შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გატაცება კავკასიონზე. (თავი 2)


28-12-2019, 01:18
ნანახია 9 991

საქართველოს ყველა კუთხე სხვადასხვა ამბავს მოეცვა და სანამ სვანეთში ძებნას გადაყოლილი ოსე და გეგი დაიარებოდნენ, აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთშიც ნაკლები არაფერი ხდებოდა.
შატილის მახლობლად, ისტორიული ძეგლის უკანა მიდამოებში ცხოვრობდნენ ფიცხელაურები. მეტად წესიერი, განათლებული და მორწმუნე ოჯახი გახლდათ. ოჯახის უფროსი დავით ფიცხელაური ოჯახის ღირსებასა და პატიოსნებაზე წინ, არაფერს აყენებდა. ასე გაზარდა თავისი ორი ქალიშვილი, უფროსი თათული და უმცროსი, თინათე ფიცხელაურები.
თათული ყოველთვის დინჯი და წყნარი გოგო იყო, თინათე კი სრულიად განსხვავდებოდა ღვიძლი დისგან. მზეს და მთვარეს ეძახდნენ სოფლელები, თათული მზე იყო, თინათე კი მთვარე.
გვარს როგორც შეესაბამებოდა, ფიცხი ხასიათი ჰქონდა თინათეს. მამას ჰგავდა ხასიათში, მეტად გაწონასწორებული და სამართლიანი იყო. ძმა არ ჰყავდათ, მაგრამ ბატონ დავითს ვაჟივით ამოუდგებოდა ხოლმე მხარში და ყველანაირ საქმეში ეხმარებოდა. სახლის წინ, შატილში საოჯახო სასტუმრო ჰქონდათ, ზაფხულობით მიღებულ უამრავ სტუმარსა და ტურისტს ისინი იღებდნენ და თინათეც თავისი ენათმცოდნეობითა და გონებაგამჭრიახობით მამას ბავშვობიდან ეხმარებოდა საოჯახო ბიზნესში. ხანდახან ისეც ეხუმრებოდნენ ხოლმე, "ბიჭად უნდა დაბადებულიყავიო." მიუხედავად ამისა, თინათეს ქალური ეშხი და ქალური მიხრა-მოხრა მაინც არაფრით არ აკლდა. დღისით თუ მამას ეხმარებოდა საქმეებში, საღამოთი ჭრელ კაბებში შემოსილი მეზობელ გოგონებთან გართობასაც ასწრებდა და დედას, ნინო ფიცხელაურსაც თან ეხმარებოდა ხოლმე.
ბევრს უყვარდა მთვარესავით თინათე სოფელში. მაგრამ როგორც ხევსურთა ქალებს სჩვევიათ, გათხოვებას არც ის ჩქარობდა. ძირითადად, ხევსურთა საქმიანობა ქალების შრომაზეა დაფუძნებული, იქაური პირობების გამო და იმ ოჯახში, სადაც ორი ქალიშვილია, ეძნელებათ ხოლმე, ქალის გაშვება. თანაც, ვაჟი არ ჰყავდათ და რძალსაც ვერ მოიყვანდნენ. არ უყვარდა თინათეს სიყვარულზე საუბარი. მხოლოდ მის გულში იცოდა, რომ გამოჩნდებოდა ის ერთი, ვისაც სხვანაირად გაუღიმებდა. ყოველთვის წარმოედგინა, რომ მისი სიყვარული თბილი სიტყვით, სასიყვარულო წერილებით და მეგობრული ურთიერთობით დაიწყებოდა. ელოდა მას, ვისაც გაუღებდა გულის კარს და ფიცხი და ჯიუტი გოგოს უკან, წრფელ, რეალურ თავს დაანახებდა.
ამოიოხრებდა ხოლმე, ბატონი დავითის მეუღლე, ნინო.. როცა ეტყოდნენ, შენი გოგონების დროც მოვიდა, აბა რა ხდება, როგორ ემზადებიო. სულ არ უნდოდა რომელიმე გაეთხოვებინა. იმას იძახდა, ამდენი ხანი ვზარდე, მათ თმის ღერს ვუფრთხილდებოდი და ახლა სხვას როგორღა ჩავაბაროო?
ორივე ძალიან უყვარდა, მაგრამ ხანდახან დარდი შემოეპარებოდა. თინათეს რამდენი შანსიც გამოუჩნდა, ყველა ბიჭი უკან გაისტუმრა. ძალიან ჯიუტი იყო და თუ რამეს გადაწყვეტდა, ვერაფრით შეაცვლევინებდი აზრს. სასწავლებლად თბილისში გაუშვეს, ქართულის ფილოლოგიის კურსები დაასრულა, მაგისტრი გაიარა და უკვე ოცდახუთი წლის იყო, დოქტორანტურა უნდა გაევლო, როცა სოფლიდან დაურეკეს, შენი და თათული გაიპარაო. შატილში დაბრუნება მოუხდა თინათეს, ოჯახთან.
ძალიან განიცდიდა დავითი. ოჯახიდან ქალის წასვლა არ იყო ხევსურებისთვის მარტივი საქმე. უფრო იმას განიცდიდნენ, მათთვის უცხოზე რომ დაქორწინდა. ჭინჭარაულების ოჯახში ჩამოსულ, კაკი ბენდელიანს გაჰყვა ცოლად. ზუსტად იმ კაკის, სვანეთიდან რომ გამოაპარა დედამისმა, თავის ნათესავებთან ხევსურეთში. მარგოს, საკუთარი ცოლის მკვლელობისთვის რომ დასდევდნენ კოპალიანები მოსაკლავად ყველა კუთხეში, ზუსტად ეგ კაკი იყო.
ვინ რა იცოდა, კაკი რის გამო ჩამოვიდა დედის მხარეს, შორეულ ნათესავებთან. რომ სცოდნოდათ, ცოლი მოკლა და გამოიქცა, იქ არავინ გააჩერებდა. ფიცხელაურები მოულოდნელად ჩავარდნენ განსაცდელში, კაკი გაიძახდა მე არაფერი მაბადიაო. თათულის რომ მიუბრუნდნენ, მას გულწრფელად უპასუხია, მიყვარსო. მართლა შეაყვარა თავი კაკიმ, ისეთი წყნარი იყო, ორი სიტყვით მოიხიბლებოდა, თანაც ყოველ დღე ხედავდა კაკის, მეზობლად ჭინჭარაულების სახლში. მან რა იცოდა, ცოლის მკვლელი რომ შეიყვარა ბრმად და ოჯახის კარიც თან გაუღო.
თათული უკვე ოცდაშვიდის იყო, კაკი ოცდაცხრის. დრო იყო გაებედნიერებინათ, ან კიდევ ვინ იცის, გაეუბედურებინათ თავიანთი ქალიშვილი. წელი და რვა თვე გასულიყო მას შემდეგ, რაც სვანეთიდან გამოიპარა. ერთი წელი ჭინჭარაულებთან იცხოვრა და მერე შეამჩნია თათული, თავი შეაყვარა, იფიქრა აქ მაინც დავსახლდები და ოჯახს შევქმნიო.
გული ქვასავით ჰქონდა კაკის, სულ არავინ ანაღვლებდა, საკუთარი თავის გარდა. ბევრი იფიქრეს ფიცხელაურებმა და გადაწყვიტეს რომ თათული და მისი ქმარი მათთან იცხოვრებდნენ.
სოფელში დაბრუნებულ, უფრო გაზრდილ, დახვეწილ თინათეს დის არჩევანი დიდად არ მოეწონა. გულზე შემოაწვა, როცა მისი სიძის სახე დაინახა. განა არაფერი სჭირდა, უბრალოდ გულმა ცუდი უგრძნო.
თინათე უფრო დამშვენებულიყო ამ სწავლასა და მუშაობაში. უფრო თამამი, გამბედავი და სამართლიანი გამხდარა. ცუდ სიტყვას სხვას არ შეარჩენდა და არავის მისცემდა უფლებას, მისი მშობლები ან ერთადერთი დედმამიშვილი ვინმეს ეწყენინებინა. თხელი გოგო იყო თინათე, სწორი ცხვირით, თვალის ულამაზესი ჭრილით და შავი თვალებით. გრძელი წამწამები ჰქონდა, თეთრი, სიფრიფანა კანი და ვარდისფერი ტუჩები.
სწორი, შავი თმა ხშირად ნაწნავად ჰქონდა შეკრული. ჭრელი, ყვავილებიანი კაბების ჩაცმა ისევ ისე უყვარდა. ბევრს კითხულობდა, უნივერსიტეტშიც საუკეთესო იყო. თეთრი, მარმარილოსავით კბილები ჰქონდა. ისეთი თლილი თითები, იფიქრებდით თითქოს ვინმემ გამოძერწა ასე ლამაზადო. თუ კი სადმე ჩაგივლიდათ, თავიდან ვერ ამოიგდებდით მის თეთრ კანს და ამაღელვებელ ღიმილს. უფრო ჩაფიქრებული დადიოდა ხოლმე, შეწუხებული სხვების მზერისგან, რადგან არ უყვარდა მეტი ყურადღება. სამწუხაროდ მისი გარეგნობის, რეპუტაციისა და პიროვნებისგან გამომდინარე, ეს შეუძლებელი ხდებოდა.
ყველამ იცოდა, როგორი ჭკვიანი, პატიოსანი და ლამაზი სულის პატრონი იყო. ალბათ რამდენ მათგანს ეგონა, რომ ეს გოგო ეკალივით უკარება იყო. ასე იმიტომ ხდებოდა, რომ ყურადღებას არავის უთმობდა ზედმეტად. ყველას მეგობრული თვალით უმზერდა, ეს ხომ ასეთი შესამჩნევი იყო. თუ ვინმე გააბრაზებდა, ფეთქდებოდა ბრაზისგან, მშვიდად მაგრამ მწარედ გასცემდა ადრესატს პასუხს. ისეთ პასუხს, რომ ცემას უდრიდა.
სოფელში დაბრუნებულს დედამ შეეხვეწა, სწავლას და მუშაობას მერეც გააგრეძელებ, ახლა ეს განსაცდელი მარტო არ გადამატანინო და ცოტა ხნით ჩვენთან დარჩიო.
დათანხმდა თინათე. ოჯახის საქმეებს დაუბრუნდა, დედას და მამას ეხმარებოდა და ადგილობრივ ბავშვებს, სხვადასხვა საგნებში ამეცადინებდა კიდეც. თვეები გადიოდა და სულ უფრო და უფრო არ მოსწონდა მისი სიძე. ნაკლებს საუბრობდა ოჯახის წევრებთან და გონებითაც თითქოს თათულისთან კი არა, სხვაგან დაფრინავდა.
თითქმის ორი წელი გასულიყო მარგოს მკვლელობიდან და კოპალიანებს მაინც არ დაავიწყდათ მრისხანება. მერი კოპალიანი აღარ საუბრობდა. მხოლოდ მაგდას თუ გაესაუბრებოდა ხოლმე. შვილის ტკივილმა სულ მთლად დაამუნჯა.
ეგნატე კოპალიანი წლების განმავლობაში ისევ უსმენდა სხვათა ჩივილებს, სხვა რა ექნა, დრო იყო გონება სხვა რამით დაეკავებინა, თორემ მალე გაგიჟდებოდა. როგორ უყვარდათ მარგო? ბავშვობიდან ცივ ნიავს არ აკარებდნენ, დღეს კი საერთოდ აღარ ჰყავთ.
დროსთან ერთად, რწმენითა და ლოცვით შეეგუვნენ მომხდარს. სხვა გზა არ ჰქონდათ, ისინიც ადამიანები იყვნენ. იქაურ მაცხოვრებლებს როგორღაც მიავიწყდათ ამბავი, ცხოვრება ყველამ ჩვეულ რიტმში განაგრძო. ხან ახალი სიცოცხლე დაიბადა, ხან ისევ ვიღაც გარდაიცვალა, ახალი ოჯახი შიქმნა და ასე..
აღარ ჰქონდათ ფიქრის და მწუხარების თავი. ყველა ოჯახს თავისი საქმე ჰქონდა განსახილველი, მათ შორის კოპალიანებსაც. ოსე ოცდაექვსის გამხდარიყო. მარგოს შემდეგ ერთი წელი და თვეები გასულიყო. ოსეს ტკივილი, შურისძიების წყურვილი გულში გადაემალა ცოტა ხნით და ღიმილი ისევ შეძლო.
სანადიროდ უფრო ხშირად დადიოდა, გულს კი უხეთქავდა ფატიმა და ეგნატე კოპალიანებს, მაგრამ რა აზრი ქონდა ამ თავნება ბიჭთან საუბარს?
ტყეში წასულს გული უმშვიდდებოდა. წარმოიდგენდა, როგორ იპოვიდა კაკის და თავისივე ხელით ანანებინებდა მის არაადამიანურ საქციელს. ყველაზე დიდი ცოდვა იყო სვანეთში ქალზე ხელის აღმართვა. მითუმეტეს, საკუთარი ცოლის მკვლელობა. არავინ გაპატიებდა, არავინ დაგისვამდა გვერდით, ერთ სკამსა და ერთ ოთახში. ამიტომაც გაიქცა ბენდელიანი.. იცოდა, ვერ გადარჩებოდა.
ცხენზე ამხედრებული ქალაქში ბრუნდებოდა, ინოლა რომ მოსახვევში დახვდა.
-ოსე!- დაიყვირა გოგომ.
-სასაუბრო მაქვს შენთან.- განერვიულებული ჩანდა.
-რამე მოხდა?- ცხენიდან ჩამოსულმა ქუდი გაისწორა და მიუბრუნდა აკანკალებულ გოგოს.
-მოხდა. უკვე რამდენი წელი გავიდა, დროა ყველაფრის. აქამდე როგორ ვერ შემამჩნიე?- გოგო სლუკუნით ამოთქვამდა სიტყვებს და ცრემლებსაც ზედ აყოლებდა.
ბიჭი ჯერ დაიბნა, მერე კი ცოტათი გაბრაზდა, რა სულელია, აქამდე რომ ჩემი ნებით არ შეგამჩნიე, ესეიგი არც ვაპირებო, მაგრამ ამას ხომ ვერ ეტყოდა ატირებულ გოგოს?
-ინოლა, მომისმინე. წლებია ისე გიყურებ, როგორც ჩემს ირაიდას. მითხარი აბა, როგორ შევცვალო ეს? ვერ მოგატყუებ და ვერ დაგაიმედებ რამით, სიტყვას ვერ გადავახტები!- ხელები მხრებზე მოკიდა და მთელი გულწრფელობით უხსნიდა, არ უნდოდა ეტკინა მისთვის.
-კი მაგრამ როდემდე უნდა იარო მარტო?! ცოლის მოყვანას არ აპირებ? ვერა ხედავ, მთელი სოფელი შენ შემოგცქერის, ყველა გოგოს შენზე უდგას თვალი. საღლიანების გოგო მარჩიელთან წავიდა და ასე უთქვამს მისთვის, კოპალიანების გვარი გიწერია მომავალშიო. მითხარი, მე როგორღა დავმშვიდდე?- გოგოს სიტყვებზე გულიანად მოუნდა ხარხარი, მაგრამ რა მისი შესაფერისი საქციელი იყო? ერთი სული ჰქონდა, მალე დაემთავრებინა საუბარი და სიცილი შეძლებოდა.
-იქნებ და ის საღლიანი გეგიმ უნდა მოიყვანოს, ისიც კოპალიანი არ არის?- ოდნავ მოზრდილ წვერში ჩაეღიმა, მგლისფერი თვალ-წარბი ეშმაკურად აუთამაშდა და მწკრივად თეთრი კბილები მიანათა ქალს.
ცოტა აკლდა საცოდავს და წაიქცეოდა. ყოველთვის კი არ ჰქონდა იმის შესაძლებლობა, რომ ოსესთან ესაუბრა.
-არა, დარწმუნებული ვარ შენ უყვარხარ.-ჯიუტად გააქნია თავი.
-მაშინ გადაეცი, ჩემი გული მისთვის მზად არ არის.-
-აბა ვისთვის არის მზად?- ნაწყენმა დაიყვირა.
-რომ გავიგებ, შენც და საღლიანსაც პირველებს გეტყვით.- ცოტა უხეშად გამოუვიდა ნათქვამი, მაგრამ რა ექნა, არ მოეშვა გოგო.
-ბოლოს, უკვე აღარავის რომ მოეწონები, მე მომაკითხავ, მაგრამ გვიანი იქნება!-
-თუ ეს გულს დაგიმშვიდებს, მაშინ გული იმით მოიფხანე გოგონებთან, ოსე ბოლოს მაინც ჩემთან აპირებს მოსვლასო.- სიცილს ვერ იკავებდა. ცხენზე ამხედრდა და ისე, სიცილით გაუყვა სახლისკენ გზას. ბინდდებოდა სვანეთში, ლამაზი სანახავი იყო პირქუში მთები, მწვერვალები.
სახლში შესულს ფეხზე მდგომი ეგნატე დახვდა. აფორიაქებული ჩანდა ამჯერად. როგორღაც, ცხოვრებას აგრძელებდნენ, უბრალოდ უფრო მეტი ტკივილით.
-დედა როგორ ხარ?- როგორც ჩვეოდა, თავზე აკოცა ფატიმას და მამას მიუბრუნდა.
-დაჯექი.-თქვა დინჯდად.
-ისევ ნადირობაზე ვაპირებთ საუბარს?- სავარძელზე მოკალათდა და მობეზრებული ხმით ამოთქვა ოსემ.
-მალე სანადიროდ დრო სულ აღარ დაგრჩება.- მკაცრი ხმა ჰქონდა ეგნატეს.
-გასაგებია, ანუ ნადირობაზე თუ არა ცოლის მოყვანაზე და დაოჯახებაზე უნდა მესაუბროთ არა?- ბიჭს ისევ ეცინებოდა.
-რა მოგივიდა, რა სიცილის ხასიათზე ხარ?! არც ერთი და არც მეორე!-გაბრაზდა მამა.
-გისმენ, რაშია საქმე.- დასერიოზულდა და წარბშეკრული განაგრძო მამის მოსმენა.
-სამარგალოდან დარეკეს. ჩვენი ნათესავები ხომ იცი, კოპალეიშვილები. ერთი გვარის წარმოშობა გვაქვს.-
-კი, ვიცი. მერე?-
-მის მეზობლად დასახლებულა გურანდა ბენდელიანი. ჩვენი ნათესავი სტუმრად მიდიოდა ბენდელიანებთან, აღმოაჩინა, რომ მაგათი არაკაცი ბიჭი ჩვენი სიძე იყო. ერთ საღამოს, კაკის ტელეფონით ესაუბრებოდა თურმე ქალბატონი. ხევსურეთში, ჭინჭარაულებთან გადაუმალავს მისი ვაჟკაცი ბიჭი და როგორც ჩვენ ვთქვით ლამაზად მოვუტყუებივართ.-
ასე იყო სვანეთში. დანაშაულიდან ორი თვის განმავლობაში დაზარალებული დროს აძლევდა დამნაშავის ოჯახს, მათ უნდა გადაეწყვიტათ რას უზამდნენ თავიანთ ოჯახისწევრს, მაგრამ რადგან დამნაშავის დედას ბევრს ვერაფერს ეტყოდნენ, კოპალიანებმა შემდგომში დაიწყეს თავიანთი კანონით მოქმედება.
ოსეს ბრაზისგან ხელები აუკანკალდა.
-ზუსტი ადგილი?- ჰკითხა დაჟინებით.
-დამშვიდდი, სანამ მე არ ვიტყვი, ხელს არ გააქანებთ.- იგრძნო მისი შვილის განრისხება.
-მამა, მეტად ნუღარ გავაჭიანურებთ..- ხელი სავარძელს დაჰკრა და ფეხზე წამოდგა.
-შვილო დაწყნარდი, თავს რამე არ აუტეხო. მოდი ივახშმე და მერე ვისაუბროთ.-ფეხზე წამოდგა ქალბატონი ფატიმაც.
-იმ ურჯულოს ცოცხალს გადმოიყვანთ სვანეთში. მთელი სვანეთის წინ უნდა შერცხვეს და მოინანიოს.-
-რას ნიშნავ მოინანიოს?!-
-ისე გააკეთებთ, როგორც ამას მე გეტყვით!-დაიჭექა ეგნატემ და ოსესაც პასუხი არ დაუბრუნებია, ისე შევიდა ოთახში მოსამზადებლად. ჩანთაში გამოსაცვლელი ტანსაცმელი ჩაყარა. თოფი და დანა შეამზადა, ნაბადი მოიხურა და უკვე მზად იყო.
-შვილო, რას აკეთებ, დილამდე მოითმინე!- ფატიმას სულ არ უნდოდა მისი შვილის გაშვება.
-ძმაო რა ხდება?- ირაიდა საძინებლიდან გამოვიდა.
-ყველაფერი კარგად იქნება. თქვენ თავს მიხედეთ, მე მალე დავბრუნდები.- დას და დედას შუბლზე აკოცა.
-გახსოვდეს, როგორც გითხარი ისე მოიქეცი. ბრაზს არასდროს მისცე უფლება, გაკონტროლოს. პირიქით, არამარტო ბრაზი, არამედ შენი ყველა გრძნობა და შეგრძნება უნდა აკონტროლო. მაშინ ჩავთვლი, რომ ისეთივე ძლიერი ხარ, როგორიც ჩვენს მაცხოვრებლებს ჰგონიხარ!- მამის სიტყვებზე ჩაეღიმა.
-"ვიდოდეთ ერთობით, სახლსა ღვთისასა!"- ოსემ კოპალიანების საგვარეულო დევიზი სიამაყით წარმოთქვა.
ბატონი ეგნატე გულში სადღაც მაინც ამაყობდა, ასეთი შვილი რომ ჰყავდა. იცოდა, მისი მსგავსი მეორე არავინ რომ არ იყო ქალაქში და ეს ადიდგულებდა.
-დათა ფანგანი წამომყვება, გეგის არაფერი უთხრათ, იმიტომ არ მიმყავს, რომ იქ მისული ჭკუას დაკარგავს და შემოაკვდება ის უბადრუკი. უთხარით ოსე სანადიროდ წავიდაო.-
-სწორად გიფიქრია, გაიგე ფატიმა? სიტყვა არ დაგცდეთ.- გააფრთხილა ოჯახი.
ფატიმა ისევ უკმაყოფილო იყო შვილის ამ დროს წასვლით. ვერ ეგუებოდა.
-ზუსტი ადგილი მამა?-
-შატილი ოსე.- ფატიმამ ერთი ამოიოხრა, ამ სიშორეზე უშვებდა შვილს. კი მაგრამ, ტყეში მტაცებლებთან რომ მიდიოდა მაშინ არ ეშინოდა? როგორ არა, უბრალოდ ახლა უარესი ამბავი ტრიალებდა მათ თავს.
-ჭინჭარაულების ახლოში არ გავიკითხავ, რამე არ იეჭვონ.-
-ჰო, ასე უნდა მოიქცე. შეათვალიერე იქაურობა, ეცადე პირველი არ შეგამჩნიოს, თორემ საქმე ჩაგივარდება. შორიდან მოუარე მტერს, დააკვირდი სად არის, რას აკეთებს და მერე ჩაავლე.- დარიგებებს მოჰყვა მამა, მიუხედავად იმისა, რომ ოსემ ყველაფერი მშვენივრად იცოდა.
-ჩემი წასვლის დროა.- ოჯახს დაემშვიდობა.
-ბრაზი აკონტროლე და თავს ამით გაუფრთხილდები.- უთხრა ეგნატემ უზარმაზარი აივნიდან. ოსემ მანქანა დაძრა და დათა ფანგანის სახლისკენ გაემართა. დათა და მან ბავშვობიდან მეგობრობდნენ, გაუკვირდა მისი მოუთვინიერებელი მეგობარი ცხენით რომ ვერ შენიშნა და მანქანით დაადგა თავზე.
-რა ხდება?- იკითხა მანქანაში დაჯდომისთანავე.
-შატილში მივდივართ.-
-რა? ქალის მოსატაცებლად მიგყავარ?- დაიყვირა შეცხადებით.
-სისულელეებს ნუ როშავ, აზრზე მოდი, ხუმრობის დრო არ მაქვს.-
-ასე მგონია შენ ხუმრობ, ამიხსენი რა გესაქმება ხევსურეთში.- დათაც მაშინვე დასერიოზულდა და სულ დადუმდა, როცა გაიგო რა მძიმე საქმეზე უწევდათ წასვლა. მათ ხელში იყო ის საქმე, რასაც ორი წელია კოპალიანები გადაჰყოლოდნენ და როგორც იქნა, ეს დღეც დადგა.
საათები გადიოდა და ღამეს დღე ერეოდა. ცოტა ხნით შეისვენეს და გზა მალევე განაგრძეს. დიდხანს მოუხდათ მგზავრობა, მაგრამ ხევსურეთის მხარეს როცა მიაღწიეს, მიხვდნენ, სიჩქარის გამო მოსალოდნელზე ადრე რომ მისულიყვნენ ადგილზე. დილა იყო, მინდორს ცვარი ფარავდა, მთებს კი ნისლი. სულ სხვანაირად მოხვდათ ეს უცხო ჰაერი მათ ფილტვებს. ხალხს ქრისტიანობა ეტყობოდა და სიწმინდე, ეს თვისებები მთიელ ხალხს ყოველთვის ყველაზე მეტად აერთიანებს.
მზის სხივებმა თვალი მოჭრა ოსე კოპალიანს, მის მეგობარს გახედა, საცოდავად რომ ჩასძინებია.
-დათა, გაიღვიძე!- მიჰკრა ხელი. დათაც მაშინვე მოფხიზლდა და პირი დააღო როცა გააცნობიერა, რომ საგრძნობლად გათენებულიყო და მზეც უკვე კარგად აჭერდა.
-შატილს ვუახლოვდებით.-
-იქ ნამყოფი ხარ?- ნამძინარევი ხმით იკითხა მეგობარმა.
-არა, ლოკაციით ვხვდები.- ჰორიზონტისთვის თვალი არ მოუშორებია.
შატილის ეროვნულ ძეგლთან მიახლოებისას ორივე აღფრთოვანდა ხევსურეთის სილამაზით, მაგრამ ამის გამოსახატავად არცერთს არ ეცალა. გონებაში მათი ადგილი უფრო მნიშვნელოვან თემას ეჭირა.
ლამაზი იყო ხევსურეთი. თვალს მოგჭრიდა სიმწვანე, შატილთან ჩამომავალი მდინარე და ბუნება. სხვა სახე ჰქონდა ყველაფერს, სვანეთთან შედარებით, მაგრამ ოსე თავს მაინც ისე გრძნობდა, თითქოს მეზობელ სოფელში გადმოვიდა და იქაურობას ათვალიერებდა. იქნებ ისევ მთები უტყუებდნენ თვალებს? იქნებ ამიტომაც ვერ გაარჩია მშობლიურისგან ეს მხარე. ძალიან კი განსხვავდებოდა, მაგრამ მთავარი ის იყო, ეს ორი მხარე ერთ მთებზე გადიოდა.
თვითონაც კავკასიელი იყო და აქაური ხალხიც. კავკასიელობა ყველგან და ყველაფერში დაჰყვებოდა სიმამაცით სავსე ოსეს.
მანქანიდან გადმოსულებს, თავზე შავი საბურავი ემოსათ, თავს იზღვევდნენ, რომ არ შეემჩნიათ. შატილის მახლობლად, სოფელში მისულებმა პირველი სასტუმრო გაიკითხეს. სანამ კაკის კვალს მიაგნებდნენ, დრო სჭირდებოდათ და თანაც, უკან დასაბრუნებლადაც დიდი დრო იყო საჭირო.
დღისით საქმეს ვერ გააკეთებდნენ, ვინმე დაინახავდათ.
-უფალი შეგეწიოთ, აქ სასტუმროს სად ვიპოვი?- ჰკითხა დათამ მაგიდასთან ჩამომჯდარ კაცებს. ყველამ ერთი ადამიანისკენ გაიხედა, "შენთან არიანო."
-მე მაქვს სასტუმრო, მხოლოდ თქვენ ორნი ხართ?-
-კი, ჩვენ ვართ.-
-რამდენი დღით?- კაცმა ეჭვისთვალით აათვალიერა ორი ახალგაზრდა ვაჟი, მაინც არავის ენდობოდნენ იმდენად. თანაც, ორივე საეჭვოდ გამოიყურებოდნენ.
-ერთი.- საცდელად უპასუხა დათამ.
-გამომყევით.- დაუბუხუნა კაცმა და წინ წავიდა. ბიჭებმა ერთმანეთს თვალით ანიშნეს და კაცს გაჰყვნენ. დათამ ანიშნა, ხომ არ გვეკითხა კაკის შესახებ ამ კაცისთვისო, მაგრამ ოსემ თვალები ისე დაუბრიალა, მაშინვე წარმოსახვითი ელვა შეიკრა პირზე.
-რისთვის მოხვედით შატილს?- იკითხა კაცმა უკანმოუხედავად.
-ბარისახოში ვიყავით სტუმრად ჩვენს მეგობართან, გვირჩია საქართველო ისე არ დატოვოთ შატილი რომ არ ნახოთო და ჩვენც აქეთ წამოვედით, მაინც ახლო იყო.-
-კარგი გიქნიათ.- მხოლოდ ეს გაიმეტა მკაცრმა მასპინძელმა და სასტუმროს კარებს მიადგა.
-ეს ჩემი საოჯახო სასტუმროა, ისე იგრძენით თავი, როგორც საკუთარ სახლში. მოგვიანებით შემოგივლით, მანამდე ჩემს ცოლ-შვილს გავაფრთხილებ, თქვენთვის სადილი და ვახშამი მოამზადონ.-
-ღმერთი შეგეწიოს! თქვენი სახელი?- ჰკითხა ოსემ.
-ჩვენთან გვარს ვეკითხებით ხოლმე. დავით ფიცხელაური გახლავართ და თქვენი სახელები?- კაცს არც ახლა გაუღიმია.
-ოსე კოპალიანი.- ხელი გაუწოდა.
-დათა ფანგანი.- კაცმა ჯერ ორივე აათვალიერა და ხელი შემდეგ ჩამოართვა.
-სვანებს აქ რა ესაქმებათ?- ტუჩის კუთხე ღიმილმა გაუტეხა.
-მთებმა გადმოგვიყვანეს. კავკასიონს გადაუწყვიტავს, ჩვენი აქ მოსვლა.- ოსემ მრავლისმთქმელად გაიღიმა და კაცს მზერა არ მოაცილა. საინტერესო პასუხით დაინტრიგებულ დავითს ერთი გაეღიმა და ორივე სასტუმრო ოთახში დატოვა.
-გვარები რომ ვუთხარით, სახიფათო არ არის? არ დაგვძრახოს.- დათამ წამოიძახა.
-აქაური ხალხი არ დაგძრახავს, რომც ასე მოხდეს, ის შორს მაინც ვერსად გაგვექცევა.-
საღამოვდებოდა, სადღაც ექვსი საათი იყო, დათაც და ოსეც რომ დაღლილები ისევ დაიარებოდნენ სოფელში. სახლებს და ოჯახებს შორიდან უდგებოდნენ, ეჭვი რომ არ გამოეწვიათ. ჯერ კიდევ ვერ ეპოვნათ რაიმე კვალი მაგრამ დანებებას არ აპირებდნენ, ორი დღეც რომ ყოფილიყო საჭირო, დარჩებოდნენ.
დაღლილმა ოსემ თვალით წყარო შენიშნა, ძალიან სწყუროდა. ბალახებში გზას იკვალავდა და ისე მიდიოდა ცივი წყლისკენ, იმ ადგილს ხეებიც ფარავდა.
წყაროსკენ ნაბიჯები აუჩქარა, როცა აღმოაჩინა რომ იქაურობა ცარიელი არ იყო. წყაროსთან ზურგით გოგო იდგა და ჭიქიდან წყალს სვამდა.
-შეგარგოს.- უცხო ხმისგან შეშინებულ გოგოს ჭიქა ხელიდან გაუვარდა და ქვაზედ გაუტყდა.
-ვინ ხარ?!- იყვირა უხეშად.
-მწყურვალი მხედარი.- ოსეს არ უყვარდა უხეში ქალები, კი გაეგო, ადამიანს შეეშინდა, მაგრამ რა საჭირო იყო ასეთი ამრეზით ცქერა და უხეში პასუხი?
-მერე არ იცი, რომ კაცი როცა წყალს სვამს არ უნდა შეაშინო?!- მაშინვე გასცა პასუხი ჭრელკაბიანმა.
-არც კი მიფიქრია, რომ შეგეშინდებოდა.- გოგომ მხოლოდ ერთხელ გამოხედა ბრაზით და წყლით სავსე დოქს მიუბრუნდა.
-გაუთლელი..-ჩაიბურტყუნა ჩუმად, მაგრამ ოსეს ყურს მაინც არ გამორჩა.
-თუ გეშინია, მაშინ მარტო რატომ დადიხარ ამ მიუვალ ადგილებში?- ბიჭიც გაღიზიანდა, რა ექნა მოუწია უხეშობა.
-ვინ თქვა რომ მეშინია?- ისევ მოტრიალდა ჭრელკაბიანი გოგო.
-მისმინე, ასეთ ადგილებში სიარული კარგი არ არის. ან ჩეჩენს, ან კიდევ ხევსურს გადაეყრები.- გოგოს ერთხელ ირონიულად ჩაეცინა.
-აქ გაზრდლის ასწავლი მაგას?-
-აქაურს არ გავხარ.- გაბედულად უთხრა კოპალიანმა.
-როცა არ იციან, არც საუბრობენ.- მკვახედ მიუგდო გოგომ. სულ გააღიზიანა ამ ჯიუტი გოგოს საუბარმა.
-რა გქვია?- გოგო უკვე გზას მიუყვებოდა, კითხვა რომ შემოესმა. ერთი სული ჰქონდა ეს უცხო პირი მოეშორებინა თავიდან.
-და შენ ვინ ხარ?! არც შენ ხარ აქაური.-
-რა იცი, იქნებ ხევსური ვარ.-
-ხევსური რომ იყო არ გამაფრთხილებდი. აქ ყველამ იცის, ჩეჩნებიც და ხევსურებიც რომ იტაცებენ ქალებს.- ოსე პასუხზე მიუხვდა, ჭკვიანი ქალიაო, მაგრამ მაინც ალმაცერად უყურებდა, არ უყვარდა ქალის ფიცხი ხასიათი.
-ოსე კოპალიანი.- დღეს უკვე მეორედ გაიმეორა ბიჭმა.
-სვანი ხარ?-
-კი.-
-თინათე მქვია, ფიცხელაური! მაშინ სვანო, მინდა გითხრა რომ ფრთხილად იყო, რადგან ხევსური ქალები მტაცებლებზე უარესები ვართ.- გოგომ ბოლო სიტყვები მიუგდო და თვალთახედვას მოსცილდა.
ბიჭს წყურვილი სულ დაავიწყდა, ისე გაბრაზდა. მოსაღამოვების პირი იყო, სასტუმროში როცა დაბრუნდა. დათა უკვე იქ იყო.
-სასტუმროს უფროსმა ვახშამზე დამეწვიეთო.- მისვლისთანავე უთხრა დათამ. აღარ გამოუცვლია, ისე გაიყოლა მეგობარი სასტუმროს რესტორნისკენ.
დავითი იქ დახვდათ, ხევსურული ლუდით და სუფრაზე ხინკლებით. ორივეს შიოდათ.
-საღამომშვიდობის.- თქვა სამივემ, როცა სუფრას მიუსხდნენ.
-როგორ მოგწონთ შატილი?-
-საუცხოოა.- ამჯერად დათამ ამოიღო ხმა.
-მაშინ ჩვენებური ხინკალი გაგვისინჯეთ.- დავითმა ხინკლით სავსე თეფში მათკენ გასწია.
-როგორც მითხარით, საქართველოს დატოვებას აპირებთ. საით გაგიწევიათ?- იკითხა ეჭვით დავითმა.
-ყაზბეგით უნდა წავიდეთ, ლარსის საზღვარი უნდა გადავკვეთოთ.- არ დაიბნა კოპალიანი.
-მაშ, რუსეთში მიდიხართ?-
-დიახ.-
-რომელ ქალაქში?-
-კრასნოდარში.-
-საინტერესოა.- ფიცხელაურმა ჩაახველა. -თინათე, ხაჭაპური მიართვი სტუმრებს!-
-მოვდივარ.- გაისმა თინათეს ხმა და გამოსვლისთანავე იცნო კოპალიანმა. ამ გოგომ არ მოუშხამა ხასიათი დღეს?
-გემრიელად მიირთვით!- ბიჭებისკენ გახედვასაც არ აპირებდა როცა ოსემ ხმა ამოიღო.
-ლამაზი ქალიშვილი გყოლიათ.- ამ სიტყვებმა ექოსავით გაიჟღერა სუფრაზე. დავითს უფრო მეტი ეჭვი გაუჩნდა. ვაი თუ მატყუებენ და ჩემი თინათეს გამო მოვიდნენ ამხელა გზაზეო.
გაოცებული, გაბრაზებული სახით გაიხედა თინათემ ოსესკენ. მაშინვე იცნო და გულში ათასჯერ დასწყევლა. მამის წინ ეს როგორ გაუბედა?!
-შენ კიდევ გაბედული ბიჭი ყოფილხარ, კოპალიანო.- დავითმა მოკლე, მაგრამ მკაცრი პასუხი გასცა. დათამ ხელი მაგიდის ქვეშ წაკრა მეგობარს, გეყოფა, გონზე მოდიო. მიუხვდა ნათქვამს ოსე. ვინ გაბედავდა ქალიშვილის მამასთან ამის თქმას? თანაც უცხო, არსაიდან გაჩენილი. ალბათ ხევსურმა ამით გააფრთხილა, მეტი არ მოგივიდესო.
თინათეს ერთხელ შეხედა თვალებში მტრულად და ისევ მამამისს მიუბრუნდა.
-მე წავალ, კაკის და თათულის დავეხმარები ოთახის მოწყობაში.- სწრაფად ამოთქვა დაბნეულმა გოგომ.
-ფრთხილად იყავი.- დავითის პასუხი სულ აღარ ესმოდა ოსეს. ის გაიგონა, რასაც არ ელოდა. ყურთასმენა დაუქვეითდა თითქოს. რაო? კაკიო?! ახლა ზუსტად იცოდა, სადაც უნდა ეძებნა. ბრაზისგან ადუღებულ სისხლს ლუდი დააყოლა და ოდნავ დამშვიდდა. გულს ინუგეშებდა, ოღონდ ახლა გაჩერდი და ბრაზი აკონტროლეო. მეგობარს ერთხელ გახედა და ამოისუნთქა.
-მადლობას მოგახსენებთ მასპინძლობისთვის, ფიცხელაურების ოჯახს.- ოსემ აღარ შეაყოვნა და ფეხზე წამოდგა.
-უფალმა გზა დაგილოცოთ.- დავით ფიცხელაურს ბოლომდე ის შიში და ეჭვი გაუმძაფრდა, რომ ეს ბიჭი თინათეს გამო მოადგა შატილს და შესაძლებელი იყო მისთვის ქალიშვილი მოეტაცებინათ. განა არ მომხდარა მათ სოფელში ასე? ერთხელ გაუღო სასტუმროს კარი თბილისელ ბიჭს და იმანაც მათი მეზობელი გოგო მოიტაცა. ბიჭებმა რესტორანი დატოვეს და სასტუმროსკენ წავიდნენ.
-აქ არის.- მრისხანებით თქვა მაშინვე ოსემ. მარგოს სახე თვალებიდან არ ამოსდიოდა.
-უნდა ვუთვალთვალოთ. გარეთ როგორც კი გამოვა, თუნდაც ამაღამ, უნდა ჩავავლოთ.- დათამ გეგმასავით დაალაგა.
თერთმეტი ხდებოდა, ხევსურული მთები რომ უფრო დაბნელდნენ და საზარელი შესახედაობა შეიძინეს. ისეთი ღამე იყო, კარგად არცერთს დაეძინებოდა. ბიჭები აივანზე იდგნენ და ფიცხელაურების სახლს გაჰყურებდნენ.
ოსე აკვირდებოდა, სახლიდან ვინ გამოდიოდა ან შედიოდა. სახლის აივანზე გამოსული თინათე დაინახა, უზარმაზარი კარადიდან ფანდური აიღო.
-თინათე, სახლში შემოდი!- მოისმა დავით ფიცხელაურის ხმა. დღეს მეტად უფრთხილდებოდა თინათეს. ასე არასდროს მოქცეულა და თინათესაც უკვირდა, რა დაემართაო. შეშინდა, ქალიშვილი არ მომტაცოს, იმ მგლისფერმა სვანმაო.
სახლში შესულ თინათეს, უკან თათული და კაკი ფეხად გამოჰყვა. გული აუთამაშდა სვანს, კაკის დანახვაზე. მერე კი ეგნატეს სიტყვები გაიხსენა, ბრაზმა კი არა, თვითონ შენ უნდა აკონტროლებდე ბრაზსო.
-ვხედავ.- გადაუჩურჩულა დათას. -ნივთები ჩაალაგე და მანქანაში ჩაიტანე, იარაღი მე მაქვს.- ისე უთხრა, კაკისთვის მზერა არ მოუშორებია.
-კაკი, საყვარელო, თბილისში რომ ჩახვალ, არ დაგავიწყდეს თეთრი ფერის წამოიღე, ჩვენს ოთახს მოუხდება. აბა, ბედნიერი გზა!- თათულის ხმა იყო. მის უნამუსო ქმარს გასძახა და სახლში შევიდა.
ოსე კოპალიანს ფერი სულ გადაუვიდა სახიდან, როცა გააცნობიერა, რომ ნაგავ ბენდელიანს მარგოს შემდეგ კიდევ ეცადა დაოჯახება და საერთოდ რაიმე სახის ოჯახობრივი ნაბიჯი. მარტივად მიხვდა, რომ სასტუმროს მეპატრონის ქალიშვილი მოეყვანა ცოლად.
სისხლი აუდუღდა, თვალები სულ მთლად გაუშავდა და ახლა ნამდვილად ჰგავდა მგელს. იცოდა, ვეღარაფერი გააჩერებდა. საუკეთესო მომენტი ჰქონდა ხელთ, ოჯახს ეგონა, მშვიდობით გააცილეს კაკი ბენდელიანი თბილისში, თუმცა ვინ რა იცოდა, რომ სასტუმროდან სვანები უთვალთვალებდნენ.
ოთახში საჭიროზე მეტი თანხა დაუტოვა დავით ფიცხელაურს მასპინძლობისთვის და კარი გამოიხურა.
ფიცხელაურების უკანა ეზოში, კაკი მანქანაში ჯდებოდა, როცა დათამ და ოსემ ერთად ჩაავლეს.
-წელი და თვეები გეძებდით.. არცერთი დღე არ შეგრჩენია მარგო კოპალიანის სისხლი და არც ახლა შეგრჩება შე ნაბ*****ო!- ბენდელიანმა მაშინვე იგრძნო შიში. ფერი გადაუვიდა, როცა სახეზე ბნელი ნაჭერი ჩამოაფარეს და ძლიერად ჩაარტყეს რამოდენიმეჯერ. ოსე კოპალიანის ხმა იცნო, ბოლოს კი ძლიერი დარტყმით თავში, გაითიშა. ფრთხილობდნენ ბიჭები, ისე რომ არავის შეემჩნიათ.
მანქანაში ტენიდნენ გათიშულ ბენდელიანს, სახლიდან გამოსული, საჯინიბოსკენ მიმავალი თინათე რომ შეეჩეხა კოპალიანის მრისხანე, შავ თვალებს. შავი, საკმაოდ გრძელი თმა, მოზრდილი წვერი, სწორი ცხვირი და გრძელი წამწამები ჰქონდა კოპალიანს. ისეთი, მალე რომ არ ამოგივიდოდა გონებიდან.
-შენ? რას აკეთებთ?! კაკი!- გოგოს სასოწარკვეთისგან ხმა ჩაუწყდა. ძალა გამოერთვა, არ იცოდა რა გაეკეთებინა. ხმაც არ ამოსდიოდა, რომ ეყვირა.
-ხმას თუ ამოიღებ, შენთანაც მოვბრუნდები!- დააშინა კოპალიანმა. როგორ ეზიზღებოდა ასეთი საქციელი, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა. იმ გოგოს ხმაც რომ ამოეღო, უკან მუქარის გამო ქალს არასდროს მიუბრუნდებოდა. არასდროს აიღებდა მასზე ხელს ან დააშინებდა. ახლა ის მომენტი იყო, თუ ვინმე მათ ხმას გაიგებდა ამ სიბნელეში, ყველაფერი წყალში ჩაეყრებოდათ.
იდგა შეშინებული, სასოწარკვეთილი თინათე და არ იცოდა რა ეღონა. ოსეს მანქანაში ჩაჯდომის ბოლო წამამდე, თვალი არ მოუცილებიათ ერმანეთისთვის. თუ ერთი იყვირებდა, იქნებ იარაღიც ამოეღო ამ უცხო ბიჭს.
ოსემ მანქანა სწრაფად დაძრა და ადგილს მოსწყვიტა. შუაგულ, ბნელ მინდორში მდგომი თინათე უკან სახლში ვერ შებრუნდებოდა. გული უგრძნობდა, კაკის კარგი არაფერი ელოდა და რაც არ უნდა არ მოსწონებოდა იგი, ის მისი დის საყვარელი ადამიანი და ქმარი იყო, ამიტომ როგორც სჩვეოდა, მის საყვარელ ადამიანებს ოღონდ არ სტკენოდათ, ყველაფერს გააკეთებდა მათთვის. თანაც, თათულისთვის ახლა ნერვიულობა არ შეიძლებოდა. ვერც დედ-მამას გაანერვიულებდა.
კაკის მანქანა ცარიელი იყო. როგორც კი აზრი მოუვიდა, განხორციელებას შეუდგა. საჭესთან მოთავსდა და ოსე კოპალიანის მანქანას გაჰყვა უკან. ასეთი იყო, შეიძლება ეშინოდა, მაგრამ მაინც გააკეთებდა. თუ ერთი აზრი გაუვლიდა თავში ღირებული, არაფრით დაკარგავდა მას. ამიტომაც გადაწყვიტა მათ გაჰყოლოდა, ეს მისთვის საუკეთესო შანსი იყო.
მოკლე გზით ისე შემოიარა, ბიჭებს რომ არ შეემჩნიათ იგი და ბოლოს იმდენი იარა, რომ მაგისტრალზე ამოყო თავი. საათები მგზავრობდნენ. ოსე კოპალიანს მკვლელთან ერთად სუნთვაც კი უჭირდა მანქანაში. ერთი სული ჰქონდა, მამის სიტყვას როდის აღასრულებდა, მარგოს სულს როდის მიანიჭებდა თავისუფლებას.
გზა დასავლეთით, მთიანი მესტიისკენ მიდიოდა და თითქოს არც სრულდებოდა.
ერთხელ უკვე ყოფილა ქალბატონი თინათე მესტიაში, როცა უნივერსიტეტში სწავლობდა. ახლა კი, სულ სხვა რამეს მიჰყავდა იქითკენ, ხიფათსა და შიშს.
არ იცოდა, იქ მისულს რა დახვდებოდა, მაგრამ მნიშვნელობა არ ჰქონდა. კვალი არ უნდა დაეკარგა. ორჯერ აებნა კიდეც მათი მანქანა, მაგრამ მერე მაინც შორი-ახლოდან წამოეწია. ყოჩაღი გოგო იყო ყველაფერში, წამითაც არ უფიქრია უკან დაბრუნება. სხვები ამ საქციელს უდიდეს სისულელედ ჩათვლიდნენ. ვინ გაეკიდება გამტაცებელს უკან?!
ამ აზრმა მგზავრობაში უკვე სამჯერ შეაწუხა, მაგრამ მალევე უკუაგდო, რადგან ამის დრო არ იყო.
ბენდელიანის გათიშვა უკვე ორჯერ მოესწროთ, მესტიის შესასვლელს რომ მიაღწიეს.
გათენებულიყო. უძილობისგან თინათეს თვალები ჩაშავებოდა.
მთები ისევ ბედის ირონიით იღიმებოდნენ, ჩუმად, იდუმალად და თითქოს ყველაფერი იცოდნენ, რაც შემდეგ უნდა მომხდარიყო.
შატილში გაღვიძებულ ფიცხელაურებს, თინათე საძინებელში არ დახვდათ. სად არ ეძებეს და ვერ მიაკვლიეს კვალს. გადაირია დავით ფიცხელაური. გოგო მომტაცესო! გაიძახოდა. მერე სულ დარწმუნდა, სასტუმროში არც სვანები რომ არ დახვდნენ. გული მოეწურა, სულ მთლად გადაწითლდა ბრაზისა და მრისხანებისგან.
-თუ უყვარდა, ვერ მითხრა ვაჟკაცურად? ხელი ვერ მთხოვა? ეს რა საქციელია?!- მთელ სოფელს ესმოდა იმ დღეს დავითის ხმა. მისი მეუღლე ნერვიულობისგან გაითიშა. თათული კი შეშინებული ურეკავდა მეუღლეს, მაგრამ რატომღაც ტელეფონი იმასაც გამორთული ჰქონდა.
რადგან ეზოში არც კაკის მანქანა დახვდათ, მარტივად იფიქრეს თბილისში წავიდაო. რადგან არც თინათეს და არც საეჭვოდ უცნაური ბიჭების კვალი არ ჩანდა, იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ქალიშვილი მოსტაცეს.
ხვალვე გაემართებოდა სვანეთისკენ, კოპალიანების საძებნელად და რა დროც არ უნდა დასჭირვებოდა ამ საქმეს, მაინც იპოვიდა ორივეს.
მესტიაში ასულები რომ იყვნენ, უკვე გათენებული იყო. კაკის პირი აუკრეს და კოპალიანების სარდაფში გამოამწყვდიეს.
სახლში შესულ ოსეს, დედა მოეხვია.
-ღმერთს მადლობა, უვნებელი დაგვიბრუნდი შინ, შვილო..- ქალი ღმერთს მადლობას სწირავდა. ოსეს ოდნავ გაეღიმა, ამ დამღლელი დღეების მერე.
-სიტყვა შეასრულე ოსე. მართლა ისეთი ძლიერი ყოფილხარ, როგორც ამას ქალაქი ამბობს.- ეგნატე კოპალიანი ფეხზე წამოდგა, ოდნავი ღიმილით.
-მაშ, ასეა. მარგოს სისხლი არავის შერჩება- თქვა ნაღვლიანი, მაგრამ მაინც გაუტეხავი ხმით. -გეგი სად არის?-
-ცოტა ხნის მერე გავაგებინებთ ამბავს.- უპასუხა ეგნატემ.
-ჩამოვიყვანეთ, ჩვენი სიტყვა ავასრულეთ, მამა.- ისევ იმეორებდა ოსე.
-კი მაგრამ, ვინები ჩამოიყვანეთ?- გაკვირვებული ხმით შემოვიდა აივნიდან ირაიდა.
-მალე გაიგებ.- დედამ მოკლედ უპასუხა.
-რას ნიშნავს მალე გავიგებ? ეზოში გაიხედეთ, ეს ვინ გოგო მოგიყვანია ოსე?- ირაიდა გაკვირვებული აცეცებდა თვალებს.
ოსე ჯერ დაიბნა, რას მიედ-მოედება ეს გოგოო, მერე კი აივანზე გავიდა და ეზოში გაიხედა.
ზუსტად ის დახვდა, ვისაც ყველაზე ნაკლებად ელოდა. განრისხდა, გული სიბრაზისგან აუთამაშდა და თვალებიდან წამიერად ნაპერწკლებიც კი დაყარა თითქოს. ეს როგორ გამოეპარა თვალიდან?!
"ეს ჯიუტი, თხა გოგო!" ამბობდა გულში. ოჯახთან სიტყვა ვერ დაძრა, ისეთ გაურკვევლობაში დატოვა ოჯახისწევრები და კიბეებზე დაეშვა. ეზოში ჩქარი, აღელვებული ნაბიჯებით გავიდა.
-საერთოდ, თავში ოდნავ მაინც რამე გიყრია? გიჟი ხარ?! რა მოუშორებელი სენი ხარ ამ დღეების!- ბიჭი გაცოფებული იყო, გოგო მის წინ ამაყად იდგა. დაღლილი თვალებიდან ბრაზსა და ირონიას ერთად ასხივებდა და შუაზე აპობდა მის წინ მდგარ სვანს.
ნაწნავები ჩამოშლოდა. ხევსურული ჯვარი და ამოქარგული ორნამენტები კაბაზე, პირველად მოხვდათ კოპალიანების ოჯახს თვალში. ყველა მიხვდა, რომ აქაური არ იყო და ყველას ერთმა ლოგიკურმა აზრმა გაურბინა თავში.
-კაკი სად წაიყვანე, სწრაფად მითხარი თორემ პოლიციას გამოვიძახებ!-უშიშრად გაიჯგიმა ფიცხელაური.
-ასეთი უშიშარი ხარ ვითომ? საერთოდ იცი, აქაურებმა რომ გაიგონ ვინც ხარ, არავინ დაგტოვებს ცოცხალს!- ხელი მაჯაში ჩაავლო და სახლის უკან წაიყვანა ძალით. ასე არასდროს მოქცეულა, მაგრამ ოჯახისწევრების ფანჯრიდან მზერასაც ვეღარ უძლებდა.
-ცოცხალს არ დამტოვებს თურმე, რომელი საუკუნეა იცით?!- ისევ კითხვებით უტევდა, დანებებას არ აპირებდა სანამ კაკის ადგილსამყოფელს არ გაიგებდა.
-ვინ ხართ და რა გინდათ ჩვენი ოჯახისგან?! რატომ უმწარებთ ჩემს დას ცხოვრებას?! ფული გინდათ?-
-ფულიო..- ოსეს ნერვიულად ჩაეცინა.
-იმაზე ნუ საუბრობ, რაზეც წარმოდგენა არ გაქვს! შენ არაფერი იცი კაკიზე, ამიტომ გირჩევ ენას კბილი დააჭირო, სანამ აქაურებს გაუგიათ ვინ ხარ, თორემ უკან ცოცხალი ვერ გაბრუნდები, შენს ლამაზ ხევსურეთში.- ბიჭი შოკირებულ მდგომარეობაში იყო, ასეთი არაფერი ენახა, არც გაეგონა. ვერასდროს იფიქრებდა, ერთხელ შეხვედრილი გოგო თუ გამოეკიდებოდა, თანაც გამტაცებლის ამპლუაში მყოფს. უყურებდა და ფიქრობდა, რომ გიჟი იყო. რომელი გოგო გაბედავდა იმას, რაც თინათემ გააკეთა?!
გოგოს ნორმალურობაში დაეჭვებულს მორიგი კითხვა და აზრი ამოუტივტივდა გონებაში. არა, მალე აშკარად აუფეთქდებოდა გონება ამ ფიქრებით.
-გგონია შენი ან შენიანების მეშინია? მე აქ ჩემი ოჯახის დასაცავად წამოვედი და თუ საქმე ასეა, პირისპირ გავსწორდეთ!- უშიშარი იყო, ახლოს დაუდგა და თვალებს არ აცილებდა მგელსავით ბიჭს. გოგო მართლაც მელიას ჰგავდა, ერთი თვისება ჰქონდათ სხვადასხვა, მელიისგან განსხვავებით გაბედული და რისკიანი იყო.
გონება გამჭრიახი, მაცდური ჰქონდა. მგლისა და მელიის ჭიდილს გავდა მათი მზერები.
-მე არ ვიცი შენს ხევსურეთში რა ხდება, მაგრამ სვანეთში ქალებს არც ძალით და არც სიტყვით არ უსწორდებიან!- ოსემ ამაყად დახედა.
-ჩემს ხევსურეთში, ოჯახისთვის ყველაფერს აკეთებენ ქალიც და კაციც! ასე რომ მეც აქ ვარ. ამიხსენი, რა გინდათ და ისე მოვრიგდეთ!-
-ახლა გავგიჟდები!- ამოიჩურჩულა კოპალიანმა და თავი ხელებში ჩარგო. ამ ჯიუტ გოგოს ვერაფერი მოუხერხა, ვერა შეაგნებინა რა.
-შატილის ასულო, შატილში დაბრუნდი, სანამ უსაფრთხოდ ხარ.- მშვიდად ამოთქვა და სახლისკენ დააპირა მიტრიალება, მაჯაში რომ ჩაავლო თინათემ. სულ მთლად გადარია ბიჭი, ეს რომ გააკეთა.
-ფეხსაც არ მოვიცვლი! თუ საჭირო გახდება, თვეც კი გავჩერდები აქ, სანამ არ ამიხსნი რა ხდება!- გოგო ჯიუტად ერთ აზრზე იყო.
-გაოცებული ვარ!- თამაშისთვის ტაში დაუკრა ოსემ. -როგორ გაბედე და გამოჰყევი სრულიად უცხოს, თან ისე, მთელი გზა ვერ შეგამჩნიეთ.. ბრავო!- იღიმოდა ირონიულად და სიმართლე რომ ითქვას, ეს მართლა აოცებდა, მაგრამ ამასთან ერთად, ნერვებიც ეშლებოდა. "როგორ ვერ შევამჩნიე?!" კიცხავდა საკუთარ თავს.
-თემა ნუ გადაგაქვს, მიპასუხე. ვინ ხარ, რატომ მოხვედით შატილში? რა საქმე გაქვთ ჩვენს ოჯახთან და კაკისთან?- თუთიყუშივით იგივეს იმეორებდა.
უყურებდა ამ მელიასავით გოგოს და ხვდებოდა, რომ მარტივად ვერ მოიშორებდა თავიდან.
-ოსე! ნუთუ ხევსური ქალი მოიყვანე?!- კიბეზე ჩამოვიდა ფატიმა, ლამის წაქცეულიყო, ისე ნერვიულობდა. ეგონა მისმა ერთადერთმა ვაჟმა ხევსური ცოლი უცაბედად მოუყვანა და სადაც იყო დედამთილი გახდებოდა.
-დედა სახლში შედი, სასაუბრო მაქვს.- ორივეს წამიერად დენმა დაარტყა იმის გაფიქრებაზე, თუ რას ფიქრობდნენ მათი მშობლები. ეს სრულიად განსხვავდებოდა რეალობისგან. ქალი ძლივს შებრუნდა სახლში და კარიც გაიხურა.
უხერხულად შეიშმუშნა ფიცხელაური და ანთებული თვალები ისევ ოსეს მიანათა, პასუხების მოსასმენად მზად იყო.
-შენს ოჯახს წარმოდგენა მაინც აქვს იმაზე, თუ სად შეიძლება იყო?- ყველა ფიქრი უკუაგდო ბიჭმა და დინჯად დასვა კითხვა.
-კაკი თბილისში ჰგონიათ. მე კი არაფერი ვიცი, გარდა ერთისა. გუშინ, რესტორნიდან მოყოლებული, მამაჩემი ეჭვებით იყო სავსე შენს გამო. დარწმუნებული ვარ, ახლა ის ჰგონია, შატილში ჩემი გულისთვის ამოხვედი და შენს ქალად მომიტაცე.-
ასეთი იყო შატილის ასული, არც მეტი არც ნაკლები მელიას ჰგავდა და იმასაც ხვდებოდა, მისი ოჯახი რაზე იფიქრებდა და როგორ. მიუხვდა მამამისს, როგორ უფრთხილდებოდა ოსეს სიტყვების შემდეგ მას, აფრთხილებდა სადმე მიყრუებულ ტერიტორიას არ გაკარებოდა, სახლი არ დაეტოვებინა.. შეეშინდა, ადრე მეზობელზე მომხდარი, მე არ დამატყდეს თავსო და ახლაც იმას ფიქრობდა, მეც იგივე წყალი გადამესხა, ღმერთმა იმისთვის დამსაჯა, იმ ბიჭს ადრე კარი რომ გავუღეო.
მგელსავით ბიჭი გაოცებული დასცქეროდა შატილის ასულს. ამაზე მეტი უბედურება რაღა უნდა დამართნოდა?! თვითონ ეს გოგო იყო სენიც, პრობლემაც და უბედურებაც მისთვის.
მთები ისევ მდუმარედ იდგნენ და ეღიმებოდათ. მხოლოდ მათ იცოდნენ თითქოს, ხვალ გათენებულზე, კიდევ რა მოხდებოდა.


----
მადლობა დადებითი კომენტარებისთვის,
ველი თქვენს აზრს მეორე თავის მოვლენებთან დაკავშირებით.



№1 სტუმარი სტუმარი ნინო

გამიხარდა რიმ ვნახე ახალი თავი.რა ქალია თინათე,ძლიერი და უშიშარი.ძალიან მომწონს ეს ისტირია.წარმატწბები

 


№2 სტუმარი სტუმარი თიკო

ძალიან მომწონს..მაგარი ისტორიაა..ძალიან ნუ დააგვიანებ ახალი თავის დადებას რაა.

 


№3 სტუმარი hipo

aau saocrebaa :***sulmoutkmmelad velodebi da imedi maqvs rom male dadeb

 


აქ სიტყვები ზედმეტია ფანტაზიის დედოფალო(ჩემს შემდეგ) ^_^ ^_^ ^_^

 


№5 სტუმარი სტუმარი ბარბარე

ძალიან მაგარიაა... დიდი ხანია ასეთი ჩამთრევი და საინტერესო ისტორია არ წამიკითხავს ❤ გააგრძელე აუცილებლად და დიდხანს ნუ გვალოდინებ ძალიან გთხოვ ❤

 


№6  offline წევრი Barbare ❤

სულმოუთქმელად ველი შემდეგ თავს ❤ ისეალური წყვილი იძერწება... ისე კარგად წერ რომ არასდროს არ მომბეზრდება ალბათ შენი ნაწერების კითხვა.. მალე დადე რაა მესამე ❤

 


№7  offline წევრი CRAZY GIRL 2

ვაიმეე...
რა კარგია ❤
არ მალოდინო რა გთხოვ .
ოსე ძალიან კარგი გყავს, მთლიანად სვანია heart_eyes

 


№8  offline წევრი აბლაბუდა

ძალიან ძალიან კარგი ისტორია აღმოვაჩინე, გელოდები და არ დააგვიანო ხოლმე /))

 


№9 სტუმარი Lana

ნუ საოცრებაა ????ძალიან მაგარია , ძალიან მომწონს ოსეც და თინათეც ❤ მალე დადე მესამეც ❤????

 


№10  offline წევრი Kathara

ვაიმეე, ძალიან მაგარი თავი იყო, ოსე უკვე შემოყვარდა, თინათე ჩემი ფავორიტი პერსონაჟია, სხა პერსონაჟებს ჯერ ვერ შევაგასებ რადგანაც მათზე იმდენი არ ვიცი რამე რომ ვთქვა, ეს კაკი კი ძალიან მიშლის ნერვებს, ოსეს ადგილზე რომ ვყოფილიყავი იქვე მოვკლავდი, მაგრამ ოსეს ეს საქციელი კარგი გადაწყვეტილება იყო, სწორად მოიქცა მამამისისთვის მიცემული პირობა არ დაარღვია, ოსეს მამაც ძლიერი კაცი ჩანს, სხვებზე კი ჯერ ვერაფერს ვიტყვი, მოქმედებები ძალიან კარგად მიმდინარეობს, შემდეგი თავი კი ძალზედ საინტერესო იქნება ამაში დარწმუნებული ვარ, მგონი ძალიან გავილექსე, ერთი სიტყვით მოუთმენლად ველოდები ახალ თავს, წარმატებები♥️

 


№11  offline წევრი პენელოპე

^_________^ ველი შემდეგს.

 


№12 სტუმარი სტუმარი ხატია

ძალიან საინტერესო ჩანს და პერსონაჟებიც კარგები არიან, მომწონს სიუჟეტი მალე გააგრძელე ♥️

 


№13 სტუმარი Anna

ძალიან მომწონს! ❤️
იმდენად ჩამთრევია ისტორია, რომ სულმოუთქმელად ველოდები შემდეგ თავს.

 


Anna
ძალიან მომწონს! ❤️
იმდენად ჩამთრევია ისტორია, რომ სულმოუთქმელად ველოდები შემდეგ თავს.


ძალიან მიხარია, რომ მოგწონთ! ❤️

სტუმარი ხატია
ძალიან საინტერესო ჩანს და პერსონაჟებიც კარგები არიან, მომწონს სიუჟეტი მალე გააგრძელე ♥️


მადლობა აზრისთვის! ❤️

Kathara
ვაიმეე, ძალიან მაგარი თავი იყო, ოსე უკვე შემოყვარდა, თინათე ჩემი ფავორიტი პერსონაჟია, სხა პერსონაჟებს ჯერ ვერ შევაგასებ რადგანაც მათზე იმდენი არ ვიცი რამე რომ ვთქვა, ეს კაკი კი ძალიან მიშლის ნერვებს, ოსეს ადგილზე რომ ვყოფილიყავი იქვე მოვკლავდი, მაგრამ ოსეს ეს საქციელი კარგი გადაწყვეტილება იყო, სწორად მოიქცა მამამისისთვის მიცემული პირობა არ დაარღვია, ოსეს მამაც ძლიერი კაცი ჩანს, სხვებზე კი ჯერ ვერაფერს ვიტყვი, მოქმედებები ძალიან კარგად მიმდინარეობს, შემდეგი თავი კი ძალზედ საინტერესო იქნება ამაში დარწმუნებული ვარ, მგონი ძალიან გავილექსე, ერთი სიტყვით მოუთმენლად ველოდები ახალ თავს, წარმატებები♥️



შემდეგ თავებში უფრო მკაფიოდ გამოჩნდება პერსონაჟების ხასიათი და იმედი მაქვს უფრო მეტად მოგაწონებენ თავს.
ისინიც, სტილიც და მთლიანი მოთხრობაც!
მადლობა ❤️❤️❤️

აბლაბუდა
ძალიან ძალიან კარგი ისტორია აღმოვაჩინე, გელოდები და არ დააგვიანო ხოლმე /))


ძალიან სასიამოვნო კომენტარია! მადლობა ❤️
CRAZY GIRL 2
ვაიმეე...
რა კარგია ❤
არ მალოდინო რა გთხოვ .
ოსე ძალიან კარგი გყავს, მთლიანად სვანია heart_eyes



არ არის მარტივი მუზის მოსვლა და თან წერა, დიდი დრო უნდება ხოლმე და ამიტომაც მაგვიანდება, მაპატიეთ..
❤️
მართალი ხარ, ოსე მართლა სვანია.. ????

Barbare ❤
სულმოუთქმელად ველი შემდეგ თავს ❤ ისეალური წყვილი იძერწება... ისე კარგად წერ რომ არასდროს არ მომბეზრდება ალბათ შენი ნაწერების კითხვა.. მალე დადე რაა მესამე ❤


ძალიან სასიხარულოა მსგავსი კომენტარის მიღება მკითხველისგან, დიდი მადლობა! ❤️

სტუმარი ბარბარე
ძალიან მაგარიაა... დიდი ხანია ასეთი ჩამთრევი და საინტერესო ისტორია არ წამიკითხავს ❤ გააგრძელე აუცილებლად და დიდხანს ნუ გვალოდინებ ძალიან გთხოვ ❤


ვცდილობ მალე დავწერო, თუმცა კვირაში ორი თავის დაწერა ძალიან ძნელია დამიჯერეთ.. ❤️
დიდი მადლობა კომენტარისთვის და ასეთი შეფასებისთვის! ❤️

სტუმარი ნინო
გამიხარდა რიმ ვნახე ახალი თავი.რა ქალია თინათე,ძლიერი და უშიშარი.ძალიან მომწონს ეს ისტირია.წარმატწბები


უღრმესი მადლობა❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent