შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სისხლისფერი ამბები (2)


31-12-2019, 20:35
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 1 753

საშობაოდ გოუსთ ჰილის ქუჩები უმშვენიერესად მოერთოთ. დეიზი ერთ-ერთ კაფეში იჯდა და ცხელ შოკოლადს შეექცეოდა. სევდიანი ჩანდა. საკუთარ ცხოვრებაზე ფიქრს მოეცვა. როგორი სისასტიკეა, როცა ვინმეს შენი ძალა დასჭირდება და მოულოდნელად გაცოცხლებენ. ახლა აღარ იცოდა, რა ეკეთებინა. სასოწარკვეთას შეეპყრო. გარშემო არავინ ჰყავდა და არც არავის ენდობოდა.
მას ვალი მოეხადა საკუთარი თემის წინაშე. რა სისულელეა? არასდროს არავის ვალი ჰქონია. უბრალო, ძალაგამოცლილი სიტყვები იყო. ისე მაინც ეთხოვათ დახმარება, ზრდილობიანად მისულიყვნენ და ეთქვათ: დეიზი გამარჯობა, ჩვენ შენ გაგაცოცხლეთ, რადგან ძალიან გვჭირდები. თუ არ შეწუხდები, ეგება დაგვეხმარო?
დეიზი ვალდებული არ იყო, მაგრამ მაინც დაეხმარებოდა. მიუხედავად წინა ცხოვრებაში გამოვლილი საზარელი ამბისა, გულის სიღრმეში, მაინც უკრთოდა სიკეთის მრავალი ნაპერწკალი.
მეზობელ მაგიდასთან ორი ქალბატონი საეჭვოდ შეცქეროდა. დები იყვნენ, ეგრევე იგრძნო მათი კავშირი. ასე ღვთაებრივად მშვენიერი ქალები ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ჰყავდა ნანახი. არ გამოჰპარვია, რომ სისხლისმსმელები იქნებოდნენ უთუოდ.
დეიზი წამოდგა.
მათთან მივიდა.
- რითი დავიმსახურე თქვენი ყურადღება? - ჰკითხა ირონიული ღიმილით.
- საშინლად გაცვია - არც კი დაფიქრებულა მარიანა.
- მილიონი წელი ცხოვრებამ სულელობებზე ფიქრი გასწავლათ? ეტყობა საქმე გამოგელიათ და ახლა მოდაზე გადახვედით.
- მილიონი წელი არ სჭირდება. გემოვნება ან დაბადებიდან გაქვს, ან საერთოდ არ გაგაჩნია, მაგრამ რაღაცა უბედურებები რომ შემოგიხვევია ტანზე, ეგ მაგრად გვკიდია - გაეცინა კატალინას. - უბრალოდ, გვაინტერესებდა ჯადოქარი, რომელიც ჩვენს ძმას მოერია.
- რა თქმა უნდა! - ტაში შემოჰკრა დეიზიმ - თქვენ დროგოები ხართ. ტყუპებს პლიუს ერთი სულელი ბიჭი. აქამდე უნდა მივმხვდარიყავი.
- კარგი - ფეხზე წამოდგა მარიანა - რამდენიმე პუნქტია, რაც უნდა იცოდე. ჩათვალე, რომ რახან ახალი გაცოცხლებული ხარ, პირველ ჯერზე, გპატიობთ სულელურ გამოხტომას.
- ჩვენ ვერ მოგვეკარები, ვერასოდეს. როცა ვამბობ სიტყვას „ჩვენ“, გაბრიელიც იგულისხმება. ახლა უბრალოდ გაგიმართლა. მეორედ, მოგვიწევს, რომ ჩვენს ძმას შენს კვარტალში გამოვყვეთ და ყველა თქვენგანი აგაოხროთ - მხარი აუბა ტყუპ დას კატალინამ.
- მემუქრებით? - სასაცილოდ არ ეყო დეიზის - ერთი ჩვეულებრივი შელოცვით, მამათქვენს თავისი შვილების ადგილსამყოფელს გავაგებინებ და მეეჭვება, ჩვენი აოხრებისთვის დრო დარჩეს.
- ვერ გვიპოვის - დარწმუნებით წარმოთქვა მარიანამ - კარმილას ტყუპები ვართ, მწუხრისფერი რაინდის ასულები. მეეჭვება, შენმა ძალამ ჩვენი გადაფაროს. თან ისეთი შელოცვა დავადეთ ოჯახს, რომ ვერასოდეს მოგვაკვლევენ. მთელმა თემმა რომ შეაერთოთ ძალა და კვადრატში აიყვანოთ, არამგონია ჩვენი შელოცვის დარღვევა შეძლოთ. ჩვენ მუქარისთვის არ მოვსულვართ. უწყინარი რჩევა მოგეცით უბრალოდ.
დეიზის თავი ასტკივდა.
ისე ძალიან ასტკივდა, რომ აზროვნების უნარი თითქმის დაკარგა და ღონეგამოცლილი მოეჭიდა მაგიდას.
- გვაპატიე. ტკენა არ გვინდოდა, მოგვიწია - მიუგო კატალინამ.
- ახლა ორივე მხარეს გააზრებული გვაქვს მოწინააღმდეგის ძალა. იმედია, გზაზე აღარასოდეს გადაგვეღობები, თორემ ეს იმ ტკივილის მეასედია, რისი გამოწვევაც ძალგვიძს.
- თქვენმა ძმამ ჯადოქართა საზღვარი გადმოკვეთა - გაჭირვებით წარმოთქვა დეიზიმ.
მერე ინანა.
ტკივილის გამო, თავის მართლება უწევდა დაწყევლილი ვამპირების წინაშე.
- ვიცით. ამიტომაც არ წაგაცალეთ თავი შენი ნახვის პირველივე წამს. ჩვენ ვიაზრებთ, რომ გაბრიელმა დააშავა. მაგრამ ამავე დროს, შეჩვეულია წესების დარღვევას. ამ დარღვევების გამო, პასუხს არავინ სთხოვდა აქამდე. რაღაც მომენტში, მადლობლებიც ვართ. ეგება, გაკვეთილი მიიღოს და მტრის საზღვარი აღარ გადაკვეთოს. უსიამოვნებები არ გვინდა. ამიტომაც წამოვედით მშობლიური ქალაქიდან. მითუმეტეს, ჯადოქართა მოდგმა დედაჩვენის გენეტიკური ხაზია. - კატალინა საუბრისას, ისეთი მშვიდი ჩანდა, გეგონება ხელოვნებაზე ჰქონდათ დისკუსია.
- ერთი სიტყვით, ვფიქრობ მოვილაპარაკეთ - გაეღიმა მარიანას.
დები წავიდნენ.
დეიზის ტკივილმა გაუარა.
ზიზღით გააყოლა მზერა დახვეწილ ქალებს.
- წყეული სისხლისმსმელები! - გამოსცრა დაკრეჭილი კბილებიდან. მერე გაახსენდა, რომ ტყუპები სისხლს არ სვავდნენ. ისინი მთელი თავიანთი არსებით ნამდვილი ჯადოქრები იყვნენ. ყველაფერი რომ ნორმის ფარგლებში ყოფილიყო, წესით მათაც ჯადოქართა კვარტალში უნდა ეცხოვრათ და თავიანთი ძალა კარგი საქმისთვის მოეხმარათ.
დეიზი გარდაცვალებამდეც გრძნობდა სხვების ტკივილს და გაცოცხლების შემდეგაც. ტყუპები თავიანთ გრძნობებს ვერ გამოაპარებდნენ, ეს ძალიან აშკარა და გასაკვირი იყო: მამამისი ენატრებოდათ. ძლიერად და მომაკვდინებლად ენატრებოდათ ვლადი.
რაღაც მომენტში, შეეცოდა კიდეც ისინი.
და რაღაც მომენტში, შური იგრძნო. დეიზის აღარავინ ჰყავდა მოსანატრებელი.
ორი საუკუნის წინათ ნანახი დროგოების ოჯახი გაახსენდა. დეიზი სისხლის სავანეში მიიწვიეს. მაშინ, ცოტა სიმშვიდე იყო, ასე გამეტებით არ სძულდათ ვამპირებსა და ჯადოქრებს ერთმანეთი. არსებობის მანძილზე, სქემა რომ დაგეხატა, რაღაც ალოგიკურ დასკვნამდე მიხვიდოდი. ზოგჯერ სიძულვილი ზენიტამდე ადიოდა, ზოგჯერ კი საერთოდ ეკიდათ ფეხებზე ერთმანეთი და ბრძოლისგან დაღლილები, სულაც აღარ ფიქრობდნენ ხოცვა-ჟლეტაზე. უბრალოდ, ეზარებოდათ. სისხლის სავანე განთქმული იყო ჭირითა და უბედურებით. ვამპირების გამო კი არა, დაავადებების გამო. მაშინ დეიზიც მიიწვიეს, როგორც ყველაზე კომპეტენტური ჯადოქარი და ამავე დროს, ექიმი. შავი ჭირი, ჭლექი და უბედურება მძვინვარებდა.
ვამპირებსაც უნდოდათ ხალხის გადარჩენა. აბა, ყველა თუ ამოიხოცებოდა, მშივრები დარჩებოდნენ. უზარმაზარ დარბაზში ისხდნენ. დეიზი ავადმყოფობის განკურნებაზე საუბრობდა. მაშინ პატარა და მშიშარა იყო, მაგრამ რაც იცოდა, ვერ დაუკარგავდი.
ენა ებმეოდა ზოგჯერ.
ლექტორებით გარშემორტყმულ სტუდენტს ჰგავდა, ოღონდაც ლექტორების მაგივრად, ვამპირები უსმენდნენ. აღარც ახსოვდა, რა ილაპარაკა, მაგრამ ერთი რამე არასოდეს დაავიწყდება: ტყუპები ერთდროულად წამოდგნენ ფეხზე.
- მემგონი, ამ გოგომ ქალაქი გადაგვირჩინა - თქვა მარიანამ და ტაში დაუკრა.
მოულოდნელობისგან, დეიზი გაწითლდა.
- მნიშვნელობა არ აქვს, რა ჯანდაბას გააკეთებს. ლამაზი, უშნო, ჭკვიანი და სულელი ჯადოქარი მაინც ყველა ერთი ჯართია - გადაუჩურჩულა გაბრიელმა კატალინას.
დეიზიმ გაიგო.
ჯადოქრის კვალობაზე, მაშინაც კარგი სმენა ჰქონდა.
თავის კვარტალში დაბრუნდა დეიზი. ყველა გაზაფხულისფრად შემოსილიყო. უკვე ნერვებს უშლიდა ამათი სითეთრე და სიწმინდე.
- გეგმა მაქვს - განუცხადა თავისიანებს.
- რა გეგმა?
- ყველა ვამპირი უნდა მოკვდეს. ჯადოქრებმა აიღონ ქალაქი. დაე, მათი სისხლით შეიღებოს კედლები, ქუჩები და მდინარეები, როგორც ჩვენი სიცოცხლით აშენებდნენ სისხლის სავანის ცათამბრჯენს. ვამპირთა კვნესისა და გვემის მოსმენა მწადია. ვეღარასოდეს დამრავლდებიან, ცოდვას ვეღარ მოისხამენ. როცა საბოლოოდ ამოწყდება ყველა მათგანი, დიდი ხნის შემდეგ, ბავშვებს ზღაპარს მოუყვებიან ცეცხლისფერ ჯადოქარზე სისხლისფერი ამბებით, რომელმაც სამყარო ვამპირთა ეშვებისგან იხსნა.
თავის თემს გადახედა.
დეიზის ისინიც სძულდა.

* * *

ბარში საცეკვაო ცოცხალი მუსიკა გაისმოდა. კატალინა მაგიდაზე შემდგარი ალკოჰოლის ბოთლით ხელში ისე იქნევდა თავის გრძელ თმას, რომ გარშემო თითქმის ყველას ხვდებოდა.
- ეს ვინაა? - ჰკითხა მარიანას ბარმენმა და კატალინას შემყურემ, მხრები მხიარულად აათამაშა.
- მიჭირს ამისი თქმა, მაგრამ ჩემი დაა - ამოიოხრა მარიანამ, მომდევნო ჭიქას უკმაყოფილოდ გადაუძახა კუჭში და ბარმენს ანიშნა, კიდევ დამისხიო.
- რა ლამაზია - მაღლა აჰხედა ქალს და ბედნიერად გაეღიმა.
- ჩემი დაა! - თითქმის დაუღრინა ქალმა.
- მერე რა?
- არაფერი. ეგ ორ ჭიქაში არაადეკვატური ხდება, მე კი სანამ ოცს არ დავლევ, იქამდე თავბრუც არ მეხვევა. აი, ის პონტია, ერთი ტყუპი რომ მეტრანახევრიანია და მეორე მეტრაოთხმოცი.
- ჰგავხართ - გაეცინა ბარმენს. მარიანას პატარა თეფშით დაჭრილი ლიმონი დაუდგა და სასმელიც დაუსხა - ბარის ხარჯზეა. შენც და ისიც - მოჯადოებული თვალებით ანიშნა კატალინაზე.
- ფრთხილად რომეო, სცენასთან ახლოს ჩვენი ძმა დგას.
- სულ რამდენი ხართ კი მაგრამ?
- სამნი. ეგეთი ბევრია?
- არა.
- მართლა, შეწყვიტე ეგრე ყურება. არ ჯდები კატალინას გემოვნებაში. ცოტა სნობია. ისე, პირველად ვხედავ სმოკინგში გამოწყობილ ბარმენს.
- ბარმენი არა ვარ, დღეს დილით გამექცა და იძულებული ვარ, მისი ფუნქცია შევითავსო. ამიტომ გპატიჟებ, თორემ ნამდვილ ბარმენს არ აქვს უფლება ასეთი ხელგაშლილი იყოს. ეგრევე დავითხოვდი.
- არც წუწურაქები მოსწონს კატალინას - გაეცინა ქალს.
- მემგონი, დედამისი უფრო ხარ.
- უკვე ნერვებს მიშლი! მე ვინც ნერვებს მიშლის, იმათ კარგი არაფერი ემართებათ.
- ასეთი ახალგაზრდა და უკვე ასეთი ნერვებდაწყვეტილი. - სინანულით გაიქნია თავი კაცმა.
შესამჩნევად გამოყვანილი ტუჩები, სწორი ცხვირი და ფერადი თვალები ჰქონდა.
შავ წვერში რამოდენიმე ჭაღარა შერეოდა, თუმცა ძალიან უხდებოდა.
- წუთი-წუთზე, მაგიდიდან ჩამოვარდება, ისეთი გალეშილია. თუ გაგიმართლეს, იქნებ დაიჭირო.
- კლასიკური ოჯახური პორტრეტი - მიუგო კაცმა კმაყოფილი ღიმილით - ძმა ვითომ ცეკვავს, არადა შორიდან ყველას ეჭვისთვალით აკვირდბა. ახლაც, ასე რომ გელაპარაკები, ერთი სული აქვს, გაიგოს, რა ჯანდაბა მესაქმება შენთან. ერთ-ერთი წითური ტყუპი ჭკუის დამრიგებელია, ცოტა მკაცრი, მაგრამ მოვეწონე და რჩევა მომცა. მესამე კი თავზეხელაღებული გართობის მოყვარული. ცეკვისას, ყველას უცინის. ისე კი არავის იკარებს.
- გმადლობ, შენ რომ არ გეთქვა, ისე არ ვიცოდი ჩემი და-ძმის ხასიათი. წითური არ ვარ რომ იცოდე, წაბლისფერი თმა მაქვს.
- აქედან წითელი ჩანს.
- კარგი, რა ჰქვია?
- კაენი. შეგიძლია, კაი დამიძახო.
- მშობლებს არ უყვარდი კაენ?
- რა ვიცი. ეგენიც დავხოცე და ჩემი ძმაც ზედ მივაყოლე. ასე რომ, მაგ კითხვაზე პასუხს ვეღარასოდეს მივიღებ.
- კარგად ხუმრობ და კარგი ბარი გაქვს. სტრიპტიზ მოცეკვავეზე ვაკანსია ხომ არაა გამოცხადებული?
- მოცეკვავე რომ მჭირდებოდეს, გასაუბრების გარეშე ავიყვანდი შენს დას.
- კი და უკვე ვარდება - ცეკვისას, ისე წაბორძიკდა კატალინა, ჯერ ეგრევე ჰაერში გამოეკიდა, მერე კაენის მკლავებში დაეშვა.
აბურდული თმა სახიდან გადაიწია და კაის შეხედა.
- შენ ვინღა ხარ?
- განსაკუთრებული არავინ - ქალი ღიმილით დასვა.
- შეგატყვე. - გამოუცხადა სერიოზულად, გრძელი თმა მუჭში მოიგროვა, ზურგზე გადაიყარა და გაბრიელისკენ გაემართა.
* * *

სისხლის სავანის ქუჩებში ორი უცნაური არსება დასეირნობდა. ორივეს შავი მოსასხამი ეკეთა და ღიმილი მოჰფენოდა სახეზე. აქედან, ერთი ზედმეტად მაღალი იყო, მეორე კი ისეთი პატარა, რომ მამის ხელს ძლივს სწვდებოდა.
- ახალი წელი უცნაური რამეა პატარა ჯენი - მიუგო ვლადმა გოგონას - უბედური ადამიანებიც დიდი ზარზეიმით აღნიშნავენ. თუმცა ადამიანების მხარეზე სეირნობას ის პლიუსი აქვს, რომ სხვა ვერავინ დაგვინახავს. თან ვინ უნდა დაგვინახოს? ყველა ჯადოქარი ერთმანეთის მიყოლებით ამოვ... - მერე შეჩერდა. ბავშვი ჯერ ვერ ხვდებოდა, ამოწყვეტა და სისნსილის გაწყვეტა რას ნიშნავდა - გადავასახლე. - შესაფერისი სიტყვაც გამოძებნა მამამისმა.
- თოვლის ბაბუა ჩემთანაც მოვა? - ჰკითხა მამამისს.
- საიდან მოგაქვს ეგეთი რაღაცეები? - გაეცინა ვლადს.
- ტელეფონიდან - გულახდილად უპასუხა პატარა ჯენიმ. - ვიღაცა ქალი ყვებოდა ვიდეოში.
- მოვა - თავი დაუქნია მამამისმა - როგორც ჩანს, სამი შვილის გაზრდის მერე, მეოთხემ ვერ ამაცილა თოვლის ბაბუის მოყვანას.
- და ნაძვის ხე? აი ასეთი - ხელი გაიშვირა ქალაქის ცენტრში მდგარ მორთულ ხეზე.
- წიწვებზე ალერგია გაქვს ჯენი. რომელიმე სხვა ხეს ამოვძირკვავ ტყიდან, ეგ არაფერი.
- დედიკო?
- წელს დედიკოს გარეშე მოგვიწევს - ამოიოხრა და ბავშვი ხელში აიყვანა - შოკოლადი გინდა?
პატარა ჯენიმ თავი დაუქნია.
მერე პატარა ხელები მოჰხვია და კისერში ჩაუდო თავი. მათ გარშემო ყვავი დაფრინავდა, ჰორიზონტს აკონტროლებდა.
- რავენა - გაუღიმა ბავშვმა ფრინველს.
- ცოტა რო მოიზრდები, ყვავად ტრანსფორმაციას გასწავლი.
- ტარსონაცია? - შეიცხადა პატარა ჯენიმ.
ვლადს გაეცინა.
- ტრანსფორმაცია გარდასახვას ნიშნავს. შეგეძლება, რომ ზოგჯერ ყვავი გახდე და იფრინო. გინდა ზღაპარი მოგიყვე?
- მინდა.
- დიდი ხნის წინ, ულამაზესი დედოფალი ცხოვრობდა სისხლის სავანეში. მაშინ მე არ ვარსებობდი, არც შენ არსებობდი. ხუთი საუკუნის წინანდელ ამბავს გიყვები. დედოფალი გრძნეული იყო, ოქროსფერი თმითა და შენნაირი ცისფერი თვალებით. ვამპირს შეუყვარდა. ეგ ვამპირი გოუსთჰილის ხემწიფე იყო. ქორწინეს. ლეგენდის თანახმად, ყოველ ხუთ საუკუნეში ერთხელ, ვამპირსა და ჯადოქარს ერთმანეთი უყვარდებათ. მერე ვაჟი ეყოლათ, ვლადი დაარქვეს. მალე ტრაგედია დატრიალდა. სხვა ჯადოქრები დაესხნენ თავს მეფე-დედოფალს და ხელმწიფე მოკ... ხელმწიფე გააქრეს. ხო უცნაურია? გეგონება, ყველა ისტორია ოდესღაც მოხდა, ახლა კი მეორდება. დედოფალს ყვავად გარდასახვა შეეძლო და ისეთი წყევლა დაატეხეს თავს, სამუდამოდ ყვავის სხეულში გამომწყვდეული დარჩა.
პატარა ჯენი დაფიქრდა. ბევრი იფიქრა.
მერე დიდი თვალები მაგრად დაჭყიტა და ყვავს შეხედა.
- ეს ბებოა?
- ჰო, ბებოა.
- დიდი რომ გავიზრდები, დავიხსნი.
- დარმწუნებული ვარ, შენი იმედი ნამდვილად აქვს. კარმილა მუდამ ცდილობდა, მაგრამ არაფერი გამოვიდა.
- მე ხომ გამომივა მამიკო?
- რა თქმა უნდა. შენში ყველა ძალაა გაერთიანებული: დედაშენის, ჩემი, ბებიის და დიდი ბაბუის. უძლეველი ხარ ჩემო პატარა დრაკონო.
* * *

მარიანას იატაკზე ნახშირით გაეკეთებინა პენტაკლის ფორმა და მის ყველა კუთხეში თეთრი სანთელი დაენთო.
- დამანახე მამაჩემი, ისე დამანახე, რომ თავად ვერაფერი შენიშნოს - ჩაიჩურჩულა და შემდეგ საკუთარი სისხლი დააწვეთა პენტაკლის შუაგულში.
სისხლის სავანის კოშკში აღმოჩნდა. ვლადიმერის სურნელი იგრძნო. ფეხაკრეფით შევიდა კარგაღებულ ოთახში და მამამისი დაინახა. გაუხარდა მისი ნახვა, თვალები გაუბრწყინდა, წამით, ლამის დათმო თავისი იდუმალება და მასთან გაიქცა მკლავგაშლილი. მოულოდნელად, დანახული სურათი მთელი თავისი ჭეშმარიტებით აღიქვა და ადგილს მიეყინა.
დიდი ხე იდგა, ხის გარშემო ვლადი და პატარა ჯენი, ფერადი სათამაშოებით ხელში, აღფრთოვანებული რთავდნენ ამოუცნობი სახეობის საახალწლო მცენარეს. იქვე ბრჭყვიალა ქაღალდებში შეფუთული სათამაშოებიც მიმოტაფნტულიყო.
ყვავი ბუხართან იჯდა.
პირველად იხილა, რომ ყვავსაც შეეძლო თვალებში ბედნიერების ნაპერწკალი გაჰკრთომოდა.
- მოგწონს პატარა ჯენი? - ეკითხებოდა ვლადი ქალიშვილს.
აღტაცებული გოგონა სიხარულით უქნევდა თავს.
- რა ჯანდაბაა? - ჩაილაპარაკა თითქმის გაუგონრად.
ყვავმა მას შეხედა.
დაიჭყავლა.
მარიანამ რიტუალი გაწყვიტა და სახლში დაბრუნდა. გულისფანცქალით გამოვიდა ოთახიდან და მისაღებში შეკრებილ თავის და-ძმას შეხედა. წინა დღის მერე, ჯადოქარი კატალინაც კი ნაბახუსევზე იყო, იმდენი დალია. უღონოდ მისვენებულიყო ტახტზე და ლიმონიან კოქტეილს შეექცეოდა. ამბობდა, უებარი წამალიაო.
- რა სახე გაქვს? - ჰკითხა მარიანას გაბრიელმა. - გეგონება მოჩვენება დაინახე.
- უარესი გაბრიელ - გაშეშებული მიუჯდა თავის დას და ტახტის მთელ სიგრძეზე გაშხლართული მისი ფეხები მუხლებში გადმოიდო.
- რა მოხდა მარ?
- სახელი ჯენი გეცნობათ?
- არა. - გაბრიელმა და კატალინამ ერთდროულად გააქნიეს თავები.
- ამის შემდეგ, დროა გეცნოთ. ჩვენს დას ჰქვია.
- რას ამბობ? - წამოხტა კატალინა და მერე თავი მოისრისა. უეცარი გაფართხალებისგან ასტკივდა.
- ასე ხუთი წლისა იქნება. როგორც ჩანს, როცა მშობლებს გამოვეპარეთ, დედა ფეხმძიმედ იყო. შავი თმა, ცისფერი თვალები და თოვლივით თეთრი კანი აქვს. არც კი ვიცი, რომელს გვგაქვს. მემგონი, ყველაფერი საუკეთესოს ნაზავია, რაც კი გვარში გაგვაჩნია.
- ჯანდაბა! ამის დედაც! - წამოხტა გაბრიელი - ეს რა შარია, ხვდებით?
- შარი როგორაა? - გაეცინა კატალინას. - პატარა და გვყავს.
- ჰო, პატარა და გვყავს, რომელიც ვლადთან იზრდება. ამდენი შეუსაბამო სიტყვებისგან აწყობილი წინადადება ცხოვრებაში, პირველად ვთქვი.
- თან ძალიან გასაკვირად იზრდება. ახალ წელს ზეიმობენ, შოკოლადებს ჭამენ, რაღაცნაირ ხეს რთავენ და საჩუქრებს ფუთავენ. მემგონი ვლადი ცუდადაა.
- აუ ეგ რა გაიზრდება - ახლაღა მიხვდა კატალინა - ჯადოქრისა და ვამპირის ნაზავი, რომელსაც მხოლოდ ვლადი ზრდის. ღმერთმა დაიფაროს სამყარო! დედაც აღარაა სიტუაციის გასანეიტრალებლად.
- რა ვიცი, უხილავი შელოცვა გამოვიყენე, მამა ვნახე... მემგონი, ისე ადამიანურად იქცეოდნენ, რომ სჯობს მაგაზე ვიდარდოთ.
- ბავშვი უნდა წამოვიყვანოთ! - განაცხადა გაბრიელმა მრავალი ფიქრის შემდეგ.
- მშვენიერი იდეაა. მივალთ და ვეტყვით: ვაა, მამი როგორ ხარ? მიდი ერთი, ბავშვი გაგვატანე. ვლადიც დაუფიქრებლად წამოგვაყვანინებს. თან საჩუქრებსაც გამოგვატანს - გაეცინა კატალინას.
- უნდა მოვიტაცოთ გოგო, რა გჭირს? - შეუბღვირა მარიანამ - დარწმუნებული ვარ, როცა ვლადი სასადილოდ გადის, მაშინ რავენა პატრონობს ბავშვს. რავენას ჩამოვიშორებთ და ეგ იქნება.
- ბებიაჩვენს ვერაფერს დავუშავებ! - სასოწარკვეთით ამოიგმინა კატალინამ - მე მიყვარს ბებიაჩვენი.
- ჩვენ ყველას გვიყვარს. ვლადიც კი გვიყვარს... რამეს მოვიფიქრებთ.
- ისეთი შელოცვა არ ვიცით რომ თან უხილავები გავხდეთ, თან ბავშვს დავტაცოთ ხელი.
- ნეტა დედას შელოცვების წიგნი წამოგვეღო. როგორ დაგრჩა მარიანა - ამოიოხრა კატალინამ.
- შენ დაგრჩა! - შეუღრინა ტყუპისცალმა - და საერთოდაც, გაბრიელს დარჩა!
- ვაბრალოთ ახლა ერთმანეთს და ვიყოთ ბედიერები - გადაიხარხარა ბიჭმა. - ისე, როგორი ბავშვია?
- არც კი ეტყობა, რომ ჩვენთან აქვს რამე გენეტიკური კავშირი. საყვარლად იცინის, ლოყები ეჩხვლიტება, ხარხარებს, მამამისსს ცხვირზე ჩქმეტს და თან პატარა ცხვირი აქვს.

* * *


დეიზი აბრეშუმის ხალათით დააბიჯებდა თავის სახლში და თან დროდადრო, სარკეში შეჰყურებდა საკუთარ სილუეტს. მოსწონდა, როგორც გამოიყურებოდა. წინა ცხოვრებაში, საკმარისი თავდაჯერებულობით არ გამოირჩეოდა, ზედმეტად გულღია და მეამიტი იყო. ეტყობა, ამიტომ დამემართა, რაც დამემართაო, გაიფიქრა თავისთვის. მერე წითელი ღვინო გახსნა. მთელი დღე, ახალგაზრდა ჯადოქრებს ასწავლიდა მაგიას, ცოტათი, ნერვებს უშლიდნენ, მაგრამ თუ ყველას ამოწყვეტა უნდოდა, მათი ცოცხლად დატოვება ჰქონდა განზრახული. ისინი პატარები იყვნენ, ნიჭიერები და კეთილები. საღამოობით, ნაკლები საზრუნავი ჰქონდა კლანზე და საკუთარ თავს ღვინით ტკბობის უფლებას აძლევდა.
კარზე ზარი გაისმა.
ფოსტალიონის ფორმაში გამოწყობილი მომღიმარი ბიჭი შერჩა.
- დეიზი თქვენ ბრძანდებით? - ჰკითხა ქალს - თქვენი გვარი არ იცოდნენ და უბრალოდ, დეიზი ჩამაწერინეს. ამანათია თქვენზე.
- ამანათის „უბრალოდ დეიზით“ მიტანა ნებადართული გაქვს? - გაეცინა ქალს.
- კი. ფული ჩამიჯიბეს და ვიფიქრე, რატომაც არა-თქო. - მხრები არხეინად აიჩეჩა ბიჭმა - თან ზუსტად აღმიწერეს თქვენი გარეგნობა. მერე ჯიბიდან ბარათი ამოიღო. აი, რა წერია: „თითქმის, ნაძვის ხის სიგრძე, პომიდორივით წითელი ქალი, ღიმილისას, ორმოცივე კბილი უჩანს. მართალია, მისი ღიმილი არ მინახავს და კბილებიც არ დამითვლია, მაგრამ დაახლოებით, ასე იქნება“.
- თაყვანისმცემლისგან აშკარად არაა - თვალები დააბრიალა დეიზიმ.
კაცმა უზარმაზარ ყუთში ჩალაგებული წითელი ვარდები აიღო და ქალს მიაჩეჩა.
- რა ვიცი, მემგონი თაყვანისმცემელია, თან ცოტათი თავხედი. აბა სხვა ასეთ ძვირიან საჩუქარს არ გაიმეტებდა - გაეცინა და წავიდა.
დეიზის ორივე ხელი შემოეხვია წითელი საყვავილესთვის და მაინც ძალიან უჭირდა ჭერა. ზედმეტად ბევრი და მძიმე იყო. მაგიდაზე დადგა, მოიხარა და ღიმილით უყნოსა ვარდებს.
საუცხოო სურნელებას აფრთქვევდა.
- ვინ უნდა იყოს? - გაუცნობიერებლად, პირზე ღიმილი მოეფინა. იქვე, ბარათიც ყოფილა.
გახსნა.
„ძვირფასო დეიზი, შენი კლანი არასანდო ადამიანებითაა სავსე და ხმა მომივიდა, რომ შეთქმულებას გვიწყობ ვამპირებს. წარმატებას გისურვებ! აბა შენ იცი. შობას გილოცავ და იმედი მაქვს, მომდევნო ახალ წელსაც გათიშული არ შეხვდები.
მუდამ შენი, გაბრიელი.
P.S. ალბათ ვერ მიხვდი, გათიშულის მნიშნელობას. სხვათაშორის, ფიფქია რომ ვაშლით მოწამლა, ის ბოროტი დედოფალი ბებიაჩემი იყო. ერთი სიტყვით, შვილიშვილებსაც გვეხერხება ნივთების დაწამლა. თან ქალები ძაან რომანტიკოსები ხართ, ალბათ უკვე უყნოსე ვარდებს. ტკბილი ძილი. ეცადე, ნერვები აღარ მომიშალო!“
დეიზიმ წაკითხულის გააზრება მოასწრო.
შემდეგ კი თვალები გადაატრიალა და იატაკზე დაეცა.



№1 სტუმარი სტუმარი megi

შენ ხარ სიყვარული.
ჯენი და მამა სიყვარულია, აი ყველაზე დიდი სიყვარულია. ნეტა ცუდი რამეები ასწავლოს, ძაან ვიხალისებ ეს ხუთი წლის ბავშვი რო ამოწყვიტავს ყველაფერს.
კაენი მომწონა. მაგარი ტიპი ჩანს და მგონია, ეგეც ან ჯადოქარია, ან რამე ეგეთი.
კატალინა კი იცი ვისაც მაგონებს. ამჩემფეხება გოგოს, ცოტა სწერვას და ძალიან სექსუალურს.
მარიანას ბიზნეს ლედის ვიდი აქვს.
დეიზი ჩემი ყველაფერია, აი ერთისული მაქვს, მაისი და გაბრიელის რომანწილები ვიხილო. და ბოლოში დაგლიჯე, იმენა ვიცინე მაგრად

 


№2  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

სტუმარი megi
შენ ხარ სიყვარული.
ჯენი და მამა სიყვარულია, აი ყველაზე დიდი სიყვარულია. ნეტა ცუდი რამეები ასწავლოს, ძაან ვიხალისებ ეს ხუთი წლის ბავშვი რო ამოწყვიტავს ყველაფერს.
კაენი მომწონა. მაგარი ტიპი ჩანს და მგონია, ეგეც ან ჯადოქარია, ან რამე ეგეთი.
კატალინა კი იცი ვისაც მაგონებს. ამჩემფეხება გოგოს, ცოტა სწერვას და ძალიან სექსუალურს.
მარიანას ბიზნეს ლედის ვიდი აქვს.
დეიზი ჩემი ყველაფერია, აი ერთისული მაქვს, მაისი და გაბრიელის რომანწილები ვიხილო. და ბოლოში დაგლიჯე, იმენა ვიცინე მაგრად

ჯენი და მამა მართლა სიყვარულია. კაენჩიკი ერთხელ გამოვაჩინე, მაგრამ ბოლომდე დარჩება, ეჭვი მაქვს :დდდ
დეიზის და გაბრიელს ჯერ ვერ გაგირომანტიკულებ :დდდ თავები უნდა წააცალონ ერთმანეთს .
მადლობა მაეგუშა რო გიყვარვარ. მეც მიყვარხარ ძლიერ <3

 


№3 სტუმარი მარიი

უმაგრესია ველოდები შემდეგ თავს

 


№4  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

მარიი
უმაგრესია ველოდები შემდეგ თავს

მალე იქნებაა <3

 


№5  offline წევრი წიწაკა

კაენი ის კაენია თუ უბრალოდ კაენია,:დ
მგონი წლის შეკითხვა დავსვი:დდ
პირველ რიგში ახალ წელს გილოცავ. დიდი ვერაფერი დღესასწაულია, მაგრამ არაუშავს.
ეს მინდა რომ გაუჩერებლად ვიკითხო. აი რამე კარგს რომ წავიკითხავ დეპრესია მემართება, არ მომწონს რომ მთავრდება. ახლაც ასე ვარ. ძააან პატარა იყო.
იმედია ხვალაც დადებ და დამებედება:დ
პერსონაჟებზე რა ვთქვა. ყველა ძალიან მომწონს. შენი იუმორი კიდევ ფანტასტიურია და ა.შ.
ეს მოთხრობა ნამდვილად ისეთია აი ოდესმე რომ ვინატრებდი წაკითხვას.
ისე იმ ვარდებს მეც დიდი სიამოვნებით "შევისრუტავდი" და დავიძინებდი:დ
ველი შემდეგს.

 


№6  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

წიწაკა
კაენი ის კაენია თუ უბრალოდ კაენია,:დ
მგონი წლის შეკითხვა დავსვი:დდ
პირველ რიგში ახალ წელს გილოცავ. დიდი ვერაფერი დღესასწაულია, მაგრამ არაუშავს.
ეს მინდა რომ გაუჩერებლად ვიკითხო. აი რამე კარგს რომ წავიკითხავ დეპრესია მემართება, არ მომწონს რომ მთავრდება. ახლაც ასე ვარ. ძააან პატარა იყო.
იმედია ხვალაც დადებ და დამებედება:დ
პერსონაჟებზე რა ვთქვა. ყველა ძალიან მომწონს. შენი იუმორი კიდევ ფანტასტიურია და ა.შ.
ეს მოთხრობა ნამდვილად ისეთია აი ოდესმე რომ ვინატრებდი წაკითხვას.
ისე იმ ვარდებს მეც დიდი სიამოვნებით "შევისრუტავდი" და დავიძინებდი:დ
ველი შემდეგს.

აუ ძაან მიხარია რომ მოგწოოონს <3
მეც გილოცავ, დიდი მართლა ვერაფერია და ნერვებს მიშლის ეს წელიც, მომდევნოც და იმის მერეც, მაგრამ რა ვქნა, ჭამით კი ვჭამ და საჩუქრებს ვიღებ.
ჰო, ამ საცივებში, დიდი თავები ვერ მოვახერხე, მაგრამ თან მაინც მეწერება, ვერ ვჩერდები როგორც კი ხუთ წუთს გამოვყოფ. ფანტასტიკა პირველად ვცადე და ასე მგონია რომ ვმოგზაურობ :დდ აი, ცოტა უცნაურია საკუთარი ისტორიის ქება, მაგრამ მეც მაგრად ვკაიფობ, ყველაფერს წარმოვიდგენ ხოლმე. თან წარმოსახვის უნარი ისეთი მაქვს, თუ მიმიშვებ, რეალობაში აღარც დავბრუნდები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent