შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთვარის წითელი სონატა ( ნაწ. VIII)


14-12-2019, 04:01
ავტორი Moonlight17
ნანახია 10 303

როდესაც მოვწესრიგდი,კიბეები კანკალით ჩავიარე. ანდრეა უკვე დაბლა იყო.
დედამისმა დამინახა თუარა, გაგვიღიმა და ჩემკენ გადმოდგა ნაბიჯები. უცნაურად მათვალიერებდა, რათქმაუნდა ზედმეტად გამოპრანჭული ვიდექი მის წინაშე.
-იოანე ხო გახსოვს დედა? ცოლი მოიყვანა და ჯვრისწერა იყო გუშინ- თითქოს დამიცვა და განუმარტა ანდრეამ. ხმა ჩამივარდა და მხოლოდ გავუღიმე.
- სიამოვნებით გაგიცნობდი ახლოს მარიამ, ხვალ საღამოს ვახშამზე გპატიჟებ.
- დიდი მადლობა, აუცილებლად მოვალ- ბოლო სიტყვები დავაბოლოვე თუარა ანდრეას გავხედე რომელიც ურეაქციოდ მიყურებდა. მაგდას სწრაფად დავემშვიდობე და გასასვლელისკენ წავედი.
- რაღაც დიდად გახარებული არხარ დედაშენმა რომ დამპატიჟა.
- არა როგორ არა, უბრალოდ უცნაურია.
მხრები აიჩეჩა და მანქანა დაქოქა. საშინლად დაღლილი ვიყავი ყველაფრისგან.
-ლილუს დაელაპარაკე- მითხრა სანამ მანქანიდან გადავიდოდი. არაფერი მითქვამს საშინლად გაბრაზებული ვიყავი დაქალზე.
-ვეცდები- თავი დავუქნიე და კარები გავხსენი.
- ხვალ გნახავ ვახშამზე- თვალი ჩავუკარე და ნაზად ვაკოცე.
-გამოგივლი და წაგიყვან.
გავუღიმე და სახლის კარები შევაღე. დედაჩემი სამზარეულოში ფუსფუსებდა.
-დე მოვედი- გავძახე და ფეხსაცმელი გავიხადე თუარა, მაშინვე შვება ვიგრძენი. თითქმის მანტოც გახდილი მქონდა, როდესაც ნათიას მკაცრ სახეს შევეგებე. წარბები შევატყუპე.
-რა მოხდა? -შეპარვით ვკითხე.
-ეგ შენ უნდა ამიხსნა!- მითხრა თუარა მის უკან ლილუ დავლანდე. თვალები დავხუჭე, სადღაც ორი წამი ასე გავჩერდი. გახელა არ მინდოდა. ყველაფერი გასაგები იყო. დედაჩემისთვის ყველაფრის ახსნა მომიწევდა, ლილუ კი.. მასთან ლაპარაკისთვის ჯერ კიდევ არ ვიყავი მზად. აქ მაინც არ უნდა მოსულიყო!
ღრმად ჩავისუნთქე დაძაბულობისგან დახუთული ჰაერი და როგორც იქნა ხმა ამოვიღე.
-ანდრეასთან დავრჩი.
- რატომ?- ნათიას ხმაც და მიმიკებიც უფრო და უფრო უმკაცრდებოდა.ნეტავ რამდენის თქმა მოასწრო ჩემმა დაქალმა?!
- რაღაც გაუგებრობა მოხდა, მაშინვე რომ არ გამერკვია ვერ მოვისვენებდი. უკან დაბრუნებას აზრი აღარ ჰქონდა. - წყნარად ავუხსენი.
- მარიამ ანდრეა კარგი ბიჭია, მაგრამ მასთან დარჩენა მეტისმეტია - მითხრა ნათიამ და სამზარეულოსკენ გატრიალდა. მეც მივყევი. ლილუს ისე ჩავუარე, არც შემიხედავს. ღმერთო, როგორ ვახერხებდი მის იგნორს ვერც ვიჯერებდი.
- დედა არაფერი საგანგაშო არ მომხდარა. ღამე თავზე ჭერი მქონდა. დავბრუნდი ხო ხედავ. კარგად ვარ.
ხმა როგორც შემეძლო დავასერიოზულე. თვალებში შემომხედა. ძალიან, ძალიან მიჭირდა დედაჩემის მოტყუება.
-შემდეგისთვის ტელეფონი მაინც ჩართე.
შედარებით დამშვიდებული ხმით მითხრა, თუმცა ვიცოდი მაინც განაწყენებული იყო.
როგორც იქნა ლილუს გავხედე. მეტს ვეღარ დავაიგნორებდი.
-ოთახში შევიდეთ -ხმადაბლა ვუთხარი. უკან გამომყვა. კარები მივკეტე თუარა, ტანსაცმლის გამოცვლას შევუდექი. შემდეგ სველი ხელსახოცით გუშინდელი მაკიაჟის მოშორება გავაგრძელე.
- რამდენი ხანი აპირებ ჩემს დაიგნორებას?
ნაწყენი ხმით მითხრა. იმაზე ნამდვილად ვერ გავუბრაზდებოდი, აქ რომ მოვიდა. მეც ასე მოვიქცეოდი მის ადგილას. ასე რომ მთავარზე გადავედი.
-რამდენი ხანი აპირებდი ჩემს მოტყუებას?
- მარიამ- ამოიხვნეშა და საწოლზე ჩამოჯდა- მოტყუებასა და რაღაცის დამალვას შორის განსხვავებაა.
- ნუ მასწავლი გთხოვ- სარკასტულად გამომივიდა. ანდრეას მანერები რატომ ავითვისე?!
- ასეთი ტონით არ მინდოდა- დავუმატე ციტახნის შემდეგ და სიტუაცია გამოვასწორე.
-ყველაფერი გითხრა?
თავი დავუქნიე და გვერძე მივუჯექი.
-გაბრაზებული ვარ შენზე, ლილუ.
- ვიცი მაგიტომ ვარ აქ. წუხელ რომ გაქრი რა აღარ ვიფიქრე..
- არც კი ვიცი, როგორ გეჩხუბო.ლილუ, იმის წარმოდგენაც არ მინდა რამე რომ დაემართოს.
-მაგიტომ წავიყვანე მაკასთან. ლამის დამიჩოქა რომ შენთვის არაფერი მეთქვა
-კარგი, გეყოფა. არ მინდა მოსმენა თორემ უარესად ვხდები. როგორ ხარ შენ?
- მალე იოანესთან უნდა გავიდე. საქმროსთან-ბოლო სიტყვებს სიცილი დააყოლა და ცოტა მეც ამიყოლია.
-დღეს ვიმეცადინებ, სახლში ვიქნები, თორემ ნათია ისედაც არაა ხასიათზე. ხვალ ანდრეას დედამ ვახშამზე დამპატიჟა.
-მოიცა რაღაც ვერ გავიგე- დაბნეულმა შემომხედა.
- წუხელ ჩამოვიდა. არც მე არ ველოდი და ასეთ ფორმაში მომიწია გაცნობა. ანდრეას ასლია...
- მომიყევი როგორ ჩაივლის.- გადამკოცნა და ოთახი დატოვა. მაშინვე სააბაზანოში შევედი და საკუთარ თავს თბილ წყალში ნებივრობის უფლება მივეცი.

*ანდრეა:
- შენი უეცარი სტუმრობა რას მივაწერო?- ვკითხე დედაჩემს და წინ დავუჯექი.
- ჯობს შენ და ლიზას ერთად გითხრათ- თვალი ამარიდა და საჭმლის გაკეთება განაგრძო.
-ეგეც შენი შვილი არიყოს, რა- ხელი ავიქნიე და სიგარეტს მოვუკიდე- ან მამა რატო არ წამოგყვა?
- ანდრეა..
- არა დედა, ნამდვილად არმინდა ლიზასთან ერთად რამის მოსმენა. მგონი მასზე მეტი პრივილეგია მე უნდა მქონდეს ამ სახლში.
გავღიზიანდი. თანაც საშინლად. ამის აღიარება არ მინდოდა, მაგრამ ამ გოგოს გარეშე ჩემი ცხოვრება ბევრად უკეთესი იყო, ასევე დედაჩემთან ურთიერთობაც.
-ვახო დაიჭირეს.
-რა?- დავიბენი. სიგარეტი საფერფლეს მივაწვი და ფეხზე წამოვდექი.
- თავისმა ბიზნეს პარტნიორმა გაყიდა და ჩასვეს.- თვალები აუწყლიანდა და თეფშები ნიჟარაში ჩააწყო. ამწამს სიტუაციის გაანალიზება საშინლად მიჭირდა.
- რატო? როდის განოუშვებენ?
- ვფიქრობ, იმ წითურთან ურთიერთობ უნდა გაწყვიტო.
- მარიამი აქ რაშუაშია?!- ტონი შემეცვალა და საშინლად გავღიზიანდი. მეტისმეტი იყო.
- ცრურწმენებს დაუჯერე, თან აქ გაჩერება არ მოგიწევს დიდი ხანი. საფრანგეთში უნდა წავიდეთ.
- ხვალინდელი ვახშამი რა პათხალიამობა იყო?!- ლამის დავუყვირე,
- ზრდილობის საკითხია ეგ.- მხრები უსიამოვნოდ აიჩეჩა და არაფრის მთქმელი თვალები მომაპყრო.
- მე არსად წამოსვლას არ ვაპირებ! და მარიამზე მეორედ მსგავსი რაღაც არ მითხრა.
- პირდაპირ გეუბნები ანდრეა, თან სიმართლეს. მამაშენს იქ ვჭირდებით.
- რახან საკუთარი ცხოვრება არია, არ ნიშნავს რომ მის გამო საკუთარი უნდა ავურიო! არ იცნობდე მაინც? ავალიანია, გამოძვრება. და გიმეორებ, მე არსად წამომსვლელი არ ვარ!
ყველაფერი მარაზმს ემსგავსებოდა. ძალიან არ მსიამოვნებდა ის ფაქტი, რომ დედაჩემთან ყვირილი მიწევდა. საკუთარ ოთახში შევიკეტე და იქაურობა მივალაგ მოვალაგე. ბრაზს ვერ ვიწყნარებდი. რათქმაუნდა მამაჩემზე ვღელავდი, მაგრამ დროებითი პატიმრობის გამო ყველაფრის მიტოვებას ნამდვილად არ ვაპირებდი!

*მარიამი:
იმის მიუხედავად, რომ ბოლო პერიოდი მეცადინეობას დიდ დროს არ ვუთმობდი, ფაქტი იყო, რომ მასალა აშკარად საკმარისად ვიცოდი. გამოცდებამდე თვეზე ნაკლები იყო დარჩენილი. რომ არა კალენდარი, ალბათ ვერც გავიაზრებდი ამას. ვინ წარმოიდგენდა რომ აპრილის მიწურულს ჯერ კიდევ თბილი ტანსაცმლით მომიწევდა სიარული?!
მთელი დღე ოთახიდან არ გავსულვარ, მაგრამ ვხვდებოდი დედაჩემს უნდა დავლაპარაკებოდი. თავის არიდება ნამდვილად არ იყო კარგი საქციელი. მიყრილი წიგნები თავის ადგილას დავაბრუნე და ოთახიდან გავედი. როგორც ყოველთვის ტელევიზორს უყურებდა.
-დღეს არ მუშაობ?
- არა.
გვერდით დავუჯექი და ტელევიზორს მივაშტერდი. რაღაც ჩემთვის გაურკვეველი გადაცემა გადიოდა.
-მეგონა დღეს ოთახიდან არ გამოხვიდოდი.
- ვმეცადინეობდი, მალე გამოცდებია და..
- კარგია რომგახსოვს...- ამოიხვნეშა და არხი სწრაფად შეცვალა.
- დედა, მისმინე ვიცი გაბრაზებულიხარ- მშვიდი ტონით დავიწყე. ძალიან მინდოდა სიტუაციის გამოსწორება.
- უბრალოდ, არ მომწონს რაღაცეებს რომ მიმალავ.
- არ გიმალავ, ხომ გითხარი, ანდრეასთან დავრჩი.
- თქვენს ურთიერთობაში ჩარევა არ მინდა.
-კარგი რა დედა..- თავი ჩავხარე. ვიცოდი არ მოსწონდა ეს ყველაფერი. - სხვათაშორის, დედამისი გავიცანი.
-დედამისი? საზღვარგარეთ არარის?!- ისეთივე შოკში ჩავარდა ნათია, როგორც მე, როდესაც მაგდა დავინახე.
- იყო. ჩამოვიდა და ხვალ სავახშმოდ დამპატიჟა- თავი ნელ-ნელა ავწიე, რომ მისი რეაქცია დამენახა. ცუდი არაფერი ეტყობოდა, უბრალოდ გაკვირვება ეწერა მის გადაღლილ სახეს.
-უბრალოდ ზედმეტად ბევრი დრო არ გაატარო მასთან სახლში. არ იფიქრონ რომ უპატრონოხარ.
თვალები ავატრიალე და დავეთანხმე. უკვე საკმაოდ გვიანი იყო. კარგად გამოძინება არ მაწყენდა, მალევე გავემზადე დასაწოლად და ლოგინში შევწექი…

**
საღამოს ხუთი საათი სრულდებოდა. დედაჩემი სახლში იყო და გამზადებაში დამეხმარა. ვიცოდი, ანდრეა წუთი წუთზე მოვიდოდა. ახლა დედაჩემის და მის შეხვედრაზე უფრო ვღელავდი, ვიდრე ვახშამზე.მოუსვენრად ვცქმუტავდი, რამდენჯერმე ოთახში გავიარე, სანამ ანდრეა დააკაკუნებდა კარზე. მე და ნათიას ერთნაირი რეაქცია გვქონდა. ორივემ ერთმანეთს შევხედეთ. შემდეგ კი თვითონ გაუღო კარი.
- გამარჯობა- აშკარად ზედ ეწერა ავალიანს, რომ დედაჩემის ნახვას არ ელოდა. გაუღიმა და შემდეგ მე გადმომხედა.
- შემოდი- ჩემდა გასაკვირად თბილად უპასუხა დედაჩემმა და შემოიპატიჟა.
- მოსაცმელს ავიღებ- ყოყმანით გადავხედე ორივეს და ოთახში მოსაცმელის ასაღებად გავედი. როდესაც დავბრუნდი, ერთმანეთში რაღაცას საუბრობდნენ თუმცა ანდრეამ ყურადღება მაშინვე ჩემზე გადმოიტანა.
- კარგად გამოიყურები- ამოიჩურჩულა. გამეღიმა. როდესაც კარს მივუახლოვდი, ნათიაც წამოდგა და უკან გამოგვყვა.
- კარგი დროის გატარებას გისურვებთ.
- მადლობა დედა- გადავეხვიე, ანდრეამ მხოლოდ ყურებამდე გაიღიმა და გარეთ გავედით.მანქანაში მუსიკა დაბალ ხმაზე იყო ჩართული.
- იცი მაკვირვებ.- გამოვუტყდი და დანებების ნიშნად ხმამაღლა ამოვიოხრე.
- რატო?- ცალი თვალით გადმომხედა.
- შენ და კლასიკური სიმფონიები?- გამეცინა, თუმცა შევატყვე ნაკლებად ესიამოვნა.
- თუ გეტყვი, რომ შენს თავს მახსენებს?
რა?! გაოცებისგან და სირცხვილისგან ოდნავ წამოვწითლდი. ხმა ჩამივარდა.
- პირველად როცა ჩემთან დარჩი, წარმოვიდგინე როგორ ცეკვავდი. ოღონდ მარტო და არა ჩემთან ერთად. სრულ სიბნელეში და არა ნათურის შუქზე.
- თუ სიბნელე იყო, როგორ დამინახავდი- ვეცადე ჩემთვის დაძაბული საუბარი ოდნავ ხუმრობით განმემუხტა. მეგონა გაიცინებდა ან ისიც ხუმრობაში ამყვებოდა, თუმცა სრულიად სერიოზულად მიპასუხა:
- მთვარის შუქზე.
გაპობილი ტუჩებით მას გავხედე. თითქოს ურეაქციო, მაგრამ ასობით ემოცია დაურბოდა სახეზე. რა სჭირდა?!
- პირველად ხომ მთვარის შუქზე შეგხვდი.
ჩემთვის გავიფიქრე, თუმცა გვიან გავაანალიზე რომ ხმამაღლა წამოვროშე. გვერდულად გაიღიმა და გზას მარცხენა სარკიდან გახედა.
- ისე კარგად ხარ გამოწყობილი ვახშმისთვის, როცა მე არც კი მოვდივარ- თემა იმდენად სწრაფად შეცვალა, წამები დამჭირდა იმის გასააზრებლად თუ რას მეუბნებოდა.
- რა?!
- არმინდა წამოსვლა.
- მოიცა ანდრეა, უცნაურად იქცევი. რახდება ამიხსენი.- საშინლად დავიძაბე.
- მამაჩემი ციხეში ზის, დედაჩემს უნდა რომ მთელმა ოჯახმა მხარი დავუჭიროთ.
ხმა ჩამივარდა. არც კი ვიცოდი რა მეთქვა. მანქანა მალევე გააჩერა თავის ჭიშკართან.
- იმედია ყველაფერი მოგვარდება. თუ გინდა მომიყევი- შევთავაზე, თუმცა სინამდვილეში ამის მოსმენა ძალიან მსურდა.
- დედაჩემს უნდა რომ იქ წავიდეთ. რასაჭიროა ვერ ვხვდები. ხომ უნდა იცოდეს ამხელა ფულს რომ ეთამაშება მამაჩემი შედეგებისთვისაც მზად უნდა იყოს.- ღრმად ამოისუნთქა. ფანჯარა ჩაწია და სიგარეტს მოუკიდა.
- და.. წახვალთ?- ვკითხე თუარა ვეცადე ყელში გაჭედილი ბურთი როგორმე უკან გადამესროლა, მაგრამ არ გამომივიდა.
- არა. არ წავალ. ზუსტად მაგიტომ ვიჩხუბეთ.
სიმართლე რომ ვთქვა, მისი პასუხი გულზე მომეშვა. ძალიან ეგოისტურად გამომდიოდა, მაგრამ მართლა არ მინდოდა მის გარეშე დარჩენა.
- გთხოვ, წამოდი ჩემთან ერთად.
- არ მინდა მარიამ.
- ლიზაც იქნება?
- სავარაუდოდ.
თვალები ავატრიალე, რაზეც ჩაეცინა.
- მარტო მიშვებ?
- დედაჩემი კი არ შეგჭამს. ნუ ლიზა შეიძლება- ბოლო სიტყვებს სიცილი დაამატა და მანქანიდნ გადავიდა. ვოცნებობდი, რომ აქ მარტო არ დავეტოვებინე.
- წამოდი, ჩვენი ურთიერთობის ყველაზე უაზრო საღამო გავატაროთ.- ჯელტმენივით გამიხსნა კარები. შვებისგან ამოვისუნთქე. არვაპირებდი რაიმე მეთქვა, თორემ ვიცოდიი არ გაუჭირდებოდა მანქანაში ჩაჯდომა და ჩემი აქ დატოვება.
- უფრო უაზროებიც ყოფილა.
- ხო? მაინც რომელი?
წარბები ავუწიე და ხელი ავწიე ზარის დასარეკად. ჰაერში დამიჭირა მტევანი და დაბლა ჩამაწევინა.
- საკუთარ სახლში ზარს არ დავრეკავ.
კარები შეაღო. უკან შევყევი.მოსაცმელი გავიხადე და იქვე ჩამოვკიდე. დასჯილი ბავშვივვით მივყვებოდი უკან. მისი დაძაბულობა ახლო დიამეტრზეც კი იგრძნობოდა. მისაღებში შესვლისას ლიზა გამოგვეცხადა.
- გამარჯობა, მალე მზად იქნება ყველაფერი მოდით.- ისეთი ღიმილით გადმომხედა შოკირებული დავრჩი. წინსაფარი აეკრო და ტანსაცმელი ალაგ ალაგ ფქვილიანი ჰქონდა. ასეთი ლიზა?! თვალებს ვერ ვუჯერებდი.
- მგონი, ასეთს პირველად ვხედავ- გადმომჩურჩულა ანდრეამ და მაგიდას მიუახლოვდა. ჩუმად ჩამეცინა. ხმა არ ამოუღია, ისე ჩამოჯდა და ერთ წეერტილს მიაშტერდა.
- გამარჯობა- მივესალმე მაგდას და შეძლებისდაგვარად გავუღიმე.
- თითქმის მოვრჩით, დაჯექი. ლიზა ძალიან დამეხმარა დღეს.
ანდრეას გადახედა, თითქოს მისგან რაიმეს თქმას ელოდა. თუმცა ხომ ვიცნობდი, კარგი სიტყვის მთქმელი ეს არ იყო. ანდრეას მივუახლოვდი და ცალ მხარზე ხელი ჩამოვადე. სადაც იყო აფეთქდებოდა, იმდენად დაჭიმული იყო.
მიახლოებით ხუთ წუთში ოთხი სრულიად განსხვავებული ადამიანი მაგიდის გარშემო ვისხედით.მე და ლიზა პირისპირ ვუყურებდით ერთმანეთს. სახლში დამზადებული ორცხობილები უგემრიელესად გამოიყურებოდა.
- აბა მარიამ, მოგვიყევი შენზე- დაიწყო მაგდამ. ლიზა წარბ აწეული მიყურებდა, რაც უარესად მძაბავდა. ანდრეას რეაქცია არ ჰქონია.
- ბევრი არაფერია მოსაყოლი.- ჩავიცინე და პატარა ორცხობილა თეფშზე გადავიღე.
- სად გაიცანით ერთმანეთი?
- ანდრეა ჩემი მეგობრის მეგობარია.
- იოანე.- განუმარტა უცებ ანდრეამ და სალათი გადაიღო.
- და სკოლაშიც ერთად აღმოჩნდნენ. რა ირონიულია, ანდრეას წესით ერთი წლის დამთავრებული უნდა ჰქონდეს.- ვიცოდი, დიდი ხანი არ დააყოვნევდა ლიზა. ასერომ არც გამკვირვებია. და-ძმამ გაურკვეველი მზერა გაცვალეს. მე კი, ლიზას სიტყვებით ცოტა არ იყოს დაბნეული ვიჯექი.
- უბრალოდ ადრევარ სკოლაში შეყვანილი.. ანდრეა ჩემზე უფროსია.
დავამთავრე თუარა წინადადება უცნაურად გამაჟრიალა. ვერც ვხვდებოდი, რას ვუბამდი მხარს, ან ჩემთვის სრულიად გაურკვეველ სიტუაციაში რატომ ვამართლებდი ანდრეას.
- დავამთავრე ლიზა, შენ მაგაზე არ ინერვიულო.- ანდრეას ხმა გაუკრთა, როდესაც წინადადება დაამთავრა. თვალები მეგონა მალე თეფშზე დამცვივდებოდა, იმდენად გაოგნებული ვიყავი შექმნილი სიტუაციისგან.სკოლა თუ დაასრულა, ჩემ კლასში რაღა უნდოდა?!
-სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?
-დედაჩემის მსგავსად ჟურნალისტიკაზე ვფიქრობ, დაზუსტებით ჯერ არაფერი ვიცი.- ნერწყვი მძიმედ ჩავყლაპე და ვეცადე, ფიქრებისსთვის თავი მომეყარა.
-კარგი მაგდა, გეყოფა კითხვების დასმა.- ხმადაბლა ჩაილაპარაკა ანდრეამ.
-მე გავაგრძელებ რა პრობლემაა- ჩაიცინა ლიზამ და დიდი ყავისფერი თვალებით გადმომხედა.- როგორც ვხედავ ძალიიან ახლო ურთიერთობა გაქვთ.
მხოლოდ ღიმილით შემოვიფარგლე. არმინდოდა რაიმე ცუდი მომხდარიყო. მაშინვე ვინანე რომ ანდრეას ამ ვახშამზე წამოსვლა ვაიძულე.
-გამოდის ჩემს ძმაზეც ყველაფერი იცი.
- ლიზა გეყოფა.
თავს დავდებ, იმ მომენტში ანდრეას სახე სრულ პანიკას მოეცვა. რა ხდებოდა?!
-წავალ სამზარეულოს მივალაგებ-ჩაილაპარაკა მაგდამ და ფეხზე წამოდგა. ინსტიქტურად მეც მას მივყევი.
-მოგეხმარებით.-თავი დამიქნია და წინ გამიძღვა. ანდრეამ უცნაური მზერა გამომაყოლა. მიხვდა რომ სიტუაციას გავექეცი, თანაცბევრად მერჩივნა დროის მაგდასთან გატარება ვიდრე ლიზასთან.
- ესენი ჩემს ჩამოსვლამდეც ასე იყვნენ?- დარდით გადმომხედა მაგდამ.
- რაც თავი მახსოვს..- სინანულით ჩამეცინა და გასარეცხი ჭურჭელი ნიჟარაში მოვათავსე.
-და შენი და ანდრეას ურთიერთობა, როგორ მიდის?
-დღითიდღე უკეთესობისკენ- ვთქვი თუ არა, მაშინვე ისეთი გრძნობა დამეუფლა რომ ვიცრუე. ეს მეც არ ვიცოდი ზუსტად. კვირა არ გავიდოდა რომ არ გვეჩხუბა და ორი დღე რომ არ გვეკამათა.
- ალბათ ნუცაზე გეცოდინება...
თავი დავუქნიე და მისკენ მივტრიალდი. განაგრძნო:
- მართლა არ მეგონა, მის მერე ვინმე თუ ეყოლებოდა, კაცობამდე.- ბოლო სიტყვებს დაძაბულობის მოსახსნელად სიცილი დაამატა.თუმცა არ გამოუვიდა. თავი ჩავხარე და ნიჟარასკენ შევტრიალდი.
- მე ანდრეას ყველანაირ გადაწყვწტილებას პატივს ვცემ.
- მოხარულივარ, ვინაიდან მალე გამგზავრება მოგვიწევს. ალბათ ამასაც შეეგუები.
გაუაზრებლად თეფში ხელიდან გამივარდა და ხმაურიანად დაეცა ლითონის ქვაბს.ხმა არ მომიღია ან დედამისს როგორ შევკამათებოდი. თვალებზე მომდგარი ცრემლები როგორღაც უკან გადავისროლე და რეცხვა დავასრულე.
- როგორც ვთქვი, მის არჩევანს პატივს ვცემ-გავუღიმე. თუმცა დარწმუნებული ვარ ჩემი ღიმილი მეგობრულს ნაკლებად გავდა. მაგდასთვის აღარ შემიხედავს. ხელები გავიმშრალე და ავალიანებისკენ დავბრუნდი. დამინახეს თუარა საუბარი შეწყვიტეს და თავიანთ თებშებს ჩააშტერდნენ.
- ახლა ვეუბნებოდი ანდრეას, რომ ურთიერთობებში ყველაზე საშინელი ტყუილი და დამალული წარსულია.
დაიწყო ლიზამ მაშინვე დავჯექი თუარა. ანდრეამ ამოიხვნეშა.
-წამოდი ზემოთ ავიდეთ- ხელზე ხელი დამადო და წამოდგა. მას მივყევი მაგრამ ლიზას ჩაგდებული ინტრიგა გულ მუცელს მიწიოკებდა.
- ანდრეაზე ყველაფერი ვიცი, რაც საჭიროა.
- მე ასე არ ვფიქრობ. შენთვითონ ეტყვი ძამიკო?- ბოლო სიტყვები სამად დამარცვლა და გამაღიზიანებლად გაიღიმა. აშკარა იყო ის ფაქტი, რომ კიდევ რაღაც იყო რაც არ ვიცოდი ან ჩემს გამოწვევას ცდილობდა.
ანდრეამ ხელზე მომქაჩა და მეორე სართულისკენ ‘გამათრია’
- ნუ მეუხეშები!
- იქიდან უნდა გამომეყვანე სანმ სისულელეებით გამოგიტენიდა თავს!- ხმამაღლა მითხრა და ოთახის კარები მიკეტა.მის ოთახში ფეხი შევდგი თუარა, ნესტოები ნაცნობმა ჰაერმა ამიწვა. ყველგან მისი სურნელი გამეფებულიყო.. თითქოს ჰაერსაც კი არ აძლევდა თავი ჭკუაზე ყოფნის უფლებას.
- და არის რამე რაც უნდა ვიცოდე? კიდევ?ან ის სკოლის ამბები როგორ მოხდა?- ირინიულად ჩამეცინა. რაცარუნდა ყოფილიყო ყველაფრის შემდეგ ვიცოდი ავიტანდი.
- საფრანგეთზე ამბობს, ვერ შევაგნებინე რომ არ წავალ! რაც შეეხება სკოლას, გრძელი ამბავია, ეროვნულზე არგავედი, მას შემდეგ ნაცნობობით შენს კლასში მოვეწყვე.- ტუჩები უხერხულად მოკუმა. უხერხულობისგან და იმისგან, რომ ეს რაც არ უნდა ყლფილიყო ცუდი ინფორმაციისგან ასე თუ ისე შორს იყო, ამოვიხვნეშე.
- კარგი, დამშვიდდი.- ხმადაბლა ვუთხარი, მისკენ მივიწიე და მის დაძაბულ სხეულს ხელები მოვხვიე. წამების შემდეგ თვითონაც იგივე გააკეთა და მთელი ძალით ჩამიხუტა. ჩემს თმებში თავი ჩარგო და ერთიანად შეისუნთქა ჰაერი.
- ერთადერთი ხარ რაც მაწყნარებს მარიამ..
- აქ ვარ, დაწყნარდი.
- ხომ ვთქვი, ცუდი იდეა იყო აქ მოსვლა. დღეს დარჩები?
გომეცალა და თვალებში შემომხედა.
- არ გამოვა, ნათია ისედაც გაგიჟებულია. გაიგო გუშინწინ ლილუსთან რომ არ ვყოფილვარ.
- ანუ გამოდის სახლში პრობლემები გაქვს?
- როგირც ჩანს იმდენად მოსწონხარ მაინც გამომიშვა. მაგრამ უნდა დავბრუნდე. კედელზე დაკიდულ საათს შევხედე, ათი დაწყებულიყო.-გამიყვან?
თავი დამიქნია,ჩემსკენ მოიწია და ბოლოჯერ ჩამიკრა გულში.

**
დღეები გადიოდა, ყველაფერი თავის ადგილას იყო, თითქოს მე და ანდრეას სერიოზულად არც გვუჩხუბია ამ დროის განმავლობაში.
ანდრეამ ჩემთან მოსვლას მოუხშირა, ვინაიდან დედაჩემს ხშირად ნახულობდა და ნათიასთვის ეს უკეთესიც იყო. მახარებდა ის ფაქტი, რომ ცუდს ანდრეაში არაფერს ხედავდა. ლილუ და იოანე დასასვენებლად ზემო სვანეთში წავიდნენ გამოცდებამდე და ბანკეტამდე, რომელზე წასვლასაც არ ვაპირებდი.. გამოცდებმა დიდ დაძაბულობასთან ერთად საბოლოო ჯამში დიდი სიმშვიდე მომგვარა. უკვე სკოლა დამთავრებულები თითქმის ყოველდღე ავღნიშნავდით ამ ფაქტს, როგორც ქართველობას სჩვევია. სიცილით გათენებული ღამეები, დაქალ ძმაკაცთან ერთად მხიარული საღამოები. ორმაგ პაემანზეც კი ვიყავი კინოში. ვინ წარმოიდგენდა?! ჩემი ცხოვრება ზღაპარს გავდა, რომელიც არ მინდოდა მორჩენილიყო, რომლის ყველა თავის ბოლოს ვნებააყოლილი ანდრეას მკლავებში ვიკარგებოდი…

***
-ლილუმ ბანკეტზე ჩამწერა- ამოიხვნეშა ანდრეამ და ჩემს საწოლზე მოწყვეტით დაეშვა.
- მისთვის ჯერაც არ მითქვამს, რომ არ მივდივარ..- თავს დამნაშავედ ვგრძნობდი.
- რატომ არ ეუბნები?
- შენ ჩემსავით არიცნობ მას, ორი წელია ამ დღეზე ლაპარაკობს, ლამის კაბაც თვითონ ამირჩია- სიცილით ვთქვი და სარკეში საკუთარ თავს დავაკვირდი. საშინლად ცხელოდა, სახეზე ჭორფლები კი უფრო და უფრო მემატებოდა- მეზიზღებიან!
ავღნიშნე და სარკეს მივშორდი.
- მე კიდევ, მიყვარს- მკლავები მომხვია ანდრეამ და ჰაერში ამწია, ვერ გავააზრე ისე დაეწაფა ჩემს ტუჩებს, საწოლისკენ წამიყვანა და გადამაწვინა.
- იოანე გველოდება, ხომ არ დაგავიწყდა?- ჩავიხითხითე, როდესაც ჩემს ტუჩებს მოშორდა და კისერს ჩაუყვა
- არაფერი მოუვა, მოიცდის-იმავე ტონით მიპასუხა და თვალებში შემხედა.- მხოლოდ ხუთი წუთით.
- ხუთი წუთით- დავუმოწმე და ახლა მე გავიწიე მისი ტუჩებისკენ.უტკბილესი იყო, მადნობდა! მუცელში წამიერად არასასიამოვნო გრძნობა დამეუფლა, მაშინვე გავწიე ანდრეა და წამოვიწიე
- რა მოხდა?
თავი გავუქნიე და სირბილით სააბაზანოსკენ წავედი. თავი ვერ შევიკავე და ვაღებინე. როდესაც ყველაფერი მოვასუფთავე, ანდრეა თავზე მედგა და დამყურებდა
-გთხოვ გადი, არ მინდოდა რომ ეს გენახა.
- კარგად ხარ?- ნათქვამი დამიიგნორა.
- არ უნდა მეჭამა ლილუს შებოლილი ხორცი- სიცილით ვუთხარი, ხელი მომკიდა და წამომაყენა
- მართლა რა სუსტიხარ, იმუნიტეტი უნდა გამოიმუშავო- დაცინვით მითხრა და წარბები ამიწია. თავს ვაჩვენებდი, თუმცა მუცელი ღებინებისგან ისევ მტკიოდა.
- ამას შენ მეუბნები?
თვალები აატრიალა და კარებისკენ გამიძღვა. თავი სიცილით გავაქნიე, უნდა გავსულიყავი, როდესაც წინ გადამიდგა და კარები მიმიკეტა.
- რახდება?
- გინდა ბანკეტს და დღევანდელ ლაპარაკს თავი აარიდო?- თვალები ააციმციმა და სწორი კბილები გამოაჩინა.
- ვერც წარმოიდგენ როგორ! მაგრამ ლილუ საშინლად განაწყენდება.
- ერთი იდეა მაქვს.
- აბა?
- წამო, გავიპაროთ.- მომახალა. გაკვირვებუსგსნ და გაოცებისგან მთელი სხეული დამეძაბა.
-გაგიჟდი ხო?- გულწრფელად გამეცინა. არადა, გულის სიღრმეში მომწონდა ეს იდეა.
- რატო, სახალისო იქნება. თან ლილუსთან ახსნა არ მოგიწევს.ყველაფერს მე დამაბრალებს ხომ იცი.
მართლა მინდოდა ამ ბანკეტს და უამრავ დეტალს გავქცეოდი. მაგრამ დაქალის მოტყუებაც არ მინდოდა.
-ორი წუთი მომეცი.
ვუთხარი და ჯიბიდან ტელეფონი ამოვიღე. ლილუს გადავურეკე.
-ლილს რასშვრები?
- მე კიარა თქვენ რას შვრებით გელოდებით. სანდროც აქარის უკვე.
- ჩვენ.. ჩვენ ვერ მოვალთ- თვალები დავხუჭე წინასწარი რეაქციის მოლოდინში.
-რა?! რატო?
მისი ხმა ანდრეასაც ესმოდა და სიცილს ვერ იკავებდა.
-ბანკეტზეც არ ვიქნები. ვიცი ამას ტელეფონით არ უნდა გეუბნებოდე და ალბათ ახლა ძალიან გაბრაზდები, მაგრამ სოფელში ვართ ნათიასთან ერთად .
ტუჩზე ვიკბინე ,რომ ტყუილისგან როგორმე ხმა არ ამკანკალებოდა. ღმერთო რას ვაკეთებდი.
-დარწმუნებული ხარ, რომ არ წამოხვალ?- ამოიხვნეშა განაწყენებული ხმით- თუ ავალიანის ახირებებია?!
- არა ლილუ, მართლა. ხომ მიცნობ, ძალიან რომ მინდოდეს ჩამოვიდოდი.
- კარგი კარგი. ვერაფერს გეტყვი, ნათია კარგად გაგაკონტროლებთ.- ბოლო სიტყვებისას ჩაიცინა და გამითიშა.
- მოგვარებულია- ამოვიხვნეშე. თითქოს გულიდან ლოდი მომეხსნა.
- ნათიასთან წასვლას მართლა ვაპირებთ?- წარბის აწევით გადმომხედა როდესაც მანქანაში ჩავჯექით.
- ვფიქრობ არ იქნება ცუდი, თან არ მინდა ტყუილი გამომივიდეს.
ჩაიცინა და მნქანა ქვაფენილს მოსწყდა.
-მაშინ ჩემთან გავიაროთ,ტანსაცმელს ავიღებ.
-ეგ მეც მჭირდება,როგორ დამავიწყდა- ამოვიხვნეშე და ფანჯარას თავით მივეყრდენი. მანქანა მაშინვე მოატრიალა.
- ამბოლო დროს დაბნეული ხარ, რახდება?
- ზედმეტი სიცხეა, თან ყველაფერი დაემთხვა.
- ყველაფერი თუ?.. დედაჩემზე ფიქრობ ვიცი.
მანქანა ჩემს სახლთან გაჩერდა.
-უფრო მამაშენზე.
- მე არ ვნერვიულობ. ვიცი რომ მალე გამოვა. ასერომ არიფიქრო შენ.
თავი დავუქნიე და გადავედი.უკვე საკმარისად ვიცნობდი ანდრეას, ვიცოდი სინამდვილეში ღელავდა, თუმცა იმდენად გამჯდარი ჰქონდა ცივი ბიჭის იმიჯი, ამას არაფრის დიდებით არ შეიმჩნევდა.
სახლში შევედი. ბევრი არაფერი მჭირდებოდა,წვრილმანების აკრეფვა დავიწყე. ცოტაოდენი ტანსაცმელი იქაც მქონდა. ტელეფონი ყურთან მივიტანე და მხრით დავიჭირე, სანამ სააბაზანოდან ჰიგიენის ნივთებს ვიღებდი.
-დე, როგორხარ?
- კარგად მარიამ შენ როგორხარ?- როგორც ყოველთვის ახლაც თბილი ხმით მიპასუხა.
- არამიშავს, სიცხე მაწუხებს ძალიან,მანდ როგორი ამინდებია?
- 25გრადუსს არ ცდება, კასპია, ხოიცი სულ მთებია გარშემო.
- მე და ანდრეა რამდენიმე დღით რომ ამოვიდეთ?...
პასუხის მოლოდინში საკუთარ თავს ჩავაშტერდი სარკეში. მართლა სხვანაირი ვიყავი.
-ამოდით, რაპრობლემაა მაინც მაკასთან ერთად ვარ მარტო, ზედა სართული ცარიელია. ერთი კვირითაც დარჩით თუ გინდათ.
რა?!დედაჩემისგან ასეთ პასუხს ნამდვილად არ მოველოდი.
-მადლობა დედა! საღამოსკენ მოვალთ.
სიხარულით გავუთიშე და სახლიდან გავედი.
პატარა ზურგჩანთა უკანა სავარძელზე გადავაგდე.
-ვსო?
თავი დავუქნიე. ურეაქციოდ დაძრა მანქანა.
-მგონი წონაში მოვიმატე.- უკმაყოფილებისგან დავიბღვირე.
-რა?!-სიცილით გადმომხედა ანდრეამ და ცალი თვალით ამათვარიელა. საერთოდ არ მეცინებოდა-რადაბღვერილიხარ, არმოგიმატია დაწყნარდი.
- მე სარკეში სხვანაირად მომეჩვენა.
-ყოველ ზაფხულს წონაში ვიმატებ ხოლმე. სადღაც ხუთ კილომდე. ალბათ შენც მასე ხარ.
დაბღვერილმა გზას გავხედე. ნამდვილად არ მამხნევებდა ავალიანი. და მეც, აშკარად არარსებულისგან დიდ ტრაგედიას ვქმნიდი.
ანდრეას სახლში შევედით თუარა, მაგდამ გამოგვხედა.
-მარიამ! რამდენი ხანია არ მინახიხარ.
მეგობრულად გადამეხვია. რაც ჩვენი ბოლო საუბრის შემდეგ გასაკვირი იყო.
-როგორ ხართ?- ღიმილით ვკითხე და იქვე ჩამოვჯექი.
-ჩავალაგებ და ჩამოვალ- ხმადაბლა მითხრა ანდრეამ და კიბეებს აუყვა.
- არმითხრა, რომ საფეანგეთზე დაიყოლიე.-გაბრწყინებულმა გადმომხედა მაგდამ.გულში რაღაც ჩამწყდა. თითქოს ჰაერი ჩემს გარშემო ჩაიხუთა.
- ჩემთან სოფელში ავდივართ რამდენიმე დღით- ყოყმანით ვუთხარი და ჩავახველე, რომ ხმა ჩამეწმინდა.
- აჰ, გასაგებია.- შეძლებისდაგვარად გამიღიმა, თუმცა ვხედავდი რომ ეს ღიმილი ყალბი იყო.
ტელევიზორს მიუბრუნდა და კულინარული გადაცემის ყურება განაგრძო. ყოველთვის მიყვარდა ასეთი ტელეპროგრამები და სიამოვნებით ჩავერთე მეც. ტელევიზორის გვერდით ჩარჩოებში ჩასმულ ფოტოებს თვალი გავაყოლე და წამით გავშეშდი. ჯვრისწერაზე გადაღებული ჩვენი ფოტო თეთრ ჩარჩოში ულამაზესად გამოიყურებოდა. როდის მოასწრო ამის გაკეთება?!
სადღაც ათ წუთში ანდრეა შემოგვიერთდა.
-რამდენიმე დღე სახლში არ ვიქნები- გააგებინა მაგდას.
-ვიცი, მარიამმა მითხრა.
-გთხოვ დედა, ლიზა ჩემს ოთახში არ შეუშვა. საშინლად მირევს ყველაფერს- პატარა ბავშვივით დაიწუწუნა, რაზეც გულში ავხარხარდი.
მაგდამ თავი ღიმილით დაუქნია. დავემშვიდობე და გასასვლელისკენ გავედი. დედა-შვილს ოჯახური მომენტის უფლება მივეცი.
-აბა, რამე ხომ არ გავაყოლოთ ხელს?
- როგორც გინდა.
ცოტახნის პაუზის შემდეგ? ისევ მე წამოვიწყე დილოგი.
-წამლები ხომ მოგაქვს?
-კი- უხეშად მიპასუხა. ისევ ვბრუნდებოდით ძველი სიტუაციისკენ?! დაბღვერილმა გავხედე. რადიოს ქვემოდან სიგარეტი ამოვიღე და მოვუკიდე.
- შენს მაგივრად მე მოვწევ, არ ინერვიულო,თუ მანქანაში ნებას მრთავ.
- წინააღმდეგობის გარეშე არ შეგიძლია, ხო?- საჭეს ცალი ხელო მსუბუქად დაკრა.
- არა- გავეკრიჭე, თვითონ გზას უყურებდა- უბრალოდ ვსარგებლობ ,იმით რომ ადრინდელთან შედარებით გაცილებით ნაკლებს ეწევი.
- რასაც შენზე ვერ ვიტყვი.
- ალბათ მალე მეც მოვეშვები- მხრები ავიჩეჩე და ფანჯრიდნ გადავაფერფლე. ხელი თეძოზე დამადო და გრძელი თითებით კანზე ფერება დამიწყო.
-დარწმუნებულიხარ?- ხრინწიანი ბოხი ხმით ამოიჩურჩულა, რაზეც წამში სხეულზე ტაომ დამაყარა. იმდენად დავიბენი, ვერც გავიაზრე მისი კითხვა რას მოიცავდა.
ისე სწრაფად რეაგირებდა ჩემი სხეული მის შეხებაზე, პულსი წამშივე მიჩქარდება.ნერწყვი ძლივს გადავყლაპე და ბოლო ნაფასი ფილტვებში ჩავიგუბე. ანდრეამ ჩემი რეაქცია შეამჩნია, ჩაიცინა და ხელი მომაშორა.
-გზიდან გადავარდნას მირჩევნია მოგვიანებით შეგეხო. არანკლებ მეფანტება ყურადღება.- ჩაიცინა და მანქანა საკონდიტრისთან გააჩერა.
-აქ დამელოდე. -თავი დავუქნიე და ფანჯარას ავუწიე. კონდენციონერი ჩავრთე რაც ოდნავ აგრილებდა დახუთულ ჰაერს. ზუსტად ხუთ წუთში ნამცხვრით ხელში დაბრუნდა.
- წვრილმანების მიმართ როგორი კონკრეტული ხარ- გამეცინა, როდესაც კარგად დავაკვირდი.
-რა?!
- ეს ნამცხვარი. მაშინ სახლში რომ დამადექი.
- უბრალოდ ჩემი საყვარელია- ჩაიცინა და მანქანა დაძრა. მოგონებების გახსენებისას თვალები ავატრიალე. როგორ მიყვარდა და მეზიზღებოდა ერთდროულად. და ამ სიძულვილიდან სიყვარულამდე მხოლოდ რამდენიმე თვეში მივედი.
- რაზე ფიქრობ?
- ჩვენზე.
-მართლა?
- ანდრეა გააჩერე- ლამის დავუყვირე. მაშინვე მაგისტრალს გადაუხვია და კუთხეში გააჩერა. კარები გავხსენი და რაც შემეძლო დისტანცია დავიცავი მისგან. თავი ვერ შევიკავე და ვაღებინე. ისევ! ოხ ლილუ.
- ვერ ვიჯერებ რომ საკუთარმა დაქალმა მომწამლა- ჩავიცინე და მანქანაში დავბრუნდი. ანდრეამ ბოთლით წყალი მომაწოდა.
- აბა მე გიჟი კი არ ვიყავი, პირიც რომ არ დავაკარე.
- აფთიაქში ხომ არ გაგვეარა?- შემომთავაზა პაუხის შემდეგ.
-კარგი იდეაა, მაკას დავურეკავ და ვკითხავ რა ვიყიდო.
წამებში ავკრიფე ნომერი მანაც არ დააყოვნა და მალევე მიპასუხა.
-ხო მარიამ, ნათიას ვერ უკავშირდები?
- არა შენ გირეკავ. მგონი მოვიწამლე და ბარემ რამე წამალს გამოვაყოლებ-სიცილით ვუთხარი- ნათიას არ უთხრა, უაზროდ უნდა ინერვიულოს.
წამლის დასახელება მითხრა, ხმამაღლა გავიმეორე ყოველი შემთხვევისთვის, რომ ანდრეასაც დაემახაოვრებინა. როდესაც გავთიშე, უკვე პატარა აფთიაქთან ვიყავით. გაჩერებულები. სწრაფად გადავედი მანქანიდან და შიგნით შევედი. სახელი ვუთხარი და დაველოდე.
-წყალში გასახსნელია ხო?
- კი, ფხვნილია- გამიღიმა და გამომიწოდა. ფული გადავუხადე და გამოვედი.
- მარტო შენ არ მოგიწევს წამლების ყლაპვა- ჰაერში ავუწიე რომ დაენახა და სიცილით უკანა სავარძელზე გადავდე. თავი ღიმილით გაიქნია.
- მიდი, ზუსტი მისამართი მითხარი, სადაცაა მოვედით.
- ახლავე, ბატონო ავალიანო- გავუცინე და ადგილი შევათვალიერე.

**
-რა ბედნიერებაა აქ ყოფნა!
ვუთხარი დედაჩემს და ცივ ყავაში ნაყინი ჩავაგდე.
-გინდა?- ვკითხე ანდრეას და გავუწოდე, მანაც უხმოდ გამომართვა. ვხვდებოდი, უხერხულად და მორიდებულად იყო ამ სიტუაციაში და თვალები დავუბრიალე.
- კიდევ კარგად გაძელით თბილისსში.
- ნათია დეიდა, რა შედარებაა აქ სუნთქვა მაინც არის შესაძლებელი.
როგორც იქნა ანდრეამ ხმა ამოიღო და დაიწყეს საუბარი. ჩამეღიმა და ჩუმად დავტოვე ტერასაზე. სამზარეულოში შევედი და მაკას დალაგებაში დავეხმარე.
-რას შვრება ლილუ, დღეს არ დამირეკავს...
- გიჟივით ელოდება ბანკეტს მაკა, ასერომ სანერვიულო არაფერი გაქვს.
- იმაზე კარგი აღმოჩნდა იოანე,ვიდრე წარმომედგინა.
- გეთანხმები. იოანე ძალიან უპრობლემო ბიჭია.
-გაუმართლა ჩემ გოგოს.
ორივემ ერთდროულად გავიცინეთ.
-მადლობა უნდა გადაგიხადო იმ წამალზე. თორემ უკვე საკუთარი თავი მეზიზღებოდა.
- რა ჭამე?
- რომ გითხრა,არ დამიჯერებ. და იმ შენ სანაქებ სიძეს შენივე ხელით გამოგლიჯავ ლილუს მკლავებიდან.
თვალები ავაბრიალე. მაკამ წარბი ზემოთ აზიდა.
- შენი შვილის შებოლილი ხორცი.
დავამთავრე თუარა, სიცილი ამიტყდა:
- მე კი არ გამოვგლეჯ,გაექცევა ის ბიჭი სახლიდან- თვითონაც ამყვა სიცილში.
ყველაფერი არაჩვეულებრივად იყო. შესანიშნავი სიტუაცია შეიქმნა. ნათიამ და ანდრეამ ერთმანეთს ფაქტი იყო კარგად გაუგეს, მთელი საღამო საუბარში და სიცილში გაატარეს.
დედაჩემმა ლოგინი ერთ ოთახში გაგვიშალა, სადაც ორი პატარა საწოლი იდგა. რაღქმაუნდა ერთად არ დაგვაწვენდა, გამორიცხულიიყო.
პირველი მე შევედი, საღამურებში გამოვეწყვე და ლოგინში შევწექი. საშინლად მოთენთილი ვიყავი, მინდოდა ანდრეას დავლოდებოდი მაგრამ თვალები მეხუჭებოდა.
“შემოდი რა, უშენოდ ვერ ვიძინებ”
ტექსტური შეტყობინება გავაგზავნე და ყურსასმენებში მუსიკა ჩავრთე. თავს ყველანაირად ვიფხიზლებდი.მაგეამ ნაკლებად გამომივიდა. როდის ჩამეძინა ისიც არ მახსოვს.
შუაღამეს რაღაცამ გამაღვიძა. ან მე მეგონა რომ შუაღამე იყო. თვალები მძიმედ გავახილე ქამრის ხმაზე და ანდრეას ანარეკლი დავლანდე.
- რომელი საათია- ამოვიჩურჩულე.
- შენ რომ გკითხონ, ჩემ გარეშე ვერ იძინებ ხო?- ტონი თითქოს დამცინავი, მაგრამ ამავდროულად ნასიამივნები ჰქონდა. ჩუმად ჩავიცინე ჩემს საქციელზე. გვერდით მივიჩოჩე რომ მისთვის ერთადგილიან საწოლზე ადგილი გამემთავისუფლებინა. მოთავსდა თუარა, თავი მკერდზე დავადე და თვალები დავხუჭე.
- დედაჩემი გაგიჟდება, ესე რომ გვნახოს..
- ორივეს ძინავს.
თავი პასუხისგან ნასიამოვნებმა დავუქნიე და წამებში გავითიშე.
**

დილით მზის სხივებმა გამაღვიძეს. პირდაპირ თვალებზე მაჭერდა. გვერდი ვიცვალე, თუმცა ძილს ვერაფრით დავუბრუნდი. თვალები ხხამით გავახილე და გარშემო მიმოვიხედე. ანდრეა ოთახში არ იყო. მისი საწოლი კი გასწორებული.
გვერდით დადებულ ტელეფოს ვწვდი, თერთმეტი სრულდებოდა. ყოჩაღ მარიამ!
ლილუს შეტყობინებებს ჩამოვუყევი. ბანკეტის გეგმებს მიყვებიდა და ფოტოებს მიგზავნიდა. სიცილით დავუბრუნე პასუხი თითოეულ მათგანზე და საწოლიდან წამოვდექი.
ღმერთო როგორ მიყვარდა აქაურობა!
სიწყნარე და სიგრილე. სუნთქვა რომ ყოველთვის იყო შესაძლებელი.
შორტები ამოვიცვი და გარეთ გავედი. ანდრეა მოაჯირს მიყუდებული, ცივ ყავას სვავდა და ქალბატონებს ელაპარაკებოდა.
- ოხ გაიღვიძა ძილისგუდამ!- გადმომხედა ნათიამ და გამიღიმა.
- დილამშვიდობის- ღიმილით ვუთხარი და მათკენ მივიწიე. ანდრეამ მაშინვე ხელი გადამხვია, ღიმილით ავხედე თუმცა თვალები დამეხუჭა როდესაც წამიერად ტუჩები ტუჩებზე მომაბჯინა. მაშინვე უხერხულად გამოვიწიე.
- დილამშვიდობის- ბოხი, ჩაწმენდილი ხმით მომესალმა. თავს დავდებ, სრულიად წითელი ვიყავი. დედაჩემის წინ ამის გაკეთება ნამდვილად არ ღირდა. მორცხვად გავხედე. ვერანაირ რეაქციას ვერ ვკითხულობდი მის სახეზე, გაოცების გარდა.
- ნათია დეიდა..- დაიწყო ანდრეამ.
- არა, არაფერია. უნდა მივეჩვიო რომ შვილი გამეზარდა.- შეძლებისდაგვარად სიცილით გვითხრა, რაზეც შვებით ამოვისუნთქე.
- შენზე უარესი რეაქცია მქონდა, როცა ლილუს და იოანეს შევუსწარი- ხელებით ახსნა დაუწყო მაკამ. იქვე ჩამოვჯექი.
- რა რეაქცია ამას უნდა..- ლაღად უპასუხა დედაჩემმა.
- პირდაპირ ჩემს სავარძელზე ისხდნენ. მაგათ კიარა, მე უფრო შემრცხვა.- ყველას ერთდროულად გაგვეცინა. რათქმაუნდა მე ეს ისტორია უკვე ვიცოდი, მაგრამ მაკასგან მონაყოლი უფრო სახალისო იყო. ანდრეას გავხედე. გონებაში ჩემს სახლში სავარძლის ამბები გამახსენდა და გავუღიმე. საპასუხოდ მანაც გამიღიმა. როგორი მშვენიერი იყო! კომპლიმენტი ხმამაღლა უნდა მეთქვა, როდესაც ჯიბეში ტელეფონი აუწკრიალდა. ხელით მანიშნა ორი წუთითო და გვერძე გავიდა. თვალი გავაყოლე თუმცა მალევე მივუბრუნდი მანდილოსნებს და საუბარში ჩავები..

ანდრეა*:

-ლიზა დაწყნარდი და ისე მითხარი, არაფერი მესმის.- მშვიდი ხმით ვუპასუხე ლიზას, რომელიც მოსთქვამდა და მისი ტირილისგან თითქმის ვერაფერს ვიგებდი.
ეზოს გარეთ გავედი. არმინდოდა ძლივს შექმნილი მყუდროობა დამერღვია მარიამისთვის.
-ლიზა ამოიღე ხმა! მაგდას სჭირს რამე?!
- არა.. მაგდა კარგადაა. ვცდილობ დავიყოლიო რომ უჩვენოდ წავიდეს საფრანგეთში, რაც შეიძლება მალე!
- რა?! რახდება ნორმალურად მითხარი!
-თორნიკემ დამირეკა, თბილისსშია. ნამდვილი სანახაობა დამიდგა!
- რამე დაგიშავა?
თვალები მოვისრისე. ეს ყველაფერი უკვე არ მომწონდა.
-არა, არაფერი. მაგრამ მეტს იზამს. ზუსტად მაგიტომ მინდა მაგდა რომ აქედან წავიდეს. ის არაფერ შუაშია…
- ლიზა, ნუ მიედ მოედები. რა გითხრა მაგ ნაბი*ვარმა?
- ის რომ მამა, ჩემი დამსახურებით ზის ციხეში.- თავი ვერ შეიკავა და ისევ აქვითინდა.
- შენ რა შუაში ხარ?!
- შუაში კიარა თავში ვარ ანდრეა! იმისთვის მხვდებოდა, რომ ჩვენი სახლიდან მისი საბუთები გაეტანა! ვის გამოც ვახო ზის ციხეში თორნიკეს ბიძაა!
რა?! შოკირებისგან გული ყელში მომებჯინა და იქვე,დიდ ლოდზე ჩამოვჯექი.
-ანდრეა აქ ხარ? გთხოვ რამე მითხარი. მაგდას დაემუქრა, მითხრა რომ მასაც ჩასვამენ. რამე უნდა გავაკეთო! გთხოვ ჩამოდი.
ღრმად ამოვისუნთქე. ყველაფერი იმაზე რთულად და ჩარხლართული იყო ვიდრე წარმომედგინა. ლიზა და დედაჩემი როგორმე უნდა დამეცვა. რასაც აქედან ვერ გავაკეთებდი. ჯანდაბასაც წაუღია თორნიკე ბერიძე!
-მომისმინე, მაგდას დაემშვიდობე. მისამართს გამოგიგზავნი და ჩამოდი. რამდენიმე დღე აქ დარჩი. მე მანდ ჩამოვალ და დედას როგორმე დავიყოლიებ ქვეყნიდან წასვლაზე. არაფერი არ შეიმჩნიო. მაგდას არაფერი უთხრა. შეგიძლია ეს ჩემთვის გააკეთო?
ვიცოდი, საშინელ გადაწყვეტილებას ვიღებდი მისი აქ ჩამოყვანით, მაგრამ სხვა გზა არ მრჩებოდა. ცივ გონებაზე უნდა დავრჩენილიყავი.
-არამგონია.. ხომ იცი მარიამს არ ვედაქალები.
-ლიზა შენი ბავშვობის დრო არარის ახლა. დაქალობას არავინ გთხოვს, უბრალოდ პატივისცემით და ნორმალურად მოიქცევი.
-კარგი, მომწერე მისამართი, რამდენიმე საათში ჩამოვალ.
- ლიზ.. თავს გაუფრთხილდი.
-კარგი.
ტელეფონი ჯიბეში დავაბრუნე და თავი ხელებში ჩავრგე.



მარიამი*:
ანდრეას დატოვებული ცივი ყავა ბოლომდე დავლიე. საკმაო დრო იყო გასული და ისევ არ ჩანდა.
-წავალ მოვძებნი- თვალები ავატრიალე და წამოვდექი.
- ნათელამ თუ გამოიჭირა,კარგი ხანი ვერ გამოსტაცებ ხელიდან- ახარხარდა ნათია.
- ეგ ისევ ცოცხალია? რაც თავი მახსოვს სულ მოხუცებული იყო.- გამეცინა.
- მარიამ! რა ლაპარაკია- სიცილით თუმცა სერიოზულად მითხრა.
ღიმილით დავტოვე ეზო და რამდენიმე მეტრში ანდრეაც დავლანდე.
-აი სად ყოფილხარ, არადა დედაჩემმა იფიქრა რომ ჩვენმა მეზობელმა გამოგიჭირა.
ამომხედა და გამიღიმა. რაღაც ხდებოდა.
-კარგად ხარ?
- სიმართლე გითხრა,არა. - ამოიხვნეშა და ორივე ხელით საულვაშე ადგილები ერთდროულად დაიზილა.მუხლებს დაყრდნობოდა და ისე სუნთქავდა, მეგონა ახლახანს მარათონზე ირბინა.
- რამოხდა? ვინ დაგირეკა?- გვერძე ჩამოვუჯექი და ვეცადე მისთვის თვალებში შემეხედა.
- ლიზამ. თბილისსში უნდა დავბრუნდე. რაც შეიძლება მალე..
- ღმერთო სერიოზულად?!- ფეხზე წამოვდექი და აქეთ იქეთ გაუაზრებლად სიარული დავიწყე.- ანდრეა ერთი დღე! ერთი დღე მაინც ხომ შეიძლება შეგვერგოს?!
გაოცებულმა ამომხედა. მეც გაკვირვებული ვიყავი საკუთარი ხმის და ტონის გამო. ფეხზე წამოდგა მომიახლოვდა და ხელები მხრებზე დამაწყო.
-ყველაფერს აგიხსნი. დაწყნარდი კარგი?
თავი დავუქნიე.
-მოკლედ გეტყვი, თორნიკე დაბრუნდა, ლიზას აშანტაჟებს და დედაჩემს. უნდა გავარკვიო ეს ამბავი
- ანდრეა არვფიქრობ რომ..- სიტყვა გამაწყვეტინა.
- მომისმინე, მამაჩემი მაგან და ბიძამისმა ჩასვეს. როგორც ვფიქრობ შავ ფულთან და საბუთების გაყალბებასთანაა საქმე. ეგ ნაბი*ვარი იმაზე ჭკვიანი ყოფილა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდა. უნდა დავამთავრო მარიამ. გამიგე.
- მესმის, ახლავე ავკრეფ ჩემს ნივთებს და წავიდეთ.- თავი რაც შეიძლება სწრაფად დავუქნიე.
- არა, ეგ უკანასკნელია რაც უნდა გააკეთო. აქედან არ წამოხვიდე რაც არუნდა მოხდეს. აქ უსაფრთხოდ ხარ. წარმოდგენაც არ მაქვს თბილისსში რა შეიძლება ჰქონდეს დაგეგმილი იმ ვირთხას!
- კი მაგრამ ანდრეა, ბოლოს რაც გაგიკეთეს დაგავიწყდა?
- მე ის არ დამვიწყებია, შენ რაც გაგიკეთეს!
თვალებზე ცრემლები მომადგა. გარშემო ჰაერი ჩაიხუთა და ისევ დიდ ლოდს დავუბრუნდი. მჯდომარე პოზიციაში თავს უკეთ ვგრძნობდი.
-იოანე დაიხმარე ან.. რამე. მარტო არ ნახო, გთხოვ- ლამის შევევედრე. ცრემლები მოვიწმინდე. ჩემი ემოციურობა ზედმეტად უადგილო იყო.
- კიდევ არის რაღაც, რაც არ მოგეწონება.
- ამაზე უარესი?- ირონიულად ჩამეცინა.
- ლიზა ძალიან შეშინებული იყო, იქ მხოლოდ ხელს შემიშლის და ვუთხარი.. ვუთხარი რომ შეუძლია აქ დარჩეს.- პასუხის მოლოდინში დაბღვერილმა გადმომხედა. სახე მომილბა. ანდრეას და მისი ოჯახის კარგად ყოფნისთბოს ყველაფერზე ვიყავი წამსვლელი. მიუხედავად იმისა რომ ლიზასთან დიდად სახარბიელო ურთიერთობა არ მქონდა.
- რამდენი ხანიც უნდა- ხმადაბლა ვუთხარი და შეძლებისდაგვარად გავუღიმე.
- მართლა?
თავი დავუქნიე, ჩემი პასუხით ძალიან გაკვირვებული იყო. ვუყურებდი, საშინლად განერვიულებული იყო. არმინდოდა მისი გაშვება, თუმცა ვხვდებოდი სხვა გზა მართლა არ მრჩებოდა. ერთ ავალიანს მეორე ჩაანაცვლებდა. ვიცოდი, შეიძლებოდა ეს ნერვების ფასად დამჯდომოდა მაგრამ.. ანდრეასთვის ყველაფერს გავაკეთებდი!

-უთხარი ნათიას?- მკითხა ანდრეამ მაშინვე, როგორც კი ოთახში შევედი. ნივთებს უკან, პატარა ჩანთაში აწყობდა. თავი დავუქნიე.გული ამ სანახაობის შემყურე მაინც მწყდებოდა. რატომ არ შეგვეძლო 24 საათი ისე გაგვეტარებინა, რომ არაფერს ჩაეშხამებინა?!
დედაჩემმა ჩვეულებრივზე ჩვეულებრივად მიიღო ის ფაქტი, რომ ლიზა აქ დარჩებოდა. რათქმაუნდა მიზეზი არც მითქვამს და არც უკითხავს.
- ვეცდები მალე დავამთავრო, კარგი?- ხელი ლოყაზე მომისვა და მისკენ მიმწია რომ მომხვეოდა. თვალები დავხუჭე და ღრმად შევისუნთქე მისი სურნელი.
- გული ცუდს მიგრძნობს. არმინდა რომ წახვიდე- ამოვიჩურჩულე და ოდნავ მოვშორდი.
ხმა არ გამცა.
-დამპირდი, რომ ყველფაერს გამაგებინებ ხოლმე, როგორც კი შეძლებ.
- დამშვიდდი მარიამ, ომში კი არ მივდივარ- ჩაიცინა. თუმცა ეს ღიმილი ყალბი იყო. ხელები მომკიდა და ფეხზე წამომაყენა. ხმის ამოუღებლად დამეწაფა ტუჩებზე. არაფრით მინდოდა ამ სიტკბოს გაშვება! მაგრამ სხვა გზა ნამდვილად არ მრჩებოდა.
იდელია ისევ მისმა ტელეფონმა დაარღვია. მობილურს დახედა და მაშინვე მე გადმომხედა:
-აქ არის, გარეთ მელოდება.
თავი დავუქნიე, ბოლოჯერ ნაზად ვაკოცე და ოთახიდან გამოვედი. ვგრძნობდი უკან როგორ გამომყვა, თუმცა ზედმეტი ემოციების და აურზაურის გარეშე მინდოდა ყველფერი ჩავლილიყო.
-დე ლიზა მოვიდა- გავძახე ნათიას ხმადაბლა და ეზო გავიარე. გარეთ გასვლა ანდრეამ დამასწრო, მეც მას მივყევი. მაშინვე მოვკარი თვალი ლიზას, დაინახა თუარა ანდრეა, მისკენ წავიდა და ჩაეხუტა. საშინლად გამოიყურებოდა. ზედმეტად ბუნებრივად, უმაკიაჟოდ და დაღლილი სახით. გულში რაღაცამ გამკრა. თითქოს წამით ყველაფერი დამავიწყდა და სრულიად უცხო გოგონა იდგა ჩემს წინ.
როდესაც ანდრეას მოშორდა, თვალი გამისწორა და ჩემკენ რამდენიმე ნაბიჯი ყოყმანით გადმოდგა.
-მადლობა.. ნუ ხომ ხვდები რისთვისაც..- ხმა უკანკალებდა, თვალები კი წყლიანი ჰქონდა.
- არაფერია, შიგნით შევიდეთ მოდი.- მხარზე ხელი მოვკიდე, ვეცადე რაც შემეძლო მეგობრულად გამომსვლოდა და პირველი შევუშვი ეზოში. ანდრეას გავხედე, რომელიც სინანულით შემოგვცქეროდა.
- დედა გაიცანი ეს ლიზაა.
- სასიამოვნოა- ყურებამდე გაუღიმა ნათიამ.
- ჩემთვისაც და მადლობა,რომ დარჩენის უფლებას მაძლევთ.
ნათიამ გაუღიმა და მე გადმომხედა. ვიცოდი ახლა ლიზა ზემოთ უნდა ამეყვანა მაგრამ ანდრეას ასე გაშვება არ მინდოდა.
-ორი წუთი დამელოდე, კარგი?- ხმადაბლა ვუთხარი ლიზას და იქვე მდგარ სავარძელზე ვანიშნე რომ დამჯდარიყო. თავი დამჯერი ბავშვივით დამიქნია. როგორც ვფიქრობდი, სულ სხვა ადამიანი იყო.
ანდრეასკენ მივტიალდი, დედაჩემს და მაკას უკვე ემშვიდობებოდა. უთხრა რომ დედამისს გადაუდებელი საქმისთვის დასჭირდა და სხვანაირად ვერაფერს გააწყობდა. ბოლო სცენამ კი ლამის შოკი დამმართა. ნათია მისკენ მიიწია და გადაეხვია. ისე ჩაიკრა გულში, როგორც მე მიკრავს ხოლმე…
-დამირეკე რომ ჩახვალ- სიტყვები ერთმანეთს მივაყარე, როგორც კიმანქანის კარი გამოხსნა.
- დაგირეკავ.
მთელი ძალით მოვეხვიე. ვგრძნობდი, რომ მასთან ერთად უნდა წავსულიყავი. მაგრამ ეს უარესად აურევდა თავგზას. ახლა ეგოისტობის დრო არ იყო.
-მიდი, თავს გაუფრთხილდი-
მანქანისკენ ვამიშნე თავით და ორი ნაბიჯი უკან გადავდგი. საკუთარ თავს უნდა მოვრეოდი, თორემ ასე ვერასდროს გავუშვებდი. თავი სევდიანი ღიმილით დამიქნია და მანქანაში ჩაჯდა.
გთხოვ, მალე წადი..
გთხოვ, მალე გაიყვანე მანქანა აქედან..
გთხოვ, მალე დამიბრუნდი..
საკუთარ თავში მას ველაპარაკებოდი. წამებში მისი მანქანა ჰორიზონტზე გაუჩინარდა. ცრემლები მოვიწმინდე და სახლში შევბრუნდი.
-წამოდი- წყნარდ ვუთხარი ლიზას და კიბეებზე გავუძეხი. იმ ოთახში შევიყვანე სადაც მე მეძინა. მოპირდაპირედ მდგარ საწოლზე მივუთითე და იქვე ჩამოვჯექი.
- როგორხარ?- შეპარვით ვკითხე.
მხრები აიჩეჩა, ჩანთიდან ტანსაცმლის ამოლაგებას შეეშვა და პირდაპირ ჩამომიჯდა.
-თუ გინდა, შეგიძლია დამელაპარაკო.
- უცნაურია, ხომ იცი გულზეარასდროს მეხატებოდი- ჩაიცინა და ფანჯრისკენ გაიხედა, რომ ცრემლები დაემალა.
-ვიცი.- უხერხულად გავიღიმე.
- ასე კარგად მაინც რატომ მექცევი?- მზერა ჩემსკენ გადმოიტანა. თითქოს ცდილობდა, რომ ჩავეჭერი ან გამოვეჭირე თვალთმაქცობაში. მაგრამ სიმართლე ის იყო, რომ ზედმეტად ბუნებრივიც კი ვიყავი ამ მომენტში.
- ისე ,რომ მოგქცეოდი როგორც შენ, ვფიქრობ უარესი მოხდებოდა- მხრები ავიჩეჩე.
- მგონი მართალიხარ.
- რასიტყვი, ახლიდან რომ გამეცანი?
წარბები ავუწიე.
-ალბათ ბევრს შევცვლიდი. მაგრამ ყველაფერს არა-გაიცინა და საწოლზე მოკალათდა- მართლა არ მომწონდი ანდრეასთან, სიმართლე გითხრა ვეჭვიანობდი კიდეც.
-და რატომ?- ინტონაციაში ავყევი და ჩავიცინე.
- ეგ ჯობს სიტუაცია რომ დალაგდება, ანდრეას კითხო, ან საერთოდ დაივიწყო თორემ მეეჭვება კარგი ურთიერთობა გამოგვივიდეს.
ამოვიხვნეშე. ყველაფერი ერთი ერთმანეთს ეწეყობოდა. ამდენ ჩახლართულობას და საიდუმლოებს ვეღარ ვუძლებდი.
-მითხარი, დარწმუნებული ვარ გადავიტან.
ამოიხვნეშა და თვალებში შემომხედა- ანდრეა რომ გავიცანი, უფროსწონად როცა მაგდამ და ვახომ გამაცნეს 16წლის ვიყავი.
ყბა ჩამომვარდა.
-გამოდის შენს ძმას 16წელი არ იცნობდი?
- მიახლოებით
- კარგი, მერე?
- ის რომ მაგ დღემდეც შევხვედრილვარ ანდრეას. რათქმაუნდა არ ვიცოდი ჩემი ძმა რომ იყო.
გამეცინა.
-დამიჯერე, გაგრძელებაზე არ გაგეცინება.
ხელები დანებების ნიშნად ავწიე და ვანიშნე გაეგრძელებინა.
-ისეთი ურთიერთობა გვქონდა, როგორიც და-ძმას ნამდვილად არ შეეფერებოდა..
- ერთად იყავით?- თვალები ლამის ამომცვივდა.
- ერთი ღამის ურთიერთობას უფრო დავარქმევდი ამას.
- ღმერთო!- თავი ხელებში ჩავრგე. არვიცოდი როგორ მიმეღო. გამცინებოდა თუ მეტირა. ურეაქციოდ ვიჯექი და ჯერ კიდევ ვხარშავდი.
- და იმიტომ ეჭვიანობდი რომ?..
- არა, ახლა მართლა ძმასავით ვუყურებ. არგაქვს სანერვიულო. - გაიცინა. საერთოდ არ მეცინებოდა. ვაფასებდი მის გულწრფელობას, მაგრამ ზედმეტად არარეალური იყო ეს ყველაფერი.
- კარგი, მოდი ამას უბრალოდ დავივიწყებ.- წარბები ავწიე და ფანჯარა გამოვხსენი რომ ჰაერი შემოსულყო.
- ხომ გითხარი.
ჩემი ჩანთის უკანა ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოვაძვრინე და ერთი ღერი ამოვიღე. თვალები ჭყიტა. მის ასეთ რეაქციას ველოდი.
-გინდა?- კოლოფი გავუწოდე. მანაც ერთი ღერი ამოიღო და ტუჩებშორის მოიქცია.
- არვიცოდი, თუ ეწეოდი.- თითი ტუჩებზე მივიდე და ვანიშნე ხმადაბლა ელაპარაკარა
-აჰ გასაგებია, ანუ უფროსებმა არ იციან- თავი უარყოფის ნიშნად გავაქნიე და მოვუკიდე. მანაც მე მომბაძა. უხმოდ ვეწეოდით. ნამდვილოდ ჯობდა ახლანდელი ჩვენს წინა ურთიერთობას, მაგრამ მასთან რაზე მელაპარაკა ნამდვილად არ ვიცოდი. უკვე ღერს ვამთავრებდი, როდესაც წამომახველა და ძლივს ამოვისუნთქე. თვითონ საკუთარი ჩააქრო და შეწუხებულმა შემომხედა:
- დარწმუნებული ხარ რომ მოწევა იცი?
ახლა ავალიანური ირონია ნამდვილად არ მჭირდებოდა. ღერი ფანჯრიდან გადავაგდე და ოთახიდან გავედი. კიბეებს ჩავუყევი, რომ წყალი დამელია და აზრზე მოვსულიყავი. ყველაფერი შავბნელი გახდა. დაბლა დედაჩემი დავლანდე რაღაც მითხრა მაგრამ ვერ გავიგე. სული იმდენად შემეხუთა, თვალები დავხუჭე რომ გონზე დავრჩენილიყავი და გამოსახულებები დამელაგებინა. თუმცა სრულ სიშავეში არანარი გამოსახულება აღარ იყო…
**

თვალები მძიმედ გავახილე. თვალში მაშინვე ღია ცისფერი კედლები მომხვდა. რა?! სად ვიყავი?
თავი წამოვწიე და წამოჯდომა ვეცადე. მაშინვე მილებში ავიხლართე. წამები დამჭირდა იმის გასაანალიზევლად, რომ საავადმყოფოში ვიყავი. მარცხენა ხელზე წვეთოვანი მქონდა შეერთებული. თავი საშინლად გაბრუებული მქონდა და საშინელი სიმშილის გრძნობა უკვე მუცელს მატკიებდა. ოთახში მარტო ვიყავი. სრულ სიჩუმეს, მხოლოდ აპარატის წრიპინი არღვევდა რომელიც ჩემს პულს ასახავდა შავ ეკრანზე. აქ რამინდოდა? ვეცადე ყველაფერი გამეხსენებინა, მაგრამ კასპის კიბეების და ხველის შემდეგ ვერაფერს ვიხსენებდი. თითქოს, დროში ვიმოგზაურე და უცებ პირდაპირ აქ ამოვყავი თავი.
ფიქრებიდან კარის სახელურის ხმამ გამომიყვანა, სწრაფად ავხედე ქალს რომელიც ოთახში შემოვიდა.
-მაკა..- შვებით ამოვისუნთქე და ინტერესით შევხედე. სერიოზული სახე არ შორდებოდა. თვალები ავატრიალე- ვიცი რომ უჭმელი დილით დიდიხანი ყოფნა არ შეიძლება. რა მოხდა?
- ეგეც მართალია მარიამ, გარეთ დედაშენი, ლილუ და ლიზა არიან, მაგრამ სანამ რომელიმეს ნახავ ,შენთან სალაპარქკო მაქვს.
- მაკა, აქ როგორ მოვხვდი?
- გაითიშე, - წარბები ამიწია. პირი გააღო კიდევ რაღაც უნდა ,ეთქვა როდესაც კარებში გაგიჟებული ნათია შემოვარდა
- მარიამ!- ჩქარი ნაბიჯებით წამოვიდა ჩემსკენ და მომეხვია
- დედა კარგად ვარ, დამშვიდდი. - დავაწყნარე და მხარზე ხელი მოვუსვი.- ლილუც აქ არის?
- ყავის საყიდლად გავიდა, მალე მოვა.
- რომელი საათია?
- მთელი ღამე უგონოდ იყავი- მითხრა ხმადაბლა მაკამ.
-რა?! როგორცჩანს თავი ძლიერად დავარტყი.
ღმერთო ანდრეა! როგორც ჩანს ერთი დღე ასევე უაზროდ დავკარგე და მისგან არაფერი ვიცოდი. სადიყო და რას აკეთებდა ახლა?!
-ჩემი ტელეფონი სად არის?
- კასპში დამრჩა. ისე უცებ გამოვვარდით, რომ ნივთების ნახევარი იქ დავტოვე- ხელებით ახსნა დამიწყო ნათიამ. ღმერთო სასწრაფოდ მჭირდებოდა ანდრეასთან დარეკვა, უნდა გამეგო რომ კარგად იყო.
- ნათი ხუთი წუთი დამტოვე მარიამთან, რომ ყველაფერი ჩავიწერო კარგი? - უთხრა მაკამ და ხელში დაჭერილ ფურცლებზე ანიშნა. დედაჩემმა თავი დაუქნია და საწოლს მოშორდა. გამიღიმა და ოთახიდან გავიდა
- მაკა აქედან სასწრაფოდ უნდა გავიდე- ვუთხარი და საწოლიდან წამოვიწიე. ყურადღებას არ მაქცევდა, ეკრანს უყურებდა რაღაცეებს ინიშნავდა. - მაკა!
- სანამ შენს მონაცემებს გეტყვი, მინდა რომ რაღაც გააკეთო.
- და შემდეგ აქედან გავალ?
- ყველაზე მინიმუმი შემიძლია ხვალ საღამოს გაგწერო. 48საათი მაინც უნდა იწვე, როგორც მინიმუმ.
- კიმაგრამ კარგად ვარ! მართლა. უბრალოდ გაბრუებულივარ ამ რაღაცის გამო.- წვეთოვანს გავხედე და ხელი ავიქნიე. თავი გააქნია წვეთოვნისკენ მიიწია და გაასწორა, რომ სითხე კარგად ჩამოსულიყო.
- ადექი, ოღონდ ფრთხილად არ გამოძვრეს ნემსი. გორგოლაჭებიაქვს და სიარულში დაგეხმარება.
- ნამდვილად საჭიროა?- დავიმანჭე. ვიცოდი სადაც იყო შემომარტყამდა, მაგრამ კითხვების დასმას ვერ ვწყვეტდი.
- ეს გამომართვი და საპირფარეშოში შედი. - ჯიბიდან რაღაც პატარა კოლოფი ამოიღო და ხელში მომცა. კოპები შევკარი და კოლოფს დავხედე. სერიოზულად? ტუჩები ამიკანკანდა და ისევ მაკას ავხედე. ურეაქციოდ თვალებით ტუალეტისკენ მანიშნა. გული საშინლად ამიჩქარდა. ფეხები გამიბუჟდა. წვეთოვანის ჯოხს მთელი ძალით მოვეჭოდე, რომ არ წავქცეულიყავი. რაღაც ხუმრობა იყო. მაკას თვალებში ვეღარ შევხედე. თითქოს ენა საერთოდ მომაჭრეს ან გადამეყლაპა. ნელი ნაბიჯებით შევედი პატარა ითახში და კარები მივკეტე. საკუთარ თავს შევხედე სარკეში, ჩაშვებული თვალებით საშინლად გამოვიყურებოდი, მზერა ორსულობის ტესტზე გადავიტანე, რომელიც ხელში მეჭირა. თვალები დავხუჭე და ღრმად ამოვისუნთქე. სადაც იყო გონებას დავკარგავდი. ისევ.
თითქოს ყველა ღებინებას აზრი და მიზეზი ეცემოდა.
***
გონება სულ სხვაგან დაფრინავდა, პეპლებმა ფრენა ყველგან დაიწყეს, თმის ღერებიდან ფეხის თითებამდე გადიოდნენ მანძილს.

იწყება ფიქრი, და უკვე სხვანაირად ვფიქრობ.
.სულ ორი ხაზი ცვლის ცხოვრებას.
მუხლები მეკეცება…
კარებს ვაღებ და მაკას თვალებს ვეგებები.
-მაკ.. დადებითია.
როგორცკი ხმამაღლა ვამბობ ამ სიტყვებს, ვხვდები, რომ რაცარუნდა რთული მომავალი მქონდეს, ცხოვრება ახლა იწყება!



№1  offline წევრი sofo_sofia 13

ღმერთო ღმერთო ღმერთოო აიი სრული შოკიიი ვაიმე აი ძალიან კარგი იყო მაგრამ ამ თორნიკეს რაღა ჯანდაბა უნდა ნერვებს მიშლის :/.. ისე მაინტერესებს მოვლენების განვითარებაა^^

 


№2  offline აქტიური მკითხველი grafo

"მთვარე"-ს რომ მოვკარი სათაურში თავი გავხსენი ეგრევე, დავიწყე გემრიელად კითხვა და...ეს სხვა "მთვარე" ყოფილა:))).

 


№3  offline მოდერი Moonlight17

sofo_sofia 13
ღმერთო ღმერთო ღმერთოო აიი სრული შოკიიი ვაიმე აი ძალიან კარგი იყო მაგრამ ამ თორნიკეს რაღა ჯანდაბა უნდა ნერვებს მიშლის :/.. ისე მაინტერესებს მოვლენების განვითარებაა^^

ვნახოთ ვნახოთ ❤️

grafo
"მთვარე"-ს რომ მოვკარი სათაურში თავი გავხსენი ეგრევე, დავიწყე გემრიელად კითხვა და...ეს სხვა "მთვარე" ყოფილა:))).

კი, ეს ბამდვილად სხვა მთვარეა

 


№4 სტუმარი likuna

ღმერთო ეს რა სასწაული იყო. რამდენი რამე ხდება ერთდროულად. უნდა გითხრა რომ სასიამოვნოდაც კი ჩაიხლართა და დაიძაბა ყველაფერი. მარიამის ორსულობა, თორნიკეს საზიზღერი ზრახვები. წამით ისიც ვიფიქრე ლიზა ხომარაა შეკრული თორნიკესთან თქო რომ ანდრეას და მარიამს არაფერი გამოუვიდეთ, მაგრამ ლიზას რეაქციებს თუ გავითვალისწინებთ ზედმეტად ბუნებრივი და რეალურიაა. მთავარია ახლა ანდრეას არ მოუვიდეს არაფერი, რომ გაიგებს მარიამის ამბავს ალბათ საერთოდ ჭკუიდან შეიშლებაა.
ისტორია ხომ სასწაულია და ათჯერ უფრო დიდი სასწაული ხარ მუნლაით.
მიუხედავად თინეიჯერული ისტორიის, მჯერა და ვხედავ რომ ლაღი ისტორიებსი წერაც არ გიჭირს.

 


№5  offline მოდერი Moonlight17

likuna
ღმერთო ეს რა სასწაული იყო. რამდენი რამე ხდება ერთდროულად. უნდა გითხრა რომ სასიამოვნოდაც კი ჩაიხლართა და დაიძაბა ყველაფერი. მარიამის ორსულობა, თორნიკეს საზიზღერი ზრახვები. წამით ისიც ვიფიქრე ლიზა ხომარაა შეკრული თორნიკესთან თქო რომ ანდრეას და მარიამს არაფერი გამოუვიდეთ, მაგრამ ლიზას რეაქციებს თუ გავითვალისწინებთ ზედმეტად ბუნებრივი და რეალურიაა. მთავარია ახლა ანდრეას არ მოუვიდეს არაფერი, რომ გაიგებს მარიამის ამბავს ალბათ საერთოდ ჭკუიდან შეიშლებაა.
ისტორია ხომ სასწაულია და ათჯერ უფრო დიდი სასწაული ხარ მუნლაით.
მიუხედავად თინეიჯერული ისტორიის, მჯერა და ვხედავ რომ ლაღი ისტორიებსი წერაც არ გიჭირს.


უღრმესი მადლობა, საყვარელო <3 მიხარია, რომ მოგწონს ჩემი ისტორიები.
რაც შეეხბეა ამ კონკრეტულს, სპოილერებისგან თავს შევიკავებ, ჯობს თავად იხილო, რაც მოხდება და რაც რეალურად ხდება <3

 


№6  offline წევრი Hickie

არ ვიცი მომხდარი გამიხარდეს თუ არა.
ძალიან კარგი ხარ რა ❤️

 


№7  offline მოდერი Moonlight17

Hickie
არ ვიცი მომხდარი გამიხარდეს თუ არა.
ძალიან კარგი ხარ რა ❤️

მადლობები ❤️

 


№8 სტუმარი სტუმარი ელენე

აუ ვერც კი წარმოიდგენ როგორ მიყვარან ყველანი, იმ თორნიკეს გარდა. ეს ანდრეას დედა თითქოს კარგი ქალი ჩანს ეტყობა რომ მეოჯახეა მარა ზედმეტადაც კი უბრალოდ თავისი შვილის ცხოვრებაში მითუმეტეს ბიჭის, ასე არ უნდა ერეოდეს. იმედია ხვალაც გაგვიხარებ გულს ახალი თავით უსაყვარლესო და უკარგესო მუნლაით.
გთხოვ არმიაქციო ყურადღება ხალხის კომენტარებს რომ მალე ატვირრთი ხოლმე ვხვდები როგორი გამაღიზიანებელიცაა და არ მინდა ამის გამო საერთოდ აგიცრუვდეს იმედი. მიატუმეტეს შემს პროფილს რომ გადავხედე მგონი მორიელი ხარ, ხო?:დდ

 


№9  offline მოდერი Moonlight17

სტუმარი ელენე
აუ ვერც კი წარმოიდგენ როგორ მიყვარან ყველანი, იმ თორნიკეს გარდა. ეს ანდრეას დედა თითქოს კარგი ქალი ჩანს ეტყობა რომ მეოჯახეა მარა ზედმეტადაც კი უბრალოდ თავისი შვილის ცხოვრებაში მითუმეტეს ბიჭის, ასე არ უნდა ერეოდეს. იმედია ხვალაც გაგვიხარებ გულს ახალი თავით უსაყვარლესო და უკარგესო მუნლაით.
გთხოვ არმიაქციო ყურადღება ხალხის კომენტარებს რომ მალე ატვირრთი ხოლმე ვხვდები როგორი გამაღიზიანებელიცაა და არ მინდა ამის გამო საერთოდ აგიცრუვდეს იმედი. მიატუმეტეს შემს პროფილს რომ გადავხედე მგონი მორიელი ხარ, ხო?:დდ

სტუმარი ელენე
აუ ვერც კი წარმოიდგენ როგორ მიყვარან ყველანი, იმ თორნიკეს გარდა. ეს ანდრეას დედა თითქოს კარგი ქალი ჩანს ეტყობა რომ მეოჯახეა მარა ზედმეტადაც კი უბრალოდ თავისი შვილის ცხოვრებაში მითუმეტეს ბიჭის, ასე არ უნდა ერეოდეს. იმედია ხვალაც გაგვიხარებ გულს ახალი თავით უსაყვარლესო და უკარგესო მუნლაით.
გთხოვ არმიაქციო ყურადღება ხალხის კომენტარებს რომ მალე ატვირრთი ხოლმე ვხვდები როგორი გამაღიზიანებელიცაა და არ მინდა ამის გამო საერთოდ აგიცრუვდეს იმედი. მიატუმეტეს შემს პროფილს რომ გადავხედე მგონი მორიელი ხარ, ხო?:დდ



ჰაჰა, კიბატონო გახლავარ :დ კარგად შეგითვალიერებივარ. მადლობა შეფასებისთვის და საერთოდ არ მიცრუვდება გული, რა სისულელეა ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent