შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფუტკარი. (თავი 5)


9-12-2019, 18:50
ნანახია 230

ოკეანეში შევდივარ,
ხმამაღლა ვიცინი, უკან კი ვინუსს ჩამოვიტოვებ.
-ვინუს, ჩამოდი, ნუ გეშინია!- ვყვირი და ტალღებში ვვარდები.
იანი ძალიან ღრმად შესულა,
ვამჩნევ.
რაღაც რიგზე არ არის, ვგრძნობ.
ტალღა ხელზე მელამუნება.
ოკეანე მშვიდია, გულში გავიფიქრებ და უკან ვიხედები.
ვინუსის სუსტი სხეული ქვიშაში დგას და ღიმილიანი სახით შემოგვყურებს.
თმას ქარი უჩეჩავს,
თხელი ნაჭერი კი გაუჩერებლად ფრიალებს მის სხეულზე.
უეცრად ყველაფერი ირევა,
მე გავიზარდე.
ვინუსი კი ისევ ბავშვია,
ისევ იქ დგას,
თავისი ყვითელი კაბით.
მეღვიძება.
ვაანალიზებ, რომ ამდენი წლის შემდეგ ვინუსი მესიზმრა.
რა ხდება?
გამოღვიძების პროცესში ვარ.
რაღაც ხმა მესმის.
ისევ ყვითელი კაბა ეცვა,
ისევ ბავშვი იყო,
ისევ იღიმოდა.
რატომ ვცურავდი?
სად არის იან ნოვაკი?
ამჯერად რაღაც ხმაური მაღვიძებს, დავარდნის ხმაა.
სწრაფად ვხტები საწოლიდან და ბნელ ოთახში მზერის პირველი მიმართულება, ოთახში ჩემს წინ მდგარი ბნელი სილუეტია.
ხელში ფორთოხალს ვიღებ და მისი მიმართულებით ვისვრი,
ძლივს ვსუნთქავ შიშისგან,
მისკენ მივრბივარ და მხრებში ვაფრინდები.
-დაწყნარდი, შეშლილო!- თან ჩურჩულებს და თან ხრიალებს.
იან?!
შუაღამეა.
-რა ჯანდაბას აკეთებ ჩემს ოთახში?-
ისე ვამბობ მის მხრებს ხელს არ ვაშორებ, ხვალ ჩალურჯებები ექნება.
ხელს მკრავს, უკან ვვარდები.
-შეგიძლია გოგოსავით მოიქცე?-
ამბობს სასოწარკვეთილი.
მისკენ მივდივარ და ცხვირში მუშტს ვურტყამ,
რამდენად ძლიერად გამომივიდა არ ვიცი მაგრამ,
მგონი უნდა ტკენოდა.
არა,
ჯერ კიდევ მძინავს.
დარტყმისგან ნატკენ მუშტს ხელში ვიქცევ,
დაფიცება შემიძლია რომ ამქვეყნად ყველაზე გაოცებული სახე მაქვს, მოუწესრიგებელი და საშიში.
ანუ, მინიმუმ საგიჟიდან გამოვარდნილს ვგავარ.
ცხვირიდან ხელს როგორც კი იშორებს, ჩემგან შორს იწევა.
სანათს ვანთებ.
-მომისმინე,
აქ საჩხუბრად არ მოვსულვარ,
რაღაც უნდა შემემოწმებინა.-
-დილის სამ საათზე, ჩემს ოთახში, როცა მე მძინავს,
ჩნდები
და გინდა მითხრა რომ რაღაცის შემოწმება გინდოდა?!- გაცეცხლებული ვარ.
როგორც კი ვამბობ ბოლო სიტყვას, მაისურში ვწვდები და ვწელავ, იმდენად რომ უკვე დიდი აქვს.
-რას ამოწმებდი?
რა ჯანდაბას ამოწმებდი,
სიკვდილი გინდა?-
ვჩურჩულებ, ძლივს ვიკავებ თავს კივილისგან.
-მეხსიერების ბარათი მომპარეს.
შენ არ გესმის, ჩემი მთლიანი კარიერა მაგ ბარათზეა დამოკიდებული.-
მინდა რომ ხმამაღლა გავუცინო,
დავცინო რომ იდიოტია და
ჯერ არ იცის.
-შენი აზრით შენთან დაკავშირებული რამე მაინტერესებს?
ფიქრობ აქ ბარათი დაგხვდება?
უკვე წლებია რაც შეხება არ გვაქვს,
რამოდენიმე დღეა რაც გადაგეყარე და უკვე ჟანგბადის ნაკლებობაა ჩემს ირგვლივ! -
თან სერიოზულია და თან ეცინება.
-მე შენ არ გენდობი, ირის.- ამბობს ირონიულად.
-რას ამბობ, მე ხომ ყოველდღე გიყვები ჩემს პირადულ ცხოვრებაზე.-
ძალით ვუღიმი.
-გაქვს რომ?- იცინის.
-იან, მოგკლავ.-
თმაში ვახტები.
ხელებით მიჭერს, მერე კი
კედელს ვეჯახები.
-ნუ ღელავ, აქ ბარათის გამო არ მოვსულვარ, უკვე ვიპოვე.
უბრალოდ შენი ლეპტოპის შემოწმებას ვაპირებდი,
რომელიც ვერ ვიპოვე.
კარგად გიცნობ ირის,
თუ კი ბარათს შენ აიღებდი წვეულების საღამოს,
აუცილებლად დაიტოვებდი რამეს ლეპტოპში.
შენ ხომ ერთი ბანალური გოგო ხარ,
რომლის სამყაროც ერთ ლეპტოპში ეტევა.
რომელსაც უაზრო, მოსაწყენი სიმღერები დილიდან საღამომდე აქვს ჩართული.
კარგად გიცნობ,
თუ კი წარსულის
ნატამალს
მაინც იპოვი,
ყველაფერს
შეინახავ ირის. -
ჯერ ირონიულად იწყებს, მერე კი სერიოზულობით ამთავრებს.
რაღაც ახსენდება და დარწმუნებული ვარ ეს ის ფოტოებია მის ბარათზე, ჩუმად რომ გადამიღო.
მძიმედ ვყლაპავ ნერწყვს,
მოულოდნელი იყო.
ცოტა მტკივნეულიც და
გასაკვირიც.
ამდენი წელი მისთვის მოჩვენება ვიყავი და დღეს,
უცებ მაყრის ამ სიტყვებს.
ჩემი ლეპტოპის და მოსაწყენი სიმღერების შესახებ ძალიან კარგი ინფორმაცია ჰქონია.
საერთოდაც, იანი იმ კატეგორიას ეკუთვნის, რომელიც პირდაპირ არ გიყურებს,
თუმცა თვალის კუთხეც საკმარისია მისთვის, იქედან გაკვირდება.
სიმართლე რომ ვთქვა, იქედან უფრო მეტს სწავლობს,
ვიდრე პირდაპირი გზით.
-იმედი მქონდა არასდროს დაგინახავდი ჩემს ცხოვრებაში კიდევ.
როგორც კი შეხება გვაქვს,
ყველაფერი ირევა.-
პაუზა.
-მართლა ვერ ვიტანდით
ერთმანეთს? - უეცრად, სერიოზულად მეკითხება.
მაფიქრებს.
-ჩვენ ერთად გავიზარდეთ იან, სულელური კითხვაა.-
-ჩვენ ყოველთვის ვჩხუბობთ.- ამბობს უდარდელად.
-ამის გამო შენი ბავშვობის მეგობარი, უცნობად არ უნდა გადააქციო!- ვამბობ გაუაზრებლად.
ამის თქმა არ მინდოდა,
არ მინდოდა ეფიქრა რომ ეს აზრი მაღიზიანებდა,
მწყინდა კიდეც.
ჩერდება და ზევიდან დამყურებს.
-ჩემს ოთახში როგორ აღმოჩნდი?-
თემა სწრაფად გადამაქვს.
-ჩვენს ოთახებს შორის ეს ხეა დარგული,
ადვილი სამოძრაო სისტემა გვაქვს.- ამბობს და იცინის.
-იცოდე აღარასდროს გაბედო აქ გადმოსვლა,
საერთოდ თვალში ნუ მეჩხირები.-
გაღიზიანებული ვამბობ.
-ერთი კვირის წინ, სახლის უკან ყურს ჩუმად ვინ მიგდებდა?-
-შემთხვევით მომივიდა, ერთხელ მოხდა და ისიც საბოლოოდ!- ტემბრს ვუმაღლებ.
-საინფორმაციო უკვე მოაწყვე?-
-ჯერ არა,
თუმცა მალე იქნება, თუ კი ღამღამობით ჩემს ოთახში დაუკითხავად შემოიპარები.-
ლეპტოპი ჩემი საწოლის ბალიშის ქვეშ მედო,
სულელი, აზრადაც არ მოუვიდოდა ეგ ადგილი.
საწოლისკენ ვიხედები,
ლეპტოპს ბალიში კარგად ახურავს,
უსაფრთხოდაა.
ვუყურებ და ვხვდები, ვერც კი ხვდება, რომ მისმა 'მეგობარმა' ეს გაუკეთა.
-იცოდე, არ გაბედო სიტყვის თქმა.
თუ კი რაიმე ინფორმაცია გაქვს და გავრცელებას აპირებ,
ცხოვრებას შეგაზიზღებ.- ამბობს ჩემს სახესთან.
-გგონია რამე მაინტერესებს შენზე?
რამეს ვინახავ ან ვაგროვებ?
არაფერს ნიშნავ იან,
რაში მჭირდება შენზე ინფორმაციები,
ან შენი ყველასგან დამალული პიროვნება?!
უკვე საკმარისად გიცნობ,
არც განახლებული იანი და არც მისი ცხოვრება არაფერში მჭირდება.
როგორც არსაიდან მოხვედი, ისე გაქრი ჩემი ცხოვრებიდან.
როგორ ფიქრობ, ნორმალურია აქ შემოპარვა?
ჩვენ ნაცნობებიც კი აღარ ვართ.-
ჩერდება და მიყურებს,
ფიქრობს და იცის,
რომ მართალს ვამბობ.
აქ შემოსვლისას მას ორი აზრი კლავდა,
პირველი,
რომ
მე
სულ ფეხებზე მეკიდა
იან ნოვაკი.
და ნამდვილი მეორე, რომ
მე ყველაზე და ყველაფერზე მაინტერესებდა რაღაც,
რომ სინამდვილეში ვინუსი კი არ დაბრუნდა,
არამედ ეს მისი ილუზიის ნაწილია,
რომ ეს ყველაფერი წარმოუდგენელია რეალობისთვის.
ახლა ვგრძნობ რომ აფორიაქებულია,
ჭამს ეს აზრები და ცდილობს პირველ აზრს დაუჯეროს.
-სად იპოვე ბარათი?- პაუზის შემდეგ, როცა ხმას აღარ იღებს მორიგ შეკითხვას ვუსვამ.
-არ აქვს ამას მნიშვნელობა.- მპასუხობს სერიოზულად.
ანუ, ცდილობს დამიმალოს რეალური ამბავი.
-იან, ბარათი სადაც იპოვე, ქურდიც იქვე იმალება. -
-რა?- წარბებს კრავს.
-ბარათი ვისი ხელიდან აიღე?
სადაც იპოვე ქურდიც ზუსტად ის არის.
შენ აქ არაფერი გიპოვია დღეს,
ასე არ არის?
შესაბამისად არაფერი გესაქმება აქ,
ქურდი სხვაგან უნდა ეძებო.-
ვგრძნობ როგორ არ უნდა რომ დაიჯეროს ეს.
არ უნდა, რომ ეს რეალობა იყოს.
-ვინუსის სახლის უკან ვიპოვე, მიწაში, ბავშვობაში სადაც გავაკეთეთ ნივთების ყუთი, იქ.-
ამბობს მიყოლებით.
გაოცებული სახე მაქვს, ეს ადგილი ახსოვს კიდეც.
-საიდან გაგახსენდა ეგ დაწყევლილი ადგილი?
უფროსწორად აზრად რატომ მოგივიდა მაგ ადგილის შემოწმება?-
ვეკითხები წარბშეკრული.
-უბრალოდ შევამოწმე.- თმაში ხელს ივლებს, ვიცი ასე რატომ იქცევა.
არ უნდა იმის დაჯერება, რომ რამე შეიძლება ვინუსს უკავშირდებოდეს.
არ უნდა დაიჯეროს რომ აქ შეიძლება იყოს.
ისევ აუხსნელი სახე მაქვს.
-მეგონა ჩემი სახელიც კი აღარ გახსოვდა.
ისე, პოპულარობა ასეთს ხდის?- მკვახედ ვეკითხები.
-როგორს?-
-სხვის საძინებელში ძრომიალს გაიძულებს?!- ისევ გაბრაზებული სახე მაქვს და ამჯერად მხრებზე ვკრავ ხელს, რაც ძალა მაქვს ვებღაუჭები.
-აქ არაფერი გესაქმება!
უტვინო, გაუთლელო,
ჯერ კიდევ ქედმაღალო ბავშვო!- ხელებს ჰაერში მიჭერს.
-გეყოფა!- ამბობს კატეგორიულად.
ახლა ვაანალიზებ, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში ერთი დიდი ზომის მაისური მაცვია,
თანაც თუ ხელს მაღლა ავწევ, საცვალი თავისუფლად ჩანს.
ცოტა ძალიან შოკურ სახეს ვიღებ.
ზევიდან დამყურებს,
ანუ პირდაპირ ნახევრად შიშველს მხედავს და წამით მაკვირდება კიდეც. ხელს ვითავისუფლებ და სახეში ვარტყამ.
-გარყვნილო!- ვყვირი.
-ნამდვილი ალქაჯი ხარ!
ადამიანი ვერ მოგეკარება,
იკბინები, სულ დარტყმას და ცემას ცდილობ,
შეშლილი ხარ ირის!- მცილდება და ფანჯარასთან მიდის.
-ქედმაღალი, ნარცისი, თავის თავზე შეყვარებული იანი ამას ამბობს?
წადი შენს იდიოტურ ვიდეოებს უყურე,
გოგოები მაინც მრავლად გყავს და შენს გარყვნილ გონებას მაგით მაინც დაამშვიდებ და არა ჩემზე მოშტერებით!-
-რა?- გაკვირვებით, სარკაზმულად მიცინის.
-შენ რატომ უნდა დაგაკვირდე? რა გაქვს ისეთი, რომ ამად ღირდე ირის?
თუ ღმერთი გწამს, ისეთი გოგონების გარემოცვაში ვარ,
რომ მათ ფონზე ავტომატურად გაქრები.-
ძალიან გაბრაზებული ვარ!
რატომ არ ვარ ბოროტი?
რატომ არ ვეუბნები ყველას რა ნაგავიცაა, რა ნაგავი მეგობრებიც ყავს და რატომ არ ვუნგრევ ცხოვრებას?!
-ეს ხარ ირის, ერთი მოსაწყენი გოგო. განსაკუთრებული არაფერი გაქვს, ამაზე არც კი იოცნებო.-
მე ფორთოხლებიანი გოგონა ვიყავი.
ისეთივე უბრალო იყო ფორთოხალი,
როგორიც მე.
ვარდება, ვარდება და გროვდება.
თავს დიდხანს ინახავს.
ტკბილია და თან მჟავე.
შენ გაგისინჯავს იან?
თვალებში ვუყურებ და სულ სხვა რამეს ვხედავ.
გრძნობს, როგორ ვყვითლდები.
ფერს კი არ ვკარგავ,
უბრალოდ ჩემი შინაგანი ყველა ნაწილი გაყვითლდა.
ვუღიმი,
როგორც წლების წინ მიტოვებულ დაულაგებელ,
სასტუმროს ნომერს.
შიგნით მიულაგებელი ნივთები რომ დაყარე, დატოვე და დიდხანს არ დაუბრუნდი უკან.
ან იქნებ თვითონ დაგტოვა?
იქნებ თვითონ გაგაგდო?
საერთოდ რა მოხდა?
ვინ იყო იან ნოვაკი, რომ მე მან ამაფორიაქა?
ეს გრძნობა ყვითელს მიქრობს,
არ მომწონს.
-აღარასდროს გადამეყარო წინ,იან.- ჩემს წინ მდგარ სლოვაკს ვუღიმი და ვტრიალდები.
არ მახსოვს მისი სახე, ვიცი, რომ ხეზე ძვრება და თავის ოთახში ბრუნდება.
მის სიტყვებს არ უმოქმედია,
ის უბრალოდ გაიქცა,
ამ ოთახიდან კი არა,
ბავშვობიდან გაიქცა.
მას აღარ უღელვია,
ჩვენ ვინებად ჩამოვყალიბდებოდით.
აღიზიანებდა, რომ ცვლილების მიღება არ შეგვეძლო.
ნეტავ რა მოხდა მაშინ?
-
დაწოლისას ვფიქრობ და ვხვდები,
რომ არც მას სძინავს.
იმაზე ფიქრი არ მოასვენებს, რომ გუშინ,
გათენებისას, ვინუსის ცარიელი სახლის უკან,
ბავშვობაში, ჩვენს მიერ მიწაში ჩაფლული ყუთი იყო ადგილი, სადაც მან თავისი ბარათი იპოვა.ეს მისთვის შოკისმომგვრელი იყო და მე ზუსტად მინდოდა,
ეს გრძნობა შემესწავლა.
იმდენად აფორიაქდა, რომ ჩემს ოთახშიც კი შემოვიდა,
უსიტყვო წლების შემდეგ, სურვილის მიუხედავად.
ყუთში ბარათთან ერთად, იანს წერილიც დახვდა.
"ჩემო ძვირფასო ძველო მეგობარო,
გამარჯობა.
ძალიან გვიანია,
მაგრამ აქამდე უნდა მომეყვანე.
წლების შემდეგ, ხმას ვიღებ.
შენი საკუთრება უნდა ჩაგაბარო.
მადლობა, რომ ამ ხნის მანძილზე ჩუმად დარჩი.
მეგობრობაც ხომ ზუსტად ეს არის.
სიყვარულით, ვინუსი."
იანის სახე არასდროს დამავიწყდება,
სახლის უკან ვიდექი და ჩუმად ვუმზერდი,
როგორ თხრიდა მიწას ხელებით.
როგორც კი ფოსტაში დატოვებული წერილი იპოვა, რომ ყველაფერს ძველ ყუთში იპოვიდა, მაშინვე ის ადგილი გაახსენდა და მისკენ გაიქცა, მიწის თხრა დაიწყო და საბოლოოდ ბარათიც და ვინუსის წერილიც იპოვა.
გამიკვირდა კიდეც, მაგრამ გაიხსენა.
დღეები ეძებდა ბარათს, აღელვებული დადიოდა, არ ეძინა,
ფანჯრიდან ვხედავდი როგორ ეძებდა მთელ ოთახში ერთ პატარა ბარათს და თან ფიქრობდა, რომ ყველაფერი თავზე დაენგრეოდა, ჩემს ბავშვობის მეგობარს.
წერილი იპოვა თუ არა,
წაიკითხა თუ არა, ვიგრძენი, როგორ გალურჯდა, როგორც ადამიანი.
მე ვიყავი ის, ვინც მეხსიერების ბარათიც და წერილიც, ყუთში ერთად მოათავსა და მიწაში დამალა. ფოსტაში წერილიც მე დავუტოვე იანს იმის შესახებ, რომ მისი ნივთი იქ უნდა მოეძებნა.
რატომ მოვიქეცი ასე?
რატომ არ გავთქვი მისი სახელი?
იმიტომ რომ ჩემი გული ცუდი არ არის.
მას ჯერ კიდევ ახსოვს, იცის და ესმის მეგობრობის, რაც არ უნდა მკვდარი იყოს ურთიერთობა.
ზუსტად ესაა მიზეზი, რის გამოც გულმა ვერ მომითმინა და მალულად დავაწყე ეს გეგმა.
მიზეზი ვინუსია.
საქმე იმაშია, რომ არასდროს უნდა დაივიწყო მეგობრები.
ისინი, ვისთანაც ოდესღაც კარგად გრძნობდი თავს.
ერთადერთი, რასაც იანს ვერ ვპატიობდი, ეს ყველაფრის დავიწყება იყო.
მე ვცადე ვინუსი გამეღვიძებინა.
მისი სახელით იმიტომ დავწერე წერილი და მივმართე, რომ იანი გამეღვიძებინა.
იქ დაბრუნებულიყო, საიდანაც წავიდა.
და როგორც ხედავთ, იანი კითხვებმა აქ მოიყვანეს.
მე კი, მეც მაქვს კითხვები.
სად წავიდა ვინუს ჩესტერფილდი?

-
მოთხრობებს ძირითადად ყოველთვის ვასრულებ, ასე რომ ველი თქვენგან მცირეოდენ შეფასებას. :)
-ოფელია.



№1 სტუმარი სტუმარი nita

kargia.gaagrzele raa

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent