შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფუტკარი. (თავი 6)


11-12-2019, 17:21
ნანახია 214

-მოიტანე?- საქმიანი ხმა აქვს.
შავი პიჯაკი და ფართო შარვალი აცვია.
ვხედავ მისი ხელების წყობას, მოუსვენრად უთამაშებს.
-და ფული?- მეორე ბიჭს მხოლოდ ზურგით ვხედავ.
თუმცა ვიცი, რომ ჯეიკია.
-ნუ ნერვიულობ, ჩანთაში დევს,
ჯერ ფირფიტა მომეცი.-
ვიდეოებში უფრო მხიარული ჩანს,
იფიქრებ რომ ჭიანჭველასაც კი არ დაადგამს ფეხს.
საოცარია, ადამინებს საერთოდ არ ვიცნობთ.
ზოგჯერ ძალიან ახლოს გვყავს ყველა და მაინც არ ვიცით მათზე არაფერი.
ზოგიერთ შემთხვევაში კი ეკრანიდან გვიყვარდება,
ვუყურებთ, ვაკვირდებით და მათი ცხოვრება უფრო მიმზიდველად გვეჩვენება,
ჩვენი მოსაწყენის ფონზე.
რეალურად კი,
ყველა ერთნაირად შეიძლება გამოიყურებოდეს შიგნიდან.
-დარწმუნებული ხარ ამის გაკეთება რომ გინდა?-
-რა თქმა უნდა.
იანი უკვე ყელში ამოუვიდა ინტერნეტ სივრცეს.
დროა მისი კარიერა დასრულდეს,
ჩემი დრო დგება.-
-არ ვფიქრობ რომ იანის რეიტინგი დაბლდება,
პირიქით ყოველდღე უფრო მეტი ადამიანი ნახულობს მის ვიდეოებს.-
ჯეიკი დამცინავი ტონით ამბობს.
-ვის რაში ანაღვლებს, შენ რას ფიქრობ?-
ფირფიტას ხელში იღებს და მის გვერდით მდგარ ბიჭს აწოდებს.
-გადაამოწმე.- ისე ამბობს,
მის წინ მდგარ ჯეიკს თვალს არ აშორებს.
-გგონია აქ ცარიელი ფირფიტით მოვიდოდი?
სიკვდილს ჯერ არ ვგეგმავ, ტეო.-
-არასდროს არავინ გენდობა,
რატომ ფიქრობ რომ მე გამონაკლისი ვიქნები?
ხომ იცი, ყველაფრის გადამოწმება და დაზუსტება მიყვარს.-
ბიჭი, რომელიც ლეპტოპში ფირფიტას ამოწმებდა,
ვიდეოს ხსნის.
სამარისებური სიჩუმე ვრცელდება ოთახში,
ყველაფრის გაგებას ვახერხებ.
"-მე გითხარი, რომ თანხის ოც პროცენტს გადმოგირიცხავდი.-"
ჯანდაბა!
ეს იანის ხმაა.
"-მგონი მათემატიკის არაფერი იცი,
კარგად გადათვალე,
აქ თანხის ნაწილი აკლია.
რაც შეიძლება ჩქარა გადმორიცხე, თუ რა თქმა უნდა არ გინდა, რომ შენმა მაყურებელმა გაიგოს, თუ როგორ ცდილობ სხვა, უფრო პოპულარულ გვერდებს თავიანთი მაყურებელი მოპარო. -"
"იცოდე, ამის შესახებ ერთ ადამიანთან მაინც თუ დაგცდება რამე,
სიცოცხლეს გაგიმწარებ.- "
გაღიზიანებული ტონით ლაპარაკობს იანი.
"-აქედან წადი და აღარასდროს დაბრუნდე ჩემს სახლთან, თუ სალაპარაკო გექნება, შეგიძლია დარეკო.-"
თითქოს გონებაში სიგნალიზაცია ჩაირთო.
დღეს საღამოს იან ნოვაკის კარიერა დასრულდება,
თუ ამ ფირფიტაზე ჩაწერილი ვიდეო დაჯილდოებაზე გავა.
ჯეიკი ის ბიჭია,
იანს სახლთან რომ მოაკითხა,
სახლის უკან ჩუმად რომ ვუსმენდი მათ საუბარს.
თურმე ჩუმად ვიდეოც ჩაწერა,
იანის საუბარი ახლა ამ ფირფიტაზეა ჩაწერილი და თუ ამას ვინმე ნახავს,
ყველაფერს საბოლოოდ დაესმება წერტილი.
სანაცვლოდ ჯეიკს ნეტავ რამდენს გადაუხდიან?
იან,
სულელი ბიჭი ხარ!
როგორ ვერ ხვდები იმას, თუ ვის შეიძლება ენდო და ვის არა.
თანაც როცა პოპულარული ხარ და უამრავი საქმე გაქვს ისეთი, რაც სხვამ არ უნდა გაიგოს.
ჯეიკისნაირ ადამიანთან კავშირი არ უნდა ჰქონოდა.
როგორ ვერ მიხვდა რომ გაყიდდა?
მის წინ, პიჯაკში მდგარი ბიჭი, ახლა ვიდეოთი კმაყოფილი რომ იღიმის,
ტეო ბარაცია.
იანის ყველაზე დიდი კონკურენტი, სოციალურ მედიაში.
ყოველთვის ცდილობს და ცდილობდა იანისთვის საუკეთესო კონკურენტი ყოფილიყო,
ყველაფერს აკეთებდა იანზე მეტი მაყურებელი რომ ჰყოლოდა.
ინტერვიუებში იანზე ირონიულად საუბრობდა,
ყველამ, ვინც მათ ვიდეოებს თვალს ადევნებს, იცის, რომ ისინი ერთმანეთს ვერ იტანენ.
ჯეიკმა კი, ფულის სანაცვლოდ იანი გაყიდა და ფირფიტა, სადაც იანის დაფარულ საქმეებზე ყველაფერ ნათლად ჩანს, მის უდიდეს კონკურენტს გადასცა ხელში.
დღეს საღამოს,
იანის კარიერა სრულდება.
შესაძლოა დააპატიმრონ კიდეც, კანონის დარღვევისთვის.
ის ხომ რაღაც გზებით მეტის შოვნას ცდილობდა,
ეს კანონს ეწინააღმდეგება.
ბიჭი ფირფიტას ლეპტოპიდან იღებს და მაგიდაზე ტოვებს.
-ჩვენ ცალკე უნდა ვისაუბროთ.- ტეო კმაყოფილი ღიმილით ჰკიდებს ხელს ჯეიკს და ოთახს ტოვებს, ის უცნაური ბიჭიც უკან მიჰყვება.
მე კი ამაზე უკეთესს მომენტზე ვერც კი ვიოცნებებდი.
ამ ხნის განმავლობაში ჩემი სამალავიდან გამოვდივარ,
კარადაში ვიჯექი.
მაგიდისკენ მივდივარ,
ფირფიტას ვიღებ და ერთი ხელის მოსმით, შუაზე ვტეხ.
შვებით ვისუნთქავ,
ჩანთაში ფირფიტის ნამსხვრევებს ვყრი.
ზუსტად რამოდენიმე წამში, ნაბიჯების ხმა მესმის,
ამ ოთახში ბრუნდებიან.
განგაშის ზარები გონებას კიდევ ერთხელ შემოჰკრავს,
კარადას ვაღებ და შიგნით ვიმალები,ისევ.
გული გამალებით მიცემს,
ისე ხმამაღლა, მგონია ისინიც გაიგებენ.
ოთახში ის ბიჭი შემოდის.
ღმერთო,გთხოვ დამეხმარე!
თვალებს ძლიერად ვაჭერ ერთმანეთს,
ვლოცულობ რომ კარადის ეს კარი არ გააღოს.
შვებაა.
როცა ვხვდები, რომ მეორე კარს აღებს, იქედან რაღაცას იღებს და ტრიალდება.
სავარაუდოდ, ჯეიკისთვის განკუთვნილი თანხაა.
დისკის არ ყოფნა ჯერ ვერ შეამჩნია.
დღეს დაჯილდოებაა.
მსოფლიოს საუკეთესო ბლოგერები ყველა ქვეყნიდან ჩამოდიან.
დღეს წლის საუკეთესო ბლოგერს დაასახელებენ.
ნომინაციაში ზუსტად ტეო და იანი არიან წარდგენილები.
ტეო ამიტომაც იბრძვის ასე ძალიან,
ცდილობს იანს ადგილი წაართვას.
მე თუ ამ ფირფიტას არ გავანადგურებდი,
უზარმაზარ დარბაზში, უამრავი ცნობილი ხალხის წინაშე,
ეს ვიდეო გავიდოდა.
ხალხი ყველაფერს გაიგებდა,
იანს ცხოვრება დაენგრეოდა და ზუსტად მის საოცნებო დღეს,
ამ შენობიდან, სადაც ცერემონია უნდა გაიმართოს ზუსტად 20 წუთში, მას
პოლიცია გაიყვანდა, ბორკილებით.
რაც არ უნდა ყოფილიყო, ვფიქრობდი, რომ იანი ამას არ იმსახურებდა.
ის ჩემი ბავშვობის მეგობარი იყო,
ჩვენ ერთად გავიზარდეთ.
არ აქვს მნიშვნელობა, ახლა მას ვიცნობდი თუ არა.
არც იმას, რომ ყოველთვის დამცინოდა რაღაცებზე,
რომ ექვსი წელია მისთვის არ ვარსებობ.
ჩვენი მეგობრობის ხათრით, იმ წლების გამო,
სადაც ყოველთვის სახალისო ამბებს ვიგონებდით,
ვთამაშობდით ვინუსთან და კლერთან ერთად,
მხოლოდ ამის გამო ვაკეთებ ამას.
მთავარი ის არის, რომ მე არ მიმიტოვებია ბავშვობა.
მე მეგობრების დავიწყება არ შემეძლო.
არ შემეძლო მათი დავიწყება,
ვინც ერთხელ მაინც მაგრძნობინა თავი კარგად.
როგორ აღმოვჩნდი ცერემონიალის შენობაში,
კერძოდ კი ტეოსთვის განკუთვნილ ოთახში?
ყველაფერი გუშინ საღამოს გავიგე.
პარკთან ველოსიპედით ჩავიარე,
ოთახისთვის ახალი ციტრუსი მიმქონდა,
როცა ტეოს და ჯეიკს მოვკარი თვალი.
მივხვდი, რომ არაფერი იყო რიგზე.
ჯეიკი, ბიჭი რომელიც იანის ჩუმი პარტნიორია,
მის უდიდეს კონკურენტთან, ტეოსთან ერთად საღამოს ათ საათზე საუბრობს, პარკში.
ყველაფერი იმაზე საეჭვოდ გამოიყურებოდა, ვიდრე წარმოვიდგენდი.
იქვე ახლოს მოვკალათდი და მათი მოსმენა დავიწყე.
გავიგე, როგორ შესთავაზა ტეომ ფული ჯეიკს,
იმ ვიდეოს სანაცვლოდ.
ჯეიკი მალულად, წინასწარ აგროვებდა იანის წინააღმდეგ რაღაც საბუთებს,
მაგრამ ჯეიკისგან როგორც გავიგე, მხოლოდ ერთი ვიდეო ჰქონდა, ისიც როცა იანის და მის საუბარს მეც ვუსმენდი.
თანაც ეგ ფირფიტა უკვე გავანადგურე,
ეს ერთი დადებითი რამ.
მათი საუბრის შემდეგ,
მივხვდი, რომ ჯეიკი ჩანაწერს აქ მოიტანდა,
შემდეგ კი,
ტეოს ოთახში შემოვიპარე და ყველაფერი უფრო ახლოდან გავარკვიე.
რამოდენიმე წუთი და ცერემონია დაიწყება,
გული სწრაფად მიცემს, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, ჩემი მეგობრის კარიერას არაფერი აღარ ემუქრება, მაინც შიში მიპყრობს.
დღეს მისი ოცნების დღეა,
იმედი აქვს რომ ნომინაციას მოიგებს,
მეც ასე მგონია, დიდი შანსი აქვს.
ძალიან ცნობილი ხალხის წინაშე წარსდგება, როგორც ერთ-ერთი ძალიან მაგარი ბლოგერი.
ნეტავ ვინუსმა თუ იცის ამის შესახებ?
ნეტავ ტეო რას იზამს, როცა გაიგებს რომ მისი გეგმა წყალში ჩაიყარა?
გაგიჟდება.
ზუსტად ამ ფიქრებში გართული, კარადის კარი იღება და ჩემს წინ, სმოკინგში გამოწყობილი ტეო დგას.
შეშინებული თვალებით ვუყურებ,
მგონია, რომ გული წამივა.
რა რეაქცია უნდა გქონდეს,
როცა კარადის კარს აღებ და შიგნით დამალულ გოგოს აღმოაჩენ?
ჯერ გაკვირვებით, მერე კი ეჭვის თვალით მიყურებს.
რამოდენიმე წამი ვერ ვაზროვნებ,ვერ ვმოძრაობ.
მერე თითქოს ვფხიზლდები და კარადიდან გავრბივარ, ოთახის საპირისპირო მხარეს.
-გაჩერდი!- ყვირის ტეო და სადაცაა კარებთან მისულს, ხელში ჩამავლებს.
-ვინ ხარ?- მშვიდად ამბობს.
მის ვიდეოებში ძალიან კეთილი და წყნარი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს.
რეალურად არც იანი და არც ტეო, ასეთი სუფთა და პატიოსანი ადამიანები არ ყოფილან.
ხმას არ ვიღებ, თვალებში ვუყურებ.
მაჯაში ძლიერად მიჭერს ხელს, მტკივა.
-გიმეორებ,
არ რას აკეთებ?
საერთოდ ვინ ხარ?!-
ღრმად სუნთქავს, დაძაბულია.
-მე..- ვცდილობ დრო გავწელო.
ხელს მისგან ვითავისუფლებ, კარს ვაღებ და გავრბივარ,
დერეფანში ისეთი სისწრაფით გავრბივარ,
რამდენადაც ჩემს სხეულს შეუძლია.
დერეფნიდან 9 ოთახით შორს მყოფ, ოთახში ვვარდები, კარს ვხურავ და ყურს ვადებ.
ვერც კი მივხვდი, რომ მთელ დერეფანში ბნელოდა.
კარგია, ვერ შემამჩნევდა.
ცუდად ვარ.
-ის ლამაზი გოგო უნდა იპოვო, ზაკ.
როგორც გინდა, საიდანაც გინდა, უნდა იპოვო.-
მესმის ტეოს ხმა დერეფნიდან.
-დრო აღარ არის სერ,
სჯობს დარბაზში გახვიდეთ, უხერხულია დაგვიანება.
დანარჩენს მე მივხედავ.-
ხმა წყდება.
ოთახისკენ ვტრიალდები,
გულზე ხელს ვიდებ და თვალებდახუჭული, ღრმად ვსუნთქავ.
-აქ რა გესაქმება, ირის?!-
თვალებს ვახელ და ზუსტად ამ დროს,
ჩემს წინ,
იან ნოვაკს ვლანდავ.
ძალა სულ მეცლება,
ეს ყველაზე მოულოდნელი რამ იყო,
რაც კი ოდესმე მომხდარა ერთ დღეში.
ამდენი იანი ჩემი ცხოვრებისთვის ზედმეტი იყო!
-არაფერს.- ვამბობ და ოთახის მეორე ბოლოში ვინაცვლებ.
მიახლოვდება.
ჯანდაბა!
რატომ მაინც და მაინც იანის კაბინეტში ამოვყე თავი?!
ბედი რატომ დამცინის?!
-ირის, მოთმინებას ნუ მაკარგვინებ!
აქ რა გინდა?!-
ვგრძნობ როგორი განერვიულებულია,
დაძაბული,
თითქოს ათასი ფიქრით აქვს სავსე გონება.
ასეც იყო.
ნუთუ რამე იცის?
ნერწყვს მძიმედ ვყლაპავ,
უკვე ძალიან ახლოს დგას.
ასეთი იანი არასდროს მინახავს,
თვალები ნერვიულობისგან ჩაშავებოდა.
-არა..- ამბობს და თავს ისე აქნევს, თითქოს მისივე ფიქრის დაჯერება არ უნდა.
-ნუთუ შენ?!
შენ თანამშომლობ ტეოსთან?!-
ყვირის და უფრო ახლოს იწევა.
ყველაფერი იცის!
ამიტომაც არის ასეთი განერვიულებული და გაღიზიანებული.
თითქოს რაღაცას ელოდება,
ვერ ისვენებს.
-მიპასუხე!- ჩემთან ახლოს დგას და ხმამაღლა მიყვირის.
-რაზე საუბრობ?!
მე არაფერი ვიცი!- უკან ვიხევ.
-დღეს ტეომ დამირეკა.
კარგად იცი, ყველაფერს აკეთებს, რომ კარიერა გამინადგუროს.
მან ყველაფერი გაიგო ჩემი პირადი საქმეების შესახებ.
იცის, მაყურებლების მოპოვებაზე და ამბობს რომ დღეს, თუ ცერემონიაზე გავალ, მთელ მსოფლიოს ეცოდინება ამის შესახებ.
უკვე ყველაფერი იცის და ამის საბუთიც კი აქვს,
არ ვიცი რა სახის საბუთი, თუმცა მე სულ სხვა რამე მაფიქრებს.-
თვალებში მაშტერდება, ეჭვებით სავსეა.
-მე გაგაფრთხილე, ირის.
გითხარი, რომ ცხოვრებას გაგიმწარებდი, თუ კი ამის შესახებ ვინმესთან სიტყვას დაძრავდი.
შენ ხარ ის ადამიანი, ვინც ამაზე იცოდა.
კითხვა მიჩნდება,
ვისზე უნდა მივიტანო ეჭვი,თუ არა შენზე?-
ვცდილობ წონასწორობა შევინარჩუნო.
იანი ფიქრობს, რომ ყველაფერი მე მოვაწყვე.
სინამდვილეში კი მე ვარ ის, ვინც დღეს მან გადაარჩინა.
გულში ვიცინი,როგორი უმწეოა.
რაში მჭირდებოდა მისი წარუმატებლობა?
ჰგონია, რომ ეს ყველაფერი მე ბედნიერებას მომანიჭებს?
რადგან ბავშვობა მიატოვა, იმას არ ნიშნავს, რომ მე ასეთად ჩამოვყალიბდებოდი.
რადგან მან დაივიწყა, ეს არ აძლევს მას იმის საბაბს, რომ ჩემზე, როგორც ცუდ ადამიანზე ისე იფიქროს.
ბრაზისგან ვიხრჩობი,
მინდა ვუყვირო,
სილა გავაწნა, იმის გამო რომ ასეთი ვგონივარ.
იმის გამო, რომ ჩემზე მოიტანა ეჭვი,
როცა გარშემო არცერთი კეთილისმსურველი არ უდგას.
მინდა დავცინო, იმის გამო რომ უამრავი მეგობრის გარემოცვაში მაინც მარტოა.
-არ გრცხვენია?- ისე ვეუბნები, ჩემში დაგროვილ ბრაზს ვერ ვაკავებ.
-მთელი ჩემი ცხოვრებაა, რაც გიცნობ. ჩვენ ერთად გავიზარდეთ,
როგორ ფიქრობ, ამას გაგიკეთებდი?!-
ვყვირი.
-მე არავის ვენდობი!- ტონალობაში არც იგი განსხვავდება.
კარი უეცრად იღება.
-იან, ტეოს ოთახი სუფთაა.-
ოთახში სუსტი აღნაგობის ბიჭი შემოდის.
-იქნებ თან აქვს ის რაღაც?- გაღიზიანებული უყვირის იანი.
-არაფერი აქვს იან.
გაგიმართლა,
არ ვიცი, როგორ და რანაირად,
მაგრამ ტეომ თავისი საბუთი დაკარგა.
მისი ოთახიდან ვიღაცამ აიღო.
არცერთ ჩვენგანს არ აუღია, ყველა დავკითხე.
მთელი დღეა ხელში ჩაგდებას ვცდილობთ, თუმცა ამაოდ.
აქ ვიღაცამ საქმე სუფთად შეასრულა.
გავიგე ტეოს ყვირილი, მის პარტნიორს უყვიროდა, როგორ გაქრა ფირფიტა მისი ოთახიდან და მისი მოძებნა ყველას დაავალა.
ღმერთი გფარველობს იან,
არ ვიცი ვინ აიღო, მაგრამ შენი მტერი რომ ყოფილიყო,
საბუთს ტეოსთან დატოვებდა.
გირჩევ დარბაზში გამოხვიდე,
ფანები და ხალხი გელოდებიან,
ტეომ შანსი ისევ დაკარგა.-
ბიჭი ღიმილით ამბობს და ოთახს ტოვებს.
იანი ხელებს თმაში აცურებს, ბოლთას სცემს, რაღაცაზე გამუდმებით ბჭობს.
-ახლა, როცა შვებით ამოისუნთქე, როცა იცი რომ საშიშროება არ გემუქრება,
ბრაზით სავსე, კიდევ ფიქრობ რომ ამ ყველაფერში ჩემი ხელი ურევია?- ირონიული ტონით ვეკითხები.
ჩემსკენ ტრიალდება, ახლოს მოდის.
-მაშინ მიპასუხე ბი,
აქ რის გამო მოხვედი?-
გადავწყვიტე, რომ იანი არ გაიგებდა იმის შესახებ,
რაც გავაკეთე.
მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ცუდი არაფერი გამიკეთებია, პირიქით დავეხმარე კიდეც,
ამას მაინც არ ვეტყოდი.
თვალებში მიყურებს,
ელის რაღაც პასუხს,
აინტერესებს, აქ რას ვაკეთებ,
რატომ მოვედი.
ვაანალიზებ, რომ თუ სიმართლის თქმა არ შემიძლია,
მაშინ სხვა პასუხი არ მაქვს.
რა უნდა ვუპასუხო, იან ნოვაკს?!
ბავშვობის მეგობარს, რომლის დაბადებიდან ხუთი წუთის შემდეგ დავიბადე მე,
ირისი.
ერთმანეთს ვუყურებთ და მეფიქრება,
როგორ გავზრდილვართ,
როგორ შევცვლილვართ.
ერთმანეთთან არაფერი გვესაქმება,
სრულიად სხვა სამყაროები გვაქვს.
ის ცნობილთა სივრცეში ცხოვრობს, თავგადასავლებით და ჩახლართული ამბებით სავსე გარემოში.
მე კი?
ირისი,
ერთ მოსაწყენ, ფორთოხლებით სავსე ოთახში მჯდარი გოგო ვარ.
უფერული,
ნაკლებად მეგობრული სივრცით.
ახლა ვფიქრობ და ვიცი,
ჩვენ მეგობრები ვეღარ ვიქნებოდით.
დრო გადის და ვიცვლებით.
ინტერესები,ურთიერთობები იცვლება.
რატომ ვერ ვპატიობდი იანს ამას?
იმის გამო ხომ არა, რომ ერთ დღეს გაიღვიძა და გადაწყვიტა რომ მე მისთვის არ ვარსებობდი?
ვინ არის ბავშვობის მეგობარი?
ვისთან ერთადაც იზრდები,ყველაფერ წრფელს იზიარებ,
ერთობი,
ცხოვრების პირველ თამაშებს თამაშობ და
ამაზე იცინი.
ყელიდან ბავშვობის ლაღ, ნაზ კისკისს უშვებ,
ოკეანეში გავარვარებული მზის ჩასვენების ფონზე.
ჩვენი მეგობრობა მახსენდება,
არაფერი ზედმეტი რომ არ ყოფილა.
მართალია, იანის დამცინავი ხუმრობები აუტანელი იყო ხანდახან,
მაგრამ მე, ვინუსი, კლერი,
ხანდახან ჯულიანი და იანი,
კარგი გუნდი ვიყავით.
რა მოხდა?!
მის სახეს ვუყურებ, პასუხად არაფერი მაქვს.
ვერ ვეტყოდი იანს, რომ მის დასახმარებლად მოვედი.
ის ამას არ იმსახურებდა.
ამდენი წლის შემდეგ, ნამდვილად არ იმსახურებდა ჩემს მეგობრობას.
თანაც, მაშინ, როცა ჩემში ეჭვი შეაქვს.
ამდენი ადამიანისგან, მაინც ჩემში.
რა უნდა მეთქვა მისთვის?
რა გავაკეთო ისეთი, რაც ყველაფერს უპასუხოდ დატოვებს,
რაც საერთოდ სხვაგან გადაგვიყვანს,
რაც დამეხმარება რომ ახსნა არ მომიწიოს და ეს ოთახიც მშვიდად და აუხსნელად დავტოვო?
მომთხოვნი მზერით მაშტერდება,
ვრწმუნდები, რომ არსად წასვლას არ აპირებს, პასუხის გარეშე.
ღმერთო, მიკარნახე,
რა უნდა გავაკეთო, რომ ამ
დაძაბული,
უჰაერო,
ნერვიული სიტუაციისგან თავი დავაღწიო?
ვკოცნი.
იმიტომ, რომ თავში ყველა
ფიქრი,
აზრი,
გრძნობა,
კითხვა,
პასუხი,
მისი დღევანდელი ნომინაცია,
მთელი ჩვენი მეგობრული წარსული,
მისი კარიერის სავარაუდო დასასრული გადაავიწყდეს.
იმიტომ, რომ ყველაფერი აერიოს და ვერ გაიხსენოს,
წამის წინ როგორ ცდილობდა პასუხის მიღებას ჩემგან.
თავის სიცოცხლეში ვერ გაიფიქრდებდა,
რომ მე ამას გავაკეთებდი.
არასდროს მინახავს იანი ასე სასოწარკვეთილი,
გაოცებული,
აღელვებული.
ყოველთვის სხვებს ააღელვებდა ხოლმე,
დღეს კი პირიქით იყო.
მე არასდროს ვყოფილვარ მისი ფიქრების გოგო.
ჩემზე ისე როგორც გოგოზე, არასდროს უფიქრია.
ყოველთვის მხედავდა, როგორც მეგობარს.
სიმართლეს ვიტყვი და არც მე ვყოფილვარ გამონაკლისი.
ყოველთვის ისე ვხედავდი იანს,
როგორც ბავშვობის მეგობარს.
არასდროს დამინახავს სხვა თვალით,
ზედმეტი ჩვენს ურთიერთობაში არ არსებობდა.
ხუმრობდა ხოლმე, რომ მე იგი მიყვარდა, მაგრამ ორივემ ვიცოდით,
ეს სიმართლე არ ყოფილა.
ეს უბრალო ბავშვობის ხუმრობა იყო და ამად დარჩა კიდეც.
მანაც კარგად იცოდა.
იცოდა რომ სხვანაირად არ ვუყურებდი.
ზუსტად ამან გაგვაოცა ორივე.
ორივე შოკურ მდგომარეობაში ვიყავით.
ეს წარმოუდგენელზე მეტი იყო ორივესთვის.
ნათლად ჩანდა,
ერთმანეთს მოვშორდით თუ არა ხმას ვერცერთი ვიღებდით.
ორივე მძიმედ ვყლაპავდით ნერწყვს და დაბნეული,
სირცხვილით სავსე თვალებით შევცქეროდით ერთმანეთს.
ვკანკალებდი,
სირცხვილით,
დაბნეულობით,
გაურკვევლობით.
მიყურებს და ვიცი, ახლა ყველა კადრმა ჩაურბინა გონებაში.
მის სხეულს მოვშორდი, სრული ყურისწამღები უხერხული სიჩუმე ღრიალებდა ოთახში.
მეტს ვერ მოვითმენდი,იმდენად მცხელოდა.
კარი გავაღე და გავიქეცი.
როგორც ირის ჩესტეინს შეეფერებოდა, ზუსტად ისე მოვიქეცი.
არემარეს როცა გავცდი,
დავფიქრდი და სრული ანალიზი მაშინ შევქმენი ჩემს საქციელზე.
გონებაში ხმა ყვიროდა:
რა გააკეთე?!
რა გააკეთე?!
რა გააკეთე?!
ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ჩემს ბავშვობას ვაკოცე.
თითქოს მეგობრობის საზღვრები დავხიე და გადავუარე.
თითქოს ჩვენ,
ერთად ამოვისუნთქეთ,
ისე როგორც მაშინ, ჩვენი დაბადებისას
აპრილში.
ეს ჰგავდა ჩვენს პირველ ამოსუნთქვებს დედამიწაზე.
დარწმუნებული ვიყავი, სანამ დაჯილდოებაზე გავიდოდა, იმ ოთახში დაკიდულ სარკესთან იდგა და მის თავშიც იგივე ხმა ჰკიოდა:
რა გააკეთა?!
რა გააკეთა?!
რა გააკეთა?!
გადავწყვიტე,
რომ დღეიდან,
იან ნოვაკი ჩემთვის სრულიად უცნობი ადამიანი გახდებოდა.



№1  offline წევრი izabella

ეს ბიჭი ან მართლა შტერია, ან თავს იშტერებს. როგორ შეიძლება ამდენი წლის საუკეთესო მეგობარი განზე გასწიო, ისე, თითქოს არც უარსებია. ყველაზე სუფთა გრძნობები რომ აკავშირებდათ ერთმანეთთან. ამ ყველაფრის მიუხედავად ირისი კი არ გაბოროტდა, ყველანაირად ცდილობს დაეხმაროს, რომ მისი სახელი ლაფში არ ამოისვაროს. მით უმეტეს გაიგო როგორი ხერხებით ცდილობს პოპულარობის შენარჩუნებას და მაინც იცავს. არც გამორჩენის და არც სხვა რამის მიზნით, მხოლოდ და მხოლოდ იმ კარგი მოგონებების ხათრით რაც იანთან აკავშირებს.
ერთადერთი რის გამოც ცოტა სხვა კუთხით შევხედე იანს მეხსიერების ბარათში ნაპოვნი ბის ფოტოები იყო, დაზუსტებით ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა თითქოს სულაც არ დავიწყებია, უბრალოდ რაღაც სიტუაციამ აიძულა ასე მოქცეულიყო, აი რამ აიძულა ამ კითხვაზე პასუხს შემდეგ თავებში ველოდები.
სულ პირველად ირისზე არც თუ ისე კარგი შთაბეჭდილება შემექმნა, მაგრამ მერე ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა.
მომწონს ეს ციტრუსის მოყვარული გოგო და მეც იგივე გავიფიქრე ეს რა გააკეთა -თქო, მაგრამ რომ დავფიქრდეთ სხვა გზა დაუტოვა იანმა?

ძალიან კარგად წერ, ყოველ მომდევნო თავში ისეთი რაღაც ხდება წინასწარ ვერაფრით ვერ გამოიცნობ, რაც უფრო საინტერესოს ხდის. მოუთმენლად ველი შემდეგ თავს❤❤❤

 


№2  offline წევრი Sweet Home

ჰეიიი მოკლედ ძაან კაიაა აიი მართლა ისეთია რო ძაან ჩაგითრევს. ერთიანად წავიკითხე 6 თავი და ძაან მომწონს საინტერესოოა, სულ გვაინტრიგებ და კაი მომენტში წყვეტ. ძალიან კაია იმედია არ დააგვიანებ და ცოტა დიდები დადე რაა არ მინდა რომ დამთავრდეს. პს აიი ციტრუსებზე ხო ვაბოდებ და მაგ ერთი თვისების გამო შეგიყვარდება ბი. ????

 


izabella
ეს ბიჭი ან მართლა შტერია, ან თავს იშტერებს. როგორ შეიძლება ამდენი წლის საუკეთესო მეგობარი განზე გასწიო, ისე, თითქოს არც უარსებია. ყველაზე სუფთა გრძნობები რომ აკავშირებდათ ერთმანეთთან. ამ ყველაფრის მიუხედავად ირისი კი არ გაბოროტდა, ყველანაირად ცდილობს დაეხმაროს, რომ მისი სახელი ლაფში არ ამოისვაროს. მით უმეტეს გაიგო როგორი ხერხებით ცდილობს პოპულარობის შენარჩუნებას და მაინც იცავს. არც გამორჩენის და არც სხვა რამის მიზნით, მხოლოდ და მხოლოდ იმ კარგი მოგონებების ხათრით რაც იანთან აკავშირებს.
ერთადერთი რის გამოც ცოტა სხვა კუთხით შევხედე იანს მეხსიერების ბარათში ნაპოვნი ბის ფოტოები იყო, დაზუსტებით ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა თითქოს სულაც არ დავიწყებია, უბრალოდ რაღაც სიტუაციამ აიძულა ასე მოქცეულიყო, აი რამ აიძულა ამ კითხვაზე პასუხს შემდეგ თავებში ველოდები.
სულ პირველად ირისზე არც თუ ისე კარგი შთაბეჭდილება შემექმნა, მაგრამ მერე ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა.
მომწონს ეს ციტრუსის მოყვარული გოგო და მეც იგივე გავიფიქრე ეს რა გააკეთა -თქო, მაგრამ რომ დავფიქრდეთ სხვა გზა დაუტოვა იანმა?

ძალიან კარგად წერ, ყოველ მომდევნო თავში ისეთი რაღაც ხდება წინასწარ ვერაფრით ვერ გამოიცნობ, რაც უფრო საინტერესოს ხდის. მოუთმენლად ველი შემდეგ თავს❤❤❤


მინდა გითხრა, რომ სწორი მიმართულებით წახვედი, მოთხრობის არსთან ახლოა შენი აზრი. ❤️
დიდი მადლობა, რომ კითხულობ, მოგწონს და ელოდები! ❤️

Sweet Home
ჰეიიი მოკლედ ძაან კაიაა აიი მართლა ისეთია რო ძაან ჩაგითრევს. ერთიანად წავიკითხე 6 თავი და ძაან მომწონს საინტერესოოა, სულ გვაინტრიგებ და კაი მომენტში წყვეტ. ძალიან კაია იმედია არ დააგვიანებ და ცოტა დიდები დადე რაა არ მინდა რომ დამთავრდეს. პს აიი ციტრუსებზე ხო ვაბოდებ და მაგ ერთი თვისების გამო შეგიყვარდება ბი. ????


თუ რაიმე უკეთეს თვისებას აღმოაჩენთ მისში, უფრო მეტად შეიყვარებთ, დარწმუნებული ვარ. ❤️
მადლობა რომ კითხულობ და აზრს აფიქსირებ.

 


№4  offline წევრი Sweet Home

დღეს დადებ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent