შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხარე საჩუქარი (1-ლი თავი)


20-12-2019, 21:13
ავტორი Alice76
ნანახია 1 908

ქალაქის მთავარი გმირის-უზარმაზარი ნაძვის ხის წინ ვიდექი და ავყურებდი.
რა ფიგურა და ფერი არ უნდა მოგენდომებინა ადამიანს, იქ რომ არ ყოფილიყო. არსებული და არ არსებული ცხოველები, ნათურები და ბლომად ხელოვნური თოვლი. ამის გამკეთებლები ფანტაზიას ნამდვილად არ უჩიოდნენ, მაგრამ ხეზე ირემს და პინგვინს რა უნდა? ჩიტი კიდევ მესმის ხო და ციყვებიც სულ მანდ ბირჟაობენ, მაგრამ პინგვინს რა ესაქმება?
ქუჩისკენ შევბრუნდი, ზედმეტად ბევრი ფიქრი, თანაც ვიღაცის შტერობებზე, დიდად არ მიზიდავს.
აქეთ-იქიდან კვლავ საახალწლო მორთულობამ შემომანათა. ანგელოზები ჩაუმწკრივებიათ ორივე მხარეს, ხელში საყვირები დაუჭერიათ და საიდანღაც სიმღერის ხმაც ისმის. მოკლედ, მთელი სამოთხე აქაა რა.
ჩავიფრუტუნე-არც გეკითხებიან, ისე გაყენებენ კარგ ხასიათზე. იქნებ სულ არ მემღერებ-მეახალწლება? ფეხებზე არ ჰკიდ/იათ?
მაინც მიხარია, აგისხნით რატომაც:
აი, ვიღაც მდიდარი ტიპი, დავუშვათ მერი, ძაან რომ დაინტერესდეს თქვენი სახლის მორთვით და თავისი არა, მაგრამ ქვეყნის ბიუჯეტიდან ბლომად თანხა გამოყოს იმისთვის, რომ სახლის თითოეული სანტიმეტრი საახალწლოდ ააბრდღვიალდეს. შედიხარ სახლში, არც კი გითხოვია არავისთვის იქაურობის დალაგება, გალამაზება, ახალი წლის აღნიშნვასაც დიდად არ გეგმავ, მაგრამ მაინც გაგისწორდება, აბა რას იზამ?
მეც მასე მიხარია, იმიტომ, რომ ქუჩა ჩემი სახლია.
“ქუჩა” არ გაიგოთ ისე, თითქოს რამე კონკრეტული ყოფილიყოს. ეს ზოგადი ცნებაა, რომლის ნამდვილ არსს, სულს და გონსაც მხოლოდ აქ გაზრდილები ვხვდებით.
ის გადარჩენის ადგილია, სადაც ყველაზე მძაფრად იბრძვიან, რადგან მის იქით მხოლოდ სიკვდილია. ან სახლად აქცევ, ან დაიბრიდები.
ოღონდ ისე არ გეგონოთ, რომ ადგებით და იტყვით-მორჩა, ქუჩაში ვცხოვრობო, ეს შერწყმის პროცესია, ძალიან მტკივნეული პროცესი, თანაც საბოლოოდ, ქუჩა წყვეტს, შეგიფაროს თუ არა.
საბედნიეროდ, როცა აქ მოვხვდი, ზედმეტად პატარა ვიყავი- დაახლოებით,ოთხი წლის, შესაბამისად, ჩემი შტერი ტვინით იმდენ ფიქრს ვერ ვახერხებდი, რომ გამესხვავებინა კარგი და ცუდი.
მციოდა და კუჭი მიხმებოდა?-ცუდი იყო,
არ მციოდა?-უკვე საკმარისი.
კუჭს რაც შეეხება, მე სულ მშია და მაგას დიდი ხნის წინ შევეგუე.
ფიქრებში გართული მიწისქვეშა გადასასვლელში ჩავედი. მეუცნაურა, ვერცერთი ნაცნობი რომ ვერ დავინახე, მაგრამ გამახსენდა, რომ იმ დღეს რომელიღაცა მნიშნვნელოვანი წირვა ტარდებოდა, ნიძლავს დავდებდი, ყველა მაწანწალა ეკლესიებთან იყო მობილიზებული.
თავის დროზე მეც მოვტყუვდი და ერთი-ორჯერ შევძვერი ეკლესიის ჭიშკართან, მაგრამ მორწმუნე ხალხი ძუნწია, მხოლოდ ღმერთისთვის იმეტებენ ფულს. აცურებენ ეკლესიის შესაწირში მწვანეებს და რატომღაც ჰგონიათ, რომ დიდსულოვნად იქცევიან.
შეიძლება ისიც კი წარმოუდგენიათ, რომ ყოველ კვირა საღამოს ეს დოლარები სამოთხის ექსპრესს პირდაპირ უზენაესთან მიაქვს, ის კი იქიდან ორმაგს აგზავნის ან რამე ასეთი. რას გაიგებ, მთავარი ისაა, რომ იქიდან კმაყოფილი ჯერ არ წამოსულვარ.
მეტროში ჩავედი და ნაცნობი სურნელი შევისუნთქე.
აქაურობა ყველაზე მეტად მიყვარდა. მას შემდეგ, რაც ქუჩიდან ოთხ კედელში გადავინაცვლე, მეტრო გახდა ხიდი ბავშვობასთან.
უცნაურია, თუ გინდ ნეხვში გქონდეს გატარებული, ბავშვობა მაინც გენატრება ადამიანს. მეც მასე ვიყავი-ჩავიდოდი, შევიყუჟებოდი ვაგონში და მახსენდებოდა ტკბილი დრო, როდესაც არანაირი ზოგადსაკაცობრიო ფიქრები არ მიშლიდა ნერვებს და არაფრით ვიყავი უკმაყოფილო ან აღშფოთებული. პატარა მხეცი ვიყავი, სხვა პატარა მხეცებთან ერთად დავქროდი და სამყაროს ვსწავლობდი.
ისე არ გაიგოთ, თითქოს ახლა მელანქოლიური ვარ ან რამე, ისევ ის, ვარ, უბრალოდ გაზრდილი.გინდ ყველაზე თავაშვებული მაწანწალა იყო, მაინც იზრდები და ცხოვრება თავისთავად იცვლება. როგორც არ უნდა შეეწინააღმდეგო, ვერ დარჩება ძველებურად. ბავშვობას კი არა, ყველაფრს ვგულისხმობ.
ვაგონი ჩამოდგა,მოჟამული სახეების ერთი ნაკადი გამოვიდა, მეორე შევიდა.
მუჯლუგუნებს ურტყამდნენ ერთმანეთს, ვინ უფრო მალე შევიდოდა.
ბავშვობაში ვერ ვხვდებოდი, რატომ იქცევა ხალხი - მატარებლის წასვლამდე ხომ ვერავინ წავა და თავად მატარებელი არსად მიდის, სანამ ყველა ბაქანზე მდგომი არ შევა; ადრე შეხვალ თუ გვიან, შედეგი ერთია-ხალხის ერთი რაოდენობა, დასაჯდომი ადგილები კარგა ხნის დაკავებულია, აბა რაღას იბრძვიან?
სიმართლე გითხრათ, ამას ახლაც ვერ ვხვდები.
ვაგონში ბოლო შევედი და სხეულებს შორის ჩაჭედილი ძლივს შემოვტრიალდი კარისაკენ.
ვუყურებდი მოსრიალე მილებს, რომლებიც მატარებლის შუშიდან მოჩანდა. ერთი მილი ამოვირჩიე და წარმოვიდგინე, თითქოს დრო ყოფილიყოს.
თვალწინ დამიდგა ერთ-ერთი მხიარული მომენტი, როდესაც რვა წლის თუ ვიქნებოდი.
ბავშვები, როგორც წესი, ცალ-ცალკე დავდიოდით ვაგონებში, მაგრამ იმ დღეს რატომღაც ერთად ვიყავით.
წვინტლა, ჩემ ხელა, შავი და ხუჭუჭა ბიჭი, ერთ კაცს ფეხზე ჩამოეკიდა. არაერთხელ მოხვედრია ამის გამო წვინტლიან ცხვირში, მაგრამ ამ “კარუსელს” არ ეშვებოდა. თუ ვინმე ბრაზიანი არ შეხვდებოდა, ბლომად ფულსაც იჯიბავდა, მაგრამ ჩვენ ამას ვერ ვბედავდით, სიფათებს ვუფრთხილდებოდით.
მაშინ ვაგონი თითქმის ცარიელი იყო, რადგან შუადღე იდგა, თხლად გვეცვა, ცხელოდა. მეტროს სავარძელში მოკალათებული ვკისკისებდი კაცის სახეზე, რომელმაც წვინტლას რამდენჯერმე მისცა წვრილი ფული, მაგრამ ეს მაინც არ ეშვებოდა. მატარებელი შედგა და ის საცოდავი, წვინტლასთან ერთად დაიძრა გასასვლელისკენ, ჩვენ უარესად ავხარხარდით, ბოლოს კაცმა ქაღალდის ფული დააძრო და შეღონებული სახით გაიქცა ვაგონიდან.
იმ ფულით ყველამ შოკოლადები ვიყიდეთ, ასეთი იყო წვინტლა, ძალიან გამეტილი, კეთილი, თუმცა ბოლოს ცხვირი ძალიან მოეღრიცა და ვეღარც სუნთქავდა, ამდენი ცემისგან.
მოგონება გაქრა, კვლავ მოსრიალე მილს ვუცქერდი.
იმ ამბიდან რამდენიმე თვე იყო გასული, ჭორფლასთან ერთად ვმღეროდი ვაგონში. ის თავის დოლზე ურახუნებდა ურითმოდ, მე კი გავჭყიოდი.
ზოგადად, ჩემთვის ფულის შოვნა არ იყო რთული-სხვებისგან განსხვავებით, ქერა თმიანს, ცისფერთვალებას, თეთრკანიანს, მოკლედ რომ ვთქვა, ლამაზ ბავშვს, უფრო მეტი ადამიანი მეხმარებოდა, ვიდრე ჭორფლას, წვინტლას, ჩორნას, ბალუს, ბანანას და კიდევ სხვა ბავშვს ერთად. ეს კიდევ ცალკე პრობლემა იყო, იმიტომ, რომ ყველა ბანდის მეთაურს უნდოდა, მათ ჯგუფში ვყოფილიყავი, როგორც შემოსავლის წყარო, მაგრამ ამას ყოველთვის ვუმკლავდებოდი. თუ ვინმე გეუფროსება, დროზე უნდა ამოსცხო ფეხებშუა და გაეცალო, სხვანაირად, ქუჩა ჩაგყლაპავს და რომელიმე სანაგვესთან მოგკლავს.
“სიმღერას” ვაგრძელებდი, ნახევარი ვაგონი მქონდა გავლილი, როდესაც დავაფიქსირე, რომ ერთი გოგონა ჩანთას წაეტანა და მეც მაწანწალური ინსიტქტით შევყოვნდი, თუმცა ბოლო ხმაზე სიმღერა არ შემიწყვეტია.
გოგონამ ჩანთიდან “სნიკერსი” ამოიღო, ქურთუკის ჯიბეში ჩამიჩურთა, შემდეგ წამოდგა, ჩანთა გადაიკიდა და ხელი გამომიწოდა.
-წამო, გავიაროთ.-დამიყვირა და ჭორფლასაც ანიშნა, მომყევიო.
ზოგადად, ხალხს არსად მივყვებოდით, მაგრამ ეს გოგო სხვანაირი ჩანდა, მაშინვე მივხვდით.
ვაგონი შეჩერდა, უკან გავყევი მოგონებას.
მაშინაც ამ გზით მივდიოდით-მე, ჭორფლა და გოგო. ხელს არ მიშვებდა, არც ზედმეტ რამეს ამბობდა, მარტო იმას-აქეთ წამო ან იქით წამოო.
რესტორანში შეგვიყვანა და მენიუ მოგვაწოდა.
ჭორფლამ კითხვა არ იცოდა-მე ვიცოდი, ამიტომაც სასწრაფოდ დავძებნე ჩემი საყვარელი საჭმელი.
-ერთი ცალი ხინკალი და ერთი ცალი კოკა-კოლა-გაჯგიმულმა მოვახსენე მომღიმარ ოფიციანტს.
ჭორფლამაც იგივე ისურვა, ოღონდ გახუთმაგებული რაოდენობით.
ჩემ წინ მჯდარმა გოგონამ გაიცინა და მიმტანს მიმართა.
-თე, ათი ხინკალი, ფრი და ხაჭაპური მოგვიტანე, მერე დავფარავ ხელფასიდან.
მერე ჩვენ მოგვიბრუნდა.
-აბა, ბავშვებო, რა გქვიათ? მე ანა ვარ!
-ეს ჩილია, მე ჭორფლა-თავი გამოიდო ჭორფლამ და გაშავებული თითით აჩვენა.
გოგონამ უფრო ფართოდ გაიცინა.
-საიდან ასეთი სახელები?
-სინამდვილეში ტიტა მქვია-ჭორფლას თვალები დავუბრიალე-ამას კიდე ალექსი.
-ანუ პროფესიული ფსევდონიმებია-თავი დაგვიქნია ანამ-აბა, ახალი წელი მოდის და თოვლის ბაბუას არ მისწერეთ წერილები?
ცუდად არ გამიგოთ, კეთილი გოგო იყო და რამე, მაგრამ ცოტა წაუსულელებდა. ჯერ კიდევ დედის მუცელში ვიცოდით ყველამ, რომ “სანტა” იმ მშობლების მიერ გამოგონილი ტიპი იყო, რომლებსაც საკმარისი დარდი არ ჰქონდათ საახალწლოდ და უფრო მეტ საზრუნავს იჩენდნენ.
-არა-მოვუჭერი და მოტანილ ხინკალს თვალი შევავლე. სუნმა სასიამოვნოდ მომიღიტინა. დღე-ნახევარი იყო გასული ჩემი ბოლო ტრაპეზობიდან.
-რატომ?
-იმიტომ, რომ არ არსებობს-უპასუხა ჭორფლამ. აბა მე უაზრო ახსნებისგან ყოველთვის ვიკავებდი თავს.
-რას ამბობ!-შეიცხადა გოგონამ-მე ზუსტად ვიცი, რომ არსებობს!
შტერმა ჭორფლამ ეგრევე დაიჯერა.
-მასთან ვმუშაობ-აგრძელებდა ეს გოგო მეზღაპრეობას-მაგიტომაც გიყიდით, საახალწლო საჩუქრებს, დღეს ხომ დეკემრის ბოლო დღეა!
-ანუ სანტამ გამოგგზავნა?-უიმედო მდგომარეობაში ჩავარდს ჭორფლა,
-აბა!? უბრალოდ შენიღბული ვარ, რომ ვერ შემამჩნიონ!..
იმ გოგომ ქუდი და ხელთათმანები გვიყიდა, რითაც ძალიან დაგვეხმარა და მშვენიერი ახალი წელიც მოგვიწყო, მაგრამ ჭორფლა კარგა ხანს იყო დაცინვის ობიექტი, მთელი ერთი წელი, სანამ კიდევ პირველი იანვარი არ გათენდა, უხინკლოდ და უსაჩუქროდ!

ბინას მივდგომოდი. გასაღები დავძებნე ჯიბეში და კარი შევაღე.
ღიმილით მოვავლე თვალი პატარა ოთახს.
ჩემი ცხოვრება მეამაყებოდა. არა იმიტომ, რომ თავი მაგარი ვინმე მეგონა, არც იმიტომ, რომ რამე განსაკუთრებულს მივაღწიე-უბრალოდ ცხოვრების ყველა გამოცდას რიგ-რიგობით, ფრიადზე ვაბარებდი და თავსაც არ ვკარგავდი. ისევ ის ჩილი ვიყავი, უბრალოდ მრავალგზის გამარჯვებული.
ქუჩა ჩემი მეგობარი იყო, ცხოვრება-ძველი მტერი, რომელიც სიხარულით მეთამაშებოდა ყოველ დღე.
და ეს ხალხი, რომ აღარ იცის რითი აღფოთდეს, როგორ დაამციროს ცხოვრება და როგორ გახდეს მეტად უბედური,ანუ მოდური, ვერასდროს გაიაზრებს, რას ნიშნავს-იყო ცოცხალი.
იმ ღამეს, მარტოობითა და სიმყუდროვით ბედნიერმა რომ დავიძინე, ოცდახუთი დეკემერი თენდებოდა.

***
-ტიტა!-მთქნარებით ვიცვამდი ფორმას, როდესაც სასტუმროს ერთ-ერთი ადმინისტრატორის ხმა მომესმა. ყურადღება არ მიმიქცევია, ჩაცმა განვაგრძე, თუმცა, რა თქმა უნდა, არ მომეშვა-ისევ დაიგვიანე, ამ კვირაში უკვე მეხუთედ!
როგორ არ ბეზრდება ასეთი რამეების თვლა?
-ისევ აქ მოწიე?
-არა.-როგორც იქნა, მივუბრუნდი.
-აბა, სუნი რატომ დგას?-ხელები გულზე დაეკრიფა ერეკლეს და გაბრაზებული მათვალიერებდა. სულ ასე გვივარდებოდა გასახდელში, სხვები ჭორაობდნენ, მე არ მაინტერესებდა. მიყუროს, რამდენიც უნდა.
-მგონი ამ გასახდელში ნეხვის სუნი უფრო პრობლემატური საკითხია-შევუბღვირე და კარისკენ დავიძარი.
ერეკლემ გასასვლელი ჩამიღობა, უკან დახევა მომიწია, აუტანელი ადეკოლონი ესხა, მე კი არ მინდოდა საუზმის უკან ამოღება.
-ასეთი ურჩობით მხოლოდ იმას მიაღწევ, რომ უმუშევარი დარჩები-დაიწყო ყოველდღიური მუქარა, უკვე ზეპირად ვიცოდი-სამსახურში იმიტომ აგიყვანე, რომ კარგი გარეგნობა გაქვს, მეტი არაფერი! ვიცი, რომ შენც იაზრებ ამას, არაფრის მაქნისი არ ხარ, გაიგე? შიმშილით ამოგძვრება სული, თუ მაგ შენ სინაგლეს არ ჩაყლაპავ და კარგად არ შეინახავ. მე ამომივიდა ყელში და აღარ დაგაფარებ ხელს!
-ბატონო ერეკლე-დაშაქრული ხმით მივმართე-ტრა*ში მახათი გირჭვია!
ჩემგან ასეთებს მიჩვეული იყო, აღშფოთებაც, შესაბამისად, ხელოვნური გამოუვიდა.
მისი მანჭვა რომ მომბეზრდა, გვერდი ავუქციე და კარში სწრაფად გავედი. ვიცოდი, ერეკლესნაირი ადამიანები ცარიელი სიტყვებისგან რომ შედგებოდნენ. თავად მლიქვნელები და მშიშრები, ძალაუნებურად, გამბედავ და პირდაპირ ადამიანებს პატივს სცემდნენ. მე ვერ მაჯობებდა, მხოლოდ ისღა რჩებოდა, თავი დაემშვიდებინა-მე დამლაგებელი ვიყავი, ის-ადმინისტრატორი, აბა!
-საქმეს მიხედე და იქითა თვიდან ახალი სამსახური ეძებე!-მომაძახა.
ასე იწყებოდა ჩემი დილა მთელი ექვსი თვის განმავლობაში.
მე იმ დამლაგებელთა რიგში ვეწერე, რომლებიც ოთახებს არ ალაგებდნენ, სასტუმროს მთავარი ფოიე, რესტორანი, საკონფერენციო დარბაზები-ამ ადგილებს მუდმივი ზედამხედველობა სჭირდებოდა, რათა რომელიმე სტუმრის ნაფეხური მაშინვე გაგვექრო, ნათითური ლამის ენით აგვეწმინდა, მტვრის მარცვალი ოპერატიულად აგვეღო...
როდესაც საქმეს შევუდექი, საუზმე კარგა ხნის დაწყებული იყო. ოფიციანტები რაკეტებივით დაქროდნენ, სტუმრები მუცლებს იხეთქავდნენ, ადმინისტრატორები ძრწოლვით უყურებდნენ ყველას პირში, ხელებში, თვალებში... ემანდ, ვინმე უკმაყოფილო არ ყოფილიყო.
სანამ აქ დავიწყებდი მუშაობას, მანამდე გაცილებით არასტაბილური ცხოვრება მქონდა- ვსწავლობდი და ვკრიმინალობდი.
რამე განსაკუთრებულ დანაშაულს არ ჩავდიოდი-დოკუმენტებს ვაყალბებდი, რაც ბრმა ჯიმისგან ვისწავლე, დიდი ისტორიაა, დიდ ხანს არ შევჩერდები, მაგრამ მიზეზი ჩემი ამგვარი ცხოვრებისა ის იყო, რომ სწავლის გადასახადს სხვანაირად ვერ დავფარავდი-ისეთი ტვინიკოსიც არ ვიყავი, რომ დაფინანსება მიმეღო. საქმე იმაშია, რომ როდესაც ატესტატი დამჭირდა(მე კი სკოლაში ერთი დღეც არ მივლია), გავიკითხე, გამოვიკითხე და ბრმა ჯიმის მივადექი. სინამდვილეში არ იყო ბრმა, მაგრამ ყველას ასე ეგონა, ცნობაც კი ჰქონდა ექიმისგან(რომელიც , რა თქმა უნდა, თავადვე გააყალბა),ბრმად ყოფნა კი იმიტომ აირჩია, რომ გამომძიებლებისგან თავი დაეღწია.
მოკლედ, დამიმზადა ჯიმიმ ატესტატი და მეც დავინტერესდი, რანაირად ახერხებ-მეთქი, დიდი ხანი ვეღრიჯე და ბოლოს, მასწავლა. მთელი ერთი წელი ვსწავლობდი, მაგრამ ბოლოს ბრმაც კი უკან ჩამოვიტოვე.
შესანიშნავი საქმეა,ერთი ეგ არის, შეიძლება გაება და მერე ნახვამდის თავისუფლებავ. ციხეში მოხვედრას ჯობია, თავი დაიბრიდო.
დიდად არ მეპიტნავება სხვისი განავლის წმენდა, მით უმეტეს, მდიდრების, მაგრამ ასე ჯობია, როდესაც მიზანი გაქვს. თუ ნეხვიდან ამოსვლას ცდილობ, ზედმეტად აღარ უნდა იფართხალო, მხოლოდ იმდენი,რამდენიც საჭიროა, არცერთი მოქმედებით მეტი.
ტუალეტის იატაკის ხეხვით ვიყავი გართული, როდესაც ვიღაცამ კარი შემოგლიჯა და სანამ საერთოდ ზედ შეხედვას მოვასწრებდი, სარკისაკენ გამოიჭრა. წამიც და ბრახუნის ხმა, წივილთან ერთად, მთელ სასტუმროს მოედო.
როგორც იქნა, შევათვალიერე იატაკის ტილოსავით გაფენილი უცნობი გოგო.
-ვაი! -დაიყვირა და ხელებზე წამოიწია. ტიპიური გოგონა იყო, მოკლე კაბა ეცვა, ბრეტელებიანი მაისური, ფეხებს ლამის ცხვირში მჩრიდა, იმსიგრძე ჰქონდა. ეტყობა, ელოდებოდა, როდის წამოვაყენებდი, მაგრამ პრინცობის არაფერი მეტყობა, ჩემი საქმე გავაგრძელე.
-რა უბედურებაა-გვერდის ზელვით წამოიმართა და შემომხედა. ყური არ შევიბერტყე-ნიშანი მაინც დადგით, რომ სველია ძირი!
-მე ვარ ნიშანი-ვუპასუხე მშვიდად და ხეხვა განვაგრძე.
-ბოდიში?
-ქალი იატაკზეა დაჩოქილი და ხეხავს-ვანიშე ჯაგრისზე-ცოცხალი ნიშანი, გეთაყვა.
მეგონა, ესეც სხვებივით მიმალანძღავდა, ზოგადად, სიამოვნებას ვიღებდი გააფთრებული ადამიანების ცქერით, მაგრამ იმედი გამიცრუვდა. ადგა ეს გოგო და გადაიკისკისა, წკრიალა ხმა ჰქონდა.
-მართალი ხარ-სიცილს არ წყვეტდა, ისე ამოაძვრინა პატარა ჩანთიდან პომადა და სარკისკენ შებრუნდა-შტერი ვარ... ასე რატომ ხეხავ? უფრო დიდი ჯოხები არ გაქვთ, მუხლებზე რომ არ იდგე?
კაცმა რომ თქვას, მქონდა, მაგრამ დაცვის ერთ ბიჭს გადავუჭირე, როცა უკანალზე ხელი მომითათუნა, ახალს კი პრინციპულად არ მაძლევდნენ.
-ვიშოვი ამ დღეებში-გავუღიმე და გამიკვირდა. ზოგადად, ძალიან იშვიათად ვუღიმოდი ვინმეს.
-მე მარიტა ვარ-ჩემკენ შემობრუნდა და ხელი გამომიწოდა. წამოვდექი, რეზინის ხელთათმანი გავიძრე და ჩამოვართვი.
-ჩილი.ყველა ასე მეძახის-დავამატე, რადგან გაკვირვება შევატყე.
-ო-ო, რა მაგარი სახელია-კვლავ აკისკისდა-სასიამოვნოა, ჩილი. წავედი ახლა, კიდევ შევხვდებით.
-ჩემთვისაც-ხელი გავუშვი და თვალი გავაყოლე. უნაკლო ტანი ჰქონდა, წელამდე თმები ისე უბზინავდა, თითქოს ატლასის ყოფილიყო.
გასვლამდე კიდევ დამიქნია ხელი და გაუჩინარდა.
იმავე დღეს გავიგე, თუ ვინ იყო ეს კისკისა.

შესვენებაზე გასასვლელი კარის გარეთ ვიდექი და ვეწეოდი,ტრადიციულად, მარტო, მაგრამ დიდ ხანს არ დამცალდა. დეა, კიდევ ერთი დამლაგებელი გოგო შემომიჩნდა და სიგარეტიც გამომტყუა. სულ ასე იცოდა, თავად არაფერს ყიდლობდა და კბილის პასტასაც კი სასტუმროდან იპარავდა.
-იცი, რო აქაურობის მეპატრონე ჩამოდის? -მკითხა და გააბოლა.
აბა მე რა ვიცი, ან რაში უნდა მაინტერესებდეს?
მხრები ავიჩეჩე და მუყაოს ჭიქიდან ყავა მოვსვი.
-დღეს დილით გაიგეს ამათაც-ალბათ მენეჯერები იგულისხმა-რომ დაგანახა, რა დღეში არიან! მაკამ მითხრა, ფინანსებიდან, რამდენიმე საათი ჯერ მარტო შოკი ჰქონდათ, ისიც არ იცოდნენ, საიდან დაეწყოთ მომზადებაო. წესრიგი მარტო სისუფთავეში გვაქვს, თორე ისე იტენიან და იტენიან დოლარებს ჯიბეში. აზრზე არ იყვნენ, თუ ჩამოდიოდა, ის კაცი ინგლისში ცხოვრობს, რამდენიმე წელია ვაფშე არ ყოფილა აქ და ეხლა კიდე მთელი ოჯახი მოდისო!..
დეა არაფრით ჩერდებოდა, სულ ჩამომითვალა იმ ვიღაც მილიარდელის ქონება, სად რომელი ვილა ჰქონდა, რომელი მოდელის მანქანა და რა ოქროს შვილები ჰყავდა.
ბოლოს, რომ ვერ მიაღწია ჩემ გაოგნებას, იმედგაცრუებული მომშორდა, მე კი მშვიდად დამცალდა ახალი ღერის მოწევა.
ვფიქრობდი დეაზე და კიდევ მრავალ სხვა “დეებზე”, რომლებიც, როგორც ეს უტვინო გოგო, სხვისი ქონების დათვლით იყო დაკავებული, საკუთარზე ზრუნვა კი აზრადაც არ მოსდიოდა.
ფული რა გასაკვირია? ქალები ერთი ფეხის გაშლითაც შოულობენ მწვანეებს. ვიცოდი, რომ მთავარი სხვა იყო, თუმცა რა-ჯერ ვერ ვპოულობდი.
ერთ დასკვნამდე მივედი-ფული არ უნდა გინდოდეს, მაგრამ უნდა გქონდეს.

შესვენებიდან უკან რომ შევბრუნდი, ჩემი უშუალო უფროსი შემეჩეხა. დალი დეიდა სასტუმროს დასუფთავების სერვისის უფროსი დამლაგებელი იყო, თუ რაღაც ასეთი და აუხსნელი მიზეზით, მე ძალიან მოვწონდი.
-ჩილი, ჩემო ტკბილო,დღეს ისევ გააბრაზე ერეკლიკო?-შემომცინა.
-დიახ, დალი დეიდა. ისევ იმ დროს შემოვიდა, როდესაც ვიცვამდი.
-ხოდა ახალ ჯოხს გიყიდი, რომ ახლა მაგას გადაამტვრიო-თვალი ჩამიკრა და ახლოს მოიწია-მაგრამ ამ დღეებში არ გინდა, ბატონო დევიდი ჩამოდის, მთელი ოჯახით, ეს რა ბედნიერი დღე დაგვიდგა!
-ვითომ რატომ?-შუბლი შევკარი.
-რომ იცოდე, რა ოქროს კაცია! ყველას დაგვირიცხავს საახალწლო პრემიას და საჩუქარს ზედ დააყოლებს, თანაც მაგის აქ ყოფნისას, იმ ბედნიერ დროს, როცა ხშირად რჩებოდა, ერთი წამით არ გვამუშავებდნენ ზედმეტს, არც სხვის საქმეს მოგაჩეჩებდნენ, მოკლედ,გული აქვს პლატინის! ბრილიანტის! ოქროსი! მარგალიტის!
ცივი და პრიალა გული ჰქონია-მეთქი, კი გავიფიქრე, მაგრამ რა მათქმევინებდა!
-ანუ თოვლის ბაბუ ჩამოდის?-ტუჩის კუთხე ავწიე.
-ზუსტად! ჩემო გოგო, ახლა მოვრჩეთ ლაი-ლაის, ჩვენი პრინცესა უკვე ჩამოვიდა და შენ მინდა გთხოვო, მიაქციე ყურადღება, ჩააწერინე შენი ნომერი და ყველაფერში დაეხმარე, ვიცი, რომ მოგეწონება, შენც კი, იმიტომ, რომ ჭეშმარიტად კარგია!
-მოიცა, ვინ პრინცესა? კიდევ გვყავს პრინცესები?-გაონებაში სამეფო საგვარეულო დავძებნე და გადაყრუებული ბებრების მეტი ვერავინ გავიხსენე.
-ბატონო დევიდის შვილი, მარიტა. -ისე მიპასუხა, თითქოს დოსტოევსკი ვინღაა-მეთქი, მეკითხოს.
მაშინვე გამახსენდა ის გოგო,ტუალეტში რომ გაიშხლართა და იმ დღეს უკვე მეორედ გამეღიმა.
-კარგად ხარ?-შეშფოთებით გამოეხმაურა დალი ჩემ ღიმილს და შუბლზე ხელიც კი მომადო. მეღადავებოდა.
-ანუ მე სეფე ქალი გამოვდივარ?-წარბები ავწიე და მოხითხითე დალის დავემშვიდობე-კაი, მივხედავ მაგ შენ პრინცესას და ახალი ჯოხი შენზეა! ოღონდ, მაგარი, მტკივნეული და გამძლე
-ფორმა გამოიცვალე!

***
როდესაც დალის მითითებით, ტანსაცმელი გამოვიცვალე,გეზი პირდაპირ სასტუმროს რესტორნისკენ ავიღე,სადაც ლანჩის დრო იყო. ხალხით გამოჭედილ დარბაზში ძლივს მოვძებნე მარიტა-მაგიდას მიჯდომოდა და წვნიანს მიირთმევდა, მოპირდაპირედ ვიღაც კაცი ეჯდა, ასე 30 წლის, ეგრევე გავიფიქრე, საქმრო იქნება-მეთქი.
მაგიდას მივუახლოვდი, წინ ავისვეტე და დაველოდე, როდის შემამჩნევდნენ.
-არაფერი გვინდა, გმადლობთ-ამომხედა კაცმა, მზერაში კი ამოვიკითხე-“დროზე მოგვწდი თავიდან, უტვინო გოგო”.
-ჩილი!-შესძახა გოგონამ და წამოხტა-აქ რას აკეთებ, ძვირფასო? გთხოვ, შემოგვიერთდი!
ასეთ დახვედრასაც არ ველოდი-ორივე ლოყაზე ჩამკოცნა, თავის გვერდით სკამი წამოწია და დააყოლა-ვერ ვიფიქრებდი, აქ თუ გნახავდი!
გავიფიქრე, რომ რაღაც უცნაური ხდებოდა და სკამზე დავეშვი.
-ლევან, გაიცანი, ეს ჩილია, ჩემი მეგობარი.
ლევანმა შემომიბღვირა, არც მე მომიკლავს თავი თავაზიანობით.
-სასიამოვნოა-ამოღერღა ბოლოს და ხელი ჩამომართვა.
-ჩემთვისაც-მშრალად ვუპასუხე და მარიტას მივუბრუნდი. უცნაური იყო, მაგრამ ვგრძნობდი, რასაც განიცდიდა, ვხვდებოდი, რომ ეს კაცი არ სიამოვნებდა.
-ქართველი მეგობარი? -იკითხა ლევანმა-უცნაურია, შენ ხომ აქ ძირითადად არ ხარ.
-აჰ, სტენფორდში ვსწალობდით ერთად, რა დრო იყო, არა?-შემომხედა.
-აჰამ-დავეთანხმე და მოვკეტე, მივხვდი, ზედმეტი არაფერი არ უნდა მეთქვა.
-იმას გეუბნებოდი,რომ-განაგრძო კაცმა და ჩემი იქ ყოფნა გადაივიწყა-საღამოს ვივახშმოთ, აქვე ძალიან კარგი ადგილი ვიცი...
-ვაი, დღეს? -წამოიძახა მარიტამ და მე გადმომხედა, არ ვიცი, რატომ, მაგრამ მაშინვე ავლაპარაკდი.
-შეუძლებელია, დაო. მაპატიე, მაგრამ მსგავსი არტისტები ხუთ წელიწადში ერთხელ თუ აწყობენ გამოფენას, ბილეთებიც ვიყიდეთ...
-დიდი ბოდიში, ლევან-ისეთი მწუხარე სახე მიიღო გოგონამ, ლამის მეც დავიჯერე, რომ წუხდა-ბარნაბას ფოთელის გამოფენაა, ვერაფრით გამოვტოვებ,იქნებ სხვა დროისთვის გადავდოთ? აქ დიდ ხანს ვაპირებთ დარჩენას.
-რა თქმა უნდა, ასეთი ლამაზი ქალბატონის სურვილი კანონია-დააბრეხვა და კვლავ მტრულად გადმომხედა.

ცოტა ხანს კვლავ რაღაცებზე ისაუბრეს, მე მოწყენილი გავყურებდი მიმტანს, რომელიც მოწყენილი გაჰყურებდა მაგიდასთან მჯდომ სიმპათიურ ბიჭს.
ბოლოს, როგორც იქნა, ლევანმა დაგვტოვა და მარიტაც მაშინვე გაბრწყინებული მომიბრუნდა.
-ნამდვილი ანგელოზი ხარ! ჭკვიანი ანგელოზი! როგორ უცბად მიხვდი, რომ...
-ამ გაბღენძილმა თავი მოგაბეზრა?-დავაბოლოვე და თავი ენერგიულად დამიქნია.
-არ იცი აქ სადმე მშვიდი და უხილავი ადგილი? რაც ჩამოვედი, მოსვენებას არ მაძლევენ, უბრალოდ რომ ამომასუნთქონ, ეგეც არ უნდათ!
რა თქმა უნდა, ვიცოდი ასეთი ადგილი.
-ახლავე გინდა წასვლა?
-არა, უნდა მოვწესრიგდე... ცოტა ხანს დავისვენო, საღამოს?
ჩემი მობილურის ნომერი ჩავაწერინე და ვუთხარი, დაერეკა, როდესაც მზად იქნებოდა.
დამშვიდობებისას რამდენიმე მწვანე გამომიწოდა.
-იმ შემთხვევისთვის, თუ იმ ადგილას რაინე დამატებითი გვჭირდება-თვალი ჩამიკრა და მეც გაკვირვებულმა ჩავიკუჭე ფული ჯიბეში. უცნაურად მეჩვენა- მდიდრები ასეთ რამეებს ვერ ფიქრობენ ხოლმე.
კვლავ გასახდელისკენ გავემართე-თუ პატიოსანი შრომაა, ასე იყოს-მეთქი.
გასახდელში შესულს მერხზე გაშოტილი ჩემი უფროსი-ერეკლე დამხვდა. ცალ ხელში ლუდის ბოთლი ეჭირა, მეორეში-სიგარეტი. ჩემ დანახვაზე ჩაიცინა.
-აი, შენც გამოჩნდი, ურჩო ფაშატო.
ეს პოეტური შედარება იყო თუ იდიოტური? მგონი უფრო მეორე.
-შენ გელოდებოდი-წამოიწია და ხვნეშით წამოდგა. -შენი მოთვინიერება გადავწყვიტე და იცი, ამას როგორ ვიზამ?
-წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რამე სისულელე იქნება-ვუპასუხე არხეინად.
-შენ ჯერ კიდევ ახალი ხარ და ვერ აზრობ, რამდენად რთული დროება გვიდგას. თვით სატანა ჩამოვა წუთი-წუთზე და თან ისე, რომ ამისთვის მზად არ ვართ! აქამდე გვაფრთხილებდა მაინც, ახლა კი... ახლა უბრალოდ ჩამოვლის და ქარბორბალასავით გადაუვლის ყველაფერს, აი შენ კი-განსაკუთრებით.
-ანუ ასეთი გამორჩეული ვარ შენთვის? -ჩავიცინე.
-გამორჩეულად აუტანელი გოგო, ასე ვიტყოდი-ლუდის ბოთლი მოიყუდა ერეკლემ და ნახევარი პიჯაკზე გადაისხა-ამ სატანამ საპრეზიდენტო ნომერი მოითხოვა, რომელშიც გუშინ ის მომღერალი... მარკო ლაჟვარდია თუ ვინცაა... მოკლედ იმ კაცმა თავის ბენდიანად მია*** იქაურობას და გამოიცანი, ვინ დაალაგებს?
აღფრთოვანებით დაასრულა წინადადება და მომაჩერდა.
-*ირის სახე გაქვს-შევაგებე რა დავამატე-მე კი ვუშველი იმ ოთახს და აი შენ? მაგ სიფათით ხვდები უფროსობას?
ლევანმა დაღებული პირი მოკუმა და ჩვეული, გაბრაზებულ-გაბუტული სახე მიიღო.
-მარტო იმუშავებ, ეს იქნება დისციპლინური სასჯელი, თუ მის ჩამოსვლამდე ვერ მოასწრებ, ხელფასი დაგაკლდება და პრემიასაც დაემშვიდობე.
ფეხზე მე*იდა მისი სასჯელიც და პრემიებიც, მაგრამ ერთი ცუდი თვისება მქონდა-მიყვარდა ხელმოცარულებისთვის იმის ჩვენება, როგორ მარცხდებოდნენ. მით უმეტეს, ერეკლემ თავისი ლაყბობით იმაზე მიმანიშნა, რომ ვიღაც ჩემზე მაგარი მოდიოდა, ვინც ჭკუას მასწავლიდა.
“ამასაც ვნახავთ!”
გავიფიქრე და კარადიდან ჩემი ფორმა გამოვიღე.
ერეკლეს არც კი დაველოდე, რომ გასულიყო-ზედა გადავიძრე და სასტუმროსემბლემიანი, ლურჯი სვიტერი ჩავიცვი. ვიცოდი, დადორბლილი მიყურებდა, ხო და ხედავდეს, რას ვერ მიიღებს ვერასდროს.
ვიცოდი, რომ ლამაზი ვიყავი. ისიც ვიცოდი, რომ შესანიშნავი ტანი მქონდა, ტრაბახი არ მიყვარს, საკმაოდ რეალურად ვაფასებ ყველაფერს. ჩემ სხეულს კარგად ვიცნობ, ელასტიური ვარ და კრივში ბავშვობიდან ვვარჯიშობ.
ამაზე მერე, ახლა კი დორბლიანი ერეკლე დავტოვოთ და საპრეზიდენტო ნომრისაკენ მიმავალ მეს დავეწიოთ. წარსულ მეს, რომელიც არც ისე დიდი ხნის წინ იყო აწმყო-მე.

***
ნომერი მართლაც ღორულად არეული დამხვდა, თუმცა ასეთი მარტივად მოგვარებადი საკითხები იშვიათად მაღელვებს. რა უჭირს, ყველაფერს სწრაფად ახვეტავ, მტვერსასრუტს მიიხმარ და ერთ საათში ყველაფერი მზად იქნება . სწრაფი ვიყავი, იმიტომ, რომ ძალა მაქვს, ეს ძალა კი ძნელად მელევა.
ამიტომ იყო, სამსახურში რომ მაჩერებდნენ, ჩემი უხეირო ხასიათის მიუხედავად. ეს სხვებისთვის, თორემ მე მიმაჩნია, რონ სწორედაც ხეირიანი ხასიათი მაქვს.
ზეწრებს ვცვლიდი, როდესაც კარის გაღების სიგნალი მომესმა. ოფლში ვცურავდი, ვქოშინებდი და მაცემინებდა-ქლორი, რომლითაც სააბაზანო გავხეხე, დაუდევრად შევისუნთქე. მუცელიც უკვე მაგრად მაწუხებდა.
ჩემი საქმის კეთება განვაგრძე, ვინც არ უნდა შემოსულიყო, მისთვის არ მეცალა.
ზურგს უკან ჩახველების ხმა მომესმა.
ბალიში ავაფუმფულე და მხოლოდ ამის შემდგომ შევტრიალდი.
საძინებლის კარში ვიღაც გამოწკეპილი, მაღალი და წვერიანი ტიპი გაჩხერილიყო.
გრძელი, ნაცრისფერი მანტო ეცვა, მოგრძო თმები პრინცესასავით დაეყენებინა, უეჭველი, ყოველ დილით სალონში რომ დადიან, ეგეთი იყო; შავი, ჩარჩოიანი სათვალე ეკეთა, წვერი წაბლისფერი ჰქონდა, თმაზე ოდნავ ღია.თავიდან ფეხებამდე ისე იყო გამოწყობილი, კონგრესმენი გეგონებოდა, ისეთი გაკრიალებული ფეხსაცმელი ეცვა, იფიქრებდი, რომ მიწაზე ფეხი არც დაუდგამს, ისე შემოფრინდა ნომერშიო.
ისიც კარგა ხანს მათვალიერებდა, ეტყობა ელოდებოდა, როდის ვეტყოდი გამარჯობას ან “კეთილი იყოს თქვენი მობრძანებას”, მაგრამ მგონი უკვე მიცნობთ და ახსნას აღარ დავიწყებ.
-რატომ გხედავ?- იკითხა ბოლოს, როდესაც ჩემი მხრიდან საუბრის დაწყების იმედი მოესპო.
-უსინათლო ხარ?-მხრები ავიჩეჩე.
-არა...
-გილოცავ.
საქმეს მივუბრუნდი, ჭუჭყიანი პირსაწმენდებით სავსე პარკს თავი მოვუკარი და ახლების ამოლაგება დავიწყე.
-ნომერი უკვე დალაგებული უნდა იყოს, სტუმარმა დამლაგებელი არაფრით არ უნდა შეამჩნიოს, ფოიეშიც კი, არა თუ ნომერში!-პრეტენზიული, მაღალი ტონით მომმართა.-შენ გელაპარაკები!-დაიყვირა, როდესაც პასუხი არ გავეცი. რავიცი, არაფერი უკითხავს და...
-ეგეთი ტვინიკოსი თუ ხარ, ისიც გეცოდინება, რომ სასტუმროში მოსულ ახალ სტუმარს რეგისტრატურა აჩერებს და მანამდე არ უშვებს, სანამ დამლაგებელი ნომერს არ დატოვებს.მეტიც, თუ ოთახი წინასწარ დაჯავშნილი არ იყო, შეიძლება არც შეუშვან და სხვა ნომერი შესთავაზონ. ახლა ჩემ დედუქციას მოვიშველიებ, შენ გაბღენძილ იერს თუ მივამატებ ამ ყველაფერს, მივხვდები, რომ ვიღაც ისეთი ხარ, უარს რომ ვერ ეტყვიან. არ დაელოდე ნომრის მომზადებას, ამობრძანდი და დამლაგებელს ეკითხები, აქ რატომ ხარო? რომელი ფერია მე მნახე, თან უჩინარი ვიყო და თან სურვილებს ვასრულებდე?
ეს ყველაფერი მშვიდად გადმოვულაგე, სააბაზანოში პირსაწმებდების დასალაგებლად შევბრძანდი და ანარეკლში საკუთარ თავს დავაკვირდი. არ მომეწონა, ოდნავ წამოწითლებული ვიყავი, ესე იგი, გამაბრაზა.
აბაზანიდან რომ გამოვბრუნდი, ისევ ისე დამხვდა დაყუდებული, სახე მასაც აწითლებოდა და გვარიანად გაბრაზებული ჩანდა. რა თქმა უნდა, მესიამოვნა.
-ჩაბრძანდი და შენი უფროსი ამომიყვანე-მითხრა და მანტო ისე გაიძრო, გეგონებოდა,რინგზე ასასვლელად ემზადებაო.
-თუ რაიმე საჩივარი გაქვთ, რეგისტრატურაში უნდა დააფიქსიროთ-ვუპასუხე თითქმის გაბადრულმა.
ამოიხვნეშა, მწარედ გაიღიმა და ტელეფონთან მივიდა.
ყურმილი რომ აიღო, მაშინვე გენიალური იდეა გამიჩნდა.
მტვერსასრუტი გამოვათრიე მისაღებიდან და ბოლო სიძლიერეზე ჩავრთე. ეს მტვერსასტრუტები კაი ხნის გადასაყრელი იყო, ისეთ ხმას გამოსცემდა, კომაში მყოფს წამოახტუნებდა. გულმოდგინედ ვასუფთავებდი ისედაც სუფთა ხალიჩას და არ ვიმჩნევდი ყვირილს. ბოლოს მტვერსასტრუტი გამოირთო და უკვე საკმაოდ გაავებული ხმაც მომესმა.
-შენ რა, ყრუ ხარ თუ იმდენად სულელი, რომ გგონია, ესეთები გაგივა?- მივუბრუნდი, ჩამრთველი კაბელი დენის წყაროდან გამოეძრო და ხელში სამხილივით ეჭირა.
-ბოდიში, ბატონო, ვერ ვხვდები, რას გულისხმობთ. იმას ვაკეთებ, რაც დამავალეს-ლენჩის სახე მივიღე, მაგრამ არა იმდენად, რომ ვერ მიმხვდარიყო-ვეკაიფებოდი.
-ტელეფონზე ვსაუბრობ, დადექი მანდ და არ გაინძრე, სანამ საუბარს არ მოვრჩები, გაიგე?
მხრები ავიჩეჩე და კედელს მივეყრდენი. საუბარი რომ განაგრძო, ჩავიბუტბუტე:
-გარეკილი.
გაავებულმა გამომხედა, მაგრამ საუბარი არ შეუწყვეტია.
-კიდევ დიდ ხანს უნდა მალოდინოთ?.. ბრტყელ ლაპარაკს, გირჩევნიათ, დროზე მოძებნოთ ის მენეჯერი, რომელიც სისუფთავის თემაზე პასუხისმგებელი პირია და ახლავე აქ მომიყვანეთ. ხუთ წუთში თუ ჩემ ნომერში არ იქნება, სამსახურს თქვენც დაკარგავთ და ისიც.
პასუხს არ დალოდებია, ყურმილი დაკიდა და ისე მომაჩერდა, თითქოს ჩემგან ტაშს ელოდებოდა იდეალურად შესრულებული როლისთვის.
შუქის ასანთებს დავუწყე წვალება, რადგან არ ვიცოდი, რითი გამერთო თავი,ზედმეტად მოსაწყენად იქცეოდა.
-მოისვენე! ღმერთო ჩემო, მართლა სულელი ხარ?- მგონი უკვე სასოწარკვეთილებაში ვარდებოდა.
-სხვის სისულელეს ხაზს მუდმივად ის უსვამს-შუქი ავანთე და ჩემთვის ჩავილაპარაკე- ვინც საკუთარს ვერ ხედავს.-ჩავაქრე.
ჩაფიქრებული მიყურებდა, თითქოს გაბრაზებამ გადაუარაო, მაგრამ მივხვდი, რაღაცას გეგმავდა.
კვლავ კარის ხმა გაისმა და თითქმის წამში ერეკლე აისვეტა საძინებლის შესასვლელში, რაღაცნაირად დაპატარავებული მეჩვენა,ქოშინებდა, არ გამიკვირდებოდა შეძრწუნებულს ოცდაათი სართული ფეხით ამოერბინა. პერანგზე, რომელზეც ლუდი გადაისხა, ყვითელი ლაქა მკრთალად ეტყობოდახ
-ბატ...ბატონო ნოშრევან, მაპატიეთ, როგორც შემეძლო, სწრაფად მოვედი, როგორც კი მითხრეს...
სახელის გაგონებაზე კინაღამ გადავბჟირდი. დამიჯერეთ, ასეთ ჟურნალიდან გადმომხტარ ტიპს თქვენ თვალწინ ნოშრევანი რომ უწოდონ, ჩემზე უწესოდ ახვიხვინდებით. მე რა? უბრალოდ ჩავიფხუკუნე და ნოშრევანს თვალი გავუსწორე.
-უფრო სწრაფი რეაგირებაც შეიძლებოდა-ჩემი ფხუკუნი არ შეიმჩნია და ერეკლეს ქორის მზერა დაასო.
არა, ვერ მოვითმინე,
იმხელა ხმაზე ავხარხარდი, ჩემი მენეჯერი შეხტა,საწოლზე მჯდარი ნოშრიკო კი ინსტიქტურად წელში გაიმართა.
-ჩილი...-ერეკლე შეეცადა, ჩუმად მოემართა-რა გაცინებს, გოგო? მთელი წელი რომ ადამიანს ღიმილს არ დაანახებ... გაჩუმდი!
-ნო... შრე... ვანი?-ამოვთქვი და აცრემლიანებული თვალები თითებით მოვიწმინდე.-გაიხარეთ, რამდენი ხანია, ასე არ მიცინია. აბა, მსხვერპლო, ვისი ოქრო ხარ? ნიძლავს დავდებ, ბაბუის!
ჩემ ამ მიმართვაზე ერეკლე სულ გამოლენჩდა, წამით გარინდული იდგა, შემდეგ ციებიანივით აცახცახდა და გაურკვეველ ბგერებს გარკვევადი მოაყოლა.
-ბოდიშს გიხდით... ის... იცით, ჩვენ ევროსაბჭოს პროგრამას შევუერთდით, რომელიც ითვალისწინებს სულიერად დაავადებულთა დასაქმებას... ცოტა ვერ არის, ყურადღება არ მიაქციოთ...თუ გნებავთ, დღესვე გავათავისუფლებ... ასეთი უტაქტობა, რა თქმა უნდა, აღმაშფოთებელია...
ნოშრევანი უკვე მშვიდი ბობოქრობის ფაზაში გადასულიყო-მთლად გაწითლდა, მაგრამ ადეკვატურ ქცევას ინარჩუნებდა.
სიმართლე გითხრათ, ამ ყველაფრით ძალიან ვხალისობდი. რა უნდა ექნა პრინც ნოშრიკოს ჩემთვის(გონებაში მაშივნე ასე მოვნათლე)-მაქსიმუმ, უმუშევარი დავრჩებოდი, ასეთი სამსახური კი უმარტივესი საშოვნელი იყო.
-შენი სახელი შემახსენე-ხმა ამოიღო პრინცმა და ფეხზე წამოდგა. ერეკლეზე ორი თავით მაღალი მაინც იქნებოდა.
-ერეკლე, ბატონო ნოშ...
-ერეკლე!-გააწყვეტინა და ტონს აუწია. რისხვა იმ საცოდავზე გადაჰქონდა, ეს არ მომეწონა. არასწორი თამაში იყო.-ის, რომ ნომერი თავის დროზე არ მომზადდა, ის, რომ ჩემი მოთხოვნის მიუხედავად ოთახში ძაღლის სათამაშოებსა და წყლის ჯამს ვერ ვხედავ, ის, რომ დამლაგებელმა საკუთარი ადგილი არ იცის არის შე-ნი ბრალი! გათავისუფლებული ხარ.
იმედგაცრუებული ვიდექი სინათლის ჩამრთველის წინ. აღარ ვაწვალებდი, უბრალოდ ვისმენდი ერეკლეს თავგანწირულ გოდებას იმის შესახებ, რომ დამნაშავე არ იყო, რომ უბრალოდ გაუფრთხილებელ სტუმრობას მოჰყვა ეს ყველაფერი...
ერეკლეს ბრალი იყო ის, რომ თვითკმაყოფილი, მაგრამ ამავდროულად, კომპლექსებით გავსებული, შეუმდგარი ადამიანი იყო,მაგრამ ეს ძალაუფლების გამოყენება “პრინცის” მხრიდან გულს მირევდა.
ხუთიოდე წუთში მომჩვარული ერეკლე მოგვშორდა, დავრჩით მე და ის.
-კმაყოფილი ხარ ამ შედეგით?-მკითხა გარკვეული დროის გასვლის შემდეგ.
ერეკლეს ვერ ვიტანდი, მისი პიროვნება მანახებდა ადამიანის მონური მორჩილების უსაზღვროობას, მაგრამ ვდუმდი.
-გინდა, უფრო მეტის გამოცდა?-კვლავ კითხვა.
თვალებში ცხოველური ჟინი ედგა, მომინდა, დამენახა, სადამდე შეეძლო წასვლა.
-პატარა პრინც ნოშრიკოს მოუნდა დამლაგებლისთვის ეჩვენებინა, როგორი მაგარი ტიპია-მანჭვით ამოვთქვი და მტვერსასრუტის კაბელი სწრაფად დავახვიე. უეცრად მთელი სიცხადით გავიაზრე ჯერ კიდევ უცნობი გრძნობა-სიძულვილი.
ქუჩაში გადარჩენისთვის მხოლოდ ინსტიქტები მჭირდებოდა-შიმშილი, შიში, სიცივე, სიცხე, სიბრალული, მადლიერება, სიბრაზე, გაავება, მაგრამ არა სიძულვილი.
აქამდე თითოეულ ადამიანს საჭიროების მიხედვით აღვიქვამდი, თუ ისინი არ მაძლევდნენ იმას, რაც გადარჩენისთვის მჭირდებოდა, უბრალოდ ჯანდაბაში ვუშვებდი, მაგრამ ეს მეტისმეტი იყო.
-საკუთარ თავს ზედმეტის უფლებას აძლევ-ჩემ წინ იდგა. რომელიღაც ბრენდის, ზედმეტად ხარისხიანი სვიტერი ეცვა. მადლობა ღმერთს, ოდეკოლონის სუნი არ ჰქონდა.
-როდის არ იქნება ზედმეტი? როდესაც საკმარისი ფული მექნება?-ვიცოდი, ისეთი სახე მქონდა, როგორიც ადამიანებს გაფუჭებული საჭმლის ჭამის შემდეგ აქვთ.
ცოტა ხანს ერთმანეთს ზიზღით შევყურებდით. ჭაობისფერი თვალებით თითქოს მთელი ქვეყნიერების სიძულვილს აფრქვევდა.
მტვერსასტრუტსა და ნაგვით სავსე შეკვრას ხელი დავავლე, კარში გავდიოდი, როდესაც მომესმა:
-ინანებ, მალე.

***

ესეც ასე, გავბედე და ავტვირთე პირველი თავი.
საახალწლო ისტორიაა, რომლისგანაც ბევრს არც მე ვითხოვ და არც მკითხველს ვურჩევ, რომ მოითხოვოს.
უბრალოდ გავერთოთ, როგორც ძველ, ტკბილ დროში.
დიდი იმედი მაქვს, რომ მოგეწონებათ და გაგრძელების სტიმულიც მექნება.
პირველი თავი უზარმაზარია, თუმცა მინდოდა ჩილი კარგად გაგეცნოთ, შემდეგი თავები ცოტა ნაკლები ზომის იქნება, მაგრამ ვეცდები, უფრო ხშირად გაგანებივროთ და რაც მთავარია, ახალ წლამდე.
პირველ თავში არ იკვეთება, მაგრამ ისევე, როგორც “შაქრის მამიკო”, ეს ისტორიაც ახალი წლის სურვილებზეა,
ველოდები თქვენ შთაბეჭდილებებს♥️

თქვენი ალისა♥️

პ.ს როგორც ადრე უკვე აღვნიშნე, იასმინი ახალი წლის შემდეგ დაგვიბრუნდება♥️



ოჰო, სახელი მომწონს, ახლა დანარჩენი ვნახოთ❤

 


№2  offline აქტიური მკითხველი Anuki96

ვატყობ კარგად გავერთობით. ნამდვილად გვჭირდება გახალისება. ♡♡♡

 


№3  offline ახალბედა მწერალი Alice76

რუსკიმარუსია
ოჰო, სახელი მომწონს, ახლა დანარჩენი ვნახოთ❤

გელოდები, ჩემო გოგო♥️

Anuki96
ვატყობ კარგად გავერთობით. ნამდვილად გვჭირდება გახალისება. ♡♡♡


ნამდვილად,
ძალიან ნამდვილად!
:დდ
იმედია, გამომივა ყველას გახალისება და უნდათ თუ არ უნდათ (ჩილისი არ იყოს), საახალწლო განწყობაზე დაყენება♥️

 


ალის, ამბავი ისე დაიწყე დავეჭვდი მართლა საახალწლო ისტორიაა-თქო?
მაინც ისე დადებითად იხსენებს თავის წარსულს ჩილი და ძალიან მომწონს. ტიტა ქვია ხო? ლამაზი სახელია❤ და უკვე მიყვარს ეს გოგო, ყველას თავის ადგილს უჩვენებს მშვიდად და აუღელვებლად, მაგაზეა ნათქვამი "გაბრაზდი ოღონდ მშვიდადო". ბატონ პრინცსაც კი მოუშალა ნერვები :)
ნიშრევანიო :) ასეთ სიმპატიურ ბიჭს რატომ იმეტებ ასეთი სახელისთვის :) რამდენი ვიცინე სახელის წაკითხვისას არ იცი შენ :)
ამათ დაწყება აქვთ სასწაული და ისტორიის ბოლოს რომელი იქნება ამ ორს შორის ცოცხალი საინტერესოა :დ
წინ აშკარად ბევრი სიცილი და მხიარულება გველის❤
გელოდები ❤❤❤

 


№5 სტუმარი სტუმარი თიკო

მაგარია..ძალიან მომეწონა...ყოვლისშემძლე გოგონებს აღარ გააგრძელებთ?..

 


№6  offline წევრი წიწაკა

ანუ შენ ფიქრობ რომ ეს თავი დიდი იყო?
და მომდევნო თავები უფრო პატარა იქნება??
გავგიჟდები:დ

ნოშრევანი არ მომეწონა და სახელიც დიდი ტრაგედია არ ყოფილა ჩემთვის. გინდა ნოშრიკო ერქვას და გინდა დუნდულა:დ
მოთხრობაა რაც შეეხება ჯერ ახალი დაწყებულია და ცოტა კიდევ უნდა წავიკითხო რომ "დრაივში" შევიდე:დ .სათაურმა მართლა დამაინტერესა, მაგრამ გულწრფელი ვიქნები და ჯერ ჯერობით "შაქრის მამიკო" მირჩევნია. ანუ ჯერ ბოლომდე არც კი წამიკითხავს და უკვე ვადარებ არასწორია, .აგრამ მახსოვს შაქრის მამიკოზე რა რეაქციაც მქონდა. .
მოკლედ ველი დიდი მონდომებით. მართლა მაინტერესებს წინ რა მოხდება.:დ იმედი მაქვს ცოტა ძაან ბევრს ვიცინებ თორემ ჩემს უჟმურ თავს ახალი განწყობა სულ არ აქვს.

 


№7 სტუმარი barbarra.m

აუ გოგონი ძლუან მაგარია და დროზს დადე გელოდებიიიიი, ძალიან მაგარი დაწერილია და აი ნოშრევანიო და მე მართლა ვეღარ შევიკავე თავიი შუა ქუჩაშიიმხელა ხმაზე ავხარხარდი გიჟებივით მიყურებდნენ????????????

 


№8 სტუმარი A

Moutmenlad veli martla. Shaqris mamikoc dzalian momewona tavis droze da gushin isev gadavikitxe. Imeds vitoveb esec iseti saxalisoa.warmatebebi da veli shemdegs.

 


№9  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ძალიან მაგარია..
ჩილის პერსონაჟი საოცარია... საოცარი ხასიათებით თავიდებურებებით და დარწმუნებული ვარ მოულოდნელობებითაც..
მოკლედ მომეწონა და ველი ახალ თავს უახლოეს მომავალში..
ოხხხ ეს თავში ავარდნილი ტიპი..
ეგრევე "შაქრის მამიკო" გამახსენდა :დ

 


№10  offline წევრი ნანა73

როგორ მომენატრებია კითხვის დროს სიცილი bowtie ერთი დიდი სიამოვნება ხარ ამ ჟანრში ძვრფასო ალისა! იმედია ლოდინს არ გადავაყოლებ ამ შემართებას kissing_closed_eyes უკვე ძალიან მომწონს ❤️❤️❤️

 


№11  offline წევრი Rania

Ise gamixardi. Ise gamixardiiiiii. Chemi udidesi pativisccema chilis. Vfiqrob sachiqaric misi metsaxelivit cxare iqneba. Cin saocrad saxaliso istoria gveliss. Moutmenlad veli gagrzelebas. Mudam sheni ertguli mkitxveli
--------------------
Q.qimucadze

 


№12 წევრი Gemini mood

Dzalian dzalian dzalian momewonaaa❤❤❤ yvelanairad gamartulia da molodinebic didi maqvs ❤❤erti suli maqvs axali tavi rodis iqnebaa❤❤imedia wina istorias gaagrdzeleb da shua gzaze ar miatoveb da am istoriis shemdegi tavic dzalian male iqneba❤❤❤

 


№13  offline წევრი ვიპნი

ჩემი გაოცება უნდა გენახათ უკვე შუაზე მისულმა რომ აღმოვაჩინე ჩილი გოგონა რომ იყო : D სასიამოვნო წასაკითხი იყო,პოზიტივით სავსე.გელოდებით .

პ.ს. შაქრის მამიკოც არაჩვეულებრივი იყო და ეს იმაზე კიდე უკეთესი ყოფილიყოს :*

 


№14  offline მოდერი ბელუ შეროზია

ალისა ყველაზე მეტად სულ შენი სიახლის დანახვა მახარებს, რადგან ვიცი რომ წინ საოცრება მელოდება. heart_eyes heart_eyes ძალიან მაგარი გოგო ხარ <3

 


№15 სტუმარი Nats

კარგად წერ მაგრამ თავებს თვეობით თუ უნდა ველოდოთ?

 


№16  offline ახალბედა მწერალი Alice76

დიდი მადლობა ყველას, ამ ერთხელ მაპატიეთ, პირადად რომ ვერ გიპასუხეთ♥️

1.ამ ისტორიის ლოდინი არ მოგიწევთ დიდ ხანს, ვინაიდან გარკვეული ნაწილი უკვე დაწერილია, თანაც ისეთი რთული არაა მისი წერა, როგორც “ყოვლისშემძლე გოგონების”( ამ უკანასკნელისთვის ბევრი რამის წაკითხვა მიწევს, რომ მითოლოგიასთან და რელიგიასთან ცდომილება არ მქონდეს:დდ თანაც საკმაოდ ჩახლართული სიუჟეტი აქვს)

2. ვინაიდან “ცხარე საჩუქარი” საახალწლოა, მისი დასასრული შობამდე ან მაქსიმუმ 14 იანვრამდე იქნება.

3. ყოვლისშემძლე გოგონები, როგორც ზემოთაც ვთქვი, გაგრძელდება ამ ისტორიის შენდეგ. მიზეზს ისევ გავიმეორებ-მკითხველთან კონსულტაციის შემდეგ, გადავწყვიტე, რომ საახალწლო ისტორიის გარეშე ვერ ჩავატარებდი ამ წელს.

4. ვისაც თავების ლოდინი დისკომფორტს აყენებს, ზემო პუნქტში უკვე მივუთითე სავარაუდო დასასრული და თუ სურვილი გექნებათ, შეგიძლიათ ერთიანად წაიკითხოთ. ასე თქვენც არ დარჩებით უკმაყოფილო და მეც არ ვინერვიულებ, რომ ვინმეს ვაწუხებ.

5. ძალიან გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ძალიან დატვირთული განრიგი მაქვს, ამიტომაც ჩემი გაუჩინარებები არანაირად არ დააბრალოთ უყურადღებობას. ვინც მიცნობს, იცის, რომ ამ ტემპში რომ ვწერ, ესეც სასწაულია.

6. მიყვარხართ და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ იხალისებთ ამ ისტორიით.

თქვენი ალისა♥️♥️

 


№17 სტუმარი Maybillineრომელსაცისევდაავიწყდაპაროლი

მნამ მნამ მნააამ
გოზინაყის და საცივის სუნი მცეემს heart_eyes
ვეცდები მოკლე და კონკრეტული ვიყო
ალისა, უშენობა ამ საიტზე არის ჩემი საკუთარი, დედამიწური ჯოჯოხეთი confounded heart_eyes
და შენი ჯოჯოხეთი იქნება: (რასაც იმედია აცდები ყველა ღვთაების და განსაკუთრებით მწერლების მფარველი ღმერთის წყალობით????)მოკლედ ზიხარ სარწეველა სკამში - ელოდები და ელოდები, ელოდები და ელოდები stuck_out_tongue_winking_eye
შემოვალ, ავათვალიერებ-ჩავათვალიერებ - უსაზრვროდ, უშენოდ, უსიყვარულოდ, უტვინოდ, უთირკმლოდ, ჩემი გული ხარ, ჩემი ფილტვი ხარ, სუნთქვა ხარ, ჩემი შარდის ბუშტი ხარ, ივლისის'ცამეტი, ნოემბრის ცა'მეტი, მარტის ცა'მეტი და კიდევ 9 წელიწადის თვის ცამეტი... confused
მოკლედ დავიღალე ამ ერთფეროვნებისგან და ამიტომ შენ ხარ ჩემთვის ამ საიტის აღმოჩენა, ოაზისი, თავშესაფარი, ნავსაყუდელი ;დ ❤
ჰოდა, მეც ისე მომენატრეთ შენც და შენი ეს მარტივი და სასაცილო ისტორიები, ზუსტად მისწრება იყო ჩემთვის ეს თავი.

(სიცხე მაქვს ამ საახალწლოდ და რას ვწერ მე თვითონაც ვერ ვხვდები)
ლოვე უ გირლ და ველოდები შემდეგ თავს heart_eyes

პ.ს იასმინი არ მიმიტოვო თორე მიტინგს მოგიწყობ პარლამენტის წინ.
პ.ს.ს. სხვათაშორის ანდრეზე კი ვიფიქრე რაღაც რაღაცეები წინა თავებშიც, მაგრამ მე როგორც გამოუსწორებელ ოპტიმისტს მჯერა, რომ სხვა მაფია ტრიალებს მაქ და ჩემი შარმიანი ბიჭი კვლავ ადამიანების სამსახურში ჩადგება. პრინციპში კვლავ რატომ?! სულ კაი ტიპების მხარეს იყო ჩემი ანდრიუშა. (ეს სახელი საიდანღა მოვთხარე?! არა რააა.. სჯობს დავიძინო, არ ვარ აშკარად კარგად) joy
ამ სისულელეებს არ მიაქციო ყურადღება და არ იფიქრო მეიბილინი გაგიჟდაო joy სიცხიანი ვარ სიცხიანი laughing
heart_eyes heart_eyes heart_eyes

 


№18 წევრი Gemini mood

ალისა ძვირფასოო გელოდებიით... როდის იქნება ახალი თავი??? ყოველ შემოსვლაზე ვამოწმებ...ნევროზი ავიკიდეე :დ:დ გელოდებიი❤❤❤❤❤

 


№19 სტუმარი ხბ

როდის დადებ

 


№20  offline წევრი რენა

ნამდვილი გიჟობაააა, ახლა მეორესაც ჩავუჯდები იმედია ლოდინი არ მომიწევს

 


№21  offline ახალბედა მწერალი Alice76

♥️♥️♥️
როგორ მიყვარხართ ყველა!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent