მთვარის წითელი სონატა (ნაწ. XII)
თვალებს არ ვუჯერებ. ჩემს წინ ანდრეა ავალიანია. ჩემს საწოლზე წევს და ჭერს ისე აკვირდება, თითქოს რაიმე საინტერესო ეწეროს.ხელში სიგარეტი უჭირავს. საწოლის გვერდით, ტანსაცმლის კარადაზე ჩემი საქორწილო კაბა კიდია. მინდა დავიხარო და ძირს დაგდებული კრემი ავიღო, მაგრამ ვერ ვინძრევი. ოთახს დერეფნის განათება ანათებს. ხელს ოდნავ გვერძე ვწევ და შუქს ისე ვანთებ, რომ თვალს არ ვაცილებ.მეჩვენება?! -თხოვდები მარიამ?- მაშინვე ხმადაბლა ჩურჩულებს, როგორცვე შუქი ინთება და მზერა ჩემზე გადმოაქვს. კაბას გავხედე, რათქმაუნდა პასუხი მშვენივრად ეცოდინებოდა.არ ვიცი რატომ მეკითხება, ალბათ მის წინ რომ გავტყდე და ნაწილებად დავიშალო. ცოცხალი ყოფილა… -ცოცხალი ხარ?..- ამ კითხვის პასუხიც ნათელი იყო, თუმცა ჩემი ქვეცნობიერი ნანახს ისევ ვერ იჯერებდა. შეცვლილი იყო, წვერი ოდნავ მოეშვა, რაც მასზე არასდროს მენახა. ოდნავ მოსუქებულიყო, ახლა სრული იყო და არა გამხდარი.ნაცრისფერი თვალები კი, რომელიც ყოველთვის მაცდურად უნათებდა, ჩამქრალიყო. ფეხზე ნელა წამოდგა და სიგარეტი ფანჯრიდან გადააგდო. მზერა ისევ ჩემსკენ გადმოიტანა. ღმერთო თებეა! ღმერთს მადლობა, რომ სძინავს და ჩემს ოთახში არ არის. გული გამალებით ამიჩქარდა. ყველაფრისგან ერთდროულად სუნთქვაც კი მიჭირდა. არც მე ვინძრეოდი, არც ის. -როგორ შეცვლილხარ- კარგად მაკვირდება და მხოლოდ ამას მეუბნება. -კარგად თუ ცუდად? -ცუდად- მპასუხობს, ისე რომ არც ფიქრდება. -ალბათ, დავმახინჯდი - ირონიულად მეცინება და თავს ვხრი. თვითონ ძალიან სერიოზულია. -იმდენად ცუდად, რომ გგონია შენს გარეგნულ ცვლილებაზე ვთქვი. სუნთქვა მეყინება. რამდენიმე ნაბიჯს ჩემსკენ დგამს. მე კი რაც შემიძლია უკან ვიწევი. არა! ეს არ ხდება! -ანდრეა, წადი რა…- ხმის კანკალით უფრო მეტად ვთხოვ, ვიდრე ვეუბნები. -არ გათხოვდე, მარიამ. თავს ვწევ და თვალებში ვაშტერდები. -წადი, ანდრეა. -წავალ, არ გათხოვდე. -ამის თქმის უფლება არ გაქვს. -იმის თქმის უფლება არ მაქვს, რომ გითხრა ისევ ერთად ვიყოთ მეთქი.-ჰაერს ღრმად ისუნთქავს და კიდევ ერთ ნაბიჯს ჩემსკენ დგამს. გულისცემა უარესად მიჩქარდება. ეს არ უნდა ხდებოდეს!- მარიამ გეფიცები, აღარასდროს დაგენახები, თუ მეტყვი რომ ხვალ არ გათხოვდები. -შენ ეს ყველაფერი რატომ გადარდებს. -არ მინდა, რომ ცხოვრება თავზე დაიქციო. ჩამეცინა, გულწრფელად ჩამეცინა და ფეხები ავამოძრავე. ჩემი საწოლისკენ გავიწიე და ჩამოვჯექი. იქვე მიდებული ჟაკეტი სწრაფად ავიღე და მოვიფარე. ყველა ჩემს მოქმედებას ზედმიწევნით აკვირდებოდა.ახლა ვხვდები აქ როგორც აღმოჩნდა და ნათიას სიტყვებსაც აზრი ეძლევა. -დედაჩემი ნახე? -ვნახე. -რამე გითხრა?- ჰაერი ყელში მეჭედება და თებეაზე ფიქრს ვერ ვწყვეტ. -უნდა ეთქვა? თავი შვებით გავიქნიე და ამოვისუნთქე. მივხვდი რომ არაფერი იცოდა.დავიჯერო, მაშინ თორნიკემაც არაფერი უთხრა? ან საერთოდ როგორ დამთავრდა ეს ამბავი?! ძირს დავარდნილი კრემი თვითონ აიღო და თავის ადგილას დააბრუნა. -ანუ არაფერს ამბობ- ხმადაბლა ამოილაპარაკა და კარებს გახედა. მივხვდი წასვლას აპირებდა, მაგრამ უამრავი კითხვისგან თავი ლამის გამხეთქვოდა. -სად იყავი?- გაუაზრებლად ამოვილაპარაკე და ვცადე ყველგან გამეხედა, ოღონდ მისთვის არ შემეხედა. - ხან სად, ხან სად- იმდენად კონკრეტული პასუხი გამცა, ჩემმა წარსულის ქვეცნობიერმა გაიღვიძა და დაცინვა დამიწყო. არადა ანდრეა სრულიად სერიოზული იყო. მის ხმაში არც ხუმრობა, არც ირონია იგრძნობოდა. მინდოდა ავმდგარიყავი, ყველაფერი დამელეწა, მეყვირა, მეღრიალა. პასუხები მომეთხოვა, ცოცხალი თუ იყო, რატომ დამტოვა! მაგრამ ამის სანაცვლოდ გაუნძრევად საწოლზე გაყინული ვიჯექი. თავი უკმაყოფილოდ გააქნია, ჩემი ოთახის კარები უფრო ფართოდ გახსნა. ბოლოჯერღა შემომხედა და გავიდა. რამდენიმე წამში შემოსასვლელი კარის ხმაც გავიგე. ვერ ვინძრეოდი, ერთ ადგილას ვიჯექი. კარის ხმის გაგება და ორივე თვალიდან ცრემლების ჩამოვარდნა ერთი იყო. გული საშინლად ამტკივდა და წარსულის ჭრილობებმა ნაკერების სათითაოდ დაწყვეტა დაიწყეს. ჩემს კაბას გავხედე და ხვალინდელი დღე წარმოვიდგინე. მე და გაბელია. ეს დღე მხოლოდ ჩვენი უნდა ყოფილიყო. ფურცლით გაჭრილი თითივით მეწვოდა ყველაფერი . ადამიანები შეცდომებს სწორედ მაშინ ვუშვებთ , როცა ინტუიციას არ ვენდობით და თავს ვატყუებთ , ხომ შეიძლება ჩვენ ვცდებოდეთ და ყველაფერი სულ სხვანაირად , უკეთესად იყოს ? გულის სიღრმეში ყოველთვის ვიცოდი, რომ ცოცხალი იყო. ვგრძნობდი, რაც არ უნდა სულელურად ჟღერდეს. ცრემლები ისე მომდიოდა, ვერც ვგრძნობდი. ლოყებს მისველებდა და შემდეგ ჩემს მუხლებზე ეწვეთებოდა. არაფერი მახსოვს, 22 აპრილი იყო, შუაღამე…. ცოტახანში ნაბიჯების ხმამ გამომიყვანა ფიქრებიდან. თავი ამოვწიე მხოლოდ. ჯდომით ისევ იქ ვიჯექი, სადაც ერთი საათის წინ. ადგომა მეშინოდა, არ შემეძლო. ნათია სევდიანი სახით მომიახლოვდა და გვერდით ჩამომიჯდა. მხარზე ხელი მომისვა და მიმიხუტა. თვალები დავხუჭე და მივეყრდენი. -რატომ შემოუშვი საერთოდ..-ამოვილუღლუღე. -უნდა გცოდნოდა, იმედია რაიმე სისულელე არ ჩაიდინე. გავიწიე და თვალებში შევხედე. -არა დედა, ყველაფერი კარგად არის. ხვალ ვთხოვდები. თავი დამიქნია და შუბლზე მაკოცა. -დაიძინე, დასვენება გჭირდება. ხვალ დიდი დღე გაქვს- ბოლო სიტყვებს ღიმილი დააყოლა. ფეხზე წამოვდექი და მას გავყევი ოთახში. მძინარე ციცქნას დავხედე და ჩამეღიმა. -არ მითქვამს… დედაჩემს პასუხი არ გაუცია, მხოლოდ სევდიანად გამიღიმა და საწოლს მიუბრუნდა. თებეა ფრთხილად ავიყვანე ხელში. ოდნავ შეირხა, მაგრამ არ გაღვიძებია. ნათიას არც გაკვირვებია ჩემი საქციელი, როდესაც ჩემს ოთახში გავიყვანე. ხშირად ვიქცეოდი ასე და ხშირად მეძინა მის გვერდით. ფრთხილად დავიწვინე და გვედით დავწექი. შუქები ჩავაქვრე და მისკენ გადავბრუნდი. ცალი ხელი მასზე მედო და ფრთხილად ვეფერებოდი… *** მაღვიძარამ დილის ექვს საათზე დარეკა. სამ საათზე მეტი მგონი არ მძინებია და სარკეში ჩახედვის გარეშეც ვხვდებოდი, რომ საშინლად გამოვიყურებოდი. სწრაფად წამოვწიე თავი. კაბას გავხედე და გაუაზრებლად ჩამეღიმა. თებეას ისევ ეძინა, თუმცა მალე გაიღვიძებდა. საბანი გავუსწორე და აბაზანაში შევედი. იმედი მქონდა, მაკიაჟი მაინც უშველიდა ჩემს თვალებს რამეს. წყალი სწრაფად გადავივლე. უკვე სპორტულებს ვიცმევდი, როდესაც თებემ თავი წამოწია და დამიძახა: -დე.. -ჩემო სილამაზეევ, როგორ გიყვარს ადრე გაღვიძება. მივუახლოვდი, კალთაში ჩავისვი და მივიხუტე. პაწაწინა ხელები მხრებზე შემომაწყო და თავი ჩამომადო. -წამოდი ვჭამოთ.- ხელში ავიტაცე და ოთახიდან გავედით. ვუყურებდი და მისი თვალების შემხედვარე სულ ავალიანი მახსენდებოდა. ღმერთო თებეა! რომ იცოდე ვინ არის მამაშენი.. სკამზე ფრთხილად დავსვი. მისი ფაფა გავამზადე და წინ დავუჯექი. თვითონ დემეტრეს ნაჩუქარი პლასტმასის ფანქრებით თამაშობდა. პატარ-პატარა კოვზებით ვაჭმევდი და ათ წუთში მთლიანი თეფში მოასუფთავა. -ყოჩაღი გოგო ხარ- ლოყაზე ვუჩქმიტე და ნიჟარაში ჭურჭლის რეცხვას შევუდექი. -ოხ,გაგიღვიძიათ- მომესმა ნათიას ხმა. როდესაც დავამთავრე წყალი დავკეტე, ხელები გავიმშრალე და მივბრუნდი. -შენ ისაუზმე? - არა, არ მშია- ხმადაბლა ვუპასუხე -ხომ იცი, თებეას გიტოვებ. 9ზე სალონში თუარ მივალ, ლილუ თავისი ხელით დამაცლის თმებს- გავიცინე და თმა ზემოთ ავიწიე. -მიდი, მიხედე საქმეებს. კაბას წაიღებ უკვე? -კი, ლიზა გამომივლის და პირდაპირ იქ გნახავ . დედაჩემი მოიწია და გადამეხვია. -არ მჯერა, რომ მითხოვდები თვალებიდან წამოსული ცრემლები მოიწმინდა. -გეხვეწები დედა რა, იქ ცრემლები არ გინდა- გავუცინე და ლოყაზე ვაკოცე. საკუთარ ოთახში გავედი და ლიზას გადავურეკე -მეჯვარევ ხოარ დაგავიწყდი?- მაშინვე ჩავძახე ტელეფონს. ტანში ერთიანად გამაჟრიალაიმოს გაფიქრებისას რომ ჩემი მეჯვარე თვით ავალიანი უნდა ყოფილიყო. ვითომ უკვე იცოდა ანდრეას შესახებ?! -უკვე გზაში ვარ. რა დამავიწყებდა. ხუთ წუთში შენთან ვიქნები და დაბლა დამხვდი. -კარგი, გამოვალ. დაბნეულმა გავუთიშე. ხმა ჩვეულებრივი ჰქონდა. უხაროდა კიდეც ჩემი ქორწილი. ჩემი ნივთები სპორტულ ჩანთაში ჩავტენე, კაბა თავის ყუთში მოვათავსე და მისაღებში გავიტანე. ტელეფონი ამიზუზუზნდა. “დილამშვიდობის, ხვალიდან მშვიდობიან დილას უკვე პირადად გისურვებ ხოლმე” დემეტრეს შეტყობინებაზე გამეღიმა. პასუხი დავუბრუნე და ტელეფონი ჩანთაში ჩავაგდე. -თებე, ბებოსთან ხომ არ მოიწყენ- თმაზე მოვეფერე და ვაკოცე. თავი უარყოფის ნიშნად გააქნია. -უნდა გავიქცე დედა, 1-ზე იქ იყავით. -ნუ ნერვიულობ. მიდი, წადი. მოგეხმარო ჩატანაში? -არა, ლიზა უკვე დაბლა იქნება, თებეასთან დარჩი. თავი დამიქნია და გამიღიმა. ლიფტში უზარმაზარი ყუთით და ჩემი ჩანთით ძლივს შევეტენე. სადარბაზოდან გავედი. ლიზა მაშინვე მანქანიდან გადმოვიდა და ჩანთა გამომართვა. ღრმად ამოვისუნთქე როდესაც გავაანალიზე, რომ ანდრეას მანქანით იყო. უკვე შეგუებული ვიყავი რომ რაც ანდრეა გაქრა, მის მერე ლიზამ დაისაკუთრა მისი მანქანა. შიგნით ინტერიერიც ოდნავ შეეცვალა. შიგნით კი სპეციალური მოწყობილობა დაემონტაჟებინა, რომელსაც ფლეიერს უერთებდა ხოლმე. -სანდრო რას შვრება, სად არის?-ვკითხე,როდესაც ღვედი შევიკარი. თავს ძლივს ვიკავებდი, რომ ანდრეაზე არ მეკითხა მაგრამ ქცევებით ვატყობდი, არაფრის აზრზე არ იყო. -ჩემთან დარჩა წუხელ. რომ წამოვედი ეძინა-ჩაიცინა. -შენთან დარჩა?-თვალები გამიფროვდა. -დიახ, დიახ. -სახლში მარტო იყავი? გაურკვეველი მზერით, დაბღვერილმა გადმომხედა -მარტო ვცხოვრობ, დაგავიწყდა?-ბოლო სიტყვებს სიცილი დააყოლა. -ხო, მართალია- ძალით გავუცინე. სალონთან მანქანა გააჩერა. ლილუ უკვე შიგნით დაგვხვდა. სტილისტი თმას ბანდა. დამინახა თუ არა, გამეკრიჭა მეც გავუცინე. დრო ისე სწრაფად გავიდა, ვერ შევამშნიეთ. ლიზამ ჩვენს ლოდინში ყველა ჟურნალი გადაიკითხა რაც იქ იყო. ბოლოს საპირფარეშოში შევიდა და ქორწილისთვის გამოეწყო. ლურჯი, მოკლე კაბა ძალიან უხდებოდა. თმა გაეშალა და დაესწორებინა. როდესაც მაკიაჟიც და თმაც მწყობრში მქონდა, კაბის ჩაცმის დრო დადგა. ლიზა როგორც კი გარეთ გავიდა, მაშინვე ლილუს ხელი მოვკიდე და საპირფარეშოში ჩემს კაბასთან ერთად შევტენე. -ლილუ,რაღაც უნდა გითხრა. -რა? ახლა?- სიცილით მითხრა -მომისმინე სერიოზულად. რაღაც მოხდა და როგორც ვატყობ ჩემს გარდა, არავინ არაფრის აზრზეა. -კარგი მისტიურო გოგონავ, გისმენ. თვალები ავატრიალე მის ხუმრობაზე. უკვე საკუთარი კაბის ჩაცმას ამთავრებდა, როდესაც ხმა ამოვიღე. -ანდრეა ვნახე. -ვინ ნახე?!- შოკირებულმა თვალები ჭყიტა და წამოიყვირა- გაგიჟდი ხო?! -მეც მკვდარი მეგონა, მაგრამ ცოცხალია… თავი ჩავხარე და ყუთიდან კაბა ამოვიღე. -მერე? -წუხელ ჩემს ოთახში გამომეცხადა. იცი როგორი შეცვლილია?.. -მარიამ მოგკლავ! მასე ნუ ლაპარაკობ, ამოღერღე. -ამაზე დამეხმარე- ვანიშნე ზურგის ელვა შესაკრავზე. მანაც აწია და საბოლოოდ მეც მზად ვიყავი. ეს კაბა მკერდს სასწაულად მიკვეთავდა და ვფიქრობდი რომ ზედმეტად ღიაც კი იყო. -მარიამ გააგრძელე, გული მისკდება. მითხარი რომ არაფერი გიგრძვნია. -ლილუ ვთხოვდები ვერ ხედავ?- ამოვილუღლუღე და თავი ჩავხარე. თვალები დამიჭყიტა და წარბები ამიწია. -მითხრა არ გათხოვდეო... -ღმერთო, რა უფლებით!- შეჰკივლა და ხელები აიქნია. მხრები ავიჩეჩე. -ფაქტია, ლიზამ არაფერი იცის. ზუსტად ვიცი მეტყოდა. კიდევ კარგი, იმ ღამით თებეა ნათიასთან დავტოვე. -ღმერთო ჩემო.- ხმა აუკანკალდა ლილუს, როდესაც ყველაფერი როგორც იქნა გადახარშა. -ხმა არავისთან ამოიღო, მითუმეტეს იოანესთან. -არა, არ ვიტყვი. თავი დავუქნიე და გარეთ გავედით.ძალიან სასაცილო იყო ის ფაქტი, რომ ერთ მანქანაში ორი პატარძალი ვიჯექით. გზაში უამრავი სურათი გადავიღეთ და როგორც იქნა დანიშნულების ადგილზე მივედით.გული მაშინვე ამიჩქარდა, როდესაც შორიახლოს გაბელიას მოვკარი თვალი. *** ანდრეა*: მთელი ღამე ბარში გავატარე. რამდენი დავლიე სათვალავიც ამრეოდა. შვიდი სრულდებოდა,როდესაც იქაურობა დავტოვე და ტაქსი გავაჩერე. სახლში დაბრუნების დრო იყო. პატარა ზურგჩანთაში გასაღები მოვძებნე და ეზოს კარი შევაღე. ღრმად ამოვისუნთქე. აშკარად მენატრებოდა აქაურობა. თავი ღიმილით გავიქნიე და სწრაფი ნაბიჯებით შევაბიჯე. ჩამიჩუმი არ ისმოდა, ალბათ ლიზას ეძინა. სამზარეულოში გავედი და ყავის კეთებას შევუდექი. მისაღებში რომ გავედი თვალი ჩემი და მარიამის ფოტოსკენ გამექცა, სადაც ერთმანეთს ვკოცნიდით მიქაძის ჯვრისწერაზე. იოანე, იოანე.. თავი უკმაყოფილოდ გავაქნიე, სურათზე მიშტერებულს, ნაბიჯების ხმამ გამომაფხიზლა. ვიფიქრე ლიზა იყო და ღიმილით გავიხედე, მაგრამ მაშინვე სახე დავასერიოზულე და ფეხზე წამოვდექი. -სანდრო?- თვალებს არ ვუჯერებდი. რა ჯანდაბა ხდებოდა?! -მოიცა, რა?!- იმავე ტონით მიპასუხა და მომაშტერდა- ანდრეა? შენხარ?! -როგორც მხედავ, მე ვარ- დავსრიოზულდი და ხელები გავშალე.-აქ რა გინდა? -შენ რა გინდა აქ?!- ერთი მეორეს მიაყარა სიტყვები და მომიახლოვდა. -მე რა მინდა საკუთარ სახლში?- შევიცხადე, თითქოს ვერ მივხვდი რაზე მეუბნებოდა. - ლიზასთან დავრჩი გუშინ და.. -ჰა?!- მაშინვე აღმომხდა, წარბები ავწიე და ხმას ავუწიე. რა ჯანდაბა ხდებოდა საერთოდ?! -ერთად ვართ. -როგორ ხართ?!- სიცილი ამიტყდა და მივუახლოვდი. ეს უფრო დამცინავი სიცილი იყო, მაგრამ თავს ვერ ვიკავებდი. -უკვე წელიწად ნახევარია ერთად ვართ- წყნარი ხმით ამიხსნა. სახე მოვისრისე და სავარძელში ჩავეშვი. ისევ სიცილი მინდებოდა, როდესაც მას და ლიზას ერთად წარმოვიდგენდი. -დაუძახე, ჩამოვიდეს. -არაა აქ. ანდრეა სერიოზულად, სად ჯანდაბაში იყავი?!- ხმას აუწია და წინ ჩამომიჯდა. -აუ ძმურში, ნუ იწყებ რაა..- ხელი ავუქნიე- სად არის ლიზა? -მეჯვარეა დღეს და მოსამზადებლად წავიდა. ერთიანად დამაცია სხეულში. დამთხვევა ვერ იქნებოდა! -ვისი მეჯვარეა? ღმად ამოისუნთქა და თვალებში შემომხედა. -მარიამის. თვალები დავხუჭე, ამოვიხვნეშე და თავი უკან ღიმილით გადავაგდე. -რაღაც გეშლება, ეზიზღება მარიამი. -გეშლება. - არა, არ მეშლება-წარბები ავუწიე და საკუთარ მუხლებს დავეყრდენი. -ჩამორჩი, ანდრეა. და საერთოდ სად ჯანდაბაში იყავი მართლა!- გაბრაზდბულმა ხელი აიქნია და ფეხზე წამოდგა. -გრძელი ისტორიაა. -დარჩენას თუ აპირებ,მოყოლა მოგიწევს. სახლში მივდივარ უნდა მოვემზადო. დამიჯერე, მარიამი ამისთვის მზად არ არის. სახე მოვღუშე, ხმა არ ამომიღია ისე ვადევნებდი თვალს როგორ გავიდა სახლიდან. ღრიალით, სწრაფად წამოვდექი.ჩემი და მარიამის ფოტოსურათს ხელი დავალე და კედელს მთელი ძალით მივახეთქე. ჩარჩო ნაწილებად დაიშალა, მინა გატყდა და ძირს აქეთიქეთ მოიფანტა. ასევე დავტოვე, შეხედვაც კი მაღიზიანებდა და ჩემს ოთახში ავედი… მარიამი*: ხელი სწრაფად მოვაწერეთ და რესტორნისკენ გადავინაცვლეთ, ფოტოებსაც იქ გადავიღებდით. -საერთოდ ყველაზე ლამაზიხარ- ჩამჩურჩულა გაბელიამ და კიდევ ერთხელ მაკოცა. გამეღიმა. თებეა ჩემსკენ გამოიქცა. ხელები მოვკიდე და კალთაში ჩავისვი. -თუ გინდა მე დავისვამ, კაბა რომ არ გაგიფუჭდეს-შემომთავაზა დემეტრემ. -არა იყოს, ცოტახანში ისევ გაიქცევა, ხომ იცი რა მოუსვენარია. გავუცინე. -ცუდია, რომ საკუთარ ქორწილში ფიტოგრაფობა არ შემიძლია- ამოილაპარაკა და ჭიქა დააცარიელა. მე და ლილუ შუაში ვისხედით, ჩვენ ჩვენი ქმრები კი გვერდით გვესხდნენ. ძალიან კარგი სიტუაცია იყო. ზედმეტადაც კი. -მარიამ, უნდა გელაპარაკო.- შეუღლებულთა მაგიდას ქოშინით მოუახლოვდა ჯაჭვლიანი.თვალებით მანიშნებდა, რომ ავმდგარიყავი. თებეა მაშინვე დემეს გადავაწოდე და ფეხზე წამოვდექი. -ახლავე მოვალ.- ნაზად ვაკოცე და სანდროსთან ერთად გვერდით გავედი. -რა ხდება? -არ დამიჯერებ რა ვნახე. -რა ნახე? -ანდრეა ავალიანი. ამოვიხვნეშე და კედელს იდაყვით მივეყრდენი. -მერე? -რა მერე გოგო?! არ გიკვირს?- ლამის ღრიალებდა. ხელით ვანიშნე ხმისთვის დაეწია. -მე გუშინ გამომეცხადა. არ მიკვირს. და გთხოვ მასზე საუბარი არ მინდა, ავალიანის გამო ქორწილს არ გავიფუჭებ. სანდრომ მხოლოდ ღიმილით დამიქნია თავი. მოვშორდი და სუფრას დავუბრუნდი. 200კაცამდე იყო სტუმრების რაოდენობა. პირადად მე უმეტესობას არც ვიცნობდი. საერთოდ, საიდან შეიკრიბა ამდენი ხალხი მიკვირდა. ცოტა უხერხულ მდგომარეობაში მაგდებდა ის ფაქტი, რომ იმ ხალხისგან ვისმენდი კომპლიმენტებს ვისაც საერთოდ არ ვიცნობდი. -ყველას ყურადღებას ვითხოვ თუ შეიძლება.- მიკრაფონში დაიწყო მიქაძემ და ფეხზე წამოდგა. -დღეს ჩემთვის და ბატონი დემეტრესთვის დიდი დღეა. განა იმაზე უკეთესი რა უნდა იყოს ცხოვრებაში, საყვარელ ქალებს რომ ვირთავთ ცოლად?! ამ ლამაზმანების იყოს ეს ჭიქა. მის სიტყვას ყველას შეძახილი მოჰყვა. გაბელიამ მიმიხუტა. არ ვშორდებოდი, უბედნიერესი ვიყავი. -ჰა ხომ არ მოგვეწია ბიჭებს?- გადახედა იოანემ დემეტრეს. - შენ გააფრინე ხო?- მაშინვე აუწია ხმას ლილუმ. გადავიხარხარე და რეაქციის მოლოდინში დემეტრეს გავხედე. -რატომაც არა.- თავი დაუქნია გაბელიამ და ფეხზე წამოდგა. -რა?! მარიამ! ვის მხარეს ხარ- მომიტრიალდა ლილუ. -კარგი რა ლილუ, აცადე ბიჭებს გაგულავება სანამ გავაწამებთ- გავიცინე,რამაც ისიც დაამშვიდა და ცოტა ღიმილი მოჰგვარა. გაბელიამ თავზე მაკოცა და იოანესთან ერთად დამტოვა. საპირფარეშოსკენ მიდიოდნენ.გზაში ჯაჭვლიანიც გაიყოლეს. -აღიარე, საუკეთესი ქმრები გვყავს- გადავუჩურჩულე დაქალს. -რა აღიარება მაგას უნდა, ფაქტი სახეზეა. გაიცინა ლილუმ და მომეხვია. უბედნიერესი ვიყავი! მალე ფოტოგრაფიც მოგვიახლოვდა. მამაკაცების არ ყოფნით დრო იხელთა და ფიტოების გადაღებას შეუდგა. ანდრეა*: მთელი ეზო მოვიარე, მაგრამ ჩემი მანქანა ვერსად ვნახე. მოვკლავდი ლიზას! ისევ ტაქსი გავაჩერე და ვუთხარი ფუნიკულიორის რესტორანთან მივეყვანე. გზაში ერთი ღერიც მოვწიე მძღოლთან ერთად და თხუთმეტ წუთში უკვე დანიშნულების ადგილზე ვიყავი. მანქანებს თვალი შევავლე. ეტყობა უამრავი ხალხი იქნება. თან როგორც ნათიამ მითხრა, ჩემი საუკეთესო ძმაკაცის ქორწილიც დღეს, ზუსტად აქ იყო. თვალი იქაურობას მოვავლე და ჩემი მანქანაც დავლანდე. სანამ რესტორანს მივუახლოვდებოდი, გარეთ ლიზას მოვკარი თვალი რამდენიმე მანდილოსანთან ერთად. შავად შეღებილ თმას აშკარად შეეცვალა. მივუახლოვდი. დამინახა თუარა სახიდან ფერი წაუვიდა და გოგოებს მოშორდა -არა?.. ნამდვილიხარ?- მაშინვე ცალი ხელით შემეხო. რა სჭირდა?! არადა უხეშობას უფრო ველოდი. ასე შეცვალა ჯაჭვლიანმა? -შენით განმსაჯე- გავუღიმე და დიდი ხნის უნახავ ნახევარ დას მთელი ძალით გადავეხვიე. მიუხედავად იმისა, რომ მეზიზღებოდა მაინც რაღაცნაირად მიყვარდა და მენატრებოდა ლიზა. ალბათ ყველა და ძმის ურთიერთობა ასეთია. მთელი ძალით მომეხვია თვითონაც. -არა მოიცადე. აქ არ უნდა იყო ანდრეა- ხელი მომკიდა და გვერძე გამათრია. -მე არ უნდა ვიყო აქ? და შენ უნდა იყო? -მე მეჯვარე ვარ. -ჩემი ყოფილის მეჯვარე?- საკუთარ სიტყვებზე გადავიხარხარე და ოდნავ შევბარბაცდი. -ნასვამიხარ?! -სულ ცოტათი. -ანდრეა სალაპარაკო ბევრიგვაქვს. ყველას მკვდარი ჰგონიხარ. მაგრამ დღეს არა! -ხო, სალაპარაკომაქვს ნამდვილად ჩემი მანქანის შესახებ. წარბები ავუწიე. თვალები აატრიალა და რამდენიმე ნაბიჯით მომშორდა. -ძალიან მენატრებოდი, მაგრამ შიგნით შემოსული არ დაგინახო. გამიცინა და ნაბიჯებს აუჩქარა. -ისე ყოჩაღ, კარგი გემოვნება გქონია.- სიცილით მივაძახე. მიხვდა, რომ ჯაჭვლიანზე ვეუბნებოდი და საპასუხოდ მისი სიცილიც გავიგონე. სანამ ასე გაღიმებული ვიდექი, ვფიქრობდი რა გამეკეთებინა მაგრამ ვერაფერი მომაფიქრდა. შეიძლება ლიზა მართალი იყო, თავი უნდა დამენებებინა ამ ყველაფრისთვის და სახლში დავბრუნებუკიყავი. თმები ცალი ხელით მოვიქექე და საპირფარეშოს ძებნა დავუწყე, რომ სახეზე წყალი შემესხა და ოდნავ გამოვფხიზლებულიყავი. შესასვლელში ერთერთ მიმტანს ვკითხე და მანაც მიმართულება მარტივად მაჩვენა. საპირფარეშოს კარებს დავჯეჯაგურე. არ იხსნებოდა, მაგრამ შემდეგ მაგრად მივაწექი და როგორც იქნა გაიღო. შიგნით ჩემდა გასაკვირად ნაცნობი სახეები დამხვდნენ, ერთის გარდა. ძალაუნებურად ჩამეღიმა და წელში გავსწორდი. მიქაძემ დამინახა თუ არა, ბოლით სავსე ბოთლი უცნობს მიაჩეჩა და გადაცდენილი ნაპასის გამო ხველა აუტყდა. -აშკარად ძლიერია.ჰალუცინაციებს იწვევს.-გავუცინე. სანდროს თვალებით განგაში ჰქონდა ატეხილი. არცერთი იყო ამ მდგომარეობისთვის ფხიზელი. -ანდრეა? აქ რაგინდა?- ჩემსკენ გამოიწია და მომეხვია. სიცილით გადავეხვიე მონატრებულ ძმაკაცს და ზურგზე რამდენჯერმე ძმურად დავარტყი ხელი. -იმას მეკითხები შენს ქორწილში რა მინდა თუ.. მარიამის? გავიღიმე და უცნობს გადავხედე, მისი სახიდან გამომდინარე,უკვე ვხვდებოდი ვინც უნდა ყოფილიყო. -ანდრეა- ხელი გავუწოდე უცნობს და იოანეს ოდნავ მოვშორდი. -დემეტრე- ეჭვით ამათვალიერა, ხელი გამომიწოდა და ჩამომართვა. იოანემ ახლა ზუსტად სანდროსნაირი სახე მიიღო. თვალებით მანიშნებდა, რომ გავსულიყავით მაგრამ გასვლა არ მინდოდა. -გარეთ გავიდეთ-ხელი მომკიდა მიქაძემ და გასასვლელისკენ მიბიძგა.მე და დემეტრე ერთმანეთს თვალს არ ვაშორებდით. ორივემ ვიცოდით, რაც ხდებოდა. საქმრო ერთი თვალის შევლებით ავათვალიერე, ოდნავ გამეღიმა და იოანეს გავყევი. ჰაერზე გავედით თუარა, ამოვისუნთქე და იქვე ჩამოვჯექი. -ეგაა ხო აბაშიძეს ქმარი? -სახელით აღარ მოიხსენიებ თუ რახდება?!- სერიოზული გამომეტყველებით გადმომხედა -სად იყავი? -ყველა ამ დაზეპირებულ კითხვას რატომ მისვამს?- ხელი ავიქნიე და ვანიშნე ჩემს გვერდით დამჯდარიყო. უხმოდ ჩამომიჯდა. -უნდა მომიყვე, ხომ იცი. -მოსაყოლი არაფერია. -რა არაფერი ანდრეა, ბოლოს რა მდგომარეობაში გნახე იცი?! -ვიცი.- პერანგის ბოლოებს ხელი მოვკიდე და ზემოთ ავიწიე. მუცელზე ორი საშვალო ზომის შრამი როგორცვე დაინახა იოანემ, თვალები გაუფართოვდა. -ისიც ვიცი, რომ ყველას მკვდარი ვეგონე. უკვე მითხრეს- თვალები ავატრიალე და პერანგი თავის ადგილზე დავაბრუნე. -სად იყავი ანდრეა?! -საფრანგეთში.. *სამი წლის წინ* თვალები დამძიმებულმა გავახილე. განათებით და კედლებით ვხვდებოდი, რომ საავადმყოფოში ვიყავი. თავი წამოვწიე და მაშინვე თორნიკე დავინახე. მინდოდა მისთვის ყელში წამეჭირა და დამეხრჩო! არაფერს შეედრებოდა ის გრძნობა,უკანასკნელად ჩემს ხელებში როგორ ჩაისუნთქავდა ჰაერს! მაგრამ ადგომა არ შემეძლო. მუცელზე დიდი სახვევი მედო და მთელი ფეხები დაბუჟებული მქონდა. -არვიცოდი, ავალიანებს ცხრა სიცოცხლე რომ გქონდათ-დამცინავად მითხრა. -უფრო კარგად უნდა დაგერტყა- რაც შემეძლო დამცინავად ვუთხარი-არგაცოცხლებ, თუ გავიგე რომ მარიამს რამე დაემართა! -გოგოზე ნუ ღელავ. უშენოდ კარგდ იქნებიან. -იქნებიან?! -ყველას ვგულისხმობ- მაშინვე მომახალა. რას ბურტყუნებდა არეულად! როგორც ჩანს, კვირა მაინც გასულიყო ამ ყველაფრის შემდეგ, რადგან ოპერაციასაც ჩავლილი ჰქონდა და აშკარად გადასხმებსაც. მაგრამ რატომ ვიყავი ამდენხანს გათიშული?! რაღაც მინდოდა, მწყუროდა. არა, ეს სასმლის წყურვილი არიყო. თითქოს მშიოდა, მგრამ არც ეს არ იყო რაც მინდოდა. ყბა მიკანკალებდა და თვალები მეწვოდა. -აშკარად მოქმედებს- გამიღიმა თორნიკემ და ჩემს მკლავს დახედა. თვალი გავაყოლე მის მზერას და ვენის არტერიასთან ნაჩხვლეტებისგან სისხლჩაქცევები რომ დავინახე, გული ამიჩქარდა. -რა გამიკეთე!!!- დავუღრიალე და შეძლებისდაგვარად წამოვდექი, თუმცა სისუსტისგსნ მაშინვე უკან დავჯექი. -რომ მომეკალი ძალიან კეთილი ვიქნებოდი, თან ციხე არ მაწყობს. ასე უფრო დაიტანჯები. წყურვილი მოგკლავს, თუ არ გააგრძელებ კეთებას. -არა! -შენი ნებაა. თუ გინდა მამაშენი იხსნა, დაივიწყე ყველაფერი და ჩემთან ერთად საფრანგეთში წამოდი. ოთხ დღეში მივდივარ. აორთქლება არც ეცადო, როგორც ლუკას ურჩიე. ვეღარ ვპოულობ მაგ ნაბიჭვარს. როგორ გაბედა იმდღეს პოლიციაში დარეკვა! -მიხარია, რომ ის მაინც გაგექცა.-შეძლებისდაგვარად გავუღიმე. -მოკლედ აბა შენ იცი,მამაშენის ყოფნა არ ყოფნა შენზეა დამოკიდებული. გამოჯანმრთელებას გისურვებ. -დამცინავად მითხრა, ჯიბიდან ქაღალდში გახვეული რაღაც ამოიღო და ტუმბოზე დამიდო. შემდეგ პალატაც დატოვა. ქაღალდს ვწვდი, გავშალე თუარა წამლით სავსე შპრიცი დავინახე. გული ამიჩქარდა და ისევ თავის ადგილას დავაბრუნე. -არა! -დავიღიალე ისევ. გვერდით ექთანის დატოვილ საჭმელს ვწვდი. ჭამას შევუდექი, მაგრამ მაშინვე ღებინების შეგრძნებამ შემიპყრო. ტუალეტში შეძლებისდაგვარად სწრაფად მივუსწარი. თავბრუ მეხვეოდა. სარკეში საკუთარ თავს ვაკვირდებოდი. თვალები ჩამსისხლიანებოდა. ტუჩები მიკანკალებდა და ვერაფრით ვაკონტროლებდი სახის მიმიკებს. ნიჟარას დავეყრდენი. წყურვილი რომელიც მახრჩობდა, ჭრილობის ტკივილს საერთოდ მავიწყებდა. თითქმის ვეღარ ვგრძნობდი. ყველაფერი მოვქექე, ყველგან დავძებნე. ვერც სიგარეტი ვნახე ახლომახლოს. კარებთან პოლიცია იდგა, მაგრამ მეეჭვებოდა, ნამდვილი ყოფილიყო. თორნიკე ასე ვერ მოისყიდდა. ვერ გავიდოდი. ფანჯარას მივვარდი და მარიამი დავინახე. -ჩამოდი ანდრეა, გელოდები- დამიძახა გაბრწყინებულმა. გამეღიმა, დავინახე რომ კარგად იყო. თვალები დავახამხამე და ყველაფერი გაქრა. მაშინვე სახე შემეცვალა. ჯანდაბა! მელანდება! საწოლზე დავჯექი, კანკალს ვერ ვწყვეტდი. ვგრძნობდი, ძარღვებში სისხლი როგორ მეყინებოდა. თავზე ხელები მოვიჭიდე და ვეცადე ყველაფერი გამექრო. თავს მოვრეოდი. წინ და უკან ვირწეოდი, მაგრამ ვგრძნობდი თავში სისხლძარღვები თითქოს როგორ მისკდებოდა, საფერთქლებს ბაგაბუგი გაუდიოდათ. ჯანდაბას! ერთიც არაფერს დააშავებდა. საკუთარ თავს აქედან გასვლის შემდეგ მივხედავდი. აკანკალებული ხელი შპრიცს დავავლე და ხუფი მოვხადე. ხელი კანკალით მივიტანე მარჯვენა ვენასთან. თვალები ფართოდ გავახილე, რომ ყველაფერი კარგად დამენახა, თვალებში პერიოდულად მიბნელდებოდა. არ დავაყოვნე მაშინვე შევისვი და დავაჭირე. ვიგრძენი სითხე როგორ შეერწყა ჩემს სისხლს და თავი უკან გადავაგდე. მაშინვე ამოვისუნთქე და ჰაერის არსებობა ვიგრძენი. წამებში კარგად გავხდი. ჭრილობას ახლა საერთოდ აღარ ვგრძნოდი. დამახველა, მაგრამ ყურადღება არ მივაქციე ჩემს ავადმყოფობას. გაბადრული სახით ტუალეტში გავედი და შპრიცი წყალთან ერთად ჩავრეცხე… *** *ახლანდელი დრო* -მეკაიფები ხო?- წარბები ამიწია მიქაძემ . -მომიყევიო და გიყვები, ქორწილი შეირგე, გაგრძელება მერე იყოს...-ხელი ავუქნიე. -ანდრეა, რა შარში ხარ იცი?! -აღარ ვარ. დავანებე. -დაანებე?! მაგას ვერ ანებებენ. რას მატყუებ! -დავანებეთქო და ჰა, მიჩივლე! ფეხზე წამოვდექი. -აქედან წადი, ანდრეა. -ქორწილიდან მაგდებ?- წარბები ავუწიე. გულის სიღრმეში კი ერთადერთი ძმაკაცისგან ამის მოსმენა ძალიან მეწყინა. -მარიამს ამას ვერ გავუკეთებ. -“ამას?!” -არ დაენახო.ბედნიერია. -უკვე ვნახე, ცოტა ადრე გაგეფრთხილებინე- სიმწრისგან გამეცინა და მხარზე ხელი დავადე. -კარგად დაფიქრდი- თვალებში ჩამხედა და შიგნით შევიდა.წამით ჩავფიქრდი მარიამის ბედნიერების შესახებ, მაგრამ ეგოისტურად ვერ ვხვდებოდი ბედნიერებას იმ ყველაფრის შემდეგ ჩემს გარეშე როგორ პოულობდა… მარიამი*: დემეტრე სერიოზული სახით მომიახლოვდა და გვერძე ჩამომიჯდა. -ყველაფერი კარგადაა?- გადავჩურჩულე. საპასუხოდ მხოლოდ გამიღიმა და სასმელი მოსვა. შორიდან თებეას ვადევნებდი თვალს სხვა ბავშვებთან ერთან როგორ ერთობოდა. ცოტახანში იოანეც მოგვიახლოვდა. რაღაცნაირად შემომხედა და ლილუს მიუჯდა. რაღაც რიგზე არ იყო. ჯაჭვლიანი სადღა იყო?! -აბა, მოწიეთ?- გადავულაპარაკე დემეტრეს და თავით მივეყრდენი. -კი. შენ რას შვრებოდი? -ლილუსთან და შემდეგ თებეასთან ერთად ფოტოები გადავიღე. გავუღიმე და ოდნავ მოვშორდი, რომ თვალებში ჩამეხედა. -ასე შეგიცვალა მოსაწევმა ხასიათი? -არაფერია გადამივლის- ხელი ჩემსკენ წამოიღო და ლოყაზე მომეფერა. ვდნებოდი მისი ყოველი შეხებისას! -სადღეგრძელოების დროა! გაისმა შეძახილი შუა სუფრიდან. თუ სწორად მახსოვდა, ეს ირაკლი იყო. -ულამაზესი წყვილია ორივე, ყველა დამეთანხმება- გაუცინა საზოგადოებას- სულ ესეთი ჟრიამული ყოფილიყოს თქვენს გარშემო და სულ ერთად ყოფილიყავით! გამეღიმა. ლილუც გაბადრული იჯდა. სადღეგრძელოები ერთი მეორეს მიყვა.უკვე მოსაბეზრებელიც კი გახდა ერთი და იგივეს მისმენა. ზურგით დემეს მკერდს მივყრდნობოდი და ხალხისკენ ალაგალაგ ვიხედებოდი, რომ უზრდელობაში არ ჩამოერთვათ. -ისმის?ხო აშკარად ისმის- ხმა გაისმა მიკროფონში. მაშინვე თავი წამოვწიე და თვალების აქეთიქეთ ცეცება დავიწყე. დემეტრეს, იოანეს და ლილუს თვალები ჩემსკენ ჰქონდათ მოპყრობილი. ოღონდ ეს არა! თვალები სუფრის ბოლოში მდგარ ანდრეას გავუსწორე და ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე. მაშინვე თებეას დავუწყე თვალებით ძებნა. ნათიასთან იყო, დავმშვიდდი. მაგრამ გაბელიას თვალები მარჯვენა ლოყას მიწვავდა. თავჩახრილმა გავხედე, მაგრამ ისევ მომიწია თავის გატრიალება როგორცვე ხმა განმეორდა. -დღეს ჩემი უსაყვარლესი ადამიანის ქორწილია!- ჩაიცინა. არა,ანდრეა გთხოვ! უხმოდ ვკიოდი, იდაყვი მაგიდაზე ჩამოვდე და მუშტს შუბლით დავეყრდენი. -იოანე, შენ გაგიმარჯოს- თავი მაშინვე ავწიე. თითქოს იმედები გამიცრუვდაო, იოანე რომ ახსენა. -და რათქმაუნდა ლილუ, შენც. რაც შეეხება მეორე წყვილს, მე და მარიამი..- აი დაიწყო, ერთიანად დავიძაბე და მაშინვე დემეტრეს გავხედე.ჩამქრალი თვალებით მიყურებდა. თითქოს ხვდებოდა, რაშიც იყო საქმე. მაშინვე ფეხზე წამოვდექი, იმდენად სწრაფად რომ ჩემი გაჩერება გაბელიამ ვერ მოახერხა. -ჩვენ, საკმაოდ კარგი ურთიერთობა გვქონდა წლების წინ და მინდა..- მაშინვე ახლოს მივედი მასთან, მიკრაფონი ხელიდან გამოვგლიჯე, არშემიხედავს ვის მივაჩეჩე ხელებში, ანდრეას ხელი მოვკიდე და გადასვლელისკენ ‘გავათრიე’. გარეთ გავედით თუარა, ხელი გავუშვი და შევუტრიალდი: -საკმარისია!- დავუყვირე როგორც შემეძლო- როგორ ბედავ საერთოდ რომ აქ ხარ!- ყელი ერთიანად მეწვოდა. თვალებზე ცრემლები მქონდა მომდგარი, რასაც ბრაზს ვაბრალებდი. მაგრამ იმ ფაქტის უარყოფა მიჭირდა, რომ გული გახეთქვაზე მქონდა. -უფლება არ მაქვს?! - შეიცხადა და წარბები აწია. - არა ანდრეა! არ გაქვს! და ნუ მიყურებ ასეთი უცოდველი თვალებით!- საჩვენებელი თითი ცხვირ წინ ავუწიე. ხელი მაჯაში მომკიდა და ნელ-ნელა ჩამომაშვწბინა. ჩემსკენ ნაბიჯი გადმოდგა, ისე რომ ჩემთვის ხელი არ გაუშვია და თვალებში ყურება შეუწყვუტავს. ნერწყვი ნერვიულად გადავყლაპე და თავი დავხარე. ხელი გამიშვა. ვისარგებლე და დისტანცია გავზარდე. - ასე ვერ მიტან?- სევდიანი თვალებით შემომხედა. სად იყო მისი მაცდური თვალები?! - ვერ გიტან?- ისტერიულად ჩამეცინა და ცალი თვალიდან წამოსული ცრემლი სწრაფად მოვიწმინდე- ხო, ვერ გიტან. აბა რა! - ასე ლაპარაკი საჭიროა? -ანდრეა რა გინდა აქ? რატომ დაბრუნდი? -ჯერ ერთი, იოანეს ქორწილშივარ და მეორეც, ჩემი მიზეზები მქონდა. - თუ ეს იოანეს ეხება, მოდი პატივი ეცი იმას რაც ოდესღაც გვქონდა და ჩემი სახელი აღარ ახსენო. რაღაცის თქმას აპირებდა მაგრამ გამოვეცალე და ჩქარი ნაბიჯებით შევედი შიგნით. გული მისკდებოდა, თითქოს ჩემი გული ვიღაცას ხელში ეჭირა და ნელა უჭერდა ხელს, მაწამებდა. საპირფარეშოში შევედი და ცოტა მივწესრიგდი. რომ დავწყნარდი დარბაზში გაღიმებული დავბრუნდი. ვითომ არც არაფერი მომხდარა. როგორც ვხვდებოდი, სადღეგრძელოები მორჩენილიყო. თებეა დემეტრეს ყავდა ხელში აყვანილი. მივუახლოვდი და ჩამოვუჯექი. თებეა გამოვართვი და მთელი ძალით ჩავეხუტე. -რა ხდება?- დაბალი ხმით მკითხა გაბელიამ. - არაფერი- თებეაზე ვანიშნე და ძალით გავუღიმე. პატარა იყო ჩემი ციცქნა, მაგრამ ვიცოდი ყველაფერი ესმოდა. ნამდვილად არ მინდოდა დედამისის წარსულის შესახებ ასე ნაადრევ ასაკში გაეგო. -წამო თებე, ვიცეკვოთ- მომიახლოვდა ლილუ და თვალებით მანიშნა, ვიცი რაც ხდებაო. გავუღიმე დაქალს და ხელის კანკალით დავსვი თებეა. - აბა, გისმენ- წარბები ამიწია დემეტრემ. -გთხოვ, არ მინდა ქორწილი ჩაგვეშალოს. - ეგ ტიპი აპირებდა?!- ერთიანად დაიძაბა. -ეგ “ტიპი” თებეას მამაა- სწრაფად მივაყარე სიტყვები ერთმანეთს და მიუხედავად იმისა რომ ვჩურჩულებდი გარშემო მიმოვიხედე. დავრწმუნდი რომ არავინ გვისმენდა. -ანდრეა ავალიანი. მოსაწევად რომ გავედით მაშინ გამეცნო.- ხმადაბლა ამოილაპარაკა და თვალები მოსრისა. ხელი ჩამოვაწევინე და ჩემსაში მოვიქციე. - შემომხედე. -მარიამ, შენ მითხარი მოკვდაო. - ასე მეგონა. ყველა ასე ფიქრობდა დემეტრე. -არ მეგონა, ვინმეს სიცოცხლე ასე თუ დამამწუხრებდა- ჩაიცინა და ხელი მომაშორა. -დემე გთხოვ! -რას მთხოვ, მარიამ? ფაქტია გამოუვიდა რაც უნდოდა. -არა! მე შენ მიყვარხარ გაბელია!- ხმამაღლა ვუთხარი და ფეხზე წამივდექი. წამით სახე გაებადრა, მაგრამ არ შეიმჩნია. კვლავ ხელი გავუწიე და საცეკვაო მოედნისკენ ვანიშნე. -ცოლს ცეკვაზე უარს ეტყვი?- შეძლებისდაგვარად გავუცინე. ყურებამდე გამიღიმა, ხელი მომკიდა, შემდეგ ჩემს წელზე გადაიტანა და ხალხს შევუერთდით. ცალი ხელი მხარზე მედო, მეორე ხელი კი ჩაჭიდული გვქონდა ერთმანეთისთვის. სხეულით მთლიანად ვეკვროდი და წრიულად ნელნელა ვამოძრავებდით ფეხებს. არ მანაღვლებდა ის ფაქტი რომ შეიძლება ანდრეა ახლა მიყურებდეს. გაბელიას თავი ნიკაპზე მივადე და თვალები დავხუჭე. - ელაპარაკე? -კი, ველაპარაკე- პასუხი ისევე ჩურჩულით გავეცი, როგორც თვითონ მკითხა. -მერე? -არაფერი დემეტრე. საკმაოდ ნათლად დავანახე ჩემი პოზიცია. გთხოვ დაწყნარდი. ნუხარ დაძაბული.-წარბები ავუწიე. -თებეაზე იცის? თავი უარყოფის ნიშნად გავაქნიე და ძირს დავიხედე. მეტი არაფერი უკითხავს. მკვალებიმომხვია და ახლა ჩახუტებულები ვაკეთებდით ბრუნებს… *** ანდრეა:* საკუთარ მანქანასთან აყუდებული ვიდექი და სიგარეტს ვეწეოდი. კვამლს უაზრო ფიქრებს ვატანდი. დავიჯერო ასე მალე დამივიწყა მარიამმა?! დაწყევლილი იყოს სამი წელი! არცერთი დღე არ გასულა, რომ მასზე არ მეფიქრა! ის კი ახლა ბედნიერია და ქორწილიც კი აქვს.. ფიქრებიდან ნაცნობი სილუეტის დანახვამ გამომიყვანა. ეზოს კიბეებს ლილუ პატარა გოგოსთან ერთად მოუყვებოდა. დამინახა თუარა სახეზე ფერი დაეკარგა.მომიახლოვდა, ისე რომ ბავშვისთვის ხელი არ გაუშვია და სამართავი პულთით იოანეს მანქანას ბლოკი მოხსნა. მანქანა ჩემი მანქანის მოპირდაპირე მხარეს იდგა. -ანდრეა.- ხმადაბლა მომმართა, სევდიანად უსიტყვოდ გავუღიმე. ჩემსკენ გამოიწია და გადამეხვია. თვალი ძალაუნებურად პატარა გოგონას წითელი თმებისკენ გამექცა და ლილუს მოვშორდი. -რა საყვარელი ვინმეა- გავუცინე ლილუს და კვლავ ბავშვს გავხედე. ყოველთვის მიყვარდნენ ბავშვები. -ხო, მარიამის ნათესავია- ყოყმანით მიპასუხა ლილუმ და ხელში აიყვანა. პატარა ხმას არ იღებდა, აშკარად დაღლილიიყო. -იოანეს საფულის ასაღებად გამოვედი.- განმიმარტა და მანქანიდან უცებ აუღო რაც სჭირდებოდა. -მე ლიზას ველოდები- სიგარეტი იქვე დავაგდე და ფეხით ჩავაქვრე. -გამიხარდა რომ ცოცხალიხარ, მაგრამ გთხოვ არაფერი აურიო. ჩამეცინა და ლილუს თვალებში შევხედე. -ასეთი რეპუტაცია მაქვს?არევა რომ მინდოდეს, როგორც სერიალში ისე გამოვჩნდებოდი და დავიყვირებდი წინააღმდეგი ვართქო. გულიანად გავიცინე. -ანდრეა ავალიანი და ადეკვატური ქცევები რაღაც არ მახსენდება- სიცილით, მხრები აიჩეჩა ლილუმ. თავიდან ბოლომდე ამათვალიერეა და გზას უკან გაუყვა. მარიამი:* როგორც იქნა ყველაფერი დასრულდა, თებეას მთელი სახე დავუკოცნე და მძინარე, ნათიას სახლში გავატანე. გაბელიასთან ერთად მანქანამდე მივედი. უკვე ყველა დაშლილიყო. ლიზას ნახვა მინდოდა თუმცა ისედაც მივხვდი მანქანის არ ყოფნით რომ უკვე წასულიყვნენ. ოდნავ ნასვამი მანქანაში ჩავჯექი და ამოვიხვნეშე. -ვალდებულებების დროა-ცოტატი გავიზმორე და დემეტრეს გაკრეჭილმა გავხედე. -ცოლ-ქმრულ ვალდებულებებზე მესაუბრები?- მისმა სიცილმა მთელი მანქანა მოიცვა. -სხვათაშორის მაგაში ისიც შედის, რომ ცოლი უსაფრთხოდ უნდა მიიყვანო სახლში და ნასვამი არუნდა იჯდე საჭესთან. -შენ დაჯდები?- გამიცინა და მანქანა გააჩერა. -არც კიმაქვს მართვის მოწმობა. -კარგი, ისევ ცოლ-ქმრულ ვალდებულებებს მივხედოთ- ჩაიცინა და წარბები აათამაშა. სახლში შევედით თუარა ხელში ამიტაცა, ოთახები გავიარეთ და შემდეგ დამსვა. სიცილს ვერ ვწყვეტდი. საძინებლის კარი დახურა.ლამპის ჩასართავად გავიწიე.როგორცკი ოთახი განათდა,დემეტრესკენ მივბრუნდი.შარვლის უკანა ჯიბიდან გასაღებს,ტელეფონს და საფულეს იღებდა.მისი ღრმა,შავი თვალები მე მიყურებდნენ.თითებს ერთმანეთში ვხლართავდი. -მოდი აქ. ხელი გამომიწოდა,მისკენ წავედი.დამშვიდებას ვცდილობდი ,ქვედა ტუჩს ვკბენდი.გაბელიას მარცხენა ხელი ჩემს წელზე ჩამოცურდა და თავისკენ მიმიზიდა. -შენ ყოველთვის უსაფრთხოდ იქნები,მე დაგიცავ,-დაიჩურჩულა მან.როდესაც მივხვდი რას გულისხმობდა მაშინვე გუნება შემეცვალა და აშკარად სახეზეც შემეტყო. იმისთვის რომ იდეალური სიტუაცია არ გამეფუჭებინა, ენას კბილი დავაჭირე და მისი ბაგეებისკენ გავიწიე. მას დავუჯერე.ვიცოდი დემეტრე ჩემს დასაცავად არაფერზე დაიხევდა უკან.რთულია ვინმეს მოუყვე როგორ დაიწყო ჩვენი ურთიერთობა და როგორ ვითარდებოდა ისინი.დემეტრეს უკვე ბოლომდე ვენდობოდი.ალბათ ამას ნიშნავს იყო შეყვარებული?იყო ვიღაცით იმდენად შებყრობილი,რომ მზად ხარ მას ყველაფერი მისცე. გაბელიამ ხომ უკვე მომცა თავისი გული, გვერდში დამიდგა, როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა და თებეას გაზრდაში ყველანაირად მომეხმარა. .ერთმანეთს მოვშორდით,მაგრამ ტუჩები კვლავ ეხებოდნენ.მისი შუბლი ჩემსაზე იყო მობჯენილი,მუცელზე შევეხე.ხელები მიკანკალებდა,პრრანგის ბოლოს წავწვდი და ღილების გახსნა დავუწყე. -შენ ანგელოზი უნდა იყო.-დაიჩურჩულა და სახე ხელებით დამიჭირა.სახის ნაკვთებს ლამპა უნათებდა.მუქი კულულები,ნაჩვრეტები,შესანიშნავი ღიმილი,გასაოცარი შავი თვალები და ფუმფულა ტუჩები.ისე ლამაზად გამოიყურებოდა,როგორც არავინ. -მე არ ვარ ანგელოზი, დემეტრე- ჩამეცინა და კვლავ მის ტუჩებს ვწვდი. -მე კი ვფიქრობ, რომ ხარ. მისი ხელი პირთან მივიტანე და ვაკოცე. -რატომ?-ვკითხე და წარბები ავწიე. -როგორ შეიძლება ვინმე გამოიყურებოდეს ასე საოცრად და არ იყოს ანგელოზი?-წყნარად ამიხსნა. ერთიანად დამაჟრიალა სხეულში. მისი ყოველი სიტყვა ზედმეტად მოქმედებდა ჩემზე. ჩუმად ჩაეცინა ჩემს რეაქციაზე და ცხვირზე მაკოცა.ჩემი ხელი მის ძლიერ მხრებზე დაცურავდა.დაკუნთულ მკლავებზე ფრთხილად ვუჭერდი. როდესაც გავაანალიზეთ, რომ ჩემი სამკაულები ზედმეტად ხელის შემშლელი იყო, ტუმბოსკენ გავიწიე და მოხსნა სწრაფად დავიწყე. -რა გითხრა მან?-რბილი ხმით თქვა და გამომხედა. ამოვიხვნეშე. არ იყო საჭირო სახელის თქმა,დემეტრე ისედაც მიხვდა რომ ვხვდებოდი..დაიძაბა და თვალებში შემომხედა.თითებით მას შევეხე. ვცადე დამეწყნარებინა,ამან თითქოს მოადუნა.არმინდოდა ავალიანზე საუბრით ეს შესანიშნავი დღე გამეფუჭევინა. უპასუხოდ დავტოვე, ხელები ყელზე მოვხვიე.გულმა სწრაფად დაიწყო ფეთქვა,ვიგრძენი დიდი თითები,რომლებიც ჩემი კაბის ესლვის გახსნას ცდილობდნენ.ამოვიოხრე როდესაც სწრაფი მოძრაობით ერთიანად გამხადა და გვერძე გადადო. ორივე ხელი წელზე მომკიდა და საწოლზე გადამაწვინა. ჩემს ზემოდან მოექცა და კიდევ ერთხელ დააცხრა ჩემს ტუჩებს… ანდრეა*: დღეები დღეებს მისდევდა.კვირა-კვირას. ყველაფერი რუტინაში ჩაჯდა თითქოს. იოანეს სავარძელში ვიჯექი და კოკაკოლას ვწრუპავდი. მოსაწევს თავს ვარიდებდი გარკვეული მიზეზების გამო და ვცდილობდი მიქაძის დასმული ყველა კითხვისთვის მეპასუხა.. -არმჯერა, რომ ასე უბრალოდ ადგა და გათხოვდა.- ჩემთვის ჩავიბურტყუნე და ხელი სიგარეტის კოლოფს დავავლე. -აბა ვცდილობ გადავეჩვიოვო?- წარბაწევით გამომხედა იოანემ და ჩემი სიტყვები დააიგნორა. ამოვიხვნეშე და მოვუკიდე. -დღეში 4-5 ღერი ჩემთვის მიღწევაა, დაფიქრდი. -როგორ გამოკეთდი? -ჩემს ნარკომანობას გულისხმობ?- თავი დინჯად დამიქნია და ლილუს მეორე ოთახში გახედა. ყურსასმენები გაეკეთებინა და მტვრებს წმენდდა. ასერომ თამამად დავიწყე ლაპარაკი.. *სამი წლის წინ* აკანკალებული წავედი თორნიკეს წინადადებაზე და საფრანგეთში გავყევი. ეს მამაჩემის სიცოცხლით მაშანტაჟებდა! -აქ მოგეწონება- სიცილით მითხრა, როდესაც რაღაც სოროში “დავბინავდით” აქაურობა ყარდა უამრავი უცხოს სუნით. რაც ვხვდებოდი რა იყო და სიახლის ყველა წვეთს მიწიოკებდა. -ამის დედაც! მომეცი ეს დედააფეთქებული წამალი!- დავუღრიალე და კანკალით, თვალებ ჩასისხლიანებულმა ხელი დახლზე დავურტყი. -დამშვიდდი-სიცილით მიპასუხა. სუნთქვის კონტროლი უკვე მიჭირდა. იქვე სავრძელზე მივსვენდი და თვალები მივხუჭე . -ერთი სულიმაქვს,სამართალი როდის იზეიმებს- ხმადაბლა ჩავილაპარაკე. თვალების გახელვის თავიც არ მქონდა. ვირგძენი, ვიღაც როგორ გადამაჯდა. იდნავ გავახილე და ჩემს წინ ულამაზესი მანდილოსანი დავლანდე. უკვე ჩემს მუხლებზე იჯდა და სახეზე მეფერებოდა. გამეღიმა და ისევ დავხუჭე თვალები. მალევე ვიგრძენი მისი ტუჩები ჩემს ბაგეებზე. კოცნაში ავყევი. ფრანგები მართლაც კოცნის ექსპერტები არიან! პარალელურად ვნებაში გადაკარგული ვგრძნობდი, ვენას ვიღაც როგორ მიხურებდა და ერთი ჩხვლეტის შემდეგ უკვე სხვა განზომილებაში გადავეშვი. თვალებდახუჭულს შემეძლო დანახვა ჩემსგარშემო უამრავი ელექტრო ფერები როგორ ირეოდა. ათ წუთიანი შეუჩერებელი კოცნის შემდეგ, თვალები გავახილე, ენერგიით სავსე ფეხზე წამოვდექი და გოგონა ხელში ავიტაცე. არვიცი ასე რამდენად ეთქმის, მაგრამ ჩემზე უფროსი იქნებოდა. უმისამართოდ რომელიღაც კარი შევაღე და დივანზე მოვისროლე, ზემოდან გადავაწექი. ყველაფერი გაადვილა როდესაც თვითონ დაიწყო გახდა. არაფერზე მეფიქრებოდა სიამოვნების და იმ ენერგიის დახარჯვის გარდა, რომელიც ჩემში იყო… *ახლანდელი დრო* -კარგი, მაგ დეტალების გარეშე გთხოვ..-ჩაეცინა იოანეს. გამეღიმა და სიგარეტი გადავაფერფლე -რამდენი ხანი იჯექი წამალზე? -წარმოდგენა არმაქვს, ალბათ თვეები ან წელიც კი. - და ბოლობოლო თავი როგორ დაანებე?-თვალებგაფართოებულმა ლუდის ბაკალი ჩაცალა და მაცივრიდან კიდევ ერთი გამოიღო. - არ დამიჯერებ- ჩავიცინე და ჩემი კოკაკოლის ბოლო ყკუპიც მოვსვი. წარბები ამიწია. -რეაბილიტაციის ცენტრში ვცხოვრობდი ერთი წელი. ზუსტად წელიწადი, არცერთი დღის გამოკლებით.- თავი ჩავხარე და სიმწრით ნერწყვი გადავყლაპე. წარბებშეკრულმა პოზა ვიცვალე და მოყოლა განვაგრძე: -მაგრამ მანამდე მოხდა რაღაც, რამაც ნაწილობრივ მაიძულა იქ წასვლა, თორემ ისეთ სამოთხედ მეჩვენებოდა არაფხიზლად ყოფნა, გამოსვლა არც მინდოდა. მარიამზე ყოველდღე ვფიქრობდი მაგრამ არანაირ ემოციას განვიცდიდი. ხომ ხვდები… თავი დინჯად დამიქნია. -რა მოხდა ასეთი?! *წელიწად ნახევრის წინ* წონაში ვატყობდი საშინლად დავიკელი. საკუთარ თავზე საერთოდ არ ვზრუნავდი. ჩემი სასმელ საჭმელი ამ დროისთვის მხოლოდ და მხოლოდ სავსე შპრიცი იყო, რაც სრულებით მაკმაყოფილებდა. ორმაგი დოზა მთელი დღით მყოფნიდა. მაგრამ დღეს ზეიმის დრო იყო! მამაჩემი როგორც იქნა გამოვიდოდა. შესაფერისად გამოვეწყვე და თორნიკესთან ერთად სასამართლოში წავედი. საპირფარეშოში შევედით.გული გამალებით მიცემდა, როგორც იქნა ჩემს მშობლებს ვნახავდი. როგორც იქნა, ვახო თავისუფალი იქნებოდა. ბერიძემ დატენილი იარაღი ნიჟარაზე მოათავსა და მოსასაქმებლად ზურგი მაქცია. კედელს აყუდებულმა ჯიბიდან ლოდინისას შპრიცი ამოვიღე, უკვე პროფესიონალივით ვფლობდი ამას. შემეძლო თვალდახუჭულსაც გამეკეთებინა. წამებში მოვდუნდი და თავი კვლავ ცოცხლად ვიგრძენი. -უკვე ისეთ მდგომარეობაში ხარ, ალბათ მამაშენი ფეხებზე გკიდია.- გადაიხარხარა და ხელები გადაიბანა. ტვინში ნეირონებმა ბაგაბუგი დამიწყეს. -რას გულისხმობ?- ჩავახველე, რომ ხმა ჩამეწმინდა. -ახლა აღარ აქვს მნიშვნელობა არაფერს. რაც მინდოდა ყველაფერი გავაკეთე და ხედავ ანდრეა? ჩემი ოჯახი შენის წყალობით მილიონერია. შენ არაფერიხარ, შენს თავს შეხედე- ყველაფერს ღიმილს და სიცილს აყოლებდა. ყბა დამეჭიმა და მუშტები შევკარი. -თორნიკე სულელობ. შენი მილიონებით თუ გინდა იწმინდეთ. დღეს მამაჩემი თავისუფალი იქნება! -აშკარად ვერ მიმიხვდი-ჩაიცინა და ხელი მხარზე დამადო- მამაშენი აქედან ვერასდროს გამოვა. ბოლო იმედი შენ იყავი, ვერ ხვდები ხო? -რეებს ბოდავ?! -ფაქტიურად მკვდარიხარ ანდრეა.მოსიარულე გვამი. შენ რა,მართლა გეგონა სურვილებს აგისრულებდი?- გადაიხარხარა. -გეფიცები, ჩემი ხელით მოგკლავ- დავუღრიალე, ცალი ხელით ვწვდი და მისკენ გავიწიე. მაშინვე ხელინმომიქნია და ნიჟარას მიმანარცხა. იარაღი ძირს ხმაურიანად დაეცა. -სუსტიხარ იმისთვის, რომ ეგ გააკეთო. შეეგუე, რომ ავალიანები აღარ არსებობთ. ყურებდაგუბებული ვუსმენდი. ყელში მაწვებოდა მთელი ადრენალინი, თვალი იარაღზე მქონდა გაშტერებული. -დედაშენსაც მარტივად ჩამოვიშორებ გზიდან, ეგ არ შემიშლის ხელს... თორნიკე დაიხარა რომ იარაღი აეღო, ძალიან ნელა მოქმედებდა, ან კაიფის გამო მე მეჩვენებოდა ასე, შენელებული კადრებით… მის შემდეგ ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. გაუაზრებლად, მუხლი ნიკაპში მთელი ძალით ამოვარტყი. ინერციით ზურგზე დაემხო. მაშინვე იარაღს ვწვდი და ხელის კანკალით დავუმიზნე. -სერიოზულად ანდრეა? შენ მაგის გამკეთებელი არხარ- სიცილით მითხრა და ორივე იდაყვს დაეყრდნო. მეორე ხელით გადავამოწმე, რომ მართლაც დატენილი იყო. -ცხოვრება გამინადგურე, ეს ხომ მშვენივრად იცი?- დავუღრიალე. მისი სიცილნარევი სახე ნელ-ნელა დასერიოზულდა. -ანდრეა, დაწიე იარაღი. -მიპასუხე!- ბოლო ხმაზე დავუყვირე და იარაღი გავასწორე. -ჩემი მიზანიც ეგ იყო, უშენოდ კაპიკიც არ მექნებოდა, ახლა ყველანაირად უზრუნველყოფილი ვარ. ასერომ დაწიე ეგ, სათამაშოსავით ნუ იქნევ აქეთ-იქეთ- ხელი ამიქნია და წამოდგომას შეეცადა. -არა!- საკუთარ ხმას ვერ ვცნობდი. ჯერ იარაღს ვხედავდი, შემდეგ თორნიკეს სილუეტს, რომელიც ნელ-ნელა დგებოდა და ტუჩიდან წამოსულ სისხლს იწმენდდა. ალბათ არავინ იცის ეს გრძნობა სანამ არ გამოცდის, სიკვდილს როგორ ჩახედავ თვალებში, როცა ამჯერად სიკვდილი, ეს შენ ხარ… არაფერი შეედრებოდა მისი სახის იმ მომენტში დანახვას, როდესაც ტკაცუნის ხმა გაიგო. ბოლოჯერღა შემომხედა თვალებში, ახლა შიშის გარდა ვერაფერს ვხედავდი.ჩემმა ხელმა ამდენი ხნის შემდეგ კანკალი შეწყვიტა, წინასწარი სიამოვნების ჟრუანტელმა დამიარა და ჩახმახს თითი სწრაფად გამოვკარი. მაშინვე თვალები დავხუჭე. საშინელი სიჩუმე იყო და გახელა არ მინდოდა. როცა სხვა გზა აღარ დამრჩა, ძალდატანებით გავახილე და ჩემს წინ უსულო სხეულს შევხედე. მაშინვე კანკალმა ამიტანა, როდესაც ყელის დასაწყისსში სისხლის კვალი შევნიშნე. იარაღი ხელიდან გამივარდა. ორი წუთი ალბათ მივშტერებოდი, და შვებას ვგრძნობდი. მაგრამ შემდეგ საშინელმა სიცივემ და კანკალმა ამიტანა. ნიჟარას შეშინებული დავეყრდენი. წყალი მოვუშვი და სახეზე შევისხი. ნერვიულობისგან სისხლი წამოვახველე, პირი მოვიბანე, ყურადღება არ მიმიქცევია. ეს უკვე ხშირად ხდებოდა მას მერე, რაც წამლის კეთება დავიწყე.. ბოლოჯერ შევხედე ბერიძის სხეულს, რომელიც ნელნელა ტემპერატურას იცვლიდა და იქიდან სწრაფი ნაბიჯებით გამოვედი. *ახლანდელი დრო* -ანდრეა იგონებ! -ასე მოხდა…კაიფისას ვერ ხვდები ადამიანი რამდენად შორს ხარ წამსვლელი, როდესაც გაღიზიანებენ. -კაცის მოკვლა ანდრეა? სულ გადაირიე?!- ჩუმად დამიყვირა და ჩემსკენ გადმოიწია, რომ ლილუს არაფერი გაეგო. ურეაქციოდ ვუყურებდი. -მამაჩემს მოკლავდა, ციხიდან მაგ დღესვე რომ გამოსულიყო, მოკლავდა. -ანდრეა, ვახო სადარის? -ცოცხალია. თავის სახლში საფრანგეთში, მაგდასთან ერთად. ორივე კარგად არიან…- ამოვიხვნეშე და თვალებზე ხელი მოვისვი. -როგორ გამოძვერი? -მალევე მივხვდი, რომ ანაბეჭდებით გაიგებდნენ ჩემს ვინაობას და ძებნა გამოცხადდებოდა,აფექტის მდგომარეობამ იმდენად გამაგიჟა, ისიც ვერ ვიფიქრე იარაღი თან წამეღო. სიმართლე გითხრა გული არ დამწყვეტია, ის რომ ჩაძაღლდა! -ჭკუიდან ხარ შეშლილი! -არავინ იცის იცოდე, და კრინტი არავისთან დაგცდეს! არც შენ ცოლთან. -ხო რათქმაუნდა, მაშინვე დაქალს ეტყვის- დამემოწმა იოანე და თავი დამიქნია. მივხვდი, რომ მასთან ჩემი საუბარი უსაფრთხო იყო. -ქუჩაში ვიყავი სამი თუ ოთხი დღე. ვიმალებოდი, ძილით ვერ მეძინა რათქმაუნდა. წამალს თორნიკე მაწვდიდა. არც ვიცოდი სად მეშოვნა. ჰალუცინაციები და ყველაფერი დანარჩენი. ერთი ღამე საერთოდ ისე გადავიტანე, მეგონა მაგ დღეს დავამთავრებდი სიცოცხლეს. ბოლოს როგორც ქუჩის უსახლკარო, რეაბილიტაციის ცენტრში მივფოფხდი. იქ მომიარეს, წამლებზე შემსვეს, ოთახში გამომკეტეს. უსაფრთხოდ ვიყავი ვიცოდი, პოლიცია იქ არ მომძებნიდა, თან ჩემი სახელით არც ჩავწრილვარ. მოკლედ მიმკურნალეს ერთი წელი, ჩემს ემფიზემასაც მიმიხედეს და ახლა სრულიად ჯანმრთელივარ. -მეეჭვება, ისე მშვიდად საუბრობ, ძალიან ეჭვი მეპარება! -მიქაძე! რა თვეები გადავიტანე იქ შენ არ იცი! ყველაფერს მივცემდი ერთი წვეთი წამლისთვის გეფიცები! მაგრამ ხო ხედავ, ღმერთს აშკარად არ უნდა ჩემი სიკვდილი, რაღაც არის ალბათ რასაც ვჭირდები ამ ცხოვრებაში. -მაგდამ და ვახომ მაინც იციან რო ცოცხალიხარ? -არვიცი, არ შევხმიანებივარ.მაშინ რომ ტელეფონით მესარგებლა არიყო უსაფრთხო.ალბათ იქ დღემდე მეძებენ. გამოვკეთდი თუარა, დამაფინანსეს როგორც უსახლკარო და გამომიშვეს. ერთი თვე ერთ ოთახიან ბინაში ვცხოვრობდი, შემდეგ.. შემდეგ ისეთი რაღაც დამესიზმრა რომ, უბრალოდ უნდა ჩამოვსულიყავი. ისე არშემეძლო! ყალბი პასტორტი მალევე ვიშოვე და..აი მეც აქ ვარ. -რა ხდება, ანდრეა? -მარიამი, მეგონა მას ვჭირდებოდი,მაგრამ მგონი შენც იცი აქ რა ამბებიც დამახვედრეთ! ყალბი ყოფილა მაგისი სიყვარული! ხელი სიმწრით ავიქნიე და სამზარეულოში გავედი, იქვე დადებულ ვაშლს ხელი დავავლე, წყალი გადავავლე და დაჭრა დავიწყე . -წარმოდგენა მაინც გაქვს მაგან რა გადაიტანა? ყველგან გიჟივით გეძებდა! მორგშიც კი დამარეკინა გოგომ! მაგრამ აორთქლებულიიყავი, თითქოს არც არსებობდი ამ დედამიწაზე, ანდრეა! -მართლა?- გულის სიღრმეში გამეღიმა და დაჭრილი ვაშლით სავარძელს დავუბრუნდი. -რა მართლა, ბიჭო! სამი თვე კომაში იყო მარიამი. -რათქვი?!-ვაშლი ლამის ყელში გამეჭედა. ძლივს გადავუშვი მუცელში და ერთიანად დავიძაბე. თავი მწუხარებით დამიქნია. თვალები მოვისრისე და ფეხი გავკარი. თვალწინ დამიდგა ის კადრები, როგორ ურტყავდა თირნიკე მარიამს, დაბოლოს როგორ ეგდო ბალახზე, უსიცოცხლოდ… -ახლა უფრო არ ვნანობ, რომ აღარაა ის ნაბი*ვარი! -ანდრეა, გეყოფა! -ხო მეყოფა, სად არის ლილუ?-თემა შევუცვალე და ვაშლის ჭამა გავაგრძელე. -ოთახშია ემზადება, დაქალთან უნდა გავიდეს. -კარგი- ფეხზე წამოვდექი და იოანეს ოთახისკენ დავიძარი. -ანდრეა, არ გინდა! -მაცადე რა, მეორე შანსს ხომ ყველა იმსახურებს- სევდიანად გავუცინე და ფეხები ავამოძრავე. -ოჯახი ყავს მარიამს, ანდრეა! -მაგ ტონით ნუ მელაპარაკები რა..რატომაა შენთვის ასეთი დაუჯერებელი ,რომ ის ჩემს გვერდით ბედნიერი იქნება. - ისარის დაუჯერებელი რომ ვერ ხედავ, შენს გარეშე უფრო ბედნიერი როგორაა! ერთ ადგილას გავშრი. ყველაზე ახლო ძმაკაცისგან ამ სიტყვების მოსმენას არ ველოდი. ხელი ავიქნიე და ნელი ნაბიჯებით ოთახისკენ გავაგრძელე სიარული. - მოიცადე, ბოდიში. - რა თქვი?!- გაშმაგებული შევტრიალდი, ვგრძნობდი ცხელი ჰაერი როგორ ამომდიოდა ფილტვებიდან. - ბოდიში, არ უნდა მეთქვა. უბრალოდ ბევრს ნუ მოელოდები. სამი წელი გამქრალი იყავი ანდრეა. - აი ეგ თუ ვერ გაიგე რა რისთვის გავაკეთე, მაშინ სალაპარაკო აღარაფერი გვაქვს. ბოლოჯერ ვუთხარი, ლილუსკარებზე დავუკაკუნე და შევაღე. საწოლზე წამომჯდარი ფეხსაცმელს იცმევდა. -რით დაგეხმარო ავალიანო?- ისე მიპასუხა, როგორც ადრე. ჩვეულებრივად. -შენმა ქმარმა გული დამწყვიტა, იმედია შენც ამას არ აპირებ და გამიყოლებ- შეძლებისდაგავარად ყველაფერს ღიმილი დავაყოლე. -სად გაგიყოლო? -შენს დაქალთან. -ანდრეა…- თმა ხელით აიქექა და აქეთ-იქეთ მიმოიხედა. -გთხოვ ლილუ. ოდესღაც ხომ მითხარი მეგობრები ვართო. -ანდრეა ეგ სხვა სიტუაცია იყო, გამოდის დაქალის ცხოვრების არევაში ხელი უნდა შეგიწყო. -აი შენც იწყებ! რაგჭირთ! მარტო თუა წამოგყვები, თუ ქმარუკასთან ერთად სავარძელშია და კინოს უყურებს, სახლში წავალ. გპირდები. წარბები ავუწიე. თვალები აატრიალა. მიხვდა რომ არ მოვეშვებოდი. უკანა ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და მარიამს ისე გადაურეკა, ჩემთვის თვალი არ მოუშორებია -მარტო ხარ? -… -არაფერი, გამოვდივარ. გათიშა თუარა ღრმად ამოისუნთქა და თვალები კიდევ ერთხელ ამიბრიალა. -იცოდე, რომ რამე გზაში შემხვდი! ეგღა მაკლია შენსგამო მარიამთან ვიკამათო! -რა კატეგორიულიხარ, ლილს- გავუცინე, კარები გავხსენი და გარეთ გავედი. მალევე გამოვიდა. მანქანით სწრაფად მივედით. შედარებით მოშორებით გავაჩერე და გადავედით. ლიფტიდან გამოვედით თუარა, ლილუმ კარები შეხსნა. მარიამი მაშინვე გამოვიდა. სახლიდან ჟრიამული გამოდიოდა, ვერ ვიგებდი რა ხდებოდა. მარიამი იცინოდა. ღმერთო, რა ლამაზი იყო! ლილუს სიცილით შეეგება. მაგრამ მზერა ჩემსკენ გადმოიტანა თუარა, მაშინვე გაიყინა და ღიმილი სახეზე შეაშრა. შეძლებისდაგვაად გავუღიმე და თავი დავხარე. მისთვის თვალი არ მომიშორებია. ლილუს თვალების ბრიალით გახედა. არვიცი ლილუმ ამაზე რა ჟესტით უპასუხა, მაგრამ მარიამს გაეცალა და შიგნით შევიდა. ზღურბლს ცალი ხელით მივეყრდენი. -ვილაპარაკოთ?- შევთავაზე თავაზიანი ხმით. უცვლელი სახით, თითქოს გაბრაზებული მიყურებდა. ხმას არ იღებდა, არც სახე არ შესცვლია სანამ ორივემ პატარა ბავშვის ხმა არ გავიგეთ. -დე, მოდი რა- წვრილი, წრიპინა ხმით პატარა გოგონა მარიამს მიუახლოვდა და ფეხზე აეკრა. მარიამი თვალს არ მაშორებდა. სახიდან ფერწასული მიყურებდა. წამით გავშტერდი. ჯერ ბავშვს შევხედე, შემდეგ ისევ მარიამს. ეს პატარა ქორწილიდან მახსოვდა. მაგრამ ლილუმ მითხრა ნათესავიაო.. დავიბენი, დავიძაბე, წელში გავიმართლე და მარიამს თვალებში ჩავაშტერდი: -რა დაგიძახა?! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.