შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სისხლისფერი ამბები (3)


2-01-2020, 21:19
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 1 099

დეიზის გამოეღვიძა. კისერი ჰქონდა გაშეშებული და წელი სტკიოდა. მთელი ღამე ცივ იატაკზე გაეტარებინა. გაჭირვებით წამოდგა, ვარდებს ზიზღით შეხედა.
- დაიწვით! - თქვა ბრაზმორეულმა და ფერფლად აქცია. - დამპალი დროგოები! მაგათ სისხლს დავლევ!
სახლიდან გაგიჟებული გამოვარდა.
თვითონაც არ იცოდა, სად მიდიოდა, თუმცა მოძრაობისას, უფრო უადვილდებოდა ფიქრი.
- დეიზი, ახალ წელს გილოცავ - შესძახა ნაძვის ხესავით მორთულმა ნელიმ. ყელზე მწვანე, ბრჭყვიალა რაღაცა შემოეხვია და უზარმაზარი ოქროსფერი საყურეები ეკიდა.
- მეც გილოცავ ნელი - ბავშვს რაღას ვერჩიო, გაიფიქრა დეიზიმ.
- დახმარება ხომ არ გჭირდება? გაბრაზებული ჩანხარ. შენ სულ გაბრაზებული ჩანხარ, მაგრამ ეგება იმიტომ, რომ სულ დახმარება გჭირდება.
დეიზის გაეცინა.
- არა, მადლობა... უბრალოდ, ვფიქრობ როგორ დავხოცო ყველა.
- სულ ყველა? - სახლიდან ხალათში გამოწყობილმა მისამ გამოყო თავი.
- თქვენ არა - თვალები გადაატრიალა ქალმა. ამ ბავშვებს, ყველაფერს დაწვრილებით თუ არ აუხსნიდი, ისე ვერ ხვდებოდნენ.
- დღეს მკვლელობაზე არ იფიქრო. ჯადოქართა წვეულებაა. შეგიძლია, წითელი ფერი გეცვას, რადგან უხუცესი ხარ - ახარა მისამ.
- ატმისფერი, თეთრი და ღიაფორთოხლისფერი რამეები ისედაც მეზიზღება. მემგონი მაგიტომაც ვუშლით ნერვებს სხვა ზებუნებრივ არსებებს. დავდივართ მზესავით კაშკაშები და თავი წმინდანებად მოგვაქვს. - გულხელი დაიკრიფა ნელიმ - დეიზი უხუცესია და შეუძლია, ნებისმიერი ფერი ჩაიცვას.
ქალს გაეცინა.
ასე, 15 წლისები იქნებოდნენ. მემგონი ყველაზე გულუბრყვილო ასაკი ჰქონდათ. შეგეძლო, მათ თვალებშივე ამოგეკითხა, რასაც გრძნობდნენ.
- დროგოების ტყუპებს მოსაწვევი გაუგზავნეთ - თქვა დეიზიმ ეშმაკურად.
- რას ამბობ?
- ისინი ჯადოქრები არიან თქვენსავით. რაც უფრო მშვიდობიანად ვიქნებით განწყობილი, მით უფრო ვერ იეჭვებენ, რომ რაღაც საშინელებას ვგეგმავთ. გაუკვირდებათ, შეიძლება გაუხარდეთ კიდევაც მოწვევა. წარმოიდგინეთ, ჩვენ ერთ კვარტალში ვცხოვრობთ, მათ კი არავინ ყავთ გარშემო ერთი სულელი ძმის გარდა.
- ვლადის შევილები გეცოდება დეიზი? - გაოგნდა მისა. თან გაოგნებულთან ერთად, აღფრთოვანებული იყო უხუცესით. ყველგან ისეთ ხნას ეძებდა, რომელიც თმას დეიზისფრად გადაუღებავდა. ეგება, ცოტათი მაინც დამსგავსებოდა თავის კუმირს.
- რა მნიშვნელობა აქვს, ვისი შვილები არიან. დედამისი ჩვენ არ მოგვიკლავს, სისხლის სავანის ჯადოქრებმა მოკლეს. ეს ფაქტი უნდა გავახსენოთ და ვაგრძნობინოთ, რომ ომი დასასრულს მიუახლოვდა. ისინი ბოროტ მამას გამოექცნენ, ესეიგი არც ისე ცუდები არიან.
- შეიძლება მოსაწვევი მე გადავცე? - იკითხა ნელიმ.
- შეიძლება.
- საშიში არაა?
- არა.
* * *

- დედა ამბობდა, რომ სუპების ჭამა მნიშვნელოვანია. შენი და-ძმა იცი როგორი მაღლები არიან?
- სუპის გამო? - საეჭვოდ მოჭუტა თვალები ჯენიმ.
- ჰო. და გენეტიკის გამოც, რადგან მამაშენი აყლაყუდაა - ფაფუკ თმაზე აკოცა ვლადმა პატარა ჯენის - ისეთი კარგი სუნი გაქვს, ლამისაა ეს სამყარო შევიყვარო.
- სამყარო რა შუაშია. მე შემიყვარე - წარმოთქვა ბავშვმა და ისე გამოივლო წვნიანიანი კოვზი პირში, ვითომც არაფერი.
- შენ ისედაც მიყვარხარ, სულ მიყვარხარ, მაგრამ ზოგჯერ პატარა გენიოსს ემსგავსები და მაოცებ - გაეცინა ვლადს - მამაშენივით. ერთი რამე მაშინებს შვილო. ჯადოქრები ზედმეტად დადუმედნენ.
- რავენა ბებია სადაა?
- სხვა შვილიშვილების მოსანახულებლად წავიდა.
- როდის გავიცნობ მათ?
- ვშიშობ, მალე თავად მოვლენ შენთან. - ქალიშვილს ჩამოუჯდა და კოვზი გამოართვა, უნდოდა, თავისი ხელით ეჭმია. ცხოვრებაში, პირველად აჭმევდა პატარა ბავშვს. სასიამოვნო შეგრძნება იყო. ზოგჯერ, სევდა იპყრობდა ქალიშვილის შემხედვარეს. პატარები ისეთი უსუსურები იყვნენ, მშობელი თუ არ დაეხმარებოდა ჩაცმაში, საკვების მომზადებასა და წყლის დალევაში, ნამდვილად ვერ გადარჩებოდა.
- რატომ მოვლენ?
- თვლიან, რომ ჩემთან საფრთხე გემუქრება.
- რა სისულელეა - წარბები შეწმუხნა ჯენიმ.
- იცი, მამამ ყველა ჯადოქარი გააქრო სისხლის სავანეში, მაგრამ ერთი გაექცა მხოლოდ. მას სელენა ჰქვია, დედაშენის დედაა.
- ბებია სელენა - გამოიტანა დასკვნა.
- არა, უბრალოდ სელენა. ბებიის წოდება არ დაუმსახურებია. თავს მისი ხელმძღვანელობით დაგვესხნენ და ახლა ისეთი გამწარებულია, კაცმა არ იცის, რას მოიმოქმედებს. არ მინდა შეგაშინო პატარა ჯენი, მაგრამ დრო მოვა და შეიძლება, ჩემგან წასვლა მოგიწიოს.
- არ მინდა უშენოდ! - წამოიყვირა გოგონამ.
- უჩემოდ არ იქნები. უბრალოდ, აქ აღარ იცხოვრებ. შესაფერისი, უსაფრთხო ადგილის პოვნა მოგვიწევს შენთვის. ეს კოშკი ხელისგულზეა გადაშლილი. გარშემო ჭორიკანა მეზობლებივით გვახვევია მტერი და კარგი იქნება, თუ მოშორდები აქაურობას.
- შენ სად იქნები?
- აქ დავრჩები, სანამ დარჩენილი მტერიც არ გაცამტვერდება. მერე ისევ დაგიბრუნებ პატარა ჯენი და სულ ერთად ვიქნებით - ცხვირი ცხვირზე მიადო კაცმა ქალიშვილს. სამყაროში, ყველაზე მტკივნეული რამე ჯენისთან განშორება იყო. ვერც კი წარმოედგინა, რა აზრი ჰქონდა ყოველ გათენებულ დილას ქალიშვილის გარეშე.
- ჩემს და-ძმასთან წავალ?
- არ ვიცი. ვნახოთ. ისინიც ვერ არიან ზედმეტად ჭკვიანები. ზოგჯერ იოლად ეხვევიან მახეში. მაგალითად, ახლა რაღაცეებს გეგმავენ და ღრმად სწამთ, რომ ჩემგან შეუმჩნევლად შეძლებენ შენს მოტაცებას. სინამდვილეში, თუ თავად არ გავატანე შენი თავი, არაფერი გამოუვათ. სასაცილოა პატარა ჯენი ხომ? როცა გგონია, რომ გეგმა გაქვს, სინამდვილეში კი სულ სხვისი გეგმის ნაწილად რჩები.
- იმიტომ, რომ მამიკო ყველაზე ჭკვიანი და ყველაზე დიდია - წარმოთქვა პატარა ჯენიმ. - მაგრამ მე მარტო შენთან მინდა.
- ხომ იცი, სულ ჩემთან იქნები. როცა ვერ დამინახავ, მიგრძნობ, როცა ვერ მიგრძნობ, დამინახავ ჯენი.
* * *

- ვერ წარმოიდგენ, რა მოხდა - სიცილით შევიდა მარიანა კატალინას ოთახში - ახლა ერთი პატარა ჯადოქარი გვეწვია და ორი მოსაწვევი მოგვცა ჯადოქართა წვეულების.
- რას ამბობ?
- ჰო. თქვა, რომ გოუსთ ჰილის ჯადოქრები არ გვმტრობენ.
- რა სისულელეა. ვერავინ გვიტანს.
- ჰო, რაღაცა ჩანაფიქრი აქვთ, მაგრამ სანამ მათ ტერიტორიაზე არ აღმოვჩნდებით, იქამდე ვერ მივხვდებით.
- შენც იგივეს ფიქრობ, რასაც მე? - ეშმაკურად გაეცინა კატალინას.
- წვეულების კაბა გაამზადე დაიკო!
- მე არ ვარ დაპატიჟებული? - შეეჭრა გაბრიელი.
- არამგონია. მათი დახოცვა სცადე რამოდენიმე დღის წინ და შენი დამსახურებით, უძლიერესი ჯადოქარი გააცოცხლეს.
- უხუცესი ჯადოქარი ჯენის მოტაცებაში დაგვეხმარება - გამოუცხადა გაბრიელმა - საჭიროა, რომ ცოტა წავეფლირტავოთ სამივე, გავუღიმოთ და ა.შ.
- მერე შენი მიდთაუნელი შეყვარებული არ გაბრაზდება? - დასცინა კატალინამ.
- ზედაც არ მიყურებს.
- რა ვიცი, კი მოუხშირე ამ ბოლო დროს, მაგასთან წანწალს.
- მიდთაუნის სკოლის დირექტორია. მთხოვა, ბავშვებისთვის პატარა მასტერკლასი ჩამეტარებინა. ისიც მითხრა, შენი დები თუ არ შეწუხდებიან, ეგება გვესტუმრონ სკოლაშიო. ყველას ძალიან აინტერესებს სისხლის სავანელი ტყუპები.
- ანუ მუზეუმის ექსპონატად გინდა რომ დაგვსვა?
- არა, ბავშვებს თავის დაცვა ასწავლეთ, პატარ-პატარა შელოცვები.
- ისე მოსწონს ეგ გოგო, რომ ბავშვების მოყვარულიც გახდა - გაეცინა კატალინას - რა ჰქვია?
- კამილა.
- ისე, ცუდი აზრი არაა. ჯენის რომ მოვიტაცებთ, შეგვიძლია მიდთაუნის სკოლაში ვატროთ. თან ეგება გაბრიელსაც მისცეს იმ გოგომ.
- შვიდიათასი წლის ქალი მესაუბრება მიცემ-გამღეობაზე, რომელსაც ბოლოს სექსი რომელიღაცა ომის პერიოდში, მთავარსარდალთან ჰქონდა - შეუღრინა გაბრიელმა მარიანას.
- ეგ მე ვიყავი - გაეცინა კატალინას. - ახლა კი ვიღაცა ბარმენი მემესიჯება გამწარებული. აღარც მახსოვს, სად გავიცანი.
- არ გაგიცვნია. თვითონ მოეწონე.
- საიდან დამინახა ნეტა - თავი მოისრისა. აღარ ახსოვდა. - კაი ტიპი მაინცაა?
- საყვარელია და სასაცილო. შეხვდი თუ გინდა.
- არა, მეზარება.

* * *
ტყუპებმა პირველად ნახეს გოუსთჰილის ჯადოქართა კვარტალი. ამ ადგილას გაზაფხული არასოდეს გადიოდა. სისხლის სავანის ჯადოქართა საცხოვრებელს არაფრით ჰგავდა. სისხლის სავანეში, ყველაფერი ისეთივე იყო, როგორიც თვითონ ქალაქის სახელწოდება. აქ ყველა ჯადოქარს თავზე ყვავილების გვირგვინი ედგა და ყელსაბნევები ეკიდათ. შუაგულში, კოცონი გიზგიზებდა, რომლის გარშემოც კაცები და ქალები ცეკვავდნენ.
- კეთილი იყოს თქვენი მობრძანება - შეეგება მოხუცი მერი.
- ძალიან მოულოდნელი იყო, რომ დაგვპატიჟეთ. არ ვიცოდით რა მოგვეტანა და აი, - ორი ბოთლი თავიანთი საგვარეულო ღვინო გადასცა მარიანამ - შეგიძლია შეამოწმოთ, არც საწამლავი ურევია და არც სისხლი.
- ომისთვის მოსულებს თვალებით ვცნობ, გადამოწმება არ მჭირდება. გმადლობ დროგოებო, ძალიან გვიყვარს სასმელები.
- მოსაწევიც - მოესმათ დეიზის ხმა. - ყველას ძალიან აინტერესებს კარმილას ტყუპები, ამიტომ პატარა ჯადოქრები თუ ზედმეტად მოგაჩერდნენ, ტკივილისგან თავს ნუ გადაუხლეჩთ შუაზე.
- გავითვალისწინებთ - გაეცინა კატალინას - იცი, მაშინ ზედმეტი მოგვივიდა. უბრალოდ, როცა არ ვიცნობთ, გვიწევს ხოლმე.
- მესმის. გაცოცხლების პირველივე წამს მოვკალი ჩემი მეგობარი.
- მოსაწევს რაც შეეხება, შემოთავაზება იყო? - წარბები ინტერესით აათამაშა კატალინამ.
- რა თქმა უნდა.
- ჩვენც მოგვიწევს ცეკვა? - ჰკითხა მარიანამ.
- სავალდებულო არაა - წვეულების ეპიცენტრისკენ გაუძღვა დეიზი - მე არც წინა ცხოვრებაში მეხერხებოდა ცეკვა და არც ახლა მაქვს სურვილი.
- სამაგიეროდ, კატალინა ნამდვილი დედოფალია - მარიანამ თავის დას გააყოლა თვალი, რომელიც უკვე აჰყოლოდა მუსიკის ჰანგებს და ტანის მსუბუქი მოძრაობით უერთდებოდა ცეკვა-სიმღერაში გართულ პატარა და დიდ ჯადოქრებს.
- კონტაქტური ვინმე ჩანს. - გაეცინა დეიზის.
- ჰო. ადამიანი რომ ყოფილიყო, უთუოდ „ჩერლიდერი“ იქნებოდა. ბავშვობაში, სულ წუწუნებდა, მარიანას გარდა, სხვა ბავშვები არ მეთამაშებიანო. ხომ ხვდები, არავინ გვეკარებოდა, ვლადის პირმშოებს. მე კი შორიდან ვუყურებდი ჩემს გულდაწყვეტილ დას და მერე ცალი თვალით, დამპალ ბავშვებს შევცქეროდი...
- და რა მოსდიოდათ შენი ცქერისას დამპალ ბავშვებს? - ბოლომდე ჩასწვდა მის მონათხრობს დეიზი.
- ზოგი ფეხს იტეხდა, ზოგი ხელს. ეს იყო მათი სასჯელი. თუ კატალინას არ ეთამაშებოდნენ, მაშინ ვერც ვერავის.
- მეგობარს ნამდვილად და სჯობს. ხანძარში მაინც არ მიგატოვებს. - ჯიბიდან თავისი ლიქიორის ბოთლი ამოიღო და მარიანას მიაწოდა.
ქალმა ღიმილით გამოართვა.
კმაყოფილი იყო აქ მოსვლით. რაღაცნაირი, შინაურული გარემო სუფევდა და თითქოს, გულის სიღრმეში, არც არავინ ნატრობდა მათ გაცამტვერებას.
- ვიცი შენი ამბავი. ლეგენდები კარგად ვრცელდება - ერთი ყლუპი გადაკრა ქალმა და დაიჯღანა - რა იყო, ასეთ მაგარს რომელი სვამთ?
- მე, ვარდისაა.
- ჩემზე უარესს თუ ვინმეს ვიპოვნიდი, არ მეგონა. სხვათაშორის, ღირსი იყო რომ მოკალი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ბრაზი არ გაგნელებია.
- ჰო. შურისძიება საერთოდ არ ყოფილა გამოსავალი.
- შურისძიება სისულელეა. ყოველთვის უნდა არსებობდეს ვინმე ისეთი, ვინც გძულს. როცა ბრაზი მოგერევა, მასზე გადმოანთხევ. სულ ესაა. ერთი ცოცხალი მუდმივი მტერია საჭირო. - ურჩია მარიანამ.
- მაგ საკითხზე ვმუშაობ - გაეცინა წითურ ჯადოქარს. - ისე სასიამოვნოა, როცა ვიღაცა გყავს არა? - მარიანას მზერას გააყოლა თვალი. ერთხელაც არ მოუშორებია კატალინასთვის. გეგონება, მუდამ მზად იყო, ნებისმიერი თავდასხმისგან დაეცვა ტყუპისცალი.
- ჰო. თუმცა ეს არაა სრული შემადგენლობა.
- რა თქმა უნდა. მამა და დედა.
- ბებიაც, რომელმაც ლამის ორივე მშობლით დაგვაობლა. სელენა ჰქვია. ვერ იტანდა მამაჩვენს და მისი მოკვლა განიზრახა.
- დედა გადაეფარა. აქაც სწრაფად ვრცელდება ინფორმაცია. ხუთ საუკუნეში ერთხელ, ვამპირს ჯადოქარი უყვარდება და დიდი უსიამოვნებები მოსდევს ამ ყველაფერს. ალბათ, ძალიან ძლიერი გრძნობაა, რადგან შენი კლანის წინააღმდეგ მიდიხარ.
- ყველაფერი ძლიერია, რაც იშვიათად ხდება - გაუღიმა მარიანამ.
თავისი პატარა და გაახსენდა.
ნეტავ, რას აკეთებდნენ ჯენი და მამამისი.

* * *
ღამემ კარგად ჩაიარა.
რაღაც მომენტში, ტყუპებმა კლანის წევრებად იგრძნეს თავი, დეიზიმ კი მათ წევრად, თუმცა გეგმები არ შეუცვლია. ერთი ბედნიერი წუთით მომავალს ვერ გარისკავდა. დილითვე გამოვიდა გარეთ და ჩანაფიქრის ასრულებას შეუდგა.
კოცონის ნარჩენებთან ნელი იდგა.
სევდიანი ჩანდა.
- რა დაგემართა ნელი? - ჰკითხა დეიზიმ.
- ყველაფერი ისეთი მშვენიერი იყო. ნუთუ არ შეიძლება, მართლა შევწყვიტოთ ომი?
- არ ვიცი - მხრები აიჩეჩა დეიზიმ. - შენგან რაღაცა მაინტერესებდა.
- გისმენ.
- ქვა სად შეიძლება ვიპოვნო? ვფიქრობ, აქ უნდა იყოს სადმე.
- ეგ ცოტა ძნელი რამეა. ჯადოქართა მაღაროებში იშოვება. საზარელი მხეცი იცავს. თუ არ მოეწონე, თვალის დახამხამებაში გაგგლეჯს.
- რას მელაპარაკები?
- აი, ნახავ. მაგრამ თუ კეთილი გული გაქვს, მზის ქვას გაგატანს. რისთვის გინდა?
- უკვე ნერვებს მიშლი. - კლდეზე ნატურალური ქვების მაღაროები იყო, მხეცზე არასოდეს არაფერი სმენოდა დეიზის. ეგეც არ ადარდებდა დიდად. ბოლოს და ბოლოდ, სიკვდილი დაემარცხებინა და ერთი ჩვეულებრივი მხეცი რას დააკლებდა.
კლდესთან მივიდა. ალაგ-ალაგ გამოქვაბულები იყო, მაგრამ მანდ აცოცებას ვერ შეძლებდა, ფრენა არ იცოდა.
- რამე ხომ არ გაგიჭირდა? - ჰკითხა ვიღაცამ.
დეიზი შემოტრიალდა.
გაბრიელი შერჩა ხელში.
- კისერი შეგიხორცდა? - კითხვა შეუბრუნა სიცილით.
- შენი დახმარება მჭირდება. - გაბრიელი მართლა სერიოზული ჩანდა.
- მოდი დავაზუსტებ, რამდენად გჭირდება ჩემი დახმარება - გაეღიმა ქალს და ისე მაგრად შემოსცხო სახეში სილა, ხუთივე თითი ლოყაზე დააჩნდა - ეს იმისთვის, რომ მომწამლე.
- უბრალოდ, შეგაშინე. თან სანამ დამჭირდებოდი, მანამდე გამოგიგზავნე ეგ ყვავილები. ვარდები მოგეწონა?
- დავწვი!
- ვიცი, ცუდად მოვიქეცი და ყველაფერი ჩემი ბრალია. ისიც არ გამოგრჩეს, რომ შენს კლანს განუცხადე, ყველა ვამპირი უნდა ამოვხოცოვო. არადა, უკვდავი ვარ, მაგრამ ჯანდაბას, გაპატიებ მაგრამ თუ დამეხმარები, სანაცვლოდ ყველაფერს შეგისრულებ.
- შენგან არაფერი მჭირდება...
- უთუოდ იქნება რამე ისეთი, რაშიც გამომიყენებ.
- საერთოდაც, ერთ რამეში ნამდვილად შეგიძლია დამეხმარო - ეშმაკურად მოჭუტა თვალები ქალმა და დოინჯი შემოირტყა - ერთ-ერთ გამოქვაბულში შედი და თეთრიი ქვა წამომიღე. იქ შეიძლება ბევრი თეთრი ქვა იყოს, თუმცა ერთ-ერთი შენს სხეულს აირეკლავს და მასში საკუთარ სულს დაინახავ. ეგ მჭირდება.
თან თუ მხეცის ამბავი სიმართლე იყო, გაბრიელს მიუგდებდა დასაგლეჯად.
- რაში გჭირდება?
- ეგ შენი საქმე არაა.
- არ გეშინია საკუთარი სულის დანახვის?
- არა. შენ გეშინია?
- ვნახოთ. არასდროს მიფიქრია მაგაზე - გაბრიელი მაღლა აფრინდა და გამოქვაბულში შევიდა.
- ვაიმე, რა სულელია - ჩაილაპარაკა დეიზიმ სიცილით - მართლა აპირებს ამის გაკეთებას.
გაბრიელი გამოქვაბულში შევიდა.
სულ სხვადასხვაფერები გადაეშალა წინ. იასამნისფერი, ვარდისფერი, მწვანე, წითელი ქვები მაცდურად უმზერდნენ. ამ ქვებს დიდი ფასი არ ჰქონია, მაგალითად, ალმასის მსგავსი სიძვირფასით არ გამოირჩეოდნენ, მაგრამ ჯადოქრებისთვის ესენი უფრო მნიშვნელოვანი იყო.
თეთრ ქვას მიადგა. თითქმის გამჭვირვალეს. ყინულის ლოლოებივით ჩამოკიდებულიყო მაღლა და ისე მომაკვდინებლად ელავდნენ, გაბრიელს ელდა ეცა. დიდი ძალისხმევა არ დასჭირვებია მოსატეხად.
მასში ჩაიხედა.
საკუთარი გამოსახულება არეკლილიყო. ისეთი მიმზიდველი და თვალისმომჭრელი არ ჩანდა, როგორც ჩვეულებრივ. ტუჩებზე გარედან ეშვები გადმოჰყროდა, პირზე სისხლები მისხმოდა. თვალები კი წითლად უელავდა. წამით, საკუთარი თავის შეეშინდა.
- ეტყობა, ესაა წყეული ქვა.
სადღაც, გამოქვაბულის ბნელი კუნჭულებიდან, არაადამიანური ღრიალი მოესმა. შემაძრწუნებელი ხმა ნელ-ნელა უფრო მკაფიო ხდებოდა და გაბრიელისკენ მოიწევდა. ეს რაღა ჯანდაბააო, გაიფიქრა, თუმცა არ გაქცეულა. რაღაც მომენტში, საოცარი ინტერესი გაუჩნდა ამოუცნობი ურჩხულის ხილვის. მხეცი მისკენ მოიწევდა, მთელ გამოქვაბულს აზანზარებდა და მოულოდნელად, გაბრიელის წინაშე წითელი ფერის საშუალო სიმაღლის ძაღლი წარსდგა.
- კაი, არ გადამრიო - გაეცინა კაცს - შენა ხარ?
ძაღლი ყეფდა.
ახლა ისე საშინლად აღარ ეჩვენებოდა მისი ხმა. პირიქით, გეგონება საბრალო, მხიარულ ცხოველს ასეთი ხმა ჰქონდა, სინამდვილეში კი სათამაშოდ გამზადებული, კუდს აქიცინებდა.
დეიზი დიდხანს ელოდა გაბრიელს.
იფიქრა, მართლა ურჩხულმა ხომ არ შეჭამაო და მერე გაეცინა. ასე ადვილად რომ ჩამოეშორებინა ვამპირი, ეგეთი იღბლიანი ნამდვილად ვერ იქნებოდა.
გაბრიელი ჩამოფრინდა. თან ისე უცნაურად ჩამოფრინდა, გაკვირვებულმა ქალმა ეგრევე დააბრიალა თვალები. კაცს ცალ ხელში მზის ქვა ეჭირა, ცალში კი ძაღლი.
- პატარა სიურპრიზი მაქვს - ქვა დეიზის გადასცა და მერე ძაღლზე ანიშნა - ეს ქვების მცველია ეტყობა. არ ვიცი, რანაირად იცავს, მაგრამ სანამ დაინახავ, იქამდე მართლა შეგეშინდება, მაგარი ღრიალი იცის. მიმიქარავს ლომი. იქვე, საჭმელი და წყალი იყო მისთვის. რატომღაც, ჯადოქრებმა გადაწყვიტეს, დაიცავს ჩვენს საგანძურსო, თუმცა მარტოობაში რომ ამოლპება, მაგაზე არ უდარდიათ.
- დამცინი წყეულო სისხლისმსმელო? - ქალის ფირუზისფერი თვალები სიბრაზისგან ისე ელავდნენ, გაბრიელმა იფიქრა, თვითინ დეიზი თუ არ მომკლავს, მისი თვალები უეჭველად რაღაც მომაკვდინებელ სხივს მესვრიანო.
- არ დაგცინი. სიბნელეშია, მარტოა და ცოდოა.
- ცხოველები გიყვარს თუ რა ხდება?
- კი. ადამიანები და ჯადოქრები დიდად არ მეხატებით გულზე, მაგრამ ძაღლები კარგები არიან. ნამდვილი მეგობრები.
- მეგობრობის არ მწამს. შენთან წაიყვანე თუ ასე მოგწონს!
ქალმა ქვას დახედა.
შეცბა.
ისეთი მშვენიერი ვერ იყო, როგორც ერთი შეხედვით ჩანდა. ულამაზესი თვალები გაშავებოდა, თმა გააჭაღარავებოდა. თავისი ანარეკლი, მოხუც, დაგვაჯულ დედაბერს დამსგავსებოდა.
არ ესიამოვნა.
- არ მოგწონს ხო შენი თავი? - გაეცინა გაბრიელს - აბა, რას ელოდი? მანდაც ორმეტრიანი ჩამოსხმული წითური დაგხვდებოდა ჭრელი თვალებით?
- რა საინტერესოა! ფოსტალიონს ჩემი თავი აყლაყუდა პომიდვრად აღუწერე, სინამდვილეში კი ჩამოსხმულ უმშვენიერეს მანდილოსნად აღმიქვავ. დასამახსოვრებელი ფაქტია. - გაეცინა ქალს და მერე ძაღლს შეავლო თვალი.
კუდს აქიცინებდა.
მათ გარშემო დარბოდა და მზის შუქის დანახვისგან გამოწვეული აღტაცება, თამაშის სურვილში გადმოჰქონდა.
- ძაღლს წავიყვან - დანებდა ქალი - წამოდი ბუთქუნა.
- ბუთქუნა დაარქვა - სასაცილოდ არ ეყო გაბრიელს. - სანაცვლოდ ხომ დამეხმარები რაღაცაში?
- კონკრეტულად, რას მთხოვ?
- ჩემი დები კარგი ჯადოქრები არიან, მაგრამ პრაქტიკა აკლიათ. ვიცი, უხუცესი ხარ. რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი გზა გამოიარე და ტყუპების ძალაც თუ შეგიერთდება, რაღაც შეუძლებელს გააკეთებ.
- მაგალითად?
- სისხლის სავანეში შეპარვა და ჩვენი კოშკიდან გვინდა რაღაცის წამოღება.
- გინდა, რომ ვლადთან შევიჭრა? - გაოცებისგან, თმები ლამის ყალყზე დაუდგა ქალს - ფაქტობრივად, მეორედ სიკვდილს მთხოვ.
- არა, შენ უბრალოდ გვასწავლე, როგორ შევიჭრათ. დანარჩენს ჩვენ მოვიფიქრებთ.
- უხილავი შელოცვა უნდა გამოიყენონ.
- ეგ არ შველის. უხილავი შელოცვისას, სახლში იპარები, ვერავინ გხედავს, მაგრამ ნივთებთან შეხება შეუძლებელია, ნივთებთანაც და ხალხთანაც.
- ხალხთან? ვინმეს მოტაცება გინდა?
- შესაძლოა.
- ჩემს ძველ ჩანაწერებს ვნახავ. ეგება, რამე მოგიხერხო, მაგრამ სანაცვლოდ კიდევ მჭირდება რაღაცეები. მხოლოდ ქვის შოვნით ვერ გამოძვრები.
- მაინც რა გინდა?
- მოიწიე და გეტყვი - დეიზიმ ისე აფარა პირზე ხელი, გეგონება გასაოცარი საიდუმლო უნდა გაენდო კაცისთვის. გაბრიელი დაინტრიგდა, დეიზის მიუახლოვდა და ყურთან მიუწია სახე. დეიზის გაზაფხულის სურნელი ასდიოდა თმაზე.
ლამაზი ცხვირი ჰქონდა...
ზედმეტად თეთრი კანი და გასაოცარი თვალები. ალბათ, ამიტომაც გაება კაცი მახეში. ქალმა მზის ქვა იმარჯვა და წვეტიანი პირით შეურჭო გაბრიელს მუცელში.
ტკივილისგან, გაშეშდა ვამპირი.
- მზის ქვა არაამქვეყნიურ ტკივილს იწვევს ვამპირებში. მათ პარალიზებას. - წარმოთქვა ქალმა ჩურჩულით - სულელი ყოფილხარ თუ გეგონა, რომ დახმარებას გაგიწევდი. მე მხოლოდ თქვენი ამოწვეტა მინდა!
გაბრიელი მიწაზე დაემხო.
ასეთი ტკივილი, ჯერ არასოდეს ეგრძნო. ვერც ყვირილს ახერხებდა, ვერც გმინვას. სუნთქვაც უჭირდა. უბრალოდ იწვა დათოვლილ მიწაზე. ფიქრის უნარიც წართმეოდა, თორემ უეჭველად საკუთარ გულუბრყვილობაზე მოერეოდა ბრაზი.
- ახლა ამხელა მუტანტი როგორ წავათრიო? - ჰკითხა ძაღლს.
ძაღლიც კი პიდაღებული იყო დეიზის საქციელით.
ძალიან არაპროგნოზირებადი პატრონის ხელში ჩავარდნილიყო.



№1  offline მოდერი bla.ell

ენ ჯეინ მომნატრებია შენი სიახლეები ყოველთვის კარგად წერდი და ახლაც ასეა❤❤❤
--------------------
ის ვინც ჩარჩოში არ ექცევა,ოთხპირ ქარში უწევს ცხოვრება. ლ.მ

 


№2  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

bla.ell
ენ ჯეინ მომნატრებია შენი სიახლეები ყოველთვის კარგად წერდი და ახლაც ასეა❤❤❤

მადლობა საყვარელო <3

 


№3 სტუმარი მარიი

მაგარია♡♡♡ ძალიან საინტერესოა და შემდეგ თავს ველოდები მალე დადე

 


№4  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

მარიი
მაგარია♡♡♡ ძალიან საინტერესოა და შემდეგ თავს ველოდები მალე დადე

აუცილებლად მალე დავდებ <3

 


№5  offline წევრი წიწაკა

"შვიდიათასი წლის ქალი მესაუბრება მიცემ-გამღეობაზე, რომელსაც ბოლოს სექსი რომელიღაცა ომის პერიოდში, მთავარსარდალთან ჰქონდა"
ეს მომენტი ჩემი ფავორიტია:დ
მამიკო ვლადს რომ ვუყურებ შავ არ მჯერა რომ რაიმე სისასტიკის ჩადენა ან თუნდაც უბრალოდ ჭიანჭველის მოკვლაც კი შეუძლია:დ იმდენად საყვარელია.
ველი შემდეგს.

 


№6  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

წიწაკა
"შვიდიათასი წლის ქალი მესაუბრება მიცემ-გამღეობაზე, რომელსაც ბოლოს სექსი რომელიღაცა ომის პერიოდში, მთავარსარდალთან ჰქონდა"
ეს მომენტი ჩემი ფავორიტია:დ
მამიკო ვლადს რომ ვუყურებ შავ არ მჯერა რომ რაიმე სისასტიკის ჩადენა ან თუნდაც უბრალოდ ჭიანჭველის მოკვლაც კი შეუძლია:დ იმდენად საყვარელია.
ველი შემდეგს.

რა ჰქნას, პირადი ცხოვრებისთვის დრო აღარ რჩება.
აუ, შენი არ იყოს, მეც ისე შემიყვარდა ვლადი რომ ცუდ რამეებს ვერ ვაკეთებინებ. მაგრამ ჭეშმარიტი სიყვარული ხო ისაა, შენი საყვარელი პერსონაჟი დედაფუძიანად რომ ააოხრებს ყველაფერს და მაინც გიყვარს?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent