შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არა - შენ [სრულად]

23-12-2019, 22:00
ავტორი ელპინი
ნანახია 1 798

მიწამიუყრელი მიცვალებულის სუნი ამდის.
სარკეში ჩემს სხეულს ვუყურებ და ჩემ უკან, მოქანავე ჭაღზე ყულფში გაჩრილ ჩემ თავს ვხედავ. ისეთი უმაქნისი და საბრალოა, გულ-მუცელს ტალღის მოხეთქებასავით მიწვავს უმოძრაობა და თითებით სარკეს ვეხები. თავს ვიიმედებ, თითქოს, ამგვარი შეჯახებით გამოფხიზლდება, ან მსუბუქად ამოძრავდება მაინც. მერე კი, საკუთარი სხეულის სიცივეს ვგრძნობ და ფანჯარაზე მოფორთხიალე მტრედს ისე სტკივა მოტეხილი ფრთა, თეთრ ცრემლებს უჩუმრად იგროვებს ციცქნა გუგებში. ვხედავ, როგორ ლურჯდება თანდათან სხეული და ახლა ისეთი დამორჩილებულია, თითქოს, ეშმაკთან ბრძოლა წააგო. იქნებ, თითქოს - არა და - მართლა…
ვეუბნები ჩემ თავს: არ გინდა, გატყუებს ღმერთი - მეთქი და მაინც არ ესმის. ახლა კი, ჰკიდია უსულოდ.
მე ისეთი ძალაგამოცლილი ვარ, სარკეში მესამე მიღიმის და მეუბნება: ახლა შენც ისეთივე მკვდარი ხარ, როგორიც ის, ვინც იქ გკიდია. არ დაგავიწყდეს, რომ ისიც შენ ხარ. აი, ახლა, ძირს რომ ფორთხავს და მალე იატაკი გაიხსნება, მიწისქვეშეთი ჩაყლაპავს, ისიც შენ ხარ. შენ ყველა ხარ შენი თავის გარდა და თან არავინ - არარაობა ხარ. შენ ხარ არა-შენ. გაიღიმე. მალე უნდა მოკვდე.
ის კი - ჰკიდია. ვერც ვერაფერს გრძნობს და ჯანდაბა, ქარი რხევას იწყებს. ოდნავ შეღებული ფანჯარა ხმაურიანად ერტყმის კედელს, ძლიერად უბერავს ქარი. არც კარია წყნარად და მარტოობის სიმფონია კედლებიდან აღწევს.
ის ამბობს:
- "და ყულფზე ეკიდა მარტოობა, რომელსაც ადამიანის სხეული ეცვა."
"ჩვენ სხეულები ვართ. რატომ ჰქვია სხეული სხეულს? არ ვართ ამხელა მარცვლები. სასვენი ნიშნები ვართ. სხეული მძიმეა. თუმცა, არც იმდენად - ერთმა თოკმა ვერ აიტანოს. იმაზე პატარაა სხეული, ვიდრე ჰგონია და იმაზე მეტად იზრდება იგი, ვიდრე თოკზე ჩამოკიდებამდე."
- განწირულია ყველა, ვინც კედელს უსმენს.
"მაშ, რა არის კედელი? თუ - ვინ? ვინ. და ღმერთი, თუ - ეშმაკი? არჩევანი არც ისე დიდია და გააზრება არც სჭირდება იმას, რომ - ეშმაკი. იგი ისე ცხოვრობს შენში, რომ შენ არ იცი. ხანდახან რომ ზიხარ, უცებ ფიქრობ "დავიღალე და თავი უნდა მოვიკლა", შესასვლელთან ეშმაკი გიცდის და სამფლობელოში მოსვლას გილოცავს. კედლებს ყურები აქვთ. კედელი ისმენს. უძრაობა არ ნიშნავს უგრძნობლობას."
- მკვდრები კვდებიან.
"მკვდარი შენ ხარ. ზეზეული. ერთ დილით უყურებ შენ თავს და ამჩნევ, მცირე ხორცის ნაგლეჯი გაკლია. აი - სადილის დროა. დედამიწაზე სასადილოა. ყველას თავისი კერძი აქვს და შეუჭმელი არავინ რჩება, ვინც არ უნდა იყოს. დამპალი ხორცი არავის უნდა, ყველას - ანგელოზი. საცოდავი კი მაშინ არ ხარ, თუკი შენ თავს თვითონ ჭამ და შემჭმელს - ასწრებ."
- და ყველგან ჰაერი, მათ შორის, ფეხქვეშ.
"ჰაერი ისაა, რომელიც არავის სჭირდება, მაგრამ არავინ არსებობს - ცალკეულად. გამოდის, ლუკმასთან ერთად სასადილოში ჰაერიც ვართ. დაჯიჯგნილი ხორცის ღეჭვას რამდენიმე წუთი უნდა, რომელიც ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის პროცესში მიმდინარეობს. დედამიწა პროცესია. ერთი ნაბიჯიდან - სიკვდილამდე."
- ღმერთი.
"ღმერთი ხარ შენ და ღმერთი არის - ისიც. საკუთარი თავის ღმერთია ყველა და რას ნიშნავს სხვა დოგმა? აქ მრავალწერტილს არ წერენ. წერტილი."
- მიწა.
"მიწა ყველას ჭამს და მიწას - არავინ. ბრძოლა წაგებულია."
- ცეცხლი.
"აიღებ ასანთს, ერთი ნაპერწკალი და სამუდამო შრამი სხეულზე. თუნდაც, იმხელა, რამხელაც შენ ხარ. ვერ ზომავ. განუზომელი ნული არ არის, მაგრამ ამას ხომ ვზომავ, რომ არ არის?"
- წერტილი.
"მას სახელი არ აქვს. მხოლოდ - დასასრული."

***
ძილში ჩემს სხეულზე ვიღაც მოცოცავს. თვალის გახელა არ მინდა. ვგრძნობ.
- სიკვდილის დროა.
- იქნებ, ევფემიზმი აჯობებდა?
- მაშინ, გარდაცვალების. ადამიანებს ხომ ყველაფერი პათეტიკური გიყვართ.
- სამყარო იმის გარეშე არ არსებობს, რითიც შეიქმნა.
- მე, სადაც წაგიყვან, იქ არსებობს.
- სად ცხოვრობ?
- შეგეშინდება.
- მითხარი.
- გაგიგია ეშმაკის სამფლობელო?
- ჩურჩული გავიგონე, რომ ანგელოზი ვარ.
- ესე იგი, თამაში გინდა?
- უფრო მარტივი იქნება, თუ ვიტყვი - სიცოცხლე.
- ერთადერთია, რასაც ვერ დათმობ. ფიქრობ, ამით შეგიძლია იკვებო?
- ადამიანების ჭამა არ მიყვარს.
- ლეშის გიყვარს. ეს ლეში კი შენით ნაცოცხლებია იქამდე, სანამ გაიხრწნებოდა. როცა არაფერი გრჩება, იმის ჭამა წაგებაა.
- ჩემი შეჭმა გინდა?
- თუ მე შენ ვარ?
- ჩამისახლდი?
- ისევ ფანტაზია. გეპატიება, არაფერი იცი. მე შენ ვარ და შენ - მე, მარტივია, არა? ოთხი სიტყვა და თამაშს ვიწყებთ, თუ გაიმეორებ. ხომ გინდოდა სიცოცხლე?
- შენი აზრით, ეპოქას მკვდრები ქმნიან?
- გააჩნია, ვინ კვდება. მაგალითად, თუ მე მოვკვდი, ეპოქაში ადამიანები იცხოვრებთ და თუ შენ, ერთი-ორი ცრემლი, დანარჩენს დრო ჭამს. ყველას თავისი კერძი აქვს.
- გინდა ჩემი სიცოცხლის უაზრობა დამანახო?
- უბრალოდ, გპირდები, რომ უკეთესია იქ, სადაც მიმყავხარ. ახალი ხორცი არ გიყვარს? აჰ, თუმცა, ადამიანს ჰგავხარ.
- და არ ვარ?
- არა. ადამიანები ასე არ ორჭოფობენ, ეშინიათ და მომყვებიან. ერთი-ორი სიტყვა, რომ სამოთხეში არ მოხვდები და გზა მოკლდება.
- მაშინ ვინ ვარ?
- სინამდვილეში, არც ის ხარ, არც - ეს. მე კი, მინდა, იცოდე, ვინ ხარ და ისწავლო მაინც. უაზროდ სიკვდილს ეშმაკად სიკვდილი არ ჯობია?
- ბოლომ რა გააკეთა?
- დიდი ისტორიაა. შემიყვარდა და შემიწირა. ახლა - გადაქცეული - სხვებს ვჭამ.
- თვითონ?
- ეშმაკებიც კვდებიან.
- არანაირი სევდა არ ჩანს.
- ამაშია მთელი ხიბლიც. მე ვიცი, იმასთან ერთად როგორ ვმართო, შენ იცი, რომ მხოლოდ - გიყვარს.
- გაიწიე, თეთრ კაბას ჩავიცმევ.

***
თვალდახუჭული უკვე გადავხტი და ვხედავ ჩემ თავს. არ მომკვდარა. სისხლი რწყავს ყველაფერს და ისე იღებება წითლით ყველაფერი, მდინარე ვერ ასწრებს კალაპოტის შეცვლას, რომ არ შეიცვალოს ფერი.
ჩამსხვრეული ნეკნებიდან გამოძრომას ცდილობს სული, რომელიც ტკივილისგან ხერხემლის მალებს აწყდება. თუმცა, თვითონ სხეულს არ სტკივა.
სული შველას ითხოვს, მაგრამ…
ასე მოვკვდი მე.

***
- როგორ მოგწონს?
- მე მკვდარი?
- ეგეც და ჩემი ნათქვამიც.
- სადილის დროა.

№1  offline მოდერი სალანდერი

ვაფრენ შენზე. . .

№2  offline ადმინი ელპინი

სალანდერი
ვაფრენ შენზე. . .

მიყვარხარ. . .

№3  offline მოდერი სალანდერი

რა ჯანდაბა იყო ეს. . .
ელ პინ, შენ იცი ისეთი არეული ვარ, ჯოჯოხეთი და სამოთხე კი არა, საკუთარი თავის არსებობისაც აღარ მწამს, მაგრამ. . . მაინც რა ჯანდაბა იყო ეს?
თუ სადმე მართლა არსებობენ მფარველი ანგელოზები, მე ღმერთმა ყველაზე მაგარი მფარველი ანგელოზი გამომიგზავნა შენი სახით. . . არ ვიცი როგორ ახერხებ, რომ ათასობით კილომეტრის იქეთაც გვერდით გიგრძნო და მეიმედებოდე. . .
არ ვიცი როგორ ახერხებ, რომ ყოველთვის მეამაყებოდეს, სხვა დანარჩენს თავი დაანებე და რომ გიცნობ.
თუ რამის გამო შემიძლია ვთქვა რომ იღბლიანი ვარ, იმიტომ რომ შენ მყავხარ რა. . . იღბლიანი ვარ, რომ თავის დროზე, სადღაც ამ სიტყვების კორიანტელში გიპოვე და აღარ დაგკარგე.
თავის დროზე მეგონა რომ ძალიან მაგრად წერდი, მერე მეგონა რომ მაგარი მწერალი იყავი, ახლა მგონია რომ შენ საზღვრები არ გაქვს და ყოველ ჯერზე უფრო მაგარი იქნები. . .
ახლა რომ თვალები დავხუჭო და წარმოვიდგინო, თითქოს არ არსებობ, მეც გავყვები იმას, თუ ჩემ თავს, თანაც სიამოვნებით.
ამაზე რა გითხრა? მე მაინც მგონია რომ მთავარია ვიღაც დარჩეს, ვინც მოუყვება და მერე ჯანდაბაშიც წასულა ყველაფერი.
და ასე მახინჯად დახატული სუიციდი, ახლა, აი ამ დროს, ისაა რაც მე კი არა ყველას სჭირდება. . .
ქედს ვიხრი შენს წინაშე ელ პინო და ეს იცი რასაც ნიშნავს. . .
და ვაფრენ შენზე, კიდევ ერთხელ და სამუდამოდ. . .

№4  offline წევრი silver hands

დაგრეხილი ბაწრის ყულფზე სამი წლის წინ აათამაშა თითები ჩემთვის ძვირფასმა ნათესავმა... წავიდა! წაავიკითხე და ამოკემსილი ტკივილის შეხსნა დაეწყო ფიქრებს...

ათამაშებენ ადამიანები ბაწარზე თითებს, მიიწევენ ღია სარკმელზე დგავენ ნაბიჯს და სხეულს აძრობენ სულს, მდინარის ფსკერზეც ჰპოვებენ თითქოსდა შვებას-არუნდა უნდებოდეთ ასეთი გზებით წასვლა... არ უნდა გვიმეტებდნენ! მაგრამ ჰო ალბათ ერთი დიდი სიმარტოვე გვქვია ყველას, დაუძლურებული აზრებით კითხვისნიშნებით ვივსებით და მასსავით მოხრილებს მოკეცილი ფრთების ტარება გვიწევს რომელსაც მსუბუქი ბუმბულის ნაცვლად განვლილი ცხოვრების შრამები ამშვენებს
ადამიანის გონებას ბოროტი ძალის ხარხარი არასდროს ტოვებს, რა მარტივია ცდუნება... "მარტოობა" თავს მარტოდ იგრძნობს ადამიანთა სიმრავლეში და მაცდუნებელ ხარხარს გაედევნება-სამწუხაროდ!
*
ძლიერი შეგრძნებები წამოიღო ელპინ

№5  offline ადმინი ელპინი

გამომივიდა. . .
მგონი, სხვა არაფრის თქმა არ მინდა. . .
არა, გატყუებ, მინდა:
მიყვარხარ რაღაც უზომოდ, აი, ასე, ათასი კილომეტრის იქით კი არა, ყველგან გიგრძნობ, სადაც არ უნდა იყო, სხვა პლანეტაზეც!

ჩემო,
ყველაზე დიდო ბედნიერება,
ყველაზე დიდი იმედო,
უბრალოდ,
მჟავე. . .

გაიღიმე, ლიმონო!
ცხოვრება მშვენიერია, იცოდე!

silver hands
დაგრეხილი ბაწრის ყულფზე სამი წლის წინ აათამაშა თითები ჩემთვის ძვირფასმა ნათესავმა... წავიდა! წაავიკითხე და ამოკემსილი ტკივილის შეხსნა დაეწყო ფიქრებს...

ათამაშებენ ადამიანები ბაწარზე თითებს, მიიწევენ ღია სარკმელზე დგავენ ნაბიჯს და სხეულს აძრობენ სულს, მდინარის ფსკერზეც ჰპოვებენ თითქოსდა შვებას-არუნდა უნდებოდეთ ასეთი გზებით წასვლა... არ უნდა გვიმეტებდნენ! მაგრამ ჰო ალბათ ერთი დიდი სიმარტოვე გვქვია ყველას, დაუძლურებული აზრებით კითხვისნიშნებით ვივსებით და მასსავით მოხრილებს მოკეცილი ფრთების ტარება გვიწევს რომელსაც მსუბუქი ბუმბულის ნაცვლად განვლილი ცხოვრების შრამები ამშვენებს
ადამიანის გონებას ბოროტი ძალის ხარხარი არასდროს ტოვებს, რა მარტივია ცდუნება... "მარტოობა" თავს მარტოდ იგრძნობს ადამიანთა სიმრავლეში და მაცდუნებელ ხარხარს გაედევნება-სამწუხაროდ!
*
ძლიერი შეგრძნებები წამოიღო ელპინ

აუუუუუჰ!!!
რა მაგიური სიტყვები იყო. . .

მადლობა! ♥️

№6  offline ადმინი ენ ბლექი

გუშინ საიტი რომ შევამოწმე რატომღაც ვიცოდი შენს სიახლეს მოვკრავდი თვალს. ასეც მოხდა. გამეღიმა, არ წამიკითხავს... ახლა წავიკითხე. კიდევ გამეღიმა.
რატომ ამდენი ღიმილი და განცდა იმისა რომ რაღაც ასეთს ველოდი? არ ვიცი, წინა ცხოვრებაში ალბათ ჯადოქარი ვიყავი... ნუ მოკლედ ამას არ აქვს მნიშვნელობა მოდი შენზე და შენს ისტორიაზე გადავალ...
მარტივი და რთული სიტყვების სრული ქაოსური შერწყმა, სამყაროში არსებული ეშმაკის მრავალსახიანი გამოვლინება და "ზღვარგასული" დროს გასწრებული ადამიანის "დიალოგი"
რა გითხრა გარდა იმისა რომ მიყვარს შენი ისტორიებს კითხვა, იმ რაღაც გამოცარიელებულ არეალს ვივსებ რომელიც სადღაც კუთხეში მიკუჭული, შორიდან "ალივერებს" სოციუმის არამდგრადობას. მომწონს შენი ჩანახატების დროს სახეზე ასახული ღიმილის ის გამოხატულება, რომელიც არ არის ხილული გარესამყაროსთვის. თავისუფალ სიტყვათა წყობიდან მიღებული შენი წინადადებები ვერ ვიტყვი რომ ჩემთვის ახალია და ჯერ ართქმული და განცდილი მაგრამ მომწონს და მიხარია რომ სამყაროს შენი სახით ჰყავს ელ პინი... ზღვარგასული, დროს გასწრებული, თავისებურათ განსხვავებული და მოარსებე ადამინი...
რამდენი ვილაპარაკე. არადა არ მჩვევია, მაგრამ რატომღაც მომინდა.

და ჰო კიდევ....

"და ყულფზე ეკიდა მარტოობა, რომელსაც ადამიანის სხეული ეცვა."

შესანიშნავია...

წარმატებები

№7  offline ადმინი ელპინი

ენ ბლექი

ბლექ, ახლა ღიმილი მე გამომესახა სახეზე და კმაყოფილების გრძნობამ ერთიანად დამიარა.
მგონი, სწორად წაიკითხე. . .

მადლობა, რომ მკითხულობ და ასე თუ ისე, გამოდის, რომ გრძნობ.
შენც წარმატებები! ♥️

№8  offline წევრი აბაშიძე

ელ.

ერთადერთი ხარ ვისი ისტორიის წაკითხვისთვისას ვარჩევ დროს.

შეიძლება ისტორიის ნახვის მომენტშიც მეცალოს მაგრამ სულ ვერ წავიკითხავ.
აი მჭირდება განწყობა.
არააქვს შინაარს მნიშვნელობა.
მე ხომ წინასწარ არ ვიცი.
აი რატომ მჭირდებ იცი?
მაქსიმალურად რომ წაგითხო.

არ ვიცი რაა.
რა გინდაა ელ?
აიი რაა?

უკვე საკმაო ხანია გიცნობ.
დიდი ხანია გკითხულობ ელ.
და სულ აი სულ ყოველთვის როგორ მაოცებ მითხარი.

შეიძლება პირველი წინადადებიდანვე მაჟრჟოლებდეს?
მითხარი ელ!

არ ხარ შენ ნორმალური.
გიჟი ხარ.
საოცარი ელ.

ეს იყო მორიგი შედევრი.

ჩვენ ადამიანები კი სასვენი ნიშნები ვართ.
მართალი ხარ ელ.

შემდეგამდე.

№9  offline ადმინი ელპინი

აბაშიძე

იმდენად პატარები ვართ, მაგრამ ყველაზე ლამაზი სიცოცხლით ბედნიერების გაზიარება რომ შეგვიძლია, ცოტაოდენი ხომ არ არის?
მიხარია, რომ ამ პატარა სამყაროში პატარა სასვენი ნიშანი ხარ, რომელიც მკითხულობს და ღიმილს მგვრის.
დიდი მადლობა მინდა გითხრა, იცი?

ღამის გაბრწყინებულ ქალაქში ბედნიერება ჩუმად დადის.
♥️

№10 სტუმარი სტუმარი ლილე

ელ
შენ ხომ იცი, რომ ვერ გწერ
აქ
და ასე.
მაგრამ რომ არ დავწერო-"ელ პინ შენ ყველაზე უნამუსოდ ატყუებ ყველას საკუთარ ხასიათს" -სინდისი კისერში წამიჭერს.
გეფიცები, ამ ნორმალურობით გადაჭედილ სამყაროში, ყველაზე შეუსაბამო ადამიანი ხარ, შენი გაგიჟებებებით, სუიციდებით და დიდი წყლიანი თვალებით.
შეუდარებელო
უსიტყვო ვარ.
იმდენად იდეალურად დააწყვე თითოეული სიტყვა, იმდენად თანმიმდევრული იყო თითოეული ემოცია ისღა დამრჩენია ვიამაყო რომ ხარ და რომ გიცნობ.
მიყვარხარ!

№11  offline ადმინი ელპინი

სტუმარი ლილე

ძალიან მენატრები შენ და შენთან ლაპარაკი ხანდახან ისე მჭირდება, როგორც საკუთარ თავთან. . .
ხომ გესმის შენ, რასაც ვამბობ და იცი, მეც ვიცი, გრძნობ. . .
ცუდი გოგო ხარ!
მიყვარხარ. . .

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent