შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფუტკარი. (თავი 8)


23-12-2019, 13:59
ნანახია 263

-იცოდე, აღარ გამამეორებინო.- ყურმილს გაბრაზებული რთავს მედი და ტელეფონს დახლზე ახეთქებს.
-რა მოხდა?-
-კოულია, ისევ ფულს მთხოვს.-
-მერე?-
კოული მედის შვილია, არასდროს შევხვედრივარ, არც ის ვიცი, როგორ გამოიყურება.
მხოლოდ ერთი რამაა ცნობილი,დედამისს ყოველთვის ფულს თხოვს.
-არ მაქვს, ხელფასიდან რაც დამრჩა, წამლებში და საჭირო წვრილმანებში დამეხარჯა, ეს კი არაფერს აკეთებს, არც მეხმარება.
ძალიან დავიღალე ირის..-
ხელებს დახლზე ალაგებს, იმდენად დაღლილია,
სახეზე აწერია, რომ მეტს ვერ შეძლებს.
-მოდი დღეს დაგეხმარები, კარგი?-
ვეუბნები იმედიანად.
ჯერ სერიოზული სახით მიყურებს, მერე ტკბილად იღიმის და წინსაფარს დახლზე დებს.
-ყველაფერი კარგად იქნება,
კოული სამუშაოს იპოვის, იქნებ მამაჩემს ვთხოვო და რამე მოუძებნოს?- ვთავაზობ მას შემდეგ, რაც კაფის სამზარეულოში იატაკის წმენდას ვიწყებ.
-არ ვიცი.-
-რატომ მპასუხობ ასე, ჩვენი გრცხვენია?-
-ლორას ბავშვობიდან ვიცნობ, გულზე დღემდე არ ვეხატები, როგორც შენ შეამჩნიე, ასეთი ადამიანი ვარ,
ყველას იგივეთი ვპასუხობ.
რასაც ისინი გრძნობენ ჩემ მიმართ, მეც იგივეს ვგრძნობ და იგივენაირად ვუფასებ.
ეს ბუნების კანონია.- ღრმად ჩაისუნთქა, თითქოს მოეშვაო.
-ჩვენ მამაჩემზე ვსაუბრობთ, ლორა აქ არაფერ შუაშია.-
-ის მისი ცოლია და რა თქმა უნდა, ყველაფრის თავშია ირის, ნუ მაცინებ.- ღუმელიდან ახლადგამომცხვარი, შემწვარი მაფინები გამოიღო.
-მე მაინც ვცდი საუბარს, ის მამაჩემია და შეძლებს რამის მოძებნას.-
თავს დანებების ნიშნად აქნევს, ამით მანიშნა, შენ არაფერი შეგცვლისო და თავისი საქმე განაგრძო.
-იცი რა, მიმტანი გვესაჭიროება.
ხანდახან, სულაც არ მაქვს იმის დრო, რომ კლიენტთან მივიდე და მაგიდასთან ჩავიწერო შეკვეთა.-
ამას იმიტომ ამბობს, რომ იცის, კოული არ აქ მიმტანად არ იმუშავებს.
-ასე მოვლითი საუბარი ნუ გიყვარს,
ამ ზაფხულში დასვენებას ვაპირებ, სამუშაო აღარ მინდა.- ვამბობ სიცილით.
-კარგი, კარგი, ვნებდები.-
-მაფინებს ახლა მე გამოვაცხობ.- მედის ზურგს ვაქცევ და მასის ფიგურებში ჩასხმას ვიწყებ.
-ირის, კლიენტია, გთხოვ მიდი.-
მაფინებს ღუმელში ვათავსებ და მაგიდისკენ მივდივარ.
ო, რა ბედნიერი დღე გათენდა.
ჯულიანი მაგიდასთან თავსდება და მობილურში იწყებს ქექვას.
-გამარჯობა, რას ინებებ?- ისე ვამბობ, მინდა ვაგრძნობინო, რომ უკვე ვიცი, როგორი დებილიცაა.
-სამუშაოს დაწყებას გილოცავ ბი,
წინსაფარი გიხდება.- ამბობს ირონიით.
-იმედი მქონდა, რომ პირს როცა გააღებდი რამე უფრო დახვეწილს და განვითარებულს გადმოუშვებდი,
თუმცა როგორც ყოველთვის ვცდები.
დღესაც ისევ დებილი ხარ.-
ვხედავ როგორ ერთმევა ღიმილი სახიდან.
-იცი, რომ კლიენტებს არ უნდა ეუხეშო?-
-ეგ დებილ კლიენტებზე არ ვრცელდება.-
მინდა, რომ იმ გაჩეჩილ თმაში ჩავაფრინდე.
თვალებს მობეზრებით ატრიალებს.
-ერთი შოკოლადის შეიკი ჩემთვის.
შენ კი რამე ცივი დალიე,
როგორც ჩანს ისევ გაციებული ხარ, სიცხე გაქვს და ბოდავ.-
ვშრები.
არ ვიცი, ეს ბრაზი იყო, ბოღმა, თუ უბრალო აღელვება, თუმცა ფაქტია რომ უსაზღვრო აღელვება ვიგრძენი და ამ წუთისთვის შემეძლო ყველა მაგიდა აქვე დამემტვრია.
რატომ მახსენებს იმ წყეულ დღეს,
როცა საავადმყოფოდან თავი ვერ დავაღწიე.
ყველამ რატომ დააღწია თავი ბავშვობას,
ჩემ გარდა?!
რატომ გაიზარდა ყველა მათგანი ისეთ ადამიანად,
რომელსაც ვეღარ ვცნობ,
ვინც უკვე წავიდა და აღარც დაბრუნდება,
ჩვენ მეგობრები ვეღარ ვიქნებოდით.
ეს აშკარა იყო და ამან მატკინა.
სიტყვის თქმას ვერ ვახერხებ, ისე ვტრიალდები სამზარეულოში და ერთჯერად ქილაში მილკშეიკის დასხმას ვიწყებ.
-ირის კარგად ხარ?-
-კი მედი.- ისე ვპასუხობ, მისკენ არ ვტრიალდები.
-გაფითრებული მეჩვენები, რამე მოხდა?-
-არა, არაფერია.-
-თუ გინდა დაისვენე, მე მივხედავ..- ხელებში მაფრინდება, მაგრამ წინააღმდეგობას ვუწევ.
-კარგად ვარ მედ, არაფერი მომხდარა,
მართლა.-
თვალებში დამაჯერებლად ვუყურებ და ოდნავ ვუღიმი.
-გაკვირდები.- ეჭვის თვალით მაშტერდება, მერე კი თავის საქმეს უბრუნდება.
შეიკს მაგიდაზე ვაგდებ და მედისთან ვბრუნდები,
ყოველი კუთხის დასუფთავებას ვიწყებ.
ბოლოს ორივე ვასრულებთ საქმეს და სკამზე მოწყვეტით ვეშვებით.
-აი ასე ვიღლები ყოველდღე.-
ბურტყუნებს ქოშინით,
მსუქანია და ჰაერის უკმარისობა აწუხებს.
-ჰო, ყოველდღე ასეთი სამუშაო,
დამღლელი იქნება შენთვის.-
ჩაიფრუტუნა.
-მიდი მაფინები შეამოწმე, იქნებ მზადაა.- დგება და ჭიქების წმენდას იწყებს.
ცხელი მაფინები თეფშზე გადმომაქვს,
რა გემრიელი სუნი აქვს.
ახლა ვხვდები, მედი მსუქანი რატომ არის.
-ირის მგონი ვიღაც მოვიდა.-
-მივდივარ.- ოდნავ ხმამაღლა შევძახებ.
ის არის, ბარს ვცილდები,
ჯულიანის მაგიდას ვუყურებ და იქ იან ნოვაკი მხვდება.
რამოდენიმე ნაბიჯი მაშორებს მათ, საკუთარ თავში ვრწმუნდები, რომ უკან უნდა გავბრუნდე.
მიყურებს.
რაღაც აუხსნელი შემოხედვა აქვს.
ვერ გამიგია, ამით მარცხვენს,
ჩემს საქციელს მახსენებს,
თუ რას აკეთებს.
ერთადერთი რეალური ფაქტია,როგორც კი მას ვეჩეხები,
მაშინვე ის წყეული მომენტი მიდგება თვალწინ.
მახსენდება, როგორი გაოცებული, სასოწარკვეთილი გამომეტყველებით მიყურებდა.
იმ მომენტში ორივე შოკში ვიყავით, დამუნჯებულები.
სუნთქვაც კი შევწყვიტეთ,
მახსოვს, ჩვენი სხეულებიც კი არ ეხებოდა ერთმანეთს.
მხოლოდ ტუჩებით შევეხეთ,
სხეულით ორივე უკან დავიწიეთ ერთმანეთისგან.
ალბათ იმიტომ, რომ იმ მომენტში ყოველი ის მოგონება, მეგობრობით ნაშენები კედელი
მე
დავანგრიე.
იმ წამში, სხეულებს შორის სიცარიელეში, ეს ნანგრევები ჩაეშვა.
უკვე ექვსი წელია,რაც ჩვენ მეგობრები აღარ ვართ და რეალურად, არც იმ მომენტში ვყოფილვართ.
მე ვგრძნობდი თავს ასე,
მე ვგრძნობდი ამ სირცხვლის, რომ თითქოს რაღაც დავანგრიე.
რეალურად,
ეს კედელი დიდი ხანია, რაც ნგრევის პროცესში იყო.
მისგან არც არაფერი იყო დარჩენილი,
იმ წუთში კი, ჩვენ შორის ის არაფერიც გავაქრე.
თუ ეს ორივეს თავისუფლად ამოგვასუნთქებს,
მაშინ ასეც უნდა მომხდარიყო.
ასე მეგონა, მთელმა ბავშვობამ თვალწინ ჩამირბინა, ყველაფერი გამახსენდა მეთქი.
მახსოვდა კიდეც, მაგრამ როცა მეგობარი გყავდა, ვისთან ერთადაც გაიზარდე,
წარმოუდგენელია წამით ამხელა შეცდომა დაუშვა და მას აკოცო,
სასიკვდილო სირცხვილი იყო ჩემთვის და არის კიდეც.
აი მისთვის კი, ყველაზე მოულოდნელი რამ.
ალბათ ვერ წარმოიდგენდა, წელს რომ მოუწევდა გამოლაპარაკება ჩემთან, ამდენი წლის შემდეგ.
ვერც იმას წარმოიდგენდა,
ჩემს სახელთან თუ ექნებოდა შეხება.
მაგრამ როგორც ჩანს,
ყველაფერი მისი პრობლემებით დაიწყო,
მე კი გადავწყვიტე წარსულში ჩავმძვრალიყავი,
ან არც,ალბათ იმიტომ, რომ წარსულიდან არც გავთავისუფლებულვარ.
მე ამ დრომდე იქ ვიყავი,იქ დავრჩი.
იან ნოვაკი კი წავიდა,
როგორც სხვა დანარჩენები.
ყველაზე მეტად მას იმიტომ გამოვარჩევ მათ შორის,
რომ მე, ვინუსს და იანს, ყველაზე კარგი ურთირთობა გვქონდა.
მას იმიტომ ვერ ვპატიობ ამის დავიწყებას, რომ უსიტყვოდ წავიდა.
ერთი სიტყვაც კი არ დასცდენია ჩემი მიმართულებით, რაც ვინუსი გადავიდა.
თითქოს ამომშალა.
ერთხელაც კი არ შემოუხედავს.
ეთქვა, რომ ბავშვური და მომაბეზრებელი ვიყავი,
ეს ხომ მიზეზია,
რომ ურთიერთობები ნელ-ნელა დაიშალოს?
ეთქვა, რომ მას სხვა ინტერესები აქვს და ჩვენ ერთმანეთთან საერთო გასართობიც კი არ გვექნებოდა.
ეთქვა, რომ ამის გამო ვეღარ ვიმეგობრებდით.
მე ხომ გავუგებდი?
თუმცა უსიტყვოდ წავიდა, ეს კი მაინტრიგებდა,მაფიქრებდა,
კითხვას ბადებდა ჩემში.
უეცრად, საკუთარ თავზე ნერვები მომეშალა.
ქვასავით ვდგავარ და იანს თვალებში ვუყურებ.
უფრო მეტად ის მაღიზიანებს, რომ თვალებს არ მაშორებს.
რის თქმა უნდა ამით,
ჩემს აფორიაქებას ცდილობს?
იცის, რომ მის დანახვაზე ის დაწყევლილი მომენტი მახსენდება, რომელიც მინდა ჩემი გონებიდან სამუდამოდ ამოვშალო?!
რა ჯანდაბაზე ფიქრობ იან, როცა ასე მიყურებ?
დარწმუნებული ვარ, ისიც კი დაგავიწყდა,
ყოველდილით რომელ მულტფილმს ვუყურებდით ერთად.
დაგავიწყდა,
დაგავიწყდა,
დაგავიწყდა!
ძალიან მაბრაზებს მისი დაჟინებული მზერა.
თითქოს ახლახანს მზერით ვუყვირე,
ბოლო ხმაზე ვუყვირე,
რომ ცუდი მეხსიერება აქვს.
ხვდება.
იმიტომ, რომ ამ სახეს ძალიან კარგად ვიცნობ.
როცა რაღაცას ხვდება, ბაგეებს ერთმანეთს აშორებს,
როცა რაღაცას იხსენებს ასე იქცევა.
გთხოვ,
გთხოვ,
ის მომენტი არ გაიხსენო!
ნერწყვს მძიმედ ვყლაპავ.
გონებაში მედის სიტყვები მახსენდება,
რასაც ისინი გრძნობენ შენს მიმართ, შენც იგივეთი უნდა უპასუხო.
როგორც გექცევიან, ისე უნდა მოექცე და ისე უნდა დაუფასო საქციელი.
მართალი იყო!
სულელი ვარ.
ჩემსა და შენს შორის ეს დისტანცია აუცილებელია იან.
გთხოვ,
ნუ შემოაბიჯებ თამამად ჩემს სამყაროში ისევ,
იმიტომ რომ ახლა, როცა წარსულის ქექვა დავიწყე, კითხვებზე პასუხების ჯერი დადგა,
ზუსტად მაშინ დავუშვი შეცდომა, რის გამოც სირცხვილს ვგრძნობ და არ მინდა ყოველ ჯერზე, როცა ახლოს იქნები ეს მახსენდებოდეს და მაფიქრებდეს, რა დაუფიქრებელი და იდიოტი ადამიანი ვარ.
თითქოს ჰაერში ამ სიტყვებს ვაფრქვევდი,
თითქოს მეგონა დუმილით ამას გაიგებდა.
იქნებ გაიგო კიდეც?
ვტრიალდები, წინსაფარს დახლზე ვტოვებ.
-მედი მაპატიე, უნდა წავიდე, სასწრაფო საქმე მაქვს.- ვაყრი სწრაფად და სიტყვის თქმას არ ვაცლი, ისე გავრბივარ კაფიდან.
ველოსიპედს იმ სწორ ასფალტზე მივაქროლებ.
მედი მართალი იყო.
იანი ამ ხნის განმავლობაში ვერც კი მამჩნევდა.
რატომ ახლა?
რატომ არ უნდა მექცია მისთვის ზურგი?
მან ხომ ამომშალა, თვითონ ხომ ვერ მხედავდა ამ დრომდე?
მან ისეთივე პასუხი უნდა მიიღოს, როგორი კითხვაც დასვა.
თვითონ ექვსი წელი ინტრიგაში ჩამაგდო თავისი ქცევით,
მე კი, ინტრიგაში, რომელშიც იანი ჩავაგდე,
სამუდამოდ გამოვკეტავდი.
ეს ახლა გადავწყვიტე,
იმსახურებს, რომ პასუხი არ გავცე.
იმსახურებს, რომ ისეთივე მოჩვენება იყოს, როგორიც მე ვიყავი მისთვის, აქამდე.
ყველა ქცევას თქვენს მიმართ,
თქვენდამი იგივე პასუხი უნდა ჰქონდეს.
ყველაფერი ვალია,
თუ კი ორ კილოგრამ სითბოს გაძლევენ,
გრამის დაკლების გარეშე უნდა დაუბრუნოთ უკან.
თუ კი ვიღაც თავისი ქცევებით თავს არარაობად გაგრძნობინებთ და კითხვების კორიანტელისთვის უმოწყალოდ გიმეტებთ,
გაუკეთეთ მას იგივე.
დაე, ყველამ მივიღოთ თანაბარი.
მეღიმება, როცა ეზოში შევდივარ.
დედა, მამა, რიკი,
მისის ჯექსონი,
უილიამსების ოჯახი, კიდევ რამოდენიმე და რა თქმა უნდა,
ნოვაკებიც აქ არიან, იანის გამოკლებით.
ყველა ერთმანეთში ირევა,
მთელი უბანი თავს ჩემს ეზოში იყრის.
-ბი, მოხვედი?
დღეს ბარბექიუ მოვაწყვეთ, მოდი სტუმრებს მიესალმე.- ყვირის დედაჩემი მხიარული ხმით და თან რკინის კოვზით ხორცს ცეცხლზე ატრიალებს.
ხმაურია,
ყველა საუბრობს.
მუსიკაც კი მესმის, ასე რომ ვთქვათ, მთელი ჩვენი პატარა უბანი, ჩემს სახლში იყრის თავს და მხიარულობს,
უფროსების წვეულებას დავარქვამდი,
იანის პატარა და, სხვა ბავშვები და კიდევ რამოდენიმე ახალგაზრდაც რომ აქვე არ იყოს.
-გამარჯობა.- ღიმილით ვესალმები ყველას.
-ირის ძვირფასო, როგორ ხარ?- იანის დედა როგორც ყოველთვის დიდი სიყვარულით მეხვევა.
-კარგად, მადლობა, თქვენ როგორ გრძნობთ თავს?-
ვცდილობ ზრდილობიანად გავუღიმო,
არა და თან იმაზე მეფიქრება, რომ რამოდენიმე დღის წინ მის ვაჟს ვეცი და ვაკოცე.
სირცხვილისგან, გაქცევა მინდება.
ახლა რომ ეს გაიგოს, ღიმილი სახეზე შეახმება.
-ბოდიშს გიხდი, იანი ვერ წამოვიდა. რაღაც საქმე ჰქონდა.-
უხერხულად მეუბნება.
-არაუშავს, მიხარია რომ თქვენ მოხვედით.-
ყოველთვის ასე ხდება,
აგათა უკვე ექვსი წელია მიბოდიშებს, რომ მისი ვაჟი არცერთხელ მოსულა სტუმრად ჩემთან.
სტუმრობა?!
მომსალმებოდა მაინც, საკმარისი იქნებოდა.
თავს უხერხულად გრძნობს, იმის გამო, რომ იანს დავავიწყდი.
ამაზე ღიად არასდროს ვსაუბრობთ, თუმცა ფაქტი სახეზეა.
მამაჩემი თავის საყვარელ ფრანგულ სიმღერას რთავს.
ყოველთვის ასეთი იყო და არის კიდეც.
ამოუცნობი, ვერ გაიგებ,
რაზე ფიქრობს ან რას გრძნობს.
ხორცის ასატრიალებლად მისულს, ირგვლივ იანის და, დარსი და მორბენალი ბავშვების დანახვაზე,
ჩვენი ბავშვობა გამახსენდა.
თავიდან ამოიგდე ირის!
-რიკ, შეგიძლია შენი წინდები აქედან მოაშორო?
რა უმსგავსობაა!- ვამბობ ხმადაბლა, მაგრამ მაინც გაღიზიანებული.
-მაცადე და ავიღებ.- პასუხს მიგდებს და ისევ თავის მობილურში აგრძელებს ქექვას.
-ყველა ჩემს საწინააღმდეგოდ რატომ არის განწყობილი?!- ჩემს თავს ჩუმად ვეკითხები.
პასუხიც არ მაქვს.
-Du calme.- მარცხენა მხრიდან ჩურჩულებს მამაჩემი და ხორცის ნაჭერს იღებს.
-Je suis bon de toute façon.-
ისედაც კარგად ვარ,
მისი დამამშვიდებელი სიტყვები ახლა უფრო მაღიზიანებს.
მგონი ხვდება, რაც მაწუხებს.
-როგორ მიხარია რომ გვესტუმრე!-
ლორას წკრიალა, გახარებული ხმა მთელ ეზოს ესმის.
ხორცი სუფრისკენ მიმაქვს, თუმცა სადაცაა ხელიდან გამივარდება.
იან ნოვაკი, თეთრი მაისურით და ჯინსით,
აჩეჩილი თმით და უდარდელი ღიმილით,
ჩემს ეზოში დგას და დედაჩემს თბილად ესალმება.
აი როგორ უნდა დაბრუნდე მეგობრის სახლში, ექვსწლიანი პაუზის შემდეგ.
მართალია, წინაზე ჩემს ოთახში შემოძვრომით გამაოცა, თუმცა ეს იმიტომ გააკეთა, რომ ეჭვები კლავდა.
ჩემი ოთახის გადაქექვას ცდილობდა,
ეს მხოლოდ საკუთარი მიზნების გამო გააკეთა.
ახლა კი,
ამდენი წლის შემდეგ, მისი დანახვა ჩემი და მისი ოჯახის გვერდით,
ჩემს ეზოში, ძველ დროს მახსენებს
და მივხვდი, რომ უკვე ამას თვალიც გადაეჩვია.
ამ სიტუაციის დანახვა უკან მაბრუნებს.
აქ მისი სურვილით მოვიდა.
რატომ აკეთებს ამას ?!
რისი გაგება სურს,
მისი მოულოდნელი ქმედებებით ჩემი აღელვება უნდა?!
არ ვაპირებ,
აღარ ვაპირებ, მის წინ ვიდგე და სირცხვილში ვიხარშებოდე.
ბოლოს როცა ყველას ესალმება, ბიჭებთან ერთად პოულობს ადგილს და საუბარს აბამს.
თეფშს მაგიდაზე ვდებ.
-იანი აქ მოვიდა, რას დგახარ?!- თითქოს მკიცხავს, ისე მეუბნება,
თანაც ცდილობს არავინ შეამჩნიოს და მეჩურჩულება,
დედაჩემი, ლორა.
-და რა გინდა რომ გავაკეთო?-
-როგორ თუ რა? მიდი მიესალმე.-
თავს მბრძანებლურად აქნევს.
-ხორციც ხომ არ მივართვა, მერე დესერტიც დავუმატო, რას იტყვი?- სარკაზმით ვეკითხები.
-შე..- საუბარს გაბრაზებული იწყებს, როცა წამში სახე ეცვლება, ულაგდება და იღიმის.
ეს იმიტომ, რომ აგათა ეძახის.
აგათა ჩემი კუმირია, ამ წამს დედაჩემისგან მიხსნა.
მზერას როგორც კი ვცვლი, თვალში ისევ იანი მეჩრება.
დგას, ბიჭები ესაუბრებიან და ყველაზე საშინელი ისაა, რომ არცერთს არ უსმენს.
მე მიყურებს.
ღმერთო,
რატომ ცდილობს ჩემს გამწარებას?!
ნუ მიყურებს.
ნუ არის იქ, სადაც მე ვარ.
აღარ შემიძლია ეს სირცხვილი!
სული მეხუთება, როცა მიყურებს,
მგონია ყველაფერი ჩემს დაცინვას იწყებს,
მგონია მისი მზერით ზუსტად იმ მომენტს, ფილმის კადრივით ატრიალებს მის გონებაში და თან ამ მზერით დამცინის.
ლუდს სვამს და თან მაკვირდება.
ვწუხდები და ვტრიალდები.
რატომ მოვიდა?
-ირის, შენთან სტუმარია, ამბობს რომ შენი ნახვა უნდა.-
-რა?- დედაჩემისკენ ვტრიალდები,
იმედია იანს არ გულისხმობს.
-მოდი!- ხმამაღლა ამბობს, ეზოს არც მეტი და არც ნაკლები,
ტეო ბარაცი უერთდება.
ტანში ჟრუანტელი მივლის.
ეს გაოცების, შიშის და დაბნეულობის მაქსიმუმი იყო ჩემთვის.
დედაჩემი ისე ეგებება, რომ ვხვდები აშკარად მასზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინა, ამ პატარა, ეშმაკმა ბიჭმა.
ტეო და ლორა მიახლოვდებიან.
-ასეთ სიმპათიურ და კარგ ბიჭთან ერთად თუ პაემანზე წახვედი, რატომ არ მითხარი?- დედაჩემი ღიმილით, თან შეუმჩნევლად მეჩურჩულება.
სახეზე გაურკვევლობა მაწერია.
წინა ჯერზე, როცა მოვატყუე რომ პაემანზე მივდიოდი,
სიმართლის თქმა დამავიწყდა,
ახლა კი შედეგიც სახეზეა.
ტეო ის არარსებული ბიჭი ჰგონია.
-მე დაგტოვებთ, სალაპარაკო გექნებათ.- ლორა გახარებული მიდის.
სახლთან ახლოს ვდგავართ,
ყველა აქ არის.
-გიჟი ხარ?!- გაღიზიანებული ვუშინებ სიტყვებს.
-დამშვიდდი, ირის ჩესტეინ.- მიღიმის, ცდილობს არავინ შეამჩნიოს, რომ ჩემი მეგობარი კი არა,
საერთოდ არავინაა ჩემთვის.
-ჩემი სახელი როგორ გაიგე?
ჩემი საცხოვრებელი?!-
-მსოფლიოში ცნობილ ბლოგერს, რომელიც ინტერნეტით ცხოვრობს, ვფიქრობ მაგას არ უნდა ეკითხებოდე.
ძალიან მარტივად გავარკვიე შენი სახელი, გვარი და საცხოვრებელიც.- ცივად მიღიმის.
-ჩემგან რა გინდა?!-
-განსაკუთრებული არაფერი,
უბრალოდ გაგიხსენე.
იმ დღეს დაჯილდოვებაზე, ჩემს კაბინეტში,
შენ დამხვდი.
ამ დღეს, ჩემი კუთვნილი ნივთი, ადგილიდან გაქრა.
ოთახში შენ იყავი,
შენი აზრით, ვის უნდა მივაკითხო, თუ არა შენ?-
ტანში მცრის.
-რაზე ლაპარაკობ?
მე არაფერი ვიცი.- ვცრუობ.
-კარგად მახსოვს, შენ იყავი.
არ მეშლება, საინტერესოა, რატომ აიღე ის ფირფიტა.
იცოდი რა ინფორმაციას იტევდა?
იანთან რა გაკავშირებს,
ეს მის გამო გააკეთე?- კითხვებს გაუჩერებლივ მაყრის.
ცოტათი მეშინია,
ვერ გამეგო რა გამეკეთებინა.
-მიპასუხე.- მომთხოვნ ტემბრთან ერთად,
ბედავს და ხელს მკლავზე ძლიერად მიჭერს, თანაც ისე, სხვებმა რომ ვერ შეამჩნიონ.
ირგვლივ ვიყურები,
მზერის პირველი ადრესატი,
იანია.
ამ ხნის განმავლობაში,
მეც და ტეოსაც თვალებით გვჭამდა.
ცოტაც და რამეს გააკეთებს,
კარგად ვიცნობ.
ტეოს დასანახად ვერ იტანს,
მის აქ დანახვას ისიც ჩემსავით ყველაზე ნაკლებად ელოდა.
-მე არაფერი ვიცი,
არ ვიცი რაზე ლაპარაკობ.
საერთოდ ჩემს სახლში რას აკეთებ?!
პირველად მიჩ გრასსთან ერთად შეგხვდი, ეს არის და ეს!
რატომ გადამეკიდე?!- ვცდილობ ხმა ვაკონტროლო.
-არა, არ შემეშლებოდა.
კარგად მახსოვს მისი სახე, შენ..- სიტყვას ვერ ასრულებს, როცა მის გვერდით იანს ვლანდავ.
ტეოს ხელს მხარში ავლებს და უჭერს.
-შენი წასვლის დროა, ტეო.
აქ არა, მაგრამ შემდეგში ვისაუბრებთ იმაზე, თუ აქ რა გესაქმება.-
კბილებში ცრის, გამომეტყველება შეცვლილი აქვს.
თუ კი შემდეგში ისინი ისაუბრებენ,
ტეო მოუყვება, როგორ აღმომაჩინა კარადაში და როგორ გაქრა თავისი სამხილი იანის შესახებ.
იანი გაიგებს, რომ ეს ყველაფერი მე დავატრიალე და ერთადერთი კითხვით სულს გამიმწარებს:
თუ რატომ გავაკეთე ეს.
მიხვდება, იმ დღეს დაჯილდოვებაზე რას ვაკეთებდი, მომთხოვს პასუხს და ამახსნევინებს.
იმასაც მიხვდება, რომ სიმართლის დამალვის გამო,
მის კითხვას თავი ავარიდე და ამ მიზნით დაუფიქრებლად ვაკოცე.
ყველაფერი დამენგრევა,
თავს ოთახიდან ვეღარ გამოვყოფ.
მაგრამ, იქნებ ტეო ბოლომდე არ არის დარწმუნებული რომ ის გოგო მე ვარ?
იქნებ, ახლა უფრო დავაწრმუნე ამაში?!
ვგიჟდები.
იქნებ იმ სამხილზე არაფერი თქვას იანთან,
რადგან ჯეიკი, იანის მატყუარა პარტნიორი არ გაყიდოს და არ ჩაუშვას?
ან უბრალოდ ჩაშლილი გეგმა მის კონკურენტს აღარ გაანდოს?
მართალია იანმა იცოდა, რომ ტეო რაღაცას უწყობდა,
მაგრამ რაღაც მარწმუნებს, რომ ტეო ამ გეგმაზე მას არაფერს ეტყვის,
იმიტომ რომ ეს თვითონ მას არ აწყობს.
-ველოდი, როდის მოხვიდოდი.- ირონიულად ამბობს ტეო.
-აქედან გაეთრიე, თორემ თავს ვერ გავაკონტროლებ,
არ მინდა, ხალხს ეს დღე ჩავუმწარო.-
მოთმინებას კარგავს იანი.
-ყველაფერში ცხვირს რატომ ჰყოფ?
თანაც უკვე მეორედ ერევი ჩემი და ირისის საუბარში.-
-შენი და ირისის?- იცინის.
ხელს მხარში ავლებს,
მთელი ძალით აწვება და ქუჩის ბოლოსკენ მიათრევს.
თან არ იმჩნევს, რომ ამას ძალდატანებით აკეთებს.
ეს ყველაფერი მხოლოდ მამაჩემმა შეამჩნია.
მე შარში ვარ.
აღარ მინდა რომ აქ ვიდგე,
აღარ მინდა ცხოვრება!
ნერვიულობისგან სხეული მიკანკალებს.
ორ წუთში იანი უკან ბრუნდება,
პირველივე რასაც ვხვდები ისაა, რომ გაცეცხლებულია.
საშინლად გაბრაზებული ჩანს.
მალე სიკვდილი მიწერია,
ნუთუ ტეომ ყველაფერი მოუყვა?
უკვე?!
ჩემსკენ მოდის.
-შენ ჩემთან ერთად მოდიხარ,
სალაპარაკო გვაქვს.-
ხელს მაჯაში ძლიერად მავლებს და ჩემი სახლისკენ მიმათრევს.
წამიერად უკან ხალხს გავხედავ,
ყველას გაურკვეველი,
გაოცებული სახე აქვს.
ღმერთო, როგორ მრცხვენია.
ყველა ჩვენ გვიყურებს,
გიჟივით იქცევა.
-იან?! როგორ იქცევი?- აგათა ჩვენსკენ აპირებს წამოსვლას.
ამ დროს იანი სახლის კარს აღებს და
კიბეებისკენ მიმაქანებს.
-თავი დაანებე აგათა, ისაუბრონ.- მესმის მამაჩემის ხმა.
ეს რა იყო?
ჩემი ოთახის კარებს აღებს,
შიგნით მაგდებს,
თვითონაც შემოდის და ყველაზე მეტად რაც მაღელვებს ისაა, რომ
კარს
კეტავს.
სხეული მიკანკალებს,
მაგიდას ვეწებები.
-ახლავე ამიხსნი, ტეოს შენთან რა ესაქმება.- პირველი კითხვა მამშვიდებს.
რადგან ეს მკითხა, ესეიგი ტეოს არაფერი მოუყოლია ჩემს შესახებ.
-რატომ ვარ ვალდებული შენ რამე აგიხსნა?!- უხეშად ვპასუხობ.
-ირის, ჩემს მოთმინებას ნუ ცდი!- ყვირის და ხელს მაგიდაზე არტყამს.
ვხტები.
ჩემთან ძალიან ახლოს დგება,
ორივე ხელს მაგიდაზე აწყობს, ჩემს ირგვლივ და გასაქანს არ მაძლევს.
-რისი მოსმენა გინდა იან?!
როგორ იქცევი?!- ყვირილს არ ვაკლებ.
-რატომ მოვიდა ტეო შენთან,
საერთო მასთან რა გაქვს?!-
თავს ვერ აკონტროლებს.
-შენ რატომ მოხვედი დღეს ჩემს სახლში?!
რატომ მოდიხარ ყველგან, სადაც მე ვარ?
წლებია რაც ჩემს სახლში ფეხი არ შემოგიდგამს,
ახლა რატომ გაგახსენდი იან, რა გინდა?!-
ხელს მსუბუქად ვკრავ, მაგრამ მისთვის ეს არაფერია.
-თემიდან ნუ გადადიხარ,
თავს ნუ არიდებ ყველაფერს ირის!
უბრალოდ მიპასუხე რა საქმე აქვს შენთან.- აღელვებულია, თვალებში ნაპერწკლები უელავს.
-ეს პირადულია.- სიმართლის დასამალად, ენაზე რაც მადგება პირველი იმას ვამბობ.
ოღონდ თავი დამანებოს, ოღონდ აღარ იყოს აქ, არც კი მაღელვებს რას ვიტყვი.
-რა?- ირონიულად მიცინის,
თითქოს ვერ იჯერებს.
-პირადული?
ტეო ბარაცი, ცნობილი ბლოგერი ირის?-
-კი, ზუსტად ტეო ბარაცი.- მტკიცედ ვუგდებ სიტყვას.
-და აქ მოვიდა, შენი მშობლების წინ ასეთი გამომეტყველებით გესაუბრა?
სისულელეებს ნუ ყვები, მაინც არ დავიჯერებ.-
-მას მოვწონვარ.- კიდევ ერთი წამოსროლა ჩემგან.
-რა?-
-ჰო.- მტკიცედ.
-ტეო ბარაცი და შენ?
შენ მოწონხარ?- ხარხარებს.
როგორი გახდა,
ამ ჟესტით მამცირებს და ეს არც აღელვებს.
-რა, არ შეიძლება ტეოს მოვეწონო?- ამაყად ვამბობ, ღიმილით.
ნერვები უფრო ეშლება, თან ღიმილს ნელა წყვეტს.
-რა მაგარი მეგობარი ყოფილხარ.
ურთიერთობას შენი ბავშვობის მეგობრის ყველაზე დიდ კონკურენტთან აბამ,
საოცარია, ბრავო.- ტაშს უკრავს.
-მეგობრობა?- ვკისკისებ.
-იან, თვალი გაახილე, ჩვენ ერთმანეთისთვის დიდი ხანია, რაც აღარავინ ვართ.-
ამ ყველაფერს ღიმილით, მაგრამ გულში ამოუცნობი კითხვებით ვამბობ.
თავს აქნევს.
-წარმოუდგენელია, რომ ამას აკეთებ.-
-რას?
ტეოსთან საუბარს გულისხმობ?-
-სულელი ხარ?
ახლახანს თქვი, რომ პირადული გაკავშირებს.- ტონს ისევ უწევს.
-შენთვის რა მნიშვნელობა აქვს,
მე რას გავაკეთებ, ეს შენ არაფერში შეგიშლის ხელს.- ვცდილობ მშვიდად მივუგო.
ტრიალდება,
ხელებს საფეთქელზე იწყობს, იზელს და ისევ ჩემსკენ ტრიალდება.
-ტეო მართლა მოგწონს?-
ამ კითხვამ, ერთდროულად უამრავი გრძნობა გააღვიძა.
მესმის, მისი კონკურენტია და მის სიახლოვეს ვერ აიტანს,
მაგრამ არ აქვს უფლება მაშინ ჩაერიოს ჩემ საქმეში, როცა მოესურვება.
მიყურებს
და
მელოდება.
ელოდება როდის დამცდება ბგერა.
-არა, იან.
შენნაირი მეგობარი ვერ ვიქნები.
ვერ წავალ და ბავშვობის მეგობარს ვერ ამოვშლი გონებიდან,
ისე ვერ გავიმეტებ რომ აფორიაქებული დავტოვო, მისალმების ღირსადაც არ ჩავთვალო, ეს მიზეზად არ მიმაჩნია.
მე შენნაირი არ ვარ, პირს მეგობრების მტრებთან არ ვკრავ,
მეტიც ისინი არ მომწონს.-
მშვიდად ვპასუხობ და ვიცლები.
ამით ყველაფერი ვუთხარი, რაც მინდოდა.
დუმს,
ხმას ვერ იღებს, უბრალოდ მიყურებს.
-რატომ მოხვედი აქ?
რომ ისევ სირცხვილი მაგრძნობინო საკუთარი თავის მიმართ?-
ახლოს მოდის, ისევ ისე დგება, ხელებს მაგიდაზე აწყობს და ახლოდან დამყურებს.
-გამიშვი.- თავის გათავისუფლებას ვცდილობ, მაგრამ მაკავებს.
-მინდა მჯეროდეს,
მაგრამ რაღაც კითხვები გონებას მაინც მიჭამს, ბი.-
ავისმომასწავლებლად მიყურებს.
-მე არავითარი პასუხი არ მაქვს, მომშორდი!- ვყვირი.
-რატომ გარბიხარ ჩემგან?-
ვჩერდები,
გაშეშებული ვუყურებ.
რა ვუპასუხო?
ძალიან ახლოს დგას, მისი სხეული ჩემსას ეხება კიდეც.
-რატომ მემალები იმ დღის შემდეგ ირის,
ყველგან სადაც მე მოვდივარ,
შენ გარბიხარ.
ჩემი გრცხვენია?-
ვკანკალებ.
-ის კითხვა თუ რატომ გაკოცე, არა?-
ირონიულად ვუღიმი, ვიცი ვერ იტანს.
არაფერს ამბობს.
-არ მითხრა, რომ ფიქრობ
რამე გრძნობას იწვევ ჩემში.
იმიტომ, რომ სასაცილოდ არ მეყოფა.
ეს იმიტომ გავაკეთე, რომ მქონდა მიზეზი.
შეგიძლია დაჯდე და იფიქრო ამაზე,
ისე როგორც ერთ დროს,
წლების განმავლობაში მე ვფიქრობდი და მაწუხებდა კითხვა,
თუ რით დავიმსახურე შენგან უჩინმაჩინის ტიტული.-
ვერ ვხვდები, რა ემოცია ეხატება სახეზე.
ვერ ვხვდები,
რას გრძნობს,
რაზე ფიქრობს,
როცა ასე მიყურებს.
როცა ასე ახლოსაა და გასაქანს არ მაძლევს.
გათავისუფლებას ვცდილობ,როცა ისევ მაკავებს.
-იქნებ მეცადა და პასუხი აქვე მიმეღო?- უეცრად მეკითხება.
ვიცინი.
-საინტერესოა, ამას როგორ აპირებ.-
ღიმილი სახეზე მახმება,
როცა ვხვდები რასაც გულისხმობს.
ბგერა ყელში მიჩერდება,
როცა სახე უფრო ახლოს მოაქვს.
იმდენად, რომ მის სუნთქვასაც კი ვგრძნობ სახეზე.
რას აკეთებს?!
ვერ ვინძრევი.
პანიკაში ვარ.
გულს ვერ ვამშვიდებ.
მის ხელებს წელზე ვგრძნობ,
ჩვენი ცხვირები ერთმანეთს ეხება.
რას აკეთებს?!
ის ხომ ჩემი მეგობარი იყო,
ჩვენ ერთად გავიზარდეთ,
როგორ დაუშვა გონებაში ერთი წამით..
თვალებში მიყურებს, ისე ახლოსაა,
სუნთქვა მეკვრის.
ეს როგორ ხდება?
როგორ ხდება, რომ ბიჭი, რომელსაც არ ვაინტერესებ,
ახლა ჩემს წინ ამის გაკეთებას აპირებს?
ჩვენ ერთ წუთებში დავიბადეთ
და არასდროს მიფიქრია,
რომ იანი ამ მდგომარეობაში, ჩემთან ასე მოქცევას დააპირებდა.
ამ წამს,
იატაკზე ფორთოხლები ცვივა.
ფორთოხლები,
ფორთოხლები,
ფორთოხლები.
ყურადღება ეფანტება და მის სხეულსაც თავიდან ვიშორებ.
სიამოვნებით მოვუსმენდი მელოდიას მის თავში,
სიტყვებით:
"ისევ გაიქეცი, ირის."
საკეტს ვწევ და ოთახიდან სწრაფად გავდივარ.
ვგრძნობ,
ოთახში ერთი, მთელი გაურკვევლობა დავტოვე, სახელად იანი.
მომწონდა, რომ ახლა მას მოუწევდა ფიქრი.
სანაპიროზე მჯდარმა მივხვდი,
იმ მომენტში,
მის გონებაში გაიარა გარდამავალმა სურვილმა,
რომ ჩემთვის ეკოცნა.
ბოლო ცვლილების წამმა,
ცნობიერებაში მოიყვანა იგი,
თვალი გაახილებინა და დაანახა, რომ მე ირისი ვარ.
კერძოდ,
მისი ძველი მეგობარი.
გოგო, რომელიც მისი ტიპის არასდროს ყოფილა,
ვისზეც არასდროს შემოუხედავს სხვა თვალით და არც მე მიგრვძნია მისდამი რამე.
ჩვენ გულწრფელები ვართ,
ჩვენ ერთმანეთი არასდროს დაგვინახავს სხვა თვალით.
ბოლო წამში კი,
ფორთოხლების ხმამ, იანი გამოაფხიზლა.
გაახსენდა, რომ მე არ ვიყავი შესაბამისი გოგო.
ფორთოხლებმა შეაჩერეს იგი და ბედნიერი ვარ, ასე რომ მოხდა.
მან იცის, რომ მე მივხვდი,
რომელ წამში გაიღვიძა.
იცის,
რომ მივხვდი ჩემს კოცნას აპირებდა და ბოლოს საკუთარმა ქვეცნობიერმა შეაჩერა იგი.
ახლა,იან ნოვაკი დაჯდება და სირცხვილს იგრძნობს იმის გამო,
რომ სცადა თავისი ბავშვობის მეგობრისთვის,
ირის ჩესტეინისთვის ეკოცნა.
სინანული გვიანია, იმიტომ რომ
ბი ყველაფერს მიუხვდა.

---


შეაფასეთ.



№1 სტუმარი სტუმარი Sweet Home

ჰეეიიი, ჩემიი ფორთოხლის გოგონა დააა იანიი აიი ძაან ჰარრმონიული საყვარელი და მოულოდნელობით აღAსავსე წყვილი არიან. აუუ რაკაიაა მაგრად მომწონს. ირისის მშობლებიი უსყვარლესები არიაან. აუუ ძაან მომწონს, ყველასგან განსხვავებულიაა ერთი დ იგივე მომენტები არაა როგორც ყველა მოთხრობაში. წარმატებები, ინტრიგაც გამოგდის, მოუთფენლად ველიიი.
პ.ს გილოცავ დამდეგ შობა-ახალ წელს heart_eyes

 


№2  offline წევრი izabella

არ ვიცი რატომ, მაგრამ მგონია, რომ როგორც ბის რცხვენია იმ ინციდენტის გახსენება, იანის შემთხვევაში სულ სხვა რამ ხდება. ყველაზე მეტად უპასუხო კითხვები და გაურკვევლობაა გამაღიზიანებელი და კარგად მესმის რას გრძნობს. კიდევ რაღაც ეჭვები მაქვს, მაგრამ თავს შევიკავებ და დაველოდები პასუხებს.
მომწონს ბი, ეს გოგო მთელ სამყაროს იტევს ასე მგონია.
ძალიან კარგია და მე ველოდები ახალ თავს♥♥♥

 


№3  offline წევრი Lights

ახალ თავს ველი მოუთმენლად ! უბრალოდ უუმაგრესია :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent