შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფუტკარი. (თავი 4)


8-12-2019, 20:29
ნანახია 255

-დედა იანი სკოლაში ცუდად მექცევა.- დედაჩემისკენ ვტრიალდები და თვალებიდან ბრაზის ნაპერწკლებს ვყრი.
-იან, მართლა ასე ცუდად ექცევი ირისს?!- მისის ნოვაკი იანს მხარში ხელს ავლებს და მკაცრი მზერით დაჰყურებს.
-პირველი მან იწყებს ხოლმე!
მე და ჯულიანს არასდროს გვაძლევს მარტო თამაშის საშუალებას.
მოუშორებელი მატლი! -
ამბობს ბრაზით და ცდილობს ხელებით ჩემსკენ გადმოწევას.
-მატყუარა!
მასწავლებელთან ჩვენი კლასელი დააბეზღა, ბიჭისთვის ჭორაობა უმსგავსობაა!-
ხმას ვუწევ.
-მართლა?
ბიჭსავით ჩხუბობ, არავინ დატოვე ისეთი ვინც არ გიცემია.
თან ნიანგივით იკბინები, კიდევ ჩემზე იძახი ამას?!-
მოთმინების ფიალა მევსება და იანს პაწაწინა ოქროსფერ თმაში ვახტები,
მთელი ძალით ვქაჩავ.
მისი განწირული ყვირილის ხმა მანქანაში ექოსავით ისმის.
-იან!- ყვირის მისტერ ნოვაკი და ცდილობს მაგისტრალს თვალი არ მოაშოროს.
დედაჩემი და აგათა ხმამაღალი ბუტბუტით გვაშველებენ.
-ვერ გიტან!- ვყვირი და დედაჩემის კალთაში ვჯდები.
-აუტანელი, ალქაჯი!- მიყვირის საპასუხოდ და ისიც დედამისის, აგათას კალთაში ჩემგან ზურგშექცევით ჯდება.
მაშინ მეორე კლასში ვიყავით. ჯულიანი ისეთივე დებილად დარჩა, როგორიც იყო.
იანთან წლების განმავლობაში ურთიერთობა გამიუმჯობესდა,
ერთად ვთამაშობდით, მე, ვინუსი, კლერი და ხანდახან ჯულიანიც.
თუმცა როგორც ვთქვი, პერიოდში, სადაც მოზარდი მომწიფებას იწყებს, თავიდან ბოლომდე ყველაფერი იცვლება.
მათ შორის აზრები, დამოკიდებულებები, გემოვნება და რაც მთავარია, ურთიერთობები.
ბავშვობის სიახლოვე
უკვე თინეიჯერულ და აქტიურ ცხოვრებაში საერთოდ აღარ გვჭირდება.
ყველაფერი უკან დავტოვეთ და დღეს ყველა კმაყოფილია იმით,
რაც გაგვაჩნია.
მობეზრებით ამოვიოხრებ, როცა ამ საზიზღარ სიმღერას უკვე მესამედ ვისმენ.
ჩემი ლეპტობიდან გემოვნებიანი სიმღერები საერთოდ აღარ მესმის.
მიზეზი: იანს და თავის ჭკვიან მეგობრებს ღამით წვეულების მოწყობა მოუვიდათ აზრად თავში.
არ მიკვირს, ძალიან ხშირად ხდება ხოლმე, მაგრამ ამჯერად, ამ ყველაფრის ასატანად არც თუ ისე შესაფერისი დღეა.
ლეპტოპში იანის ვიდეოები და მისი ფოტოებია გამოფენილი,
ანუ სწორად რომ ვთქვა, ყველა პოლულარული გვერდი მასზე წერს.
ფიდზე მისი ახალი ვიდეო მხვდება, სახელად "მაიამი, ჩემი სახლი."
ვიდეოს რამდენიმე წამი ვადევნებ თვალს.
სერფერების ჯგუფი, იანი და სტელა რომელიც მცხუნვარე მზის ფონზე ქვიშაზე წამოწოლილა და პოზიორობს.
ნეტავ ქეითს რა რეაქცია ქონდა, როცა ეს ნახა?
დარწმუნებული ვარ ტვინში ნეირონები ამოუწყდა.
მეცინება.
უნდა ვაღიარო, ვიდეოს მონტაჟში იანი საუკეთესოა.
უყურებ ვიდეოს და თავისთავად გეუფლება აზრი, რომ ყველაზე მოსაწყენი ცხოვრება გაქვს.
ფერები, სიცხე, ზღვა, მხიარულება, მეგობრობა, ყველაფერი ეს იანის ერთ ვიდეოში შეიძლება იპოვო.
წარმოიდგინეთ, რამდენი ადამიანი იტანჯება იმის გამო, რომ ეს ყველაფერი აკლია.
ცოტა ხნის შემდგომ თვალი იანის ეზოში გავაპარე.
ჯულიანს ვუყურებ, ორ ქერა ბიკინებიან გოგოსთან დგას და რაღაცებს ლაქლაქებს.
დარწმუნებული ვარ თავის თავზე ისეთ ტყუილებს ჰყვება, ამ ყველაფრის ღრმად სჯერა კიდეც.
ერთ გოგოს ხელში წვენი უჭირავს და ინტერესით ისმენს ჯულიანის საუბარს.
ყურადღებას ჩემს წინ დადებული ფორთოხალი იპყრობს.
ხელს ვავლებ,
ფანჯარასთან ვდგები და მთელი ძალით ვიქნევ ჯულიანის მიმართულებით,
თან კედელს ვეფარები.
ჯულიანს ზურგში გავარტყი,
მაგარია!
გოგონები სიცილს იწყებენ, თვითონ კი თვალებს იქეთ-აქეთ აცეცებს.
მთელ ოთახში ბნელა, მაინც ვერ დამინახავს.
ჯულიანი საერთოდ მავიწყდება, როცა იანის ოთახში ანთებულ შუქს ვამჩნევ.
ველოდები როდის გამოჩნდება იანი,
მაგრამ ამ დროს სრულიად სხვა ვინმეს ვხედავ.
კლერი.
ფანჯარაში ისეთი გამომეტყველებით ჩაიარა, ეტყობა, რომ რაღაცას ხლართავს.
თითქოს ფეხაკრებით დადის.
რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს და იანი რამდენადაც არ უნდა შეიცვალოს,
დანამდვილებით ვიცი ერთი რამ, თავის ოთახში სხვას არასდროს შეუშვებს.
არც კლერი და არც სხვა,
გამონაკლისი ვერ იქნებოდა.
დედამისიც კი არ მინახავს მის საძინებელში აქამდე.
ბავშვობიდან მახსოვს, რომ იქ არავის უშვებს.
აქ რაღაც ხდება.
მზერა სახლის უკანა მხარეს გადამაქვს,
იანი ცნობილ ტოპ-მოდელს კოცნის.
ეს გოგო ყველანაირად იდეალურია.
სილვერ რიჩარდსონი, - ვფიქრობ სტელა ვერასდროს დაეწევა ამ გოგოს სტანდარტებს.
ქეითზე კი საერთოდ აღარ დავძრავდი სიტყვას, ამ მშვენიერ სანახაობას მთლიანად გაანადგურებდა.
იანი ყოველთვის პოპულარულ გოგონებს ხვდებოდა.
სკოლაშიც ასე იყო, ყურადღების ცენტრში ექცეოდა.
რამდენ ფულს გადამიხდიდნენ, ახლა რომ ჩემი კამერით მათ ფოტო გადავუღო და პაპარაცებს გადავცე.
თუმცა, ასეთი რამეები მოსაწყენია, არაფერში მჭირდება.
იანის ოთახში შუქი ქვრება და დანარჩენ წამებს ლოდინში ვატარებ, კლერი სახლიდან გამოდის,
ტელეფონზე საუბრობს და თან მანქანაში აპირებს დაჯდომას.
თვალებს ვატრიალებ,
იმდენად რომ თითქმის საკუთარი მომავალი დავინახე.
დარწმუნება შეიძლება, რომ მთელი ჩემი სამომავლო ცხოვრება უკანალში მიექანება.
ჩემს შავ ჰუდს ვიცვამ, რომელიც ყველაფერს მიფარავს, კაპიუშონს ვიფარებ და სახლიდან სწრაფად გავდივარ.
-ირის, სად მიდიხარ?- დედაჩემი სახლიდან გამოდის.
-წვეულებაზე დედა.- ვატყუებ და ველოდები როდის დაიწყებს ყველა წმინდანის დალოცვას იმის გამო, რომ წლების მანძილზე მე წვეულებაზე წასვლა გადავწყვიტე, რაც რეალურად ტყულია.
მისთვის კი, უბრალოდ ტკბილი ტყუილი.
ველოსიპედი გარაჟიდან გამომაქვს და ტროტუარზე ვანარცხებ.
ვხედავ როგორ ჯდება მანქანაში კლერი, აქამდე მეგობრებთან დამშვიდობების გამო შეყოვნდა.
რა ჩაიფიქრე კლერ?!
ვფიქრობ გულში როცა დედაჩემის ლოცვა დედამიწაზე მაბრუნებს.
-უფალს დიდი მადლობა..-
-დედა შენს გოდებას მერე მოვისმენ, ერთად ვილოცოთ, ახლა კი სახლში შედი.-
-ველოსიპედი რად გინდა?- მეკითხება უეცრად.
-ეს კლერს სჭირდება, ძალიან საინტერესო რამეების ხლართვა იცის, როცა ველოსიპედზე ჯდება ხოლმე და უნდა მასწავლოს.-
გულში მეღიმება, დედაჩემი სახლში გახარებული შედის, მე კი კლერს უკან ავედევნე.
იანი ისევ იქ დგას და სილვერს ესაუბრება.
თავისი საყვარელი მეგობარი ზურგს უკან რაღაცებს უწყობს, თვითონ კი აზრზე არაა, დედამიწა რა მიმართულებით ბრუნავს.
-მიდი კლერ, ეცადე არ დამკარგო.- პედლებს ძლიერად ვაჭერ და კლერის მანქანას მივყვები.
მარჯვნივ უხვევს და უკვე ვიცი სადაც მიდის,
მელსი.
სანამ მელსის კაფემდე მიხვალ, წინ გრძელი, სწორი ასფალტი უნდა გაიარო, რომელსაც ორივე მხრიდან მაღალი ნაძვები აკრავს.
ცოტათი საშიში ადგილია.
კლერი მანქანას აჩერებს და კაფეში შედის.
რამოდენიმე წამი ველოდები, მერე კი ველოსიპედს ჯაჭვით ვაბამ ბოძზე და კაფეში შევდივარ.
მედი როგორც კი მხედავს სახე უნათდება, აპირებს რაღაც მითხრას მაგრამ პირში ბგერას ვუჩერებ, როცა კაპიუშონს ამოფარებული საჩვენებელი თითი პირთან მიმაქვს, იმისთვის რომ ხმა გაკმინდოს.
მაშინვე ხვდება და უკან ტრიალდება.
ბარის მაღალ სკამზე ვჯდები.
თვალს მაგიდისკენ ვაპარებ, კლერს მოპირდაპირე მხარეს ქეითი უზის.
დებილების დუეტი.
-ქეით, ძალიან მნიშვნელოვანი საქმე მაქვს.-
-იანი და სტელა?- სკამიდან წამოხტა.
-არა დაივიწყე სტელა! უკვე დავიღალე მასზე საუბრით.- კლერი ღიზიანდება.
-იანის საძინებლიდან მეხსიერების ბარათი ავიღე.-
-რა გააკეთე?-
-წვეულება გქვონდა როგორც იცი, მე კი ჩუმად ავედი მის საძინებელში და ავიღე.-
-კლერ, შენ მოიპარე?- გაოცებას ვერ მალავს ქეითი.
-რა მნიშვნელობა აქვს მაგას რას დავარქვამთ.- მობეზრებით ჩაიფრუტუნა.
-ირის, ამჯერად რა ჯანდაბა ჩაიფიქრე?
გინდა დედაშენს შევატყობინო?
იცოდე ისე უცნაურად იქცევი, რომ საბოლოოდ თვით ლორასაც კი დავურეკავ, ამდენი წლის შემდეგ. -
მეჩურჩულება მედი.
-ღმერთო, ახლა შენი თავი ნამდვილად არ მაქვს, აუცილებელ ინფორმაციებს ვიღებ, შენი სიტყვები კი ჩემს მეხსიერებას ავსებს, სულ, სულ ტყულად.
ამიტომ გთხოვ, რამოდენიმე წუთი მაცადე.- ამ ყველაფერს ისე ვამბობ მათ მაგიდას თვალს არ ვაშორებ.
-მარწყვი თუ შოკოლადი?- ამბობს გაბრაზებული.
-სპრაიტი.-
-რა?-
-სპრაიტი მედი, გთხოვ მაცადე.- ვამბობ ისე რომ არც ვუყურებ.
-ამ მეხსიერების ბარათზე იანი ყველაფერს ინახავს.
თუ კი ეცდები მათ გამჟღავნებას,
ძალიან ბევრ ფულს იშოვი და თანაც უზადოდ დიდ პოპულარობას შეიძენ.
საჭირო ხალხს თუ გადასცემ ამ ბარათს,
სანაცვლოდ უამრავ ფოტოსესიას მოგიწყობენ და დამოუკიდებელ ვარსკვლავად იქცევი ინტერნეტ სივრცეში.-
კლერი სწრაფად აყრის.
ეს ჩუმი მელია,
ნახეთ რამდენს ფიქრობს?
არც იმდენად სულელია, ვიდრე მე მეგონა.
მედი სპრაიტის ქილას დახლზე მიგდებს.
ნაწყენია.
ახლა ამის თავი არ მაქვს!
-კი მაგრამ ამას შენ თვითონ რატომ არ ცდი?-
-სულელი ხარ?
მე იანის მეგობარი ვარ, ეს მთელმა მსოფლიომ იცის,
შენ კი მასთან ახლოს არასდროს ყოფილხარ.
მე რომ ეს ვცადო, იანი აუცილებლად შემიძულებს, ჩვენ ერთად გავიზარდეთ, არ მინდა მისი დაკარგვა.
ქეითი ჯერ დაბნეული იყურება, მერე ხელს კლერის მტევანს კიდებს.
-მადლობა.- იღიმის.
-იცოდე, არსად დაკარგო ბარათი.
ახლა კი საპირფარეშოში უნდა გავიდე.- ამბობს თუ არა ადგილს წყდება.
ღმერთო ჩემო!
წუთებში გავიგე კლერი რამდენად ცუდი მეგობარი გამხდარა.
პოპულარობა, ფული და სიახლეები, ხანდახან ზედმეტად მოქმედებს ადამიანის შინაგან პიროვნულობაზე.
კლერი ცუდი ცდის ნაწილია,
მისი ექსპერიმენტი ვერ გამოდგა შედეგიანი, რადგან მისი პიროვნება მაგალითად ჩემს თვალში,
ზუსტად ახლა მოკვდა.
წარმომიდგენია იანს რამდენი ინფორმაცია აქვს ამ ბარათზე შენახული.
თუ კი ამას მსოფლიო ნახავს, მისი კარიერა შესაძლოა განადგურდეს.
ყველაფერს რაც ამ ბარათზეა მისი ყოველი კონკურენტი სასიკეთოდ გამოიყენებს.
მისი ოცნება ყოველთვის ეს იყო,
კლერს კი უფლება არ აქვს ეს მას წაართვას.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ აღარაფერი გვაკავშირებს, ამას მაინც ძველი მეგობრობის გამო გავაკეთებ.
ფიქრებში გართულს, ქეითის ზარი მაფხიზლებს.
-გისმენ მამა.
რა?!
ლუკი როგორ არის?- ამბობს ნერვიული ხმით და კაფიდან გადის.
ბარათი კი მაგიდაზე რჩება.
ჩემი იღბლიანი შანსი, ვამბობ გულში და მაგიდასთან მივრბივარ, ბარათს ჯიბეში სწრაფად ვაცურებ.
დახლზე სპრაიტისთვის რამოდენიმე ცენტს ვყრი და კაფეს ვშორდები.
ქეითი მოუსვენრად დადის, თმას ხელით იჩეჩავს.
ადიოს.
ველოსიპედის პედლებს სწრაფად ვაწვები,
ერთი სული მაქვს სახლში როდის მივალ.
იანის სახლიდან გამაყრუებელი მუსიკის ხმა ისმის,
უმეტესი ნაწილი სახლში შესულა.
ველოსიპედს გარაჟში ვაგდებ და სახლში შევდივარ.
-ირის, ასე მალე მოხვედი?- ამბობს ლორა.
-კი, კლერმა ძალიან სწრაფად მასწავლა ოინები,
ჭკვიანი გოგო გყავარ, ყველაფერს მალე ვითვისებ.-
კიბეების არბენას ვამთავრებ და ჩემს ოთახს ვაწყდები.
კარს ვკეტავ.
ლეპტოპში ბარათს ვაერთებ და ველოდები.
პაროლი:
ჯანდაბა.
ამის გატეხვას თვეები დასჭირდება, ამდენი დრო არ მაქვს.
ქეითი მარტივად გადაყრიდა ფულს იმისთვის რომ ეს ბარათი გაეტეხათ.
დაფიქრდი ირის, დაფიქრდი!
რა იქნებოდა პაროლი, თუ მე იანი
ვიქნებოდი? რამოდენიმე ვარიანტი ვცადე, მაგრამ შემდეგ ყველაზე მაგარი იდეა მომივიდა თავში.
ვინუსი. (Venus)
ვწერ პაროლის ველში და შესვლის ღილაკს ვაჭერ თითს.
ერთი, ორი, სამი.
ბარათი იხსნება.
ო ღმერთო!
თავს გულში ვიქებ იმის გამო რომ იანს ასე კარგად ვიცნობდი ოდესღაც.
ვინუსის სახელი პაროლად? დარწმუნებული ვარ, აქ კიდევ ერთი საინტერესო ამბავი იმალება, თუმცა ჯერ ამისთვის დრო არ მაქვს.
ბარათი როგორც კი იხსნება, იანის ანგარიშის ნომრები, თარიღები, საჭირო აპლიკაციები, ბანკის ნომრები, პირადი ინფორმაციები, ვიდეოები და ასობით საინტერესო რამ მხვდება.
ინფორმაცია იმაზე თუ როგორ მოიპარო მაყურებელი,
როგორ გატეხო პირადი გვერდები და ა.შ
იანი ყველაფერთან ერთად ჰაკერიც გამხდარა!
ერთი პატარა ბარათით, იანის ცხოვრების განადგურება შეიძლება.
ეს თუ ქეითს ჩაუვარდებოდა ხელში,
ჩემი პატარა ყეყეჩი მეზობლის ერა სამუდამოდ დასრულდებოდა.
არაფერი გამიხსნია ბოლომდე, მხოლოდ ერთმა ფაილმა მიიქცია ჩემი ყურადღება.
ფოტოები.
სტელა,
კლერი,
ჯულიანი,
ჯეისონი,
სილვერ რიჩარდსონი,
დეივიდი,
ვინუსის წლების წინ გადაღებული ფოტოები,
ეველინ სანჩესი, კრისტალ ჩემბერლაინი, ემა გოლდინგი,
ყველა ცნობილი თუ უცნობი, ყველა მისი მეგობარი ამ ფოტოებში იყრის თავს.
ყველა მათგანზე ფოტო აქვს გადაღებული და ინახავს.
რა ჯანდაბაა იან?
ვინ გახდი ასეთი, რომ ვეღარ გიცნობ.
ვინ ხარ?
ადამიანებზე ფოტოების გადაღება და მათი შეგროვება მისი უცნობი ჰობი ყოფილა.
უფრო ღრმად ვეძიები ფოტოებს და გაოცება პიკს აღწევს.
ეს ყველაზე მოულოდნელი რამაა ამქვეყნად.
აქ ჩემი ფოტოებია.
არც ბავშვობის, არამედ რამოდენიმე თვის.
პირველი: როგორ ვზივარ ლეპტოპთან და ვწერ რაღაცას.
მეორე: ოთახის ბოლოში სველი თმებით ვდგავარ და სარკეში ვიყურები.
მესამე: მხოლოდ ერთი მაისურის ამარა ვდგავარ და ნელა ვცეკვავ.
ეს დღე მახსოვს.
მეოთხე: ფეხები მაგიდაზე მაქვს შემოწყობილი, თმაზე მოხვეული პირსახოცი, ლეპტოპით ხელში.
ამ ფოტოებში ფაქტობრივად არაფერი მაცვია.
ეს ბიჭი გიჟია!
ტანში მცრის.
რატომ მიღებდა აქამდე ფოტოებს?
არასდროს უცდია კონტაქტი, ისე მაიგნორებდა ხანდახან ვფიქრობდი რომ არც ვარსებობობდი.
აქამდე როგორ არასდროს შემიმჩნევია, რომ მიღებდა,
თავისი ოთახის ფანჯრიდან.
ჩუმად,
ძალიან
ჩუმად
და
შეუმჩნევლად.
რა ჯანდაბა ჩაიფიქრე, იან ნოვაკ?!

-
გამარჯობა!
აქ ჩემი პირველი მისალმებაა.
ყოველთვის იმას ვწერ, რასაც ვრძნობ.
მოხარული ვიქნები, თუ ვინმე აზრს დააფიქსირებს.
ოფელია.



№1 სტუმარი A

Vkitxulob da vtvli rom dzalzed sainteresod wer. Sakmaod chaxlartulia aq yvelaperi da sakmaod chamtrevic. Axal tavs moutmenlad veli. Ar daagviano ra....

 


№2  offline წევრი Lights

INCROYABLE ! Btw you know who i am

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent