შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთვარის წითელი სონატა (ნაწ. XI)


18-12-2019, 15:10
ავტორი Moonlight17
ნანახია 3 734

დემეტრესთან ერთად არაჩვეულებრივი შუადღე გავატარე. საღამოს შარდენზე გავიარეთ და წყნარ ადგილას დავსხედით.
- ორსულის კვალობაზე კარგ ენერგიაზე ხარ- გამიცინა და გვერძე ჩამომიჯდა.
- 23წლის ბიჭის კვალობაზე, პატარის შეხედულება გაქვს- იერიში ავუღე და გავეკრიჭე.
გაიღიმა, სახე დაასერიოზულა და თვალებში ჩამაშტერდა.
- მომისმინე, მარიამ. ის ასაკი უკვე გამოვიარე, გოგოს რომ .დროებითი ურთიერთობისთვის ვხვდებოდე
- რას გულისხმობ?
- თუ თანახმა ხარ, ჯერ ახლოს გაგვეცნო ერთმანეთი.
თავი ღიმილით დავუქნიე და ოდნავ მივეყრდენი. მასთან სხვანაირი იყო. ჯერ არც ვიცნობდი, მაგრამ მისგან უდიდესი ტემპერამეტი მოდიოდა. იმ სიცარიელეს მივსებდა, რასაც ვერც დაქალი, ვერც ძმაკაცი და ვერც რომელიმე ოჯახის წევრი ახერხებდა.
მეორე დღესაც შევხვდით. მასზე ზოგადი ინფორმაცია უკვე მქონდა. რაც დასაწყისისთვის საკმარისი იყო.
- ზედმეტად ხომ არ ჩქარობ?- მკითხა ლილუმ და თმის უთო გამომართვა, რომ უკან დამხმარებოდა.
- რას გულისხმობ?
- დემეტრეს, მარიამ.
დაბღვერილი შევუტრიალდი. მანაც უთო გამორთო და გვერდით გადადო.
- ეგ ბიჭი გიჟდება შენზე. არ ვიცი, ერთ კვირაში როგორ მოახერხე მაგრამ ფაქტი სახეზეა- ხელები გამისავსავა და თვალები დამიჭყიტა.
- ვერ წარმოიდგენ ლილუ, როგორ მშვიდად ვარ მის გვერდით. ასე არ ვყოფილვარ…
- კარგი ვიცი, არ თქვა. ახლა როდესაც ახალ ცხოვრებას იწყებ, არ გინდა ჭრილობების ხელახლა გახსნა.
თვალი ჩამიკრა და მანტო მომაწოდა.
ალბათ მართალიც იყო დაქალი. შეიძლებოდა დემეტრე მართლაც ის იყო, ვინც ახლა მჭირდებოდა.
გამოფენამდე ტაქსით მივედი. შესასვლელთან დემეტრე დამხვდა. არაჩვეულებრივად გმოიყურებოდა მუქი ფერის სმოკინგში. მოკლე თმები წყლით უკან გადაევარცხნა და კლასიკური სტილი ძალიან უხდებოდა.
- უფლებას მაძლევთ?- გამიღიმა და ხელი გამომიწოდა.გავეკრიჭე და ხელკავი წამებში გავუყარე. ნელი ნაბიჯებით შევაბიჯეთ შენობაში. ქუსლიანზე სიარული იმაზე მეტად მიჭირდა, ვიდრე წარმომედგინა, ასერომ ნახევარი წონით დემეტრეს ვეყრდნობოდი.
- შესანიშნავად გამოიყურები- ყურში ჩამჩურჩულა. მისი გამოსუნთქული ცხელი ჰაერი ლოყაზე სასიამოვნოდ მომელამურა და თავი ღიმილით ჩავხარე. რამდენიმე წუთით ხელი შემიშვა, რომ ყველას მისალმებოდა. ნაბიჯები ნელ-ნელა გადავდგი და ახალბედა მხატვრების ნამუშავებს დავუწყე დაკვირვება. მართლაც კარგი ადგილი იყო, მშვიდი და ცივილიზებური. ჩემი ყურადღება მუქი ფერის ნახატმა მიიქცია. შავ ფონზე წითელთმიანი გოგონა იყო დახატული, რომელსაც თავი ზემოთ აეწია და თვალები დაეხუჭა. ღმერთო, ეს მე ვიყავი! სირცხვილმა და უხერხულობამ ერთიანად დამიარა სხეულში. მარჯვნივ, გვერდით ნაცნობი სახელიც შევნიშნე: “დემეტრე გაბელია”.
- მოგწონს?- შევხტი. არ ველოდი, იმდენად გართული ვიყავი საკუთარი თავის ცქერით.
- შემაშინე- ხმადაბლა ვუთხარი, ისე რომ ნახატისთვის თვალი არ მომიშორებია.
- ეს..მე ვარ?..- ყოყმანით ვიკითხე, თან თვალსაც ვერ ვაშორებდი ნახატს.
- კი მარიამ, შენ ხარ- ზურგიდან ამომიდგა და წელზე მომხვია ხელები. ალბათ ასე ვიდექით ორი ან სამი წუთი. მართლაც ვერ ვიჯერებდი... იმდენად რეალური იყო ნახატი, რომ ფოტოსურათს გავდა. ოღონდ რათქმაუნდა მეტი ეფექტისთვის, ნახატზე თმის ფერი უფრო მკაფიოდ იყო გამოყვანილი.
- ეს იმის მეოთხედიც არ არის, რაც მინდა რომ გაგრძნობინო- ჩემს ყურში ჩურჩულს აგრძელებდა. ნერწყვი ხმაურიანად გადავყლაპე. ნუთუ ასე დამეტყო, რამდენ ამოციას იწვევდა ჩემში ეს ნახატი და მისი ავტორი? თვალები დავხუჭე და რამდენიმე წამში გავახილე. ისევ იმავეს ვგრძნობდი. ცეცხლი მეკიდა, ოღონდ ისეთი არა როგორსაც ჩვეულებრივ ვნება იწვევს ხოლმე. სიამოვნებისგან გამოწვეული ცეცხლით ვიწვოდი. მისკენ შევტრიალდი და თვალებში ჩავაშტერდი.
- ძალიან კარგი ხარ, მარიამ- ხმადაბლა ამოილაპარაკა და ლოყაზე ხელი ჩამომისვა. სახიდან ხელი არ მოუშორებია, ასევე გადამიწია ყურს უკან წინ ჩამოშლილი თმა.
- დარწმუნებულიხარ?- თითქმის ჩურჩულით ვკითხე. თავი დამიქნია და გამიღიმა. იმდენად ახლოს ვიყავით ერთმანეთთან, რომ მისი სუნთქვა სახეზე მეცემოდა. ცდუნებას ვერ ვუძლებდი. არვიცოდი რა მემართებოდა, ერთადერთი რაც მინდოდა გამეკეთებინა საკუთარი სურვილის დაკმაყოფილება იყო. მისკენ ნახევარი ნაბიჯი გადავდგი და ტუჩები ტუჩებზე მივადე. არ მიკოცნია. მაგრამ ჩემს მაგივრად თვითონ ამოქმედდა. ჩვენი ტუჩები ერთმანეთს შეერწყა. თითქოს შინაგანად ავფეტქდი. ასეთი რამ დიდი ხანია არ მიგრძვნია. თავჩახრილი გამოვეცალე და გარეთ უკან მოუხედავად გავედი.
ღმერთო, რა გავაკეთე…
საკუთარი თავის გაკიცხვა გვიანი იყო. მუცელზე ნაზად მოვისვი ხელი და სუნთქვის დარეგულირებას ვცდილობდი.
- მარიამ..
- დემეტრე,გთხოვ..
ხმის კანკალით მივტრიალდი. თვალებგაფართოებული მომჩერებოდა და მის სახეზე უამარავი ემოცია დარბოდა.
- დამშვიდდი, ყველაფერი კარგადაა. - სწრაფად მომიახლოვდა და მკლავებში ჩამიკრა. ერთიანად დავმშვიდდი და მოვეშვი. თითქოს უსიტყვოდ ესმოდა რასაც ვგრძნობდი, რისი თქმაც მინდოდა. ნიკაპი თითებით დამიჭირა და სახე ამაწევინა.
- იმას არასდროს გავაკეთებ, რაც შენ არ გენდომება.
თავი დავუქნიე და კვლავ მივეხუტე. რამდენიმე წუთში შიგნით დავბრუნდით. დაჯილდოებას დავესწარით. თავისი ნამუშევრით მეორე ადგილი აიღო, თუმცა ბედნიერებისგან ცას წვდებოდა.
- მანქანით ვარ. სახლში წაგიყვან.
თავი დავუქნიე და უსიტყვოდ გავყევი მანქანამდე.
- ძალიან უხერხულად გამოვიდა დღეს-ხმა ამოვიღე, როცა მანქანა შეჩერდა.
- შემომხედე.- მისი ხმა მანქანაში ექოდ გაისმა. აწყლიანებული თვალებით გავხედე.- გინდა ვისაუბროთ?
თავი ყოყმანით დავუქნიე და საჭეს უაზროდ მივაშტერდი.
- ჩემთან შემოდი, ჩაის დაგალევინებ...
- დედაშენის მერიდება, აქ ვისხდეთ.- მანქანა მოქოქა და გათბობა ჩართო.- ასე არ შეგვცივდება.
- ყველაფერი ისეთი არეულია...- ხელი ავიქნიე და ფანჯარაში ლამპიონს გავხედე.
- პირდაპირ გკითხავ იმას, რაც ყველაზე მეტად მაინტერესებს.
ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე და თვალებში ჩავაშტერდი.
- ბავშვის მამა სად არის? ან ვინ იყო?
ტუჩები ერთმანეთს დავაცილე, მაგრამ ხმა ვერ ამოვიღე. ან რა უნდა მეთქვა, საიდან დამეწყო... ყველაფერი რომც მომეყოლა, იმდენად დრამატული იყო ეს სიტუაცია რომ არც დაიჯერებდა.
-თქმას არ გაძალებ, თუ მზად არ ხარ..
- არა, მინდა გითხრა. უბრალოდ არც ვიცი საიდან დავიწყო.
- ახლა სად არის?
- ანდრეა…დიდი ვარაუდით არაა ცოცხალი- ვთქვი თუარა, ყელში უზარმაზარი ბურთი გამეჩხირა და სუნთქვა წამებით შემიჩერდა.
- ვიზიარებ…- სახე აერია დემეტრეს და ოდნავ მოშვებულ წვერზე ხელი გადაისვა. თვალები მოისრისა- ალბათ მტკივნეული იყო შენთვის.
- წარსულია- იმდენად დამაჯერებლად ვუპასუხე, მინდოდა მეც ბოლომდე დამეჯერებინა ჩემი სიტყვისთვის... და მგონი გამომდიოდა კიდეც.
- ორ თვეში დიდი ვარაუდით ვიმშობიარებ და უბრალოდ, არც კი ვიცი რა ვქნა მარტომ ხვდები?- ერთიანად ავკანკალდი და ცრემლების ნაკადი წამსკდა. ღვედი შეიხსნა და მაშინვე ჩემსკენ გადმოიწია, რომ მომხვეოდა.
- ნუ ტირი. მარტო არც ხარ. რისთვის ვარ აქ?!-კვლავ იმავე ჟესტი გაიმეორა, სახე ამაწევინა და ცრემლები მომწმინდა.
- ასეთი რომ ხარ, ზუსტად ასეთი მარიამ მაგიტომ მომწონხარ. და რათქმაუნდა ბავშვიც.
მუცელზე ხელი ფრთხილად მომადო და ჩაეღიმა.
ღმერთო, მფარველ ანგელოზს გავდა. დავიჯერო შენ გამომიგზავნე?!..
მალევე დავწყნარდი და სახე დავალაგე.
- რაც შეეხება კოცნას- თვითონ დაიწყო, სანამ მანქანიდან გადავიდოდი.
- მაპატიე.
- არა, საპატიებელი არ გაქვს. მგონი, არც შენ ხარ გულგრილი - წარბები ამიწია. მხრები ღიმილით ავიჩეჩე და ბოლოს გავუცინე.
- წამოდი, ასეთ სიცილს ჩაიზე უარს ვერ ვეტყვი- წარბები ამითამაშა და მანქანის კარი თვითონაც გახსნა. სახლში სიცილ-ხარხარით შევედით. ნათიამ დაგვინახა თუ არა, სახე გაუთეთრდა.
- გამარჯობა დემეტრე. მარიამ- მოგვესალმა დედაჩემი. გაბელიამ ნათია მეგობრულად გადაკოცნა.
სამზარეულოსკენ ვუბიძგე და დედაჩემთან ერთად შემოსასვლელში დავბრუნდი, რომ მანტო გამეხადა. ქუსლიანი ფეხსაცმელიც იქვე დავტოვე.
- რა ხდება დედა?- ვკითხე ჩემზე მოშტერებულს.
- უბრალოდ, ასე გულიანად ბოლოს როდის გაიცინე არც მახსოვს.კვლავ ანათებ... - თვალებში ცრემლები ჩაადგა და გადამეხვია. მთელი ძალით მოვეხვიე.
- მგონი,ერთად ვართ- ღიმილით ჩავჩურჩულე და გამოვეცალე. ისევ იღიმოდა. თავიც ღიმილით დამიქნია.
- უკარგესი ბიჭია.
- მაგრამ გთხოვ, დედა - ხელი მოვკიდე და გავაჩერე სანამ სამზარეულოში შევიდოდა- არაფერი თქვა.
თავი დამიქნია. მიხვდა ვიზეც და რაზეც ვუთხარი და გაბრწყინებული დემეტრეს მიუბრუნდა. ცხელი ჩაიდანი გაზქურიდან გადმოვდგი და ჭიქებში ჩამოვასხი. ნათიამ თავისი ჭიქა ხელში აიღო და მისაღებში გავიდა.
- ჩემი სერიალი იწყება ბავშვებო. ხელს არ შეგიშლით.
- რა საყვარელი ქალია- ჩაილაპარაკა დემეტრემ და ჩაი მოსვა.
- სიმართლე თუ გაინტერესებს, შაბათობით არცერთ სერიალს უყურებს.
ორივეს ერთდროულად გაგვეცინა. ვუყურებდი და მიხაროდა. როგორი მშვიდი და გაწონასწორებული იყო. მისგან არანაირი უარყოფითი მუხტი არ მოდიოდა.
- მომაშტერდი.- დამიდასტურა. მაშინვე თავი ჩავხარე.კიდევ რაღაც უნდა ეთქვა, როდესაც შემოსასვლელში მტირალე ლიზას მოვკარი თვალი. ინსტიქტურად ფეხზე წამოვდექი. ღმერთო, არა! ცუდი არაფერი იყოს.
ლიზამ ჯერ მე დამინახა, შემდეგ დემეტრე. მაშინვე ცრემლები მოიწმინდა.
- ცუდ დროს მოვედი, წავალ ახლავე.
- არა, რას ამბობ. ლიზა ხო?- ფეხზე წამოდგა დემეტრე და მხარზე ხელი დაადო. სკამი გამოუწია, რომ დამჯდარიყო. ჩამეღიმა.
- რა მოხდა?- ვკითხე ხმადაბლა ავალიანს.
- შენი ძმაკაცის მიმართ გრძნობები მაქვს და ის მოხდა...- ხელი აიქნია და უარესად აქვითინდა. თავი ჩახარა. მაშინვე მოვეხვიე და დემეტრეს გაურკვევლად გავხედე. მაინც ვერ ვხვდებოდი რა ატირებდა.
- მეშინია მარიამ, ბოლოს რომ მიყვარდა იცი რაც დამემართა.
- დამშვიდდი, მსგავსი არაფერი განმეორდება. სანდრო აი საერთოდ სხვა არის, დამიჯერე. ლამის დაბადებიდან ვიცნობ- გავწიე და თვალებში შევხედე.
- ლიზა, მეგობრულ რჩევას მოგცემ- ხმა ამოიღო გაბელიამ. ორივემ მას გავხედეთ- იმ ღამეს ცოტახნით კი ვიყავი, მაგრამ ისე როგორც სანდრო გიყურებდა, მასე ყველა არ შემოგხედავს დამიჯერე- მეტი გამხნევებისთვის ღიმილი დაუმატა ნათქვამს. ლიზა ბოლოს დამშვიდდა და ფეხზე წამოდგა.
- ჩემთან შედი, მოვალ ცოტახანში- ვუთხარი და ჩემი ოთახისკენ ვუბიძგე. თავი დამიქნია და უხმოდ გავიდა.
- ჩემი წასვლის დროა- ფეხზე წამოდგა დემეტრე.
- ცუდი დრო დაემთხვა- სინანულით ამოვილაპარაკე და თვალებში შევხედე.
- რა პრობლემაა, მადლობ ჩაისთვის.
თავი დავუქნიე. ჩემსკენ ერთი ნაბიჯი გადმოდგა, ნიკაპზე ხელი მომკიდა და თვალებში შემომხედა
- აბა აბაშიძევ, თანახმა ხარ ერთად ვიყოთ?- ცდილობდა სერიოზული ყოფილიყო, მაგრამ ტუჩის კუთხეებში ღიმილი დასთამაშებდა. თავი დავუქნიე და გამეცინა. არ დააყოვნა, მაშინვე ნაზად მაკოცა ჯერ შუბლზე, შემდეგ ტუჩებზე. დავიბენი როდესაც ჩაიმუხლა, რას აკეთებდა?!
თვალებში შემომხედა და ისე მაკოცა მუცელზე. გამეღიმა. სხეული ერთიანად გამითბა. ფეხზე წამოდგა და გასასვლელისკენ წავიდა.უკან პატარა ბავშვივით გახარებული გავყევი.
დედაჩემს გავხედე, რომელსაც დივანზე ჩასძინებოდა.
- შენს მაგივრად დავემშვიდობები- სიცილით ხმადაბლა ვუთხარი დემეტრეს.
- ხვალამდე, მარიამ- გამიღიმა და სახლიდან გავიდა.
ალბათ ერყ ადგილას რამდენიმე წამი გაუნძრევლად ვიდექი. გაღიმებული. მიხაროდა. ეს ადამიანი მართლაც მახარებდა. იმდენად მშვიდი იყო, რომ მეც მამშვიდებდა. და ეს ურთიერთობა...
ოთახისკენ წავედი. ახლა ლიზა უნდა დამემშვიდებინა.
- ყველაფერი გავაფუჭე, არა?- მითხრა,როგორც კი ოთახში შევედი.
- რაზე ამბობ?
- ის ბიჭი, დემეტრე.
- ლიზა, დამიჯერე ეს ერთი პროცენტიც არაა იმის, რაც წარსულში გაგიკეთებია- სიცილით ვუპასუხე. მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ ამით უარესი ვქენი.
- ძალიან არ მომწონდი- განმიმარტა და სახე მოისევდიანა. ისევ ჩამეცინა:
- დიდად არც მე მეხატებოდი გულზე. ახლა კიდევ გაიხადე ფეხზე და საწოლზე აძვერი. აქ დარჩები და რასაც გინდა იმას გეტყვი ჯაჭვლიანზე.
გავუღიმე და უჯრიდან ჩემი საღამურები ამოვიღე, მივაწოდე- მე მაინც ვეღარ ვეტევი.
გაიცინა და გამომართვა.
- მადლობა, მარიამ.
- ჩვენ მეგობრები ვართ. არაფერია სამადლობელი.
- ხო მართლა, სანამ სანდროზე გადავალთ. დემეტრესთან რა ხდება?- თვალები მომიჭუტა.
- არ დამიჯერებ რომ გითხრა.
- ცადე.
- ერთად ვართ.
გაეცინა და თავი ჩახარა, შემდეგ ისევ მე შემომხედა.
- კარგია, ბედნიერებას ნამდვილად იმსახურებ.
თავი დავუქნიე და საწოლზე ავძვერი.

*2თვის შემდეგ*
-მარიამ მოდი, სადილი მზად არის.
გამომძახა ნათიამ. ძლივს-ძლივობით წამოვდექი სავარძლიდან და ბაჯბაჯით გავედი. მუცელი ლამის უკვე ნიკაპამდე მქონდა მობჯენილი. ფეხებ გაჩაჩხული დავჯექი სკამზე და დედაჩემს დაველოდე, რომ ისიც დამჯდარიყო.
- დღეს რა გეგმები გაქვს?- გადმომხედა და სალათი მაგიდაზე დადო.
- დემეს უნდა გავყვე საღამოს, თავისი თანაჯგუფელები გამაცნოს. რამე ხდება?
- მე და მაკა კინო საღამოს ვაწყობდით, ვიფიქრე გენდომებოდა- თბილად მითხრა და წვნიანი დააგემოვნა.
- ვნახოთ, რამე თუ არ შეიცვალა თქვენთან ერთად პოპკორნს სიამოვნებით შევჭამ- გავიცინე და თეფში მოვასუფთავე. დედაჩემი პირდაღებული მიყურებდა.
- ხო,ხო. ჭამის მეტზე არაფერზე იფიქრო- სიცილით მითხრა და ცარიელი თეფშები ნიჟარაში ჩააწყო.ბოლო პერიოდი, ჩემი მადა საზღვრებს ბევრად სცდებოდა.
- წავალ ცოტახნით დავიძინებ.
უხმოდ მოიწია და შუბლზე მაკოცა, სანამ ოთახში დავბრუნდებოდი. ოდნავ შემაბარბაცა. ტუალეტში გასვლის სურვილი იმდენად ძლიერად მომაწვა, როგორც არასდროს. აბაზანამდე ძლივს მივასწარი, მაგრამ არა! ეს ტუალეტის სურვილი არ ყოფილა. დაგებული კაფელი სითხით ერთიანად დავასვალე და მუცელში ჭვალიც ვიგრძენი. ოხვრით მივეკარი კედელს, რომ წონასწორობა შემენარჩუნებინა. ტკივილი უფრო და უფრო იზრდებოდა. მუცელზე ცალი ხელი მოვისვი:
- თებე, ახლა არა გთხოვ..- ძლივს ამოვიჩურჩულე, თუმცა ბიძგი განმეორდა და სითხე პირველ ჯერზე ბევრად მეტი იყო.
- დედა!- როგორც შემეძლო დავუყვირე ნათიას. უკვე ტკივილისგან თვალებში მიბნელდებოდა და ოფლი ერთიანად მასხავდა. წამებში ჩემთან გაჩნდა.
- ღმერთო, მარიამ!- სახიდან ფერი წაუვიდა. მიხვდა რაც ხდებოდა. ხელი მომხვია და როგორღაც მისაღებში გამიყვანა. დივანზე ძალაგამოცლილი მივსვენდი. სუნთქვის დარეგულირებას ვცდილობდი. მესმოდა ნათია როგორ რეკავდა სასწრაფოში თან გაჰკიოდა, მგონი მთელ სამეზობლოს გააგებინა რომ ვმშობიარობდი. შემდეგ მე მომმვარდა და ჩემი ცალი ხელი მისაში მოიქცია. სახე მისკენ გადავაბრუნე.
- გონზე დარჩი, კარგი?- კანკალით მითხრა, თავი შეძლებისდაგვარად დავუქნიე. ერთიანად მაკანკალებდა, ტკივილისგან ლამის მეკივლა.
- გთხოვ, დემეტრეს დაურეკე- შევევედრე და თვალებით იქვე მიგდებულ ჩემს ტელეფონზე ვანიშნე. დამთანხმდა, მაგრამ სანამ დარეკავდა კარზე ზარი გაისმა. სასწრაფოდან იყვნენ.დავინახე, როგორ შემოვიდა რამდენიმე ადამიანი ოთახში.
- ყველაფერი კარგად იქნება- დავიჩურჩულე ჩემთვის და თვალები მივხუჭე.


***
როდესაც აზროვნების უნარი მომეცა, უფრო სწორად როცა ტკივილს ხმამაღლა გამოვტახატავდი, უკვე საავადმყოფოში ვიყავი. ვიგრძენი, ვენაში წვეთიანი როგორ შემიშვეს.
-მალე დაიწყება, თავს როგორ გრძნობ- შუბლზე ხელი მომისვა ერთერთმა. თვალები გავახილე და მაკას სილუეტი ბუნდოვნად დავალაგე. თავი დავუქნიე და კვლავ ამოვიხავლე. თითქოს სათითაოდ მილეწავდნენ ყველა ძვალს.
- მიდი, გაიჭინთე.
- არ შემიძლია!- ძლივს ამოვილაპარაკე და საწოლის რკინას მთელი ძალით მოვუჭირე ხელი. თავი გვერძე გადავდე ტკივილისგან.ბუნდოვნად დავინახე დერეფნის ფანჯარასთან მდგომი დემეტრე, დედაჩემი და ლილუ.
-გინდა რომელიმე?
მაკამ შეამჩნია, რომ მათ ვუყურებდი. ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე.
-გთხოვ, შენი შვილი მომიყვანე- შევევედრე და კვლავ მივხუჭე თვალები. შეტევები მეორდებოდა არაერთხელ. ცოტახანში ვიგრძენი ლილუს გავარვარებული ხელი ჩემს გაყინულ ხელზე და თვალები ოდნავ შევახილე.
- მარიამ, გული თუ წამივიდა ჩემი ბრალი არ არის- ნაძალადევი სიცილით მითხრა. მინდოდა გამეცინა, მაგრამ ამის ძალაც არ შემწევდა.
რაც მახსოვს ჩემს ზემოთ, ჭერზე დამაგრებული ოთხი უდიდესი. თეთრი ნათურა იყო, რომელიც თვალს საშინლად მჭრიდა. საკუთარი ხავილი და უდიდესი ტკივილი.
მალე ყველაფერი მომეშვა, ერთიანად ჩავიფუშე და თვალები მიმენაბა. ვიღაცის ხმა გავიგე, როგორ ამბობდა რომ წნევა მივარდებოდა. რამაც გამომაფხიზლა იყო ხმა, ხმა რომელიც ცხოვრებაში პირველად გავიგე. ჩემი პატარას ტირილი! თვალები ძლივს გავახილე და ვცდილობდი გონზე დავრჩენილიყავი. ლილუ ბედნიერი და გაბრწყინებული ჩემს წინ იყურებოდა. ვიცოდი რასაც, უფრო სწორად ვისაც უყურებდა.
ერთიანად გავბედნიერდი და ენერგიით ავივსე, როდესაც ციცქნა მომიყვანეს და გვერძე მომიწვინეს. ცალი ხელით, კანკალით შევეხე. სიხარულის ცრემლები წამომივიდა.
- ნუ ტირი პატარავ, ყველაფერი კარგად არის- გავუცინე და ექთანს თავი დავუქნიე, რომ გასასუფთავებლად გაეყვანათ. თვალები ძალაგამოცლილმა მივნაბე. ლილუს კვლავ ეჭირა ჩემი ხელი. ნელა დაიხარა ჩემსკენ და ყურში ჩამჩურჩულა:
- მეამაყება შენნაირი დაქალი.


***

*სამი წლის შემდეგ*

-თებეა, მოდი ჩემთან.- ჩავიმუხლე და ვუყურებდი ჩემი პატარა ბაჯბაჯით ჩემსკენ როგორ მოემართებოდა. ულამაზესი გოგონა იყო, ჩემზე მეტად ღია ფერის თმით და ნაცრისფერი, დიდი თვალებით.
- ნუ უჯურებ დედიკოს, ჩემსკენ წამოდი- ენა გამომიყო დემეტრემ, როგორც კი სიტყვები დაასრულა და თებეას ხელები გაუშალა. მანაც გაუცინა და ბაჯბაჯით მისკენ გატრიალდა.
- უსამართლობაა!
დავტუქსე და ფეხზე წამოვდექი. ჩემი ციცქნა ხელში აიტაცა და მომიახლოვდა. დემეტრეს ოდნავ მოშვებულ წვერზე თამაში დაიწყო.
-ვინ ხდება მალე დიდი გოგო?
ხელი თებეამ საკუთარი თავისკენ წაიღო და გაიცინა. ჯერ ათასსში ერთხელ ამბობდა სიტყვებს. ძირითადად,ჩუმი და წყნარი ბავშვი იყო.
დემეტრე ჩემსკენ გადმოიხარა და ნაზად მაკოცა.
-მალე ბებიკო მოვა, მოდი გამოგიცვალო- ვუთხარი თებეას და გაბელიამაც ფრთხილად გადმომაწოდა.
- შესანიშნავი დედა ხარ!
- ყოველდღე მეუბნები, დემე!- გამეცინა და თებეას თბილი ჟაკეტი მოვაცვი, ვინაიდან აპრილის შუა რიცხვებში ისევ გრილოდა.
თებეამ ჩემი ტელეფონი აიღო და სენსორს უაზროდ თამაში დაუწყო. სანამ გართული იყო, დემეტრემ წელზე ხელები შემომხვია და მისკენ მიმიზიდა. წარბები ამიწია.
- ანუ, ყოველდღე გეუბნები ხოო?!
- კარგი, ვხუმრობ- სიცილზე სიცილით ვუპასუხე-შენ კი არაჩვეულებრივი მხატვარი მყავხარ!
მის ბაგეებს დავეძგერე. ხელები ოდნავ ქვემოთ ჩააცურა, მაგრამ მაშინვე გავაჩერე. ვიცი, თითქმის სამი წალი ვიყავით ერთად, ძალიანაც მიყვარდა მაგრამ ფიზიკური კავშირისგან თავს ისევ ვიკავებდი. რათქმაუნდა, მიგებდა და ჩემს გადაწყვეტილებას სცემდა.
-აი, ნათიაც მოვიდა- გავიგე კარის ხმა, თებეა ხელში ავიტაცე და სამივე ოთახიდან გავედით.
-ჩემი ულამაზესი გოგონები სად არიან.- დაგვიანახა თუ არა, მომვარდა და თებეა ჩამიკოცნა როგორც სჩვევია ხოლმე.
- აბა მზად ხარ ბებო?
- კი.
მე და დემეტრემ ერთმანეთს გაკვირვებულებმა შევხედეთ და ნათიას წარბები ავუწიეთ.ნათია მაშინვე მიგვიხვდა, რომ თებეა ჩვენ ხმასაც არ გვცემდა და გადაიხარხარა.ციცქნას ხელი დაავლო, ქურთუკი მოაცვა და გარეთ გავიდნენ.
-მიდი გამოიპრანჭე და წავედით.
-რა? მეგონა სახლში ვრჩებოდით- დავემანჭე დემეტრეს და ხელები შემოვხვიე.
- წამო წამო, კარგ ადგილას წაგიყვან.
- მოდი გამოვიცნო, გამოფენა?
- ლამის უკვე მე მომბეზრდა და შენ არა?- გადაიხარხარა და ოთახში შემომყვა. თავი გავიქნიე. რა გაეწყობოდა, გარდეროფიდან მოკლე, მომკდგარი ქვედაბოლო და თბილი პულოვერი გადმოვიღე, რომელიც ალბათ ორი ზომით დიდი მქონდა. მაგრამ ასე ჩაცმის სიყვარული ბავშვობიდან თან მდევდა. ფეხზე ოდნავ ქუსლიანი ბათინკები ამოვიცვი და დემეტრეს წინ ბაშვურად დავბზრიალდი.
- ძალიან რომ მიყვარხარ, იცი?!- მისკენ მიმწია და სახე ხელებში დამიჭირა.
ისე დავეძგერე მის ბაგეებს, რომ წამებში ჩვენს შორის ვნება გაღვივდა, ცეცხლი წამეკიდა და მის სხეულს მთლიანად ავეკარი. ინსტიქტურად ჩემი საწოლისკენ ვუბიძგე. ცალი ხელი მაჯაში მომკიდა და ოდნავ გამწია.
- მარიამ, ეს შენ ხარ?- გაეცინა. თვალები გადავატრიალე და ოდნავ გამოვეცალე.
- ჯერ სადღაც წამომყევი და დღის ბოლოსაც თუ იგივე გუნებაზე იქნები, სიამოვნებით- ხელები ამიწია და გამეკრიჭა. გამეცინა, თვალები დავუბრიალე და გარეთ გავედით. თებეზე სანერვიულო არ მქონდა, ნათიას გვერდით არაფერი მოაკლდებოდა.
- და სად მივდივართ?
- იცი მარიამ, უკვე ოც წელს გადაცდი, მაგრამ მაინც ისევ ისეთი ბავშვური დარჩი. არ ვიცი, ამას რა მოვუხერხო.
- მოიცა, ეგ როგორ მივიღო?- წარბები ავუწიე.
- ვხუმრობ, რა გჭირს- გამიცინა და ჩემი ხელი მისაში მოიქცია.
- ოხ გაბელია! მე კიდევ სამი წელია შენს ხუმრობებს ვერ შევეჩვიე.
- მეტიც მოგიწევს.
- რა?!
- მოვედით, გადმოდი.
სწრაფად გამორთო ძრავი და მანქანიდან გადავიდა. უკვე შებინდებულიყო. ადგილს ვერ ვცნობდი. ჯელტმენურად კარი გამიხსნა და ხელი გამომიწოდა. მის საქციელზე გამეღიმა და მივყევი. მანქანა პულტით დაბლოკა, წელზე ხელი შემომხვია და წინ მიბიძგა. უეცრად არსაიდან ცეცხლს მოვკარი თვალი. უფროსწორად ეს კოცონს უფრო გავდა.
- ლილუ? იო? მეგონა სანდროსთან იყავით სვანეთში.
- შეცდი- გამიღიმა იოანემ.
- რა ხდება?!- ცოტათი დავიბენი და დავიძაბე კიდეც. დემეტრეს გავხედე, რომელიც წესით გვერძე უნდა მდგომოდა, მაგრამ იქ აღარ დამხვდა. დაბნეული უკან შევტრიალდი და უკვე ჩემს წინ დაჩოქილ გაბელიას შევხედე. რახდება?! ყურებში დამიგუბდა, როდესაც დავინახე ჯიბიდან კოლოფი როგორ ამოიღო და გახსნა. ულამაზესი პატარა ბეჭედი ცეცხლის ალს ირეკლავდა. თვალები ამემღვრა და გამიშტერდა.
- მარიამ, გამომყვები?
- ღმერთო.. - ერთიანად ავსლუკუნდი და მეც მის პირდაპირ ჩავიმუხლე.- კი, რათქმაუნდა!- მაგრად ვაკოცე და გადავეხვიე. მაშინვე გავიგე, ჩემს უკან რაღაცამ როგორ იფეთქა. ლილუმ ქაღალდის ფეივერკი გვესროლა და თავზე სხვადასხვა ფერის ბრჭყვიალა ქაღალდები დაგვეყარა. სიცილით ცრემლები მოვიწმინდე და დემეტრეს თვალებში შევხედე.
- გადარეული ხარ!
სიცილით ჩემი ხელი მისაში მოიქცია და ბეჭედი ფრთხილად გამიკეთა. რამდენიმე წამით ჩემს ხელს მივაშტერდი, შემდეგ ისევ ფეთქების ხმამ გამომაფხიზლა. წამოვდექი. როგორც ჩანს იოანეს ფეირკვერკი აენთო და ჩვენს წინ ცაში ულამაზესი სანახაობა იყო. ერთიანად გაბრუებული ვიყავი, სიხარულისგანაც და ბედნიერებისგანაც. გული გამალებით მიფეთქავდა.
- ლიზასაც ძალიან უნდოდა აქ ყოფნა და ამ ყველაფერში მონაწოლეობის მიღება, მაგრამ სანდრიკას დაჩას უარი ვერ უთხრა- გადაიკისკისა ლილუმ და გადამეხვია- გილოცავ.
- ხო, ახლა ორნი ვართ- სიცილით ვუპასუხე და ბეჭდიანი ხელი დავანახე.
- მიდი ეხლა, დარცხვენილივით არ მოიქცე- თვალები ამიბრიალა და დემეტრეს გახედა, რომელიც უკვე მე მომშტერებოდა.
- საუკეთესოები ხართ- საბოლოოდ ერთიანად გადავეხვიე წყვილს და დემეტრესთან ერთად მანქანაში დავბრუნდი.
- ღმერთო, ვთხოვდები!- დავიყვირე და გაკრეჭილმა გავხედე.
- ღმერთო, გიჟი მომყავს ცოლად!- მანაც მომბაძა და სიცილში ამყვა.. მანქანა დაძრა, შენობებით ვხვდებოდი რომ მასთან მივდიოდით.
- დემე, თებეას უნდა გავუარო.
- ნათიასთან იქნება ამღამ.
- დედაჩემს ელაპარაკე?- წარბები ავუწიე.
თავი სიცილით დამიქნია.
- გაგიჟდება, რომ გაიგებს- ვუთხარი და კვლავ ჩემს ბეჭდიან ხელს დავხედე.
- იცის უკვე.
- რა?!
- თებეას წაყვანის იდეა ჩემი იყო-გაიცინა ისე, რომ ყველა კბილი გამოაჩინა. თვალები მოვჭუტე. მანქანა თავის სახლთან გააჩერა.
შევედით თუ არა, მის ტუჩებს დავეძგერე და თხელი ქურთუკი იქვე მოვისროლე.
- ავღნიშნოთ?- გამიღიმა და თაროდან ვისკი ჩამოიღო.
- რათქმაუნდა- გავუცინე და უკვე გავსებული ჭიქა ხელში ავიღე.
- ჩემს მომავალ ცოლს გაუმარჯოს- წარბები ამიწია და ისე გადაკრა, რომ ჩემთვის თვალი არ მოუშორებია.
- ამ ჭიქით კი ჩემს უსაყვარლეს ქმარს- ალკოჰოლი რამდენიმე ყლუპით გადავუშვი მუცელში. მაშინვე ყველაფერი ამიწვა. დიდი ხანი იყო რაც არ დამილევია და აშკარად დამეტყო კიდეც. ოდნავ შევბარბაცდი. ახლა ნამდვილად მინდოდა ამის გაკეთება. ჭიქა მაგიდაზე დავაბრუნე, მისკენ მივიწიე და კისერზე ხელები შემოვხვიე.
- რა გინდა მარიამ, მითხარი- შავი თვალები შემომანათა. კარგადაც ხვდებოდა ყველაფერს. თავი ღიმილით გავაქნიე და ნაზად ვაკოცე ტუჩებზე. ხელში ფრთხილად ამიტაცა. ფეხები მოვხარე და წელზე შემოვაწყვე. კოცნით კისრამდე ჩაუყვა, წამით მომშორდა, რომ საძინებლის კარი გაეღო. შევედით თუ არა, მაშინვე საწოლზე დამაგდო. იმდენად უხერხული მომენტი შეიქმნა რომ ძალაუნებურად გამეცინა, რაზეც მასაც გაეღიმა. ისევ ჩემს ბაგეებს დააცხრა.თხელი ზეწარი ჩემს თეძოს ეხებოდა. მაშინაც კი როცა დემეტრეს მის შორის ვყავდი მოქცეული. სახე გამისწორა, მისმა სქელმა ტუჩემა ჯერ ლოყებზე ,შემდეგ კი ჩემს ტუჩებზე დამიტოვეს კოცნები.მაოცებდა ის ფაქტი, თუ რა ფრთხილად მოქმედებდა. პულოვერის ბოლოებს ხელი მოჰკიდა მაგრამ არ განძრეულა, ჩემს რეაქციას ელოდებოდა. სახე გავწიე და თვალებში შევხედე. სანამ რაიმეს მეტყოდა, მეთვითონ გადავიძრე და ისევ მისი სახისკენ დავბრუნდი. ახლა მეტი სითამამე გამოიჩინა და მაისური ერთი ხელის მოძრაობით გადაიძრო. მის სხეულს ფრთხილად შევეხე. სადაც კი ვწვდებოდი თითოეულ სანდიმეტრს ვუკოცნიდი. სიამოვნება უდიდესი იყო. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ერთმანეთს მხოლოდ საცვლები გვაშორებდა.
- დარწმუნებული ხარ?- ხვნეშით მითხრა და თვალებში ჩამხედა.
- იმედია ჩემგან უბიწობას არ ელი- გადავიხარხარე, რასაც მისი სიცილიც მოყვა. ეს თანხმობად მიიღო სწრაფად მოაშორა არსებული მატერია ჩემს სხეულს და ასევე სწრაფი ბიძგით შემოვიდა ჩემში. გაუაზრებლად ამოვიკვნესე და მის მხრებს მივეჭიდე, რომელიც რითმულად მოძრაობდნენ. ეს გრძნობა თითქმის მივიწყებული მქონდა. ერთიანად ცეცხლის ალში ვიწვოდი.ტუჩები ჩემსაზე ჰქონდა მოპყრობილი და მკოცნიდა,ჩვენი პირიდან გამოშვებული ხმა ერთმანეთს იჭერდა და ერწყმოდა. მკოცნიდა, მაგრამ თვალსაც არ მაშორებდა. ყველანაირად აკვირდებოდა ჩემს რეაქციებს. საბოლოოდ როდესაც სიამოვნების ზენიტს მივაღწიე, ერთიანად ავკანკალდი და მის მკლავებში პატარა ბავშვივით დავიკარგე…
***

ჯერ კიდევ ძილ-ბურანში ვიყავი, როდესაც თვალები მძიმედ გავახილე და ჩემს გვერდით დემეტრე დავინახე. ჩამეღიმა და მის სახეს ნაზად ხელი მოვუსვი.
ასევე ძილ-ბურანში მყოფი, თვალებ დახუჭული, მთქნარებით წავედი სააბაზანოსკენ. ტანზე არაფერი მეცვა, მაგრამ არ მანაღვლებდა. პლიუსი ის იყო, რომ დემე მარტო ცხოვრობდა. წყალი მოვუშვი და სანამ ჩემთვის სასურველ ტემპერატურაზე დარეგულირდებოდა, ნათიას გადავურეკე.
-დედა, ხომ არ გაგაღვიძე?
- შენი შვილი რომელზე იღვიძებს დაგავიწყდა? რადროს ძილია, მარიამ.
- როგორაა, ხომ არ გაგაბრაზა?
- გეფიცები ვუყურებ და შენ მგონიხარ. სულ შენი ქცევები აქვს.- გამეღიმა და ცალი ხელით თვალები დავიზილე.
- ცოტახანში მოვალ, კაი?
- მოდი, მოდი. იმედი მაქვს შენგან დადებითი პასუხი მიიღო გაბელიამ. -ბოლო სიტყვებს სიცილი დააყოლა, რამაც მეც ამიყოლია. მობილური გავთიშე და იქვე დავდე. სხეული წყლის წვეთებს მივუშვირე და ერთიანად მოვდუნდი.
რამდენიმე წუთში წყალი დავკეტე და ტანზე პირსახოცი შემოვიხვიე.თმა ოდნავ შევიმშრალე და აბაზანიდან გამოვედი. ტანსაცმელი სწრაფად ჩავიცვი და საწოლს მივუბრუნდი.
-გაიღვიძე- ყურში თბილად ჩავჩურჩულე და კისერთან მსუბუქი კოცნა დავუტოვე.
-5 წუთში- ამოიგმინა და პატარა ბავშვივით მეორე მხარეს გადაბრუნდა.
-კარგი, ზუსტად ხუთ წუთში გელოდები - გამაფრთხილებლად ვუთხარი და ოთახიდან უხმაუროდ გამოვედი. სანამ სამზარეულოს მივუახლოვდებოდი მის ნივთებს მოვკარი თვალი. უზარმაზარ ქაღალდზე, უზარმაზარი ცისფერი ფიფქის ხატვა ჰქონდა დაწყებული. მართალია დამთავრებული არ იყო, მაგრამ მაინც ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა. სამზარეულოში შევედი საუზმის მოსამზადებლად. სანამ ყავის მადუღარა გაცხელდებოდა, მცირე მაკიაჟი გავიკეთე და საკუთარი თავი შევათვალიერე. ვაანალიზებდი, რომ ბოლო დროს იმაზე მეტად ვზრუნავდი საკუთარ გარეგნობაზე, ვიდრე აქამდე.
მაცივრიდან სალათი გამოვიღე და მაგიდაზე დავდე. ორი ყავა მოვამზადე და სწორედ მაშინ გავიგე მძიმე ნაბიჯების ხმა. გამეღიმა და ღიმილითვე შევბრუნდო. ყავის ჭიქა გამომართვა, ჩემკენ გამოიწია და მსუბუქი კოცნა დამიტოვა. ღიმილით ჩუმად ჩამოჯდა მაგიდაზე და მომაშტერდა.
-ასე ნუ მიყურებ.- გავუცინე და წინ დავუჯექი.
- ბედნიერი ვარ.- მის სიტყვებზე გამეღიმა და თავი ჩავხარე. საკუთარი ყავა მოვსვი.
- შენი ნახატი ვნახე. ფიფქი.
- ამ ხო..უბრალო ფანტაზიის ნაყოფია .
-მე მომეწონა.
-რომ დავამთავრებ, შემდეგ ვნახოთ- გამიცინა და უკვე ცარიელი ჭიქა ნიჟარაში ჩადგა.
-სახლში უნდა გავიდე, გამიყვან?
-შხაპს მივიღებ და აუცილებლად- ნელი ნაბიჯებით წავიდა სააბაზანოსკენ- ხო მართლა, ნებისმიერ დროს შეგიძლია აქ გადმოხვიდე... და რათქმაუნდა თებეაც.
-ვერ წარმოიდგენ როგორ მახარებს შენი დამოკიდებულება თებეასადმი.
- მარიამ გეფიცები, თებეა ჩემი შვილია- გამიცინა და მის მკლავებში მომიქცია- ისევე მიყვარს, როგორც შენ- ცხვირზე თითი ჩამომკრა და შუბლზე მაკოცა.
თვალები დავხუჭე და მკერდზე მივეკარი. ღმერთო რა ბედნიერი ვიყავი! არ მინდოდა ეს წუთები ოდესმე დამთავრებულიყო…
სახლში გაბრწყინებული შევედი. თებეამ დამინახა თუ არა, მაშინვე ბაჯბაჯით ჩემსკენ გამოიქცა. დავიხარე და ხელში ავიტაცე. სათითაოდ დავუკოცნე ორივე ლოყა და მისაღებში ნათიასთან გავედით.
-არ თქვა! არ დამღუპო! სად არის დემეტრე?!-შეიცხადა და თვალები სჭყიტა, როცა მარტო დამინახა.
-დაწყნარდი დედა, სამხატვროში ჰქონდა საქმეები და იქ გაიქცა. საღამოს შემოგივლის.
-როგორ მიყვარს ჩემი სიძე შენ არ იცი- ტაში შემოჰკრა. ჩამეცინა და თებეა თავის სათამაშოებთან დავსვი. ცალი ხელით კვლავ მის თმებს ვეფერებოდი. რამდენიმე საათით დავტოვე, მაგრამ საშინლად მომენატრა.
-კარგად ჭამს?
-შენზე უკეთესად -გამაჯავრა ნათიამ. -დამანახე ერთი-მითხრა გაბრწყინებულმა.მაშინვე მივხვდი რაზეც ამბობდა და ბეჭდიანი ხელი ავუწიე, რომ კარგად დაენახა. სიხარულის ცრემლები თვალებში ჩაადგა, მაგრამ მალევე მოიწმინდა.
-ძალიან მიხარია ბედნიერი რომ ხარ.
-გთხოვ, თვალი არ მეცეს, უბედნიერესი ვარ დედა!
სერიოზულად ვუპასუხე. ცოტახნით ქალბატონები მისაღებში დავტოვე და საკუთარ ოთახში შევედი. მაშინვე ლილუს დავურეკე.
-კიბეებზე ამოვდივარ ტყუილად ხარჯავ ანგარიშს.-სიცილით, სწრაფად მომახალა და გამითიშა. თავი ღიმილით გავაქნიე. უკან დავბრუნდი და კარები გავხსენი. რამდენიმე წამში დაქალი გიჟივით შემაფრინდა და გადამეხვია.
-ხო მშვიდობაა?
-მარიამ თხოვდები! თან ვერც კი წარმოუდგენ როგორ!- სიხარულისგან ლამის კიოდა- გამარჯობა თებე- ლოყაზე უჩქმიტა ჩემს ციცქნას - ნათი დაგიქალდა გოგო?- მიუტრიალდა დედაჩემს.
-შენ ვისზე რას ამბობ, ლილუ- დასცინა დედაჩემმა.
-ახლა კარგად მომისმინეთ- განაგრძნო დაქალმა- მარტო შენი კიარა, ჩემი ქორწილიცაა!- ერთხმად შეჰკივლა და გაიკრიჭა.
-რა? რანაირად- ოდნავ დავიბენი და იქვე ჩამოვჯექი.
-როგორც იქნა მიხვდა მიქაძე რომ ქორწილის დროც დადგა. ხოდა მოვიფიქრეთ, არ ინერვიულო მარიამ, დემეტრესთან უკვე შევათანხმე. ქორწილი ერთად გვექნება.-საბოლოოდ ტაში შემოკრა და კვლავ გადამეხვია. ხელები მოვხვიე და სიცილში ავყევი. ღმერთო, მართლა უბედნიერესი ვიყავი. ეს მართლა ხდებოდა ჩემს თავს? დაუჯერებელი იყო...


ყველაფერი ისევ ისე მიდიოდა. თითქმის ყოველ საღამოს ჩვენი წრე ვიკრიბებოდით. ხან სად, ხან სად. სანდრო და ლიზაც როგორც იქნა ჩამოვიდნენ სვანეთიდან და შემოგვიერთდნენ. ისე ამოსდიოდათ ერთმანეთზე მზე და მთვარე და ისე უფრთხილდებოდნენ ერთმანეთს, ყველას გვიკვირდა. ლიზას მკაცრი, ცეტი ხასიათი ჯაჭვლიანს აგიჟებდა და სწორედ ამიტომაც იზიდავდა მას ასე ძალიან. ადრე სანდროსი კარგად მესმოდა..

-23 აპრილი იყოს რა, თან კვირაა. აი საერთოდ ყველას ეცლება- ამოიბურტყუნა იოანემ.
- მე ვეთანხმები-ხელები ავწიე დანებების ნიშნად.
-ხოდა გადაწყდა- ტაში შემოკრა ლილუმ. გაბელიას მიხუტებული ვყავდი და თმაზე მეფერებოდა. ჩემს სურნელს დრო და დრო ისუნთქავდა და ტკბებოდა.
-დღეს ჩუმად ხარ, რამე მოხდა?- შევუტრიალდი.
-იცი, ბავშვების მომზადება დავიწყე ხატვაში.
-ღმერთო, რა მაგარია!- ემოციებისგან წელში გავიმართე. მისი სახე ხელებს შორის მოვიქციე და ვაკოცე.-თებეა ცოტა რომ წამოიზრდება, მასაც ასწავლი.
-აკადემიამ გამომიყო პატარა ოთახი, სადაც კვირაში ორჯერ შევძლებ ბავშვების მიღებას.
-ეს რა ამბები გვესმის! მშვენიერია ძმა, გილოცავ!- ხელი მხარზე ჩამოარტყა იოანემ. ლილუც გაღიმებული გვიყურებდა.
-ამის გამო იყავი ასე?
-არ ვიცოდი როგორ შეეგუებოდი იმას, რომ ჩემს თავისუფალ დროს კიდევ რამდენიმე საათი მოაკლდებოდა.
-შენ თუ გგონია მე უსაქმოდ ვიქნები, ძალიან ცდები! აი მაცადე გამოგყვე, მაშინვე დავიწყებ მუშაობას- სრული სერიოზულობით ვთქვი, რაზეც ყველას გაეცინა.
-მოკლედ ხუთი დღეა დარჩენილი, მე და მარიამი კაბებზე წავალთ. თორემ ვერაფერს მოვასწრებთ. თქვენ დანარჩენზე იზრუნეთ.
-ნათიას ვეტყვი და სიის შედგენაში დაგეხმარებათ- თვალი ჩავუკარი მიქაძეს, ფეხზე წამოვდექი, დემეტრეს მსუბუქი კოცნა შევატოვე და ლილუსთან ერთად მაღაზიების დასავლელად გავედი.
ვერაფერი შევარჩიე, თითქმის ოცამდე მაღაზია და ბუტიკი მოვიარეთ.როგორც იქნა ლილუმ იპოვა ის, რაც უნდოდა. მისი ჯვრისწერის კაბას გავდა, მაგრამ გულმკერდი შედარებით დახურული ჰქონდა. სადა იყო, მაგრამ ულამაზესი. ვუყურებდი დაქალს უდიდესი სარკის წინ როგორ ბზრიალებდა. მიხაროდა. არ მჯეროდა, რომ ბავშვრობის დაქალთან ერთად ვთხოვდებოდი! ამაზე ვერასდროს ვიფიქრებდი, ვერც კი წარმოვიდგენდი. საბოლოოდ როდესაც კვლავ თავისი ტანისამოსი ჩაიცვა, კაბის ქირის ფული გადაიხადა და ისიც დაუმატა, რომ ხვალ გამოივლიდა და წაიღებდა.
-არადა ძირითადად შოპინგისას მე ვარ ხოლმე ის, ვინც ვერ წყვეტს. რა გემართება- სიცილით მითხრა და ხელი გადამხვია.
-არაფერი მომეწონა, რა ჩემი ბრალია- ვუპასუხე დაქალს. სახე დაასერიოზულა და მაშინვე ხელი დამავლო. სადღაც მიმარბენინებდა.
-სად მიგყავარ?
- რუსთაველზე ვიცი ერთი ბუტიკი, დავნიძლავდეთ მანდ მაინც მიგეწონება რამე.
-არ მინდა ნიძლავი, გენდობი- ჩავიცინე და დაქალს გავყევი.
ბუტიკში როდესაც შევაბიჯეთ, თავი სასახლეში მეგონა. ყველაფერი ღია კრემისფრად ბზინავდა და კაბების უთვალავი რაოდენობა თვალებს მიჭრელებდა.
-რით დაგეხმაროთ ახალგაზრდებო?- შუახნის ქალი ღიმილით მოგვიახლოვდა.
-ჩემთვის მინდა. რაიმე სადა, მაგრამ ეფექტური.
-კარგი აქეთ მომყევი. ამ მხარეს გვაქვს მსგავსი კაბები.
ლილუს გავხედე და წარბები ავუწიე. გაბადრული, ხმამაღალ სიცილს ძლივს იკავებდა. იქვე მდგარ, ოქროსფერ სავარძელში მოთავსდა და მანიშნა ქალს გავყოლოდი. ასეც მოვიქეცი. სამი კაბა მაჩვენა იმ სტილის, რომელიც მე მინდოდა. ერთი ზედმეტად დახურული და ძალიან უბრალო იყო. მეორე ზედმეტად ბევრი მარგალიტებით. აი მესამეს კი ვერაფერს დავუწუნებდი. ატლასის თეთრი ნაჭერი, რომელსაც ზემოდან იმავე ფერის ბარხატი ჰქონდა წელის მონაკვეთში გადაკრული. ულამაზესი დეკოლტე კი უბრალოდ ბზინავდა. მაშინვე გასახდელში შევიტანე და მოზომვას შევუდექი. გამყიდველი ნამდვილად არ ცდებოდა, არაჩვეულებრივად მქონდა და ჩემი სხეულის ფორმებს კვეთდა. ტანზე მომდგარი იყო, მაგრამ ასეთი საქორწილო კაბა ჯერ ცხოვრებაში არ მინახავს. ჰოლში გავედი, რომ ლილუ მომეძებნა. მაშინვე ფეხზე წამოხტა და პირი გაოცებისგან დააღო.
-ვნანობ, რომ ნიძლავზე დათანხმება არ დაგაძალე- საჩვენებელი თითი წინ გამიქნია.-აი მეტი აღარ იფიქრო, მართლა არაჩვეულებრივია.
-შენი აზრით, მოეწონება?
-მოეწონება კი არა, გაგიჟდება.
გამიცინა ლილუმ. სარკეში საკუთარ თავს ვაკვირდებოდი, მართლაც ულამაზესი და ძალიან ეფექტური კაბა იყო.
გამყიდველმა სწრაფად გამიმზადა და სპეციალური ყუთით გადმომიწოდა. თანხა გადავუხადე და იქიდან გამოვედი. ლილუმ იოანეს დაურეკა, რომ სახლებში წავეყვანეთ.
სახლში შევაბიჯე თუ არა, თებეა ბაჯბაჯით მეტაკა.
-წამოდი, რა გაჩვენო- სიცილით ვუთხარი. პატარა თითებზე ხელი მოვკიდე და ოთახში შევიყვანე. ნათია უკან შემოგყვა. ყუთიდან კაბა ამოვიღე თუ არა, ნათიამ სიამოვნებისგან ამოიგმინა. თებეას გაეღიმა, კაბას მიუახლოვდა და ხელით შეეხო.
-მოგწონს დე?-ჩავიმუხლე, რომ თებეას გავთანაბრებოდი.
-კი- თავი დამიქნია. ვგიჟდებოდი მის ხმაზე, მის თითოეულ სიტყვაზე. შუბლზე ვაკოცე სიცილით და ნათიას მივუბრუნდი.
-აბა, რას იტყვი?
-სახეზე არ მეტყობა დავიჯერო?
ორივემ ერთდროულად გავიცინეთ. კაბა საკიდზე ჩამოვაცვი და ფრთხილად კარადის გვერდით საწოლთან ჩამოვკიდე, რომ არ დაკუჭულიყო.
დღეები იმაზე სწრაფად გადიოდა ვიდრე წარმოვიდგენდი.სამზადისსში თითქმის ყველა იყო ჩართული. დედაჩემიდან დაწყებული, ლიზათი დამთავრებული. ლიზა დეკორაციების შერჩევაში ძალიან დაგვეხმარა.
22აპრილს, ერთი დღით ადრე მე და თებეა დემეტრემ თეატრში წაგვიყვანა. რათქმაუნდა საბავშვო თეატრი იყო, ძალიან კარგი დრო გავატარეთ. თებეა კი საშინლად დაიღალა.
-მადლობა, რომ მომიყვანე- ვუთხარი გაბელიას, როდესაც მანქანა სახლთან გამიჩერა.
-გინდა შემოგყვე?
-პატარძლის კაბის ნახვა ქორწილამდე არ შეიძლება- ხმადაბლა გავიცინე რომ ბავშვი არ გამეღვიძებინა.
-როგორც ინებებთ, ქალბატონო. -გადმოიწია და ფრთხილად აკოცა თებეას შუბლზე, შემდეგ კი ჩემამდეც მოვიდა.
-ხვალ მთლიანად ჩემი იქნები- კმაყოფილმა გამიღიმა. თავი დავუქნიე და მანქანიდან ფრთხილად გადავედი.
სახლში თებეა ხელში აყვანილი შევიყვანე, გამიკვირდა, როცა ნათია მისაღების მაგივრად საკუთარ საძინებში დამხვდა. თებეასაც აქ ჰქონდა თავისი საწოლი, ვინაიდან დედაჩემის ოთახი ჩემსაზე ბევრად დიდი იყო, აქ მოთავსდა.
-გზაში ჩაეძინა,-ჩუმად ვანიშნე თებეაზე. ნათიამ გამიღიმა და მომეხმარა თებეასთვის ტანსაცმელი გამომეცვალა, ისე რომ არ გაღვიძებიდა.
- დედა რა ხდება, რა ხმას არ იღებ. ხვალ შვილი გითხოვდება.
სიცილით ვუთხარი.
-ვიცი მარიამ და დიდი იმედი მაქვს შენს გადაწყვეტილებაზე მყარად დგახარ, რაც არ უნდა იყოს..
-ამას რატომ მეუბნები?!- კოპები შევკარი.
-მიდი, დაისვენე- თავი ღიმილით დამიქნია. თებეას მსუბუქად ვაკოცე. დედაჩემს კართან ხელი დავუქნიე და გამოვედი.პირდაპირ სააბაზანოში შევედი. ხვალისთვის კარგად უნდა მოვმზადებულიყავი. ცხელ წყალში ათ წუთზე მეტი არ მინებივრია.
კრემის თხელი ფენა სახეზე დავიდე და კარგად შევიზილე. ნახევრად სველი თმები კარგად დავივარცხნე. შავი საღამური გადავიცვი და ჩემს ოთახში შევედი.ტრილიაჟთან დადებულ ხელის კრემს მივუახლოვდი, ხელში ავიღე და საკუთარ ანარეკლს სარკეში კარგად დავაკვირდი.
ჩემს უკან, ჩემს საწოლზე სილუეტი შევნიშნე.
ვიგრძენი ფანჯრიდან მონაბერი ნიავის სიგრილე და სიგარეტის ნაცრისფერი კვამლი, ჰაერში ნისლივით დაგუბებული.
კრემი ხელიდან გამივარდა.
ისე ნელა შევტრიალდი, მეგონა სანამ ბრუნს დავასრულებდი ყველაფერი გაქრებოდა, მაგრამ შევცდი და სანაცვლოდ კვამლივით ნაცრისფერ თვალებს შევეგებე.



№1 სტუმარი likuna

ახლა გადავფსიხდები!

 


№2  offline მოდერი Moonlight17

likuna
ახლა გადავფსიხდები!

იმედი მაქვს, კარგი გაგებით :დ

 


№3  offline წევრი Hickie

აი ვითომ ხომ ბანალურია ეს დროის შემდეგ უეჭველი გამოჩენები მაგრამ იმდენად დაარღვიე ბანალურობის საზღვრები რომ ძალიან ეფექტურად გამოჩნდა.ყოჩაღ!
არადა უკვე იმედი მქონდა გადაწურული, დემეტრეს შეყვარება დავიწყე მეთქი რაც არის არის ვნახოთ როგორ აეწყობათ ურთიერთობათქო და შენც არ მომიკვდეეე laughing

 


№4  offline წევრი gabi du

ავტორის იდეაც სწორედ ის არის, რომ ბანალური არ იყოს და ეს კარგადაც გამოსდის. მაგრამ მარიამი ისეთია ყველაფრის რწმენას რომ დაგიკარგავს. მაგალითად სიყვარულს, ერთგულების, მწუხარების... თუმცა ასეთი ადამიანებცხომ არსებობენ რეალურად. . . სწორედ ამტომაც გახდა სამყარო დაუნდობელი.

 


№5  offline მოდერი Moonlight17

Hickie
აი ვითომ ხომ ბანალურია ეს დროის შემდეგ უეჭველი გამოჩენები მაგრამ იმდენად დაარღვიე ბანალურობის საზღვრები რომ ძალიან ეფექტურად გამოჩნდა.ყოჩაღ!
არადა უკვე იმედი მქონდა გადაწურული, დემეტრეს შეყვარება დავიწყე მეთქი რაც არის არის ვნახოთ როგორ აეწყობათ ურთიერთობათქო და შენც არ მომიკვდეეე laughing

მადლობა საყვარელო!
რა იცი, იქნებ არც გადაგიყვარდეს დემეტრე :დ ❤️

gabi du
ავტორის იდეაც სწორედ ის არის, რომ ბანალური არ იყოს და ეს კარგადაც გამოსდის. მაგრამ მარიამი ისეთია ყველაფრის რწმენას რომ დაგიკარგავს. მაგალითად სიყვარულს, ერთგულების, მწუხარების... თუმცა ასეთი ადამიანებცხომ არსებობენ რეალურად. . . სწორედ ამტომაც გახდა სამყარო დაუნდობელი.

დარწმუნებული არ ვარ, შეგეცვლება თუ არა ისტორიის ბოლომდე მარიამზე შთაბეჭდილება. ზოგადად, როგორც პერსონაჟი ზედმეტად ჰაეროვანი ტიპაჟია. ამიტომაც არ უყვარს ბევრს.
თუმცა, ეს რათქმაუნდა მკითხველისთვის მომინდია ❤️

 


№6  offline წევრი gabi du

რა თქმა უნდა ცხოვრება გრძელდება, მაგრამ გამაღიზიანა დრომ სახლიდან პირველივე გასვლაზე "ზამენა" იპოვა. თავად იჩენდა ინიციატივას... არც დარდი მიგრძვნია დაკარგულ სიყვარულზე. რა ვიცი შეიძლება მე ვარ ისეთი ტიპაჟი "მიჯაჭვული".

 


№7  offline მოდერი Moonlight17

gabi du
რა თქმა უნდა ცხოვრება გრძელდება, მაგრამ გამაღიზიანა დრომ სახლიდან პირველივე გასვლაზე "ზამენა" იპოვა. თავად იჩენდა ინიციატივას... არც დარდი მიგრძვნია დაკარგულ სიყვარულზე. რა ვიცი შეიძლება მე ვარ ისეთი ტიპაჟი "მიჯაჭვული".

რა გითხრა, რით გაგახარო :დ ან რით გავამართლო მარიამი.
მეც შენნაირი ტიპაჟი ვარ.

 


№8 სტუმარი სტუმარი მალუ

მგონი მკითხველი კი არა, ახლა ანდრეა გაგიჟდება:)) წინაზწარი სიამოვნებისგან მაჟრიალებს რომ წარმოვიდგენ რეებს დაატრიალებს ჩვენი ავალიანი.
როგორც ყოველთვის, შენებულ სტილს არ ღალატობ მუნლაით! ❤️

 


№9  offline მოდერი Moonlight17

სტუმარი მალუ
მგონი მკითხველი კი არა, ახლა ანდრეა გაგიჟდება:)) წინაზწარი სიამოვნებისგან მაჟრიალებს რომ წარმოვიდგენ რეებს დაატრიალებს ჩვენი ავალიანი.
როგორც ყოველთვის, შენებულ სტილს არ ღალატობ მუნლაით! ❤️

მადლობები ❤️❤️

 


№10 სტუმარი სტუმარი დარინა

აი ვერ ვხვდები რატომ უნდა მომწონდეს მარიამის პერსონაჟიი, იმენა ჩემთვის გულის ამრევიაა, არ ვამბობ რომ უნდა მიყოლოდა ანდრეას, მაგრამ არც განუცდია მისი სიკვდილი როგორც საჭიროო იყოო, ეგრევე მონახა მისი შემცვლელი და მასთან გორაობაზეც არ უთქვამს უარი, ჩემთვის ერთი ქარაფშუტა ქალიაა, აი დემეტრეც რომ წასულიყო მისი ცხოვრებიდან ალბათ სხვა ვინმესაც ადვილად იპოვიდაა, მეზიზღებიან მარიამის ნაირი ქალებიი, ანდრეას გამოჩენის მერე მაინც თხოვდება როგორც მახსოვს და მერე დემეტრეს რომ ღალატობს აქ უკვე ნამდვილად ვერ ვიტან. მართლა მეგონა შეცვლიდი რამეს თან დაწერე ღაღაცები შეცვლილია და იმედი მქონდა მაგრამ ტყუილად.

 


№11 სტუმარი სტუმარი ქეთი

ეს მარიამი ხო უშტერესია. სამი წელი აი როგორ გაქაჩა დემეტრეს მიუკარებლად ეგ მიკვირს:დდ
ეს ანდრეაც ახლა რო "გამოეკვეხა" , სად ბრძანდებოდა აქამდე. ან შორიდან მესაკუთრეობა საერთოდ არ მესმის. სამი დღე ხო არ გასულა, მთელი სამი წელი.
მოკლედ ორი დაულაგებელი, სულელი ბავშვები არიან.
სხვა რა ვთქვა, უნდა იკითხო და ისიამოვნო. კაი გოგო ხარ შენ

 


№12  offline მოდერი Moonlight17

სტუმარი დარინა
აი ვერ ვხვდები რატომ უნდა მომწონდეს მარიამის პერსონაჟიი, იმენა ჩემთვის გულის ამრევიაა, არ ვამბობ რომ უნდა მიყოლოდა ანდრეას, მაგრამ არც განუცდია მისი სიკვდილი როგორც საჭიროო იყოო, ეგრევე მონახა მისი შემცვლელი და მასთან გორაობაზეც არ უთქვამს უარი, ჩემთვის ერთი ქარაფშუტა ქალიაა, აი დემეტრეც რომ წასულიყო მისი ცხოვრებიდან ალბათ სხვა ვინმესაც ადვილად იპოვიდაა, მეზიზღებიან მარიამის ნაირი ქალებიი, ანდრეას გამოჩენის მერე მაინც თხოვდება როგორც მახსოვს და მერე დემეტრეს რომ ღალატობს აქ უკვე ნამდვილად ვერ ვიტან. მართლა მეგონა შეცვლიდი რამეს თან დაწერე ღაღაცები შეცვლილია და იმედი მქონდა მაგრამ ტყუილად.

შინაარსი რათქმაუნდა არ შემიცვლია, მცირე დეტალებია შეცვლილი მხოლოდ.

სტუმარი ქეთი
ეს მარიამი ხო უშტერესია. სამი წელი აი როგორ გაქაჩა დემეტრეს მიუკარებლად ეგ მიკვირს:დდ
ეს ანდრეაც ახლა რო "გამოეკვეხა" , სად ბრძანდებოდა აქამდე. ან შორიდან მესაკუთრეობა საერთოდ არ მესმის. სამი დღე ხო არ გასულა, მთელი სამი წელი.
მოკლედ ორი დაულაგებელი, სულელი ბავშვები არიან.
სხვა რა ვთქვა, უნდა იკითხო და ისიამოვნო. კაი გოგო ხარ შენ

ჰაჰა, მადლობა❤️ თუ მასეა, ნამდვილი სიამოვნება წინ გელოდება :დ

 


№13 სტუმარი სტუმარი უსახელო

მე არ ვიცი რა ხდება შემდეგ თავებაი მაგრამ ანდრეაააა აღსდექიი და მოიყვანე ჭკუაზემარიამი თორე გადავირიეე

 


№14  offline მოდერი Moonlight17

სტუმარი უსახელო
მე არ ვიცი რა ხდება შემდეგ თავებაი მაგრამ ანდრეაააა აღსდექიი და მოიყვანე ჭკუაზემარიამი თორე გადავირიეე

ჰმ, ისე გიყვართ ანდრეა ცოტად და ვიეჭვიანებ :დდდ

 


№15  offline წევრი sofo_sofia 13

ვგიჟდები ანდრეაზე ნამდვილად ეფექტური გამოჩენა იყომაგრამ მაინც დამაინც ქორწილის წინა ღამესრაუბედურებაა ან მთელი 3 წელი სად ჯანდააბაში იყო ნეტა გამაგებინა რაც შეეხება მარიამს არ მომწონს მარიამის საქციელი რა უნამუსობაა როგორ უყვარდა ანდრეა როგორ გიჟდებოდა და ასე უცებ დაივიწყა .... იმედია მოვლენები კარგად განვითარდება ... დააბრუნე ანდრეა

 


№16  offline მოდერი Moonlight17

sofo_sofia 13
ვგიჟდები ანდრეაზე ნამდვილად ეფექტური გამოჩენა იყომაგრამ მაინც დამაინც ქორწილის წინა ღამესრაუბედურებაა ან მთელი 3 წელი სად ჯანდააბაში იყო ნეტა გამაგებინა რაც შეეხება მარიამს არ მომწონს მარიამის საქციელი რა უნამუსობაა როგორ უყვარდა ანდრეა როგორ გიჟდებოდა და ასე უცებ დაივიწყა .... იმედია მოვლენები კარგად განვითარდება ... დააბრუნე ანდრეა

ვნახოთ რა ამბებს დაგვიტრიალებს ბატონი ანდრეა ^_^

 


№17  offline აქტიური მკითხველი grafo

სხვა მთვარის ნაცვლად რომ შემომეხსნა ეს ისტორია, მაგის მერე გარბენით გადავხედავ ხოლმე, ხოდა ამიხსენით ვინმემ...მე მეშლება თუ იდო ეს ისტორია უკვე და თუ იდო ისევ თავებად რატომ იდება, თუ სხვა რამეა საერთოდ ეს?

 


№18  offline მოდერი Moonlight17

grafo
სხვა მთვარის ნაცვლად რომ შემომეხსნა ეს ისტორია, მაგის მერე გარბენით გადავხედავ ხოლმე, ხოდა ამიხსენით ვინმემ...მე მეშლება თუ იდო ეს ისტორია უკვე და თუ იდო ისევ თავებად რატომ იდება, თუ სხვა რამეა საერთოდ ეს?

ადრე იდო. ახლა რაღაც რაღაცეები ჩასწორებულია და წვრილმანები შეცვლილი.

 


№19 სტუმარი გრაფო

Moonlight17
grafo
სხვა მთვარის ნაცვლად რომ შემომეხსნა ეს ისტორია, მაგის მერე გარბენით გადავხედავ ხოლმე, ხოდა ამიხსენით ვინმემ...მე მეშლება თუ იდო ეს ისტორია უკვე და თუ იდო ისევ თავებად რატომ იდება, თუ სხვა რამეა საერთოდ ეს?

ადრე იდო. ახლა რაღაც რაღაცეები ჩასწორებულია და წვრილმანები შეცვლილი.



აჰ, კარგი. ანუ იგივე ისტორიაა.

 


№20  offline წევრი ნანა73

ვიცი, ყველაფერი ვიცი რაც მოხდება, მახსოვს გადავახტი ამ თავს თუ ჰორიზონტალურად ვაყოლებდი თვალს, ვბრაზობდი საერთოდ მარიამის ქცევებზე და ურთიერთობებზე, იმდენად არასერიოზული და მიუღებელი იყო... ბავშვია, მაგრამ თვრამეტი წლის ბავშვებიც ნამდვილი სიყვარულის დროს, ისეთ სიმტკიცეს იჩენენ... წარმოუდგენელია კომიდან ახალი გამოსული ორსული, რომელიც თითქმის ქვრივია და ასეთი მსუბუქი საქციელი. ვიცი ისიც რომ არავის მოწონს ეს. არ მახსოვს მაშინ ვაფიქსირებდი თუ არა ჩემს აზრს მაგრამ ახლა მომინდა დამეწერა. სამწუხაროდ მეტს ვერაფერს ვიტყვი მომავალ განვითარებაზე. მარიამი არ გყავდა ისეთი პერსონჟი, მსუბუქი და მარტივი გადაწყვეტილებები რომ მიეღო, ახლა სრულიად სხვა არის და უბრალოდ მიკვირს ასე როგორ მოხდა? მინდოდა ეს კითხვა დამესვა... ალბათ პასუხი ვიცი კიდეც, მაგრამ მაინც...❤️❤️❤️

 


№21  offline მოდერი Moonlight17

ნანა73
ვიცი, ყველაფერი ვიცი რაც მოხდება, მახსოვს გადავახტი ამ თავს თუ ჰორიზონტალურად ვაყოლებდი თვალს, ვბრაზობდი საერთოდ მარიამის ქცევებზე და ურთიერთობებზე, იმდენად არასერიოზული და მიუღებელი იყო... ბავშვია, მაგრამ თვრამეტი წლის ბავშვებიც ნამდვილი სიყვარულის დროს, ისეთ სიმტკიცეს იჩენენ... წარმოუდგენელია კომიდან ახალი გამოსული ორსული, რომელიც თითქმის ქვრივია და ასეთი მსუბუქი საქციელი. ვიცი ისიც რომ არავის მოწონს ეს. არ მახსოვს მაშინ ვაფიქსირებდი თუ არა ჩემს აზრს მაგრამ ახლა მომინდა დამეწერა. სამწუხაროდ მეტს ვერაფერს ვიტყვი მომავალ განვითარებაზე. მარიამი არ გყავდა ისეთი პერსონჟი, მსუბუქი და მარტივი გადაწყვეტილებები რომ მიეღო, ახლა სრულიად სხვა არის და უბრალოდ მიკვირს ასე როგორ მოხდა? მინდოდა ეს კითხვა დამესვა... ალბათ პასუხი ვიცი კიდეც, მაგრამ მაინც...❤️❤️❤️

მადლობა ნანა, რომ მომყვები და მგულშემატკივრობ. ❤️ რაც შეეხება შენს კითხვაზე პასუხს, მართლაც ორივემ ვიცით. მეც და შენც ❤️

 


№22 სტუმარი სტუმარი Keti

ბევრჯერ აღვნიშნე და ახლაც გავიმეორებ, ის მკითხველი ვარ რომელიც პირველად გკითხულობს.
წარმოდგენა არ მაქვს ისტორიის გარძელებაზე და თან ამ თავის ასეთი დასასრული იყო შოკი...
აი, გულის სიღრმეში ხომ ველოდი თავის დასაწყისში ანდრეას გამოჩენას, მაგრამ 3 წელი გავიდაო, ქორწილიო, ‘პირველი ღამე’ და მთელი ამბები რომ ჩაატარე, დავმარხე ანდრეა და ვკონცერტირდი დემეტრეზე, მაგრამ შენც არ მომკივდე?!
არა, მაინც ამ თავის ასე დატოვება შეიძლებოდა?
მარიამმა სრული მეტამორფოზა რომ განიცადა ამაში ყველა ვთანხმდებით.
დასაწყისში, ანდრეასი და მარიამის ასაკი(სკოლის ფაქტორი) რომ არ გამოჩენილიყო, დიალოგებიდან და საქციელებიდან გამომდინარე სრულიად ჩამოყალიბებული პიროვნების შთაბეჩტილებებს ტოვებდნენ, აი ახლა ეგრე ვერ ვიტყვი. პირიქით ამ ტრაგედიას უფრო უნდა გაეძლიერებინა და დამოუკიდებელ მარტოხელა დედა გაეხადა, მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა.
ხოდა, მწერალი მაინც შენ ხარ, არ ვიცი რედაქტირების პროცესში ხარ და თუნდაც იმ პატარა დეტალების შეცვლით შეგეძლო მარიამი უფრო ძლიერ ქალად ჩამოგეყალიბებინა, არც ახლაა გვიანი.
პ.ს ზოგადად ისტორია არარეალურიაო და ფანტაზია მაგას ვერავინ იტყვის, თუმცა რაც მეორე ნაწილი დაიწყო აშკარად ასეთ რაღაცებთან გვაქვს საქმე.
1. კომაში, ორსული არასლურწოვანმა რომ შვილი შეინარჩუნა ცოტა შოოოკ, არა?!
2. საერთოდ არ არის რაღაც ფაქტორად მაინც დეტრეს და მარიამის ურთიერთობაში მარიამის ორაულობა აღნიშნული, ანუ ‘მაინც ქართველი ბიჭია და ასე უცებ შეყვარება, ულოგუკოა ცოტათი, მგონი?!
3. აქ უკვე მარიამის დამოკიდებულება დემეტრეს მიმართ, სრული ინდეფერენტულობა, აქ უკვე აღარც ვიცი რა ვთქვა???

 


№23  offline წევრი elene2619

მერამდენედ ვკითხულობ ამ ისტორიას სათვალავიც კი ამერია ????❤️ და ყოველ ჯერზე რომ უფრო და უფრო მომწონს რა ქვია ამას ❤️❤️
სასწაული ისტორიაა თავისი ემოციებით, გრძნობებით და ყველაფრით სავაე რაც კი სჭირდება კარგ ისტორიაა ❤️❤️ ანდრეაზე და მარიამზე ვგიჟდები რა ვქნა ყოველი წაკითხვის მერე უფრო მეტად მიმძაფრდება ეს შეგრძნენა ???? შეიძლება დემეტრეს ძალიან “ვჩაგრავ” მაგრამ რა ვქნა რომ ეს წყვილი ასე კომწონს ❤️
რაც შეგეხება შენ მუნ ლაით ახალი ისტორიების წერა გააგრძელე რა ❤️❤️
სასწაულად მომწონს შენი წერის სტილი ❤️❤️

 


№24  offline მოდერი Moonlight17

სტუმარი Keti
ბევრჯერ აღვნიშნე და ახლაც გავიმეორებ, ის მკითხველი ვარ რომელიც პირველად გკითხულობს.
წარმოდგენა არ მაქვს ისტორიის გარძელებაზე და თან ამ თავის ასეთი დასასრული იყო შოკი...
აი, გულის სიღრმეში ხომ ველოდი თავის დასაწყისში ანდრეას გამოჩენას, მაგრამ 3 წელი გავიდაო, ქორწილიო, ‘პირველი ღამე’ და მთელი ამბები რომ ჩაატარე, დავმარხე ანდრეა და ვკონცერტირდი დემეტრეზე, მაგრამ შენც არ მომკივდე?!
არა, მაინც ამ თავის ასე დატოვება შეიძლებოდა?
მარიამმა სრული მეტამორფოზა რომ განიცადა ამაში ყველა ვთანხმდებით.
დასაწყისში, ანდრეასი და მარიამის ასაკი(სკოლის ფაქტორი) რომ არ გამოჩენილიყო, დიალოგებიდან და საქციელებიდან გამომდინარე სრულიად ჩამოყალიბებული პიროვნების შთაბეჩტილებებს ტოვებდნენ, აი ახლა ეგრე ვერ ვიტყვი. პირიქით ამ ტრაგედიას უფრო უნდა გაეძლიერებინა და დამოუკიდებელ მარტოხელა დედა გაეხადა, მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა.
ხოდა, მწერალი მაინც შენ ხარ, არ ვიცი რედაქტირების პროცესში ხარ და თუნდაც იმ პატარა დეტალების შეცვლით შეგეძლო მარიამი უფრო ძლიერ ქალად ჩამოგეყალიბებინა, არც ახლაა გვიანი.
პ.ს ზოგადად ისტორია არარეალურიაო და ფანტაზია მაგას ვერავინ იტყვის, თუმცა რაც მეორე ნაწილი დაიწყო აშკარად ასეთ რაღაცებთან გვაქვს საქმე.
1. კომაში, ორსული არასლურწოვანმა რომ შვილი შეინარჩუნა ცოტა შოოოკ, არა?!
2. საერთოდ არ არის რაღაც ფაქტორად მაინც დეტრეს და მარიამის ურთიერთობაში მარიამის ორაულობა აღნიშნული, ანუ ‘მაინც ქართველი ბიჭია და ასე უცებ შეყვარება, ულოგუკოა ცოტათი, მგონი?!
3. აქ უკვე მარიამის დამოკიდებულება დემეტრეს მიმართ, სრული ინდეფერენტულობა, აქ უკვე აღარც ვიცი რა ვთქვა???

არამარტო მარიამმა, ისტორიაში თითქმის ყველა პერსონაჟმა განიცადა მეტამორფორზული ფაზა. მინდა გითხრა რომ ძალიან მახარებ, რადგანზუსტად იმას ხედავ რაც უნდა დაინახო ისტორიაში. რაც შეეხება დეტალებს, შეცვლას არ ვაპირებ. ისტორიის არსი და მიზანი მართლა ის არის, რომ მარკამი პერსონაჟი იყოს ისეთიჩამოუყალიბებელი, როგორიც არის. დემეტრე...დემეტრე ალბათ ამმომენტისთვის ყველაზე კარგი, თავისებური ბიჭია და ქართველობამ სულაც არ შეუშალა ხელი რომ ორსული გოგონა შეყვარებოდა.
ვნახოთ, როგორ მოგეწონება მოვლენების განვითარება ❤️

elene2619
მერამდენედ ვკითხულობ ამ ისტორიას სათვალავიც კი ამერია ????❤️ და ყოველ ჯერზე რომ უფრო და უფრო მომწონს რა ქვია ამას ❤️❤️
სასწაული ისტორიაა თავისი ემოციებით, გრძნობებით და ყველაფრით სავაე რაც კი სჭირდება კარგ ისტორიაა ❤️❤️ ანდრეაზე და მარიამზე ვგიჟდები რა ვქნა ყოველი წაკითხვის მერე უფრო მეტად მიმძაფრდება ეს შეგრძნენა ???? შეიძლება დემეტრეს ძალიან “ვჩაგრავ” მაგრამ რა ვქნა რომ ეს წყვილი ასე კომწონს ❤️
რაც შეგეხება შენ მუნ ლაით ახალი ისტორიების წერა გააგრძელე რა ❤️❤️
სასწაულად მომწონს შენი წერის სტილი ❤️❤️

ძალიან ძალიან დიდი მადლობა საყვარელო, რომ ასე მგულშემატკივრობ და მომყვები ფეხდაფეხ. ❤️ ახალ ისტორიას რაც შეეხება, არ მოგატყუებ, წერის პროცესში არის მაგრამ ვერ გადამიწყვეტია, რომ დავასრულებ ავტვირთო თუ არა...

 


№25 სტუმარი niniko

ახალს იმედია მალე დადებ, თორემ ამ დასასრულის შემდეგი მოსვენება დავკარგე და ბორორტებაა იქნება გვალოდინო დიდ ხანს ;დდ

 


№26  offline მოდერი Moonlight17

niniko
ახალს იმედია მალე დადებ, თორემ ამ დასასრულის შემდეგი მოსვენება დავკარგე და ბორორტებაა იქნება გვალოდინო დიდ ხანს ;დდ

ვეცდები გვიან ავტვირთო, რომ დღისით დაგხვდეთ ❤️

 


№27 სტუმარი ვიკა

ეეე, რადგან დებ ამ საღამოს, გელოდები!
ტყუილად არ მალოდინებ იმედია ;დ <3

 


№28  offline მოდერი Moonlight17

ვიკა
ეეე, რადგან დებ ამ საღამოს, გელოდები!
ტყუილად არ მალოდინებ იმედია ;დ <3

ახლა ავტვირთე ❤️

 


№29 სტუმარი სტუმარი თეა

წერით ძალიან კარგად წერ.დასაწყისი ძალიან კარგი იყო,მაგრამ ახლა უკვე უაზრობაში გადადის.((

 


№30  offline წევრი duchi_duchi

დედა ვატირე ასეთი სიყვარულის...აი ისე ამეთხარა ნერვები რომ მარიამი აქ რომ მყაბდეს გავბრდღვნიდი.ასე არ უნდა გაგებანძებინა ეს პერსონაჟი.ასე მალე დავიწყება საყვარელი ადამიანის?არ მესმის! როცა მისი საფლავიც არ გაქვს და შეიძლება ცოცხალი იყოს ყოველდღე დაველოდებოდი ასეთი მწამს სიყვარულის მე.და არა ოთხ თვეში ხუნტრუცი დაეწყო და ვიღავას აკიდებოდა წლები რომ ყოფილიყო გავლილი კიდევ მესმის.ან სამი წელი როგორ ითბენდა ის დემეტრე და კიდე ანდრეა მაგარი *ლეა სანამ იმას გადაუშლიდა ფეხებს მანამდე რომ არ გამოჩნდა და კიდევ უფრე დიდი *ლე იქნება მაგ ქარაფშუტა მარიამს თუ დაუბრუნდება.ამ ისტორიამ რომ გამაბრაზა ისე არ ერთს გავუბრაზებივარ რისთვის ვათენე და მოვიშალე ნერვები.ძაან ემოციური ვარ და არ გაგიკვირდეთ ეს ჩემი კომენტარი.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent