შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პირველის ნახევარი /დასასრული


8-12-2019, 20:24
ავტორი Margo Tokyo
ნანახია 1 575

ღამით, სრულიად მარტო დარჩენილი,
სწორედ მაშინ, საკუთარი ფიქრებიც რომ გტოვებს,
არსებობს რაღაც გარდამავალი წამი, როდესაც ყველაზე დიდ სიმსუბუქეს გრძნობ.
ღამით, სრულიად მარტო დარჩენილი, მელანქოლიის უსასრულობაზე ჩაფიქრებული, ეზიარები იმ ჭეშმარიტ აზრს, თუ რამხელა სიამოვნების მიღება შეგიძლია იმ ცხოვრებისგან, რომელიც აქამდე ყველაზე უსამართლო ქმნილებად მიგაჩნდა.
დაფიქრდები და მიხვდები, თუ რამხელა ძალა აქვს ყველა სპონტანურ ქმედებას, მაშინ როცა, გეგმის მიხედვით ვითარდება ყველაფერი.
დიდი, გრძელი კანონზომიერება ირღვევა იმიტომ, რომ იქ,
ზემოთ,
ვიღაცას ძალიან მოეწონე და რჩეულად დაგასახელა.
შენი ბედი შეცვალა და იმ იშვიათ ბედნიერებას გაზიარა,
რომლის გამოცდაც მხოლოდ რჩეულებს შეუძლიათ.
იშვიათია,- დაწერილი, გათვლილი, გათვალისწინებული გეგმების შეცვლა,
იშვიათია, როდესაც ადამიანის ცხოვრების გეზი, სულ სხვა ლიანდაგზე გადადის.
წარმოიდგინე,
რამხელა ენდორფინის მიღება შეგიძლია იმ ცხოვრებისგან, რომელიც სავსეა სპონტანური სიტუაციებით,
მოულოდნელობებით, შეგრძნებებით, უხილავი ძაფებით, ქიმიური კავშირებით, სიჩუმის ხმებითა და სივრცის გამჭირვალობით.
და შენ ამ წარმოუდგენელი სამყაროს ნაწილი ხარ,
სადაც შეგიძლია შეხვდე ადამიანს,
და მიიჩნიო შენს ნაწილად,
ნახევრად.

***

დილით სასიამოვნო შეგრძნებებით სავსემ გავიღვიძე. პირველად ხდებოდა, თითქმის მთელი ღამის უძინარს, ასეთი განწყობა რომ მქონდა, ალბათ, დღეს ყველა სიგიჟეზე თანახმა ვიქნებოდი, ისეთი აღელვებული და აღტაცებული ვიყავი ამოუცნობი გრძნობებით.
სწრაფად მოვემზადე და ქვემოთ ჩავედი. სამზარეულოსკენ ავიღე გეზი, სადაც მხოლოდ ნიკუშა დამხვდა.
ზურგით იდგა, ყავას სვამდა და ღია ფანჯრიდან იყურებოდა.
- დილა მშვიდობისა, - მივესალმე მაშინ, როცა ჩემკენ გამოიხედა და მეც იმწამსვე გამოვფხიზლდი.
ცხელი წყალი ჭიქაში ჩავასხი და მას ავხედე.
თვალებმოჭუტული მიყურებდა და უცნაური ღიმილი დასთამაშებდა სახეზე.
ისეთი ღიმილი, აქამდე რომ არ მენახა.
- ასე ადრე რატომ გაიღვიძე, პირველო? - მკითხა უცნაური ტონით, გამომეტყველება კი არ შესცვლია. ისევ ისე მიყურებდა და მაკვირდებოდა. - თუ ფიქრებმა არ მოგასვენა და მთელი ღამე გაათენე? - რა თქმა უნდა, ზუსტად გამოიცნო ის, რასაც არასდროს ვეტყოდი.
- შეიძლება... - ჩავილაპარაკე ორაზროვნად და ირონიულად ჩავიცინე. - გუშინ, მთელი ღამე, ვიღაც დეგენერატთან ერთად გავატარე... თუმცა, დიდი ვერაფერი იყო. - თვალი ეშმაკურად ჩავუკარი და მის პირდაპირ, სკამზე ჩამოვჯექი. ერთი ფეხი ჩემივე სკამზე შემოვდე და გაღიმებულმა ავხედე.
- ჰო, არა? - ცინიკურად ჩაეცინა და მომიახლოვდა.
თეთრი პერანგი ისევ გახსნილი ჰქონდა,
ვცდილობდი, საკუთარ თავს ვეწინააღმდეგებოდი, რომ მისი საოცრად იდეალური ფორმებისა და მხარ-ბეჭის შესწავლა შემეწყვიტა, მაგრამ ეს აშკარად ეწინააღმდეგებოდა ჩემს შესაძლებლობებს.
- არადა, როგორ გინდა, მართლა მთელი ღამე გაატარო მაგ დეგენერატთან, - მეამიტური სახე მიიღო და ვითომ მოწყენილმა გადმომხედა. - ნუთუ, საერთოდ ვერ გასიამოვნა? - მკითხა დაბალი ხმით და ერთადერთი რაც მოვახერხე დაჰიპნოზებულმა, თავის გაქნევა იყო. თვალებანთებული ვუყურებდი ეშმაკურად მომღიმარს, რომელსაც ჩემი რეაქცია აშკარად ართობდა. - სამწუხაროა, პატარავ. - ტუჩებით ლავიწზე შემეხო და ყბის ძვალს აუყვა, ყველგან მკოცნიდა ტუჩების გარდა და ჩემს ნერვებზე თამაშს დიდი სიამოვნებით აგრძელებდა.
მეტი აღარ შემეძლო.
ჩემკენ მოვქაჩე და ისე ვაკოცე, როგორც თვითონ იცოდა, - ველურივით.
- მომწონს, ნელ-ნელა იხვეწები, მალე კონკურსზეც გაგიშვებ. - ჩაეცინა და წარბები სასაცილოდ აათამაშა.
- იდიოტო! - მხოლოდ ხუთი წუთის შემდეგ გავიაზრე რაც მითხრა და წამოვიყვირე. ჩემს ბავშვურ რეაქციაზე გულიანად გაეცინა. - დეგენერატო, არ გშია? - ვკითხე ამჯერად დანაზებული ხმით.
ხელებით სკამის სახელურებს დაეყრდნო და ქვემოდან ამომხედა.
- ნუთუ, ის დეგენერატი მე ვარ, მთელი ღამე მასთან რომ გაატარე და ვერ დაგაკმაყოფილა?!
- კი, მეც მშია და რას გააკეთებ? - ოსტატურად დავაიგნორე მისი კითხვა და გავუღიმე. - იცი, მე ყოველ დილით ხელები პარალიზებული მაქვს, ვერაფერს ვაკეთებ... - საკმაოდ არადამაჯერებელი, მაგრამ იდეაში დამაჯერებელი ტყუილი დავახეთქე და უჩვეულოდ გავინაზე.
- სულ ასეთი აფერისტი ხარ, პატარავ? - ხმამაღლა გაეცინა.
- მხოლოდ მაშინ როცა ამას საჭიროება მოითხოვს. - თვალი ჩავუკარი ნიშნისმოგებით და სკამზე გადავწექი. - აბა, რას გააკეთებ?
- რას მიირთმევს, ჩემი შეხებით პარალიზებული ქალბატონი? - დაინტერესებულმა გადმომხედა და მაცივრიდან კვერცხი გამოიღო. - თუმცა, დიდი არჩევანის უფლებაც არ გაქვს, მხოლოდ ომლეტს უნდა დასჯერდე. - თვალი ჩამიკრა და მზადება დაიწყო.
ხმისამოუღებლად ვაკვირდებოდი და ღიმილსაც ვერ ვიკავებდი, მთელი მონდომებით რომ აკეთებდა ომლეტს... ჩემთვის.
ნიკოლოზ კობახიძე,- ჩემთვის.
შემეძლო ეს კომბინაცია ყოველ დილით მენახა და დამერწმუნეთ,
თვალი ვერასდროს მიეჩვეოდა,
არასდროს დაიღლებოდა ამ სანახაობის ყურებით.

- შენც ჭამე, რა. - ვთხოვე და თეფშზე მოთავსებულ ომლეტს თვალებგაბწყინებულმა დავხედე. - ვაიმე, ვგიჟდები შენზე!
- ვიცი, პატარავ.
- ომლეტს ვუთხარი, ისე... - ვუთხარი თვითკმაყოფილს და ამჯერად მე გადავიხარხარე მის სახეზე. - აი, ჭამაზე მეტად არაფერი არ მიყვარს!
- ჰმ... კონკურენტი გამომიჩნდა. - ჩაილაპარაკა და ეჭვით დახედა ომლეტს, თითქოს მართლა ადამიანი იყო. მე ლამის საჭმელი გადამცდა, როცა მისი სიტყვები გავიაზრე. – just kidding, ქეთა, რა გჭირს?!
რა თქმა უნდა, ნიკოლოზ კობახიძე დამარცხებას ხომ არ შეეგუებიდა და სამაგიერო გადამიხადა!
- ო, ჭამე, რა! - წამოვიძახე ვერაფერი რომ ვერ მოვიფიქრე. - just kidding, ქეთა, - ჩავიდუდღუნე ჩუმად. ისეთი სახით ვჭამდი, ვინმეს რომ დავენახე, ისლამური სახელმწიფოს ტერორისტული დაჯგუფების წევრი ვეგონებოდი, რომელმაც სულ რამდენიმე წუთში ალაჰ აკბარ უნდა დაიყვიროს.

თვითონ ღიმილით ჭამდა თავის მომზადებულ ომლეტს და თან მაკვირდებოდა. მის მზერას ყველგან ვგრძნობდი. სახის ყოველი ნაკვთი მეწვოდა, იმდენად დაჟინებული მზერით მაკვირდებოდა.
- მითქვამს, რომ ლამაზი ხარ? - აუღელვებელი, მშვიდი ხმა ჰქონდა.
ხმა ვერ ამოვიღე. მისგან პირველად მესმოდა მსგავსი სიტყვები.
ჩემი სკამი ხელის მარტივი მოძრაობით შემოაბრუნა და ტუჩები კისერზე მომაკრო.
თმა ყურს უკან გადამიწია და ჩემს აწითლებულ ლოყებზე გაეცინა.
პასუხის გაცემაც ვერ მოვასწარი, ოთახში ნატუკა, დაჩი და სანდრო რომ შემოვიდნენ.
მხოლოდ ახლა გამახსენდა ტერორისტული დაჯგუდების შემდეგი წევრები: აკო და ეკაკო.

- ოჰო, აქ რა ხდება? - ეშმაკური ღიმილით იკითხა სანდრომ და ნიკუშას გვერდით „დაეხეთქა“, თუმცა ჩემი მზერა რომ დააფიქსირა, მიხვდა, რომ კარგს არაფერს უქადდა. - ბოდიშიი, - გაიწელა და მაინც ვერ შეიკავა სიცილი.
-სკოფილდი და მისი გამიჯნურებული ობიქეტი არ არიან ხაზზე? - სანდროს გადახედა ნატუკამ.
- აცადე ნატ, თაფლობის თვე აქვთ. - პასუხის გაცემა დაასწრო სანდროს, რომელიც ჯერ კიდევ ვერ ეგუებოდა მომხდარს.
- ამაღლობელი, ჩადუმდი!
- აკომ მომწერა, საღამოს დავბრუნდებითო. - თქვა ნიკუშამ და გარეთ გავიდა.
ფანჯრიდან ვხედავდი, ვიღაცას ელაპარაკებოდა ტელეფონზე და თან აქეთ-იქეთ დადიოდა.

- აუ, როგორ მაინტერესებს, რა ქნეს! - წამოიყვირა ნატუკამ, - წარმოიდგინე, დაკომპლექსებული აკო რომ ეუბნება, ეკაკო, მგონი შემეშალე და წამო, სახლში დაგაბრუნოო. - ისეთ ხმაზე ახარხარდა, ვენც ჩვენ შევიკავეთ თავი.
არა, იყო სადღაც სიმართლის მარცვალიც.
- ბიჭო, აკო ახლა რო ძაან თავდაჯერებული ჩანს, სულ ეგეთი კი არ იყო! - აყვა სიცილში სანდროც და მილიონჯერ მოყოლილი ისტორიის თავიდან მოყოლა დაიწყო, რომელსაც ყოველთვის ისეთი რეაქციებით ვხვდებოდით, თითქოს პირველად გვესმოდა. - მოკლედ, ვიღაც კალათბურთელი გოგო ააგდო, იმენა ჩვენზე დაკუნთული ტიპი იყო ის გოგო, რა, ხოდა მაგრად უტყდებოდა პაემანზე დაპატიჟება, ან ამას როგორ უნდა დაეპატიჟებინა, იმ გოგოს კუნთზე პატარა იყო, ხოდა, როგორც იქნა ვიჩალიჩეთ და ეს გოგო დავახვედრეთ კაფეში. დაჯდა ეს გამოს**ებული და ეუბნება, დიდი ბოდიში, ჩემს ძმაკაცებს ვიღაცაში აერიე და წამო, სახლში წაგიყვან, თუ გინდაო. პროსტა, ხვდები, რა ტუპოი იყო?
- ვახ, ბიჭო, აკო და ეგეთი? - ხარხარებდა ამაღლობელი, - რა უქენით მერე, ტო, ძველი აკო სად გააქრეთ. - ლამის ცრემლებს იწმენდდა.
სანდროს მოყოლილი ისტორიებიდან, გამორჩეულად ამაზე ვიცინოდით, წმინდა ისტორია იყო და სიწმინდეები არ იცვითებოდა! ჯერ მარტო ის იყო სასაცილო, დაბალი აკო, როგორ ეფლირტავებოდა, დაკუნთულ კალათბურთელ გოგოს, რომელიც პატარა ბიძაშვილივით უყურებდა და მერე კიდევ, დაკომპლექსებული აკო, როგორ ცდილობდა ამ გოგოს მოშორებას.
- ბიჭო, იმის მერე სულ დავცინოდით, რა. აკო რომ მოდიოდა, დავუყვირებდით, ბიჭო, აკო, ნინჩომ გაგიბაზრა, მაგარი ცეცხლია საწოლშიო და ტიპი ისე გავამწარეთ, იმის მერე გოგოებს ვერ ვაშორდებდით, დაჟე, ჩვენ გადაგვიჯოკრა ნაშების აგდებაში.
- აუ, დაჩი, ამას არ უსმინო, ესეც კაი კომპლექსა იყო ბავშვობაში. აი, მაგრად იბოღმებოდა, ეკაკო ერთი წლით დიდი რომ იყო. თან 12-13 წლის ასაკში, ამაზე ბევრად მაღალიც და ერთხელ, ღამე ყურში მარილი ჩააყარა. - მინი ეკაკოს ისტორიის მოყოლა დაიწყო ნატამ, თუმცა, მათ ხუმრობებს გულს ვეღარ ვუდებდი. მთელი ყურადღება ეზოში მოსიარულე ნიკუშასკენ მქონდა გადატანილი, რომელიც გაცხარებით ლაპარაკობდა ტელეფონზე და თან ნერვიულად ამოძრავებდა ხელს.
ვაკვირდებოდი და ვხვდებოდი, რომ მისი ასეთ მდგომარეობაში ყურებაც მსიამოვნებდა.
მართალია, ბოლომდე არ ვიყავი ჩემს გრძნობებში დარწმუნებული, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცოდი, ის, რასაც მე ვგრძნობდი, მოწონებაზე ბევრად მაღლა იდა.
ბევრად ბევრს ნიშნავდა, ვიდრე გაცვეთილი, სხივებდაკარგული მოწონება.

ნატამ საჭმლის გამზადება რომ დაიწყო, ოთახიდან გამოვედი და ტელევიზორის წინ მოვკალათდი. გამორთულ ტელევიზორს ვუყურებდი და ტელეფონს ვათამაშებდი ხელში.
ოთახში დაძაბული ნაბიჯებით შემოვიდა ნიკუშა და ხმის ამოუღებლად დაჯდა ჩემს გვერდით, დივანზე. არეული მზერა ჰქონდა, ვერ ვხვდებოდი, რა სჭირდა.
ვიცოდი, რომ რაღაცის თქმა სურდა, მაგრამ არ ამბობდა.
- კარგად ხარ? - ვკითხე როცა ჩემკენ გადმოიხედა. თბილად გამიღიმა და თავი ჩემს ფეხებზე დადო. ერთი ხელი წელზე მომხვია და თვალები დახუჭა.
- თმაზე მომეფერე, რა. - მითხრა დაბალი ხმით. ჩემი მარცხენა ხელი თავის ხელში მოიქცია და მეც გაკვირვებულმა დავხედე.
- ნიკოლოზ... - დავიჩურჩულე მის ყურთან, ეჭვნარევი ხმით და თითები მის ფაფუკ თმაში შევაცურე. იმდენად სასიამოვნო იყო მისი რბილი, ოდნავ დატალღული თმით აღქმა, შემეძლო, ეს წამი საუკუნედ მექცია.
ეს მდგომარეობა იყო საუკეთესო.
მხოლოდ ახლა დავაფასე წამები, წუთები,
სწორედ ახლა მივხვდი, თუ რამხელა ძალა აქვს ერთ წამს,
სამოც წამს,
ერთ საათს,
დროს.
პირველად ხდებოდა, რომ ყოველ წამს ვაფასებდი და ბოლომდე ვგრძნობდი.
ჩემი ნიკუშა... ჩემი იყო? მიყვარდა? იქნებ, ბევრად მეტი იყო.
ბევრად მეტი ვიდრე მოწონება,
ბევრად მეტი ვიდრე სიყვარული.

- გავიაროთ, - თქვა უეცრად და თვალები გაახილა. სახით ჩემკენ გადმობრუნდა და ხელი ლოყაზე გადამატარა. - წავიდეთ. - ამჯერად ფეხზე წამოდგა და ხელი გამომიწოდა.
- კარგი, - ვთქვი დაბალი ხმით და მის ხელს ჩემი შევაგებე.
სწრაფად გამიყვანა გარეთ და მისი ქურთუკი ჩამაცვა, შუბლზე მაკოცა და თმა ყურს უკან გადამიწია, როგორც იცოდა.
- ხო არ გცივა? - გადმომხედა კიდევ, ლამის კაშნეებში ჩატენილს.
- არა, დედიკო. - გამეცინა მის დაეჭვებულ მზერაზე. - რაღაც სხვანაირი ხარ. - ვერ შევიკავე თავი.
- სხვანაირი, როგორი? - გადმომხედა უცნაური ღიმილით.
- არ ვიცი, მგონი ცუდ ხასიათზე ხარ...
- შეიძლება. - ორაზროვნად ჩაილაპარაკა.
- რატომ? - ინსტიქტურად ვკითხე.
- თბილისში უნდა დავბრუნდე. - თქვა დაბალი ხმით.
ლამის გული გამიჩერდა.
ლამის?
ნამდვილად ზედმეტი იყო ამ წინადადებაში „ლამის“.
ანუ, ახალ წელს ჩვენთან ერთად არ იქნებოდა... მის რეაქციასაც თუ გავითვალისწინებთ, ანუ საერთოდ არ აპირებდა დაბრუნებას.
- მშვიდობაა? - ვკითხე იგივე ტონით. ჩემი გულის ძგერის ხმა ალბათ მთელს სოფელს ესმოდა.
- ისეთ პონტში, რა. აუცილებელი საქმეები გამომიჩნდა და რომ არ წავიდე, არ გამოვა.
- აჰა... - სრულიად ინდიფერენტული ვიყავი. არ ვიცოდი, რა რეაქცია უნდა მქონდა. არა, ვიცოდი, მაგრამ რამდენად შემეფერებოდა, მსგავსი რეაქცია? იქნებ, საერთოდ არ მქონდა უფლება, რომ მეთხოვა არ წასულიყო.
აკანკნალებული, გაფითრებული ხელები ქურთუკის ჯიბეებში დავმალე და უხმოდ გავაგრძელე გზა.
- დიდი ალბათობით, მალე მოვაგვარებ და დავრბუნდები. - გამიღიმა. გამაჩერა და კვლავ ვიგრძენი მისი მხურვალე ბაგეები ჩემს შუბლზე.
რაღაცნაირად, დამამშვიდებელი ეფექტი ჰქონდა.
მითხრა, დავბრუნდებიდო... ვიცოდი, ტყუილს არ მეტყოდა.
რატომ ვიყავი ასეთი დარწმუნებული?
ალბათ, იმიტომ რომ ზედმეტად ვენდობოდი უკვე. ვენდობოდი, იმიტომ რომ მისი ყოველი სიტყვა, ყოველი ქმედება ჩემში ამ გრძნობდა უფრო და უფრო აღვივებდა.
- საფრანგეთში ხშირად ხარ, ხოლმე? - ვკითხე მოულოდნელად.
მის სახეს რომ შევხედე, აშკარად გაუკვირდა ეს კითხვა.
- საკმაოდ. ერთი წელია რაც ჩემი საქმე დავიწყე და არ ვენდობი სხვებს, მირჩევნია მე ვაკონტროლო ყველაფერი.
- საფრანგეთში სად ცხოვრობ? - რატომღაც, შეშფოთებულმა დავსვი კითხვა. თითქოს, მეტროში ათევდა ღამეს იმის გამო, რომ იქ ხშირად იყო.
- სახლში, პატარავ. - გაეცინა ჩემს რეაქციაზე, - ჰო, კარგი, პარიზში, საკუთარი სახლი მაქვს. - მაინც ვერ იკავებდა სიცილს. აშკარად გავამხიარულე.
- მარტო ცხოვრობ? - არ ვწყვეტდი დაკითხვას, თუმცა, აშკარა იყო რომ ჩემი კითხვები ართობდა.
- არა, ქეთა, ფრანგი ცოლი მყავს, ბავშვსაც ველოდებით. - ხმა ისეთი სერიოზული გაუხდა, რამდენიმე წამით ადგილზე შევდექი, ვერ მივხვდი, დამეჯერებინა თუ არა, თუმცა, ჩვეული, ირონიული ღიმილი რომ დავინახე, თვალები გადავატრიალე.
- საზიზღარი ადამიანი ხარ!
- უტიფარი და თავხედი აღარ, პატარავ? - ეშმაკურად აათამაშა წარბები.
- ეგეც ხარ! ყველაფერი ხარ, რაც მაგ შინაარსის არის. - ვუთხარი გადაჭრით. - კარგი, მართლა მაინტერესებს.
- თუ მართლა გაინტერესებს, მაშინ ჰო, მარტო ვცხოვრობ. - ზემოდან გადმომხედა და ჩაეცინა. - მოგწონს საფრანგეთი?
- შეიძლება... მომწონს ფრანგული წიგნები, მსახიობები. ბავშვობაში, გააზრებულად პირველად ვუყურე ფილმს „ამელი“ და მთელი საფრანგეთი შემიყვარდა. მგონი, პარიზი, მართლაც გამორჩეული ქალაქია. უცნაური, მაგნიტური მოვლენებით, რომლებსაც სასიამვნო საუნდტრეკები აქვთ, ფრანგული მუსიკის სახით. რამდენიმე წლის წინ, პირველად წავიკითხე ფრანგი მწერლების წიგნები და ძალიან მომეწონა, მართლა. საინტერესო კულტურა და ცხოვრება აქვთ. აი, ძალიან მომწონს, ხალხის თავისუფალი ცხოვრება. არ არიან ვიღაცების დაწესებულ საზღვრებში მოქცეული. იმას აკეთებენ რაც მართლა უნდათ... მოკლედ, ბევრი რამ მომწონს, რაც საფრანგეთს უკავშირდება.
- მაგალითად მე, ხო?
- გეყოს! - ნებისმიერ ხასიათზე მყოფს შეეძლო ჩემს ნერვებზე თამაში.
- რატომ არ აღიარებ, პირველო? - ეჭვით გადმომხედა.
- ერთმა დეგენერატმა მითხრა, მოწონება გაცვეთილი გრძნობაა და ხშირად არ გამოიყენოო. - თვალი ჩავუკარი ირონიული გამომეტყველებით და იმწამსვე შევცვალე თემა. - საფრანგეთში რა მოგწონს გამორჩეულად?
- პარიზის ქუჩები მიყვარს. შეგიძლია, სივრცეში დაიკრგო.
- ეგ როგორ?
- მნიშვნელობა არ აქვს, იცი თუ არა გზები, თავს იმდენად მსუბუქად გრძნობ, რომ შეგიძლია ნამდვილი თავისუფლება შეიგრძნო. აქ, თბილისში, ხალხი ზედმეტად დაძაბულია. როცა დადიხარ ქუჩებში, გგონია, ყველა შენ გიყურებს, გათვალიერებს. მართლაც ასეა, ყველა ადამიანი გათვალიერებს გონებით და გძაბავს. ყველაზე მეტად რაც მეზიზღება, ინდიფერენტული სახეებია. წარმოიდგინე, ინდიფერენტული სახეები ყველგან და მონოტორულად, ყველა ცუდად არის შინაგანად, ზოგს უსამართლობის გრძნობა ახრჩობს, ზოგს შურის, ზოგს ცამხრივი სიყვარულის და მათ ეს ყველაფერი, თავიანთ ინდიფერენტულ სახეებზე აქვთ აღბეჭდილი. მარკეტში რომ შეხვიდე, აფთიაქში, უბრალოდ ტანსაცმლის ნებისმიერ მაღაზიაში, დიდ დაძაბულობას იგრძნობ. მოკლედ, ყველა რაღაცის გამო არის ცუდად და ძალიან ცუდ განწყობას ქმნის. ფრანგი ხალხი ნამდვილად არ გამოირჩევა სითბოს გამოხატვით, თუმცა თავს ზედმეტად ვერასდროს იგრძნობ, მიუხედავად იმისა, რომ სხვა ქვეყნიდან ხარ.
- გიფიქრია, რომ სამუდამოდ საფრანგეთში გეცხოვრა? - ამ კითხვის დასმა არ მინდოდა, რადგან პასუხის ძალიან მეშინოდა, თუმცა, იმდენად დიდი იყო ინტერესი, თავი ვერ შევიკავე.
- მიფიქრია, მაგრამ ამის სურვილი არასდროს მქონია. - თბილი ღიმილით გადმომხედა და სიგარეტს მოუკიდა. - ზედმეტად მიყვარს თბილისი. დამოკიდებული ვარ, ჩვეულებრივად.
- პრაღაში ვიყავი ორი თვით, უნივერსიტეტიდან. პირველი ერთი თვე იმდენად აღფრთოვანებული ვიყავი, ვინმეს რომ ეკითხა, საერთოდ არ მინდოდა დაბრუნება, მაგრამ მეორე თვე ჯოჯოხეთი იყო. თავს ზედმეტად ვგრძნობდი და საშინლად მენატრებოდა ყველაფერი, რაც საქართველოს უკავშირდებოდა. აი, რომ დავურეკავდი ჩემებს, ლამის მეტირებოდა, იმდენად მენატრებოდა სახლის სუნი. რომ შემეძლოს, სახლის სუნის სუნამოს გამოვუშვებდი. - ჩემი ფიქრები გავაჟღერე, რომელიც პრაღაში ყოფნის დროს, მეტად სერიოზული მეგონა და გაგვეცინა.
- რა გინდა, კარგი აზრია. - ეცინებოდა ნიკუშასაც.
- ხო, აი დავუშვათ, შეიქმნება რამდენიმე ადამიანისგან დაკომპლექტებული ჯგუფი, რომლებსაც ექნებათ სპეციალური აპარატურა, რითაც სახლის სუნს აიღებენ და გამოძახებით იმუშავებენ. მაგალითად, გამოიძახებდა ადამიანი, ისინი აიღებდნენ ამ ადამიანის სახლის სუნს და დაუმზადებდნენ სუნამოს. ხო ძაან მაგარია? - როლებში შევიჭერი საკუთარი იდეით აღფრთოვანებული. - მეორე თვე ამ ფიქრებით გავიყვანე, ეგრე ნუ მიყურებ.
- ჩემი საწყალი, - გადაიხარხარა და ხელი გადამხვია. - მაგალითად, ჩემს ძმას არ ენატრება სახლის სურნელი, მისნაირი ანტიპატრიოტული ხალხის მეტი კიდე რა არის, ამიტომ შენი ბიზნესი მალე ჩაწვებოდა. - მითხრა ნიშნისმოგებით, თითქოს მართლაც ბიზნესს ვიწყებდი.
- ჩემი და, ნინა, ორი წელია გერმანიაშია და არც მას ენატრება. სხვათაშორის, სანამ ერთ დეგენერატს შევხვდებოდი პირველის ნახევარზე, მაგ დროს დამირეკა და მითხრა, კიდევ ვრჩებიო და ისეთი ბედნიერი იყო, ცოტა გული დამწყდა, საერთოდ რომ არ ვენატრებოდი. - ჩამეცინა და მხოლოდ ახლა დავფიქრდი, რა საზიზღარი და მყავდა. ლამის დედაჩემს დავურეკე და ვუთხარი, ყველაფერში მართალი იყავი, ნინა უნდა მოვკვეთოთ ოჯახიდან-მეთქი.
- სწავლობს?
- ხო. აქამდეც ჰქონდა წასვლის შანსი, მაგრამ არ წავიდა. მერე რა შეიცვალა არ ვიცი, მაგრამ უეცრად წასვლა გადაწყვიტა. მგონი გათხოვდა, შვილები ყავს და გვიმალავს.
- შენ რატომ არ წახვედი არსად?
- ნინას გადახვეწა საკმარისი იყო ჩემი ოჯახისთვის, ამიტომ თავიდან კატეგორიული უარი განმიცხადეს და მერე მეც აღარ მინდოდა. რთულია იმ ყველაფრის მიტოვება, რაც გიყვარს და გაბედნიერებს.
- რთულია, კი. - ორაზროვნად ჩაილაპარაკა და უცნაურად გადმომხედა.
მის თვალებში ვხედავდი რაღაც განსაკუთრებულს,
რაც არასდროს დამენახა სხვის მზერაში.

- თბილისში როდის ბრუნდები? - ვკითხე დაბალი ხმით.
- დღეს საღამოს უნდა წავიდე. - ვამჩნედი, როგორ ეცველობდა ტონი, როდესაც წასვლაზე ველაპარაკებოდი.
- კარგი, ჯობია დავბრუნდეთ.
არ შემეძლო, უბრალოდ არ შემეძლო ისეთი სახის მიღება, თითქოს არაფერი მომხდარა.
თუმცა, ჩემი დანაშაულიც იყო, ზედმეტად მივეჯაჭვე, ზედმეტად მივისაკუთრე. უნდა მცოდნოდა, უნდა დამეშვა გონება, რომ ასეთი რაღაც შესაძლოა მომხდარი.
ასე აღარ მეტკინებოდა.
რაღაცნაირად, სულის სიცარიელეს ვგრძნობდი.
საკუთარ ნაწილს,
ნახევარს რომ გართმევენ, ისეთს.
გაურკვეველი მომავალი კი ყველაზე მეტად მაფიქრებდა.
ჩემი მეორე მე ფიქრობდა, რომ ყოველი მდორედ, უმნიშვნელოდ განვითარდებოდა, ამიტომ ძალიან მეშინოდა.
ხოლო მეორე, დარწმუნებული იყო, რომ რაღაც ამაღელვებელი,
შემშლელი არ ამცდებოდა.
არ იყო მარტივი იმ აზრთან შეგუება,
მაგრამ სხვა გზა არ მქონდა...

* * *

სახლში შევედით თუ არა, დივანზე გაჯგიმული აკო დაგვხვდა, დანარჩენებთან ერთად.
ირგვლივ საეჭვოდ მიმოვიხედე, მაგრამ ეკაკო მაინც ვერსად დავინახე.
- ვიცოდი, პირველ პაემანს რომ გააჩალიჩებდა. - ხელი ჩავიქნიე და სანდროს გვერდით დავჯექი. - ამოიღებთ ვინმე ხმას? ვემზადებით ქორწილისთვის თუ აკოს გასვენებაში, ლობიო უნდა ჩამოვატარო?
- აუ, ეს ბლანკოს ქვრივი როგორ აღადავდა, ნახეთ რა. - გადაიხარხარა აკო. - გოგო, დაყარეთ მწვადები, ქორწილი გვაქ.
- ა, ანუ რა ხდება, იცით? ჩინეთში ვიღაც კაცი საკუთარ თავზე რომ დაქოწინდება, ეგ პონტია, ხო? - არ ვჩერდებოდი.
- არა, ქეთ, ეს ის იქნებოდა, კაცი, რომელმაც ცოლად საკუთარი ბალიში შეირთო. - ამყვა დაჩიც.
- კაცი, რომელმაც ცოლად კალათბურთელი ნინჩოს კუნთი შეირთო. - არც სანდრო აპირებდა გაჩერებას. ასეთი მაგარი მომენტი გვქონდა აკოს წინააღმდეგ და როგორ არ გამოვიყენებდით?
- ეკაკო! შენს დაქალს მეჯვარეობის კანდიდატობიდან ვხსნი, ოფიციალურად, - დაუყვირა აკომ, როგორც ჩანს მეორე სართულზე მყოფ „ცოლს“.
- აუ, შენც გელაპარაკები, რა! - ხელი ჩავიქნიე და მეორე სართულზე ავედი.
ოთახში უსწრაფესად შევვარდი და საწოლზე გართხმულ ეკაკოს თავზე დავახტი.
- მოყოლა დაიწყო სამ წამში. - სწრაფად მივაყარე არაადეკვატური ხმით.
- ეკ, მგონი მეორე ქორწილიც გველოდება, იცი? - ჩაეცინა ნატუკას, რომელიც კედელს მიყრდნობილი იდგა ჭიქით ხელში და ეშმაკურად იცინოდა.
- ჰმ... შენი და დაჩის, ხო? - ვკითხე წარბაწეულმა.
- არა, ქეთუშ, შენი და ნიკუშას. - ახარხარდა ნატუკა.
- გოგო, ხო ვამბობდი, ესენი უბრალოდ არ დაასრულებენ-მეთქი. - აყვა ეკაკო.
- გაგიჟდით თქვენ? რა დროს ეგაა! მომიყევი რა მოხდა, რა.
- მიდი ჰო, თორე შენს გარეშე ვერაფერი ვათქმევინე.
- მოკლედ... ვაიმე, რაღა მოკლედ, ისეთები მოხდა! - თქვა და კომფორტულად გადაწვა საწოლზე. - არა, მაინც რა დეგენერატები ხართ, მოტაცება რომ შთააგონეთ, იმ დეგრადირებულს. - ახარხარდა უცებ, - ღამე მწერს, დროზე ჩამოდი ქვემოთ, მაღაზიაში უნდა წავიდე და შენც უნდა წამოხვიდეო. მაგარი გაბრაზებული ვიყავი რომ არ მიმჩნევდა, უკვე ვფიქრობდი რომ მორჩა, ყველაფერი დასრულდა-მეთქი და მივწერე, მაგრად მეზარება, ქეთა წაიყვანე, ან მარტო წადი-მეთქი! მოკლედ, არ მომასვენა და მაინც ჩამიყვანა ქვემოთ. წამიყვანა სადღაც, მეც არ ვიცი სად ვიყავით. სერიოზულად უნდა გელაპარაკოო, თავიდან მაგარი პანიკები ავწიე, მეთქი შე იდიოტო, მაღაზია სად არის-მეთქი, ძლივს დამამშვიდა. - გაეცინა ისევ. ამის წარმოდგენაზე ვერც ჩვენ შევიკავეთ სიცილი, იმიტომ რომ ეკაკოს პანიკა too much სიტყვაშიც არ ეტეოდა. – ვაიმე, მერე ისე საყვარლად ამიხსნა სიყვარული, ლამის დავიფერფლე, მართლა! მოყოლა არ მთხოვოთ, თორე ჩავვარდები ქვემოთ და მე მოვიტაცებ. - არარსებულ ცრემლებს იწმენნდა ეკაკო, - ვიფიქრე, ცოტას გავაწამებ, დავტანჯავ-მეთქი, მაგრამ მითხრა ვიცი შენს იმავეს გრძნობ და არ დაიწყო ტყუილად თავის დაფასებები, თორე მანქანიდან გადაგაგდებო. - უკმაყოფილოდ ჩაილაპრაკა, - აქედან გამომდინარე, ჩემი გეგმა წყალში ჩაიყარა.
- რა არანორმალური ხარ, ეკა! მინიმუმ ათი წელი აკოს ნერვებს არ უნდა შეეხო, ისეთები გადაიტანა. - გაეცინა ნატუკას.
- ათი წელი ცოტაა, მართლა. - მხარი ავუბი მეც. - კარგი, ანუ დაქორწინებას მართლა აპირებთ?
- გოგო, ხოო. - გამეწელა დამორცხვილი, - თავიდან რომ მითხრა, ვიფიქრე უარს ვეტყვი მეთქი, ძაან შემეშინდა უცებ, მეთქი რა ქორწილი... მაგრამ რომ დავფიქრდი, რატომაც არა? ეგრე უფრო ასწორებს.
- იცი, როგორ მიხარია?! - გულწრფელად აღმომხდა და ეკაკოს ჩავეხუტე. - აი, ძალიან! ორივე რომ იტანჯებოდით ცალ-ცალკე და ახლა ბედნიერები იქნებით. - მგონი ზედმეტად ავჩუყდი.
- ხო, გოგო... ერთ თვეში გვექნება ქორწილი. - ბოლო წინადადება რომ დაამატა, ჩემი და ნატუკას რეაქცია ყოველგვარ ადეკვატურობას ცდებოდა.
- ერთ თვეში? - წამოვიყვირეთ უცებ. - ერთ თვეში როგორ უნდა მოასწროთ?
- რა მოსწრება უნდა, კაბას ავარჩევ, დიზაინში თქვენ დამეხმარებით და ეგაა, რა. - მხრები აიჩეჩა და ფეხზე წამოდგა. - წამოდით ქვემოთ, ძაან მშია და რამე უნდა მაჭამოთ, მე ვთხოვდები.
- დაიწყო. - უკმაყოფილოდ გადავხედეთ ერთმანეთს მე და ნატამ და ქვემოთ ჩავედით.

* * *

საღამოვდებოდა.
ნათელ ცას ნელ-ნელა ანაცვლებდა მუქი ღრუბლები, რომლებიც კარგს არაფერს ქადაგებდნენ.
აივანზე ვიდექი და ველოდი, როდის შემოაღებდა კარს წასასვლელად გამზადებული ნიკოლოზი და გავიფიქრე თუ არა, იმწამსვე გაიღო კარი.
სხეულით ვიგრძენი, რომ ის იყო.
უცნაური სითბო ჩამეღვარა სხეულში, როდესაც ჩემს თმას შეეხო.
- მივდივარ, პირველო. - მითხრა ჩვეული, დაბალი ხმით და ამჯერად გაყინულ სახეზე შემეხო თითების ნაზი მოძრაობით.
ვიცოდი, რომ ხვდებოდა ჩემს ემოციებს.
რა თქმა უნდა, მან ჩემზე კარგად იცოდა, როდის რას ვგრძნობდი და ვფიქრობდი.
- ჰო... - ჩავილაპარაკე და თავი დავხარე.
ნიკაპზე შემეხო თითებით და სახე ამაწევინა.
თვალებში მიყურებდა, მაკვირდებოდა, ჩემს სახეს იზეპირებდა.
- ამის გარეშე ვერ წავალ, - მითხრა ხრიწიანი ხმით და ისე ნაზად შემეხო ტუჩებზე, აქამდე რომ არ შემხებია. თვალები გამიფართოვდა, როცა ჩემი მოლოდინი არ გამართლდა და იმავე სინაზით აგრძელებდა კოცნას ჯერ ტუჩებზე, შემდეგ მთელს სახეზე.
- როგორი ლამაზი ხარ, იცი? - თვალები დაეხუჭა, როცა კისერში, მფეთქავ არტერიასთან შევეხე ტუჩებით და ძალიან მაგრად ჩავეხუტე.
ერთადერთი რაც მსურდა, ის იყო რომ ჩემს გონებას ძალიან დიდხანს, ძალიან კარგად დაემახსოვრებინა ეს სურათი.
თვალებდახუჭული ვეკვროდი მის ცხელ სხეულს და მხოლოდ მაშინ ვინებე მოშორება, როცა გამახსენდა, რომ აგვიანდებოდა.
- კარგი, უნდა წახვიდე...
- ჰო, უნდა წავიდე. - გაიმეორა. კიდევ ერთხელ, ამჯერად ძალიან ძლიერად მაკოცა და წავიდა.

წავიდა და იმწამსვე ვიგრძენი სიცივე.
სხეული გამეყინა, როცა მისი ცხელი, ძლიერი მკლავები მოშორდა ჩემს სხეულს.
სული გამეყინა, როცა გავიაზრე, რომ ხვალ დილით აქ აღარ იქნებოდა.
ყოველ ჯერზე, როცა თვალებით ძებნას დავუწყებდი, ვერ ვიპოვიდი,
იმიტომ რომ წავიდა.

* * *

სამი დღე გავატარე ინდიფერენტულ მდგომარეობაში.
მთელი სამი დღე და მთლიანი 72 საათი,
ვერ ვხვდებოდი, როდის მოვიდა ეს გრძნობა,
როდის გაიდგა ჩემში ფესვები ასე ღრმად, მაგრამ აშკარა იყო, რომ თავდავიწყებით შეყვარებული ვიყავი.
გჯერათ, თავდავიწყების და მასზე დართული სიყვარულის?
სასაცილოდ ჟღერს, არა?!
მეც ასე ვფიქრობდი,
ჩემს მეგობრებს დავცინოდი,
საკუთარ თავს დავიცნოდი,
იმიტომ რომ წარმოუდგენელი მეგონა.
ღრმად მწამდა, რომ წარმოუდგენელი რაღაცები მართლაც წარმოუდგენელი იყო,
მაგრამ არა... თქვენც ხომ ხვდებით, რომ არა.
წარმოუდგენელ რაღაცებს ყველაზე დიდი ბედნიერების მოტანა შეუძლია.

*

ათი დღის შემდეგ, გადავწყვიტეთ თბილისში დაბრუნება, რადგან ქორწილის სამზადისი ნამდვილად რთული, ხანგრძლივი და დამღლელი იქნებოდა, თანაც ამ ყველაფერს თან ახლდა მშობლების ოფიციალური გაცნობა და მსგავსი ჩემთვის გაუგებარი რაღაცები.
ვერ ვიტყვი რომ განადგურებული დავდიოდი, რადგან გულის სიღრმეში, დარწმუნებული ვიყავი რომ ახლო მომავალში ვნახავდი, თუმცა ეს ახლო მომავალი როდის დადგებოდა, ამაზე მხოლოდ ყოველ ღამე ვფიქრობდი და თავს საშინელ დღეში ვიგდებდი.

თუმცა, ეკაკოს ქორწილმა, ყველაფერი შეცვალა. გადარბენაზე ვიყავი, ხან სად დავყვებოდი, ხან სად. დარბაზის ამბავი ჩემს თავზე ავიღე, რადგან საკმაოდ დიდ დროს და ენერგიას მოითხოვდა, შესაბამისად ფიქრის დრო არ მექნებოდა. თანაც ეკაკო ყოველდღე მაღაზიებში დამატარებდა, ჩემთვის კაბა რომ შეერჩია.

- მგონი ეს მუქი წითელი კაია, ხო? - მკითხა და თითი ნიკაპზე გადაისვა, თან მოჭუტული თვალებით უყურებდა ჯერ კაბას, მერე მე. - ჰმ... ჩემი ხელოვანი და მეტად დაკვირვებული თვალები მატყობინებს რომ ეს კაბა უნდა იყიდო, რადგან ჩემი მეჯვარე ხარ! - წამოიძახა რამდენიმე წამიანი ფიქრის შემდეგ და სადღაც გაუჩინარდა კაბიანად.
თვალებგაფართოვებულმა გადავხედე, უკვე შეფუთულ კაბაში მომავალს.- ეს ჩემგან, შენ მაინც არ იყიდდი, იცოდე ჩაიცვი და არ მანანებინო! - გამაფრთხილებლად დამიქნია ხელი.
ამ ქორწილის ამბებმა ქარბორბალად აქცია, ისედაც ენერგოვამპირი ეკაკო! ისეთ საოცრებებს აკეთებდა, ლამის უარი ეთქვა აკოს ქორწილზე. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ე.წ ქარბორბალასავით გავარდა გარეთ და თავის ახალ მანქანას მიაშტერდა. დაახლოებით
ოცი წუთი უყურებდა სანდროს საჩუქარს და ტკბებოდა.
სულ ძალით ჩავსვი მოთმინებადაკარგულმა და ისიც ჩემი სახლისკენ წავიდა.
- არა, რა! შუმახერი ვარ. - წამოიძახა და მერსედესზე წამომჯდარ ქალს დაუსიგნალა, - გადააჯ*ი, ქალო! - სტაჟიანი მძღოლივით დაუყვირა და ისე გადავიხარხარე, ლამის მოძრაობა შეჩერდა.
- შუმახერი კი არა, ნელა ატარე, არ მინდა 20 წლის ასაკში დავასრულო სიცოცხლე!
- დიდი ამბავი თუ მოკვდი, ეგ კაბა მე დამრჩება, ქორწილის მერე ჩავიცვამ! - თქვა ნიშნისმოგებით და ბოროტულად გაიცინა.
- მოიცა, მე თუ მოვკვდები, შენ უნდა გადარჩე?! - ვკითხე წარბაწეულმა.
- ჰო კარგი, დაე ეგ კაბაც ჩვენთან ერთად მოკვდეს! - ამოიოხრა და თვალები მობეზრებულად აატრიალა.

უკვე ჩემს ქუჩაზე ვიყავი და ჩემდაუნებურად ის დღე გამახსენდა...
პირველი შეხვედრა;
„- დავიჯერო, არავის უყვარხარ?“, როდესაც პირველად გავიგე მისი ხავერდოვანი ხმა. როგორ მეშინოდა, მაგრამ საოცარ სიმშვიდეს ვგრძნობდი მის გვერდით.
მეორე შეხვედრა;
„- მამიკოს ახალი ნაშ...“
როგორ შეცვალა ღამის ნიკოლოზი, თავხედმა ნიკუშამ.
მესამე შეხვედრა;
„- რას ვაკეთებ, პირველო?“
როდესაც ჩემი ჭკუიდან შეშლა გადაწყვიტა და ყველ ნერვული ძაფი გამიწყვიტა, რაც გამაჩნდა.
მეოთხე შეხვედრა;
„- ყველგან შენ, პატარავ.“
როდესაც ჩემში ფესვების გადგმა დაიწყო,
სამუდამო ფესვების.

* * *

ქორწილის დღე ისე მოვიდა, გააზრებაც ვერ მოვასწარი. მეორე დღეს სალონში შემაგდო ნატუკამ და მაკიაჟით დამიფარეს ფერმკრთალი სახე. რა თქმა უნდა, ყველაფერი იმაზე მაგრად იყო, ვიდრე წარმოგვედგინა.
ეკაკო ულამაზესი იყო თეთრ, ძალიან უცხო დიზაინის კაბაში, რომელიც თავისი დიზაინით შეკერა უსწრაფესად. მაგრამ ოდესმე ასეთ აკოს თუ ვნახავდი, როგორ ვიფიქრებდი... მართალია, სერიოზულობა შეპარვოდა, მაგრამ მის ჩვეულ ამაღლებულ განწყობას ვერ მალავდა.

- ქეთუშ, შენ რომ არა, კიდე ორმოცი წელი ვერ მოიფიქრებდა სიყვარულის ახსნას, - ეცინებოდა ეკაკოს.
- ხო, აი! - გაიბუსხა აკო, - არა, ისე, მართლა ეგრეა. - ჩუმად მითხრა და გაეცინა.- წამოდი ახლა, უნდა ვიცეკვოთ, - წამომაგდო ფეხზე და მანამ მაცეკვა, სანამ ფეხები არ დამატეხა.
- აუ, აკო, რა ენერგიაზე ხარ! შეინახე ცოტა, გჭირდება დღეს, - ავხარხარდი ბოლო ხმაზე.
- ბლანკოს ქვრივრს ტყუილად კი არ გეძახი! - მაინც ვერ შეიკავა სიცილი.
- კარგი, შემეშვი, ახლა. - ჩავიქნიე ხელი და შამპანურით სავსე ჭიქა ავიღე. აივანზე გავედი, სიგარეტის მოსაწევად.

ჩაბნელებულ აივანზე ვიდექი. ჩემი გონების და გულის ყველა ნაწილი მის გამოჩენას ელოდა.
ვგრძნობდი, რომ ვნახავდი.
ვიცოდი, რომ მოვიდოდა.
ყველაფერი ასე მარტივად არ დასრულდებოდა, ამასაც კარგად ვიაზრებდი და ველოდი იმ ადგილას, რომელიც მისთვის ნაცნობი იყო.

- ტრადიციას არ არღვევ, პირველო? - სიჩუმეში ჩაკარგული მისი ხმა.
აქ იყო.
მისკენ მივბრუნდი. სხეულის კანკალს ვერ ვიმორჩილებდი.
- აქაც შენ, ნიკოლოზ? - ვუთხარი იგივე ტექსტი და ირონიულად გავუღიმე.
- ნუ პლაგიატობ, - გაეცინა და მომიახლოვდა. - როგორ ერთობი? - მოჭუტული თვალებით მიყურებდა და ჩემს ემოციებს სწავლობდა.
- გადასარევად, - არც მე ვაკლებდი ცინიზმს,- გამხიარულებულს.
- რაღაც რომ გთხოვო, გააკეთებ? - მკითხა უცნაურად დაბალი ტონით, ხელით მოაჯირს დაეყრდნო და ეჭვით გადმომხედა.
- გააჩნია, - რას. - მოვუჭერი მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მაინტერესებდა.
- კარგი, გეტყვი... მოიფიქრე. - ჩაილაპარაკა უცნაურად და სიგარეტს მოუკიდა. - მინდა ყველაზე დიდი ეგოისტობა გთხოვო, მაგრამ ვიცი, რომ ამის უფლება არ მაქვს. - მთელ სხეულთან ერთად სმენაც დამეძაბა. - შეგიძლია ჩემს გამო ყველაფერი მიატოვო?
- რა? - ვკითხე შოკში მყოფფმა.
- მიატოვებ ჩემს გამო სახლის სურნელს? - გამიმეორა კითხვა.
- ვერ ვხვდები, რისი თქმა გინდა... - ავნერვიულდი. კარგად ვხვდებოდი, მაგრამ არ ვიცოდი, რა მეპასუხა.
- ანუ, არა. - ჩაილაპარაკა და ჩაბნელებულ ქალაქს მიაპყრო მზერა. - საფრანგეთში ვბრუნდები, ქეთა.
ხმას ვერ ვიღებდი.
რა უნდა მეთქვა?! ან რას მთავაზობდა?
გაურკვეველ მომავალს მასთან ერთად, სრულიად უცხო ქვეყანაში.
- ჯანდაბა, საერთოდ არ უნდა მეთქვა. - თქვა ბოლოს და სიგარეტი მოისროლა. - შენს თავს ვფიცავარ, საუკეთესო ხარ... იდეალური! იცი რა, ქეთა? არავინ შემხვედრია, არავინ ყოფილა ისეთი, ვინც კომფორტს მომიტანდა. ვინც სულის სიმშვიდეს მომიტანდა მისი ერთი გამოხედვით, ხვდები? - ჩემკენ არ იხედებოდა. - პირველად რომ დაგინახე, პირველის ნახევარზე, ვიფიქრე, გავხალისდები, თან სახლში გავაცილებ, გოგოა-მეთქი, მაგრამ მანდ გადაწყდა ყველაფერი. შენმა მზერამ გადაწყვიტა ყვეალფერი! იცი, შენს ღიმილზე რა მემართება?! იცი, როგორ იღიმი? შეყვარებამდე. - ეღიმებოდა. ეცინებოდა თავის სიტყვებზე. მე კიდევ... ცხელი ცრემლებით მქონდა თვალები სავსე. - ყველაზე დიდი ეგოისტი ვიქნები, ყველაფრის მიტოვება რომ გთხოვო. ყველაზე დიდი ეგოისტი ვიქნები, ყველაფერს რომ მოგაშორო და მხოლოდ ჩემთვის არსებობა გთხოვო. - ჩემკენ შემობრუნდა. თითებით სველ სახეზე მეფერებოდა.
ჩემს ცრემლებს აკავებდა, რომ მიწაზე არ მიმოფანტულიყვნენ.
- ...როგორ გთხოვო წამოსვლა გაურკვეველი ვადით?! ბედნიერი უნდა იყო, პირველო. ჩემთვის პირველო! - დაამატა ბოლოს და თვალებში ჩამაშტერდა.
- რრ..როდის მიდიხარ? - ძლივს ამოვილუღლუღე.
- დღეს ღამით. - თქვა დაბალი ხმით.
- არ ვიცი, რა გითხრა... არ ვიცი, მართლა, ნიკოლოზ. - ვბუტბუტებდი ჩემთვის, - მე... მე ძალიან მინდა რომ წარმატებული იყო, მართლა. შენი საქმე გაქვს, მიზნები, აქ ვერ განახორციელებ, ხომ იცი... ვერ გთხოვ რომ დარჩე. უნდა წახვიდე. - გგონიათ, ვიცი რას ვეუბნებოდი? საიდან მოდიოდა ეს სიტყვები, რატომ ვამბობდი, რატომ არ ვფიქრობდი...
გათიშული ვიყავი.
სრულიად გათიშული.
- ჩემი ეგოისტობა ძალაშია, ხომ იცი. - ყრუდ მესმოდა მისი სიტყვები,
შემდეგ მისი ნაბიჯები,
უკვე ვეღარ ვხედავდი მის სილუეტს.
წავიდა, - ყველა გრძნობა ამ ერთ სიტყვაში.

რა გავაკეთე?!
რატომ არ დავფიქრდი?!
მინდოდა,
მინდოდა აქ ყოფნა, მის გარეშე..?


* * *


- ზოგჯერ ყველაფერი ჩვენი სურვილების საპირისპიროდ ხდება. - ჩავილაპარაკე ჩემთვის და ნატაშკას გაკეთებული მეორე ჭიქა ყავა, ბოლომდე დავლიე.
არაფერი უთქვამს.
- რატომ მტკივა, ნატ?! - ვკითხე ნატას და ცრემლები ხელის გულებით შევიმშრალე.
მერამდენე დღეა, ჩემ თავს ვეკითხები, რატომ განვიცდი ასე ძალიან?
რატომ მგონია რომ გული ამომაცალეს?
რატომ ვერ ვგრძნობ მის ფეთქვას?
ძნელი ყოფილა ასე ცხოვრება.
ეჩვევი, ეჯაჭვები და ბოლოს, სულ რაღაც რამდენიმე წამში, ყველაფერი ქრება ისე, თითქოს არც არასოდეს ყოფილა.
შემდეგ იწყება ფიქრი იმაზე თუ რა იქნება მომავალში,
შემდეგ თავს იმშვიდებ იმით, რომ უკეთესი გამოჩნდება, აი, შემდეგ კი, აღიარებ რომ ვერც ვერავინ გამოჩნდება მასზე უკეთესი და ბედს ეგუები...

ყოველ ნაბიჯზე მოგონებებია.
შეიძლება დაივიწყო, შეიძლება გადაიყვარო, შეიძლება შეიცვალო და შეცვალო, მაგრამ მოგონებებს ვერ ამოშლი.
მოგონებებია, ტკიბილიც და მწარეც, რომელიც შენ გონებაში სიკვდილის ბოლომდე რჩება, არასდროს გავიწყდება და სულ გახსენდება, იმდენად ღრმად არის დალექილი შენს გონებაში.
ტკივილია საშინელი.
გაწვება და ამოსუნთქვის საშუალებას არ გაძლევს... სუნთქვა გეკვირს, როცა იაზრებ, რამხელა შეცდომა დაუშვი.
რისი ტკივილია, მის გარეშე არსებობის, თუ დაშვებული შეცდომის?!
მეტირება და ვეღარ ვტირი.
გაქცევა მინდა, მაგრამ ლაბირინთში ვარ.
მივრბივარ და ისევ იქ ვბრუნდები, საიდანაც დავიწყე.

- უნდა წავიდე! - ვუთხარი ნატუკას და სახლი დავტოვე.
ქუჩაში ვიყავი, ტელეფონს ხელი რომ დავავლე.
- ირაკლი, უნდა დამეხმარო. - სწრაფად ჩავყვირე მამაჩემს და ტაქსისტს ძველი სახლის მისამართი ვუთხარი.

* * *

არ ვფიქრობდი შედეგებზე,
არ მაინტერესებდა რა მოჰყვებოდა ჩემს ნაბიჯს... უბრალოდ ეს უნდა გამეკეთებინა!
თაფლობის თვეში მყოფ აკოს, დილის ხუთ საათზე დავურეკე და ნიკუშას სახლის მისამართი ვთხოვე.
ჯერ გამოშტერდა, რას მეღადავებიო, მერე ახარხარდა და მოიცა, მოგწერო.
ბოლოს ისიც დაამატა, მაგარი გიჟები ხართო და გამითიშა.
ასეთივე რეაქცია ჰქონდა მამაჩემს, რომელსაც თვალებდასიებული მივადექი, თუმცა არც ლანას კითხვებისთვის მიმიქცევია ყურადღება და არც ირაკლის გაფრთხილებებისთვის. ერთადერთი რაც მსურდა, სასწრაფოდ ბილეთის შოვნა იყო.
ზურგჩანთაში ვტენიდი ტანსაცმელს და ირაკლის ზარს ველოდი, რომელიც ჩემს ბედს გადაწყვეტდა.
არ მჯეროდა რომ ეს მე ვიყავი, მაგრამ ახლა, იმხელა ბედნიერებას ვგრძნობდი, ლამის ცეკვა დამეწყო.
რეგისტრაციას ძლივს მივუსწარი და მხოლოდ მაშინ ამოვისუნთქე, როდესაც თვითმფრინავში ავედი.
ბედნიერებისგან მეტირებოდა,
მეტირებოდა, როცა მის სახეს წარმოვიდგენდი,
მის რეაქციას ჩემი დანახვისას.
სიხარულისგან ვიბერებოდი და ვიღიმოდი.

დანიშნულების ადგილას ჩავაღწიე თუ არა, სასტუმროში წავედი.
ასეთ მდგომარეობაში ვერ დავადგებოდი სახლში.
განსაკუთრებულ დროს ველოდი...
პირველის ნახევარს.

* * *

გული მიჩერდება...
წამის შემდეგ, გაორმაგებულად ცემს და პულსი მიჩქარდება.
მხოლოდ ახლა ვგრძნობ მის არსებობას ჩემს მკერდში.
ჩემს სმენას მხოლოდ სიმღერის სიტყვები წვდება, რომელიც მისი სახლიდან გამოდის.
stop the world cause i wanna get off with you...

თვალები უბრწყინავს,
იღიმის,
მეხუტება,
ეცინება,
მკოცნის და ისევ იგივე.

- აქ ხარ! - აღმოხდა სიცილნარევი ტონით, - აქ ხარ, პირველო!
მკოცნის, ისევ ისე... უხეშად, მთელი ძალით.
მეხუტება და არ მშორდება.
- მართლა ჩემთან ხარ, პატარავ? - ანთებული მზერით მიყურებდა, მე კიდე ვიცინოდი.
- არა... - გავიწელე სიცილით,- ერთ დეგენერატთან ვარ და ხომ არ იცი, სად ცხოვრობს? გადავწყვიტე კიდევ ერთი შანსი მივცე... იქნებ ახლა მაინც შეძლოს ჩემი დაკმაყოფილება, - ჩავილაპარაკე გამომცდელი მზერით და მისი იდეალური სხეული კიდევ ერთხელ ავათვალიერე.
- მოდი, ვნახოთ, რისი გაკეთება შემიძლია, - ხმამაღლა გაეცინა. დივანზე ჩემიანად დაჯდა და მთელი ძალით დამეტაკა ტუჩებზე.
- ველური ხარ, რა! - ამოვიწუწუნე და ამჯერად მე ვაკოცე ძალიან ნაზად, თვალის კუთხესთან.
თითებით სახის კონტურებს ვხატავდი და ვერ ვიჯერებდი, რომ ჩემი იყო.
ჩემი ნახევარი იყო.
- ჯერ სად ხარ, პატარავ. - ავისმომასწავლებლად გაეღიმა, თითები დამიკავა, ტუჩები ფრთხილად შეახო და ქვემოდან ამომხედა, ანთებული მზერით.
ავხორცი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე და ჩემს მზერაშიც იმავეს კითხულობდა,
რასაც მე -მისსაში.

* * *

პირველის ნახევარზე,
შეხვდა პირველი თავის ნახევარს.


____


საიდან დავიწყო არ ვიცი, ემოციური სტრესი მაქვს.
მეც არ მეგონა, თუ დავასრულებდი, მაგრამ პატარა თავების დადებას, ერთი დიდი თავის დადება ვარჩიე.

ძალიან, ძალიან მჭირდება თქვენი შეფასება ბოლო თავზე!

მთელი დღე ვწერდი და არ ვიცი რა გამოვიდა... დიდი იმედი მაქვს რომ თქვენი იმედები გავამართლე.

წერის დროს დიდ სიამოვნებას ვიღებდი, მართობდა ეს პროცესი ძალიან.
მგონიიიი ძააალიან მომენატრება ეს სიტუაცია და თქვენი კომენტარების კითხვა.:((

პ.ს უსაზღვრო მადლობა ყველას!



№1 სტუმარი სტუმარი დარინა

ისე არ ველოდი დასასრულს ჯერ კიდევ აგი იაში ვარ, არ გამემეტა ეს წყვილი დასასრულისთვის კიდევ ბევრი თბილი და ტკბილი მომენტი მინდოდა, ბევრი ნიკოლოზი და ქეთა არ მეყოო, ნიკოლოზის ცინოზმის და ნერვებს რომ აწყვეტდა ქეთას მაგის გარეშე როგორ შეიძლება, ქეთას გაწეწვა მომინდა ამდენი დრო რომდაჭირდა ნიკოლოზთან წასასვლელად, ნიკოლოზის ნოსტალგია შემომაწვება შემიყვარდა ეს პერსონაჟიი. მსუბიქი და კარგი ისტორია გამოვიდა. იმედია ახალი ისტორიით მალე დაბრუნდები.

 


№2 სტუმარი სტუმარი პირველი

შოკში ვარ მართლა, ეს რა იყოოოო❤️❤️ძალიან მომეწონა ყველაფერი. ისე მაგრად გქონდა აღწერილი ყველა ქმედება და მომენტი მეგონა ფილმს ვუყურებდი????????
უმაგრესი პერსონაჟები შექმენი გრძნობებით სავსე და რაც მთავარია იუმორით, კითხვის პროცესი დაუვიწყარი იყო, ისე მარტივად და თან ემოციურად იკითხებოდა მეგონა მეც იქ ვიყავი.
განსაკუთებით ნიკუშას პერსონაჟი იყო შოკი.
დიდი იმედი მაქვს რომ მართლა არსებობენ ასეთი ადამიანები... მოლოდინს გადააჭარბე ამ მოულოდნელი დასასრულით.
მართლაც სპონტანური იყო ყველაფერი და ამ სპონტანურმა მოიტანა ძალიან დიდი ემოციები❤️❤️❤️❤️ვგიჟდები ამათ დიალოგზე, როგორი სიღრმისეულია ყოველი სიტყვა და თან მათი ზედაპირული დიალოგებიც როგორი საყვარლობაა.
მომწონს სერიოული და გიჟი ნიკოლოზი! ქეთაც ძალიან მაგარი პერსონაჟია მიუხედავად შეცდომებისა რომლებსაც გამართლება აქვს.
“პირველის ნახევარზე,
შეხვდა პირველი თავის ნახევარს”
❤️❤️❤️❤️❤️

Jer kidev emociebshi var, saocreba iyo. Namdvili shoki martla :)) dzalian magrad cer!

Ai sul minda rom komentari davwero meored vkitxulob ukvee :(((((

 


№3  offline წევრი Margo Tokyo

სტუმარი დარინა
ისე არ ველოდი დასასრულს ჯერ კიდევ აგი იაში ვარ, არ გამემეტა ეს წყვილი დასასრულისთვის კიდევ ბევრი თბილი და ტკბილი მომენტი მინდოდა, ბევრი ნიკოლოზი და ქეთა არ მეყოო, ნიკოლოზის ცინოზმის და ნერვებს რომ აწყვეტდა ქეთას მაგის გარეშე როგორ შეიძლება, ქეთას გაწეწვა მომინდა ამდენი დრო რომდაჭირდა ნიკოლოზთან წასასვლელად, ნიკოლოზის ნოსტალგია შემომაწვება შემიყვარდა ეს პერსონაჟიი. მსუბიქი და კარგი ისტორია გამოვიდა. იმედია ახალი ისტორიით მალე დაბრუნდები.

დარინა, უდიდესი მადლობა ასეთი შეფასებითვის! მეც არ მქონდა იდეაში დასრულება, მაგრამ საკმარისი დროც აღარ მაქვს... ამიტომ უაზროდ გაწელვას დასრულება ვამჯობინე.
მიხარია თუ მსუბუქი და კარგი იყო, ზუსტად ეგ მქონდა გეგმაში!❤️

სტუმარი პირველი
შოკში ვარ მართლა, ეს რა იყოოოო❤️❤️ძალიან მომეწონა ყველაფერი. ისე მაგრად გქონდა აღწერილი ყველა ქმედება და მომენტი მეგონა ფილმს ვუყურებდი????????
უმაგრესი პერსონაჟები შექმენი გრძნობებით სავსე და რაც მთავარია იუმორით, კითხვის პროცესი დაუვიწყარი იყო, ისე მარტივად და თან ემოციურად იკითხებოდა მეგონა მეც იქ ვიყავი.
განსაკუთებით ნიკუშას პერსონაჟი იყო შოკი.
დიდი იმედი მაქვს რომ მართლა არსებობენ ასეთი ადამიანები... მოლოდინს გადააჭარბე ამ მოულოდნელი დასასრულით.
მართლაც სპონტანური იყო ყველაფერი და ამ სპონტანურმა მოიტანა ძალიან დიდი ემოციები❤️❤️❤️❤️ვგიჟდები ამათ დიალოგზე, როგორი სიღრმისეულია ყოველი სიტყვა და თან მათი ზედაპირული დიალოგებიც როგორი საყვარლობაა.
მომწონს სერიოული და გიჟი ნიკოლოზი! ქეთაც ძალიან მაგარი პერსონაჟია მიუხედავად შეცდომებისა რომლებსაც გამართლება აქვს.
“პირველის ნახევარზე,
შეხვდა პირველი თავის ნახევარს”
❤️❤️❤️❤️❤️

Jer kidev emociebshi var, saocreba iyo. Namdvili shoki martla :)) dzalian magrad cer!

Ai sul minda rom komentari davwero meored vkitxulob ukvee :(((((

ვაი, ძალიიან დიდი მადლობა !! მიყვარს ასეთი კომენტარების კითხვა, დეტალურად რომ მიზიარებენ ყველაფერს❤️
ალბათ არსებობენ კიდეც ნიკოლოზის მსგავსი ადამიანები, ნუ იმედი არ დავკარგოთ :დდ
უდიდესი მადლობა!❤️

 


№4 სტუმარი სტუმარი Masho

ძალიან მაგარი იყო!!!

 


№5 სტუმარი სტუმარი სოფა

აუუუუუ შოკში ვარ ეს რა იყო???

 


№6 სტუმარი სტუმარი თაკო

ძაან მაგარი იყო??

 


№7 სტუმარი LB

სიყვარული ხარ შენნ <3 არ ვიცი რა შეიძლება ვთქვა... ძალიან კარგი ხარ შენც და შენი მოთხრობებიც<3 იმედი მაქვს მალე დაგვიბრუნდები ახალი ამბებით და ემოციებით გაგვბერავ რასაც ქვია :Dწარმატებები შენნ<3 <3

 


№8 სტუმარი სტუმარი მარიამი

უფფ, კარგი იყო. მალე დაბრუნდი ახალი ისტორიით❤

 


№9 სტუმარი A

Martla ar myopnis sityvebi emociis gamosaxatad. Vau..... umagresi iyo. Saswaulia namdvilad. Jer kidev shokshi var. Sauketeso dasasrulia namdvilad. Male dagvibrundi aseti gemrieli da msuye istoriebit. Agar dagvekargo ra.......

 


№10 სტუმარი ქრისტიი

ნიკოლოზი იყო შოკიიიიი

 


№11  offline წევრი Margo Tokyo

სტუმარი Masho
ძალიან მაგარი იყო!!!

სტუმარი სოფა
აუუუუუ შოკში ვარ ეს რა იყო???

სტუმარი თაკო
ძაან მაგარი იყო??

ძაააააააალიან მიხარია მართლაა!! flushed heart_eyes heart_eyes
დიიდიი მადლობა kissing_heart

LB
სიყვარული ხარ შენნ <3 არ ვიცი რა შეიძლება ვთქვა... ძალიან კარგი ხარ შენც და შენი მოთხრობებიც<3 იმედი მაქვს მალე დაგვიბრუნდები ახალი ამბებით და ემოციებით გაგვბერავ რასაც ქვია :Dწარმატებები შენნ<3 <3

აუ! როგორ მიხარია, იციი?!! grimacing
ძალიან, ძალიან დიდი მადლობა! უდიდესი ბედნიერებაა ასეთი შეფასების წაკითხვა heart_eyes
მომავალში რას ვიზამ არ ვიცი, მაგრამ ყველანაირად ვეცდები <3333

სტუმარი მარიამი
უფფ, კარგი იყო. მალე დაბრუნდი ახალი ისტორიით❤

A
Martla ar myopnis sityvebi emociis gamosaxatad. Vau..... umagresi iyo. Saswaulia namdvilad. Jer kidev shokshi var. Sauketeso dasasrulia namdvilad. Male dagvibrundi aseti gemrieli da msuye istoriebit. Agar dagvekargo ra.......

ქრისტიი
ნიკოლოზი იყო შოკიიიიი

ემოციური სტრესი მაქვს ჯერ კიდევ და ამას ემატრება ასეთი კომენტარები!sob
ეგოისტურად მიხარია თქვენი შოკში ყოფნა :დდ <33
heart_eyes heart_eyes heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent