდება

 


№2  offline წევრი Margo Tokyo

სტუმარი პირველი
მგონი პირველი ვარრ...
ორ წამში წავიკითხე მაგრამ ძააააალიან მაგარი იყოო weary
ვგიჟდები ნიკუშაზე, როგორიააააა, ყველაფერზე პასუხი რომ აქვს და ამწარებს ქეთას! smile
თავიდან თითქოს ბანალურად დაიწყო, ბანალურად არა მაგრამ ერთფეროვანი იყო და ახლა ისე გრძელდება არცერთ ისტორიას არ გავს.

გიჟი და არანორმალური წყვილია))) heart_eyes
თან სად გაჩერდი? რატო გვაინტრიგებ რას გვერჩი?
გთხოვ მალე დადე ვერ ვითმენ ისე მაინტერესებს რა მოხდება


ჰო, ძალიან პატარა იყო, სამწუხაროდ:(
მაგრამ მომდევნო თავი არის ძააააალიან დიდი და ფაქტობრივად გარდამტეხი!<33

მიხარია, თუ ბანალურად არ გეჩვენება და მოგწონს,
დიდი მადლობა!<33333

 


№3 სტუმარი ახალი

მოკლედ ნიკუშას მამოძრავებელ ძალას ვერ ჩავწვდი,
რომ არ ვიცოდე ეს ისტორია სერიოზულია და მთავარი პერსონაჟი ქეთაა, ხომ ძაან ჩვეულებრივად ვიფიქრებდი ამ გოგოს იყენებს და მხოლოდ ‘ერთი რაღაცისთვის’ სჭირდებათქო?!
ანუ, მე მომომწონს, გქომაგობ, მაგრან ცოტა დასერიოზულება სჭირდება ნიკოლოზ, აი კოცნა-ხვევნის გარეშე რამე სერიოზული დიალოგი, რომ გავიგოთ როგორი ტიპაჟია, თორემ სულ ‘პატარა’ რომ აკერია პირზე კარგის მომასწავებელია საერთოდ არ არის.
და ერთიც, არალოგიკურია ბიჭის კოცნა გსიამოვნებდეს, თავბრუს გახვევდეს და მეორე წამს ჰოპ და ამბობდე ‘რა უფლებით?’
ანუ, ქეთა ზრდასრულია თუ ღლაპი თინეიჯერია.
მოკლედ, ცოტა მეტი სერიოზულობა და დეტალებზე ჩაღრმავება და ‘ფერფექტოო’

პ.ს ავტორო, აი ის ბიჭი რომ ნიკოლოზია ხომ ძააან დამწვარი თემაა?

 


№4  offline წევრი Margo Tokyo

ახალი
მოკლედ ნიკუშას მამოძრავებელ ძალას ვერ ჩავწვდი,
რომ არ ვიცოდე ეს ისტორია სერიოზულია და მთავარი პერსონაჟი ქეთაა, ხომ ძაან ჩვეულებრივად ვიფიქრებდი ამ გოგოს იყენებს და მხოლოდ ‘ერთი რაღაცისთვის’ სჭირდებათქო?!
ანუ, მე მომომწონს, გქომაგობ, მაგრან ცოტა დასერიოზულება სჭირდება ნიკოლოზ, აი კოცნა-ხვევნის გარეშე რამე სერიოზული დიალოგი, რომ გავიგოთ როგორი ტიპაჟია, თორემ სულ ‘პატარა’ რომ აკერია პირზე კარგის მომასწავებელია საერთოდ არ არის.
და ერთიც, არალოგიკურია ბიჭის კოცნა გსიამოვნებდეს, თავბრუს გახვევდეს და მეორე წამს ჰოპ და ამბობდე ‘რა უფლებით?’
ანუ, ქეთა ზრდასრულია თუ ღლაპი თინეიჯერია.
მოკლედ, ცოტა მეტი სერიოზულობა და დეტალებზე ჩაღრმავება და ‘ფერფექტოო’

პ.ს ავტორო, აი ის ბიჭი რომ ნიკოლოზია ხომ ძააან დამწვარი თემაა?


პირველ რიგში, მადლობა შეფასებისთვის.
მაგრამ, მოდი იქედან დავიწყოთ, რომ ჯერ მათი ურთიერთობა განვითარების პროცესშია.
რა თქმა უნდა, ერთმანეთის საფუძვლიანი გაცნობაც იქნება და დიალოგებიც, განსაკუთრებით შემდეგ თავში.

ზოგადად შევამჩნიე, რომ მკითხველი ყოველთვის ითხოვს ჩამოყალიბებულ, independent გოგოებს და 20 წლის გოგოს რატომ უნდა იყოს ჩამოყალიბებული, გარკვეული, როცა ამის გამოცდილება არ აქვს და ყველაფერი მოულოდნელად ხდება მის თავს, საინტერესოა.
გარკვევით არის აღწერილი ქეთას გაორება,
მოსწონს, მაგრამ ეშინია.
ამ ყველაფერს უფრო დეტალურად შემდეგ თავში გაიგებ, თუ წაიკითხავ.

ზოგადად, მომწონს როცა ვწერ/ვკითხულობ ისეთ რაღაცებზე, რაც სპონტანურად შეიძლება მოხდეს, აქედან გამომდინარე, ეს ისტორიაც სპონტანურია.
სერიოზული და დაძაბული გარემო წინა ისტორიაში მქონდა, ამ ისტორიას ვწერ გასართობად, just for fun.

პ.ს ეგ დამწვარი თემა ქეთამაც იცის და ნიკოლოზიც მალევე ეუბნება რომ თვითონ იყო:))

მადლობა რომ კითხულობ და აზრს აფიქსირებ❤️

 


№5 სტუმარი სტუმარი ლიკა

ანუუ))) მომწონს , მსუბუქი და სახალისოა))

 


№6 სტუმარი სტუმარი თაკო

აუუუ როგორ მომწონს ეს ისტორია :hearted_eyes: ამწარებს ქეთას :hearted_eyes: ერთი სიტყვით ვგიჟდები შენზეც და ამ ისტორიაზეც გთხოვ მალე დადე :hearted_eyes:

 


№7 სტუმარი სტუმარი თაკო

აუუუ როგორ მომწონს ეს ისტორია heart_eyes ნიკუშა რა საყვარელიააააა როგორ ამწარებს ქეთას :hearted_eyes: ერთი სიტყვით ვგიჟდები შენზეც და ამ ისტორიაზეც გთხოვ მალე დადე heart_eyes

heart_eyes

 


№8 სტუმარი სტუმარი ნინი

მოხიბლული ვარ ამ ისტორიით????????? ნიკოლოზის პასუხებზე ვაფრენ როგორი ენაკვიმატია ეგ???????????????????? გიჟი წყვილი ესენი გადარეულებიიი??????????

 


№9 სტუმარი ქრისტიი

აუუუუი როდის დადებ?

 


№10 სტუმარი LB

სიმართლე გითხრა თავიდან ვჭოჭმანობდი დამეწყო თუ არა კითხვა მაგრამ კიდევ კარგი რომ დავიწყე...ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე ყველა თავი რაც გაქვს და მაინც არ მეყო იმდენად კარგია..მადლობა შენ ამ არაჩვეულებრივი ემოციებისთვის <3 <3

 


№11  offline წევრი დარინა

აი ისეთი მსუბუქი და ლაღი საკითხავია ნამდვილად არანაირი პრეტენზია არ მაქვს, პირიქით ჭკუა მეკეტება ქეთას ასე ნერვებს რომ უშლის ნიკოლოზი ამ შემთხვევაში არანაირ ქალურ სოლიდარობას არ ვუცხადებ როგორი ბოროტი ვარ. აუ რომ წარმოვიდგენ ქეთას იქ ამბებს დამართებს სიამოვნებისაგან ვიბადრები. უკვე ერთი სული მაქვს შემდეგი როდის იქნება.

 


№12 სტუმარი სტუმარი Salome

Au rodis dadeb? Dges daideba? Gtxov ra dadee

 


№13 სტუმარი სტუმარი ლიკუნა

ველოდები სულმოუთქმელად??

 


№14  offline წევრი Margo Tokyo

სტუმარი ლიკა
ანუუ))) მომწონს , მსუბუქი და სახალისოა))

მიხარია რომ შენთვის სახალისოა და მოგწონს❤️❤️

სტუმარი თაკო
აუუუ როგორ მომწონს ეს ისტორია :hearted_eyes: ამწარებს ქეთას :hearted_eyes: ერთი სიტყვით ვგიჟდები შენზეც და ამ ისტორიაზეც გთხოვ მალე დადე :hearted_eyes:

ეგ საზიზღარი ბიჭი :დდდ ❤️❤️
მეც ვგიჟდები თქვენზე!!!❤️❤️❤️

სტუმარი ნინი
მოხიბლული ვარ ამ ისტორიით????????? ნიკოლოზის პასუხებზე ვაფრენ როგორი ენაკვიმატია ეგ???????????????????? გიჟი წყვილი ესენი გადარეულებიიი??????????

როგორ მიხარია ვერ წარმოიდგენ!❤️❤️❤️❤️????????

ქრისტიი
აუუუუი როდის დადებ?

12ის შემდეგ იქნება ახალი თავი❤️

LB
სიმართლე გითხრა თავიდან ვჭოჭმანობდი დამეწყო თუ არა კითხვა მაგრამ კიდევ კარგი რომ დავიწყე...ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე ყველა თავი რაც გაქვს და მაინც არ მეყო იმდენად კარგია..მადლობა შენ ამ არაჩვეულებრივი ემოციებისთვის <3 <3

უზარმაზარი, უსაზღვრო მადლობა შენ ასეთი შეფასებისთვის!❤️❤️
ძალიან მიხარია რომ დაიწყე და შენი იმედები გაამართლა❤️

დარინა
აი ისეთი მსუბუქი და ლაღი საკითხავია ნამდვილად არანაირი პრეტენზია არ მაქვს, პირიქით ჭკუა მეკეტება ქეთას ასე ნერვებს რომ უშლის ნიკოლოზი ამ შემთხვევაში არანაირ ქალურ სოლიდარობას არ ვუცხადებ როგორი ბოროტი ვარ. აუ რომ წარმოვიდგენ ქეთას იქ ამბებს დამართებს სიამოვნებისაგან ვიბადრები. უკვე ერთი სული მაქვს შემდეგი როდის იქნება.


ოჰო, ნამდვილად, ნამდვილად 3:)
ზუსტად რომ ეგრე იქნება :დდდ ❤️❤️
მეც ზუსტად ის მინდა რომ მსუბუქი და სასიამოვნო იყოს, ზედმეტი დრამების გარეშე და ძალიან მიხარია რომ მოგწონს!❤️

სტუმარი Salome
Au rodis dadeb? Dges daideba? Gtxov ra dadee


სამწუხაროდ, დღეში ორი სიახლის დადება არ შემიძლია, ამიტომ 12ის შემდეგ დავდებ დიიიდ თავს❤️

სტუმარი ლიკუნა
ველოდები სულმოუთქმელად??


აუ, ძალიან მიხარია!❤️
მალე იქნება შემდეგიც❤️

 


№15 სტუმარი სტუმარი Salome

Anu axla 12 ze dadebb? Ar vidizneb specialurad ro siaxles davelodo

 


№16  offline წევრი Margo Tokyo

სტუმარი Salome
Anu axla 12 ze dadebb? Ar vidizneb specialurad ro siaxles davelodo

კი, თორმეტზე დავდებ, მაგრამ საიტის ადმინები როდის ატვირთავენ არ ვიცი:((

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent