შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთვარის წითელი სონატა (ნაწ. XIV)


25-12-2019, 17:13
ავტორი Moonlight17
ნანახია 3 041

***

ადამიანი შენ თვითონ ქმნი საზღვრებს, რომლისაც შენთვითონვე გეშინია. საინტერესო ნაბიჯია ოღონდ იმ ეტაპამდე, სადამდეც საინტერესოდ ხედავ სიგიჟეს.

***
ბუნდოვნად მახსოვს ბაგეების სიმხურვალე. ტუჩი ტუჩს ეხება და ერთი მთლიანობა იქმნება. გარშემო ყველაფერი ნათდება, ერთიანად ვცახცახებ და არ მინდა ოდესმე ეს დამთვარდეს…

***
რამდენიმე წამი დამჭირდა იმის გასაანალიზებლად, რასაც ანდრეა მეუბნებოდა და ამაზე ცოტა მეტი იმისთვის, რომ მისგან სამუდამოდ წასვლა დიდი სიგიჟე იყო.
აკანკალებული ვტრილდები, მისკენ მთელი სისწრაფით მივრბივარ.
თითქოს ხელებს მახვედრებს, წელზე მხვევს და მის სხეულს მთელი ძალით მაჯახებს.

***
-არა, არა. გაჩერდი.- მის თავს ორივე ხელით ვიჭერ და ჩემი კისრიდან ზემოთ ვაწევინებ, რომ თვალებში შევხედო. სახე ეცვლება, მაგრამ აგიზგიზებული თვალებით მიყურებს. ოდნავ ხელი ვკარი და განზე გავწიე.
ღმერთო, რა გავაკეთე!
პატარა ქვებით მორთულ ქვაფენილს მივაშტერდი, რომელშიც ალაგ-ალაგ ბალახს ამოეყო თავი და საკუთარ თავს თვალებგაფართოებული ვკიცხავდი. ახლა რა უნდა მექნა? რა უნდა მეთქვა დემეტრესთვის?
ღმერთო დემეტრე..
სწრაფად ავამოძრავე ფეხები და სწრაფი ნაბიჯებით შევვარდი სახლში.
-მარიამ…
-არა, ანდრეა! არ გინდა!
-დიალოგს ვიმეორებთ?
-გათხოვილი ვარ, მორჩა. დაივიწყე რაც მოხდა.- ხელის კანკალით ავუწიე ცხვირწინ საჩვენებელი თითი და თვალებში ჩავაშტერდი. ჭინკები აქეთ-იქეთ დაუხტოდნენ და ლოყები ისევ გახურებული ჰქონდა, წინა ქმედებების გამო…
-როგორ შეგიძლია ამის დავიწყება?!- სინანულით, ჩურჩულით ამოილაპარა და წარბები დაახლოვა. ამას ვერ ვუძლებდი. ვიცოდი რომ არასწორად ვიქცეოდი. საშინლად არასწორად. ხელზე ბეჭედს დავუწყე წვალება.
-რატომ დაბრუნდი? მიპასუხე, რატომ დაბრუნდი?
-სიმართლის მოსმენა გინდა?
-აბა,მომატყუებ?
თავი ღიმილით გააქნია. სამზარეულოსკენ გავიდა. თავჩახრილი გავყევი და პირისპირ დავუჯექი.
სანამ მთელ ყურადღებას მასზე გადავიტანდი, ორივემ ერთროულად თებეას გავხედეთ. უცვლელ პოზაში ეძინა.
-ძალიან გაგაწვალა?
-არა, უფროსებმა უფრო გამაწვალეს- ჩაიცინა.
წარბები ავუწიე, რომ გაეგრძელებინა.
-ყველას მისი ძმა ვეგონე.
ხმამაღალი სიცილი ძლივს შევიკავე და პირზე ხელი ავიფარე.
-როგორ მესმის შენი- სიცილში ისიც ამყვა.
-და მაინც, უფრო რომელს გვგავს?- წარბები ამიწია და კვლავ თებეას გახედა. გული გამალებით მიცემდა. ძალიან ნორმალური, ოჯახური დიალოგი გვქონდა, რომელიც წესით არ უნდა გვქონოდა.
-რათქმაუნდა მე- ხმადაბლა ამოვილაპარაკე და თვალები მოვუჭიტე.
-ჰაჰ, იოცნებე- ჩემი ჟესტი გაიმეორა და ვაშლი ჩაკბიჩა.
მასთან დავას აზრი არ ჰქონდა.ზოგჯერ თებეას მიმიკები მისი ასლი იყო. ეტყობოდა რომ ავალიანის სისხლი სჩქეფდა მის პატარა ძარღვებში…
-კითხვას დავუბრუნდეთ. მიპასუხე..
სახე დაასერიოზულა, ნახევარი ვაშლი იქვე ჩამოდო და თვალებში ჩამაშტერდა. ოღონდ ახლა მისი თვალები ძალიან ფერმრკთალი იყო. მისი ჭინკები წამებში სადღაც გაქრნენ..
-სანამ ჩამოსვლას გადავწყვეტდი, ორი დღით ადრე სიზმარი ვნახე. მის მერე ის 48საათი არ მძინებია, ვერაფრით დავიძინე.
-რა სიზმარი?- ცნობისმოყვარეობამ მძლია და გავაწყვეტინე.
-შენ დამესიზმრე. ზუსტად ჩემსწინ იატაკზე იწექი და არ ინძრეოდი. შენი სხეული გაყინული იყო, აღარ სუნთქავდი. შენს გამოფხიზლებას ვცდილობდი, მაგრამ არაფერი გამომდიოდა. მივხვდი, რომ მოკვდი.-ღრმად ამოისუნთქა და თავი ჩახარა. ერთიანად გამაჟრიალა. გამახსენდა, სანამ თორნიკეს შევხვდებოდი, რამდენიმე დღით ადრე მეც ხომ ზუსტად ეს სიზმარი ვნახე?! ერთიანად დავიძაბე. აშკარად სამყარო მეხუმრებოდა.
-მარიამ, რომ არ მენახე ჩემი თვალით ცოცხალი, ალბათ ცხოვრების ბოლომდე მოსვენება არ მექნებოდა.
-ანუ, ეს შენი სიმშვიდის გამო გააკეთე- ძალით ჩავიცინე და თვალებში მივაშტერდი.ჩემი ხუმრობით სიტუაციის განმუხტვას ვცდილობდი.
-ნუ ბავშვობ.
-შენ გაიზარდე?
- მე გავიზარდე.
ღიმილით დამიქნია თავი. მაგრამ კმაყოფილი არ იყო, უფრო სევდიანი გამომეტყველება დაჰკრავდა.
-ვფიქრობ, რომ ამ ასაკში მამობა ადრეა, უფრო სწორად ვფიქრობდი.
თავი უკმაყოფილოდ გავაქნიე და დაგუბებული ჰაერი პირიდან გამოვუშვი.
-ღმერთო ჩემო ანდრეა, შენ გგონია მე მინდოდა 17წლის ასაკში დაორსულება? მგონი ეს ნათლად აგიხსენი უკვე.- ტონი შევცვალე. უკვე ნერვებზე მეთამაშებოდნენ მისი სიტყვები.- ვალდებულებებს არ გტენი. იცი ისედაც.
-მარიამ, თუ წინადადებების გაწყვეტას მოეშვები ჩემთვის, სათქმელსაც დავამთავრებ.- იგივე ტონით მიპასუხა და თვალები ააბრიალა.
- დღემდე, ასე ვფიქრობდი. რაც თებეა გავიცანი, დღეს ყველაზე ახლოს ვიყავი მასთან.მიყვარს გჯერა? მართლა ძალიან მიყვარს. ვეხები და ვგრძნობ რომ ჩემია..
ღრმად ამოვისუნთქე. ფიქრი ფიქრს ემატებოდა. ეს ყველაფერი უნდა შემეწყვიტა.
-დღევანდელი დავივიწყოთ, ანდრეა.
-რატომ მაკოცე?
ამ კითხვას არ ველოდი. თვალებში ძლივს შევხედე რომ მისი გამომეტყველება დამენახა. კვლავ იწყებდნენ პეპლები ჩემში ფრენას. არა! საკამრისია!
-ჩვენს შორის მხოლოდ თებეაა.- თავი ვიმართლე, მაგრამ ნაწილობრივ სიმართლესაც ვამბობდი. დავინახე თვალები ერთიანი ტკივილით როგორ დახუჭა. ზურგი ვაქციე და მისაღებში, დივანზე ჩემს ადგილს დავუბრუნდი.მალე გათენდებოდა, ჯობდა დამეძინა. დემეტრეს ხვალ ავუხსნიდი ყველაფერს…

ანდრეა*:

მარიამის ტუჩების გემოს ვერ ვივიწყებდი. როგორი შეუცვლელი და დაუვიწყარი იყო. თანაც როგორ მომნატრებოდა.. ჯერ კიდევ ვერ გამეგო ეს რატომ გააკეთა მაგრამ თვითკმაყოფილი ვიჯექი სამზარეულოს სკამზე და ვუყურებდი, ორ ჩემთვის უძვირფასეს წითურს როგორ ეძინა ჩემს მისაღებში. უნებლიე ღიმილი დამირბოდა სახეზე. ძილი არ მეწერა ვიცოდი, თანაც უკვე მალე გათენდებოდა….


წინა დღის ჭურჭელს ვრეცხავდი, როდესაც უკნიდან ხმაური გავიგონე. სწრაფად დავკეტე ონკანი და უკან შევტრიალდი.
მარიამს და თებეას უკვე გაღვიძებოდათ. წამით გამომხედა, უცნაური მზერები ვავცვალეთ, თითქოს თვალებით მეუბმებოდა რომ ერთი სული ჰქონდა გამრიდებოდა. თებეას მიუბრუნდა და ფეხსაცმელს აცმევდა. შემდეგ სწრაფად აიტაცა ხელში და გვერდი ჩამიარა.
-მივდივართ. თებე დაემშვიდობე- გადახედე პატარას და გაუღიმა. თვალს ყველანაირად მარიდებდა.
ბავშვის თანდასწრებით ამის განხილვა არ მინდოდა. თებეას ლოყაზე მოვეფერე და ნაზად ვუჩქმიტე. მარიამთან თავი ახლოს მივწიე და ლოყაზე მსუბუქი კოცნა დავუტოვე. მაშინვე თავი გასწია, ძირს დაიხედა და უხერხულობისგან ჩაახველა.
უკან გატრიალდა და ნაბიჯების გადადგმა გაარძელა.ვიცოდი რაც არ უნდა მეთქვა, ახლა ვერ გავაჩერებდი.
-ხო ისე, ზეგ მშობლების შეკრებაზე გნახავ.-ღიმილით მივაძახე. რათქმაუნდა ბაღის ამბები ეცოდინებოდა.ხმა არ გაუცინა, არც ჩემსკენ შემოტრიალებულა. კარები გამოხსნა და სწრაფად გავიდა.
თმები ცალი ხელით ავიქექე. ერთიანად ამოვიხვნეშე და დივანზე გადავწექი…

მარიამი;*

საშინლად ანერვიულებული ვიყავი. წუხანდელის გამო საკუთარი თავის გაკიცხვას ვერ ვწყვეტდი.. ვერც პასუხებს ვპოულობდი, რომ საკუთარი თავი როგორმე გამემართლებინა. თებეა რაღაცეებს მებუტბუტებოდა მაგრამ საკუთარი შვილის ლაპარაკიც ბუნდოვნად მესმოდა. ჯანდაბა!
ასე ვერ გავძლებდი…
ყველაფერს ისიც ემატებოდა რომ ზეგ ვნახავდი, არადა უკვე დაგეგმილი მქონდა რომ მისთვის თავი ამერიდებინა.
თებეა ძირს ჩამოვსვი, ცალი ხელი მოვკიდე და ცალით ტელეფონზე გადავრეკე:
-სანდრო გთხოვ, ავალიანებისკენ გამოიარე და სახლში წამიყვანე რა.
-მშვიდობაა მარიამ?
-გზაში მოგიყვები, თებეასთან ერთად ვარ.
-აჰ, გასაგებია- ამოიხვნეშა და გამითიშა. ვიცოდი რამდენიმე წუთში აქ მოვიდოდა. დემეტრესთან დარეკვის დრო იყო. გული საშინლად ამიჩქარდა. ღმერთო!
-დილამშვიდობის- თბილი ხმით მიპასუხა. დავიჯერო ჩემი არ ყოფნა ვერ შეამჩნია?!
-დილა მშვიდობის..- ხმადაბლა ამოვილაპარე. თუმცა ამ დილას მშვიდობის არაფერი ეტყობოდა. ცას უაზროდ მივაჩერდი. თვალებზე ცრემლები მადგებოდა.
-ნათიას ველაპარაკე წუხელ, მითხრა რომ იქ დარჩით და აღარ დაგირეკე. ხომ კარგად ხართ?
გული შუაზე მეხლიჩება! ჯანდაბა! დედაჩემმა დამიცვა. ანუ მასაც საკმარისი ექნებოდა ჩემთან სალაპარაკო. ხელი ნერვიულად მოვისვი თვალებზე და ღრმად ამოვისუნთქე.
-კი, ხო გვიანი იყო და თებეასაც დაეძინა… შენ როგორი დრო გაატარე?
-როგორც ყოველთვის, კარგი მაგრამ ბანალური. ხომ იცი როგორც ხდება მხატვრების შეკრებებზე- ბოლო სიტყვებს სიცილი დააყოლა. ღმერთო როგორ მიყვარდა ეს სიცილი.. გული უფრო და უფრო მტკივდებოდა. უკვე მჭვალავდა კიდეც.
-გზაში ვარ უკვე, სანდრო მომიყვანს.სახლში ხარ?
-კი, ვისვენებ დღეს. მთლიანად შენივარ.
-დროებით.
კანკალით გავთიშე ტელეფონი. ცრემლები შევიმშრალე და თებეას გავხედე, რომელიც მტრედებს უაზროდ აკვირდებოდა.
მალე სიგნალიც გავიგონე ქუჩის მეორე მხრიდან.
-წამო თებე, მასხარამ მოგვაკითხა- გავუცინე და ხელში ავიტაცე. სანდრო ჩაწეული ფანჯრიდან ეჭვის თვალით მიყურებდა. მისთვის არ შემიხედავს ისე გამოვხსენი უკანა კარები და თებეა დავსვი. ღვედი საგულდაგულოდ შევუკარი. შემდეგ წინ გადავედი და კარები მივიხურე. მისთვის არ გამიხედავს სანამ საკუთარი ღვედი არ შევკარი.
-საით?
-სახლში, დემეტრესთან..
-იცის?
გზას თვალს არ ვაცილებდი. ის კი გზას და მე ერთდროულად გვიყურებდა
-იცის რომ ნათიასთან დავრჩი.
ღრმად ამოისუნთქა და თებეას გადახედა. რამდენიმე წუთში უკვე დანიშნულების ადგილას ვიქნებოდით.
-მარიამ, მე არ გაგკიცხავ არაფერში. უბრალოდ ჭკუა დაატანე რასაც გააკეთებ. ოჯახი გაქვს.
სრული სერიოზულობით მითხრა. ცრემლებჩაგუბებულმა გავხედე.
-აი ეგ მოიშორე თვალებიდან.
-მამამისს ვერ დავუშლი.
-ნუ იმიზეზებ, თუმცა ეგეც მართალია.. გრძნობ?
-რა?!
-რა რა, მარიამ. კარგად იცი რაზეც გეუბნები.
ღრმად ამოვისუნთქე. ამაზე აქამდე არ მიფიქრია. ალბათ დაფიქრება ცუდი იდეა იყო. საათების წინანდელ კოცნას მახსენებდა და საკუთარ თავს უფრო მაძულებდა.
-არა.- იმდენად მტკიცედ ვუარყავი, რომ გულმუცელი ერთიანად ამეწვა.რატომ?!
-მოვედით. მე სამარე ვარ.- გამიღიმა,მანქანა გააჩერა და თებეას გადახედა.
-დედიკოს გამხიარულებაზე იზრუნე დღეს, რიჟავ!
თვალები ღიმილით ავატრიალე და მანქანიდან გადავედი. თებეას ღვედი გავუხსენი და ისიც გადმოვიყვანე.
-მადლობ სანდრო.
-ნერვებს ნუ მიშლი გოგო! -გამიცინა- 15წელი მაინც არ გიცნობდე. წადი ეხლა.
ფანჯარა შიგნიდან ამიწია. მისი საუბარი ყოველთვის მახალისებდა. ღიმილით ვუყურებდი სანამ ქუჩას გასცდებოდა. თებეას ხელი მოვკიდე და ნელნელა დავიწყეთ კიბეებზე ასვლა…

-ჩემი სიხარულები- ამოილაპარაკა დემეტრემ და ორივე ერთდროულად გულში ჩაგკვიკრა. ერთიანად გამომეცალა ძალა. თვალები ერთმანეთს მთელი ძალით დავაჭირე, რომ მის წინ არ მეტირა. შემდეგ უნდა ამეხსნა მიზეზები…
თებეა მალევე მოგვცილდა და თავისი სათამაშოებისკენ გაიქცა.
-სადილს ვაკეთებდი. გშიათ?
-აა.. მე არა.. თებეას არ უჭამია უნდა ვაჭამო.
-ყველაფერი კარგად არის?
-კი, ყველაფერი- დამაჯერებლად გავუღიმე და სამზარეულოში მასთან ერთად გავედი. თებეას თავისი დილის ფაფის მარცვლეულები გადმოვუღე, რძე მოვასხი და რამდენიმე წუთი გავაჩერე, რომ ერთმანეთს შეზავებოდა.
საჭმლის დანახვაზეც კი გული მერეოდა.
-ცუდად გეძინა?-მზრუნველი ხმით მკითხა და ჩემსკენ გამოიწია. დაიხარა და ნაზად შემეხო ტუჩებზე.
ერთიანად დამაჟრიალა და ისევ წუხანდელი გამახსენდა. რა საშინლად ვიქცეოდი..
კითხვაზე არ მიპასუხია. კოცნაში არანაკლებ ავყევი და ბოლოს ისევ მე შევწყვიტე. თებეას ფაფას ხელი დავავლე და მასთან გავედი. დემეტრეც გამომყვა, გვერძე ჩამოჯდა და ტელევიზორში თავისი სპორტული გადაცემის ყურება განაგრძო. არაფერს ეჭვობდა.. ღმერთო, ამით უარესად ვგრძნობდი თავს..
თებეას პატარ-პატარა კოვზებით ვაჭმევდი. იმაში მაინც მიმართლებდა, რომ ჭამის პრობლემა არასდროს ჰქონია. რაც მოსწონდა არასდროს ამბობდა უარს. მალევე მოასუფთავა თეფში და გაბერილი მუცლით თავის სათამაშოებთან, ფუმფულა ხალიჩაზე ჩამოჯდა. თეფში მაგიდაზე გადავდე, მასთან ჩავიმუხლე და ფეხსაცმელი სწრაფად გავხადე.
-რამე გაგიმზადო?- გავხედე დემეტრეს. სიყვარულისგან ანთებული თვალებით გამომხედა და თავი უარყოფის ნიშნად გააქნია.
-სადილი უკვე მზად არის.
-კარგი,ჭურჭელს დავრეცავ.
გავუღიმე და თავგზა არეული გავედი სამზარეულოში. საკუთარი გულისცემა ყელში მქონდა მობჯენილი და სუნთქვა მიჭირდა. ნიჟარას მთელი ძალით დავეყრდენი და წამით თვალები დავხუჭე.
გახელა მომიწია, როდესაც შემოსასვლელი კარის მძიმე ხმა გავიგონე.
დედაჩემი უკვე დემეტრეს ესაუბრებოდა და თებეას ეფერებოდა.
გაუნძრევლად ვიდექი. დამინახა და ჩემსკენ დაიძრა. დემეტრეს გამოსცდა თუ არა, სახე დაასერიოზულა, ხელი დამავლო და საძინებელში შემათრია.
-მოგკლავ, მარიამ!
თითქმის ჩურჩულით დამიყვირა და თვალები დამიბრიალა.
-რა ხდება დედა?
-დემეტრეს მოვატყუე. გესმის?
-ვიცი და მადლობა ამისთვის.
გასასვლელისკენ გავიწიე, მაგრამ წინ გადამიდგა და თვალებში ჩამაშტერდა. ღმერთო, ახლა ამის განხილვის თავი არ მქონდა…
-არაფერი არ მომხდარა. ანდრეასთან დარჩა თებეა და მარტო ხომ არ დავტოვებდი…
-და დემეტრეს არ უთხარი?
-მგონი ხვდები, რომ ტაშის კვრით და ფეირვერკით არ შეხვდება ამ ამბავს.
ხელი ავიქნიე და იქვე საწოლზე ჩამოვჯექი.
-მერე?
-ნუ მიყურებ მასე, თებეასთან ერთად დივანზე მეძინა.
თვალები ავატრიალე. ამას ძილი არ ერქვა, მაგრამ ყველაფერს დედაჩემს ვერ ვეტყოდი.
-უკვე ყველაფერი იცის ხო?
-ავალიანმა? რათქმაუნდა.
ვთქვი თუარა, ჩემს სიტყვებზე საკუთარ თავს დავცინე გონებაში და სიმწრით ჩამეცინა. როგორ შეეძლო ყოველთვის ავეფორიაქებინე?!
-მის ადგილას თავი წარმოვიდგინე. ჩემთვის დედობა რომ დაეშალათ მთებს გადავდგამდი, ანდრეა უარესის გამკეთებელია. არმინდა ამაზე კამატი.
ხელი ავიქნიე საბოლოოდ და ფეხზე წამოვდექი. დედაჩემმა თავი სინანულით დამიქნია. იცოდა რომ სიმართლეს ვამბობდი. თავი საშინლად მტკიოდა.
დემეტრესთან და თებეასთან დავბრუნდით.
მალევე ნათიასთან ერთად ვისადილეთ. გაბელიას არაჩვეულებრივი სადილი მოემზადებინა, რაზეც სამივე მანდილოსნისგან კომპლიმენტები მიიღო. ვუყურებდი დემეტრეს და ვტკბებოდი. მასზე მშვიდი, უპრობლემო ადამიანი ცხოვრებაში არ შემხვედრია…


-ხვალ თებეას პირველი კრებაა-გავეკრიჭე დემეტრეს და გვერდით მივუწექი. მკლავები მომხვია და მიმიხუტა. წელზე რიტმულად მისმევდა ხელს. ღიმილი მაშინვე გამიქრა, როდესაც გავაანალიზე რომ ანდრეას ვნახავდი. გული ამიჩქარდა და დემეტრეს მოვშორდი. ზურგზე გადავწექი და საბანი გადავიფარე.
-რა მალე გაიზარდა- ამოიბურტყუნა მთქნარებით. თავი ღიმილით დავუქნიე.- ანუ გამოძინებული დედიკოა საჭირო?
-დიახ, დიახ- გავუღიმე.ხელები გამიშალა და მის მკლავებში მომიქცია. მალევე გავიტრუნე და ძილს მივეცი.

ფიქრები მოსვენებას არ მაძლევდა. ძილშიც კი.ვიცოდი რომ ეს სიზმარი იყო მაგრამ მაინც ფხიზელი ფიქრები მქონდა..
ანდრეა დამესიზმრა. უცნაური გრძნობით გავიღვიძე რაც სიზმრის არა მახსოვრობას ახასიათებს. სწრაფად დავიბანე ხელპირი. ჩვეულებრივი დღის რუტინა იყო, თებეას ფაფა გავუმზადე. ყავა გავაკეთე ჩემთვის და რათქმაუნდა დემეტრესთვის და საკუთარი თავის მოწესრიგებას შევუდექი.
ორ საათში კრებაზე უნდა ვყოფილიყავი. წინასწარ გული მქონდა აჩქარებული მოლოდინებისგან. ასე მეგონა სადაც იყო ამოხტებოდა, ყავამ უარესი გამიკეთა..
როდესაც მაკიაჟით დავბრუნდი სამზარეულოში, დემეტრე თებეას ფაფას აჭმევდა და თვითონ ცალი ხელით ყავას სვავდა.
მათ დანახვაზე გამეცინა და მივუახლოვდი.
ჩემსკენ გადმოიწია და ნაზად მაკოცა, მიუხედავად ჩემი წითელი საცხისა. ცერა თითით ჩემითვე მივაშორე ტუჩსაცხი დასვრილი ტუჩებიდან და გავუცინე.
-ბრწყინავ. ნახე თებეა დედაშენმა მზის ადგილი დაიკავა.- გაუცინა თებეას. თებეა გემრიელად ილუკმებოდა და თვალები უჟუჟუნებდა.
-ნუ აზედმეტებ- სიცილით ცალი ხელით გაბელიას თმები ავუქექე და შესასვლელში გავედი, რომ მაღალქუსლიანი ჩამეცვა. ასე თავს უფრო თავდაჯერებულად ვიგრძნობდი. ვინაიდან ანდრეაზე ბევრად დაბალი ვიყავი...
ჩემი ბავშვური ქცევები მეც კი მაღიზიანებდა.
-დღეს რას შვრები?
ვკითხე ხმადაბლა, როდესაც თებეას გამზადებას შევუდექი.
-რამდენიმე გაკვეთილი მაქვს, მერე ვნახოთ. არვიცი.
გამიღიმა და ჭიქა ნიჟარაში ჩადო.
-ვსო, წავედით. დამირეკე ადრე თუ გამოხვალ- სწრაფად ვუთხარი. მისკენ გავიწიე საკოცნად მაგრამ ამჯერად ლოყაზე მაკოცა რაზეც ორივეს გაგვეცინა. თებეა გაოგნებული გვიყურებდა. რათქმაუნდა.. ძალიან დაბნეული იქნებოდა ბოლო დღეების და ანდრეას გამოჩენის გამო.
ბაღში ფეხით წავედით. გზაში ძალიან ბევრი ვიცინეთ მე და ჩემმა პატარამ. ფოტოები გადავუღე, ლამის ტელეფონის მეხსიერება გავავსე. ტელეფონში სიცილით ვათვალიერებდი ფოტოებს, სანამ თებეა გამომაფხიზლებდა:
-ნახე დე, ანდრეა- წვრილი ხმით მითხრა და თითი ავალიანისკენ გაიშვირა, რომელიც სხვა ბავშვების მშობლებს ესაუბრებოდა. თებეას ხელი მჭიდროდ ჩავავლე და თავაწეული შევედი შენობაში. რათქმაუნდა ანდრეამ დამინახა, მაგრამ არ შევიმჩნიე, თებეა მაშინვე ბავშვების ოთახისკენ გავიყვანე და მასთან ჩავიმუხლე.
-თუ მოინდომებ მას მერე ნახავ. ითამაშე ბავშებთან, კარგი?
თავი ღიმილით დამიქნია და მომეხუტა. თვალები დავხუჭე და მთელი ძალით შევისუნთქე შვილის ტკბილი არომატი.
წელში გავიმართე და შევტრიალდი თუ არა, ანდრეას დავეჯახე. ხელი მკლავზე ძლიერად მომხვია და წინასწორობის შენარჩუნებაში დამეხმარა.
დეჟავუს და ნოსტალგიის გრძნობამ ერთიანად დამიარა და ნერწყვი ხმაურით გადავყლაპე. ჩემი მაღალქუსლიანის გამო შედარებით კარგად გავუსწორე სახე, მხოლოდ ღიმილით მივესალმე და ორივე ერთად გავედით კრების ოთახისკენ.
ღმერთს ვევედრებოდი,ჩემს გვერდით არ დამჯდარიყო და საკუთარ თავს ვტუქსავდი ქვედაბოლოს ჩაცმის გამო. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ავალიანი ზედმეტად მაკომპლექსებდა.
ღმერთმა ჩემი ვედრება ისმინა. ოთახში ადგილები გაფანტულად იყო თავისუფალი. თითო-თითო სკამი აქა იქ. გულში ჩამეღიმა, მაგრამ ვატყობდი სახეც კმაყოფილებისგან მიბრწყინავდა. მარტო იმის გამო, რომ ჩემს გვერძე დადიოდა სუნთქვა მეკვროდა და მის გვერდით ჯდომას ვერ ავიტანდი.
გავნაწილდით. ანდრეა წინ დაჯდა, მე კი მოშორებით, უკან.
კრება დაიწყო. პედაგოგებმა თითოეული ბავშვი განიხილეს და რჩევა დარიგებები მოგვცეს მშობლებს. ვაკვირდებოდი აქაურობას და მართლაც ყველაზე ახალგაზრდა ამ ოთახში მე და ავალიანი ვიყავით. სწორედ ამიტომ ვატარებდი ხოლმე მშობელთა შეკრებებზე მაკიაჟს, რომ ასაკი დიდად არ დამტყობოდა. რაც შეეხება კრებას, ეს ხომ პირველი იყო. ..
თებეას ხსენებაზე ყველამ მე გადმომხედა, რათქმაუნდა თმის ფერის გამო, ყველა მარტივად ხვდებოდა რომ ჩემი შვილი იყო. გამიხარდა რადგან მასზე ცუდი ვერაფერი მოვისმინე, მეტიც, ერთერთ ყველაზე მშვიდ ბავშვად მოიხსენიეს. საინტერესოა, ვისგან ჰქონდა ეს სიმშვიდე, ანდრეასგან თუ ჩემგან?
ფიქრებში გართულმა თავი შესასვლელისკენ გავატრიალე. მაშინვე ავკანკალდი. როდესაც ჩემსკენ მომავალი დემეტრე დავინახე. თვალები ვჭყიტე და სწრაფად გავხედე ავალიანს. აქეთ არ იხედებოდა, მადლობა ღმერთს. არა, ეს ცუდი იყო. მათ არ უნდა ენახათ ერთმანეთი.
დემეტრეს დანახვისას ერთერთი მშობელი ერთი სკამით გადაიწია და ჩემს გვერდით ადგილი გაუნთავისუფლა.
-მოსწავლემ დამირეკა და გამიცდინა. გამოგიარე ბარემ. ყველაფერი კარგად არის?
თავი ნერვიულად დავუქნიე და გავუღიმე. თვალებით ანდრეას თავს ვაშტერდებოდი. ვლოცულობდი, რომ არ მობრუნებულიყო.
მთელი გონება დემეტრეზე და ანდრეაზე იყო გადართული.ალბათ ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც არ მინდოდა დემეტრესთან ყოფნა…რაც ალბათ დაბნეულობის ბრალია, სხვა ვერაფერი გამოიწვევდა ამას.
“მარიამ დამშვიდდი”
გავუმეორე ჩემთავს გონებაში რამდენჯერმე და ხელები ერთმანეთს გადავაჯვარედინე. მეშინოდა რომ, ანდრეა და დემეტრე ერთნაეთს ნახავდნენ და ანდრეა ყველაფერს იტყოდა. თუმცა აქ შიში უადგილო იყო და რომც ეთქვა, გაბელია არ დაუჯერებდა..


ანდრეა*:

ერთ ადგილას გავიყინე, როგორცვე უკან მარიამისკენ გავიხედე.
შორიდან ვაკვირდებოდი როგორ ისხდნენ გვერდიგვერდ მარიამი და დემეტრე. მისი ქმარუკა. რა სასაცილოა..
ვგრძნობდი რომ შიგნიდან რაღაც მღრღნიდა და ცდილობდა გარეთ გამოღწევას.უბრალოდ მინდოდა მათთან მივსულიყავი და ერთი ორი დამერტყა გაბელიასთვის, მხოლოდ იმიტომ რომ მარიამის გვერდით იჯდა,ეხვეოდა,კოცნიდა..შური. აი ზუსტად რას ვგრძნობდი ახლა.
მაგრამ არაფრის გაკეთება არ შემეძლო, გარდა შორიდან ცქერისა.ვუყურებდი როგორ ეხუტებოდა მარიამი დემეტრეს,როგორ უღიმოდა და უყურებდა სიყვარულით აღსავსე თვალებით, ან უბრალოდ მე მეჩვენებოდა ეს ყოველივე სიყვარულად და ყოველივე ამას ამდენი შური და ბოღმა იწვევდა.
მაგრამ უბრალოდ ეს ორი ადამიანი, ეს წყვილი იმდენად უხდებოდა ერთმანეთს, შეუძლებელი იყო გეფიქრა სხვა რამ როცა უყურებდი მათ.
დემეტრემ მარიამს რაღაც ჩასჩურჩულა და სწრაფი ნაბიჯებით მოსცილდა მას. მარიამს კი ადგილი არ შეუცვლია, ღიმილით უყურებდა როგორ ტოვებდა დემეტრე იქაურობას და შემდეგ ოთახს თვალი მოავლო. თვალი თვალში გამიყარა თუარა, კისერი დაეჭიმა და ერთიანად ამიწია ორივე წარბი. მის საქციელზე ჩამეღიმა. კმაყოფილი ჩანდა იმით რომ მისმა ქმარმა ვერ შემამჩნია.
კრება მალევე დასრულდა. ხალხის ბრბო გავარღვიე და ისე მივედი მარიამამდე. ხელი დავავლე და უხეშად წამოვაყენე.
-რას აკეთებ?! ხალხია აქ!
-შენი თვით კმაყოფილი სახე მიშლის ნერვებს!
თვალები ამიბრიალა, ხელი მომაშორებინა დაბავშვების ოთახისკენ მყარი ნაბიჯებით წავიდა. მაღალქუსლიან ფეხსაცმელში არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა.
უკან ჩუმად გავყევი. თებეას დაუძახა. პატარამ სწრაფად მოირბინა ჩემკენ და დამინახა თუარა ხელი დამიქნია. უდიდესი ღიმილი გადამეკრა სახეზე და გული გამითბა.
მარიამი მის ასაყვანად დაიხარა, როდესაც ერთერთი ბავშვი მთელი სისწრაფით გამოიქცა და მარიამს დაეჯახა. რათქმაუნდა ქუსლიანის გამო წინასწორობა ვერ შეინარჩუნა და იატაკზე უასწრაფესად დაეცა.
-დედა!- წამოიკივლა თებეამ.
-კარგადაა, დამშვიდდი- დავაწყნარე პატარა, სწრაფად დავიხარე და მარიამს წამოდგომაში დავეხმარე.
-მტკივა- ამოიგმინა და ტკივილსგან დაიჭყანა. ხელი წელზე მოვკიდე, რათა უკეთესად დამეჭირა და წაქცევისგან დამეზღვია. თებეა თვალებ გაფართოებული გვიყურებდა ხან ერთს, ხან მეორეს.
-მოტეხილი არ გაქვს, ალბათ იღრძე ან უბრალოდ დაგეჭიმა.- დავამშვიდე და სახეზე დავხედე. როგორც ჩანს ტკივილი იმატებდა, რადგან უკვე ცრემლები ედგა თვალებზე. მის შემხედვარე მეც დავიბენი. პირველად ვხედვდი მას ასეთ მდგომარეობაში. ტკიოდა და მე ვერაფრით ვეხმარებოდი. სწრაფად მოვწმინდე ცრემლი და დავიხარე რათა ხელში ამეყვანა. საოცრად სუსტი ,იყო ამიტომ მისი დაჭერა საერთოდ არ გამიჭირდწბოდა. როცა მიხვდა რასაც ვაპირებდი მაშინვე დამიბღვირა და ცალი ფეხით უკან გადადგა ნაბიჯი.
-თებეა წამოიყვანე.
-მარიამ ვერ დადიხარ.
-წამოვალ!
თებეასკენ თავით მანიშნა. როგორ მიყვრდა მისი ბრძანებლური ტონი, ყოველთვის უნდოდა მკაცრი გამოსულიყო მაგრამ არასდროს გამოსდიოდა.ნელნელა ბრუნდებოდა ის მარიამი, ვისაც ვიცნობდი…
წელში ტკივილისგან ერთიანად გაიმართა და ფეხი აამოძრავა.
როგორც ჩანს უბრალოდ დაჭიმული ჰქონდა. თებეა ხელში ავიყვანე თუარა მაშინვე ორივე ხელი მომხვია და მომეხუტა. ეს ბავშვი ჭკუიდან მშლიდა.კიდევ ერთხელ გადამეკრა ღიმილი სახეზე.
-დემეტრესთან გავიდეთ, მანქანასთან იქნება- ამოიბურტყუნა მარიამმა და კოჭლობით გასასვლელისკენ წავიდა. უკან მივყვებოდი.
-კიდევ გტკივა?-დანაღვლიანებულმა ვკითხე, თუმცა მისგან მხოლოდ თავის დაქნევა მივიღე. ქუჩაში, სადაც უამრავი ხალხი ირეოდა და უამრავი მანქანა იდგა. სწრაფადვე დავინახე გაბელია, რომელმაც შეგვამჩნია თუარა სწრაფად მოგვიახლოვდა.
-რასჭირს? შენ აქ რაგინდა?- ჩემი მიმართულებით დაიწყო ხმამაღალ ტონზე საუბარი. თებეას ხელი უფრო მჭიდროდ მოვხვიე.
-წავიქეცი- ხმის ამოღება დამასწრო მარიამმა. იცოდა ჩემთვის რომ დაეცადა, წყნარი დიალოგი ნამდვილად არ წარიმართებოდა.
-მანქანა აქვე მყავს- ხმადაბლა ამოილაპარა დემეტრემ და იქვე მდგარ მანქანაზე გვანიშნა.
-თებეას მე წავიყვან.
-რა?!- ორივემ ერთდროულად გადმომხედეს. მარიამს წარბწბი ავუწიე და დემეტრეს ღიმილით გავხედე. თებეას ურეაქციოდ ედო ჩემს მხარზე თავი.
-არა,სახლში უნდა წავიყვანო- წყნარი ხმით მითხრა მარიამმა.თვალებით მთხოვდა რომ მისთვის მომესმინა. დემეტრეს გავხედე ისევ, რომელიც მკაცრ მზერას არ მაშორებდა.
-მაშინ ხვალ გავასეირნებ- ვთქვი ისე, რომ მათი აზრიც არ მიკითხავს და პატარა გაბელიას ყოყმანით გადავაწოდე. მაშინვე საშინელი გრძნობა დამეუფლა. ცალი ხელი მარიამს მოხვია და მანქანამდე მისვლაში დაეხმარა.
არცერთს არ ამოუღია ხმა. მგონი უკვე დემეტრეც ხვდებოდა, რომ ჩემთან შეწინააღმდეგებით უარესად გამაღიზიანებდა და გამაჯიუტებდა.


მარიამი;*

სახლამდე უხმოდ მივედით.ფეხი საშინლად მტკიოდა. მანქანაშივე გავიხადე მაღალქუსლიანი და შემდგომ სადარბაზოს კიბეებს თხელი წინდებით ავუყევი. თებეა დამცინოდა რამაც მეც და დემეტრეც ოდნავ აგვიყოლია. როგორცვე შიგნით შევედით ფეხსაცმელი იქვე მივყარე და დივანზე წამოვწექი, ფეხი ზემოთ შემოვდე რომ შემეთვალიერებინა.
გაბელიამ თებეას გამოუცვალა, თავის სათამაშოებთან ერთად ხალიჩაზე დასვა და ჩემთან ელასტიური ბინტით დაბრუნდა.
ფეხზე შემეხო თუარა, უსიამოვნოდ დავიჭყანე.
-უნდა შეგიხვიო, რომ მჭიდროდ გქონდეს- მკაცრად მითხრა. ვხვდებოდი წუთების წინანდელზე, ანდრეას იქ ყოფნაზე გაბრაზებული იყო და ამას ვერანაირად მალავდა.
ფეხი ფრთხილად გადამიხვია და მის სიმყარეში რომ დარწმუნდა, გვერძე ჩუმად მომიჯდა. საშინელ სიჩუმეს მხოლოდ თებეას სათამაშოების რაკა-რუკი არღვევდა.
-დემე..
-არაფერი თქვა,მარიამ.
-რატომ?
-ისედაც ვხვდები.
მაშინვე თებეასკენ გაიხედა, უკვე ვიცოდი რაზეც ჰქონდა საუბარი- ამიტომ არ შევეწინააღმედეგე ხვალინდელზე. იმედია თავში ყველაფერი დალაგებულიაქვს და ბავშვს მშვიდობით დააბრუნებს.
-ოდესმე დაუშავებია?
გაუაზრებლად ვკითხე. ღმერთო, რატომ ვიცავ ანდრეას?! გაკვირვებულმა გადმომხედა და პასუხის არ ქონის გამო ამოიხვნეშა.

მთელი დღე მისაღებში თებეასთან თამაშში გავატარეთ,ბვერი ვიცინეთ და ვიმხიარულეთ. ფეხის ტკივილი ყრუდ მაწუხებდა, მაგრამ იმდენად მძაფრი აღარ იყო როგორც დილით.
პატარამ მალევე დაიძინა და ჩვენც საძინებელში შევედით. დემეტრე საშინლად გადაღლილი იყო. საქართველოში მალე ახალგაზრდა მხატვრების საერთაშორისო კონკურსი ჩატარდებოდა, რომელშიც დემეტრე თავისი უაზრმაზარი ფიფქის ნახატით იღებდა მონაწილეობას. მის ნაცვლად მეც ვღელავდი და მთელი გულით ვგულშემატკივრობდი.

მეორე დღეს ენერგიით სავსემ გავიღვიძე. დემეტრეს პერანგი გავუუთოვე და იქვე გადავკიდე. თებეაც გავამზადე, მალე ანდრეა მოვიდოდა მის წასაყვანად.
დემეტრე დიდად მოხიბლული არ იყო ამ ფაქტით, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა.
-გთხოვ თავს მიხედე.- შუბლზე მაკოცა და გამიღიმა.
-ეს დამშვიდობებასავით ჟღერს. რა ხდება?- ჩავიცინე და სახვევი ფეხზე ხელახლა გადავიხვიე.
-კიდევ გტკივა?
-ოდნავ. სადმე მიდიხარ?
-იოანემ, შენმა ძმაკაცმა დამირეკა ამ დილით. წყნეთში ავდივართ ბიჭები რამდენიმე დღით.
მისი სიტყვები გონებაში გადავხარშე. რა ხდებოდა?! იოანე ანდრეას აღარ ეძმაკაცებოდა?
-მარტოები იქნებით?
-მგონი.
-ხო..
-ვიცი რასაც ფიქრობ. მაგ ავალიანმა თებეას გამო უარი თქვა, თორემ ეგეც მოდიოდა.
-კიდევ კარგი.- ჩემთვის ამოვიფრუტინე, მაგრამ გაიგო და უკმაყოფილოდ გაიღიმა.
-მალე გავალ. რამე თუ იქნება დამირეკე და მაშინვე წამოვალ.
მივხვდი რაზეც ამბობდა, უფრო სწორად ვიზეც. ანდრეას ხსენებაზე და გაფიქრებაზეც კი ერთიანად ვფორიაქდებოდი.
დემეტრე მალე დაგვემშვიდობა ორივეს და დაგვტოვა. ისევ საკუთარ თავს ვკიცხავდი რამდენიმე დღის წინ მომხდარის გამო. ვხვდებოდი, რომ მას შემდეგ წესიერად არც მძინებია. პულსიც გახშირებული მქონდა. როგორცვე დემეტრე მტოვებდა, მაშინვე ავალიანის ტუჩებზე მეფიქრებოდა. რატომ გავაკეთე ეს? წარმოდგენა არ მაქვს. ჩვენს შორის კიდევ ბევრი რამ იყო უთქმელი და გასარკვევი. მინდოდა მასთან მესაუბრა პირისპირ, მაგრამ ამას ვერაფრით გავბედავდი. მითუმეტეს თებეას თანდასწრებით.ინტერესი იმისა თუ მთელი ამ ხნის განმავლობაში რას აკეთებდა ერთიანად მიღრღნიდა ძვლებს.
ამ ფიქრებში ანდრეაც მოვიდა და თებეას მოსიყვარულებას შეუდგა. მომენტებში იმდენად გავდნენ ერთმანეთს თვალიც მიშტერდებოდა.
საბოლოოდ ხელი მოკიდა და გასასვლელისკენ დაიძრნენ.
-მთაწმინდაზე უნდა წავიყვანო.
ღიმილით მითხრა და თვალებ გაბრწყინებულ თებეას დახედა. შემდეგ ისევ მე ამომხედა.
-მიქაძის ქეიფის ამბები ვიცი, მარტო ყოფნა თუ არ გინდა, წამოდი.
-სახლი უნდა დავალაგო- რაღაც სისულელე მოვბოდე და სიტყვები ერთმანეთს ძლივს გადავაბი.სახლი ისედაც დაგალებული იყო. უბრალოდ მხოლოდ იმიტომ რომ “თუ არ მინდა” არ წავიდოდი. მერჩივნა თებეასთან მარტო გაეტარებინა დრო.
-ნაყინი არ აჭამო, ადრეა ჯერ და ყელი გაუცივდება.
-როგორი მზურველი დედიკო გყავს- სიცილით დახედა თებეას. დაბღვერილი ვუყურებდი ანდრეას, შემდეგ დავიხარე და პატარა გულში ჩავიკარი. ლიყაზე ვაკოცე.
-კარგად მოიქეცი, არ შემარცხვინო.
უარყოფის ნიშნად მთელი ტანით გამოძრავდა, რაზეც ყოველთვის მეღიმებოდა.წელში გავიმართე.
-ფეხი როგორ გაქვს?
-უკეთ, მადლობ.
-არ გინდა ეს ოფიციალური საუბრები, მარიამ- თვალი ღიმილით ჩამიკრა და თებეასთან ერთად გარეთ გავიდა. კარები გაიხურა თუარა კედელს მივეყრდენი და ამოვიხვნეშე.
-ღმერთო, რა ჯანდაბაა..
ხმადაბლა ამოვილაპარაკე და იქაურობას თვალი მოვავლე. დროის გასაყვანად დალაგებულის ხელახლა ლაგება დავიწყე.
თავი ფიქრებისგან საშინლად მტკიოდა.
როდესაც დაპილასოსებას მოვრჩი დივანზე მოწყვეტით დავეშვი და ჭერს მივაშტერდი.
ავალიანი, ავალიანი.
ასე დიდი ხანი ვერ გავძლებდი მასთან საუბარი საშინლად მინდოდა. ფანჯარაში გავიხედე, უკვე ბინდდებოდა, ძალიან მაინტერესებდა როგორ დროს ატარებდნენ ერთად და მალე მოიყვანდა თუარა სახლში.
ალბათ ახლაც, როგორც ყოველთვის ჩემი ფიქრები წაიკითხა და კარზე ზარი გაისმა. გავაღე თუარა, მომღიმარ ანდრეას შევეჩეხე. ერთიანად დამიარა დეჟავუმ, მხოლოდ თებეა ანსხვავებდა ამ სიტუაციას.
-გზაში დაეძინა- ხმადაბლა გაიცინა და თებეას ზურგზე ხელი გადაუსვა.
-შემოდი.- კარები ფართოდ გავაღე, გამოვეცალე და თავი ჩავხარე. თებეა დივანზე მიაწვინა და მე მომიბრუნდა. პატარას მართლაც დაღლილი სახე ჰქონდა. ავალიანი მთელი სახით და სხეულით ბედნიერებას ასხივებდა. მართლაც დამოკიდებული იყო თებეაზე, ეს ნათლად ეტყობოდა.
-როგორ ხარ?-დუმილი დაარღვია და გასასვლელში ჩამოდგა.
-კარგად, შენ?
-ბედნიერი.
-ნაყინი ხომ არ აჭამე?
ჩემს სერიოზულობაზე გაცინა და თავი უკან გადააგდო. როგორ შეიძლებოდა ადამიანი ამდენად სრულყოფილი ყოფილიყო?!
-შეგიძლია დღეს ჩემთან წამოხვიდე.
-რატომ?
ერთიანად დავიძაბე და თვალებში ჩავაშტერდი.
-მთელი სხეული და სახე გყიდის, რომ ჩემთან საუბარი გინდა, იმ კოცნაზე და კიდევ ბევრ რამეზე. ხუთი თითივით გიცნობ, მარიამ.
მის მშვიდ ბარიტონზე ჟრუანტელი არ წყდებოდა ორგანიზმში. ტუჩები იმდენად გამიბუჟდა, ვეღარც ვგრძნობდი.
-წლების წინ რომ მითხარი, მოვა დრო და დაგიმტკიცებ რომ კარგად გიცნობო, აი ეგ დროა ახლა..
ამოვილუღლუღე ჩემთვის.
-სიტყვას ყოველთვის ვასრულებ.
-ყოველთვის არა…
-შენ ყველაფერი არ იცი, მარიამ.
ხელი აიქნია. ღრმად ამოვისუნთქე, ისე რომ მისთვის თვალი არ მომიშორებია.
-სიამოვნებით მოვისმენ. მაგრამ აქ.
-თებეას წინ გინდა ლაპარაკი?
მართალი იყო, არ იქნებოდა კარგი ის ფაქტი თებეას რაიმე რომ გაეგო, ან რომ გაღვიძებოდა და მე და ანდრეა ისევ ერთად ვენახეთ…
გონებამ სწრაფად დაიწყო მუშაობა.
ოთახში შევვარდი საკუთარი თხელი ჟაკეტი გამოვიტანე და მოვიცვი. დემეტრე ალბათ ჭკუიდან გადავიდოდა. მაგრამ ამით უნდა მესარგებლა. ყველაფერი უნდა გამერკვია.
თებეა ფრთხილად ავიყვანე ხელში და გარეთ გასვლისკენ ვუბიძგე ანდრეას.გაკვირვებული მიყურებდა.
ლიფტში ჩუმად ვუთხარი:- ლილუს დავუტოვებ.
თავი დამიქნია.მანქანაში უხმოდ ჩავსხედით.ნელა ატარებდა, ალბათ თებეას უსაფრთხოებისთვის, თორემ ჩემსგამო რამდენზე იყო წამსვლელი უკვე არ ვიცოდი. იოანეს სახლთან მოშორებით გააჩერა. თებეა ფრთხილად გადავიყვანე და კარებზე დავაკაკუნე.ლილუმ ფანჯრიდან გამოიხედა და დამინახა თუარა, სწრაფად გამიხსნა კარები.
-რახდება? მშვიდობაა?
-კი, საყიდლებზე უნდა გავიარო და თებეას დაგიტოვებ, რა.
-მარტოვარ ისედაც, გამოგყვები.
თვალები ავატრიალე. საკუთარ დაქალს ვერ ვატყუებდი, მაგრამ რაიმე უნდა მეთქვა.
-არა ლილუ, დაიტოვე. მთელი დღე გარეთ არის ისედაც ბავშვი..
-რაღაცას არ მეუბნები.
-გთხოვ- მშველელი თვალებით შვვხედე და ლამის ფეხების ბაკუნი დავიწყე რომ თებეა გამოერთვა.
-მარიამ თუ ეს ისაა, რაც მე მგონია..
ტუჩებზე თითი ავაფარე რომ გაჩუმებულიყო და თავი დავუქნიე.
-ძალიან ბევრი რამ მაქვს გასარკვევი. უნდა ველაპარაკო, თორემ ღამეები არ მძინავს და მოსვენება არმაქვს.
-არ დავიტოვებ თებეას, მარიამ. ოჯახის დანგრევაში ხელს არ შეგიწყობ.
-ლილუ!
მკაცრად ვუთხარი. რამდენიმე წამი ცივი თვალებით მიყურებდა, შემდეგ თვალები აატრიალა და თებეას გამოსართმევად ხელები გამომიწოდა. ფრთხილად მივაწოდე.
-როდის წაიყვან? ანუ დაგელოდო?
-ბევრი სალაპარაკო გვაქვს. თუ რამე, ტელეფონზე დაგირეკავ, არ დამელოდო…
თავი ყოყმანით დამიქნია.
-და გთხოვ,არავის უთხრა.
-ვეცდები.
-ლილუ!
-კარგი, კარგი! მაგრამ მეტჯერ აღარ დაგეხმარები.
დამტუქსა და კარები ცხვირწინ მომიხურა. უკანსვლით გადავდგი რამდენიმე ნაბიჯი, ბოლოს შევტრიალდი და ჯიბეში ხელებჩაწყობილი წავედი ანდრეას მანქანისკენ.
მანქანას ახლაც ნელა ატარებდა. ალბათ თვითონაც დაღლილი იყო. ეს არ ახასიათებდა..
რადიოს ღილაკს თითი სწრაფად დაადო და უხერხული სიჩუმეც დაირღვა. იმდენად შორს მინდოდა საკუთარი თავისგან და ჩემი საქციელებისგან გაქცევა, ყურადღება რადიოს სიმღერაზე გადავიტანე:

“Don’t be scare about it,
Don’t forget it was real,
Do you remember the way it made you feel?
Do you remember the things it made you feel?”

-შეგიძლია შეცვალო?- სუნთქვა შეკვრულმა ვუთხარი, ისე რომ მისთვის არ შემიხედავს. უკვე ეს სიმღერაც მაღიზიანებდა, თავისი რიტმით და სიტყვებით.
ხმადაბლა ჩაიცინა და არხი შეცვალა.
შვებით ერთიანად ამოვისუნთქე. მალე ძრავაც გაჩერდა. ორივე ერთდროულად გადავედით მანქანიდან. საშინელი ქარი იყო, ქარი რომ არა ალბათ სითბო იქნებოდა, მაგრამ ახლა საშინლად ციოდა.თავჩახრილი მივყვებოდი უკან. ასევე შევყევი სახლში და მისაღებში იმ დივანზე დავჯექი, სადაც რამდენიმე დღის წინ მეძინა.
-ნუ ხარ დაძაბული მარიამ, არ შეგჭამ.
-არ ვიცი.
-არ იცი?!
-იქნებ ამ წლების განმავლობაში კანიბალიზმით დაკავდი?- ჩემს ნათქვამს ჩუმი სიცილი დავუმატე და წარბები ავუწიე. გადაიხარხარა და გვერდით ოდნავ მოშორებით ჩამომიჯდა.
სიჩუმეს არც მე ვარღვევდი, არც ის.
-რაღაც სიგარეტით ვეღარ გხედავ- მშვიდად გადმომხედა და ღერი ტუჩებს შორის მოიქცია.
-ხო, აღარ ვეწევი.
-მშვენიერია. ქმარუკას ვუმადლოდე?- ცინიკურად ჩაიცინა. თვალები ავატრიალე და ამოვიხვნეშე.
-არა, თებეას.
-მიდი მკითხე, გაინთავისუფლე კითხვებით გატენილი თავი.
მისი სიტყვები მაქეზებდა და მართლაც მხსნიდა. პირველი რაც თავში მომივიდა მისი შრამი იყო. ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე და ხმა ამოვიღე:
-შენი შრამი.. რა დაგემარა?
-ხომ გითხარი რომ ეს შენ არ გეხებოდა.
-მაგრამ მაინც გეკითხები.- არაფრით დავნებდი და წარბები ავუწიე. მასთან თამამი გოგოს თამაში ზედმეტად რთული იყო…
-ბერიძემ ჩემი მოკვლა გადაწყვიტა.- მხოლოდ მაშინღა მიპასუხა, როცა სიგარეტი დაამთავრა დ საფერფლეს მიაწვა.
ერთიანად ამეწვა მუცელი მისი სიტყვების გაგონებისას.
-ეს როდის მოხდა?
-მაშინ.
-როდის მაშინ- თვალები ავატრიალე. მისი “კონკრეტიკა” ყოველთვის გამაღიზიანებელი იყო.
-ბოლოს როცა მნახე.
-ღმერთო…- ხმადაბლა ამომხდა და საზურგეს მივეყრდენი. მოგონებების მოზღვავებისგან თვალები ცრემლებით ამევსო.მაგრამ თავი გავწიე, რომ არაფერი შეემჩნია.
-ყველგან გეძებდა იოანე, ანდრეა!
-ხო, იმ ნაბო*ვარმა კარგად გადამმალა.
-მერე რა მოხდა?
მთელი ინტერესით აფორიაქებული ვაყრიდი კითხვებს. ის კი იმდენად მშვიდად მპასუხობდა, თითქოს რომელიმე ფილმის შინაარს მიყვებოდა. არა, ფილმის აღწერის დროსაც კი არ რეაგირებენ ასე…
-მერე, უცებ ნარკომნად ვიქეცი.
-ხუმრობა არ გამოგდის, ანდრეა- თვალები ავატრიალე და კვლავ საზურგეს მივეყრდენი.ისეთი სახით მიყურებდა ნელნელა ვაანალიზებდი, რომ არ ხუმრობდა და უფრო და უფრო ვიზაფრებოდი…
თვალები დავუჭყიტე და მანაც დასტურის ნიშნად თავი პატარაზე დამიქნია. ტუჩები შუაზე გამეპო.
-ანუ ეხლაც.. მაგიტომ ხარ მომატებული წონაში და..
ხმა მიკანკალებდა. დემეტრე მართლაც არ ცდებოდა, შეიძლება მართლაც ფსიქიკურად გაუწონასწორებელ ნარკომანს ვატანდი ბავშვს..
-არა მარიამ, მოსუქებული იმიტომ ვარ, რომ თავი დავანებე. -სიტყვა გამაწყვეტინა და ოდნავ მკაცრად მიპასუხა. ცოტა გულზე მომეშვა, მაგრამ მსმენია რომ ამას თავს ასე მარტივად ვერ ანებებენ.
-შეუძლებელია.
-შენი აზრით, ამდენი დრო რატომ დამჭირდა. რეაბილიტაცია გავიარე და ჩემი ემფიზემაც გეხსომება, რის გამოც ერთ ღამეს გამოთვერი უცხო ხალხით სავსე ბარში და შემდეგ პანიკები ამიტეხე. ხოდა, ეგეც მომშორდა.
ახლა ზედმეტად კონკრეტული იყო ჩემს საქციელებზე და წარსულის”ცოდვებს” მახსენებდა. ღრმად ამოვიხვნეშე.
რათქმაუნდა მახსოვდა. თითოეული დეტალი.პანიკა კიარა, ნამდვილი შოკი მქონდა, როცა გავიგე.
-დარწმუნებული ხარ?.. რომ..რომ აღარ გინდა? ფსიქიკა განადგურებული გექნება.
-რახან გითხარი, ესე იგი ასეა.
ხმა ვეღარ ამოვიღე.-შენზე მომიყევი.
-ჯერ ადრეა, თორნიკე სად არის?
-ჯოჯოხეთში.
ზიზღით ამოილაპარაკა და თავი ჩაქინდრა. უკვე ვშინდებოდი. მისი ტონიდან გამომდინარე ვერ ვარკვევდი სიმართლეს მეუბნებოდა თუ ხუმრობდა.
-ანუ?
-ანუ მკვდარი.
-რანაირად?- ვაღიარებ, გულის სიღრმეში ამის მოსმენა გამიხარდა. ღმერთო მაპატიე...
თავჩახრილი ჩამქრალი თვალებით მიყურებდა და ხმას არ იღებდა.სიჩუმე ძალიან ცუდ რაღაცეებზე მაფიქრებდა. გული მეკუმშებოდა და პულსი იმატებდა.სანამ მე კომაში ვიყავი, ორსულად და დემეტრეს გვერდით თავს კარგად ვგრძნობდი. ის მეორე მხარეს იტანჯებოდა… და თორნიკე.. მისი ზიზღით სავსე თვალებს ვუყურებდი და ნელნელა შიში იმატრებდა.. არა, ამას ვერ შეძლებდა.
-ვიცი რასაც ფიქრობ..
-რათქმაუნდა იცი- ხელი ავიქნიე და გვერდით გავიხედე.
-სწორად ფიქრობ.
-არა, ანდრეა.- ერთიანად გავიყინე იმის წარმოდგენაზე რომ ანდრეას შესაძლოა…
-მაპატიე..
-მე რატომ მიხდი ბოდიშს?- ერთიანად აფორიაქებულმა ვკითხე.
-ამას არუნდა ისმენდე და ამიტომ..
-კარგი რა ანდრეა, ახლახანს მითხარი რომ კაცი მოკალი -ხმა გამიწყდა ვთქვი თუარა, მაგრამ ძალღონე მოვიკრიბე და გავაგრძელე- და ეს “გიტყდება”?
-ბევრი არაფერი, სულ სამი რამ გამიტყდა მთელი ამ ხნის განმავლობაში: საფერფლე, ფსიქიკა და გული.
სუნთქვა შემეკრა. მართლა ვეღარ ვსუნთქავდი. ჰაერი ერთიანად დამძიმდა ოთახში და ყველაფერს დაძაბულობის სუნი ასდიოდა...
გული.. გული გაუტყდა?...
-ხომ არ შეგეშინდა?
ახლა მზრუნველი ხმით გადმომხედა. გული საშინლად მქონდა აჩქარებული.
-რისი?...
-მკვლელის წინ რომ ზიხარ, იმის.
თავჩახრილმა ქვემოდან ამომხედა და უკმაყოფილოდ გაიღიმა.
-შენი არასდროს შემეშინდება.
გულწრფელად ვუპასუხე და მიუხედავად იმ შოკისა რაც ახლა მივიღე ინფორმაციის ახალი ნაკადისგან, გავუღიმე.
მის სევდიან თვალებს ვერ ვშორდებოდი. ჩემსკენ ახლოს მოიწია და უფრო ახლოდან დამიწყო თვალებში ყურებდა.
-როცა მინდოდა, საკუთარ ქმართან ჩემს ტკივილებზე მესაუბრა, ყოველთვის შენ მახსენდებოდი..-ხმის კანკალით, თითქმის სლუკუნით და ჩურჩულით ვუთხარი. უფრო ახლოს მოიწია. უკვე მის სუნთქვას ჩემს სახეზე ვგრძნობდი..
- გთხოვ, არ მაკოცო…
თვალები დავხუჭე და სახე დავმანჭე. გულაჩქარებული იმის მოლოდინში, რომ გაიწეოდა და მის სუნთქვას ჩემს სახეზე ვეღარ ვიგრძნობდი, მაგრამ შევცდი.. ერთიანად ათრთოლებული ერთ ადგილას გამყინა,როცა ტუჩთან ახლოს მაკოცა. ძალიან მესიამოვნა. ეს არ უნდა მომხდარიყო.შემეძლო გავწეულიყავი მაგრამ უბრალოდ არ შემეძლო. თითქოს ყველანაირად მბოჭავდა. შიშით თვალები გავახილე და აკანკალებულმა შევხედე. ისევ იმავე დისტანციაზე იყო.
-მომენატრე- ხმადაბლა მითხრა, თავს საკმაოდ უხერხულად ვგრნობდი, ხმას ვერ ვიღებდი.
კიდევ უფრო ახლოს მოიწია და ნაზად მაკოცა, ოღონდ ლოყაზე.მისი ამ მოქმედებისგან გამოუწვეული მოულოდნელობისგან და სიამოვნებისგან შევკრთი და კვლავ თვალები დავხუჭე.ჩემმა უმოქმედობამ ავალიანს მეტი დავთაჯერებულობა შემატა, ამიტომაც უფრო ახლოს მოიწია და ახლა ნაზად შემეხო ბაგეებზე. ვერ ვიძრეოდი, კოცნაზე კოცნითაც ვერ ვპასუხობდი.სინდისი მქენჯნიდა და თვალებს უკან დემეტრეს ანარეკლს ვერ ვიცილებდი.მთელს სხეულში სიამოვნების ტალღამ დამიარა და დამბურძგლა, მთლიანად ავხურდი. უკვე ვეღარც ვსუნთქავდი. მასთან სხვანაირი იყო, განსხვავებული.., თითქოს ამ კოცნებით მიყვებოდა ყველაფერს, რაც ამ დროის განმავლობაში მოხდა და მეც სრულიად ყველაფერს ვიგებდი..არ ვინძრეოდი, არაფერს ვაკეთებდი, უბრალოდ ვტკბებოდი ამ მომენტით.თითქოს ჩემს გარშემო დრო გაჩერდა. დედამიწამ მოძრაობა შეწყვიტა.
-ანდრეა, არ შემიძლია.
-და შენ გჯერა ამის?
მკითხა და თვალებში ჩამაშტერდა.დაფიქრების გარეშე უარყოფის ნიშნად თავი გავაქნიე.კმაყოფილი სახით ჩაიღიმა.უბრალოდ ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა.მეშინოდა იმის, რაც ამას მოყვებოდა. თუმცა უბრალოდ არაფერზე ვფიქრობდი. გონებაში მხოლოდ ანდრეა მიტრიალებდა. უბრალოდ ვუყურებდი მის ტუჩებს და ვცდილობდი ის დაუოკებელი გრძნობა რაც მთელს ორგანიზმში მომდებოდა შემეჩერებინა. თუმცა უშედეგოდ..
სწრაფად გადავიხარე მისკენ და ხელები თმებში შევუცურე,ტუჩებთან ახლოს მივუწიე სახე. უხეშად მაკოცა, ხელები წელზე მომხვია და უფრო ახლოს მიმიკრა, ამ წამს არ მაინტერესებდა არაფერი, არც სკანდალი, არც ვინმეს აზრი. უბრალოდ მისი მონატრებით ავსებული,სიამოვნებაში ვეშვებოდი. ერთადერთი იყო ანდრეა, უბრალოდ ვერ ვძღებოდი.ვიგრძენი ერთიანად რაღაცამ როგორ დამიარა, ეს სიამოვნება არგაბდა იმას, რაც აქამდე განმიცდია. თითქოს ყველაფრისგან განვთავისუფლდი. ჰაერი ხარბად ჩავისუნთქე, როდესაც კოცნით კისერს ჩაუყვა. ხელი ჩემთვის არ მოუშორებია. ისევ მიკრული ვყავდი.
-ჩემი…ყველაზე..დიდი შეცდომა.. ის.. არის… რომ შედეგების ნაცვლად, შენზე ვფიქრობ…
ძლივს ავაწყვე წინადადება. უკვე ხვნეშას ვერ ვიკავებდი. თავი ამოწია და თითქოს ჩემი სიტყვებისგან უკმაყოფილომ გასაჩუმებლად ტუჩებზე მაკოცა.
-მოგენატრე?- ტუჩებს მოსწყდა და ერთი ამოსუნთქვით მკითხა. სიამოვნებისგან გაბრუებული თვალებს ვერ ვახელდი..პასუხის ცოდნა მინდოდა, მისი ხელები ნელნელა მთელს სხეულზე მედებოდა..
“მოგენატრე?”
კითხვა განმეორდა ჩემს გონებაში, როდესაც კისრისკენ გზა გაიკვლია.. თავგადაგდებული, დივანზე გადამაწვინა, ვერ გავაანალიზე, ისე დარჩა უმცირესი მატერია ჩვენს შორის..
“მოგენატრე?” მისი ხმა გაფუჭებული კასეტასავუთ ჩამესმოდა.
უკვე ბუნდოვნად გავიგე კითხვა და თითქმის დამავიწყდა რა იკითხა,როდესაც ჩვენი სხეულები შეერწყა ერთმენთს და ორივემ ერთდროულად ამოვიკვნესეთ.ფრჩხილები მთელი ძალით ჩავაჭირე მხრებზე..
“მოგენატრე?”
კითხვა უკვე ჩემი გონების უკანა ნაწილზე იყო, მაგრამ პასუხის გაცემის მეშინოდა..
მოძრაობა ააჩქარა და კვლავ ჩემს ტუჩებს დაეწაფა. ერთიანად ვიწვოდი.სახე ოდნავ მომაშორა, როდესაც სიამოვნებისგან მის პირში ამოვიკვნესე.
ხვნეშით მომშორდა და გვერძე გადაწვა, ჩემთვის ხელი არ მოუშორებია, თვალების გახელა არ მინდოდა. ვიცოდი რომ საშინელება გავაკეთე, მაგრამ ამით უდიდესი სიამოვნება მივიღე..წელზე ხელები მჭიდროდ მომხვია და მის სხეულზე მიმიკრა.. მისი სიმხურვალე თითქმის დავიწყებული მქონდა,როდესაც სუნთქვა დავარეგულირე და სიამოვნების მწველი გრძნობაც გაქრა, იდაყვით დავეყრდენი და თავი ამოვწიე. თვალებში ჩავაშტერდი. გაურკვეველი მზერით მიყურებდა.
ორივემ ვიცოდით, რომ შეცდომა დავუშვით..
დრო იყო მის კითხვაზე მეპასუხა, რომელიც გონებაში გაფუჭებული ფირივით ტრიალებდა..
-ყოველი დღე, ყოველი წამი, მას შემდეგ რაც წასული იყავი.


ჩემმა პასუხმა ოდნავ გააკვირვა, რამაც აიძულა რომ ტუჩები შუაზე გაეპო. სირცხვილისგან ერთიანად ავხურდი. ვხვდებოდი, რომ ხმის ამოღებას არ აპირებდა და ოდნავ მოვშორდი.
-არც კი ვიცი, რა ვთქვა..- ვთქვი თუ არა, სუნთქვა შემეკრა. გაუცხოებულს და გაყინულს, მკლავები მომხვია და გულში ჩამიკრა.
-არაუშავს.. ორივემ ვიცით, რაც ვართ და რაც არ ვართ..

**
შუა ღამეს, უფროსწორად გამთენიას მეღვიძება. თავი საშინლად მტკივა. ანდრეას მკერდიდან თავს ვწევ და მის მშვიდ სახეს ვუყურებ. გათიშულს ეძინა და ზომიერად სუნთქავდა.
საკუთარი ‘მე’ ჩემს გაკიცხვას და დატუქვას იწყებს. თითის წვერებს იატაკს ვადებ და ფრთხილად ვდგები, რომ არ გაეღვიძოს. იქვე მიყრილ ჩემს ტანსაცმლეს ვკრეფ და რაც შემიძლია სწრაფად ვიცმევ.
გული გამალებით მიცემს.
თვალებზე ცრემლები მადგება და სანამ ლიყებზე დაიწყებენ ჩამოსვლას, ჩქარი ნაბიჯებით გავდივარ მისი სახლიდან. ასევე გავრბივარ ეზოში და უკვე ქუჩაში ვარ. თავისუფლების ჰაერმა ერთიანად დამიბერა. პირი გავაღე და ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე. ცრემლები ღაპაღუპით მომდიოდა. იქვე ჩავიკეცე და თვითგვრემას მივეცი.
მოღალატე ცოლი ვარ, რომელიც ასეთ წმინდა ადამიანს, დემეტრეს ღალატობდა. საკუთარი თავი მეზიზღებოდა.
ამ სექსმა დამარწმუნდა, რომ ორი ადამიანის სიყვარული ერთდროულად, სრულიად შესაძლებელია.ან ახლაც თავს ვიტყუებ…
როგორც აღმოჩნდა, ანდრეას მიმართ ჩემი გრძნობები არასდროს გამქრალა და ახლა მკვდრედით აღსდგა, როგორც თვით ავალიანი და უფრო ძლიერად, ბევრად ძლიერად და მძაფრად ვგრძნობდი. ყველაფერი ერთდროული იყო, ვნება, ლტოლვა,მონატრება.
დემეტრე კი ჩემთვის ის ყველაფერი იყო, რასაც სიმშვიდე მოჰქონდა.
უკვე ერთიანად ვკანკალებდი. ვერ გამეგო ეს სიგრილისგან, იყო თუ ჩემი ნერვებისგან. ფეხზე წამოვდექი. კანკალით მოვიშორე ცივი თითებით მდუღარე ცრემლები და ფეხები ავამოძრავე. ნელა მივუყვებოდი ქუჩებს. ტელეფონზე საათსდავხედე, ექვსი სრულდებოდა. გზაში უამრავ რამდზე მოვასწარი ფიქრი. დემეტრეზეც კი. საკუთარი დანაშაული არ მასვენებდა და მოსვენებას არ მაძლევდა. იოანეს სახლს მივუახლოვდი თუარა, ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე და ღრმად ამოვისუნთქე. ეს არავის უნდა გაეგო.. არც ჩემს დაქალს.
მორჩა! ეს ამბავი წარსულს მიეცემოდა და ვერც დემეტრე გაიგებდა ვერაფერს..
ლილუს გადავურეკე, რამდენიმე ზარის შემდეგ გამითიშა. ვიცოდი მალევე კარს გამიღებდა.
..ანდრეამ ადამიანი მოკლა.. ეს როგორ შეძლო.. თუმცა დამპალი ბერიძე მეტის ღირსი იყო, უნდა ეცოცხლა რომ დატანჯულიყო, იმის გამო რომ ასეთ დღეში ჩააგდო ანდრეა და მისი თავი წამართვა.. ასე ხომ არასდროს შევხვდებოდი დემეტრეს.
ვიცოდი ამ ამბის შესახებ ენაზე კბილი უნდა დამეჭირა. მაგრამ როცა ლილუ მკითხავდა თუ რაზე ვისაუბრეთ, არაფერი იყო ისეთი რაზეც მასთან ლაპარაკს შევძლებდი.
მალევე გამიღო კარები და დაბღვერილმა შემომხედა. ხმის ამოუღებლად შევედი შიგნით.
-სად არის?
ვიკითხე თებეაზე. თავის საძინებლისკენ მანიშნა. სწრაფი ნაბიჯებით შევედი და ჩემს პატარას მოვეფერე. წარმოუდგენელი იყო რომ ყველაფრით ანდრეას გავდა და მხოლოდ თმის ფერით მე. ჩუმად ჩამეცინა. საწოლს მოვშორდი და ზღურბლს აყუდებულ დაქალს გავხედე.
-ჩაი დაადგი.- ხმადაბლა ვუთხარი. დაბღვერილმა თავი დამიქნია. ერთად გავედით სამზარეულოში. ხმას არცერთი ვიღებდით, სანამ ჩაიდანმა წუილი არ დაიწყო. ადუღებული წყალი ჭიქებში გაანაწილა და პირდაპირ დამიჯდა. გაყინული თითები ცხელ ჭიქას მოვხვიე და ღრმად ამოვისუნთქე.
- თვალები რას გიგავს.
-ამ.. ხო უძილობაზე მემართება, ხომ იცი..- თავი ვიმართლე და თვალებში შევხედე.
-აბა, რა ხდებოდა?
-თითქმის ყველაფერი გავარკვიე რაც მაინტერესებდა.
-თითქმის? ანუ კიდევ დარჩა?
-ლილუ, ანდრეას ჩემზედიდხანს შენ იცნობ და იცი, რომ ყოველთვის რაღაც გაურკვეველი რჩება მასთან მიმართებაში…
ამოიხვნეშა და საზურგეს მიეყრდნო. თვალებს არ მაცილებდა.
-დემეტრეს რას ეტყვი?
-არაფერს.
-გაგიჟდი ხო?
-შეიძლება.
სიმწრით ჩავიცინე და ჩაი მოვსვი, რომ თვალებზე მომდგარი ცრემლები დაქალს არ შეემჩნია.
-რაც არ უნდა მოვიმოქმედო, ანდრეას ჩემს ცხოვრებაში უდიდესი ადგილი ეჭირება. მან ხო თებეა მაჩუქა.
-ეგ ნებისმიერ კაცს შეეძლო მარიამ- თვალები აატრიალა. ქვეცნობიერი ჩემს დატუქსვას კვლავ განაგრძნობდა.
-არვიცი..
-რამის თქმა გინდა? არაფერს გაძალებ. უბრალოდ დემეტრე კარგი ბიჭია მარიამ.
-ხო, ანდრეაზე მაგას არასდროს არავინ ამბობს. არადა ასეთი ტირანიც არ არის.
დავიცავი. საკუთარი თავი სახეში მუშტებს მილაწუნებდა, რომ გამოვეფხიზლებინე.
-იოანეს უთქვამს.
წარბები ავუწიე და ჩაის კიდევ ერთი ყლუპი მოვსვი.
-ნუ, ერთხელ.
ბოლო სიტყვებს სიცილი დაამატ, რაზეც გამეღიმა.
-კარგი, ხვალ იმედია დაბრუნდებიან. უფრო სწორად დღეს.
-ამიერიდან აღარანაირი ავალიანი აღარ იქნება?
-იქნება, ოღონდ თებეასთან და არაჩემთან.- თბალები ავატრიალე და თავი ჩავხარე. მართლაც შორს უნდა დავრჩენილიყავი ანდრეასგან. თორემ სხვანაირად საკუთარ თავს ვერ გავაკონტროლებდი. ერთიანად მაკარგვინებდა კონტროლს.
-იცი ეჭვები მაქვს.- რამდენიმე წამიანი პაუზისშემდწგ ხმის ჩაწყვეტით ამოილუღლუღა. წარბაწეულმა გვხედე გაგრძელების მოლოდინში. გული მისკდებოდა რომ რაღაცას მიმიხვდა.
-მგონი ფეხმძიმედ ვარ.- თავი ეჭვებით გააქნია და თვალებში ჩამაშტერდა.
-რა? მართლა?- სიხარულისგან წამოვიძახე და სხეულით მისკწნ გადავიწიე.
-ნუ მეკრიჭები მარიამ, არავისთვის მითქვამს და ეს მხოლოდ ჩემი ეჭვებია.
-მაკა ტყუილად გყავს ამხელა სტაჟიანი, ექიმი ქალი?! მიდი და გეტყვის ყველაფერს.
- არვიცი.
-ლილუ, რა ხდება? ყოყმანი არ გახასიათებს.
-მე და მიქაძეს ბავშვებზე ჯერ არ გვილაპარაკია.
თვაკები დავუბრიალე და მივაშტერდი.
-არც მე და ავალიანს, მაგრამ ხო ხედავ? უკვე სამი წლის შვილი მყავს. თან იოანეს რომ ვიცნობ, სიხარულისგან ცას ეწევა.
-ზუსტად რომ მეცოდუნება, მერე ვეტყვი.
-ვსო, რახან ხასიათის შეცვლა დაგეწყო უეჭველი ეგ ხარ- საკუთარი თავის გახსენებისას დაქალს დავცინე და ჩაი ბოლომდე დავლიე.-გული გერევა? ან რამე..
-არა, უბრალოდ მეორე თვეა გადამიცდა.
-მიდი მაკასთან, თუ ორსულობა არა, რამე საშიში არ იყოს. ან ტესტი გაიკეთე.
-ხო, მოვაგვარებ. უბრალოდ უნდა მეთქვა. ხომ იცი, შენ ვერ დაგიმალავდი.
გავუღიმე. მაგრამ შინაგანად ქვეცნობიერმა წიხლი მითავაზა. “საკუთარ დაქალს უმალავ ,რომ ყოფილთან სექსი გქონდა და ატყუებ…”
-ცოტა მოდღევდეს, სახლში გამომყევი თებეას მოვაწესრიგწთ და ბიჭევს ავაკითხოთ, არ გინდა?
შევთავაზე დაქალს. ურეაქციოდ მიყურებდა. ვატყობდი, დიდად ხასიათზე არ იყო.
-თანახმავარ, და მაკას საღამოს დავურეკავ.
-შევთანხმდით.
ბავშვურად მოიწია ჩემთან და ჩამეხუტა.
ღმერთო საშინელი, საშინელი დაქალი ვარ!...


ანდრეა:*

ვიღვიძებ თუარა ხელს ვამოძრავებ რომ თვალები მოვისრისო. მაშინვე ვაანალიზებ რომ ჩემს გვერდით სიცარიელეა. თვალებს ფართოდ ვახელ და ჩემს წინ მდგარ, დოინჯ შემოდებულ სხეულს ვხვდები. თავიდან ვფიქრობ რომ მარიამია, მაგრამ შემდეგ ლიზას ნახშირივით შავი თმა აზრს მიცვლის. წუხანდელის გახსენებისგან ძალაუნებური ღიმილი გადამეკრა სახეზე. სად იყო მარიამი?
-რა ქორივით დამცქერი დილაადრიან-შევუღრინე და წამოვჯექი.
-ასე ძალიან გინდა, რომ ადრინდელი ურთიერთობა გვქონდეს?
-შენ მიწვევ.
-მე არ გიწვევ, სიმართლეს გამოწვევას ნუ ეძახი!
-აუ ლიზა, რა გინდა?
ფეხზეწამოვდექი. გარშემო მიმოვიხედე. მარიამის ნივთებს და თვითონ მარიამს ვერსად ვხედავდი.
სამზარეუკოში გავედი და წყალი ჭიქაში ჩამოვისხი.
უკან გამომყვა.
-საშინლად იქცევი, ანდრეა.
-ამჯერად რა დავაშავე?!-ნერვებმა მიმტყუნა და გრაფინი ხმაურიანად დავაბრუნე მაგიდაზე.
-რა დააშავე? სერიოზულად?!
წარბები ავუწიე უცოდველი კრავივით და ვაშლი ჩავკბიჩე.
-მგონი დაგავიწყდა, წუხელ სახლში რომ ვიყავი.
რა?! ჯანდაბა! ერთიანად დამახია სხეულში, რამე უნდა მომეფიქრებინა. ვცდილობდი დაბნეულობა არ შემემჩნია, მაგრამ ყოველ წამს როდესაც მარიამზე მეფიქრებოდა საკუთარ თავს ვერ ვცნობდი…
-და იმის გამო მიტეხავ პანიკებს, რომ კლუბიდან გოგო გასართობად საკუთარ სახლში მოვიყვანე?!
ისეთი ტონით ვუთხარი, როგორც მინდოდა. მაგრამ უდიდესი ტყუილი იყო, მართლაც ასე რომ ყოფილიყო, ამას ასე კონკრეტულად ლიზას არ ავუხსნიდი. და კლუბის ბინძურ გოგონას სახლში არ მოვიყვანდი.
-ხო?! მე სხვა რაღაც მომეჩვენა- ჩაიღიმა. ალბათ ზოგჯერ იმიტომ მაღიზიანებდა, რომ ძალიან ვამსგავსებდი საკუთარ თავს…
-ლიზა!
-გაჩერდი ანდრეა, მე ვერ მომატყუებ.
-აქამდე არ მომიტყუებიხარ თუ?-ჩავიცინე და ვაშლის ნარჩენები სანაგვეში ჩავაგდე. ვცდილობდი სიწყნარე შემენარჩუნებინა.
-მაგ გოგოს ოჯახს ნუ დაუნგრევ.
ვხვდებოდი,რომ ყველაფრის აზრზე იყო. უარყოფას აზრი არ ჰქონდა, მაგრამ არც აღიარებას ვაპირებდი. პასუხის გასაცემად პირი გავაღე, მაგრამ მაშინვე დავკუმე როდესაც შემოსასვლელიდან ნაბიჯების ხმა გავიგე. ტუჩებ გაპობილმა გავიხედე მარიამის მოლოდინში მაგრამ სანაცვლოდ ჯაჭვლიანი შემოვიდა. იმედი გამიცრუვდა, მაგრამ სანდროს ყურებამდე ღიმილით მივესალმე. იგივე ჟესტი გაიმეორა თვითონაც და ლიზას ნაზად აკოცა ლოყაზე.
-გული ამიჩუყდება ეხლა.
-არ იცვლები ავალიანო!- სიცილით მიპასუხა ცინიზმზე და ლიზას გადახედა.
-საერთოდ არ იცვლება- ხმადაბლა ამოილაპარაკა ჩემმა დაიკომ და წარბები ამიწია. ზოგჯერ როგორი გამაღიზიანებელი იყო ამ ნამიოკებით..
-რამე მიქარე?- სიცილით მკითხა სანდრომ და გვერდით ამომიდგა.
-არაფერი.
-ოხ, მამა აბრამის ბატკანი- ტაში შემოკრა ლიზამ და ხელები ზემოთ აიშვირა. თვალები ავატრიალე.
-ლიზა, ნუ მაბრაზებ- თვალები დავუბრიალე. ჯაჭვლიანმა ჩაახველა, ვხვდებოდი ახლა ჩემს დას ჯელტმენი დამცველი ყავდა. მაგრამ ოდესმე მაინც დავრჩებიდით მარტო.მისაღებში დავბრუნდი და მიგდებული შარვალი ამოვიცვი. როდესაც მხოლოდ სანდრო დავინახე, მივხვდი რომ ლიზას მზარეულობა დაეწყო.
-ჰმ, რაღაც ცვლილებებია?
ამოიბურტყუბა და წინ დამიჯდა.
-რაზე ამბობ?
-საკმაო დრო მაქვს ამ მისაღებში გატარებული…
-მერე?- დავებღვირე, ვერაფერს ვხვდებოდი.
-შენი და მარიამის ფოტო აღარ არის.
ერთიანად ჩამეწვა ყელი. მსუბუქად ჩავახველე რომ ჩამეწმინდა მაგრამ არ მიშველა.
-ხო ის.. აღარ არის.გავანადგურე.
ყალბი ღიმილით თვალებში შევხედე სანდროს. გაკვრივებისგან და კითხვის ნიშნებისგან საოცარი სახე მიეღო.
-როგორც მარიამი?
-რეებს ბოდავ?!
ეს უკვე აღარ მომწონდა.
-არ დაგავიწყდეს, რომ მისი ერთერთი საუკეთესო ძმაკაცი ვარ-საჩვენებელი თითი ჟესტით ჩემსკენ გამოიშვირა და შემდეგ გაშლილი მტევანი მუხლზე მოათავსა
-დღეს ნახე?!
-არა, რა შუაშია?
გულზე მომეშვა. თორემ ერთიანად ბრაზი მომაწვა იმის გაფიქრებისას რომ ამას ეგონა მარიამს ვანადგურებდი, იმით რაც წუხელ გავაკეთეთ. ამას მისი სურვილის წინააღმდეგ არასდროს ვიზამდი!
-დაივიწყე. უნდა წავიდე.
-ინტუიცია თუ არ მღალატობს და მის სანახავად მიდიხარ, არ გინდა ანდრეა.
- მარიამი აქ არაფერ შუაშია- ამ გოგოზე ტყუილის თქმა მე მანადგურწბდა ერთიანად. ნერვებ აშლილმა ხმას ავუწიე, ამდროს ლიზაც უკვე გამოსულიყო- ზოგჯერ ისეთი წმინდანებივით იქცევით ყველა, მგონია მარტო მე მოვხვდები ჯოჯოხეთში!
ორივე ერთნაირი რეაქციით შემომცქეროდა. სწრაფად ავირბინე კიბეები. საკუთარ ოთახში სუფთა მაისური მოვძებნე, გადავიცვი და სისწრაფით გავედი გარეთ.

მარიამი:*

სავარძელზე წამოკოტრიალებულები ფანჯრიდან ვუყურებდით მე და ლილუ ჩვენს ქმრებს და თებეას. სიცილს ვერ ვიკავებდი, როდესაც დემეტრე ცდილობდა თებეასთვის ბარბექიუს კეთება ესწავლებინა.
მათ შემხედვარე გულში რაღაც მწყდებოდა.
-დაურეკე მაკას?
-კი, ოღონდ არაფერი მითქვამს, ხვალ მივაკითხავ კლინიკაში და გამსინჯავს.
-გინდა გამოგყვე?
-კარგი იქნება.
გავუღიმე და დაქალს გადავეხვიე. ეს გრძნობა მახსოვდა, რა დამავიწყებდა, როდესაც მაკამ ასე ექსპრონტად რომ გამაგებინა ჩემი პატარას შესახებ. რა სულელი ვიყავი…
შუშის კარები ფრთხილად გავხსენი და მამაკაცებისკენ ნელი ნაბიჯებით წავედი.
-რა კარგი სუნია.
-გინდა?
ხორცის პატარა ნაჭერი ჩანგლით მომიგლიჯა დემეტრემ და გამომიწოდა. თავი გავწიე, კბილებით დავიჭირე და ჩანგალს მოვაშორე. მართლაც ყგემრიელესი იყო.
ხელი მომკიდა დ მისკენ მიმწია. მომეხვია.
უსიამოვნოდ დამიარა სიცივემ. საკუთარ თავს რამდენიმე საათის წინანდელს ვერ ვპატიობდი.ეს ყველაფერი უნდა დამევიწყებინა.
ლილუ თებეას ეთამაშებოდა. იოანემაც დახლი ჩააქვრო და მათკენ მივიდა.
-დიდიხანი არა თებე. გაცივდები.
ხმადაბლა ვუთხარი. მხოლოდ გამომხედა და ჯიუტად გააგრძელა ლილუსთან თამაში. დაქალი დამეჯღანა და ენა გამომიყო, რაზეც მეც და დემეტრესაც სიცილი აგვიტყდა.
მთელი სხეულით ავეკარი დემეტრეს და თვალები დავხუჭე. აქეთ-იქეთ მარწევდა პატარა ვავშვივით და თავზე მეფერებოდა.
რა არაადამიანურად მამშვიდებდა..
ხელი მოვკიდე და სახლისკენ ვანიშნე.
აქ მეორედ ვიყავი, მაგრამ კოორდუნაციაში ყოველთვის ძლიერი ვიყავი. გაბელია უხმოდ მომყვებოდა უკან. საძინებლის კარი ინტუიციით შევაღე. დემეტრეს მივუბრუნდი და გავუღიმე. ყველაფრის დავიწყებას ვაპირებდი.. იქნებ ასე საკუთარი ნამუსიც მომშორებოდა..
სწრაფად დავეძგერე დემეტრეს ტუჩებს, კოცნაში ამყვა და ხელი თმებში შემიცურა. ფეხი ვკარი კარებს, რომ მიხურულიყო და ორივე ინერციით საწოლზე დავენარცხეთ. მის ქამარს დავეჯაჯგურე და მალევე გავხსენი. თვითონ უსწრაფესად გადამაძრო სვიტრი და საცვლების ამარა დამტოვა. ჩემს კოცნას არ წყვეტდა. მხოლოდ მაშინ მომშირდა,რომ თავისი საცვალი ბოლომდე ჩაეწია. თვალებში ღიმილით შემომხედა, თავი ჩემს კისერში ჩაფლო და ძლიერი ბიძგით შემოვიდა ჩემში.ცალი ხელი კისერზე მოვხვიე ცალი წელზე მეკიდა. ჩემს კისერში ღრმად სუნთქავდა ყოველი ბიძგისგან. ჭერს მივშტერებოდი ცოტა ხნის მანძილზე, არანაირი რეაგირებდა არ მქონდა. უხმოდ მაგრამ ხმამაღლა ვსუნთქავდი. თვალები დავხუჭე. საკუთარი სიამოვნებისთვის გასაქანი უნდა მიმეცა, მაგრამ ვერაფრრს ვგრძნობდი. ერთიანად ვთრთოდი. მთელი ძალით ვეჭიდებოდი დემეტრეს. თვალები გავახილე თუარა, უსიამოვნებისგან ამოვიკვნესე, მაგრამ ვერ შეამჩნია. ცრემლები ერთიანად წამომივიდა..
კბილებით ტუჩებს ვიკვნეტდი, რომ არაფერი შეემჩნია გაბელიას და უფრო ძლიერ მოვეჭიდე.
თავს საშინლად ვგრძმობდი, წესით უკეთ უნდა მეგრძნო, მაგრამ ამით მხოლოდ და მხოლოდ იმაში დავრწმუნდი, რომ ცუდი ადამიანივარ..
როგორც იქნა დემეტრე მომშორდა, თვალებდახუჭულმა მაკოცა ტუჩებზე და გვერდით გადაწვა.
გაშეშებული ვიწექი და ერთ წერტილს მივშტერებოდი. რამდენიმე წუთში, როდესაც ცრემლებიც ლოყებზე შემაშრა და დემეტრეს მშვიდი სუნთქვაც გავიგე, კანკალით წამოვდექი ფეხზე. ტანსაცმელი ჩავიცვი. იქვე მიგდებული პლედი მოვიხვიე და სამზარეულოსკენ წავედი. მისაღებში იოანე თებეას მანქანებით ეთამაშებოდა. ამაზე სხვა დროს თვალებს ავატრიალებდი, მაგრამ ახლა ამის ძალაც არ შემწევდა. ლილუ გარეთ, ეზოში არეულობას ალაგებდა. წყალი მოვუშვი და სახეზე შევისხი. როგორმე უნდა მომეთოკა საკუთარი თავი… ჩაიდანი გავავსე და გაზქურაზე დავდგი. იქვე სკამზე წამოვჯექი. ფეხები მოვხარე და მუხლებს თავი ჩამოვადე.
თებეა ჩემთან სირბილით მოვიდა.
-ნახე იომ რა მაჩუქა- ხელი ამიწია რომ წითელი, პატარა ჯარისკაცი დამენახა. ჩამეცინა და ჩემს პატარას თავზე ხელი გადავუსვი. ჩემსკენ ახლოს მოვწიე და ჩავეხუტე. მალევე მომშორდა, მოძრავი ბავშვი იყო და დაღლილი თუ არ იყო, ასე არასდროს ჩერდებოდა.
თმები ყურებს უკან გადავიწიე, ჰაერი ხარბად შევისუნთქე და გაზი გავთიშე. ამასობაში ლილუც შემოვიდა და ხელები გადაიბანა.
-დაგისხა?
-კი, და იოსაც გაუკეთე რა.მერე მოგვთხოვს ხომ ვიცი- სიცილით მითხრა. -დემეტრე სადაა?
-ძინავს.
-ოხ, რაიყო რაჭველ ზამთრის დათვად იქცა?
ჩავიცინე და ოთხი ჭიქა გავამზადე ჩაისთვის.ხელი ჯერ კიდევ მიკანკალებდა, მაგრამ ვცდილობდი საკუთარი თავი როგორმე ხელში ამეყვანა…

უკვე ყველას ეძინა. თებეას გვერდით ვიჯექი და ცალი ხელით ვეფერებოდი. საკუთარ თავზე ფიქრს ვერ ვწყვეტდი. ამაზე ცუდ მდგომარეობაში მგონი აქამდე არ ვყოფილვარ. ვგრძნობდი შიგნიდან რაღაც როგორ მჭამდა, მწოვდა სისხლს და მიღრღნიდა სათითაოდ ყველა ძვალს. მაცლიდა ძალას, იმის ძალასაც კი რომ უბრალოდ საკუთარი ქმრის გვერდით დავწოლილიყავი და დამეძინა.
ფრთხილად წამოვდექი და გარეთ გავედი. პატარა სკამსაქანელაზე ჩამოვჯექი და ამოვიხვნეშე. ტელეფონი ამოვიღე რომ შემემოწმებინა, მაგრამ დროის მაგივრად თვალი ანდრეას გამოტოვებული ზარისკენ გამექცა. ახლა რაღა უნდოდა?! დავაიგნორე, საერთოდ წავშალე და უკან, ჯიბეში დავაბრუნე. უკვე იმის ძალაც აღარ მქონდა, რომ მეტირა და ყველაფერი ერთიანად ამომეღო. საკუთარი თავის სიძულვილი მახრჩობდა. თვალებ დამძიმებული გავცქეროდი და ვფიქრობდი იმ ადამიანობაზე, რომელიც შესაძლო იყო არ დამეკარგა. სასაცილოა, ახლა ამაზე მე ვფიქრობ როცა წლების წინ ანდრეას ვეჩხუბებოდი მის ადამიანობაზე. სიმწრით ჩამეცინა და ხელზე ჩემს ბეჭედს დავხედე. თითებით ავათამაშე და რამდენჯერმე დავატრიალე.
ყველაფერი კარგად იქნებოდა.. ვხვდებოდი რომ უბრალოდ დრო იყო საჭირო..


***

მოცისფრო, შაბიამნისფერ კედელს მიშტერებული ვუყურებდი. ფიქრებით სულ სხვაგან ვიყავი.
-ჩამოფრინდი!!!- ხელი ცხვირწინ ამიქნია ლილუმ და თვალები დამიჭყიტა.
-აქ ვარ.
-ასე არ ვფიქრობ. მაკა მელოდება, შემომყევი რა.
-ექოსაც დედაშენს აკეთებინებ?- მის ბავშვურ საქციელზე ჩამეცინა და წამოვდექი. ეს საავადმყოფო მეზიზღებოდა. მაგრამ არაფერს ვიმჩნევდი. დაქალს ხელკავი გამოვუდე და ოთახში შევედით.
-მაკა,ზუსტად ვიცით რაც სჭირს- წარბები ავუთამაშე, ლილუ დამებღვირა და სპეციალურ სკამზე აძვრა.
-ოღონდ დედა, გთხოვ უცებ მითხარი- ხელები გაასავსავა და თვალები დახუჭა. მე და მაკამ ერთნაირი მზერით გადავხედეთ ერთმანეთს. ტუჩები მოვკუმე, რომ ხმამაღლა არ გამეცინა. ძალიან უყვარდა ლილუს ყველაფრის დრამად გადაქცევა.
ლილუ თვალებს არაფრით ახელდა. ოდნავ დაძაბული ვადევნებდი თვალს მაკას ქმედებეს, შემდეგ მზერა ეკრანისკენ გადავიტანე. ამაში ნაკლებად ვერკვეოდი, მაგრამ დავინახე პატარა რაღაც როგორ მოძრაობდა. ჩამეცინა და პირზე ხელი ავიფარე.
-მომავალო დედავ თვალები გაახილე- სიცილით ხმადაბლა ვუთხარი ლილუს. მაკა გაბრწყინებული თვალებით უყურებდა ეკრანს.
-დედა მართლა?- ხმის კანკალით სანახევრო ღიმილით გახედა ლილუმ.
-კი, ლილუ კი, თანაც თვეზე მეტის.
-ღმერთო ჩემო- სიცილი ამიტყდა, საკუთარი თავი გამახსენდა და გაკრეჭილი დავცქეროდი დაქალს.
-დაუჯერებელია, ღებინება და თავბრუს ხვევაც არ ჰქონია- ხელი შურით ავიქნიე დაქალისკენ. მაკას გაეცინა და გადმომხედა.
-ყველას ინდივიდუალური ორგანიზმიაქ, თან შენ ცუდი პერიოდი დაგემთხვა.
თავი მსუბუქად დავუქნიე და დაქალი ჩავიხუტე.
-იოანეს უნდა ვუთხრა.-კანკალით ამოილაპარაკა და მაშინვე ტელეფონი ამოიღო.
-ლილუ, რიგიმაქვს, გარეთ დაურეკე-სიცილით უთხრა მაკამ დაწამოდგომაში დაეხმარა. მაკას თვალი ჩავუკარი და დაქალი გავიყვანე.
-მიქაძეე, რასაც არუნდა აკეთებდე ეხლავე დედაჩემის საავადმყოფოში გაჩნდი!
თვალები ავატრიალე, წარმომიდგენია იოანე როგორ წამოახტუნა. განა პირდაპირ ეტყოდა.
-არა, არავინაა ცუდად მალე მოდი. ფრთხილად იარე.
-ლილუ ძაან გიჟი ხარ.
-მარიამ, როგორ მიხარია იცი?
-ვიცი, ვხედავ- გავუცინე და იქვე ჩამოვჯექით.-ძაან დააპანიკე იოანე ხვდები?
-მაგის სახე ნახე , აქ რომ მოვა და ვეტყვი.
-უნდა გადავიღო- სიცილით ვუპასუხე. ყავის ჩამოსასხმელ აპარატთან მივედი და ყავას ლოდინი დავუწყე. დაქალის ბედნიერებისგან გაბრწყინებული სახე მალევე შემეცვალა, როგორცვე დავინახე როგორ შემოვიდამიქაძე ანდრეასთან ერთად. საშინლად ანერვიულებული სახე ჰქონდა, ავალიანს კი როგორც ყოველთვის-მშვიდი. მას შემდეგ სამი დღე გავიდა… სამი დღეა არ მინახავს…ღრმად ამოვისუნთქე და ვითომ ვერ შევიმჩნიე, საკუთარ საქმეს მივუბრუნდი. არადა როგორ მონდოდა ყველაფერი ჩემი თვალით მენახა, როგორ ეტყოდა ლილუ იოანეს ახალ ამბავს.
ყავას პატარა პლასტმასის კოვზით მოვურიე, რომ რძე კარგად გაზავებულიყო და იქვე ნაგვის ურნაში გადავაგდე. შევბრუნდი თუარა, მოულოდნელობისგან ლამის ყავა ხელიდან გამივარდა. ანდრეას ქვემოდან სუნთქვაშეკრულმა ავხედე. ურეაქციოდ, ოდნავ გაღიმებული მიყურებდა. თავი გავაქნიე, მზერა ავარიდე და წვყვილისკენ წავედი. იოანეს თავის მკლავებში მოექცია ჩემი დაქალი და ეხუტებოდა. როგორც ვხვდებოდი გამოვტოვე.
-რა ხდება, კვდება ვინმე?- იკითხა ანდრეამ. წყვილი ერთმანეთს მოშორდა. ლილუმ სიხარულის ცრემლები შეიმშრალა და დაბღვერილმა ხან მე გადმომხედა, ხანაც ანდრეას. ავალიანს გავეცალე და იქვე ჩამოვჯექი.
-მალე მამა გავხდები- ხმის კანკალით თქვა იოანემ. ანდრეას სახეზე ღიმილმა გადაჰკრა. ძმაკაცს სიცილით მოეხვია და ზურგზე რამდენჯერმე დაარტყა ხელი.
მზერა დაქალისკენ გადავიტანე. გული საშინლად მქონდა აჩქარებული. ყავა წამებში დავამთავრე. ცარიელ ჭიქას ხელში ვათამაშებდი.
-ხედავ? ყველაფერი კარგადაა- გავამხნევე დაქალი.
-ანდრეასთან ერთად იყო და მაგიტომ პირდაპირ აქ მოვიდნენ.- ამიხსნა ლილუმ. თავი დავუქნიე, იმის ნიშნად რომ ყველაფერი კარგად იყო.
რათქმაუნდა არ იყო!
აქედან წასვლა მინდოდა. ავალიანისგან შორს.
კაცებმა ღიმილით გადმოგვხედეს.
-მარიამ, ლილუ უნდა მოგტაცო- თვალებგაბრწყინებულმა მითხრა იოანემ.
-რათქმაუნდა- გავუღიმე და დაქალს ხელი გავუშვი. ხელი გადახვია მიქაძემ და გასასვლელისკენ დაიძრნენ. საკუთარი ნივთების ასაღებად მივბრუნდი. დროს ვწელავდი, რომ როგორმე ანდრეაც წასულიყო. მაგრამ შევცდი, აშკარად მათთან ერთად აქაურობის დატოვებას არ აპირებდა.
-სახლში მე წაგიყვან- დაარღვია ჩვენს შორის არსებული სიჩუმე დინჯი ხმით.
-ჩემით წავალ.
-მარიამ, სალაპარაკო გვაქვს- თვალები ამიბრიალა და ჩქარი ნაბიჯებით უკან გამომყვა. გვერდში ამომიდგა და ფეხი ამიბა.
-არ გვაქვს,ანდრეა.
როგორც შემეძლო მკაცრად ვუთხარი მაგრამ ხმა მიკანკალებდა.
-თებეა უნდა ვნახო.
-შეგიძლია ნათიასთან წახვიდე. დღეს იქ არის- შუა მაგისტრალზე ტრანსპორტს თვალიერება დავუწყე, რომ როგორმე ჩემი ნომერი ავტობუსისთვის მომეკრა თვალი.
-მე წაგიყვან.- ხელი მკლავზე მომკიდა და გზიდან ‘გამათრია’.
- გამიშვი!- ხელი გველნაკბენივით გამოვტაცე და თვალებში ჩავაშტერდი-რა ჯანდაბა გემართება, ანდრეა!
-მანქანაში ჩაჯექი.
ისევ მშვიდად განაგრძობდა ლაპარაკს, რითიც უარესად ვღიზიანდებოდი.თვალები ავატრიალე. მისი ნახვა მაინც მომიწევდა, როდესაც თებეას წასაყვანად მივიდოდი.
წყნარად ჩავუჯექი მანქანაში და ღვედი გადავიჭირე.
ჩემდა გასაკვირად ნორმალურად მართავდა მანქანას. სუნთქვის დარეგულირებას ვცდილობდი. გზაზე უაზროდ ვაშტერდებოდი მანქანებს. ჰაერი საშინლად იხუთებოდა, ფანჯარას ჩავუწოე და თავი ფანჯრისკენ გავატრიალე.
-იცი, თავი ფილმში მეგონა.
-რა?!
-სექსის შემდეგ გოგო სახლიდან იპარება, გარბის.
თვალები ერთმანეთს დავაჭირე და ნერწყვი ხმაურიანად გადავყლაპე. უკვე სუნთქვა მიჭირდა. ერთიანად მეწვოდა ყველაფერი. რატომ უნდა ამაზე საუბარი?!
-უბრალოდ წავედი…- იმდენად ხმადაბლა ამოვიბურტყუნე, მეც კი ძლივს გავიგე საკუთარი ხმა.
-ანუ იმ ფაქტს არ უარყოფ რომ…
-ჩათვალე არც მომხდარა, ანდრეა! ყველაფერი უნდა დაივიწყო!- უკვე მისკენ გავიხედე და მკაცრად ვუთხარი. მზერა ჩემსკენ გამოაპარა და მანქანაც კორპუსთან გაჩერდა.
-კარგი, შემიძლია მაგის დავიწყება. მსგავსი მოგონებები უამრავი გვაქვს, არა მარიამ?-მის ხმაში ირონია საკმაოდ იგრძნობოდა. ვგრძნობდი, როგორ ვიმსხვრეოდი შიგნიდან. თვალებში ჩავშტერებოდი და ყველანაირად ვცდილობდი ცრემლებია არ წამომსვლოდა.
-მაგრამ იმას ვერ დავივიწყებ, რაც მითხარი.
-არაფერი არ მითქვამს.- თავი გავაქნიე და კორპუსს მივაშტერდი.
-გენატრებოდი.
ღრმად ამოვიხვნეშე. კარები გავხსენი და მანქანიდან გადავედი.
რათქმაუნდა ისიც მე მომყვა. მადლობა ღმერთს მეტი არაფერი უთქვამს. ჩუმად ავიარეთ კიბეები. სახლის კარები შევაღე და დედაჩემს გავძახე.
-დედა მე ვარ.
“და ანდრეა”…საკუთარ გონებაში გავიმეორე და საკუთარ თავს დავცინე, უკვე მერამდენედ რაც ანდრეა გამოჩნდა. სათვალავი ამერია.
-ზუსტად ახლა გაიღვიძა თებეამ- სახე შეეცვალა, როგორცვე ანდრეა დაინახა. დედაჩემს გვერდი ავუარე და ხმადაბლა ამოვილაპარაკე:- არც კი მკითხო…
ვიცოდი არაფერს მეტყოდა. ისედაც იცოდა უკვე ანდრეას მტკიცე ხასიათის შესახებ. თებეა კარგად ჩავკოცნე, მაგრამ ავალიანი დაინახა, თუარა მკლავებიდან დამისხტა და მისკენ გაიქცა. ანდრეამ ხელები დაახვედრა, ჰაერში აიტაცა და მიიხუტა.
გული იმწამსვე შემეკუმშა და თვალი ავარიდე. მათი ხმები მესმოდა, როგორ თამაშობდნენ მისაღწბში, მათი ერთობლივი სიცილი.
სასწრაფოდ დემეტრეს გადავურეკე.
“ამით დანაშაულის გრძნობას ვერ შეიმცირებ” ამომძახა ქვენობიერმა. თავი გავაქნიე და მის პასუხს დაველოდე.
-გისმენ, მარიამ.
-როგორი ოფიციალურიხართ, ბატონო დემეტრე- ჩამეცინა, სპეციალურად, ნორმალურზე ოდნავ ხმამაღმა ვსაუბრობდი, რომ ანდრეამდე ჩემი ხმა მისულიყო.
-ათ წუთში მოსწავლეს ველოდები, ხომ კარგად ხარ?
-კი, ლილუს და იოანეს მალე პატარა ეყოლებათ-ვახარე ახალი ამბავი.
-მიულოცე ჩემს მაგივრად, ძალიან გამიხარდა მათი ამბავი. ვფიქრობ ჩვენც უნდა ვიფიქროთ- ბოლო სიტყვებს სიცილი დაუმატა. ერთიანად ავხურდი, მაგრამ მალევე ჩამიცხრა როდესაც ის ღამე გამახსენდა.რატომ ვერ ვიღებდი დემეტრესგან სიამოვნებას?!
თვალი საკუთარი თავისგან პასუხის მოლოდინში მისაღებისკენ გავაპარე. ანდრეა ნელი ნაბიჯებით მოემართებოდა ჩემსკენ.
-ნათიასთან ვართ. საღამოს დავბრუნდებით.
-გამოგივლით სამსახურის შემდეგ და წაგიყვანთ.
-კარგი, მიყვარხარ.- ბილო სიტყვა წარმოვთქვი თუარა ხმა გამებზარა. ანდრეას სახე შეეცვალა და ტუჩები შუაზე გაეპო, მაგრამ არ შეიმჩნია.
-მეც მიყვარხარ აბაშიძე.
ტელეფონი ღიმილით დავაბრუნე ჯიბეში და უაზროდ მიყრილი ნივთების ლაგებას შევუდექი. თითქოს ანდრეას არსებობას ვერ ვამჩნევდი.
-გიყვარს?!
-რა?!
-მე გენატრები და შენი ქმარი გიყვარს. საინტერესოა…
თვალები ავატრიალე. მასთან ეს ჯიბრიანობის თამაში არუნდა წამომეწყო. უკვე მცემდა საკუთარი წაგების სურნელი, მაგრამ თავის ხელში აყვანას ვცდილობდი. მაგიდას ხელებით მიეყრდნო და ჩამქრალი თვალებით გადმომხედა. უნდა ვაღიარო, მასზე აგიზგიზებული თვალები უფრო მომწონდა.
-დიდი ხანი აპირებ ისე ყოფნას თითქოს არ ვარსებობ?
- სამი წელი ავიტანე, როგორღაც ახლაც გავძლებ.- რაც შემეძლო უხეშად ვუთხარი. სახე მოექუფრა და წარბები დაახლოვა. მიხაროდა, ანუ ჩემი სიტყვები მასზე გავლენას ახდენდა.
-თუ ამ თემას გინდა შევეხოთ. ველოდებოდი იმ დღეს როცა გნახავდი.- ხმადაბლა ამოილაპარაკა. თვალს არ მაშორებდა. როგორ შეეძლო ასეთი მშვიდი ხმის ტემბრი ჰქონოდა?!
-ყველაზე დიდი მარცვალი მოლოდინია. მეგონა დროში გავჩერდი, თუმცა ასეც იყო, ოღონდ დრო გაჩერდა ჩემში, სამი თვით.
წარბები ავუწიე და დასვრილი ჭურჭელი ნიჟარაში ხმაურიანად ჩავდე. ყელში უზარმაზარი ბურთი მახრჩობდა.
-ვიცი.
-რა?!
-ვიცი რაზეც ამბობ. ვიცი რომ კომაში იყავი. უგონოდ.
თავი სევდიანად დამიქნია.
-რათქმაუნდა, დამავიწყდა შენ ხომ ყველაფერი იცი…
ხელი ავიქნიე და პირისპირ დავუჯექი- თებეა მარტოა?
-არა ნათიაა იქეთ.
თავი დავუქნიე.
უკვე ურეაქციოდ ვხვდებოდი მისი ფენომენობის ფაქტს.
-მოკლედ, ანდრეა…- ღრმად ამოვისუნთქე და თვალებში შევხედე. ეს უნდა გამეკეთებინა. -ჩემგან თავი შორს დაიჭირე. თებეას როცა გინდა, მაშინნახავ. უბრალოდ ჩემთან ერთად დროის გატარება არ არის საჭირო.
დავამთავრე თუარა წინადადება თავი ჩავხარე. ყბები ნერვიულობისგან ერთიანად მქონდა დაჭიმული.
-მისთვის არ გითქვამს ხო?
დამცინავად ჩაილაპარაკა. თითქოს საკუთარი სიტყვები დამიიგნორა. და ახლა საერთოდ რაზე ლაპარაკობდა?!
-რა?!
-ჩემთან რომ დარჩი.- სიტყვები ძლივს გადააბა ერთმანეთს და რამდენიმე ნაბიჯით მომიახლოვდა.
-გაჩერდი!- ხელი ავუწიე, რომ წინსვლა შეეწყვიტა დაჩემთვის იმ თემაზე საუბარიც.
-ორჯერ მოგეცი მარიამ შანსი, რომ თვალით აღარ გენახე. პირველად ქორწილის წინ.პირობაც მოგეცი, რომ ამას თუ არ გააკეთებდი ვეღარასდროს მნახავდი და მეორედ.. ისედაც იცი.გავჩერდები, უბრალოდ ერთ კითხვაზე გულახდილად მიპასუხე. სამი დღის წინ არაფერი იგრძენი?
სხეულში ელექტროობამ წამის მეასედებში დამიარა. ასეთი რამ დიდიხანია არ მიგრძვნია. რატომ მიკეთებდა ამას, რატომ მეკითხებოდა…
-არა.- ყოყმანით მაგრამ სწრაფად ვუთხარი.
-კარგი.
კარგი?! მისგან ასეთ დანებებას არ ველოდი. უფროსწორად შეჩვეული არ ვიყავი. თვალი ამარიდა და თებეასკენ გავიდა.
ერთ ადგილას გაბრუებული ვიჯექი. არფერი შეიცვლებოდა მისთვის რომ დადებითი პასუხი გამეცა. საერთოდ არაფერი… ესყველაფერი წარსულს უნდა მისცემოდა. ნახევარ საათში ავალიანმაც დაგვტოვა. ნათიას და თებეას თბილად გამოემშვიდობა, ჩემთვის კი ზედაც არ შემოუხედავს. წყენის ნაპერწკალმა გულზე მიჩხვლიტა მაგრამ თავი გავაქნიე და მანდილოსნებისკენ გავედი.

***

-გადაღლილიხარ?
ვკითხე დემეტრეს სახლში მისვლისას და თმებზე მოვეფერე.
მხრები აიჩეჩა, გამიღიმა და ნაზი კოცნა დამიტოვა ბაგეებზე. თავის ყოველდღიური ტკივილის რუტინა უკვე საშინლად მაწუხებდა.
-ხომ იცი, სანდრიკას დაბადებისდღეა მალე, წარმოდგენა არ მაქვს რა ვაჩუქო.
ავწუწუნდი და გვერდით დავუჯექი. ტანსაცმელი გაიხადა და წარბის აწევით შემომხედა. თვალი მისი ნახევრად დაკუნთული სხეულისკენ გამექცა, ძალაუნებურად გამეღიმა და თვალებში შევხედე.მაშინვე სუფთა ტანისამოსი ჩაიცვა და ისეთივე ღიმილით შემომხედა.
-ზღვის სეზონი მოდის. რამდენიმე დღიან პაკეტს ვუშოვი, მას და ლიზას. და შენ და თებეაც გაყევით.
-კარგი იდეაა ძალიან, მაგრამ შენ?
-მე სამუშაო მაქვს.
მხრები მოწყენით აიჩეჩა და გულში ჩამიკრა. ქვედა ტუჩი გადმოვაბრუნე და პატარა ბავშვივით ჩავეხუტე.
-მომწონს საჩუქრის იდეა.
-ხოდა გადაწყვეტილია.
ფართოდ გამიღიმა და ჩემს ტუჩებს მოწყურებული დაეწაფა.


***
–დღეს რამდენიმე ჩემი მეგობარი აქ მოდის ღამის გასათევად და გასართობად- ხელები შემოჰკრა სანდრომ და ავალიანების სახლს თვალი მოავლო. როგორც ვხვდებოდი აქაურობა ხალხთა თავშეყრის ადგილას იქცეოდა ნელ-ნელა. ლიზას შეყვარებულობა სანდროს ყველაფერს უმარტივებდა. მის გამო მიხაროდა, ვატყობდი რომ ლიზას გრძნობები მართლაც გააჩნდა.
–მშვენიერია, მაგრამ მე და გაბელია სახლში წავალთ.
– ავალიანების სასახლეზე დემეტრეს ალერგია დაემართება-სანდროს უკბილო ხუმრობაზე ჩამეცინა და თვალები ავატრიალე. ლაღად დავიარებოდი ოთახებიდან ოთახებში და სასმელის განაწილებაში ვეხმარებოდი სანდროს. ვიცოდი რომ ანდრეა სახლში არ იყო.
-მაღაზიაში გავდივართ -უცებ მომახალა სიტყვები. ეს ხომ არ იზრდებოდა.
–არა არა,მეზარება -ხელები გავიქნიე - რა გაკლია მითხარი. თებეა დედაჩემს უნდა დავუტოვო დღეს და რომ დავბრუნდები, წამოვაყოლებ.
-ლიზა ტორტზე გაიქცა, იმედიმაქვს რამე სასწაულს არ მომიტანს. ერთჯერადი ჭიქები მაკლდება და ალბათ თეფშებიც.
-ზუსტად რომ სასწაულს მოგიტანს.
-ხო?!
-ის ხომ ავალიანია...
თვალები ამიბრიალა და წინ გადამიდგა.
-ძალიან ცუდ ნამიოკს გავდა.
-ვინ თქვა,რომ ნამიოკი იყო?
მხრები ავიჩეჩე და ღიმილით გადავხედე. ჩემი მისია რომ ანდრეა არ მენახა კარგად მიმდინარეობდა. დღეს მეორე კვირა სრულდებოდა მის გარეშე და თითქოს ჩემი და დემეტრეს ცხოვრება ნორმალურობას დაუბრუნდა.. მაგრამ რაღაც მეკლდა. ის ნაწილი რასაც ანდრეა ავალიანი ერქვა.
დღეს ვნახავდი, ამაში ორი აზრი არ არსებობდა, მაგრამ გაბელიასთან ერთად ვიქნებოდი, ასერომ სანერვიულო არაფერი იყო. ან პირიქით...


*ანდრეა:

-კარი გააღე.
დავუძახე ლიზას როდესაც კარზე კაკუნის ხმა გავიგე, მეც ჩემ საქმეს მოვრჩი და მისაღებ ოთახში გავედი. დავინახე როგორ შემოიპატიჟა ლიზამ ყველა. ყველას უღიმოდა და ესალმებოდა. ბოლოს მარიამი შემოვიდა, რომელსაც უკან გაბელია შემოყვა. უსიამოვმოდ ამოვისუნთქე და ბიჭებისკენ გავიწიე.
*ეს მზერა მეცნობა* გავიფიქრე და ჩამეცინა, იმის წარმოდგენაზე რა რეაქცია ექნებოდა დემეტრეს როცა გაიგებდა, რომ ზუსტად იმ დივანზე აპირებდა დაჯდომას სადაც...
-მანქანის გასაღები მომეცი, საშინლად გიყენია შემოსასვლელში- ფიქრებიდან ლიზამ გამომაფხიზლა. თვალები ავატრიალე და გასასვლელისკენ დავიძარი. საკუთარ მანქანას მეთვითონ მივხედავდი.


მარიამი:*

ერთიანად დავიძაბე როდესაცანდრეას მოვკარი თვალი და იქვე ჩამოვჯექი. დიდხანს არგაგრძელებულა ჩემი იქ ყოფნა. რამდენიმე წუთში დავინახე ანდრეამ როგორ ჩაიღიმა და ღიმილით დაიწყო ჩემსკენ სვლა. მაშინვე თვალი ავარიდე და სანდროს გადავძახე:
–სასმელი სამზარეულოშია?
–კი სამზარეულოშია.
– მოვიტან. -ხმადაბლა ამოვიბურტყუნე და გავედი. ლიზა ტორტის ხელახლა შედებას ცდილობდა უზარმაზარ მაცივარში მაგრამ არ გამოსდიოდა. ჩამეცინა და კარები დავუჭირე.
-მარიამ, შენ ყოფილხარ. მადლობა თორემ, ყველაფერი თავზე მაყრია.
-დამშვიდდი, მესმის საყვარელი ადამიანის დაბადებისდღეზე ნერვიულობა რაც არის- ჩავიცინე და მაშინვე მეხსიერებაში ანდრეას დაბადებიდღე ამომიტივტივდა. როგორ ვისხედით ამ ხალხით სავსე ოთახებში მხოლოდ მე და ის და ვისკს ვწყუპავდით.
–ანდრეაზე გაბრაზებული ხარ?- ვკითხე ლიზას, როცა სამზარეულოში შემოსული ანდრეა სრულიად დააიგნორა და ზურგი აქცია.
ლიზამ ჩაიცინა.
–შენზეც, მაგრამ ეგ მე არ მეხება. საკმარისი ასაკი, გაქვთ რომ აზროვნებდეთ.
-რა?!
-სახლში ვიყავი მარიამ, იმ ღამით.
მაშინვე სახიდან ფერი წამივიდა, როგორცვე გავაანალიზე რაზეც ამბობდა.
სასმელს ხელი დავავლე ჩამოვასხი და ერთიანად გადავკარი მწველი სითხე.
- დამშვიდდი, არავის ვეტყვი.
თავი მსუბუქად დავუქნიე და ანერვიულებულმა ჭიქა ხელახლა გავივსე.
ლიზამ თვალი ჩამიკრა და სხვა სტუმრებისკენ გადაიწია.
ჯერ კიდევ შოკირებულმა დავინახე შორიახლოს ლილუ და იოანე როგორ დაბოდიალობდნენ.მათთან ახლოს მივედი და ლილუსკენ გაწვდილი ჭიქა მაშინვე უკან წავიღე.
-თითქმის დამავიწყდა- გავუცინე და დემეტრეს გვერდით ჩამოვუდექი.
-გამოთვრომას აპირებ?- ხელზე მომეფერა და დაბლიდან, მჯდომარემ ამომხედა.
-რატომაც არა- სიცილით ვუპასუხე და სასმლის პატარა ყლუპი მოვსვი. ანდრეას ვერსად ვხედავდი. დემეტრეს ხასიათიდან გამომდინახე ვხვდებოდი, რომ მას არც გაჰკარებია.
-მგონი დროა- წარბები ამითამაშა დემეტრემ და ჩვენს საჩუქარზე მანიშნა. სანდროს ხელით ანიშნა რომ ახლოს მოსულიყო. ისიც მაშინვე ჩვენს წინ გაჩნდა.
-მასხარავ კარგი ამბავი გვაქვს შენთვის. -ლიზას ხელი დავუქნიე რომ მასთან ერთად წამოსულიყო.
-რახდება?-იკითხა ლიზამ.
გაბელიას მხარი გავკარი რომ ჯიბიდან ქაღალდები ამოეღო. მანაც ხელის სწრაფი მოქმედებით პაკეტები წყვილს გადასცა. ორივე გაბრწყინებულები ვუყურედით სანამ ხსნიდნენ და აანალიზებდნენ რა ხდებოდა.
-როგორ მიყვარხარ მარიამ!!! შენც გაბელია- გაუცინა სანდრომ დემეტრეს, გადაეხვია და შემდეგ ჩემსკენ დაიძრა. იმდენად მჭიდროდ ჩამეხუტა რომ სუნთქვა შემეკვრა. სიცილით მოვხვიე ხელები და გაკრეჭილ ლიზას თვალი ჩავუკარი.
-ცოტა რომ გავერთო უფლებას მრთავ?- ბავშვურად ვუთხარი დემეტრეს.
თავი ღიმილით დამიქნია. ხელი იოანეს დავავლე და სამზარეულოში გავათრიე.
-მიქაძე ზედმეტად სერიოზული ხარ. დალევა არ გაწყენდა.
-ბევრი დალიე მარიამ?- სიცილით მკითხა და სასმელი ჩამოასხა. თავი გავუქნიე და იქვე ჩამოვჯექი.
-გადაწყვიტეთ უკვე სახელი?
-ჯერ სქესი არ ვიცით.
მხრები აიჩეჩა და სასმელი მოსვა.
გამეღიმა.ძალიან ბედნიერი იყო, ამ თემაზე საუბრით ეტყობოდა.
ანდრეა დავლანდე თუარა ზურგით შევტრიალდი და დახლს დავეყრდენი.
-რა ხდება? გაურბიხარ?- არ გამოპარვია იოანეს და ჩაცინებით მკითხა. თვალები ავატრიალე.
-რაღაც მაგ სტილში.
-რამე დაგიშავა?
-არა, ჩვენ ვისაუბრეთ და უბრალოდ ასე უკეთესია.
-მეეჭვება ანდრეა მაგას შეგუებოდა-ეჭვით ჩაილაპარაკა დასასმელი დაამთავრა.
-რას გულისხმობ?
-საშინელი რაღაცეები გადაიტანა საფრანგეთში.
-შენც მოგიყვა?- გაოცებისგან და კანკალისგან ლამის ჭიქა ხელიდან გამივარდა. ძალიან გაბრუებული ვიყავი სასმლისგან.
-რომელი ნაწილი გითხრა?
სერიოზულად გამომხედა იოანემ.
-რას გულისხმობ?
წელში გავიმართე და ერთჯერადი ჭიქა სანაგვეში ჩავაგდე.
-თორნიკეზე და რეაბილიტაციაზე- ხმადაბლა ჩაილაპარაკა.
სუნთქვა შემეკრა იმის გაფიქრებისას, რომ შესაძლო იყო სრული სიმართლე არ მცოდნოდა. მაშინვე თვალებში დამიბნელდა. საშინლად ჩამოცხა და ცივმა ოფლმა დამასხა.
-ჰაერი მჭირდება- ძლივს ამოვილაპარაკე და იქაურობას მოვშორდი. დავინახე როგორ გამომყვა იოანე,მაგრამ მისკენ მიხედვის ძალა არ შემწევდა. ეზოში გავედი თუარა თვალებში უარესად დამიბნელდა. ჰაერი საერთოდ არ იძვროდა, გამოსახულებების დალაგებას კი ვერაფრით ვახერხებდი…


-გონს მოდის- მესმის ლილუს ხმა და მხოლოდ მაშინღა ვახელ თვალებს, როდესაც რაღაც საშინლად მძაფრი სუნი ნესტოებს მიწვავს. თავზე ლილუ დამცქერის. მაშინვე ვხვდები რომ საავადმყოფოში ვარ.
-ჯანდაბა..- ამოვიხვნეშე და ხელი თვალებზე ავიფარე- ჯაჭვლიანს დაბადებიდღე ჩავუშხამე ხო?
-არა, მაგაზე ნუ ფიქრობ. აქ მე და დემეტრე ვართ.- ღიმილით მითხრა.თვალებში ჭინკები დაუხტოდა.
-როგორ მიხარია შენი ბედნიერება- გავუღიმე და ხელი მოვხვიე.- და სხვათაშორის ყოველ გონების დაკარგვაზე არარის საჭირო აქ მომიყვანოთ.- დავებღვირე და წამოვჯექი. ვხვდებოდი დიდი ხანი არ იყო გასული, რადგან საკუთარი ტანსაცმელი მეცვა.
-ამ წამს გავიდა დედაჩემი, მაგრამ მალე დაბრუნდება.
-კარგი. მაგრამ ამიხსნი ასეთი გახარებული რატომ ხარ? კიდევ რამე მოხდა?
ძალით გავუცინე ლილუს და თავის ტკივილისგან ხელი საფერთქლებზე მივიდე.
-სასმელს აღარ გაეკარები. ეგ კი ვიცი.
ისევ მისი სიცილი. უკვე ვღიზიანდებოდი.
-ლილუ ნუ მაწამებ.
-მარიამ ორსულად ხარ. წარმოიდგინე, ერთად გავზრდით ჩვენს პატარებს.
ყურები უცებ დამიგუბდა და ღებინების გრძნობა მომაწვა. გონებაში ყველაფერი ერთიანად გადავხარშე. თვალებში კვლავ დამიბნელდა. საკუთარი გახშირებული სუნთქვა მესმოდა. ერთ წერტილს მივშტერებოდი და უამრავ რამეზე მეფიქრებოდა. ჩემი და დემეტრეს პატარა.. თუ?..
-შოკირებული ხარ ვატყობ. აბა რა გეგონა, ორსული ალკოჰოლს წყალივით რო უშვებდი მუცელში- გამიცინა ლილუმ და მომეხვია. თვალები ერთმანეთს მაგრად დავაჭირე და დაქალს მოვეხვიე. ყველანაირად ვცდილობდი ცრემლები არ წამომსვლოდა. ღმერთო,ესეთი საშინელება რატომ დამემართა?!...
-გთხოვ დემეტრეს მე უნდა ვუთხრა. შენ არაფერი თქვა.
ამოვიჩურჩულე ხმის კანკალით. მაშინვე გამწია და თვალებში შემომხედა.
-მაკამ უთხრა უკვე. სიხარულისგან ლამის კედლებზე იაროს. წარმოიდგინე.
გაიცინა ლილუმ და იქვე ჩამომიჯდა.
“რათქმაუნდა ‘სიხარულისგან’ კედლებზე ივლის, სიმართლეს რომ გაიგებს”
ამომძახა ქვეცნობიერმა, დაბღვერილმა დავაიგნორე და ძალით გავუღიმე. საკუთარ მომავალზე დავფიქრდი. კარები გაიღო და ჩემი თვალები დემეტრეს შეეგება.
ვხვდებოდი რომ ყველაზე უარესი რაც კი შესაძლოა მომხდარიყო, ჯერ კიდევ წინ იყო.



№1  offline წევრი Diamond

აი სასწაულია ეს მოთხრობა♥ძაან მომწონს♥უკვე ლოდინიც აღარ შემიძლია მომდევნო თავებისთვის♥

 


№2  offline მოდერი Moonlight17

Diamond
აი სასწაულია ეს მოთხრობა♥ძაან მომწონს♥უკვე ლოდინიც აღარ შემიძლია მომდევნო თავებისთვის♥

მადლობა საყვარელო ❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი ლიკუნა

მალე გავგიჟდები ალბათ:) ეს რეები ხდება.... რა მაგარი ფანტაზია გაქვს ავტორო :დ ❤️

 


№4  offline წევრი sofo_sofia 13

ღმერთოოესსრაიყოო scream

 


№5  offline წევრი ნანა73

მიყვარს ეს ისტორია! kissing_heart კარგად მახსოვს ბოლო ნაწილიც და ერთი სული მაქვს როდის წავიკითხავ laughing საყვარელი მელოდრამასავით არის, კიდევ ერთხელ რომ ჩაუჯდები და უყურებ ❤️❤️❤️

 


№6  offline მოდერი Moonlight17

დიდი მადლობა გოგოებო ❤️❤️

 


№7 სტუმარი ნიცა

you made my heart break moonlight,????ძალიან გთხოვ დემეტრე მოაშორე რაა, აი ისე ძალიანგთხოვ რო რამისაა ფეხებში ჩაგივარდე მეტი მარიამი და ანდრეა!!!!!!(ოღონდ გთხოვ უკარება მარიამი არა რაა) იმედია ეს ბავშვი დემეტრესი არაა თორე ამ ისტორიის კითხვის მუღამი და ინტერესი დამეკარგება, უკვემეკარგება!????????????გთხოვ აი ანდრეა დააბრუნე, ანდრეა და მარიამი????????????????????მძულს დემეტრე, ვერ ვიტან, აი ძალიან გთხოვ რაააააა, გემუდარები????

 


№8  offline მოდერი Moonlight17

ნიცა
you made my heart break moonlight,????ძალიან გთხოვ დემეტრე მოაშორე რაა, აი ისე ძალიანგთხოვ რო რამისაა ფეხებში ჩაგივარდე მეტი მარიამი და ანდრეა!!!!!!(ოღონდ გთხოვ უკარება მარიამი არა რაა) იმედია ეს ბავშვი დემეტრესი არაა თორე ამ ისტორიის კითხვის მუღამი და ინტერესი დამეკარგება, უკვემეკარგება!????????????გთხოვ აი ანდრეა დააბრუნე, ანდრეა და მარიამი????????????????????მძულს დემეტრე, ვერ ვიტან, აი ძალიან გთხოვ რაააააა, გემუდარები????

ვაი! ყველაზე ნაკლებად მინდა, რომ ჩემს მკითხველს გულს ვტკენდე :დ ვნახოთ ერთი, როგორ მოგეწონება მოვლენების განვითარება.

 


№9 სტუმარი სტუმარი უსახელო

გაფრენა შეიძლება თავისუფლად. ცოტა მაეჭვებს ის ფაქტი რომ მარიამი დემეტრესგან იყოს ორსულად... ბოლობოლო ამდენი შესახლებლობა ჰქონდათ და რაღა მაინდამაინც ანდრეას გამოჩენას დამეთხვა ეს ამბავი. უკვე დემეტრეს სექსუალური ჯანმრთელობის ამბები მაფიქრებს :დდდ მაგრამ წინასწარ არაფერს ვიტყვი, შენ ხომ მოულოდნელიბების მოყვარული გვყევხარ, მუნლაით ❤️

 


№10  offline მოდერი Moonlight17

სტუმარი უსახელო
გაფრენა შეიძლება თავისუფლად. ცოტა მაეჭვებს ის ფაქტი რომ მარიამი დემეტრესგან იყოს ორსულად... ბოლობოლო ამდენი შესახლებლობა ჰქონდათ და რაღა მაინდამაინც ანდრეას გამოჩენას დამეთხვა ეს ამბავი. უკვე დემეტრეს სექსუალური ჯანმრთელობის ამბები მაფიქრებს :დდდ მაგრამ წინასწარ არაფერს ვიტყვი, შენ ხომ მოულოდნელიბების მოყვარული გვყევხარ, მუნლაით ❤️

ჰაჰა! დიდი მადლობა საყვარელო შეფასებისთვის ❤️ რაც შეეხება ისტორიას, არ დაგასპოილერებ. თავად გაიგებ ყველაფერს ❤️

 


№11  offline წევრი sofo_sofia 13

როდის დადეებ ^_^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent