შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულის შიმშილი-2 /სრულად/


5-12-2019, 08:57
ავტორი ენ ბლექი
ნანახია 6 402

1

აწმყო

მისაღების რბილ სავარძელში ჩაფლული ბედნიერებით გაციკროვნებული იჯდა და განცხრომით უკოცნიდა პატარა ქალიშვილს ბუხრიდან მომავალი სიმხურვალით აწითებულ ლოყებს.
- იჩხვლიტები. - უკმაყოფილოთ დაბრიცა პატარა ნუკა დადიანმა ტუჩები და მამის კალთიდან ჩამომხტარი ახლა დედის ფეხებს მოეხვია.
- დე სულ ცოტა მადროვე რა. - ტკბილად აკოცა ტომაშმა ქალიშვილს შუბლზე და ნიკოლოზს თვალებით ანიშნა რომ კიდევ ცოტა ხნით გაერთო ქალიშვილი.
- მოდი აქ. - ხელში აიტაცა დადიანმა აკისკესებული ქალიშვილი და ძლიერად ჩაიკრა გულში. - დედას არ სცალია პატარავ, აცადე, წერს, მორჩება და მერე იქნებ გაახსენდეს რომ ქმარიც და ქალიშვილის მშიერია.
- ნიკო. - გაეღიმა ტომაშს, კომპიუტერის ეკრანს მზერა მოსწყვიტა და სავარეძლში მოკალათებულ მამა-შვილს სიყვარულით გახედა.
- მე თვითონ ვაჭმევ. - თვალი ჩაუკრა დადიანმა ცოლს და ჰაერში აფრიალებული ნუკა მხარზე მოიკიდა.
- მამა დამსვი. - აკივლდა პატარა დადიანი.
- ზუსტად ასე კიოდა დედაშენი როცა მოვიტაცე. - გაეღიმა ნიკოლოზს, მაგიდასთან მიახლოეუბულმა მოწყვეტით აკოცა ლილიანს ტუჩებში და ის იყო ქალიშვილთან ერთად სამზარეულოსკენ უნდა აეღო გეზი ჯიბეში აბზუილებულმა ტელეფონმა რომ შეახსენა მამისა და ქმრის გარდა კიდევ რომ გააჩნდა სხვა ფუნქციებიც ამ ცხოვრებაში. მობეზრებულად აატრიალა თვალები და ორი თითით ამოასრილა ტელეფონი ჯიბიდან, წარბის აწევით დახედა ნაცნობ ნომერს და ხელში აყვანილი ქალიშვილი დედის კალთაში მოათავსა. - გისმენ გენო. - მერყევი ნოტები შეერია დადიანის ხმას. - მოვდივარ! - მოკლედ მოუჭრა და გათიშულ ტელეფონს ბრაზით დააჩერდა.
- ისევ? - ჩუმად ამოთქვა ტომაშმა და კალთაში აწრიალებული ნუკას გამო იძულებული გახდა ამდგარიყო.
- უნდა წავიდე პატარავ. - სახე მოისრისა დადიანმა და მზერა გაუყარა თითქმის ყოველ მესამე საღამოს ამ სიტყვებს მიჩვეულ ცოლს.
- წადი. - თავისუფალი ხელით მის სახეს შეეხო ლილიანი და ღიმილით მიაკრო ტუჩები.
- მიყვარხარ. - ცოლის შემდეგ ქალიშვილს აკოცა დადიანმა და გასასვლელისკენს სწრაფი ნაბიჯებით დაძრულმა შემოსასვლელში დაკიდებული ქურთუკი სწრაფად მოიგდო მხრებზე და დაცვასთან ერთად გარეთ გაუჩინარდა.
- მამასთან მინდა. - ტუჩები სატირლად გაბუშტა ნუკა დადიანმა.
- მალე მოვა დე. - შუბლზე აკოცა ყიფიანმა ქალიშვილს, ვორდის გახსნილ ფაილს გახედა, ბოლოს დაწერილი წინადადება რამდენჯერმე გადაიკითხა და ბრაზით დახურა ლეპტოპი.
-----
- ნიკოლოზ. - ხელის ჩამორთმევით შეეგება მთავარი გამომძებელი კაბინეტში შესულ დადიანს და ხელით ანიშნა რომ დამჯდარიყო.
- იყოს. - მოკლედ მოუჭრა დადიანმა. - ამჯერად რა მოხდა?
- ბარში იჩხუბა.
- კარგი, გირაოს გადავიხდი.
- იცით ნიკოლოზ.
- ხო ვიცი გენო ვიცი, ვიცი აის დედამოვტ/ან რომ უკვე ნახევარი ქალაქი ააწიოკა მაგრამ არც გაბედო მისი ციხეში ჩასმა, თუ მისი სიკვდილი გინდა პირდაპირ თქვი მაგრამ ამის ნებას რომ არ მოქცემ ხომ იცი?
- მას ყურადღება ჭირდება. უფრო მეტი ვიდრე თქვენ ამას ახერხებთ, ნიკოლოზ ის უკვე საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
- ის ჭიანჭველასაც არ ავნებდა ჭკუიდან რომ არ შეშლილიყო. - ყბის ძვლები დაეჭიმა დადიანს. - გირაო რამდენი უნდა გადავიხადო?
- საჭირო არ არის, მაგრამ კიდევ ერთი მსგავსი ფაქტი და თქვენთან დარეკვის გარეშე გადავიყვან ციხეში.
- თითიც რომ დააკაროთ.
- ნუ მემუქრებით, თქვენი გავლენები ამ კედლებში არაფერს წყვეტს. მოკიდეთ თქვენს მეგობარს ხელი და იმედი მაქვს აღარ შევხდებით. - კარი გააღო დანყოფილების უფროსმა და კედელზე ატუზულ მამაკაცს ხელი ჩაავლო.
- ჯანდაბა რას გავხარ? - მისი მკლავი მხარზე გადაიკიდა დადიანმა და სიბრალულით ახედა სახედალურჯებულ მეგობარს.
- იმედია არ ფიქრობთ რომ ასე ჩვენ გავალამაზეთ.
- რომ ვფიქრობდე ახლა თქვენც მის დღეში იქნებოდით. - ამოიჩურჩულა დადიანმა და პოლიციის განყოფილება ახალკაცთან ერთად დატოვა.
- ახლა უნდა დამმოძღვრო? - გარეთ გამოსვლის შემდეგ ზიზღით გადააფურთხა ახალკაცმა, კიდევ სურდა რაღაცის თქმა თუმცა ყელს მიბჯენილი დადიანის თითების მეშვეობით ნახევრად მანქანის კაპოტზე მიწოლილი აღმოჩნდა და სიმწრის ღიმილით ამოხედა მასზე დამხობილ გააფთრებულ დადიანს, რომელსაც თვალები დაჭრილი მხეცივით ჩასისხლოდა, დაბერილი ნესტოებიდან ხარბად ისუნთქავდა დეკემბრის სუსხს და მზერით უნგრევდა გაშოტილ ახაკლაცს გულ-მკერდს.
- რა ჯანდაბა გჭირს ბაჩო? - იღრიალა დადიანმა და ძლიერად უბიძგა გაშოტილს მკერდზე ორივე ხელის გული.
- შემეშვი! - ხელი აუქნია ახალკაცმა და ძლივს მოახერხა წამოჯდომა, ნახევრად ავტომობილს მიყრნობილმა წინ და უკან ბორგვით გართულ მეგობარს გახედა და ღრმად ამოისუნთქა.
- თავს რატო იკლავ?
- და რა აზრი აქვს ჩემს სიცოხლეს?
- მოკეტე გესმის?! - თითი ცხვირთან დაუქნია დადიანმა. - მოკეტე შე დამპალო, საკუთარ თავზე შეყვარებულო ნაბი/ვარო. რა აზრი აქვს არა? მე არაფერს ვნიშნავ? ჩემი ოჯახი არაფერს ნიშნავს შენთვის? ერთი სისხლი არ გვაქვს მაგრამ ძმები არ ვართ? ამის დედას შევე/ი მე ვინ ვარ ახალკაცი შენთვის?
- ნუ ღრილაებ, ქუჩაში ვართ.
- მკი/ია! ყველა ყლ/ზე მახატია მაშინ როდესაც ვხედავ როგორ იკლავს ჩემი ძმა თავს.
- შენმა ცოლმა იცის რომ საყვარელი გყავს? - მოულოდნელად საუბრის თემა შეუცვალა ახალკაცმა და ჯიბიდან ამოღებულ სიგარეტს მოუკიდა?
- რა თქვი? - ერთიანად გაფითრდა დადიანი.
- ლილიანმა იცის რომ საყვარელი გყავს? კითხვა გაუმეორა ბაჩომ და მოკიდებულ სიგარეტს ღრმად მოქაჩა.
- ხვდები რომ ამდენი ალკოჰოლისგან ტვინი გამოგერეცხა? - ქურთუკის საყელოში სწვდა დადიანი ცინიკური გამომეტყველების მეგობარს და მზერა გაუსწორა.
- მე შეიძლება ლოთი ვარ ნიკოლოზ მაგრამ შენ მაგარი გარეწარი ვინმე ხარ, როგორ იფიქრე მოსი ღალატი? ან როგორ გძინავს ღამით, სიბერეში ახალი ხორცი მოგინდა და თვრამეტი წლის გოგოს ჟიმ/ვ მაშინ როდესაც შენი ცოლი შენს ქალიშვილს იმას უხსნის თუ რატომ არ არის მამა სახლში?! ნაბი/ვარი ხარ ნიკოლოზ! ნაბი/ვარი. - უხეშად მოიშორა მეგობრის ხელები ქურთუკიდან და გამონაბოლქვი სახეში შეაბოლა გააფთრებულ დადიანს.
- ბაჩო ხვდები რომ აფრენ? - სახე აემღვრა ნიკოლოზს და ორივე ხელი ძლიერად მოიჭირა თავზე.
- რატომ გეგონა რომ დიდხანს შეძლებდი ამის დამალვას? არ გეშინია პედოფ/ლიის გამო ციხეში რომ გიკრან თავი?
- ამხელა წარმოსახვის უნარი როდის მერე ჩამოგიყალიბდა?
- აბა ვინ არის ის გოგო ვისთან ერთადაც კვირაში ორჯერ ერთსადაიმავე კაფეში ყავას მიირთმევ? ვინ არის ნია ლომიძე ვის ანგარიშზეც ყოველ თვე გარკვეულ თანხას რიცხავ. რატომ დუმხარ? გგონია რადგამ ვსვამ და ხშირ შემთხვევაში არაფხიზელ მდგომარეობაში ვარ ფიქრის ფუნქცია საერთოდ მომეშალა?
- მოკეტე ბაჩო!
- ვინ არის ნია ლომიძე?
- ტრა/ი დააყენე ახალკაცი.
- თორემ რა? ყბებს დამიმტვრევ? თუ კვერ/ხებს დამაჭრი და პირში ჩამტენი? მიდი ჰა რაღას ელოდები. - ქამრის გახსნა დაიწყო ახალკაცმა თუმცა დადიანის მოქნეული მარჯვენა მტკივნეულად მოხვდა სახეში და ტკივილით მოხრილმა შემზარავად გადაიხარხარა. - ნაბი/ვარი ხარ ნიკოლოზ.
- ჩემი ბრალი არ არის მისი სიკვდილი. - ქურთუკში ჩააფრინდა დადიანი მიწაზე გართხმულ მეგობარს, მანქანის უკანა სავარძელზე ჩატენა და კარი ხმაურით მიხურა. - დედას შევე/ი. - ზიზღით გადააფურთხა და ტელეფონზე მოსული შეტყობინება გახსნა.
"ხვალ ხომ მნახავ?" სწრაფად წაშალა მოკლეტექსტური შეტობინება და საჭეს მიუჯდა. - მაპატიე რომ დაგარტყი?
- პატიება შენს ცოლს სთხოვე როცა გაიგებს რა ნაბი/ვარიც ხარ.
- არ არის ნია ჩემი საყვარელი და მოეშვი ამ სი/ობას ბაჩო.
- აბა ვინ არის? შვილი? - ახარხარდა უკანა სავარძელზე გაშოტილი ახალკაცი და ჩამოწეული ფანჯრიდან სიგარეტის ცარიელი კოლოფი მოისროლა.
- სიამოვნებით გაგიერთიანებდი ძვალ-რბილს. - კბილებში გამოსცრა დადიანმა და ავტომობილი ძრავის საშინელი ღრიალით მოსწყვიტა ადგილს.

წარსული

დასიებული ქუთუთოები სიმწრით დააშორა ერთმანეთს, ძალაგამოცლილმა მტანჯველი სინელით მოათვალიერა ცივი კედლები და ერთ კუთხეში ხის სკამზე მოკალათებულ გეგეჭკორს ზიზღით გაუსწორა მზერა.
- ოჰ პრინცმა გაიღვიძა? - ზიზღით გამოსცრა გეგეჭკორმა კბილებში და სკამიდან წამოდგა. - სად გავჩერდით? - გასისხლულ სახეზე თითები ჩაავლო ახალკაცს და მზერა გაუსწორა.
- სერიოზულ შარში ხარ. - სიტყვებს სისხლი ამოაყოლა ახალკაცმა, ჰაერში სწრაფად მოქნებულ ბიტას ძლიერად შეხვდა და დარტყმის შემდეგ მხოლოდ ყრუდ ამოიკვნესა.
- როგორ უძლებ? - ეჭვით აზიდა გეგეჭკორმა წარბები.
- წადი შენი!
- კარგი. - ისევ მოიქნია გეგეჭკორმა ხელში ჩაბღუჯული ბეიზბოლის ბიტა და ნიკაპქვეშ ამოსხხო ახალკაცს. წამით ირონიული მზერით დააჩერდა მიწაზე გართხმულ ახაკლაცს რომელსაც ძლიერი ტკივილის მიუხედავად გონება კიდევ არ დაეკარგა. - რა უსამართლოა არა ცხოვრება? - გაეღიმა გეგეჭკორს. - მაშინ როცა შენს ძვლებს სათითაოდ ვამტვრევ შენი ძმაკაცი თბილ სახლში გორაობს თავის გოგოსთან ერთად. ვერაფერს იტყვი. - წიხლი მიაყოლა სიტყვებს და ისევ ხის სკამზე დაჯდა. - სამი დღე გავიდა, ხედავ? მაგრად კიდიხარ? დარწმუნებული ვარ არც გახსენებიხარ.
- იცი? - კედელს როგორც იქნა მიეყრდნო ახალკაცი და ძლივს მოახერხა გეგეჭკორისთვის მზერის გასწორება. - გაგიმართლა რომ დადიანმა ჯერ არ იცის ეს ამბავი. მნიშვნელობა არ აქვს შემდეგში ცოცხალს მნახავს თუ მკვდარს, შენს თავს რომ ვერავინ გამოგლეჯს ხელიდან და შენი დღეები რომ დათვლილია ეს ზუსტად ვიცი. - სიმწრით გაეღიმა, ვეღარ გაიგო რა უთხრა გეგეჭკორმა რადგან ძლიერი ტკიბილებისგან სუნთქვა შეეკრა, ჯერ ოთხად მოიხარა, კბილები ერთმანეთს ძლიერად დააჭირა, ყრუდ ამოიიკვნესა და გონებაც დაკარგა.
-----
მზე ჯერ კიდევ არ იყო ამოსული ჰორიზონტზე დადიანმა რომ თვალები გაახილა და პირველი რაც მის მხედველობას შეეფეთა ბალიშზე მისვენებული ლილიანის მძინარე სახე აღმოჩნდა, სიამოვნებისგან შეაჟრჟოლა და სხეულში აფართხალებული გულის აღმის გამო გაეღიმა, იმ ბავშვს ჰგავდა ახალი წლის ღამეს ნაძვის ხის ქვეშ „თოვლის ბაბუას“მიერ მოტანილი სანატრელი საჩუქარი რომ ხვდება. მთელს სახლს რომ ყვირილით შემოირბენს და სიხარულით აუწყებს ჯერ კიდევ მძნარე მშობლებს ნანატრი საჩუქრის აღმოჩენას. ზუსტად ასე უცქერდა დადიანი მძინარე ტომაშს რომლის მშვიდი სუნთქვა მელოდიასავით ჩაესმოდა ყურებში, ერთადეთი სურვილი ჰქონდა დადიანს, ერთადერთი! სურდა რომ ყოველი ახალი დილა ზუსტად ამგვარად დაწყებულიყო, სურდა თვალის ყოველი გახელის შემდეგ პირველი საყვარელი ქალი დაენახა, მძინარე და უღმერთოდ ლამაზი, სწორედ ისეთი როგორიც ახლა იყო.
- თვალებს დაგთხრი. - ღიმილი შეეპარა მძინარე ტომაშს და ოდნავ შეირხა საწოლში.
- შენ რა ძილშიც ხედავ? - გაეღიმა დადიანს და ყელში შეუძვრა ვნებიანი კოცნით.
- არ იცოდი? - თვალების გახელის გარეშე შეუცურა ლილიანმა ზემოდან მოქცეულ მამაკაცს მკლავები და მოწყვეტით აკოცა ტუჩებში. - დილამშვიდობის.
- მინდა რომ მუდამ ასე გათენდეს. - გაეღიმა დადიანს და ვნებიანი კოცნებით ჩაუყვა ყელიდან უფრო ქვევით, მსუბუქად შეეხო მოშიშვლებულ მკერდზე და უფრო ქვევით ჩასულმა ვნებით მიაკრო მუცელზე გრილი ტუჩები. - დილამშვიდობის მა. - ყური მიადო ტომაშის მუცელს და სულგანაბულმა ღრმად ამოისუნთქა. - მადლობა ამ საჩუქრისთვის. ქვემოდან ახედა მომღიმარ ლილიანს და მსუბუქად უკბინა ქვედა ტუჩზე.
- მიყვარხარ. - გაეღიმა ტომაშს და მხარზე ჩასრიალებული ხელები უფრო ქვევით ჩააცურა დადიანის სხეულზე.
- ცუღლუტობ ლილიან. - გაეღიმა ნიკოლოზს.
- დიახ, ვცუღლუტობ. - ტუჩზე მტკივნეულად უკბინა ქალმა და თავისკენ მიზიდულს ვნებიანი კოცნით აუშალა ისედაც აშლილი საღერღელი.
-----
სავარძელში მოკალათებული ნება-ნება მიირთმევდა წითელ ღვინოს, ღრმად ქაჩავდა სიგარეტს და თვალს არ წყვეტდა შეშფოთებული სახით წინ და უკან მოსიარულე ყიფიანს, რომელიც ღმერთმა უწყის მერამდენედ კრეფდა ტომაშის ტელეფონს.
- ისევ გამორთულიაქვს! - მოწყვეტით ჩაეშვა ყიფიანი მეგობრის მოპირდაპირედ მდგარ სავარძელში და მზერით გაბურღა მისგან განსხვავებით ზედმეტად მშვიდი ბერია.
- ადროვე, ძლივს იმ კაცთან არის ვინც უყვარს, შეირგოს. - გაეღიმა ნუკას და ჭიქაში მონარნარე სითხე მშვიდად მოსვა.
- მეჩვენება თუ ზედმეტად მშვიდი ხარ? - ეჭვით აზიდა თიკამ წარბები.
- და რატომ უნდა ვინერვიულო როდესაც ვიცი სად არის, ვისთან არის და შენ წარმოიდგინე ისიც კი ვიცი რითია დაკავებული. - გაეღიმა ბერიას და ამჯერად სიგარეტს მოქაჩა.
- შეეძლო დაერეკა.
- ჯანდაბა თიკა, პატარა ბავშვს გავხარ, რატომ უნდა დაერეკა? ან რა გიკვირს იმაში რომ არ რეკავს და არ გეუბნება რომ კარგად არის. ჯერ მხოლოდ სამი დღე გავიდა, ადროვე ყელში რომ ამოუვა დადიანთან სექსი დაგირეკავს. - თავი ვერ შეიკავა ბერიამ და ხმით გაეცინა.
- მაინც ვღელავ. - ტუჩები სასაცილოდ დაბრიცა ყიფიანმა.
- ხოდა გეუბნები რომ ტყუილად, ახლა ლილიანი ისე კარგად არის როგორც არასდროს ყოფილა, ასე რომ მოდუნდი მეგობარო და გამხიარულდი, ვინ იცის იქნება იმდენად ხანმოკლეა ეს ცხოვრება რომ ტყუილ ღელვაში გატარებული დღეების გამო ისე მოკვდე არაფერი ღირებული არ დატოვო.
- რანაირად ლაპარაკობ? - შეუბღვირა ყიფიანმა მეგობარს და სასმელი თავისთვისაც შეივსო.
- რანაირად? - მხრები აიჩეჩა ბერიამ.
- მომაკვდავი ადამიანივით.
- თუ გეტყვიან რომ ერთი წელი დაგრჩა რას გააკეთებ?
- კარგი რა ნუკა ახლა ლილიანში გეშლები, მსგავსი სულელური საუბრები თქვენ ორს გიყვართ მე შემეშვი ძალიან გთხოვ, საერთოდ არ მაქვს სურვილი ამჯერად მე გავხდე შენი ფსიქოლოგიის მსხვერპლი.
- კარგი. - გაეღიმა ნუკას და სავარძლიდან წამოდგა. წამიერი სისუსტე იგრძნო სხეულში და მოკვეთილი მუხლების გამო რომ არ დაცემულიყო სავარძლის სახელურს ძლიერად ჩააფრინდა თითებით, თვალები დახუჭა და სხეულში შეპარული სიცივის გამო გაოფლილი ხელის გულების აღქმამ გონება ერთიანად აუდუღა.
- რა გჭირს? - ეჭვით ახედა ფერწასულ მეგობარს ყიფიანმა და წაბარბაცებულს სწრაფად შეაშველა ხელი.
- არაფერი. - მოკლედ მოუჭრა ბერიამ და ისევ სავარძელს აეკრო, ოდნავ დამშვიდებულმა თავი ხელში აიყვანა და ჩვეული სიმშვიდის ნიღაბიც შესანიშნავად მოირგო სახეზე.
- რამე მოხდა?
- არაფერი თიკა.
- მატყუებ.
- დამშვიდდი, მართლა არაფერი.
- ნუკა! - თვალები დაქაჩა ყიფიანმა და ჯერ კიდევ გაფითრებულ ბერიას შუბლზე მიადო ამობრუნებული ხელის გულის. - ჯანდაბა მაღალი სიცხე გაქვს.
- გამივლის.
- რა გაგივლის გოგო აფრენ? იწვი. სასწრაფორს გამოვიძახებ.
- საჭირო არ არის თიკა მართლა გამივლის.
- ან მეტყვი რა გჭირს ან ახლავე ვრეკავ. - ტელეფონს დამცავი კოდი მოხსნა ყიფიანმა და მზერით გაბურღა სავარძელში მოუსვენრად აწრიალებული ბერია. - ამოღერღე!
- მე ვკვდები, ჩემი სიმართლე ის არის რომ დიდი ხანია ვკვდები და არ დადგა ის ჩემთვის ნანატრი წამი, რომ ამ დამპალმა სულმა ერთხელდასამუდამოდ დატოვოს ეს საშინელი სხეული. ჩემი სიმართლე ისაა რომ ავად ვარ, კიბოს ჩემი სხეული სამოთხედ მოეჩვენა და იფიქრა ამ მშვენიერ კუნძულზე არდადეგებს გავატარებო, ხოდა ახლა ნებივრობს ჩემი სისხლის ოკეანეში, ჩემი გულის მზეზე ირუჯება, ტანჯვით მიწევს მისი ძვირადღირებული შვებულების გადახდა და ეს სიცოცხლის ფასად მიჯდება, ტკივილმა რომ არ გამტეხოს ხშირად მიწევს მორფის გაკეთება, აბების ყლაპვისგან კი კუჭის ტკივილებიც დამეწყო და თქვენ ჩემი მეგობრები იმის გამოც კი მაკრიტიკებთ რომ ბევრს ვეწევი და ვსვამ.
- ღადაობ ხო? - ტელეფონი ძირს დაუვარდა ყიფიანს და მოწყვეტით ჩაეშვა სავარძელში.
- ხო ვღადაობ. - გაეღიმა ნუკას და მორჩენილი სასმელი გამოცალა.
- ნუკა! - იყვირა ყიფიანმა.
- დამშვიდდი უბრალოდ გავცივდი, სულ ესაა.
- დაიფიცე.
- ვინ? - მხრები აიჩეჩა ბერიამ. - მკვდარი მშობლები თუ არარსებული და-ძმა?
- ნუკა წყობიდან გამოგყავარ.
- სიცხის დამწევი გექნება სახლში. მომეცი და დამიწევს სიცხე.
- ექიმს მაინც გამოვიძახებ. - ძირს დაგდებულ ტელეფონს სწვდა ყიფიანი და ის იყო ნომერი აკრიფა ბერიამ რომ ისევ შეაჩერა.
- ნუ დარეკავ უბრალოდ წამალი მომეცი.
- რატომ არ მაძლევ დარეკვის ნებას?
- აზრი არ აქვს.
- ნუკა ნუ შემშალე, რას არ აქვს აზრი? მოვიდნენ და გაგსინჯონ.
- ჯანდაბა თიკა ამდენად სულელი როგორ ხარ? - მაინც აფეთქა ბერია. - დადე ეგ წყეული ტელეფონი და მომეცი რაც გითხარი. - იყვირა ბოლო ხმით და ხელში ჩაბღუჯული ცაირელი ჭიქა კედელს მთელი ძალით მიაფშვნა. ყიფიანი სავარძელში შიშით შეხტა და გააფთრებული მეგობრიდან მზერა იატაკზე მიმოყრილ ნამსხვრევებზე გადაიტანა, ნერვულად ჩააფრინა ქვედა ტუჩს და თვალს მომდგარი ცრემლისგან ამწვარი ცხვირის წვერი ძლივს დააიგნორა რომ არ აქვითინებულიყო. არასდროს ენახა ასეთი ბერია, ნუკა მუდამ გამოირჩეოდა ურყევი ნერვებითა და მშვიდი ფსიქიკით, არასდროს უწევდა ხმას და არც არასდროს შეინიშნებოდა მის მზერაში შიშისა თუ აგრესიის ცეცხლი, ახლა კი ისე ნათლად დაინახა თიკა ყიფიანმა მეგობრის თვალებში დაბუდებული ეს ორი ძლიერი განცდა რომ თავადაც შეეშინდა დანახულის აღქმის გამო. რამდენიმე წამი დასჭირდა ყიფიანს მომხდარის გასაანალიზებლად, ბოლოს ძლივს აათრია სხეული სავარძლიდან და სამზარეულოში შელასლასებულმა წამლების ყუთი ჩუმად გამოიღო კარადიდან. - თიკა მაპატიე. - თვალები დახუჭა ბერიამ და უკან დაბრუნებულ მეგობარს, რომელმაც წამალთან ერთად წყლით სავსე ჭიქა მიაწოდა სინანულით აღსავსე მზერა მიაპყრო. - მაპატიე რა.
- შესაძლოა ჩვენ სამს შორის შენ ყველაზე ჭკვიანი და მცოდნე ხარ, შესაძლოა ტომაში ყველაზე ლამაზი და სასურველი, შესაძლოა მე ყველაზე სულელი და მარტივად მოსატყუებელი.
- თიკა გეყოფა გთხოვ. - გულწრფელად შეევედრა ბერია მეგობარს.
- არა უნდა გითხრა. ძლიერი მეგობრობა არ არის ყოველდღიური საუბარი ან ერთად ყოფნა; როცა ურთიერთობა გულშია, ნამდვილი მეგობრები არასდროს იყოფიან, მე კი ვგრძნობ როგორ იშლება ჩვენი მეგობრობა, ტომაში შეყვარებულია, ისედაც გადართული იყო დადიანზე და ალბათ სულ მალე დაუგეგმავი ბავშის ნათლიებიც აღმოვჩნდებით, შენ რა გჭირს? ზუსტად მას შემდეგ რაც ლილიანმა თავის ცხოვრება დადიანს დაუკავშირა შეიცვალე, ჯერ ტომაში გამოიყვანე მდგომარეობიდან თითქოს გიო დაივიწყდა, არადა ძალიან კარგად იცი რომ ეს შეუძლებელია და ის რომ მას სხვა უყვარს და სხვასთან იყოფს სარეცელს სულაც არ ნიშნავს რომ გიო დაივიწყდა, მაგრამ რა? არ ჰქონდა ბედნიერების უფლება? შენ არ იყავი ზუსტად ის ვინც მონდომებით ცდილობდა მის გამოგლეჯას დეპრესიიდან? გამოგივიდა! უნდა იამაყო, შენ კი თითქოს იბოღმები ტომაშის ბედნიერები გამო. შენთვის ზიხარ, ჩუმად! სვამ უაზროდ ბევრს და ამბობ ათას სისულელეს. მითხარი რატომ ნუკა? რატომ ვიშლებით? რატომ გახდი ასეთი?
- მართლა ვკვდები. - სავარძელში მიგდებული ხელჩანთიდან ექიმის დანიშნულება ამოაცურა ბერიამ და აცრემლებულ მეგობარს გაუწოდა. - თვითონ ნახე, ხო ბოღმით ვსკდები მაგრამ არა იმიტომ რომ ლილიანის ბედნიერება არ მიხარია, ან არა იმიტომ რომ შენთან თავს ცუდად ვგრძნობ არა თიკა. - თავს ვერ მოერია ბერია და მწარე ცრემლით ატირდა. - ბოღმით ვსკდები იმის გამო რომ ცოტა ხანში აღარ ვიქნები და ვეღარ გავიზიარებ იმ სიხარულს და სიყვარულს რაც თქვენ ორს გელით მომავალში. არ მინდა სიკვდილი, არ მინდა გესმის? ხო მინდოდა ლილიანის ბავშვი ხელში ამეყვანა, მინდოდა მენახა შენ ვის აირჩევდი შენი ცხოვრების მეგზურად, მინდოდა ისევ ისე დავმჯდარიყავით საღამოობით და გვეხალისა ერთმანეთის ცხოვრების შესახებ, მინდოდა გესმის?
- მოკეტე! - მოქნეული ხელი ხმაურით შეახეთქა ყიფიანმა მეგობარს, არანაკლებ ემოციურად განადგურებული ბერიას წინ მუხლებზე დაეშვა და მკლავები ძლიერად მოხვია მის აცახცახებულ ფეხებს. - ჯანდაბა ნუკა მოკეტე! - ამოიჩურჩულა და ქვემოდან ახედა უკვე დამშვიდებულ ბერიას, რომელსაც ცრემლი შეემშრალა და ამაყად დაჰყურებდა ატირებულ მეგობარს. - როდის გაიგე?
- ორი თვე იქნება.
- ლილიანმა იცის?
- არა! და არც იფიქრო მისთვის ამის თქმა. - ჩვეული მკაცრი ტონი დაუბრუნდა ბერიას და ღრმად ამოსუნთქვის შემდეგ ნიკაპზე ჩაავლო მეგობარს თითები. - ჯერ მაქვს დრო, უბრალოდ უკონტროლო გავხდი ტკივილების გამო და როდესაც შეამჩნევ რომ ზღვარს ვაბიჯებ გამაჩერე! - თვალი ჩაუკრა ტირილით სახედასიებულ ყიფიანს და აიძულა რომ მის გვერდით დამჯდარიყო. - მინდა ისევ ძველებურად გავაგრძელოთ ყველაფერი, არ მინდა შენს თვალებში სიბრალული დავინახო, იცოდე რამე რომ შეგნიშნო თავ-ბედს გაწყევლინებ.
- ნუკა.
- ხომ მიცნობ?
- შანსი არ არის?
- მოვრჩეთ ამაზე საუბარს. - ამოისუნთქა ბერიამ და სასმლის ბოლთს მისწვდა.
- იქნებ არ დაგელია?
- იქნებ მოკეტო? - ჭიქა აღარ შეუვსია ბერიას ისე მიიყუდა ბოთლი და შიგ არსებული სითხე სულმოუთქმელად გამოცალა.
-----
- დილამშვიდობის პატარავ. - ხმაურით აკოცა სამზარეულოს სკამზე ფეხმორთხმით მჯდარ ანას ნიკოლოზ დადიანმა და ყავის მადუღარა ჩართო.
- მომავალი დედიკო სად არის? - ღიმილით გახედა ანამ გაბადრულ ძმას და ხმაურით მოსვა უკვე შეგრილებული ყავა.
- მთელი ღამე უნიტაზს ეფერებოდა, დილით ჩაეძინა. - არ უნდოდა მაგრამ გაეღიმა დადიანს და სიგარეტს მოუკიდა.
- მეცოდება.
- ჰო მეც. - ანას პირდაპირ სკამზე მოწყვეტით დაეშვა დადიანი და მზერა გაუყარა პატარა დას. - რა ლამაზი ხარ შე დამპალო.
- შენს გოგოზე მეტად? - გაეღიმა ანას და დადიანის მუხლებზე გადანაცვლებულმა მჭიდროდ მოხვია საყვარელ ძმას წვრილი მკლავები. - დღეს სახლში ხარ?
- არა, ოფისში უნდა წავიდე, დარწმუნებული ვარ თავზე დაიმხეს იქაურობა, მივალ ერთ-ორს ვიჩხუბებ და წამოვალ. ახალკაციც საეჭვოდ არ გამოჩენილა, ტელეფონიც გამორთული აქვს. ვნახავ ერთი რა ხდება მის თავს.
- ლილიანს რას უპირებ?
- ეძინოს. ვეცდები მალე დავბრუნდე. შენ მიდიხარ სადმე?
- შენს მოსვლამდე გავჩერდები თუ არ გინდა რომ მარტო იყოს.
- საუკეთესო ხარ. - გულზე უფრო მჭიდროდ მიიკრო დადიანმა პატარა დის სხეული.
- არც იფიქრო რომ მისი ძიძობა შემტენო ნიკო. - თვალები დაქაჩა ანამ.
- დამშვიდდი. - გაეღიმა დადიანს და ისევ სავარძელს აეკრო. - მისი ატანა მეც კი მიჭირს შენ როგორ გაგიმეტებ ამისთვის? - ხმით გაეცინა დადიანს და სამზარეულოში შემოსულ ლილიანს გახედა, რომელიც მისალმების გარეშე, ჯერ კიდევ გამოუფხიზლებელი მაცივართან მილასლასდა, ხმაურით გამოხსნა კარი, რამდენიმე წუთი უყურა გამოტენილ თაროებს და ბოლოს ისევ ხმაურით დახურა.
- რას ეძებ? - ღიმილით ჰკითხა ანამ გაბუსხულ ლილიანს და ნიკოლოზის მუხლებიდან წამომდგარი მისკენ დაიძრა.
- არ ვიცი. - მხრები აიჩეჩა ტომაშმა და ტუჩები სასაცილოდ დაბრიცა.
- მაინც? - სიყვარულით სავსე თვალები შეანათა დადიანმა აშკარად უძილობით დაღლილ ტომაშს, სწრაფად მიეჭრა და სხეულზე აკრულს ვნებით მიაკრო ყბის ძვალზე ტუჩები. - პატარავ გუშინ თითქმის მთელი სუპერმარკეტი სახლში მოგიტანე დავიჯერო არაფერია მანდ შენი მოსაწონი?
- ერთი აზრი მაქვს. - აქამდე შეყვარებული წყვილის ცქერით ჩუმად მყოფმა ანამ მაჯაში ხელი ჩაავლო ტომაშს და ძმის მზუნველი მკლავებისგან იხსნა, სახეზე ჩამოშლილი თმა გადაუწია და ღიმილით დააშერტა გაბუტულ სახეზე. - გინდა დღეს წავიდეთ და მაღაზიები შემოვიაროთ, მხოლოდ მე და შენ. პასუხის გაცემის გარეშე დაიხსნა ტომაშმა ანას მკლავებისგან თავი და სახეზე აფარებული ხელით გავარდა ოთახიდან. - მგონი ლილიანის შემხედვარე არასდროს მომინდება ბავშის გაჩენა. - მოწყვეტით დაეშვა ანა სკამზე და დადიანის შეწუხებულ მზერას საკუთარი გაუსწორა. - ნუ ნერვიულობ, მალე გაუვლის.
- ჰო იმედია. - დაბალ წვერზე ხელი ჩამოისვა დადიანმა და ღრმად ამოისუნთქა. - თუ არა და მეც დამერხა, შენც, მის დაქალებსაც და ვაფშე მთელ კაცობრიობას. - სამზარეულოს დახლს მიეყრდნო დადიანი და ღიმილით გახედა იქვე მდგომ ანას.
-----
- ბატონო ნიკოლოზ? - დაბნეულობა აესახა დადიანის მდივანს როგორც კი დერეფანში სწრაფი ნაბიჯით გამოჩენილ უფროს მოჰკრა თვალი.
- ახალკაცი აქ არის? - მისალმების გარეშე ჰკითხა ნიკოლოზმა დაბნეულ გოგონას და ისტერიულად დააწვა ლიფტის ღილაკს.
- არა ბატონო ნიკოლოზ სამი დღე იქნება რაც არ გამოჩენილა.
- რა? - გულის არეში ძლიერი ტკივილი იგრძნო დადიანმა და მოულოდნელობით დამფრთხალს ყბა საგრძნობლად აუთრთოლდა.
- დიახ არ გამოჩენილა.
- ვინმემ მოიკითხეთ?
- ტელეფონი გამორთული აქვს.
- სასწარაფოდ გაგზავნეთ მის მისამრთზე ხალხი.
- ჩვენი კურიერი იყო მისული ორჯერ მაგრამ კარი არავინ გაუღო.
- ახლავე გაგზავნეთ ხალხი და ბინა გატეხონ.
- კარგით ბატონო ნიკოლოზ.
- სად ჯანდაბში ხარ ბაჩო. - ბრაზით დააჭირა დადიანმა კბილები ერთმანეთს და ღრმად ამოისუნთქა. - გამოჩნდი მეგობარო, ახლა ამის დრო არ არის! - ამოიჩურჩულა ნიკოლოზმა და თვალები ძიერად დააჭირა ერთმანეთს.

2

მიუხედავათ ტომაშის მის გვერდით არსებობისა ახალკაცის მოულოდნელად გაუჩუნარების გამო მოსვენება დაკარგა დადიანმა, მუდამ დაძაბულს და უხასიათოს ზედ დამატებული ლილიანის საშინელი ფეხმძიმობა იმაზე მეტად ანგრევდა ვიდრე იფიქრებდა. ერთ კვირაში მის ცხოვრებაში იმდენი დოზით მოხდა ცვლილება რომ დაბნეულს სულს უხუთავდა საკუთარი არსებობაც კი. ლილიანის გამო სახლში დამხმარე აიყვანა, რომელიც საოჯახო საქმეებს ითავსებდა, ალაგებდა, საჭმელს ამზადებდა და მოთმინებითაც იტანდა ჭირვეული ქალის ყველა ახირებას, მაქსიმალურად ცდილობდა დადიანი ყურადღება არ მოეკლო საყვარელი ქალისთვის, რომელსაც ახლა ყველაზე მეტად სწორედ ძლიერი და გვერდში მდგომი პარტნიორი სჭირდებოდა რადგან ისედაც ემოციური ტომაში უარესად ემოციური გახდა, შეეძლო არაფრის გამო მოულოდნელად ატირებულიყო, ან უაზროთ ეცინა, მისი ხასიათის ცვლილებას მოთმინებით უძლებდა ნიკოლოზი მაგრამ მეგობრის დანაკლისის შიმშილისგან უკვე სუნთქვა უჭირდა. უცნაური და ეიფორიული წინათგრძნობის გამო ბოლოს გადაწყვიტა დეტექტივი დაექირავებინა.
მთელი ღამის გამოუძინებელი გემოვნებით მოწყობილი კაბინეტის რბილ სავარძელში ჩაფლული, მშვიდად ქანაობდა გორგოლაჭებიან სავარძელში. თითებს შორის მოქცეულ სიგარეტს ღრმა ნაფაზებით წურავდა და გონებაში წარმოქმნილ მეათიათასე ფიქრს ისევ წარმატებით უგულვებელყოფდა. ის იყო ჩამწვარი სიგარეტი ძლიერად დასრისა საფერფლეში კაბინეტის კარი რომ გაიღო და რამდენიმე დღის წინ დაქირავებული დეტექტივი უემოცია ჰაბიტუსით შენარნარდა დადიანის კაბინეტში. მოთმინებით უცქერდა ნიკოლოზი სავარძლისკენ დაძრულ დეტექტივს, რომელმაც ჯერ თავი დაუკრა დამხვდურს და მხოლოდ მისი თანხმობის შემდეგ მოათავსა გაპრიალებული უკანალი სავარძელში.
- ვწუხვარ. - ყელს საკმაოდ მოჭერილი ჰალსტუხი შეისწორა სავარძელში მოთავსებულმა ირაკლი ბაღაშვილმა და როგორც მოახერხა სცადა სიმშვიდე შეენარჩუნებინა, თუმცა ფერმკრთალი სახე და ათრთოლებული ხელები ურცხვად ყიდდნენ პატრონის მღელვარებას.
- წუხარ? - იდაყვით მაგიდის ზედაპირს დაეყრდნო დადიანი და სახედაჭიმულმა მზერა გაუყარა სავარძელში აწრიალებულ ირაკლის.
- კვალს ვერ ვაგნებთ ნიკოლოზ.
- კვალს ვერ აგნებთ? - დაპროგრამებულივით იმეორებდა დადიანი დეტექტივისმიერ წარმოთქმულ სიტყვებს.
- ყველგან ეძებენ თქვენს მეგობარს, დამიჯერეთ ძალებს არ ვზოგავთ. ოჯახის წევრები არ ჰყავს?
- ვის ახალკაცს? - სახე აემღვრა დადიანს. - დედამისი კაბარეს მოცეკვავე ნარკომანი იყო, რომელმაც გაჩენის შემდეგ სანაგვეზე მოისროლა ახალშობილი, მამა ღმერთმა უწყის ვინ ჩემი ყ/ეა, ბავშვთა სახლში გაიზარდა და რასაც მიაღწია მხოლოდ თავისი დაუღალავი შრომით, არასდროს არავის გაუმართავს მისთვის ხელი, მეკითხები ყავს თუ არა ოჯახი? ყავს ამის დედას შევე/ი, ჰყავს, მე ვარ მისი ოჯახი და შენ გამოთაყვანებულ იდიოტს ტონა ფულს გიხდი რომ მის კვალს მიაგნო და ცოცხალი დამიბრუნო, რა გახდა ამ სკინტის ტოლა ქვეყანაში ახალკაცის პოვნა? ასწიე ეგ ათასჯერ ნახმ/არი უკანალი და იპოვე, ცოცხალი და უვნებელი თორემ გპირდები შენს ნაწლავებს ხელზე დავიხვევ და უკანასკნელი რასაც დაინახავ საკუთარი გამოშიგნული სხეული იქნება. გაიგე? - მაგიდას ორივე ხელი დაარტყა დადიანმა და ფეხზე წარმოჭრილმა მზერით გაბუღრა სავარძელში ათრთოლებული მამაკაცი. - ჩემს ხმაზე შიშით იფსამ შენი დედა მოვტ/ან დავიჯერო შენზე უკეთესი გამომძიებელი არ ჰყავთ შენი თავი რომ შემტენეს? - ტელეფონს სწვდა დადიანი და ის იყო ირაკლის უფროსთან დარეკვას აპირებდა ხელებში რომ ეცა ბაღაშვილი.
- ორი დღე მომეცით, კიდევ ორი დღე.
- ვინ იცის შენთვის მოცემული ორი დღე რა ძვირად დაუჯდეს ახალკაცს. - სავარძელში მოწყვეტით ჩაესვენა დადიანი და სახე ხელებში ჩარგო. - დაახვიე აქედან. - ჩუმად ამოთქვა და როგორც კი მის სმენას კარის დახურვის ხმა მისწვდა ღრმად ამოისუნთქა, ძლიერად მფეთქავ გულზე მჭიდროდ მოიჭირა ხელის გული და სახედაჭიმულმა მტკივნეულად ამოიჩურჩულა. - ჯანდაბა ბაჩო სად ტრა/ში ხარ.
ის იყო ამღვრეული თვალები მოისრისა კართან მდგომ ტომაშს რომ შეავლო მზერა, ღია კარის ჩარჩოს მიყრდნობილი სევდიანი მზერით ბურღავდა საყვარელ მამაკაცს.
- პატარავ. - გულწრფელად ამოთქვა დადიანმა, მასთან მიახლოებული ტომაში მუხლებზე დაისვა და ვნებით წაეტანა სავსე ბაგეებზე. - მაპატიე, არ გამოვიდა ისეთი თაფლობისთვე როგორიც მინდოდა. - ამოიჩურჩულა დადიანმა და სახე ათრთოლებულ მკერდზე მიადო ლილიანს.
- კარგად იქნება, ვიცი. - შუბლზე აკოცა ლილიანმა, ნიკაპზე ჩავლებული თითების მეშვეობით სახე მაღლა ააწევინა და ცრემლიანი თვალები მონაცვლეობით დაუკოცნა. - კარგად იქნება.
- მინდა რომ სანამ ეს გიჟური პერიოდი არ ჩაივლის სახლიდან არ გახვიდე. - შეაპარა დადიანმა ტომაშს და თვალები მოჭუტა.
- ეზოში ხომ შეიძლება? - გაეღიმა ლილიანს.
- არ ბრაზობ?
- არა. - ნაზად აკოცა საყვარელ მამაკაცს და მჭიდროდ აეკრო სხეულზე.
- მგონი პატარას წყალობით დამყოლი გახდი. - მუცელზე მიეფერა დადიანი და ღიმილმორეულ ლილიანს გახედა.
- მიყვარხარ.
- მეც პატარავ. - სწრაფად ააფრიალა დადიანმა ტომაშის სხეული და მაგიდის ზედაპირზე შემოსვა. - რა? - ღიმილით გახედა ლილიანს, რომელსაც სახე სასაცილოდ დაებრიცა.
- მშია.
- წეღან არ ჭამე?
- ეგ შენს ქალიშვილს უთხარი. - მხრები აიეჩა ტომაშმა.
- რა იცი რომ გოგოა? - მუხლებზე დაეშვა დადიანი, მაისურის ქვეშ მოხერხებულად შეუძვრა ლილიანს და ტუჩები მიაკრო შიშველ სხეულზე.
- ვგრძნობ. - თვალები დახუჭა ლილიანმა და ქვედა ტუჩს კბილებით შეეხო. - უბრალოდ ვიცი რომ გოგოა. და კიდევ ერთი, გაეღიმა ლილიანს.
- რა გინდა პატარავ?
- ჩემი ტელეფონი გმართებს. მგონი დროა მიყიდო, დარწმუნებული ვარ ჩემი მეგობრები უკვე მგლოვობენ და იმის გამო მლანძღავენ რომ შენთან კოტრიალმა ისე გამიტაცა ისინი სულ გადამავიწტდა.
- და ასეა არაა? - გაეღიმა დადიანს და უჯრიდან ახალი ტელეფონი ამოიღო. - მეორე დღესვე ვაყიდინე ანას უბრალოდ მაინტერესებდა როდემდე არ გაგიჩნდებოდა მისი გამოყენების სურვილი.
- იდიოტი ხარ. - ტელეფონი გამოართვა ლილიანმა, ყელზე ნაზად მოხვია თხელი თითები და მსუბუქად აკოცა ყბის ძვალზე. - დამპირდი რომ ბევრს არ ინერვიულებ.
- ნუ გეშინია არც ისეთი ბებერი ვარ რომ მოვკვდე. - გაეღიმა დადიანს და მსუბუქად მოუჭირა მკვრივ უკანალზე თითები. - იცი რომ მოიმატე? - მოწყვეტით აკოცა ტუჩებში და შუბლით მის შუბლს დაყრდნობილმა ღრმად შეისუნთქა მისგან მომავალი სურნელი. - მენდობი ლილიან?
- და შენ მენდობი? - კითხვაზე კითხვით უპასუხა ლილიანმა, მის სახეზე გადაკრულ ღიმილს მიღმა დადიანმა მაინც შესძლო სადღაც მიმალული სევდის დანახვა და ამის გამო გულის არეში ძლიერი ტკივილი იგრძნო.
- ვიცი ახლა რაზეც ფიქრობ მაგრამ მე წარსულზე მეტად მომავალზე ვფიქრობ რადგან სწორედ მასზე ფიქრით ვცხოვრობ. - თითებით ნაზად შეეხო მუცელზე და მზერა გაუსწორა მის წინ ათრთოლებულ ქალს.
- აინშტაინი თავისთავად გენიოსი იყი ნიკო. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ყველას შეუძლია წარსული დაივიწყოს და გონებიდან ამოშალოს. ძალიანაც მინდა ის დღე გონებიდან ამოვიგდო მაგრამ რამდენჯერაც მახსენდება ზუსტად იმავე სიმძიმით ვგრძნობ იმედგაცრუებასა და ტკივილს როგორც მაშინ, როდესაც ერთად გნახეთ. მე აქ ვარ, შენთან. მართალია ჩემი ნების წინააღმდეგ მომიყვანე. - გაეღიმა ლილიანს და საუბარი განაგრძო. - ყოველი ნაწილი ერთი მთლიანის მაჩვენებელია. ზოგჯერ, მთელ ჩემს ცხოვრებას ერთ საათში ვხედავ. ადამიანმა თავისი ცხოვრების მანძილზე ერთი და იგივე შეცდომა არ უნდა დაუშვას, რადგან არჩევანი მეტად დიდია. მე აქ ვარ ნიკო, შენთან, შენს გვერდით, შენს საწოლში, შენს გულში, შენს გონებაში, მუცლით შენს შვილს ვატარებ და იცი მე ბედბიერი ვარ ამის გამო, უბრალოდ მინდა რომ ახლა გახვიდე სამზარეულოში და ნონას უთხრა შეეშვას ამ ბულიონის კეთებას რადგამ მისი სუნი აქაც კი შემოდის და რამე ისეთი მოამზადოს რომ ღებინებით არ მოვკვდე. - დაასრულა თუ არა სახეზე ხელები აიფარა და სწრაფი ნაბიჯებით გავარდა დადიანის კაბინეტიდან.
- შეშლილი. - გაეღიმა დადიანს და სამზარეულოსკენ მიმავალი დერეფანი სწრაფი ნაბიჯებით გადაჭრა.
- ბატონო ნიკოლოზ რას აკეთებთ? - თვალები დაქაჩა ნონამ როგორც კი დადიანი გაზქურაზე შემოდგმულ ქვაბს სწვდა და სამზარეულოდან უკანა ეზოში გამავალი კარის მეშვეობით თითქმის დასრულებული სადილი გარეთ გადგა. - რას შვებით? - კითხვა გაუმეორა ნონამ უკან დაბრუნებულ დადიანს.
- ზევიდან იყო ბრძანება. - თითი ჭერისკენ აიშვირა დადიანმა და ღიმილით აიჩეჩა მხრები.
- ა. - ამოიჩურჩულა ქალმა და სინანულით გახედა გარეთ მდგომ ქვაბს. - რა მოვუმზადო?
- წარმოდგენა არ მაქვს ნონა.
- დილიდან მესამე კერძი შემიკვეთა და თითქმის ბოლოში მისულს მაინც მიწუნებს. ეს დიდხანს გაგრძელდება? - თვალები დააწვრილა ნონამ და იმაზე დაფიქრდა თუ ახლა რისი მომზადება დაეწყო.
- იმედი მაქვს არა. - მიუგო დადიანმა და საკუთარ თავთან საუბარში გართული ეს სანდომიანი ქალბატონი სამზარეულოში მარტო დატოვა.
-----
- მოვდივარ ხო მოვდივარ. - ბუზღუნით დაიძრა ახალგაღვიძებული ბერია კარისკენ და ის იყო დაუპატიჟებელ სტუმართან საჩხუბრათ მოემზადა სახეზე ჯერ მიტკლისფერი რომ დაედო და რამდენიმე წამი დასჭირდა დანახულის აღსაქმელად, მერე კი გონს მოსული უჩვეულოდ აცრემლებული თვალებით მოეხვია კარში მდგომ ტომაშს და გულში ისე ჩაიკრა ადამიანი იფიქრებდა საუკუნეა აღარ უნახავთ ერთმანეთიო.
- სიურპრიზ. - გაიღიმა ლილიანმა როგორც კი მეგობრის მზრუნველ მკლავებს თავი დააღწია.
- ეს ვინ არის? - წარბი ასწია ბერიამ ტომაშის უკან მდგომი ათლეტური მამაკაცის დანახვის გამო, რომელიც ხარბად ათვალიერებდა თხელ ხალათში გამოწყობილ მასპინძელს.
- ნიკოლოზის დაჟინებული მოთხოვნის შედეგად დამოიკიდებლად მხოლოდ საპირფარეშო-საძინებელს შორის გადავაადგილდები. - ტუჩები დაბრიცა ლილიანმა და ზურგს უკან მდგომ დაცვას თავაზიანი ღიმილით გახედა. - თავისუფალი ხარ ზურა, შეგიძლია წახვიდე.
- ბატობმა ნიკოლოზმა მთხოვა რომ ერთი წუთითაც არ დაგტოვოთ.
- ბატონი ნიკოლოზი აქ არ არის.
- ძალიან მომწონხართ ქალბატონო მაგრამ მის თხოვნას ვერ გადავალ.
- რა გავაკეთო? - თვალები მობეზრებულად აატრიალა ტომაშმა და დასახმარებლად ბერიას მიაპყრო თვალები.
- შემოდი, შემოდი. - ხელი ჩასჭიდა მეგობარს და მის უკან მდგომ დაცვას ცხვირწინ მიუხურა კარი.
- რა უზრდელი ხარ ნუკა. - გაეღიმა ტომაშს და მოწყვეტით ჩაეშვა სავარძელში.
- მეგონა დაგავიწყდა რომ მეგობრები გყავს.
- ტელეფონი არ მქონდა, ისედაც რთული დღეები გვქონდა, გვქონდა რა გვაქვს.
- რა ხდება? - სავარძელში მის გვერდით მოთავსდა ბერია და ინტერესით შეათვალიერა მეგობარი. - ხომ კარგად ხართ?
- ჩვენ კი, ნიკოს მეგობარი ბაჩო გაქრა, ვერსად პუოლობს და გიჟს ჰგავს, დეტექტივიც დაიქირავა მაგრამ კვალს ვერაფრით მიაგნო, გაღიზიანებულია, ჩემთან კი არ იმჩნევს მაგრამ ძალიან განიცდის.
- ამის დრო იყო? - თვალები დააწვრილა ნუკამ, სიგარეტის კოლოფიდან ერთი ღერი ამოასრილა, მოხდენილად მოიქცია ტუჩებს შორის და ის იყო მოკიდება დააპირა ლილიანის ხმა რომ მისწვდა მის სმენას.
- არამგონია შენს ნათლულს ესიამოვნოს რასაც ახლა აპირებ. - მოკიდებული ასანთი გადაავიწყდა ბერიას და გაფართოებული თვალები მიაპყრო მომღიმარ ტომაშს.
- ფეხმძიმეთ ხარ?
- დიახ. - სავარძლის ზურგს მოშორდა ლილიანი და ბერიას ხელში ჯერ კიდევ ანთებულ ასანთის ღერს სული შეუბერა.
- ჯანდაბა ლილიან. - თვალები აემღვრა ბერიას და სახე ხელებში ჩარგო. - ყოჩაღ დადიანს. - გაეღიმა ბოლოს და გაბადრულ ტომაშს მოეხვია. - ძალიან მიხარია ლილიან. თიკა გაგიჟდება.
- გზაშია. მალე მოვა. - თვალი ჩაუკრა მეგობარს, სავარძელზე მიწვა და ფეხები მის კალთაში მოათავსა. - არ მჯერა რომ დედა გავხდები. - გაეღიმა და სახეზე ჩამოგორებული ცრემლი თითით შეიმშრალა. - გახსოვს გიოს რომ გავყევი როგორ მინდოდა შვილი გვყოლოდა, არ დამცალდა დედობრივი სიამოვნება განმეცადა მაშინ, გიოს სიკვდილის შემდეგ კი ვფიქრობდი ვერც ვერასდროს შევიგრძნობდი დედობას, მაგრამ აი ახლა აქ ვარ, ისევ ბედნიერი და ამჯერად ჩემი ბედნიერების ნაყოფს ვატარებ მუცლით, ჯანდაბა. - უცებ თვალები დახუჭა ლილიანმა და ღრმად ამოისუნთქა. - ზოგჯერ ისეთი ბედნიერი ვარ რომ მეშინია.
- რისი სულელ?. - გაეღიმა ბერიას და ამ დრომდე ხელში მოქცეული სიგარეტის ღერი ისევ კოლოფში დააბრუნა.
- წარსულის გამოცდილება. - ქვედა ტუჩს კბილებით ჩააფრინდა ლილიანი და ამღვრეული მზერა მიაპყრო მეგობარს.
- შენ ემოციური ადამიანი ხარ ლილიან, შენს მდგომარეობაში კი ემოციები უფრო მძაფრი ხდება და ქვეცნობიერში მიძინებული ფრაგმენტებიც უფრო ხშირ და რეალურ შეგრძნებებს გამოიწვევს შენში. გეშინოდეს ეს ბუნებრივია მაგრამ ნუ ფიქრობ ცუდზე. შფოთვა, როგორც პიროვნული მახასიათებელი განსაზღვრავს ადამიანის მიდრეკილებას აღიქვას მთელი სამყარო, როგორც პოტენციური საფრთხის მატარებელი. შენ ეს მუდამ გქონდა ახლა კი შეეცადე თავი ხელში აიყვანო.
- უშენოდ რა მეშველებოდა? გაეღიმა ლილიანს და მეგობრის თითებში საკუთარი ახლართა.
- შენ ძლიერი ხარ ლილიან, ეს ყველაფერი უჩრმოდაც შესანიშნავად იცი.
- მაგრამ შენგან თქმულს მუდამ სხვაგვარი შედეგი ახლავს და ეს გადასარევად იცი.
- ყოველთვის შენთან ვერ ვიქნები.
- რატომ? სიკვდილს აპირებ? - გაეცინა ლილიანს.
- უბრალოდ.
- ჭეშმარიტი მეგობრები ბრილიანტებივით არიან - კაშკაშა, ლამაზი, ღირებული და მუდამ მოდაში. ზუსტად ჩვენსავით. - საბოლოოდ გამხიარულდა ლილიანი და ხმაუროთ აკოცა სევდიან ბერიას, რომელსაც სინამდვილეში ძალიან უნდოდა მეგობრისთვის სიმართლის თქმა მაგრამ არ სურდა მისი ბედბიერება ტანჯვით შეეცვალა, ამიტომაც კბილები ძლიერად დააჭირა ერთმანეთს და წამიერად შეპარული სისუსტეც ისევ საგულდაგულოდ გადამალა ყველაზე კარგად მიმალულ ტვინის უჯრებში.
-----

შიმშილისა და წყურვილის ძლიერმა გრძნობამ ძლივს გამოგლიჯა ცემით დასუსტებული ახალკაცის სხეული ძილის საუფლოს. კუჭი ისე ეწვოდა ყელს მომდგარი მჟავე გემოს გამო გულისრევის შეგრძნებას ძლივს ერეოდა, სიმწრით დააშორა ერთმანეთს თითქმის ერთმანეთს მიკრული ქუთუთოები და ფრთხილად მოათვალიერა ოთახი სადაც ამჯერად მარტო იმყოფებოდა. წამოდგომას ეცადა მაგრამ ძალაგაოცლილს და მშიერს სხეული საერთოდ არ ემორჩილებოდა. ცუდათ გალესილ კედლებს ერთი პატარა სარკმელი გააჩნდა საიდანაც ძლივს აღწევდა დღის შუქი, მაინც შესძლო ახალკაცმა წამოდგომა და სწორედ იმ ფანჯრისკენ დაიძრა ნელი სვლით, ამაოდ ეცადა სახელურის პოვნას, ბოლოს მიხვდა რომ სარკმელი მხოლოდ გარედან იღებოდა და იმდეგაცრუებული კედელს მიეყრდნო ზურგით, თვალები დახუჭა და შეეცადა გათიშულ გონებაში რამე გეგმა მაინც შეემუშავებინა, ამჯერად ვიწრო კარი მოსინჯა და წარბის აწევით გახედა მოულოდნელად გახსნილ ხის კარს, სუნთქვა შეიკრა ახალკაცმა, სულ ოდნავ გაყო თავი დერეფანში და როდესაც დარწმუნდა რომ ტყვეს არავინ იცავდა ჯერ გაუკვირდა, მერე იფიქრა რომ ეს მორიგი ხაფანგი იყო, იქვე დაგდებულ ბეიზბოლის ბიტას, რომელსაც მისივე სისხლი უკვე კარგად შეხმობოდა ხელი ზიზღით დაავლო და დერეფანს ნელი სვლით გაუყვა, სიბნელეს და სიცივეს მოეცვა იქაურობა და მხოლოდ ინტუიციას მინდობილი ახალკაცი ფეხისთრევით, კედელ-კედელ მიუყვებოდა ვიწრო დერეფანს, რომლის ბოლოსაც სუსტად მაგრამ მაინც მოსჩანდა დღის შუქი.
-ოღონდ ნუ დაეცემი ბაჩო. - გონებაში საკუთარი თავი შეაგულიანა და უფრო მტკიცე ნაბიჯებით გაუყვა გზას. უკვე გრძნობდა გარედან მონაბერ სუფთა ჰაერს რომელიც ასე ეამა სახედასიებულს და ღიმილიც მოჰგვარა სახეზე, სულ რამდენიმე ნაბიჯიღა რჩებოდა ახალკაცს ავტომობილის მუხრუჭის ხმა რომ მოესმა გარედან და გულმაც არათანაბარი ცემით დაუგუბა ყურები, სმენადახშულს და დაძაბულს სუნთქვა შეეკრა და კედელს აკრულმა მჭიდროდ ჩაბღუჯა ხელში მოქცეული ბიტა. მუხრუჭს კარის დაკეტვის ხმა მოჰყვა და ხრეშიან გზაზე გადადგმული რამდენიმე ნაბიჯი, რომელიც ჯერ შორიდან ისმოდა და ნელ-ნელა უფრო ახლოს მიუახლვდა ახალკაცის სმენას. გაინაბა, სუნთქვა საერთოდ შეიკრა და შემოსავლელის კარს ამოფარებული მოთმინებით დაელოდა დერეფანში შემოსული სილუეტის გამოჩენას, მძაფრი სუნამოს სურნელით ამოიცნო ახალკაცმა კართან საეჭვოთ შეჩერებული დიმა გეგეჭკორი, რომელმაც ჯერ ყრუდ ჩაახველა, ღრმად ამოისუნთქა, კარს ფრთხილად ჩაავლო თითები, ჯერ თავისკენ გასწია და ბოლოს მთელი ძალით შენგრეული სახეში მოარტყა კარს უკან ატუზულ ახალკაცს. - შენი დედაც. - ამოიყვირა ტკივილით მოხრილმა ახალკაცმა თუმცა ეს ერთადერთი იყო რაც მოახერხა, სწრაფად მიახლოებულმა გეგეჭკორმა რამდენიმე წიხლი ერთმანეთის მიყოლებით უთავაზა ისედაც მოხრილ ახალკაცს და ძირს გართხმულს ბეიზბოლის ბიტაც აართვა ხელიდან.
- შე უბედურო. - მის წინ ჩაიმუხლა გეგეჭკორი, თითები თმებში ჩაავლო და თავი მაღლა ააწევინა. - ამდენად დებილი გგონივარ? - ქეჩოში ჩავლებული ხელის მეშვეობით ისევ დერეფნის ბოლოს მოთავსებული მომცრო ზომის ოთახისკენ წაათრია უგონოდ მყოფი ახალკაცი და შიგნით შეთრევის შემდეგ საიმედოთ მიაბა სკამის საზურგეს. - ახლა ცოტა გავერთოდ. - ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო გეგეჭკორმა და რამდენიმე ფოტო გადაუღო გასისხლულ ახალკაცს. მერე ტელეფონზე ნაცნობი ნომერი აკრიფა და ღიმილით ჩასძახა ყურმილს მიღმა მომლოდინე მამაკაცს. - რამდენიმე ფოტო გამოგიზავნე, დაბეჭდე და იზრუნე რომ ადრესატთად დღესვე მივიდეს. - კმაყოფილმა ტელეფონი ჯიბეში დააბრუნა, ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო, მოუკიდა და ღრმად მოქაჩადა, ზიზღით გახედა ახალკაცის უგონო სხეულს, რომელსაც თავი სასაცილოდ ჩამოჰკიდებოდა და ერთიანად გასისხლულს კანის ფერი მთლიან წითლთად შეღებვოდა. - შენს ნაცვლად შენი დამპალი ძმაკაცი უნდა ეგდოს აქ, მაგრამ არაუშავს, მაგის დროც მოვა. - ზიზღით ამოიჩურჩულა და დერეფნის გავლით ისევ ავტომობილში დაბრუნდა.
-----

სავარძელში ჩაფლული სახეამღვრეული უყურებდა წინ გაშლილ ფოტოებს. მონაცვლეობით გადაჰქონდა მზერა ფოტოზე გამოსახული მამაკაცის უგონო სახიდან, მის უკან კედელზე მიწერილი უაზრო წარწერებისკენ. სახედაჭიმულს ყბები უთრთოდა და შუბლზე ამომჯდარ კაპილარშიც ავისმომასწვებელი სისწრაფით მიედინებოდა აღგზნებული სისხლი. მზერით ბურღავდა ფოტოებს და გონებაში დატრიალებული ყველა მიტოვებული სარფადის გახსენებით სიგიჟის ზღვრამდე მისულმა ერთი ხელის მოსმით გადაყარა ხის საწერ მაგიდაზე დალაგებული ტანჯვის ამსახველი ფოტოები.
- ნიკოლოზ. - მოპირდაპირე სავარძლეში ნერვულად აწრიალებული ირაკლი ბაღაშვილი სწრაფად წამოიჭრა სავარძლიდან და მიმობნეული ფოტოსურათების აკრეფას მოჰყვა. - ვიპოვით, მას აუცილებლათ ვიპოვით.
- უკვე ვიპოვე! - ამოიყვირა დადიანმა, ერთ-ერთ ფოტოს ხელი დაავლო და ახალკაცის ფონად გაყოლილ წარწერაზე მიუთითა დაბნეულ გამომძიებელს. - ხალხი შეკრიბე, ვიცი იმ დედამო/ყნულს სად ჰყავს ახალკაცი გამოკეტილი, არც იფიქრო პოლიცია ჩარიო, არანაირი სირენა და გამაფრთხილებელი გამოსვლები. გეგეჭკორი მე უნდა ჩავიგდო ხელში.
- ნიკოლოზ.
- გააკეთე რაც გითხარი! - ქურთუკის სახელოში ჩაავლო დადიანმა ორივე ხელი და მის სახესთან დახრილმა ბრაზით შეაფრქვია ცხელი სუნთქვა სახეში. - ტრა/ი გაანძრიე თუ არ გინდა ვერასდროს ეღირსოს ბუნებრივად დაყოლილი შენი ხვრელი სანატრელ სიამოვნებას. - ხელი უბიძგა გაფითრებულ ბაღაშვილს და ჯიბიდან ტელეფონი ამოასრიალა. სწრაფად მოხსნა დამცავი კოდი და ნომრის აკრეფის შემდეგ მხარსა და ყურს შორის მოიქცია ტელეფონი, თვითონ კი დრო არ დაუკარგავს და სავარძელზე მიგდებულ მანტოს სწვდა.
- სად ხარ? ძალიან კარგი, ზურა სად არის? მანდ იყავი სანამ მე არ მოგაკითხავ. ლილიან გააკეთე რასაც გეუბნები. - განრისხებულმა ტელეფონი გათიშა და მზერა მიაპყრო მისი ლოდინით დაბნეულ ბაღაშვილს. - შენ კიდე აქ ხარ?
- უკვე მივდივარ!
- სი/ი. - ამოიჩურჩულა როგორც კი გამომძიებელი კაბინეტიდან კისრისტეხით გავარდა და ღრმად მოქაჩა საფერფლეში მიგდებულ, თითქმის ჩამწვარ სიგარეტს, კიდევ ერთხელ დახედა ფოტოზე გამოსახულ მეგობარს და ამღვრეული სახე ხელის გულით მოისრისა. - ცოტაც გაუძელი მეგობარო. - სურათი მაგიდის ზედაპირზე დააბრუნა და სწრაფი ნაბიჯით გავარდა ოთახიდან.
-----
- რა სახე გაქვს? - ღიმილით ჰკითხა დადიანის ხმით გახალისებულმა ყიფიანმა ჯერ კიდევ გაოგნებულ ტომაშს.
- გესმოდათ მისი ყვირილი და მბრძანებლური ტონი?
- ვიღაცას დაერხა. - გაეცინა თიკას და გაბუტულ ტომაშს ლოყაზე აკოცა.
- არა სერიოზულად? ფიქრობთ ნორმალურია ასე მიყვიროს და მიბრძანოს?
- მუცლით მის შვილს ატარებ, შენზე გიჟდება, მისი მეგობარი დაიკარგა, რატომ გიკვირს რომ შენზე ღელავს, ხო შესაძლოა ცოტა უხეში ტონი ჰქონდა მაგრამ იმიტომ რომ ეშინია რამე არ მოგივიდეს, ბოლოსდაბოლოს ნახევარი საქართველოს ქალები შენი შვილის მამაზე ნადირობენ, ნახავარი მამრები კი მის ჩაძირვას კბილების ჭრიალით ელიან, ასე რომ მაპატიე მეგობარო, მისი მესმის და გამიხარდება თუ ტყუილად გაჭედვებს თავს დაანებებ და მიხვდები რომ შენი ერთი შეხედვით მშვიდი ცხოვრება წარსულს ჩაბარდა, ახლა მოგიწევს აიტანო შენი ბიჭის საზოგადოება, უფრთხოდე მის მტრებს, რომლებიც დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი ჰყავს და უღიმო მათ ვისაც ნიკოლოზი გაუღიმებს. - გაეღიმა ბერიას და მხრები აიჩეჩა.
- ანუ რა გამოდის? მშვიდობით თავისუფლებავ? გამარჯობა მორჩილებავ?
- ჰო ზუსტად, და კიდევ ის რომ მისი თხოვნა გაითვალისწინო მორჩილება სულაც არ არის, ეს აზრის გათვალისწინებაა რითაც მას სულის სიმშვიდეს მიანიჭებ, დარწმუნებული ვარ ახლა დადიანმა უკეთ იცის შენთვის რა იქნება კარგი და რა ცუდი ასე რომ მოდუნდი საყვარელო და ისიამოვნე.
- შენ ჩემი მეგობარი ხარ თუ მისი? - წარბები შეკრა ტომაშმა.
- არც ერთის. მხოლოდ მისი. - მუცლისკენ მიუთითა ლილიანს და ისიც მაშინვე დამშვიდდა, ორივე ხელი მუცელზე ფრთხილად მიიდო და თვალებდახუჭულმა ღრმად ამოისუნთქა.
- ალბათ ოდესმე მივეჩვევი რომ ანგარისგაწევა უნდა ვისწავლო. - გაეღიმა ბოლოს და უკვე დამშვიდებულმა კმაყოფილი მზერით გადახედა მომღიმარ მეგობრებს.

3
- აქვე გააჩერეთ. - მტკიცედ გასცა ბრძანება დადიანმა და პირველი თვითონ გადავიდა გაჩერებული ავტომობილიდან, რომლის უკანაც კიდევ რამდენიმე ავტომობილი ხმაურით გაჩერდა.
- შენობამდე კიდე დიდი მანძილია.
- როგორ ფიქრობ ის დამპალი გეგეჭკორი იმდენად სულელია რომ ყველა კუთხეში ჩასაფრებული დაცვა არ ეყოლება?! - ბრაზით შეუღრინა დადიანმა ირაკლი ბაღაშვილს და კბილების ჭრიალით მოავლო მზერა მიტოვებულ მიდამოს. - ხმაურის გარეშე მინდა შენობაში შევაღწიოთ, მსხვერპლი და შემდეგ უაზროდ გაწელილი სასამართლო პროცესები არ მჭირდება, სადაცაა მამა გავხდები სულაც არ მინდა მის დაბადებას ციხეში შევხვდე! ასე რომ არანაირი სასიკვდილო გასროლა და კიდევ ერთი, გეგეჭკორი მხოლოდ ჩემია! - საუბარი დაასრულა დადიანმა და პირველი თავად დაიძრა შენობისკენ. უკან მიჰყვა რამდენიმე კბილებამდე შეირაღაბეული მამაკაცი, ხეებს შორის მოხერხებულად მიიწევდნენ დასახული მიზნისკენ, რაც უფრო უახლოვდებოდნენ ნანგრევებად ქცეულ სარდაფს მით უფრო ძლიერ ფეთქავდა დადიანის გული, მით მეტად უდუღდა სისხლი და მით მეტად ექავებოდა ხელები, რომელსაც ისე სწყუროდა გეგეჭკორის სახის დანაყვა რომ სიმხურვალისგან სულსაც უხუთავდა განრისხებულ პატრონს.
- აიღე. - თითქმის შენობასთან მიახლოებულები წამით შეჩერდნენ და ზუსტად ამ დროს გაუწოდა ბაღაშვილმა დადიანს იარაღი.
- როცა ბრაზი ვულკანივით მასკდება, უკონტროლო ვხდები, არ მინდა შემომაკვდეს. - უკან დაუბრუნა გამომძიებელს იარაღი და ღრმად ამოისუნთქა.
- მაშინ ჯერ ჩვენ წავალთ, შენ კი უკან გამოგვყევი.
- ასე იყოს.
- წავედით. - სწრაფად წამოიშალნენ აქამდე ხეებს ამოფარებული მამაკაცები და სირბილით დაიძრნენ შენობის მთავარი შესასვლელისკენ. შესასვლელში მდგომი რამდენიმე დაცვა სწრაფად წამოიშალა მაგრამ იქამდე სანამ იარაღის მომარჯვება და გონზე მოსვლა შეძლეს უკვე მიწაზე გართხმულელებს, ზოგს სახეზე ტალახიანი მძიმე ბათინკი ედო და ზოგს კეფაზე მიბჯენილი იარაღის ლულა. ისე რომ ზედ არ დაუხედავს დადიანს მიწაზე გაშოტილი გეგეჭკორის არ იყოს რამდენიმე ახალგამოცხვარი ბიჭისთვის, მიზანმიმართულად გადააბოტა ყოველ მათგანს და პირდაპირ ბნელ დერეფანში იწყო გაუჩინარება.
- მარტო არ გაუშვათ. - უკან მიჰყვა ბაღაშვილის ხმა თუმცა მას უკვე საკუთარი გულისცემის გარდა აღარაფერი ესმოდა, სწრაფი ნაბიჯით მიიკვლევდა ბნელ დერეფანში გზას და ყრუდ ესმოდა უკან ადევნებული კბილებამდე შეიარაღებული მამაკაცების მძიმე ნაბიჯების ხმა. ერთ-ერთმა მათქანმა სწრაფად აუარა წინ წასულ დადიანს გვერდი და ხელის გული მიაბჯინა მკერდზე.
- ჯერ ჩვენ. - დაბალი ხმით ამოთქვა მამაკაცმა და მხოლოდ დადიანის თანხმობის შემდეგ შეტრიალებულმა წიხლით შეამტვრია ისედაც დამტვრეეული ხის კარი.
- რა ჯანდაბაა? - მყისიერად გაფითრდა გეგეჭკორი ოთახში შეჭრილი რამდენიმე ნიღბოსანის დანახვის გამო და სანამ ზურგს უკან, შარვალში გაჩრილ იარაღს მისწვდა გიჟივით შემოვარნილმა დადიანმა ზიზღით ჩაავლო ქურთუკის სახელოში ორივე ხელი და წინ გადაქნეული თავი მტკივნეულად ჩაარტყა ცხვირში. - ნაბი/ვარო.
- გაები დამპალო სი/ო. - კედელს ძლიერად შეანარცხა ნიკოლოზმა მამაკაცის ტკივილით მოხრილი სახე, კეფაზე მჭიდროდ შემოხვია ორივე ხელი და რამდენჯერმე ძლიერად ამოარტყა ფეხებს შორის მოხრილი მუხლი. - ხომ გითხარი რომ გამქრალიყავი და ჩემს საყვარელ ადამიანებს აღარ გაკარებოდი. - ამოიჩურჩულა მის ყურთან დახრილმა და ამჯერად მუშტების რტყმაზე გადასულმა დროისა და დარტყმემის სიძლიერის შეგრძნება სრულიად დაკარა. - პატარა ნაბო/არო. - ორივე ხელი ჩაავლო გასიხლულ სახეზე და ისევ მოქნეული თავი ჩაცხო სახეში. გეგეჭკორი უსულოდ გაერთხა მიწაზე. - ნაბი/ვარო. - გონდაკარგულს წიხლი მიაყოლა დადიანმა და რეალობას დაბრუნებული ახალკაცს მიუბრუნდა, რომელიც უკვე გაეთავისუფლებინათ მასთან ერთად მყოფ ბიჭებს და ფეხზე მყარად დგომაშის ეხმარებოდნენ სრულიან დაუძლურებულს. - ბაჩო. - მეგობრის სახეს ხელები მოჰკიდა დადიანმა და შუბლით მის შუბლს დაყრდნობილმა არეული სუნთქვის დამშვიდება მარტივად მოახერხა. - მაპატიე რომ მეტი ადრე ვერ მოვედი მეგობარო.
- ხომ მოხვედი. - მუხლი მოეკვეთა ახალკაცს თუმცა მის მხარდამხარ მდგომმა ორმა ახალგაზრდამ ისევ ძლიერად დაიჭირეს მისი სხეული. - წამიყვანე აქედან. - ამოთქვა ახალკაცმა და დასიებული თვალებიდან მზერა გაუსწორა ჯერ კიდევ აქოშინებულ დადიანს.
- ეს სი/ი და მისი მეგობრები პოლიციაში წაიყვანეთ. - მიუბრუნდა დადიანი ოთახში შომოსულ ბაღაშვილს, თავად ახალკაცს ამოუდგა მხარში და გასასვლელისკენ წასვლაში დაეხმარა.
- მითხარი რომ ლილიანი კარგად არის. - საკუთარ თავს გაღიმება აიძულა ავტომობილის უკანა სავარძელზე მოთავსებულმა ახალკაცმა და ცრემლიანი თვალებით გახედა მეგობარს.
- თუ იმას გავითვალისწინებთ რომ დამდენიმე თვეში მე მამა გავხდები შენ კი პირველი ნათლული გეყოლება, ჰო კარგად არის. - გაეღიმა დადიანს და მეგობრის ნაცემი სხეული პატარა ბავშვივით აიკრო გულზე. - მეგონა ვეღარ გნახავდი. - კბილებში გამოსცრა დადიანმა და თვალს მომდგარი ცრემლი შეიმშრალა.
- ოღონდ ქალივით არ ატირდე. - სიმწრით გაეღიმა ახალკაცს და თვალები დახუჭა.
- დაიძინე მეგობარო უკვე სახლში ხარ, უკვე კარგად ხარ. პირველივე საავადმყოფოში. - სწრაფად მოუჭრა ნიკოლოზმა საჭესთან მოთავსებულ მძღოლს და ახალკაცის დასიებულ სახეს სინანულით დახედა. - რა გიქნა იმ დამპალმა. - გამოსცრა კბილებში და ტკივილით დაჭიმულს სხეული ერთიანად აუფეთქდა.
-----
-მეგონა საერთოდ გადაიფიქრე ჩემი წაყვანა. - მოჩვენებით სიბრაზით გაბუშტა ტომაშმა ტუჩები როგორც კი ავტომობილის წინა სავარძელზე მოკალათებულმა ღვედი შეიკრა.
- ერთხელ სიმწრით დაგითანხმე სახლში წაყვანაზე, დაგითანხმე რა უბრალოდ ძალით წაგიყვანე, როგორ ფიქრობ ახლა სადმე გაგიშვებ? - ქალის სახეს თითები ჩაავლო დადინმა და ვნებით დაუკოცნა გაბუშტული ბაგეები.
- სად იყავი? - ამოიჩურჩულა ლილიანმა როგორც კი დადიანი მის ტუჩებს მოსწყდა.
- ახალკაცი ვიპოვეთ. - მხიარულად აცქმუტდა ნიკოლოზი საჭსთან და ძრავი აამუშავა.
- მართლა? - სახე გაებადრა ლილიანს.
- ხო პატარავ ვიპოვეთ, მისი გამტაცებელი სათანადოთ დავამუშავე, ახლა კი განყოფილებაშია და ამ დღეებში მომიწევს მის სასამართლოზე იმის გამო სიარული რომ საკადრისად დაისაჯოს ის ავადმყოფი, მერე კი როცა ეს ამბები ჩაივლის ჩვენი ქორწილის ამბებსაც მივხედავთ.
- მოიცა გინდა მითხრა მაშინ როდესაც მე მიბრძანე რომ ჩემი დაქალის ბინიდან ფეხი არ გამედგა ამ დროს შენ სადრაც ტყეში წაბრძანდი და თავად გაუსწორდი ბაჩოს გამტაცებელს? - მყისიერად იფეთქა ტომაშმა.
- ჯანდაბა ლილიან ახლა ამის გამო გაჭედვა სასაცილოა პატარავ, ის ჩემი მეგობარი კიდევ რომ დამჭრდეს ისევ იგივეს გავაკეთებ, ვერ დავჯდებოდი და ვერ დაველოდებოდი როდის გაათავისუფლებდნენ ახალკაცს, თანაც იმ დამპალთან საქმე თავად უნდა გამერკვია რადგან ნაბო/არი გეგეჭკორი ჩემი მტერია და ბაჩო სრულიად უდანაშაულოდ შეეწრა ამ ყველაფერს.
- და რამე რომ მოგსვლოდა? - ტუჩები აუთრთოლდა ლილიანს.
- ხომ ხედავ აქ ვარ, ჯანმრთელი და საღსალამათი ასე რომ მოეშვი ნერვიულობას და მოდუნდი პატარავ, ბაჩოს დაბრუნება აღვნიშნოთ, სახლში ანა და თავისი შეყვარებული გველოდება. გამოვიცვალოთ და სადმე წავიდეთ.
- ვერ გიტან.
- მეც მიყვარხარ. - გაეღიმა დადიანს და ერთი ხელი ტომაშის ფეხზე ნაზად ააცურა.
- გზას უყურე. - გაეღიმა ლილიანს და მის მაჯაში ჩავლებული თითების მეშვეობით ხელი უკან გააწევინა.
- შემიძლია გავაჩერო. - წარბი ასწია დადიანმა და უფრო ღრმად ააცურა ქალის ფეხზე თითები.
- გეყოფა. - ქვედა ტუჩს კბილები ჩაავლო ლილიანმა თუმცა ამჯერად აღარ უცდია მიზანმიმართულად ზევით დაძრული დადიანის თითებისგან თავის დაღწევა.
- მომენატრე.
- რა თქვი ქორწილიო? - მოულოდნელად ძველ თემას მიუბრუნდა ლილიანი და წარბის აწევით გახედა საჭესთან მოკალათებულ კმაყოფილ დადიანს.
- რა არა?
- და გინდა ჩამაცვა თეთრი კაბა და გასაყიდი ექსპონანტივით გამომიყვანო წვეულებაზე სადაც დარწმუნებული ვარ ჩემი ნაცნობი მხოლოდ ათი ადამიანი იქნება?
- ჯანდაბა ლილიან რა სასაცილო შედარებები გაქვს. - თავი ვეღარ შეიკავა დადინმა და ხმით გაეცინა.
- არ მიყვარს ქორწილები, არც გიორგისთან მქონია და არც ახლა მაქვს თეთრი კაბის ჩაცმისა და უაზრო წვეულების მოწყობის სურვილი. - მოულოდნელად დასერიოზულებულმა ტომაშმა ჯერ კიდევ მის ფეხზე მისვენებული დადიანის ხელი მოიშორა და მზერა ფანჯრის მიღმა მოცეკვავე ხეებს მიაპყრო. დადიანმა არაფერი უპასუხა, სახეზე სინანულმა გადაურბინა და მზრუნველი მზერით გახედა სავარძელში გვერდულად მოთავსებულ ქალს, რომელიც აშკარად ძლივს ახერხებდა მოზღვავებული ემოციები როგორმე მოეთოკა და გარეთ არ გამოეშვა. რამდენიმე წუთიანი დუმილი ავტომობილის მუხრუჭის ხმამ დაარღვია. - რას აკეთებ? - როგორც იქნა მზერა მიაპყრო ტომაშმა დადიანს.
- ჩემი ყველაზე დიდი ბედნიერება ხარ და უბედურებაც, ჩემი მაცოცხლებელიც და მკვლელიც, ფრენაც მასწავლე და მიწაზეც უმოწყალოდ დამანარცხე, სიცოცხლეც შემაყვარე და შემაძულე კიდეც. არ ვიცი რამ შემაყვარა შენი თავი, მაგრამ საშინლად მიყვარხარ იმ სიყვარულით, რომელიც ჯერ კიდევ ვერ დაგანახე. იცი, იმ დღიდან შეიცვალა ყველაფერი, როდესაც გაგიცანი, მთელი ჩემი სამყარო, ცნობიერება, მისწრაფება, ფიქრები. თითქოს, მანამდე არც ვყოფილვარ. შენ, მთელს სამყაროს მოიცავ, მეჩემფიქრები, მეერთადერთები, მეტკბილები, მეჩემსამყაროები! შენ ის უსასრულობა ხარ, რომელსაც შევეჯახე და უბრალოდ სხვას ვერც კი ვამჩნევ, სხვას უბრალოდ ვერ ვუყურებ, ვერ ვეხები ისე ამაღლებული განცდით, როგორც შენ! იცი რა ლამაზია ცხოვრება შენ რომ გაჩნდი? შენ რომ არსებობ, წარმოდგენა მაინც გაქვს რა ლამაზია ამის განცდა? ალბათ, აღმაფრენა ეწოდება იმ წუთებს, შენს დანახვისას გული რომ ფრთხიალდება. - გაეღიმა დადიანს, ტომაშის აცრემელებული თვალები კმაყოფილმა დააიგნორა და წამიერი შესვენების შემდეგ ისევ საუბარი განაგრძნო. - როცა იღიმი გული მითბება, როცა ტირი მე ვკვდები. არ ვიცი რა დავარქვა ამ მომენტს, გრძნობას, ზოგი ცხოვრებაში გამართლებას ეძახის, ზოგი იღბალს, ზოგიც დამსახურებულ მონაპოვარს, თუმცა ეს არაა მთავარი. რაც ჩემთვის ყველაფერს აღემატება, ეს ისაა, როდესაც პოულობ შენს ნაწილს, იმ ნახევარს, იმ პიროვნებას, ვისთანაც ორმხრივ ჰარმონიაში ხარ და ვისთან ერთადაც სიცოცხლე გაათასმაგებულ ფასს იძენს. არაფერია ისეთი საოცარი, როცა ორი არასრულყოფილება ერთად სრულყოფილად ბედნიერია. შენ მე დამანაყრე ლილიან. შენ მე სულის შიმშილი მომიკალი, ჩვენ ერთმანეთი ვიპოვნეთ და ეს ყველაფერია, სხვა დანარჩენი ამის ფონზე ყოფითი ილუზიაა და თუ არ გინდა პომპეზური ქორწილი გადავიხადოთ ესეც მაგრად მკი/ია, გავკარი უაზრო ცერემონიებს, როგორც შენ გინდა ისე გავაკეთოთ. თუ გინდა ჯვარსაც ნუ დავიწერთ, საერთოდ ნუ დავირმქევთ ცოლ-ქმრის სტატუს და მთელი ცხოვრება საყვარლები ვიყოთ. - გაეღიმა ბოლოს და აცრემელებულ ლილიანს მონაცვლეობით დაუკოცნა სველი თვალები.
- მეჩვენება თუ ახლა სიყვარული ამიხსენი? - ღრმად ამოისუნთქა ტომაშმა, წვრილი თითები კისერზე შეუცურა მამაკაცს, ახლოს მიიზიდა და მოწყვეტით აკოცა ტუჩებში. - ჩემს ცხოვრებაში მოულოდნელ ქარბორბალასავით შემოიჭერი და ჩემი გულის იმ ნაწილში შეიტანე შუქი, რომელიც მანამდე უმწეო, „ნაიარევი" და ბნელი იყო! შენმა გამოჩენამ ბრძოლის უნარიანობა და სიცოცხლის ხალისი დამიბრუნა, გამაბედნიერა და მომცა მიზეზი ღიმილისა! „საუკუნის წინ" ნაჭრილობევი იარა შემიხორცე და უფრთო ანგელოზად მაქციე. გათენება მიხარია, რადგან მიყვარს დილით ახალგაღვიძებული პირველს შენს სიყვარულით ანთებულ თვალებს რომ ვხედავ, დაღამება ხო საერთოდ, დაღლილ-დაქანცული შენთან ალერსში ვპოულობ ბედნიერებას, ბევრი რომ არ ვილაპარაკო, ასე გეტყვი: მე შენ მიყვარხარ ნიკოლოზ დადიან და ეს არასდროს დაგავიწყდეს. ახლა კი გააჩერე ეს წყეული ავტომობილი სადმე უფრო მყუდრო ადგილზე რადგან თუ ჩემი სხეულის ყოველი უჯრედი ხუთ წუთში არ შეიგრძნობს შენ მხურვალე ტუჩებსა და თითებს შესაძლოა გადავიფიქრო რომ ცოლად გამოგყვე. - ქვედა ტუჩზე უკბინა ტომაშმა ღიმილმორეულ დადიანს, რომელმაც ავტომობილი დაქოქა და შორიახლოს მდებარე ბნელ ჩიხში გაუჩინარდა.
-----
- სიძე შე ძველო? - მხარზე ხელი დაჰკრა სამზარეულოში შესულმა დადიანმა სავარძლეში მოთავსებულ დათას და ღიმილით გახედა მაგიდის კუთხეს მიყდნობილ პატარა დას. - ჰა ხო არ გაბრაზებს? ვცემო? - გააჯავრა ღიმილით მოცული ანა და კიდევ ერთხელ დაჰრა მხარზე ხელი არანაკლებ ღიმილმორეულ სასიძოს.
- ვფიქრობ დღეს გეყოფა რაც მუშტები იქნიე. - სამზარულო გადაჭრა ლილიანმა და პირდაპირ მაცივირს კარი გამოხსნა.
- შენ თავი უკვე ოჯახის დიასახლისი ხომ არ გგონია? - ხელები განზე გაშალა დადიანმა და იუგურტის ჭამით გართულ ტომაშს მზერა გაუყარა.
- მგონი დროა ამ სახლიდან გადავიდე. - გაეღიმა ანას და სავარძელში მოთავსებული შეყვარებულის მუხლებზე მოთავსდა.
- ჩემი მაინც მოგერიდოთ. - სიბრაზის იმიტირება გააკეთა დადიანმა და წარბის აწევით დახედა ჩახვეულ წყვილს.
- არც ლილიანია შენი ცოლი მაგრამ თუ კარგად მახსოვს ერთად გძინავთ, ერთ ოთახში, ერთ საწოლში. - ჩაახველა ანამ.
- მე უფროსი ვარ. - გაეღიმა ნიკოლოზს და დათას მკერდზე აკრულ დას ლოყაზე უჩქმიტა. - ამ აუტანელი ხასიათის ქალს როგორ უძლებ? - ახლა დათას მიუბრუნდა კითხვით, რომელმაც საპასუხოდ სიყვარულით სავსე მზერა მიაპყრო მის მუხლებზე მოთავსებულ ქალს და ღიმილით ახედა თავთან მდგომ დადიანს რომელიც ინტერესით ელოდა სასიძოს მხრიდან გაჟღერებულ პასუხს.
- სიყვარული ფართო მცნებაა, რომელიც ყველას სხვაგვარად ესმის და სხვაგვარად შეიგრძნობს. ამბობენ თუ ნამდვილად გიყვარს მას სიტყვებით ვერ გადმოცემო, ალბათ მრთალია რადგან ჩემი აზრით როდესაც გიყვარს ამ გრძნობას ვერ გადმსოცემ და სხვას ვერ აღუწერ იმ განცდებს რომელსაც სიყვრული განიჭებს. ცხოვრებაში ბევრი, პრობლემის, ბევრი სირთულის, ბევრი დაბრკოლების, ტკივილისადა იმედგაცურების შემდეგ, ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ადამიანი, რომელიც სიცოცხლეს კი არა ყველაფერს მირჩევნია, რომლის გამოც სიცოცხლესსაც კი დაუფიქრებლად დავთმობ, რომლის გამოც გულს ამოვიღებ და მივცემ. რომელიც მთელს პლანეტას, მთელს დედამიწას, მთელ სამყაროს მირჩევნია. ჩემი ყოველი წამი თუ დილა, მასზე ფიქრით იწყება, კი მყვარებია მაგრამ ასე ძლიერ არასდროს, შენი და ჩემთვის ყველაფერია. - ღიმილით ახედა დათამ კმაყოფილ დადიანს და შემდეგ მზერა მის კალთაში მოთავსებულ ანაზე გადაიტანა, რომელსაც თვალს მომდგარი ცრემლი შესამჩნევად უბზინავდა, სულ დაი/იდა თავს წამომდგარი ძმა და ვნებით დაეკრო საყვარელი მამაკაცის ბაგეებს. - დადიანმა მზერა ტომაშზე გადაიტანა, რომელიც ღიმილმორეული მიყრდნობოდა მაცივრის ზედაპირს, განცხრომით აგემოვნებდა იოგურტს და თვალს არ წყვეტდა შეყვარებულ წყვილს.
- ერთი წუთით! - მოულოდნელად ხელი ასწია დადიანმა და ჩახველების შემდეგ მზერა ისევ დათაზე გადაიატანა. - მომესმა თუ რამდენიმე წუთის წინ აღიარე სხვაც მიყვარდაო?!
- ნიკოლოზ.
- ნიკოლოზ.
ერთხმად წამოიყვირეს გოგონებმა და დადიანმაც გულით გადაიახარხარა. - დღეს სიყვარულის საერთაშორისო დღე ხომ არ არის?
- ყოველი დღე სიყვარულის დღეა როდესაც შენს ცხოვრებში არსებობს მეორე ნახევარი. - ღიმილით ჩაუძახა ლილიანმა იოგურტის ცარიელ კოლოფს ნაგვის ურნაში, დადიანთან მიახლოებული ფეხის წვერებზე აიწია და მსუბუქად აკოცა საყვარელ მამაკაცს. - აღარ მივდივართ? ძალიან მშია.
- სულ როგორ გშია. - ცხვირის წვერზე აკოცა ლილიანს და მჭიდროდ მოხვეული მკლავების მეშვეობით ძლიერად აიკრო სხეულზე. - ჩემს თავს ვეკითხები, თუ ბოლოს როდის ვიგრძენი თავი ყველაზე კარგად, როდის გამეცინა ყველაზე გულიანად და როდის ვგრძნობდი თავს ყველაზე ბედნიერად. თუმცა ყველა ამ კითხვაზე პასუხი ერთია, დღეს! - უფრო მჭიდროდ აიკრო დადიანმა ქალის სხეული მკერდზე. - დღეს რადგან ჩემი ერთადერთი მეგობარი დამპალი ნაბი/ვრისგან გათავისუფლებული, ცივი, აქოთებული სარდაფის ნაცვლად თბილ პალატაში იმყოფება და გარს მონსტრის ნაცვლად მზრუნველი ექიმები ახვევია. დღეს რადგან ჩემს სახლში ჩემს თვალწინ ვხედავ ჩემს პატარა დას, რომელიც უზომოდ ბედნიერია და სიყვარულს ერთიანად ასხივებს. დღეს, რადგან ჩემს წინ ზის ადამიანი, მამაკაცი, რომელმაც ჩემი დის გული მოინადირა და უყვარს უპირობოთ, მაპატიე რომ წარსულში არც ისეთი კარგი მეგონე. - გაეღიმა დადიანს. - დღეს ვარ ყველაზე ბედნიერი რადგან ჩემს გვერდით არის ქალი, რომელიც მიყვარს, რომელიც ჩემი ცხოვრების მეგზური გახდა და რომლის არსებობაც მიკლავს სულის შიმშილს. დღეს, რადგან სწორედ ჩემს მკლავებში გამომწყვდეული ქალი მუცლით ატარებს ჩემს შვილს და და მიუხედავად საშინელი ორსულობისა მაინც უყვარს ჯერ არ დაბადებული პატარა არსება, რომელიც კიდევ უფრო მეტად გაათბობს ამ უზარმაზარი სახლის კედლებსა და იმ ადამიანების გულებს ვინც აქ ვართ. ჯანდაბა ხალხო! - გაეღიმა დადიანს. - ისეთი ბედნიერი ვარ მეშინია ეს ყოველივე სიზმარი არ იყოს და მოულოდნელად არ გამომეღვიძოს. ამის დედაც. - მოულოდნელად გველნაკბენივით გახტა დადიანი გვერდით და მარცხენა გვერდზე მტკივნეულად მოიჭირა ხელის გული. - ლილიან! - თვალები დაუქაჩა გაღიმებულ ლილიანს. - რა გჭირს?
- უბრალოდ დაგიმტკიცე რომ სიზმარში არ ხარ. - თვალი ჩაუკრა ტომაშმა და სიცილით გადაბჟირებამდე მისულ წყვილს გახედა.
- სად იპოვე ასე შენისთანა გიჟი? - როგორც იქნა სული მოითქვა ანა დადიანმა და ისევ მოხასიათებულ დადიანს გახედა. - მომწონს ეს გოგო! საიმედო ხელში ხარ!
-----
- გილოცავ! - მიახალა ოთახში შესულმა და საბუთებში ქექვით გართული ქრმის გვერდით მოწყვეტით ჩაეშვა სავარძელში, ასაკის მიუხედავად ჯერ კიდევ ლამაზი და გრძელი ფეხები მოხდენილად შემოაწყო მინის დაბალ მაგიდაზე და გვერდულად ახედა ქმარს, რომელსაც მისთვის არც შეუხედავს ისე ჰკითხა.
- რას?
- შენი ქალიშვილი ბავშვს ელოდება. - მაგიდაზე დაგდებული სიგარეტის კოლოფიდან ამოსრიალებული ერთი ღერი მოხდენილად მოიქცია თითებს შორის და ღიმილით გახედა გაფითრებულ ლევანს, რომელსაც ცხვირზე მორგებული სათვალე მოეხსნა და დიდრონი თვალებიდან გადმოდენილი გაოცებით უცქერდა გამონაბოლქვში გახვეულ ცოლს.
- საიდან იცი? - როგორც იქნა მეტყველების უნარი დაუბრუნდა ლევან ტომაშს.
- მარტო შენ არ გგყავს გავლენიანი საახლობლო წრე. - სავარძელში უფრო კომფორტულად მოკალათდა მარიამი და სიგარეტს ღრმად მოქაჩა. - მგონი დროა შვილთან გაფუჭებული ურთიერთობის გამოსწორებაზე იფიქრო.
- ვითომ რატომ? - სახე აემღვრა ტომაშს. - ჩემი ბრალი არ არის რომ ასეთი უვარგისი გამოვიდა, ყველაფერი ჰქონდა მაგრამ ვერ შეირგო.
- დამიჯერე დადიანის პერო გაყრილი საზოგადოების ყბაში ჩავარდნა თუ არ გინდა ლილიანთან უნდა დაზავდე.
- ყლ/ზე დადიანი.
- დარწმუნებული ვარ იმასაც. - გაეღიმა მარიამს და მორჩენილი სიგარეტი საფერფლეში დასრისა.
- თუ არ გინდა პრესამ შვილისა და მომავალი შვილიშვილის სიძულვილის გამო კოცონზე დაგწვას, დაივიწყე სიამაყე და ისე მოიქეცი როგორც გეუბნები წინააღმდეგ შემთხვევაში იძულებული გავხდები საკმაოდ ძვირადაც გავყიდო სტატია იმის შესახებ რომ ცნობილი მილიონერის ნიკოლოზ დადიანის მომავალი შვილოს დედა არც მეტი არც ნაკლები იმ კაცის შვილია რომელიც საყვარელი სიძის დედიკოს ჟი/ავდა.
- მემუქრები?
- არა გაფრხილებ!
- ეს ადრე იყო მარიამ.
- ხო, იქამდე სანამ შენმა მომავალმა სიძემ კუთხეში არ მიიმწყვიდა საკუთარი დედა და კოჭების დახვრეტით არ დაემუქრა. იყო, არის, წასრული აწმყო, დამიჯერე არაფერია ჟურნალისტისთვის იმაზე მარტივი ვიდრე ის რომ ისტორიებში დროები შეცვალოს. - გაეღიმა მარიამს და სიგარეტის ახალ ღერს მოუკიდა.
- და შენ რა ტრა/ს გითბობს მე და ლილიანის დაზავება?
- ნახოს საზოგადოებამ როგორი მზრუნველი ბებია ჰყავს ნიკოლოზ დადიანის შვილს. - ღრმად მოქაჩა სიგარეტს მარიამმა და თვალები დახუჭა. - მომენატრა კამერების წინ პოზირება.
- ოდესმე მაინც გყვარებია შენი შვილი?
- ჰო კი, ახლაც მიყვარს, უბრალოდ ვერ გამოვხატავ.
- მონსტრი ხარ მარიამ.
- ღორმა ღორს უთხრა. - ღიმილით გახედა მარიამმა ქმარს და როდესაც მის თვალებში გაურკვეველი მღელვარება შენიშნა მიხვდა რომ ეს რაუნდი მოიგო და კმაყოფილმა ღრმად ამოისუნთქა. ლევან ტომაში კი სადღაც გაუჩინარდა ფიქრებით და სახეზე ასახული ემოციებით თუ ვიმსჯელებთ კარგათ ნამდვილად არ იყო.

4

- ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ჩემი საყვარელი იყო. - ღიმილით გახედა ახალკაცმა პალატაში შემოსულ დადიანს, რომელმაც ჯერ ღიმილით დახედა საწოლზე წამომჯდარ მამაკაცს გარს რომ ორი სექსუალური ეთქანი ერტყა და შემდეგ წარბშეკრულმა პალატიდან დაითხოვა აშკარად მასთან კეკლუცობაში გართული მანდილოსნები. - აჰა თან ეჭვიანობ კიდეც. - გაეღიმა ახალკაცს და გულზე დაკრეფილი ხელებით მზერა გაუყარა დადიანს.
- მიხარია რომ აღადავებულს გხედავ, ისიც მიხარია რომ უკეთ ხარ ბაჩო. - სავარძელში მოწყვეტით ჩაეშვა დადიანი და დაღლილ სახეზე ხელები მოისვა.
- რა გჭირს?
- ცუდად მძინავს.
- ისევ? ახლა არ მითხრა რომ ისევ რამე სი/ობა სიზმარს ნახულობ თორემ გეფიცები გადავალ ძილის საუფლოში, ვიპოვი შენი ძილის დემონს და სულს გავაფრთხობინებ.
- დამშვიდდი. - გაეღიმა დადიანს. - ლილიანს ცუდი ფეხმძიმობა აქვს, სულ ეს არის მიზეზი.
- ამოვისუნთქე. - წარბები ასწია ახალკაცმა. - ეგ არაფერი, რამდენიმე თვე გაგიჭირდება, მერე პატარაც გაჩნდება და დაიწყება უფრო უძილო ღამეები, ლილიანიც უფრო უხასიათო და მომთხოვნი გახდება, აბა რა გაგეგონა. შვილი მარტივი გგონია? - ხმით გაეცინა ახალკაცს და სერიოზული გამომეტყველების მეგობარს გამჭოლი მზერა სტყორცნა. - თუმცა როგორც ვხედავ მარტო ეს არ გაფორიაქებს. მეტყვი რა ხდება თუ გამოცნობანა ვითამაშოთ?
- არ ვიცი.
- ახლა არ დაიწყო, ძალიან გთხოვ ნიკოლოზ, ნუ იქნები უმადური, ღმერთის შენდამი კეთილგანწყობა დააფასე, ანგელოზი ქალი გყავს გვერდით, ჯანმრთელები და ახალგაზრდები ხართ, ბავშვს ელოდებით. იქნებ დროა პესიმისტობას მოეშვა და არარსებული შფოთები მოიშორო?! - აშკარად გაბრაზდა საწოლს მიჯაჭვული ბაჩო ახალკაცი და მზერით გაბურღა სავარძელში მჯდომი დაბნეული მეგობარი. - დააფასე ის რაც გაქვს ადამიანო, მოეშვი მტკივნეული წარსულის გამო სულში გაჩენილი იარების გაღრმავებას, სიცოცხლე ძალიან ხანმოკლეა ამ ყველაფრისთვის. წინ იყურე! წინ ნიკოლოზ!
- კარგი ჰო კარგი. - ღიმილი შეეპარა დადიანს. - ექიმმა მითხრა რომ კვირის ბოლოს გამოგწერენ, ლილიანს უნდა შენი დაბრუნების საპატივცემულოდ წვეულება გამართოს და პერო გაყრილი საზოგადოება მოიწვიოს.
- ესე იგი ჩემს რძალს სურს რომ პომპეზური დახვედრა მომიწყოს? - გაეღიმა ახალკაცს. - უარს როგორ ვეტყვი, მისმინე. - შეთქმულივით დაუწია ახალკაცმა ხმას. - მისი მეგობარი, ნუკა ბერიაც იქნება?
- ერთი წუთით. - ხელი მაღლა ასწია დადიანმა. - შენ რა თვალი დაადგი?
- ძალიან საყვარელია, ამასთან ერთად ჭკვიანი. მისი გაცნობა მინდა. - თინეიჯერი ბიჭივით გაწითლდა ახალკაცი რამაც დადიანი ძალიან გაახალისა. - გეყოფა! - შეუღრინა ბაჩომ მეგობარს და გაბრაზებული კომფორტულად ჩაძვრა საბნის ქვეშ.
- ვეტყვი რომ დაპატიჟოს. - ღიმილით ამოთქვა დადიანმა და ჯერ კიდევ საბნის ქვეშ ჩამალულ ახალკაცს სიყვარულით სავსე მზერით გახედა. - მართალი ხარ ისევ ვხედავ უცნაურ სიზმარს. - ჩუმად ამოთქვა დადიანმა, ახალკაციც სწრაფად ამოძვრა საბნიდან და გაფართოებული თვალები მიაპყრო სავარძელში მოუსვენრად აწრიალებულ მეგობარს. - ქალს ვხედავ, ქალს ღრმა წარსულიდან, რომელსაც ხელში ახალშობილი ბავშვი უჭირავს და ცრემლიანი თვალებით მიცქერს.
- აუფ და ვინაა ეს ქალი?
- ციხიდან გამოსვლის შემდეგ ცოტა ხანი ვხვდებოდით ერთმანეთს. - სახე მოისრისა დადიანმა.
- მერე? მერე ერთ დღესაც უბრალოდ მომბეზრდა მასთან ურთიერთობა და აღარ მივედი.
- და ბავშვი რას უნდა ნიშნავდეს? - თვალები დაქაჩა ახალკაცმა.
- არ ვიცი. - მხრები აიჩეჩა დადიანმა და ღრმად ამოისუნთქა.
‐ თუ მიზნისკენ მიდიხარ და გზად შეჩერდები, რათა ყველა ძაღლს ქვა ესროლო, რომელიც გიყეფს მიზნამდე ვერასდროს მიაღწევ.
- ეს რა შუაშია?
- ლილიაზე იფიქრე და მოეშვი უაზრო წარმოსახვით სულიერი შიმშილის განახლებას. გაუფრთხილდი მას, რადგან ზუსტად ვიცი ბევრი ელოდება როდის დაუშვებ შეცდომას.
- მართალი ხარ. - ჩაახველა დადიანმა და სავარძლიდან წამოდგა.
- მიდიხარ?
- ჰო საქმე მაქვს.
- არ გითქვამს გეგეჭკორს რა ბედი ეწია.
- ბიძამისი ცდილობს როგორმე გამოაძვრინოს და ციხიდან იხსნას მაგრამ ამას არ დავუშვებ!
- თავს გაუფრთხილდი ნიკოლოზ.
- შენც მეგობარო. - გაიღიმა დადიანმა და პალატა დატოვა. - საკუთარ თავთან მარტო დარჩენილი ახალკაცი ფიქრებმა წაიღო, ფიქრებმა სადაც არაფერი იყო ნუგესიმცემელი და სასიხარულო, ის გადასარევად იცნობდა ნიკოლოზ დადიანის ბუნებას და ხვდებოდა რომ მიუხედვად ნაპოვნი სიყვარულისა და დანაყრებისა ის მაინც არ იყო სრულფასოვნად ბედბიერი და მშვიდი. არ სურდა ამაზე ფიქრი მაგრამ მის თვალებში მაინც ხედავდა შიშის ნაპარწკლებს, რომლებიც ადრე თუ გვიან აუცილებლად გაღვივდებოდნენ და მის პატრონს მტანჯველი სიმხურვალით მოუღებდნენ ბოლოს.
- დედას შევე/ი. - ამოიჩურჩულა ახალკაცმა და თვალები დახუჭა.
-----
- სერიოზულად? და მე რა მინდა ამ მოსაწყენ წვეულებაზე. - თვალები მობეზრებულად აატრიალა ბერიამ და ღიმილმორეულ მეგობარს გახედა.
- მოდი ასე ვთქვათ. ხომ არ გინდა მარტო დამტოვო იმ სოციუმის საჯიჯგნად რომელთა უმრავლესობას არც კი ვიცნობ.
- დადიანი დაგიცავს. - მხრები აიჩეჩა ბერიამ.
- მოიცა სად წავიდა შენი ქალური სოლიდარობა. - წარბი ასწია ტომაშმა და მეორე სავარძელში მოკალათებულ ყიფიანს გახედა. - ამას რა სჭირს?
- არ ვიცი. - მზერა აარიდა ყიფიანმა ინტერესით მომლოდინე მეგობარს და იატაკს მიაშტერდა აცრემლებული თვალებით.
- რამეს მიმალავთ?
- ბოდავ. - სავარძლიდან წამოდგა ბერია და სამზარეულოში გასულმა ხმაურით მიხურა ზურგს უკან კარი.
- თიკა.
- არაფერი ვიცი. - მხრები აიჩეჩა ყიფიანმა.
- მატყუებ.
- ლილიან მართლა არაფერი ვიცი და შემეშვი.
- ვეღარ გცნობთ, ვერც ერთს ვეღარ გცნიბთ. - წყენის ტონები შეეპარა ტომაშს ხმაში და სახე აფარებულ ხელებში ღრმად ჩაფლო. - ამბობენ იმ ემოციას სახელი არ აქვს, როდესაც ძველი მეგობრები ახლახანს შეხვდებიან ერთმანეთსო, მე კი ისეთი შეგრძნება მაქვს რომ დავიკარგეთ, სამივე სხვა და სხვა მხრით მივდივართ და სამწუხაროდ ეს გზები ერთმანეთს არ კვეთს.
- ლილიან.
- ნიკოლოზის და თქვენს გარდა არავინ მყავს, მშობლები მე არ მყავს, სამსახური მე არ მაქს, კაცი რომელიც მიყვარს და ჩემი ორი მეგობარი, რომელთა გამოც დაუფიქრებლად დავთმობ სისცოცხლეს, თქვენ ხართ ის ადამიანები ვინც მჭირდება, მაგრამ თქვენ რას აკეთებთ ამ დროს? იქნებ ვინმემ მითხრას რა ხდება? - წონასწორობა დაკარგა ლილიანმა და განრისხებული წამოიჭრა სავარძლიდან, სწორედ ამ დროს ამ დრომდე დახურულ კარს მიღმა გაუჩინარებული ნუკა ბერია მოჩვენებასავით გამოიჭრა ოთახიდან და მზერით გაბურღა თვალცრემლიანი ტომაში.
- არ ღირს იმის გამო მწუხარება, რომ ბედნიერება წავიდა, გიხაროდეს ის, რომ იგი იყო. ოდესმე იგი ისევ მოვა, შეიძლება, სხვა ფორმაში, მაგრამ ეს ფორმაც თავისებურად მშვენიერი იქნება. სამყაროში არაფერი არ არის მუდმივი, ამიტომაც უაზრობაა მასში მუდმივობის ძებნა. სამყარო იცვლება, და ადამიანებიც იცვლებიან მასთან ერთად. ლილიან ნუ ცდილობ სხვების და სამყაროს გაკონტროლებას, დატკბი ცხოვრებით.
- რას ბოდავ ნუკა? - გაფითრდა ლილიანი და ძალა გამოცლილი სწრაფად ჩაეშვა ზურგს უკან მდგომ სავარძელში.
- ყოველთვის არ არის გონივრული ბრძოლა გარემოებასთან ან ძალების დახარჯვა სამყაროს შეცვლის ცდაში. მოქმედების სტრატეგია უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დახარჯული ენერგიის რაოდენობა. ისწავლე ლოდინი და მომენტის არჩევა. ფრთხილად შეასწორე სიტუაცია, ზუსტად გამოთვლილი მოქმედებით და შენ მიაღწევ გაცილებით უფრო მეტს, ვიდრე უხეში ძალის გამოყენებით. - არ ცხრებოდა უკვე ტომაშის ფეხებთან მისული ბერია, რომელიც ნახევარი ტანით მისკენ დაიხარა, ორივე ხელით სავარძლის სახელურებს ჩააფრინდა და მზერით გაბურღა აშკარად დაბნეული მეგობარი. - ვნება, რომელსაც შენ განიცდი ვინმეს მიმართ, შეიძლება გამოიფიტოს და ჩაქრეს. თუ შენ არ გინდა, რომ იგი გამოილიოს, გახსოვდეს ის, რომ ვნება სიყვარულის მხოლოდ მცირე შემადგენელია. ნუ აძლევ მას უფლებას გადაგწვას ბოლომდე, მიეცი შენს თავს შესვენების უფლება. ისწავლე მოსვენების წამებით ტკბობა, გადაიყვანე ვნება ალერსში და ზრუნვაში, და სიყვარულის ცეცხლი არასოდეს არ ჩაქრება.
- ნუკა არ გინდა. - მხარზე ყიფიანის ხელის შეხება იგრძნო ბერიამ მაგრამ ის ჯიუტად არ წყვეტდა სავარძელში ათრთოლებული ტომაშის იმ ფსიქოლოგიური ხრიკებით წამებას რითიც თავად ბერია სასიცოცხლოდ იკვებებოდა. გაეღიმა მისი ათრთოლებული სახის გამო, თითები სწრაფად მოუჭირა სახეზე და შეშლილი მზერით ჩაუტოვა ტომაშს ხორში მომდგარი კივილის ამოძახილი, დაჭრილი მხეცის თვალებს გავდა ბერიას მზერაში აკიაფებული ცეცხლი, რომელიც ასე სწვავდა სავარძლის ზურგს აკრულ ლილიანს.
- ნუკა! - დაიყვირა ყიფიანმა და ამჯერად ორივე ხელით ჩააფრინდა სახეცვლილ მეგობარს მხრებში თუმცა უსუსური ქალის ნაცვლად ძლიერი ადამიანის სხეული შერჩა ხელებში და ამიტომაც ძვრა ვერ უყო გააფთრებული მეგობრის სხეულს.
- ადამიანები ბუნებით განსხვავდებიან! ზოგი სუსტია, ზოგი ძლიერი, ზოგი ჭკვიანია, ზოგი სულელი. ბედის ირონია იმაში მდგომარეობს, რომ გარკვეულ სიტუაციებში სისულელის გამომჟღავნებამ შეიძლება მოგვიტანოს უფრო მეტი სარგებელი, ვიდრე ჭკუის დემონსტრაციამ, ხოლო კონპრომიზმმა შეიძლება მოგვცეს მეტი სარგებელი, ვიდრე უაზრო ამბოხებამ. ყოველთვის არ აქვს აზრი ყველას წინააღმდეგ წასვლას, საკუთარი ინდივიდუალობის დამტკიცებით, ან სულის წინააღმდეგობის გამო. შენ ჭკვიანი ხარ ლილიან! - გაეაღიმა ბერიას და როგორც იქნა მოშორდა სავარძელში ატუზული მეგობრის სხეულს. - ხო ძალიან ჭკვიანი ხარ. - ხელები გაშალა ნუკამ და ხმით გაიცინა. - ყოველთვის შეგიძლია პასუხი გასცე ნებისმიერ ჩემს შემოტევას მაგრამ ასე არ იქცევი. რატომ?
- თუ ვინმე ცდილობს გამოგიყვანოს მწყობრიდან, და შენ უჩვენებ შენს წყენას, რისხვას ან გაღიზიანებას, შენ რეაგირებ სწორედ ისე, როგორც მას უნდა, ანუ შენი მეტოქე ფსიქოლოგიურად იგებს. შეიძლება გაგიკეთონ პროვოცირება იმ იმედით, რომ შენ ჩაიდენ შენი მეტოქისთვის სარფიან შეცდომას. სანამ გაბრაზდები, გაიგე, რას აქცევს ყურადღებას შენი ოპპონენტი, და იმოქმედე საპირისპიროდ. შენ უბრალოდ ყოველთვის ცდილობ ანკესზე წამომაგო, მაგრამ ამას ვერ ეღირსები! მხოლოდ ის არ მესმის, ამას რატომ აკეთებ? - სავარძლიდან წამოდგა ლილიანი და იატაკზე დაგდებულ ჩანთას დასწვდა. - არ ვიცი რა გჭირთ თქვენ ორს, განსაკუთრებით შენ ნუკა, მაგრამ ვიმედოვნებ იმდენი გამბედაობა გეყოფათ სიმართლე მითხრათ ახლა კი უბრალოდ უნდა წავიდე. ერთი დღისთვის ზედმეტად საშინელი ფილოსოფიური ხრიკების ატანა მომიწია, მიკვირს როგორ არ გამოგჭერი ყელი! - უკმაყოფილოდ გადახედა ტომაშმა მეგობრებს და გასვლისას კარიც ხმაურით გაიხურა.
- კმაყოფილი ხარ? - გაბრაზება ჩანდა ყიფიანის ხმაში.
- საკმაოდ. - გაეღიმა ბერიას და სიგარეტს მოუკიდა. - ყოველთვის არ არის მარტივი ადამინის მიზნისა და მოტივის გაგება. მითუმეტეს თუ ადამიანს მისი დამალვა სურს. - გაეღიმა ნუკას, სიგარეტს ღრმად მოქაჩა და კმაყოფილმა გახედა დაბნეულ ყიფიანს.
-----
- პატარავ მოხდა რამე? - ღიმილით ჰკითხა დადინმა როგორც კი ტომაშმა ხმაურით დახურა ზურგს უკან საძინებლის კარი და თვალებდახუჭული აეკრო მის ზედაპირს. - ლილიან! - სწრაფად მიეჭრა ნიკოლოზი საყვარელ ქალს, მისი სახე ხელებში მოიქცია და დაჟინებით დააკვირდა ოდნავ აცრემლებულ თვალებში. - ლილიან. - ხმა გაუმკაცრდა დადიანს თუმცა საუბრის გაგრძელება ვეღარ შესძლო რადგან ტომაშის თხელი ხელები სრაფად აღმოჩნდენ მის ყელზე და სასურველი მამაკაცის ტუჩებს დაწაფებულმა ლილიანმაც მასში არსებული მთელი ქარბორბალა ჩააქსოვა კოცნაში, რომელმაც მამაკაცი სწრაფად აღაგზნო, წამით ალერსი შეწყვიტა დადიანმა, სურდა ისევ ეკითხა ლილიანისთვის მისი მოულოდნელი გაცხარების მიზეზი მაგრამ ამჯერადაც უთქმელი დაუტოვეს ქალის ბაგეებმა სიტყვები და ალერსში აყოლილი დადიანიც მალე აღმოჩნდა მაისურის გარეშე დარჩენილი. მხურვალე კოცნებს შორის რომელსაც ტომაშის უკანალზე მტკივნეულად ჩაფრენილი დადიანის თითების ძლიერი მოჭერა სუნქრონულად სდევდა თან დაუკითხავად სწყვეტდა ლილიანის ბაგეებს მსუბუქ კვნესას რაც უზომო სიამოვნებას ანიჭებდა ნიკოლოზ დადიანს. სიყვარულზე მეტს გრძნობდა ამ ქალის მიმართს, ახელებდა, აგიჟებდა და სურდა მასში შესულს სამუდამოდო ბინა ამ საოცარი სილამაზის ქალის მკლავებში დაედო, სწრაფად ააფრიალა მისი სხეული ჰაერში და ოსტატურად მოექცა სავარძელზე ზურგით აკრულს ზემოდან, წამიერად მზერა გაუაყარა მომღიმარი ქალის თვალებს, კბილები ჩაავლო მის ტუჩს და ვნებიანი კოცნით ჩაანაცვლა მწარე კბენა, რომელსაც ლილიანის მხრიდან საპასუხო სიველურე მოჰყვა. ერთი ხელი ნაზად ჩააცურა მის მფეთქავ არტერიას და ყელის გავლით კაბის ღრმა ჭრილში შემძვრალმა მსუბუქად მოიქცია ათრთოლებული მკერდი მუჭში.
- ნოკოლოზ. - ამოიჩურჩულა ლილიანმა და შეეცადა ტუჩებს რომლებიც ასე ახელებდა ოდნავ მაინც მოშორებოდა.
- გაჩუმდი გთხოვ. - სწრაფად გაათავისუფლა დადიანმა მისი სხეული კაბისგან და თან გაყოლილი ბიკინი მხიარულმა მოისროლა სავარძლისგან შორს. ნანახით კმაყოფილი ვნებიანად დაეწაფა მის მოშიშვლებულ მკერდს.
- ჯანდაბა. - თითებით თმებში ჩააფრინდა ლილიანი და სხეულის მოქნილი მოძრაობით აჰყვა მასში ამოძრავებული მამაკაცის სხეულს. თითების შეხებისგან სხეული ეწვოდა ტომაშს, ტანში დავლილ ბუსუსები ყელში ამოაჯდა და გამშრალ ტუჩებს სიმწრით ჩააფრინდა კბილებით. სრულიად შიშველს საჯდომზე ჩააფრინდა ძლიერი თითებით და ბუმბულივით ააფრიალა, კედელთან მიმწყვდეულს მონდომებით უკოცნიდა ალერსით შესიებულ ტუჩებს. სისხლი აუდუღდა ტომაშს და ისე მიასკდა დაბერილ კაპილარებს თითქოს მათი დახეთქვა და გარეთ გადმოდინება სურდა, მაგრამ ვერ მოერია მის გლუვ ზედაპირს, ვერ გახია მისი გარსი და გარეთ გამოსვლის ნაცვლად მთელ სხეულში პატარ-პატარა ნაწილაკებად ჩაეღვარა ლილიანს და მის ბაგეებსაც დაუკითხავი კვნესა მოსწყდა მელოდიასავით რომ მოედო მაშინვე დადიანის სმენას. უკან გადადგმული რამდენიმე ნაბიჯი და ზურგს უკან უკვე საწოლის სიმყარე იგრძნო ტომაშმა.
- მიყვარხარ. - ღიმილით ამოიჩურჩულა ლილიანმა მაგრამ ეს ბოლო იყო რისი თქმაც მოასწრო რადგან დადიანის ტუჩებმა ისეთი ვნებით ჩაუტოვეს ხორხში სიტყვები რომ სუნთქვა შეეკრა. საჯდომზე მოჭერილ ნიკოს თითები იგრძნო, რომელსაც ორი ადამიანის ერთობა და დაჭიმული მამაკაცის სხეული მოჰყვა, ახლა თავად ჩაავლო ტომაშმა მის ტუჩს კბილები და თავისკენ დაქაჩა. საჯდომს მოშორებული თითები უხეშად ჩაავლო ლილიანის სახეს და ძლიერი ბიძგით დააბრუნა ამღვრეული თვალები საწოლზე. წამით არ სწყდებოდა ტომაშის ტუჩებს და ყველა წაცდენილ ოხვრასაც ყელშივე უტოვებდა, ურცხვად დაასრიალებდა მის ათრთოლებულ სხეულზე თითებს და არ ტოვებდა არც ერთ ადგილს სადაც თავის კვალს არ დატოვებდა. - ნიკო. - წამოიკივლა ტომაშმა და დაჭიმული სხეულით მჭიდროდ აეკრო მასში სწრაფი ტემპით მოძრავ სასურველ მამაკაცს. არაფერი ესმოდა მხოლოდ უსაზღვრო სიამოვნებას გრძნობდა, სიამოვნებას, რომელსაც სულის შიმშილის დაკმაყოფილებით გამოწვეული ეიფორია ფონად სდევდა თან. სასიამოვნო თრთოლვამ გული ნორმაზე სამჯერ სწრაფად აუძგერა და დაბუჟებულ სხეულში მტანჯველი მაგრამ სასიამოვნო სინელით ჩაეღვარა. - ჯანდაბა. - ამოიყვირა და უკვე ძალა გამოცლილს სინქრონულად მიჰყვა დადიანი უკან, რამდენჯერმე მოწყვეტით აკოცა ტუჩებში ათროლებული ტომაშს, მის შუბლს ღიმილით დაეყრდნო და ჯერ კიდევ სუნქვა არეულმა მშვიდად ამოიჩურჩულა.
- ძალიან მიყვარხარ პატარავ.
-----
- დილამშვიდობის. - ღიმილით მიესალმა ანა დადიანი სამზარეულოს სკამზე ფეხმორთხმით მჯდომ ლილიანს მაგრამ როგორც კი მიხვდა რომ ლილიანმა მისი შესვლა ვერ გაიგო ისევ გაიმორე და მზრუნველად ჩამოაწევინა მოკეცილი ფეხები სკამიდან. - მეც მიყვარს ასე ჯდომა მაგრამ პატარას რას ერჩი? - გაუღიმა და ჩაიდანი გასქურაზე შემოდგა.
- ჩავფიქრდი და თავადაც ვერ მივხვდი. - თავის მართლებასავით გამოუვიდა ლილიანს და ამაზე თავადაც გაეღიმა.
- კარგად ხარ? - ყავა დაისხა ანამ და დაბნეული ლილიანის გვერდით დაიკავა ადგილი.
- უცნაურად ვარ.
- ეს ბუნებრივია, შენ ხომ ბავშვს ელოდები. - გაუღიმა ანამ.
- არა, ეს არაფერ შუაშია.
- ჩემი ძმა გაბრაზებს? - სახე მოექუფრა ანას. - ვიცი ცოტა აუტანელი ხასიათი აქვს მაგრამ ხომ იცი რომ სიგიჟემდე უყვარხარ.
- არა ნიკო არაფერ შუაშია. - ღრმად ამოისუნთქა ლილიანმა და ორივე ხელი მუცელზე მიიდო, თვალები სულ ოდნავ წამოზრდილ სხეულს მიაპყრო და ღრმად ამოისუნთქა. - სიზმრების გჯერა?
- არა. - მხრები აიჩეჩა ანამ.
- არც მე მჯეროდა იქამდე სანამ ერთმა კუდიანმა არ დამიმტკიცა რომ სიზმრებსა და რეალობას შორის ნამდვილად არსებობს საერთო ხიდი.
- მისმინე ლილიან. - ხელზე მზრუნველად შეეხო ანა დადიანი აშკარად ანერვიულებულ ლილიანს. - თუ რამეზე ნერვიულობ მითხარი.
- ზოგჯერ სიზმარში ფანტაზია აგრძელებს იმ მოქმედებას, რომლის ინტენსიური შესრულებისას ცხოვრებაში მოჰყვა ამ მოქმედების განწყობის ფიქსაცია.
- მითხარი რას ხედავ სიზმარში? - დაინტერესდა ანა დადიანი ტომაშის მღელვარების გამო.
- სამოსახლოს, არ ვიცი ვისია რადგან დახურულია მაგრამ სიზმარში მთელი არსებით ვგრძნობ რომ იქ ვიღაც ისეთი წევს ვინც ჩემთვის ძალიან ძვირფასია.
- ლილიან ეს უბრალოდ სიზმარია.
- ძილის დროს გამორთულია ცნობიერების ნებითი კონტროლი, ამიტომ სიზმრები საშუალებას გვაძლევს, შევისწავლოთ ადამიანის გაუცნობიერებელი ფსიქიკური გამოვლინება. სიზმრებში ვლინდება ფსიქიკის ნევროზული დარღვევები, სიზმრის შინაარსი კი შეესაბამება ადამიანის გაუცნობიერებელ სურვილებს, მისწრაფებებს და მოტივებს. სიზმარი ადამიანის ფსიქიკური ცხოველქმედების პროდუქტია. მის ახსნას კი ორმაგი მნიშვნელობა აქვს: უპირველეს ყოვლისა საშუალება გვეძლევა გავიგოთ, რა კავშირშია სიზმარი პიროვნების სულიერ მდგომარეობასთან, მის ბიოლოგიურ ფუნქციებთან და მეორე - შეგვიძლია გავარკვიოთ, აქვს თუ არა სიზმრის ყოველ ელემენტს თავისი მნიშვნელობა.
- ლილიან. - შუბლზე ამობრუნებული ხელის გული მიადო ანამ ფერწასულ ტომაშს. - ჯანდაბა იწვი, მაღალი სიცხე გაქვს. - სწრაფად წამოიჭრა ანა სავარძლიდან და ტელეფონს დაუწყო ძებნა ლილიანი კი მონუსხულივით იჯდა და თავისთვის ბუტბუტს აგრძელებდა.
- ეს არის მდგომარეობა, რომელშიც მე არ მინდა რამე ვიცოდე გარემომცველი სამყაროს შესახებ. ჩემი ინტერესი მის მიმართ ქრება. მე ძილში ვიძირები, ვწყდები გარესამყაროს, ხდება გარე გამღიზიანებლების შეკავება, თითქოს გარესამყაროს ვეუბნები. თავი დამანებე, მე მეძინება. ძილში არ უნდა იყოს არანაირი სულიერი ცხოვრება, და თუ ის მაინც არის, მაშინ სრული სიმშვიდის მდგომარეობას ვერ ვაღწევთ. სულიერი ქმედების ნარჩენებისგან სრული გათავისუფლება შეუძლებელია. ვიღაც მოკვდება მე ამას ვგრძნობ. - ცრემლიანი თვალებით ახედა მის თავთან მდგომ დაბნეულ ანას. - ფიქრობ რომ გავგიჟდი არა?
- მაღალი სიცხე გაქვს, დამშვიდდი, ნიკო უკვე გზაშია. - უკვე ატირებული ტომაშის სხეული მკლავებში მოიქცია ანამ და როგორც პატარა ბავშვს, რომელსაც ტკივილისა და სიცხის დროს უმღერის დედა დასამშვიდებლად რაიმე ტკბილ მელოდიას მისივე გამოგონილი სიტყვების დახმარებით სწორედ ასე უმღეროდა პატარა დადიანი სიცხით გათიშულ ლილიან ტომაშს რომელიღაც მელოდიაზე უნებურად წამოსროლილ ურითმო მაგრამ სასიამოვნო სიტყვებით შექმნილ მოულოდნელ "კომპოზიას", რომელიც აშკარად კარგად მოქმედებდა მის მკლავეში გამომწყვდეულ ლილიანზე.

5

- სრულიად ჯანმრთელია როგორც დედა ასევე პატარაც. - ღიმილით გახედა ექიმმა მოლოდინით გაგიჟებულ დადიანს. - უბრალოდ დასვენება და კარგი კვება სჭირდება.
- და სიცხე რატომ აქვს? - ძმის ნაცვლად კითხვა ანამ დაუსვა ექიმს.
- მისი ამჟამინდელი მდგომარეობა ბუნევრივია, როგორც ჩანს ემოციური ადამიანია და ფეხმძიმობამ ის კიდევ უფრო ემოციური გახადა, ძლიერი ემოციური აშლილობა ხშირად იწვევს ტემპერატურულ ცვლას, კარგად იქნება.
- პატარავ. - მის თავთან დახრილმა ნიკოლოზმა ღიმილით ამოიჩურჩულა და ნაზად აკოცა უკვე დამშვიდებულ საყვარელ ქალს. - გადაწყვიტე ბოლო მომიღო?
- მაპატიე.
- შეგიძლიათ სახლში წაიყვანოთ, შეეცადეთ მშვიდ გარემოში ამყოფოთ.
- მადლობა ექიმო. - ღიმილით გააცილა ანამ ექიმი და ერთმანეთის ალერსით გართულ წყვილს გახედა, ჩაახველა და როგორც იქნა მათი ყურადღებაც მიიქცია. - გეგმა ასეთია. - დოინჯი შემოირტყა ანამ. - სახლში მივდივართ შენ კი ქალბატობო! - თითი სასაცილოდ დაუქნია ლილიანს. - აღარ გაბედო კიდევ შემაშინო.
- არ მინდოდა. - მხრები აიჩეჩა ლილიანმა.
- არაუშავს, მთავარია შენც და პატარაც კარგად ხართ.
-----
ის იყო დადიანმა გაწერისთვის საჭირო ყველა საბუთს ხელი მოაწერა და ლილიანის პალატაში დაბრუნებას აპირებდა, დერეფნის მოპირდაპირე მხარეს ნაცნობი სილუეტი რომ შენიშნა, დაუფიქრებლად წავიდა შორიახლოს მდგომი ქალისკენ და მასთან მიახლოებულმა ღიმილით მიესალმა მისი ნახვით ოდნავ დაბნეულ ყიფიანს.
- აქ რას აკეთებ?
- შენ რას აკეთებ აქ? - კითხვაზე კითხვით უპასუხა თიკამ.
- ლილიანს მაღალი სიცხე ჰქონდა.
- ახლა როგორ არის?
- უკეთ. ყველაფერი რიგზეა. უკვე სახლში მიმყავს, წამოდი გაუხარდება შენი ნახვა.
- არა არ გინდა, ნუ ეტყვი რომ მნახე. - დაიბნა ყიფიანი.
- კარგად ხარ?
- მე კი. - ცრემლი მოერია თიკას და რომ არ ატირებულიყო სახეზე ხელები აიფარა.
- ეი თიკა, რა მოგივიდა? - მხარზე ხელი მოხვია დადიანმა გაფითრებულ ქალს.
- აღარ შემიძლია, მეტს ვერ ვუძლებ. - ამოიჩურჩულა ყიფიანმა და დადიანის მკერდს მიყრდნობილმა გარეთ გამოდევნა ამდენი ხნის საგულდაგულოდ დამალული ემოციები.
- მითხარი რა ხდება, იქნებ შემიძლია რამით დაგეხმარო. - გულწრფელად შეებრალა ნიკოლოზს ატირებული ქალი.
- შეგიძლია სიკვდილის ანგელოზს სთხოვო ბერიას შეეშვას? - ჩაწითლებული თვალები მიაპყრო გაოცებულ მამაკაცს და კიდევ ერთხელ ასლუკუნდა.
- რა ხდება თიკა?
- ბერია კვდება. სიმსივნე აქვს.
- რა? - სახე გაუფითრდა დადიანს. - რას ბოდავ თიკა? - ძლიერად შეანჯღრია მამაკაცმა ქალის სუსტი სხეული.
- ნეტა ვბოდავდე.
- ჯანდაბა. - თავზე ორივე ხელი მოიჭირა ნიკოლოზმა და დაბერილი ნესტოების მეშვეობით ხარბად შეისუნთქა საავდმყოფოს სპეციფიური სურნელი. - ლილიანმა იცის?
- არა.
- უნდა უთხრას, უფლება აქვს იცოდეს რომ მისი მეგობარი. - წამიერად ხმა გაებზარა დადიანს. - ჯანდაბა მას უფლება აქვს.
- დაისტრესება, ნუკას არ უნდა რომ ლილიანმა ეს გაიგოს, მე უფლება არ მაქვს მის სურვილს გადავაბიჯო, მეშინია, ლილიანს რომ ამის გამო რამე შეემთხვას ნუკა საკუთარ თავს არ აპატიებს ნიკოლოზ.
- დედას შევე/ი. - ამოიჩურჩულა დადიანმა და მოწყვეტით ჩაეშვა დერეფანში მდგომ სკამზე. - გააფრენს! - სახე მოისრისა და ქვემოდან ახედა ჯერ კიდევ ფეხზე მდგომ თიკას. - რამდენად უიმედოა?
- მხოლოდ რამდენიმე თვე დარჩა. - მის გვერდით მოთავსდა თიკა ყიფიანი და შედარებით დამშვიდებულმა მშვიდად განაგრძო საუბარი. - ჩვენ სამნი ძალიან ადრეულ ასაკში შევხვდით ერთმანეთს, მას მერე დღე არ გასულა ერთმანეთი არ გვენახოს, მუდამ გვერდში ვუდგავართ ერთმანეთს. მიუხედავად იმისა რომ სამნი ვართ ლილიანი და ნუკა მაინც სხვაგვარად იყვნენ და არიან ერთმანეთზე გადაჯაჭვულები, მათ უყვართ ფსიქოლოგიური თამაშები, როცა ისინი საუბარს იწყებდნენ მე მუდამ ჩუმად ვისვენდი მათმიერ წარმოთქმულ აზრებს, ისინი ერთმანეთს ძალიან ჰგვანან შინაგანი თუ გონებრივი მდგომარეობით, შეიძლება ითქვას ერთმანეთს თან ჭამენ და თან წუთი არ შეუძლიათ ერთმანეთის გარეშე, არასდროს მიეჭვიანია მათ ამგვარ ურთიერთობაზე მაგრამ უნდა ვაღიარო არც ერთ მათგანთან ისეთი სულიერი კავშირი არ მაქვს როგორც მათ ერთმანეთთან. ლილიანმა არ უნდა გაიგოს ნუკას ამბავი, ჯეჯერობით მაინც.
- მართალი ხარ. - ტკივილი ამოაყოლა დადიანმა ამ ორ სიტყვას და ნაძალადევი ღიმილით გადახედა გვერდით მჯდომ თიკას. - ნებისმიერ დროს დამირეკე თუ დაგჭირდებით.
- მადლობა. ახლა კი წადი და ლილიანს მიხედე.
-----
- როგორ არის?
- ჩაეძინა. - მოკლედ მოუჭრა სამზარეულოს მაგიდასთან მჯდომ პატარა დას ნიკოლოზმა და სიგარეტს მოუკიდა.
- რა გჭირს?
- არაფერი.
- ნიკოლოზ!
- ბერიას სიმსივნე აქვს.
- ნუკას?
- ხო, კვდება ამის დედას შევე/ი და ლილიანმა ეს არ იცის.
- ჯანდაბა დღეს დილით სანამ სიცხე აუწევდა ზუსტად იმაზე მესაუბრებოდა რომ უცნაურ სიზმარს ხედავს.
- რა სიზმარს? - სახე დაეჭიმა ნიკოლოზს.
- მითხრა რომ სამოსახალო ესიზმრება, რომელსაც თავი დახურული აქვს, არ იცის ვისია მაგრამ გრძნობს რომ ვიღაც მისთვის მნიშვნელოვანი ადამიანი კვდება, ჯანდაბა ნიკოლოზ ასეთი რამეები მართლა არსებობს?
- არსებობს ამის დედა მოვტ/ან, არსებობს! კიდევ რა გითხრა?
- სხვა არაფერი. გაურკვევლად ბუტბუტებდა მაღალი სიცხისგან.
- ტრაკ/ი ვარ! საბრალო ნუკა კვდება, ჩემ საუკეთესო ძმაკაცს კი ზუსტად ის ქალი მოეწონა რომელსაც ღმეღთმა უწყის რამდენი დარჩა, ჩემ საყვარელ ქალს კი ვუმალავ მისი ბავშობის მეგობრის ამბავს რადგან მეშინია არ გაგიჟდეს! ტრაკ/ი კი არა იმის იქეთ ვარ! - ხელი მაგიდის ზედაპირს დაარტყა ნიკოლოზმა და თვალები დახუჭა. - რატომ ხდება ასეთი დედამოტყ/ული ამბები ჩვენს ირგვლივ? ან რა დააშავა იმ საბრალო ქალმა ასე ახალგაზრდა რომ უნდა დალპეს აქოთებულ მიწაში?
- თავი ხელში აიყვანე ნიკოლოზ.
- რატომ ხდება რომ როცა გგონია ცხოვრებისთვის ყველა საჭირო კარტი ხელში გიჭირავს ეს დედამოტ/ნული სამყარო ჭადრაკის თამაშს იწყებს?!
- ნიკოლოზ.
- რატომ ხდება-მეთქი? - საკუთარ თავზე კონტროლი დაკარგა დადიანმა.
- ცხოვრება უსამართლოა ნიკოლოზ.
- ხო ანა უსამრთლოა, იმდენად უსამართლოა რომ მინდა უბრალოდ ვიპოვო მისი შემქნელი, ჩავხედო თვალებში და ვკითხო რა დედიშენის გინდა?!
- გეყოფა! - ძმის მკრეხელობის გამო მყისიერად გააფრთდა ანა. - შენ არ გაქვს უფლება ასე ილაპარაკო.
- მართლა? - ცინიკუარად გაეღიმა ნიკოლოზს. - იყო თავისუფალი ნიშნავ იყო თავის-უფალი! ვერავინ მათ შორის ვერც შენ მიმითითებ როდის, რა ვითარებაში რა უნდა ვთქვა, როგორ მოვიქცე და ასე შემდეგ. გავკარი სამყაროს დაუწერელ კანონებს, სადაც დედები ბოზ/ბენ იმისთვის რომ შვილებს აჭამონ, სადაც მამები ლოთდებიან იმის გამო რომ მეტის ტრა/ი არ აქვთ. სადაც შვილები ციხეში იჩითიბიან იმის გამო რომ მის პატარა დას არაფერი მოაკლდეს. სადაც ადამიანები კვდებიან, ადამიანები რომლებიც არ უნდა მოკვდნენ. განა ცოტაა ისეთი ვინც მართლა იმსახურებს სიკვდილს? რატომ ბერია? რატომ არა მაგალითად ახვარი გეგეჭკორი, რომელიც საზოგადოებისთვის იმაზე საშიშია ვიდრე თავად ფიქრობს ამას, რატომ არა მაგალითად დამპალი ლევან ტომაში რომელიც არ ვიცი რატომ ვგრძნობ მთელი სიცხადით მაგრამ აშკარად გარეული უნდა იყოს მისი სიძის მოულოდნელ სიკვდილში? მითხარი რატომ ბერია?
- ლილიანს გააღვიძებ. - მშვიდად ამოიჩურჩულა ანამ და გაფსიხებულ ძმას მიუახლოვდა. - არაფერია სამყაროში გარდაუვალი, გარდა სიკვდილისა.
- ეს ლილიანს გაანადგურებს!
- მას ჩვენ ვყავართ ნუკას ვერ შევუცვლით მაგრამ დავეხმარებით ცხოვრება განაგრძბოს, შენით ჩემით თავისი შვილით. ის ძლიერია!
- ადამიანი ნამდვილი ცხოველია!
- გეყოფა ნიკოლოზ!
- დედას შევე/ი!
-----
- მოგწონს? - ტელევიზორის ცქერით გართულ ქმარს წინ აესვეტა მარიამი და დემონსტრაციულად დატრიალდა მის წინ.
- წითელი? სერიოზულად?
- რას უწუნებ? - დოინჯი შემოირტყა მარიამმა და მზერით გაბურღა სავარძელში მოკალათებული ლევან ტომაში.
- ზედმეტად ვულგარული ხომ არ არის შენი ასაკისთვის?
- სულ რაღაც ორმოცდათხუთმეტი წლის ვარ. - გაბრაზებით ჩაეშვა მარიამი მოპირდაპირე სავარძელში, მაგიდაზე დაგდებული სიგარეტის კოლოფიდან ერთი ღერი ამოასრიალა, მოუკიდა და ღრმად მოქაჩა.
- იმ კუდაბზიკურ წვეულებაზე მივდივართ რომლეზეც არაფერი გვესაქმება მაგრამ შენ იმდენად ამბიციური და საკუთარ თავზე შეყვარებული ქალი ხარ სულ არ გადარდებს ხალხის აზრი, გინდა ფურორი მოახდინო გადმოყრილი მკერდითა და ჯერ კიდევ ლამაზი ფეხებით? აღარვის ჭირდები მარიამ, შენი დრო წავიდა.
- მაგასაც ვნახავთ! - კბილებში გამოსცრა ქალმა და მზერით გაბურღა სავარძელში მოკალათებული ქმარი. - იქ შენი საყვარელიც იქნება.
- არამგონია. - მხრები აიჩეჩა ლევანმა.
- სულ არ იცნობ შენს შვილს. - კმაყოფილმა მოქაჩა სიგარეტს და ირონიულდ ახედა ქმარს. - ლილიანი გაცილებით ჭკვიანი ვიდრე შენ ფიქრობ.
- ხო აბა რა. - გაეღიმა ტომაშს. - იმდენად ჭკვიანი რომ ჯერ ვიღაც გამო/ირებულ ბარმენს გაყვა ცოლად და მასთან ერთად ვირთხების სოროში იცხოვრა, მერე კი არც მეტი არც ნაკლები კრიმინალს გაუშალა ფეხები.
- მამას ჰგავს. არ იცის პარტნიორების სწორად არჩევა.
- იქნებ დედას ჰგავს და მისთვის სულერთია ვისთან იგორავებს.
- იმას მაინც ნუ დამწამებ რომ საყვარლები მყავდა, ნეტა მყოლოდა. - სავარძლიდან წამოდგა მარიამი და ოთახიდან გასულმა კარიც ხმაურით გაიხურა.
- უტვინო ქალები. - ტელევიზორის პულტს დასწვდა ტომაში და არხების არჩევით გართულს წამებში დაავიწყდა გაბრაზებული ცოლის არსებობა.
-----
- ლილიან. - ღიმილით გახედა კარადაში ქექვით ქართულ აბუზღუნებულ ტომაშს ნიკოლოზმა მაგრამ პასუხი ვერ მიიღო. - ღმერთო რა დაგიშავე. - თვალები მობეზრებულად აატრიალა, საწოლზე მიწვა, ორივე ხელი თავქვეშ ამოიდო და ღიმილით მიაშტერდა მეასე კაბის მორგებით გაღიზიანებულ ლიალიანს.
- ვერაფერში ვერ ვეტევი. - დანებდა ბოლოს ლილიანი და ფარხმალდაყრილმა ბრაზით გახედა მისი აზრით ამ მდგომარეობაში ყოფნის გამო ერთადერთ დამნაშავეს დადიანს.
- მოდი აქ. - გაეღიმა ნიკოლოზს, მასთამ მიახლოებულ ლილიანს სწრაფად ჩაავლო თითები და თავისკენ დაქაჩა. ღიმილით ახედა მის მუცელზე მოთავსებულ ტომაშს და გაბუშტულ ტუჩებზე წაეტანა. - პირევლი, სამი კილო თუ გექნება მომატებული მეტი არა, მეორეც, გადასარევად გამოიყურები და ყველა კაბაში იდეალური ხარ. მესამე, თუ არც ერთი არ მოგწონს შეგიძლია ახალი იყიდო, მაგრამ გთხოვ ნუ წამათრევ უაზრო შოპინგზე და გპირდები კურიერს საქართველოს მაშტაბით არსებულ ყველა საუკეთესო კაბას შენს საძინებელში მოვატანინებ.
- შენი მშობლები დავპატიჟე. - მოულოდნელად სულ სხვა თემას შეეხო ლილიანი.
- რა თქვი? - ყბის ძვლები დაეჭიმა დადიანს და ქვემოდან ახედა მომლოდინე ქალს.
- შენი მშობლები დავპატიჟე, ისევე როგორც ჩემები.
- რა ჩემი ყ/ე უნდათ ჩვენს სიახლოვეს?
- მოგწონს ეს თუ არა ისინი ჩვენი მშობლები არიან და არაფერი მოხდება თუ იმ საღამოს, როდესაც მე და შენ ვაპირებთ საჯარო განცახდება გავაკეთოთ ჩვენს მომავალ ქორწინებასთან და შვილთან დაკავშირებით ვფიქრობ ისინი ამას უნდა ხედავდნენ.
- ადექი.
- ნიკო.
- ადექი-მეთქი! - ბრაზით გააყოლა დადიანმა საწოლის მეორე მხარეს გადაგორებულ ლილიანს თვალი და ფეხზე წამოდგა.
- ნიკოლოზ.
- ხვდები მაინც რას მეუბნები? დედაჩემზე უფრო დიდი მოღალატე ჩემს ირგვლივ არ არსებობს, მამაჩემზე იდიოტი არავინ მეგულება, მამაშენი ჩემს მტრებს შორის ყველაზე მეტად მძულს. მითხარი რა ჩემი ყ/ლე უნდა ამ ტიპებს წვეულებაზე?
- დაასრულე? - ემოციების მიუხედავად სიმშვიდე მაინც შეინარჩუნა ლილიანმა.
- დავასრულე თუ არა? - ხელები განზე გაშალა დადიანმა და გაეღიმა. - მეკაიფები ლილიან?
- სამყაროზე საკუთარი წარმოდგენის ყველაზე მართებულად ჩათვლით, ადამიანი საკუთარი თავის მტრად იქცევა, რადგან სხვებში მას უყვარს მხოლოდ საკუთარი თავის ანარეკლი, დანარჩენ ყველაფერს კი უარყოფს. იმის მაგივრად, რომ მედავო – მომისმინე და ეცადე გაიგო. მოსმენის და გაგების სწავლით, შენ ბევრ ახალს და საინტერესოს შეიტყობ. სხვებისთვის შენი თვალსაზრისის თავზე მოხვევით, შენ მხოლოდ შენსაზრზე დარჩები.
- ლილიან ამის დრო არ არის!
- არა არის! ჩვენ გვაქვს უამრავი სხვადასხვა სურვილი. ზოგ მათგანს ჩვენ ვერც ვხვდებით, ზოგის განსაზღვრა გვიძნელდება, ზოგის გვრცხვენია ან ვერიდებით. სურვილები შეიძლება ერთმანეთის საწინააღმდეგო იყონ, და კონფლიკტშიც კი გადავიდნენ ერთმანეთთან. ერთ მომენტში ჩვენ შეიძლება გვინდოდეს ერთი რამ, წამის შემდეგ – სხვა. ის, ვინც გარკვევით იცის, რა უნდა, უფრო წარმატებით წინ წაიწევს მიზნისკენ. განსაზღვრე შენი პრიორიტეტები!
- ჩემო პრიორიტეტი შენ და ჩვენი შვილი ხართ ლილიან, თქვენი სიმშვიდეა ჩემთვის პრიორიტეტი და რატომ გგონია რომ მოღალატე მშობლების დაახლოებით ეს არ დაირღვევა? რატომ ფიქრობ რომ ისინი გჭირდება?
- საერთოდ არ მიცნობ არა? - გაეღიმა ლილიანს. - მეუბნები რომ გიყვარვარ, რომ ჩემს მეტი არავინ გჭირდება, რომ მე და ჩვენი შვილი შენთვის ყველაფერი ვართ, მაგრამ ჩემს ელემენტარულ ჩანაფიქრსაც ვერ ვხვდები.
- ლილიან.
- ყოველთვის არ არის გონივრული ბრძოლა გარემოებასთან ან ძალების დახარჯვა სამყაროს შეცვლის ცდაში. მოქმედების სტრატეგია უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დახარჯული ენერგიის რაოდენობა. ისწავლე ლოდინი და მომენტის არჩევა. ფრთხილად შეასწორე სიტუაცია, ზუსტად გამოთვლილი მოქმედებით და შენ მიაღწევ გაცილებით უფრო მეტს, ვიდრე უხეში ძალის გამოყენებით. არც კი მომისმინე ისე გამოიტანე დასკვნები. ნუ თუ იმდენად სულელი გგონივარ რომ მათი დაპატიჟებით მათთან ურთიერთობის განახლება და დაზავება მსურს? ნუთი ფიქრობ შემიძლია იმ ყველაფრის პატიება რაც მათ მე ან შენ გვავნეს? ნუთუ გგონია რომ ოდნავ მაინც მებრალებიან მარტო ყოფნისთვის?
- ლილიან. - ხმა გაებზარა დადიანს.
- მე ისინი დავპატიჟე იმის გამო რომ თავისი თვალით ნახონ, სამყაროში ყველაფერი ისე არ ხდება როგორც მათ სურთ, მინდა ნახონ ის სიყვარული რაც მე და შენ გვაქვს, მინდა დაინახონ ის ბედბიერება რასაც ერდათ ყოფნით განვიცდით და მინდა დაიტანჯონ იმით რომ ისინი ამას ვერ გაიზიარებენ.
- ლილიან გთხოვ.
- ჯერ კიდევ არ მიცნობ. - წყენით გაემართა ტომაში კარისკენ.
- გაჩერდი გთხოვ.
- მე შენ გენდობი ნიკოლოზ, მე ჩემი თავი სრულად მოგიძღვენი, დროა გამიცნო.
- მაპატიე გთხოვ.
- არავის აქვს უფლება განსაჯოს ჩემი არჩევანი და ჩემი ქცევები, რადგან არავის, არასდროს გამოუცდია ჩემი ემოციები და ჩემი ტკივილი. ანას ვთხოვ კაბის საყიდლად გამყვეს. მინდა დღევანდელი წვეულება ისეთი გამოვიდეს რომ ყველამ დაინახოს რომ ისინი დამარცხდნენ. - მშვიდად ამოთქვა ლილიანმა და ოთახიდან გავიდა.
- იდიოტი ხარ ნიკოლოზ. - საწოლზე ზურგით გადაეშვა ნიკოლოზი და თვალები დახუჭა. - ფეთქებადი იდიოტი!
-----
წვეულებაზე მიპატიჟებული ყველა პიროვნება უკვე ადგილზე იყო, დადიანიც იქ იყო, საავადმყოფოდან გამოწერილ ახაკლაცთან ერთად იდგა და ღიმილით ესაუბრებოდა მონატრებულ მეგობარს. მათთან ერთად იდგა ანას საქმროც. სტუმრებს შორის ბერია და ყიფიანიც იყვნენ, ზუსტად მათ გვერდით იდგა ანა დადიანიც, ტომაშისა და დადიანის მშობლებიც იქვე ტრიალებდნენ, ელენა ხოშტარიას და კიდევ სხვა უმარავ ადამიანს მოეყარა ამ შესანიშნავ წვეულებაზე თავი მხოლოდ ლილიანი არ ჩანდა და უნდა ითქვას შეკრებილი საზოგადოება სწორედ მის გამოჩენას ელოდა სულმოუთქმელად.
- ამდენ ხანს სად არის?! - ბრაზით დახედა დადიანმა საათს.
- შენს გოგოს თუ გულისხმობ აი ისიც. - ღიმილით ჩამოსდო ახალკაცმა მეგობარს მხარზე ხელი და დარბაზის შემოსასვლელში გამოჩენილი ტომაშისკენ გაახედა. რომელსაც შავი დაშვებული უზურგო კაბა ეცვა, პროვოკაციულად მოხსნილი გულითა და ფეხთან ღრმა ჭრილით, თმა მსუბუქად შეეკრა კეფაზე და უღმერთოდ ლამაზი ყველაფერს თავისი ბრწყინვალებით ანათებდა.
- ჯანდაბა. - თვალები დაქაჩა დადიანმა და ორი თითით დააწვა ყელს მიბჯენილ პერანგს. ჭუჭყიან ბრბოში ისე ელავდა როგორც ძვირფასი ლალი. თავის ირგვლივ ისეთ შუქს ჰფენდა რომ დანარჩენს ყოველივეს ბინდი ეფინებოდა. მისი საუცხოო გარეგონა ყველაფერს ჩრდილავდა.
- გონს მოდი და შეეგებე. - ღიმილით გამოაფხიზლა ახალკაცმა დაბნეული მეგობარი, დადიანსაც გაეღიმა, სწრაფად გაარღვია ოვაციების შეძახილებით გართული ბრბო და მომღიმარ ლილიანს მიეჭრა, მსუბუქად შეუცურა მოშიშვლებულ წელზე ხელი და სხეულზე მჭიდროდ აკვრის შემდეგ ნაზად მიაკრო მფეთქავ არტერიაზე ტუჩები.
- უღმერთოდ ლამაზი ხარ! - უჩურჩულა ყურში და კიდევ ერთხელ აკოცა ყელზე.
- შევეცადე. - გაუღიმა ლილიანმა და კმაყოფილი მზერა მოავლო დარბაზში შეკრებილ მათკენ მიმართულ უამრავ შურით აღვსილ თვალებს. - დღეს კარგად გავერთობით. - თვალი ჩაუკრა ჯერ კიდევ დაბნეულ დადიანს.
- ეს უკვე ჩემი გოგოა. - გაეღიმა დადიანს და დარბაზში გაჟღერებული საყვარელი მუსიკის ფონზე, რომელიც ძნელი მისახვედრი არ უნდა ყოფილიყო რომ ახალკაცის მოთხოვნით გაჟღერდა ცეკვით შეიტყუა ლილიანი უფრო სიღრმისკენ.
- მითხარი. - ღიმილით ახედა ლილიანმა მის სახესთან დახრილ დადიანს.
- რა?
- ამ დარბაზში რამდენი ქალია, რომელიც წარსულში შენი საყვარელი იყო.
- პატარავ. - ცხვირის წვერზე აკოცა დადიანმა მომღიმარ ლილიანს და ორჯერ ზედიზედ დატრიალების შემდეგ სხეულზე მჭიდროდ აიკრო.
- უბრალოდ მაინტერესებს რამდენს სურს ჩემი გაწეწვა?!
- ბევრს, კმაყოფილი ხარ? - ტუჩებზე მსუბუქად აკოცა საყვარელ ქალს და უფრო ქვევით ყელისკენ გადაინაცლა მსუბუქი კოცნებით.
- დედაჩემი რას აკეთებს?
- შენ გიყურებს ისევე როგორც დედაჩემი და ისევე როგორც ყველა ვინც ამ დარბაზშია.
- მაკოცე! - ბრძანებას უფრო ჰგავდა ლილიანის პირიდან ამოთქმული ეს ერთი სიტყვა.
- ვგიჟდები შენზე. - ამოიჩურჩულა დადიანმა და ვნებით დააცხრა საყვარელი ქალის ბაგეებს.


აწმყო

- დაიძინა? - ღიმილით ახედა საძინებლიდან გამოსულ ცოლს დადინმა და გვერდით დაჯდომის შემდეგ მჭიდროდ მიიკრო მისი სხეული მკერდზე.
- დაიძინა. - თვალები დახუჭა ლილიანმა და ქმრის არათანაბარი გულს ცემის ხმას ყურადღებით მიუგდო ყური. - რამეზე ღელავ?
- არა პატარავ რა იყო?
- შენი გული უცნაურად ძგერს.
- ჩემი გული მუდამ უცნაურად ძგერს როცა შენთან ერთად მარტო ვრჩები. - გაეღიმა დადიანსა და სწრაფად მოექცა ცოლის სხეულს ზემოდან. - ვიცი ახლა ის დროა რომ ლილიანმა დაიძინოს და ასპარეზზე ენ ბლექი გამოუშვას რადგან საკუთარი ისტორიის წერით არის დაკავებული, ვიცი გინდა მალე დაასრულო ეს წიგნი და ვიცი გღლის ყველაფერი რისი კეთებაც გიწევს, ვიცი რომ ერთი სული გაქვს დაბეჭდილი იხილო მაგრამ.
- რამდენს ლაპარაკობ ღრმერთო ჩემო. - სწრაფად ჩაავლო ლილიანმა ლაყბობით გართულ ქმარს ხელი, თავისკენ მიიზიდა და ვნებით დააცხრა ტუჩებზე.

6

ღიმილით გახედა ღრმად ჩაძინებულ ქმარს, რამდენიმე წუთი მშვიდად უყურა მის მშვიდ ნაკვთებს, გადაღლილს და გამოფიტულს უძილობა დასჩემდა, ამიტომაც ფრთხილად ასწია მის მკერდზე მისვენებული ქმრის ხელი და სავაძლიდან მოხერხებულად გადმოძვრა, ძირს დარყრილ ტანსაცმელში ბიკინი და ქმრის პერანგი ამოარჩია და უკვე ჩაცმული გახსნილ კომპიტერს მიუახლოვდა, სავარძელზე მოთავსებულმა ფრთხილად ამოაძვრინა სიგარეტის კოლოფიდან ერთი ღერი სიგარეტი, მოუკიდა და რამდენჯერმე გადაიკითხა ბოლოს დაწერილი აბზაცი.
- დედაჩემი რას აკეთებ?
- შენ გიყურებს ისევე როგორც დედაჩემი და ისევე როგორც ყველა ვინც ამ დარბაზშია.
- მაკოცე! - ბრძანებას უფრო ჰგავდა ლილიანის პირიდან ამოთქმული ეს ერთი სიტყვა.
- ვგიჟდები შენზე. - ამოიჩურჩულა დადიანმა და ვნებით დააცხრა საყვარელი ქალის ბაგეებს.


წარსული

- ბოლოს მაინც მოსვლა გადაწყვიტე? - ლოყაზე მსუბუქად აკოცა ლილიანმა მეგობრებს და ბერიას მიაპყრო მზერა, რომელიც მიუხედავად იმისა რომ საუცხოოდ გამოიყურებოდა მაინც დაღლილი და ოდნავ ფერმკრთალი ეჩვენა.
- მინდოდა შენი გამარჯვების თამონაწილე ვყოფილიყავი. - გაიღიმა ნუკამ და თითებში მოქცეული სასმლის ჭიქიდან სასიამოვნო შუშხუნა სითხე მოსვა.
- მიხარია რომ მოხვედი.
- მეც მიხარია.
- ლილიან. - ზედმეტად ნაცნობი ხმა მისწვდა ლილიანის სმენას, თავი მსუბუქად აამოძრავა, კარგად მორგებული ღიმილით მშვენივრად დამალა მღელვარება და ზურგს უკან ასვეტებული დედისკენ შეტრიალდა.
- დედა! - თავი ოდნავ დაუკრა და მზერა გაუსწორა ქალს.
- დედას არ მოეხვევი?
- რისთვის?
- როგორ თუ რისთვის? - გაფითრდა მარიამი.
- აჰ გამახსენდა, ჩასაფრებული ჟურნალისტებისთვის ხომ? - კიდევ უფრო გაეღიმა ლილიანს.
- ლილიან გეყოფა! - მკაცრი იყო მარიამის ხმა.
- ბოლოს მაშინ მომეხვიე როდესაც ხუთი წლის ასაკში ხელი გავიჭერი.
- არ გინდა ლილიან.
- მართალი ხარ არ მინდა! - თავი დაუკრა ლილიანმა და გაფითრებული დედა მეგობრებს შეატოვა.
- როგორ ხართ მარიამ დეიდა? - სიტუაციის განმუხტვას ეცადა თიკა თუმცა გაღიზიანება უფრო გამოიწვია მისმა სიტყვებმა და მარიამიც ცხვირაწეული გაეცალა ღიმილმორეულ გოგონებს.
- კუდაბზიკა. - ზიზღით ამოიჩურჩულა ბერიამ და სასმელი მოსვა.
- ბევრი არ დალიო.
- მეჩვენება თუ დადიანის მეგობარი ჩვენსკენ მოდის?
- არ გეჩვენება და ვფიქრობ შენ გიყურებს.
- არ წახვიდე!
- აქვე ვიქნები. - გაეღიმა თიკას და დაბნეული მეგობარი ახალმოსულ ახალკაცს შეატოვა ხელში.
- საღამომშვიდობის.
- საღამომშვიდობის. - რაც შეეძლო თავაზიანად გაიღიმა ნუკამ.
- როგორ მოგწონს საღამო?
- პირდაპირ ჩემი ჰობია პეროგაყრილი სოციუმის მლიქვნელობით სავსე თვალების ცქერა.
- კარგი იუმორის გრძნობა გაქვს. - გაეღიმა ახალკაცს. - ვიცეკვოთ?
- იქნებ უბრალოდ დავლიოთ. - მხრები აიჩეჩა ბერიამ თუმცა ხელიდან ართმეული სასმლის ჭიქა იგრძნო, რომელმაც მოხდენილად გადაინაცვლა უკან ჩავლილი მიმტანის ლანგარზე, რომელსაც მოჰყვა ახალკაცის მხრიდან მოულოდნელად მის წელზე შუცურებულო ხელი და ისე რომ გაპროტესტებაც ვერ მოასწრო ის უკვე დარბაზის შუაგულში იდგა და მშვიდი მუსიკის ფონზე ცეკვავდა მომღიმარი ახალკაცის მკლავებში მომწყვდეული. - კარგად ცეკვავ.
- მადლობა.
- მგონი ხვდები რომ გულგრილი არ ვარ შენს მიმართ არა? - უფრო ახლოს მიიზიდა ახალკაცმა ბერიას სხეული და მზერა გაუყარა დაბნეულ ქალს.
- ჰო, მგონო ასეა. - წარბი ასწია ბერიამ.
- სასიამოვნოა. - მსუბუქად აკოცა ლოყაზე მოულოდნელი ქმედებებით დაბნეულ ქალს და ღიმილით დაატრიალა მისი სხეული.
-----
- იმათ შეხედე. - უჩურჩულა ლილიანმა გვერდით მდომ დადიანს და მზერით ანიშნა დარბაზში მოცეკვავე წყვილისკენ. - მგონი რომელიღაც მათგანს მოუწევს ჩვენი შვილის ნათლიობაზე უარი განაცხადოს. - ღიმილით დაეყრდნო ლილიანი საყვარელ მამაკაცს და სიამოვნებით განაგრძნო დარბაზში მიცეკვავე წყვილის ცქერა.
- ჰო მგონი. - ღრმად ამოისუნთქა დადიანმა.
- მგონი ეს ფაქტი დიდათ არ გახარებს. - წარბი ასწია ლილიანმა.
- მოეშვი ეჭვიანობას. - გაეღიმა დადიანს და ტომაშის ზურგს უკან გამოჩენილ ხოშტარიას მოჰკრა თვალი. - წარმატებები პატარავ.
- რას გულისხმობ?
- საღამომშვიდობის.
- გამარჯობა ელენა. - გაუღიმა ახალმოსულ ქალს და ტომაშს წელზე მოხვია ხელი რის გამოც ხოშტარიას გაეღიმა და მზერა გაუსწორა მის წინ მდგომ მამაკაცს. - როგორ ხარ?
- მადლობა კარგად. თქვენ?
- მშვენივრად. - მოკლედ მოუჭრა ლილიანმა და გამჭოლი მზერა სტყორცნა ოდნავ სახეცვლილ ხოშტარიას.
- ლილიან შეიძლება ორი წუთით მარტო დავილაპარაკოთ?
- ბოლო სტატია რომ არ დავასრულე ამასთან დაკავშირებით? - თვალები დააწვრილა ტომაშმა რის გამოც დადიანს ოდნავ გაეღიმა, ლილიანს ლოყაზე აკოცა და მოსაუბრე მანდილოსნები მარტო დატოვა. - გისმენ.
- იმ ღამით.
- აჰ ელენა, მისმინე თუ იმ ღამეზე აპირებ საუბარს დამიჯერე არ მაინტერესებს როგორი სექსი გქონდა ჩემს საქმროსთან. მე უკვე დავივიწყე მის ცხოვრებაში შენი არსებობის შესახებ და ვფიქრობ დროა შენც შეეგუო რომ დადიანი დაკარგე, ნუ ის არც არასდროს ყოფილა შენი მაგრამ იცოდე აღარც გაიფიქრო რომ ჩვენს შორის ჩადგე. წარმოდგენა არ მაქვს როგორ შესძლო რომ შემყვარებოდა მაგრამ მიყვარს და იცოდე.
- მასთან არ ვწოლილვარ! - საუბარი გააწყვეტინა ხოშტარიამ აღგზნებულ ტომაშს.
- ვიცი. ნიკოლოზი რაც არ უნდა მთვრალი ყოფილიყო არ მიღალატებდა, ვიცი გესმის? მე მას ვიცნობ, მე სხვანაირ ნიკოლოზ ვიცნობ, ის საოცარი პიროვნებაა.
- ბავშვს მართლა ელოდებით?
- კი. - გაეღიმა ტომაშს. - გპირდები ექსკლუზიურ ფოტოს შენი გაზეთისთვის პირველი შენ მიიღებ.
- ეჭვიც არ შეგეპაროს. - ღიმილით დაუკრა ხოშტარიამ თავი და ის იყო წასვლა დააპირა მაჯაში ჩაფრენილმა ტომაშის ხელმა რომ შეაჩერა.
- მადლობა რომ მითხარი.
- ფოტოს ველოდები.
- შევთანხმდით.


აწმყო

აშკარად დაღლილმა სიგარეტის ჩამწვარ ღერს დახედა, თვალები მოისრისა და კომპიუტერის ეკრანიდან სავარძელში მძინარე ქმრისკენ მიმართა მზერა, მის სმენას მოულოდნელად მისწვდა იატაკზე გადგებული შარვლის ჯიბეში უხმო რეჟიმზე დაყენებული ვიბრაციის ხმა. ეჭვით გახედა კედელზე დაკიდებულ საათს, რომელიც არც მეტი არც ნაკლები ღამის სამ საათს აჩვენებდა. უცნაური აფორიაქება იგრძნო და გონებაში გაჩაღებულ ეჭვსაც სწრაფად მოედო ეიფორიული მარწუხები. - არ გინდა ლილიან! - საკუთარ თავს შეუძახა ტომაშმა მაგრამ მასში წარმოქნილი მოულოდნელი ეჭვი იმდენად ძლიერი აღმოჩნდა სურვილს ვერ მოერია, სავარძლიდან წამომდგარი ფრთხილად სწვდა იატაკზე დაგდებულ ქმრის შარვალს და მისი უკანა ჯიბიდან ამოსრიალებული ტელეფონის ეკრანს გულის ფართხალით დახედა. მუხლები ეკვეთებოდა და ვერაფრით ბედაბდა იმ კომბინაციის აკრეფას რაც ისედაც კარგად იცოდა მაგრამ არასდროს გამოუყენებია. ერთხელ კიდევ დაიბზუილა ტელეფონმა, ლილიანმა მძინარე ქმარს გახედა, სწრაფად შეიყვანა შვილის დაბადების თარიღი და...
"აუცილებლად უნდა გნახო"
"ხვალ ჩვენს ადგილზე შეგხვდები"
პირველი რაც თავში მოუვიდა წლების წინ კუდიანის მიერ დანახული სიყვარულის დახასიათება ამოუტივტივდა გონებაში. "ადამიანური ცხვორება ძალიან გრძელია ერთი სიყვარულისთვის. სიყვარული მშვენიერია, მაგრამ ორიდან ერთ-ერთს ადრე თუ გვიან ბეზრდება, მეორე კი ხელცარიელი რჩება. გაიყინება და რაღაცას ელის… ელის, როგორც შეშლილი…" გულის არეში ძლიერი ჩხვლეტა იგრძნო, სიმწრით მოიჭირა სუსტად მფეთქავ ორგანოზე ხელის გული და სახე აემღვრა. მართალია შიგნით გულში არაფერს გაუტკაცუნებია მაგრამ ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს გაშიშვლებულ სადენებს შეეხო შიშველი ხელებით. ტკივილი მარჯვენა მხრიდან დაეწყო, უცებ გულის ფიცრისკენ დაიძრა და მარცხენა ძუძუს ქვეშ გაჩერდა. მერე თითქოს ვიღაცამ მკერდი გადაუხსნა, შიგ დაკოჟრილი ხელი ჩაუყო და გული ყურძნის მტევანივით დაუწურა... ისე დაუწურა... სისხლის ნატამალი აღარ დატოვა შიგ და ასე დამშრალი და დაჭ/ლეტილი მიაგდო კუთხეში. ტუჩებზე აფარებული ხელის მეშვეობით ძლივს მოახერხა მასში დატრიალებული მძვინვარება და ტკივილი ყვირილით არ გამოედევნა გარეთ, ამოიკვნესა და კიდევ ერთხელ წაიკითა ერთმანეთის მიყოლებით მოსული ორი მოკლეტექსტური შეტყობინება. სიბნელე ჩამოწვა. გულმა რამდენიმე დარტყმა გამოტოვა და ლილიანიც მოცელილი ჩაეშვა სავარძელში.


წარსული

- აბა როგორი საღამო გამოვიდა? - ღიმილით გახედა ლილიანმა გვერდით მდგომ ანა დადიანს, რომელმაც თვალი ჩაუკრა მომავალ რძალს და კმაყოფილების გამოსახატად ცერა თითი ჰაერში ასწია.
- დროა მომავალი დედამთილი გაიცნო. - მათკენ მომავალი დედისკენ მიუთითა ანამ. - მართალია ნიკოლოზს მისი დანახვა არ სურს და არც შემიძლია ამ ფაქტში რამე შევცვალო მაგრამ გამიხარდება თუ თავაზიანად შეხვდები.
- არ ვაპირებ მის გაკიცხვას.
- ძალიან კარგი. - გაუღიმა ანა და უკვე მათთან მიახლოებული დედა ლილიანს წარუდგინა. - ეს ის ქალია, რომელმაც შენი მომავალი ქალი შობა, ეს კი ის ქალია რომელიც ნიკოლოზს გაგიჟებით უყვარს.
- შეუძლებელია არ უყვარდე. - გაეღიმა ნინოს და ლილიანის გამოწვდილ ხელს საკუთარი შეაგება. - ძალიან ლამაზი ხარ.
- თქვენც შესანიშნავად გამოიყურებით. - გულწრფელად გაიღიმა ლილიანმა და მოულოდნელად მის წინ მდგომი ქალის მიმართ საშინელი სიბრალული იგრძნო.
- მადლობა მინდა გადაგიხადო მოწვევისთვის.
- რას ამბობთ.
- უკვე გაიცანი ქალბატობი დედა? - ღიმილით მოხვია დადიანმა დედასთან საუბარში გართულ ლილიანს წელზე ხელი და ნაზად აკოცა ყელზე.
- არ გინდა ნიკოლოზ. - თვალები დაქაჩა ანამ.
- იქნებ წახვიდე და მამას სასმლის ჭიქა გამოართვა. - არ ჩამორჩა ნიკო დას.
- იქნებ დროა გამბედაობა მოიკრიბო და ამდენი წლის შემდეგ მიხვიდე და ნორმალურად დაელაპარაკო მამაშენს. - ხმას აუწია ანამ.
- მე არაფერი მჭირს გამბედაობის მოსაკრები, მაგრამ არც მასთამ მაქვს რამე სალაპარაკო.
- ნიკო გთხოვ. - ამჯერად ნინომ ამოიჩურჩულა ხმადაბლა.
- იცი აქ რატომ ხართ?
- არ გინდა. - ხელზე დაქაჩა ლილიანმა.
- არა პირიქით პატარავ ძალიან მინდა.
- ნასვამი ხარ და მგონი ზედმეტადაც! - ისევ ანამ შეუტია ძმას.
- არა იმდენად რომ მოღალატე ხალხის პირფერულ მზერას ვერ გავუძლო. - გაეღიმა ნიკოლოზს. - აი ხედავთ? თავად მოვიდა ჩვენთან ჩვენი მშობელი მამა. გამარჯობა მამა. - ირონია გაკრთა დადიანის ხმაში. თუმცა მამაკაცმა თვალი აარიდა შვილს და პირდაპირ ტომაშს მიაპრო მზერა.
- შეეცადე მას ყველაფერი მისცე რაც დავაკელით. - მზრუნველი ღიმილით ეამბორა დადუმებულ ლილიანს ხელზე და იქვე მდგომ ყოფილ ცოლს გახედა. - ვფიქრობ წასვლის დროა ნინო.
- კარგი. - ღიმილით დაუკრა ნინომ ლილიანს თავი, მამაკაცის გამოწვდილ ხელს დაეყრდნო და მასთან ერთად გასასვლელისკენ დაიძრა.
- არ შეაჩერებ?
- რისთვის. - ყბის ძვლები დაეჭიმა ნიკოლოზს.
- ნიკო.
- მორჩი ანა, არასდროს დამიშლია შენთვის მათთან ურთიერთობა მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მე სურვილი მაქვს მათთან რაიმე კავშირი მქონდეს. წლების წინ დასრულდა ყველაფერი და ახლა ვერც ერთი ვერ შეძლებს წარსულის შეცდომების გამოსყიდვას ასე რომ მოეშვი ჩემთვის ჭკუის დარიგებას.
- კარგი. - დანებდა ანა დადიანი და თვალებით შეყვარებულს დაუწყო ძებნა, როგორც კი იპოვა მაშინვე მისკენ გაეშურა.
- კარგად ხარ?
- დავიღალე.
- გინდა წავიდეთ?
- საკუთარი წვეულებიდან?
- შენთვის არ მითქვამს რომ მე ყოველთვის ვიპარებოდი ჩემთვის მოძღვნილი წვეულებიდან?
- არ გითქვამს მაგრამ ვიცი, მე ხომ ჟურნალისტი ვიყავი. - გაეღიმა ლილიანს. წელზე მოხვეული ხელების მეშვეობით მჭიდროდ აიკრო დადიანმა ტომაშის სხეული და მის სახესთან დახრილმა ჩუმად ამოიჩურჩულა.
- ერთი სული მაქვს ამ კაბის გარეშე დაგტოვო.
- მაცდური წინადადებაა. - ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიქცია ლილიანმა და მამაკაცის მჭიდროდ მოხვეული მკლავებისგან გათავისუფლებული სხეულის არამიწიერი რხევით დაიძრა გასასვლელისკენ.
- ვგიჟდები ამ ქალზე. - ზურგს უკან მიახლოებულ ახალკაცს ღიმილით გახედა და ღრმად ამოისუნთქა.
- მე კი მის დაქალზე ვგიჟდები.
- უკვე? - ცხვირის წვერი აეწვა ნიკოლოზს.
- ჰო.
- ბაჩო. - სწრაფად შებრუნდა დადიანი მეგობრისკენ და ორივე ხელი მხარზე ჩამოსდო, მზერა გაუსწორა მეგობრის ვნებით სავსე თვალებს და ისეთი იმედგაცრუება იგრძნო ეგონა გული ბოლო დარტყმას შეასრულებდა და სამუდამოდ დადუმდებოდა. - ჯანდბა ბაჩო.
- დამშვიდდი. ვიცი რომ კვდება, ეს არაფერს ცვლის მე მაინც ვიბრძოლებ მისთვის, მისი სიცოცხლისთვის და მისი მომავლისთვის.
- ბაჩო.
- ჩემზე ნუ ღელავ ამაზე მერე ვისაუბროთ, ახლა ჯობია უბრალოდ ადგე და ლილიანი იხსნა მამამისის კლანჭებისგან.
- რა? - სწრაფად შებრუნდა დადიანი მეორე მხარეს და როგორც კი მამასთან საუბარში გართულ ლილიანს მოჰკრა თვალი სწრაფი ნაბიჯებით გაეშურა მათკენ.
- იცი მე რას ვფიქრობ? - ირონიულად ჩაიწყო ლევან ტომაშმა ორივე ხელი ჯიბეში და მზერა გაუაყარა აღელვებულ ქალიშვილს.
- დარმწუნებული ვარ ახლა აპირებ შხამი ამოანთხიო და შენი ქალიშვილი მოწამლო. - მშვიდი ხმით მიმართა მათთან მისულმა დადიანმა და აცახცახებული ლილიანი გულზე მიიკრა. - წავიდეთ პატარავ.
- მინდა მოვისმინო რის თქმას აპირებს.
- ლილიან გთხოვ.
- ორი წუთი.
- იცოდე შენს გამო რომ ერთი ცრემლი მაინც ჩამოუვარდეს დავიკიდებ რომ მამამისი ხარ და საჯაროდ დაგინგრევ მაგ ბებერ სიფათს. - ყბის ძვლები დაეჭიმა ნიკოლოზს.
- შენ ის ბიჭი არ ხარ წლების წინ მუხლებში ჩავარდნილი რომ შეწყალებას მევედრებოდა? დაგავიწყდა საიდან მოხვედი? - ზიზღით ამოიჩურჩულა ლევან ტომაშმა და ირონიული ღიმილით გახედა დადიანის შეკრულ მუშტებს. - იცი ლილიან, ჩემო გოგონა, მე ვფიქრობ რომ შენ კიდევ ერთხელ შეცდი მამაკაცის არჩევაში, შესაძლოა ახლა ბედნიერებით დაბრმავებულს არ შეგწევს საღად აზროვნების უნარი და რეალობის შეფასება არ შეგიძლია მაგრამ გავა დრო და დაინახავ რა მონსტრიც გიდგას გვერდით, ახლა შეიძლება შენი სილამაზის გამო ფეხქვეშ გეფინება ეს შენი მომავალი ქმარი მაგრამ წლების შემდეგ როცა ყელში ამოუვა შენი სიახლოვე, მოსწყინდება შენთან სექსი და ახალი ხორცისკენ გაუწევს გული ისე მიგატოვებს თვალს არ დაახამხამებს, მარტო დაგტოვებს, მარტო ამ ისედაც დამპალ სამყაროში, ცრემლებში ჩაიხრჩვები და გულმოკლულს ნუგეშად არავინ გეყოლება ზურგს უკან, სანამ კიდევ დრო გაქვს და სანამ კიდევ შემიძლია შენი პატიება და მიღება, უარი თქვი მასზე და სახლში წამოდი.
- დაასრულე? - გაეღიმა დადიანს.
- შენ არ გესაუბრები, მე ჩემს ქალიშვილს ვუხსნი თუ როგორი იქნება მისი მომავალი თუ შენს გვერდით დარჩება.
- ასეთი მონსტრი როგორ ხარ? - ამოიჩურჩულა ლილიანმა და ცრემლიაინი თვალები მიაპყრო მამას. - იცი რა არის სიყვარული? სიყვარული ისაა, როცა გინდა ვიღაცასთან ერთად წელიწადის ოთხივე დრო გაატარო. გინდა ვინმესთან ერთად გაზაფხულის ქარიშხლებს გაექცე, ფეხქვეშ კი იასამნები გეფინოს, ზაფხულობით ხილი შეაგროვო და მდინარეში იბანავო. შემოდგომაზე ერთად მოხარშოთ მურაბები და სიცივისას ფანჯარა მიხუროთ. ზამთარში, გაციებაში და გრძელი საღამოების გადატანაში ერთმანეთს დაეხმაროთ. ჩემი ცხოვრება სავსეა უსახელო ნაბიჭ/რებით რომლებმაც ის ვერ მიიღეს რაც სურდათ, გიო არ იყო მათ სიაშია, არც ნიკოლოზი განეკუთვნება შენსმიერ დახატულ იმ მამაკაცის პორტრეტს, რომელიც პირველ რიგში შენს თავს მაგონებს, ხო მამა შენ ასეთი ხარ! საზიზღარი პირუტყვი, სარეველა რომელიც მუსრს ავლებს ირგვლივ ყველაფერს, ანადგურებს რასაც შეეხება და ადამიანებს ტკივილს აყენებს. შენ ხარ ის მონსტრი და ამიტომაც გგონია რომ ყველა კაცი შენნაირი მრავალსახიანია. ცდები მამა! მე ბედნიერი ვარ და ასე გაგრძელდება სიკვდილის ბოლომდე, ვერავინ, საერთოდ ვერავინ შეძლებს მე და ნიკოლოზს შორის ჩადგეს. შენ რა გაგეგება სიყვარულის ლევან ტომაშ? საერთოდ არაფერი!
- ლილიან აღარ გინდა, წავიდეთ გთხოვ.
- კაცი რომელიც ასე გძულს ჩემი ყველაზე დიდი ბედნიერებაა, ჩემი მაცოცხლებელია, ფრენაც მასწავლა. სიცოცხლე შემაყვარა, საშინლად მიყვარს იმ სიყვარულით, რომელიც ჭკუდიან მშლის, იცი, იმ დღიდან შეიცვალა ყველაფერი, როდესაც გავიცანი, მთელი ჩემი სამყარო, ცნობიერება, მისწრაფება, ფიქრები. თითქოს, მანამდე არც ვყოფილვარ. ის მთელს სამყაროს მოიცავს! ნიკოლოზი ის უსასრულობაა, რომელსაც შევეჯახე და უბრალოდ სხვას ვერც კი ვამჩნევ, სხვას უბრალოდ ვერ ვუყურებ, ვერ ვეხები ისე ამაღლებული განცდით, როგორც მას! იცი რა ლამაზია ცხოვრება ის რომ გამოჩნდა? ის რომ არსებობს, წარმოდგენა მაინც გაქვს რა ლამაზია ამის განცდა? ალბათ, აღმაფრენა ეწოდება იმ წუთებს, მის დანახვისას გული რომ ფრთხიალდება. - გაეღიმა ლილიანს, მამის შეშფოთებული თვალები კმაყოფილმა დააიგნორა და წამიერი შესვენების შემდეგ ისევ საუბარი განაგრძნო. - როცა იღიმის გული მითბება, როცა ბრაზობს მე ვკვდები. არ ვიცი რა დავარქვა ამ მომენტს, გრძნობას, ზოგი ცხოვრებაში გამართლებას ეძახის, ზოგი იღბალს, ზოგიც დამსახურებულ მონაპოვარს, თუმცა ეს არაა მთავარი. რაც ჩემთვის ყველაფერს აღემატება, ეს ისაა, როდესაც პოულობ შენს ნაწილს, იმ ნახევარს, იმ პიროვნებას, ვისთანაც ორმხრივ ჰარმონიაში ხარ და ვისთან ერთადაც სიცოცხლე გაათასმაგებულ ფასს იძენს. არაფერია ისეთი საოცარი, როცა ორი არასრულყოფილება ერთად სრულყოფილად ბედნიერია. მან მე დამანაყრა მამა. მან მე სულის შიმშილი მომიკლა, ჩვენ ერთმანეთი ვიპოვნეთ და ეს ყველაფერია, სხვა დანარჩენი ამის ფონზე ყოფითი ილუზიაა. ახლა კი ნება მომეცი ერთი რამ გკითხო? შენ გყვარებია დედა ისე როგორც მე მიყვარს ნიკოლოზი?
- არა! - ჩუმად ამოიჩურჩულა ტომაშმა და მთელი სიცხადით იგრძნო რომ ქალიშვილთთან ომში სამუდამოდ დამარცხდა.
- მაშინ მოეშვი ჩემს ცხოვრებაში ხელების უშნო ფათურს და მაცადე დავტკბე სიცოცხლით, რომელიც ასეთი ხანმოკლეა. - წელში გასწორდა ლილიანი, ხელი ჩაავლო ამ დრომდე მის გვერდით მყოფ კმაყოფილ დადიანს და გასასვლელისკენ დაძრულმა თან გაიყოლა საყვარელი მამაკაცი. - ჯანდაბა. - ღიმილით ამოისუნთქა გარეთ გასულმა ლილიანმა სუფთა ჰაერი და თვალები დახუჭა. - არაფერია იმაზე სასიამოვნო როდესაც მხრებიდან ტვირთს იხსნი, ნიღბების გარეშე უყურებ ადამიანებს და ამბობ იმას რასაც გრძნობ. - ასე რატომ მიყურებ? - ეჭვით ახედა ამ დრომდე ჩუმად მყოფ დადიანს რომელსაც თვალებში ოდნავ შესამჩნევად უელავდა ცრემლის ანარეკლი. - შენ რა ტირი?
- ყოველთვის ერთს ვამბობ და იგივე აზრზე ვარ. სიყვარულს განსაკუთრებული დღე არ სჭირდება. სიყვარულის ზეიმი ყოველ დღეა. როცა გიყვარს. როცა უყვარხარ. მაშინაც როცა გენატრება, მაშინაც არა, მაშინ უფრო. გუშინაც მიყვარდი, დღესაც მიყვარხარ, ხვალაც მეყვარები და სიკვდილის შემდეგაც მეყვარები პატარავ. სიყვარული თეორემაა, რომელსაც ყოველ დღე დამტკიცება სჭირდებაო. მართალია არ არსებობს დღე ჩვენს შორის სიყვარულის მტკიცების გარეშე მაშინაც კი, როცა ვჩხუბობთ, მაშინაც, როცა ერთმანეთის არ გვჯერა, არა, მაშინ კიდევ უფრო მეტად, რადგან ასეთ დროს გვიძლიერდება ხოლმე შიში ერთმანეთის დაკარგვისა, თავდაუზოგავად ვიწყებთ შერიგების მცდელობას და რა ტკბილია ის შერიგება. რა მაგარია, როცა გიყვარს და უყვარხარ, როცა ყოველ დღე, ყოველი თვალებში ჩახედვისას გესმის მისი "მიყვარხარ" და შენც ანგარიშმიუცემლად იმეორებ: "მიყვარხარ"! დიახ, მიყვარხარ ლილიან და ჩვენ ვერაფერი მოგვერევა, რადგან დროც ვერ გვერევა! და რა მაგარია იმის შეგრძნება, რომ ეს რეალობაა! - ღიმილმორეული ქალის სახე ხელებში მოიქცია დადიანმა და ვნებით დაეკრო ათრთოელბულ ტუჩებზე.

აწმყო

თვალი გაახილა თუ არა პირველი რაც შენიშნა მოპირდაპირედ მდგომ სავარძელში ფეხმორთხმით მჯდომი ლილიანი იყო, რომელიც მშვიდად ეწეოდა სიგარეტს, მის თვალებში დანახული დაჟინებული და ამღვრეული მზერით გული მოეწურა დადიანს და უნცაურად აძგრებულმა ორგანომაც სრაფად შეახსენა თავი.
- პატარავ შემაშინე. - ჯერ კიდევ გამოუფხიზლებელ სახეზე ხელები მოისვა დადიანმა და ოდნავ წამოჯდა საწოლზე. - რატომ არ გძინავს?
- ვერ დავიძინე! - მოკლედ მოუჭრა ლილიანმა და თითქმის ბოლომდე ჩამწვარი სიგარეტის ღერი ძლიერად დასრისა საფერფლეში, მსუბუქად ჩაახველა და კიდევ უფრო დაჟინებით მიაშტერდა ახალგაღვიძებულ ქმარს.
- მოხდა რამე?
- გიყვარვარ?
- ლილიან. - გაეღიმა დადიანს, საწოლიდან წამომდგარმა სწრაფად ამოიცვა საცვალი და ცოლთან მიახლოებული მის წინ ჩაიმუხლა. - რა კითხვას მისვამ პატარავ?
- მარტივ კითხვას! - ღრმად ამოისუნთქა ლილიანმა.
- რა თქმა უნდა მიყვარხარ ლილიან.
- როგორც ადრე?
- არა როგორც ადრე ის ეღარ. - გაეღიმა დადიანს და ფერწასულ ქალს სიყვარულით დახედა. - უფრო მეტად მიყვარხარ ვიდრე ადრე. - სრაფად მისწვდა ლილიანის ბაგეებს და საუბრის გაგრძელების საშუელაბა არ მისცა.
- ჩემთვის სათქმელი არაფერი გაქვს? - მშვიდად ჰკითხა ტომაშმა როგორც კი მის ტუჩებს მოსწყდა.
- რა ხდება ლილიან? - ეჭვით აზიდა დადიანმა წარბები და მზერა გაუსწორა ლილიანის ცრემლიან თვალებს.
- ეს მე მინდა გკითხო, რა ხდება ნიკოლოზ?
- ლილიან! - სიმტკიცე დაკარგა დადიანის ხმამ მოულოდნელად.
- ნუკა ტირის! გამატარე. - ხელის გულებით მიაწვა ლილიანი დადიანის სხეულს და ისიც მის ნებას დაყოლილი გვერდით გადგა. - ერთხელ ერთმა კუდიანმა მითხრა რომ ადამიანური ცხვორება ძალიან გრძელია ერთი სიყვარულისთვის. სიყვარული მშვენიერია, მაგრამ ორიდან ერთ-ერთს ადრე თუ გვიან ბეზრდება, მეორე კი ხელცარიელი რჩება. გაიყინება და რაღაცას ელის… ელის, როგორც შეშლილი… იმედი მაქვს ცდებოდა.
- ლილიან! - ამოიყვირა დადიანმა თუმცა ოთახიდან გასულმა ყიფიანმა კარი ხმაურით გაიხურა და გაუჩინარდა.

7
წარსული


საკუთარი ბინის მყუდროდ მოწყობილ მისაღებში ჩაფლულს საყვარელი მამაკაცის მკერდი უმაგრებდა ზურგს, ტკივილით სახედაჭმულს სუნთქვა უჭირდა მაგრამ შეძლებისდაგვარად ცდილობდა მორიგი ლამაზი საღამო არ გაეფუჭებინა. მამაკაცის მკერდს აკრული მშვიდი, მონოტორული სუნთქვით სუნთქავდა, არ ადარდებდა რომ კვდებოდა, არც ის ადარდებდა რომ ცხოვრება ზედმეტად უსამართლო აღმოჩნდა მისთვის, მხოლოდ ის ადარდებდა რომ სიკვდილის სარეცელზე მყოფს შეუყვარდა იმ გიჟური ვნებით, რომელიც არასდროს განუცდია, მხოლოდ ის ადარდებდა რომ ვერ შესძლო მისთვის ვნებით სავსე დღეები ეჩუქებინა, იმის ნაცვლად რომ საყვარელი მამაკაცის მკლავებში მოქცეულ სიამოვნების მწვერვალები დაეპყრო, ძალა გამოცლილი მჭიდროდ ეკვროდა მის სხეულს და მის ყელში სახეჩარგული ღრმად სუნთქავდა მისგან მომავალ სურნელს, რომელიც ასე უყვარდა. ბედნიერი იყო ბერია, ბედნიერი რომ მტანჯველი ტკივილების დაძლევაში სწორედ ახალკაცი ეხმარებოდა, წუთით არ სტოვებდა საყვარელ ქალს, მძინარეს დარაჯობდა, ფხიზლად მყოფს გულში იკრავდა, არაფერს სთხოვდა, მხოლოდ მასზე ზრუნვით იღებდა სიამოვნებას, ცუდად ყოფნისას მასთან ერთად ტიროდა, როცა ტკივილი გაივლიდა მასთან ერთად ხუმრობდა და არარსებული მომავლის გეგმებს სახავდა. კარგად იცოდა ახალკაცმა რომ ბერია ვერ გადარჩებოდა, იცოდა მაგრამ არ ეგუებოდა, იცოდა მაგრამ არ იჯერებდა, იცოდა რომ ადრე თუ გვიან ავადმყოფობა მის თავს ხელიდან გამოსტაცებდა მაგრამ ამაზე არ ფიქრობდა, იმას სჯერდებოდა რაც ჰქონდა, იმით კმაყოფილდებოდა რომ მის უკანასკნელ დღეებს ალამაზებდა, მასზე ზრუნვით სუნთქავდა და მომაკვდავი საყვარელი ქალის მიმართ გაჩენილი საოცარი გრძნობით ივსებდა სხეულს. ღრმად იმარხავდა გონებაში თითოეულ დღეს, თითოეულ ფრაგმენტს, თითოეულ მის ამოსუნთქვას, თითოეულ კვნესას და თითეული კოცნას. იცოდა დრო მოვიდოდა ვეღარ შესძლებდა მის სხეულს მოხვეოდა ამიტომაც მუდამ გულში ჰყავდა ჩაკრული, მის ტკივილს საკუთარივით გრძნობდა, უყვარდა, პირველად უყვარდა, გაგიჟებით უყვარდა და მიუხედავად იმისა რომ ყოველი ახალი დღე ბერიასთვის სიკვდილთან კიდევ ერთი ნაბიჯით მიახლოება იყო ის მაინც ბედნიერი იყო რომ მის სხეულს მჭიდროდ იკრავდა გულში, ატირებულს სახეს უკოცნიდა, სასოწარკვეთილს ამხნევებდა, ამშვიდებდა და მერე მასთან ერთად ისიც სიყვარულის დაუსრულებელ მორევში ეშვებოდა.

დრო გადიოდა და ბერია კიდევ უფრო მეტად კვდებოდა...

დრო დაუნდობლად ფლეთდა ნუკა ბერიას და მასში მოულოდნელი ვულკანივით ამოხეთქილ გრძნობას ბაჩო ახალკაცის მიმართ, არ უნდოდა, ნამდვილად არ უნდოდა ავადმყოფობის ასეთ მძიმე ეტაპზე შეყვარებოდა პირველად, შეყვარებოდა უანგაროდ და უპირობოდ მაგრამ შეუყვარდა, შეუყვარდა და ეს გრძნობა კიდევ უფრო ასწრაფებდა მის ისედაც გარდაუვალ სიკვდილს, ბერვი რამ სცადა ახალკაცმა მაგრამ არაფერი გამოვიდა, ბევრი ქვეყანა შეაწუხა, მსოფლიო მაშტაბებით საუკეთესო ექიმები ჩამოიყვანა, სამყარო შეძრა და ფეხზე დააყენა მაგრამ ვერაფერს გახდა ბერიას სხეულში მტკიცედ ფესვებგადგმული დამპალი ავაფმყოფობის წინაშე. ომი წააგო, ომი რომელშიც ასე სურდა გამარჯვება. ფარხმალი დაყარა, მაინც დაყარა და სიგიჟის ზღვარზე მისულმა საყვარელი ქალის სარეცელზე დამხობილმა გაატარა მოახლოებული სიკვდილის წუთები. ლილიანს არ უნახავს მომაკვდავი ბერია რადგან გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე ნუკა მას გამოემშვიდობა, თითქოს ესპანეთში მიდიოდა ახალკაცთან ერთად. მეგობარიც შეეგუა მის გადაწყვეტილებას და მხოლოდ სოციალურ ქსელში მიმოწერით შემოიფარგლებოდა მათი ურთიერთობა, სინამდვილეში კი საერთოდაც თიკა სცემდა ტომაშის მესიჯებს პასუხს, უკვირდა ლილიანს ბერიას ხელწერა თუმცა არაფერს იმჩნევდა და ყველაფერს იმას აბრალებდა რომ მის მეგობარს დრო არ ჰქონდა საყვარელ მამაკაცთან ერთად ყოფნის გამო.

ყოველ ღამით სტანჯავდა ლილიანს უცნაური ზმანება. მარტო იდგა ტრიალ მინდორში, ირგვლივ ყველაფერს სიკაშკაშის ფერი დაჰკრავდა, შემაღლებულ გორაკზე კი თავდახურული სამოსახლო იდგა და ლილიანი ვერაფრით ახერხებდა მასთან მიახლოებას და მისთვის თავის ახსნას. თითქოს რაღაც უხილავი ძალა იჭერდა მის სხეულს და წინ წასვლის საშუალებას არ აძლევდა. მაგრამ ისე მოხდა რომ ერთ ღამით როგორღაც თავი დააღწია ჩაბღაუჭებულ უხილავ დემონებს, ფეხშიშველი გაიქცა გასხივოსნებულ მდელოზე და მისწვდა წყეულ სამოსახლოს, რომელსაც დიდი წვალებით მაგრამ მაინც ახადა თავი. შიშითა და ტკივილით დამფრთხალმა წამოიკივლა და შეშლილივით წამოიჭრა საწოლიდან, ჯერ კიდევ მძინარე დადიანი გიჟივით ეცა საწოლიდან წამოჭრილ ცოლს და ელდა ეცა მისი აჩქარებული სუნთქვის გამო.
- პატარავ ღრმად ისუნთქე. ანა! - დაიყვირა რაც შეეძლო და ოთხად მოხრილ ლილიანს, რომლის ყვირილიც მთელ სახლს აზანზარებდა საწოლზე დაჯდომაში მიეხმარა, ტიროდა, ვერ სუნთქავდა, გული არც კი უცემდა, ტკივილს გრძნოდა, ჯერ არგანცდილ, ამოუხსნელ ტკივილს. - ანა! - ისევ დაიყვირა დადიანმა და სწორედ ამ დროს შემოვარდა ანა დადიანი საძინებელში.
- რა მოხდა? - სწრაფად დაუჭირა ანამ ლილიანს აკანკალებული სხეული, თავს ვერ მოერია მისი ამ მდგომარეობაში ნახვის გამო და ცრემლიც დაუკითხავად მოსწყდა მის თვალებს. - ჯანდაბა ნიკო მშობიარობა ეწყება. - თვალები დაქაჩა ანამ და იატაკზე დაღვრილ წ....ბს შიშით დახედა.
ქარი გულის შემაღონებლად დათარეშობდა კედლებს მიღმა, აშკარად პრემიერა ჰქონდა, მთელი გრძნობით ახეთქებდა არემარეს ახალ, გრძნობა აშლილ მელოდიას. ხეები ბანს აძლევდა და რაც უფრო მეტად შედიოდა ქარი აზარტში სამყაროც მით მეტად იხრიდა ქედს მის წინაშე. უსაშველოდ წვიმდა, სამყარო ტიროდა, ყვიროდა და ასე ცდოლობდა განგებისთვის იმის მინიშნებას რომ ის შეცდა! შეცდა მაგრამ ამას უკვე აღარ ჰქონდა მნიშვნელობა. იმ საზარელ ღამეს ორი მამაკაცი ტიროდა, ორი მეგობარი, ორი სიყვარულით შეშლილი ადამიანი.
ბაჩო ახალკაცი, რომელიც საყვარი ქალის გარდაცვლილ სხეულს მთელი ძალით იკრავდა გულში და ნიკოლოზ დადიანი, რომელიც ახლადგაჩენილ ქალიშვილს მთელი განცხრომით უკოცნიდა პატარა ნაკვთებს. მხოლოდ ტომაშმა ვერ იგრძნო ვერაფერი, მას არ უთხრეს მაგრამ მან ზუსტად იცოდა რომ იმ დაწყევლილ ღამეს სამყარომ დაკარგა ნუკა ბერია და მის ნაცვლად ცხოვრების კარი გაიღო ნუკა დადიანისთვის.


აწმყო

კაბინეტის რბილ სავარძელში ნახევრად ჩაფლული სინქრონულად მოძრაობდა გორგოლაჭებიანი სადგამის წყალობით, მაგიდაზე დაყრილ ფურცლებს ხელის გულებით კუჭავდა და შემოსასვლელთან მდგომ ურნაში ისროდა, თითქოს კალათბურთს თამაშობდა და ასე ცდილობდა მოულოდნელად მასში გაჩენილი ეიფორიის იგნორირებას. ლილიანის სიტყვებზე ფიქრობდა და გული სტკიოდა საყვარელ ქალში მის მიმართ წარმოქმნილი ეჭვის გამო. ჰქონდა კი ლილიანს საეჭვიანოთ საქმე? სისხლი უდუღდა დადიანს და ბრაზს რომელიც ვულკანივით ბობოქრობდა ურნისკენ გადასროლილ ქაღალდის რგოლებს შეძლებისდაგვარად ატანდა.
- ახალო გასართობი? - ფეხი ჰკრა ოთახში დაკაკუნების გარეშე შემოჭრილმა ახალკაცმა და პირდაპირ ჩაეშვა სავარძელში. დაკვირვებით გახედა მისი სტუმრობით არც ისე სახტად დარჩენილ მეგობარს, დადიანმა ისევ სროლა განაგრძო. - გეყოფა!
- აქ რას აკეთებ? გაგახსენდა რომ ჯერ ისევ კომპანიის თანამშრომელი ხარ?
- არ გინდა ეს სარკაზმი.
- სარკაზმი სულაც არ არის. - ისევ ისროლა დადიანმა ურნის მიმართულებით ფურცლისგან გაკეთებული ბურთი. - მთვრალი რატომ არ ხარ? - როგორც იქნა მზერა გაუსწორა ახალკაცს.
- ვცდილობ ნიკოლოზ. - ღრმად ამოისუნთქა ახალკაცმა და ამღვრეული მზერა მიაპყრო სავარძელში ჩაფლულ მეგობარს. - ვცდილობ ამის დედას შევე/ი.
- გენატრება?
- ტკივილამდე!
- გიხაროდეს! ესე იგი ჯერ კიდევ შემოგრჩა ადამიანური გრძნობები. ჯერ კიდევ ფეთქავს, დამპალი ორგანო სახელწოდებით გული შენს გახრწნილ სხეულში, ჯერ კიდევ მიედინება წარწყმენდილ ვენებში აყროლებული სისხლი, ჯერ კიდევ შერჩა ფიქრის უნარი შენს ავადმყოფ გონებას. კიდევ ერთხელ მიპასუხე! გენატრება?
- სიკვდილამდე!
- გიხაროდეს!
- ჯერ კიდევ ცოცხალი ხარ და ისევ ამძიმებ დედამიწას შენი აქოთებული სუნთქვით!
- მადლობა მეგობარო. - ჩაეღიმა ახალკაცს და სავარძელში ჩაფლულმა თვალები ჭერს მიაპყრო. - იყო იქ სადაც ხარ და ამავე დროს არ იცოდე რატომ ხარ ამაზე საშინელი არაფერია.
- ჰო ეს ნაცნობი განცდაა.
- ლილიანმა დამირეკა! - ყრუდ ამოთქვა ახალკაცმა და თვალები დახუჭა. ვერ ხედავდა მაგრამ გრძნობდა დადიანის მღელვარებას, მისი გულის ცემა კი ისე მკაფიოდ ჩაესმოდა ყურებში ერთი გაფიქრება იფიქრა რომ საკუთარში ერეოდა.
- რა გითხრა? - ძლივს ამოთქვა ნიკოლოზმა და განაჩენის მოლოდინში საკუთარი გულისცემა დაიზეპირა.
- არ ვიცი რა თამაშას თამაშობ, არც ის ვიცი რატომ გაუჩნდა ლილიანს ეჭვები მაგრამ თუ რამე ხდება, თუ მის მიმართ გრძნობა აღარ გაქვს.
- მეკაიფები? - სიმწრით გაეღიმა დადიანს და სახე ხელებში ჩარგო. - მან შეავსო ჩემში ყოველი სიცარიელე და არ დამიტოვა არც გულში, არც გონებაში და არც ჩემი არსების არცერთ ნაწილში ადგილი სიძულვილისთვის...
მიყვარს და ასე მგონია, ჩვენი სიყვარულის სიმხურვალე მზესაც კი ჩაანაცვლებს. მიყვარს და სამყარო ჩემი მგონია!.. მიყვარს და სიცოცხლე მიხარია!.. ჩემი ცოლი სიგიჟემდე მიყვარს! დილა იწყება მისით, მაგრამ არ მთავრდება.. რატომ? იმიტომ, რომ თვითონ ლილიანი არ მთავრდები ჩემში. ის დაუსრულებელია. სიგიჟემდე, გულის წასვლამდე მიყვარს უზომოდ, უწერტილოდ, დაუსრულებლად, უსაზღვროდ.
დაუფიქრებლად დავუთმობ სიცოცხლეს, დაუფიქრებლად ვაჩუქებ ჩემს წილ ბედნიერებას, სიხარულს, ჰაერს, მხოლოდ სიყვარულს ვერ ვაჩუქებ. - გაეღიმა დადიანს. - აბა, როგორ უნდა ვაჩუქო მისივე თავი?! არასდროს დავიღლები იმის თქმით, რომ სიცოცხლეს მირჩევნია, მისმა სიყვარულმა დამხატა გრძნობებით აკინძულ გამჭირვალე ცხოვრების ფურცებზე და წამაწერა ზედ უსასრულობად. ჰო, მისმა სიყვარულმა მაქცია ადამიანად და მაგრძნობინა რომ ვსუნთქავ... აქამდე არასოდეს მომისმენია ჩემი გულის ცემა. არც სუნთქვა მესმოდა. ახლა კი ქუჩაში გასვლისას მთელი სამყაროს სუნთქვა და გულისცემა მესმის ის ისეთი მუსიკალურია და ღრმა განცდების მატარებელი, ყოველი მისი ნოტი ჩემში ჟრუანტელს იწვევს. მისი სახება აქვს ყოველივეს ირგვლივ. ნებისმიერ ქმნილებაში და საგანში მის ანარეკლს ვპოულობ და ამიტომ მე ყველაფერი მიყვარს. ჰო, მან შემაყვარა ყველაფერი და ყველა ფერი. მან სამყაროს ფერებით გამაფერადა და გამიფერადა ყოველივე შიგნით თუ გარეთ. იმდენად ღრმაა და მრავლისმომცველი ჩემში. ვცდილობ მთელი განცდით სრულად გადმოვცე სიტყვებად, დამარწმუნა რომ სიყვარული მთელი სამყაროა, არსია, ღმერთია. ღმერთს კი სიტყვით ვერავინ აღწერს. ჰო, სიყვარული ღმერთია თავად და მან ამ გრძნობით ჩემში ღმერთი შემოუშვა. მიყვარს ჩემებურად, არავის მსგავსად! - საუბარი დაასრულა დადიანმა და აშკარად ამღვრეული თვალები ხელის გულებით მოისრისა.
- განა არ მჯერა რომ გიყვარს. - ხმა გაებზარა ახალკაცს. - განა არ ვიცი რომ გიყვარს, განა თვითონ მან არ იცის რომ უსაშველოდ გიყვარს, იცის ნიკო იცის, შესანისნავად იცის და მასაც რომ უყვარხარ სწორედ ამიტომ არის შენს გვერდით მაგრამ ძმაო, მეგობარო, არ ვიცი კიდევ რა გიწოდო, ხომ მენდობი?
- ბოდავ ახალკაცი. - ღიმილით ახედა ნიკომ მეგობარს.
- მითხარი ვინ არის ნია ლომიძე. - ყბის ძვლები დაეჭიმა ბაჩოს და მზერით გაბურღა დადიანის სევდიანი თვალები.
- ჩემი შვილი. - თვალები დახუჭა დადიანმა. - შვილი წარსულიდან.
- ამის დედაც. - თვალები დაქაჩა ახალკაცმა და სავარძელში მთელი ტანით ჩაფლულმა ძლიერად იკბინა ქვედა ტუჩზე.
- არ ვიცი რატომ ვერ ვეუბნები ლილიანს. - ღრმად ამოისუნთქა ნიკომ და მზერა გაუსწორა მეგობარს. - ვიცი გამიგებს მაგრამ, მეშინია იმ სიბრაზის რასაც ამდენ ხანს ამ ამბის დამალვის გამო დამატეხს, ჯერ ისიც ვერ მოუნელებია ნუკას ამბავი რომ დავუმალე, ახლა ეს. არ ვიცი როგორ მოვიქცე მეგობარო. არ მინდა მისი დაკარგვა. მასთან სულიერი თავისუფლება მაქვს. მასთან ვგრძნობ, რომ ცოცხალი ვარ, რომ ბედნეირი ვარ. მასთან გატარებული ყველა საათი შემაშფოთებელი სისწრაფით გარბის. დროის შეგრძნება მეკარგება და არ მყოფნის! ამიტომაც მეშინია უმისობის! ჩემს გამუდმებულ შიშად იქცა! შიშად! და რა აუტანელია ეს შიში! უმისობის შიში!.
- უნდა უთხრა, ლილიანი ამას იმსახურებს ნიკოლოზ.
- ვიცი. - ამოისუნთქა დადიანმა და სავარძელს მთელი ტანით აეკრო.
- ადექი. მოკიდე ხელი და სადმე წაიყვანე, ლამაზი საღამო მოუწყე, გააბედნიერე, სიმართლე უთხარი, ეჭვები გაუფანტე და სიყვარული აჩუქე. ლილიანი ამას მართლა იმსახურებს. - გაიღიმა ბაჩომ და სავარძლიდან წამოდგა. - არ გადადო დღესვე უთხარი. დამიჯერე გაგიგებს!
- ასე ფიქრობ?
- არ ვფიქრობ. დარწმუნებული ვარ. - გაეღიმა ახალკაცს და მეგობარი კაბინეტში მარტო დატოვა.
-----
სიგარეტის კვამლში და კლუბის გაცრეცილ ფერებში ჩაკარგულს, მიუხედავად იმისა რომ მის გვერდით უამრავ ადამიანს მოეყარა თავი, მარტოობის უღიმღამო კაეშნით შეპყრობილს,წითელი ღვინით სავსე მუცელ გაბერილ ჭიქას მთელი ძალით ჩაფრენილს, ყბის ძვლები დასჭიმვოდა და თვალს მომდგარ უემოციო, ემოციურობას მთელი ძალით სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში იწვევდა. მაღალ ხმაზე ჩართული მუსიკა და ერთმანეთში აზელილი ზღვარგადასული წყვილების საჯარო ალერსი გულს ურევდა მაგრამ ადგომა და სახლში წასვლაც არ სურდა. ნუკა ანასთან დატოვა და მთელი დღის ბოდიალის შემდეგ წლების წინ საყვარელ ბარს გონების გასანიავებლათ მიაშურა, კლუბს სადაც ბავშობის მეგობრებთან ერთად გონების დაკარგვამდე ერთობოდა, განსხვავება დიდი დაინახა იმჟამინდელსა და ახლანდელ გარემოს შორის, პირველ რიგში ის მარტო იყო, გვერდით არ ჰყავდა ბერია რომელიც მტანჯველმა ავადმყოფობამ ხელიდან გამოაცალა და არც ყიფიანი, რომელმაც მოახერხა ბავშობის ოცნების ახდენა მსახიობობასთან დაკავშირებით და ამჟამად საქართველოში არ იმყოფებოდა.
ყველაფერი ჰქონდა, იმაზე გაცილებით მეტი ვიდრე ერთ ადამიანს უნდა ჰქონოდა მაგრამ ეს არ იყო საკმარისი, მისთვის არ იყო საკმარისი, სულში გაჩაღებულ სიცარიელეს აღარაფერი უვსებდა. მეგობრების დანაკლის ვერ უვსებდა ვერც შვილი და ვერც ქმარი, რომელიც ბოლო პერიოდში ზედმეტად უცნაურიც ეჩვენებოდა. ვისკის ცარიელი ჭიქა მაგიდის ზედაპირზე გაასრიალა. თვალები დახუჭა და შეეცადა არ ეტირა, გამოუვიდა. ჯიბეში კიდევ ერთხელ ამღერებული ტელეფონი ამოასრიალა, ეკრანს სინანულით დახედა და ახლაც ისევ ისე გათიშა როგორც მანამდე, ჯამში სათვალავი აერია, იცოდა მის საქციელს დადიანის გაფსიხება და სკანდალი მოყვებოდა, მაგრამ ზედმეტად გაყინული იყო იმისთვის რომ მისთვის ეპასუხა.
- გარეთ გავისეირნოთ. - ყურთან ახლოს მოესმა ქალის ზედმეტან ნაცნობი ხმა და შიშით დამფრთხალი ერთიანად შეხტა, სწრაფად შებრუნდა ხმის მიმართულებით და უამრავ ადამიანს შორის სწრაფად მიმავალ სხეულში ამოცნობილი წარსულის დანახვის გამო სისხლი გაეყინა, გიჟივით წამოჭრილი ქურდივით აედევნა მიმავალ სილუეტს, ერთმანეთში არეული წყვილების გამო მხედველობის არედან უქრებოდა მოულოდნელი სტუმარი მაგრამ ისევ პოულობდა და ისევ ფეხდაფეხ მიყვებოდა იქამდე სანამ გარეთ სუფთა ჰაერზე გამოსულმა საკუთარი ავტომობილის წინა ნაწილზე ნახევრად მიყრდნობილ მოჩვენებას არ მოჰკრა თვალი. გული სწრაფად უცემდა ტომაშს და ერთი ფიქრი ისიც გაიფიქრა ხომ არ გავგიჟდიო მაგრამ ბოლოს მასში არარსებული გამბედაობა მაინც მოიკრიბა და მოჩვენებისკენ დაიძრა. მზერა გაუყარა სიგარეტის მოწევით ნეტარებაში მყოფ, სულ თეთრებში გამოწყობილ მეგობარს და ცრემლებმაც დაუკითხავად იწყეს სააშკარაოზე გამოსვლა. - მოეშვი ცრემლების ღვრას. - გაიღიმა ნუკამ და მხრები აიჩეჩა. - იქ ზევით საქმე ჩავაწყე და მოვედი რომ შემოგილაწუნო.
- მძინავს? - ტკივილით სახე აემღვრა ლილიანს და მთელი სხეულით აცახცახდა.
- შენ წარმოიდგინე და არა. - გაიღიმა ბერიამ და სიგარეტი გაუწოდა ატირებულ მეგობარს.
- ზოგჯერ ისეც ხდება რომ ჩვენ, გარდაცვლილებს ამა თუ იმ მისიებს გვაკისრებენ და დედამიწაზე ცოცხლად დარჩენილებთან გვგზავნიან როგორც მათ ანგელოზებს ან დემონებს, მე შენ აგირჩიე.
- რატომ მე?
- იმიტომ რომ ზედმეტად დაბნეული და მარტოსული ხარ, ძლიერ ნიღაბს ამოფარებული წარმატებული ქალი, ზედმეტად ფაქიზი და ემოციური სულით, შენ არავინ გიცნობს ლილიან ისე როგორც მე.
- ჯანდაბა ძალიან მენატრები ნუკა. - ამოიყვირა ტომაშმა და სახე ხელებში ჩარგო. - დავიკარგე.
- ხო ამას ვხედავ.
- შენთან საუბრები ისე მჭირდება და მენატრება, აზროვნების უნარი აღარ გამაჩნია, ვაკუუმში ვარ.
- დამშვიდდი, ხომ ხედავ აქ ვარ. - ხელები გაშალა ბერიამ და ღიმილით გახედა მეგობარს.
- შეიძლება?
- არ ვიცი რამდენად მიგრძნობ, მე ხომ მხოლოდ სული ვარ. - ჯიბეში კიდევ ერთხელ ამღერებული ტელეფონი ამოიღო ლილიანმა და ისევ გათიშა.
- აღარ ენდობი?
- ის არ მენდობა. - ამოისუნთქა ლილიანმა და სიგარეტის ახალ ღერს მოუკიდა.
- სხვათაშორის ბევრს ეწევი.
- ვიცი. - გაეცინა ტომაშს და ღიმილით ახედა ბავშობის მეგობარს. - რატომ მე და არა რომელიმე სხვა?
- მაგალითად ბაჩო? მას ყავს დადიანი, რომელიც მშვენივრად უმკლავდება მის ემოციურ აშლილობებს, თიკა? კარგი რა ისე ერთობა თავის ახალ ბოიფრენდთან ნაკლებად სავარაუდოა ახლა ჩემი დანახვა სჭირდებოდეს. შენ არავინ გყავს ლილიან, არავინ ისეთი ვისთანაც იქნები ის ვინც სინამდვილეში ხარ.
- იცი ახლა რა მინდა? - საუბარი შეაწყვეტინა ლილიანმა მეგობარს.
- კი ვიცი. გინდა სასმელი ვიყიდოთ და გიოს საფლავზე ავიდეთ.
- ჯანდაბა რა მაგარია რომ ჩემთან ხარ.
- მეც მიხარია მეგობარო. - თითებს შორის მოქცეული სიგარეტი აართვა ნუკამ მეგობარს და ღრმად მოქაჩა.
- ანგელოზებისთვის მოწევა დასაშვებია?
- და ვინ გითხრა რომ ანგელოზი ვარ?
- იდიოტო. - ხმით გაეცინა ლილიანს და ქუჩაში გამვლელ რამდენიმე წყვილ გაოცებულ თვალს რომ შეეფეთა ჯერ დაიბნა, მერე შეეშინდა და გაფართოებული თვალებით გახედა მეგობარს. - ისინი ვერ გხედავენ არა?
- რა თქმა უნდა ვერა. საჭესთან დაჯექი. - თვალი ჩაუკრა ბერიამ მეგობარს და პირველი თავად ჩაჯდა ავტომობილში.
-----
- დედას შევე/ი კიდევ ერთხელ იღრიალა დადიანმა და ტელეფონი ხმაურით დაახეთქა მაგიდის ზედაპირზე.
- გეყოფა! ნუკას აშინებ. - მუხლებზე მჯდომი ძმიშვილი ძლიერად ჩაიკრა ანამ გულში და გამჭოლი მზერა სტყორცნა სიფსიხით აჭრილ ძმას.
- დედა მალე მოვა? - ტუჩები დაბრიცა პატარა დადიანმა.
- კი პატარავ მალე მოვა. - შუბლზე აკოცა სატირლად მომზადებულ ნუკას ანამ და ნიკოლოზს თვალები დაუქაჩა.
- მოდი ჩემთან. - დის კალთაში მოკალათებული ქალიშვილი ხელში ააფრიალა ნიკომ და და განცხრომით დაუკოცნა ლამაზი სახე. - დედა მალე მოვა, შენ კი ვფიქრობ ახლა უნდა დაწვე და დაიძინო, ხომ არ გინდა დედა რომ დაბრუნდება მამას იმის გამო ეჩხუბოს რომ თავის დროზე არ დაგაძინე?
- არა. - პატარა ხელები მოხვია ნუკამ მამას და ცხვირი მის ყელში ჩარგო. - ზღაპარას მომიყვები?
- ოხ ლილიან. - გაეცინა ნიკოლოზს და კიდევ ერთხელ დააკვირდა ქალიშვილის სახეს. - რომელი ზღაპარი გინდა?
- დედიკოზე და მამიკოზე.
- კარგი ვფიქრობ თავს გავართმევ. - ცხვირზე თითი დაჰკრა დადიანმა ქალიშვილს და საძინებლისკენ აიღო გეზი.
-----
- როგორ ფიქრობ ნიკოს სხვა შეუყვარდა? - სიმწრით ამოიჩურჩულა ლილიანმა და წინა სავარძელზე მოკალათებულ მეგობარს გახედა.
- ამას სერიოზულად მეკითხები? - მხრები აიჩეჩა ბერიამ.
- შენ ხომ იცი სინამდვილეში რაც ხდება? რატომ არ მეუბნები?
- ლილიან. - გაეღიმა ნუკას. - მე უბრალოდ შენი წარმოსახვის შედეგი ვარ.
- მოვკვდები სხვა რომ ჰყავდეს.
- და რატომ პირდაპირ არ ჰკითხე?
- შემეშინდა.
- რისი ლილიან?
- სიმართლის.
- ნიკოლოზს არ ენდობი?
- ხომ იცი რომ ვენდობი მაგრამ მისი ბოლოდროინდელი უცნაური ხასიათი და ქმედება, ის მოკლეტექსტური შეტყობინება მაფიქრებინებს რომ თავად არ მენდობა და არის რაღაც რასაც მიმალავს. ამას კი არ ვფიქრობ ფაქტს შევეჯახე, ხელში მეჭირა მისი ტელეფონი და ვკითხულობდი ვიღაცის მოწერილ მესიჯებს.
- და მაშინვე იფიქრე რომ საყვარელი ჰყავს?
- არაფერი მიფიქრია. ნუკას თავს გეფიცები არაფერი მიფიქრია უბრალოდ იქ შიგნით რაღაც ჩამწყდა და გავიყინე.
- ვფიქრობ დროა შინ დაბრუნდე და ქმარს ამის შესახებ ესაუბრო, გვიანია იმისთვის რომ გიჟივით მარტო დაეხეტებოდა ქუჩაში.
- მეშინია.
- ვიცი მაგრამ მოიკრიფე გამბედაობა და თვალებში ჩახედე.
- კიდევ გნახავ? - ცრემლი მოერია ტომაშს.
- ვფიქრობ რომ კი. მე ხომ შენი წარმოსახვის შედეგი ვარ.
-----
- დაიძინა? - ჭიქა მაგიდის ზედაპირზე დააბრუნა ანამ და საძინებლიდან დაბრუნებულ ძმას გახედა, რომელსაც ტელეფონი ყურსა და მხარს შორის მოექცია და დაძაბული ელოდა გაბმული ზუმერის შემდეგ ნანატრი ხმის გაგონებას მაგრამ ყურმილს მიღმა მყოფი ადამიანი ისევ ჯიუტად სდუმდა.
- ასე არასდროს მოქცეულა. - მოწყვეტით ჩაეშვა დადიანი სავარძელში და სახე ხელებში ჩარგო.
- რამე ხდება ნიკოლოზ?
- არ გინდა ანა.
- მისმინე არ ვიცი რა მიქარე, არც ის ვიცი რატომ დამირეკა ლილიანმა და მთხოვა ბავშთან დავრჩენილიყავი, არც ის ვიცი რატომ არ ედო სახლიდან გასვლისას ფერი და არც ის ვიცი რა ჯანდაბა ხდება თქვეს თავს მაგრამ იცოდე თუ აღმოჩნდება რომ მის ამ ქაუჩინარებაში დამნაშავე შენ ხარ პირველი მე ვიქნები ვინც დედას გიტირებს. ასე რომ თუ რამე ხდება საიდანაც გამოსავალს ვერ ნახულობ მითხარი და გპირდები რაც არ უნდა იყოს ადეკვატური რეაქცია მექნება.
- ციხიდან გამოსვლის შემდეგ ერთ ქალთან ვცხოვრობდი, რამდენიმე თვე, კარგი ვინმე იყო, მართლა, თუმცა მოულოდნელად მის მიმართ ზიზღის გრძნობა დამეუფლა და ყოველგავრი ახსნის გარეშე მივატოვე. - ორივე ხელი თავზე მოიჭირა ნიკომ და თვალებგაფართოებულ დას ახედა. - რამდენიმე წლის წინ ბარში ერთ გოგონას გადავეყარე, რომელიც იმ ქალს ძალიან მივამსგავსე, კერძო დეტექტივი ავიყვანე რომ მის შესახებ ყველაფერი გამეგო, მოსვენება დავკარგე და რაც ყველაზე მთავარია გამუდმებით ვხედავდი სიზმარში იმ მიტოვებულ ქალს, რომელსაც ხელში ახალშობილი ეჭირა. ყველაფერი გამოვიძიე და აღმოჩდნა რომ იმ ქალისგან შვილი მყავს და გოგონა რომელიც სრულიად შემთხვევით გავიცანი ბარში ჩემი შვილი აღმოჩნდა.
- რა? - წამოიკივლა ანამ თუმცა სხვა ვერაფრის თქმა შესძლო რადგან ოთახში ფრთხილად შემოპარულ ლილიანს მოულოდნელობის გამო ჩანთა გაუვარდა და იატაკზე დავარნის შედეგად გამოწვეულმა ხმამ და-ძმა აიძულა რომ ახლადმოსულისთვის შეეხედათ.
- ლილიან! - სახე დაეჭიმა დადიანს და გიჟივით წამოიჭრა სავარძლიდან.
- განაგრძე! - მოკლედ მოუჭრა ლილიანმა და სავარძელში მოწყვეტით ჩაეშვა.
- სად იყავი?
- განაგრძე ნიკოლოზ! - მტკიცე იყო ლილიანის ხმა და დადიანიც იძულებული გახდა ერთხელდასამუდამოდ სიმართლე ეთქვა. სიმართლე რომელსაც ამდენ ხანს მალავდა და სიმართლე რომელიც მას სიცოცხლის უნარიანობას აცლიდა.
- დეტალებს ხომ არ მოვყვები არა? - სიმწრით გაეღიმა დადიანს. - სათქმელი უკვე გაიგე, ცუდათ მაგრამ გაიგე, შვილი მყავს, ცხრამეტი წლის ქალიშვილი, რომელსაც გამზრდელი მამაც დაეღუპა, დედაც და სხვა ნათესავები არ ჰყავს, როცა მე მის ცხოვრებაში გამოვჩნდი არ გაჰკვირვებია, ისედაც ცოდნია რომ მამამისი მისი ნამდვილი მამა არ იყო, გაუხარდა რომ ვიპოვე, არ უსაყვედურია იმის გამო რომ დედამისი მივატოვე, არც იმაში დავუდანაშაულებივარ რომ ამდენ ხანს არ მიცნობდა, მე ხომ მისი არსებობის შესახებ არ ვიცოდი, პატარა ბინა ვუყიდე სადაც უფრო კომფორტულად ცხოვრობს ვიდრე იმ სახლში სადაც ადრე ცხოვრობდა, ბინძურ ბარში მუშაობას თავი დაანება, სწავლობს, კარგი გოგოა. - თავი ჩახარა ნიკომ და ღრმად ამოსუნთქვის შემდეგ მანაც ისევე მიაპყრო სავარძელში ჩაფლულ ტომაშს მზერა როგორც ანამ. ოთახში გამეფებულ სიჩუმეს ისეთი დენთის სუნი ასდიოდა დადიანს გულმა არათანაბრად დაუწყო ფეთქვა. - ლილიან.
- ანა შეგიძლია შენს ძმასთან მარტო დამტოვო?
- რა თქმა უნდა. - სწრაფად წამოხტა ანა დადიანი სავარძლიდან და გასვლისას კარიც ხმაურით გაიხურა.
- ლილიან მისმინე.
- მოკეტე! - სავარძლიდან წამოდგა ლილიანი და მტკიცე ნაბიჯებით დაიძრა გაფითრებული დადიანისკენ. მასთან მიახლოებულმა მზერით შეუნგრია ქმარს ისედაც დანგრეული გულ-მკერდი, სახედაჭიმულს ნერვიულობა და ტკივილი ერთიანად სჭამდა, თვალები დახუჭა ლილიანმა და ძლიერად მოქნეული მარჯვენა ხელი მტკივნეულდ შეახეთქა ნიკოლოზს სახეში. - ეს იმისთვის რომ უჩემოდ გადაწყვიტე ყველაფერი, იმისვის რომ საბაბი მომეცი მენერვიულა. - ახლა მარცხენა ხელი მოიქნია და ჯერ კიდევ დაბნეულ ქმარს მარჯვენა ლოყაში გაარტყა. - ეს იმისთვის რომ არ მენდე და გეგონა წარსულში ვიღაც ქალთან გატარებულომი ღამეების შედეგად მოვლენილ უცოდველ ბავშვს ხელს ვკრავდი, იმისთვის რომ იმის ნაცვლად აქ მოგეყვანა, ჩემთვის გაგეცნო და მისთვის ნამდვილი ოჯახური სითბო გეჩუქებინა მარტივ გამოსავლად მისთვის ბინის ყიდვა და დამალული ყოფნა ამჯობინე. - ისევ მოიქნია ლილიანმა მარჯვენა ხელი და ისევ ნება მისცა დადიანმა კიდევ ერთხელ შეხებოდა გააფთრებული ცოლი მის სახეს. - ეს იმისთვის რომ არ მენდობი! იმისთვის რომ მესაკუთრე ნაბი/ვარი ხარ და ნება არ მომეცი შენი ქალიშვილი გამეცნო, მიმეღო და მასზე მეზრუნა. იმისთვის რომ ჯერ კიდევ ვერ გამიცანი! მე დავასრულე! ახლა შეგიძლია თვალებში შემომხედო და მითხრა რომ იდიოტი ხარ. საკუთარ თავში ჩაკეტილი იდიოტი.
- იდიოტი ვარ. - სავარძლიდან წამომხტარმა დადიანმა ყბებში ჩავლებული თითების მეშვეობით ახლოს მიიზიდა ცოლის სახე და მის ტუჩებთან დახრილმა ამოიჩურჩულა. - ჰო ლილიან იდიოტი ვარ.
- შენი შვილის გაცნობა მინდა. - მზერა გაუსწორა ლილიანმა ქმარს და შედარებით დამშვიდებულმა ყელზე შემოხვია მკლავები.
- საოცარი ქალი ხარ!
- მაგრამ შენ ამის კიდევ არ გჯერა, კიდევ ფიქრობ რომ ვერ გაგიგებ, კიდევ ფიქრობ რომ შენგან წავალ, კიდევ ფიქრობ რომ ჩემი სიყვარული არც ისეთი ძლიერია რომ ყველაფერი გამანდო.
- ასე არ ვფიქრობ პატარავ. - შუბლით მის შუბლს დაეყრდნო დადიანი და თვალებდახუჭულმა ღრმად შეისუნთქა მისგან მომავალი ლავანდისა და ალკოჰოლის შერეული სურნელი, გაეღიმა და ლილიანის ამღვრეულ თვალებში ჩაიკარგა. - ნასვამი ხარ.
- ჰო დავლიე, საკუთარ წარმოსახვასთან ერთად დავლიე რადგან ჩემი ქმრის ტელეფონში საშინლად სანერვიულო მესიჯები ამოვიკითხე.
- მაპატიე გთხოვ. - მსუბუქად აკოცა ცოლს ტუჩებზე და ძლიერად მიიკრო მისი სხეული გულზე.
- გაპატიებ თუ ხვალ შენს საკრედიტო ბარათს გამატან.
- რა ჯანდაბათ გინდა? - სახე უკან გასწია დადიანმა.
- ვფიქრობ დროა ამ უზარმაზარი სახლის ერთი ოთახი ისე მოვაწყოთ როგორც შენს ცხრამეტი წლის ქალიშვილს შეეფერება. - გაუღიმა ლილიანმა, პერანგში ჩავლებული თითების მეშვეობით ახლოს მიიზიდა ქმრის გაცისკროვნებული სახე და ვნებით დაეკრო სასურველ ბაგეებზე. - კიდევ არის რამე რაც უნდა ვიცოდე?
- არა პატარავ.
- იმედია. - გაეღიმა ლილიანს, ხელი ჩაავლო ქმრის დამშვიდებულ სხეულს და ისე რომ კოცნა არ შეუწყვიტავს სწრაფად შეიტყუა საძინებლში.


8
- მარილი აკლია. - თვალები მოჭუტა ლილიანმა და გვერდით მდგომ ნონას გახედა. - მინდა რომ ყველაფერი იდიალურად იყო, ხომ მოასწრებ?
- რა თქმა უნდა ქალბატონო. - ჩაახველა ნონამ და გაზქურას მიუბრუნდა.
- დედა უთხარი დამსვას. - აწიკვინდა ლილიანის უკან პატარა ნუკა დადიანი და დედას საშველად უხმო.
- ბაჩო მოეშვი მის წვალებას. - გაიღიმა ლილიანმა და ნათლიის კალთაში გამომწყბდეული ქალიშვილი ხელში ააფრიალა. - არ გინდა წახვიდე და მოწესრიგდე? - მშვიდად ამოთქვა ლილიანმა და სევდიანი მზერა მიაპყრო სავარძელში დაპატარავებულ ახალკაცს, რომელსაც ტკივილის გამო დასმული დაღი უკვე მკვეთრად ეტყობოდა სახეზე.
- კარგი რა ლილიან. - ხელი აიქნია ბაჩომ და გამოცლილი ჭიქა სასმლით შეავსო.
- ნიკოს ხათრით, ხომ იცი რომ ცოტა ხანში თავის ქალიშვილს მოიყვანს.
- ნუ ნერვიულობ არ გამოვჩნდები.- გეყოფა ბაჩო!
- ბრაზი მოერია ლილიანს. - ვგავარ ადამიანს, რომელსაც შენს გვერდით ყოფნა დისკომფორტს შეუქნის? მე არ მინდა თავი მოიკლა იმის გამო რომ ვერ შევძელით მისი გადარჩენა. გგონია მარტო შენ გტკივა? გგონია მე არ ვასველებ ყოველ ღამით ბალიშს მისი მონატრებისგან გამოწვეული ცრემლებით? გგონია ხორცებს არ ვიგლეჯ იმის გამო რომ ჩემში გამძვინვარებული ბოღმა გარეთ არ გამოვდევნო? მითხარი გგონია რომ მარტო შენ დაგაკლდა?
- როგორ უძლებ? - სახე აემღვრა ბაჩოს და საბრალო თვალებით ახედა თავზე წამომდგარ გააფთრებულ ლილიანს, რომელსაც შეშენებული ქალიშვილი გულზე მაგრად მიეკრო და მზერით ბურღავდა სავარძელში უმწეოდ გაშოტილ ახალკაცს. - როგორ გგონია არ არის დრო გამოხვიდე ამ წარსულის აჩრდილებიდან და წინ გაიხედო? არ ფიქრობ რომ დროა ბერია იქ მოასვენო სადაც არის? დრო თვალსა და ხელსშუა გეპარება ბაჩო და ისე მალე მოიჩვარება შენი სხეული რომ გააზრებასაც ვერ მოასწრებ. რა გინდა ბოლოსდაბოლოს? გინდა სამარეში ჩაყვე ნუკას? ჩაყევი! მოკვდა ის საბრალო, შენ კი ისევ არ აძლევ უფლებას საკუთარ თავს ცხოვრებით ტკბობის საშუალება მისცე. რატომ გგონია რომ ცხოვრება კიდევ ბევრ შანს მოგცემს?
- ლილიან გეყოფა! - კბილებში გამოცრა სამზარეულოში მოულოდნელად შემოჭრილმა დადიანმა და გააფთრებულ ცოლს ხელიდან აართვა დედის ისტერიკის გამო ატირებული ქალიშვილი.
- არა! ვინმემ უნდა უთხრას მას რომ ცხოვრება არ დასრულებულა და არ აქვს უფლება ოცდაცამეტი წლის ასაკში მხოლოდ ალკოჰოლით არსებობდეს, არ აქვს უფლება საკუთარ თავს სჯიდეს იმის გამო რასაც ვერ შეცვლიდა, მისი ბრალი არ არის რომ ნუკა ვერ გადარჩა, როგორ ფიქრობ ნუკას მოეწონებოდა შენი ასეთ მდგომარეობაში ნახვა? არამგონია გახარებოდა იმის ყურება თუ როგორ ინადგურებს თავს მისი საყვარელი მამაკაცი! - ღრმად ამოისუნთქა ტომაშმა, მზერა გაუყარა აცახცახებულ ახალკაცს და სიგარეტს მოუკიდა. - ნიახური არ ხარ კიდევ მოხვიდე ამ სამყაროში, ერთხელ ვიბადებით, კეთილი ინებე, ასწიე უკანალი და ცხოვრება განაგრძე! საკუთარი თავისთვის, ჩვენთვის და პირველ რიგში იმ ქალის სულის გადასარჩენად, რომელიც გიყვარს. წარსულს თავიდან ვერ დაწერ, ვერც შენი ქვეცნობიერიდან ამოშლი, მასთან ერთად ცხოვრება უნდა ისწავლო. ადამიანს შეუძლია ყველაფერს გაუძლოს მხოლოდ თუ სული ცარიელია, ყოფის აუტანლობა პიკს აღწევს და ამ დროს ისმის კითხვა. რისთვის ვცხოვრობ? ცხოვრება ისეთი არ არის როგორიც გვგონია, არც ადამიანები არიან ისეთები როგორადაც თავს გვაჩვენებენ. ყოველ ადამიანში ცხოვრობს არა ერთი არამედ ბევრი... ადამიანი ადამიანობს სიტუაციის შესაბამისად (როგორც აწყობს). დროა გონს მოხვიდე ბაჩო! - სიმწრით წამოიყვირა ტომაშმა და დადუმებულ მამაკაცებს მონაცვლეობით მიაპყრო მზერა. - ხედავ რომ საკუთარი თავის ფერწასულ აჩრდილად იქეცი? - სიგარეტი ჩააქრო ტომაშმა და ახალკაცის სავარძელთან დახრილმა ორივე ხელი მჭიდროდ ჩაავლო სავარძლის სახელურებს და მზერა გაუყარა დადუმებულ მამაკაცს. - ვინმემ მართლა უნდა დაგანახოს რომ ცხოვრება თავისი სიახვრის მიუხედავად არც ისეთი საშინელია. არ მომწონს ბაჩო ეს როლი მაგრამ სამწუხაროდ მარგუნე რადგან ვერ გიტან სახემტირალს, დადუმებულს და ღიმილისმიღმა დამალულ ტკივილს რომ მარტო ატარებ. სად წავიდა ის ძლიერი კაცი მტანჯველ ავადმყოფობას რომ წინ აღუდგა თავისი სიყვარულის დასაცავად? სად არის ის ბაჩო ახალკაცი, რომელიც ჩემს მეგობარს გაგიჟებით შეუყვარდა? სად არის ის ახალკაცი მეგობრის გამო ტყვიასაც რომ არ უშინდებოდა. მითხარი სად დამალე შენი თავი?
- არსად ის ჩემშია, ეს მე ვარ, ის ვარ ვისაც აქამდე იცნობდი მხოლოდ იმ განსხავევით რომ დრო ჩემს ტკივილებს უფრო მეტად აძლიერებს.
- შენ გეშინია.
- ხო მეშინია, ასეა, მეშინია ადამიანები ახლოს მოვუშვა რადგან ემოციური ფონი რაც ურთიერთობის თანმდევი მოვლენაა ხშირ შემთხვევაში ტკივილის აღქმის უნარს აფართოვებს, გინდა თუ არ გინდა შენ არ შეგწევს უნარი წინააღმდეგობა გაუწიო ურთიერთობით გამოწვეულ ტკივილს. ცინიზმი საუკეთესო საშუალებაა ადამიანს კედელი აუშენო და საკუთარ თავს ზღვარი დაუწესო, ჩარჩოში მოაქციო ურთიერთობა, რადგან დაცული იყო განმეორებითი ტკივილისაგან. მე არ მინდა და არც შემიძლია ისევ შემიყვარდეს და შემდეგ ისევ გული მეტკინოს, ვერ გადავიტან გესმის?
- არა არ მესმის. - გაიღიმა ლილიანმა და უკვე გაგრილებული ყავა ხმაურით მოსვა. - იმ ბავშვს გავხარ რომელიც სხვისი დასჯის ნაცვლად საკუთარ თავს სჯის და სამუდამო ტკივილისთვის იმეტებს.
- ამაზე სულელური შედარება ჯერ არ მომისმენია.
- ხომ იცი რომ სულელური არ არის. სისულელე ის უფროა რომ არ არსებული ტკივილის შიშით საკუთარი თავი ჩარჩოში გამოკეტო და არ მისცე ნება დატკბეს ყოველდღიურობისთვის მახასიათებელი რიგი სისულელეებით, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადამიანისთვის.
- გეყოფა ლექცია.
- ეს ლექცია კი არა მეგობრული საუბარია. ნუ იქნები მეფის ნიღაბს ამოფარებული პაიკი, მეფე იყავი ბაჩო, შენ ეს შეიგიძლია.
- მეფე მე არა შენი ქმარია. - როგორც იქნა ღიმილი შეეპარა ახალკაცის ბაგეს.
- დარწმუნებული ვარ ორივე ერთად უფრო კარგათ მართვათ იმპერიას. - ღიმილი მოერია ლილიანსაც.
- მორჩი?
- დღეს კი. - გაიღიმა ტომაშმა და ამ დრომდე ჩუმად მყოფ დადიანს გახედა. - ნია სად არის?
- ჩემი მეგობრის ჭკუისსწავლებით ისეთი გართული იყავი რომ ვერც კი შენიშნე გაოგნებული რომ დგას კარში და ჯერ კიდევ ვერ იაზრებს შენსმიერ ნათქვამ ვერც ერთ წინადადებას.
- ჯანდაბა. - თვალები დაქაჩა ლილიანმა და მათთან მიახლოებულ ნია ლომიძეს ღიმილით გახედა, მამას არ ჰგავდა მაგრამ საოცრად ლამაზი და კეთილშობილი ეჩვენა ლილიანს და მოჭუტული თვალებით გახედა ღიმილმორეულ ქმარს. - შეგეძლო შეგეჩერებინე.
- პირიქით. - ხელი გაუწოდა ნია ლომიძემ მამის საყვარელ ქალს. - საინტერესო იყო იმ ყველაფრის მოსმენა რაც აქ ხდებოდა.
- მომწონს ეს გოგო. - ღრმად ამოისუნთქა ლილიანმა, ნიას გამოწვდილი ხელი დააიგნორა და მკლავები გაშალა. - კეთილი იყოს შენი გიჟების ოჯახში მობრძანება. - გაიღიმა და დაბნეულ გოგონას მოეხვია.
- ყოველთვის ასეთი არ არის. - გაეღიმა დადიანს. - ზოგჯერ საყვარელია.
- ზოგჯერ? - წარბი ასწია ლილიანმა და ფეხებს მოხვეული პატარა ქალიშვილი ხელში აიყვანა. - ეს ნუკაა. დე ეს ნიაა შენი დაიკო.
- საიდან მოვიდა? - გაოცდა პატარა დადიანი და უცნობი დისკენ გაიწია.
- გამარჯობა პატარავ. - ლოყაზე აკოცა ნიამ ახლადშეძენილ პატარა დას და გულში ჩაიკრა მისი სხეული.
- ეს ბაჩოა. ჩემი მეგობარი, ნუკას ნათლია.
- სასიამოვნოა. ხელი გაუწოდა ახალკაცმა ჯერ კიდევ სიმორცხვეშეპარულ გოგონას და თავი მოხდენილად დაუკრა. - მე ავალ გამოვიცვლი, ნიკოლოზ ხომ შეიძება შენი პერანგი ავიღო?
- რას მეკითხები ადი. - გაეღიმა დადიანს და ცოლს გახედა, რომელმაც ორაზროვანი მზერით გააცილა ახალკაცი.
- რა?
- არაფერი!
- ეს კი როგორც მიხვდი ჩემი ცოლია. - წელზე მოხვია დადიანმა ლილიანს ხელი და ნაზად მიაკრო ტუჩები ყელზე.
- თქვენი ყველა წიგნი წაკითხული მაქვს. - რაღაცნაირად დაიმორცხვა ნიამ.
- პირველ რიგში არანაირი თქვენ რადგან თავი ბებერი მგონია და მეორეც მიხარია შენი გამოჩენა. ანა და დათა სად არიან? - ქმარს მიუბრუნდა ლილიანი.
- სადაცაა მოვლენ.
- მომეხმარები? - გაუღიმა ლილიანმა ნიას და ისიც სიხარულით დაეთანხმა, პატარა დადიანი მამას გადაულოცეს და თვითონ სამზარეულოდან მისაღებში გადაინაცვლეს. ღიმილით გააყოლა დადიანმა მიმავლთ თვალი და საოცარი სიმსუბუქე იგრძნო, სილაღე და სიმშვიდე, რომელიც ასე აკლდა. ქალიშვილი მაგრად ჩაიკრა გულში და იქამდე კოცნა სანამ შეწუხებულმა პატარა დადიანმა გაპროტესტების მიზნით ხელები არ დაუშინა მისი ფერებით დაკავებულ მამას.
კარგი საღამო გამოვიდა, ყველა მხიარულობდა, პატარა დადიანი გამორჩეულად კმაყოფილი ჩანდა უფროსი დის გამოჩენით, არანაირი დაძაბულობა, მშვენიერი ატმოსფერო და გულწრფელი საუბრები, ნია თავს ისე გრძნოდა როგორც სახლში და ბედნიერი იყო იმის გამო რომ ღმერთმა მარტოობის ჟამს ასეთ კარგ ადამიანებში მოისროლა. ანასაც უხაროდა მოულოდნელად მათ ცხოვრებაში შემოჭრილი ძმიშვილის გამო. ყველა იღიმოდა, განურჩევლად ასაკისა და მდგომარეობისა თითქოს ყველას დაავიწყდა უკან მოტოვებული ტკივილიანი წარსული და ახლა ყველანი ერთად ისხდნენ ბუხრის პირას და გულწრფელად იცინოდნენ ერთმანეთის მოყოლილ სხვადასხვა ისტორიებზე.
დრო გაჩერდა, სამყარომ ბრუნვა შეწყვიტა. ყველაფერი ერთ დიდ სივრცეში შთაინთქა არაფერს აღარ ჰქონდა აზრი გარდა აქ შეკრებილი ბედნიერი ადამიანსებისა, ადამიანებისა რომლებმაც მტანჯველი ცხოვრების შემდეგ როგორც იქნა ჰპოვეს სულიერი სიმშვიდე და ბედნიერება.
- რაზე ფიქრობ? - უჩურჩულა დადიანმა ლილიანს და ყბის ძვალზე მიაკრო ტუჩები.
- მიყვარხარ. - გაეღიმა ლილიანს და მაისურის ქვეშ შემძვრალი ქმრის ხელი სწრაფად მოიშორა. - მე შენთან მოვედი. მოვედი!.. სად არ მატარა ბედისწერამ და ვის არ შემახვედრა, მაგრამ როგორც კი გადაგეყარე, მივხვდი, რომ ქვეცნობიერად მთელი გზა შენ გეძებდი, გეძახდი, გიხმობდი, მჭირდებოდი. მოვედი და მაშინვე გავაცნობიერე, რომ სწორი გზით მივლია რომ შენ იყავი ის, ვისთვისაც ღირდა საერთოდ წინ სვლა! მოვედი, გულში ჩამიკარი და უმალ ვიგრძენი შენც როგორ მელოდი, მე და შენ - ორი ნახევარი ერთი მთლიანისა - ერთ ნავში ვსხედვართ, ირგვლივ კი ბურუსია - შიშის მომცველი,არავითარი იმედი, არავითარი დანდობა, მხოლოდ ჩვენი სიყვარული, რომელიც გვაძლიერებს და აფრებს გვიშლის, ამ წყვდიადში უმისამართოდ მიგვარწევს ჩვენი ნავი.დაფიქრებული გიყურებ შიშით შეპყრობილი, თან უზომოდ შეყვარებული და ჩურჩულით ვიმეორებ, ისე, რომ მხოლოდ შენ გესმოდეს -მე შენ მიყვარხარ... მიყვარხარ... მიყვარხარ...
- პატარავ სიყვარულს მიხსნი? - გაეღიმა დადიანს და ფეზე წამოდგა. ხელი გაუწოდა საყვარელ ქალს და ახალკაცს ანიშნა რომ მუსიკა ჩაერთო. ოთახში გაჟღერებული მელოდიის ფონზე სიმორცხვეშეპარული ტომაში საყვარელი მამაკაცის გამოწვდილ ხელს დაეყრნო და სწრაფად აჰყვა ცეკვის საუცხოო შემსრულებელ დადიანს ნაბიჯებში. ის იყო, მის წინ იდგა, იდგა და ირონიული, მისთვის ჩვეული ღიმილით ბურღავდა, ურცხვად, ამდენი ადამიანის თანდასწრებით მზერით აშიშვლებდა რაღაცნაირად დაბნეულ ქალს, არ ეხებოდა მაგრამ გრძნობდა მის თითებს სხეულზე და სიმწრით იკვნეტდა ტუჩებს, გრძნობდა ამას ლილიან ტომაში და მუცლის არეში დატრიალებულ ვულკანს ვერაფერს უხერხებდა, უნდოდა ეყვირა, თავადაც ვერ ხვდებოდა რატომ. მის მზერაში რომელიც ასეთი ირონიული და ამავე დროს ასეთი ბედნიერი იყო მთელი არსებით იძირებოდა და თანახმა იყო იქამდე ეცურა სანამ ღონემიხდილს ტალღები მის ნაპირზე არ გადმოაფურთხებდა.
- ჯანდაბა. - ქვედა ტუჩს სიმწრით ჩააფრინდა ტომაში და დადიანს ქვემოდან ახედა. სხეულში დატრიალებული გრძნობების აფეთქებას გრძნობდა ლილიანი და ამის გამო გახალისდა, ჭაობისფერი თვალებიდან მომავალმა სიმხურვალემ ყელი გაუშრო და რომ არ დაცემულიყო გონებაში საკუთარ თავს შემოუძახა. ისინი ცეკვავდნენ. ცეკვავდნენ უსიტყვოდ, მზერით, ცეკვავდნენ ისე რომ მთელი დარბაზი გაჩერდა, გაჩერდა დრო, გაჩერდა თვით სამყარო. სივრცეში გაყინულმა ადამიანებმა სუნთქვა შეიკრეს, უბრალოდ იდგნენ, იდგნენ და უცქერდნენ მზერით გადაჯაჭვული ორი ადამიანის ვნებით გაჯერებულ საოცარ ცეკვას.
ცეკვას სადაც შეგეძლო დაგენახა სულის შიმშილის დაოკების შედეგად მიღებული ბედნიერების სეტყვა. - გაცნობის დღიდან შეგისისხორცე და ახლა უკვე იმდენად ღრმად ხარ ჩემს სულში და ჩემი გულის იმდენად ახლო ნაწილად იქეცი, რომ წარმოუდგენელიც კია შენს გარეშე ჩემი არსებობა. შენ ხარ ის, რის გამოც ღირს, ვიცოცხლო. შენ ჩემი ბედნიერება ხარ! ვერასდროს შეგელევი, მაშინაც კი მენატრები როცა ჩემს გვერდით ხარ, მესუნთქები, მეგემრიელები, მესურვილები, მემომავლები. მეუსასრულები... და რა საოცრად მშვენიერია ცხოვრება, როცა შენ ჩემი გქვია! - გაეღიმა დადიანს და მოწყვეტით დაეკრო ქალს ბაგეებზე.
- შენ ამას ნუ უყურებ! - გაეღიმა ნიას და კალთაში მჯომ პატარა დას თვალებზე ააფარა ხელები.
- გეყოფათ. - გაეღიმა ანას და მუსიკა გამორთო. - გავიგეთ ბატონო რომ გიჟდებით ერთმანეთზე დაამატა ღიმილით და ლილიანის მკლავებისგან დახსნილ ძმას მკერდზე აეკრო. - საოცარი დღეა, საოცრად მნიშვნელოვანი, ყველანი ერთად ვართ, ყველანი ვისაც ერთმანეთი გვიყვარს და გვჭირდება, დანაკლისიც გვაქვს, დიდი და მტკივნეული მაგრამ ერთად ვართ, მათავრი ესაა ახლა კი რაღაც მინდა ვთქვა. - ძმის მკლავებს თავი დააღწია ანამ და ამჯერად საყვარელ მამაკაცს მოხვია მკლავები,
- ახლა არ თქვა რომ ბავშვს ელოდები? - გაეღიმა დადიანს და უკმაყოფილო დას გახედა, რომელსაც ღიმილი სახეზე შეეყინა. - რა? -დაიბნა დადიანი.
- ბავშვს ველოდები და შენ ხომ ადამიანს არაფერს აცდი?
- ჯანდაბა. - ადგილს მოსწყდა დადიანი და პატარა დის სხეული ჰაერში ააფრიალა. - გული რომ იჯერა მისი ალერსით ძირს დასვა და დათას მიუბრუნდა. - იცოდე გაუფრთხილდი.
- ხომ იცი რომ გავუფრთხილდები.
- მოკლედ დადიანები რაღაც ძალიან სწრაფად ვმრავლებით გაეღიმა ნიკოლოზს და იქვე მყოფ ნიას გახედა. - როგორია მოგწონს შენი ახალი ოჯახი?
- ძალიან მომწონს. - გაეღიმა ნიას და ისიც მათთან მივიდა. ერთმანეთს ჩახვეულები იქამდე იდგნენ სანამ დადიანის ჯიბეში ამღერებული ტელეფონის გამო შექმნილი მყუდროება არ დაირღვა.
- ბოდიშით. - გაიღიმა დადიანმა და ოთახიდან ისე გავიდა არავისთვის არაფერი უთქვამს. თითქოს მოულოდენლად ყველაფერი დასრულდა და წამის წინ ოთახში გამეფებულ ბედნიერებას მოულოდნელმა სიცივის ტალღამ გადაურბინა, ყველას თვალები რატომღაც ლილიანისკენ იყო მიპყრობილი და ისიც ერთ ადგილს მიყინული ერთიანად გაფითრებული ძლივს სუნთქავდა. - კარგი ხო. - თავი შემოჰყო დადიანმა და ხმით გაეცინა. - ვგიჟდები ინტიგებზე. ესეც თქვენ. - ზურგს უკან დამალულ ქალს ხელი ჩაავლო და წინ გაუშვა.
- არ არსებობს. - წამოიკივლა ლილიანმა და სახეზე აიფარა ხელები. მერე არაფერი აღარ ესმოდა მხოლოდ ამდენი ხნის უნახავ თიკა ყიფიანის ცრემლიან თვალებს ხედავდა და მის მკლავებს გრძნობდა მჭიდროდ რომ ეხვეოდნენ სხეულზე. - აქ რას აკეთებ? როგორც იქნა გონს მოეგო ლილიანი.
- გავიგე შენი ახალი წიგნის მიხედვით ფილმს იღებენ, რა ჰქვია? სულის შიმშილი ხომ? - გაეღიმა ყიფიანს. ჯერ ვერ გადავწყვიტე ვისი როლი ვითამაშო იქნებ საკუთარი თავი თვითონვე განვასახიორო? რას იტყვი? - გაიღიმა თიკამ და დაბნეულ მეგობარს მოეხვია.
- ჯანდაბა თიკა რა მაგარია რომ დაბრუნდი. - ამოისუნთქა ლილიანმა და მეგობრის მკლავებში განაბულმა თვალები დახუჭა.
-----

მისაღების რბილ სავარძელში ჩაფლული ნება-ნება მიირთმევდა წითელ ღვინოს, ღელავდა საშინლად ღელავდა, ბოლომდე ვერ იაზრებდა რომ მისი წიგნის მიხედვით გადაღებულ ფილმს, რომელიც მეგობრის ხსოვნას მიუძღვნა სწორედ დღეს საღამოს იხილავდა ფართე საზოგადოება. დაბნეული და ცარიელი იყო, გამოფიტული და გამოწურული, ამ წიგნის წერამ ერთანად გამოწურა მისი გონება და სხეული, ერთიანად დააცარიელა და ემოციებგარეცხილი დატოვა. ფიქრობდა იმაზე მოახერხა თუ არა ყველაფრის თქმა მაგრამ არ იცოდა, ვერ გრძნობდა, არ ესმოდა მხოლოდ მზერას გრძნობდა ოთახის ბოლოდან, დაჟინებულ მზერას და თვალებიც მექანიკურად მიაპყრო კართან მდგომ ნიას.
-მაპატიე. - მოიბოდიშა ნიამ და გასვლა დააპირა თუმცა ფიქრებიდან გამოსულმა ლილიანმა შეაჩერა და მისვლა სთხოვა. - ხელის შეშლა არ მინდოდა. - მის წინ მოთავსდა ნია და ანერვიულებულ ქალს თანაგრძნობით სავსე მზერა მიაპყრო. - ღელავ?
- საშინლად. - სასმელი მოსვა ლილიანმა.
- კარგი გამოვა, ზუსტად ვიცი, წიგნი ყველას მოეწონა ფილმიც კარგი იქნება.
- ასე ფიქრობ?
- არ ვფიქრობ. დარწმუნებული ვარ. - ღიმილით მიმართა გოგონამ და სავარძლიდან წამომდგარი ლილიანს მიუახლოვდა, მის წინ ჩაიმუხლა და ანერვიულებულ სახეზე ფრთხილად შეახო ხელის გული, ლილიანმა თვალები დახუჭა და რომ არ ეტირა ღრმად ამოისუნთქა. - მამას ძალიან გაუმართლა რომ შენ ყავხარ.
- ასე ფიქრობ? - გაეღიმა ლილიანს.
- ჰო. - ფეხზე წამოდგა დადიანის ქალიშვილი. - მართლა დამავიწყდა მეკითხა. წინააღმედგი ხომ არ ხარ როცა ყველაფერი ჩაივლის ჩემი მეგობარი მოვიყვანო და გაგაცნოთ?
- მეგობარი გოგოა თუ ბიჭი? - ღიმილით ჰკითხა ლილიანმა.
- ბიჭი. - სახე სასაცილოდ დაბრიცა ნიამ.
- მეგობარი ბიჭი გყავს? - რაღაცნაირად დაიბნა ლილიანი.
- ნიკოლოზი გაგიჟდება ხომ?
- მგონი დროა გავიაზრო რომ ჩემს ქმარს თინეიჯორობის ასაკს გამცდარი მოზარდი ქალიშვილი ჰყვავს, რომელსაც მეტი ყურადღება უნდა დავუთმო. - სავარძლიდან წამოდგა ლილიანი და დაბნეულ ნიას გახედა. - ჯერ მე გამაცანი მერე კი თვითონ შევაპარებ მამაშენს. - გაუღიმა განაჩენის მომლოდინე ნიას და ლოყაზე აკოცა გოგონას, რომელიც მის ცხოვრებაში უკვე ძალიან დიდ როლს თამაშობდა, უყვარდა ლილიანს ნია ლომიძე, უყვარდა და ბედნიერი იყო რომ გოგონას მხრიდანაც იგივეს გრძნობდა.
- ხომ ვამბობ რომ გაუმართლა ნიკოლოზს. - გაიღიმა ნიამ და ოთახიდან გავიდა.

-----

დარბაზში შუქი ინთება, ადრენალინ მოზღავავებული საზოგადოება გამაყრუებელი ოვაციებითა და შეძახილებით აყრუებს იქაურობას, პროჟექტორების შუქი თვალს სჭრის ლილიანს, მაგრამ ამის მიუხედავად კარგად არჩევს წინა რიგებში გამოჭიმულ, ბედნიერებით გაბრუებულ ქმარს და კიდევ რამდენიმე მის საყვარელ ადამიანს ტაშს ხელის გულების სრულ ატკიებამდე რომ უკრავენ. მაყურებელს მადლობას უხდის და გვერდით მდგომ ყიფიანს ხელს ჰკიდებს, ხელი-ხელჩაკიდებულნი დგანან და ცრემლებით იღებენ დარბაზიდან მომავალ ემოცებს. მოციმციმე შუქის ფონზე ნაცნობ სილუეტს მოჰკრა ლილიანმა მზერა, დარბაზის ყველაზე ბნელ კუთხეში იდგა და ტიროდა. როგორც კი მეგობრის მზერას შეეფეთა ბაგეზე ღიმილმა გადაურბინა. ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა სცენაზე მდგომ მეგობარს და რაღაც ამოიჩურჩულა. დაკვირვებით უყურებდა ლილიანი ბნელ კუთხეში მგომ მეგობარს და ამიტომაც ტუჩების მოძრაობით მიხვდა რას ეუბნებოდა.
- ყოჩაღ. - თავი დაუკრა ბერიამ და დარბაზიდან გაუჩინარდა. ფილმა სრული ანშლაგით ჩაიარა და ლილიან ტომაშს უფრო სწორად ენ ბლექს, როგორც ავტორს კიდევ უფრო მეტი დიდება და სახელი მოუტანა.
-----
საკუთარი თავი ზედმეტად დაღლილი ეჩვენა, ფართედ გამოაღო სამზარეულოს ფანჯარა და ღრმად შეისუნთქა გარედან მონაბერი სასიამოვნო სურნელი.
- ბედნიერი ხარ? - ნაცნობი ხმა მოესმა ზურგს უკან და ცრემლმაც ღიმილით დატოვა მისთვის განკუთვნილი ადგილი.
- ჰო და მეშინია. - ამოისუნთქა ლილიანმა და ამ ერთ სუნთქვას მთელი ემოციები ამოაყოლა.
- ყველაფერმა ჩაიარა ლილიან. - მშვიდი იყო ბერიას ხმა. - ყველამ ჰპოვა მისი წილი ბედბიერება.
- და ბაჩო? - სწრაფად შებრუნდა ლილიანი და მეგობარს მზერა გაუსწორა. - მას რა ბედი ელის?
- ის კარგად იქნება.
- მეშინია.
- ნუ გეშინია, ნებას არ მივცემ სისულელე ჩაიდინოს, ადრე თუ გვიან შეძლებს უჩემოდ ცხოვრებას.
- და რომ ვერ შესძლოს?
- შეძლებს, მას შენ ყავხარ!
- მე ვერ შევუვსებ იმ დანაკლის რასაც შენი სახელი ჰქვია.
- მოერევა. - გაიღიმა ბერიამ და ერთი ნაბიჯი გადადგა უკან. მისი სახე ოდნავ ბუნდოვანი გახდა და ლილიანსაც სუნთქვა შეეკრა.
- მიდიხარ?
- დროა ლილიან.
- და რომ მომენატრები? - თავს ვეღარ მოერია და ატირდა.
- შენს გულში ვიქნები. - გაიღიმა ბერიამ და კიდევ უფრო ბუნდოვანი გახდა მისი სახე.
- ახლა სად მიდიხარ?
- არც ისე შორს. მშვიდობით მეგობარო.
- მშვიდობით. - ამოიჩურჩულა ტომაშმა და ბერიას მოჩვენებაც გაქრა. დიდხანს იდგა ლილიანი ერთ ადგილზე გაშეშებული, სხეულში დავლილი ემოციებისგან მუხლები ეკვეთებოდა, გული არათანაბრად მუშაობდა და ცრემლებსაც აღარ უჩანდა ბოლო. ბოლოს ძალა მოიკრიბა, ცრემლი შეიმშრალა, არეული თმა შეისწორა და მისაღებში დაბრუნდა, ღიმილით ჩაუხტა ქმარს კალთაში და ვნებით მიაწება ტუჩები ყელზე. - მიყვარხარ.
- მეც პატარავ. - გაიღიმა დადიანმა და გულზე მჭიდროდ მიიკრო ქალის სხეული. უცნაური საღამო იყო, უცნაურად მშვიდი და სასიამოვნო, უცქერდა ლილიანი იქ შეკრებილ ადამიანებს და გრძნობდა რომ გადარჩა. გრძნობდა რომ სიმშვიდე ჰპოვა და ამის გამო ბედნიერების ცრემლები სდიოდა, დადიანის გული მშვიდად ფეთქავდა და ეს კიდევ უფრო აბედბიერებდა ლილიანს. ანა დათას გვერდით იჯდა და ახალკაცს რაღაცას ეხუმრებოდა. ბაჩოც მხიარული ჩანდა, ნია პატარა დას ეფერებოდა, რომელიც მოულოდნელად გასხლტა დის მკლავებისგან და მისაღების კართან შეჩერებულმა ერთ წერტილს მიაპრო მზერა.
- გამარჯობა. - გაიღიმა პატარა დადიანმა და ყველას ყურადღებაც მაშინვე მისმა ამ ერთმა სიტყვამ მიიპყრო, ფრთხილად წამოიშალნენ ოთახში შეკრებილები და სულგანაბულნი უსმენდნენ პატარა დადიანი როგორ ესაუბრებოდა ცარიელ სივრცეს.
- დე, ვის ესაუბრები? - მოჩვენებეთი სიმშვიდით ჰკითხა ლილიანმა ქალიშვილს და მის გვერდით მუხლებზე დადგა.
- აქ შენი მეგობარია, აი ის ვისი სახელიც დამარქვი. - გაიღიმა პატარამ.
- ნუკა მა. - ფერი დაკარგა დადიანმა თუმცა ტომაშმა შეაჩერა, ქალიშვილი გულში ჩაიკრა და მზერა იქეთ მიმართა სადაც მანამდე პატარა დადიანი თავის წარმოსახვით ანგელოზს ესაუბრებოდა, ვერაფერი დაინახა, გარდა ცარიელი კედლისა, გაეღიმა და კიდევ უფრო ძლიერად ჩაიკრა ქალიშვილი.
- არც ისე შორს არა? - გულმა რამდენიმე დარტყმა გამოტოვა მაგრამ მალევე დაუბრუნდა ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. გაეღიმა ლილიანს და სხეულიც მოულოდნელად მასში შემოჭრილი ემოციებისგან სიხარულით აუფეთქდა.
ცხოვრება მოულოდნელობებით აღსავსეა.
-----

- დღემ როგორ ჩაიარა? - ღიმილით გაუწოდა საყვარელ მამაკაცს ვისკის სავსე ჭიქა და სავარძელში მოკლათების შემდეგ კიმფორტულად მოთავსდა მის მუხლებზე.
- თუ იმას არ ჩავთვლით რომ დადიანს უკვირს ჩემი ნორმალურ მდგომარეობაში ხილვა და ასევე იმას რომ ძალიან მომენატრე კარგად. - გაიღიმა ახალკაცმა და ვნებით დაეკრო საყვარელი ქალის ბაგეებს.
- არაუშავს დრო გავა და მიეჩვევიან.
- შენთან რა ხდებოდა? - სასმელი მოსვა ბაჩომ და მზერა გაიუსწორა მუხლებზე მოკალათებულ ქალს.
- ჩემი დღეები ერთნაირად სასაიმოვნო ბაჩო. - მოწყვეტით აკოცა ქალმა სურვილით გაცისკროვნებულ მამაკაცს და მისი სიყვარულით სავსე თვალებში ჩაიკარგა. - პატარა ნუკასთან არ მოიწყენ. - დაამატა ბოლოს ღიმილით და კიდევ ერთხელ შეუვსო ჭიქა მამაკაცს.
- ჩემთან რამდენ ხანს დარჩები? - სიმტკიცე დაკარგა ახალკაცის ხმამ.
- იქამდე სანამ თავად არ განმდევნი შენი წარმოსახვიდან. - გაეღიმა ქალს.
- მე არასდროს განგდევნი ნუკა.
- მაშინ სულ შენთან ვიქნები. - გაიღიმა ბერიამ და საყვარელი მამაკცის სხეულს მჭიდროდ აეკრო. - ბაჩო.
- რა იყო პატარა? - შუბლზე მიაბჯინა ახალკაცმა საყვარელ ქალს ტუჩები.
- სიყვარული ერთადერთი ზღაპარია, რომელიც არ იწყება სიტყვებით “იყო და არა იყო რა”, მაგრამ ამ სიტყვებით მთავრდება.
- ჩვენ არ დავმთავრდებით. - ცრემლი შეერია ახალკაცის ხმას და მკლავებში მომწყვდეულ ქალს ვნებით დაეკრო ტუჩებზე. - არ დავმთავრდებით. - ამოიჩურჩულა და ცარიელ ოთახს მოავლო მზერა. გაეღიმა ჭიქაში მორჩენილი ვისკი გამოცალა და ღრმად ამოისუნთქა. - მენატრები პატარავ! - ამოთქვა ყრუდ და გამოცლილი ვისკის ჭიქა ხმაურით შეახეთქა ცარიელი ოთახის კედელს.

ყველა ჩვენი ტრადიციული კლასიკური წარმოდგენა ადამიანზე, ცნობიერებაზე გულისხმობს ადამიანს ერთგვარი თვითცნობიერი არსების სახით. ადამიანის უნარი გააცნობიეროს, რაც მასში ხდება, უნარი გააცნობიეროს თავისი მდგომარეობა, თავისი ემოციები, თავისი შთაბეჭდილებები, აზრები - ფაქტიურად, უსაზღვროდ მიიჩნევა, ითვლება, რომ ის არაფრითაა შეზღუდული. იგულისხმება, რომ ადამიანს შეუძლია თვითშემეცნების ნათელი ყველაფერს მოჰფინოს. მაშ, რაღაა თვითცნობიერება? ეს არის ცნობიერების ცნობიერება. ვთქვათ, აზრი თვითცნობიერია იმ თვალსაზრისით, რომ მე არა მხოლოდ მაქვს აზრი, არამედ გამაჩნია ცნობიერება ამ აზრის შესახებ. ეს პროცედურა ფილოსოფიაში რეფლექსიურ პროცედურად იწოდება. რეფლექსია არის ფიქრი ფიქრზე, ან - ემოციის ცნობიერება. ემოცია არის ჩვენი მდგომარეობა. რა თქმა უნდა, იგი შეიცავს რაღაც ცნობიერებას. ემოციის შემცველი ამ ცნობიერების ცნობიერება არის სწორედ თვითცნობიერება.
სიხარულიც და მწუხარებაც იმით გვანან ერთმანეთს, რომ ორივე ერთნაირად გვიხშობს გონებას.
ჰო და სიყვარული ნამდვილად არის ერთადერთი ზღაპარი, რომელიც არ იწყება სიტყვებით „იყო და არა იყო რა“ - მაგრამ ამ სიტყვებით მთავრდება.
იყო და არ იყო რა...
დასასრული...




ეს ამბავიც დასრულდა. ძალიან დიდი მადლობა ყველას ვინც არ იზარებდით და თქვენს მოსაზრებას მიზიარებდით, ვინც პირადათ მწერდით და თქვენი ემოციები ჩემამდე მოგქონდათ.
მე უზომოდ მიყვარს ეს ისტორია და მიხარია რომ ჩემი სიყვარული გაიზიარეთ და შეიყვარეთ ჩემსმიერ ნაამბობი ამბევი ადამიანების სულიერი შიმშილისა.
გელით მეგობრებო. არ დაგეზაროთ, მითხარით რა ამოგეწონათ, რა მოგეწონათ.

დაბრუნებამდე <3
მიყვარხართ <3



№1 სტუმარი სტუმარი თამო

ძალიან ძალიან კარგი იყო ენ.დამაკლდება ეს ისტორია და უკვე მენატრებიან მისი გმირები.ბაჩო შემეცოდა ძალიან და ნუკა ეს წყვილი ძალიან კარგი იქნებოდა ერთად.ალბათ მერე ბაჩოც იპოვის ბენდიერებას როცა ნუკას აჩრდილს გაუშვებს.ლილიან და ნიკოლოზს შენც იცი როგორ ვგულშემატკივრობდი და ჩემი საყვარელი წყვილია.ძალიან კარგი ხარ შენ და გელოდები ახალი ისტორიით.

 


№2  offline ადმინი ენ ბლექი

სტუმარი თამო
ძალიან ძალიან კარგი იყო ენ.დამაკლდება ეს ისტორია და უკვე მენატრებიან მისი გმირები.ბაჩო შემეცოდა ძალიან და ნუკა ეს წყვილი ძალიან კარგი იქნებოდა ერთად.ალბათ მერე ბაჩოც იპოვის ბენდიერებას როცა ნუკას აჩრდილს გაუშვებს.ლილიან და ნიკოლოზს შენც იცი როგორ ვგულშემატკივრობდი და ჩემი საყვარელი წყვილია.ძალიან კარგი ხარ შენ და გელოდები ახალი ისტორიით.


მადლობა თამო<3 მეც ვიმედოვნებ რომ ბაჩის და ნებისმიერ ამ გმირს კიდევ შევხვდებით სადმე, რომელიმე ისტორიაში.
რაც შეეხება ამ ისტორიას უკვე მეც მენატრებიან.
ვერ წარომმიდგენია რომ მათ შესახებ აღარ უნდა ვწერ frowning

 


№3 სტუმარი სტუმარი მეოცნებე

საოცარი ხარ შენ და საოცარი იყო შენი ისტორიაც...მადლობა.

 


№4  offline ადმინი ენ ბლექი

სტუმარი მეოცნებე
საოცარი ხარ შენ და საოცარი იყო შენი ისტორიაც...მადლობა.

მადლობა შენ heart_eyes

 


№5 სტუმარი სტუმარი მარიამო

აი, სამსახურში ვარ და მეტირება. ძალიან კარგი იყო, ძალიან heart_eyes

 


№6  offline ადმინი ენ ბლექი

სტუმარი მარიამო
აი, სამსახურში ვარ და მეტირება. ძალიან კარგი იყო, ძალიან heart_eyes



მადლობა მარიამო ❤

 


№7 სტუმარი დიკო

რეალობაში საკმარისად არის ტრაგედიები, ამ საიტზე უმეტესობა იმიტომ შემოვდივართ რომ განვიტვირთოთ და ცოტა ხანი გამოვეთიშოთ რეალობას.

 


№8 სტუმარი ლიამი

დიკო
რეალობაში საკმარისად არის ტრაგედიები, ამ საიტზე უმეტესობა იმიტომ შემოვდივართ რომ განვიტვირთოთ და ცოტა ხანი გამოვეთიშოთ რეალობას.

მესმის რომ აქ უმეტესობა თინეიჯერები ხართ მაგრამ ეს ხუთი წლის ბავშვის კომენტარები მკლავს.
მარტო იმიტომ რომ შენ აქ განდატვირთად შემოდიხარ ავტორმა თავის ჩანაფიქრზე ხელი უნდა აიღოს რომ ლიჟბი შენ გასიამოვნოს?
იცი რამდენი კეთილი მულტფილმი და ზღაპარი არსებობს?
არ დამეზარება, ჩამოგიწერ.

 


№9  offline ადმინი ენ ბლექი

ლიამი
დიკო
რეალობაში საკმარისად არის ტრაგედიები, ამ საიტზე უმეტესობა იმიტომ შემოვდივართ რომ განვიტვირთოთ და ცოტა ხანი გამოვეთიშოთ რეალობას.

მესმის რომ აქ უმეტესობა თინეიჯერები ხართ მაგრამ ეს ხუთი წლის ბავშვის კომენტარები მკლავს.
მარტო იმიტომ რომ შენ აქ განდატვირთად შემოდიხარ ავტორმა თავის ჩანაფიქრზე ხელი უნდა აიღოს რომ ლიჟბი შენ გასიამოვნოს?
იცი რამდენი კეთილი მულტფილმი და ზღაპარი არსებობს?
არ დამეზარება, ჩამოგიწერ.



ვხდები ამ კომენატრის აზრს :)
არაუშავს :)

შენ კი მადლობა kissing_heart

 


№10 სტუმარი სტუმარი მაკო

საოცარი იყო...გული მწყდება რო დამტავრდა...ყოველ დილას მიხაროდა რო ვნახავდი ხოლმე ახალ თავებს...ბაჩოს ისტორიას თუ გააგრძელებ კარგი იქნება...

 


№11  offline ადმინი ენ ბლექი

სტუმარი მაკო
საოცარი იყო...გული მწყდება რო დამტავრდა...ყოველ დილას მიხაროდა რო ვნახავდი ხოლმე ახალ თავებს...ბაჩოს ისტორიას თუ გააგრძელებ კარგი იქნება...


მადლობა მაკო...
წინასწარ არ მინდა რამე ვთქვა, იდეა არის მაგრამ რამდენად განხორციელდება ეს არ ვიცი <3

 


№12 სტუმარი ana

auu cremlebi momadgaaa, ra sayvarloba iyo rogor dzalian momwonda da miyvarda guli dzalian damwydaa.. albat lidev ramdnjerme wavikitxav am motxonas imdenad dzalian momwons❤️❤️ dzalian dzalian magari gogo xar❤️❤️ bacho ,... ertaderti yvelaze metad is daichagra...
imedia male dabrundebi axali istoriit ❤️❤️❤️❤️

 


№13 სტუმარი tiko

ძალიან ძალიან კარგი გამოვიდა

 


№14  offline ადმინი ენ ბლექი

ana
auu cremlebi momadgaaa, ra sayvarloba iyo rogor dzalian momwonda da miyvarda guli dzalian damwydaa.. albat lidev ramdnjerme wavikitxav am motxonas imdenad dzalian momwons❤️❤️ dzalian dzalian magari gogo xar❤️❤️ bacho ,... ertaderti yvelaze metad is daichagra...
imedia male dabrundebi axali istoriit ❤️❤️❤️❤️


მადლობა ანა <3 მიხარია რომ პირველი თავიდან მომყვები და არ გეზარება შენი ემოციების ჩემთვის გაზიარება <3
ჩემს დაბრუნებას რაც შეეხება ეს არ ვიცი :)
ძალები აღდგენა რომ მჭირდება ეს უდაოა :)

 


№15 სტუმარი სტუმარი მარიამი

უფფ, ემოციების ზღვა ისტორიაა ეს.შენ კი სუპერ გოგო❤

 


№16 სტუმარი სტუმარი მაკო

მართლაც საოცარი იყო.უამრავი ემოციით სავსე.ძალიან მაგარი გოგო ხარ.ყოჩაღ,ყოჩაღ,ყოჩაღ.

 


№17  offline ადმინი ენ ბლექი

სტუმარი მარიამი
უფფ, ემოციების ზღვა ისტორიაა ეს.შენ კი სუპერ გოგო❤


მადლობა მარიამ kissing_heart

სტუმარი მაკო
მართლაც საოცარი იყო.უამრავი ემოციით სავსე.ძალიან მაგარი გოგო ხარ.ყოჩაღ,ყოჩაღ,ყოჩაღ.


kissing_heart kissing_heart kissing_heart

 


№18  offline წევრი დარინა

სიტყვებს თავს ვერ ვუყრი ენ ისეთ ემოციებში ვარ, ხომ იცი მე ამ ისტორიამ და ნიკოლოზ დადიანმა აღმომაჩენია რომ ეგოისტი ვყოფილვარ ოღონდ მართლა ეს მარტო ნიკოლოზზე ვრცელდება ჯერჯერობით ჩემთვის დასამახსოვრებელი პერსონაჟი შექმენი რომელიც სამუდამოდ მეყოლება გულშიი სუბიექტურად ვარ შეყვარებული გიჟ გადარეულ და ნაბიჭვარ დადიანზეეე, რომელიც არ მეგონა იმ მექალთანე და სულიერად ცარიელ მამაკაციდან ჩემთვის ყველაზე მაგარ და საოცარ პერსონაჟად თუ ჩამოყალიბდებოდა, შენ ეს შეძელი ენ და ვგიჟდები შენზე ასეთი საოცარი რომ ხარ. მე ეგოისტი ვარ და მხოლოდ დაუსრულებლად ნიკოლოზზე შემიძლია ლაპარაკიი. გილოცავ ისტორია ისეთი გამოვიდა როგორიც ჩაფირებული გქონდაა, ეს ის შემთხვევაა რომელსაც ალბათ თვეში ათჯერ წავიკითხავ. მიხარია აქ ჩვემთან რომ ხარ ასეთი სიამოვნების შეგრძნების უფლებას გვაძლევ მართლა მეამაყებიი. მალე დაბრუნებამდერ.

 


№19  offline ადმინი ენ ბლექი

დარინა
სიტყვებს თავს ვერ ვუყრი ენ ისეთ ემოციებში ვარ, ხომ იცი მე ამ ისტორიამ და ნიკოლოზ დადიანმა აღმომაჩენია რომ ეგოისტი ვყოფილვარ ოღონდ მართლა ეს მარტო ნიკოლოზზე ვრცელდება ჯერჯერობით ჩემთვის დასამახსოვრებელი პერსონაჟი შექმენი რომელიც სამუდამოდ მეყოლება გულშიი სუბიექტურად ვარ შეყვარებული გიჟ გადარეულ და ნაბიჭვარ დადიანზეეე, რომელიც არ მეგონა იმ მექალთანე და სულიერად ცარიელ მამაკაციდან ჩემთვის ყველაზე მაგარ და საოცარ პერსონაჟად თუ ჩამოყალიბდებოდა, შენ ეს შეძელი ენ და ვგიჟდები შენზე ასეთი საოცარი რომ ხარ. მე ეგოისტი ვარ და მხოლოდ დაუსრულებლად ნიკოლოზზე შემიძლია ლაპარაკიი. გილოცავ ისტორია ისეთი გამოვიდა როგორიც ჩაფირებული გქონდაა, ეს ის შემთხვევაა რომელსაც ალბათ თვეში ათჯერ წავიკითხავ. მიხარია აქ ჩვემთან რომ ხარ ასეთი სიამოვნების შეგრძნების უფლებას გვაძლევ მართლა მეამაყებიი. მალე დაბრუნებამდერ.



უფ როგორ გავიბერე და გავბედნიერდი.
მომწონს მიხარია და შენი არ იყოს ეგოისტურად ვარ გაბწყობილი, მაგრამ არა მხოლოდ ნიკოლოზის გამო, არამედ მთელი ისტორიის გამო.
რა გითხრა უზომოდ მიხარია რომ ეს ისტორია შედგა და ასე შეიყვარე ❤
მადლობა❤

 


№20 სტუმარი სტუმარი ნატალია

საოცრება იყოო????????????

 


№21  offline ადმინი ენ ბლექი

სტუმარი ნატალია
საოცრება იყოო????????????


მადლობა kissing_heart

 


№22  offline წევრი იზუკა

ღმერთო ეს რა იყო. საოცრება იყო ნამდვილი...როგორ დამაკლდება ეს ისტორია ამ საიტზე რო იცოდე.. ტომაშისნაირი ქალები მართლა არსებობეენ? არ ვიცი რა ვთქვა..ყველა პერსონაჟი თავისებურად შემიყვარდა..ვკითხულობდი და ყველაფერს კინოს კადრებივით ვხედავდი,თითქოს ერთ კუთხეში ვიჯექი და იქიდან ვაკვირდებოდი მოქმედებებს..ღმერთო უსასრულოდ შემეძლო მეკითხა და სრულად რო ვნახე ცოტა არ იყოს ჩამწყდა რაღაც..ტომაში ხო განიცდიდა ბერიას დაკარგვას,მე განვიცდი ამ ისტორიის დასრულებას.. უძალიანმაგრესი ისტორიაა და უნაკლო მწერალი ხარ ენ ბლექ! ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი მწერალი ხარ ამ საიტზე! მადლობა ყოველი იმ წუთისთვის რაც ამ ისტორიის კითხვას შევალიე..ფუჭად არ დამიკარგავს დრო , მოლოდინსაც კი გადააჭარბე..

 


№23  offline ადმინი ენ ბლექი

იზუკა
ღმერთო ეს რა იყო. საოცრება იყო ნამდვილი...როგორ დამაკლდება ეს ისტორია ამ საიტზე რო იცოდე.. ტომაშისნაირი ქალები მართლა არსებობეენ? არ ვიცი რა ვთქვა..ყველა პერსონაჟი თავისებურად შემიყვარდა..ვკითხულობდი და ყველაფერს კინოს კადრებივით ვხედავდი,თითქოს ერთ კუთხეში ვიჯექი და იქიდან ვაკვირდებოდი მოქმედებებს..ღმერთო უსასრულოდ შემეძლო მეკითხა და სრულად რო ვნახე ცოტა არ იყოს ჩამწყდა რაღაც..ტომაში ხო განიცდიდა ბერიას დაკარგვას,მე განვიცდი ამ ისტორიის დასრულებას.. უძალიანმაგრესი ისტორიაა და უნაკლო მწერალი ხარ ენ ბლექ! ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი მწერალი ხარ ამ საიტზე! მადლობა ყოველი იმ წუთისთვის რაც ამ ისტორიის კითხვას შევალიე..ფუჭად არ დამიკარგავს დრო , მოლოდინსაც კი გადააჭარბე..


აუ როგორ გამახარე :) მიხარია =, საშინლად მიხარია რომ ასეთი სიყვარული და მოწონება დაიმსახურა ისტორიამ რომელსაც მართლა ბევრი რამ მივუძღვენი, ვეცადე და ბედნიერი ვარ რომ ის გამოვიდა რაც ჩავიფიქრე, ბედნიერი ვარ რომ ჩემი სათქმელი ასე მოვიტანე და გაგახარეთ <3

 


№24 სტუმარი სტუმარი მანანა

მაგარი გოგო ხარ შენ და ყველა ისტორია ერთმანეთზე უკეთესებია. რომ მთავრდება ისე დამაკლდებიან მერე ჩემთვის რაღაც პერიოდი გმირებზე ვფიქრობ და სიამოვნებით ვიხსენებ ყველას. შემიყვარდი შვილი შენ და ფეფოს ისე გელოდებით სულის კაწკაწით.

 


№25 სტუმარი დომენიკ

ზე ბანალურობებით სავსე ხელოვნურად გამოგონილი ინტრიგების ბრაზილიური სერიალი. რამდენიმე მომენტი საიტის სხვადასხვა ისტორიებიდანაა ამოკრეფილი მთავარ პერსონაჟი ხო საერთოდ სხვა ისტორიიდანა არის. არადა თავიდან რა სხვანაირად წერდი შენი სტილი გქონდა რა საჭიროა სხვების მიბაძვა.

 


№26  offline ადმინი ენ ბლექი

სტუმარი მანანა
მაგარი გოგო ხარ შენ და ყველა ისტორია ერთმანეთზე უკეთესებია. რომ მთავრდება ისე დამაკლდებიან მერე ჩემთვის რაღაც პერიოდი გმირებზე ვფიქრობ და სიამოვნებით ვიხსენებ ყველას. შემიყვარდი შვილი შენ და ფეფოს ისე გელოდებით სულის კაწკაწით.



ძალიან დიდი მადლობა <3

 


№27 სტუმარი სტუმარი Lia.inadze

საოცარი იყო??? ისე შემიყვარდნენ ყველა??? მალე დაბრუნდი გთხოვ ამ საიტზე მარტო შენი და someonecrazygirl ის გამო შემოვდივარ???

 


№28  offline ადმინი ენ ბლექი

დომენიკ
ზე ბანალურობებით სავსე ხელოვნურად გამოგონილი ინტრიგების ბრაზილიური სერიალი. რამდენიმე მომენტი საიტის სხვადასხვა ისტორიებიდანაა ამოკრეფილი მთავარ პერსონაჟი ხო საერთოდ სხვა ისტორიიდანა არის. არადა თავიდან რა სხვანაირად წერდი შენი სტილი გქონდა რა საჭიროა სხვების მიბაძვა.



:)
გავატარო ხო? ახლაც ისე როგორც ყოველთვის როდესაც მსგავს, მომიტევევთ და სისულელეს ვისმენ? ვინმეს რამე მოვპარე? :) ძალიან საყვარელი ხარ. არ ვიცი ვინ ხარ არც აქვს ამას მნიშვნელობა.
მარტო ერთი კითხვა მაქვს :) არ დაგეზარა იმ "ბრაზიულიური სერიალის" ოცდაათი თავის წაკითხვა, რომელიც ჯამში 200 ფურცელს შეადგენს?

ძალიან საყვარელი ხარ :) მადლობა ჩემო კარგო შეფასებისთვის <3

სტუმარი Lia.inadze
საოცარი იყო??? ისე შემიყვარდნენ ყველა??? მალე დაბრუნდი გთხოვ ამ საიტზე მარტო შენი და someonecrazygirl ის გამო შემოვდივარ???


უღრმესი მადლობა :)

 


№29  offline წევრი სიბილა

გაწირე ხო მაიც მარტოობისთვის ახალკაცი,ვალი გაქვს...რამე მისტიური ისტორია მისი ცხოვრების რეალური გაგრძელებისთვის...ცოტა გაეჯიბრე უანდერს,წამაკითხე)))

 


№30 სტუმარი სტუმარი ენ ბლექი

სიბილა
გაწირე ხო მაიც მარტოობისთვის ახალკაცი,ვალი გაქვს...რამე მისტიური ისტორია მისი ცხოვრების რეალური გაგრძელებისთვის...ცოტა გაეჯიბრე უანდერს,წამაკითხე)))



არა უანდერთან რას მივალ მე ამ სფეროში :დ
მადლობა რუსა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent