შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სისხლისფერი ამბები (1)


29-12-2019, 17:45
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 2 202

დიდი ხნის წინ, სისხლის სავანეში, უზარმაზარი კოშკის კედლები ადამიანთა და ჯადოქართა სისხლით შეიღება. ვლადის სისასტიკეს ბოლო არ უჩანდა. იგი უძლეველი და უსასტიკესი იყო იმათ შორის, ვინც კი დედამიწაზე შობილა.
ჯადოქართა მოდგმა უდიდესი გამოწვევის წინაშე დადგა, როცა მათი თემის ლიდერი, უმშვენიერესიკარმილა ვამპირ ვლადს გაჰყვა ცოლად. კარმილა კეთილი, ჭკვიანი და წინდახედული ქალი იყო, თუმცა სიყვარულმა თვალის ჩინი წაართვა, მომავალი თავისი მოდგმის მტერს დაუკავშირა. ჯადოქრები ამ ამბავმა ძალიან გაამწარა, თუმცა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, კარმილასა და ვლადის ქორწინებამ ზავის სახე მიიღო და სისხლიანი ეპოქა თითქოს შეწყდა.
ვაჟი ეყოლათ, გაბრიელი.
შემდეგ ტყუპი გოგონები - მარიანა და კატალინა. ქალიშვილები დედას ჰგავდნენ, ისინიც ჯადოქრები იყვნენ..
დრო გადიოდა.
ვლადს მობერზდა მშვიდობა. სისხლით იღებებოდა მდინარეები, ხეები, მთები. ადამიანები სისხლის სავანეს აღარ ეკარებოდნენ, ჯადოქრები კი დიადი რევულუციისთვის ემზადებოდნენ. შვილებმა ვლადის სისასტიკე ვეღარ აიტანეს და ძლევამოსილ მამას სახლიდან გამოეპარნენ.
ვლადს სისხლი სწყუროდა და ამ სურვილს ბოლო არ უჩანდა. იგი წყვდიადთან იყო ნაზიარევი, ღამის მწუხრს თავისი შავი მოსასხამით დაატარებდა.
„მწუხრის სისხლიანი რაინდი“ მოიხსენიებდნენ მის სახელს ზებუნებრივ არსებათა ჩანაწერებში და შემდეგ სამუდამოდ სწყევლიდნენ ვლადის გაჩენის დღეს.
ერთ საღამოს, ბოროტი ვამპირის შემაძრწუნებელმა ღრიალმა სისხლის სავანე ერთიანად შეაზანზარა.
- სად არიან ბავშვები? ჩემი ბავშვები სად არიან? - ყვიროდა იგი.
- არ ვიცი, ვლად, არ ვიცი... - სასოწარკვეთილი კარმილა ნერვიულობისგან აჩრდილს დამსგავსებოდა. ოდესღაც. თავისი სახლი, თავისი ხალხი დათმო ვლადის გამო. ახლა კი, შვილების დათმობაც უწევდა.
- სად არიან ჩემი ბავშვები? - ახლა უკვე სასოწარკვეთილი გმინვა აღმოხდა კაცს. საკუთარმა უსუსურობამ თავბრუ დაახვია. კარმილას შემოჰხვია უზარმაზარი ხელები, თავის ღამისფერ მოსასხამში შემალა ქალი.
- რა გვეშველება ვლად? - ჰკითხა ქალმა.
- უნდა ვიპოვნოთ და სახლში დავაბრუნოთ.
- რა აზრი აქვს ძალით მოყვანას, საკუთარი სახლის პატიმრებად ხომ ვერ ვაქცევთ?
- ვაქცევთ! არ მადარდებს, ისინი ჩემი სამეფოს მემკვიდრეები არიან, ჩემი სისხლი!
- შენ უკვდავი ხარ.
- უკვდავებასაც აქვს თავისი დასასრული.
კარმილამ ერთი წამით, ისიც გაიფიქრა, რომ ბავშვების გაპარვა სულაც არ იყო ტრაგედია. მშობლების გარეშე უკეთ იქნებოდნენ. ეგება, შორს გახიზნულებს მამის ცოდვები ვეღარ მისწეოდნენ ვალის გადასახდელად. ამ სისხლიან სამეფოს მემკვიდრე არ სჭირდებოდა.
მერე კიდევ გაახსენდა რაღაც.
ქალმა მუცელზე დაიდო ხელი და უსუსურად ამოიკვნესა.
- რა გჭირს? - ჰკითხა ვლადმა.
იცოდა, ყველა პირმშოს დახსნა შეუძლებელი იყო.
იცოდა, ერთი ისეთი დარჩენილიყო, ვერსად რომ ვერ გადამალავდა, ვერ ააცილებდა ცოვდილი კოშკის კედლებს.
- ფეხმძიმედ ვარ ვლად.
კაცის მეწამულ თვალებში ჩასისხლული ბინდი ელვის სისწრაფით გაიფანტა. კარმილას შეხედა. საოცარი სევდისფერი დასდებოდა სახეზე და საკუთარ მუცელს დაჰყურებდა. ჯერ ძალიან პატარასა და უმწეოს, მაგრამ მაინც იმედის ნაპერწკლით სავსეს.
კარმილასთვის ბავშვი არ ყოფილა იმედის ნაპერწკალი. მხვერპლი იყო.
ვლადს გული აუჩქარდა.
არადა მის გულს, კარგა ხნის წინ შეეწყვიტა სიცოცხლე.
ვლადისთვის იყო იმედიცა და სინათლეც, ორივე ერთად.
- ჩემი პატარა მხედარი, ჩემი პატარა მემკვიდრე - გაეღიმა კაცს.
- ვლად, არავინ უნდა გაიგოს მისი არსებობა, გესმის? შენი მტრების სამიზნე ვერ გახდება პატარა, უცოდველი გოგონა.
- გოგონა... - გაიმეორა ქალის სიტყვები ვლადმა - პატარა გოგონაა?
- ჰო, პატარა გოგონაა.
- ნანობ კარმილა?
- იმდენ რამეს ვნანობ, თუ კონკრეტულად არ მეტყვი, ისე ვერ მივხვდები - გაეცინა ქალს.
- ბავშვებს ნანობ?
- საკუთარ შვილებს როგორ ვინანებ. სულ გაგიჟდი?
- ჩემგან რომ გყავს, მაგას ნანობ? - ვერ მოითმინა და გულწრფელად ჰკითხა ის, რაც ამდენი ხნის განმავლობაში სულს უღრღნიდა.
- გახსოვს პირველად რომ შევხვდით ერთმანეთს? მე მეშინოდა შენი და ამავე დროს, გაღმერთებდი. მერე ერთმანეთი შეგვიყვარდა. მეგონა, ცალმხრივად მიყვარდი, ვერ ვიჯერებდი რომ შენ იგივე გრძნობით შეგეძლო პასუხი. წლებთან ერთად, დავრწმუნდი, რომ რამდენი ტვირთიც არ უნდა გქონდეს საზიდი, რამდენი ცოდვაც არ უნდა გქონდეს მხრებზე, შენთვის ძალიან ძვირფასები ვართ... ჩვენ, ყველანი. საშიში იყო ცხოვრება ამ კედლებს შორის, მაგრამ ამასთან ერთად, არაამქვეყნიურ ძლევამოსილებას ვგრძნობდი. მე არც ერთ წუთს ვნანობ ვლად. უშენო ცხოვრებას, მერჩივნა საერთოდ არ დავბადებულიყავი. მაგრამ მეშინია, რომ ჩვენი შვილები ნანობენ თავიანთი მშბლების კლანჭებში მოვლენას.
- ვერც კი ვხვდები, ამდენი ცოდვის პატრონმა როგორ დაგიმსახურე - ქალის სახე ხელის მტევნებში მოიქცია და ცხვირი ცხვირზე მიადო.
თვალები დახუჭა.
კარმილა წმინდა იყო.
სამყაროს ყველაზე საზარელი კონტრასტი გადაშლილიყო ბოროტი ვამპირის, ვლადის ცხვირწინ: დემონი და ანგელოზი, ბოროტება და სიკეთე, სიყვარული და სიძულვდილი.
ვლადს უხაროდა, რომ ყველა ბოროტებისა და სიძულვილის მიუხედავად, კარმილა სინათლეს ჰფენდა „მწუხრის სისხლიანი რაინდის“ არსებობას.
- მოდი ჯენი დავარქვათ - წარმოთქვა ქალმა მოულოდნელად - იოლი, უწყინარი სახელი. მინდოდა, შენთვის მომენდო სახელის მოფიქრება, რადგან წინა სამ შემთხვევაში, უცნაურად გამანებივრე, მაგრამ ჯენი ლამაზად ჟღერს.
- თან თანამედროვედაც - გაეღიმა ვლადს - გოგონას არსებობას ვერავინ გაიგებს, სანამ არ მოძლიერდება და მთელს სამყაროს შიშის ზარს არ დასცემს. შენ მართალი ხარ, ჯენი უწყინრად ჟღერს, თუმცა სულ მალე, ამ სახელის გაგონებამ, შიშისგან მუხლები უნდა აუკანკალოს ყველას.
- უკვე მეცოდება - თვალები გადაატრიალა ქალმა.
- მხოლოდ ჯენი კი არა, პატარა ჯენი იქნება. მამიკოს პატარა ჯენი - წარმოთქვა ვლადმა აღტაცებით და ქალის ღვინისფერ ბაგეებს დაეწაფა.

* * *
გოუსთ ჰილში თოვდა. თეთრი აგურის სასახლეში ბუხარი ენთო. იქვე, ახლოს და-ძმა ისხდა. მარიანა მშვიდად კითხულობდა წიგნს, გაბრიელი კი დროდადრო, მოუსვენრად ეთამაშებოდა თმაზე და უწეწავდა ღიაწაბლისფერ კულულებს.
- არ გეყოფა? ეგება რამე საქმე გამოძებნო ჩემი წვალების გარდა? - დაიღალა ქალი.
- რა ვაკეთო, არ ვიცი.
- რასაც ყოველ დღე შვრები. ჯადოქრები ააწიოკე, ხანძარი გააჩინე, დედა უტირე ყველას - გაეცინა მარიანას.
კარი გაიღო.
კატალინა მძიმე ნაბიჯებით შემოვიდა შინ. კანკალებდა, თვალებიდან ცრემლები ღაპაღუპით სდიოდა. ნელა მიუახლოვდა თავის დას, მუხლი მოიყარა და მარიანას კალთაში გულამოსკვდილი აქვითინდა.
- კატალია, რა გჭირს? - შეშფოთდა გაბრიელი, თავისი დის გვერდით ჩაიკუზა და მხარზე დაადო ხელი.
- დედა მოკლეს - აღმოხდა ტირილით. - ჯადოქრებმა მოღალატედ შერაცხეს, გამყიდველად და მერე რევოლუცია მოაწყეს, თავს დაესხნენ. შავი ალდერის მომწამვლელი ტყვიები ესროლეს დედას.
სიჩუმემ დაისადგურა.
მხოლოდ კატალიას სლუკუნი ისმოდა.
გაბრიელი წამოდგა, დებს ზურგი აქცია და კედელს ისეთი სიძლიერით შემოსცხო მუშტი, რომ ქვებმა პანტა-პუნტით იწყეს ვარდნა, მთელი სასახლე შეზანზარდა.
- არ უდა მიგვეტოვებინა - წარმოთქვა მარიანამ. თავისი დას სრიალა თმაზე მიეფერა - არ უნდა დაგვეტოვებინა ვლადთან.
- ვლადიც საფრთხეშია - დაამატა გაბრიელმა. - რომ არ დავეხმაროთ, თავადაც მოკვდება.
- ვლადი არ მოკვდება! - ფეხზე წამოხტა კატალინა - დედას სიკვდილი ზუსტად მაგისი ნიშანია, რომ ვლადი არასოდეს მოკვდება. ეგაა მამაჩვენის წყევლა. ადრე თუ გვიან ყველანი დავიხოცებით, ვლადს კი ჩვენს საფლავებთან დგომა მოუწევს, ჩვენი დამარხვა.
- გეყო! - შეაჩერა მარიანამ თავისი და, სასნამ კიდე რამე უარესს იტყოდა - მამაჩვენია. ეგეთი სიმწარისთვის არ მემეტება.
- რა თქმა უნდა, შენ ხომ ყოველთვის მამა გერჩივნა ყველას.
- კატალინა, გლოვა სამივეს გვჭირდება, დედა დავკარგეთ, მაგრამ არაა საჭირო ეს ჩვენი სევდა უდანაშაულო ნათესავებს ბოღმად მივაფრქვიოთ. ყველამ გავაკეთეთ ჩვენი არჩევანი. ერთმანეთი ავირჩიეთ და ამიტომაც ვსხედვართ ახლა ერთად. დედამ თავისი არჩევანი გააკეთა და შეეწირა კიდეც.
- საკმარისია! - დაიღრიალა გაბრიელმა. მწვანე თვალებს ყველაზე ძვირფასი ცრემლი უწყლიანებდა და მსუბუქად ეცემოდა მშვენიერ ბაგეებზე.
გაბრიელი დედას ჰგავდა.
არც ერთი მათგანი ისე არ ჰგავდა კარმილას გარეგნულად, როგორც გაბრიელი.

* * *

იდგა ვლადი საყვარელი ქალის ცხედართან, რომელიც აკლდამაში დაესვენებინა. კარმილა მძინარე მზეთუნახავს დამსგავსებოდა უფლისწულის კოცნის მოლოდინში რომ გაატარა საუკუნეები.
- არ გამოჩნდა შენი უფლისწული კარმილა - წარმოთქვა ვლადმა - სადისტი სისხლისმსმელი შეგრჩა ხელში... მაგრამ როგორ ერთი საყვედურიც არ დაგცდენია.
მუხლი მოიყარა საყვარელი ქალის სხეულის წინ. გაქვავებულ მუცელზე დაადო თავი. ახლა ერთი ტემპერატურის იყვნენ. კარმილას სითბო თოვლივით გაყინულ სიკვდილს შეეჭამა.
პატარა გოგონას ფეხი ახალი ადგმული ჰქონდა.
მამას უყურებდა და ვერ ხვდებოდა, მისი სევდის მიზეზს. დედა ხომ იქვე იყო და ეძინა? რაღა აღელვებდა მამიკოს?
ვლადმა უკანასკნელად აკოცა მეუღლეს.
ასეთი სილამაზის მნახველი ცხოვრებაში არ ყოფილა. უსულო, უსიცოცხლო ცხედარიც კი თვალისმომჭრელ სინათლეს ასხივებდა ღამისფერ აკლდამაში.
საყვარელ ქალს წელზე მოჰხვია ხელი, ნელ-ნელა ააცილა მიწას და აიყვანა.
- გარეთ გავიდეთ პატარა ჯენი - მიუგო ვლადმა გოგონას.
ჯენის ჯერ ენა ვერ აედგა, მაგრამ მაინც ესმოდა ყველადერი.
მამამისის მოსასხამს დაებღაუჭა, დაუხმარებლად ააცოცდა კისერზე.
გარშემო თოვლს თეთრად შეეღება კოშკის სისხლისფერი კედლები. მშვენიერი სანახავი იყო. ამაზე მშვენიერ დღეს ვერ ინატრებდა კაცი საყვარელი ქალის დასაკრძალად.
ფანტელებით გადაპენტილ მიწაზე დაასვენა ვლადმა კარმილა.
ცეცხლი შეუნთო მის სხეულს. თავად, მოშორებით დადგა.
- გინდა, ზღაპარი მოგიყვე პატარა ჯენი? - ჰკითხა თავის ქალიშვილს და კისრიდან გადმოიყვანა, მკერდზე მიიხუტა - დიდი ხნის წინად, უძლეველი ვამპირი ცხოვრობდა ამ ქალაქში. ცხოვრობდა და ყველას სიცოცხლეს თავისი ბასრი ეშვებით ამჩნევდა ტანჯვის კვალს. უძლეველი ვამპირი შვილებმა მიატოვეს... ყველამ მიატოვა, თუმცა ერთი უმშვენიერესი მქნილება არ მოსცილებია გვერდიდან. ეს იყო კარმილა, მისი მეუღლე. კარმილა მუცლით უკანასკნელ იმედს დაატარებდა. იმედი იზრდებოდა, ფესვებს იდგამდა კარმილას სხეულში და შემდეგ ყველაზე დიდ სიხარულად იქცა, სამყაროს მოევლინა. მამამ პატარა ჯენი დაარქვა, რადგან პატარა იყო და როგორც არ უნდა გაზრდილიყო, მაინც პატარად დარჩებოდა. მის არსებობას არ ამხელდნენ. საშიში იყო. ვლადი ყველას ეჯავრებოდა და ისინიც ეჯავრებოდათ, ვინც ვლადს უყვარდა. ბავშვის არსებობა მაინც გამჟრავნდა, მის მოსაკლავად მოვიდნენ ბოროტი ჯადოქრები. ამბობდნენ, ყველა უნდა მოვკლათ, ყველა უნდა დავხოცოთ, ვინც შენს სისხლს გაამრავლებსო. პატარა ჯენი ვამპირი იყო მამის მსგავსად და დედის ჯადოქრულ ძალებს ფლობდა. ბოროტმა ჯადოქრებმა, ბავშვის მოკვლა დააპირეს, რომელიც მამამისს ეჯდა კალთაში. დედა ორივეს გადაეფარა - ქმარსაც და ქალიშვილსაც. ბოროტმა ვლადმა ყველა აჯანყვებული დახოცა, თავები დააცალა, მაგრამ ძალიან გვიანი იყო. დედა ვერ გადაარჩინა, დედამ გადაარჩინა. იცი რა მიკვირს პატარა ჯენი? ქალი როგორაა სუსტი არსება, როცა გადამწყვეტ მომენტში, დაუფიქრებლად სწირავს თავს? დედა ყველაზე ძლიერი იყო. ხალხს ვლადი ეგონა უძლეველი, მაგრამ სინამდვილეში, კარმილა იყო. ყველა წავიდა ჯენი, ყველამ დაგმტოვა. მხოლოდ ერთმა აირჩია დარჩენა. მხოლოდ ერთი პატარა გოგონა არ გაჰქცევია მწუხრისფერ დემონს. გინდა სიმართლე გაგიმხილო პატარა ჯენი? შენ ყველაფერი ხარ. სამყაროში, ყველა სულიერს გაჩენის დღეს ვაწყევლინებ შენი გულისთვის. შენი გულისთვის, მამიკო იმაზე უარეს რამეებს ჩაიდენს, რაც კი აქამდე გაუკეთებია. მამიკო პატარა ჯენია... მამიკოს დაწყევლილი სული პატარა ჯენის სპეტაკ სხეულში საზროობს.
ბავშვს სიყვარულისა და სიწმინდის არომატი ჰქონდა კანზე.
ვლადიმერმა ყელში უყნოსა.
კარმილას სურნელიც მასში აგრძელებდა სიცოცხლეს.
- მამიკომ კარგი ზღაპრები არ იცის, მაგრამ ეგება, ყველაფერ ცუდშიც შევძლო და სინათლე დაგანახო. შენ ხომ თავად ხარ ჩემი თვალის ჩინი ამ ბურუსითმოცულ ქალაქში?
ცეცხლის ალი ასდიოდა კარმილას თოვლისფერ სხეულს.
პატარა ჯენიმ ვლადის თითი მუჭში მოიქცია და უკბიჩა.

* * *
გაბრიელი გარბოდა. იქამდე გარბოდა, სანამ გაუვალ ტყეს არ გასცდა და ჯადოქრების კვარტალში არ აღმოჩნდა.
- ყველაფერი ამათი ბრალია - ჩაილაპარაკა. მუჭი მგარად შეჰკრა. - გოუსთ ჰილი, სისხლის სავანე თუ მიდთაუნი, მნიშვნელოვა არ აქვს. ყველა ჯადოქარი წყეული მოდგმის ნაწილია.
ჯადოქრების კვარტალში ვამპირი ვერ შევიდოდა. მათ საზღვარს შელოცვა ედო, მაგრამ გაბრიელზე არ გაჭრა, რადგან ვენებში ჯადოქრის სისხლი უჩქეფდა.
საზღვარი გადაკვეთა.
შეშინებული ჯადოქრები სახლებიდან გამოვიდნენ. უხმოდ შეჰყურებდნენ გაცეცხლებულ ვამპირს, რომელსაც თვალებში შურისძიების ცეცხლი უგიზგიზებდა სასტიკად.
- რომელიმე უხუცესი უნდა გააღვიძოთ - გადაუჩურჩულა მოხუცმა მერიმ პატარა ჯადოქარს - ჩვენ ვერ მოვერევით, ყველას დაგვხოცავს.
- მაგრამ უხუცესების გაცოცხლება ხომ გვეკრძალება?
- ეგ ერთადერთი გამოსავალია. დაე, დავარღვიოთ ყველა კანონი. ბავშვებს დაგვიხოცავს ეს ურჩხული ნელი, სწრაფად, გაიქეცით - შეუმჩნევლად გააპარა მერიმ ორი პატარა ჯადოქარი და თავად, დროის მოსაგებად, გაბრიელს მიუახლოვდა. - რა გინდა ურჩხულო?
გაბრიელს გაეცინა.
არაფერი უპასუხია.
მუდამ აინტერესებდა ჯადოქართა საცხოვრებელი. პატარა კვარტალში, ულამაზესი თეთრი სახლები ჩამწკრივებულიყო. აივანზე ყველას ყვავილები გაეშენებინა. შუა ზამთარში, ჯადოქრების საცხოვრებლებში ყვავილების მომაჯადოებელი სურნელი და სიფერადე მოსჭრიდა კაცს თვალს.
გაბრიელი არ ჩქარობდა მათ დახოცვას.
უყვარდა შოუს დადგმა, მსხვერპლის გამასხარავება, მათი შიშის შეგრძნება. ასე უსიტყვოდ დააბიჯებდა ჯადოქრებს შორის პირზე ღიმილმოგვრილი და ის, ვისთანაც ერთ მეტრზე ახლოს მივიდოდა, წამსვე ისტერიულად იწყებდა ნაბიჯების უკან დგმას.
ჯადოქრები სასაცილოები იყვნენ.
ყველა ღია ფერებში შემოსილიყო შეთქმულებივით.
- მემგონი, წითელი ფერი უფრო მოგიხდებოდათ - ისე ხმადაბლა ჩაილაპარაკა ვამპირმა, ძლივს გაიგეს მისი ნათქვამი - თქვენზე იმდენი სისხლია, სულ წითლებში უნდა იაროთ.
ვერაფერი უპასუხეს.
იცოდნენ დედამისის მკვლელობის ამბავი, მაგრამ რას გააწყობდნენ? სულ სხვა ქალაქში, სულ სხვა აჯანყების გამო, თავიანთ კვარტალს რატომ ემუქრებოდა საფრთხე? ეგეც რომ არა, ყველა მათგანი ფიქრობდა, კარმილა იმსახურებდა სიკვდილსო.
გაბრიელი აქეთ-იქით აცეცებდა თვალებს. ერთ წამს, ისიც გაიფიქრა: „ალბათ ოდესღაც დედაჩემიც ასე ცხოვრობდა - ყვავილებში, ჰარმონიულად. შემდეგ კი ვლადმა წაიყვანა წითელ კოშკში“.
ნელი და მისა ჯადოქართა აკლდამებში შევარდნენ.
- როგორ უნდა გავაღვიძოთ? - ჰკითხა მისამ.
- არ ვიცი. მერი ამბობს, რომ ყველა ჯადოქარი გარდაცვლილია, უხუცეს ჯადოქრებს კი სიკვდილის მაგივრად, სძინავთ.
- საუკუნეების მანძილზე თვლემენ?
- არა სულელო. ჯადოქრების სიკვდილის შემდეგ, მათი შესაძლებლობები ცოცხლებს გადაეცემათ, მაგრამ როცა უდიდესი ნიჭის მატარებელი ჯადოქარი იბადება და მას მოულოდნელად, ღალატით ჰკლავენ, მაშინ თავისი ძალა კუბოს ფიცარში ჩააქვს და სხეულთან ერთად იმარხება. ასეთ ჯადოქრებს უხუცესებს ეძახიან და ხუთ საუკუნეში ერთხელ გვაქვს მათი გაცოცხლების უფლება. თან მხოლოდ მაშინ, თუ სიკვდილ-სიცოცხლის ამბავია.
- მერე გავაცოცხლოთ!
- შეხედე, აკლდამებზე სიკვდილის დრო და მიზეზი აწერია. - ხელით მიანიშნა ნელიმ.
- სოფია, მოკლულია ქმრის მიერ, 65 წლის ასაკში - წაიკითხა მისამ - საბრალო...
- უფრო ახალგაზრდა გვჭირდება. - სასწრაფოდ ჩამოუარა ნელიმ სხვებს. უხუცესთა საფლავები ჩვეულებრივზე განსხვავებული იყო. არ იხრწნებოდნენ, ამიტომ მიწაში არ მარხავდნენ მათ სხეულებს. ხის სასახლეების გასწვრივ, უზარმაზარი სვეტი იყო აღმართული რომელზეც უხუცესთა ისტორია ეწერა.
- ტატიანა თავისმა დამ გამოსჭრა ყელი. სჯეროდა, რომ ამას თუ გააკეთებდა, ტატიანას ძალაც მისი გახდებოდა, მაგრამ შეცდა. - მერე უზარმაზარ სასახლეს თავი ახადა - კარგი ვარიანტია, გავაცოცხლოთ.
- დეიზი - ხმამაღლა, აღტაცებით წარმოთქვა მისამ და წითელი მუხის სასახლეს მიუახლოვდა - ამ ქალმზე მსმენია. იცი რამდენი ლეგენდა დადის? ჯადოქართა ისტორიის ყველაზე საინტერესონაწილია. დეიზის ცეცხლიან ჯადოქარს ეძახდნენ, გრძელი, წითური თმა ჰქონდა და უმშვენიერესი, ფირუზისფერი თვალები. ძალიან კეთილი და ძლიერი ჯადოქარი იყო. სახლში ხანძარი გაჩნდა. დეიზის ეძინა და ვერაფერი იგრძნო. თვალი რომ გაახილა, უკვე ძალიან გვიანი იყო ყველაფერი.
- აქ წერია, რომ მეგობრის ღალატით მოკვდა.
- შეიძლება ასეც ითქვას. მისი მეგობარი მასთან ერთად იყო, ისე შეეშინდა, დეიზის გადარჩენაზე აღარ უფიქრია, სასწრაფოდ გაიქცა. პრინციპში, ღალატია, აბა რა არის? და იცი ამ ისტორიაში ყველაზე უცნაური ნაწილი რომელია?
- რომელი?
- და დააან! - სახურავი ახადა კუბოს - დეიზი დაიწვა, მაგრამ მისი სხეული არ დაფერფლილა. ცეცხლიან ჯადოქარს თმის ფერის გამო არ ეძახდნენ. დეიზი ფიზიკურად ვერ იწვის. მის სხეულს ცეცხლი მოეკიდა, თუმცა ფეფრლად არ ქცეულა. იწვა ასე, ცეცხლწაკიდებული და იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა ეს ამბავი, რომ შიშისგან გული გაუსკდა.
- ძალიან ტრაგიკული, თუმცა ირონიულია - ნელიმ უხუცეს დეიზის შეხედა - როგორი ახალგაზრდა და მშვენიერია არა?
- გავაცოცხლოთ ნელი, გთხოვ. შენ ხომ შეგიძლია? ნახე რა ლამაზი და ახალგაზრდაა. ყველაზე მეტად, მას სჭირდება სიცოცხლის გაგრძელება. თან დროც არ იცდის.
ნელიმ მისას თავი დაუქნია.
ხელები მაღლა აღმართა და წარმოთვქა: „აღსდექი დეიზი, ვალი მოიხადე შენი თემის წინაშე, გადაარჩინე შენი ხალხი და მოდგმა“.
ქალმა თვალი გაახილა და ორ პატარა ჯადოქარს შეხედა.
არაფერი უთქვამს.
სასახლიდან წამოდგა და სწრაფი ნაბიჯით გაემართა აკლდამის გასასვლელისკენ.
გოგონები ჩურჩულით აედევდნენ უკან.
- საიდან იცის, რა უნდა გააკეთოს? - ჰკითხა მისამ ნელის.
- უხუცესია, ყველაფერს უსიტყვოდ იგებს მაგრამ მადლობა მაინც ეთქვა გაცოცხლებისთვის.
- მადლობის გადახდას მერეც მოვასწრებ! - მიმართა დეიზიმ - მოვკვდი და გავცოცხლდი, თუმცა სმენა არ დამქვეითებია.
ჯადოქრების მთელ არმიას შორის სირბილით გაიკვალა გზა და გაბრიელის წინაშე წარსდგა.
- შენ რატომ გაცვია შავები? - გაუკვირდა გაბრიელს.
- იმიტომ, რომ მოვკვდი წყეულო სისხლისმელო! - დაიღრიალა ქალმა და ღრიალთან ერთად, კაცის სხეული თავისი მომაკვდინებელი ძალით ცაში ასწია. მუშტი შეკრა, მერე გადაატრიალა და მოულოდნელად, გაბრიელს კისერი გადასტყდა. დეიზიმ მუჭშეკრული ხელები ჯერ მკერდთან მიიტანა, მერე დიდი სისწრაფით გაიქნია.
გაბრიელი გადავარდა.
სადღაც შორს, ტყის შუაგულში დაემხო.
- ესეც ასე - შემოუტრიალდა დეიზი თავის ხალხს - ახლა ერთი ჩემი ძველი მეგობრის ნახვა მინდა თუ რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ცოცხალია.
ჯადოქართა ნაწილს ერთი ქალი გამოეყო.
თვალებს ვერ უჯერებდა.
- დეიზი? - ჰკითხა წითურ ჯადოქარს.
- გამარჯობა ვერონიკა - გაეღიმა დეიზის - დიდი ხანია არ შევხვედრილვართ ხომ? ალბათ, იმის მერე, რაც უკანმოუხედავად გაიქეცი. შეგეძლო, ერთხელ დაგეყვირა ჩემი სახელი, გაგეღვიძებინე და მერე ჯოჯოხეთშიც წასულიყავი! „Va mourir espece de traitre maudite“ - კიდევ ერთხელ დაიყვირა დეიზიმ მთელი ძალით.
ქარმა წითური თმა აუფრიალა, ფირუზისფერ თვალებში სიძულვილი და იმედგაცრუება გამეფებოდა.
ვერონიკამ თვალები დახუჭა და უსულოდ დაეცა მიწაზე.
- მოკლა? - ჰკითხა ნელიმ მოხუც მერის.
- დიახ. - უპასუხა აღელვებულმა ქალმა.
- გაცოცხლების პირველივე წუთებში, ვამპირი სადღაც უღრან ტყეში მოისროლა, თავისი მეგობარი კი იქვე მიაკლა. მაგარი ქალია - ვერ ცხრებოდა მისა.
- ჯადოქარი რომ ჯადოქარს ჰკლავს, ისჯება - თქვა ნელიმ. ვერ გაეგო, რა ხდებოდა. - თან როცა დაუმსახურებლად კვდება, მაშინ უხუცესად არ იქცევა?
- დაუმსახურებლად არ მომიკლავს - მიუბრუნდა დეიზი ნელის - მეგობრის მოღალატე თუ ხარ, მნიშვნელობა არ აქვს, ცოცხალი იქნები თუ მკვდარი. თან მხოლოდ რჩეული ჯადოქრები ხდებიან უხუცესები. ვერონიკა კი ზედმეტად უნიჭო იყო.
- საიდან ესმის ყველაფერი - თვალები გადაატრიალა ნელიმ.
- ვამპირზე უკეთესი სმენა მაქვს - ეგეც გაიგო დეიზიმ და პასუხი არ დააყოვნა - თუმცა, გმადლობ გაცოცხლებისთვის. აბა, ახლა რომელ მშვენიერ სახლში ვიცხოვრებ? ოთახის მეზობელი არ მჭირდება, ამ ცხოვრებაში, მეგობრებს აღარ ვიყოლიებ, ძალიან დამღალეს.
* * *
სისხლის სავანის კოშკში, ვლადიმერთან ყვავი მოფრინდა. რამდენჯერმე მაგრად დაიჩხავლა. ვამპირმა თავი დაუკრა ყვავს და პატარა ჯენის შეხედა.
- შენი ძმა ჯადოქრებს დასხმია თავს, საკადრისად მოიგერიეს, მაგრამ ისეთი ვერაფერი ავნეს. ვერც ავნებენ... - პატარა გოგონა ხელში აიყვანა და შუბლზე აკოცა - იცი, შენმა დედიკომ შელოცვების წიგნი დაწერა. ყველასგან გადავმალე. იქ ისეთი რამეები წერია, რომ უძლეველად იქცევი პატარა ჯენი. მხოლოდ შენ გადმოგცემ ამ წიგნს.
გოგონა საწოლზე ჩამოსვა და გვერდზე მიუჯდა.
- ნაწნავებს გამიკეთებ მამიკო? - ჰკითხა ჯენიმ.
- რა თქმა უნდა - გაეცინა ვლადს. კარმილას ოქროს სავარცხელი აიღო და „იუთუბში“ ნაწნავების გაკვეთილები ჩართო - ეს თანამედროვე ტექნოლოგია რომ არ არსებობდეს, მამიკო ტანსაცმელსაც ვერ ჩაგაცმევდა.
მერე ცოტა უფრო დახვეწა. გოგონას ღამისფერ ნაწნავებში გვირილის ფორმის თმისსაბნევები გაუკეთა და კმაყოფილი სახით დააკვირდა თავის ნახელავს.
პატარა ჯენის ზუსტად მამისსნაირი მოსასხამი ეცვა.
- აივნიდან გადამახედებ? - ჰკითხა პატარა ჯენიმ.
ვლადს გაეცინა.
გოგონა აივანზე გაიყვანა, მთელი ქალაქი ხელისგულივით ჩანდა.
- ხედავ ხალხს? ნახე როგორ ჭიანჭველებივით დადიან. ჩვენ ვერ გვხედავენ, ჩვენ ღრუბლებში ვართ ღმერთებივით, მეფეებივით. დრო გავა და შენც მეფე იქნები პატარა ჯენი. დედოფლობა არ გჭირდება, ხელმწიფედ გაქცევ. წავიდეს სხვა დანარჩენი, სულ გადაიკარგონ. მხოლოდ მამა და ჯენი, ჯენი და მამიკო. ხომ?
- ჰო, დიდი მამა და პატარა ჯენი - დაემოწმა პატარა გოგონა.



№1  offline ახალბედა მწერალი ქეთი იმერლიშვილი

დიდებული ვინმე ხარ! ❤️
მახსოვს, ერთხელ მოვინდომე, ფენტეზი მომესინჯა. ჩემთვის საკმაოდ მნიშვნელოვანმა პიროვნებამ მირჩია, თუ ეს ჟანრი გინდა სცადო, არსებული რეალობების ფენებში იმდენად ღრმად უნდა იყო გარკვეული, რომ შემდეგ შენი შექმნილი სამყარო მკითხველს რეალური ეგონოსო. აი, ახლა ზუსტად ამ საზომით ვკითხულობდი და მინდა გითხრა, მეგონა რომ შენი შექმნილი სამყაროსი პირველ რიგში შენვე გჯეროდა და ბოლომდე მათთან იყავი. ეს კი უმნიშვნელოვანესი რამ არის!
ბოროტების და სიკეთის შერევა და უცებ ვხედავ, რომ ბოროტება სიკეთეს ამარცხებს ...
"კარმილას სითბო თოვლივით გაყინულ სიკვდილს შეეჭამა"- მეტკინა...

"მამიკომ კარგი ზღაპრები არ იცის"...-მართლაც! ისეთებს უყვებოდა, ჯენის ადგილას შემეშინდებოდა.
სწორად აღნიშნე, ბავშვს უცოდველობის და სისპეტაკის სუნი ასდის. როგორ მიყვარს ეს სუნი ❤️ ყოველ დღე მინდა, ვგრძნობდე! ❤️
მაინტერესებს, რომელ ძალას გაამარჯვებინებ საბოლოოდ. რომელია ენ ჯეინის ჯადოსნური ძალა -სიკეთე, თუ ბოროტება, რომელიც პატარა ჯენის შინაგან სამყაროში უნდა გაიზარდოს და გაძლიერდეს?
ქმრისგან მკვდარი... დისგან დანით მკვდარი... მეგობრის ღალატისგან მკვდარი... -ისევ მიწიერი ცოდვები და რეალობამდე დასული არარეალობა (ფენტეზი)...
ერთი სიტყვით, საინტერესო ხარ.
წარმატებები!
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№2 სტუმარი დიაბეტი

ვაიმე ენ ჯი! ქეთის კომენტარს ვკითხულობ და ასპროცენტიანია ყველაფერი. ფენტეზის ჟანრი ისეთი სპეციფიკურია, ეგ თუ განოგდის, ყველაფერი გამოგდის. კარმილაზე გული ჩამწყდა. აი ხო პირველივე თავში მოკვდა მაგრამ უკვე მიყვარდა. პატარა ჯენი და დიდი მამიკო მართლა სასწაულები არიან. უკვე ვგიჟდები. ნეტა რა რეაქცია ექნებათ დანარჩემებს როცა გაიგებენ რო პატარა დაიკო ჰყავთ?
კიდევ მაგრად გამაოცე. დეიზი მეგონა რაღაცა ანგელოზი და მაგრად გამიკვირდა ისე მიაკაჩავა ყველა. აი ახლა ძაან სექსუალური გახდა ჩემს თვალში. ნეტა როგორ მივლენ ეგ და გაბრიელი იმ ეტაპამდე რომელიც აღწერილი გაქ საახალწლო ისტორიაში.

 


№3  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ქეთი იმერლიშვილი
დიდებული ვინმე ხარ! ❤️
მახსოვს, ერთხელ მოვინდომე, ფენტეზი მომესინჯა. ჩემთვის საკმაოდ მნიშვნელოვანმა პიროვნებამ მირჩია, თუ ეს ჟანრი გინდა სცადო, არსებული რეალობების ფენებში იმდენად ღრმად უნდა იყო გარკვეული, რომ შემდეგ შენი შექმნილი სამყარო მკითხველს რეალური ეგონოსო. აი, ახლა ზუსტად ამ საზომით ვკითხულობდი და მინდა გითხრა, მეგონა რომ შენი შექმნილი სამყაროსი პირველ რიგში შენვე გჯეროდა და ბოლომდე მათთან იყავი. ეს კი უმნიშვნელოვანესი რამ არის!
ბოროტების და სიკეთის შერევა და უცებ ვხედავ, რომ ბოროტება სიკეთეს ამარცხებს ...
"კარმილას სითბო თოვლივით გაყინულ სიკვდილს შეეჭამა"- მეტკინა...

"მამიკომ კარგი ზღაპრები არ იცის"...-მართლაც! ისეთებს უყვებოდა, ჯენის ადგილას შემეშინდებოდა.
სწორად აღნიშნე, ბავშვს უცოდველობის და სისპეტაკის სუნი ასდის. როგორ მიყვარს ეს სუნი ❤️ ყოველ დღე მინდა, ვგრძნობდე! ❤️
მაინტერესებს, რომელ ძალას გაამარჯვებინებ საბოლოოდ. რომელია ენ ჯეინის ჯადოსნური ძალა -სიკეთე, თუ ბოროტება, რომელიც პატარა ჯენის შინაგან სამყაროში უნდა გაიზარდოს და გაძლიერდეს?
ქმრისგან მკვდარი... დისგან დანით მკვდარი... მეგობრის ღალატისგან მკვდარი... -ისევ მიწიერი ცოდვები და რეალობამდე დასული არარეალობა (ფენტეზი)...
ერთი სიტყვით, საინტერესო ხარ.
წარმატებები!

აუ ქეთი როგორ მიყვარს ესე ზუსტად რომ ხედავ ხოლმე ყველაფერს <3
კი, ჩემი შექმნილი სამყაროსი მევე მჯერა, მანდაც მართალი ხარ. ბავშვობიდან, ვიგონებდი სულ სხვადასხვა სამყაროებს და მერე იმ სამყაოებში ვცხოვრობდი. ყველა მეჩხუბებოდა, გაიზარდე გაიზარდეო, მაგრამ მიხვდნენ რომ არ აქვს აზრი, მაინც არ ვაპირებ რეალობის აღქმას და შემეშვნენ.
ბოროტებამ სძლია სიკეთეს ამ თავში. სიმართლე რომ გითხრა, 6 წლიდან მოყოლებული, სულ ბოროტი პერსონაჟები მიყვარდნენ, მერე ამ პერსონაჟებს მიკლავდა რეჟისორი ან მწერალი და ვიყავი ხოლმე დეპრესიაში. ჰოდა, გადავწყვიტე, ჩემივე სამყაროში, მთავარი პერსონაჟი ბოროტი ყოფილიყო. აქ ჩემს გემოზე მივუდგებოდი.
დიდი მადლობა ასეთი კარგი შეფასებისთვის <3

დიაბეტი
ვაიმე ენ ჯი! ქეთის კომენტარს ვკითხულობ და ასპროცენტიანია ყველაფერი. ფენტეზის ჟანრი ისეთი სპეციფიკურია, ეგ თუ განოგდის, ყველაფერი გამოგდის. კარმილაზე გული ჩამწყდა. აი ხო პირველივე თავში მოკვდა მაგრამ უკვე მიყვარდა. პატარა ჯენი და დიდი მამიკო მართლა სასწაულები არიან. უკვე ვგიჟდები. ნეტა რა რეაქცია ექნებათ დანარჩემებს როცა გაიგებენ რო პატარა დაიკო ჰყავთ?
კიდევ მაგრად გამაოცე. დეიზი მეგონა რაღაცა ანგელოზი და მაგრად გამიკვირდა ისე მიაკაჩავა ყველა. აი ახლა ძაან სექსუალური გახდა ჩემს თვალში. ნეტა როგორ მივლენ ეგ და გაბრიელი იმ ეტაპამდე რომელიც აღწერილი გაქ საახალწლო ისტორიაში.

ფენტეზი არაა ჩემი ცხოვრება? :დდდ არა, დეიზი ანგელოზი ვერ იქნება. ყოველი შემთხვევისთვის, დეიზი ისეთი გოგოს შთაგონებითაა შექმნილი რომ ანგელოზობისა ბევრი უკლია :დდ
ძალიან მიხარია რომ მოგეწონა <3

 


№4  offline წევრი წიწაკა

აი ახლა რა ვთქვა
ნამუსგარეცხილი გოგო ვარ გუშინ ძილი რომ ვარჩიე ამის წაკითხვას.
აბა რა ვარ?:დ
აი, რა ვთქვა.
ყველა იდეალურია.
ვლადის და ჯენის ურთიერთობაზე არაფერს ვიტყვი. ძალიან საყვარლობაა:დ
"იუთუბში" თავჩარგული ვლადი რომ წარმოვიდგინე ცუდად გავხდი:დ სერიოზულად.
დეიზი წინა მოთხრობაში სულ სხვანაირი იყო და აქ მართლაც ალქაჯია. ზუსტად შეეფერება ეგ სახელი .თან რა ექშენ ქალია:დ
ველი შემდეგს.

 


№5  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

წიწაკა
აი ახლა რა ვთქვა
ნამუსგარეცხილი გოგო ვარ გუშინ ძილი რომ ვარჩიე ამის წაკითხვას.
აბა რა ვარ?:დ
აი, რა ვთქვა.
ყველა იდეალურია.
ვლადის და ჯენის ურთიერთობაზე არაფერს ვიტყვი. ძალიან საყვარლობაა:დ
"იუთუბში" თავჩარგული ვლადი რომ წარმოვიდგინე ცუდად გავხდი:დ სერიოზულად.
დეიზი წინა მოთხრობაში სულ სხვანაირი იყო და აქ მართლაც ალქაჯია. ზუსტად შეეფერება ეგ სახელი .თან რა ექშენ ქალია:დ
ველი შემდეგს.

შენ იძინე და კარგად იყავი, ისტორიები არ გაგექცევიან :დდ
ჰო გოგო, იქ უკვე კარგა ხნის გაცოცხლებული იყო, დასტაბილურებული ჰქონდა ცხოვრება, ბიჭი ბოლომდე დატრეული და დიდად არ ნაღვლობდა :დდდ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent