შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფუტკარი. (თავი 7)


19-12-2019, 17:55
ნანახია 183

რაღაც უცნაური, ლამაზი ჰანგები.
მამაჩემს ერთი ჩვევა აქვს.
არ ვიცი, რამდენად გასაკვირი უნდა იყოს, მაგრამ ის არასდროს მელაპარაკება ინგლისურად.
-Tu n'as pas d'amis?-
ახლაც, ჩემს წინ ზის და ამ კითხვას მისვამს.
თანაც ისე, თავი ჟურნალში აქვს ჩარგული.
-non.
Pourquoi me posez-vous cette question à chaque fois?-
ფრანგულად ვეკითხები, ცოტათი ნაწყენი ხმით.
ღრმად ისუნთქავს ჰაერს და თითქოს თავს მანებებსო, ისე გადის ოთახიდან.
დამღალა ამ კითხვამ.
ყოველ წელს, წელიწადის რომელიმე დროს, მეკითხება,
მყავს თუ არა მეგობრები.
იცის, მაგრამ მაინც აგრძელებს.
თითქოს რაღაცით უნდა ჩემი მე ააფორიაქოს, გამოაღვიძოს და აგრძნობინოს რომ მარტო ვარ და მეგობრები მჭირდება.
როცა არას ვპასუხობ, ოთახიდან გადის.
წელს პირველად შევეკითხე, თუ რატომ მისვამს ამ კითხვას გამუდმებით.
მისეული ვერსია მაინტერესებდა, თუმცა პასუხად დუმილი მივიღე.
სპაგეტის ჭამას თავს ვანებებ, მადა მიქრება.
აღმოვაჩინე, რომ რამოდენიმე წამი სულელივით, თვალები ცარიელ სივრცეზე გამიშტერდა.
თეფშს ნიჟარაში ვრეცხავ.
-ირის, რიკი სად არის?-
-არ ვიცი.-
-იქნებ სცადო და დაელაპარაკო, ამ ბოლო დროს ჩაკეტილია.-
ნაღვლიანი ხმით ამბობს დედა.
-მიკვირს, რომ რიკი თავის საოცარ მეგობრებთან ერთად არ ერთობა.
იქნებ რამე მოხდა?-
-ამის გაგებაც არ მინდა.
რთული იქნება მისთვის, მუდმივად სახლში ყოფნა ზომბად აქცევს.-
-რა?- მეცინება.
-რიკი ერთი ზარმაცი ბიჭია, ვფიქრობ მისი ასე ყოფნა ცხოვრებაში მისთვის ნეტარების წუთებია.
თავისი მეგობრები არ ურეკავენ,
არ აწუხებენ.
საერთოდაც, თუ კი სადმე გადიან, ვფიქრობ მთელი მაიამი საფრთხეში უნდა იყოს,
გიხაროდეს, მოსახლეობა უსაფრთხოდაა, როცა შენი შვილი სახლში კოტრიალობს.-
-რა მწარე ხარ!- გაბრაზებული ამბობს ლორა.
-ჰო..- თვალებს მობეზრებით ვატრიალებ, ფორთოხლის წვენს ჭიქაში ვასხამ და მეორე სართულზე კიბეებით ავდივარ.
-შენ როდის აპირებ მეგობრების სახლში მოყვანას?-
-დღეს რატომღაც მთელი ოჯახი ჩემ წინააღმდეგ განეწყო.
ამ თემატიკამ იმდენად გამიწყალა გული, აუცილებლად ვინმეს გავიჩენ.
ვინმე ახალს, სამწუხაროდ ბელატრისი არ მოგწონთ.-
-ჩვენს მეზობელ, ოთხმოცი წლის ბელატრისზე საუბრობ?!
მეც კი ვერ გამოვნახე მაგ უხეშ ქალთან საერთო ენა.
ოცდაათი წელია აქ ვცხოვრობ, ვერა და ვერ ვიპოვე თემა, რაზეც მაგ ქალთან შეიძლება ისაუბრო.
სერიოზულად, რა გაუკეთე ასეთი?-
-C'est ce qu'on appelle la magie.-
(მაგას ჰქვია მაგია.)
ვყვირი დიდი სიამაყით და ოთახში შევდივარ.
ფორთოხლის სურნელება როგორც კი ავსებს ჩემს ფილტვებს, სახეზე ღიმილი მეფინება.
მთელი ზაფხული ცნობილი ვიდეობლოგერების დაჯილდოვებაში გადის.
დღეს კიდევ ერთი ცერემონიაა.
შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე განსაკუთრებული ჩემთვის.
კარადიდან ფორთოხლისფერ, გამოყვანილ კაბას ვიღებ.
სპეციალურად შევარჩიე.
კაბას პატარა ფორთოხლები ამშვენებს, მწვანე ფოთლებით.
სხეულზე გარედან ვიზომავ,
ნეტავ როგორი გამოვა.
წამიერად თვალი მეზობელი სახლისკენ მექცევა.
ორი კვირა გავიდა მას შემდეგ,
რაც იანი ბოლოს პირისპირ ვნახე.
თუ ამას ნახვა შეიძლება დავარქვათ.
ყველაფერი მოვიშორე, რაც იანს უკავშირდებოდა.
არ მინდა არცერთი მოგონების გახსენება,
რაც წარსულში ერთად გამოგვივლია.
მშვიდად მინდა ყოფნა, არ ვიცი რამდენად მოვახერხებ, იმიტომ რომ
არც მეტი არც ნაკლები, ის ჩემს მეზობლად ცხოვრობს.
ორი კვირა ასე თუ ისე ცოტა დამეხმარა, იმ სირცხვილის მონელებაში, რასაც საკუთარი საქციელის გამო ვგრძნობდი.
მსგავსი რამ არ უნდა გამეკეთებინა.
ყველაფერი უნდა მექნა,
იანისთვის გამერტყა,
იქ მდგარი სარკე ჩამემტვრია,
რამე უხეში მეპასუხა,
რაიმე მომეფიქნებინა,
გარდა კოცნისა.
ადამიანზე, რომელზეც ჩემ ცხოვრებაში არასდროს შემიხედავს ისე, როგორც ბიჭი და ანალოგიურად,
არც მას ჰქონია სხვანაირი შეხედულება ჩემ მიმართ.
ეს საშინელება იყო,
ყველაზე დიდი შეცდომა.
სხეულში ჯერ კიდევ უსიამოვნო, სირცხვილნარევი გრძნობა მეუფლება და ტანში ჟრუანტელი მივლის.
გული მერევა საკუთარ საქციელზე და ვოცნებობ,
ეს კადრი სამუდამოდ ამოვშალო ჩემი გონებიდან,
რომ ისეთ კარგ სიტუაციებში, როგორიც ახლა მელოდება, არასდროს შემახსენოს თავი.
დარწმუნებული ვარ,
აფორიაქებული დარჩა.
დღემდე ასეა.
წარმოიდგინეთ, საკუთარი ბავშვობის მეგობარი, თქვენს მეზობლად ცხოვრობს.
სურვილის მიუხედავად, ყოველ დღე ხედავთ, რადგან მისი საძინებელიც კი თქვენსასთან ახლოსაა.
მასთან უკვე წლებია არ გისაუბრიათ, იმიტომ რომ დაავიწყდით,
ზედმეტად ცნობილია იმისთვის, რომ თქვენნაირი მეგობარი ჰყავდეს და ამიტომ, არანაირი შეხება გაქვთ.
მერე კი, რამოდენიმე კვირის ფარგლებში,
არც მეტი არც ნაკლები,
დგები და კოცნი.
მერე მოდიხარ
იმ ადგილიდან
და შენი თავის გრცხვენია.
თვითონ კი ალბათ გული ერევა, როცა მხედავს.
ნეტავ გავქრებოდე ყველგან სადაც მან იქნება.
დღეს არ გამიმართლებს.
მიზეზი, რის გამოც დღეს კარგი სიტუაცია მექნება, ეს ცერემონიაა.
ჩემი ყველაზე საყვარელი ვიდეობლოგერი ნომინაციაშია.
შეუძლებელია იქ არ ვიდგე და მხარი არ დავუჭირო,
როცა მის ვიდეოებს მთელი ეს წლები თვალს ვადევნებდი,
არცერთი კადრი არ გამომიტოვებია და ყოველ ვიდეოში უფრო მომწონდა რასაც ვხედავდი.
მიჩ გრასი.
ბლოგერი, რომელმაც მცენარეები შემაყვარა,
დამანახა რომ ისინიც ცოცხლები არიან , ჩვენსავით სუნთქავენ და მათ ნაზი ზრუნვა სჭირდებათ.
მას შემდეგ, რაც მიჩის ვიდეოები აღმოვაჩინე,
ყველა სახის მცენარე შემიყვარდა.
დავიწყე მათი მოშენება,
შედეგი კი ჩემს ბაღშია.
ვამაყობ.
ყველაზე განსაკუთრებული ამაში ის არის,
რომ ჩემთვის ყველაზე საყვარელი ხილი,
ფორთოხალი, ზუსტად მიჩმა უფრო მეტად შემაყვარა.
მას დეტალურად ჰქონდა ახსნილი,
რა სასარგებლო თვისებები აქვს ფორთოხალს.
მას შემდეგ, მისი მირთმევა არ შემიწყვიტავს.
ამ დღეს არ გამოვტოვებდი,
რადაც არ უნდა დამჯდარიყო,
მინდოდა მიჩი მენახა და მისთვის მეგულშემატკივრა.
ვიცოდი, იქ მხოლოდ მიჩი არ იდგებოდა.
არამედ ყველა, ვინც ცნობილია,
ვინც ბლოგერია..
ლორა აღტაცებული იქნება, როცა გაიგებს რომ სახლიდან გასვლას ვაპირებ.
შესაძლებელია ფრანგულადაც ალაპარაკდეს, სიხარულისგან.
ფრანგულად ყველაფერს იგებს, რასაც მე, მამა და რიკი ვსაუბრობთ,
მაგრამ თვითონ არასდროს გველაპარაკება ფრანგულად.
ჩემი აზრით კომპლექსი აქვს,
ინგლისური აქცენტი ვერა და ვერ მოიშორა.
კაბას ვირგებ და ამდენი წლის შემდეგ თავს ისე ვგრძნობ, თითქოს ახლა ვამჩნევ რომ გოგო ვარ.
სუსტი ტანი მაქვს,
თამამად ვიტყოდი, რომ რასაც ახლა სარკეში ვხედავ, ძალიან მომწონს და მელამაზება კიდეც.
ნუთუ პაწაწინა ფორთოხლების ეფექტია?
ტალღოვან თმას მხრებზე ვიშლი,
ცოტაოდენ მაკიაჟს ვიმატებ სახეზე,
მწვანე ფერის ფეხსაცმელებს ვიცვამ, მაღალი პლატფორმით.
პატარა მწვანე ჩანთა.
იქნებ მიჩთან შეხვედრა ჩემზე უარყოფითად მოქმედებს?
იმიტომ რომ ასე არასდროს ჩამიცვამს.
კაბები ყოველთვის მომწონდა,
მაგრამ მსგავსად, მთლიანი კომბინაცია ადრე არასდროს მიტარებია.
ვფიქრობ ამ ფორმაში უფრო შემამჩნევს,
ის ხომ მცენარეებზე გიჟდება.
ცოტაოდენი CHANEL N5, ჩემს ლავიწებზე და კარს ვაღებ.
ბოლო საფეხურს ვფარავ, როცა დაცემის ხმას ვიღებ.
რაღაც დაიმტვრა.
-ირის?!-
თვალებს ვერ უჯერებს ლორა.
-სად მიდიხარ?- სახეზე გაოცება აწერია,
ახლოს მოდის და ჩემს ხელებს ეჭიდება.
მის ტემბრს ეტყობა, როგორი გახარებულია.
-პაემანი გაქვს?-
-ჰო დედა.- ყალბი ღიმილით ვუღიმი,
თუმცა იმდენად დაბრმავებულია, ვერც კი ამჩნევს.
-ვინ არის, არ გაგვაცნობ?
ხომ იცი, მამაშენს არ უყვარს, როცა რამეს უმალავ.-
-გეყოფა დედა.
ნუ გადამაფიქრებინებ ჩემ გადაწყვეტილებას.
ისეც ძლივს მივიღე.-
სიტუაციას ვიყენებ, დაიჯეროს, მერე ვეტყვი რომ მოვატყუე.
-კარგი, კარგი.
ოღონდ შენ არ გადაიფიქრო, ყველაფერს გავაკეთებ.
ფული გაქვს?-
-კი დედა, რა თქმა უნდა მაქვს.-
ვეცლები და კარში გავდივარ.
-არავინ მოგაკითხავს?-
-არ არის საჭირო, ახლოს ვართ ერთმანეთთან.- სახლის კიბეებს ჩავდივარ, როცა ლორა შოკისგან სახეზე იკიდებს ხელებს.
-არ მითხრა, არ მითხრა რომ იანთან..-
-ლორა გაგიჟდი?!
არა და არა!
'ბავშვობის მეგობარზე' მესაუბრები, დაგავიწყდა?
ეგ ყეყეჩი, თავგასული ბიჭი აღარასდროს მიხსენო!-
ტანში ჟრუანტელმა დამიარა, იანის გახსენებაზე მაშინვე ჩემი საქციელი გამახსენდა და სირცხვილისგან თავის მოკვლის სურვილი გამიჩნდა.
ყოველ ჯერზე ეს უნდა მოხდეს?!
როდის შევეჩვევი?
დავიღალე,
ძალიან დამღალა ამ სირცხვილმა და სინანულმა ჩემი საქციელის გამო.
ვლოცულობ რამე არსებობდეს, როთაც ამ მომენტს სამუდამოდ ამოვშლი ჩემი გონებიდან.
ან იქნებ იანი წამეშალა?
მაგრამ არავინ მაცდის ამას,
ეს ძალიან, ძალიან რთული რამეა.
მითუმეტეს, როცა ის ჩემი მეზობელია.
ბლოგერია, მდიდარი და გართობის მოყვარული.
რატომ ცხოვრობს ისევ მშობლებთან?
ხომ შეუძლია თავის აპარტამენტში გადავიდეს და ცალკე იცხოვროს?
ნუთუ თავში აზრად არასდროს მოსვლია?
იქნებ ერთ დღეს მეც გადავიდე.
-კარგი ირის, მჯერა შენი.
კარგად გაერთე.- ამბობს და კარს ხურავს.
ცოტათი გული დამწყვიტა მისმა სიტყვებმა.
რატომ იცრუე ირის?
გადავწყვიტე რომ მერე აუცილებლად ვეტყოდი სიმართლეს.
იქვე, ქუჩის კუთხეში მდგარ ტაქსიში ვჯდები და ცერემონიისკენ მივდივარ.
ნეტავ რა დამხვდება?
იქნებ მიჩიც ისეთი იყოს, როგორიც სხვა დანარჩენი.
იქნებ მხოლოდ ვიდეოებისთვის იყენებს ამ შიგთავსს?
საშინელი ფიქრები თავიდან უნდა განვდევნო.
მაიამის ქუჩებს ვადევნებ თვალს
და როგორც ველოდი, ძალიან მალე ჩემს წინ უზარმაზარი შენობა იშლება.
თანხას ვტოვებ და შენობას ვუახლოვდები.
ბევრი ხალხია, რა თქმა უნდა.
ზოგიერთი გარეთ ელოდება მათ გამოჩენას, ზოგიერთი კი დარბაზში.
შენობაში უკანა კარით შევდივარ,
წინა კარიდან მხოლოდ ინტერნეტ-ვარკსვლავები შემოვლენ.
ოდნავ შემაღლებულ სცენასთან ახლოს ვდგავარ და შამპანურს ვსვამ.
ფერადი ნათურები ენთება.
გააზრებას ვერ ვასწრებ, დარბაზი ისე ივსება.
ფანებით, ცნობილი თუ არა ცნობილი ხალხით.
-მოგესალმებით 2016 წლის დაჯილდოვების ცერემონიაზე, ძვირფასო სტუმრებო!- სცენაზე დაბალი, სმოკინგში გამოწყობილი ბიჭი გამოდის და მიკროფონში მთელი აღტაცებითა და სიხარულით ყვირის.
საუბარს აგრძელებს, უამრავ სულელურ თემას მიედ-მოედება.
სმენას მას შემდეგ ვაგრძელებ, როცა დარბაზში ჩემთვის საინტერესო სახელი გაისმა.
-ყველაზე ორიგინალურ, საინტერესო და საყვარელ ბლოგერს მიესალმეთ, მეგობრებო!
მიჩ გრასი!-
ყვირის ბიჭი.
ყველა ტაშს უკრავს, მოთმინებით ველოდები, როდის ჩაივლის ჩემს წინ.
რაღაც სასიამოვნო შეგრძნებაა მისი ახლოდან დანახვა.
თითქოს იმ ადამიანს ვხედავ, ვინც ჩემი მე მაპოვნინა.
წამყვანი სიმართლეს ამბობს,
მიჩი მართლაც ბევრს უყვარს.
ღიმილით შემოდის, ხალხს ხელს ართმევს და საპატიო ადგილზე თავსდება.
მის გვერდით თავის მეგობრებს ვამჩნევ, ვისთან ერთადაც ვიდეოებს ხშირად იღებს ხოლმე.
მეღიმება,
რა კარგია რომ აქ ვარ.
-დარწმუნებული ვარ, წინა ღამეს არცერთს გეძინათ, იცოდით, რომ თქვენ დღეს უნდა გენახათ,
ტეო ბარაცი!-
ტაშის ხრიალის ხმა მესმის,
უამრავი მათგანი ყვირის.
ტეო შემოდის.
იანის მთავარი კონკურენტი,
ბიჭი, რომელსაც იანის სამხილები მოვპარე და გავუტეხე.
პირს ვიცვლი, არ უნდა შემამჩნიოს.
ვიმეორებ გულში.
საბედნიეროდ იმდენად ამაყად მოაბიჯებს,
ირგვლივ ვერავის ხედავს.
ღიმილით შემოდის და
საპირისპირო მხარეს თავსდება.
აუცილებლად მიხვდება ვინც ვარ,
თუ დამაკვირდება.
მშვიდად იყავი ბი, თვითონ შენი ბავშვობის მეგობარი, კლერიც კი ვერ შეგამჩნევს.
ამას დამატებული, ვერც მიჩი.
-დასარტყამები მეგობრებო!
წლის საუკეთესო ბლოგერი..- ბიჭი დასრულებას ვერ ასწრებს, დარბაზში ნამდვილი საგიჟეთი ეწყობა.
ყველა ოვაციებს გამოხატავს, ყვირის, ტაშს უკრავს.
ასე არავისზე ყოფილა.
და ამას არც კითხვა სჭირდება, თუ რატომ.
-იან ნოვაკი!-
დარბაზში ისიც ღიმილით შემოდის, ხელებს ირგვლივ ფანებს ჩამოჰკრავს,
სმოკინგი აცვია, თმა მოწესრიგებული აქვს, ერთი სიტყვით იანის გარეგნობა კვადრატში რომ ავიყვანოთ, მაგას უდრის.
ჰო, ზედმეტად დიდი რიცხვით შეფასდებოდა.
ისევ ის მომენტი მახსენდება.
-ღმერთმაც დასწყევლოს ბი.- ვამბობ ჩუმად და ცოტა შამპანურს ვსვამ.
-თავიდან უნდა ამოიგდო, ეცადე თვალში არ გაეჩხირო,
ეცადე რომ ეს მომენტი გააქრო!
თვითონ არც კი იგრძნობდა სირცხვილს ჩემდამი.
რატომ უნდა იგრძნოს?
მას ხომ არ უკოცნია ჩემთვის?!-
თავს უარეს მდგომარეობაში ვიგდებ.
მაშინვე უკუვაგდებ ამ ფიქრებს და მიჩს ვუყურებ.
ვცდილობ ჩემს მზერაში ღიმილი გავურიო.
ვფიქრობ, ის ადამიანები, რომლებიც მიცნობენ და ვუნახივარ ვერ შემამჩნევენ.
ვერც იანი, კლერი ან ტეო.
ან თუნდაც ჯულიანი, ვიღაც შავგრემან გოგოს რომ ესაუბრება და უკვე ყველამ ვიცით, რა განზრახვებიც ამოძრავებს.
ნეტავ ქეითი სად არის?
ამ დღეს არ გამოაკლდებოდა.
საკმარისი დრო გადის, როცა ყველა სხვა ბლოგერი დარბაზს უერთდება,
წამყვანი საუბარს აგრძელებს.
-ბევრი ადამიანი გულშემატკივრობს,
ბევრს უყვარს,
ბევრი სწავლობს და სიამოვნებას იღებს მისი ვიდეოების ყურებით.
მინდა პირველი, დამსახურებული ჯილდო გადავცე მიჩ გრასს!-
ტაშს ვუკრავ, გულით მიხარია.
მიჩი სცენაზე ადის, ხელში კი წამყვანის მიერ მოცემული ჯილდო უჭირავს,
ოქროს მცენარე.
-მადლობა, მადლობა..-
ამბობს რომ ტაშის ხმა გადაფაროს.
-მთელი ცხოვრებაა, რაც ამ საქმეს ხელი მოვკიდე.
დავიწყე სულ მცირედით და დღეს აქ ვარ.
თქვენ წინაშე ვდგავარ,
ადამიანების, რომლებმაც ჩემთან ერთად გაიზიარეს წლები ამ სულიერი არსებების მოვლაში, ზრდაში და განვითარებაში.
მადლობა დედაჩემს, რომ მომცა სტიმული ეს გამეკეთებინა.
შემაყვარა ეს დაუცველი ორგანიზმები და მათზე ზრუნვა მასწავლა. მადლობა თქვენ, რომ ჩემთან ერთად ხართ.
ყოველი დღე, თქვენს გამო უფრო მწვანეა.- მიკროფონს შორდება.
ტაშს ვუკრავ და გაუაზრებლად წამოვიყვირებ, სიხარულისგან.
გასულ წელს, მიჩმა და თავისმა მეგობრებმა ათასობით ხე დარგეს.
ისინი ამას იმსახურებენ.
ახლა მართლა, ბედნიერი ვარ.
-შემდეგი ჯილდო გადაეცემა საუკეთესო ედითისთვის, იან ნოვაკს!-
სცენას ვშორდები, არ მინდა შემამჩნიოს.
მარცხნივ, მიჩისკენ მივდივარ.
ეს ესაა ახლოს ვდგავარ, მილოცვას ვაპირებ, რომ ხელში ვიღაც მავლებს.
ტეოს სახე მესახება.
-ძალიან მეცნობი.-
ეჭვის თვალით მიყურებს.
-რა გინდა?- ვამბობ პირველი იმას, რაც ენაზე მადგება.
-არაფერი, უბრალოდ ძალიან მეცნობი.- ვერც კი ვაანალიზებ როგორ ამთავრებს იანი საუბარს და სცენიდან ჩადის.
ანუ გამოდის ბევრი არ უსაუბრია.
თავიდან ყველაფერი ამომიფრინდა, დროის შეგრძნება დავკარგე,
ახლახან ტეო ბარაციმ შემამჩნია და თუ არ მოვშორდები იმასაც გაიხსენებს, თუ ვინ ვარ.
-რამე პრობლემაა?- მიჩის ხმა მესმის,
ამ ხმას ყველაფრისგან განვასხვავებ.
-არაფერია მიჩ, შენს მცენარეებს მიხედე.- ტეო ხელს მიშვებს და მიჩისკენ ამრეზით იყურება.
-მე კი ვფიქრობ უფრო მეტი თავაზიანობა გმართებს, გოგონას მიმართ.- სერიოზულად პასუხობს.
-ვინ ხარ, რომ რაღაცებს მიმითითებ?!
თავაზიანად შენს მცენარეებს მოექეცი,
ჩემთან ასე საუბარი არ გაგივა.-
უხეშად ამბობს ტეო და როგორც კი მიჩისკენ იწევს, ხელში ვიღაც ავლებს და ეუბნება რომ ახლა ამის დრო არ არის, სცენაზე მისი ასვლის დრო იყო.
ღმერთს მადლობა!
სკანდალი არ მჭირდება,
ეს ყველაზე ნაკლებად მინდა ახლა.
ყველაფერი ავრიე!
-კარგად ხართ?- მიჩი ჩემსკენ ტრიალდება.
-კი, მადლობა.- ზრდილობიანად ვუღიმი.
ტეო სცენაზე ადის.
-ტეოს იცნობთ?-
-პირადად არა, ცნობილია, მაგრამ პირველად ახლა შევხვდი.-
მორცხვად ვპასუხობ.
-არ ვიცი, პოპულარულობის ეფექტია თუ არა,
მაგრამ ეს ბიჭი ყოველთვის ასეთი უხეში იყო.-
სიცილით ამბობს.
-ჰო, ეს აშკარაა.-
კაბაზე მიყურებს.
ღმერთო, რა თქმა უნდა შეამჩნევდა!
მიხარია.
-რა საინტერესო სამოსია.- იღიმის.
-ალბათ უნდა გიყვარდეთ კიდეც მცენარეები, არა?-
-დიახ,
უფროსწორად, მე თქვენი დიდი ფანი ვარ.
წლებია რაც გიყურებთ, მცენარეები და ყველაფერი მათ შესახებ თქვენ შემაყვარეთ.- გამოვტყდი.
-ძალიან სასიამოვნოა ამის მოსმენა.
არ ველოდი ასეთ გამორჩეულ ფორმაში თუ ვინმეს შევხვდებოდი, ვგულისხმობ ჩემს მაყურებელს.-
ძალიან ზრდილობიანია.
ვიღიმი.
-ბაღიც მაქვს, ინსპირაცია თქვენგან ავიღე.-
-ძალიან მიხარია, თუ ჩემი საქმით დაგეხმარეთ.
თქვენი სახელი?-
-ირ..- ვიწყებ როცა ჩემს ხმას წამყვანის ხმა ფარავს, აცხადებს რომ შესვენების დროა, რაც რეალურად ახლა აქ ცეკვაში გამოიხატება.
ყველა იცეკვებს, შემდეგ კი ისევ გაგრძელდება სხვა ბლოგერების დაჯილდოვება.
-ირისი.- ვამბობ უფრო ხმამაღლა, რომ უკეთ გაიგოს.
-მიხარია რომ შეგხვდი ირის, შამპანურს დალევ?-
-კი, მადლობა.- თავისი მაგიდისკენ მიდის.
ნელი მუსიკა მთელ დარბაზში ვრცელდება,
რაღაც ელექტრონულია, ესთეთიკური, ყველას ნელ და ლამაზ ცეკვას ანდომებს.
შედეგიც სახეზეა, ყველა წყვილებში ცეკვავს.
ხალხი ერთმანეთში ირევა.
კლერი ერიკ მილერთან ცეკვავს, როგორც იქნა, ცნობილი და მდიდარი ბლოგერი იპოვა, თავისთვის.
ქეითი ალბათ ისევ იანთან ცეკვას ცდილობს, თუმცა არ გამოსდის, რადგან იანთან სტელაა, თვალებში ვარსკვლავები უთამაშებს, შამპანურს სვამს და ბედნიერია იანის გვერდით მან რომ დგას.
ორივე ძალიან ახლოს არიან ჩემთან,
ხალხი ცეკვის გამო აიშალა, ალბათ ამის გამო აქეთ გადმოინაცვლეს.
-ისე დგახარ, ვიცი ცეკვა გინდა.- ჩემს ორივე ხელს იღებს, ერთს მის მხარზე, მეორეს კი ხელში ითავსებს.
ტეო.
-შეგიძლია მითხრა რა გინდა?- უხეშად ვეკითხები.
-ჩემთან ერთად ცეკვავ, რადგან აქ ხარ, ისიც იცი ვინ ვარ, ამიტომ ვერ ვხვდები რა პრობლემაა?- ნელა ცდილობს ამიყოლიოს ცეკვაში,
სხვა გზა არ მაქვს.
-ის რომ ცეკვას არ ვაპირებ.- ტეოს მოკლედ ვუჭრი და ხელებს ვაშორებ.
ჯანდაბა, მგონი ყველაფერს ხვდება.
ტეო ზურგით იანს ეჯახება, ოდნავ.
ჯანდაბა,
ჯანდაბა,
ჯანდაბა.
უნდა გავიქცე?
რას იფიქრებს იანი?
ტეო?
მიჩი სადღაა?
იანი ჩემსკენ იხედება და
მზერას ერთმანეთს ვუსწორებთ.
დაბნეულობისგან არ ვიცი, რა გავაკეთო.
შეხედვისთანავე ის მომენტი მახსენდება.
ღმერთმა დასწყევლოს,
როგორ ვაკოცე?!
მასთან ასე როგორ მოვიქეცი?!
სერიოზული სახე აქვს,
რადგან ვიცნობ, ვიცი ჩემს აქ დანახვას არ ელოდა, გაოცება მის ბაგეებს ერთმანეთს ოდნავ აშორებს.
-უკარებას როლს თამაშობ?- ტეო ოდნავ იწევა ჩემსკენ.
-თავიდან მომწყდი.- ვამბობ უხეშად, იანს მზერას ვწყვეტ და ვტრიალდები,
თუმცა ტეოს ხელი ისევ მაჩერებს.
ახლა ნამდვილად ვბრაზდები.
-სად გარბიხარ?-
მისკენ მწევს.
ვგრძნობ რომ ახლა რაღაც მოხდება,
იანი ჩვენსკენ მოდის.
გული გამალებით მიცემს, მეშინია.
ან უფრო, მისი მრცხვენია.
-გაუშვი.- ტეოს ხელებს მაშორებს.
-ნუ ერევი ნოვაკ!-
-მომისმინე, ოღონდ აქ არა.
არ მინდა, რომ ამდენ ხალხში გცემო.
ხელი გაუშვი და აქედან დაიკარგე, თორემ თავს ვერ გავაკონტროლებ.-
იანი მაქსიმალურად ცდილობს ბრაზის დამალვას, თუმცა მაინც ეტყობა.
-ირის, სად წახვედი, გეძებდი..- ამბობს მიჩი ჩემს უკან, ორი შამპანურით ხელში.
-აქ ვარ, წავიდეთ.- უეცრად ვაყრი.
ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ იანთან დარჩენა არ მინდა.
ტეო უსიტყვოდ მიდის, იანი კი ჩვენ გვიყურებს.
სანამ აზრად რაიმეს თქმა მოუვიდოდეს, მას ვშორდები.
მე და მიჩი დივანზე ვთავსდებით და საუბარს ვიწყებთ.
გული რამოდენიმე წუთია ვერ წყნარდება.
ეს რა დამემართა?!
ვერ ვიჯერებ.
ვერ ვიჯერებ, რომ იანმა აქ გამომიჭირა.
ყველაზე ნაკლებად ველოდი, რომ შემამჩნევდა.
წუთები მიჩთან საუბარში გადის,
დავმშვიდდი.
ღრმად ჩავისუნთქე და ვეცადე ყველაფერი გონებიდან ამომეშალა.
ახლა ხომ ჩემს საყვარელ ბლოგერთან ერთად ვზივარ და ვსაუბრობ.
ნუთუ ეს სასწაულებრივად კარგი არ არის.
კიდევ დაჯილდოვება და შემდეგ ისევ ცეკვები.
წამიერად სიტყვა პირიდან მწყდება,
იმიტომ რომ იანის თვალებს ვეჩეხები.
მიყურებს,
ვუყურებ
და არცერთმა ვიცით,
ახლა რაზე ვფიქრობთ.
რა ხდება?
საუბარს ვაგრძელებ,
მერე კი თითქოს სუნთქვა მეკვრის.
ისევ მიყურებს,
მეც ვუყურებ.
ამ ელექტრონულ სიმღერას თითქოს ეს ელექტრონული შეგრძნებები თან
მოჰყვა.
ჩემგან საგრძნობლად შორს დგას, ამას რატომ აკეთებს?
რას ხედავს აქ საინტერესოს?!
ჰაერი იხუთება თითქოს,
სირხცვილით ვიწვი.
ალბათ ამით მანიშნებს, რომ ყველაზე სულელი გოგო ვარ.
რას ფიქრობს,
რომ სხვანაირად ვუყურებ, არა?
Concorde-ს Just kiss her ისმის,
მთელ სივრცეში.
ეს სიმღერა მართლა ზედმეტი იყო.
'I think, she looks at me' ისმის მუსიკის ტექსტიდან.
ო, არა!
ისევ მიყურებს.
შამპანურს სვამს, მის ირგვლივ მყოფი ხალხი არ აღელვებს.
'Look in front of you'
კიდევ ერთი ხაზი სიმღერიდან.
ყურებში სკანდალივით ჩამესმის.
როგორი სიმღერაა, ყველაფერი ააფორიაქა,
თუ მეჩვენება?
ფეხზე ვხტები.
-მაპატიე მიჩ, უნდა გავიდე.-
აივნისკენ მივდივარ.
სუფთა ჰაერი მჭირდება,
ამ დაძაბულ სიტუაციას ვერ ავიტან.
აივანს ვუერთდები,
მთელი ტანი მიკანკალებს.
ღმერთს მადლობა, აივანზე არავინაა.
თვალებს ძლიერად ვაჭერ ერთმანეთს.
-ისევ გაიქეცი.-
ჰო, იანის ხმაა.
ეს სხვა სიტუაცია რომ ყოფილიყო,
არასდროს მომაქცევდა ყურადღებას,
არ შემომხედავდა,
უკან კი არ გამომყვებოდა,
მისთვის არავინ ვიქნებოდი.
რა თქმა უნდა ისევ ასეა.
ნუთუ იმიტომ მოვიდა აქ, რომ მკითხოს იმ დღეს, იმ კაბინეტში შეშინებული და აღელვებული რას ვაკეთებდი?
ალბათ.
-გთხოვ იან..-
მისკენ არ ვტრიალდები.
თვალებში ვერ შევხედავ, სირცხვილით მოვკვდები.
ახლოს მოდის და გვერდით დგება.
-შენ იყავი არა?-
-რას გულისხმობ?- წარბებს ვკრავ.
-ბავშვობაში იასამნისფერი, პატარა სატვირთო მანქანა დავკარგე.
ზუსტად ვინუსის სახლში, მას შემდეგ ვერსად ვპოულობდი.-
-ამ ყველაფერს მე რატომ მიყვები იან?
რა საერთო მაქვს შენს ბავშვობასთან?!-
ამ სიტყვების წარმოთქმისას,
თითქოს
რაღაც
გულში არ იყო რიგზე.
იცინის.
ჰო, დამცინა.
-ერთი კვირის წინ, ჩემი სახლის ფოსტაში ეგ სატვირთო მანქანა ვიპოვე.
ვიღაცამ შეგნებულად დადო.
მახსოვს, ბავშვობაში ერთი წელი ვეძებდი,
მერე თავი დავანებე,
თითქოს დამავიწყდა.-
მიყურებს.
-მერე?-
-ვიღაც შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში და ცდილობს ბავშვობა გამახსენოს, ირის.-
რაღაც საეჭვოდ მიყურებს.
-და ფიქრობ ეს მე ვარ?- ხმამაღლა ვკისკისებ.
-არა, იან..
არ მეგონა, თუ ჩემი არსებობის შესახებ იცოდი და მეორე, არ ველოდი რომ ისევ ჩემზე მოიტანდი ეჭვს.-
მისგან ოდნავ ვიწევი.
-ახლა კი, როცა იმ ვიღაცას მოუნდება გონებაში ჩაგიძვრეს, ყოველ ჯერზე მე უნდა მომაკითხო და მამტკიცებინო, რომ ფეხებზე ?-
ვეკითხები სიცილით.
-როცა ეს ვიღაც მსგავსი ხრიკებით ბავშვობას მახსენებს,
პირველი შენი სახლისკენ ვიყურები.
იმიტომ რომ ბავშვობაში ჩვენ ვმეგობრობდით, ირის.
სხვაზე როგორ უნდა გავიფიქრო?-
-რა?-
რაღაც უცნაურად გაიჟღერა ამ სიტყვებმა.
-რა გითხრა იან?
რომ მე არ ვარ?
უკვე დავიღალე, წინა ჯერზეც გითხარი რომ არაფერი მაინტერესებს შენზე.-
-მაშინ ვინ აკეთებს ამ ყველაფერს?!
ვის გადავყავარ ჭკუიდან?!- ღრიალებს.
მწყობრიდან წამში გამოვიდა,
შევხტი,
გამაჟრჟოლა.
-რა არის იმაში ცუდი, რომ
ვიღაცამ ეგ წყეული სათამაშო დაგიბრუნა?!- მეც ვყვირი.
-რვა წლის ვიყავი ირის!
რვის, როცა ეგ სათამაშო დავკარგე.
ვის მოუვიდა აზრად ამ სისულელის გახსენება?-
-ჩემგან რა გინდა?!-
ბრაზისგან თავდაპირველი სირცხვილიც მავიწყდება.
ჩუმდება.
-რატომ გამოდიხარ მდგომარეობიდან, როცა ძველ დროს იხსენებ?
ჩვენ ყველანი, ერთ გუნდად კარგად ვიყავით.
არცერთს გვქონია რთული ბავშვობა,
რატომ არ გინდა ამის გახსენება?!
მაშინ ცუდი ხომ არაფერი მომხდარა.-
სიტყვებს ჩქარა ვაყრი.
-ჩვენ არაფერი ვიცოდით!- მიყვირის,
წამიერად ვჩერდები.
-რას გულისხმობ?- წარბებს ვკრავ.
-არც ჯულიანი და არც კლერი ამას ვერ გააკეთებდა, ვერც მოიფიქრებდნენ.-
თან ფიქრობს თავისთვის, თან ღრმად სუნთქავს.
ჯანდაბა, ძალიან აფორიაქებულია.
კარგია, რომ კოცნა თავიდან ამოუვარდა,
არც კი ახსენა.
გულში ღმერთს მადლობას ვეუბნები.
-და ვინუსი?
იქნებ ვინუსმა გააკეთა იან.- ვეკითხები ხმადაბლა.
ამომხედა, ისეთი სახით, თითქოს შიში, გაურკვევლობა, დაუჯერებლობა და ყველაფერი ერთად ერეოდა მისში.
-შეუძლებელია.- ახლა კი ძალიან ახლოს ვარ პასუხთან.
-რატომ არის შეუძლებელი, ასე რატომ ამბობ?- მართლა ვერ ვხვდები ასე რატომ ფიქრობს.
მიპასუხე იან, მითხარი სიმართლე.
ვამბობ გულში.
მიყურებს
და ვგრძნობ როგორ უნდა თავი აარიდოს ამ პასუხს,
ზუსტად ისე, როგორც წინაზე მე ვცდილობდი თავი ამერიდებინა.
უეცრად მესმის სიმღერა.
Current joys-ის Blondie.
'აქ ყვავილებია,
ჩემს გულში.
ისინი ზრდიან ეკლებს,
ყოველ ჯერზე,
როცა ირგვლივ ხარ
და
ეს
მტკენს.'
ვუყურებ,
მიყურებს
და ისიც დაგვავიწყა ამ მომღერლის ხმამ,
რაზე ვსაუბრობდით.
"და აღარ გნახავ,
ისევ.
შენ პერსონა არ ხარ,
შენ ჩემი მეგობარი ხარ.
თუ ვაკეთებთ,
იქნებ რამე შანსით,
შეგვიძლია ვაკოცოთ?
შეგვიძლია ვიცეკვოთ?"
სუნთქვა მეკვრის.
ეს ტექსტი ზედგამოჭრილია ამ სიტუაციისთვის,
მაგრამ აქ არ უნდა ჩაერთოთ.
მე და იანს არ უნდა მოგვესმინა,
თან ერთად.
-რატომ მაკოცე?- მეკითხება უეცრად.
პირი მიშრება.
რა უნდა ვუპასუხო?
სად ვარ?
ყველაფერი ჩერდება, მხოლოდ
იანის მომთხოვნ მზერას ვიჭერ.
-ჩემი სიკდილი გინდოდა?- ახლოსაა.
ჯანდაბა,
ჯანდაბა.
ეს რა არის?
-რას ნიშნავს, შენი სიკვდილი მინდოდა?- ენას წვალებით ვიბრუნებ, ვცდილობ მყარად ვიდგე.
-ჯერ მაკოცე, მერე გაიქეცი.
კვირეები გავიდა და არსად არ ჩანდი.
საკუთარი ფანჯარაც კი ფარდით დაფარე, რომ შენთვის თვალი არ მომეკრა.
ასე არასდროს მოქცეულხარ.-
რა უნდა ვუთხრა ღმერთო?
მან რა იცის, მე აქამდე როგორ ვიქცეოდი,
არასდროს შემოუხედავს, თითქოს მოჩვენება ვიყავი.
ისე მიყურებს, თან ვცნობ რომ იანია და თან ვერა.
-შენ რა იცი, მე ხშირად როგორ ვიქცევი და როგორ არა?-
ამ მზერას ვეღარ ვუძლებ,
თქვი რამე.
-ნუ იქნები დარწმუნებული, რომ იმ ფანჯრიდან, სადაც შუქი არ ანთია, არავინ გიმზერს.-
თვითონ უდარდელად მპასუხობს,
მაგრამ ჩემში დღეიდან სამუდამო აღელვება დაამკვიდრა,
ამ უბრალო სიტყვებით.
-ადამიანს კლავ, როცა კოცნი და გარბიხარ ირის.
ემალები,
ის გეძებს, შენ კი თავს არიდებ
და ხმას არ სცემ,
წყვეტ რომ არასდროს დაელაპარაკები ან გადაეყრები მეორედ.-
-მთვრალი ხარ.- კანზე ჟრუანტელს ვგრძნობ, გაოცებული ვარ მაგრამ ამის თქმას მაინც ვახერხებ.
-იმ წამს სამუდამო საგონებელში ჩამაგდე.
თუ არ მიპასუხებ,
ცხოვრების ბოლომდე ვიფიქრებ,
რა გააკეთა,
რა გააკეთა,
ნეტავ რა გააკეთა, მეთქი. -
ახლა კი უბრალოდ არ მჯეროდა,
არა,
არა,
არა.
განგაშის ზარები თავში.
ახლა სამუდამო საფიქრალისთვის ვწირავდი,
იმიტომ რომ აქ,
ამ საღამოს, ამ სიმღერის ფონზე მარტო უნდა დამეტოვებინა.
დარბაზისკენ გავრბივარ,
ხალხს ვეცლები,
ვერავის ვხედავ, ვერაფერს ვამჩნევ.
შენობას ვტოვებ და პირველივე ტაქსიში ვჯდები.
ცივი ჰაერიც კი ვერ მაფხიზლებს.
კითხვას თავი მაინც აარიდა,
რატომ ფიქრობდა რომ ამას ვინუსი ვერ გააკეთებდა?
რატომ არ მიპასუხა?
რატომ ფიქრობს რომ ამის გაკეთება ვინუსისთვის შეუძლებელია?
დარწმუნებული ვარ, ისიც იგივეს ფიქრობს ამ წამს.
აივანზე დგას,
ოდნავ
იღიმის და ფიქრობს:
"ისევ აარიდა პასუხს თავი.
გაიქცა,
გაიქცა,
გაიქცა."
იმ დღეს, როცა ვინუსი ჩვენი უბნიდან სხვაგან გადავიდა საცხოვრებლად,
მე ავად ვიყავი.
საავადმყოფოში, ვირუსული დაავადება მქონდა,
რაღაც სახეობის გრიპი.
მინდოდა.
ძალიან მინდოდა მისი ნახვა, სანამ წავიდოდა.
რადგან ბავშვობიდან ვერ ვეგუები, მეზიზღება,
როცა მეგობრებს ვკარგავ,
ან არ ვემშვიდობები,
ან რაღაც ისეთი ცვლილება მრჩება ხელებში, რაც მათ ნახვაში ხელს შემიშლის.
მეზიზღება ცვლილებები, რომლებიც მეგობრებს მაკარგვინებს,
ისევ ცოცხლები არიან,
მაგრამ ჩვენ ერთმანეთს ვკარგავთ,
ურთიერთობას ხელიდან გვაცლის ეს წყეული დრო და ვითარებები.
იმ დღეს, ვინუსმა უამრავი ფორთოხალი გამომიგზავნა საავადმყოფოში.
დედაჩემი დაჯდა და ყველა გაფრცქვნა.
მეზიზღებოდა, იმდენი მაჭამა.
ერთი სული მქონდა,
გავქცეულიყავი და ვინუსი გამეცილებინა.
მერე გავიგე, რომ ფორთოხალი და მისი ვიტამინები იმ ვირუსის საწინააღმდეგოდ საუკეთესო საშუალება იყო.
დღემდე ვჭამ.
დღემდე აწყვია, ჩემს საძინებელში.
მიჩმა ვიდეოში ყველაფერი დაწვრილებით ახსნა ფორთოხლებზე,
მას მერე უფრო შემიყვარდა.
ყოველთვის მივირთმევდი,
იმ იმედით, რომ ერთ დღეს,
გავიგებდი,
რა მოუვიდა ვინუს ჩესტერფილდს.
ვჭამდი, ისე თითქოს ეს დამეხმარებოდა, რომ გამეგო სად ცხოვრობს,
მენახა და ასე მაინც დავმშვიდობებულიყავი,
სხვა თუ არაფერი.
მეთქვა, რომ მისი გამოგზავნილი ფორთოხლები სულ შევჭამე.
მაშინ როცა გამოვჯანმრთელდი,
ვინუსის სახლში წავედი,
უკვე გადასულიყვნენ.
ხის იატაკში, იანის იასამნისფერი სატვირთო მანქანა ვიპოვე.
წლების წინ იქ ჩაუვარდა, მაშინ როცა ვიპოვე, ორივენი ცამეტის ვიყავით.
შევინახე.
სათამაშო არ დამიბრუნებია,
რადგან მე და იანს იმ დღეების შემდეგ, არასდროს გვისაუბრია.
იმ დღეების შემდეგ, ჩემთვის არ შემოუხედავს.
ვინახავდი,
რადგან იგი წარსულში დამებრუნებინა და პასუხიც მიმეღო.
გათენებისას, იანის სათამაშო,მის საფოსტო ყუთში,
მე
დავტოვე.

-
შეაფასეთ.



№1  offline წევრი Lights

Je suis obsédé par cette histoire <3

 


№2 სტუმარი სტუმარი Sweet Home

აუუუ ძაან კარგიააა ემოციებით აღსავსეე, მომწონს ძალიაან ფორთოხლებზე ვგიჟდები ისრისზეცც, ვაააიი იანის სიტყვებზე დავდნიი. ძაან კაიაა მიყვარს მალე დადე დაა არ დააგვიანოდა კიდე გრძელი თავები დადეეე

 


№3 სტუმარი სტუმარი დარინა

აუუ მალეეე დადე რაა გთხოვ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent