შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პრინცი ამირი (თავი 2)


28-12-2019, 16:17
ავტორი sabah alkhyr
ნანახია 823

იატაკზე დაგდებულ განიერ ბალიშებზე ფეხმორთხმით მჯდარი მამაკაცი ჩილიმს გამეტებით ეწეოდა და კრიალოსანს ათამაშებდა ხელში. მისი ფიქრები ერთი წერტილისკენ იყვნენ გაფრენილნი და გრძნობა დაკარგულივით უბუჟებდა მთელ სხეულს. არაბულ სამოსში გამოწყობილს ისე ჩაებღუჯა კრიალოსანი ცოტაც და გაწყდებოდა და გაწყდა კიდეც. მარგალიტის ბურთულები ხალიჩაზე მიმოიფანტა ჟღრიალით. განრისხებულმა დაბალ შუშის მაგიდაზე მიაგდო ჩილიმის ტუჩი და ფეხზე წამოვარდა, ისმაილს ეძახდა. შესვლისთანავე ამირი მოიკითხა და ტრადიციული ფეხსაცმელი ჩაიცვა.
-ჩემი ვაჟი სად არის ისმაილ, ამ დროს სასახლეში რატომ არ არის.
-ის... ჩემო ბატონო, პრინცი ამირი სანაპიროს სახლშია.
-მარტო?
-არა, მარტო არ არის დაცვა დავტოვე.
-შენც უნდა დარჩენილიყავი მასთან ისმაილ. ერთადერთი ვაჟი მყავს და არ მინდა მის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას.
-ბოდიშს გიხდით ბატონო. ჩემი ქალიშვილი ავად გახდა და პრინცმა დამრთო ნება, რომ წამოვსულიყავი, - თავი ჩახარა.
-და ახლა როგორ არის შენი ქალიშვილი?
-უკეთესად ბატონო, მადლობა, - ამირის მამამ გაუღიმა და მხარზე ხელი თბილად დაჰკრა. ამირის მერე მხოლოდ ის იყო ერთადერთი, ვისაც ენდობოდა.
-კარგი, წავიდეთ ისმაილ, ჩემს ვაჟთან მივდივართ.
-ბატონო პრინცს ახლა არ ეცლება,-ორჭოფობით წარმოთქვა და ოთახიდან გასულს უკან აედევნა.
-რას ქვია პრინცს არ ეცლება? მამის სანახავად არ ეცლება? ნებართვა უნდა ავიღო?
-არა ბატონო, ბოდიშს გიხდით. უბრალოდ ის...
-ქალთან ერთად არის? - ბიჭს სახეზე სიწითლე შეეტყო. მორცხვად დაუქნია თავი. მამაკაცმა ჩაიცინა, - ეს მერამდენეა?
-ამჯერად ისე არ არის, როგორც თქვენ გგონიათ.
-ამიხსენი.
-ის გოგონა ადრე ნახა ბაზარში და გულში ჩაუვარდა. მისი ყელსაბამი იპოვა და მიზნად დაისახა, რომ იპოვიდა და იპოვა კიდეც. ინფორმაცია მოგვაწოდეს, რომ ერთ-ერთ განაპირა და მიყრუებულ უბანში დასახლებულა. პრინცმა ეს გაიგო თუ არა მაშინვე მის სანახავად წავიდა, მე და კიდევ ერთი მცველი გავყევით. იქამდე მისასვლელად ყრუ უბანი უნდა გაგვეარა, პრინცმა რომ დაიყვირა და გაჩერება გვიბრძანა, მანქანიდან გადახტა და კუთხისკენ გაიქცა.გვიან დავინახე, ერთ არაკაცს გოგონა ძირს დაეგდო და მასზე ძალის გამოყენებას ცდილობდა. პრინცი დაეხმარა და გოგო გადაარჩინა და ეს გოგო ზუსტად ის აღმოჩნდა ვისაც ამდენი ხანი ეძებდა. გულწასული იყო სანაპიროს სახლში რომ მივიყვანეთ.
-გოგო სადაურია, - ცოტახნის სიჩუმის შემდეგ ამოილაპარაკა, - ჩვენებურია?
-როგორც ვიცი არა. ბაზარში ამირს ინგლისურად ესაუბრა, ჯვარი ეკეთა.
-ჯვარი? - მრისხანება შეეპარა ხმაში,-არ დავუშვებ, რომ ჩემს ვაჟს ვიღაც ქრისტიანი შეუყვარდეს. იმყოფინოს ის ცოლები რაც ყავს, ახალი თუ მოუნდება მე შევურჩევ.
-არა ბატონო, ამირს ის არ უყვარს, უბრალოდ ჯვარის დაბრუნება უნდოდა, მერე კი უბრალოდ დაეხმარა, მეტი არაფეტი, - სცადა ძმის დაცვა და მანათობელ მობილურს დახედა, ამირი რეკავდა.
-უპასუხე და უთხარი სასწრაფოდ აქ გაჩნდეს. ვანახებ მე მაგას როგორ უნდა ქრისტიანი ქალის შეყვარება, არაბები დაილივნენ განა?

***
-კარგი ისმაილ, გასაგებია. მადლობა, - მობილური გათიშა და უკმაყოფილოდ მიაგდო დივანზე. თაია ოთახში რომ შევიდა ლაპარაკი ორივემ ერთდროულად დაიწყო.
-მამაჩემს უნდა, რომ სახლში დავბრუნდე.
-მაჰმუდი მირეკვდა.
-რაა?
-რაა?
-მოიცა, ჯერ შენ მითხარი, - ჩაეღიმა და სიტყვა თაიას დაუთმო.
-არა,ჯერ შენ თქვი რისი თმა გინდოდა.
-კარგი. მამაჩემს უნდა, რომ სახლში დავბრუნდე, რაღაც საქმე აქვს ჩემთან.
-კარგი, არაა პრობლემა. მეც ისედაც წასვლას ვაპირებდი, - გაუღიმა და ჩანთა ზურგზე მოიკიდა.
-შენ რის თქმას აპირებდი ჩემთვის?
-მნიშვნელოვანი არაფერია. აქედან სახლში როგორ მივიდე?
-თაია მითხარი, ნუ მიმალავ. ის ბიჭი გირეკავდა?
-კიი, მაგრამ ყურადღება არ მიაქციო, ვერაფერს დამიშავებს, - გასასვლელისკენ აიღო გეზი, მაგრამ მამაკაცი დაეწია და წინ გადაუდგა.
-რას ქვია ყურადღება არ მივაქციო თაია? ვერსადაც ვერ წახვალ,-კარი ჩაკეტა და გასაღები მუჭში მოიქცია.
-რას აკეთებ, გაგიჟდი? - კარს მივარდა და ჯაჯგური დაუწყო, - გასაღები მომეცი.
-აქედან ვერ წახვალ მეთქი თაია, და მითუმეტეს იმ სახლში არ გაგიშვებ. დაცვას ვეტყვი და შენს ნივთებს მოვატანინებ, მაგრამ შენ აქედან ფეხს ვერ მოიცვლი.
-რა სისულელეს ამბობ, მე შენი ტყვე არ ვარ, - გასაღებიან ხელს წაეტანა და მისი წართმევა სცადა, მაგრამ მამაკაცმა ხელი ზევით ასწია,- გასაღები მომეცი ამირ. მე შენი ცოლი არ ვარ, როგორც მოგინდება ისე რომ მომექცე.
-ჩემს ცოლებს ასე არ ვექცევი, მათ ჩემი ერთი ნათქვამიც ყოფნით.
-მე არ გავაკეთებ იმას რაც შენ მოგინდება, მე შენი საკუთრება არ ვარ, - მამაკაცის მაღლა აწეულ ხელს წაეპოტინა, მაგრამ ვერ ჩამოაწევინა. თაიაზე ბევრად მაღალს ჯანღონეც დიდი ჰქონდა და მასთან ვერაფერი გააწყო, ძალა არ ეყო, - მომეცი, - იყვირა და ზევით ახტა მის დასაჭერად. დახტომისას ფეხი გადაუბრუნდა და წაბორძიკდა. მამაკაცის სწრაფი, ძლიერი მკლავები მის წელს შემოეხვია და მკერდზე აიკრა, დაცემას გადაარჩინა. მათი ტუჩები იმდენად ახლოს იყო ერთმანეთთან, რომ ორივე გრძნობდა ერთმანეთის ცხელ სუნთქვას. თაიას მკლავები ამირის კისერზე ჰქონდა შემოხვეული. ვერც კი მოასწრო გაცნობიერება ისე დაეწაფა მის მწიფე ბროწეულისფერ ტუჩებს მამაკაცი და ვნებიანად აკოცა, მთელს სხეულში სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა და ადგილზე გააქვავა. უკან-უკან სვლით კედელს ზურგით ააკრა ამირმა და მისი ტუჩებიდან ლოყის გავლით ყელზე გადაინაცვლა, ქალმა გონება გათიშა და თვალები მილულა სიამოვნებისგან, მოულოდნელად ტელეფონი რომ გამოსტაცეს ხელიდან და მარტო დატოვეს. თვალები რომ გაახილა ამირი უკვე ღია კარში იდგა და იცინოდა.
-ამირ არა, - მისკენ გაიქცა, მაგრამ მამაკაცმა კარის დახურვა და გარედან ჩაკეტვა მოასწრო.
-მანდ იყავი და დამელოდე, თუ რამე დაგჭირდება დაცვას უთხარი და ყველაფერს გააკეთებს.
-რას აკეთებ, კარი გამიღე. ამირ გესმის? აქ არ დავრჩები, კარი გამიღე. ჯანდაბა შენ თავს, გააღე ეს დაწყევლილი კარი. ამირ, - კარს ეჯაჯგურებოდა და გაღებას ცდილობდა. მერე ოთახში შევარდა და ფანჯრის რაფაზე აძვრა, რიკულებს თითები შემოხვია და მანქანისკენ მიმავალ მამაკაცს დაუძახა, - ამიირ, არ წახვიდე. კარი გამიღე გთხოვ, გესმის? არ გესმის? ჰეი, შენ გელაპარაკები, გაჩერდი.
-რა გინდა თაია? - შემობრუნდა და განრისხებისგან აწითლებულ ქალს ქვევიდან ახედა, სახე უცინოდა.
-გამომიშვი მეთქი, არ გესმის?
-არა არ მესმის. ეტყობა ყურში წყალი ჩამივიდა ცურვისას და აღარაფერი მესმის,-გაიცინა და მანქანისკენ გატრიალდა.
-ნუ მასხარაობ, გამომიშვი მეთქი. უნდა წავიდე, გაიგე უკვე, - ყვირილზე გადავიდა თაია და ხელი რიკულს დაჰკრა, - აქ ვერ გამაჩერებ, უფლება არ გაქვს.
-შენ რა იცი მე რისი უფლება მაქვს და რისი არა? - დასერიოზულებული სახით შემობრუნდა და ფანჯარას მიუახლოვდა.
-ჩემთან მიმართებაში არაფრის უფლება არ გაქვს. არც პრეზიდენტი ხარ, არც მეფე და მითუმეტეს არც პრინცი, - რიკულიდან პატარა ბალიში გააძვრინა და ესროლა. მამაკაცმა აიცილა.
-და შენ რა იცი, რომ მე პრინცი არ ვარ? - ძირს დაგდებული ბალიში აიღო და ეზოს ძელსკამზე დადო.
-სისულელეს ნუ როშავ, გამომიშვი მეთქი.
-არა,-მეტის თქმა აღარ დააცადა მანქანაში ჩაჯდა და წავიდა. თაია კი ბოლო ხმაზე ყვიროდა და წასულს ქართულად ლანძღავდა. მერე იქვე მდგარი დაცვა დაინახა და ცოტა შვება იგრძნო, იმედი ჩაესახა.
-ჰეი, დაცვა, ინგლისურად ლაპარაკობ?
-დიახ ქალბატონო, - თავი დაუკრა და ფანჯარას მიუახლოვდა.
-რა გქვია?
-ქადირი, ჩემო ქალბატონო.
-ქადირ, შეგიძლია კარი გამიღო? - დატკბა თაია და წამწამები აუფახულა.
-სამწუხაროდ არა ქალბატონო.
-რას ქვია არა, - ისევ უკან დაუბრუნდა უკან დახეული სიბრაზე.
-მაპატიეთ ქალბატონო, სხვა ხომ არაფერი შემიძლია თქვენთვის რომ გავაკეთო?
-არაფერი, - ფანჯრის რაფიდან ჩამოძვრა და იქაურობა მოათვალიერა, არანაირი ტელეფონი, არანაირი კომუნიკაციის სხვა წყარო, რითაც შეძლებდა დახმარება ეთხოვა. ავეჯით გადატენილი ოთახი, მაგრამ არა ტელეფონი. ალბათ ამირმა წინასწარ იცოდა, რომ თაიას იქ ვერ დააკავებდა,-ჯანდაბა შენ თავს ამირ, ჯანდაბა შენ თავს.
სახლის თვალიერება დაიწყო, რაღაცით ხომ უნდა გაეყვანა დრო სანამ ამირი უკან დაბრუნებას იკადრებდა. არც ისე დიდი სახლი ხუთ ოთახს მოიცავდა. ორი საძინებელი, მისაღები, სამზარეულო და პატარა კაბინეტი, რომლის ერთი კედელიც მთლიანად წიგნებს მოეცვა. თაიას ბედნიერების წერტილი ბიბლიოთეკის კედლებიდან იწყებოდა და იქვე სრულდებოდა. გორგოლაჭებიან კიბეზე შედგა და წიგნებს თვალიერება დაუწყო. უძველესიდან უახლესამდე. აქ თავი მოეყარათ ისეთ ავტორებს, როგორებიც იყვნენ ალექსანდრე დიუმა, თეოდორ დოსტოევსკი, ართურ კონან დოილი, ალფონს დოდე, ალბერტ კოენი, ორჰან ფამუქი, აგათა კრისტი, შექსპირი, ვიქტორ ჰიუგო, შტეფან ცვაიგი და სხვა უამრავი ავტორი, რომლებიც ჯერ არ გაეგო თაიას. ყველა ავტორის ყველა წიგნი ადგილზე იყო და მკითხველს ელოდა. ქრონოლოგიურად ჩამწკრივებულ წიგნებს თითი ჩააყოლა და მოულოდნელად გაშეშდა. დანახულს არ უჯერებდა, ეგონა ეჩვენებოდა ან სხვა წიგნი იყო მსგავსი ყდით. წიგნებს შორიდან გამოაძვრინა და შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანი. არა კი არ ეშლებოდა ზუსტად ის იყო. ქართული წიგნი, ქართულ ენაზე არაბულ ქვეყანაში რას აკეთებდა? აშკარა იყო ამირს უყვარდა წიგნების კითხვა, მაგრამ ამას ხომ ვერ წაიკითხავდა? ამ გაოცებასთან ერთად იმხელა სიხარული ჩაეღვარა გულში ქართული წიგნის დანახვაზე, რომ გულზე მიიხუტა და მთელი ემოციებით გაიცინა. ეს იყო რაღაც აუღწერელი გრძნობა, რომლის სიტყვებით გადმოცემაც შეუძლებელი იყო მისთვის. ბედნიერი სავარძელში ჩაჯდა, წიგნი გადაშალა და თავისი საყვარელი აბზაცების კითხვა დაიწყო-
,, მიჯნურსა თვალად სიტურფე
მართებს, მართ ვითა მზეობა,
სიბრძნე, სიმდიდრე, სიუხვე,
სიყმე და მოცალეობა,
ენა, გონება, დათმობა,
მძლეთა მებრძოლთა მძლეობა,
ვისცა ეს სრულად არა სჭირს,
აკლია მიჯნურთ ზნეობა.
მიჯნურობა არის ტურფა,
საცოდნელად ძნელი გვარი;
მიჯნურობა სხვა რამეა,
არ სიძვისა დასადარი;
იგი სხვაა, სიძვა სხვაა,
შუა უზის დიდი ზღვარი.
ნურვინ გარევთ ერთმანეთსა,
გესმის ჩემი ნაუბარი? "...
ამირი სანაპიროს სახლში რომ დაბრუნდა თაია ჩაძინებული დახვდა, მუხლებზე გადაშლილი წიგნი ედო და მშვიდად ეძინა. წიგნი აიღო, დაკეცა და მის წინ მდგარ სავარძელში ჩაჯდა. ისე უყურებდა, თითქოს მთელი ცხოვრების მანძილზე ეძებდა და ბევრი ძებნის შემდეგ როგორც იქნა იპოვა. არარსებული მონატრება ჩაექსოვებინა გამოხედვაში და ცრემლმომდგარი ნაცრისფერი თვალებით შესცქეროდა მის წინ მჯდომ, მძინარ გოგონას, რომელიც გულში ჩავარდნოდა გაუცნობიერებლად. ერთი ნახვით შეყვარება, რომლისაც არასოდეს სჯეროდა, ახლა მას სწვეოდა და სტანჯავდა, რადგან იცოდა ეს ქალი მისი არასოდეს გახდებოდა.
მისკენ გადაიხარა და სახეზე ჩამოყრილი ონავარი ხვეულები ყურს უკან გადაუწია. თაია შეიშმუშნა და თვალები გაახილა, მამაკაცის დანახვაზე მოულოდნელად შეჰყვირა.
-დამშვიდდი, მე ვარ, - ხელები აწია მშვიდობის ნიშნად.
-ვიცი, რომ შენ ხარ. უბრალოდ ისეთი მოულოდნელი იყო შენი დანახვა, თან სიზმარშიც შენ...,-უცბად გაჩერდა და მოღიმარ ამირს გახედა.
-სიზმარში მნახე თაია?-სიცილს ძლივს იკავებდა.
-არა.
-აღიარე, - ტუჩებზე თითები ჰქონდა აფარებული სიცილის შესაკავებლად.
-არ მინახავხარ მეთქი.
-მიხარია, რომ ტყუილის თქმა არ შეგიძლია, - წელში გასწორდა და სავარძლის საზურგეს მიეყრდნო კმაყოფილი.
-საიდან იცი რომ ტყუილის თქმა არ შემიძლია? - გულ-მკერდზე ხელები დაიკრიფა და წარბშეკრულად გახედა მამაკაცს.
-ვიცი და სხვათა შორის მაგ წინადადებით შენი ტყუილი გამოამჟღავნე. ახლა ზუსტად ვიცი, რომ მე დაგესიზმრე.
-სისულელეა, - გაბრაზებულმა დაიყვირა და ფეხზე წამოხტა. სანამ მამაკაცი წამოდგებოდა მოასწრო და დერეფანში გავარდა, გასასვლელი კარის სახელურს წაეტანა იმ იმედით, რომ გაქცევას შეძლებდა, მაგრამ დაკეტილი დახვდა,-ჯანდაბა შენ თავს ამირ..., - ფეხების ბაკუნით კაბინეტში შებრუნდა. მისდა გასაკვირად ამირი სავარძელში მჯდომი დახვდა, მუხლებზე გადაშლილი წიგნი ედო და კითხულობდა, მშვიდად და აუღელვებლად. მის წინ დადგა და დააშტერდა, იქამდე უყურა სანამ მამაკაცმა არ ამოიხედა, - კარი რატომ არის ჩაკეტილი?
-და შენ რატომ იფიქრე, რომ ღიას დავტოვებდი?
-მომეცი, - გაშლილი ხელი გაიშვირა და დაელოდა.
-რის მოცემას ელოდები ჩემგან? - კმაყოფილი ქვევიდან უყურებდა მის  მშვენიერ სახეს.
-გასაღების, რა თქმა უნდა, სხვა რა უნდა მინდოდეს?
-იგივეს იწყებ?
-არც დამისრულებია.
-არა.
-თუ შენი ნებით არ მომცემ გასაღებს, ძალით წაგართმევ.
-სცადე, - თაიამ მისკენ წადგა ნაბიჯი, მაგრამ გაჩერდა. დღისით მომხდარი შემთხვევა გაახსენდა გასაღების წართმევის მცდელობამ რომ გამოიწვია. ტუჩებზე აიფარა თითები და უკან დაიხია, მამაკაცი მიუხვდა ფიქრებს და გულიანად გაიცინა.
-აღარ გაკოცებ, ნუ გეშინია, - წიგნი მაგიდაზე გადადო და ფეხზე წამოდგა.
-ეგ რა შუაშია, - დაბნეულმა წამრმოთქვა და თავი ჩახარა.
-ბოდიშის მოხდას ხომ არ ელოდები ჩემგან? - ნიკაპზე ორი თითი მიადო და თავი ზევით ააწევინა,-ბოდიშს ვერ მოგიხდი სამწუხაროდ. ბოდიშს ვერ მოვიხდი იმისთვის რაც მომეწონა და შესაძლებლობა რომ მქონდეს ამას ისევ გავიმეორებდი, - მის საკოცნელად დაიხარა და მის ტუჩებს უნდა შეხებოდა უკვე, როცა თაია გაიწია და სახეში გაარტყა. ამირმა ლოყაზე იტაცა ხელი და გაიცინა.
-კიდევ ერთხელ... კიდევ ერთხელ თუ შემეხები განანებ, - მხარი გაკრა და კაბინეტიდან გავიდა.
-ალაჰ, - მის სმენას კარის მოჯახუნების ხმა მისწვდა.
თაია კარს ზურგით ეყრდნობოდა და ხელი გულზე ჰქონდა მიდებული. ისე სწრაფად და ძლიერად უცემდა ეგონა ამოუვარდებოდა. რა ემართებოდა ვერ ხვდებოდა, მაგრამ აღელვებისგან ძლივს სუნთქავდა და მთელი სხეული უკანკალებდა. ფეხების კანკალით საწოლამდე ძლივს მივიდა და პირაღმა დაემხო, ახლა შეამჩნია ჭერზე ლურჯ-მწვანე ვარსკვლავები გამოესახათ. რა ბავშვურია, - ფიქრობდა ის და თან ღიმილით უყურებდა არაბულ ვარსკვლავებს. ხელი ასწია და ვარსკვლავებს თითი გადაუსვა ჰაერში. რა საოცრებაა, თითქოს დუბაის ცა მისი ოთახის ჭერზე ასახულიყო.
ამირი ისევ იმ სავარძელში იჯდა და მომხდარზე ფიქრობდა. ზედმეტი რომ მოუვიდა ამას მაშინ მიხვდა, თაიას გაშლილმა ხელმა ლოყა რომ აუწვა. ის ხომ ისეთი გოგო არ იყო მასთან დროის გატარებისთვის ყველაფერს რომ თმობდნენ. თაია იმაზე განსხვავებული იყო ვიდრე შეიძლებოდა, რომ ვინმე ყოფილიყო, თაია ის იყო ვისაც მთელი ცხოვრება ეძებდა და იპოვა. იცოდა მისთვის თავის შესაყვარებლად დიდი ძალისხმევ რომ დასჭირდებოდა, მაგრამ მაინც მადლიერი იყო ბედის.
ამის პარალელურად მამის ნათქვამზე ფიქრობდა, სასახლეში ხომ იმის გამო დაიბარა, რომ სერიოზული საქმე ჰქონდა და ეს სერიოზული საქმე თაიას ეხებოდა. მამამისს ყველაფერი გაეგო და უკმაყოფილო იყო შვილის არჩევანით.
-მე უფლებას არ მოგცემ, რომ ქრისტიანი მოიყვანო ცოლად, - უთხრა მან, - ეს ჩვენი ოჯახის და შენი ცოლების შეურაცხყოფაა. ხალხი არ გაპატიებს ამას და იმ გოგოს სიკვდილით დასჯას მოითხოვენ. გინდა შენ ეეს?
-არა, - მუხლებზე იდაყვებ დაყრდნობილმა ხელებში ჩარგო თავი, - არ მინდა, მაგრამ გულს ვერაფერს ვუხერხებ.
-ე. ი. ამბობ რომ შეგიყვარდა?
-თანაც როგორ. მამა შენ ერთადერთი ხარ ვისთანაც თავისუფლად შემიძლია ამაზე საუბარი, შენ ხომ ყოველთვის გესმოდა ჩემი?
-მესმოდა და მესმის კიდეც ჩემო ბიჭო, მაგრამ მაინც ვერ მოგცემ უფლებას ცოლად შეირთო ქრისტიანი ქალი, როგორც არ უნდა გიყვარდეს ის.
-მამა...
-მე ჩემი გითხარი ამირ, - სიტყვა შეაწყვეტინა და ზურგი შეაქცია, - შენი გადასაწყვეტია ახლა რას გააკეთებ. მაგრამ ვალდებული ხარ ისე მოიქცე, როგორც ეს პრინცს შეეფერება.
-არაფერს ვაკეთებ ცუდს, მამა. სიყვარული დანაშაული რომ იყოს მთელი მსოფლიო სიკვდილით დაისჯებოდა, მაგრამ არ არის და ჩვენ ვცხოვრობთ, ვცხოვრობთ სიყვარულით. არასდროს მყვარებია ასე და არ ვაპირებ ამ სიყვარულის ერთი ხელის მოსმით განადგურებას. შენც ხომ გიყვარდა დედა? მეც ისევე მიყვარს თაია. და თუ შენ არ დაისაჯე დედაჩემის სიყვარულისთვის, მაშინ მე რატომ მსჯი მისი სიყვარულის გამო?
-ეს სულ სხვა სიტუაციაა,-ცოლის გახსენებაზე თვალზე ცრემლი მოადგა.
-არანაირად მამა. სიყვარული სიყვარულია, ვინ დააწესა მისთვის ზომა, ფორმა და ფერი? ვინ თქვა, რომ სხვა ქვეყნის შვილის შეყვარება აკრძალულია? რას ნიშნავს ეს რელიგიური გარჩევები? რადგან ქრისტიანია ადამიანად არ ითვლება? თუ მაინც და მაინც არაბი უნდა შევიყვარო ერთნაირი რელიგიები რომ გვაქვს ამის გამო? ეს გრძნობა... ეს გრძნობა მისი პირველად დანახვის წამიდან ჩამესახა და ვერ მოვიშორე თავიდან, რადგან გულწრფელი იყო და არა მოჩვენებითი.
-წადი.
-რა?
-წადი და იყავი იმ გოგოსთან თუ გინდა, მაგრამ მის ცოლად შერთვაზე ერთი წამითაც არ გაბედო გაფიქრება.
-მამა, - მისკენ წადგა ნაბიჯი, მაგრამ მამაკაცმა ხელის აწევით გააჩერა. ამირმა დანანებით დაუქნია თავი და გასასვლელისკენ წავიდა, კარი რომ გამოაღო მამამისის ხმამ შეაჩერა.
-მას უყვარხარ?-ხმა აკანკალებოდა.
-ჯერ არა, მაგრამ მალე შევუყვარდები.
-სიყვარულს არავის აძალებენ შვილო, - შემობრუნდა და აწყლიანებული, ნაცრისფერი თვალებით შეხედა.
-მე არაფერს დავაძალებ მამა, ამას საკუთარი სურვილით მოინდომებს, - გაუღიმა და მამის ოთახი დატოვა.
ახლა კი სანაპიროს სახლში, ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში იჯდა და გამაყრუებელ ფიქრებს თავიდან ვერ იშორებდა. საათი ღამის სამ საათს უჩვენებდა, როცა ფეხზე წამოდგა და თაიას ოთახისკენ აიღო გეზი. ჯერ თითები აათამაშა კარზე, ხმა რომ არ გასცა სახელური მოსინჯა, მაგრამ დაკეტილი დახვდა. კარს ზურგით მიეყრდნო და იატაკზე ჩაცურდა. რა უნდა ექნა მაშინ, თუ გოგონასთვის თავის შეყვარებას ვერ მოახერხებდა? რა ხდება მაშინ, როცა სიყვარულზე სიყვარულით არ გპასუხობენ, შენ გრძნობებს არაფრად აგდებენ და ზურგს გაქცევენ. რა ხდება მაშინ, როცა ის ვინც ნამდვილად გიყვარს სამუდამოდ გტოვებს და მიდის იქ სადაც ვერასდროს იპოვი. ეძებდა და დიდი ძებნის შემდეგ შეძლო პოვნა, მაგრამ მერე რომ ვეღარ ეპოვა? გული ჩაეფერფლებოდა და უსიყვარულობისგან განწირული დერვიშივით მიეცემოდა საუკუნო სასოწარკვეთილებას. სასოწარკვეთილება სხეულსაც ახმობს და სულსაც ანადგურებს.
ფიქრებში როგორ შემოათენდა ვერც კი მიხვდა. მზის პირველმა სხივებმა რომ მიუალერსეს მერე ამოწია თავი ფიქრთა ბურნუსიდან და საათს გახედა. რვა საათზე მზეს უკვე ეღვიძა და სხვასაც აღვიძებდა. დაბუჟებული სახსრები ძლივს გამართა და ფეხზე წამოდგა. ეზოში გასასვლელი კარი რომ გააღო ზურგს უკნიდან გასაღების გადატრიალების ხმა გაისმა. უკან რომ შეტრიალდა ზღურბლზე თეთრ აბიაში გამოწყობილი თაია დაინახა. მუდარა ნარევი თვალებით უყურებდა და რაღაცის თქმას ვერ ბედავდა.
-თაია?
-ამირ, არ წახვიდე. არ დამტოვო.



№1 სტუმარი სტუმარი სოფია

ვგიჟდები ამ მოთხრობაზე და ამირის მამა ასსე თუ ისე მომწონსს <3 <3 ამირი და თაია კი ძალიან საყვარებიაარიან იმედია მალე გაარკვევ თაიას თავის გრძნობებში თორემ უკვე ვეღარ ვითმენ.... რაც შეეხება მოცულობას ცუდი არარისს და გთხოვ ცოტამალე დადე ხოლმე

 


№2  offline მოდერი sabah alkhyr

სტუმარი სოფია
ვგიჟდები ამ მოთხრობაზე და ამირის მამა ასსე თუ ისე მომწონსს <3 <3 ამირი და თაია კი ძალიან საყვარებიაარიან იმედია მალე გაარკვევ თაიას თავის გრძნობებში თორემ უკვე ვეღარ ვითმენ.... რაც შეეხება მოცულობას ცუდი არარისს და გთხოვ ცოტამალე დადე ხოლმე

მიხარია ძალიან ❤️❤️მადლობა❤️❤️

 


№3  offline წევრი anamaria♡

რატომღაც მგონია რომ ასეთი მარტივი არიქნება და აქედანვე ჰეფიენდს არუნდა ველოდოთ ჯერჯერობით მომწონს ფროსტა ერთითხოვნამაქვს არგააბანალური რა. წარმატრბები

 


№4  offline მოდერი sabah alkhyr

anamaria♡
რატომღაც მგონია რომ ასეთი მარტივი არიქნება და აქედანვე ჰეფიენდს არუნდა ველოდოთ ჯერჯერობით მომწონს ფროსტა ერთითხოვნამაქვს არგააბანალური რა. წარმატრბები

საითკენ არ უნდა წავიყვანო რომ ბანალური არ გამიხდეს? ჯერჯერობით მართლა არ ჯნდა ელოდოთ მაგრამმ.... მადლობა დიდი❤️❤️

 


№5 სტუმარი სტუმარი კეკე

ცოტა ხშირად რომ დადო?))))))

 


№6  offline მოდერი sabah alkhyr

სტუმარი კეკე
ცოტა ხშირად რომ დადო?))))))

როცა ვახერხებ დაწერას მაშინ ვდებ

 


№7 სტუმარი სტუმარი კეკე

ცოტა ხშირად რომ მოახერხო დაწერა joy

 


№8  offline მოდერი sabah alkhyr

სტუმარი კეკე
ცოტა ხშირად რომ მოახერხო დაწერა joy

თუ მოვახერხე ხშირად დაწერა, რა თქმა უნდა ხშირად დავდებ :დდ ❤️

 


№9 სტუმარი მანგო

იმედია მალე დადებ ))

 


№10  offline წევრი პენელოპე

საინტერესოაა ^_________^

 


№11  offline მოდერი sabah alkhyr

მანგო
იმედია მალე დადებ ))

კიი დავდებმალე

პენელოპე
საინტერესოაა ^_________^

მადლობა❤️

 


№12 სტუმარი სტუმარი სტუმარი

აი ძალიან მაგარია ❤❤ განსხვავებულია ძალიან ???????? არ შეწყვიტო გთხოვ ❤????❤????????

 


№13  offline მოდერი sabah alkhyr

სტუმარი სტუმარი
აი ძალიან მაგარია ❤❤ განსხვავებულია ძალიან ???????? არ შეწყვიტო გთხოვ ❤????❤????????

მადლობა ძალიან დიდი. არა არ შევწყვეტ❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent