შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ადევნება (მე-8 თავი)


24-12-2019, 02:13
ავტორი სალოme
ნანახია 420

- ნიცა,- ჩამჩურჩულა ყურში ჯერისევ ფანჯარსთან მდგარს და ხელები, ჩემს მკერდზე გადაჯვარედინებულ მკლავებს მოახვია. მისი სიახლოვით გაბრუებულმა ამოვიკრუსუნე და თავი მის მხარზე გადავაგდე რომ უფრო ადვილად შესძლებოდა მის ცხვირს ჩემს ყელში მოგზაურობა.
შუაღამე იყო. გარეთ კოკისპირულად წვიმდა და მისი ხმა ძილს მიფრთხობდა. ჩემს ყოფაზე ვფიქრობდი. მისაღებ ოთახში ტელევიზორი თავისთვის ზუზუნებდა და მე კი მოუთმენლად ველოდებოდი დემეტრეს დაბრუნებას. როცა დაურეკეს და მოულოდნელად გავარდა, დავიბენი, ხოლო სანამ ილიამ არ მითხრა რომ ყველაფერი რიგზე იყო, ვერ დავშოშმინდი. როგორც იქნა მანქანის ხმა გავიგე და უმალვე ეზოში შემოანათა მისმა ფარებმა. ფეხზე წამოვდექი და ფანჯარასთან მისული შევყურებდი როგორ შემოდიოდა იგი სახლში. კარები შემოგლიჯა და მეორე სართულზე ავარდა. გარეთ მცველები აირივნენ. უყოყმანოდ ავყევი ზემოთ. თავის კაბინეტში შესული კედელთან იდგა და გაღებული სეიფიდან იარაღებს იღებდა.
- დემეტრე? - შიშნარევი ხმით მივმართე და ისედაც ხმაწართმეულის ბგერის გამოთქმის ძალა სულ წამერთვა, როცა შემობრუნებულმა ილიას სახელი მთელი ძალით დაიღრიალა და ეს უკანასკნელიც მაშინვე ოთახში განჩდა. დემეტრე მომიახლოვდა, ჩემი სახე ხელებში მოიქცია და შუბლზე მეამბორა.
- რა ხდება?- ცუდ წინათგრძნობას ვყავდი შეპყრობილი და ნერვიულად შევყურებდი ჩემს წინ ატუზულს.
- მოგვაგნეს, ამის დედაც! მოგვაგნეს!- ამოგგრგვინა და ილიას მიუტრიალდა.- შენ გაბარებ, მალე წადით.- მხოლოდ ესღა თქვა და შურდულივით გავარდა კარში. ილიამაც მალევე დამავლო ხელი და დაბნეული კიბეებს ჩამიყვანა.
- რა ხდება?!- ვეკითხებოდი, და ვცდილობდი მის ნაბიჯებს ავყოლოდი, თუმცა კი ვიცოდი ახლა პანიკის დრო რომ არ იყო. რაღაც ხდებოდა, თორემ დემეტრე ასე აუხსნელად არ დამტოვებდა. უკანა კარში გამიყვანა და ჯიპის უკანა მხარეს შემსვა. თავად საჭეს მიუჯდა და მანქანა დაძრა.
- სანდრომ მოგვაგნო, ახლა ყველაზე მთავარი შენი უსაფრთხოებაა. - თქვა და სარკიდან გამომხედა სავარძელზე მჯდარს. მანქანა გზაზე გაიყვანა
- დემეტრე, ის იქ დარჩა- უცებ გავიაზრე რაც ხდებოდა და ავბლუყუნდი,- ის იქაა, ილია გააჩერე მანქანა!- ვუყვიროდი თუმცა იგი არაფერს აკეთებდა. ამოვიტირე და უკან გავიხედე.
- ჩვენები არიან, - გამომეპასუხა სანამ უკან ადევნებული მანქანის გამო პანიკაში ჩავვარდებოდი. ადგილზე ვერ ვჩერდებოდი, ისედაც ანერვიულებულს აღარ შემწევდა ძალა რეალური თვალით გამეანალიზებინა უკანასკნელი ფაქტები. ფანჯარაში ვიყურებოდი. თავსხმა წვიმის გამო ვერაფერს ვხედავდი უკუნით წყვდიადის გარდა.
- დემეტრეს ხომ არაფერი მოუვა?- ბავშვივით დავეკითხე და აწყლიანებული თვალები მივაპყარი ილიას.
- არა.- მიპასუხა. ცხადად ვარჩევდი მის ხმაში გამოპარულ ეჭვს, თუმცა აღარაფერს ვამბობდი. დუმილს ჩემი ჩუმი სლუკუნი და ჯიპის ხმა არღვევდა. დაახლოებით ხუთი წუთით ვიყავით ასე. უკან გავიხედე. ადევნებული მანქანა უფრო ახლოვდებოდა და სულ მალე ჩვენს პარარელულად განაგრძო გზა. ილიამ ერთი გაიხედა, ხმამაღლა შეუკურთხა და გაზზს დააწვა. სანამ მომხდარის გაანალიზებას მოვასწრებდი ორმა მანქანამ უმალვე გადაგვიჭრა გზა და ილიაც იძულებული გახდა შეჩერებულიყო.
- ჯანდაბა! ჯანდაბა! ჯანდაბა!- ყვიროდა და საჭეს ურყამდა ხელს. წამსვე გადმოვიდა შავი მანქანებიდან ხუთი კაცი და იარაღის სროლით გახსნა კარები. ილიამაც არ დააყოვნა, ტყვია შუბლში ჩააჭედა და მეორეს მიუბრუნდა. სანამ იგი, მათი მოგერიებით იყო დაკავებული ჩემს მხარეს კარი გახსნეს და ხელებში ჩამაფრინდნენ. ავყვირდი. მამაკაცის ტორებიდან დაღწევას ამაოდ ვცდილობდი. თავიაანთ მანქანისკენ მივყავდი, მე კიდევ ამაოდ ვიქნევდი ფეხებს. ილიას ვეძახდი. მერე იარაღის გასროლუს ხმა გავიგე, შეღონებულმა გულმა რამდენიმე დარტყმა გამოტოვა და მეც უკუნეთ სიბნელეში გადავეშვი.

* * *
-გონზე თუ მალე არ მოვა ჩემი ხელით მოგიხრეგ კისერს!- მკაცრი ჩურჩული ჩამესმოდა თვალებდახუჭულს. ნაცნობი, და ამავედროულად ჩემთვის არასასიამოვნო ხმა მესმოდა. ვდილობდი მომხდარი გამეაზრებინა. თავში სრული ქაოსი მქონდა და არ ვიცოდი რა ხდებოდა. სანამ სახეზე რბილად არ შემეხო ხელი.
- ნიცა?- ხმის გაგონება და თვალების გახელა ერთი იყო. მაშინვე უკან დავიწიე და მობუზული შევეცადე ხმის პატრონისგან შორს გაწევა. ის იყო. სანდრო.
- ნუ გეშინია ლამაზო- ირონიულად გამიღიმა და თავისი ღია ფერის თვალები მომაპყრო. იმ წამს ვინატრე, ჩემს წინ მხოლოდ დემეტრეს შავი ირისები არსებულიყვნენ.
- სადაა, დემეტრე... როგორაა- ხმაგაბზარულმა ამოვიჩურჩულე და მის მწვანეებს გავუსწორე თვალი.
- ცოცხალია, ნუ ღელავ- იგივე ტონით მიპასუხა ცოტახნის შემდეგ, თუმცა მის თვალებში გამორეულ წყენას ადვილად ვამჩნევდი.
- გამიშვი რა- ამოვთქვი ცრემლმორეულმა როცა კარისკენ გაიწია. ერთი კაცი, რომელიც ჩვენთან ერთად იყო, გარეთ გავიდა.
- ლამაზო, სამწუხაროდ იმდენად ეგოისტი ვარ ასე მარტივად ვერ დაგთმობ- მითხრა და კარი გაიხურა. გაოცებული ვიყურებოდი და გულის სწრაფი ძგერის ჩაცხრობას ვცდილობდი. ოთახს თვალი მოვავლე. ჩვეულებრივი საძინებელი იყო. საკმაოდ მდიდრული ოთახი იყო. თვალი შევავლე კარს, საიდანაც წუთის წინ სანდრო გავიდა. თვალები დამებინდა. გონებაში აღდგენილი, გადატანილის გახსენებამ ერთიანად შემძრა და მოულოდნელად ისე მძლავრად შემომიტია დემეტრეს დაკარგვის წინათგრძნობამ, ფეხზე წამომხტარი ოთახის კედლებს ვეცი. კამოდებზე არსებულ ნივთებს, კოსმეტიკასთან და ლარნაკებთან ერთად ძირს მივუჩინე ადგილი. საწოლს გადაფარებული ზეწარი ავურიე, ფარდები ჩამოვგლიჯე და ერთი სიტყვით იმ ბრაზისა და ტკივილის ნარევი ქაოსი რომ ერქვა, და გულის გამოფიტვრასთან ერთად გონებას მირევდა, ოთახში გავფანტე. ატირებული ჩავიკეცე საწოლის წინ და მოვთქვამდი. ახლა იმის გარდა, რომ დემეტრეს ხელები ჩემს წელზე ყოფილიყო შემოხვეული, არაფერი მსურდა.
მანამდე ვერ შევძელი გამოფხიზლება და ჰაერის ჩასუნთქვა, სანამ ცრემლი არ დამიშრა.
და თუ ამას ჩასუნთქვა ერქვა?
ფილტვებშიც კი შიშის გრძნობა გაჩრილიყო.
გარეთ განთიადი ეპარებოდა სიბნელეს. დილის ხუთი ხდებოდა. კედელში ჩაშენებული მინიდან ვუყურებდი ალისფრად აკიაფებულ ბუნებას. ვფიქრობდი რომელ გადაკარგულში მომიყვანათქო, როცა კარი დაუკაკუნებლად შემოაღეს. აწითლებული თვალებით ავხედე შემოსულს. დაბნეულმა ოთახს შემოავლო თვალი, და თავი დანანებით გააქნია. მერე მე შემომხედა. დაზაფრული ვუყურდბდი მწვანე ირისებს და მისი პატრონის დახრჩობის სურვილი მწვავდა.
- კარგი რა ლამაზმანო, ასე არ შეიძლება- ამოიხვნეშა და მომიახლოვდა. ფეხზე წამოვხტი.
- გაიწიე, არ მომეკარო- ავყვირდი და ხელების ქნევა დავიწყე როცა ხელები ჩემი მკლავებისთვის უნდა ჩაევლო. დანებების ნიშნად ხელები უჩუმრად აწია. ერთდროულად ბრაზმორეულმა, გაკვირვებულმა და მოთენთილმა ავხედე ერთი თავით მაღალს.
- ჯობია შენს ოთახში დაგაბინაო. - მითხრა წყნარი ხმით და კარებისკენ მიმითითა. უხმოდ გავყევი ზურგსუკან. ვიწრო დერეფანიდან, არაფერი მოჩანდა ისეთი, რაც დამაინტერესებდა. აქედან გაქცევაზე ფიქრიც ზედმეტი იყო. ეს გათავისებული მქონდა. მესამე კართან შევრჩერდით. კარი შეაღო და შესვლისკენ მიმითითა.
- აქ რამდენ ხანს ვიქნები?- შევეკითხე ფრთხილად. მან თვალები აატრიალა.
- რამდენხანსაც იქნება საჭირო.- მიპასუხა და განზე გადგა რათა გავეტარებინე. ერთი ამოვიოხრე და ოთახში შევედი. სანდროც შემომყვა.
- თუ რამე არ მოგეწონება მითხარი და სურვილისამებრ შეგიცვლი. - მითხრა და შემომხედა, როცა მისკენ შევტრიალდი. გამიკვირდა. ამ სიტუაციაში ეს ყველაზე გამაოგნებელი იყო.
- შენი აზრით ახლა ამაზე მეფიქრება? - ვკითხე. საპასუხოდ ირონიული ჩაღიმება და თავის გაქნევა მივიღე. - ანდა საერთოდ ჩემგან რა გინდა? ილია სადაა? თავს თქვენ დაგვესხით? ნუთუ...
- აპაპ, ზედმეტები არ გვინდა- შემაჩერა როცა ხმის ტემბრს ავუწიე, და მომიახლოვდა. გონებაში მაშინვე დემეტრეს ნათქვამი გამახსენდა, რომ სანდრო ყველაფერს გააკეთებდა, ბიზნესში რომ დაებრუნებინა. ჩემთვის უკვე ყველაფერი ნათელი იყო. სანდროს მე ვჭირდებოდი ამის გასაკეთებლად, მაგრამ ყველაზე უცნაური მისი ჩემდამი დამოკიდებულება იყო.
- აქ რამდენხანს ვიქნები?
- რამდენიც საჭიროა- ჩაიჩურჩულა და მომიახლოვდა. მკლავზე ხელი ამისვა. მისი ეს შეხება, რომელსაც ირონიული, დამცინავი გამომეტყველება ახლდა თან, იმდენად შემზარავი იყო ჩემთვის რომ დენდარტყმულივით მაშინვე უკან გავხტი. მკლავზე ხელი მოვიჭირე.
- არ მომეკარო იცოდე!- შიშისდამიუხედავად კბილებში გამოვცერი და ნათქვამს მთელი მისდამი ზიზღი ჩავაქსოვე.
- იცი, ახლა პატარა, დაუცველ ბეღურას გავხარ, რომელიც ჩემს გალიაშია გამომწყვდეული.- გაღიმებული მეუბნეოდა.- ეშინია და თავისუფლება უნდა. ალბად მხსნელსაც ელოდება ჰო?- იმ წამს, მხოლოდ იმ მომენტში მისი ირონია სადღაც გაქრა. თვალებში დავინახე, რომ ფიქრებს ვერ უყრიდა თავს. რაღაცის ეშინოდა. თუმცა ვერ ვუარყოფ, დემეტრეს მართლა ველოდი, სად იყო? როგორ იყო? რას აკეთებდა? რადგან ამავედროულად ბოროტი აზრებიც არ მანებებდნენ თავს, გაბრუებული ვიყავი. ისევ რეალურ ყოფას დავუბრუნდი, როცა როცა სანდრომაც ჩვეული ნიღაბი მოირგო.
- კარგი, მოკლედ აქ იყავი, თუ რამეა დამიძახე- არაფრის დიდებით არ ვაპირებდი მის მოხმობას, თუნდაც სიკვდილია პირას ვყოფილიყავი.
- ხომ იცი რომ აქ არ გავჩერდები დიდხანს! დემეტრე მოვა!- მივაძახე უკვა კარში გასულს. ხოლო როცა უკვე გარეთ გავიდა და ყურს გასაღების გადატრიალების ხმა მოსწვდა, მიპასუხა:
-ვიცი, სწორედ ესაა შენი აქ ყოფნის მეორე მიზეზი.- და წავიდა.
მარტო დავრჩი კრემისფრად შეღებილ, საკმაოდ დიდ, კომფორტულ ოთახში. მისი პასუხისგან ინტერესის მორევში ჩავარდნილი, უშედეგოდ ვეძებდი დასკვნას, თუ რატომ ვყავდი აქ. ნერვებაშლილმა საწოლს მივაშურე და წამოვწექი. თავი მიბრუოდა, არ მომწონდა ახლანდელი ყოფა, ამიტომ ტირილი ამიტყდა. ვცდილობდი ემოციები მომეთოკა, მაგრამ იმის გაფიქრება რომ იძულებით მკეტავდნენ, მოშორებით ვიყავი დემეტრესგან, და მეტიც მისი მდგომარეობა არ ვიცოდი, არც ილიას შესახებ გამცეს კითხვაზე პასუხი( თუმცა ნებისმიერი პასუხი შესაძლებელია მცდარი აღმოჩენილიყო) გამოუვალ სიტუაციაში მაგდებდა. და ყველაზე დიდი ფაქტორი რასაც შეეძლო სტრესი გამოეწვა, იყო ის, რომ შეეძლო დემეტრე ჩემით ემანიპულირებინა. ფიქრისგან ტვინი დამეღალა, ამიტომ მთელი ღამის უძილოს მალევე მიმეძინა.
გასაკვირი არ იყო, ჩვეული ღრმა ძილის რუტინის დარღვევა. ჩემს მდგომარეობაში რომელი ნორმალური ადამიანი დაიძინებდა მშვიდად? ფაქტი იყო რომ თავს ცუდად ვგრძნობდი. სანამ მზე ზენტში ასვლას განაგრძობდა და ფიქრებში წასული, ოთახს ვათვალიერებდი, კარზე კაკუნი გაისმა, გამიკვირდა და როცა არაფერი ვუპასუხე ოთახში თავი ახალგაზრდა გოგონამ შემოყო.
- გამარჯობა, ქალბატონო- მითხრა და დაუკითხავად შემოაბიჯა ოთახში. საწოლის წინ, პატარა მაგიდაზე დადო ლანგარი და სიტყვის უთქმელად გავიდა. ჯერ კიდევ დარეტიანებული ვიყავი, ფიქრისგან, მისმა ქცევამაც რეაქცია არ მომცა და კვლავ ზურგზე გადავწექი. მერე მთლად ნერვები მომეშალა როცა კარი დაკეტეს. თვალები ერთმანეთს ძლიერად დავაჭირე და შევეცადე არაფერზე მეფიქრა, თუმცა ახალმა აზრებმა იჩინეს თავი. ჩემი მშობლები. რას იზამდნენ როცა ვეღარ დავუკავშირდებოდი? ალბათ უკვე საფრანგეთში იქნებოდნენ წასულნი, პოლიციას ჩარევდნენ თუ არ შევეხმიანებოდი, არ გამოვნჩდებოდი. თუმცა არამგონია პოლიციას მოეგნო ჩემთვის. ხელთ თან არც ტელეფონი მქონდა და მათმა მონატრებამ ყელში ისე წამიჭირა, ცრემლების ახალი ნაკადი წამსკდა.
ერთი რამ ზუსტად ვიცოდი, დემეტრე აქ არ დამტოვებდა. მე მას ვენდობოდი. ვგრძნობდი რომ ჩემთვის ყველაფერს გააკეთებდა და ამის გამო გულის ძგერის ტემპიც მიჩქარდებოდა.


დამნაშავედ ვგრძნობ თავს, ასეც უნდა იყოს...
ვწუხვარ რომ გალოდინეთ.
მომიტევეთ
აღარ განმეორდება
:)



№1  offline წევრი tamuna.s

ერთად წავიკითხე ყველა თავი. ძალიან მომეწონა და უკვე ჩამითრია ამ ისტორიამ. მოუთმენლად ველოდები ახალ თავს.

 


№2  offline წევრი სალოme

tamuna.s
ერთად წავიკითხე ყველა თავი. ძალიან მომეწონა და უკვე ჩამითრია ამ ისტორიამ. მოუთმენლად ველოდები ახალ თავს.

მიხარია თუ მოგეწონა:))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent