შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პირველის ნახევარი /7


6-12-2019, 00:01
ავტორი Margo Tokyo
ნანახია 9 714

ტოტალური გამოშტერება მაშინ დამემართა, როცა წინ მჯდომი ნიკოლოზი დავინახე, თანაც ჩვეული კმაყოფილი მზერით. რომ არა აკოს ხმა, ალბათ კიდევ ორი საუკუნე ასეთ მდგომარეობაში ვიქნებოდი.
- ქეთ, ეს ნიკუშაა. ნიკუშ, ეს ქეთა, ლოდინში ლამის რომ დაგვაკონსერვა. - აუხსნა მხიარულად და ღვედი გაიკეთა.
- შენ აქ რას აკეთებ? - თვალებდაქაჩული ვუყურებდი გამხიარულებულს და გეფიცებით, ბრაზილურ სერიალში მეგონა საკუთარი თავი.
- მეც მიხარია შენი ნახვა, ქეთა. - თვალი ჩამიკრა და არხეინად გადაწვა სავარძელში.
- ე, საიდან იცნობ? - ერთნაირი მზერით გადმოგვხედა ეკაკომ და აკომ.
- შენ გეკითხებიან, ქეთა. - ჩემი სახელი გამოკვეთა და მეამიტურად გამიღიმა.
უკვე მისი თვითკმაყოფილი სახე მეზიზღებოდა!
- ჩემი უფროსის შვილია, და... - ჩავილაპარაკე სხვათაშორის. - არ მეგონა თუ იცნობდით ერთმანეთს. - აკოს ისეთი მზერით გადავხედე, მიხვდა, რომ მაინტერესებდა მათი გაცნობის ისტორია.
- საიდან გეცოდინება, ქალბატონო, აპოკალიფსი თუ არ გვიახლოვდება, ისე არ გახსენდებით. აი, ნიკუშ, ხო იცი, ერთი ისეთი მეგობარი ყველას ყავს, რაღაც ცუდი რომ ხდება და ეგრევე ეკონტაქტები, ხოდა, ამას რომ ვხედავთ, ეგრევე ვწვათ რომ რაღაც ნიტო ხდება. - ახარხარდა აკო და ამ უკბილო ხუმრობით გამხიარულებული ნიკუშაც აიყოლია შეუსაბამო ხარხარში.
- აკო, შენს ადგილას ძაან ფრთხილად ვიქნებოდი, სიტყვების თამაშში. - ირონიით გაჟღენთილი სიტყვები ვესროლე და საყვარლად გავუღიმე, თანაც თვალებით ეკაკოსკენ ვანიშნე.
უკმაყოფილო სახით დავადე თავი ფანჯრის მინას და ყურსასმენები გავიკეთე.
სარკიდან ვხედავდი ნიკოლოზის ეშმაკურ ღიმილს, მისი თვალებიც კი მიწვევდნენ!
ერთადერთი რისი სურვილიც მკლავდა, მისი დახრჩობა იყო.
- ნატა დაჩის მანქანით არის? - ვკითხე ეკაკოს, მათი დიალოგის და სიცილის მოსმენა შეუძლებელი რომ გახდა. ისე კარგად ერთობოდნენ, ლამის ეგოიზზმა შემომიტია.
- ჰო და სანდროც მაგათ ჩაუხტა შუაში, უნდა გავიცნო ერთი, ეგ ვის მოეწონაო. - ჩაიფხუკუნა ეკაკომ.
- ვიღაცამ დუმილის ფიცი დაარღვია. - თავი ჩემკენ მოაბრუნა კობახიძემ და ტუჩის კუთხეში ღიმილი გაეპარა.
- ბიჭო, ეს რომ ბანძ ხასიათზეა, სერიოზულად მინდა რომ მანქანიდან გადავაგდო. მეტი ექშენი დაგვანახე, ქეთ. - ახარხარდა აკო.
- აუ, აკო, რაღაც წამომცდება სრულიად შემთხვევით და მერე არ დაიწყო, ეს რა გამიკეთე და ეგეთები.- თვითკმაყოფილი ღიმილი ავიკარი სახეზე.
- სტატისტიკურად, მარტივი შესაძლებელია, რომ ადამიანმა სრულიად შემთხვევით, თქვას რაღაცები, ჰო? - ნიშნისმოგებით გადმომხედა ნიკოლოზმა.
მივხვდი საითაც უმიზნებდა და გავჩუმდი.
ეკაკოს თვალებში იმხელა კითხვისნიშნები ჰქონდა, მისკენ გახედვაც არ მინდოდა.
- ვიძინებ, მე! - გამოვაცხადე და გულში მისი ლანძღვა განვაგრძე.
იდიოტი! კრეტინი!


ზუსტად არ ვიცი, რამდენი ხანი მეძინა, ან როდის ჩავაღწიეთ, მაგრამ ეკაკოს ყვირილმა გამაღვიძა, დროზე ადექი, სახლში ვართო. თვალების გახელა არ მინდოდა, სანამ ის ველური არ გადაბრძანდებოდა მანქანიდან. თანაც, ოპტიმიზმა იმდენად შემიპყრო, რომ ისიც კი ვიფიქრე, იქნებ სიზმარი იყო და აკოს ადგილი ცარიელი აღმოჩნდეს-მეთქი.
- თვალები გაახილე, პატარავ, ჩემზე ოცნებას, არ ჯობია ლაივში მიყურო? - ყურში ჩამჩურჩულა ნიკუშამ და მეც ინსტიქტურად დავჭყიტე თვალები.
ხმამაღლა გაეცინა და მანქანიდან გადავიდა.
- თავიდან მომწყდი!
გაღიზიანებული, ისეთი სისწრაფით შევედი სახლში, ლოგიკური იქნებოდა თუ ვიფიქრებდით, ფიდიპიდესის რეინკარნაციულ სახეზე.

*

მოვლენების განვითარება, არცთუ ისე ცუდი აღმოჩნდა, ერთადერთი ნიკოლოზის კმაყოფილ სახეს ვერ ვეგუებოდი.
მაღიზიანებდა თავისი უცნაურობებით.
ძალიან დიდხანს ვცდილობდი, თავიდან ამომეგდო ის აზრი, რომ ჩემი გამოყენება სურდა რეალურად. ახლი კი ზედმეტად დარწმუნებული ვიყავი ამ აზრის ჭეშმარიტებაში.
საკუთარ თავზე ვბრაზდებოდი და ამ ბრაზს, მის მიმართ ვანთხევდი, მაგრამ ისიც საკითხავია, იყო თუ არა ეს ბრაზი.
იქნებ, უფრო მეტიც იყო?!

მიუხედავად სკეპტიკური დამოკიდებულებისა ჩემი თავის მიმართ, კარგად მქონდა გააზრებული, რომ თვითგვემას არანაირი სარგებელის მოტანა არ შეეძლო, ამიტომ ის ისტერიკები მალევე შევწყვიტე, ლამის გონებას რომ მიფეთქებდა.

რაც შეეხება დაჩი ამაღლობელს, იმდენად სწრაფად მოხდა მისი და ჩვენი სამეგობროს ასიმილირება, ამით თვითონაც გაკვირვებული დარჩა.
საერთო ინტერესები, ნაცნობები, იუმორის გრძნობა და მეტი რა იყო საჭირო?!
თუმცა, არა, სანამ სამეგობროში მივიღებდით, სანდრომ ე.წ ტესტი ჩაუტარა, ნატასთან ერთად გამოსცადა მანქანაში და დაასკვნა;
- არა, ისე, საღოლ ძმაო, ისეთს უძლებ, სოფლის მუნიციპალიტეტს უნდა ვთხოვოთ, ჭიშკართან ბიუსტი დაგიდგან.
- ბაზარი არაა, ბიჭო, რიტუალი უნდა ჩავატაროთ ახლა, დაყარეთ საჭმელი და სასმელი. - გამოაცხადა აკომ და ბალიშიც მოხვდა ნატასგან
- მეტკინა, ქაჯო.
- თქვენ ორივე, ერთმანეთს ხო არ ურტყამთ თავს? - ნატა სერიოზული სახით დააჩერდა დივანზე გაშხლართულ სანდროსა და აკოს.
- ბიჭო, დაჩი, შეგიძლია გადაიფიქრო, გაგიგებთ. - აგრძელებდა ორივე უკბილო ხუმრობების სერიას.
მეც დიდი სიამოვნებით ავყვებოდი, მაგრამ კმაყოფილი სახით წამომჯდარი ნიკოლოზი, იმდენად მაკომპლექსებდა, რომ ოთახში გაჩერებაც არ მსურდა.
სამზარეულოში გავედი, წყლის დასალევად, ამიტომ ვეღარ გავიგე დაჩის პასუხი, ყველას ახარხარება რომ მოჰყვა.
ნიჟარასთან ვიდექი, ნიკოლოზი რომ შემოვიდა ოთახში.
წყალი ისე დავლიე, მისკენ არ გამიხედავს.
მომიახლოვდა, ხელით ჯერ თმაზე შემეხო, შემდეგ წელზე.
ამჯერად მალევე მოვეგე გონს.
- აღარსდროს მომეკარო, ნიკოლოზ! - ლამის დავუყვირე და ჩემს ოთახში ავედი.

საშინლად ვბრაზობდი საკუთარ თავზე, სრულიად უცნობ ადამიანს, ამდენის უფლებას რომ ვაძლევდი.
ყველაზე საშინელება ის იყო, დიდად რომ არ მაწუხებდა ეს ფაქტი.
- იდიოტი, თავხედი, როგორ მიბედავს! - ბოლთას ვცემდი ოთახში.
თან გაბრაზებული ვიწესრიგებდი თავს, ძალიან მინდოდა სასეირნოდ გასვლა და ჰაერის ჩასუნთქვა.
ერთადერთი რაც მაბედნიერებდა, სეირნობა იყო.
თმას გამეტებით ვივარცხინი, ნიკოლოზზე გაბრაზებული, კარი ეკაკომ რომ გააღო.

- გოგო, რა ხდება შენსა და ნიკუშას შორის? - ინტერესით მომაჩერდა ადგილზე გახევებულს, - შენი ხმა გავიგე, სამზარეულოში რომ იყავი... ახლა არ დაიწყო ჩემი მოტყუების უნიჭო მცდელობები, თორე ძაან გავჭედავ! შენი აზრით, მისი მზერა გამომეპარა, მანქანაში რომ ჩაჯექი? ან რომ გელოდებოდით და გახსენებდით. რა ხდება, საერთოდ?
- საიდან იცნობენ ესენი ნიკოლოზს?
- ნიკუშაც ვერაზე ცხოვრობს და თანაც, სანდრო და აკო ბავშვობიდან იცნობენ, კალათბურთს თამაშობდნენ ერთ გუნდში, ძაან ახლოს იყვნენ ყოველთვის, პროსტა, ეს ნიკუშა სულ სადღაც იყო, ხან საფრანგეთში, ხან ამერიკაში, ბოლოს და ბოლოს, შენი უფროსის შვილია, რატო არა?!
- რას აკეთებს საზღვარგარეთ? - არ ვწყვეტდი კითხვების დასმას.
- აკო ამბობდა, მუშაობსო, ძმაც ჰყავს, ისიც კალათბურთელია, ოღონდ ცოტნე ბოლომდე გაყვა, ნიკუშა 22 ის რომ გახდა, მიატოვა და რაღაც საქმე წამოიწყო. - მთელი ბიოგრაფიის მოყოლის შემდეგ, დასვა მეტად მძიმე შეკითხვა, - მიპასუხე ახლა, რა ხდება?!

აი, ეკაკოს სახე უნდა გენახათ, ყველაფერი რომ მოვუყევი.
გამოშტერება, - ძალიან მსუბუქი ნათქვამია.
- ვა, ნიკუშა, ნახე, რა! - ჯერ კიდევ შოკში მყოფმა, გაიცინა, რაზეც დაეჭვებულმა გადმოვხედე. - აი, შენ თუ ვინმე გაგაგიჟებდა, ვერ წარმოვიდგენდი, ვერცერთ ცხოვრებაში! - კმაყოფილი დადიოდა აქეთ-იქეთ, - აი, ნატაზე იმიტო მქონდა ეგეთი რეაქცია, რომ დაჩი ამაღლობელთან, ანუ მის პირველ და ტრაგიკულ სიყვარულთან დავინახე, შენ კიდე, რა გითხრა, არ ვიცი. ვაიმე, მეცინება. - ეკაკოს ხარხარს ინდიფერენტული სახით ვადევნებდი თვალს და მინდოდა, რამე არანაორმალურად მძიმე ჩამერტა მის ნაოჭებმოკლებულ ტვინში! - არა, ისე, ორი საათი რომ გელოდებოდით, ძაან კარგი დიალოგი ავაწვეთ, კარგი ტიპია, შენი შესაფერისი ყველაფრით, ისეთია, რა, ჩამოყალიბებული.
- ბატონო? - ამჯერად მე ამიტყდა სიცილი, - როგორია, გაიმეორე?
- ო, გეყოს! მართლა ეგეთია. არ მგონია, რომ არასერიოზულად გიყურებდეს. თან სანდროს და აკოს ძმაკაცია, გამორიცხულია, მოკლედ.
- ჩემი მჭევრმეტყველი. - გამეცინა ეკაკოს მსჯელობაზე, - კარგი, მაცადე ახლა, მოვწესრიგდე. - ლამის წიხლით გავაგდე ჩემი ოთახიდან.

ორ წამში კვლავ გაიღო ჩემი ოთახის კარი, ვიფიქრე, ეკაკოს დარჩა რამე-მეთქი და ყურადღება არ მიმიქცევია.
- დახვედრაც ასეთი უნდა, - ნაცნობი ხმა რომ გავიგე, დენდარტყმულივით გავისწორე ზემოთ აქაჩული კაბა, რომლის მდგომარეობაც ჩემი სხეულის შეთვალიერების საშუალებას იძლეოდა. - ჰმ... რა გჭირს?
- ვერ ხვდები? - აღმაშფოთა მისმა კითხვამ.
- ვერა. - მხრები უდარდელად აიჩეჩა და კედელს მიეყრდნო ზურგით.
- ჯერ მარტო, იქედან დავიწყოთ, როგორ გაგიცანი! მერე მეორეც, როცა გინდა მოდიხარ, მეხები, მკოცნი, მოსვენებას არ მაძლევ! რა გინდა ჩემგან? იცოდე, მე არ მივეკუთვნები იმ კატეგორიას, რომლებსაც თავიანთი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებად იყენებენ. - გაცხარებული ვლაპარაკობდი, იმდენად ყელში მაწვებოდა ეს სიტუაცია, ხელებსაც ვერ ვიმორჩილებდი.
იმ ფაქტმა საერთოდ გამაგიჟა, ტუჩის კუთხეში რომ გაეპარა დამცინავი ღიმილი.
ჩემი გაცხარებული ლაპარაკი, სასაცილოდ ეჩვენებოდა?!

- მდა... თურმე, რა ფიქრებში ხარ. - ხელი ნიკაპზე ჩამოისვა და შემდეგ თმებში შეიცურა. - დავიჯერო, რამე ისეთს ვაკეთებ, რაც შენ არ მოგწონს, კომპლექსიანო? - რა თქმა უნდა, ჩვეული ირონიული გამომეტყველება დაუბრუნდა.
ჩემკენ წამოვიდა.
ჯანდაბა, ოღონდ ეს არა!
დადუმებული, უკან ვიხევდი. რამდენი ნაბიჯითაც მიახლოვდებოდა, მეც იმდენივეს ვდგამდი უკან,
მაგრამ ზურგით ცივ კედელს რომ ავეკარი, გავაანალიზე, რომ გასაქცევი გზა აღარ მქონდა,
არც მისგან,
არც ჩემი სურვილებისგან.
მოსალოდნელი ქმედების გამო თვალები დავხუჭე,
არც მაშინ გავახილე, როცა მისი სუნთქვა სახეზე მომეფრქვია.
- ნუ მოდიხარ, - სახეზე ხელი ნაზად გადამატარა. - გთხოვ, არ გინდა...
- არა, პატარავ, ოღონდ ეგ არა. - ცალი ხელით კედელს მიეყრდნო და მეორე ხელით ჩემი ნაკვთების შესწავლა განაგრძნო. - გინდა, რომ წავიდე? - დაბალი ხმით მკითხა და ტუჩები ყბაზე მომაწება. - თვალები გაახილე, რა,- ჩამჩურჩულა კვლავ.
სხეული ამიკანკალდა, როცა კიდევ ერთხელ ვიგრძენი მისი ცხელი ტუჩები ყბაზე, ტუჩის კუთხესთან,
ჩემი სახე მის ხელებში მოიქცია და მთელი ძალით დამეტაკა ტუჩებზე. საშინელი ვნებითა და ძალით მკოცნიდა.
მთელი ძალით მეკვროდა, თითქოს ჩემს სხეულში შემოღწევა უნდოდა,
მთლიანად,
ერთ მთლიანობად.
მინდოდა, მართლა ძალიან მინდოდა, რომ გამეჩერებინა,
უარი მეთქვა ამ გონებისდამკარგველ სიამოვნებაზე,
მაგრამ ზედმეტად უძლური ვიყავი.
ჩემს ძალებს აღემატებოდა მისი ერთი შეხების დაიგნორებაც კი.
საკუთარ თავს უფლება მივეცი... გავტყდი და მთლიანად ჩავიძირე სასიამოვნო შეგრძნებებში. ხელი თმაში შევუცურე და ჩემკენ დავქაჩე, ტუჩების მოძრაობით მივხვდი, რომ გაეღიმა.
ამ საშინლად არანორმალური კოცნის შემდეგ, ღრმად სუნთქავდა და მზერას არ მაშორებდა.
გაშტერებული, შეგრძნებებდაკარგული, ცივ კედელს ვეკროდი და ვუყურებდი, როგორ იხევდა უკან.
ხელები ჯიბეებში ჩაეწყო და უცნაურად იღიმოდა.
- რა მინდა? ის, რაც ორივეს. - კმაყოფილებით აღსავსემ თქვა და ოთახიდან გავიდა.
საკუთარი ტუჩები სარკეში რომ დავინახე, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ არანორმალურად ველური იყო!
- იდიოტი, ასე როგორ ჩავიდე. - ამოვიწუწუნე და დახეთქილ ტუჩებზე თითი გადავისვი.
გამაჟრიალა, იმის გახსენებაზე, რომ სულ რაღაც ორი წამის წინ, თვითონ მეხებოდა.
ტუჩებზე ჰიგიენური ტუჩსაცხი გადავისვი და ოთახიდან გამოვედი.

- აბა, რას შვებით? - ვკითხე ოთახში შეკრებილ საზოგადოებას. რა თქმა უნდა, ნიკუშაც იქ იყო და გულიანად იცინოდა, ბიჭებთან ერთად.
- ბიჭო, აი, რომ წამოვედით, ძაან კაი, პროსტა სანამ the walking dead არ ვიქნებით, მანამ არაფერს ვჭამთ? - ისეთი სერიოზული სახით წამოიწყო სანდრომ, იფიქრებდით, ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასა და ლარის კურსზე შესტკივა გულიო.
- ნანამ გვთხოვა, მანდ მაინც არ აჭამოთ, იქნებ დაიკლოსო, - თვალი ჩაუკრა ნატამ.
ტრავმის გამო, სანდრომ ვეღარ გააგრძელა თამაში, რასაც მომატებული კილოგრამები მოჰყვა, მართალია შესამჩნევი არ იყო, მაგრამ ხომ უნდა გამოგვეყენებინა ეს კოზირი?
- ყვავის ხმა მესმის და სანამ ავგდები, უთხარით, სამზარეულოში განიდევნოს. - გადმოგვხედა გაღიზიანებულმა სანდრომ.
როგორი ბავშური იყო, როცა ბრაზდებოდა!

რას აკეთებდა ნიკოლოზი?!
დივანზე იჯდა და ჩემს გაღიზიანებას ცდილობდა, თავისი კმაყოფილი ღიმილით.
მხოლოდ ახლა დავფიქრდი,
და ისეთი ჯანსაღი ნერვები ჰქონდა, სერიოზულად მშურდა.:))
მგონი არარსებობდა ძალა, რომელიც მწყობრიდან გამოიყვანდა.

- მე და ყვავი გავისეირნებთ, ამიტომ ეს ორი განდევნე სამზარეულოში, - გამოაცხადა ამაღლობელმა და ნატას სახეზე ხმამაღლა გაეცინა.
- აუ, დაჩი, შენც გადმოგდეს, ხო? - აწუწუნდა ნატაშკა, მაგრამ ხომ ვიცოდით, როგორი ბედნიერი იყო.
- ქეთუშ, ყვავის შვილს რა ქვია? - ისეთი სახით გადმომხედა აკომ, სერიოზულად დავფიქრდი, ვინმე საერთო ნაცნობზე ხომ არ მეკითხება-მეთქი.
-... ბახალა.
- ბიჭო, დაჩი, ძაან გთხოვთ, ბახალებით არ დაბრუნდეთ, რა. - სრული სერიოზულობით ამცნო აკომ. ორწამიანი დუმილის შემდეგ კი, ჩვენი ხარხარი და ნატაშკას კივილი ერთად ატყდა, სინქრონში.
- შე იდიოტო! - ბალიში ესროლა დივანზე გათხლაშულ აკოს, - მოვიცლი შენთვის, მაცადე! - დაემუქრა და დაჩისთან ერთად გავიდა სახლიდან.
- ოხ, ეს სიყვარული, გამოათაყვანა ბავშვები, - ირონიულად, ორაზროვნად ჩაილაპარაკა სანდრომ და ფეხები მაგიდაზე შემოაწყო.
- ნეტა შენ რა გაგეგება? - ირონიულად ვკითხე.
გულზე მომხვდა მისი სიტყვები,
არ ვიცი, საკუთარ თავზე რატომ მივიღე და სწორედ ეს მეწყინა.
რატომ აღვიქვი ისე, თითქოს ჩემზე ამბობდა?!
სულელი ვარ და ასეთივე ფიქრები მაწუხებს!
- შენ გაგეგება, ხო? - ჩვეული, აუღელვებელი, სარკაზმით გაჯერებული ტონი არ დამაკლო კობახიძემ.
- მე ის გამეგება, რომ სიყვარულის გარეშეც ვხედავ აქ გამოთაყვანებულებს. - ხურდა დავუბრუნე კმაყოფილმა და ტანის რხევით წავედი სამზარეულოსკენ.
- მწარე, - მომაძახა სანდრომ.
გამეცინა.
მიკვირდა, ამდენის თქმასაც რომ ვახერხებდი.

***

აივანზე ვიჯექი, ყურსასმენებში „yes to heaven“-ის სიტყვები ჩამესმოდა და გაუაზრებელ ბედნიერებას ვგრძნობდი.
ამოუცნობ ბედნირებას, ნაზი სიო და თხელ ტანსაცმელში შემოპარული სიცივე ემატებოდა, რომელიც კიდევ უფრო დიდ ბედნიერებას ქმნიდა.
იმდენად სასიამოვნო იყო შემაწუხებელი სიცივე, რომ შემეძლო მთელი ღამე აქ გამეტარებინა.
მაწუხებდა, მაგრამ მინდოდა.
- მაწუხებს, მაგრამ მინდა. - გავიმეორე გონებაში და იმწამსვე ნიკოლოზის სახე ამომიტივტივდა.
მაწუხებდა, შინაგანად მღრღნიდა, მშლიდა, მცვლიდა, მაგრამ მინდოდა.
არც კი ვიცი, რატომ შემეძლო თვალი დამეხუჭა იმაზე, რაც ერთ დროს მიუღებელი მეგონა.
მაგრამ როცა ფაქტის წინაშე აღმოვჩნდი, ფიქრები დავკარგე,
სადღაც გაიფანტნენ,
გაქრნენ.
ფაქტია, არცერთი ფიქრი არ არსებობდა, როცა მის გვერდით ვიყავი და მაშინებდა ეს მდგომარეობა.
სად გაქრა ის ქეთა პირველი, რომელიც ამ ყველაფრის წინააღმდეგი იყო?!
სიმართლე გითხრათ, არ ვიცი,
მაგრამ ნოემბრის ღამეს,
პირველის ნახევარზე,
სულ სხვა ქეთა პირველი დაიბადა, რომელიც აქამდე საგულდაგულოდ იმალებოდა.
ალბათ, ეშინოდა, საკუთარი სურვილების გამოხატვა,
ხმამაღლა თქმა,
გაზიარება.
ეშინოდა მოსალოდნელი ტკივილის,
დაუნდობელი მომავლის,
ამიტომ ამ ყველაფერს მალავდა,
და როდესაც, ფაქტის წინაშე აღმოჩნდა,
მხოლოდ მაშინ მიხვდა,
თუ ვინ იყო, ვინ ან რა უნდოდა,
რას ეძებდა და სად იმყოფებოდა.
მიყვარდა?!
ჯანდაბა, ალბათ არა.
მაგრამ ეს ყველაფერი, ყველა გრძნობა, ყველა ფიქრი, ყველა მოქმედება,
უფრო მეტს ჰგავდა.


- ქეთევან, განმარტოება გადაწყვიტე? - ჩემს გვერდით ნიკუშა რომ დაჯდა და ყურსასმენი მომაშორა, მხოლოდ მაშინ ვინებე თვალების გახელა.
- ქეთევანს კიდევ ერთხელ იტყვი და სახეს დაგიკაწრავ. - გავუღიმე კმაყოფილმა, თითქოს ძალიან სასიამოვნო შემოთავაზება მქონდა.
- ოჰო, ეს უკვე მომწონს... აქ თუ გავიდეთ? - წარბები ეშმაკურად აათამაშა და მხარი ჩემს მხარს შეახო.
ჯანდაბა, ესეც კი მოქმედებდა!
თვალები სიმწრით დავხუჭე, მაგრამ დენდარტყმულმა გავახილე, როცა მხარზე მისი თბილი ტუჩები ვიგრძენი.
ქვემოდან მიყურებდა და ვხედავდი,
მის თვალებში დანთებულ ცეცხლს, რომელიც ჟრუანტელს მგვრიდა,
რომელიც იმ საღ აზრსაც მაკარგვინებდა, ჯერ კიდევ რომ მქონდა შერჩენილი.
- რა?! - გაუაზრებლად წამოვიყვირე.
- აქ დამიკაწრავ, თუ ზემოთ ავიდეთ? - კმაყოფილი, აუღელვებელი ტონი და მომღიმარი სახე.
შეეძლო ნებისმიერი რამ ეთქვა თვითკმაყოფილს,
შეეძლო გამოეშტერებინე და მის საკუთრებად ექციე, სულ რაღაც ერთ წინადადებაში.
სწორედ ამას ვიაზრებდი მთელი სიცხადით და არ მინდოდა!
შინაგანად მჭამდა ჩემი მეამბოხე დამოკიდებულება ყველაფრის მიმართ,
და ახლაც მინდოდა, სიტუაცია შემეცვალა, ჩემს სასარგებლოდ წამეყვანა და გამეგიჟებინა.
სახე მის სახეს მივუახლოვე,
ტუჩებით ნაზად შევეხე მის რბილ კანს, ტუჩის კუთხესთან.
არ ვკოცნიდი, უბრალოდ ვეხებოდი და ეშმაკურად მეღიმებოდა, როცა მის აჩქარებულ პულსაციას და დაძაბულ სხეულს ვგრძნობდი.
ტუჩები მის ყბას გავუსვი და შემდეგ ფრთხილად ვაკოცე. იმ დროს, გულში გამარჯვებას ვზეიმობდი, როცა მისი გახშირებული სუნთქვა მესმოდა.
ნათლად ვხედავდი, დაჭიმულ ძარღვს, კისერთან, როცა ხელი მის ფეხზე ავასრიალე.
ვიცოდი, რომ ჩემი ჭკუიდან შეშლა უნდოდა,
ამიტომ არ ვაპირებდი დანებებას,
ზედმეტად აზარტული სიტუაცია იყო, მიუხედავად იმისა, რომ გამოუცდელი ვიყავი და მაოცებდა ის ფაქტიც, ამდენი სითამამე რომ გამაჩნდა.:))
ნაზ შეხებას მანამ განვაგრძობდი,სანამ მის ხელს ვიგრძნობდი წელზე.
ჩემმა გონებამ სწრაფად ჩართო განგაშის სიგნალი და სწრაფადვე წამოვდექი ფეხზე.
გათამამებულმა სახე დავუჭურე და ჩავჩურჩულე.
- ეგ მხოლოდ შენს ფანტაზიებში, ნიკოლოზ. - მისი სახელი გამოვკვეთე.
სახლში შესვლას ვაპირებდი, როცა ხელი დამიჭირა და მისკენ მიმაბრუნა.
- არ ვიცი რა თამაშს თამაშობ, მაგრამ იცოდე, ყველა ვარიანტში, მოგებული მე ვიქნები,- იგივე ტონით მითხრა და ტუჩებზე დამაცხრა. - მომწონხარ ასეთი თავშეუკავებელი, პირველო. - ტუჩები თვალებზე მომაკრო, ხელები გამიშვა და სახლში შევიდა.
- მოვკლავ, - სასოწარკვეთილმა ავატრიალე თვალები და კიდევ ერთხელ ვიზეიმე ჩემი მიწაზე დანარცხება.


* * *


საღამოს სიტუაცია ასეთი იყო: ნიკუშა და აკო, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, სიცილით იხეოდნენ, სანდრო კიდე ჩემთვის ამოუცნობ ისტორიას ყვებოდა, სავარაუდოდ იმ პერიოდზე, როცა ერთ გუნდში თამაშობდნენ. იმდენად იყო როლებში შეჭრილი, საერთოდ არ აინტერესებდა, ვინმე უსმენდა თუ არა.
ამათი „დაბოლილი“ მდგომარეობის ყურება ნამდვილად არ შემეძლო, ამიტომ სამზარეულოში შევედი, ყავის გასამზადებლად, თუმცა, ჩაფიქრებული ეკაკო რომ დავინახე, თვალები რამდენჯერმე დავხუჭე და გავახილე.
ეკაკო, ყავით ხელში, სერიოზული სახით, ნამდვილი ეკა იყო.
- რა გჭირს? - ვკითხე წარბაწეულმა და იქვე ჩამოვჯექი.
ჩემი ხმა რომ გაიგო, მხოლოდ მაშინ ინება გამოფხიზლება და თავისი ფიქრების მიტოვება.
- ამ... არაფერი, ჩავფიქრდი უბრალოდ.
- შენ და ჩაფიქრება?! რამე ეგზისტენციალური კრიზისი ხო არ მოწიე? - ცოტაც და გამოვშტერდებოდი.
ეკაკო ყურებამდე შეყვარებული,
ზედმეტად შექსპირის პერსონაჟი იყო.
- ო, არაფერი-მეთქი! - მოჩვენებით გაეცინა და ყავის დალევა მშვიდად განაგრძო.
- შენ და ნატამ ტყუილები ერთად დაამუღამეთ? რამე კურსებზე დადიოდით, თუ ონლაინ გაკვეთილებით?
- ქეთუშ, შენც არ ჩამოგვრჩები, ხო იცი. - ეშმაკურად ჩაეცინა ეკაკოს.
არა, რა.
დრამატულ ეკაკოშიც არის რაღაც სახალისო.
- ნუ, გეტყვი, მაგრამ არ ვიცი, როგორ დავიწყო, - ბრინჯივით დაიბნა ეკაკო, - მგონი შეპყრობილი ვარ.
- ჰა? - არ დავაცადე დასრულება. უბრალოდ, ზედმეტად მიკვირდა, მისგან მსგავსი სიტყვები.
ზედმეტად უცხოპლანეტელი იყო.
- ერთი ადამიანია, რომელიც მომწონს... და მგონი სულ ტყუილად. - ამოიოხრა და თვალები დახარა. - დარწმუნებული ვარ, არც აღმიქვამს როგორც გოგოს. მოკლედ, არ ვიცი, რა ვქნა. ყველაფერი ვცადე, ყველაფერი გავაკეთე, რომ გონებიდან ამომეგდო, მაგრამ ვერა, რა. მაინც მეფიქრება, მაინც იმედი მაქვს.
- ვინაა? - ვკითხე მოუთმენლად და ლამის ადგილზე ცეკვა დავიწყე, როცა მის მზერაში ის ამოვიკითხე, რაც მაინტერესებდა და მინდოდა.
- ამ... აზრი არ აქვს. - ნამდვილად ვათქმევინებდი, მაგრამ ოთახში აკომ რომ შემოაჭრა, ეგრევე გავჩუმდი. ვატყობდი, რაღაც გაიგო ჩვენი დიალოგიდან, ისეთი დაძაბული იყო.
ერთ ადგილას ტრიალებდა და ვერ ხვდებოდა, რა უნდა გაკეთებინა.
მეცინებოდა, მართლა მეცინებოდა ამ ორ ერთნაირზე,
ერთნაირად არასერიოზული,
დაბნეული და მომენტებში ძალიან მორცხვი,
აკო და ეკაკო.

- აბა, ვის ცხოვრებას ანგრევთ? - ვითომდა უდარდელი ტონის უკან, მხოლოდ მე ვიცოდი, რაც იმალებოდა. ეშმაკურად მეღიმებოდა და ქორწილის სუნიც მცემდა.
- აფრენ, ხო? - დავსვი სრულიად შეუფერებელი კითხვა და გავიცინე, დაძაბულობის გასაფანტად.
ეკაკო ფეხზე წამოდგა და ოთახიდან გავიდა, რამაც საკმაოდ ხელსაყრელი გარემო შექმნა, სტრატეგიის შესამუშავებლად.
- აკო, ბეჭედი წამოიღე? - ვკითხე სრული სერიოზულობით აკოს, რომელიც ისეთი სახით მიყურებდა, ეჭვი მაქვს, ჩემს ჯანსაღ მდგომარეობაში ეჭვი ეპარებოდა.

* * *


- ბაზარი არაა, ეს გამოს**ებული კიდე უფრო გამოყ*ევა სიყვარულმა, მაგრამ შენ მაინც რა გჭირს, ტო? ვაფშე, რაებს მებაზრებით, აზრზე ხართ? - აქეთ-იქეთ, რვა თვის ორსულივით დადიოდა სანდრო და ბოლთას სცემდა. - არა, ვაფშე, აზროვნებთ?
- სანდრო, უკვე სერიოზულად მეპარება ეჭვი, რომ ტრავმის შედეგად ტვინიც დაიზიანე და ვეღარ აზროვნებ. - სერიოზული სახით მივაჩერდი პანიკაში მყოფს.
- ქეთა, აზრზე ხარ, რას მეუბნები? - აღმოხდა სასოწარკვეთილს, - ანუ, გინდა რომ ამ გამოთაყვანებულს უფლება მივცე ჩემი და ცოლად მოიყვანოს? ისე, რომ დარწმუნებული არ ვართ, ის რას ფიქრობს?! ან რას უნდა ფიქრობდეს, ტო, ძმასავით გიყურებს, რა სიყვარული. - არ ცხრებოდა უკვე ცხრა თვის სანდრო.
- ეკაკოს ნუ მასწავლი, რა! ვის უყურებს ბიჭო, ძმასავით? გოგო, დრამებშია, თავის გრძნობებს ვერ ამხელს, ეშინია და შენ რას ბოდავ? - ცოტა მაკლდა და სანდროს დავახრჩობდი. - თანაც ცოლად მოყვანა ძაან შორსაა იმასთან, რასაც აკო აპირებს.
- ბიჭო, სანდრიკ, ხო იცი, თუ რამეს გადავწყვეტ, ბოლომდე მივყვები. - ასეთი სერიოზული აკო, ზედმეტად იშვიათი იყო. - ორი წელია მიყვარს, ბიჭო, ორი წელია და არ ვიმჩნევ, სი*ივით ვიმალები, შორიდან ვუყურებ და ვერ ვეკარები. ხო, იცი, რამდენი რამის დათმობა შემიძლია მის გამო, რატო მიჭედავ, ტო.
- ჩემი დის დაქალს და ჩემს ძმაკაცს გადაწყვეტილი აქვთ, ჩემი და მოიტაცონ და მე ამას მითანხმებენ. ბიჭო, ნიკუშ, ძაან გთხოვ, ხერარდოსთან გადარეკე, ბრაზილიაში, უთხარი მაგარი სცენარი გვაქვს, თუ აიღებ-თქო.
- სანდრიკ, მაგრად ატრაკებ, ეხა. - ჩაეცინა ნიკუშას. - მე ვამჩნევ ეკაკოს ეს გამო... გამოთაყვანებული რომ ევასება და შენ რა გჭირს, ბიჭო. - ეცინებოდა კობახიძეს, რომელმაც შესაძლო უწმაწური სიტყვა, „გააპატიოსნა“. სიმართლე გითხრათ, ძალიან მესიამოვნა, მისგან ასეთი დამოკიდებულება.
- ნიკუშ, შენც? - გადმოხედა სანდრომ.
- სანდრო, ან შენთან ერთად მოვაგვარებთ ამ საქმეს, ან შენ გარეშე. - გადაჭრით ვუთხარი და სიგარეტს მოვუკიდე. - რატომ უნდა დაიტანჯოს?! ისედაც საკმაოდ დაიტანჯა ორივე, საკუთარი თავის მოტყუებით. მოდი, ვაცადოთ, რა. - როგორც ჩანს, ჩემი სიტყვები ზედმეტად დამაჯერებლად ჟღერდა და მართლაც ჩააფიქრა სანდრო, რომელსაც თავი ხელებში ჩაერგო.
- რას აპირებთ? - ამოიხედა შემდეგ. გამარჯვებული ღიმილით გადავხედე გაფითრებულ აკოს.
- ჩვენ არაფერს, აკოც საკმარისია მოსაგვარებლად. - თვალი ჩავუკარი სანდროს. - დღეს ღამით გადაიხვწებით, დაელაპარაკები, გამოუტყდები, ყველაფერს აუხსნი, ისიც აგიხსნის და ჰეფი ენდ! შეისაძლოა ქორწილი ავირტყათ, ან უბრალოდ შეყვარებულები იქნებიან და ამათ გამოთაყვანებული სახეების ყურება მოგვიწევს. ნაჰ, მგონი მზად არ ვარ ამისთვის.- გამოვაცხადე მთელი ზარზეიმითა და ამავდროულად, სასოწარკვეთით და ოთახიდან სწრაფად გავედი.


***

„ქეთა, ჩამოდი, რა. საქმე მაქვს“ - ღამის პირველის ნახევარიც არ იქნებოდა, აწ უკვე ნაცნობმა ნომერმა რომ მომწერა. იმის გამო, რომ აკოს ეკაკო გაეტყუებინა, ვითომდა დაძინება მოვიმიზეზეთ და ყველანი ოთახებში შევლაგდით. თუმცა, მესიჯშიც კი ვხვდებოდი ნიკოლოზის ტონს, რომელიც სრულიად განსხვავდებოდა იმისგან, რაც აქამდე გამეგო.
სწრაფად წამოვდექი, რაც ხელთ მომხვდა ჩავიცვი და ქვემოთ ჩავედი.
მბჟუტავი სინათლით განათებულ ოთახში, ნიკოლოზი იდგა. გახსნილი პერანგი მოეხურა მხრებზე და მხოლოდ ახლა შევძელი, მისი იდეალური სხეულის შეთვალიერება.
- რა ხდება? - ვკითხე და მზერა ავარიდე.
- წამოდი, - ინდიფერენტული სახე ჰქონდა. ჩემი ყოყმანი რომ შეამჩნია, ჩაეცინა. - ნუ გეშინია, ტო, ეგეთი ერთფეროვანი ტიპი არ ვარ, მეც რომ მოგიტაცო. - თვალი კმაყოფილმა ჩამიკრა და მხრებზე თავისი მოსაცმელი მომახურა.
- კარგი, მაგრამ სად მივდივართ? - სახლს რომ გავშორდით, ვკითხე, საეჭვოდ ჩუმად მყოფს.
- არსად, გავიაროთ უბრალოდ. - მხრები აიჩეჩა და სიგარეტს მოუკიდა.
- რა მოხდა, ნიკოლოზ, დარდი შემოგაწვა? - ამ შანსს ხელიდან ვერ გავუშვებდი, - თან მხოლოდ მე მაქვს პატივი, სერიოზული ნიკოლოზ კობახიძე ვიხილო. - თვალი ჩავუკარი და ხელის მარტივი მოძრაობით თმები მხრებზე გადავიყარე.
- ეს პატარა ნახეთ, რა, როგორ გამხიარულდა. - ხმამაღლა გაეცინა და ხელი კისერზე მომხვია. - გართობს ეს მდგომარეობა, კომპლექსიანო? - ჩამჩურჩულა.
- რატომაც არა?
როცა იღიმოდა, მარჯვენა ლოყაზე, პატარა ფოსო უჩნდებოდა,
როგორი იდეალური იყო, მისი ღიმილიც კი.
- არ გინდა შენზე მომიყვე?
- ეგრე არათანაბარი სიტუაცია იქნება და მხოლოდ მე ვილაპარაკებ, ამიტომ ჯობია კითხვები დავსვათ. შენ დაიწყე. - ვუთხარი კმაყოფილმა. ახლა ნამდვილად მქონდა შანსი გამეცნო რეალური ნიკუშა.
- კარგი, ეგრე იყოს... ჰმ, რასთან ასოცირდება შენთვის სიცოცხლე?
- მდაჰ... ალბათ, დაუსრულებელ წრესთან. წარმოიდგინე, ყველა ადამიანი ამ წრეში იბადება, კვდება, შემდეგ მათ სხვა ადამიანები ანაცვლებენ და გრძელდება, დაუსრულებლად. ყველანი ამ წრეში ვართ გამოკეტილი, ხვდები? აი, წარმოიდგინე, რაღაც პატარა ბურთი და მასში კიდევ უფრო პატარა ადამიანები. მგონი, საშინელებაა, ხო? - მთელი ემოციებით ვუხსნიდი ამ მეტად საინტერესო კითხვაზე უცნაურ პასუხს და ვხედავდი, როგორ იკავებდა ღიმილს.
- კარგი, ჩემი ჯერია. ნუ დამცინი. - გავაფრთხილე დაბღვერილმა. - რა გაღიზიანებს ყველაზე მეტად? აი, არსებობს რამე, რასაც შეუძლია მწყობრიდან გამოგიყვანოს?
- მაღიზიანებს, როცა შესაძლებლობებს ხელიდან ვუშვებ, მაგრამ ჯერ ასეთი მომენტი არ მქონია, შესაბამისად, არა. - ღიმილით მიპასუხა და ლამის პირი დავაღე.
- დამატებით კითხვას მოვითხოვ... საერთოდ არაფერზე ბრაზდები?
- ვბრაზდები, მაგრამ არ გამოვხატავ, - გაეცინა ჩემს ბავშვურ ქცევაზე, - იცი, რა არის, პირველო? ხალხში ბევრი დაძაბულობაა, ყველა გაღიზიანებულია, მოწყენილი, სევდიანი, რატომ უნდა შევქმნათ ასეთი აურა, როცა ყველაფრის მარტივად მოგვარება შეიძლება? - დამაფიქრა მისმა სიტყვებმა.
- საერთოდ ყველაფრის მარტივად მოგვარება? რამე ზებუნებრივ ძალას ფლობს?
- საერთოდ ყველაფრის, ქეთა. მთავარია გამოსავლის პოვნაზე კონცენტრირდე და არა პრობლემის არსებობაზე. უბრალოდ, იკაიფე იმით, რასაც ცხოვრება გაძლევს, დასცინე და ყველაფერს მარტივად შეხედე.
მაოცებდა,
დღითი დღე მაოცებდა, ნიკოლოზ კობახიძე.
- მოდი გავბანალურდეთ, რისი პატიება არ შეგიძლია? - ფიქრებიდან ნიკუშას ხმამ გამომიყვანა.
- იმედგაცრუების... ვაპატიებ, მაგრამ ვერასდროს შევძლებ დავიწყებას, არ კი არა, ვერ მექნება ისევ ისეთი ურთიერთობა იმ ადამიანთან, როგორც მქონდა. ყველაზე დიდი სიცარიელე, იმედგაცრუებას ზდევს თან.
- საინტერესოა... არსებობს ეგეთი ადამიანები შენს ცხოვრებაში?
- რა თქმა უნდა, მაგრამ აღარ მაინტერესებს ისინი. კარგი, ღალატზე რას ფიქრობ? შეგიძლია უღალატო ადამიანს?
- თუ ძალიან მიყვარს, შემიძლია ვუღალატო მხოლოდ საკუთარ პრინციპებს. - მომიჭრა მოკლედ და თვითონ გააგრძელა.
- ნანობ რამეს?
- არ ვიცი, შეიძლება... მაგრამ არც იმდენად, რომ გამოსწორება მინდოდეს. უბრალოდ, ისეთი სინანული მაქვს, თავი ცუდად რომ მაგრძნობინოს და მორჩა. - მხრები ავიჩეჩე. მივუყვებოდით ჩემთვის უცნობ გზას და მინდოდა არ დასრულებულიყო. - შენ?
- ვნანობ, აქამდე რომ არ ამოვედი ბიჭებთან. - გამიღიმა და ზემოდან დამაცქერდა, ისე რომ თვალი არ მოუშორებია. - პირველი მოწონების ობიექტი?
- ამ... სერიოზულად არავინ. არ გაიცინო, ძაან გთხოვ! მეც არ ვიცი, რატო. უბრალოდ, მეზარებოდა. აი, მართლა გეუბნები, იმდენად ზარმაცი ვარ, რომ ეგ პროცესი ძალიან მეზარებოდა. - საკუთარ თავს დავცინოდი.
- მდაჰ... ყველაფერი პირველი მე მიკავშირდება, პირველო. - ეშმაკურად გამომხედა და თვალი ავარიდე. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სერიოზული დიალოგი გვქონდა, მაინც არ კარგავდა თავის თვითკმაყოფილ მზერასა და ირონიას.
- რა განიჭებს სიამოვნებას?
- უკვე მეორედ გეკითხები, აქ თუ სახლში? - ჩემი განრისხებული მზერა რომ დაინახა, ხმამაღლა გაეცინა, - ჰო, კარგი, ბევრი რამ მანიჭებს სიამოვნებას... კარგი მუსიკა, ზღვა, მზის ჩასვლა, პირველის ნახევარი, შენი რეაქციები... შესაძლოა, შენც, მაგრამ ჯერ ისევ კომპლექსებში ხარ ჩაძირული.
- ბიჭებს ბავშვობიდან თუ იცნობ, აქამდე რატომ არ გიცნობდი? - სწრაფადვე დავაიგნორე მისი სიტყვები და სხვა თემაზე წამოვიწყე საუბარი.
- იშვიათად ამოვდიოდი სანდროსთან, უფრო აკოსთან ვიყავით, ხოლმე, ან ჩემთან. ბოლო პერიოდში, საქართველოში იშვიათად ვარ.
- კატო ამბობდა, საფრანგეთშიაო. - გამახსენდა შავგვრემანის ჭორები, ნიკუშას შესახებ.
- რაო, კომპლექსიანო, ჩემზე ინფორმაციას აგროვებდი? - ხმამაღლა გადაიხარხარა.
- იდიოტო! თვითონ თქვა. - დავიწუწუნე, როცა ჩემი სიმართლის დამტკიცება თითქმის შეუძლებელი გახდა.
- ცოტნე, ე.წ ჩემი ძმა, რომელიც ხუთი წლიდან ნაშვილები მგონია, საფრანგეთშია, თან საქმეებიც მქონდა, ამიტომ შემოვრჩი.
- კარგი, გავაგრძელოთ. ყველაზე დიდი ტყუილი რაც გითქვამს?
- 17 წლის ვიყავი, ან უფრო პატარა, ერთ გოგოს ვუთხარი, მიყვარხარ-მეთქი და ყველაზე დიდი ტყუილი ეგ იყო.
- თუ იცოდი რომ არ გიყვარდა, რატომ უთხარი? - შინაგანად დავიძაბე და რაღაცნაირად, სულ ცოტათი, ძალიან ცოტათი, მგონი ეჭვიანობის გრძნობამ შემომიტია.
- სტატისტიკურად, დღეში ადამიანს შეუძლია ხუთასზე მეტი სიტყვა თქვას და აქედან, ასი ტყუილი იყოს. იმიტომ არა, რომ ამის თქმა უნდა. უბრალოდ, ხშირად შევდივარ შეცდომაში და ამას, თქმიდან რამდენიმე წუთის, დღის ან წლის შემდეგ ვხვდებით. გამოსავალი რომ ვიპოვოთ, სრულიად შეუსაბამო და ალოგიკურ სახელებს ვარქმევთ იმ გრძნობებს, რომლებიც რეალურად არანაირ კავშირში არაა ამ სახელებთან.
- როგორ უნდა მივხვდეთ, რა განსხვავებაა მოწონებასა და სიყვარულს შორის?
- მდაჰ... ინდივიდუალური პროცესია, ქეთა. როცა გიყვარს, შეგიძლია მის გამო ყველაფერი დათმო, ყველაფერი გააკეთო, რაც შენს ძალებს შეესაბამება. აი, მოწონება უბრალო გრძნობაა, სუსტია და მალე ქრება, ეიფორიის პროცესია და ამიტომ ჰგონია ხალხს ეს გაცვეთილი გრძნობა სიყვარული.
- თუ აქამდე არავინ გიყვარდა, საიდან იცი, რომ ეგრეა? - ჩემი აზრით ჩამჭრელი კითხვა დავუსვი.
- ვთქვი, არ მყვარებია-მეთქი? მე რომ არ მახსოვს? - გაეცინა.
უკვე სახლთან ვიყავით.
- ვინ გიყვარდა? - ჩემმა სხეულმა ლამის კანკალი დაიწყო.
- წარსულში რატომ, პირველო? იქნებ ახლაც მიყვარს? - ჩემს გაღიზიანებას არ წყვეტდა დამცინავი ტონით.
- კარგი, არ მაინტერესებს. - ვუთხარი და სახლისკენ შევბრუნდი.
ალბათ, შვიდი ნაბიჯი მაინც გვაშორებდა ერთმანეთს, მისმა ხმამ რომ შემაჩერა.
- გინდა გამოსცადო და გაიგო, რა განსხვავებაა მოწონებასა და სიყვარულს შორის? - მისკენ შევბრუნდი. - ღამით, ფიქრები რომ არ მოგასვენებს, გონება დაძინების საშუალებას რომ არ მოგცემს, სურვილისგან სხეული რომ არ დაგემორჩილება, მთელი შენი არსება მასთან წასვლა რომ გაიძულებს, მაგ დროს მიხვდები, პატარავ, თუმცა, უკვე იცი, ხომ ასეა?
- შენ... შენ იცი? - ხმაც კი მიკანკალებდა.
- რა თქმა უნდა, პირველო. - ღიმილით მიპასუხა.
უკვე მიბრუნებული ვიყავი.
ჩქარი ნაბიჯებით მივდიოდი სახლისკენ და ყოველ წამს, მისი სიტყვები ჩამესმოდა.
იცოდა.
მან ეს გრძნობა იცოდა,
ზუსტად ახლა,
ამ დროს... პირველის ნახევარზე.

___

ძაალიან დიდი თავი გამოვიდა და ამიტომ
ყველას გელოდებითთთთ <3
აუცილებლად გამიზიარეთ შთაბეჭდილებები.

პ.ს ჩვეული, უზარმაზარი, უსაზრღვო მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც თავიანთ ემოციებს მიზიარებენ და მეუბნებიან რა მოსწონთ/რა არა.



№1 სტუმარი სტუმარი Salome

Namdvili shokiaaa. Xvalac 12 ze dadeb xo?

 


№2  offline წევრი დარინა

უბრალოდ მიყვარს ნიკოლოზი, აი ძალიან მაგარი პერსონაჟია, ისეთია დღეს რეალირ ცხოვრებაში რომ არასდროს შემხვედრია, გიჟი გადარეული და დადებითი რომისგანაც ისეთი ბედნიერების სხივები მოდის აი მეც კი გაბედნიერება, ყველაზე მეტად ეს თავი მომეწონა აი ზუსტად ისეთი იყო როგორსაც ველოდიი, ველოდები ქეთას ნერვების ბოლომდე დაგლეჯას სანამ ნიკოლოზი ბოლო ნერვის ძაფს არ გაუწყვეტს მანამდე ვერ მიხვდება რომ მასზე სერიოზულად ფიქრობს. მომწონს ისტორია ასე მსუბუქად რომ იმითხება, ირგვლივ იმდენი ნეგატივია მათბობს თავისი სიმაუბუქით.

 


№3 სტუმარი A

მართლაც რომ ვაუ..... მომწონს ნე ასეთი ნიკოლოზი. მაგარი ტიპია და თანაც ეკას თქმისა არ იყოს ჩამოყალიბებული. ზუსტად ივის რა და ვინ უნდა. ახალ თავს ველი მალე.

 


№4 სტუმარი მიკუნა

აუუ ერთ ლუკმად არ მეყო ????????ეს თავხედი ნიკოლოზი რო მომწონს რა გავაკეთო ????

 


№5  offline წევრი gabi du

წავიკითხე და სრული სიამოვნება მივიღე სიტყვის სრული მნიშვნელობით.

 


№6 სტუმარი სტუმარი Nita

არასდროს არ მყოფნის და რა გავაკეთო? მიყვარს თვითკმაყოფილი ნიკოლოზი ????????

 


№7  offline წევრი Margo Tokyo

სტუმარი Salome
Namdvili shokiaaa. Xvalac 12 ze dadeb xo?

მიხარია რომ მოგწონსს❤️❤️
ზუსტად არ ვიცი როდის დავდებ:((

დარინა
უბრალოდ მიყვარს ნიკოლოზი, აი ძალიან მაგარი პერსონაჟია, ისეთია დღეს რეალირ ცხოვრებაში რომ არასდროს შემხვედრია, გიჟი გადარეული და დადებითი რომისგანაც ისეთი ბედნიერების სხივები მოდის აი მეც კი გაბედნიერება, ყველაზე მეტად ეს თავი მომეწონა აი ზუსტად ისეთი იყო როგორსაც ველოდიი, ველოდები ქეთას ნერვების ბოლომდე დაგლეჯას სანამ ნიკოლოზი ბოლო ნერვის ძაფს არ გაუწყვეტს მანამდე ვერ მიხვდება რომ მასზე სერიოზულად ფიქრობს. მომწონს ისტორია ასე მსუბუქად რომ იმითხება, ირგვლივ იმდენი ნეგატივია მათბობს თავისი სიმაუბუქით.

ყველაზე მეტად ეგ მიხარია, რომ იმას ფიქრობ, რაც ყველაზე მეტად მინდოდა!!
ზუსტად ეგ სიმსუბუქე უნდა ყოფილიყო ამ ისტორიაში, ზედმეტი დრამების გარეშე.
ძალიიან დიდი მადლობა, დარინა❤️❤️❤️

A
მართლაც რომ ვაუ..... მომწონს ნე ასეთი ნიკოლოზი. მაგარი ტიპია და თანაც ეკას თქმისა არ იყოს ჩამოყალიბებული. ზუსტად ივის რა და ვინ უნდა. ახალ თავს ველი მალე.

დიდი მადლობა, ძააალიან მიხარია❤️❤️❤️❤️ ვეცდები რომ მალე დავდო<3333

მიკუნა
აუუ ერთ ლუკმად არ მეყო ????????ეს თავხედი ნიკოლოზი რო მომწონს რა გავაკეთო ????

ვაი:დდდ ამხელა თავიც რომ არ გყოფნით :დდდდ ❤️❤️❤️❤️
იმსახურებს ჩვენი თავხედი ნიკუშა მოწონებას :დდ
ძალიან დიიიდი მადლობა!❤️

gabi du
წავიკითხე და სრული სიამოვნება მივიღე სიტყვის სრული მნიშვნელობით.


ძალიან მიხარია!❤️❤️❤️❤️ უდიიდესი მადლობა!

სტუმარი Nita
არასდროს არ მყოფნის და რა გავაკეთო? მიყვარს თვითკმაყოფილი ნიკოლოზი ????????

აუ, როგორ მიხარიაა ვერ წარმოიდგენნნ❤️❤️

 


№8 სტუმარი LB

აი შენ ხარ შოკი ადამიანი... ერთ დღეს წავიკითხე ესეც და წითელი ღამეც იმდენად მაგრად შეგიძლია სიუჟეტის განვითარება რომ მივეჯაჭვე შენს მოთხრობებს... ეს ხომ გადასარევია და წითენი ღამე საერთოდ საოცრება იყო... მთელი დღეა ამაღლებულ ნოტაზე ვარ და ეა ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ შენი დამსახურებაა ჩემო კარგო. ნამდვილად გაქვს უნარი შეიქმნა კარგი კარიერა ამ პროფესიით.... მიხარია რომ გიპოვე <3 <3

 


№9 სტუმარი სტუმარი Salome

Araaa dgess dadeee 12 ze aucileblad. Gushin 1 ze aitvirta mgoni da 3 jer wavikitxe ise mesiamovnaa. Imedebi ar gagvicruvooo dges dade 12 ze aucileblad

 


№10 სტუმარი სტუმარი პირველი

სასწაული ხარ მართლა????????ეს რა შოკი თავი იყოო, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბე. ვერ ვიფიქრებდი რომ ასე მაგრად წაიყვანდი სიტუაციას... ვგიჟდები ნიკოლოზზე! ყველანაირად იდეალურია????????????❤️ნიკოლოზის და ქეთას დიალოგი ხო საერთოდ უმაგრესი ნაწილი იყო! ქეთას პერსონაჟიც ძალიან მომწონს და ზოგადად აკო არის უსაყვარლესი, ვგიჟდები მაგათ მომენტებზე.
ყველა ჩვენს ქეთას როგორ აწამებს:DD გელოდებიიი როგორ მაინტერესებს კიდე რა გიჟობას შემოაგდებ

 


№11  offline წევრი ნანა73

შენი "წითელი ღამე" წავიკითხე შემთხვევით და დამაინტერესა ვინ იყავი, არ გიცნობდი აქამდე. საკმაოდ კარგი და გამართული ისტორია იყო kissing_closed_eyes რა თქმა უნდა ეს ისტორიაც მომწონს, ერთად წავიკითხე შვიდივე თავი. კარგი გოგო ხარ მარგო, წარმატებებს გისურვებ მომავალში და ველოდები სიახლეებს! ❤️

 


№12  offline წევრი Margo Tokyo

LB
აი შენ ხარ შოკი ადამიანი... ერთ დღეს წავიკითხე ესეც და წითელი ღამეც იმდენად მაგრად შეგიძლია სიუჟეტის განვითარება რომ მივეჯაჭვე შენს მოთხრობებს... ეს ხომ გადასარევია და წითენი ღამე საერთოდ საოცრება იყო... მთელი დღეა ამაღლებულ ნოტაზე ვარ და ეა ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ შენი დამსახურებაა ჩემო კარგო. ნამდვილად გაქვს უნარი შეიქმნა კარგი კარიერა ამ პროფესიით.... მიხარია რომ გიპოვე <3 <3

არ ვიცი რა ვთქვა!!!
მადლობა ძალიან მცირეა იმის გამოსახატად თუ რას ვგრძნობ ახლა, ამ კომენტარის შემდეგ!❤️❤️❤️
წარმოუდგენლად მიხარია რომ წითელი ღამეც წაიკითხე და ასეთი შთაბეჭდილება დაგრჩა.
უზარმაზარი მადლობა ასეთი შეფასებითვის❤️❤️❤️

სტუმარი Salome
Araaa dgess dadeee 12 ze aucileblad. Gushin 1 ze aitvirta mgoni da 3 jer wavikitxe ise mesiamovnaa. Imedebi ar gagvicruvooo dges dade 12 ze aucileblad


მეც ძააააალიან მინდა რომ დავწერო და დავდო, მაგრამ ფიზიკურად არ მაქვს დრო:((( დიდი ალბათობით კვირა საღამოს დავდებ:(❤️❤️

სტუმარი პირველი
სასწაული ხარ მართლა????????ეს რა შოკი თავი იყოო, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბე. ვერ ვიფიქრებდი რომ ასე მაგრად წაიყვანდი სიტუაციას... ვგიჟდები ნიკოლოზზე! ყველანაირად იდეალურია????????????❤️ნიკოლოზის და ქეთას დიალოგი ხო საერთოდ უმაგრესი ნაწილი იყო! ქეთას პერსონაჟიც ძალიან მომწონს და ზოგადად აკო არის უსაყვარლესი, ვგიჟდები მაგათ მომენტებზე.
ყველა ჩვენს ქეთას როგორ აწამებს:DD გელოდებიიი როგორ მაინტერესებს კიდე რა გიჟობას შემოაგდებ

ვაიმე!!
როგორ მიხარიააააა!:((❤️❤️❤️
აი ვერ წარმოიდგენთ მართლა! ასეთი კომენტარების მერე მინდა რომ სულ ვწერო❤️
ძალიან, ძალიან დიდი მადლობა!

ნანა73
შენი "წითელი ღამე" წავიკითხე შემთხვევით და დამაინტერესა ვინ იყავი, არ გიცნობდი აქამდე. საკმაოდ კარგი და გამართული ისტორია იყო kissing_closed_eyes რა თქმა უნდა ეს ისტორიაც მომწონს, ერთად წავიკითხე შვიდივე თავი. კარგი გოგო ხარ მარგო, წარმატებებს გისურვებ მომავალში და ველოდები სიახლეებს! ❤️

ძაალიან დიდი მადლობა!❤️
მაბედნიერებს როცა წინა ისტორიის შესახებ მეუბნებიან რომ მოეწონათ, იმიტომ რომ წინა ისტორია სულ სხვაა ჩემთვის!❤️❤️
უსაზღვროდ მიხარია რომ ორივე მოგწონს❤️❤️

 


№13  offline წევრი LI_BE

სად დაიკარგე, მარგო? blush

 


№14  offline წევრი Margo Tokyo

LI_BE
სად დაიკარგე, მარგო? blush

ახლა ავტვირთე და იმედია მალე დაიდება <333

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent