შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ადევნება (მე-9 თავი)


30-12-2019, 17:40
ავტორი სალოme
ნანახია 640

სანამ ლანგარზე დადებული საჭმელი ცივდებოდა და ფანჯრიდან მდგარი ვხედავდი მცველები როგორ იცვლებოდნენ, მივხვდი, რომ დემეტრეს უნდა დავკავშირებოდი- ეს გარანტია იქნებოდა ჩემი ნერვული სისტემის დამშვიდებისა. ვინაიდან რადგანაც კომუნიკაციის არანარი საშუალება არ მქონდა ხელთ, არვიცოდი თუ როგორ მემოქმედა. კარი გაიღო. უკან მივტრიალდი და ოთახში სანდრომ შემოაბიჯა. ხელგადაჯვარედინებული ინტერესიანი მზერით მაკვირდებოდა, მაგრამ მისი ირონიული ღიმილის უკან ვერაფერი დავინახე. თვალი ისევ ფანჯრის მინას გავუსწორე. ქალაქის ხედს ვათვალიერებდი. მაღალ შენობებებს, რომლებიც თითქოსდა ცას სწვდებოდნენ, გარეგნულად სილამაზე არ დაეწუნებოდათ. მე უბრალოდ ის მიკვირდა, რომ იმდენ ხანს მეძინა რუსთავიდან თბილისში ჩამომიყვანეს.

-აბა თავს როგორ გრძნობ?- მეკითხება სანდრო ცოტა ხნის დუმილის შემდეგ. ჩავიცინე და წარბი ავწიე. მისკენ მივტრიალდი.
-შენ როგორ ფიქრობ?- ვუპასუხე და თვალი თვალში გავუყარე. არ ვიცი თავს როგორ ვიკავებდი რომ მას არ მივარდნოდი, და ჩხუბი არდამეწყო, მიუხედავად იმისა ვხედავდი მის გასამკლეავებლად ძალა არ მეყოფოდა(თუ ჩვენს აღნაგობას გავითვალისწინებდით). გონებაში ამოტივტივებული დემეტრეს სიტყვები მაკავებდა, რომ მას შეეძლო ჩემთვის რაიმე დაეშავებინა, რომ მას შეეძლო ჩემი საშუალებით მანიპულირებინა დემეტრე. ეს უკანასკენლი ფაქტი ძალიან არ მომწონდა და ყოველგვარ ხერხს მივმართავდი სანდროს გეგმები რომ ჩამეშალა.
-მოიწყინე- დააკვნა და ჩემსკენ დაიძრა. შიგნიდან მღრნიდა ინტერესი ვიქნებოდი კიდევ თავისუფალი? აქ, მის ტყვეობაში როგორ ყოფნა არ შემეძლო. მე ჩემი ცხოვრება მაქვს, რომლის არევის უფლება არავის არ გააჩნია.
- უბრალოდ მაინტერესებს, აქ რამდენხანს დამტოვებ, ეს ყველაფერი როდემდე გაგრძელდება?-შევეცადე ხმაში ოდნავი ვედრება გამერია, რაც გამომივიდა ჩემი დაძაბული მდგომარეობის ფონზე.
ალბათ ხმის ტონის ცვლილებამ გაჭრა, სახე რომ დაუსერიოზულდა. - მე ჩემი ცხოვრება მაქვს, რომელიც მე მეკუთვნის, რატომ მირღვევთ მყუდროებას.- წყნარად განვაგრძობდი და ურცხვად ვაჩერდებოდი თვალებში. თავი გვერდით გადახარა, თავისი ღია მწვანე თვალებით, რომელიც შუშას მოგაგონებდათ, შიგნიდან მფიტრავდა. ვგრძნობდი, ნერვიულობა მიტევდა. მის დაჟინებულ მზერას ვერ გავუძელი და ცრემლისგან ამწვარი თვალები დავხარე. ჩემს აკანკალებულ ხელებსა და ფეხებს დავაკვირდი.
- შენ უბრალოდ...-დაიწყო სანდრომ მაგრამ მაშინვე გაჩერდა, როცა უმალ მივუახლოვდი საწოლს და მის კიდეზე ჩამოვჯექი. ფეხზე დგომა ნამდივილად მიჭირდა.- შენ, დემეტრეს სუსტი წერტილი აღმონჩდი, რომელსაც მთელი ექვსი თვე მალავდა.- დაძაბული, რაღაცნაირად მძიმე ტონალობით დაიწყო საუბარი, მაშინვე ყურები ვცქვიტე და ცრემლმორეული თვალები მას მივაპყარი. ამჯერად სანდრო უმზერდა ფანჯრისმიღმა სივრცეს- შენ... სადღაც გამოფენაზე უნახიხარ, მერე გითვალთვალებდა. ადრე ჩვენ კარგი მეგობრები ვიყავით, ნამდვილი პარტნიორები, მაგრამ როგორც კი შენ გამონჩდი დემეტრემაც თავისი საქმიდან გასვლა დაიწყო.- მისი ყოველი წარმოთქმული სიტყვა, რომელიც ჰაერში ეკიდებოდა საოცრად დაძაბულ ატმოსფეროს ქმნიდა.- დემეტრე არასდროს ყოფილა ნორმალური ადამიანის ამპლუაში, მაგრამ შენ რაღაც შეცვალე. მან უბრალოდ საქმიდან გადაწყვიტა წასვლა.
- მაგრამ იცი რომ ეს ყოველივე ცუდია, საშინელებაა რასაც თქვენ აკეთებთ.- ზიზღით წარმოვთქვი.
- შეიძლება საშინელებაა, მაგრამ ჩვენ თავიდანვე ამ საქმეში ვიყავით. ამ ჭაობიდან ამოსვლა თითქმის შეუძლებელია, ერთ პიროვნებაზეა დამოკიდებული მთელი კლანის სიცოცხლე და ცხოვრება.
- დემეტრესგან რა გინდათ!- ფეხზე წამოვდექი.
- ის ამ საქმეში უნდა დარჩეს. გააგრძელოს თავისი მოვალეობის პირნათლად შესრულება და შენ მანამ იქნები აქ, სანამ დემეტრე არ დაბრუნდება. ბოლოსდაბოლოს წინამძღოლია- უკანაკნელი სიტყვებში იმხელა ზიზღი, ირონია და სარკაზმი ჩააქსოვა, ერთიანად გავფითრდი. გამოდიოდა რომ ჩემი ცხოვრება და შესაძლებელია სიცოცხლეც დემეტრეზე იყო დამოკიდებული, მაგრამ ერთი წამითაც არ მიგრძვნია შიში იმისა რომ დემეტრე აქ დამტოვებდა. გულში იმდენად დიდი ადგილი ეჭირა მისდამი მიზიდულობის, ნდობის ძალას, რომ მონატრებისგან სუნთქვა მეკვროდა.
სანდრო მაკვირდებოდა. ხოლო მის მიმართ არსებული სიძულვილი რომელიც პირველივე დანახვისთანავე გამიჩნდა, ნელნელა იზრდებოდა. ვიცოდი რომ აღარაფრის ძალა შემწევდა. უნდა შევგუებოდი განაჩენს და მოლოდინით ვარსებულიყავი ამ გალიაში.
- დემეტრეს მიმართ რას გრძნობ? - მოულოდნელად მკითხა სანდრომ. დამკვირვებელ მზერას არ მაშორებდა. მე ისევ საწოლზე ჩამოვჯექი. სინდისის ქენჯნის დაუოკებელი გრძნობა მომედო მთელ სხეულზე. დემეტრეს ჩემს გამო დაენგრეოდა ცხოვრება, თუკი ისევ იმ საშინელ საქმიანობას დაუბრუნდებოდა. მას ხომ ნორმალური ცხოვრება სურდა, მეკიდევ ყველაფერს ვაფუჭებდი. აუტანელი იყო უბრალოდ ამაზე ფიქრი, და აზრების გასაფანტად თავი გავაქნიე.
- ნიცა- მომართა სანდრომ და მას ავხედე.
- მიყვარს!- სწრაფად და მტკიცედ ვუთხარი, თვალებში ჩავხედე. აკიაფებული ცრემლი ქუთუთოებს მიწვავდა. სახე მოექუფრა. არვიცი რატომ მაგრამ მის თვალებში დანახულ უდიდესმა წყენამ ერთ ადგილზე გამაქვავა. უმალვე მოირგო ნიღაბი და გამიღიმა.
- ძალიან ცუდი,- ამოიოხრა- მიკვირს სიმართლე გითხრა, ასე მოკლე დროში, როგორ შეგიყვარდა? თან არცკი იცნობ- მკითხა და დამაკვირდა. შევცბი. ეს იყო შეკითხვა რომელის დასმაც საკუთარ თავს ვერ შევბედე. ახლა კი მისი პასუხის მომლოდინე მოუთმენლად იცდიდა, თუ რას ვიტყოდი. მე კი დავიბენი. მხრები ავიჩეჩე და ცოტახნის შემდეგ მივუგე.
- უბრალოდ, მიყვარს. ვინაობის ცოდნის გარეშეც.- მიკვირდა სრულიად გულწრფელად რომ ველაპარაკებოდი, და ეს მთრგუნავდა. დავინახე როგორ შეჭმუხნა წარბები. ერთდროულად დამწუხრებული და გაბრაზებული იყო. ხოლო მის სახეცვლილების მიზეზს ვერ ვხვდებოდი.
- ვფიქრობ უნდა მოწესრიგდე და შეჭამო, ანდა საერთოდაც იცხოვრე ისე, როგორც საკუთარ სახლში, აქ საკმაოზე დიდხანს მოგიწევს დარჩენა.- გამაფრთხილა და წამსვე კარში გავიდა. ჩემი ამოსუნთქვის მიზეზი საკეტის არგაგონილი ხმა აღმოჩნდა.
დაძაბული მივჩერებოდი კედელს და მომხდარის გაანალიზებას ვცდილობდი. გასაკვირი იყო სანდროს ქცევა და არა ის, რომ აქ დარჩენა მიწევდა. მისი გამომეტყველება რომელიც ჩემს წარმოთქმულ თითოეულ წინადადებაზე იცვლებოდა გონებას მირევდა. თვალები დავხუჭე და ღმად ჩავისუნთქე, ძალების მობილიზება მოვახდინე რათა ამ ყოველივეს გავმკლავებოდი. აგონიაში მაგდებდა არსებული სიტუაცია. დემეტრე დავინახე ბნელ ილუზიაში. მერე მისი გამოწვდილი ხელი. მინდოდა ცოტახნით მაიც ვყოფილიყავი ასე, მაგრამ ვიცოდი ეს მხოლოდ ჩემს ფიქრებში ჩარჩენილი მისი სახე იყო. რაც უფრო ვცდილობდი მისი ფიგურის წარმოდგენასა და დანახვას და რაც უფრო ძლიერად ვაჭერდი თვალებს ქუთუთოებზე, მით უფრო ბუნდოვანი ხდებოდა მისი გამოსახულება და ბოლოს სიბნელეში გამომკრთალ ზურმუხტისფერ და წითელ ფიგურებს შეერია. კვლავ ღრმად ჩავისუნთქე, მისი მონატრება შიგნიდან მჭამდა. მივხვდი რომ ბედს უნდა შევგუებოდი. თავს ზევით ძალა არ მქონდა. დარწმუნებულმა იმაში რომ ეს მდგომარეობა დიდხანს არ გაგრძელდებოდა, გადავწყვიტე სიმტკიცე შემენარჩუნა და არ გავმტყდარიყავი. ფეხზე წამოვდექი. სარკესთან მივედი. ორი დღის მერე პირველად შევხედე ჩემს ანარეკლს. სარკიდან თმააწეწილი, გამხდარი სხეული მიმზერდა, ჩამქრალი თვალებით, სიმტკიცის შენარჩუნებას რომ ცდილობდა. უნებურად ცრემლი მომაწვა, ჩემს მშობლებზე ავნერვიულდი, მაგრამ საკუთარ თავს უფლება არ მივეცი, მეტირა.
გადავწყვიტე ამ ბინძურ თამაშში ჩავრთულიყავი.
პირველ რიგში საკუთარი თავისთვის უნდა მომევლო. გამახსენდა სანდრომ მითხრა, ეს ოთახი შენიაო, ამიტომ ამჯერად არანაირი პრივილეგიის დათმობას არ ვაპირებდი. ოთახი კარგად შევათვალიერე. მდიდრული ანტიკვარებით გაეგორმებინათ. ჩემს წინ, კამოდზე სუნამოები და კოსმეტიკა დაეწყოთ და მის გვერდით კი-კედელზე დიდი კარადა დაედგათ. მას მივუახლოვდი, ჩემს მთლიან ფიგურას, რომელიც დიდ სარკეში ნათლად გამოჩნდა, ყურადღება არ მივაქციე და დიდი საგნის კარი გავწიე. გაკვირვებულმა დავაღე პირი, თუმცა გაოცება წამიერი იყო: კარადაში აკურატულად ჩაემწკრივებინათ, კაბები, პერანგები და შარვლები. ერთმანეთისგან განსხვავებული, სხვადასხვა ბრენდის ფეხსაცმელებიც, ჰიგიენის ნივთებიც კი ელაგა. ცოტა არ იყოს ნერვებმოშლილმა ავატრიალე თვალებში, რაც პირველი მომხვდა ხელში, ის შარვალ- მაიკა ავიღე და ჰიგიენის ნივთებითურთ მივაშურე ოთახში არსებულ სააბაზანოს კარს.
გულდამძიმებული ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირად ვცდილობდი გონება სხვა რამეზე გადამერთო, სულში არსებულ ფორიაქს ვერაფერს ვუხერხებდი. ბანაობის შემდეგ მოვწესრიგდი, თმა გავიშრე და სწორედ მაშინ დააკაკუნეს კარზე. ჩემი ნებართვის შემდეგ ოთახში ის გოგო შემოვიდა, რომელმაც დილით საუზმე მომიტანა. ხელუხლებელი საჭმელი გაიტანა, და მითხრა რომ შემეძლო სასადილოდ ჩავსულიყავი. ვერ მოვიტყუები, მშიოდა და გაჯიუტებას აზრი არ ჰქონდა, ამიტომ დერეფანში გავედი. გოგო წინ მიძღოდა; პირველ სართულისკენ მიმავალ გრძელ, დიდ კიბეებს ჩავუყევით და მისაღებში აღმოვჩნდი. სხვა დროს ასეთი სიმდიდრე ალბათ გამაოცებდა კიდეც, მაგრამ მაშინ ჩემთვის ამ ყველაფერს არანაირი მნიშვნელობა არ ენიჭებოდა. მისაღებიდან პირდაპირ სასადილო ოთახში გავემართეთ, რომელიც სამზარეულოდან ბარით იყო გამოყოფილი. სუფრის თავში სანდრო იჯდა. მის მოპირდაპირედ დავჯექი. უხმოდ, დაძაბულად ჩაიარა სადილმა. ჭამის შემდეგ, როცა ოთახიდან უნდა გავსულიყავი, რაღაც გამახსენდა და მას მივუბრუნდი.
- შეგიძლია ჩემი ტელეფონი დამიბრუნო?- ვკითხე. მან ჩანგალი დადო და მრავალმნიშვნელოვნად ამომხედა.- უბრალოდ ჩემს მშობლებთან მინდა საუბარი.
- კარგი, ცოტა ხანში ნინა ამოგიტანს. მითხრა და ჭამა განაგრძო.
სიმართლე გითხრათ მისი დამთმობლობა გამიკვირდა, მაგრამ აღარაფერი მითქვია. დასვენება მჭირდებოდა. უხმოდ ავედი "ჩემს" ოთახში და საწოლზე დავწექი. ვერ ვიძინებდი, ამიტომ დროის გასაყვანად წიგნის კითხვა გადავწყვიტე, თუმცა გულს მასაც ვერ ვუდებდი. ვერც შინაგან ფორიაქს ვუხერხებდი რამეს. მერე როგორც იქნა, ამდენი სტრესისგან დაღლილს ძლივს ჩამეძინა.
ჩემი გონების რაღაც ნაწილი ხვდებოდა, სიზმარში ვიყავი, მაგრამ იმდენად რეალური იყო რასაც ვხედავდი, რომ არ ვიცოდი გაღვიძება მინდოდა თუ ძილის გაგრძელება. დემეტრეს გვერდით ვიჯექი და მას ვეხუტებოდი. მიღიმოდა, შავი თვალებით ისე თბილად მიმზერდა, მისი ყურებით მეც ვერ ვძღებოდი. არვიცი ამ დგომარეობაში რამდენხანს დამტვოვა ქვეცნობიერმა, წამი, წუთი თუ საათი, თუმცა ფაქტია მშვიდი ძილის უფლებას არ მაძლევდა: დემეტრე ფეხზე წამოდგა, წინ დამიდგა. სახე გაჰფითრებოდა. ცარცივით თეთრ ნაკვეთებზე ადვილად შეამჩნევდით სიბრაზეს. ჩემს ზურგს უკან რაღაცას უყურებდა. მეც ფეხზე ავდექი და უკან მივტრიალდი. იქ სანდრო იდგა. ირონიის ნიღაბაკრული ჩემსკენ ნელი ნაბიჯებით იწევდა. მერე დემეტერეს შევხედე. იარაღი შეემართა ჩემს მიმართულებით. ძრწოლამ ამიტანა. ზურგს უკან მარწუხებივით შემომეჭდნენ მამაკაცის ხელები. დემეტერემ გაისროლა.
საწოლში დენდარტყმულივით წამოვხტი. თითქოს მართლა მესროლესო, გული ისე სწრაფად მიცემდა, მეტკინა. გაოფლიანებული ჩუმად ვქვითინებდი. დამშვიდებას ვერ ვახერხებდი. იმ წამს მხოლოდ დემეტრეს ხმის გაგონება მსურდა და ქაოსურ აზრებში გარეული თვალებს ძლიერად ვხუჭავდი. როცა კოშმარისგან მიღებულ სტრესს თავი დავაღწიე, გულაღმა დავწექი და ჭერს გავუსწორე თვალი. გული ძგერის ტემპს არ ანელებდა. სწორედ იმ წამს შემოაღეს კარები. სანდრო ჩემსკენ წამოვიდა. არანაირი რეაქციის გამოხატვის ძალა არ გამაჩნდა. საწოლის გვერდით, ტუმბოზე ტელეფონი დადო. მას გავხედე.
- როგორც გინდოდა, შეგიძლია მშობლებს დაელაპარაკო. მაგრამ გახსოვდეს, მხოლოდ მშობლებს. ნუ პრინციპში მათი ნომრების გარდა სხვა ნომრებთან კონტაქტს ვერ შეძლებ-ამაზე კი გაკვირვებული წამოვჯექი.- ამასგარდა, თუ მათთან რამე დაგცდება, ჩათვალე ორივე მათგანი მოკალი- თვალი ჩამიკრა და სანამ პროტესტის გამოხატვას დავიწყებდი ოთახი დატოვა. მეც ჩემს ტელეფონს ვეცი. ორად ორი ნომერი იყო ჩაწერილი, სახელებით "დედა" და "მამა" ხოლო დანარჩენი კი დაბლოკილი იყო. "ჯანდაბა!" დემეტრესთან დარეკვას ვერ ვახერხებდი! თუმცა ჩემთვის ისიც შვება იყო, მშობლებთან მესაუბრა, ამიტომ პირდაპირ დედასთან დავრეკე. ორი ზარის შემდეგ ყურმილი აიღო.
- ნიცა, ნიცა სადხარ დაკარგული შვილო!- ბრაზნარევი ტონით მკითხა გაგულისებულმა დედამ, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, ჩემი ზარით დამშვიდდა.
- დედა, ყველაფერი რიგზეა დაწყნარდი.- შევეცადე მშვიდი ტონით მესაუბრა. ნამდვილად არ ვაპირებდი მისთვის სიმართლის გამხელას.
- როგორ არ გრცხვენია, იცი როგორ გვანერვიულე? ორი დღეა დაკარგული ხარ!
- დედა, ყველაფერი რიგზეა მეთქი, ხომ გითხარი, უბრალოდ ძალიან დავიტვირთე სამსახურში, პროექტებზე ბევრი სამუშაო მქონდა, და ვეღარც თქვენთან დარეკვას ვახერხებდი. მაპატიე რა.- მოვატყუე მე.
- ოხ ნიცა, ჩვენ კიდევ პოლიციაში წასვლას ვაპირებდით რომ არ გვიკავშირებოდი. ტელეფონიც გამორთული გგქონდა.
- ვიცი დედა ვიცი- ამოვიოხრე, მისი მოტყუებით დაღლილმა. - მამა სადაა?
- მამაშენი სააბაზანოშია. - მითხრა და ჩემს გამოკითხვას შეუდგა. რომ სცოდნოდა რა მდგომარეობაში ვიყავი, ალბათ მამას ინფარქტი დაემართებოდა, დედას კი გული შეუღონდებოდა. მერე როგორც იქნა საუბარით ორივე მშობელმა იჯერა გული. მოსაღამებულიყო. ტელეფონი საწოლზე დავდე და ოთახიდან გავედი. პირველ სართულზე ჩამავალს მისაღებიდან საუბარი მოისმა. სანდროს ხმა ვიცანი, რომელიც თანამოსაუბრეს მკაცრი ტონით ელაპარაკებოდა.
- ჯანდაბა, არ მეგონა თუ დემეტრე ასე მალე დანებდებოდა, როგორც სჩანს ნიცა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი ყოფილა. ჯანდაბა! ჯანდაბა!- გამძვინვარებული ცოფებს ყრიდა, მე მისი ხმის გაგონებაზე ერთ ადგილას მივიყინე. - დემეტრე არ უნდა დაბრუნებულიყო, ნიცა მხოლოდ ასე გახდებოდა ჩემი!



№1 სტუმარი Evaa

ისტორია რომ ძალიან კარგი და შესანიშნავია მაგაზე აღარაფერს ვიტყვი მაგრამ ძალიან უპასუხისმგებლოდ რომ იქცევი იმას რა ვუყოთ?!ერთ პატარა თავს დადებ რომელიც ორი კვირა უნდა გვეყოს და მერე ქრები შენნგან მეტ პასუხისმგებლობას და დიდ თავებს ველოდები მომავალში<3

 


№2 სტუმარი Wero

აუ პატარა თავი იყო და ისიც დააგვიანებით დადეე((((

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent