შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხარე საჩუქარი (მე-2 თავი)


29-12-2019, 21:21
ავტორი Alice76
ნანახია 1 220

კარში გასულმა უკვე ვიცოდი, რომ ეს გამარჯვება იყო. თამაში დაიწყო, ჩემთან თამაში კი მას ზედმეტად არათანასწორ მდგომარეობაში აყენებდა:
პირველი, იმიტომ, რომ არასათანადოდ მაფასებდა, მეორე- ცხოვრების აზრზე არ იყო. დაბადებიდანვე სარფიანი საშოდან გამომძვრალი, ჩემი ღრმა რწმენით, ოქროს ქოთანზე ისაქმებდა და ალბათ სანამ თვალს გაახელდა,ცხვირში კრუასანებს ტენიდნენ. რა უნდა სცოდნოდა მას ცხოვრებაზე?
ასეთი ხალხი ფიქციურ სამყაროში ცხოვრობდნენ, ადამიანების მიერ თავიანთთვის გამოგონილში და არა ღმერთის შექმნილში.
ქმნიან სამსახურებს, რომლებიც რეალურად არავის სჭირდება, აწარმოებენ პროდუქციას, რომელიც ნაგვისგან იქმნება და ალმასის ფასი აქვს, იჯერებენ, რომ მათი მატერიალური კეთილდღეობები ნამდვილად წარმოადგენს რამეს. შეიძლება გაგეცინოთ და თქვათ, მაწანწალა გოგომ რა იცის, როგორია სიმდიდრეო. ან უარესი, შურსაც გადააბრალოთ, მაგრამ ვიცი, ნამდვილად ვიცი, რასაც წარმოადგენს ეს საზიზღარი გამოგონება.
-ჩილი!-გასახდელში, ფიქრებში წასული ვეწეოდი, როდესაც გოგონების ურდო დამატყდა თავს.
ჩემ წინ ხუთნი ჩამწკრივდნენ და რიგს არ დაელოდნენ, ისე დამაყარეს:
-ის დამპალი გააგდებინე?
-აუ არ არსებობს, რა მაგარი ხარ!
-ყველა მაგაზე ლაპარაკობს, ჩილიმ სულ უფროსთან უჩივლაო, იმან კიდევ ეგრევე მოხსნაო!
-ღმერთო ! თვალი მოვკარი და რა სიმპათიურია!
-ყოველთვის მიყვარდი, უბრალოდ არ გამოვხატავდი...
-აუ, შეგიძლია, მეც დამიხმარო მის ნომერში რომ წახვალ, თან გამაცანი...
ჩვეულებრივ, ეს გოგოები საკმაოდ შორს იჭერდნენ თავს ჩემგან. მიზეზით არ დავინტერესებულვარ, პირდაპირი ადამიანები, რომლებიც საკუთარ შეხედულბებს არ მალავენ, დიდად არავის ეხატება გულზე, მით უმეტეს, თუ ეს ადამიანი მე ვარ-ჩილი, ქუჩის გოგო.
ჯიბეში მობილური აზუზუნდა. ნამწვი ერთ-ერთს შევაჩეჩე ხელში და იქაურობას თავი დავაღწიე.
-ჰო!
-ჩილი, მე ვარ, მარიტა- ტელეფონშიც წკრიალა ხმა ჰქონდა,არა და დიდი იშვიათობაა-როგორ ხარ?
-გათავისუფლდი?-ფორმალურ კითხვებს არასდროს ვპასუხობდი.
მისაღებისკენ დავიძარი და დავინახე, სავარძელში ჩაფლობილი, ფეხგადადებული საუბრობდა. ისე გამოწყობილიყო, თითქოს სალაშქროდ მიდიოდა-სპორტული, ტანზე მომდგარი ზედატანი და ელასტიური შარვალი ეცვა. მის გვერდით ჩვენი ადმინისტრატორი, ნიცა დაყუდებულიყო და ხელში დუტის ქურთუკი უძველესი რელიქვიასავით სათუთად ეკავა. მაინც რა ტრა*ის მლოკველები არიან?
-სასტუმროს მეპატრონის შვილი ხარ, როცა მოგინდება, გამათავისუფლებ-მხრები ავიჩეჩე და მისკენ დავიძარი.
-ჩემი ძმა ჩამოვიდა და მაშინვე ყველაფერი აურია-ამოიოხრა, მის შეწუხებულ სახეს უკვე გარკვევით ვხედავდი.-გამაგიჟებს ეს ბიჭი, ძალაუფლების გამოვლენის დაუოკებელი სურვილი აქვს, დღეს ვიღაც დამლაგებელს ეჩხუბა და ერთ-ერთი ადმინისტრატორი გაათავისუფლა, შემდეგ ჩემთან შემოვიდა და...
-ეგ დამლაგებელი მე ვიყავი-ნიცას ქურთუკი გამოვტაცე და მარიტას თავზე დავადექი-შენი ძმა კი ისეთივეა, როგორც ძმების უმრავლესობა-იდიოტი!
მარიტამ სიცილით ამომხედა.
-აუ, როგორ ვერ მივხვდი-გადაიკისკისა და წამოდგა-ვინ, თუ არა შენ? მდგომარეობიდან იყო გამოსული... მადლობა, ნიტა-გადასძახა ნიცას, რომელიც აშკარად გულგატეხილი ჩანდა და ჩემთან ერთად გასასვლელი კარისაკენ დაიძრა-გაავებული შემოვარდა ჩემ ნომერში და იმის მაგივრად, რომ მომსალმებოდა, ქვეყანაში გაუნათლებლობის პრობლემებზე დაიწყო მსჯელობა!
-რა მოსაწყენი ვინმეა-ამოვიოხრე, თითები პირში შევიტენე და დავუსტვინე. ტაქსი მაშინვე შედგა ჩვენ წინ.
-აპლიკაციაზე უკეთესი ხერხია-ჩვეული ტემბრით ჩაიცინა მარიტამ და მანქანაში შენარნარდა.
-ჩილის გაუმარჯოს!-გადმომხედა ტაქსისტმა და თვალი ჩამიკრა. სულ ასე აკეთებდა, ვერასდროს ვხვდებოდი, რა იყო ჩასაკვრელი, მაგრამ ალბათ იყო რამე.
-ნიკოლოზ, “ბუნკერში” წაგვიყვანე-გადავძახე და თან ათდოლარიანი ჩავუკუჭე მუჭში.
-ო-ო! ბუნკერიო?!საიდან გაგახსენდა ძველი ჰიმლერა?-მანქანა დაძრა ნიკომ და ალაქლაქდა-იქაური ფაშისტები რაც მიჩუმდნენ, ხალხი დიდად აღარ დადის...
-ფაშისტები?-აღელვება დაეტყო პრინცესას.
-დაიკი/დე-ვუჩურჩულე დამაჯერებლად, ნიკოს კი გადავძახე-ეგ ფაშისტები უკვე ორი წელია, მოეშვნენ მაგ ადგილს, ხო და სიწყნარეა იქ, ჩემო ნიკო.
-იქნება, აბა? ჰიმლერა ამბობდა, მალე გავკოტრდები და აქაურობას დავხურავო...
-მასე ამბობს უკვე მეათე წელია!
ეს ტაქსისტები ოღონდ ალაპარაკე! ჩემ თავს ყოველთვის ვეუბნები-მოკეტე, ჩილი! იმიტომ, რომ ლაპარაკს ყოველთვის უსიამოვნებამდე მივყავართ. ადამიანები მარტო იმას იგებენ შენი ნათქვამიდან, რაც სურთ, მერე კიდევ უფრო მეტის თქმა გიწევს, რომ გადაარწმუნო და ეს უსასრულო აბლაბუდაა, ამიტომაც ყოველთვის იმდენს ვლაპარაკობ, რამდენიც ჩემი აზრით, აუცილებელია. ტაქსისტები პირიქით...
-მანდ ერთი გოგო მუშაობდა ადრე, ეტო, თუ გახსოვს... ჯიგარი ვინმე იყო... ახლა დაბრუნდა, იცი?
ვიცნობდი ეტოს, გამოგონილი მეგობარი ჰყავდა ძალიან მახალისებდა, მაგრამ ცოტა მელანქოლიური იყო.
იმ დღეს არც ეტოსთვის მეცალა და არც მისი ფანტაზიებისთვის, რატომღაც გადაღლილად ვგრძნობდი თავს და ვგეგმავდი, ალკოჰოლისთვის მეთხოვა შვება.
როგორც იქნა, მივაღწიეთ ბუნკერამდე და ნიკოც მომეშვა. გული მქონდა გაწვრილებული მისი ლაპარაკით, მაგრამ არ ვეუხეშებოდი, ის დაგვეხმარა წლების წინ, როდესაც წვინტლას საავადმყოფოში გადაყვანა გვჭირდებოდა...
მარიტა აჟიტირებული ჩამოუყვა ბარ “ბუნკერის” კიბეებს.
-ნოამ რომ გაიგოს, აქ ვარ-თითქმის ჭყიოდა აღტაცებისგან-შეიძლება გული წაუვიდეს...
-ნოა?-ბართან მდგარ ჭაღარა ჰიმლერას ხელი დავუქნიე.
-ჩემი ძმა!-მიპასუხა მარიტამ.
-ჩვენი ყოფილი ადმინისტრატორი ნოშრევანს ეძახდა-ბოროტულად გამეღიმა მოგონებაზე.
-იმიტომაც გახდა ყოფილი-ჩაიქირქილა მარიტამ და მაგიდასთან მოთავსდა. გარემო მოათვალიერა. ბარში მხოლოდ ჩვენ ვიყავით, ბუნკერი ისევ ისეთი იყო, წლების განმავლობაში არ იცვლებოდა-იგივე სურათები და წარწერები კედელზე.
საკუთარი თავი გამოვიჭირე, სანამ მარიტა ჩუმად იყო. რატომ ვფიქრობდი ნოაზე? ჯერ-ჯერობით, ვერანაირ კონკურენციას ვერ მიწევდა, მეტიც, მივხვდი, რომ მისგან მეტის მოლოდინი მქონდა. ყველა ერთიანად კანკალებდა მის მოლოდინში, ჩემთან კი მხოლოდ მუქარით შემოიფარგლა, ზედმეტად მოსაწყენი იყო, მე კი უფრო მეტი მინდოდა. იქნებ დავიღალე ერთფეროვნებით? როდის აქეთ გახდა ჩემი ცხოვრება მოსაწყენი?
-ჩილი!-ნაცნობი ხმის გაგონებამ წამში გადამავიწყა ცხოვრების ამაოება. -აქ რა გინდა , შე ძველო?
ბარის შემოსასვლელთან წითელი ბუჩქი დავლანდე, ასე ვუწოდებდი ბოლო დროს ჭორფლას.
ეს აბეზარი ტიპი არც მას შემდეგ მომეშვა, რაც გავიზარდეთ და ქუჩიდან კედლებში გადავინაცვლეთ.
თვალები ავატრიალე. ჭორფლა ჩვეკენ წამოვიდა, ჩემი სახელი კი დაიძახა, მაგრამ “პრინცესას” თვალს არ აშორებდა. გავიფიქრე, როგორმე უნდა მივანიშნო, რომ შანსი არ აქვს-მეთქი.
ჭორფლას, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ჭორფლებით დაფარული ცხვირი და ლოყები ჰქონდა. სანამ ბავშვები ვიყავით, ტანით ყველაზე პატარა იყო, თუმცა ერთხელ, სრულიად მოულოდნელად, მისმა სხეულმა ალვის ხეობა გადაწყვიტა და ისე აიწოწა, უნიჭო ხუმრობის მოყვარულნი თვითმფრინავების ადგილმდებარეობას ეკითხებოდნენ.
ხუჭუჭა თმები ჰქონდა, საკმაოდ გრძელი, ბებვრი რამის შესანახად რომ გამოდგებოდა, ისეთ ვარცხნილობას ატარებდა. საერთო ჯამში, მაღალი, წითელი, მოლაპარაკე ბუჩქის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ყოველ შემთხვევაში,ჩემთვის.
აი მარიტა კი ისეთი გაბრწყინებული მიაჩერდა, ერთი წამით დავეჭვდი, რაიმე ეშმაკური მანქანებით ჭორფლას სიზმარში ხომ არ მოვხვდი-მეთქი,
ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, მარიტა და ჭორფლა(რომელმაც თავი ალექსად წარადგინა, რასაც ზედმეტად იშვიათად აკეთებდა), ერთმანეთს ისე შეეწყვნენ და იმდენად გაავსეს ბარი ურთიერთგაგებით, რომ იქ ჩემი ადგილი აღარ დარჩა.
უაზროდ ცუდ ხასიათზე ვიყავი. ასეთი უგუნებობა ხშირად არ მაწუხებდა-მადლობელი ვიყავი იმით, რომ ვსუნთქავდი, იმით, რომ არ ვიყინებოდი, იმით, რომ არ მშიოდა... მადლიერება საჭირო თვისებაა და არასდროს ვივიწყებდი, იმ დღეს კი ყველანაირი უმადურობა ერთიანად მომაწვა.
ბარიდან წამოვედი და მარიტა საიმედო წითურის ხელებში დავტოვე. გოგონას ეტყობოდა, რომ უბრალო, უდარდელი გართობა აკლდა. ისე, რომ დაჯდები, ყველანაირი ეტიკეტის ფეხზე დაკიდებით შეჭამ შემწვარ კარტოფილს და ჭორფლას მართლაც რომ ნორმალურ ხუმრობებზე იცინებ.
მე კი მივუყვებოდი ნახევრად ჩაბნელებულ გზას და ჩემ უცნაურ განწყობას გულის ყველაზე რთულ მისადგომებში ვიკვლევდი.
ასეთია ადამიანი-უსაზღვროდ უმადური. ბედნიერების ათას მიზეზში ათას მეერთე უბედურებას ვეძებთ. იმ საღამოს კი ზუსტადაც რომ უკმაყოფილოფ ყოფნა გადავწყვიტე.
ხანდახან ხომ ასეც ხდება-ცუდად გინდა ყოფნა და ხარ კიდეც, ეს კი უცნაურ, სევდიან სიამოვნებას განიჭებს და თავს ცოტათი გამორჩეულადაც გრძნობ.

მეტროში ჩასვლას ვაპირებდი, როდესაც ჩემი ყურადღება ვიღაცამ მიიპყრო-იქვე ახლოს, სკამზე უცნობი კაცი გაშოტილიყო, ზემოდან უამრავი პლედი გადაეფარა, სულ სხვარასხვა ფერი, სახე ისე ჩაერგო, თითქმის არ ჩანდა, მაგრამ ზუსტად ვიცოდი-ვიღაც ახალი იყო, ახალი მაწანწალა.
ამოვიხვნეშე, როდესაც სკამის ქვევით უზარმაზარი ზურგჩანთა დავინახე-ეს უბედური მშვიდად ხვრინავდა და თავის ავლადიდება ყველას დასანახად დაეტოვებინა.
იმ უპირატესობის გრძნობამ, რომელიც ახალჩამოსულთა მიმართ ადგილობრივებს აქვთ, მაიძულა, ახლოს მივსულიყავი.
-ეი, შენ! -გვერდში თითი ვატაკე, მაგრამ ეს თითი , ხელიანად, ღუნღულა პლედებში ჩაიკარგა. -გაიღვიძე!
დავქაჩე და თავი გამოუჩნდა. უფრო სწორად, სითეთრე-გაბურძგნული, ჭაღარა თმა და წვერი ერთმანეთში აბურდვოდა, მარტო გაწითლებული ცხვირი და დახუჭული თვალები მოუჩანდა.
რომ არ მოვეშვი, ცხვირი ააცმაცუნა და თვალები ნელ-ნელა გაახილა. მის მზერაში რაღაც ისეთი ვიგრძენი, რამაც თმები ყალყზე დამიყენა და იქიდან კინაღამ თავქუდმოგლეჯილმა მოვკურცხლე-სითბო, მხიარულება, სიყვარული, ეშმაკობა, ბავშვობა, ზრუნვა და უბრალოდ კმაყოფილება ერთბაშად გამოიფრქვა. მე კიდევ შეწუხებულ, ცხოვრებისგან დაჩაგრულ და უბედურ თვალებს ველოდი. ჰმ!
უკან დავიხიე, რადგან კაცი წამოდგომას ცდილობდა, თან საკმაოდ გაჭირვებით, რადგან უზარმაზარი ღიპი უშლიდა ხელს.
-ჰო...ჰო...ჰო!-როგორც იქნა, წამოჯდა და ბედნიერი შემომაჩერდა, თითქოს ღვთისმშობელი გამოეცხადაო-როგორ ჩამეძინა?
მხრები ავიჩეჩე.
-ეგ არ ვიცი, მაგრამ ეს ჩანთა ასე რომ გიგდია, ვინმე აგწაპნის. ან აქამდე როგორ გააჩერეს, მიკვირს!
-ვინ? - უდარდელად მკითხა, ჩანთას დასწვდა და უზარმაზარი თერმოსი ამოაძვრინა. თვალები შუბლზე ამივიდა. მაწანწალის მაგივრად ტურისტი ბაბუ შემრჩა ხელში.
-ბავშვები... ყველაფერს იპარავენ, ეგ პლედებიც აღარ შეგრჩება, თუ ასე უყურადღებო იქნები-ვეღარ ვაჩერებდი ენას, ვინ მექაჩებოდა?
-არაუშავს, ბაბუ. წაიღონ თუ სჭირდებათ,მით უმეტეს ისე, რომ იპარავენ. ჩემთვის ძილი უფრო მნიშვნელოვანია, როგორ დავიღალე...
გამოვიდა, რომ ჯერ არ გამოჩენილ ქურდებზე უარესი მე ვიყავი, რადგანაც ძილი დავუფრთხე. თან ეს ყვრლაფერი ისე მითხრა, სიტყვასაც ვერ შევუბრუნებდი.
ამასობაში თეთრწვერამ დასაკეცი ჭიქა ხელის დაქნევით გაშალა და თერმოსიდან ცხელი სითხე ჩამოასხა. კაკაოს სურნელმა ნერწყვი მომადინა. ასეთი არომატი ცხოვრებაში არ მიგრძვნია, მით უმეტეს, პატარა ასაკში,მაგრამ მაინც ბავშვობა გამახსენდა.
-ახლა ხომ საახალწლო დასვენებებია, შენც ადექი და დაისვენე- გვერდით ჩამოვუჯექი, რადგან ჟესტით მიმიპატიჟა და ჭიქა გამომიწოდა.
უარი არც კი მიფიქრია. ხარბად შევისუნთქე ჯადოსნური სურნელი და თითები ჭიქაა გასათბობად შემოვავლე. იდეალური ტემპერატურ ჰქონდა, არც გრილი, არც ისეთი, ხელები და ენა რომ დაიწვა. აღიარება გამიჭირდა, მაგრამ ეს კაცი მომეწონა.
-ჰა-ჰა-ჰა- გემრიელად გაიცინა და ღიპიც აუთამაშდა- ეგ იგივე იქნება, მეხანძრეს უთხრა, ქალაქი იწვება და რა დროს მუშაობააო.
-მაშინ იმუშავე, ბატონო- თვალები ავატრიალე და კაკაო მოვსვი. ამ დროს იმაზე ვფიქრობდი, რა იქნება, დაველოდო, რომ ისევ დაიძინოს და ეს თერმოსი მოვპარო-მეთქი.
-გიყვარს ახალი წელი?-მანაც მომბაძა და სითხე მოხვრიპა, თან მორთულ ქუჩას გაჰხედა.
დავფიქრდი და რატომღაც გულახდილი პასუხი თავად გამოვარდა ჩემი ტუჩებიდან.
-კი, ძალიან.
-უცნაურია, არ გეტყობა-სასხვათაშორისოდ შენიშნა.
-ეგ როგორ უნდა გეტყობოდეს? ირემზე უნდა შემოვჯდე თუ წითელი ქუდი დავიფარო?
-ირემზე შემოჯდომა მასეთი მარტივი რომ იყოს-ჩაიფრუტუნა-იცი, რა პრეტენზიულები არიან? თუ რომელიმეს სახელი აგერია, მთელი ჯოგი გებუტება და სადღაც მიფრინავენ...
-აჰამ-თავი დავუქნიე და მივხვდი, რა მომწონდა ამ კაცში-მაგარი შერეკილი იყო!-ალბათ ბევრი რამ გაგეგება ირმებზე.
-პირიქით, სრულიად სულელი ვარ ამ საკითხში, ამ ხნის ვარ და ვერაფრით მივხვდი, როგორ დავიმორჩილო. ვეუბნები დასავლეთით, ისინი კი ჩრდილოეთით მიქრიან, თუ ხასიათზე არ არიან, გამოეკიდებიან ჰაერში და უნდა ელოდო, როდის მოშივდებათ, რომ დაეშვნენ და მერე თივით მოთაფლო...
-მერე და , რა იცის ირემმა, ჩრდილოეთი რომელია და დასავლეთი?-ვიკითხე და ოდნავ წამოვწითლდი იმაზე, რომ თავად მეც არ ვიცოდი ეგ.
-მშვენივრად იციან, ერთი ეგაა, თავს იმატუნებენ, ვითომ არა! ხვდები?
ისევ თავის დაქნევით შემოვიფარგლე.
-და შენ გიყვარს ახალი წელი?-ვკითხე მცირე პაუზის შემდეგ.
-როგორ გითხრა აბა...-ისეთი მზერით მომიბრუნდა, თითქოს აღსარებას მაბარებსო-ძალიან მიყვარდა, ერთ დროს. ახლა კი იმდენნაირი ახალი წელია, შობა, ჩინური, მალაიზიური თუ მარსიანული... თითქოს რწმენამაც იკლო. ალბათ უფრო განწყობაზეა... აღარც სანტის არ სჯერა არავის, რაც ეს ინტერნეტი გაჩნდა, სულ ჩემი საწინააღმდეგო პროპაგანდაა... კლაუსი არ არსებობს, კლაუსი მოგონილია, სასაცილოდაც არ ჰყოფნით... იცი, კიდევ რა?-თითქმის გაცოფებულმა მკითხა და პასუხს არც დალოდებია, ისე დააყოლა-როგორც ახლა იტყოდნენ, “ტეხავს!” თურმე ძალიან დიდი სირცხვილია, სანტას არსებობა თუ დაიჯერე. აი, ვინმე რომ მოგდგეს და ამტკიცოს, არ არსებობო, მოგეწონება?
საბოლოოდ, მივხვდი, ამ აბდაუბაში რისი თქმაც სურდა-თავი სანტა კლაუსი ეგონა.
-თუ შენთვის ასეთი მნიშვნელოვანია, ადექი და დაუმტკიცე, რომ არსებობ!-ვუპასუხე, მაინტერესებდა, სადამდე გასწვდებოდა ფანტაზია.
-ჰმ! ეგღა მაკლია, ეგ ვამტკიცო-შეიცხადა და ცხვირში ჩაიქსუტუნა-მთავარი აქ ხომ ისაა, რომ მიზეზის გარეშე უყვარდე და სწამდეთ შენი!
ვერაფერს იტყვი, მშვენიერი სიტყვა-პასუხი ჰქონდა.
გადავწყვიტე, უფრო შორს წავსულიყავი.
-აი მე, მაგალითად არასდროს მიმიღია სანტასგან საჩუქარი.
თავი გაიქნია და შესაბრალისი მზერით გადმომხედა.
-იმიტომ, რომ არასდროს გითხოვია, სულელო.
-და რომ ვთხოვო, შემისრულებს?
-რა თქმა უნდა! და გეყოს მესამე პირში საუბარი, მშვენივრად მიხვდი, ვინც ვარ.
-კარგი, მაშინ მოდი, გეტყვი რაც მინდა და შემისრულე-ბავშვივით გავმხიარულდი, ანუ ბოროტულად. მომინდა, მეჩვენებინა, რომ მისი ილუზიები იყო სისულელე და არა ჩემი კითხვები.
-ეგ ვერ გამოვა... იმიტომ, რომ-დაამატა, სანამ ვკითხავდი-ახლა არაფერი გსურს, გარდა იმისა, რომ შემამოწმო. მთავარი მიზეზი, რატმაც საახალწლო სურვილი შეიძლება არ ახდეს, ისაა, რომ ადამიანებმა-ბავშვებმაც და დიდებმაც, არ იციან, სინამდვილეში რა სურთ.
-და თუ მოვიფიქრებ?
-პასუხი უკვე იცი.
-კარგი, მაშინ ჩავიფიქრებ.
-ვგავარ ახლა მე ნათელმხილველს?-ამოიბუზღუნა-ჩაიფიქრე და ლოცვაც წაიკითხე ბარემ. ჰმ!
ძალიან საყვარლად გამოსდიოდა ეს “ჰმ”-ები, რომლებსაც თითქმის ყველა წინადადებას აყოლებდა. გამეღიმა.
—ჩვეულებრივ, სურვილებს, ქაღალდზე დაწერილ სურვილებს-დამიმარცვლა-ელფები აგროვებენ, მაგრამ რაკი ასეთი მონდომებული ხარ, ახალი წლის პირველ წამებში დაწერე, რომელიმე საურავზე დატოვე და ჩემი ერთ-ერთი ირემი წამომიღებს.
სიცილს ძლივს ვიკავებდი, გავწითლდი , თვალები დამებერა, მაგრამ როლს ბოლომდე ვუძლებდი.
-კარგი.
-ახლა წავედი, არ მცალია სალაყბოდ ამდენ ხანს-პლედები წამოკრიფა და ხანთაში ჩატენა, რომელიც ალბათ უსასრულო ზომის იყო, ამდენი რამ რომ დაიტია.
-მოიცა, როგორ მიპოვის შენი ირემი?
მომიბრუნდა, თვალებში წყენა ედგა.
-მაინც არ იზამ, რა აზრი აქვს?
-არა, აუცილებლად გავაკეთებ ყველაფერს, ზედმიწევნით.-თავადაც არ ვიცი, რატომ დავპირდი. იქნებ ერთი წამით თავადაც დავიჯერე იმ მსახიობივით, რომელსაც როლიდან გამოსვლა უჭირს.
-ირმის სახელი თქვი. არ იღრიალო, კარგად ესმით და წუხდებიან. მშვიდად თქვი-ლოქორა.
-ასე ჰქვია ირემს?-გადავიხარხარე.
-ბაბუაჩემმა დაარქვა, მე არაფერ შუაში ვარ-თავადაც გაიღიმა, წამოდგა, მხარზე ზურგჩანთა მოიგდო. იმაზე მაღალი იყო, ვიდრე მეგონა.
-წარმატებები, კლაუს-მეც წამოვდექი. ჩემი სიმაღლის მიუხედავად, მკერდამდე ძლივს ვწვდებოდი.
ციმციმა ნათურები თვალებში ათასფრად უციმციმებდა,სულ სხვა მზერით მიყურებდა. მაშინ ვერ ვხვდებოდი, რას ვამსგავსებდი ამ თვალებს, ანდა ღიმილს, მხოლოდ შემდეგ გავიაზრე ჩემი მაშინდელი განცდები.
-წარმატებები, ტიტა.
დიდ ხანს ვიდექი და ვუყურებდი მიმავალს. ჩემი ირონიისგან წვეთიც აღარ დარჩენილიყო.

***

სახლის გზას ჩაფიქრებული გავუყევი. იქნებ ეს კაცი მანამდეც მენახა? არასდროს მავიწყდებოდა სახეები, მაგრამ თმა და წვერი ხომ ბევრის სახეს ცვლის? სხვაგვარად როგორ ავხსნიდი იმას, რომ ჩემი სახელი იცოდა? ის სახელი, რომელიც დედამ დამარქვა.
ამაზე ფიქრი დიდ ხანს არ დამცალდა, რადგან მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ გვიანი იყო, წინ კიდევ უფრო საკვირველი ამბები მელოდა.
სადარბაზოში შესულს, ჩემი სახლის კარზე მიყრდნობილი პრინცი დამხვდა.
ვაღიარებ, დავიბენი.
ჩემნაირი ტიპისთვისაც რთულია ასეთ მოულოდნელობასთან გამკლავება. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ თავზე საკმაოდ დიდი წარმოდგენა მაქვს, მშვენივრად ვიაზრებდი, რომ მისთვის ჩემნაირი ხალხი იმაზე ნაკლებსაყურადღებო იყო, ვიდრე ავეჯზე მიკრული საღეჭი რეზინი.
-როგორ გაერთე ჩემს დასთან ერთად?-იკითხა და ხშირი წარბების ქვემოდან ამომხედა.
-შენი საქმე რომ ყოფილიყო, აქამდე შეგატყობინებდი-ჯიბეში გასაღები დავძებნე და კარისაკენ დავიძარი. ის მაღლა იდგა, მე-კიბეებს ავდიოდი. რატომღაც ძალიან გამიჭირდა, თითქოს პროჟექტორებით განათებულ სცენაზე გავდიოდი, თან ათასობით ადამიანი მიცქერდა. საკუთარი თავი გამოვიჭირე, რომ გული ამჩქარებოდა.
გულის სიღრმეში ვაღიარებდი მის უპირატესობას და ეს ძალიან მაბრაზებდა.
პირისპირ აღმოვჩნდით, ბინაში შესასვლელ კარს მიღობავდა, თუმცა, როგორც ჩანდა, ეს დიდად არ ანაღვლებდა.
-ვინმეს ელოდები?-გულუბრყვილო სახით ვკითხე.
-პატარა, ველურო მხეცო-თავი გვერდით გადახარა და ისე განაგრძო ჩემი დათვალიერება-შენთან საქმე მაქვს.
-სიტყვები შეარჩიე!-ავიმრიზე-პატარა ზომები შენკენ მოიკითხე.
-როგორც იტყვი-უჩვეულოდ დამყოლი ნოა ცალყბად იღიმოდა-არ შემიპატიჟებ? საკმაოდ ცივა...
გვერდით გაიწია და გზა დამითმო. სანამ კარს ვაღებდი, ტვინი გავიჭყლიტე, რატომ იდგა ეს ტიპი ჩემ სახლთან, რა უნდოდა ჩემგან და რისთვის მიმეწერა ასეთი ლმობიერება. იმ დღეს ყველაფერი ძალიან უცნაურად მიდიოდა.
კარი გავაღე და მისთვის არც შემიხედავს, ისე შევედი ბინაში.
ვიგრძენი, რომ უკან მომყვა, კარი დახურა და შემოსასვლელში შედგა.
-საინტერესო ბინაა-ალბათ, ჩემი ხელებით მოხატულ იატაკს და კედლებს აკვირდებოდა -პატრონის შესაფერისი.
ქურთუკი გავიხადე და სამზარეულოსკენ გავემართე. “ბუნკერში”ვერ დავლიე, რატომღაც მარიტას მიმართ პასუხისმგებლობის გრძნობა მქონდა, ან რამე მასეთი. ნოას დანახვამ ყელში უსაშველო წყურვილი გამიჩინა.
ერთი ბოთლი ლუდი გამოვაძვრინე და გავხსენი.
-მე არ შემომთავაზებ?-კარს მიყრდობილმა მკითხა.
-ერთი მაქვს -მხრები ავიჩეჩე- სტუმართმოყვარეობით დიდად ვერ დავიკვეხნი, ამიტომ დროზე მითხარი, რა გინდა, რომ გზა დაგილოცო.
ჩაიცინა, მომიახლოვდა. სპორტული ქურთუკი ეცვა, რაც უფრო დიდ მხრებს უჩენდა. დღისით საგულდაგულოდ გადაწკეპილი თმები აჩეჩვოდა და უფრო ნორმალურ იერს აძლევდა.
ბოთლი ხელიდან ჩამომართვა და მოსვა.
უფრო სწორად, მეგონა, რომ მოსვა, როდესაც ბოთლი დამიბრუნა, აღმოვაჩინე, რომ ცარიელი იყო.
-რა სიღორეა!-აღშფოთებით შევუძახე მისაღებ ოთახში მიმავალს-იქნებ, როგორ მინდოდა?
-დამშვიდდი, დაჯექი და თუ კარგი გოგო იქნები, მთელი მაცივარი ნამდვილი ლუდით გექნება გამოტენილი და არა ამ...-მრავალმნიშვნელოვნად დატოვა წინადადება დაუმთავრებლად.
-რა ვიცი, წვეთი არ დატოვე ამ...-მისი მსგავსი სახე მივიღე.
-კამეჩის სპე*მიდან-მაინც დააბოლოვა.
-ვერ შეგედავები, შენგან განსხვავებით, კამეჩის სპერ*ა არ გამისინჯავს-ავიმრიზე.
-იმედს ვიტოვებ, რომ არა მხოლოდ კამეჩის-საქმიანი სახე მიიღო და განაგრძო-ახლა კი, ჩემი აქ მოსვლის მიზეზზე გადავიდეთ, რადგანაც ბევრი დრო არ მაქვს.
-ძალიან კარგი, თუ არ გაქვს-სავარძელში ჩავეშვი და მივაშტერდი. ვიტყუებოდი, რატომღაც, მისი იქ ყოფნა მართობდა და ჩემ გონებაში გადაკარგულ ქალურ ნაწილს უნდოდა, რომ ზუსტადაც ბევრი დრო ჰქონოდა.
-მარიტა მოულოდნელად და ძალიან სწრაფად დაგიახლოვდა, ეს უკვე ვიცი.
-ეს არაა დაახლოება-ცხვირი ავიბზუე-უბრალოდ, სიახლეებს ეძებს.
-მნიშვნელობა არ აქვს, რას დავარქმევთ ამას, მთავარია, რომ მის სიახლოვეს ხარ და ამის ინიციატორი თავადვეა.
თავი დავუქნიე, იმის ნიშნად, რომ გაეგრძელებინა.
-აქ ერთი თვე დავრჩებით, რა დროშიც, უკვე დარწმუნებული ვარ , რომ მარიტა უამრავ სისულელეს ჩაიდენს. მჭირდება ადამიანი, რომელიც მისი თითოეული ნაბიჯის შესახებ მაცნობებს.
-ჯაშუშს თუ ეძებ, მისამართი უპატიებლად შეგეშალა-ვუთხარი მშრალად. ყველაფერს ვიფიქრებდი, იმასაც კი, რომ ფულს შემომთავაზებდა და სტრიპტიზს მაცეკვებდა(ამის წარმოდგენაზე გამეცინა კიდეც), მაგრამ მისი მოსვლის ნამდვილმა მიზეზმა საშინელი იმედგაცრუება გამოიწვია. მეტი საქმე არ მქონდა, რომ და-ძმურ კინკლაობაში გავრეულიყავი? თანაც თუ ეს და-ძმა ორი გათამამებული, უზრდელი დიდი ბავშვი იყო?
ამოიოხრა, მობილური ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან და რაღაც დაწერა, შემდეგ კი წარბებაწეული მომიბრუნდა
-არასწორად გამიგე. მე ჯაშუში კი არა, მონა მჭირდება.
ჩავიფხუკუნე, რადგან მეგონა, ხუმრობდა.
-მაშინ მისამართი კი არა, საუკუნე აგრევია-ხმამაღლა გავიცინე, თუმცა ჩემ სტუმარს წარბიც არ შეუხრია-სერიოზულად ამბობ, არა?-გაწბილებულს, ღიმილი სახეზე შემეყინა.
თავი დამიქნია და აუღელვებლად განაგრძო:
-ეს სულაც არაა გასაკვირი. მესმის, შენი თვალსაწიერიდან ცოტა უცნაურად ჩანს, მაგრამ საკმაოდ მიღებული პრაქტიკაა. სიტყვა “მონა” იმიტომ გამოვიყენე, რომ მარტივად გაგეგო, შინაარსი იგივეა, თუმცა ახლა უპირატესობა ტერმინ “მორჩილს” ენიჭება.
-და რაში გჭირდება “მორჩილი”? -გადავწყვიტე, ემოციები მომეთოკა და მისი სითავხედე ღირსეულად ამეტანა. დამაინტერესა, სადამდე შეეძლო გადაგვარებულ ადამიანს წასვლა.
-ეგ ყველას სჭირდება, მთავარი ისაა, ვის შეუძლია. თანხა ყველაფერს ცვლის. გროშების სანაცვლოდ სხვის განავალს წმენდავ ყოველ დღე, განა ეგ უარესი არაა? მე მჭირდება ადამიანი, რომელიც გააკეთებს ყველაფერს კითხვების გარეშე, ყვე-ლა-ფერს, სამაგიეროდ კი მიიღებს იმას, რასაც ისურვებს, რაც შესრულებადია. წარმოიდგინე, ოდესმე შეძლებ, იცხოვრო ისე, როგორც მილიონერმა? თუ დათანხმდები, მიიღებ ბარათს, რომლითაც ყველაფერს იყიდი, სადაც ბარათის გამოყენება შეიძლება, ყველგან წახვალ, რა თქმა უნდა, ჩემთან შეთანხმებით...
-მსგავსი სი*ობა ცხოვრებაში არ მსმენია-ვუპასუხე გულახდილად-რაღა მაინცდამაინც მე მომახტი? დაილია უტვინო ხალხი? ამ ცოდნით როგორ ვიცხოვრო ამის შემდეგ?
-ვერ გაგიგე...-თვალები მოჭუტა და ინტერესით დამაკვირდა.
-ხალხი ასე ცხოვრობს... ეს ხომ სრული დამცირებაა... იყო ვიღაცის იარაღი, ისევე, როგორც ჩემთვის იატაკის ტილოა... საზიზღრობაა.-გულის რევის შეგრძნება მომაწვა. სამყაროს უსასრულო უსამართლობამ კვლავ ახლიდან შემომიტია, უფრო ძლიერად, ვიდრე ოდესმე. გულის სიღრმეში თავადვე ვიცოდი ჩემი კითხვის პასუხი-ჩემთან იმიტომ მოვიდა, რომ იცოდა, სხვანაირი ვიყავი. ჩვეულებრივ ხომ ადამიანების ცხოვრება ერთი სცენარია-დაბადება, ერთი მშობელი ან ორი, ხანდახან არც ერთი, მაგრამ ოჯახი-მაინც. ბაღი, სკოლა, კოლეჯი, სამსახური ან დაოჯახება. შემდეგ ბავშვები... მე კი არაფერი მქონდა ისეთი, რასაც შემეძლო, მოვჭიდებოდი.
-კარგი რა-გაიცინა და ჩემკენ გადმოიწია-რატომ თამაშობ წმინდანის როლს? მხოლოდ იმიტომ, რომ სამსახურში აეყვანე, რამდენი *** დააგემოვნე? ისეთ ცხოვრებას გთავაზობ, სიზმარშიც რომ არ გინახავს, ქუჩა შენგან რამდენიმე სანტიმეტრშია, გგონია, მასე მარტივად დააღწევ თავს? რამდენიმე წელში ერთ იაფფასიან ბორდელში ამოყოფ თავს, ნარკოტიკებით გაბრუებული და რამდენიმე ასეული ვენერიული დაავადებით დატვირთული მოკვდები. აბა, დაფიქრდი, რა უფრო ამაზრზენია, ჩემი შემოთავაზება თუ შენი ცხოვრება?

ჩემს გონებაში კადრები ახლაც კარგადაა შემონახული- ვდგები, საყელოში ხელს ვავლებ და სანამ რაიმეს გაიაზრებდეს, ცხვირში მუშტს ვტენი. იატაკზე ვაგდებ, გამალებით ვურტყამ. მარჯვენა, მარცხენა, ჩასუნთქვა, მარჯვენა, მარჯვენა, მარცხენა. თვალებიდანაც კი სისხლი მოსდის, კბილები აქეთ-იქით ცვივა, გადატყავებულო ხელები სასიამოვნოდ მეწვის...
-აბა, რა მოიფიქრე?-წარმოსახვიდან მისმა ხმამ გამომიყვანა. ამოვისუნთე, მომნუსხველი ზმანება გაქრა და წინ მისი ლამაზი სიფათი დამიდგა.
და მაშინ გამინათდა გონება. არანაირი მონა არ სჭირდებოდა, სრული სისულელე იყო ამის შემოთავაზება, რადგანაც ისედაც ყველა ფეხ ქვეშ ეგებოდა, ჩემთან კი იმიტომ მოვიდა, რომ დილანდელის გამო სურდა, დავემცირებინე.
ჩემ ფიცხ ხასიათს თუ გავივალისწინებთ, შეიძლებოდა სამზარეულოს დანაც კი მესროლა, მინიმუმ შანდალი, რაც, თავის მხრივ, დანაშაულია. აი ამას ცდილობდა ასე უნიჭოდ ნოა. ალბათ იმასაც განიხილავდა, რომ დავთანხმდებოდი და კიდევ უფრო მეტი მიზეზი ექნებოდა დასამცირებლად.
რას ვიზამთ, წარმოსახვაში მაინც ხომ გავტყიპე.
-იცი, ფული არ მჭირდება.
-ყველას სჭირდება ფული-ყოვლისმცოდნესავით გამიღიმა.
-როცა მჭირდება-მაქვს, ახლა არ მინდა.
-ანუ ეს უარს ნიშნავს?-მკითხა ეჭვით.
-ეს ნიშნავს “აქედან აახვიეს” და “მომავლისთვის ფანტაზია დახვეწეს”.
უცნაურად გამიღიმა, რაღაც ჩაილაპარაკა და წამოდგა. უკვე ზედმეტად დაღლილი ვიყავი იმისთვის, რომ ამ ღიმილში ქვეტექსტები მეძებნა.
არ დაველოდე მის წასვლას-მდიდარი ადამიანის სტუმრობის დადებითი თვისება ისაა, რომ მშვიდად იქნები, რადგან არაფერს მოგპარავს.

სააბაზანოში შევიკეტე, ქაფქაფა წყალში გავინაბე და მიუხედავად დიდი მცდელობისა, არ მეფიქრა, თავს ვერაფერი მოვუხერხე.
არ ვფიქრობდი შეშლილ თოვლის ბაბუაზე, არც საზიზღარ სტუმარზე.
ვფიქრობდი წვინტლაზე, ჩვენ ძველ მეგობარზე.
წვინტლას სებასტიანი ერქვა, რვა წლის ვიქნებოდით, როდესაც მანქანამ გაიტანა.
საიდან გამახსენდა? მაშინ არ ვიცოდი.
სააბაზანოდან გამოსულს,მაგიდაზე ერთი შეკვრა ლუდის ქილები დამხვდა.

***

-შენი დაგვიანებები უკვე საზღვარს სცდება-დოინჯშემორტყმული შემეგება ერეკლეს დროებითი შემცვლელი-ნიცა გასახდელის კართან. ესენი მემკვიდრეობით გადასცემენ ერთმანეთს ამგვარ სასოწარკვეთას?
-ერთ დღიან საზღვარს?-ჩავიცინე და გეზი კარისაკენ ავიღე.
- არ დამისრულებია! შეიძლება ერეკლე რაღაცების სანაცვლოდ გპატიობდა -სიტყვა “რაღაცები” მრავალმნიშვნელოვნად გამოკვეთა-მე კი განგანათლებ-ამიერიდან, ერთი თვე გამოსაცდელი ვადით ხარ. თუ მანამდე რაიმეს დაშავებას მოასწრებ, მარტივად გაფრინდები-ხელით ფრენის დემონსტრაცია მოახდინა, თუმცა არც ისე შთამბეჭდავად-და კიდევ იცი, რას გეტყვი, ჩილი?-მომიახლოვდა და ლამის თავისი თხელი, აპრეხილი ცხვირი ტუჩებზე მომადო-რაღაცები გავიკითხე, უნივერსიტეტში სწავლობ, თურმე ქუჩიაში გაზრდილ გოგოს ატესტატიც ჰქონია... საინტერესოა, საიდან?
-დედაშენის გლობალური ტრა*იდან- სიბრაზე ერთიანად მომაწვა, წელში გავიმართე და მისკენ გადავიხარე, ვაიძულე, უკან დაწეულიყო- კიდევ გაქვს კითხვები?
-შენი მტერი არ ვარ, ჩილი- ტონი შეარბილა- მეტიც, ყოველთვის მომწონდა შენი სითამამე, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს თავისი ადგილი. ამბიციებისა და თავდაჯერების ქონა ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ დამლაგებლის სტატუსით დედოფლობა მოითხოვო.
-მიმიფურთხებია თქვენი სტატუსებისთვის!
-ჰო, ვიცი, რომ არ გაინტერესებს, მაგრამ ის ხომ გინდა, რომ ლეგალური სამსახური, სამუშაო გამოცდილება და თავ ზემოთ ჭერი გქონდეს? მიზანდასახული ჩანხარ, აქ ყოფნაც შენი მიზნის პატარა ნაწილია. მაშ რატომღა ებრძვი იმ ადამიანებს, რომლებიც შენგან უბრალოდ შენი საქმის შესრულებას ითხოვენ?
ამოვიოხრე. ეს აშკარად ერეკლეზე უკეთ აზროვნებდა.
-კარგი, აღარ დავიგვიანებ. კმაყოფილი ხარ?
-კლიენტებსაც არ აგინებ-მომეჩვენა, თუ გაიღიმა?
-თუ არ დაიმსახურებენ...
-ჩილი!
-ჩუმად ვაგინებ.
ისე ამოისუნთქა, თითქოს გულიდან ლოდი მოიშორაო.
-არც ისეთი რთული ყოფილა...მეგონა, შუაზე გამგლეჯდი... არა და, გუშინ ნოამ ისეთი უკმაყოფილო იყო მომსახურებით, არ ვიცოდი, რა მექნა... მეგონა, ყველა ერეკლეს კვალს გავყვებოდით!
-რა? ჩემ გამო?მხოლოდ ერთი ადამიანი ხომ არაა მთელი სასტუმრო, თუ მაგარია, ადგეს და მე გამაგდოს-გავიჯგიმე, თუმცა დიდ ხანს არ დამცალდა.
-არა, ბევრი შეცდომა დავუშვით, შენ აღარც კი ახსოვდი, ისეთი რამეები მოხდა. ნომერში ცხელი წყლის მილი გაფუჭდა, დღეს დილით, სპორტდარბაზიდან დაბრუნებული, კინაღამ დაიმდუღრა, შემდეგ ამ ყინვაში გაგრილების სისტება ჩაირთო, ტელევიზორშიც არსაიდან გაჩნდა +18 არხები...
-რა უცნაურია-წარბები ავწიე, მეტი დამაჯერებლობისთვის “ნწუ”-ებიც დავამატე. ნიცას იმის თქმა დაავიწყდა, რომ ეს არხები არატრადიციული ორიენტაციის ხალხზე იყო გათვლილი.
აქ ყველას ჰგონია, რომ ჩემი მრავალი დაგვიანებების მიზეზი ძილის სიყვარულია. ასეცაა, თუმცა იმ დილით სხვა საზრუნავი მქონდა, ამ საქმეთა ჩამოთვლით თავს აღარ შეგაწყენთ, რადგანაც ნიცამ მშვენივრად ჩამოაყალიბა.
ესე იგი, პრინცი უკმაყოფილო იყო? დღის მშვენიერი გაგრძელება! ჩემი ქვეხნობიერი ჩუმად ახითხითდა.
-ხო, თითქოს რაღაც ძალას უნდა, რომ ნოას მთელი სასტუმრო თავზე დაემხოს... მოკლედ, დღეს ძალიან უნდა ვეცადოთ, რომ ყველაფერი გამოვასწოროთ. დამეხმარები?
-არა მგონია, მაგისი განწყობა ვინმემ ოდესმე გამოასწოროს-ცალი წარბი ავწიე-მაგრამ მითხარი, რაც გინდა და გავაკეთებ.
-ოქროს გოგო ხარ!-უეცრად ახტა ნიცა და ხელზე ხელი მომითათუნა-სულ ტყუილად ამბობენ შენზე, შერეკილიაო...
-მასე ამბობენ?-გამიკვირდა.
-მაპატიე, ეს ისე, წამომცდა...ღმერთო, რა სულელი ვარ!
-მე მეგონა, შერეკილ ნაბი*ვარს მეძახდნენ, აშკარად პოზიციებს ვკარგავ-თავი გავიქნიე და მოხითხითე ნიცას გავხედე-აბა, რას ამბობდი?
-ბატონი ნოას ნომრის მომსახურედ შენ რჩები, რადგან...
-თავად მოითხოვა?-ვკითხე, რადგანაც დარწმუნებული ვიყავი, რომ ასე იყო.
-არა, მე გადავწყვიტე ასე- ინტერესი ჩაუდგა თვალებში- შენ ხომ ცხოველები გიყვარს, უზარმაზარი ძაღლი ჰყავს, სხვა ვერავინ ეკარება და იქნებ შენ მიხედო? გთხოვ, ჩილი.
-ნომერი დავალაგო თუ ძაღლს მივხედო?-წარბი ავწიე. გუნება ერთიანად წამიხდა.
-თუ ორივეს იზამ, ვინმეს მოგახმარებ და პრემიახ ჩემზე იყოს, აბა რას იტყვი?
-ვგიჟდები ძაღლებზე-მშრალად გავუღიმე და ტანსაცმლის გამოსაცვლელად გავეშურე.

როგორც აღმოჩნდა, ნოას ძაღლი უზარმაზარი, შავი დობერმანი გახლდათ, თუმცა მის გაცნობამდე პრინცის კიდევ ერთი “შინაური ცხოველის” ხილვა მხვდა წილად.
ყველაფერი კი ასე მოხდა:
ნიცამ მითხრა, რომ ნომერი ცარიელი იყო, რადგანაც პატრონი თავის ოთხფეხა ძმას ასეირნებდა.
მეც გავემართე მოვალეობის პირნათლად შესასრულებლად, თუმცა კართან მივედი თუ არა, მივხვდი, რომ ოთახში ვიღაც იყო. ვიფიქრე, რომ ნოა დაბრუნდა და არც მაცია, არც მაცხელა, მისი ნერვების მოსაშლელად პირდაპირ შევაჭერი ოთახში.
სრულ სიჩუმეში უეცრად ყურისწამღებად ხმამაღლა ჩაირთო მერაია კერის საახალწლო სიმღერა. ჩემი ცოცხი და აქანდაზი ინსტიქტურად გავფშიკე ორივე ხელით და საბრძოლო პოზა მივიღე, ვიცოდი, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო და ნომერში უცხო ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა ჩემი უტვინო თავის წყალობით, წასვლის მაგივრად დარჩენა და ბრძოლა გადავწყვიტე.
უეცრად ერთ-ერთი ოთახის კარიდან გრძელი, თხელი, შიშველი , მაღალქუსლიანი, წითელი ფეხსაცმლით დამშვენებული ფეხი გამოიჭიმა. ამ ფეხს ვიღაც შლიდა და კეცავდა.
სულ გამოვშტერდი, თუმცა რატომღაც მაშინაც ვერ მოვიფიქრე იქიდან ახვევა. სულ მალე კი ფეხს პატრონი მოჰყვა-ზურგშექცევით გამონარნარდა მაღალი, შავგვრემანი, ალვის ხესავით აშოტილი ქალი.
მუსიკის რიტმს სწრაფად აყოლებდა დუნდულებს,რომელსაც ერთი საწყალი, გამჭვიტვალე, წითელი ტრუსი ვაი-ვაგლახით ფარავდა. ამ ტრუსს პატარა კუდივით ჰქონდა უკანალზე დასკუპებული თეთრი ბურთულა. თვალებდაჭყეტილი შევცქეროდი თოვლის პაპის ქუდისა და ტრუსის ამარა მოცეკვავე უზადო ტანის ქალს, რომელიც არა და არ ბრუნდებოდა, რათა მიმხვდარიყო, რომ ადრესატი აერია.
ზუსტას იმ დროს, როდესაც ქალი წინ სექსუალურად გადაიწია და უკანალი ცეხელი კერძივით შემოატარა არე-მარეს, კარის გაღების ხმა მოისმა, რომელსაც წივილი მოჰყვა.
გაოგნებულ ნოეს ხელიდან გაუვარდა ძაღლის საბმელი, დობერმანმაც ერთი კარგად შეჰყეფა და აწ უკვე შემობრუნებული ქალისაკენ გაქანდა. სავარაუდოდ იმიტომ, რომ ეს უკანასკნელი კივილს არ წყვეტდა.
შავთმიანი ძაღლის დაჯახებამ შეატორტმანა და იატაკზე გააკრა.
დობერმანიც ზემოდან სწრაფად მოევლო და როგორც მე მივხდი, სექსუალური სურვილების დაკმაყოფილებას ცდილობდა, რა დროსაც ნოამ მიუსწრო,
-ნატალი!-დაიყვირა კაცმა და გაგიჟებული ძაღლი სააბაზანოში ძლივს შეათრია-აქ რას აკეთებ?
-სუფრაიზ, სუფრაიზ-ქვითინებდა ქალი-სიურპრიზი მინდოდა-დამტვრეული ქართულით ამოთქვა და იატაკიდან ნოას დახმარებით წამოიმართა. კაცმა ქურთუკი გაიძრო და საჩქაროდ მიაფარა.
-რას უდგახარ?-შემომყვირა მე, რომელსაც საკუთარი იქ ყოფნა დამვიწყებოდა-გადი აქედან!
ირონიული მზერა დავტოვე და გარეთ გამოვბრძანდი.
სიცილს ძლივს ვიკავებდი. მისგან შეურაცხყოფა დიდად აღარც მიკვირდა, სულ ცოტათი მაინც მეწყინა ის, რომ ძაღლზე უარესად მომიპინტრიშეს, თუმცა სხვა რამემ უფრო დამაფიქრა-ნოას ნამდვილად არ ესიამოვნა ქალის დანახვა, ამ შემთხვევაში მისი სიბრაზე ჩემკენ არ ყოფილა მომართული. გაბრაზებულზე მეტად კი შეშფოთებული ჩანდა.
ჩემს უკან ნაბიჯების ხმამ გამომარკვია ფიქრებიდან. ვიღაცამ მხარზე ხელი ჩამჭიდა და მკვეთრად შემაბრუნა.
-ყოველთვის შენ რატომ?-აწითლებული ნოა განრისხებული სახით დამყურებდა.
- რა ჩემი ბრალია, ამან შუა დღისით თუ მოინდომა სტრიპტიზის ცეკვა?-შევუბღვირე.
-ჩუმად!-პირზე ხელი ამაფარა და მიმოიხედა. მიბიძგა და კედელზე მიმაწება-ხმა არ ამოიღო, გაიგე? ამის შესახებ არავის უთხრა, თორემ...
ამოვიზმუვლე, რაც ნიშნავდა -“თორემ რა?”
-უკვე საკმარისზე მეტი პრობლემა შექმენი. თავიდან ვერთობოდი,მაგრამ ახლა-ვეღარ. სამსახურიდან მიდიხარ და ხმასაც არ იღებ იმაზე, რაც ნახე, გაიგე?
გავიბრძოლე, მაგრამ მაგრად ვეჭირე.
-გეკითხები!
თავი დავიქნიე თუ არა, მომშორდა და უკანმოუხედავად გაემართა ნომრისაკენ.
არ ვიცი, როგორი სახე მქონდა, მაგრამ მახსოვს, იმ დროს ყველანაირი ჯოჯოხეთური სასჯელი ერთბაშად მოვიფიქრე მისთვის. ყვეკაზე მეტად ასეთი ქცევის მიზეზი მაბრაზებდა-ეს ხომ თითქმის ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც ჩემი ბრალი არაფერი იყო.
გააფთრებული ვიყავი, თითქოს მიზანი წაართვესო, მხოლოდ ერთ რამეზეღა ვფიქრობდი-შურისძიებაზე, თუმცა იმ წამს მოვახერხე და ერთადერთი, რაც მოვიმოქმედე, იყო აივანზე გასვლა, მოწევა და ფიქრი.
უეცრად მობილური აზუზუნდა, ჯიბიდან ამოვიღე თუ არა, მაშინვე მივხდი, რომ არც ისე ცუდად იყო საქმე-მარიტა რეკავდა.



***

მოგესალმებით,
საახალწლო განწყობა-მეთქი, გავიძახოდი და რა მოხდა?
ეს თავი სრულად წამეშალა.
ასეთი რამ ჯერ არ მომსვლია, ალბათ გადაღლილობის გამოა, მაგრამ ძალიან იმოქმედა, თითქოს მუხტი დამეკარგა და შემდეგ ძალიან ბევრი ვიმუშავე ჩემ თავზე, რომ გამეგრძელებინა, რადგან მართლა ძალიან მინდა, რომ ახალი წლისათვის რაიმე გვქონდეს, მეც და თქვენც.
იმედი მაქვს, ჩემი შრომა ამაო არ იქნებდა და მოგეწონებათ ისტორიის გაგრძელება♥️



№1  offline წევრი malaqia

ძალიან მომწონს

 


№2  offline წევრი Gemini mood

რო დავინახე სიხარულისგან ვიკივლეე❤❤მომეწონა თან ძაან სახალისოა მაგრამ იმედია ახალ თავზე ამდენ ხანს აღარ გვალოდინებ საახალწლო განწყობა ნამდვილად გვჭირდება❤❤❤როდის დადებ შემდეგ თავს??

 


№3  offline ახალბედა მწერალი Alice76

malaqia
ძალიან მომწონს

მიხარია ძალიან ♥️

Gemini mood
რო დავინახე სიხარულისგან ვიკივლეე❤❤მომეწონა თან ძაან სახალისოა მაგრამ იმედია ახალ თავზე ამდენ ხანს აღარ გვალოდინებ საახალწლო განწყობა ნამდვილად გვჭირდება❤❤❤როდის დადებ შემდეგ თავს??

უზომოდ დიიდი მადლობა ამ სიტყვებისთვის ♥️
ვაიჰ, ყველაზე მეტად ამ წაშლილ თავში ის მზაფრავდა, რომ მინდოდა თითქმის ყოველ დღე დამედო ახალი თავი, ასე მეც ვიქმნი განწყობას, ძალიან მეწყინა და გავბრაზდი საკუთარ თავზე, მაგრამ მგონი კიდევ სხვა უბედურება აღარ დამატყდება თავს და მალე იქნება♥️

 


№4  offline წევრი LI_BE

მართლა საოცარი ხარ, საოცარო ალისა. heart_eyes heart_eyes

ძალიან ვისიამოვნე, ყველა სიტყვით და ყველა წინადადებით blush blush

 


აშკარად ნოა ჯობია ნოშრევანს :დ
რაღაც ვერ გავიგე, ნოამ სულ გაანთავისუფლა ჩილი სამსახურიდან თუ მარტო იმ დღეს?
ვაი რამდენი ვიცინე ცეკვის სცენა რომ აღწერე :დ თან როგორ თქვა? ვაივაგლახით უფარავდა საჯდომსო :დ მაგას მარტო ჩილი თუ იტყოდა :)
აუ მეც მინდა სანტა კლაუსს შევხვდე ეგრე და ველაპარაკო, არც ცხელ კაკაოზე ვიტყოდი უარს❤ ჩილი ფაქტია შეასრულებს კლაუსის რჩევას, მაგრამ საკითხავია რას ინატრებს, ნუ ფაქტია კარგს არაფერს :დ
ბუნკერიო? ეტო და ჰიმლერაო❤ ხოდა რა მაინტერესებს კიდევ როდის შევხვდებით ამათ? მომენატრა ეტო და ირისი❤
ალის, მომწონ ძალიან მარიტა და ჭორფლაზეც მინდა უფრო მეტი. საერთოდაც წინააღმდეგი არ ვიქნები თუ ტიტას წარსულიდან კიდევ ვინმეს გაგვაცნობ.
პ.ს. იმედია ის წაშლილი თავი წერაზე დიდ გავლენას ვერ იქონიებს და მალე დაგვიბრუნდები❤

 


№6  offline ახალბედა მწერალი Alice76

LI_BE
მართლა საოცარი ხარ, საოცარო ალისა. heart_eyes heart_eyes

ძალიან ვისიამოვნე, ყველა სიტყვით და ყველა წინადადებით blush blush


ლიბე.
როგორ მომენატრე.
შენი თბილი და ტკბილი სიტყვები მომენატრა♥️
აი, ამიტომ უნდა მოვიკლო დრო და ვწერო♥️

რუსკიმარუსია
აშკარად ნოა ჯობია ნოშრევანს :დ
რაღაც ვერ გავიგე, ნოამ სულ გაანთავისუფლა ჩილი სამსახურიდან თუ მარტო იმ დღეს?
ვაი რამდენი ვიცინე ცეკვის სცენა რომ აღწერე :დ თან როგორ თქვა? ვაივაგლახით უფარავდა საჯდომსო :დ მაგას მარტო ჩილი თუ იტყოდა :)
აუ მეც მინდა სანტა კლაუსს შევხვდე ეგრე და ველაპარაკო, არც ცხელ კაკაოზე ვიტყოდი უარს❤ ჩილი ფაქტია შეასრულებს კლაუსის რჩევას, მაგრამ საკითხავია რას ინატრებს, ნუ ფაქტია კარგს არაფერს :დ
ბუნკერიო? ეტო და ჰიმლერაო❤ ხოდა რა მაინტერესებს კიდევ როდის შევხვდებით ამათ? მომენატრა ეტო და ირისი❤
ალის, მომწონ ძალიან მარიტა და ჭორფლაზეც მინდა უფრო მეტი. საერთოდაც წინააღმდეგი არ ვიქნები თუ ტიტას წარსულიდან კიდევ ვინმეს გაგვაცნობ.
პ.ს. იმედია ის წაშლილი თავი წერაზე დიდ გავლენას ვერ იქონიებს და მალე დაგვიბრუნდები❤


ნოაზე კიდევ ბევრს გავიგებთ:D არც ისეთი უდარდელა ისტორია გამოდის, გავთეთრდი ქალი წაშლილი ნაწილის გამო და სევდასაც ვეღარ ვფარავ:დდდ
მაგრამ რა ვუყო ამ ჩემ მხიარულ ბუნებას, ისე მინდა საახალწლო განწყობა გავიხანგრძლივო, რომ ლამის ცალი ხელით ვწერ ისტორიას:დდდ

ჩილის წარსული იქნება, დიდი დოზით თან. ბუნკერელები მეც მომენატრნენ და ამ ბოლო დროს ხშირადაც ვფიქრობ მათზე.
იქნევ ინებონ დაბრუნება, მაგრამ იასმინიც გველოდება მანამდე:დდდ

უფ, ძალიან მომენატრეთ და დასვენებული რომ ვკითხულობ თქვენ კომენტარებს, ცალკე სიამოვნებაა♥️♥️♥️

 


№7  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

კიარ ვიცინი ვკივიიიიი :დ :დ :დ ღმეეერთო ეს რა იყოოოო :დ :დ აღარ შემიძლიაააა ცრემლები მდის და მუცელი მტკივა :დ :დ ამ შუა ღამე ლამის შევყრე მეზობლები იმხელა ხმაზე ვიცინოდი :დ :დ

ვგიიჟდები ჩილის მიხვედრილობაზე.. საოცარი აზროვნების უნარი აქვს... ყოველ ჯერზე გაოცებულს მტოვებს ^-^

აუუ და კლაუსი ძაან საყვარელი იყო ^-^ :დ
ველი ახალ თავს მოუთმენლად...

დარწმუნებული ვარ კიდევ ვიმხიარულებ ისე როგორც დღეს :დ

 


№8 სტუმარი სტუმარი ბელუ შეროზია

როგორ შეიძლება შენი დაწერილი არ მოგვეწონოს ?
ვგიჟდები შენს ყველა პერსონაჟზე <3 <3
თავიდანვე ვიცოდიი რა სიფსიხეც გველოდა (კარგი გაგებით) მაგრამ ახლა უფრო მეტად ვარ დარწმუნებული ამაში!
კიდევ და კიდევ უნდა აღვნიშნო რა საოცარი ვინმე ხარ <3

 


№9  offline წევრი წიწაკა

ვაიმე ბუნკერიი:დ
მიყვარს ასეთი გადაკვეთები მოთხრობებს შორის.
თოვლის ბაბუ როგორ მომეწონა იცი:დ ლამის დავიჯერე რომ რეალურადაც არსებობს:დდ
ველი შემდეგს.

 


აუ, ბუნკერი.. ♡ მშობლიურ სახლში დაბრუნებასავითაა ^_^
მომწოონს, მომწოონს... ქაიაა.
ახალი წელიც იგრძნობა, ქუჩაც, ფოე-ფოე საზოგადოებაც, სანტაკლაუსიც და ჰიმლერაც ;დ
♡♡♡♡
მომენატრე ალისა ♡

 


№11  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

ჯადოსნუტრი ალისას ჯადოსნური ისტორია❄❄
გელოდები????

 


№12  offline წევრი FLAWless

როგორ მომნატრებია ბუნკერი და ჰიმლერაა ???????? როდის გაგხვახარებ ახალი თავით?

 


№13 სტუმარი ვუ

ალისაააა მოვიდაა უკვეე ახალი წელიი დაა შენ საადდ დაიკარგეე გოგოო ??
პ.ს. ძაალიაან მომწონსსს ისეთიაა როგორსაცც შენგან უნდა ველოდოთ და ეს ძველიი მოთხრობებიდან ჩართვები ხოო პიკიააა ❤️❤️❤️ გყვარობბბ ❤️❤️❤️

 


№14  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ტკბილოო გილოცავ ახალ წელსაც და ბედობასააც ^-^
როდის დადებ ახალ თავს? ვეღარ ვითმენ უკვე

 


№15 სტუმარი Natashkina

????axal cels gilocav. Rodis dadeb?

 


№16  offline ახალბედა მწერალი Alice76

ანი ანი
კიარ ვიცინი ვკივიიიიი :დ :დ :დ ღმეეერთო ეს რა იყოოოო :დ :დ აღარ შემიძლიაააა ცრემლები მდის და მუცელი მტკივა :დ :დ ამ შუა ღამე ლამის შევყრე მეზობლები იმხელა ხმაზე ვიცინოდი :დ :დ

ვგიიჟდები ჩილის მიხვედრილობაზე.. საოცარი აზროვნების უნარი აქვს... ყოველ ჯერზე გაოცებულს მტოვებს ^-^

აუუ და კლაუსი ძაან საყვარელი იყო ^-^ :დ
ველი ახალ თავს მოუთმენლად...

დარწმუნებული ვარ კიდევ ვიმხიარულებ ისე როგორც დღეს :დ


როგორ მიხარია შენი ასეთი რეაქცია♥️
ხომ იცი, როგორი საწვავია ჩემთვის♥️
დღეს იქნება ახალი თავი, თუ სიცხემ არ გადამიყოლა ჩემი ჩილიანად:დდ♥️
მადლობა შენ ჩემო გოგო უდიდესი

სტუმარი ბელუ შეროზია
როგორ შეიძლება შენი დაწერილი არ მოგვეწონოს ?
ვგიჟდები შენს ყველა პერსონაჟზე <3 <3
თავიდანვე ვიცოდიი რა სიფსიხეც გველოდა (კარგი გაგებით) მაგრამ ახლა უფრო მეტად ვარ დარწმუნებული ამაში!
კიდევ და კიდევ უნდა აღვნიშნო რა საოცარი ვინმე ხარ <3


უდიდესი მადლობა, აქ შემოსვლა და ჩემი გაცისკროვნება ერთნაირად ხდება.
ფაქტობრივად, გაღმა ნაპირიდან მომაბრუნეთ მოთხრობასთან ერთად:დდ♥️
სამაგიეროდ ბევრ მხიარულებას გპირდებით♥️

წიწაკა
ვაიმე ბუნკერიი:დ
მიყვარს ასეთი გადაკვეთები მოთხრობებს შორის.
თოვლის ბაბუ როგორ მომეწონა იცი:დ ლამის დავიჯერე რომ რეალურადაც არსებობს:დდ
ველი შემდეგს.


უხ ქალო
როგორ მიხარია ხოლმე შენი დანახვა♥️
მადლობა და ჩემზე იყოს ახალი, სახალისო თავები♥️

Maybillineსპაროლიდაავიწყდა
აუ, ბუნკერი.. ♡ მშობლიურ სახლში დაბრუნებასავითაა ^_^
მომწოონს, მომწოონს... ქაიაა.
ახალი წელიც იგრძნობა, ქუჩაც, ფოე-ფოე საზოგადოებაც, სანტაკლაუსიც და ჰიმლერაც ;დ
♡♡♡♡
მომენატრე ალისა ♡


მეც მომენატრე, ასე უდარდელ ისტორიებთან შენი კომენტარებიც მომენატრა და ბედნიერი ვარ, იშვიათად, მაგრამ მაინც რომ ვახერხებ მონატრების შემცირებას.
♥️

ლორელაი
ჯადოსნუტრი ალისას ჯადოსნური ისტორია❄❄
გელოდები????


უხ, როგორ გამახარე♥️
დიდი მადლობა, რომ აქ ხარ და კითხულობ.
ფიფქები^^
♥️♥️♥️

FLAWless
როგორ მომნატრებია ბუნკერი და ჰიმლერაა ???????? როდის გაგხვახარებ ახალი თავით?


დღეს იქნება ახალი თავი და ვგონებ, ძალიან მხიარული♥️

ვუ
ალისაააა მოვიდაა უკვეე ახალი წელიი დაა შენ საადდ დაიკარგეე გოგოო ??
პ.ს. ძაალიაან მომწონსსს ისეთიაა როგორსაცც შენგან უნდა ველოდოთ და ეს ძველიი მოთხრობებიდან ჩართვები ხოო პიკიააა ❤️❤️❤️ გყვარობბბ ❤️❤️❤️


დიიდი მადლობა ჩემო კარგო♥️♥️♥️
გილოცავ ახალ წელს და ყველაფერ დანარჩენს, ძალიან მნიშვნელოვანი საქმე მქონდა ეს დღეები( მეძინა:3), მაგრამ ახალი თავიც მალე გამოიწკიპება, დღეს საღამოს♥️♥️♥️

ანი ანი
ტკბილოო გილოცავ ახალ წელსაც და ბედობასააც ^-^
როდის დადებ ახალ თავს? ვეღარ ვითმენ უკვე


მეც გილოცავ უტკბესო ქალო♥️♥️♥️
დღეს იქნება საჩუქარიც ახალი თავის სახით♥️♥️♥️

Natashkina
????axal cels gilocav. Rodis dadeb?


დიდი მადლობა, მეც გილოცავ!♥️
დღეს საღამოს იქნება♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent