შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პრინცი ამირი (თავი 1)


23-12-2019, 17:19
ავტორი sabah alkhyr
ნანახია 902

1
თავიდანვე იცოდა, რომ რაღაც დიდი თავგადასავალი ელოდა, როცა ჩანთა აიღო და ტანსაცმლის ჩალაგება დაიწყო დუბაიში გასამგზავრებლად. აქ აღარაფერი აკავებდა, აღარც ოჯახი და აღარც სხვა ვინმე ვინც მის გატეხილ გულს შეიფარებდა და გამთელებაში დაეხმარებოდა. მშობლების დანატოვარი ქონება თითქმის სულ გაყიდა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ აქ აღარასდროს დაბრუნდებოდა, მაგრამ მამისეულ პატარა კოტეჯს ვერ დაემშვიდობა. მთელი ბავშვობის მოგონებები იქ ჰქონდა ღრმად ჩამარხული.
მანამ, სანამ მისი მშობლები ავტოკატასტროფას შეეწირებოდნენ უდარდელი ბავშვობა ჰქონდა. მაშინ 15 წლის გოგონა იყო, სკოლიდან მოსულს მეზობელმა ქალმა გაუღო სახლის კარი და ცრემლიანი თვალებით მიუსამძიმრა. ვერ ხვდებოდა რას უსამძიმრებდა ან რატომ ტიროდა ეს ქალი. სახლში შევვარდა, ჩანთა იატაკზე მოისროლა და სამზარეულოს მიაშურა, სადაც წესით წინსაფრიანი დედა უნდა დახვედროდა, მაგრამ არ დახვდა. მერე გააანალიზა მოხუცის ცრემლამოყოლებული ,, ვიზიარებ" ის მნიშვნელობა, აღარც დედა ყავდა და აღარც მამა, სწორედ იმ წამს დასრულდა მისი უდარდელი ბავშვობაც.
მძღოლმა გორგოლაჭიანი პატარა ჩანთა მანქანის საბარგულში ჩააგდო და აეროპორტის გზას დაადგა. ისე უხაროდა აქედან წასვლა, მაგრამ თან ისე ჩხვლეტდა გული, ეგონა მისი წასვლით მშობლებს ანაწყენებდა, ვინ იცის კიდევ როდის ეღირსებოდა მათი საფლავების ნახვა. დიდი დრო გავიდა იმის მერე რაც 15 წლის აღარ იყო, მაგრამ მაინც ვერ ჩააჩუმა ეს ტკივილი და ვერ ამოავსო სიცარიელე ორადგაყოფილ გულში.
დუბაის აეროპორტში არავინ დახვდა, ან ვინ უნდა დახვედროდა, არავის იცნობდა. ტაქსი გააჩერა და სასტუმროს მისამართი უთხრა. გეგმად ჰქონდა, უკან დაეტოვებინა ძველი ცხოვრება და დაეწყო ახალი, სხვანაირად ეს ყველაფერი გაანადგურებდა.
სასტუმროს ფანჯრიდან ზღვა მოჩანდა. ზოგადად სიმაღლის შიში ჰქონდა, მაგრამ ახლა ოთახი მეთერთმეტე სართულზე დაიქირავა. აქედან ყველაფერი ხელისგულზე მოჩანდა. ჩამავალი მზის სხივებს ზღვა ირეკლავდა და არაჩვეულებრივ პეიზაჟს ქმნიდა. ამ სანახაობისთვის სიმაღლის შიშის დავიწყება ნამდვილად ღირდა.

***

ღამე დუბაიში? სამოთხეა. აქ ღამის ბაზრობა თვეში ერთხელ იმართება, გამოყრიან ხოლმე ძველმან ნივთებს და ყიდიან იმაზე ორჯერ ნაკლებად ვიდრე თვითონ იყიდეს, მაგრამ აქ უფრო კოლექციონერები დადიან.
პირველივე საღამოს ბარში წასვლა გადაწყვიტა. მართალია აქ ქალებს ეკრძალებათ არა მარტო ასეთ ადგილებში სიარული, არამედ საერთოდ დალევა, მაგრამ იმის გამო, რომ ის არ იყო აქაური თავს უფლება მისცა შესულიყო სასტუმროსთან ახლოს მდებარე ბარ- რესტორანში და ცოტა დაელია. ერთი ჭიქა ტკბილი ღვინო და ნამცხვარი მისი ყოველსაღამომდელი ჩვეულება იყო.
ბარ-რესტორნის კუთხეში მდგარ ორ ადგილიან მაგიდასთან მყუდროდ მოკალათდა და შეკვეთა იქ მიატანინა.
რამდენიმე მამრობითი სქესის წარმომადგენლის თვალი დაჟინებით მისჩერებოდა, ყველა გაკვირვებული და ამავე დროს განრისხებული იყო, რადგან ფიქრობდნენ, რომ მათი წესი ამ უღირსმა ქალმა უარყო.
იქაირობას თვალი მოავლო და  მზერა ბარის ჩაბნელებულ კუთხეში მჯდარ სილუეტზე შეაჩერა. კაპიუშონ ჩამოფარებულის სახეს დრო და დრო მოქაჩული სიგარის ალი ანათებდა და ნაცრისფერ, მრისხანე თვალებს უჩენდა. ადამიანზე მიშტერება ზოგადად მისი სტილი არ იყო, მაგრამ ამ ადამიანმა თითქოს მიიჯაჭვა. მაგნიტივით იზიდავდა და აიძულებდა მისთვის თვალმოუშორებლად ეყურებინა. ბოლოს როგორც იქნა შეძლო თავის დაღწევა მისი უხილავი მარყუჟებისგან და მზერა მიმტანზე გადაიტანა, რომელსაც შეკვეთა უკვე მოეტანა.
-გემრიელად მიირთვით, - ჭიქა მის წინ დადგა და ღვინით აავსო, - ისე გეტყობათ აქაური არ ხართ და ჩვენი წესები არ იცით. ქალს ეკრძალება ღვინის დალევა, ბარში შესვლაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. თუ საიდუმლო არ არის სადაური ბრძანდებით.
-ქართველი ვარ.
-პატარა, საყვარელი ქვეყანაა. დიდი ხნის წინ ტურისტული კომპანიის მეშვეობით ვეწვიე საქართველოს, - ისეთი ბედნიერი სახით ყვებოდა, ეტყობოდა, რომ საქართველოს ბუნებით აღტაცებული იყო, - ყაზბეგში ვიყავი, მერე სვანეთში, მერე გუდაურში.
-საქართველოს მთიანი მხარე დაგილაშქრავს, - გაუღიმა და ღვინო მოსვა. უკვე თავს აბეზრებდა. ნუთუ უფროსი არ უყურებდა?
-დიახ, იცით, წელს კიდევ ვაპირებ წასვლას და დანარჩენი რეგიონების დათვალიერებას. თქვენ რამდენი ხანი აპირებთ დარჩენას?
-დიდი ხანი. რატომ მეკითხები?
-არა ისე, მაინტერესებდა გიდობას თუ..., - სიტყვა ვიღაცის დაძახებამ გააწყვეტინა, აშკარა იყო მისი უფროსი იქნებოდა, ტუჩი მობრიცა და სახეზე ფერი ეცვალა. გოგონას თავი დაუკრა, შეგერგოთო უთხრა და უკან მოუხედავად გაიქცა დახლისკენ. უფროსს თავდახრილი უსმენდა, მერე ლანგარი ბარის თავზე დადო და იმ კლიენტისკენ წავიდა, რომელზეც ორი წუთისწინ, ბარში მყოფ ერთადერთ ქალბატონს თვალი ჰქონდა მიშტერებული.
მეტი ყურადღება აღარ მიუქცევია არავისთვის, ღვინოს წრუპავდა, ნამცხვარს მიირთმევდა და ინსტაგრამს სქროლავდა და დრო ასე უქმად გაჰყავდა.
ანგარიში მოითხოვა. ისევ ის მიმტანი მივიდა, ეგონა ტვინს ისევ გაუბურღავდა, მაგრამ მხოლოდ ანგარიშის წიგნაკი მიუტანა და უკან გაბრუნდა.
ანგარიშის წიგნაკიდან ოთხადმოკეცილი ფურცელი გადმოვარდა, სანამ გახსნიდა იფიქრა, რომ მიმტანმა თავისი ნომერი დაუტოვა, მაგრამ რომ გახსნა ვერაფერი ამოიკითხა. არაბული ცუდად იცოდა, უფროსწორად სულ ორიოდე სიტყვის მარაგი ჰქონდა, ამიტომ ბარმენთან მივიდა და გადათარგმნა სთხოვა.
,, შენ აქ არაფერი გესაქმება, ეს შენნაირების ადგილი არ არის. წადი'' - ჟრუანტელმა დაუარა მთელს სხეულში, თან მუქარას ჰგავდა, თან გაფრთხილებას და თან მზრუნველობას. მიმტანს რომ ჰკითხა ეს ვინ გამოგატანაო იმ მამაკაცისკენ მიუთითა ცოტახნის წინ სიგარის ალი რომ უნათებდა სახეს. სამწუხაროდ იქ აღარ იჯდა.
-როდის წავიდა?
-ანგარიში, რომ მოგიტანეთ მაშინ ადგა და წავიდა.
გარეთ გავიდა იმის იმედით, რომ ქუჩაში დახვდებოდა, მაგრამ არავინ იყო, გარდა ტაქსის მძღოლებისა. უკან შებრუნდა ჩანთა აიღო და სასტუმროში დაბრუნდა.
რომ მენახა რა უნდა მეთქვა?-ფიქრობდა ის- არაბული მე არ ვიცი და შეიძლება იმას ინგლისური არ სცოდნოდა. ან იქნებ სექსუალური მანიაკი აღმოჩენილიყო, მერე? ასე დაუფიქრებლად რატომ ვიქცევი, ან გვიან რატომ ვაანალიზებ ყველაფერს, ხომ შეიძლება ჯერ დავფიქრდე და მერე ვიმოქმედო? არა ჰოპლას ვიძახი და მერე ვხტები, ჩემს შეცდომებზე ჭკუას ვერასოდეს ვსწავლობ.

***
უკვე ოთხი დღე იყო რაც დუბაის სასტუმროში აღამებდა და ათენებდა და ამ ოთხი დღის ფიქრის შემდეგ საკმაოდ სერიოზული გადაწყვეტილება მიიღო. იმ დღესვე უნდა წასულიყო და პატარა მყუდრო სახლი ეპოვნა. წუნიაობის მერე, როგორც იქნა ისეთი ბინა მოძებნა რომლის ზომაც, ფორმაც და ფასიც მისაღები გამოდგა მისთვის.
იქამდე მისასვლელად ჯერ ბაზრობა უნდა გაევლო, მერე სასახლე და დუბაის სასტუმროები.
ბაზრობაზე ათასნაირ ნივთებს ყიდიდნენ, ხელით ნაკეთ სამკაულებს, ხის ნაკეთობებს, ნაჭრის თოჯინებს და ა. შ.
სულმა წაძლია და ერთ დახლს მიადგა, რომელზეც ხის და ტყავის სამკაულები ჩამოემწკრივებინათ.
- ეს რა ღირს? - გამყიდველმა ინგლისური არ იცოდა და არაბულად გაუგებარ სიტყვებს ამბობდა. ნივთი ადგილზე დააბრუნა და წასვლა დააპირა, ვიღაცის ინგლისური ნათქვამი რომ გაიგო.
-გეუბნება, რომ ეს სამაჯური 35 დირჰამი ღირს.
-უკაცრავად?
-ის ამბობს, რომ სამაჯური 35 დირჰამი ღირს.
-აჰამ, გასაგებია, მადლობა დახმარებისთვის,- გაუღიმა და გზა განაგრძო, ამდენი მაინც არ ჰქონდა წაღებული, მაგრამ ახლა მხოლოდ ის ბიჭი ეფიქრებოდა. ღმერთო გამახსენე საიდან მეცნობა, სად ვნახე,- ფიქრობდა ის და გონებაში მისი სახის აღდგენას ცდილობდა, როცა წინ გადაუდგა და მოკუმული მუჭი გაუშვირა, თან ისე იღიმოდა თითქოს დიდი ხნის ნაცნობები ყოფილიყვნენ, მაგრამ მიუხედავად მისი ღიმილისა, ნაცრისფერ თვალებში უცნაური სევდა ამოიკითხა გოგონამ. გამოშვერილი მუჭი გაშალა და ის სამაჯური დაანახა, ცოტახნის წინ რომ მოეწონა, თან უთხრა რომ ეს მისი საჩუქარი იყო და აეღო.
-მადლობა, მაგრამ ამას ვერ ავიღებ, - თავი დაუკარა და გაიარა, გვერდით ამოუდგა და მასთან ერთად სეირნობა დაიწყო. გოგონა გაჩერდა, მამაკაციც გაჩერდა. სვლა დაიწყო, მანაც რიტმულად ააყოლა მის ნაბიჯებს ფეხი.
-უკაცრავად, რატომ მომყვებით?-მისკენ შეტრიალდა და სახეში შეხედა, ისევ უღიმოდა და სამაჯურს უწვდიდა, აიღეო ეუბნებოდა. გიჟი ეგონა, ან მანიაკი, ცოტაღა ეკლდა რომ არ ეყვირა და შველა ეთხოვა. მაგრამ მათხოვარს არ ჰგავდა, პირიქით კარგად ეცვა, თეთრი არაბული სამოსი და თავზე მამაკაცისთვის განკუთვნილი ჩალმა. ტიპიური არაბი იყო, არც მეტი არც ნაკლები,- მართლა არ მინდა, მადლობა. ვაფასებ თქვენს გულკეთილობას, მაგრამ ამას ვერ გამოგართმევთ.
-ვიცი, რომ ეს თქვენთვის ძალიან მცირედია, მაგრამ გეფიცებით მთელი გულით გჩუქნით.
-მცირედი კი არა, ძალიან ძვირფასია და ამიტომ არ გართმევთ, მე ვინ ვარ, რომ თქვენგან საჩუქარი მივიღო? რა დამსახურება მაქვს?
-ძალიან ლამაზი ბრძანდებით.
-აჰაამ, ეს დამსახურებაა?
-თქვენი ღმერთისგან ბოძებული.
-ჩემი ღმერთისგან. ძალიან დიდი მადლობა.
-შეიძლება? - ხელი გაიშვირა და გოგონას მაჯას შეეხო, წინააღმდეგობა არ გაუწევია, პირიქით გაუღიმა კიდეც.
-მადლობა ძალიან, ძალიან დიდი. ახლა კი ბოდიშს გიხდით უნდა წავიდე, მეჩქარება, - მამაკაცის პასუხს აღარ დაელოდა, გვერდი აუარა და უცებ მობერილი სიოსავით გაუჩინარდა ხალხით სავსე ქუჩაში.
მამაკაცი ისევ იდგა და იმ წერტილს გაჰყურებდა, სადამდეც მისი თვალთახედვა გასწვდა, სანამ გოგონა გაუჩინარდებოდა.
- რა ხდება ძმაო, ნუთუ გული წაგართვეს?
-ვშიშობ, რომ მართლაც ასეა ძმაო.
-დავიჯერო დუბაიში შენი მოსაწონი ქალი აღარ დადის?
-დადის და ის ახლახანს გაუჩინარდა.
-მე არაბი ვიგულისხმე, ის არაბია?
-არ ვიცი, არ მგონია, ინგლისურად საუბრობდა.
-არ გირჩევ ძმაო, შარში გაეხვევი, უცხოელია, მისი ქვეყანა არ გაპატიებს.
-განა მე რაიმე ცუდის ჩადენას ვაპირებ ძმაო? - წარბშეკრულმა გახედა მის მარცხნივ მდგომს, - როდისმე გინახავს ქალისთვის რამე დამეშავებინოს?
-ეგ არ მიგულისხმია ამირ, მაგრამ უცხო ქვექნის შვილია და უნდა გაფრთხილდე. შენს ცოლებს რას უპირებ?
-ჩემს ცოლებს რას ვუპირებ და... - მოულოდნელად ძირს დაიხარა და ნაპოვნ ნივთს თვალი შეავლო. ოქროსფერ ცეპზე ჯვარი ქანაობდა.
-ეგ რა არის, - მიუახლოვდა გვერდით მდგომი და კულონს დახედა, - ქრისტიანი ყოფილა.
-ალბატ ასეა, ჯვარს მხოლოდ ქრისტიანები ატარებენ, - მუჭში მოიქცია და გულზე მიიკრო, - კონკიას ისტორიას გავს, ფეხსაცმელი ყელსაბამით რომ შევცვალოთ.
-კონკიას ისტორიას კარგი დასასრული ჰქონდა?
-ნუთუ არ გახსოვს დედა რომ გვიყვებოდა ხოლმე?
-მე არა, შენ გიყვებოდა ხოლმე. მე არასდროს მხიბლავდა მასეთი ისტორიები.
-და ცხოვრობდნენ დიდხანს და ბედნიერად, - ისევ იმ წერტილს გახედა სადაც გოგონა გაუჩინარდა, თავი დანანებით გაიქნია და ძმას უკან გაყვა. ფიქრობდა, რომ ეს ჯვარი მათი კიდევ ერთხელ შეხვედრის მიზეზი გახდებოდა.
ორ კვირიანი ცხოვრების შემდეგ როგორც იქნა შეეგუა ახალ სამყოფელს, ენის სწავლა დაიწყო და მეზობლებიც გაიცნო. გვერდით სახლში ერთი მოხუცი ცხოვრობდა, თავიდან ეს ქალი უნდობლად უყურებდა, უცხოელია არავინ იცის რას მოიმოქმედებსო, მაგრამ მერე ნელ-ნელა დაუახლოვდა და შეიყვარა. ამ ქალს შვილიშვილი ყავდა, ახალგაზრდა და სიმპათიური, ბებიას ყოველ დღე ნახულობდა და გოგონასაც მოიკითხავდა ხოლმე. მალევე მიხვდა, რომ გულში ჩავარდნოდა და ძლიერ შეყვარებოდა. რამდენჯერმე სცადა გადაეფიქრებინა, მაგრამ ყოველ მისვლაზე გრძნობა ახლდებოდა და უფრო მეტად უღვივდებოდა. თაია მის მიმართ არაფერს გრძნობდა გარდა მეგობრული სიყვარულისა და ეს აშმაგებდა მამაკაცს. ყოველ მის უარზე სკამიდან წამოხტებოდა და სწრაფი ნაბიჯით შორდებოდა ხოლმე იმ ადგილს, მეორე დღეს იგივე მეორდებოდა.
-მომისმინე შენ, კიდევ ერთხელ თუ მეტყვი მაგას და მერე გაიქცევი, გეფიცები სახლის კარს ჩაგიკეტავ. ბებიაშენს ვცემ პატივს თორემ აქ აღარ მოგიშვებდი.
-მართლა? მაშინ მიდი გამაგდე და კარი ჩამიკეტე. შენც დაისვენებ და მეც.
-გადი აქედან. ახლავე დატოვე ჩემი სახლი, - ჭიშკართან მივიდა, გამოაღო და თითით გარეთ გასვლა ანიშნა.
-არ წავალ, - პიჯაკის ჯიბეებში ხელები ჩაიწყო და სავარძელში ჩაჯდა.
-რას ქვია არ წახვალ, - წარბი შეკრა თაიამ და მამაკაცს მიუახლოვდა, - ახლავე ადექი და წადი აქედან.
-არ წავალ მეთქი გითხარი, აბა სცადე და გამაგდე, სანამ არ მომისმენ ფეხს არ მოვიცვლი აქედან,-ფეხი ფეხზე გადაიდო და კმაყოფილმა ახედა გოგონას.
-რას ამბობ შენ ჰა? რა უნდა მოვისმინო შენგან ახალი? ისევ მეტყვი რომ გიყვარვარ და ჩემს უარზე წამოხტები და გაიქცევი?
-არა არ გავიქცევი თაია. აღარ ვაპირებ წასვლას, სტრატეგია შევცვალე.
-აჰა, - გულზე ხელები დაიკრიფა გოგონამ, - ახლა რაღა მოიფიქრე? დაჯდები აქ და იქამდე მიჩიჩინებ ერთი და იმავეს სანამ გული არ გამიწყალდება და არ გეტყვი მეც მიყვარხარ მეთქი?
-თუნდაც.
-გიჟი ხარ.
-ვიცი.
-მაჰმუდ გეფიცები ბებიაშენთან მივალ და ვეტყვი რომ მაწუხებ.
-მაგით არაფერი შეიცვლება, ბებიაჩემსაც უნდიხარ რძლად.
-ღმერთო ეს რა ხალხია, - ქართულად ამოილაპარაკა და ხელები გაშალა, - წადი თორემ პოლიციაში დავრეკავ.
-დარეკე. მე არაფრის და არავისი მეშინია. მიდი დარეკე და უთხარი სიყვარულისგან გაგიჟებული კაცი მაწუხებსო.
-არა მართლა გიჟი ხარ, ღმერთო, - ჩანთას  და მობილურს ხელი დაავლო და ეზოდან გავიდა. მამაკაცი დაეწია, მკლავით დაიჭირა და ადგილზე  გააჩერა, - ხელი გამიშვი, რას აკეთებ.
-სად მიდიხარ თაია, ჰა? გინდა, რომ უარესად გამაგიჟო.
-ამაზე მეტად შენ ვეღარ გაგიჟდები მაჰმუდ, ეს ბოლო სტადიაა. ხელი გამიშვი, - ხელი გააშვებინა და სვლა განაგრძო, მაგრამ მამაკაცმა ისევ დაიჭირა და წასვლის საშუალება არ მისცა.
-სად მიდიხარ მეთქი გეკითხები და პასუხი გამეცი.
-შენი საქმე არ არის, ხელი მეტკინა, გამიშვი მაჰმუდ.
-ჩემგან ვერ წახვალ, ვერ გამექცევი, - გაქაჩა და სახლისკენ გაათრია.
-გამიშვი, ხელი გამიშვი. მიშველეთ, არავინ ხარ?
-ეს შენი ქვეყანა არ გეგონოს პატარა ქალბატონო. აქ ქალს არავინ დაეხმარება.
-მიშველეთ, დამეხმარეთ ვინმემ. მაჰმუდ გამიშვი, მტკივა,-გაბრძოლება ამაო აღმოჩნდა, ყოველი მისი ქმედება მამაკაცისთვის ხელი გაეშვებინებინა დიდ ტკივილს აყენებდა მაჯაზე.
ამ ქვეყანაში ქალს ხმა არ ამოეღება, თუნდაც ყველას თვალწინ სჭრიდნენ ყელს მაინც არავინ მიეშველება, რადგან თუ კაცი ქალს სცემს ეს იმის მანიშნებელია, რომ არ დაემორჩილა. მაჰმუდის ბებია აივნიდან იყურებოდა, სახე უტიროდა, მაგრამ ადგილიდან არ იძვროდა, რომ დახმარებოდა.
-ტყუილად ყვირი, - შემობრუნდა და მისი სახე ხელში მოიქცია, - ირგვლივ მიმოიხედე, შეხედე ფანჯრებს, აივნებს, შენ გიყურებენ და არ გეხმარებიან, - მთელი მეზობლობა აივნებზე გამოყრილიყვნენ და სანახაობას უყურებდნენ. არავინ ცდილობდა მის დახმარებას, რადგან ისინი უკვე შეჩვეულნი იყვნენ ამ წესს, ტრადიციას, რომლის მიხედვითაც ქალს კაცისთვის წინაარმდეგობის გაწევის უფლება არ აქვს,- შენ ვერავინ დაგეხმარება, ვერავინ გიშველის, შენ ჩემი გახდები, ხვალ კი ქორწილი გვექნება.
-არასოდეს, არასოდეს გავხდები შენი საკუთრება. მე შენი სათამაშო არ ვარ მაჰმუდ. მე აქაური არ ვარ, ვერაფერს დამიშავებ, ვერაფერს მაიძულებ.
-სადაც ჩადის იქაურ ქუდს იფარებს ადამიანი, ახლა შენ უკვე ამ ქვეყნის შვილად ითვლები.
-მე ქრისტიანი ვარ.
-მაგასაც მოევლება. წამოდი, წინააღმდეგობას ნუღარ მიწევ,შენთვისვე იქნება ცუდი,-ჭიშკარს მიახლოებულმა უფრო უმატა ყვირილს და შველას განწირული ითხოვდა. თავისუფალი ხელით ყველაფერს ებღაუჭებოდა რაც კი შეხვდებოდა და მხოლოდ ამით ცდილობდა მისგან თავის დაღწევას. იმ დღეს წყევლიდა, როცა ამ უბანში დასახლება გადაწყვიტა, წყევლიდა იმ დღეს, როცა აქ ჩამოსვლა გადაწყვიტა, წყევლიდა იმ დღეს, როცა მაჰმუდი გაიცნო და იფიქრა, რომ მასთან მეგობრობა შესაძლებელი იყო. მოულოდნელად ერთმა აზრმა გაუელვა თავში, მაჰმუდის ხელს დასწვდა და კბილები ჩაასო, გაუმართლა. ტკივილისგან სახედამანჭულმა მამაკაცმა ხელი გაუშვა თუ არა თაიამ დრო იხელთა და გაიქცა. კარგა ხნის სირბილის შემდეგ, მაშინ როცა ეგონა სამშვიდობოს გამოსული იყო და საფრთხე აღარ ემუქრებოდა, კუთხიდან მამაკაცი გამოვარდა და ძირს დააგდო. ზევიდან მოქცეული ხელებს უკავებდა და მის კოცნას ცდილობდა.
-მიხარია, რომ არ მაწვალე და შენი ფეხიტ მოხვედი აქამდე. ეს ყრუ უბანია, აქედან დასახლება ძალიან შორსაა, ასე რომ ბოლო ხმაზეც რომ იყვირო ვერავინ გიშველის, - კაბის ღილების შეხსნა დაუწყო.
-მაჰმუდ გამიშვი გთხოვ, ღმერთი არ გწამს? გემუდარები გამიშვი. მიშველეთ! დამეხმარეთ! - მშველელი ისევ არავინ ჩანდა და გოგონასაც მხოლოდ ისღა დარჩენოდა თვალები დაეხუჭა და ელოცა. უცხო ქვეყანაში, მუსლიმურ ქვეყანაში ჩამოვიდა საცხოვრებლად, იქ სადაც ქალებს ცხოველებად მიიჩნევდნენ, სხვა რა მოლოდინი უნდა ჰქონოდა? ჯერ ჰოპ თქვა და მერე გადახტა და ეს გადახტომა ღირსების და სიცოცხლის ფასად უჯდებოდა. მაჰმუდის ტუჩების საზიზღარ შეხებას ყელსა და ლავიწზე გრძნობდა, მისმა სიმძიმემ სხეულის პარალიზება გამოიწვია და ახლა მამაკაცის სხეულ ქვეშ უსიცოცხლო ხის ქერქივით გაშეშებული იწვა. ეს არის ჩემი სიცოცხლის უკანასკნელი წამები, - ფიქრობდა ის და თან ღმერთს პატიებას სთხოვდა ყველაფერ იმისთვის რაც კი ცუდი ჩაუდენია და თავს ახლა მას აბარებდა. მოულოდნელად თვალთდაბნელებულმა, გონება თითქმის დაკარგულმა იგრძნო სიმძიმე როგორ მოეხსნა სხეულიდან და როგორ დაუარა თბილმა ჰაერმა მამაკაცის ოფლისგან დასველებული კაბის ქვეშ. მერე ბუნდოვნად ჩაესმა არაბული სიტყვები, რომლის ნახევარიც არ ესმოდა, ბუნდოვნად დაინახა ვიღაცის თითქოს ნაცნობი ნაცრისფერი თვალები და გონება საბოლოოდ დაკარგა.
-შენ ვინ ხარ ჰა? როგორ ბედავ და ხელს მიშლი, - თაიას გადამრჩენელისკენ იწევდა მაჰმუდი.
-მე ვინ ვარ? - ფეხზე წამოდგა ნაცრისფერ თვალება, გულზე თაია ყავდა მიხუტებული, - შენ ვინ ხარ, რომ ამდენს ბედავ, სხვის ღირსებას და პატიოსნებას ლახავ. ვინ ხარ შენ.
-ის ჩემი საცოლეა, - გოგონას გამოსართმევად გაიწია მაჰმუდი, მაგრამ ნაცრისფერთვალებას წინ მდგარმა ორმა მამაკაცმა ხელები გადაუგრიხა და დააჩოქა.
-ჭკუას მოუხმე და ფრთხილად იყავი. მანამდეც შემჩნეული ხარ ამ ქმედებაში და ეს საბოლოო იყოს, თორემ მერე სხვანაირად მოვიქცევი.
-ის ჩემი საცოლეა მეთქი არ გესმის? არ დავუშვებ ვიღაც ძაღლის შვილმა წამართვას.
-როგორ ბედავ ასეთ ლაპარაკს იცი შენს წინ ვინ დგას? - ერთ-ერთმა მამაკაცმა თავი ძალით დაახრევინა და შუბლით მიწას მიაწება.
-ისმაილ არ გინდა, შეეშვი. ყველა არ მიცნობს, ამას მნიშვნელობა არ აქვს. წავიდეთ, - თაია მანქანისკენ წაიყვანა და უკანა სავარძელზე მიაწვინა,თვითონ კი გვერდზე მიუჯდა და მისი ლამაზი თავი მუხლებზე დაიდო.
-ამ გოგოს არ გაგატანთ მეთქი, - ფეხზე წამოდგომა სცადა, მაგრამ ისმაილმა წიხლი ჰკრა და გვერდზე გადააგდო.
-უნდა იცოდე ვისთან როგორ ისაუბრო, - წაქცეულის გვერდით ჩაიმუხლა და ყურში ჩასჩურჩულა, - თუ კიდევ გაბედავ რაიმე სისულელის ჩადენას, გეფიცები თვალს არ დავახამხამებ ისე გამოგჭრი ყელს. გასაგებია? - მაჰმუდს პირი ქვიშით ჰქონდა ამოვსებული  და ვერაფერი თქვა, მამაკაცმა კი დუმილი თანხმობად ჩათვალა, საჭეს მიუჯდა და მანქანა დაძრა,-სად წავიდეთ ბატონო, სასახლეში ვერ მივიყვანთ, მამათქვენი გაბრაზდება.
-ვიცი ხოო, სანაპიროს სახლში წავიდეთ ისმაილ, იქ მოვიფიქრებ შემდეგ რა ვქნათ.
ბოლომდე გაღებული ფანჯრებიდან ტალღების ხმა შემოდიოდა და ბუნდოვნად ჩაესმოდა მძინარ თაიას. მზის სხივები ქუთუთოებს უწვავდნენ და გაღვიძებას აიძულებდნენ. ძილბურანში ვიღაც მამაკაცის ხმაც ჩაესმა და შეშინებული წამოხტა საწოლიდან. ოთახს თვალი რომ მოავლო და კუთხიდან მისკენ მიმავალი მამაკაცი რომ დაინახა, საწოლზე გადაირბინა და კედელს ზურგით აეკრა.
-ჩემი ნუ გეშინია, - ხელები ზევით ასწია მშვიდობის ნიშნად, - არაფერს დაგიშავებ.
-ვინ ხარ და ჩემგან რა გინდა,-უნდობი თვალი მაგიდაზე დადებული ხილის საჭრელი დანისკენ გააპარა.
-შენგან არაფერი მინდა, მე უბრალოდ დაგეხმარე.
-სად ვარ.
-ჩემს სახლში, უსაფრთხოდ.
-მაჰმუდი სად არის.
-არ ვიცი.
-მოკალი?-ბოლო ხმაზე იყვირა და სახეზე ხელები აიფარა.
-იმ ადამიანის მდგომარეობა რაში გადარდებს, რომელმაც შენზე ძალადობა სცადა? - გაკვირვებით გახედა
და მისკენ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა. თაია დანას დასწვდა და მთელი ძალით მოუქნია,-რას აკეთებ?
-მანდ გაჩერდი. ერთ ნაბიჯსაც თუ გადმოდგავ გეფიცები მოგკლავ.
-ძალიან გაბედული ყოფილხარ მაგ პატარა დანით, რომ მემუქრები,- ხელი სტაცა და საგანი ხელიდან წაართვა.
-გამიშვი, - ხელი ჰკრა და ოთახიდან გავარდა, დერეფნის ბოლოს დანახული კარისკენ გაიქცა და გამოაღო. სამსაფეხურიანი კიბიდან გადავარდა და ქვიშაში ჩაეფლო.
-კარგად ხარ? - მისკენ დაიხარა და წამოყენება სცადა.
-ხელი არ მახლო, - მკლავებიდან დაუსხტა და ზღვისკენ გაიქცა, მუხლებამდე რომ შევიდა მერე დაიხედა, ის კაბა აღარ ეცვა რაც უნდა ცმოდა, ატმის ყვავილისფერი, ატლასის პიჟამა და იმავე ნაირი ხალათი ეცვა,-ეს რა არის, რა მაცვია.
-შენი სამოსი აღარ ვარგოდა და...
-და შენ გამომიცვალე? - დაასრულა თაიამ,-როგორ გაბედე. ვინ ხარ, რომ ამდენს ბედავ. მეფე ხარ თუ პრინცი, ჰა? - ამ კითხვაზე მამაკაცს გაეცინა, - რა გაცინებს, სასაცილო ვთქვი რამე?
-არა არაფერი.
-აბა რატომ იცინი?
-მაპატიე, არ მინდოდა, - წყალში შეტოპა და გოგონას მიუახლოვდა, - კარგი, სახლიდან გამომექეცი, ახლა სადღა გამექცევი?
-შენ გგონია ცურვა არ ვიცი?
-დარწმუნებული ვარ არ იცი?
-სულ ტყუილად.
-მაშინ დამიმტკიცე, - ლურჯი ატლასის პერანგი გაიხადა და სანაპიროზე მოისროლა.
-მოიცადე, რას აკეთებ, არ გინდა, - ზურგით შეტრიალდა თაია და თვალებზე ხელები აიფარა, - არ შეიძლება.
-რატომ არ შეიძლება? შენ ხომ მუსულმანი არ ხარ?
-არ ვარ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შიშველ კაცებს უნდა ვუთვალთვალო.
-კარგი ნუ გრცხვენია.
-არ მრცხვენია.
-გრცხვენია.
-არ მრცხვენია მეთქი, რატომ არ გესმის? - მერე შებრუნდა და გულმკერდზე ხელები დაიკრიფა, - აჰა, შემოვბრუნდი და გიყურებ, რამე იცვლება ამით?
-არაფერი, - თვალი ჩაუკრა და ზღვაში შეცურდა, თაია უყურებდა ტალღებ ქვეშ როგორ იკვლევდა გზას.
რატომ ახსოვდა ეს ნაცრისფერი თვალები, საიდან, როგორ. თითქოს სადღაც უკვე ყავდა ნანახი, ან შორიდან დანახული, მაგრამ იმდენად ნაცნობი იყო, რომ თავისად დაიგულა ლამის. ფიქრებში გართულმა ვერც კი შეამჩნია როგორ ამოყვინთა მამაკაცმა და ახლა მის წინ იდგა. მისმა ხავერდოვანმა ხმამ გამოარკვია.
-შენ რატომ არ ცურავ?
-ცურვა არ ვიცი. წასვლა მინდა.
-სად წახვალ თაია?
-სახლში.
-რომელ სახლში, იქ სადაც მეზობლად მოძალადე ცხოვრობს?
-სხვა წასასვლელი მაინც არ მაქვს.
-აქ დარჩი.
-ეს ჩემი სახლი არ არის.
-არც ის არის შენი სახლი, მაგრამ მაინც გინდა იქ დაბრუნება. წამოდი.
-სად?
-სახლში შევიდეთ, ტანისსამოსს მოგცემ,-უკან მორჩილად აედევნ. არ უნდოდა, მაგრამ ამ ფორმაში ვერსად წავიდოდა. სახლში შესულებმა გრძელი კოლიდორი გაიარეს და იმ ოთახს მიადგნენ სადაც რამდენიმე წუთის წინ თაიას ეძინა. მამაკაცმა კარადიდან არაბული კაბა გამოიღო და გაუწოდა, თვითონ კი კარისკენ დაიძრა. სანამ გავიდოდა შემობრუნდა და ქალს თვალი შეავლო, - რომ ჩაიცმევ გამოდი, ვისადილოთ. და ხოო მართლა, მე შენი სახელი ვიცი, შენ კი არც მეკითხები რა მქვია.
-რა გქვია?
-ამირი, - გაუღიმა და გავიდა, მარტო დატოვა საკუთარ ფიქრებთან.
თეთრ აბიაში გამოწყობილი თაია არაბ ქალს დამსგავსებოდა, ყურადრება არ მიაქცია სავარძელზე გადაკიდებულ თავსაბურავს და ოთახიდან ისე გავიდა. ამირი სასადილო ოთახის ფანჯარასთან იდგა და ტელეფონზე საუბრობდა, შემოსული რომ დაინახა, ვიღაცას დაემშვიდობა და გათიშა.
-შენი შეყვარებული არ გაბრაზდება, როცა ამ ამბავს გაიგებს ბატონო ამირ? - წინ დაუდგა და ნაცრისფერ თვალებში ჩააშტერდა.
-შეყვარებული არ მყავს.
-ცოლი?-მამაკაცმა თავი ჩახარა, - ვიცი თქვენი წესები, ორ ცოლიანობა, მრავალ ცოლიანობა და საყვარლები. ვინ ხარ სინამდვილეში?
-ამას რა მნიშვნელობა აქვს?
- არანაირი, - მაგიდასთან მივიდა და ჭიქაში წვენი დაისხა, - შეიძლება ხომ?
-კი, რა თქმა უნდა, დაჯექი, ვისადილოთ.
-არ მშია. მე წავალ, მეტს აღარ შეგაწუხებ.
-სად მიდიხარ? - სასადილოდან გასულს უკან აედევნა და შეაჩერა.
-ამას შენთვის რამე მნიშვნელობა ააქვს?
-კი აქვს.
-რატომ?
-რას ქვია რატომ?
-რატომ აქვს შენთვის იმას მნიშვნელობა თუ სად წავალ მე? გადამარჩინე და ამისთვის დიდ მადლობას გიხდი, მაგრამ არ გაქვს უფლება აქ ძალით გამაჩერო.
-აქ ძალით არ გაჩერებ თაია.
-აბა ამას რა ქვია? ხელით გიჭერივარ და წასვლის საშუალებას არ მაძლევ.
-შენზე ვღელავ.
-რატომ ღელავ ჩემზე ამირ, შენ ხომ არც კი მიცნობ. ორჯერ შეხვედრა არ ნიშნავს იმას, რომ რამე ვალდებულება გვაკისრია ერთმანეთის მიმართ, - უკვე გახსენებოდა საიდან ეცნობოდა ეს ნაცრისფერი თვალები. პირველად ბარ-რესტორანში დაინახა, მერე კი სამაჯური აჩუქა.
-დიდი ხნის ნაცნობობა არ არის საჭირო ვიღაცაზე ზრუნვა რომ გადაწყვიტო. წამოდი, ისადილე და დანარჩენზე მერე ვისაუბროთ, - ხელით გაქაჩა და ისევ სასადილო ოთახში შეიყვანა, - დაჯექი, - სკამი გამოუწია ჯელტმენივით.
-მადლობა.
სადილმა ჩუმად ჩაიარა. ხმა არც ერთს ამოუღია, მაგრამ თვალებით ბევრი რამ უთხრეს ერთმანეთს. თაიას წასვლა უნდოდა, ამირს კი მისი იქ დარჩენა. პირველად ნახა ქალი, რომელიც მისგან თავის დაღწევას ცდილობდა, მანამდე არავის გაუკეთებია ასეთი რამ.
-ჩუმად რატომ ხარ?-წვენი მოსვა და სკამი მასთან ახლოს მიაჩოჩა.
-რა გინდა, რომ ვთქვა?
-არაფერი გაინტერესებს ჩემზე?
-შეიძლება მაინტერესებს, შეიძლება არა. ახლა მხოლოდ ის მინდა, რომ ჩემი ნივთი დამიბრუნო.
-რა ნიჳთი? - იცოდა რაზეც საუბრობდა და მექანიკურად კისერზე ჩამოკიდებულ ჯვარს ხელი შეახო.
-ეს შენთვის არ შეიძლება, ალაჰი განგირისხდება.
-ალაჰი მხოლოდ მასთან არის მრისხანე, ვინც მას უარყოფს, მე კი მსგავსი არაფერი გამიკეთებია,-ჯვარი მოიხსნა და გაუწოდა, - მაშინ დაგივარდა სამაჯური რომ მოგეცი. შესაკრავი დაზიანებული ჰქონდა და შევუცვალე.
-მადლობა, საჭირო არ იყო.
-მიამბე შენზე.
-რა გაინტერესებს?
-ყველაფერი.
-მაინც?
-რა საქმე გაქვს ქრისტიან ქალს მუსლიმურ ქვეყანაში?
-თავგადასავლების საძიებლად ჩამოვედი, - ჩაიცინა და ფეხზე წამოდგა.
-და იპოვე კიდეც, არა? - ისიც წამოდგა და უკან მიყვა.
-კი ვიპოვე, მაგრამ ასეთ თავგადასავალს არ ვეძებდი, - მერე უკან მომავალს გახედა და ჩაიღიმა, - ნუ გეშინია არ გავიქცევი. შენი თქმისა არ იყოს წასასვლელი მართლა არსად მაქვს. საქართველოში არავინ მყავს რომ მომიკითხოს, აქ კი..., - თავი ჩახარა და გატრიალდა.
-შენი ცხოვრება ისე არ წარიმართა, როგორც საჭირო იყო.
-მართალია, - ნაცნობ დერეფანს გაუყვა, კარი გამოაღო და გარეთ გასული კიბეზე ჩამოჯდა. მამაკაცმაც მიბაძა და გვერდით მიუჯდა,-შენ მომიყევი შენზე, დიდი ისტორია გექნება ცხოვრების.
-იმდენად დიდია, რომ მთელი სიცოცხლე არ მეყოფა ამის მოსაყოლად.
-რამდენი წლის ხარ?
-27 ის. შენ?
-22 ის.
-ძალიან პატარა ხარ ასეთი თავგადასავლებისთვის. შენი მშობლები რას იტყვიან რომ გაიგებენ.
-დიდი ხანია მშობლები აღარ მყავს.
-ვწუხვარ, - თაიამ თავი დააქნია და ჰორიზონტს გახედა. კაშკაშა მზის სხივები წყლის ზედაპირს ეხეთქებოდა და ბრილიანტივით ბრჭყვიანა მასას ქმნიდა. საქართველოდან წამოსვლისას გეგმავდა ახალი ცხოვრების დაწყებას, მაგრამ ასე ცუდად თუ დაიწყებოდა არც კი უფიქრია. თუმცა ამ ახლად დაწყებულ ცხოვრებას თავისი დადებითიც ჰქონდა, ზღაპრიდან გადმოსული გმირი ახლა მის გვერდით იჯდა, გაშლილი ხელით მზეს იჩრდილავდა და ჰორიზონტს გაჰყურებდა. ნუთუ ეს იყო ის მამაკაცი მუჰამედის ბებიამ მის ყავის ჭიქაში რომ აღმოაჩინა? მაშინ უთხრა, რომ დიდი ბედნიერება ელოდა, მაგრამ ამ ბედნიერებას უბედურებაც მოსდევდა უკან. დადგება დღე, - უთხრა მან, - როცა ნაცრისფერთვალება ბიჭი გამოჩნდება შენ მშველელად და წაგიყვანს იქ სადაც ბევრი ქალი ოცნებობს მოხვედრას.



№1 სტუმარი anna

კარგი დასაწყისია, ძალიან მომეწონა და იმედია დაასრულებ ისტორიას. მოუთმენლად ველოდები გაგრძელებას

 


№2  offline წევრი sofo_sofia 13

ერაძAლიან მაგარი მოთხრობაა შემდეგს როდის დადეებ

 


№3  offline მოდერი sabah alkhyr

anna
კარგი დასაწყისია, ძალიან მომეწონა და იმედია დაასრულებ ისტორიას. მოუთმენლად ველოდები გაგრძელებას

მადლობა ძალიან დიდი, კიი რათქმა უნდა გავაგრძელებ და დავასრულებ❤️❤️

sofo_sofia 13
ერაძAლიან მაგარი მოთხრობაა შემდეგს როდის დადეებ

მალე დავდებ აუცილებლად, მადლობა დიდი ❤️❤️

 


№4  offline წევრი Mai dire mai

ოჰოო,მშვენიერი დასაწყისია,როგორც აიდას ვერ ვცილდებოდი,ვატყობ,ახლაც იგივე დამემერთება❤❤❤❤

 


№5  offline მოდერი sabah alkhyr

Mai dire mai
ოჰოო,მშვენიერი დასაწყისია,როგორც აიდას ვერ ვცილდებოდი,ვატყობ,ახლაც იგივე დამემერთება❤❤❤❤

მადლობა ძლიან დიდი, მიხარია ასეთი კომენტარების კითხვა❤️❤️

 


№6 სტუმარი სტუმარი Mariamimari

Saintereso da lamazi dasawyisia, imedia didxans ar daagvianeb xolme. Warmatebebi

 


№7  offline მოდერი sabah alkhyr

სტუმარი Mariamimari
Saintereso da lamazi dasawyisia, imedia didxans ar daagvianeb xolme. Warmatebebi

მადლობა დიდი ❤️❤️

 


№8  offline წევრი sofo_sofia 13

შემდეგი როდის იქნება?

 


№9  offline მოდერი sabah alkhyr

sofo_sofia 13
შემდეგი როდის იქნება?

მალე :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent