შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სხეულის ქურდი-სიმარტივე "სრულად"


23-12-2019, 13:48
ავტორი ენ ბლექი
ნანახია 2 771

- ადექი. ყურში ჩაესმა ქალისთვის შეუფერებლად დაბალი ტონალობის ხმა. თვალებს ძლივს გაახილა და ჯერ კიდევ ღამის წყვდიადში მოცულ ოთახს გამოუფხიზლებელი მზერა მიაპყრო. - ადექი. - იმეორებს იგივე ხმა.
- რომელი ხარ? - კითხულობს სივრცეში და საწოლში შესაბრალისად იკუჭება.
- ადექი. - ისევ განმეორდა ხმა.
- ერთი წუთით. - საწოლზე ჯდება და თვალებს ისრესს. - უკეთესი ხმა ვერ მოიფიქრე? რამე სათნო, სასიამოვნო რომ ყოფილოყო. - წარბები შეჭმუხნა და საწოლიდან წამოდგა, იქვე დაგდებული ხალათი შემოიცვა, შუქი აანთო და სარკის წინ ჯერ ისევ მძინარე სხეული შეათვალიერა.
- ეს ხომ შენი ხმაა იდიოტო.
- ჰოო?
- საკუთარ ხმასაც ვეღარ ცნობ?
- ისე ერთი კითხვა მეც მაქვს შენთან.
- რა გინდა?
- რას დაგამეკიდე, სხვის სხეულში რატომ არ ჩასახლდი.
- შენ მესიმპატიურე.
- მოკეტე რა. ამ დილაუთენია რისთვის წამომაგდე? - სარკეს ხელები მიაბჯინა და იქედან მოცქირალ, მასში ჩასახლებულ უცნობს მზერა გაუსწორა.
- არ გეყო ნებივრობა? გარეთ გასვლა მინდა.
- სხეული მე მეკუთვნის, ასე რომ მე გადავწყვეტ როდის უნდა ავდგე.
- უკვე ადექი. - თვალი ჩაუკრა სხეულის ქურდმა.
- იცი რომ ვერ გიტან?
- ყოველ დილით ეს მესმის. - სახეზე ირონია აესახა და ტუჩები ააცმაცუნა.
- როდემდე აპირევ ჩემს სხეულში ნებივრობას?
- იქამდე მაინც სანამ ლეშად ყოფნა არ მოგბეზრდება და დღის შუქზე გასვლას არ მოისურვებ. - პასუხის გაცემა უნდოდა თუმცა იცოდა მასთან შერკინებას ახლაც ისევე წააგებდა როგორც ყოველ ჯერზე ამიტომ ხელი ჩაიქნია. სარკეს მოშორდა და სამზარეულოში გავიდა. კარადიდან მორჩენილი ვისკი გამოიღო და დაასხა. - ძალიან ადრე ხომ არ არის?
- იქნენ ამან მაინც ჩაგაგდებინოს ეგ ხმა. - ვისკი სულმოუთქმელად ჩაცალა და მაშინვე მიხვდა ამით მას კი არა საკუთარ თავს ვვნებდა. კუჭი ისე აეწვა, ეგონა გულისრევას ვერაფრით შეიჩერებდა თუმცა დასალევს მიჩვეულმა მალევე გადალახა ეს შეგრძნება. სავარძელში ჩაეშვა და სიგარეტს მოუკიდა.
- როდემდე აპირებ ხელმოცარული ადამიანის ნიღაბს ამოეფარო? - ლექცია განაგრძო სხეულის ქურდმა. ამჯერად ხმა არ გასცა, მხოლოდ სიგარეტის ძლიერი ნაფაზი შეუშვა ფილტვებში და თვალები დახუჭა. - გახსოვს? - თითქოს ხმა შეარბილა ქურდმა. - გახსოვს ის დრო ზენიტში რომ იყავი?
- ნეტავ შენ რა იცი სად ვიყავი? შენ ხომ მხოლოდ მაშინ გამოჩნდი როდესაც ფეხი ამიცდა, დრო იხელთე, გატეხილს სულში შემიძვერი, სხეული მომპარე და ახლა ჩემში ჩასახლებული ყოველ წამს ისე მიშხამავ როგორც ეს სიგარეტი წამლავს ჩემი სხეულის ყოველ უჯრედს. - სიმწრით ჩასრისა სიგარეტი საფერფლეში, ხელები სახეზე აიფარა და სხეულში შემოსული სიცივე უკვე ერთიანად მოედო, ხელები მოეყინა, ფეხებს ვეღარ გრძნობდა, გული კი ისე უცემდა თითქოს ბოლოჯერ ფეთქავდა და მასთან დამშვიდობებას აპირებდა. - დავიღალე. - ჩაიბუტბუტა და დიდი ხნის შეკავებულ ცრემლებს გზა გაუთავისუფლა, მლაშე სითხემ სახეს ტკივილნარევი კვალი დაატყო და ნიკაპვეშ გზაჯვარედინი შექნა, პერანგის სახელოთი შეიმშრალა ცრემლი და სიგარეტის ახალ ღერს მოუკიდა.
- ბევრს ეწევი.
- ვის ადარდებს?
- მე.
- რატომ? რამე თუ მომივა მკვდარი სხეული არაფერში გამოგადგება და ახალი მსხვერპლის პოვნა მოგიწევს? - უეცრად სახეზე მიმიკა შეეყინა. თვალები გაუფართოვდა და თითქოს სადღაც მოშორებით თეთრი შუქი შენიშნა. ფეხზე წამოხტა, ფანჯარა გამოაღო და დეკემბრის სუსხი ოთახსა და ფილტვებში ერთდროულად შეუშვა. თვალები დახუჭა და ხარბად დაიწყო გარედან შემოსული მსუსხავი ჰაერის შესუნთქვა. - უნიათოვ. - შიგნიდან ჭამდა სხეულის ქურდი. - დახურე ეს ოხერი ფანჯარა, მცივა.
- მე არ მცივა. - ამბობს და კიდევ უფრო ახლოს მიდის ფანჯარასთან.
- ნუ მაიძულებ გატკინო. - ხმა გაუმკაცრდა ორეულს. ხმა არ გასცა მხოლოდ გაეღიმა, სასიამოვნოდ აივსო დეკემრის სუსხით და თითქოს წამიერად ისიც კი დაავიწყდა ვიღაც ბოროტმოქმედმა, ადამიანიების სულისა და სხეულის ქურდმა მისი გულის კედელი რომ შეანგრია და მასში ჩასახლდა. სახეზე ასახული ბედნიერება სულს უჩქარებდა, სულს რომელიც მას არ ეკუთვნოდა. უეცრად გული მოეწურა, თითქოს ვიღაცამ ხელის გულში მოიქცია და ძლიერად მოუჭირა, სუნთქვა შეეკრა, ხროტინი აუვარდა, უჰაერობით მუხლები მოეკვეთა, ფანჯარას ხელი ჰკრა და იქვე იატაკზე გაიშხლართა, რამდენიმე წუთის ფართხალის შემდეგ, ყველაფერი ნელ-ნელა ჩვეულ ნორმას დაუბრუნდა, გულიც დაუმშვიდდა და სუნთქვაც აღარ უჭირდა. წამოჯდა, იატაკზე ფეხმორთხმით დაჯდა და კედელს ზურგით მიეყრდენო, თვალები დახუჭა და ისევ გამოუშვა საგულდაგულოდ დატყვევებული ცრემლები. - შენ მკვდარი ხარ.
- ვიცი.
- დროა მთლიანად დამითმო შენი სხეულიც, გონებაც და საერთოდ ყველაფერი.
- რად გინდა?
- ეს შენ არ გეხება.
- და რატომ მე?
- მესიმპატიურები. - არ უნდოდა მაგრამ გაეღიმება. - ასეც არ იყოს შენ ახლა უბრალოდ სუნთქავ, არავის ადარდებ, არავის ახსოვხარ, დროა ასპარეზი დამითმო. მე უკეთ გამოვიყენებ შენ სხეულს ვიდრე შენ.
- რაში უნდა გამოიყენო?
- ეს უკვე შენ არ გეხეება.
- მეტკინება?
- შენთვის გამონაკლის დავუშვებ და არა.
- ეს პატივი რით დავიმსახურე?
- გაქვს რაღაც რაც მნუსხავს.
- მაინც რა?
- ადამიანობა.
- ადამიანობა? მე ხომ სწორედ ამან დამღუპა. - სიმწრით ჩაიღიმა, წამოდგა და ისევ სიგარეტს მოუკიდა.
- სჯობს ადამიანი იყო, ვიდრე რობოტი, სჯობს ემოციებმა მოგიღოს ბოლო ვიდრე უემოციობამ, სჯობს სინდისმა დაგაჩოქოს ვიდრე მარტოობამ.
- მეჩვენება თუ სარკაზმი სადღაც გაუშვი და შენშიც ადამიანობა იდებს დასაბამს?
- ნახევრად შენში ვცხოვრობ, არ უნდა გიკვირდეს რომ მეც გადმომედოს ეს ყოველივე, თუმცა შენგან განსხვავებით მე ვიცი როგორ ვიცხოვრო და ვიომო ორ ფლანგზე. შენგან განსხვავებით მე არ მეშინია სირთულეების, არც სიყვარულის მეშინია, არც მარტოობის. შენგან განსხვავებით მე შემიძლია მეფე ვიყო და არა პაიკი, რომელიც მეფის ნიღაბს ირგებს და ასპარეზზე ისე გადის, ხომ იცოდი, ხომ გრძნობდი რომ დამარცხდებოდი? რატომ არ გაჩერდი.
- ვერ გავჩერდი.
- რატომ?
- არ ვიცი.
- რაღაც მომენტში ის დაკარგე რითიც ყოველთვის განსხვავდებოდი სოციუმისგან.
- მაინც რა?
- რობოტობა არჩიე ადამიანობას და როდესაც ადამიანობა მიაყუჩე სინდისმა დაგანერვოზა. გიღირდა?
- ამაზე პასუხი არ მაქვს.
- რამე ნატვრა გააქვს?
- კი. მინდა მალე დასრულდეს ყოველივე.
- რა ყოველივე?
- გამათავისუფლე. მაგრამ მანამდე მითხარი რა გქვია?
- ბლექი.
- ლამაზი სახელია.
- შენ სხეულს უხდება. - არ უნდა მაგრამ ისევ ეღიმება. - თუ მზად ხარ წავიდეთ.
- ჯერ ერთ ღერს მოვწევ.
- კარგი. - სიგარეტს უკიდებს და ნება-ნება ეწევა, გულის ცემის მელოდიას ყურს უგდებს, ახლა ისეთი მშვიდია როგორც არასდროს. სხეულიც გათბა, კიდურებს გრძნობა დაუბრუნდა, გონებაც აღარ ჰქონდა დაბინდული, მზად იყო სხეულის ქურდისთვის მისი თავი სრულებით მიეძღვნა. თითებში ჩამწვარ სიგარეტს დახედა, ბოლო ნაფაზი დაარტყა, რამდენიმე წამს გაიჩერა ფილტვებში და ცხვირიდან გამოუშვა ბოლი. ოთახი გამონაბოლქვით აივსო. სიგარეტი საფერფლეში ჩასრისა, საძინებელში შევიდა, კარადა გამოხსნა და თეთრი პერანგი გამოიღო, საგულდაგულოდ გააუთოვა და ლამაზად შემოიცვა სხეულზე, მოკლედ შეჭრილი თმა დაისწორა, ჯინსის შარვალი ამოიცვა, თეთრი კედები ჩაიცვა და საკუთარი გამოსახულება კმაყოფილმა შეათვალიერა. სარკეში კიდევ ერთხელ დააკვირდა საკუთარ თვალებს, სადაც ტკივილი და ბედნიერება ერთმანეთს წამის მეასედში ენაცვლებოდნენ, ამჯერად ცრემლი შეიკავა, ღრმად ამოისუნთქა და წელში გაიმართა.
- მე მზად ვარ.
- გიხდება თეთრი. - ამბობს.
- ვიცი. ახლა რა გავაკეთო?
- ახლა დაწექი და დაიძინე როდესაც გაიღვიძებ მე უკვე შენ ვიქნები.
- და მე სად ვიქნები?
- იქ სადაც მოისურვებ.
- მართლა?
- რა თქმა უნდა. - საწოლზე წვება და თვალებს ხუჭავს. ემოციები მალე ერევა და ძილი ჰადესში მიათრევს სადაც არაფერია ნათელი, ყველაფერი შავით არის მოსილი და ყველაფერს შიშისა და ტკივილის სუნი და ელფერი ასდის. მერე გონებაც ეთიშება... სხეულს ტოვებს და ბლექს უთმობს...


სიმარტივე გენიალური რამაა... თითქმის ყველაფერი ძალიან მარტივია,მაგრამ ხანდახან ისე ჩაიხლართება ყველაფერი,ფიქრობ, რომელი კადრი საიდან ამოჭრა... ალბათ სხვა დროს... სხვა შემთხვევაში ბევრად კარგად ვიქნებოდით,სხვა სხეულში,რომ ვიყოთ და გ ა დ ა ნ ა ც ვ ლ ე ბ ა, რომ შეგვეძლოს... ერთი ხელის მოსმით გადავუსვამდი ფანქრებს და ცისარტყელას ჩემი ფერებით შევქმნიდი... ოღონდ სხვა სახით, სხვა თვალებით, მაგრამ ჩვენ... მომენატრე! ვიქნებოდით ალბათ ძაღლები ან კატები, მაგრამ ერთად ვიქნებოდით... არადა, ყველაფერი როგორი მარტივია ფიქრი ,რომ შეგვეძლოს... მეც დაუსრულებლად ვფიქრობ ვინ სად მიქრის ... ნეტა ,დროს შეეძლოს აწ უკვე ნათქვამი სიტყვების დაბრუნება. უმალ დავშლიდი და სხვა სიტყვებს ავაწყობდი... მიყვარხარ! ბედნიერება ჩვენი ხელებია, ჩვენი თვალებია და ჩვენ ვართ... ესეც, მარტივია თუმცა არა-ბედნიერი წამები უფრო მეტია... უბედურება ბევრად მარტივია - შენ ჩემი ბედნიერება ხარ და ეს რთულია...! რადგან ეს სახე გვაქვს.. ეს კანი და ფერები გვაქვს... ჯადოქარი,რომ ვიყო ახლიდან გამოგძერწავდი, სათუთად შეგირჩევდი თვალებს, წამწამებს, ტუჩებს... შეგიცვლიდი... ხმელეთის ფერ თვალებს - მწვანეში გარდამავალს, მოვარდისფრო წვრიილ ტუჩებსა და მშვიდ ღიმილს... დაღლილ თვალებს... ყველაფერი იწერება, შენ - მე და დედამიწა,მაგრამ ვერაფერი ვერ იკითხება... ვერც შენ, ვერც მე და მით უფრო დედამიწა... არადა მომენატრე... როგორ წიკწიკებენ საათის ისრები და კაცმა არ იცის რისთვის... ასე დაუსრულებლად “არაფრისთვის” მენატრებიდა ეს გვხვდის გენიალურს... მომენატრე დაღლილი თვალებით, ალალი ღიმილით და უბოროტო გულით, ჯადოქარი რომ ვიყო არაფერს შეგიცვლიდი... შევცვლიდი საკუთარ თავს და მე-ც დღლილი შენთან ერთად გავიღიმებდი.... მომენატრე!



№1  offline წევრი სიბილა

ჰაი ჰაი რომ kissing_heart და ის ვინ იქნება,როგორ იცხოვრებს

 


№2 სტუმარი სტუმარი ენ ბლექი

სიბილა
ჰაი ჰაი რომ kissing_heart და ის ვინ იქნება,როგორ იცხოვრებს


რავიცი :)

 


№3  offline წევრი მე♥უცნაურე

'ჯადოქარი რომ ვიყო არაფერს შეგიცვლიდი... შევცვლიდი საკუთარ თავს'
...

ენ...
რაც არ მასვენებს, სწორედ ამ წინადადებით თქვი.

ჰო, მომენატრა კი არა, წამი არ არის მოუნატრებლად...

და მაინც, დამპალია ცხოვრება!

 


№4 სტუმარი სტუმარი ენ ბლექი

მე♥უცნაურე
'ჯადოქარი რომ ვიყო არაფერს შეგიცვლიდი... შევცვლიდი საკუთარ თავს'
...

ენ...
რაც არ მასვენებს, სწორედ ამ წინადადებით თქვი.

ჰო, მომენატრა კი არა, წამი არ არის მოუნატრებლად...

და მაინც, დამპალია ცხოვრება!


მეც მენატრება ❤

 


№5  offline მოდერი სალანდერი

ამდენი ხნის შემდეგ, პირველად წაგიკითხე.
სახელის გამო.
ვიცოდი რაც დამხვდებოდა და იმის გამო.
მე იმისკენ ვარ სარკიდან რომ იყურება.
იმედია დასასრული ასეთი იქნება.

 


№6 სტუმარი სტუმარი ენ ბლექი

სალანდერი
ამდენი ხნის შემდეგ, პირველად წაგიკითხე.
სახელის გამო.
ვიცოდი რაც დამხვდებოდა და იმის გამო.
მე იმისკენ ვარ სარკიდან რომ იყურება.
იმედია დასასრული ასეთი იქნება.


ჯადოქარი რომ ვიყო, არაფერს შევცვლიდი :)
მადლობა.

 


№7 სტუმარი სტუმარი ბარბარე

საინტერესო იქნება ისტორიის დაწერა გაორების მქონე ადამიანზე.. მათი დიალოგებით და ლავსთორებით.. ერთმანეთში კინკლავით და ცოტა მხიარულებით... ესეც მომეწონა მაგრამ გაგრძელება ძალიან გამახარებდა ❤

 


№8 სტუმარი სტუმარი ენ ბლექი

სტუმარი ბარბარე
საინტერესო იქნება ისტორიის დაწერა გაორების მქონე ადამიანზე.. მათი დიალოგებით და ლავსთორებით.. ერთმანეთში კინკლავით და ცოტა მხიარულებით... ესეც მომეწონა მაგრამ გაგრძელება ძალიან გამახარებდა ❤


ხელმეორედ დაბადება...
თუ არ გაქვს წაკითხული ნახე, ჩემი ისტორიაა, დაახლოებით ის არის რაც ახლა დაწერე, მხოლოდ იმ განსხვავებით რომ ერთი ადამინის სული მეორე ადამიანში გადადის. არ ვიცი, ნახე, მგონი მოგეწონება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent