შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მესამე ზედმეტია (სრულად)


2-01-2020, 21:48
ავტორი სელენე
ნანახია 3 830

„...ჩვენც ზუსტად ასე გვიყვარდა, უცრემლოდ,
როგორც უყვართ განგსტერებს...“ (მასტერი)

BOOM!!!!
აფეთქება კედელს მტკივნეულად მაჯახებს და ვითიშები. რამდენიმე წუთი მიწაზე ვგდივარ თვალებგახელილი. ცეცხლის ალს ბუნდოვნად ვხედავ, თან გაბმული ზუზუნი მესმის. ადგომას ვცდილობ, მაგრამ კიდურები არ მემორჩილება. თვალებს მაგრად ვხუჭავ, შემდეგ ვახელ და ასე გრძელდება რამდენჯერმე. უკანასკნელი ძალებს თავს ვუყრი, წამოდგომას კიდევ ერთხელ ვცდილობ. ზურგის და ნეკნების ტკივილს კივილის აკომპანიმენტს ვუკეთებ და კედელს ვეყრდნობი. ლოყაში მოხვედრილ შუშას მარჯვენა ხელით ვიძრობ, შემდეგ ცეცხლში ვისვრი. ბარბაცით მივდივარ გასასვლელისკენ და როცა მგონია, რომ გადავრჩი კისერზე ვიღაც ცივ ლითონს მადებს.
-ნელა შემოტრიალდი _ ვიცი ვინც არის და მომზადებული ვარ მასთან შეხვედრისთვის. მის მითითებას ვასრულებ და პირდაპირ თვალებში ვუყურებ. მის უყურადღებობაზე მეცინება.
-ცოდვებს ინანიებ სიკვდილის წინ? _ თვალებით მისი სასქესო ორგანოსკენ მიმართულ იარაღზე ვანიშნებ.
-ღმერთო ჩემო _თვალებს ატრიალებს.
-რამდენჯერ გითხარი ასე ნუ მომმართავ-მეთქი? _ირონიით „ვამდიდრებ“ სიტყვებს და იარაღს ვართმევ. თუმცა უდავოდ, ეს შეძახილი „ღმერთო ჩემო“ არ იყო მისთვის, ვინც თავს ღმერთად მიიჩნევდა.
-მართლა მესვრი? _იმ ღიმილით მიღიმის, რომელიც ასე ძალიან მიყვარდა და ასე ძალიან შემაზიზღა თავი. ემოციის წაკითხვას ვცდილობ მის თვალებში, მაგრამ არაფერი გამომდის. მასთან გატარებულ თითოეულ წამს კადრებად ვხედავ გონებაში და გული მერევა. როგორც ყოველთვის ვარწყევ და შემდეგ ვესვრი. მოწყვეტით ეცემა და ღმუილთან ერთად გინებით მამკობს...

*****
თვალებს ვახელ და ჩემს საწოლში შავგრემან, საკმაოდ სიმპატიურ მამაკაცს ვხედავ. თავი მისკდება და ვგონებ არ მახსოვს წუხელ რა მოხდა. უარესი, ამ კაცის სახელიც არ მახსოვს. ოთახში საშინელი ქაოსია, ყველგან ჩემი და ამ არსების ტანსაცმელია მიმოფანტული. კარზე ვიღაც აბრახუნებს. თავის ტკივილს ესეც ემატება და პირდაპირ შეტევაზე გადავდივარ.
-რა ჯანდაბა გინდა და ვინ ხარ? _ვღრიალებ და ხალათს ვეძებ.
-დათუნა ვარ, გააღე რა. _ დათუნა 23 წლის, ბიჭისთვის ზედმეტად ლამაზია, თუმცა სექსუალურ შეხედულებებს თუ გავითვალისწინებთ უნდა იყოს კიდეც. კარს ვაღებ და გამომწვევად ვდგები.
-ნახმარ და მერე წყალში გადაგდებულ კატას გავხარ _კომპლიმენტს მეუბნება და ოთახში დაუპატიჟებლად შემოდის. ჩემს გვერდით მამაკაცის დანახვა არ აკვირვებს. პირდაპირ სავარძელში ჯდება და თვალებს ხუჭავს.
-ტელეფონს რატომ არ იღებ?
-ალბათ დამიჯდა, რა ხდება?
-სახლში არეულობაა.
-ეს გააღვიძე, ვიბანავებ უცებ. _10 წუთში მოვწესრიგდი და ტანსაცმლის ძებნა დავიწყე. ტრაპეცია ჯინსის შარვალი და ცისფერი ტოპი შევუხამე ერთმანეთს. თეთრი ბოტასები ჩავიცვი და ტელეფონი, დამტენი, სახლის გასაღები და თეთრი შოკოლადის ფილა ჩანთაში ჩავტენე. დათუნა საჭეზე თითებს ათამაშებდა და სიგარეტს ეწეოდა. ჩანთა უკანა სავარძელზე დავდე და სიგარეტის მომწამლავი კვამლი ღრმად ჩავუშვი ფილტვებში.
-რა ფიქრობ, რა ხდება?
-არვიცი ირინა, ვერაფერს გეტყვი. _20 წუთში უზარმაზარი ვილის წინ გააჩერა მანქანა. შავებში ჩაცმული კაცებით იყო სავსე ეზო და შესასვლელი. ყველა კუთხეს დაცვა აკონტროლებდა, რაც იმას ნიშნავდა რომ საფრთხე ახლოს იყო. დაცვის უფროსს თბილი ღიმილით მივესალმე და ჩქარი ნაბიჯით შევედი სახლში. კაბინეტში თავი ოჯახის უფროს თაობას მოეყარა.
-როგორც იქნა, მობრძანდა ქალბატონი ბრწინვალება _ კლანჭები გამოაჩინა დიასახლისმა. მის რეპლიკას ყურადღება არ მივაქციე, ჯერ მშობლების შეშინებულ თვალებს შევხედე, შემდეგ ბიძაჩემის.
-რა ხდება მეტყვით? ნიკო ხმა ამოიღე ! _ პასუხი ბიძაშვილს მოვხოვე.
-რატი გაბრავა დაბრუნდა. _სახლის გაგონებამ ერთიანად მომცელა. დათუნამ ხელკავი გამომდო, რომ არ დავცემულიყავი. ნერწყვი ხმაურით ჩავყლაპე და კაბინეტი არეული ნაბიჯით დავტოვე. დიდხანს ვიჯექი მანქანაში და საჭეზე დამხობილი ხმამაღლა ვტიროდი. რატი გაბრავა - ჩემი დაუძინებელი მტერი, ჩამოყალიბებული მკვლელი, ქარიზმატული მანიპულატორი და ბევრი უარყოფითი თვისების მქონე მამაკაცი, რომელიც ყოველთვის ასრულებდა თავის სიტყვას. ის დაბრუნდა ჩემთვის, ჩემს მოსაკლავად... არა, მე არ მეშინოდა მისი, მას საკუთარი ხუთი თითივით ვიცნობდი, შემეძლო გამომეცნო მისი დაგეგმილი სამომავალო ნაბიჯები. სამწუხაროდ, სროლა და აფეთქებები დაბადებიდან თან სდევდა ჩემს ოჯახს. ხორბლის ექსპორტ-იმპორტი საკმაოდ შემოსავლიანი ბიზნესია ჩვენი ოჯახისთვის, როგორც გაბრავას გვარისთვის. შვიდი წლის წინ მამამ მთელი ბიზნეს-ქსელი ჩაიგდო ხელში, რასაც იარაღით სჭირდება დაცვა. გაკოტრებულმა უფროსმა გაბრავამ რამდენჯერმე მოაწყო ჩვენს ოჯახზე თავდასხმა. საბოლოოდ, როცა ყველაფერმა ოჯახებს შორის ომამდე მიაღწია მერაბ გაბრავა (რატის ბიძა) მოკლეს. და სანამ მე მეგონა, რომ ბედნიერი ვიცხოვრებდი საყვარელ მამაკაცთან ერთად, რატი ჩემი განადგურების გეგმებს აწყობდა, ჩემს სიყვარულს მის მიმართ კი მთავარ იარაღად იყენებდა ჩემს წინააღმდეგ. დედამიწაზე ყველაზე საშიში არსება შეყვარებული ქალია, რომელიც მიატოვეს და გამოიყენეს და ის ახლა ელოდება გაბრავების ვაჟს...
******
12:22 AM. საშინლად მთვრალი გამოვდივართ კლუბიდან მე და დათუნა. მთვრალები ყოველთვის საშინელ შარში ვეხვევით ხოლმე და არც დეკემბრის 16 რიცხვი არ ყოფილა გამონაკლისი. ჩვენი გამოსვლიდან რამოდენიმე წუთში მაღალი, საკმაოდ ნავარჯიშები მამაკაცი გამოვიდა კლუბიდან საოცრად ქარიზმატული და მკაცრი სახით. ორი მოსახვევი იარა ჩვენს უკან, ხოლო საფრთხეს მიჩვეულებს შიში ჩაგვისახლდა სხეულში. ის იმდენად დიდი იყო ტანით ორივეზე ადვილად მოგვერეოდა. სადარბაზოს ბნელ კუთხეში შევძვერით ჩქარი ნაბიჯით და ხელში ის ავიღე რაც პირველად მომხვდა. ბრტყელი ხის ფიცარი. (დიახ, არ გეჩვენებათ, მე ბედი მაქვს ასეთი.) როგორც კი უცნობი ჩვენს სამალავს გასცდა გამოვძვერით და მთელი ძალით ჩავარტყით თავში. მან შეიგინა და უგონოდ დაეცა ტროტუარზე. მე და დათუნამ სიცილით წამოვაყენეთ და მთვრალებმა გადავწყვიტეთ ჩემს ბინაში აგვეყვანა. საწოლზე ცალი ხელით მივაბით ბორკილების გამოყენებით და იატაკზე დაგებულ ხალიჩაზე დავწექით დაღლილები.
დილით ტყვე მამაკაცის ღრიალმა გაგვაღვიძა. ბოლო ხმაზე ყვიროდა და იმუქრებოდა. ლოგინს დავეყრდენი და ფეხზე ავდექი და დათუნას გადავაბიჯე. ნაბახუსევზე დათუნას გაღვიძების მცდელობას აზრი არ აქვს. ტყვე რამოდენიმე წამი ჩუმად მიყურებდა.
-ვინ ხარ ამის დედაცმოვ*ტან? მოვკვდი? _თვალები ავატრიალე და ოთახი დავტოვე, რომ წყალი დამელია. სახეზეც დავიბანე და დათუნა ცალი ხელით გავათრიე მისაღებში. გაზის გამათბობელი ჩავრთე რომ არ გაყინულიყო და ისევ ოთახში დავბრუნდი.
-კარგი, ახლა ამიხსენი აქ რა გინდა _დოინჯშემოყრილი ვუყურებდი და წუხანდელის გახსენებას ვცდილობდი.
-შენ შ*გ ხოარ გაქ? _ახარხარდა, მაგრამ მალევე დასერიოზულდა. წარბებ აწეული ვუყურებდი და ვცდილობდი არ მიმექცია ყურადღება თავის ტკივილისთვის.
-არ მეცინება, რა ჯანდაბას აკეთებ ჩემს სახლში, ჩემს ლოგინზე მიბმული? დათუნამ მოგათრია?
-ნორმალური ხარ? გუშინ ლამის თავი გამიტეხე, გასიებული მაქ _თავისუფალი ხელი თავზე გადაისვა და შეიგინა. კადრები სათითაოდ გამიცოცხლდა გონებაში.
-კლუბიდან აგვეკიდე, რამდენიმე ქუჩა მოგვყვებოდი. ვინ ჯანდაბა ხარ და ვინ გამოგგზავნა? _სიმკაცრის შენარჩუნება ვცადე.
-საერთოდ, რომელი ქუჩიდან ვივლი სახლში მისასვლელად არავის ვეკითხები და ისე რატი გაბრავა ვარ. ახლა კი კეთილი ინებე და ხელი გამითავისუფლე. _გასაღები მივაწოდე და ბოტასებს დავავლე ხელი. სახლიდან გიჟივით გავვარდი, ისე რომ დათუნა არც გამხსენებია და კიბის ქვეშ დავიმალე. ათ წუთში ჩემმა სტუმარმა სადარბაზო დატოვა და მეც დამშვიდებული დავბრუნდი სახლში. დათუნას, მივუწექი და ისევ გადავეშვი სიზმრების სამყაროში.
*******
სასაცილოა არა? „მოიტაცე“ ბიჭი და მესამე თუ მეოთხე დღეს ხვდები კაფეში. ზიხარ შენთვის წყნარად და ვიღაც არსება გირღვევს მყუდროებას. არც უკითხავს ისე დაჯდა ჩემს მოპირდაპირე სკამზე. შემდეგ მიყურებდა, მიყურებდა, მიყურებდა... მეც ჯიუტად არ ვაშორებდი თვალს. შემდეგ გაეცინა და თვალები აატრიალა.
-საკუთარი სახლიდან მე გამექეცი?
-კი, კრიმინალს გავხარ და შემეშინდა. _ირონიულობის ნიღაბი ავიფარე სახეზე და ისევ პეიზაჟის ყურება გავაგრძელე.
-ირინა მაჩაბელი, 19 წლის, დაბადების და საცხოვრებელი ადგილი თბილისი და სავარაუდოდ აქვე მოკვდები, იმიტომ რომ საზღვარგართ არ გადიხარ. 1,65 სიმაღლე და 57 კილოგრამი წონა. კიდევ რა გაინტერესებს?
-რა ფერის საცვლები მაცვია?
-გამოვიცნო თუ მაჩვენებ. _ტუჩის კუთხე ჩატეხა.
-გაჩვენებ _შუა კაფეში მაისური ავიწიე და შავი ფერის ლიფი დავანახე. ყველას სახე ერთდროულად ჩემსკენ შემოტრიალდა. გრძელ პალტოს ხელი დავავლე და თითქოს საგმირო საქმე ჩავიდინე სხეულის დემონსტრირებით, კაფე ამაყად თავაწეულმა დავტოვე. მომდევნო კვირის განმავლობაში ყოველდღე ყველგან ერთი და იგივე სახეს ვხედავდი დაგეგმილი „შემთხვევითობის“ წყალობით.
-როგორ ხარ? _ფეხბურთის სტადიონზე გვერდი დამიმშვენა და ალაპარაკდა.
-უკეთესად ვიყავი შენ გამოჩენამდე.
-ნინინა, მე თბილი და საყვარელი გოგოები მომწონს. გაითვალისწინე თუ ცდილობ, რომ თავი მომაწონო.
-ნინინა რა ჯანდაბაა?
-ირინას ჩემეული ვარიანტია. რა ვქნათ? დავზავდეთ? _ხელი გამომიწოდა. სათვალე ისე ჩამოვიწიე, რომ მისი სახე ნატურალური ფერით დამენახა. შემდეგ კი ყველაზე დიდი შეცდომა დავუშვი ცხოვრებაში. ხელი ჩამოვართვი...
*****
-კარგად ხარ? _დათუნამ ფანჯარის მინაზე რამდენჯერმე მომიკაკუნა. თავი ავწიე და ცრემლები მოვიწმინდე. რამდენიმე წამში ის უკვე ჩემს გვერდით იჯდა.
-დათუნა, მინდა მისი კოორდინატები დამიდგინო. _ცხვირი მოვიწმინდე და მინი კომპიუტერი ხელებში მივაჩეჩე. ერთხელ შემომხედა, მერე კი კომპიუტერი ჩართო.
-თუ მამაშენი გაიგებს მომკლავს ირინა. შენც მოგკლავს. პრობლემებს ძალით ვეძებთ. _თან საუბრობდა და თან კლავიატურაზე სწრაფად კრეფდა რაღაცას.
-ალბათ თვითმფრინავიდან არ ჩამოსულა, სიგნალს ვერ ვიჭერ.
-დათუნა ნუ მეკაიფები, ვიცი მაგას რატომაც მეუბნები. _ჩემი მრისხანების ქარმა დააფრთხო და მაშინვე ჩამოარაკრაკა.
-აეროპორტიდან ხუთი წუთის წინ გამოვიდა და ევროპის ქუჩაზე მოძრაობს.
-გადადი, მადლობა _ლოყაზე ვაკოცე და დავემშვიდობე. დიდი სიჩქარით დავძარი მანქანა. ქართველი მძღოლების ამბავი ხომ იცით? სიგნალები, გინება და „ქალს რა უნდა საჭესთან“ შეძახილებით მამკობდნენ და გზას მითმობდნენ. ამაოდ ვეძებდი რატის მანქანას, თუმცა არც ის ვიცოდი რატომ. ჩემი გაჩენის დღეს ვწყევლიდი, მძულდა ყველა და ყველაფერი და გონებაარეული უაზროდ ვატარებდი, მანამ სანამ ნაცნობ “მუსტანგს“ არ მოვკარი თვალი. გაზის პედალს ფეხი ბოლომდე დავაჭირე და მანქანას დავეწიე, მაშინაც არ გამიჩერებია როცა მანძილი ძალიან შემცირდა ჩვენს შორის. დაჯახებამ ინერციით ამაკრა სავარძელს, მაგრამ პედალიდან ფეხი მაინც არ ამიწევია. ვიცოდი, რომ უკანა ხევის სარკეში დამინახა რატიმ. მანქანა მკვეთრად დაამუხრუჭა და გზა დამითმო. ჯიუტად არ ვიხევდი უკან. პირდაპირ თვალებში ვუყურებდი გაცოფებულ მამაკაცს. მანქანა გვერდიდან დავაჯახე რამდენჯერმე. ბოლოს დავინახე რომ ტუჩებით რაღაც მანიშნა მაგრამ გვიანი იყო. ჩემი მანქანა ჰაერში ატრიალდა. გონების დაკარგვამდე მხოლოდ ის მახსოვს, რომ ღვედმა მკერდი და მუცელი ძალიან მატკინა.
*******
დიდ და თეთრ ოთახში გამეღვიძა. თვალებზე ბინდი მქონდა გადაკრული და ერთადერთი რაც დავინახე ჭერზე დაკიდებული თეთრი სინათლე იყო. თვალები დავხუჭე, რომ გახელის შემდეგ ფიგურები გამერჩია. და აი, ვხედავ თეთრ კარადას, პატარა ტუმბოს, ჭიქით წყალს, სააბაზანოს და რატის. კაცს, რომელიც ტახტზე ზის და საფეთქელს ისრესს. სიგიჟის ტალღა გულიდან მოდის და ტვინს თავდასხმის იმპულსად უგზავნის. საწოლიდან სწრაფად ვდგები და სანამ გონზე მოვა მთელი ძალით ვურტყამ. ვკივი და სალანძღავი სიტყვების კორიანტელს ერთიანად ვაყრი. ფეხზე დღება და ზევიდან დამყურებს მე კი ცოფიანივით, ისევ ვაგრძელებ მის ცემას. ცდილობს ხელები დამიჭიროს და თან რაღაცას მეუბნება. ისევ არ მესმის რას. საბოლოოდ ხელებით მიჭერს და იატაკზე მაწვენს, რომ გავჩერდე და თვითონ მთელი ტანით ზევიდან მაწვება. დასუსტებული, ცრემლებს ვეღარ ვიკავებ და ჩახლეჩილი ხმით ვაგრძელებ მის ლანძღვას.
-დამშვიდდი, გთხოვ. არ მინდა გატკინო _ჩემს კისერთან ჩურჩულებს.
-მატკინო? ფიზიკური ტკივილი რა არის, როცა სულში ჩამაფურთხე, ცოცხლად დამმარხე. როგორ ბედავ ჩემთან საუბარს საერთოდ?
-ვიცი, ვიცი რომ უკანასკნელი ნაბი*ვარი ვარ, მაგრამ გთხოვ დამშვიდდე.
-გული მერევა შენზე, გულს მირევ. მომშორდი ახლავე! მომაშორე შენი ბინძური ხელები!
-არ შემიძლია. თავს რაღაცას აუტეხავ.
-მომშორდი მეთქი ნაბი*ვარო! მომშორდი. _ხელები გავაშვებინე და ფეხზე ავდექი.
-ადგილზე იდექი, არ მომეკარო. მოგკლავ რატი გაბრავა! _ტუმბოდან ჭიქას ვიღებ და ვესვრი.
-დამშვიდდი მეთქი არ გესმის? რატომ მაღიზიანებ? _ისევ მიჭერს და საწოლის ფეხს მაბამს ბორკილებით.
-ახლა მომისმინე. იკივლე რამდენიც გინდა, ვერავინ გაიგებს და ორი სიტყვა მათქმევინე, თორემ დამამშვიდებელს გაგიკეთებ, ისედაც გაჭყეპილი ხარ წამლებით. _მე ჯიუტად ვაგრძელებდი კივილს.
-ირინა გაჩუმდი-მეთქი! _ყვირის ხმის ჩაწყვეტამდე.
-ნუ მაჩუმებ, გამიშვი თორემ არ გაცოცხლებ.
-შემოთავაზება მაქვს შენთან. შენ მაჩაბელების უფროსი შვილი ხარ, მე გაბრავების უფროსი ვაჟი. ცოლად გამომყევი და დავასრულოთ ეს წყეული ომი. _მუხლებზე იდგა ჩემს წინ და თვალებში მიყურებდა. მთელი ძალით გავარტყი გაშლილი ხელი ლოყაში.
-არაფერი პირადული, მხოლოდ ბიზნესი _გავახსენე მისი ნათქვამი სიტყვები.
-შენ ის ვერ მაპატიე, რომ შენგან წავედი. დედასშევე*ი! _მაგიდიდან ყველაფერი იატაკზე გადმოყარა.
-შენ ბიჭო შ*გ ხომარ გაქ? გახსოვს რა მითხარი მაინც იმ დღეს? შენი აზრით სულელი ვარ? თუ გგონია რადგან მიყვარხარ ყველაფერს გაპატიებ? გაიხსენე რა მითხარი, მიდი. გაიხსენე-მეთქი. მე მიყურე და ისე მითხარი რა თქვი როცა მიმატოვე. ოო, არ შეგიძლია? შენ ხომ ყველაფერი იცი და ყველაფერს სწორად აკეთებ. ეგოისტი და სექსისტი ნაბი*ვარი ხარ. შენს საქციელს ამართლებ? გაგახსენო როგორ მითხარი? „ნინინა, მაპატიე. თავიდანვე დაგეგმილი იყო ყველაფერი, ჩვენი ყველა შეხვედრა დაგეგმილი იყო. არ მიყვარხარ და არც არასდროს მყვარებიხარ. ყველაფერი ოჯახის და ბიზნესის გამო გავაკეთე, მაგრამ ახლა არც მე მჭირდები და არც ბიზნესს. ხომ იცი, არაფერი პირადული, მხოლოდ ბიზნესი.“ რა გჭირს გაბრავა? რატომ არ მიყურებ? _გამოვაჯავრე და აზრებს გადავხედე რომ სათქმელი არაფერი დამრჩენოდა.
-შეიძლება დღევანდელ თემას დავუბრუნდეთ?_სიგარეტს მოუკიდა და ერთი ჩასუნთქვით ნახევრადმე ჩაიყვანა.
-არა, მართლა მეკაიფება ეს ქლიავი. აი რას გეტყვი: ტრა*ში გაირჭე შენი შემოთავაზება და გაა*ვი შენს ამერიკაში. _ღრმად ჩაისუნთქა და სიგარეტის ფერფლი პირდაპირ თეთრ ხალიჩაზე დაყარა. ცოტა ხანს მიყურა, შემდეგ მომიახლოვდა და სახე ჩემს სახეს გაუსწორა. თმაში ჩამავლო ხელი და თავი უკან გადამიწია.
-არასოდეს! არასოდეს გაბედო ჩემთან ასე საუბარი. _სიგარეტი ფანჯრიდან მოისროლა და ოთახი დატოვა. გაოცებული ვიჯექი და ვერ ვიაზრებდი რა მოხდა ახლა. შემდეგ ავტირდი. აი ასე. მე ეს კაცი არ მიყვარდა. მან ის გაანადგურა საკუთარ თავში, რაც მხოლოდ ჩემი და მისი იყო. მისი თვალები, ზაფხულზე თბილი, სიცივის და სიძულვილის მეტს არაფერს მეუბნებოდა. ხელებიც, რომელიც ყოველთვის მთელი სინაზით მეფერებოდა დღეს მხოლოდ ტკივილს მანიჭებდა. ყველაზე მეტად ამ წინადადების დამთავრება არ მინდა, მაგრამ მაინც, მისი გული მე არ მეკუთვნოდა. შეიძლება, ის კარგი მსახიობია. მაგრამ დამეფიცება, რომ მე მისი გულისცემა მესმოდა, როცა ერთად ვიყავით. არვიცი, არ შემიძლია აღვწერო. მასთან ყოფნისას ჰაერი სასიამოვნოდ იმუხტებოდა, ან ესეც ჩემი წარმოსახვის ნაყოფია და მას უბრალოდ ქარიზმა აქვს, რომელიც ყოველთვის მიზიდავდა...
***********
დედამიწას სიყვარული კი არა ფული ატრიალებს. უცნაურად გაუმაძღარი არსებები ვართ ადამიანები. რატომღაც, არ გვაკმაყოფილებს არსებული. მისი მიღება არ გვინდა. ვისწრაფით ბევრისკენ და მაინც ვერ ვაღწევთ სასურველ „ბევრს“. ვღალატობთ, ვიყენებთ, ვატყუებთ იმ იმედით, რომ ბანკის ანგარიშს რამდენიმე ასეულით მეტი მიემატება. სულ ბოლოს კი, ვრჩებით იმდენად ღარიბები, რომ მხოლოდ ფული გვაქვს...
*********
დივანზე ვიჯექი განადგურებული და გაბრუებული სასმელით და სიგარეტის კვამლით. ჭერს ვუყურებდი, მაგრამ სევდიანი და ზიზღით სავსე თვალების მეტი ვერაფერს ვხედავდი. ვფიქრობდი გაცოფებულ ქალზე, რომელიც ოთახში ლოგინზე მიბმული დავტოვე. ალბათ ტიროდა და ამ ცრემლების მიზეზი მე ვიყავი - სექსისტი ნაბი*ვარი. ფულზე გავცვალე ადამიანი, რომელიც სიცოცხლეს მერჩივნა. ალბათ სიგიჟემდე ვძულვარ. მე ხელახლა გავჩნდი მის ცხოვრებაში და ტკივილზე მარილი დავაყარე.
-რატომ გყავს დაბმული? რა გგონია, ხელახლა შეუყვარდები? _ჩემში ბოროტმა მემ გაიღვიძა.
-გაა*ვი შენი დედაცმოვ*ყან! _ჭიქა კედელს მივანარცე და დათუნას დავურეკე.

******
-ირინაა _იატაკზე ვიწექი საწოლის ქვეშ ნაცნობმა ხმამ რომ დამირღვია „მყუდროება“ და მაიძულა თვალები გამეხილა.
-ნინინა, დამელაპარაკე რა. _ ბორკილები გახსნა.
-აღარასდროს დამიძახო ასე _ ცრემლები მახრჩობდა. ყელში გაჩხერილი ბურთი სულს მიხუთავდა და სიკვდილზე მეტად არაფერი მინდოდა. ყველაზე ადვილად ადამიანს გული შეიძლება, რომ გეტკინოს. გული არ გაპატიებს შეცდომას, იმიტომ რომ მან თავიდანვე გაგაფრთხილა, რომ შეიძლებოდა ჩახოცილიყვნენ პეპლები მუცელში. ეს კი ისე მოულოდნელად მოხდება, რომ გააზრებასაც კი ვერ მოასწრებ. შესაძლოა გაგიჟდე კიდეც. სიყვარულიც სიგიჟეა. ალბათ მხოლოდ ჭეშმარიტი გიჟები ჩასწვდნენ მის აზრს და სწორედ ამიტომ შეიცვალნენ, რომ ჩვენ, ურწმუნოები დავტანჯულიყავით და ვერავის მოესწრო ჩვენი გაფრთხილება.
-დათუნა მოგაკითხავს და წაგიყვანს.
-რატომ დაბრუნდი რატი? აქ რა დაგრჩენია? _საწოლის ქვეშიდან გავძახე. მამაკაცმა პასუხი დააგვიანა. ეთქვა რომ ბიზნესის გამო დაბრუნდა თუ მოეტყუებინა?
-რაღაც საქმეები მაქვს მოსაგვარებელი.
-წყეული ბიზნესი... _აღმოხდა ირინას.
-რამდენ ხანს იქნები მაქ?
-უბრალოდ, აღარ მინდა შენი დანახვა. მეზიზღები. გულს მირევს შენი საქციელი და შენი პიროვნება.
-მაპატიე... _ირინას სიმწრით გაეცინა.
-მე გაპატიებ, შენ აპატიებ კი საკუთარ თავს? _რატი თავს დუმილით ისჯიდა. ძალისხმევას არ იშურებდა ცრემლების შესაკავებლად.
-რატი...
-რა? _ ჩახლეჩილი ხმით უპასუხა გოგოს.
-ოდესმე გიყვარდი? _ცრემლიანი თვალებით ელოდებოდა გოგო მის პასუხს, რომელიც დუმილის დარღვევას არ ჩქარობდა.
-არ ვიცი. ალბათ, რადგან ასე მოგექეცი არ მიყვარდი. _ცრემლებს გზა მისცა და საწოლზე ჩამოჯდა.
-ჰოო, აი მე კი მიყვარდი რატი. _ მაშინ დასრულდა ყველაფერი. ორ გულს შორის დარჩენილი გაცვეთილი ძაფი სამუდამოდ გაწყდა და დარჩა მხოლოდ სიცარიელე. სიცარიელე და მილიონები.
-სად არის გოგო? _ოთახში გაცოფებული ნიკო შემოვარდა დათუნასთან ერთად. მან მთელი ძალით მოუქნია მუშტი რატის. საწოლიდან გამოვძვერი და დათუნას ჩავეხუტე. ნიკომ ხელში ამიყვანა და ჩვენ ერთად დავტოვეთ ტკივილით სავსე სახლი.
********
ხანდახან ადამიანს წლები სჭირდება, რომ ტკივილს შეეჩვიოს. წლებთან ერთად ნელ-ნელა ტკივილთან ცხოვრებაც ვისწავლე. ახლა კი მხოლოდ ერთი კვირა დამჭირდა, რომ რეალობას შევგუებოდი. ქაფიან აბაზანაში ვიწექი დათუნამ რომ დამირღვია მყუდროება.
-მამაშენი გეძახის. ცუდი ამბებია _ტანის ტილო მომაწოდა.
-რა ხდება?
-როგორც მე ვიცი, რატის პარტნიორობა უნდა.
-მატყუებ?
-შენ თავს ვფიცავარ არა. მამაჩემიც აქ მოდის სამსახურიდან, რატის და მამამისს უნდა შევხვდეთ.
*********
ტყავის ყავისფერი ავეჯით იყო გაწყობილი ლუკა მაჩაბელის კაბინეტი. თეთრი შუქით განათებულ ოთახს პატარა ბუხარი ათბობდა. ყველამ იცოდა, რომ უფროს მაჩაბელს ერთი უცნაური ჩვევა ჰქონდა. მნიშვნელოვანი მოლაპარაკების დროს აუცილებლად, სეზონის ნებისმიერ დროს კაბინეტის ფანჯარა ღია უნდა ყოფილიყო. სმოკინგში გამოწყობილ გამხდარ მამაკაცს მეუღლის შერჩეული ცისფერი ჰალსტუხი გაეკეთებინა, რომელსაც ყოველ წამს ნერვიულად ისწორებდა. მუქი ფარდები ოთახს კლასიკურ იერს სძენდა და მრგვალი ყავისფერი მაგიდა, რომელიც ოთახის შუაში დაედგათ მასპინძელის მკაცრ ხასიათს უსვამდა ხაზს. წიგნების თარო მის განათლებას და წიგნების სიყვარსულს ასახავდა, ხოლო სასმელისთვის განკუთვნილი ბარი კი გემოვნებას. ანტიკური ნივთების სიყვარულსაც და ინტერესსაც შეამჩნევდით თაროებზე ლამაზად დალაგებული ქანდაკებების და ორნამენტებით გამორმებული ლარნაკების დანახვისას. კედელზე სანადირო თოფების კოლექცია კი უცნაურად გამოიყურებოდა ყველაფრის შემდეგ. მამაკაცი პატივს სცემდა ძველ ნივთებს, რაზეც ყურმილიანი ტელეფონი მეტყველებდა, რომლითაც შეატყობინეს, რომ სტუმრები უკვე მოსული იყვნენ. ლუკამ მძიმე ნაბიჯებით დატოვა კაბინეტი და დამხმარე ქალს დაავალა ოჯახის წევრები შესასვლელთან შეეკრიბა.
-აქ ვარ მამიკო, არ არის საჭირო ვინმეს გამოგზავნა _მოხუც მამას გადაეხვია ირინა. შავი, წელში გამოყვანილი კაბა და კლასიკური ფეხსაცმელი ეცვა. მსუბუქი მაკიაჟით დაეფარა ღამენათევი სახე და თმა ცხენის კუდად შეეკრა. წითელი პომადა გოგონას ტუჩებს ლამაზად გამოკვეთდა, შავად შეფერადებული და დაგრძელებული წამწამების ფონზე.
-თავს როგორ გრძნობ? _შუბლზე აკოცა მამაკაცმა შვილს.
-ყველაფერი კარგადაა მამა. _გაუღიმა გოგონამ. მამა-შვილი ერთად დაეშვა გრძელ კიბეზე სტუმრების შესახვედრად. თეთრი კარი ფართოდ გაეღოთ მოსამსახურეებს, სადაც მთელ ოჯახს მოეყარა თავი. ნიკო და დათუნა ერთმანეთს გაცხარებული ეკამათებოდნენ, ირინას უმცროსი და, მარია კი მშვიდად უსმენდა მათ საუბარს. დედა და მამიდა, როგორც არისტოკრატ ქალებს შეშვენით ღიმილით ესაუბრებოდნენ ლაშა მაჩაბელს, (ირინას ბიძა) რომელიც ყოველ წუთს საათს ამოწმებდა. კეთილშობილთა ოჯახი დაცვამ მიაცილა კარამდე. კარში ახალგაზრდა მამაკაცი გამოჩნდა. ოდნავ გაუპარსავი წვერით, ნაცრისფერ პალტოში და თეთრ როლინგში გამოწყობილს კლასიკური შარვალი და ოქსფორდები ეცვა, როლექსის საათი კი პირდაპირ „ყვიროდა“, რომ მამაკაცს ძვირადღირებული გემოვნება ჰქონდა. მას მოჰყვებოდა კლასიკურ სმოკინგში გამოწყობილი მსუქანი მამაკაცი, ოდნავ ჭაღარაშეპარული და თეთრ, „ოვერსაიზ“ ბეწვის ქურქში გამოწყობილი ქალი, რომელსაც სახეზე ეწერა, რომ საერთოდ არ იცოდა რას ითხოვდნენ მისგან. გიორგი გაბრავა ოჯახის უფროსს ხელის ჩამორთმევით მიესალმა, ქალბატონებს კი ხელზე ეამბორა და გზა ვაჟს დაუთმო. რატი გაბრავა, როგორც გალანტურობის განსახიერება სათითაოდ მიესალმა ყველა ოჯახის წევრს. ირინას წინ გაჩერდა რამოდენიმე წამი და ხელზე კოცნის შემდეგ ოდნავ შესამჩნევი ირონიული ღიმილით მოსცილდა მას. თეთრი ვარდები კი, რომელიც ირინას საყვარელი ყვავილები იყო გრაციოზულად გადასცა მარიას და ლოყაზე აკოცა.
-სახლში შემობრძანდით _ ცერემონიალი დაასრულა ლაშამ და ოჯახს მისაღებში შეუძღვა. გაოცებული ირინა დათუნასთან ერთად იდგა შესასვლელში და ყველაზე უარესზე ფიქრობდა.
-რას ნიშნავდა ეს? _ჩაილაპარაკა თავისთვის.
-შენი აზრით რა ჩაიფიქრა? _ ხელკავი გამოსდო დათუნამ და მისაღებისკენ წაიყვანა.
-საშინლად არ მინდა, რომ რასაც ვფიქრობ ეგ იყოს. _ღიმილით შევიდა მისაღებში და მამამისის გვერდით დაიკავა ადგილი.
-დიდი დრო გავიდა ჩვენი ბოლო შეხვედრიდან. _საუბრობდა მშვიდად ლუკა. -გაზრდილხარ, თუმცა სახე არ შეგცვლია. _მისი სიტყვების მიუხედავად მასში მაინც იგრძნობოდა მტრობა და მრისხანება.
-რათქმაუნდა, ბავშვები იზრდებიან. ათას რამეს სწავლობენ. ეჩვევიან დამოუკიდებლობას და ცხოვრების სწავლას შეცდომების დაშვებით ცდილობენ. მაინც რა ხდება დღეს... _თავი გააქნია გიორგი გაბრავამ.
-დიახ გეთანხმებით, ისინი ისეთი თავისუფლები არიან. შეიცვალა სამყარო და შეიცვალა ღირებულებებიც _ყავა მოწრუპა ნინო მაჩაბელმა.
-მომავალი ხომ ახალგაზრდებისაა. მაგალითად, ნიკოსნაირი ახალგაზრდების. განათლებული და ჭკვიანი, რომ ეკონომიკის დონე გაიზარდოს. ლარის კურსი ძალიან მერყევია, ეს კი ბიზნესზეც ცუდად მოქმედებს. _საუბარს აგრძელებდა გიორგი.
-მომსახურების სფეროშიც ძალიან გარღვევებია. გუშინ საშოპინგოდ ვიყავით მე და ჩემი მეგობარი. ხასიათი მხოლოდ იმან შეიძლება გაგიფუჭოს რომ ვიღაც უძინარი სახით და ძალიან ცივი ხმის ტონით გემსახურება. ხასიათი კი შოპინგის დროს ძალიან მნიშვნელოვანია, ხომ მეთანხმებით? _ უცოდველი სახით იკითხა ქალბატონმა ლალიმ, რომელმაც რატისგან გაფართოებული თვალები დაიმსახურა.
-არ გეთანხმებით, ქალბატონო ლალიკო. _დუმილი ირინამ დაარღვია. -თქვენ ხარჯავთ, მაგრამ ის მთელი ღამე მუშაობს პურის ფულისთვის.
-ეს ხომ ჩემი ბრალი არ არის. _გოგონას თავხედობამ აღაშფოთა ლალი.
-რათქმაუნდა არა, ქალბატონო ლალი. უბრალოდ, ირინას ყველა საკითხთან დაკავშირებით საკუთარი შეხედულება აქვს. _შვილი გაამართლა ნინომ.
-თქვენთან საუბარი ძალიან კარგია, მაგრამ მთავარ საკითხზე ხომ არ გადავიდეთ? _ სიტყვა ჩაუჭრა ლუკამ.
-რათქმაუნდა, მგონი უკვე დროა. _დაეთანხმა უფროსი გაბრავაც.
-კაბინეტში ხომ არ გავსულიყავით?
-არა, უმჯობესია ყველამ ერთად ვისაუბროთ. _უკან დაიხია გიორგი გაბრავამ, რომელმაც კარგად იცოდა ლუკას უცნაური ჩვევის შესახებ და რადგან ნოემბერი იდგა არ სურდა ჯანმრთელებისთვის პრობლემები შეექმნა.
-როგორც თქვენ გინდათ.
-კარგი, დიდი მადლობა. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ჩვენს ოჯახებს შორის დაძაბული ვითარება ჩემი ძმის მკვლელობამ გამოიწვია. თუმცა რადგან ეს მხოლოდ ბიზნესია, მინდა ეს პრობლემა თქვენთან ერთად მოვაგვარო _მამაკაცი გაჩერდა და მრავალკუთხედის ფორმის ჭიქიდან დანიური ვისკი მოწრუპა.
-განაგრძეთ თუ შეიძლება _ხელით ანიშნა ლაშამ.
-მინდა რომ, ჩემი ვაჟისთვის თქვენი ქალიშვილის ხელი გთხოვოთ _ხმა ექოდ გაიფანტა უზარმაზარ სახლში. გაოცებული ნინოს ფაიფურის ჭიქა იატაკზე ხმაურით დაიმსხვრა. მამაკაცების თვალებში ბრაზის ნაპერწკლები გაჩნდა, ირინას თვალებში კი შიში და ცივსისხლიანობა იკითხებოდა. მხოლოდ რატი იჯდა მშვიდად, თითქოს მან მისი ამქვეყნიური ვალი მოიხადა და დაისვენა ყველაფრისგან. უყურებდა უემოციო რატის და რომ არა ადამიანები, ვისაც ირინა პატივს სცემდა აუცილებლად ეთამაშებოდა ფულის ტომარა რატის „რულეტკას“.
-ანუ, იმის თქმა გინდათ რომ..._ენის ბორძიკით დაიწყო ნინომ, მაგრამ მას სიტყვის დასრულება არ აცალა გიორგი გაბრავამ.
-ანუ მინდა რომ თქვენი უმცროსი ქალიშვილი ჩემი ვაჟის მეუღლე გახდეს. ეს პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზაა. _ირინას თვალები ცრემლით აევსო. ღალატი საკუთარი დისგან და საყვარელი მამაკაცისგან. მუხლები და ქვედა ტუჩი აუკანკალდა, ტუჩების მოძრაობით ანიშნა სტუმრებს დაგტოვებთო და არეული ნაბიჯით დატოვა მისაღები ოთახი.
-გადაიტანს. მე ის დიდი ხნის წინ დავკარგე _გაიფიქრა ანერვიულებულმა რატიმ და თვალი გააყოლა მიმავალ გოგონას.
-მარია? მარია თქვენი მომავალი რძალი? _მონუსხულივით ჩაილაპარაკა ლუკამ. იმედგაცრუებული გახედა უმცროს ქალიშვილს, რომელიც არც კი გაეოცებინა ახალ ამბავს. მშვიდი სახით იჯდა და წრუპავდა გაცივებულ ყავას. ის თავს სრულიად არ გრძნობდა დამნაშავედ. სიყვარულს ყველა იმსახურებს, როგორიც არ უნდა იყოს და ვინც არ უნდა იყოს. ირინამ ხომ უარი თქვა რატიზე. ეს მამაკაცმა თვითონ უთხრა მარიას.
-თქვენის ნებართვით დაგტოვებთ _წამოდგა ლუკა, რომელმაც უხეშად მოჰკიდა ხელი თავის ქალიშვილს და კაბინეტისკენ წაიყვნა. მას მიჰყვნენ დათუნა და ნინოც.
-ირინა შემოიყვანეთ. გოგო მომიძებნეთ _ნოემბრის სუსხიან ქართან ერთად ოთახში დაქროდა ლუკას მრისხანების ქარიც. დათუნა ირინას მოსაძებნად გავარდა ოთახიდან.
-შეგიძლია ამიხსნა რას ნიშნავს ეს ფანდი? _ იყვირა ლუკამ.
-მამა, მე და რატიმ ვისაუბრეთ. მე დიდი ხანია ვიცნობ და თუ ცოლად გავყვები... _სიტყვების დამთავრება არ აცალა ნინომ ქალიშვილს და მთელი ძალით გაარტყა სილა.
-ეს გასწავლე? ეს ღირებულებები ჩაგიდე ტვინში? რა უნდა უთხრა შენ დას? რა ვუთხრათ გეკითხები. შემომხედე, ნუ იცრემლები. ნუ ტირიხარ-მეთქი! როგორ გაბედე, ეს როგორ გაგვიკეთე. შენი დის მდგომარეობა რატომ არ გაითვალისწინე. ეგოისტო ქაჯო! _მეორედ აპირებდა ნინო რომ დაერტყა, მაგრამ ოთახში შემოსულმა ირინამ შეაჩერა ქალი.
-გაჩერდი დე! არ იმსახურებს. მარია, რა დაგიშავე? ოდესმე ცუდად მოგექეცი თუ რამეში არ დაგეხმარე? რით დავიმსახურე? ეს ხომ ვაშლი არ არის, რომ ორივემ გავიყოთ? მიპასუხე მარია. მიპასუხე თორემ შენი დუმილი ჭკუიდან მშლის!
-მიყვარს ადამიანებო. სიყვარული დანაშაულია?
-რატომ ის? რატომ რატი გეკითხები. დედამიწაზე კაცი ცოტაა თუ მამამ რამე აგიკრძალა? დალევა, გართობა რამე გაკლია?
-ძალიან იმედგაცრუებული ვარ მარია შენით. _აკანკალებული ხმით დაიწყო ლუკამ. როგორ გაებედნიერებინა ერთი ქალიშვილი მეორის უბედურების ხარჯზე? ხმამაღლა ქვითინებდა ნინოც. ირინამ ჯერ დედას აკოცა შუბლზე, შემდეგ მამას მოეხვია.
-ირინა, თუ შენ იტყვი რომ ეს არ გინდა, მზად ვარ მათ იარაღით შევებრძოლო. ვიცი, ოჯახებს შორის ომი გარდაუვალი იქნება. ჩვენ მზად ვართ ომისთვის შენგამო.
-არა მამა. ეს ხომ პირადული არ არის. ბიზნესია. შენ როგორც საჭიროდ ჩათვლი ისე მოიქეცი. _ცრემლები მოიწმინდა ირინამ.
-ირინა...
-მამა, მარია გათხოვდება. ქორწილამდე დავრჩები, შემდეგ კი საზღვარგარეთ წავალ. ყველაფერი კარგად იქნება, კარგად ვიქნები. გპირდები მამიკო. _მამაკაცს მოეხვია და კაბინეტი დატოვა.
-ხედავ რა გააკეთე? არ ხარ შენ ჩემი შვილი. აღარ ხარ ჩემი შვილი _ქვითინს აგრძელებდა ნინო.
-ვერ იტყვი რომ ირინა სხვანაირად გვიყვარდა. _სიტყვის დაწყება არ აცალა ლუკამ. -გაეთრიე და მოწესრიგდი. თვალში არ მომხვდე იცოდე! _მარიამ სწრაფად დატოვა კაბინეტი და ტირილით გავარდა ოთახში. რამოდენიმე წუთი დასჭირდა ლუკას დასამშვიდებლად. მაუღლე წამოაყენა და ცივ ოთაში დათუნა დატოვა .


-მაპატიეთ. უბრალოდ ეს ძალიან მოულოდნელი იყო. _ადგილი დაიკავა ლუკამ.
-პირიქით, თქვენ მაპატიეთ რომ არ გაგაფრთხილეთ. _მომლოდინე თვალები მიაპყრო მამაკაცს გიორგიმ.
-ჩვენ გადავწყვიტეთ და თანახმა ვართ, რომ მარია მოგათხოვოთ. _მარიას დაბრუნების შემდეგ წარმოთქვა ლუკამ. რატიმ ძალიან შესამჩნევი ყალბი ღიმილით გაუკეთა ბეჭედი ბედნიერ გოგონას და მოურიდებლად აკოცა.
-გულის ამრევია _დაიჩურჩულა დათუნამ ირინას გასაგონად.
-დაიკიდე _ირონიული ღიმილით უმზერდა წყვილს ირინა და საკუთარ ბედზე ეცინებოდა.
-დარწმუნებული ვარ, ღმერთმა დედამიწის შექმნის მერე, ჩემი ცხოვრების გეგმა შეადგინა, რომ კარგად ეხალისა. საწყალი ადამიანები. ამქვეყნიურ ცხოვრებას ისე ატარებენ, თითქოს ცას შეახმებიან და სამუდამოდ ცოცხლებად დარჩებიან. ღალატი და ძალიან ბევრი ღალატი... დათუნა, ფული და სიყვარული ერთად არ არსებობს. ერთი აუცილებლად შეუქმნის პრობლემებს მეორეს.
-წასვლაზე სერიოზულად ფიქრობ?
-რათქმაუნდა. აქ რა დამრჩენია?
-მეც წამოვალ რა _ თითქოს შეევედრა ბიჭი.
-მეკაიფები ხო?
-ყველაზე უკეთ ჩვენ ვიცით, რომ მე აქ მომავალი არ მაქ. რაც უნდა მაგარი და მდიდარი ვიყო გეის არავინ მიიღებს.
-ჩემი მარტო დატოვება არ გინდა _ გაეღიმა გოგონას.
-ეგეც არის.
-მიყვარხარ დათუნა.
-მეც მიყვარხარ _გაეღიმა ბიჭს...
*******
ქორწილის სამზადისს პასიურად უწყობდა ფეხს მაჩაბელების მრავალწევრიანი ოჯახი. ბედნიერი მარია მომავალ დედამთილთან ერთად დადიოდა მაღაზიიდან მაღაზიაში. ზედმეტად გამხდარი გოგონასთვის სასურველი ზომის კაბა ვერ იშოვეს. საბოლოოდ, ისევ დედამთილმა მოიფიქრა, რომ კაბა შეკვეთით შეეკერათ. წყვილი დიდ დროს ატარებდა ერთად, თუმცა გოგონა გრძნობდა, რომ რატი გამუდმებით გაბრაზებული და გაღიზიანებული იყო. ხშირად ეჩხუბებოდა კომპანიის პერსონალს. სამჯერ მდივანი დაითხოვა, ყველაზე ბანალური მიზეზებით. მარიასთვის რატის დრო ყოველთვის ჰქონდა, თუმცა მისი ნათქვამი ყველა თბილი სიტყვის უკან სიყალბე იდგა, რასაც კარგად ამჩნევდა გოგონაც, მაგრამ მისთვის მთავარი რატი გაბრავას ცოლობა იყო.

სევდიანი მშობლები ირინასთან ცდილობდნენ დროის გატარებას, თუმცა გოგონა თითქოს შეეგუა. ხშირად იცინოდა, უბრალო მიზეზზეც კი. ბედნიერი და არეული საუბრობდა. კოცნიდა მშობლებს და ცეკვავდა დათუნასთან ერთად. კომპიუტერულ თამაშებს თამაშობდა ნიკოსთან და კომპანიის საქაღალდე აღრიცხვების მოწესრიგებაში ეხმარებოდა. მხოლოდ მაშინ აჩენდა სევდას, როცა მოხუც მეზობელს, რომელსაც ცალი ფეხი სამარეში ედგა და ყრუ იყო ნარდს ეთამაშებოდა.
-ნოდო ბაბუ, რა კარგია რომ არ გესმის. _იღიმოდა გოგონა, და საპასუხოდაც მოხუცის თბილ ღიმილს იღებდა. -მე მესმის ყველაფერი. იცი, ნოდო ბაბუ. ჩემმა საყვარელმა მამაკაცმა ჩემს დას ხელი სთხოვა. ბაბუ, იცი შიგნიდან ვიწვი. ყვირილი და ტირილი მინდა. იცი რამდენჯერ გადამიარეს? ბევრჯერ ბაბუ, ბევრჯერ მატკინეს. დავიღალე, მინდა ტკივილებს გავექცე და სადმე გადავიკარგო. მარტო ვიცხოვრო სადღაც შორს. პრობლემებისგან შორს. ბაბუ იცი გუშინ მდინარეზე ვიყავი. გადახტომა მინდოდა _მოხუცმა გოგონას გაფართოებული თვალებით შეხედა. -ვერ შევძელი ბაბუ, მშიშარა ვარ _ატირდა გოგონა. მოხრილი ნოდო მოკლე ნაბიჯებით მიუახლოვდა გოგონას და გულში ჩაიკრა. სასიამოვნო სითბომ დაუარა სხეულში ირინას. მისი უსიტყვოდ ესმოდათ და მხოლოდ ეს ღირდა ბედნიერებად.
********
ყველა ქორწილის სამზადისსში იყო ჩაფლული. სალონიდან სალონში დადიოდნენ და ახალ კაბებზე და მის ფასებზე საუბრობდნენ. მძიმედ ასწია თავი ლოგინიდან ირინამაც. იბანავა და თმა გაიშრო. დიდი გარდერობი გააღო და სასურველი კაბა იპოვა. რათქმაუნდა, ის თავის შეწუხებას არ აპირებდა, რომ კაბა ეყიდა. სამაგიეროდ მას ჰქონდა თეთრი კაბა, ამოღებული ზურგით და ღრმა დეკოლტით. წელში ლამაზად გამოყვანილი, გოგონას უნაკლო ფორმებს ხაზს უსვამდა და სასიამოვნო შესახედს ხდიდა. ოდნავ მოვარდისფრო ფეხსაცმელს ამავე ფერის ჩანთა შეუხამა და მაკიჟს გასაკეთებლად მიუჯდა სარკეს.
-რა უქენი ჩემს ირინას? _დაუსტვინა დათუნამ.
-შევჭამე _სიცილით გადეხვია გოგონა ბიძაშვილს.
-სასწაულად გამოიყურები _ლოყაზე აკოცა ნიკომაც.
-სელფი არ გვინდა? _დათუნამ რამდენიმე ფოტო გადაიღო და ირინას ლოყაზე აკოცა.
-შენი დაჭკვიანება არ იქნება _ გაეცინა გოგოს და ნიკოს აედევნა. სამეული ბოლო ხმაზე მღეროდა Louis Prima-ს Just A Gigolo-ს...

ქორწილი ზუსტად ისეთი გრანდიოზული იყო როგორზეც მარია და ირინა ბავშვობაში ოცნებობდნენ. პატარძალი და სიძე კი განსაკუთრებულად ლამაზები ტკბებოდნენ თავიანთი ბედნიერების დღით. ძალიან ბევრ ადამიანს მოეყარა თავი მაღალი წრიდან. ახალგაზრდები წარსულს იხსენებდნენ და ხმამაღლა იცინოდნენ. უფროსი თაობა სადღეგრძელოებს ამბობდნენ და ყანწებს ბოლომდე ცლიდნენ, ელიტარული ქალბატონები კი მშვიდად საუბრობდნენ შამპანურის ჭიქებით ხელში. დარბაზის ყურადღება მთლიანად მიიქცია სახეგაბადრულმა ირინამ. რესტორნის პერსონალმა გოგონას გრძელი პალტო გამოართვა და მაგიდის ნომერი უკარნახა. გოგონა პირდაპირ სიძე-პატარძალთან მიიჭრა და მთელი ძალით გულში ჩაიკრა და.
-რატომ თეთრი კაბა? _უჩურჩულა მარიამ.
-არაფერი პირადული. _გაეღიმა გოგონას. სიძეს თვალი აარიდა და მშობლებსაც სიხარულით მიუალერსა. შემდეგ ისევ მარიასთან დაბრუნდა და მის პირდაპირ დაიკავა ადგილი. უსმენდა მეგობრების ისტორიას და თვითონაც უდარდელად იცინოდა. რამდენიმე ჭიქა ღვინის შემდეგ გაორებები და თავბრუსხვევა დაეწყო.
-მოდი ნუღარ დალევ კარგი? _ჭიქა გამოართვა რატიმ.
-გაა*ვი შენი დედაც მოვტ*ან _მაგიდიდან წამოდგა გოგონა და ნიკოს მიუჯდა. მოპირდაპირე მაგიდიდან უცნობი ახალგაზრდა ჭიქის აწევით მიესალმა. სასმელმოკიდებული გოგონა დათუნას ჩამოეკიდა კისერზე. დიდხანს და დაუღალავად ცეკვავდა ყველანაირ მუსიკაზე. ბოლოს ფეხზე დგომისგან გული აერია და სირბილით გავარდა რესტორნიდან. მუცლის ტკივილმა ღებინება დააწყებინა და თვალები სიმჟავისგან აუწყლიანდა. ბოლოს, როცა თავი უკეთ იგრძნო მისი ყურადღება რესტორნის კუთხეში მდგარმა ორმა ფიგურამ მიიქცია. მაშინვე იცნო უცნობი მამაკაცი და რატი. უცნობმა რატის მუშტი მოუქნია, მან აიცილა და „სმითი და ვენსონის MODEL 60“ შუბლზე მიაბჯინა.
-არაკაცი! _გოგონა ჩქარი ნაბიჯით მიეჭრა რატის და ზურგზე ხელი დაარტყა.
-არადა ბოლო წამამდე ღირსეული მოწინააღმდეგე მეგონე. _თითქოს დანანებით დაიწყო ირინამ.
-ყოველთვის იქ ჩნდები სადაც შენი ადგილი არ არის.
-რატი რესტორანში შედი, თუ გინდა რომ ვიყვირო?
-არ ჩაერიო, ვნახოთ თუ შეძლებს და მესვრის. _სასიამოვნო ბარიტონით დაიწყო უცნობმა.
-არ ვიცი თქვენ შორის რა ხდება, მაგრამ არ მინდა მარია ქორწილის დღეს დაქვრივდეს.
-და რას იზამ?
-თუ ეს უნდა მოხდეს, ბარემ მე გესვრი და გავსწორდებით _ირონიული ღიმილით უპასუხა და თვალებით იარაღზე ანიშნა. რატის გოგონას საქციელზე გაეცინა. „სმითი და ვენსონი“ შეინახა და გინებით დაბრუნდა რესტორანში. უცნობი მანქანას მიეყრდნო და გოგონა შეათვალიერა. შემდეგ სიგარეტი ამოიღო და ირინას მიაწოდა. გოგონამ ღერი ტუჩებში მოიქცია და ჩანთიდან სანთებელა ამოიღო. ჯერ თვითონ მოუკიდა, შემდეგ მამაკაცს და ისიც მანქანას მიეყრდნო.
-სანდრო ბურდული _ მშვიდი ხმით დაიწყო ბიჭმა.
-ირინა მაჩაბელი.
-შეიძლებოდა ესროლა შენთვის.
-არც შენ გესროდა.
-რა?
-შენც არ გესროდა-მეთქი. ის უბრალოდ მანიპულატორია, ვინ მისცა მაგას ადამიანის მოკვლის ძალა. _მამაკაცს ჩაეცინა.
-როგორც ჩანს, მას არ იცნობ.
-ჩემზე უკეთ მას არავინ იცნობს _თავდაჯერებით თქვა გოგონამ.
-იცი რომ რატის ცოლი ჰყავს? _სანდრო რამოდენიმე წუთი უყურებდა თვალებში. შემდეგ სიგარეტი მოისროლა და რესტორანში დაბრუნდა. დენდარტყმულივით იდგა ირინა ერთ ადგილზე. გონებაში ბურდულის სიტყვები უტრიალებდა და მის გააზრებას ცდილობდა. ცოლში ვინ იგულისხმა?
-სანდრო. სანდროო. დამელოდე _ დაუძახა მამაკაცს. ის ჯიუტად არ ჩერდებოდა, თითქოს გოგონას სიტყვები ვერ გაიგო. -ღმერთო ჩემო, რა გავაკეთო. _მუხლებში ჩაიკეცა და ისევ ატირდა.
-რთულია ყველაფრის მერე რწმენა გქონდეს. ყველაფერი ვიცი შენზე _ბურდულის ხმამ დაარღვია სიჩუმე.
-უშიშროებაში მუშაობ? _წამოდგა გოგონა. სანდროს ხელში მისი პალტო ეჭირა. ჩაცმაში დაეხმარა და თბილად გაუღიმა.
-არა, უბრალოდ საქართველოში ვცხოვრობ.
-მომატყუე?
-წამო რა, დავლიოთ. კარგი კომპანიონი მჭირდება _გასაღები ხელში შეათამაშა.
-და რატომ გადაწყვიტე რომ ეს მე ვიქნები?
-არცერთს არ გვინდა აქ ყოფნა. წამო, თავს ნუ იფასებ. _გოგონას გაეღიმა. ტელეფონი ამოიღო რომ დათუნა გაეფრთხილებინა, მაგრამ სანდრომ უცებ ააცალა ხელებიდან.
-არანაირი ტელეფონი. _ხელი მაღლა ასწია ბურდულმა.
-მომეცი, დათუნა უნდა გავაფრთხილო _უშედეგოდ ცდილობდა ირინა ტელეფონის დაბრუნებას.
-არ წამოვალ იცოდე. დამიბრუნე _სანდრომ ტელეფონი მიაწოდა და მანქანისკენ გაუძღვა. შვიდ წუთიანი მგზავრობის შემდეგ მანქანა ირინასთვის უცნობი, მაგრამ საკმაოდ ხალხმრავალი კლუბის წინ გააჩერა. მამაკაცი ისევ წინ მიდიოდა.
-სანდრო, კაბა ხელს მიშლის და ცოტა ნელა რა _აწუწუნდა გოგო. მამაკაცმა ხელი მოჰკიდა და კლუბში ისე შევიდა. პოტენციური წყვილი მაშინვე ყურადღების ცენტრში მოექცა.
-დობი აქეთ _ხელის აწევით დაუძახა ბარმენს.
-დობი? სერიოზულად? _გაეცინა გოგონას.
-ერთი ტეკილა და ფორთოხლის წვენი რა.
-ფორთოხლის წვენი?
-შენი კუჭი სასმელს ვერ უმკლავდება _დასცინა მამაკაცმა. ბარმენმა ყველა კლიენტს თავი მიანება და პირველები ჩვენ მოგვემსახურა. წინ მაღალი ჭიქით დამიდგა ფორთოხლის წვენი და სანდროს მიუბრუნდა.
-დედაშენი იყო დღეს აქ. ვნერვიულობ სახლში მოვიდესო. _სანდრომ თავი დაუქნია.
-დობი იმიტომ ქვია, რომ დიდი პოტერჰიდი ვინმეა და მისი საყვარელი პერსონაჟიც დობია. გაიგე?
-კი... სანდრო, რაც რატიზე მითხარი სიმართლეა? რა იგულისხმე რომ მას ცოლი ჰყავს?
-სამწუხაროდ. აუ ძალიან ბევრ კითხას სვამ.
-აქ რატომ ვარ?
-იმიტომ რომ მარტო დალევა არ მინდა.
-არ მჯერა. ვერკვევი თქვენს ფსიქოლოგიაში. _ მას გაეღიმა
-ვერაფერს ვერ ერკვევი. მე ისე შემიძლია მოგატყუო აზრზე ვერ მოხვალ. თუ ეს რატისნაირმა გამო*ირებულმა შეძლო, არც მე გამიჭირდება. _ირინა ხმას აღარ იღებდა. მამაკაცის სიტყვებმა იმოქმედა გოგონაზე. ღრმად და არათანაბრად სუნთქავდა.
-მაპატიე, ეს არ უნდა მეთქვა. უბრალოდ, აქ იმიტომ ხარ რომ დალევა მინდა და მარტოობით დავიღალე. ერთადერთი ადამიანი ხარ ვინც ჩემს გამო რაღაც გააკეთა, ერთადერთი. ასე რომ დალიე შენი ფორთოხლის წვენი.
-დობი, მეც ეს რაღაც სასმელი დამისხი რა.
-რას აკეთებ, ხომ გითხარი რომ არ უნდა დალიო.
-მე მინდა და დავლევ. წადი და მიჩივლე. _სასმელს ჭიქიდან უაზროდ სვამდნენ და სისულელეებზე იცინოდნენ.
-მე მგონი გული მერევა _სკამიდან ჩამოხტა ირინა.
-ახლა უნდა აღებინო? _მხარში ამოუდგა სანდროც.
-აუ მართლა ცუდად ვარ, გამიყვანე გარეთ. გამიყვანე _პირზე ხილი აიფარა ირინამ. სანდრომ გოგონა ხელში აიტაცა და გარეთ გაარბენინა. ჰაერმა გონს მოიყვანა თუ ძალა გამოაცალა ვერ გაიგო. მამაკაცის მკლავებში ჩაეძინა. მან მანქანის უკანა სავარძელზე დააწვინა და ფეხსაცმელი გახადა. საჭეს მიუჯდა და მასაც იქვე, მანქანაში ჩაეძინა...

*******
თავის ტკივილთან ერთად, სურდომ გამაღვიძა. მანქანის სავარძელზე წოლისგან ძვლები მტკიოდა და საღამოს კაბა დისკომფორტს მიქმნიდა. ტელეფონი ჩავრთე. 2 გამოტოვებული ზარი მამასგან, 9 დედასგან და 16 დათუნასგან. აუცილებლად მომკლავენ... წინა სავარძელზე მძინარე ბურდულს გავხედე და მაგრად შევანჯღრიე.
-სანდრო, გაიღვიძე... _თვალები მძიმედ გაახილა და თვალები მოსრისა. რამოდენიმე წუთი დასჭირდა გამოსაფხიზლებლად.
-მგონი ბევრი დავლიეთ. _ირინამ დათუნას ნომერი აკრიფა.
*დათუნაა... მეგობართან ვარ... აუ, ბევრი დავლიეთ და დამეძინა... ხო მამა... მეგობართან ვარ თქო, მოვდივარ უკვე. არა მამა კარგად ვარ, 15 წუთში სახლში ვიქნები... ჩამიკოცნე... _ტელეფონი ჩანთაში შეინახა და პალტო ჩაიცვა.
-სასიამოვნო იყო შენი გაცნობა. _ტბილად გაუღიმა და მანქანიდან გადასვლა დააპირა.
-დაჯექი, გაგიყვან. ასე სად უნდა წახვიდე?
-ისედაც ძაან შეგაწუხე.
-როგორი ოფიციალური ბრძანდებით. _გამხიარულდა მამაკაცი.
-არ არის სასაცილო. _სიგარეტის ღერი ტუჩებს შორის მოიქცია.
-მეც მინდა _ირინამ სიგარეტის ღერი პირში ჩაუდო და მოუკიდა. -ჯიგარი ხარ. _ცერა თითი აუწია და წინ მიმავალ მანქანას რამდენჯერმე დაუსიგნალა.
-ტიპური ქართველი მძღოლი _თავი გააქნია მაჩაბელმა.
-ნახე რანაირად ატარებს. თითქოს ახალშობილი ზის საჭესთან.
-ძალიან გადაიღალე გეტყობა. რამდენი ხანია ნორმალურად არ გძინებია.
-ვერ წარმოიდგენ იმდენი ხანია...
-სანდრო, რაღაცნაირად იდუმალი ხარ.
-შენ არა?
-არა.
-ჩემი აზრით, ყველა ადამიანში არის რაღაც იდუმალება.
-მხოლოდ ჩემში არა. მე გადაშლილი წიგნი ვარ. _გაეღიმა ირინას.
-მოვედით. _დანანებით ჩაილაპარაკა სანდრომ. -იცი, ერთადერთი გოგო ხარ, ვისთანაც ღამე გავატარე და არაფერი მოხდა.
-ჩვენ ერთად დავლიეთ _გაეცინა და მანქანიდან გადავიდა.
-შეიძლება დაგირეკო?
-მხოლოდ მაშინ, როცა დალევა ძალიან მოგინდება. მე კარგი კომპანიონი ვარ.
-შეხვედრამდე.
-კარგად _ღიმილით უყურებდა მიმავალ მანქანას და სანამ ჰორიზონტმა არ ჩაყლაპა სახლში არ შესულა. მისაღებში ქოთქოთით შეეგება დედა. როგორც ყოველთვის ახლაც ლუკას აბრალებდა შვილის გაფუჭებას.
-შენი ბრალია ლუკა, ძალიან ლმობიერი მამა ხარ. შვილებს ყველაფრის უფლებას აძლევ და ამიტომაც არიან ასეთი თავაშვებულები. რა ქვია ახლა ამის საქციელს?
-რა ვუთხრა ქალო? ვუყვირო?
-ქალოს ნუ მეძახი! _მაშინვე გაუჯავრდა დედა. _დაელაპარაკე, რამე უთხარი! _ღიმილით ადევნებდა თვალს მშობლების კინკლაობას ირინა.
-ირინა, გაიგე რა თქვა დედაშენმა? ამის მერე წესიერად მოიქეცი _ჭკუა დაარიგა ლუკამ.
-უფრო მკაცრად, თუ შეიძლება. _ხელებით საუბრობდა ნინო.
-ამის მერე წესიერად მოიქეცი! _ხმას აუწია ლუკამ და მაგიდას დაარტყა მუშტი.
-როგორ მიყვარხართ ხალხო _სიცილით ჩაკოცნა მშობლები და ოთახში გავარდა.
-შენი გათამამებულია ეს გოგო, შენი _წყრომით ჩაილაპარაკა და მისაღები დატოვა ნინომაც.

-დათუნაა, გამოეთრიე ჩემი აბაზანიდან! _ყვიროდა და კარზე აბრახუნებდა ირინა.
-ბებიაშენისამ! იკივლე რამდენიც გინდა. _ყვიროდა დათუნაც.
-ადამიანო, მოგწერე არ მოვდივარ მეთქი. რა ქალივით იბუტები.
-ირინა ახლა თუ არ გინდა, რომ თავზე დაგაფარო ყველაფერი ბოდიშით დაიწყე საუბარი.
-დიდი ბოდიში დათუნა, თქვენო ბრწყინ-ბუტია-ვალებავ.
-წინასთან შედარებით მეტი ეფექტი ქონდა. ღმერთო ჩემო, მთვრალ ზვიგენს გავხარ _შემათვალიერა დათუნამ.
-ნეტა სად ნახე მთვრალი ზვიგენი. _თავზე წამოვარტყი და აბაზანის გასავსებად ონკანი მოვუშვი.
-გოგო, გუშინ იცი რა მოხდა?
-დაფქვი _დათუნა ყველაზე ბომბ ამბებს იწყებდა ამ წინადადებით.
-რატის ვიღაცასთან ჩხუბი მოსვლია. სულ უცბათ დაგვადგა პოლიცია თავზე და რატი დაიჭირეს. უსაბუთო იარაღის ტარების გამო. პონტში, მამამისმა მოაგვარა რომ ქორწილის ბოლომდე დაეცადათ და როგორც კი ხალხი დაიშალა ეგრევე ბორკილები დაადეს. აზრზე ხარ მარიას მერამდენე პირველი ღამე ჩაეშალა? _მხიარულობდა დათუნა.
-რაც უნდა იყოს, ის ჩემი და და შენი ბიძაშვილია. სოოუ, შევეშვათ მაგათ. ის მითხარი, ვინ დაურეკა პოლიციას?
-არვიცი, ჯერ არ გაურკვევიათ. სავარაუდოდ გიორგი გირაოს გადაიხდის.
-იცოდი რომ რატის ცოლი ჰყავდა? _გაახსენდა სანდროს სიყვები. დათუნას ყავა გადასცდა და ხველება აუტყდა.
-შ*გ ხომარ გაქ? _ცრემლებს იწმენდდა თვალებიდან.
-ზუსტად მეც არ ვიცი რა იგულისხმა _დასჯილივით ჩაილაპარაკა ირინამ.
-ვინ?
-გუშინ რატი რომ ბიჭს ეჩხუბებოდა იმან. მე ჩავერიე და შემდეგ ჩვენ დასალევად წავედით.
-ტიპური ირინა _თვალები აატრიალა დათუნამ და სააბაზანო დატოვა.
**********
ქაფიან აბაზანაში მეძინა მობილური რომ აციმციმდა. აღება შემეზარა, ვიფიქრე აუცილებლად გათიშავს, რომ დაიღლება-მეთქი, მაგრამ თქვენც ნუ მომიკვდებით. სველი ხელებით ავიღე ტელეფონი. უცნობი ნომრიდან ვიდეოზარით მირეკავდნენ. ვუპასუხე და ნაცნობი სახის დანახვაზე თვალები ავატრალე.
-ნუთუ ასე მალე მოგინდა დალევა?
-აბა რა, ნაბახუსევიდან კი არ გამოვსულვარ ჯერ.
-რამ შეგაწუხათ ბატონო სანდრო?
-შენი დახმარება მჭირდება. სერიოზული საქმეა.
-იცი, ხვალ საზღვარგარეთ მივფრინავ და არ მგონია გამოგადგე.
-დამიჯერე, როცა ყველაფერს გაიგებ აუცილებლად გადადებ ფრენას _ კოცნის იმიტაცია გააკეთა და სანამ ხმას ამოვიღებდი გამითიშა. ტელეფონი გადავდე და ისევ ძილს მივეცი ჩემს გონებაზე და სხეულზე ბატონობის უფლება.

-ახალდაქორწინებულები გვესტუმრნენ _ფილმის ყურება გამაწყვეტინა ნიკომ.
-მერე მე რა შუაში ვარ?
-არ ვიცი, ლუკამ გააფრთხილეო.
-აუ მაგანაც ბრძანებების მეტი არაფერი არ იცის. _ლეპტოპი დავხურე და ქუსლიანები მოვირგე. ორი თავით მაღალ ნიკოს თმა ავუჩეჩე და სირბილით გავვარდი ოთახიდან. აკისკისებულმა ნიკომ ვინ იცის უკვე მერამდენედ გადამარჩინა კიბიდან დაგორებას. მისაღებში, მიუხედავად ინოვაციური ქორწინებისა მაინც იგრძნობოდა დაძაბულობა და უხერხულობა. მშობლებს ლოყაზე ვაკოცე, დანარჩენებს ხელი ჩამოვართვი. მხოლოდ მარია დავტოვე უყურადღებოდ. როგორც კი დავჯექი, ჩემი ტელეფონი რამდენჯერმე აწკრიალდა. მესიჯი გავხსენი და გამეღიმა.
-რა კარგი წყვილია, საყვარლები ესენი.
-დათუნა მოგკლავ! (სიცილის სმაილები)
-ფუ, ნამდვილი ბულერი ხარ!
-გაჩერდი და მოუსმინე. გამოგადგება როცა დაბერდები.
-მე ეკონომიკაზე საუბარს არ ვაპირებ ჩემს სტუმრებთან. _დათუნა წამში გვერდზე მომიჯდა.
-რატი, სად აპირებთ თაფლობის თვის გატარებას? _ნინომ ყავის ფინჯანი მაგიდაზე დადგა.
-არ ვიცი. ჯერ-ჯერობით საქმეები მაქვს და ვერსად ვერ ვახერხებთ წასვლას.
-რა? შენ ხო დამპირდი რომ იტალიაში წავიდოდით? _მარიამ მეუღლეს გაფართოებული თვალებით შეხედა.
-კი საყვარელო, მაგრამ ვერ ვახერხებ _ხელზე აკოცა რატიმ.
-რას ქვია ვერ ახერხებ? ნუთუ ჩემ გამო ვერ გადადებ შენს საქმეებს?
-ვერ გადავდებ. ეს ხომ ბიზნესია, მოდუნება არ შეიძლება.
-პოპკორნით ჩავუჯდეთ? _მომივიდა ესემესი დათუნასგან. არაფერი ვუპასუხე და სამზარეულოსკენ მიმავალ მარიას გავაყოლე თვალი.
-ასეთები არიან ახლანდელი ბავშვები... _თავიდან დაიწყო ლალიმ. მოსაუბრეები მივატოვე და სამზარეულოში გავედი. დახლზე ჩამოვჯექი და წითელი ვაშლი ჩავკბიჩე.
-ჩემს დასაცინად მოხვედი?
-სიმართლე გითხრა არა, ვაშლის საჭმელად შემოვედი.
-ვიცი რომ რატი გიყვარს _ წყლიანი ჭიქა მაგიდაზე დადგა.
-ცდები ძვირფასო. მე დავივიწყე, აი რატიზეც რომ იგივეს თქმა შეიძლებოდეს...
-რის მიღწევას ცდილობ ირინა? რატი ჩემთანაა, მე მისი ცოლი ვარ _მითხრა თავმომწონედ
-ვინ გართმევს მერე? _გამეცინა მის სისულელეზე. მან ჭიქა ნიჟარაში ჩადო.
-ჰეი _სანამ გავიდოდა შევაჩერე და ნახევარი ვაშლი ვესროლე. სწრაფი რეაქციით ჰაერშივე დაიჭირა და გაოცებულმა შემომხედა.
-ვიფიქრე ვჭამ და დავუტოვებ მეთქი. შენ მაინც არ გიყვარს ახალი ხილი _გაბრაზებული და თვალებზე ცრემლებმიყინული დავტოვე სამზარეულოში, მაგრამ ნეტავ რა აზრი ჰქონდა? „ვაის გავეყარე და ვუის შევეყარე მჭირს მე“. რატი კედელივით ამესვეტა წინ.
-როგორ ხარ პატარავ?
-რატი, იცი რომ ორი ადამიანის ურთიერთობაში მესამე ყოველთვის ზედმეტია?
-მართლა? და ვინ არის ეს მესამე?
-შენ ხარ...
-გგონია ჩემ თამაშს შენ მოიგებ?
-შენ მოთამაშე არ ხარ. უარესი, არც არასდროს ყოფილხარ. თავიდანვე ამისთვის იყავი განწირული. _ტუჩებზე ცერა თითი გადავუსვი. _-და რატი, ბედნიერი ხარ? _არაფერი მიპასუხა. უგრძნობ და ცივ თვალებში წამიერად სევდის ნაპერწკალი გაუჩნდა და თვალები ამარიდა. -ასეც ვიცოდი. _კისერში ვაკოცე და გახევებული მამაკაცი მარტო დავტოვე ცარიელი სამზარეულოს შესასვლელთან.
*********
-ვიცოდი რომ მოხვიდოდი _ლოყაზე მაკოცა ბურდულმა.
-რათქმაუნდა, მე ხომ გულს არავის ვტკენ _სკამზე ჩამოვჯექი. დობიმ თბილად გამიღიმა და რამდნიმე წუთში ფორთოხლის წვენი დამიდგა წინ.
-გავლენა გაქვს ამ ხალხზე.
-სულაც არა. _ლუდის ბოთლი მიიტანა ტუჩებთან.
-ვერ გამაოცე. _მან პალტოს ჯიბიდან ფოტო ამოიღო და ჭიქის გვერდით დადო. ფოტოდან გოგონა მიმზერდა. ლამაზი, ხუჭუჭა და კუპრივით შავი თმით; შავი, დიდი თვალებით და გამხდარი სახით. დიდხანს ვუყურებდი გოგონას, ჩემი ქვეცნობიერი ვიღაცას ამსგავსებდა, მაგრამ ბოლომდე არ იცოდა ვის. დუმილით გავხედე სანდროს და მივხვდი...
-შენი დაა?
-კი, ჩემი დაა. _გოგონას გახსენებამ წამიერად ღიმილი მოგვარა, შემდეგ ღიმილი სევდამ ჩაანაცვლა და სანამ რამის კითხვას მოვასწრებდი ბარში კივილი და სროლა ერთად ატყდა. ყურებზე ხელები ავიფარე და თვალები მაგრად დავხუჭე. წელზე ვიღაცის ძლიერი ხელი ვიგრძენი და წამის მეასედში მტკივნეული დაცემით აღმოვჩნდი ბარის მეორე მხარეს. დობიმ პირზე ხელები ამაფარა, რომ გავეჩუმებინე. გონებას აზროვნება ვაიძულე და თვალები გავახილე. თაროებიდან ათასნაირი სასმელი იღვრებოდა, ბოთლების ნამსხვრევები კი ყველგან ეყარა. სროლა არ წყდებოდა. დობის ვაიძულე ხელები მოეშორებინა ჩემთვის და ბარის დახლიდან გამოვძვერი. დავინახე სახეწაშლილი რატი, რომელიც ორივე ხელით გაურკვეველი მიმართულებით ისროდა ფისტოლეტს და დაჭრილი სანდრო, რომელიც ჭრილობების მიუხედავად ფეხზე მყარად იდგა და სახეზე მრისხანება ეხატა. რატის იარაღს ტყვიები ამოეწურა და სანდრომაც სროლა შეწყვიტა.
-რატომ დაბრუნდი? ჩენ შეთანხმება გვქონდა! _იღრიალა რატიმ.
-სისხლი სისხლის წილ. _ სახე ირონიულმა ღიმილმა დაუფარა.
-ნუ გავიწყდება, რომ ჩვენი მხრიდან სისხლი არ დაღვრილა _ ღრმად და არეულად სუნთქავდა გაბრავა.
-ყ*ეზე ! ჯოჯოხეთში შემინახე ადგილი _ სანდრომ ფისტოლეტის საკეტი გადატენა.
-სანდრო, გაჩერდი ! _ ირინა რატის გადაეფარა და მბრძანებლური ტონით შეხედა ბურდულს.
-გაიწიე _მოთმინებით უპასუხა სანდრომ.
-სანდრო, არ მინდა რომ ის მოკლა.
-არ მიკითხავს გინდა თუ არა.
-არ მინდა მისი სისხლით დაისვარო ხელები. _სანდროს ცინიკურად ჩაეცინა.
-შენ მე სულ ფეხებზე გკიდ/ივარ, მთავარია შენი ნაბი*ვარი შეყვარებული გადარჩეს. ქალს ჭკუა არ მოეკითხებაო შენზეა ნათქვამი. ეს ს*რი მე ხელს ვერ მახლებს, შენს მოსაკლავად მოვიდა, და ამ დროს რატის უდიდეს პრობლემას მისი გადარჩენა უნდა. _ ის ჩუმად იდგა ორი განრისხებული მამაკაცის შუაში.
-მოგსტ*ვნიათ პატრონი ორივეს ! _ჩანთა აიღო და ბარიდან უკანმოუხედავად გავარდა. _ორივე მამაკაცის მზერა თან მიჰყვებოდა ქალის გადაადგილებას. გაცოფებულმა სანდრომ ჰაერში რამდენჯერმე გაისროლა და რატის მიუახლოვდა. იარაღის ლულა ლოყაზე მიაბჯინა და კისერში მთელი ძალით მოუჭირა ხელი.
-ტყუილად წვალობ სანდრიკ. გული მწყდება რომ ახლა არასწორ ადგილას ხარ.
-ილოცე! ილოცე რომ სხვა დროსაც გადაგეფაროს შენი დედაც! _სუნთქვაარეული რატი არეულ ბარში დატოვა და ირინას ნაკვალევს გაჰყვა. გოგონა გასასვლელში იდგა და სიგარეტს ეწეოდა. თვალებდახუჭული ეყრდნობოდა კედელს ფეხს ნერვიულად ათამაშებდა.
-მოდიხარ? _ისე იკითხა ბურდულმა, რომ ზედაც არ შეუხედავს.
-დაჭრილი ხარ და ეზო ჟურნალისტებითაა სავსე. _ქუსლიანები გაიხადა და მამაკაცს აედევნა. ჟურნალისტების მთელი ჯგუფი მისცვივდა შენობიდან გამოსულებს.
-ბატონო სანდრო, რას გვეტყვით დღევანდელ ინციდენტთან დაკავშირებით?
-ეს გვარებს შორის დაპირისპირება იყო?
-ბატონო სანდრო, რა საერთო აქვს თქვენს ოჯახთან მაჩაბელების და გაბრავებს გვარს?
-თუ შეიძლება ბატონო სანდრო, გვითხარით რატომ არ ერევა პოლიცია ამ საქმეში? _სანდრო ირინასთან ერთად ჩაჯდა მანქანაში და მაღალი სიჩქარით გაიყვანა ეზოდან. ავტომობილს გაბმული სიგნალით და სხვადასხვა შეძახილით უთმობდნენ გზას მძღოლები. მამაკაცი ნერვიულად ათამაშებდა თითებს საჭეზე და დაძაბული უყურებდა გზას.
-სანდრო, რა გჭირს ამიხსნი? _მამაკაცმა მანქანა ორსართულიანი სახლის წინ გააჩერა და ძრავის გამორთვის გარეშე გადავიდა . ირინამ მანქანა სწორად გააჩერა და ისიც სახლში შევარდა. ნანახმა გოგონა შოკში ჩააგდო. შესასვლელ კართან ახალგაზრდა გოგონას გვამი ეგდო. ის მაშინვე მომაკვდავთან დაიხარა და პულსი შეუმოწმა. ატირებულმა და შეშინებულმა დარეკა სასწრაფოში და სანდროს ძებნა დაიწყო. სამზარეულოში კიდევ ორი გვამი იპოვა. ქალი, რომელსაც სავარაუდოდ ზურგიდან ესროლეს და მამაკაცი, სავარაუდოდ მებაღე, რომელიც მაგიდაზე კისერმოგრეხილი ჩიტივით ეგდო. ატირებული და აკანკალებული გოგონა სანდროს ღრიალმა გამოაფხიზლა. ხმის მიმართულებით გაიქცა და მისაღებში შესვლისთანავე მუხლები მოეკვეთა. სანდრო შეშლილივით ხან ხუჭუჭა გოგონას სისხლიან სახეს კოცნიდა, ხან დედამისის გათეთრებულ თვალებს. მამაკაცი, რომელსაც სახეზე ტანჯვა ეხატა ხრიალით სუნთქავდა. სანდროს ღრიალი და ტირილი ერთმანეთში ირეოდა. ირინა სანდროს მამას მიუახლოვდა და თავი გულზე დაადო.
-ცოცხალია, ცოცხალია _ჩურჩულებდა სასოწარკვეთილი და ცივ ხელებს სუნთქვით უთბობდა. მას ნელ ნელა თვალები დაუმძიმდა და დახუჭა.
-არ მოკვდე, ძალიან გთხოვ არ მოკვდე _ჩურჩულებდა და გულის მასაჟს უკეთებდა.
-ერთი, ორი... არ მოკვდე რა, ძალიან გთხოვ ცოტა გაუძელი. სანდრო გონს მოდი ძალიან გთხოვ, სანდრო შეძელი და დამეხმარე, ჯერ გვიანი არ არის. _ტიროდა და მამაკაცის გადარჩენას ცდილობდა. სამყაროს მოწყვეტილი სანდრო ხმამაღლა ბღაოდა და ცრემლები თვალებიდან ოკეანეებად სდიოდა. მისაღებში ორი მაღალი და დაკუნთული ადამიანი ერთდროულად შემოვარდა და ორივე მათგანს იარაღი მიუშვირა. ირინამ მიწაზე დაყრილი ფისტოლეტებიდან ორივე ხელში აიღო და ფეხზე წამოდგა.
-იარაღი დააგდე გოგო, ორი ერთზე ვერ მოგვერევი _ სისხლიანი გოგონა ხან ერთ მამაკაცს უყურებდა, ხან მეორეს. ორივე მათგანის იარაღი ირინას მხარეს იყო მიმართული.
-ფეხზე მკი/დია, სამი წუთი გაქვთ, თუ აქედან არ წახვალთ ვისვრი.
-შენც მოკვდები მაშინ _დაიძახა იგივემ.
_სასწრაფო უკვე გზაშია, ასე რომ წადით. 1... 2... 3... _ირინამ ჩამკეტი გადატენა და უფრო მაღალი კაცის მხარეს გაისროლა, მაგრამ მეორე გასროლამ მას სული გაუყინა. მისი იარაღდან ტყვია ისეთივე სისწრაფით გავარდა, როგორც ცრემლები თვალებიდან.
-სანდრო _ ჩურჩულით მოსწყდა სიტყვები მის ბაგეებს და იარაღები დაყარა. გათიშულ და უგრძნობ სხეულს მოეხვია, აზროვნების უნარი დაკარგა, მამაკაცის უემოციო თვალების დანახვას კი ცრემლის სქელი ფენაც ვერ უშლიდა ხელს. შემდეგ იყო ისევ გასროლა. ყველაფრით განადგურებულმა, სიბნელის დადგომამდე მხოლოდ სირენების გაბმული ხმა გაიგო და უგონოდ დაესვენა სანდროს სხეულს.
*******
თვალებს სილურჯეში ვახელ. კედლები ლურჯი, ჭერი ლურჯი, სხეულზე გადაფარებული ფარატინა მატერია ლურჯი, ყველაფერი ლურჯი... გაბმული წუწუნი მესმის. რამდენიმე აპარატსაც ვხედავ და შემდეგ აღვიქვამ ჩემს მდებარეობას. საავადმყოფოში ვარ და თავს ძალიან სუსტად ვგრძნობ. თავიც მტკივა. ნეტავ რამდენ ხანს მეძინა? ლურჯებში ჩაცმული ქალი შემოდის და სწრაფადვე გადის უკან. წუთის შემდეგ ის ორ ექიმთან ერთად ბრუნდება, ისინიც ლურჯებში არიან გამოწყობილები. მძულს ლურჯი! ვიღაც მამაკაცი ქუთუთოზე მკიდებს ხელს და თვალში რაღაც ფარანს მანათებს. ნუთუ არ იცის რომ თვალები მტკივა? ორივე თვალი მტკივა! ისევ დაღლას ვგრძნობ და ისევ თავით ვეშვები ძილის სამფლობელოში.
********
ხელზე შეხებას ვგრძნობ და თვალებს ვახელ. მამაჩემს და დედას ვხედავ. ძალიან დაღლილი და ნატანჯი სახეები აქვთ. მამა როგორც კი ამჩნევს რომ ვიღვიძებ ლოყაზე მკიდებს ხელს და მიღიმის, დედა კი შუბლზე მკოცნის და თმაზე მეფერება. საუბარს იწყებს, მაგრამ არ მესმის რას მეუბნებიან. გასული კადრები გონებაში მოკლემეტრაჟიანი, სწრაფი ფილმის კომბინაციით მიდგება თვალწინ და მრისხანება მიპყრობს. ვენებიდან მილებს ვიძრობ, მშობლების ხელებს უხეშად ვიშორებ და პალატიდან თეთრად განათებულ დერეფანში გავდივარ. დათუნას სკამზე სძინავს, ნიკო სიგარეტს ეწევა, მარიას კი რატი ჭიქით აწვდის რაღაც სითხეს. წამში ჩვენი თვალები ერთმანეთს ხვდება მისკენ მივრბივარ. მთელი ძალით ვურტყამ გაშლილ ხელს სახეში. დარტყმის ხმა ექოდ ვრცელდება დერეფანში და ძალაგამოცლილი რატი ბარბაცებს. კიდევ ვურტყამ, თუმცა ვიღაცის ხელები ჩემს შეჩერებას ცდილობს. მასაც ვიშორებ და წაქცეულ რატის კისერში ხელებს ვუჭერ.
-მკვლელო, არაკაცო! ჩაძაღლდი შე ნაბი*ვარო, მოკვდი შენი დედაც ! _გაუაზრებლად და დაუფიქრებლად ვეძახი ყველაფერს, რაც პირზე მომადგება, თუმცა ჩემი ენერგია რამოდენიმე წამში სადღაც ქრება, მაშინ როცა კისერში ჩხვლეტას ვგრძნობ და იმ არეში სისხლი უცნაურ მოძრაობას იწყებს. კიდურები აღარ მემორჩილება და ისევ წყეული სიბნელე იპყრობს თეთრ, ბუნდოვან სინათლეს.
********
ტუმბოზე დადებულ საათს ვუყურებ. წითლად არა, სისხლისფრად აჩვენებს 14:37 -ს. უცნაური გრძნობა მიპყრობს. ფიქრი არ მინდა, თუმცა კადრები, რომელიც ვინ იცის უკვე მერამდენედ მიტრიალებს თვალწინ, არ მაძლევს დასვენების უფლებას. ჭამა არ მინდა, საუბარი არ მინდა და საკუთარი თავი მეზიზღება, იმიტომ რომ მე ოდესღაც რატი მიყვარდა. ამის წარმოდგენაზე გული მერევა და პირდაპირ იატაკზე ვარწყევ უცნაურად დამუშავებულ თეთრ მასას. არ მადარდებს, ტუჩებს მარჯვენა ხელით ვიწმენდ და ისევ საათის ყურებას ვაგრძელებ, რომელიც სისხლისფრად აჩვენებს 14:40-ს.
********
მთელი კვირა საათის ყურებაში გადის. ახლაც სისხლისფრად 00:36 -ს აჩვენებს. არავის ვესაუბრები და ჩემს ოჯასსაც ტანჯვას ვუორმაგებ, თუმცა არც ეს მადარდებს. სანდროს ნახვა მინდა. თითიდან წნევის აპარატს და ნემსებს ვიხსნი და ფეხშიშველი გავდივარ დერეფანში. აქ არცერთი ჩემი ახლობელი არ მხვდება, დათუნას გარდა, რომელსაც სკამზე სძინავს. ყველა პალატის კარს სათითაოდ ვაღებ და შიგნით ვიხედები, მაგრამ მას ვერცერთ ლურჯ ოთახში ვერ ვპოულობ. იმედგაცრუებული ვბრუნდები საკუთარ პალატაში. საწოლში ვერ ვისვენებ და ისევ თავიდან ვამოწმებ ყველა ოთახს. ძებნის შემდეგ კი მედდას ვეკითხები მის მდებარეობას. პასუხის მიღების შემდეგ კი მეორე სართულზე ლიფტით ავდივარ. 2010 პალატის კარს ვაღებ და დაუკითხავად შევდივარ. სანდრო ზურგით წევს. დაცვარულ ფანჯარას უაზროდ უყურებს და ჩურჩულით ითვლის.
-სანდრო _ვეძახი, თუმცა ხმას არ მცემს. მასთან მივედი და შავ, აწეწლი თმაზე ვეფერები.
-5 ადამიანი დაიღუპა. მამაჩემი გადარჩა, თუ ამას გადარჩენა ჰქვია. _ მტანჯველი დუმილი ჩახლეჩილი ხმით დაარღვია. -მადლობა ყველაფრისთვის, ირინა.
-უნდა შემემოწმებინა რომ კარგად იყავი. ახლა, როცა დავრწმუნდი, წავალ...
-არ ვარ კარგად ირინა.
-ვიცი. არც მე...
-ჩემთან დაიძინებ? _ლოგინის ერთი მხარე გაათავისუფლა ბურდულმა.
-დავიძნებ. _ ცარიელ ადგილზე მოთავსდა და ზურგით მიეყრდნო მამაკაცის სხეულს.
-მეშინია. _ბავშვის გულწრფელობით ამოილაპარაკა სანდრომ და წვიმის წვეთების თვლა გააგრძელა.
-ვიცი. მეც ძალიან მეშინია... ორივეს გვეშინია. შენ მარტოობის, - მე... მე არ ვიცი რისი მეშინია. უბრალოდ მეშინია. _ ორივე დადუმდა. ისე დადუმდნენ, როგორც გაფუჭებული საათი, რომელშიც ბატარეას არავინ ჩადებს.
*******
უემოციო და ცივი სანდრო დედის და დის საფლავს ცრემლიანი თვალებით დასცქეროდა. არ ემეტებოდა შავი მიწისთვის ოჯახის სხეულები. დაკრძალვას ძალიან ბევრი ადამიანი ესწრებოდა. ოჯახის მეგობრები, კოლეგები, სტუდენტები, უცნობი სახეები... ყველა გულით განიცდიდა ოჯახის თავზე დატეხილ ტრაგედიას. მუდამ ხმაურიანი ჯურნალისტებიც კი ცდილობდნენ შეუმჩნეველნი ყოფილიყვნენ. ყველა გავლენიანი ოჯახის წარმომადგენელი ესწრებოდა ბურდულის ოჯახის მანდილოსნების დაკრძალვას, უფროსი ბურდულის გარდა. ის თეთრ და ცარიელ ოთახში იჯდა. უაზროდ მიშტერებოდა თეთრ სინათლეს საგიჟეთის ოთხ კედელს შორის და შავთმიან ხუჭუჭა თოჯინას “იავნანას“ უმღეროდა. ხანდახან რეალობა უდგებოდა თვალწინ და გიჟდებოდა. მედდებს უძალიანდებოდა, წამლებს არ იღებდა და საჭმლიან თეფშებს იატაკზე ყრიდა. ბოლო ხმაზე გაჰყვიროდა ცოლ-შვილი მომიკლესო. სანდრო უმოქმედოდ ცხოვრებას მიეჩვია. ყოველ დღე მთვრალი ბრუნდებოდა სახლში და დაძინების მაგივრად ტიროდა. დიახ, ბავშვივით ტიროდა და თავს ადანაშაულებდა, რომ ოჯახის დაცვა ვერ შეძლო. შენდეგ ნარკოტიკების მიღებაც დაიწყო. კოკაინით გაბრუებულს ხან ბარის დამლაგებელი პოულობდა, ხან დობი, რომელიც მუდამ მეგობრის გვერდით იდგა და მის გადარჩენას ცდილობდა. სანდრო კი, იჯდა ჩვეულ ადგილას და სასმელით თვრებოდა. კარებში, ნაცნობი სილუეტი დალანდა და სახე ირონიულმა ღიმილმა დაუფარა.
-დაბრუნდი საქართველოში ძვირფასო? _ ირონიით ჰკითხა გამხდარ და სახეშეცვლილ გოგონას.
-დავბრუნდი. _უფრო თავისთვის თქვა და მამაკაცს სასმლიანი ჭიქა გამოართვა.
-რამდენი დრო გავიდა...
-სამი თვე გავიდა, შენ კი... რა უქენი სანდრო შენს თავს? _გაუპარსავ სახეზე გადაუსვა ხელი.
-აი ჩემი იდუმალი მხარეც ძვირფასო. მე ასეთი ვარ, სუსტი... _ხელები გაშალა მამაკაცმა და ხმამაღლა გადაიხარხარა.
-არც კი იცი რას ბოდიალობ. _ირინამ სანდროს მზერას თვალი გააყოლა და მოკლე შორტში, ბადე კალგოტში და ვულგარულ ტოპში გამოწყობილი ვარდისფერთმიანი გოგონა გამოარჩია უსაქმური ბრბოსგან.
-კარგად იყავი ირინკა _ სანდრო ბარბაცით აედევნა ტუალეტებისკენ მიმავალ გოგონას.
-ამის დედაც! _რამდენიმე წამის შემდეგ ირინაც უკან მიჰყვა წყვილს. ვარდისფერთმიანი ქალების საპირფასეშოს კარს მიეყრდნო და სანდროს ჰალსტუხი მაცდური ღიმილით მოქაჩა. შემდეგ ჯიბიდან ტაბლეტი ამოიღო და ენაზე დაიდო. მამაკაცს სახე შეეცვალა და გოგონას წელზე მოხვია ხელები, ხოლო სანამ კოცნას მოასწრებდა კედელზე მიყრდნობილი ირინასგან ტაში დაიმსახურა.
-ბრავო სანდრო, ბრავო! ამ დონეზე როგორ დაეცი? _მამაკაცს მიუახლოვდა ისე რომ გაოცებული გოგონასთვის ზედაც არ შეუხედავს. _ასეთი გაბღენძილი იდიოტი როგორ შეგიძლია იყო? მშიშარა და სუსტი ხარ დიახაც! იმის მაგივრად რომ შენი ოჯახის გამო შური იძიო და ანგარიში გაასწორო, ზიხარ და ვისკით გონების გათიშვამდე თვრები, შემდეგ კი ვიღაც ს ენიდან, ტაბლეტს იღებ და ამ დროს წარმოდგეაც არ გაქვს რამდენ კაცს უკეთებს დღეში მინე*ს და რამდენი პირში ტ*ნავს.
-ყ*ეზე შენი სიტყვები, ხვდები მაინც?
-არ გკიდია და ეს ჩემზე კარგად იცი მშიშარა ნაბი*ვარო!
-ვინ არის ეს ბო*ი? _გოგონამ ხელით ირინაზე ანიშნა. ის ნელა მიუახლოვდა ვარდისფერთმიანს და თმაში ჩაავლო ხელი.
-გუგლში რომ ქალაქის ძუკნები ჩავწერო შენი ფოტოების მეტი ვერაფერს რომ ვერ ვიპოვით იცი? _ვარდისფერთმიანმა მუცელში ჩაარტყა, შემდეგ კი სილა გააწნა. ირინამ ქამრიდან იარაღი ამოიღო და ქალს, რომელიც კიდევ აპირებდა გოგონასთვის დარტყა შუბლზე მიადო.
-ახლა რას იზამ შენი დედაც? თუ გაინძრევი, იცოდე ტყვია ისე სწრაფად გაგიხვრეტს სლიპინა ტვინს, რომ აზრზე მოსვლასაც ვერ მოასწრებ. _ირინამ რუსული „რულეტკიდან“ ხუთი ტყვია ამოიღო და ჩამკეტი დაატრიალა. შემდეგ გადაკეტა და ისევ გოგონას დაუმიზნა.
-გსმენია რამე „რულეტკაზე“? ჩემი საყვარელი თამაშია. _სახლეტს გამოჰკრა თითი და იარაღმაც გაიჩხაკუნა. შეშინებული გოგონა გაჩერებას სთხოვდა მაჩაბელს. ირინამ ისევ გამოჰკრა სასხლეტს საჩვენებელი თითი.
-ჰა? არ მესმის? გეშინია?
-გაჩერდი გთხოვ, გაჩერდი! _ევედრებოდა და ტიროდა გოგო.
-როცა ნარკოტიკებით ჭყიპავდი მხოლოდ იმის გამო, რომ ფული გადაეხადა და მაქსიმუმ გაე*იმე მაშინ რაზე ფიქრობდი? _ისევ დააჩხაკუნა იარაღი.
-ძალიან გთხოვ გააჩერე სანდრო! გაჩერდი გეხვეწები. არ მინდა სიკვდილი! _ისევ იარაღის წყეული ხმა...
-კარგად მომისმინე და დაიმახსოვრე. ბოლო ორი გასროლიდან შეიძლება შენთვის ერთ-ერთი სასიკვდილო აღმოჩნდეს. რადგან ყველა იმსახურებს მეორე შანსს გაგიშვებ, მაგრამ იცოდე, თუ გავიგებ რომ სანდრო ნარკოტიკებს კიდევ მიიღებს, მკი*ია ეს ვისი ხელით მოხდება, შენ დაისჯები. ახლა კი გაქრი აქედან! _გოგონა არეული ნაბიჯით გაეცალა იქაურობას. ირინამ გახეთქილი ტუჩიდან სისხლი მოიწმინდა და იატაკზე მჯდომ სანდროს ზევიდან დახედა.
-რატომ არ გამაჩერე?
-ირინა, ვიცი რომ იარაღიდან ყველა ტყვია ამოიღე. _ირონია გაურია ხმაში ბურდულმა. გოგონამ ჩახმახს ორჯერ გამოჰკრა ხელი და მეექვსე გასროლაზე იარაღიდან გავარდნილმა ტყვიამ იატაკზე კვალი დატოვა. გაოცებული სანდრო მაშინვე ფეხზე ადგა და გოგონას ფისტოლეტი ხელიდან გამოგლიჯა.
-გაგიჟდი გოგო შენ? რას მიჩალიჩებ ირინა, შენი დედაც! იცოდი ხომ რომ გადარჩებოდა?
-არ ვიცოდი სანდრო, არ ვიცოდი და შენ გამო გავრისკე. ჩამოყალიბებული დებილი ხარ, რა გელაპარაკო. _ხელები დანებების ნიშნად ასწია და მამაკაცი გაოცებული დატოვა.
*************
„მე კი დავრწმუნდი, რომ შენი ხელი
ჩემს დაღლილ ხელზე შეცდომით იდო,
შეცდომით იდო და ნელა-ნელა
თავის შეცდომას ხვდებოდა თითქოს...“ ამოვიკითხე გაფორმება ბაბუაჩემის ძველი წიგნის პირველ ყდაზე და სხეულში შიშის ჟრუანტელმა დამიარა. ვოცნებობდი, რომ ერთადერთ ადამიანს, გოგონას, არ მოეწრო თავისი შეცდომის მიხვედრა და ისევ დამდგარიყო ჩემს გვერდში. ისევ მოსულიყო ჩემთან, მაგრამ ის თითქოს ჯიუტობდა, თითქოს მსჯიდა მარტოობით ჩემი საქციელის და შეცვლის გამო. წიგნი გადავდე. შეშლილივით დავძარი მანქანა. ციფერბლატი 3:37- უჩვენებდა. ვიცოდი რომ ეძინა, მაგრამ არ მადარდებდა. სხვანაირია ადამიანის დაკარგვის შიში. წმინდა და ბოროტი, თუმცა შეიძლება კეთილიც. ის ისე შემოძვრება სხეულში ტვინის რომელიმე მცირე და ურეფლექსო ნეირონიდან, რომ სულს გაგიყინავს. რთული ის კი არ არის, რომ გონება მწარე რეალობის წინაშე გაყენებს, არამედ ის რომ ამ რეალობას გული აცნობიერებს და დაუფარავად გაჩვენებს შენს უგუნურებას. გეტირება, მაგრამ შენი ცრემლები ვერ იქნება იმ ურთიერთობის ფასი, რომელიც გამორჩეულ ადამიანთან გაქვს. ეს გამორჩეული ადამიანი კი ჩემს წინ, უზარმაზარი სახლის რომელიღაც ოთახში იწვა და სიზმრების განზომილებაში მოგზაურობდა. ზარის ღილაკს თითი დავაჭირე და ვიდრე ნამძინარემა ქალმა კარი არ გამიღო რეკვა არ შემიწყვიტავს.
-გისმენთ? _გაღიზიანებული და გაკვირვებული იყო.
-ირინასთან მოვედი, აუცილებლად უნდა ვნახო.
-ახლა სძინავს და აუცილებელია? დილამდე ვერ მოიცდით?
-დეიდა, გეხვეწები ახლა უნდა ველაპარაკო. წამსაც ვერ დავკარგავ.
-ვინ ხარით-მეთქი, რა ვუთხრა?
-ნურაფერს ეტყვით. უბრალოდ გააღვიძეთ. _ქალმა მისაღებში შემიყვანა, თვითონ კი კიბით მეორე სართულზე ავიდა. რამდენიმე წუთიანი ლოდინის შემდეგ ნამძინარევი ირინა მთქნარებით ჩამოვიდა კიბეზე.
-ვინ ისურვა ჩემი გაღვიძება? _აშკარად ნაწყენმა და გაბრაზებულმა გაავსო ჭიქაში წყალი.
-დებილმა... უნდა ვისაუბროთ _სათქმელს თავი ვერ მოვაბი.
-გისმენ ყურადღებით.
-არასწორად მოვიქეცი. შენ მართალი ხარ იცი? სუსტი ვარ და დახმარება მჭირდება. ირინა, მე შენი გვერდში დგომა მჭირდება.
-და ეს ერთი კვირის შემდეგ რატომ გაგახსენდა?
-სახლი აუქციონზე გავიტანე. _სუნთქვა შემეკრა, მას თვალებში სევდა ჩაუდგა.
-არვიცი, იქნებ არ იქცევი სწორად?
-იქ ვერ ვიცხოვრებ. იქ ყველაფერი...
-გინდა ჩაგეხუტო?
-არა კარგად ვარ.
-ვხედავ... როდის არის აუქციონი?
-ზეგ.
-მე შენთან ვარ, ოღონდ ერთი პირობით. რატიც რათქმაუნდა გაიგებდა და შენს გასამწარებლად იმ სახლს არავის დაუთმობს. უბრალოდ არ შემაჩერებ კარგი? _თავის დაქნევით დავეთანხმე.
-მაშინ, მე წავალ.
-გაგაცილებ. _წასვლამდე კიდევ ერთხელ შევხედე გოგოს. აბურძგნილი თმა საყვარლად შეეკრა კოსად. დიდი, ფართხუნა შარვალი და მაიმუნებიანი ზედატანი ეცვა.
-ირინა, შეიძლება გაკოცო?
-რათქმაუნდა _გაეცინა და ლოყაზე დაიდო საჩვენებელი თითი. გათამამებულმა წელზე მოვკიდე ხელი და უძილობისგან დასიებულ წითელ ტუჩებზე ფრთხილად ვაკოცე. ანანასის გემო ჰქონდა მის ტუჩებს. ანანასის და სისხლის, ჩემგან გამოწვეული. ოღონდ წამი გაყინულიყო, ოღონდ დრო გაჩერებულიყო და ყველა სიცოცხლეს დავთმობდი. ქალის კოცნა ასე სასიამოვნო არასდროს ყოფილა. დაბნეულ გოგოს ვუყურებდი და გულში მეღიმებოდა.
-ამას არ უნდა ვაკეთებდეთ. ჩვენ ხომ მეგობრები ვართ. _ტუჩიდან სისხლი მოიწმინდა.
-არ თქვა რომ არ მოგეწონდა და საერთოს, ვინ გადაწყვიტა? _ლოყაზე ვუჩქმიტე და მანქანიდან სახლამდე მანძილი სირბილით დავფარე, რომ არ გავყინულიყავი.
*********
მამაჩემის კომპანიის ყველა თანამშრომელს დავურეკე. განადგურებული „აის გრუპის“ ფეხზე დასაყენებლად კარგი და გამოცდილი პერსონალი მჭირდებოდა. საქართველოს გარეთ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მოლაპარაკების შედეგად კომპანია მალევე განაახლებდა და ჩვეული შემართებით გააგრძელებდა მუშაობას. სახლის გაყიდვამდე ბინის ყიდვა გადავწყვიტე და ქალაქიდან შორს, ძველ კორპუსსში ავარჩიე პატარა და მყუდრო ბინა, რომლის ფანჯრიდანაც კარგად იშლებოდა ქალაქის ულამაზესი ხედი. სააბაზანო და სამზარეულო აღჭურვილი იყო უახლესი ტექნიკით, საძინებელი კი კომფორტისთვის იყო შექმნილი. ჩემი მობილურის ვიბრაციამ გამომიყვანა ფიქრებიდან.
-სანდრო შენი კომპანიის წინ ვდგავარ და იქნებ ჩამოხვიდე რა.
-რახდება?
-შენი ბინა მაინტერესებს. გადახვედი უკვე?
-სახლიდან ორი ყუთი უნდა წამოვიღო და წავიდეთ მაშინ. _ირინა მანქანის წინა სავარძელზე იჯდა, ფეხებს აქანავებდა და სიგარეტს ეწეოდა.
-გაზაფხულია და შენ ისევ ქურთუკით დადიხარ? _ლოყაზე ვაკოცე და საჭეს მივუჯექი. ირინამ ნახევარი სიგარეტი მომაწოდა და კარი ძლიერად დახურა.
-ჩამოიღე ბარემ! ქალები არაფერს არ უფრთხილდებით.
-არაფერი არ მოუვა. სანდრო, ნათესავები არ გყავს?
-უცხოეთში, მარა რატო მეკითხეები?
-რავიცი. მაინტერესებდა. _შუქნიშანზე წითელი აინთო. ჩემი ყურადღება სადენზე ჩამოკიდებულმა ყვითელმა კედებმა მიიქცია.
-ადრე ასეთი ჟესტით, ანუ კედები რო კიდია რა, განგსტერები შეტყობინებებს აგზავნიდნენ და სიახლეებს ამით აგებინებდნენ ერთმანეთს _გამანათლა სანდრომ.
-რა საინტერესოა. ნეტა ახლაც იყენებენ?
-განგსტერებიდან იცნობ ვინმეს?
-კი, რამდენიმეს... _სანდრომ მუსიკა ჩართო. დიმა კობიაშვილის და ირაკლი ბალავაძის Red Wine-ს ჰანგებმა გაავსო მამქანის სიცარიელე, რომელსაც აკომპანემენტს უკეთებდა სანდროს ბოხი ხმაც. დაცარიელებულ სახლში შესვლა სანდროს თითქოს გაუჭირდა.
-მე ჩამოვიტან ყუთებს, შენ დამელოდე და მანქანამდე მიიტანე. _სახლში შევედი და ყველა კადრი ერთდროულად გავაცოცხლე გონებაში. უნებართვოდ გაჩენილი ცრემლი მოვიწმინდე და კიბეები ავირბინე. სანდროს ოთახიდან ყუთები თანმიმდევრობით გამოვიტანე. შემდეგ მანქანაში ჩავალაგეთ. ხმის ამოღებას ვერ ვბედავდი, რადგან სანდრო ბურდულის ტკივილის დანახვა შემეძლო. და ალბათ, მისი ტკივილი მეც მტკიოდა, ან არ მტკიოდა და უბრალოდ მეცოდებოდა.



გაოცებული ვიყავი ბინის მყუდროებით, კედლების ფერებით და დიზაინით. სასიამოვნო ატმოსფერო იყო ყველგან, საძინებელი ოთახის გარდა.
-რას გავს ეს სანდრო? _დოინჯშემოყრილი ვუყურებდი შავ და ნაცრისფერ კედლებს და ავეჯს.
-მე მომწონს.
-შეგვიძლია გადავღებოთ, ჩვენ შევღებოთ _საღებავში ამოსვრილი ბურდულის წარმოდგენაზე გავმხიარულდი.
-არავითარ შემთხვევაში.
-არ წამოვალ ხვალ იცოდე.
-შენ ახლა სიტყვის კაცი გქვია?
-მე ქალი ვარ ძვირფასო _ გასაღები ავიღე და კიბით ჩავედი მეცხრე სართულიდან პირველზე. მანქანა სარემონტო მასალების ცენტრთან გავაჩერე და ეჭვებში მყოფი ბურდული ძალით შევიყვანე. ყვითელი, მწვანე, ღია იასამნისფერი, ცისფერი და თეთრი საღებავები ვიყიდე, გამხსნელებით და ფუნჯებითურთ.
-ძალიან აღელვებული ვარ სანდრო. აი, პირველად ვღებავ ვიღაცის სახლს. _ვერ ვისვენებდი სიხარულისგან.
-და შენი შეგიღებავს?
-არა.
-და როგორ აპირებ ამას?
-ვიდეოს ვიპოვი ინტერნეტში, რომ გავხსნა საღებავი და მაგის მიხედვით გავაკეთებ. _ტელეფონთან ერთად სანთებელა ამოვიღე და სანდროს სიგარეტზე მოვუკიდე. რამდენიმე ვიდეოს ყურება მოვასწარი ბინაში მისვლამდე და საკუთარ თავში დარწმუნებულმა ავიტანე საღებავები სახლში.
-არ მჯერა რომ ამის უფლებას მაძლევ. _თმა შეიკრა და თეთრი საღებავის ყუთი გახსნა.
-ისეთი ბედნიერი ხარ სხვანაირად არ შემიძლია. _ პერანგის სახელოები აიწია და გოგონასთან ჩაიმუხლა.
-აუ, მემგონი რაღაც შემეშალა. არადა ზუსტად ისე გავაკეთე როგორც ვიდეოში _ შესქელებულ საღებავს უყურებდა და თითქოს ნანობდა ირინა.
-გამხსნელს დავამატებ და გამოვასწორებ, ოღონდ შენ არ იტირო. _გაეცინა სანდროს. საღებავები გაამზადეს და ოთახის შეღებვა დაიწყეს. არათანმიმდევრულად და ულამაზოდ ღებავდნენ, თან ჩელენტანოს „confessa“ს მღეროდნენ. საღებავები უაზროდ, თუმცა ფერადად იმზირებოდა კედლებიდან და ოთახს სინათლეს მატებდა. დასვრილი სანდრო კი მუშაობას არ წყვეტდა და იატაკზე მჯდარი ირინას საუბარს უსმენდა, რომელიც პიცას გემრიელად ილუკმებოდა.
-მიყვარს საღებავის სუნი.
-შენ გიყვარს, მაგრამ მე ამაღამ დივანზე მომიწევს დაძინება. _ფუნჯი მიაგდო სანდრომაც და პიცის საჭმელად ისიც იატაკზე ჩამოჯდა.
-იცი მიხარიხარ, რომ შენ თავს ეწინააღმდეგები. მართლა ძალიან ვაფასებ ამას.
-მადლობა რომ ჩემთან ხარ, თუმცა რაღაც არ იცი და აუცილებლად უნდა გითხრა. ჩემი და რატის ცოლი იყო. ისიც შენსავით მიატოვა. _სიტყვების გაგონებაზე გულმა რეჩხი მიყო. სუნთქვა შემეკრა, არ მინდოდა, რომ ვინმე მთელი არსებით შემზიზღებოდა, მაგრამ სურვილი ერთია, მოქმედება მეორე.
-არ ჩაგეძიები, ვიცი რომ ძნელია ამაზე საუბარი. მამაშენზე მიამბე.
-საფრანგეთშია დეიდაჩემთან. წამლებს სვამს და ცდილობს ცხოვრებას დაუბრუნდეს. ძალიან რულად გადაიტანა მომხდარი.
-მესმის.
-შენზე რას მეტყვი? სად გაუჩინარდი?
-ესპანეთში ვიყავი. საოცარი ტემპერამენტის ხალხია. ყოველდღე ვთვრებოდი და ვისთან ვიწექი არ ვიცოდი. ყველაფრის დავიწყება მინდოდა. არ გამომივიდა.
-არ მომწონს როცა ამას მიყვები _ წარბები შეკრა სანდრომ.
-რა?
-არ მინდა წარმოვიდგინო რომ ვინმესთან წევხარ.
-ახლა არავისთან არ ვწევარ.
-თუნდაც იწექი.
-მაშინ გამოვტოვებ ამ ისტორიებს. _ ირინა მამაკაცს მიუახლოვდა და კალთაში ჩაუჯდა. ღრმად შეისუნთქა მისი სურნელი, შემდეგ მოეხვია. ბურდულმა მას წელზე მოხვია ხელები და მკერდზე მიიკრო. საღებავის სუნით გაჟღენთილ ოთახშიც გრძნობდნენ ერთმანეთის სურნელს. სინქრონულად სუნთქავდნენ და დუმილს ინარჩუნებდნენ რომ მომენტი არ გაეფუჭებინათ. მამაკაცის ცხელი სუნთქვა სასიამოვნოდ ედებოდა ირინას კისერს, გოგონასი სანდროსას.
-შენ ისევ გიყვარს რატი.
-ეს აღარ გაიმეორო იცოდე. შენგან ამის მოსმენა არ შემიძლია. _მამაკაცის მკლავებიდან თავი გაითავისუფლა და წასასვლელად მოემზადა. კარებში წამოეწია ბურდული და გააჩერა.
-მომენტი გავაფუჭე ხომ?
-არაუშავს, გადავიტანთ. _გაეღიმა მაჩაბელს. სანდრომ გოგონას ბაგეებს თავისი დაახვედრა და შემდეგ ღიმილით გააცილა დასვრილი სტუმარი.
*********
სახლი სტუმრებით იყო სავსე. სიძის ოჯახი ჩემებთან ერთად ბედნიერებით აღნიშნავდა მარიას ორსულობის ამბავს. მე და დათუნა ონლაინ ჯოკერს ვთამაშობდით მობილურებით, პარალელურად კი სანდროზე და დღევანდელ საღამოზე ვუყვებოდი.
-ალბათ ყველა წარმატებული ოჯახი იქ იქნება.
-შენ არ იქნები თუ სხვა გეგმები გაქვს?
-სწორია, სხვა გეგმები მაქვს.
-მომიყვები?
-ესპანეთში რომ ბიჭი გავიცანი, ის ჩამოდის ჩემს სანახავად.
-რა საინტერესოა... მერე, მერე?
-ირინა, ლონდონში მინდა მასთან ერთად წასვლა.
-და ნებართვას მთხოვ თუ კურთხევას ელოდები? _ გამეცინა ჩემი მეგობრის მგრძნობიარე ბუნებაზე.
-მეგონა უარყოფითი რეაქცია გექნებოდა.
-რათქმაუნდა უარყოფითი რეაქცია მექნება თუ დღესასწაულებზე არ ჩამოხვალ და დაბადების დღეს არ მომილოცავ. _ბიძაშვილს სიცილით მოეხვია.
***********
შენობა სადაც უშუალოდ აუქციონი ტარდებოდა დაბალი, თეთრი სინათლეებით იყო განათებული. ელიტარული მანდილოსნები წითელ კაბებში გამოწყობილიყვნენ და შამპანურის ჭიქებით ხელში კოლექტიურად შეკრებილიყვნენ. შავ სმოკინგებში გამოწყობილი მამაკაცები ხმამაღლა და თავშეუკავებლად საუბრობდნენ. დარბაზში რატი გაბრავას გამოჩენამ ჩურჩული უფრო გაამძაფრა და უკმაყოფილება გამოიწვია. ვინაიდან, აუქციონის მთავარი თემა ბურდულების საგვარეულო სახლი იყო და აქ მყოფი ნაღები საზოგადოებასაც კარგად ჰქონდა გაცნობიერებული გაბრავას ბრალი წარმატებული ოჯახის სიკვდილში. ისინი არ ეთანხმებოდნენ მამაკაცის უადგილოდ გამოჩენას აუქციონზე, რაც გარანტია იყო მოსალოდნელი საფრთხის.
მესამე ჭიქა შამპანურს ვსვამდი, როდესაც საოცრად ელეგანტურმა და სიმპატიურმა სანდრომ ყველას ცნობისმოყვარე და შემფასებლური მზერა მიიპყრო. ამ კაცს საოცრად უხდებოდა ყველანაირი სტილი. წვერგაპარსულ მამაკაცს თმა ლამაზად დაევარცხნა და თეთრ პერანგზე შავი ჰალსტუხიც გაეკეთებინა. „შანელის“ საათი და შავი ფერის ოქსფორდების შეხამება ფონად გასდევდა პიჯაკს და კლასიკურ შარვალს. ის ღიმილით ესაუბრებოდა სტუმრებს და სამომავლო გეგმების შესახებ უყვებოდა. მალევე შეამჩნია განმარტოებით მდგარი მდგარი გოგონა და თბილი ღიმილით გაეპო ბაგე. ეს არ იყო ღიმილი რომლითაც ის სტუმრებს უღიმოდა. ეს ალბათ ახალი ისტორიის დაწყებას ნიშნავდა...

-საოცრად გამოიყურები _ ლოყაზე აკოცა და თვალებზე დააკვირდა.
-მადლობა, შენც არა გიშავს. _თავიდან ფეხებამდე შეათვალიერა გოგომ.
-სტილს მიწუნებ? მეგონა მოგეწონებოდა. _ვითომ ეწყინა ბურდულს.
-კი არ გიწუნებ, უბრალოდ მე შენი ყოველდღიური სტილი უფრო მომწონს. _ ხელი მოვკიდე და ისე დავიკავეთ წინა რიგში ადგილი. სესია ნელა და მოსაწყენად მიმდინარეობდა. კულმინაციამდე მხოლოდ როიალი, ახალგაზრდა მხატვრის რამდენიმე ნამუშევარი, აგარაკი და მიწის ნაკვეთი გაიყიდა.
-ახლა კი, ძვირფასო სტუმრებო! მომენტი რომელსაც ამდენი ხანი ელოდით. თქვენს წინაშეა ბურდულების დიდებული სასახლე. საწყისი ფასი 300 000 ამერიკული დოლარი. _სლაიდზე რიგ-რიგობით იცვლებოდა სახლის ინტერიერის და ექსტერიერის ფოტოები.
-300 500 დოლარი! _ რატიმ ფსონი გაზარდა. ირინამ სანდროს ხელზე ხელი მოუჭირა, თითქოს უნდოდა ამ ჟესტით მამაკაცის მთელი ტკივილი შეესრუტა. მას სტკენოდა უანგაროდ და სიყვარულით და თუნდაც ყველაფრის ფასად, მან უკვე იცოდა, რომ მზად იყო სანდროსთვის.
-300 550 _ რატის მეტოქე გამოუჩნდა ახალგაზრდა ქალის სახით.
-300 600 _ ჩაერთო ჩასუქებული მამაკაცი.
-300 700 _ გაბრავა არ აპირებდა დანებებას.
-აუქციონში მობილურით ერთვება ზურა მაჩაიძე, მისი შემოთავაზებული თანხა შეადგენს 500 000 დოლარს. აბა, მეგობრებოო, ვინ გაზრდის ფასს? 500 000 ერთი, 500 000 ორი...
-500 500 _ რატიმ ხელი ასწია.
-500 700-ს გვთავაზობს ზურა მაჩაიძე.
-მილიონი _ იმპულსურად წამოიყვირა რატიმ და მთელი სხეულით დაიძაბა.
-მილიონი ერთი, მილიონი ორი, მილიონი სამი! გაყიდულიაა! გილოცავთ, ეს შესანიშნავი სახლი თქვენია _ ჭიხვინებდა წამყვანი და ხელებს დემონსტრაციულად იქნევდა.
-როგორ უნდა იცხოვროს სახლში, რომელიც სისხლით მორწყო? _ რატის მახვილ სმენას არ გამოჰპარვია უკან მჯდომი ქალების დიალოგი. ხალხი ნელ-ნელა წამოიშალა და ძველ ადგილს დაუბრუნდა. ისევ ატყდა მითქმა-მოთქმა. რამოდენიმე არხის ჟურნალისტი ერთდროულად მისცვივდა დარბაზში დაბრუნებულ წყვილს.
-ბატონო სანდრო, რა კომენტარს გააკეტებთ თქვენი სახლის მყიდველთან დაკავშირებით?
-მეგობრებო, ალბათ ყველამ იცით ცნობილი სიტყვები, რომ შურისძიება ისეთი კერძია, რომელიც ცივი უნდა მიირთვა. გეტყვით, რომ შეიძლება, ვიმეორებ შეიძლება, ეს იყოს მისი შემადგენელი ერთ-ერთი ნაწილი, რადგან სასჯელი, რომელსაც ჩემი სახლი მიაყენებს იმაზე მეტია, ვიდრე სისხლის დაღვრა მომხდარიდან ექვსი თვის თავზე. რაც შეეხება სისხლს, რათქმაუნდა შედეგი აუცილებლად მოჰყვება, რადგან არავის ვაპატიებ ამ ტკივილს.
-ანუ, გულისხმობთ რომ ეს შეიძლება სისხლის ფასადაც განხორციელდეს?
-მე უკვე გაგეცით პასუხი ამ კითხვაზე.
-ქალბატონო ირინა, რას გვეტყვით თქვენს ახალ ურთიერთობაზე სანდრო ბურდულთან? როგორც ჩვენთვის ცნობილია, რატი გაბრავა თქვენი ყოფილი საქმროა და თქვენი ქორწილიც ჩაიშალა. ესეც შურისძიების ნაწილია, იმის გამო რომ თქვენი და თქვენს ყოფილ საქმროზე დაქორწინდა? როგორ აისახა ეს ფაქტი თქვენს გრძნობებზე?
-მე და სანდრო დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს და ჩემს წარსულ ურთიერთობებს არავითარი კავშირი არ აქვს ამ მამაკაცთან. გეტყვით, რომ ჩემი და რატის ურთიერთობა არ იყო მყარი და სტაბილური და საერთოდ არც ქორწილი ჩაშლილა. ის შედგა ოღონდ რალატის საფუძველზე, რაც რათქმაუნდა გულდასაწყვეტია. ჩემს გრძნობებს რაც შეეხებ , თქვენ ამ კითხვას არ უნდა მისვამდეთ, ვინაიდან ჩემს გვერდით ხედავთ სანდრო ბურდულს და არა ვინმე სხვას. _ სანდრომ გოგონას ხელი ტუჩებთან მიიტანა და აკოცა. რამდენიმე ფოტოაპარატი ერთდროულად აჩხაკუნდა და წყვილს გასასვლელი ახალი კითხვების ტალღის ფონზე გაუთავისუფლა. რამდენიმე ჭიქის შემდეგ, ირინამ გულისრევა იგრძნო და სირბილით გაიქცა ტუალეტში. ყურადღება არ მიუქცევია ნაცნობი ფიგურისთვის, უნიტაზზე დაემხო და აღებინა. კაბინიდან გამოსულმა პირი დაიბანა და გადრაბნილი მაკიაჟი მოიშორა. მხოლოდ ამის შემდეგ მიიქცია ყურადღება კედელთან მჯდარმა მარიამ, რომელიც სიგარეტს ეწეოდა და საერთოდ არ აინტერესებდა რა ხდებოდა გარშემო. ირინამ სიგარეტის ღერი ტუჩებს შორის მოიქცია და წინ აესვეტა გოგოს. მას სახე ოდნავ გასივებოდა, ტონალურით დაფარული სისხლჩაქცევა კი მკრთალ ზოლად ემჩნეოდა სახეზე.
-რა გჭირს? ეს რატიმ დაგმართა?
-აუ წადი რა, თავი დამანებე.
-მომიყევი, ყველაფრის მიუხედავად მე შენი და ვარ. _მასთან ჩამოჯდა.
-ჩვენ გამუდმებით ვჩხუბობთ. არ მისმენს, ჩემს აზრს არ ითვალისწინებს. ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც მას უნდოდა. ჯერ მე დედობისთვის მზად არ ვარ. ეს ბავშვი, ეს არსება ჩემს მუცელში გულს მირევს და მეზიზღება. მე რატის ბნელი მხარე ვნახე. ვნახე რა გაუკეთეს სანდროს ოჯახს. ჯერ პირველ დას, შემდეგ მეორეს. და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ნაბი*ვარ გიორგის სანდროს უფროს დასთან ჰქონდა რომანი. საბოლოოდ, ყველაფერი იმ საწყალს დაბრალდა და მან თავი ჩამოიხრჩო. შემდეგ ოჯახიც ამოუხოცა. _მარია ცრემლებს აღარ მალავდა. ტიროდა და სიგარეტის მოწევას აგრძელებდა.
-ყველაფერი წყეული შეთანხმების ბრალია. მომკლავს ირინა. აქამდეც მომკლავდა ორსულად რომ არ ვიყო. დავემუქრე თუ რამე მომივა სიცოცხლის უკანასკნელ წუთებს შენი შვილის განადგურებას მოვახმარ-მეთქი და დამარტყა. ეს მცირე ჩამონათვალია იმ დანაშაულების, რაც ერთად გაუკეთებიათ მას და მამამისს. მერამდენედ განმეორდა ეს ფაქტი არ ვიცი, არ ვიცი მაგრამ მიყვარს. სიგიჟემე მიყვარს ირინა და ამ სიყვარულის გამო მეზიზღება საკუთარი თავი. მეგონა ვიცნობდი, მაგრამ შევცდი... ვერასდროს ვაპატიებ საკუთარ თავს ამ გრძნობას.
-არ ვიცი რა გითხრა. ერთი იცოდე, ის ნაგავი ხელს ვეღარ გახლებს. _ მარიას მწარედ ჩაეცინა. ირინას სიტყვები ნამდვილი იყო, მაგრამ არ ჩანდა ცრემლების ის ერთი წვეთი, რომელიც ირინას გულს მოალბობდა და მის ტკივილს ასახავდა. არ ტიროდა, მაგრამ შინაგანად კორპუსს ჰგავდა, ერთი აგურის აღებითაც რომ შეიძლებოდა მისი საბოლოოდ განადგურება.
-ის ნაგავი ჩემი ქმარია, მე კი მისგან დასვენება მინდა. ყველაფრისგან მინდა დავისვენო...
-ბავშვის მოცილებას აპირებ?
-ეს ვიღაც ჩემი სიცოცხლის გარანტიაა. მაშინვე მომკლავს როგორც კი გავაჩენ და ჩემი სიკვდილიც შემთხვევითობას დაემსგავსება.
-და მაინც, რა არის ასეთი ამ შეთანხმებაში?
-სანდროს დის ორსულობა. არცერთს არ აწყობდა ამ ამბის გახმაურება. ავტორიტეტი და ბიზნესი, ხომ გესმის? მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია. _ მოულოდნელად კარზე რამდენჯერმე დააკაკუნეს.
-ირინა, კარგად ხარ? _ სანდროს ბარიტონს ხმაზე ნერვიულობა ეტყობოდა.
-კარგად ვარ, ახლავე გამოვალ. _დას შუბლზე აკოცა და არეული ნაბიჯით გავიდა ტუალეტიდან. ბურდულს დაეყრდნო და რომ არ წაქცეულ იყო და წელზე მოხვია ხელი.
-აღარ უნდა დალიო. ცუდად მოქმედებს შენზე ალკოჰოლი. _ მაჩაბელმა მამაკაცს იარაღი შეუმჩნევლად ააცალა და შეინახა. წყალი სთხოვა და როცა შორს დაიგულა, რატის მიუახლოვდა, იარაღი წელზე მიადო, გაუღიმა და ოდნავი ბიძგით გაერთ გაიყვანა. ქამრიდან განუყრელი „სმითი და ვენსონი“ ამოიღო და მთელი ძალით ჩაარტყა სახეში.
-ასე დაარტყი მარიას? ნაბი*ვარო! მოერიე ხომ? არ გაინძრე, იცოდე გესვრი. თუ გაპატიო! _გოგომ ისევ დაარტყა, თუმცა გაბრავების ვაჟს ლოყა არ მიუშვერია. გაცოფებულ ქალს გაშლილი ხელი მძიმედ მოხვდა სახეში და ტუჩი გაუხეთქა. შემდეგ იარაღის გასროლამ და რატის გინებამ გადაფარა ღამის მყუდროება.
-მოგკლავ შენი დედაც! _ კიოდა ირინა და დაჭრილის ცემას აგრძელებდა. მამაკაცმა ძლიერად ჰკრა ხელი მაჩაბელს და მიწაზე დაგდებული იარაღი აიღო. ორი წყვილი გაცოფებული თვალი უმზერდა ერთმანეთს და უმიზნებდა იარაღის ლულას. ღრმად და არათანაბრად სუნთქავდნენ და გრძნობდნენ ერთმანეთის სიძლიერესაც და შიშსაც. მოულოდნელად რატი ახარხარდა. გაოცებული მაჩაბელი უმზერდა მას და აზრის წაკითხვას ცდილობდა.
-შენ კი იცავ, მაგრამ საინტერესოა ის ვის იცავს? _ იარაღი დაუშვა და სიგარეტს მოუკიდა რატიმ. გააცნობიერა ნათქვამი... არ მიბრუნებულა უკან მდგარი ადამიანისკენ. მან იცოდა ვინც იყო და ეშინოდა მოლოდინის გამართლების.
-ფეხში ესროლე! _რატის ბოხმა ხმამ დაარღვია დუმილი.
-არ შემიძლია.. _გატეხილი ხმით ჩურჩულებდა მარია.
-ესროლე მეთქი! _ირინამ თვალები დახუჭა. შემდეგ იყო ტკივილი. ერთი ფიზიკური იყო, ტყვიისგან მიყენებული. მეორე - სხვანაირი იყო. სულს რომ გაგიყინავს ისეთი... ჭრილობაზე მარილს რომ დაგაყრის ისეთი... გატეხილ გულს რომ მილიონ ნაწილად დაგიმსხვრევს ისეთი... მიწაზე რომ დაგანარცხებს უძლიერესად ისეთი... ცივ ასფალტზე დავწექი და ავტირდი. შემდეგ სანდროს ღრიალი და რამდენიმე გასროლა გავიგე. გავიგე მარიას ყვირილიც. ისიც ვიგრძენი სანდრომ რომ ხელში ამიყვანა. სახეზე მკოცნიდა, მაგრამ ყველა ფეხებზე მეკიდა. მე საკუთარ თავს ვგლოვობდი...

********
გამხმარ ლოგინში თავს საშინლად არაკომფორტულად ვგრძნობ. ჩემს წინ, სკამზე სანდროს სძინავს. მინდა გაიღვიძოს, მიხვდეს რომ მისი სიახლოვე ახლა ძალიან მჭირდება. რატომ? არვიცი რატომ. უბრალოდ მინდა, რომ მხოლოდ მე ვიყო მის ცხოვრებაში. ეგოისტურად ჟღერს არა? ტუმბოზე დადებული საათი 3:38-ს აჩვენებს. იქვე დგას ჭიქა და დოქი. ჭიქას ვიღებ და განზრახ ვაგდებ იატაკზე. არ ტყდება, თუმცა სანდროს ეღვიძება. ვცდილობ შეშინებული სახე მქონდეს. როცა რწმუნდება, რომ ყველაფერი რიგზეა მე მიახლოვდება და ლოგინზე ჯდება.
-რატომ დააგდე ჭიქა?
-დამივარდა.
-ნუ მომატყუებ, კარგი? _ტუჩებში მკოცნის და მალევე მშორდება. ახლა მე ვკოცნი. მინდა მისი სუნთქვით ამოვისუნთქო. კისერში მკიდებს ხელს და ყვრიმალებიდან ყურამდე მანძილს კოცნით ფარავს.
-და რომ ინანო? _ჩურჩულებს ჩემს ყურთან და ისევ აგრძელებს კოცნას.
-არასოდეს. _ მისი თითოეული შეხება მეწვის, თითოეული კოცნა სიამოვნების ტალღად მივლის სხეულში და ნაცნობ სისველეს ვგრძნობ ფეხებს შორის. მომწონს მისი გემო, მისი სუნი და თვითონ ეს მამაკაცი. კისერში მკოცნის და ნელა მხდის უცნაურ ხალათს. შემდეგ მკერდზე მიჭერს და ჭიპის მიმართულებით აგრძელებს ჩემს შესწავლას. მის კბილებსაც ვგრძნობ და პერანგის ღილებსაც ვუხსნი. ისევ კისერში ვგრძნობ მის ენას, კბილებს და ტუჩებს. სიამოვნებისგან შემთხვევით ქვედა ტუჩზე ვკბენ. ეცინება და სისხლს ენით იწმენდს. შარვალს იხსნის და ფეხებს მაშლევინებს. შემდეგ ჩემი სხეული მისას უერთდება და სიამოვნების ხმები სწყდება ჩემს ბაგეებს. ხმაურის ჩასახშობად ტუჩები ჩემს ტუჩებზე უდევს და მკოცნის ხოლმე. ვგრძნობ ტკივილს და სიამოვნებას. გრძნობას, რომელიც არცერთ მამაკაცთან არასდროს არ განმიცდია. სანდრო ბიძგებს აჩქარებს და ჩვენი საერთო ხმის ფონზე ერთდროულად ვაღწევთ კულმინაციას. აქტის ბოლოს, ის ისევ ჩემშია. არეულად ვსუნთქავთ და თვალს არ ვაშორებთ ერთმანეთს. შემდეგ მის ტუჩებს კისერში ვგრძნობ და ის ზევიდან მაწვება. ხელებს კისერზე ვხვევ. მისი არეული თმა სახეზე სასიამოვნოდ მედება, ხელები წელზე.
-გატკინე? _წარბებს ქვევიდან მიყურებს.
-ცოტა _შუბლზე ვკოცნი და თმაზე ვეფერები.
-ფრჩხილები უნდა დაიჭრა _ ორივეს გვეცინება.
-სანდრო.
-გისმენ.
-თუ მიმატოვებ, მოგკლავ. ღმერთს გეფიცები. _ ხელმეორედ მარტო დარჩენის შიში სხეულში მივლის. თვალებში მიყურებს და მკოცნის.
-არ გადამეჩვიო, კარგი? _ იგივე შიშს ვკითხულობ მის თვალებშიც.
-კარგი. _ისევ ვკოცნი და თმაზე ფერებას ვაგრძელებ. ის უბრალოდ ჩემს გულისცემას უსმენს და ითვლის...
******
გახსნილი ჭრილობა მედდამ ხელმეორედ გადამიხვია და სახლში წასვლის უფლება მომცა. მანქანამდე სანდრომ ხელით მიმიყვანა. სავარძელზე რომ დამსვა მთელი ძალით მოვხვიე ხელები და ჩავეხუტე. აი ასე უბრალოდ ჩავეხუტე. ჯერ გაეღიმა, მერე ორივე ხელით მიმიკრა სხეულზე და კისერში მაკოცა.
-მაინც მოგიწევს ამიხსნა გუშინელი. _ცხვირზე მკოცნის და საჭესთან ჯდება. ყველაფრის მოყოლას თავიდან ვიწყებ. მის რეაქციას ვაკვირდები. ხან იძაბება, ხან ბრაზდება და როცა ვეუბნები რომ რატიმ დამარტყა მანქანას სწრაფად ამუხრუჭებს. უკნიდან ვიღაც გვეჯახება და ინერციით წინ ვვარდები.
-აქამდე რატომ არ მითხარი? _ხმის გაკონტროლებას ცდილობს სანდრო.
-აბა რა გეგონა? მეორე ლოყასაც მომიშვერდა? _ უკანა მანქანიდან მძღოლი გინებით გადმოდის.
-დედასშე*ეცი. უნდა მომეკლა ის ახვა*ი. _საჭეზე რამდენჯერმე ურტყამს ხელს.
-რა გააკეთე სანდრო? _ხმა მიკანკალებს და ყველაზე უარესის მოსასმენად ვემზადები.
-ბუმ. _საჩვენებელი და შუა თითებით სროლის იმიტაციას აკეთებს. მაკვირდება და რეაქციის წაკითხვას ცდილობს ჩემს სახეზე. -გული დაგწყდა?
-მოკალი? ორივე საფრთხეში ჩაგვაგდე? ახლა რომ შენ მოგკლან ან მე? _ თვალებზე ცრემლის აპკი მეკვრება და მხოლოდ იმის გარჩევას ვახერხებ როგორ აკაკუნებს მძღოლი ფანჯარაზე და როგორ გადადის სანდრო. ცრემლებს ვიწმენდ და და მეც გადავდივარ მანქანიდან. მძღოლი გამწარებული ყვირის და ხელებს იყენებს აზრის გამოსახატად. სანდრო რაღაცას უხსნის და შემდეგ მხარზე ურტყამს ხელს, ფულს აწვდის და მანქანაში ბრუნდება.
-ცოცხალია. მარიამ უშველა. ძაღლის ბედი აქ მაგ დედამო*ყნულს. _სიგარეტს მოუკიდა და მანქანა ნელა დაძრა. ვბრაზდები რომ მომატყუა და ხმას აღარ ვიღებ. გაბუსხულ;ი ვზივარ სავარძელზე და მხოლოდ პირდაპირ ვიყურები. სანდრო ღიმილით მაფარებს სახეზე ხელს.
-რატომ მომატყუე? დამანებე თავი.
-არ მომიტყუებიხარ. მე გითხარი ვესროლე მეთქი, შენ გაიგე სხვანაირად.
-ეს არ არის სასაცილო.
-შენებს რა ვუთხრათ?
-ყველაფერი ეცოდინებათ უკვე. _მანქანას ეზოში აჩერებს და დაცვის უფროსიც მაშინვე გვიახლოვდება. ჩემს დანახვაზე თავს ოდნავ შესამჩნევად აქნევს და მანქანის კარს მიღებს. ბურდულს ჩემი ხელში აყვანა უნდა, მაგრამ არ ვანებებ და სახლში მასზე დაყრდნობილი შევდივარ. დედა მთელი ძალით მეხვევა, შემდეგ მამა, ნიკო და ბიძია-მამიდა.
-როგორ ვინერვიულე შვილო. _სახეზე მკოცნის დედა.
-დე კარგად ვარ. ეს სანდრო ბურდულია, გეცოდინებათ. _ ყველა სათითაოდ ესალმება ახალმოსულს.
-ფეხი როგორ გაქ მამი? რა მოხდა მოგვიყევი. _ თმაზე მკოცნის და ჩემს პირდაპირ ჯდება.
-მოკლედ გეტყვით. რატიმ მარია სცემა, მე რატი, რატიმ მე ნაწილობრივ. მერე მე რატის ვესროლე, მარიამ მე მესროლა და მერე მემგონი სანდრომ რატის. მოკლედ, ბრაზილიური სერიალივითაა და მა, თუ გინდა მარიამ იცოცხლოს იმ სახლიდან უნდა წამოიყვანო. _ჩამოვარაკრაკე „ჩამშვები“ შვილივით. მამა გაბრაზზებული მისმენდა. შემდეგ დაცვის ორ თანამშრომელს დაურეკა და მანქანის გამზადება სთხოვა.
-მეც წამოვალ. _ ჩაერია ნიკო.
-მე მშია. _განცხადება გააკეთა ირინამ. სანდრომ მამაშენს გავყვებიო და ლოყაზე აკოცა გოგოს. ნინომ მზაეულს ომლეტის მომზადება სთხოვა.
-დღეს დილით თქვენ იყავით ტელევიზორში.
-ვინ ჩვენ დე? _ტელეფონი გვერდზე გადადო.
-შენ და სანდრო.
-მე და სანდროს სხვანაირი ურთიერთობა გვაქვს. მეტს ვერაფერს გეტყვი. _ლოყაზე ვაკოცე და ჩემი ომლეტის საჭმელად სამზარეულოში კოჭლობით შევედი.
*****
დაუპატიჟებელი სტუმრების ვიზიტი რატის სახლში ფაქტზე დაჭერას დაემთხვა. ატირებული მარია ბაღში სკამზე იჯდა და უემოციო თვალებით უმზერდა პეიზაჟს. მამის დანახვაზე გოგონა შეშინდა და სახლში უკანმოუხედავად გაიქცა. ლუკა მაჩაბელი სანახაობამ გააგიჟა. ჩაკეტილ კარს პისტოლეტიდან ესროლა და შეანგრია. გაოცებული და დასუსტებული რატი მდივანზე იწვა. სტუმრებმა მას მყუდრება და სიმშვიდე დაურღვიეს. მისაღებში შევიდა გიორგი გაბრავა, რამდენიმე დაცვის კაცთან ერთად.
-რას ნიშნავს თქვენი ეს საქციელი? _ წარბები შეჭმუხნა გიორგიმ.
-ჩემი ქალიშვილი მიმყავს თქვენი სახლიდან.
-ხომ იცი ეს არასწორია.
-და რა არის სწორი? მისთვის ხმამაღალი სიტყვა არ მითქვამს და თქვენ როგორ გაბედეთ ჩემს შვილს შეხებოდით?
-ცოლ-ქმარს შორის ესეთი რაღაცები ხდება ხოლმე. ცხელ გულზე ნუ მიიღებ ასეთ გადაწყვეტილებას.
-შენი ქალამანი შვილი კაცი ვერასდროს გახდება, მე კი ჩემი შვილი მიმყავს ამ სახლიდან.
-ჩემი რძალი საკუთარი ნების და ქმრის ნებართვის გარეშე ფეხს ვერ გადააბიჯებს სახლის ზღურბლს.
-ძალიან ბნელა შენთან გიორგი. მე ჩემი შვილები ვიღაცის მონებად არ გამიზრდია. ნიკო, წადი მარია ჩამოიყვანე.
-ეს ჩემთვის დამამცირებელია. ლუკა ჩვენ პრობლემის მოგვარება გვინდოდა და არა გამწვავება.
-ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ვგეგმავთ. მზად ვარ თქვენთან ომისთვის. _ მარია პატარა ჩემოდნით ჩამოვიდა კიბიდან.
-მარია, თუ ამ სახლიდან გახვალ უკან ვეღარ დაბრუნდები. _ ნაბიჯი წინ გადმოდგა რატიმ.
-არ მგონია დაბრუნება მომინდეს. _ნიკოს წელზე მოხვია ხელი და გასასვლელად მოემზადა. შემდეგ იყო სროლის ხმა. ნიკო იატაკზე მოწყვეტით დაეცა. სანდრომ იარაღი რატის მიადო შუბლზე. გაცოფებულმა და შეშინებულმა ლუკამ გიორგის ესროლა. რატიმ ხმამაღლა იღრიალა და მამის სხეულს დაემხო. დაცვის ბიჭები ბრძანებას ელოდნენ, მაგრამ არავინ იყო საღად მოაზროვნე. გიორგიმ და მარიამ გონდაკარგული ნიკო ფეხზე წამოაყენეს, სანდროს დაზღვევის ფონზე დატოვეს სახლი და მანქანაში ჩასხდნენ. მარიამ სასწრაფოში დარეკა. გზაში შეეგებნენ და აკაციც მაშინვე გადაიყვანეს სასწრაფო დახმარების მანქანაში. სანდრომ მარია სახლში მიიყვანა და ოჯახს მოკლედ აუხსნა საქმის ვითარება. სანამ აზრზე მოსვლას მოასწრებდნენ სროლა გაჩაღდა და ოჯახში პანიკა ატყდა. ირინამ სპეციალურად შავი დღისთვის გადანახული დამცავი ჟილეტები დააარიგა და პისტოლეტები ჩამოარიგა.
-ირინა, თუ ახლა ვერ გადავრჩებით, ძალიან გთხოვ მაპატიე რატის სიყვარული. _სანდრო დუმილით უსმენდა დების დიალოგს.
-კარგი, გაპატიე. მერე? მერე რა მოხდება? შენი სიყვარული, რომელიც ჩემი ყოფილია ხედავ რას აკეთებს? მე ყველას ვპატიობ, სასჯელი თქვენიც გეყოფათ. _გადატენილი „პილიციელის სპეციალური“ (იარაღის სახელწოდება) ხელებში მიაჩეჩა. ისინი ერთად გავიდნენ სახლიდან. ნინო შეშინებული აცეცებდა თვალებს. სანდრომ ქილერების რაოდენობა სწრაფად დათვალა და ირინას მიაშტერდა.
-11 არიან. ნახევარმთვარის ტექნიკას იყენებენ. _ ირინამ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად. სანამ მკლელების პირისპირ აღმოჩნდებოდნენ ირინა მოულოდნელად მივარდა სანდროს და ტუჩებში აკოცა. ეს კოცნა არ იყო გამომშვიდობების, ეს სიყვარულის აღიარება იყო.
-მიყვარხარ სანდრო. თუ რამე მომივა... _სანდრომ სიტყვის დამთავრება არ აცალა, გოგონას ბაგეებს თავისი შეაგება. მარიამ და ნინომ კარი გააღეს, სანდრომ და ირინამ კი საპასუხო ცეცხლი გახსნეს. კვამლი და მტვერი ერთმანეთში აირია, სროლის ხმა არ წყდებოდა. წვიმაც თითქოს უფრო ახელებდა ხალხს და დანებებას სთხოვდა, მაგრამ არ ჩანდა არავინ ვინც ამ პრობლემის მოგვარებას შეძლებდა. მოულოდნელად რატის ხალხმა სროლა შეწყვიტა. თეთრი კვამლიც ნელ-ნელა გაიფანტა. იარაღმომართულები ყველაზე უარესისთვის ემზადებოდნენ, რაც ამ შემთხვევაში რატი გაბრავას გამოჩენა იყო.
-სროლას თუ გაბედავთ ჩემი ხალხი ამოგხოცავთ. თქვენ შეძელით და შვიდი კაცი მომიკალით. ვითომ არ იცით, რომ 15-ს ოთხი კაცი ფეხებს ვერ მოგვჭამთ?
-მოგკლავ რატი, მერე გადავრჩები თუ არა სულერთია ჩემთვის.
-სულელო მარია! თუ ასე გიყვარდა შენი ოჯახი ჩემთან რას მორბოდი.
-ჩემს შვილს თავი დაანებე!
-ირინა, რეალურად მაოცებს თქვენი თავდადება ერთმანეთისთვის. ერთადერთი შანსი თქვენი გადარჩენის შენ ხარ. ჩემთან ერთად წამოდი და თავს დაგანებებთ.
-შენი დედაც მოვ*ყან ახ*არო! _ იღრიალა სანდრომ და გოგოს მკავში ჩაავლო ხელი.
-სანდრო ჭეშმარიტი სიყვარულის მართლა გჯერა? შენს ნაშასაც სჯეროდა ჩემს ლოგინში სასწაულებს რომ შვრებოდა. _ ირონიულად დაჯღანა სახე.
-სანდრო მე შენ გამო მჯერა ჭეშმარიტი სიყვარულის. მიყვარხარ და მინდა ეს ყველამ იცოდეს, თუ შანსი მომეცემა აუცილებლად ვიტყვი კიდეც. ბოლო ხმაზე ვიყვირებ რომ შენ გარეშე არაფერი არ მინდა, არც ერთი დღე და ღამე მითუმეტეს. მიყვარხარ და ეს სიყვარული მაძლიერებს, რომ გავრისკო. ვერ დაგკარგავ სანდრო.
-არ გამიმეტო ირინა, ნუ გამიმეტებ. _თვალებზე ხელი გადაისვა სანდრომ.
-სხვა გამოსავალი არ მაქვს. _ატირდა გოგოც.
-არ წამართვა რატი. მე ის მჭირდება. _ მტერს სიცოცხლეს ავედრებდა სანდრო.
-მომბეზრდა ეს საპნის ოპერა. წავედით. _მაჯაში ჩაავლო ხელი. ირინამ მკლავი გაითავისუფლა და უკანასკნელად დაეწაფა საყვარელი მამაკაცის ტუჩებს.
-მიყვარხარ ირინა. _ რატიმ სიტყვის თქმა არ აცალა გოგოს, კისერზე მიადო განუყრელი იარაღი და ძალით ჩასვა მანქანაში. შემდეგ ხელის აწევით ანიშნა დაცვას ცეცხლის გახსნა. მანქანაში ჩაკეტილმა გოგომ ბოლო ხმაზე იღრიალა. ცრემლები და ბრაზი ახრჩობდა და გამეტებით ურტყამდა ფანჯარას ხელს. რატიმ გაგიჟებულ გოგოს პირზე ნაჭერი ააფარა და ბნელს მისცა გამეფების უფლება...
*******
ბნელ ოთახში მეღვიძება. მიწაზე ვწევარ, მატრასზე. ტალახს და წყლის გუბეებს ვგრძნობ და გული მერევა. ვარწყევ. შემდეგ ისევ ვითიშები.

არ ვიცი რამდენ ხანს მძინავს. ამ ჯურღმულში ბნელა და ცივა. ნესტის და ნარწყევის სუნითაა აყროლებული ჰაერი. სინათლის არცერთი წვეთი, არც ერთი სხივი არ არის აქ და ვერაფერს ვარჩევ. გონს მოსასვლელად ტალახიან წყალს ვისხამ სახეზე და სათითაოდ ვალაგებ მოვლენებს გონებაში. შიში მთელ სხეულში მიძვრება. ფეხის თითიდან თმის ღერის დაბოლოებამდე ვგრძნობ და მაკანკალებს. კივილს ვიწყებ, ვღრიალებ, მიწას ფრჩხილებით ვკაწრავ, კედელს ხელებს და ფეხებს ვურტყამ. არცერთი ხმა, არცერთი ჩქამი და სულიერი ჩემ გარდა... გული მერევა, მაგრამ არაფერი დამრჩა მუცელში რომ ამოვიღო. ტირილს და ყვირილს არ ვწყვეტ, სანამ საბოლოო იმედი არ გადამეწურება, ესეც დაღლილობისგან. სიბნელეში ვერ ვარჩევ თვალებს არ ვხუჭავ თუ ვხუჭავ, რადგან მალევე მგონია რომ გონებას ვკარგავ და ცივ მიწაზე ვწევარ. შემდეგ თვალებიც მეხუჭება.

არაფერია სინათლის დანახვაზე დიდი ბედნიერება, მაშინ როცა არ იცი, რამდენი ხანი გავიდა რაც წყეული სიბნელის ნაწილი ხარ. ჩემი ჯურღმულის კარი იღება. სინათლე თვალებს მჭრის და მაგრად ვხუჭავ. შემდეგ კარის დაკეტვის ხმა მესმის და აგონია მიპყრობს. სინათლე არ ქრება. ჭერზე მბჟუტავი ნათურა კიდია. ოთახში მხოლოდ მატრასი, ძველი ტომრები და სათევზაო ბადეებია. წინ ჩემს მოსისხლე მტერს ვხედავ მაგრამ ადგომის ძალა არ მაქვს. ძალა არ მაქვს რომ შევებრძოლო. მხოლოდ მზერით ვეუბნები როგორ მეზიზღება და როგორ მინდა მისი სიკვდილი. ვერ ვმოძრაობ, მინდა მაგრამ არ შემიძლია. ჩემს თავთან ჯდება და სახეზე მკიდებს ხელს. არ ვიცი რას შვრება, მგონი მეფერება.
-ყველა მკვდარია, გილოცავ. _ირონიულად მიღიმის და ჩემს ცრემლებს ყურადღებას არ აქცევს. თვალები უცაურად უელავს. ჩემსკენ იხრება და ტუჩებში მკოცნის. ისევ გული მერევა. ვცდილობ მისი სახე მოვიშორო, მაგრამ არ გამომდის. ძალა არ მაქვს. ის ხელს მაისურის ქვეშ მიცურებს და მკერდზე მტკივნეულად მიჭერს. თვალებს ცრემლების სქელი ტალღა აწვება და მაგრად ვხუჭავ. ჩემს კოცნას აგრძელებს. კისერზე, ლავიწზე, მკერდზე, მუცელზე ამაზრზენად მოძრაობს მისი ტუჩები და მე წინააღმდეგობას ვერ ვუწევ. შემდეგ შარვალს მხდის. კისერს უბრუნდება და მტკივნეულად არღვევს ჩემი ვაგ*ნის შიგნეულობას. ნელა და აუჩქარებლად ვგრძნობ მას ჩემში და ყოველ ბიძგზე სათითაოდ ვკვდები. ვერ ვპატიოს საკუთარ თავს სისუსტეს და როცა ის კულმინაციას აღწევს ისევ გონებას ვკარგავ.

თეთრ ოთახში მეღვიძება. იმდენად თეთრში, რომ მგონია მოვკვდი. გარემოს ვათვალიერებ. ხელებზე მილები მაქვს შეერთებული. აპარატის წიკწიკი არღვევს სიჩუმეს. აივანს ვხედავ და საოვრად ლამაზ ალიონს. ლამაზი იქნებოდა აქ სიკვდილი. ლოგინიდან ვდგები და მზეს ვუახლოვდები. აივნის მოაჯირზე გადავდივარ, ისე ვხტები ძირს არ ვიყურები. გათიშვამდე სხეულში ტკივილებს ვგრძნობ და შემდეგ ისევ ბნელდება...

კატასავით ცხრა სიცოცხლე მაქვს. ისევ ცოცხალი ვარ და ისევ თეთრ ოთახში. ამჯერად გისოსებიანში. ხმამაღლა ხარხარს ვიწყებ და ღმერთს ცხრა სართულიან გინებას ვუგზავნი, ვწყევლი, ვლანძღავ. შემდეგ ტირილს ვიწყებ და თხოვნაზე გადავდივარ. რა სასაცილოა ჩემნაირი ურწმუნოსგან ეს საქციელი. ოთახის მძიმე კარს რატი აღებს. შიში, ზიზღი, სიძულვილი, შურისძიების წყურვილი ერთიანად ცოცხლდება ჩემს სხეულში.
-შენი დაძინება მოგვიწია ძვირფასო. დიდხანს გეძინა. მომენატრე. _თმა ყურს უკან გადამიწია. ხელზე ვუკბინე და საწოლიდან ავდექი.
-ახხ, შენი დედაც მოვ*ყან! _სახეში გამარტყა. დასუსტებული იატაკზე დავეცი. ის ისევ აგრძელებდა ჩემს ცემას, მანამ სანამ ვიღაც თეთრხალათიანმა არ გააგდო ოთახიდან. ცხვირიდან სისხლი მოვიწმინდე. უცნობი წამოდგომაში დამეხმარა და ლოგინზე დამაწვინა. შემდეგ, სრულიად მოულოდნელად ისევ რაღაც წამალი გამიკეთა.

-შეიგნე, რომ მთელი ოჯახი ამოგიწყვიტე. მე მოვკალი ისინი და შენ სამუდამოდ ჩემი ხარ. მოგწონს თუ არა ეს ასეა და ვერაფერი შეცვლის. _რატი მესაუბრება. განძრევა არ შემიძლია, ლოგინზე ვარ დაბმული. ხმას არ ვიღებ. შემდეგ ის ტუჩებში მკოცნის. წინააღმდეგობას აზრი არ აქვს. მაინც მიიღებს რაც უნდა და იღებს კიდეც. შემდეგ, როცა ჩემით თამაშს ამთავრებს ოთახიდან გადის...

*******
საავადმყოფოში სიწყნარეა. ჩემი ცოლის პალატასთან არცერთი ახლობელი არ დგას. ფანჯარაში ვიჭყიტები. ჟალუზი გადაწეულია და ვხედავ ჩემს შვილს. სხვანაირი გრძნობა მივლის სხეულში. ის მარიას მკერდზე წევს, ეს უკანასკნელი კი ზიზღით დაჰყურებს პატარა ბავშვს. პალატაში შევდივარ და მარიას მზაკვრული, ბოროტი ღიმილის მეტი ვერაფერს ვხედავ.
-გელოდებოდი რატი. აა, არ გაინძრე თუ ბავშვი გინდა! გახსოვს, დაგპირდი რამე თუ დამემართება შენს შვილს არ ვაცოცხლებ და მთელი დარჩენილ ცხოვრებას შენს განადგურებას მოვახმარ-მეთქი? წუთების რა გითხრა, მაგრამ მინდა ეს შენი თვალით ნახო. _მარიამ ბავშვი უხეშად შეანჯღრია და ტირილი აიძულა. პატარა სიცოცხლის თავი ხელში დაიჭირა და მკვეთრი მოძრაობით თავი 180 გრადუსით მიატრიალა საპირისპირო მხარეს. ბავშვის ტირილის შეწყვეტისთანავე ძვლების მტვრევის ხმა გაისმა. მამაკაცს ამის დანახვაზე გააკანკალა. სუნთქვა გაუხშირდა და გულისცემა აუჩქარდა. პატარა, გათეთრებულ სხეულს დახედა და პირველად თვალებიდან ობოლი ცრემლი გადმოსცვივდა.
-ჩვენმა ყალბმა სიყვარულმა დაგვღუპა რატი...
-ყალბად მიყვარხარ და სწორედ მაგიტომ მოგკლავ, რომ ჩვენი სიყვარული ლეგენდად იქცეს. _ ქამრიდან იარაღი ამოიღო და დედაც შვილის გზას გაუყენა...
******
63-ე დღეა თეთრ ოთახში ვარ. არ ვსაუბრობ და არ ვცდილობ გაქცევას. ვაიძულებ შეეჩვიონ ჩემს უმოქმედობას. ახალგაზრდა ექიმი ფეხიდან თაბაშირს მხსნის და მაკრატელს მაგიდაზე დებს. (ზოგი ადამიანი ისეთი ჭკვიანი იბადება...) შემდეგ ჩემი ძველი თაბაშირიანად გადის ოთახიდან. რამდენიმე საათში რატი ბრუნდება. სახეზე მეფერება. ჩემს სიწყნარეს შეჩვეული გააზრებას ვერ ასწრებს ისე სწრაფად ვარტყამ მხარში მაკრატელს. სკამიდან იატაკზე ვარდება და ჩემს დაჭერას ცდილობს. სახეში ფეხს ვურტყამ და „პოლიციელის სპეციალურს“ ვართმევ. ეზოში გასული ფარდულისკენ გავრბივარ და აქ ვუშვებ ყველაზე დიდ შეცდომას...

BOOM!!!!
აფეთქება კედელს მტკივნეულად მაჯახებს და ვითიშები. რამდენიმე წუთი მიწაზე ვგდივარ თვალებგახელილი. ცეცხლის ალს ბუნდოვნად ვხედავ და გაბმული ზუზუნი მესმის. ადგომას ვცდილობ, მაგრამ კიდურები არ მემორჩილება. თვალებს მაგრად ვხუჭავ, შემდეგ ვახელ და ასე გრძელდება რამდენჯერმე. უკანასკნელი ძალებს თავს ვუყრი და წამოდგომას კიდევ ერთხელ ვცდილობ. ზურგის და ნეკნების ტკივილს კივილის აკომპანიმენტს ვუკეთებ და კედელს ვეყრდნობი. ლოყაში მოხვედრილ შუშას მარჯვენა ხელით ვიძრობ და ცეცხლში ვისვრი. ბარბაცით მივდივარ გასასვლელისკენ და როცა მგონია, რომ გადავრჩი კისერზე ვიღაც ცივ ლითონს მადებს.
-ნელა შემოტრიალდი _ მის მითითებას ვასრულებ და პირდაპირ თვალებში ვუყურებ. მისივე უყურადღებობაზე მეცინება.
-ცოდვებს ინანიებ სიკვდილის წინ? _ თვალებით მისი სასქესო ორგანოსკენ მიმართულ იარაღზე ვანიშნებ.
-ღმერთო ჩემო _თვალებს ატრიალებს.
-რამდენჯერ გითხარი ასე ნუ მომმართავ-მეთქი? _ირონიით „ვამდიდრებ“ სიტყვებს და იარაღს ვართმევ. თუმცა უდავოდ, ეს შეძახილი „ღმერთო ჩემო“ არ იყო მისთვის, ვინც თავს ღმერთად მიიჩნევდა.
-მართლა მესვრი? _იმ ღიმილით მიღიმის, რომელიც ასე ძალიან მიყვარდა და ასე ძალიან შემაზიზღა თავი. ემოციის წაკითხვას ვცდილობ მის თვალებში, მაგრამ არაფერი გამომდის. მასთან გატარებულ თითოეულ წამს კადრებად ვხედავ გონებაში და გული მერევა. როგორც ყოველთვის ვარწყევ და შემდეგ ვესვრი. მოწყვეტით ეცემა და ღმუილთან ერთად გინებით მამკობს... მუცელში ვურტყამ წიხლებს დაღლამდე და შემდეგ მასთან ვიჩოქებ. სახე დასისხლიანებული აქვს მაგრამ მაინც იცინის. იმას ვაკეთებ რაც ძალიან დიდი ხნის წინ უნდა გამეკეთებინა. პირდაპირ კვერცხებში ვესვრი. მას თვალები გადაუბრუნდა და მთელი სხეულით აკანკალდა. პირიდან უცნაურ ხმებს გამოსცემდა, თუმცა სახიდან ის საზარელი ღიმილი მაინც არ შორდებოდა. პირდაპირ კბილებში დავარტყი ფეხი. შემდეგ რამდენჯერმე ვესროლე თავში და როცა დავრწმუნდი, რომ ყველაფერი დამთავრდა გვამს გადავაბიჯე და აფეთქებულ ფარდულში უპატრონოდ დავტოვე.
********
ირინამ რატის სახლშივე იბანავა და გამოიცვალა. მისი მანქანით დაბრუნდა თავის ნასახლარზე. სროლის და სისხლის კვალი ეტყობოდა ყველაფერს. ნოდო ბაბუა ინახულა და დაემშვიდობა სამუდამოდ. იმედგაცრუებულმა დაურეკა დათუნას.
-გისმენთ? _ბიჭს დაძაბული ხმა ჰქონდა.
-ირინა ვარ, უნდა გნახო. _ შელამაზების და მიკიბვ-მოკიბვის გარეშე უპასუხა გოგომ.
-ირინა, ღმერთო ჩემო. მთელი ოჯახი გელოდებით, სად ხარ? მოგაკითხავ.
-მისამართი მომწერე. _ტელეფონი სავარძელზე მიაგდო და დარჩენილ სიგარეტს მოუკიდა. მომწამლავი კვამლით გაივსო ფილტვები. მან არ იცოდა რას იზამდა მომავალში, ან ჰქონდა თუ არა საერთოდ. დათუნას ესემესს დახედა და მანქანა სწრაფად მოწყვიტა ადგილს...
პატარა და მყუდრო სახლის წინ გააჩერა მანქანა. სწრაფად გადმოვიდა და რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქა. მთელი ოჯახი მალევე გამოეგება. დედას, მამას და დათუნას ატირებული ეხვეოდა და კოცნიდა. სახის თითოეულ ნაკვთს უკოცნიდა და ცრემლით უსველებდა.
-ნიკო? მარია? სად არიან?
-ნიკო და მარია აღარ გვყავს _ დუმილი დაარღვია დათუნამ. მუხლები მოეკვეთა. ლუკამ დაიჭირა რომ არ დაცემულიყო. მათთან გატარებული ყველა ბედნიერი მომენტი გაიხსენა და ატირდა. ატირდა რადგან ერთადერთი და გულნატკენი გაუშვა სხვა სამყაროში, ბიძაშვილს კი არცერთხელ უთხრა მადლობა და არ უთხრა თუ როგორ უყვარს.
-სანდროს ნუ ეტყვით, რომ დავბრუნდი. მე უნდა დავისვენო. _ნინომ შვილი ოთახამდე მიაცილა და საბანიც დააფარა.
-დედი, არ დამტოვო მარტო. მეშინია. _ნინო ატირდა. შვილი გულში ჩაიხუტა და სუნთქვაც კი „შეწყვიტა“ რომ ერთადერთ ქალიშვილს მის მკერდზე მშვიდად დაეძინა...

*********
ფრენამდე რამდენიმე საათით ადრე სანდროსთვის წერილი დავწერე. ვერ გავბედე პირადად შემეხედა ჩემი ერთადერთი სიყვარულისთვის. ვერ შევძელი მეთქვა, როგორ დააბინძურა ჩემი სხეული რატიმ. ვერ შევძელი... მისი მონატრება სულს მიგლეჯდა. ძვლებს მატკიებდა. ის უკეთესს იმსახურებდა ვიდრე ვიღაცის მიერ წაბილწული სხეულია. წერილი დათუნას გადავეცი და თვითმფრინავში ისე ავედი უკან არ მომიხედავს.

*********
არეულ ბინაში ვერცერთ ნივთს ვერ ვპოულობ. დღისით ვმუშაობ, ღამით ირინას მახინჯად შეხებილ კედელს ვუყურებ და მეტირება. მეტირება რადგან მენატრება და არ ვიცი სად არის. ისე გამომგლიჯეს ხელებიდან, თითქოს არც არასდროს ყოფილა ჩემი. არც არასდროს ყოფილა ჩემთან. დილის 6 საათზე ჩემს ბინაში ზარს რეკავენ. კარებს ვაღებ თუმცა არავინაა. მხოლოდ იატაკზე გდია გაყვითლებული კონვერტი. გულისცემა მიხშირდება როცა გამომგზავნის სახელს ვკითხულობ. დერეფანშივე ვხსნი და კითხვას ვიწყებ.
„ჩემო ერთადერთო სიყვარულო! ვერ წარმოიდგენ, როგორ ვიტანჯებოდი უშენოდ. ვერ წარმოიდგენ რა გამოვიარე. მაპატიე, რომ ასე ვიქცევი. ვერ შემოგთავაზებ ჩემს მინიმუმ 60-ჯერ წაბილწულ სხეულს. შენ დამანახე, რომ ყოველთვის არსებობს იმედი. ჩემო ძვირფასო, მე შური ვიძიე შენი ოჯახის გამო, ჩემი ოჯახის გამო და პირველ რიგში ჩვენს გამო. შენ ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი და ნათელი მოგონება ხარ. ყველაზე ლამაზი და წმინდა. ძვირფასო, ყველაფრის მიუხედავად, იმის მიუხედავად რა საძაგლად ვიქცევი და როგორი ვარ ახლა, თუ ჩემი ნახვა მოგინდება აუცილებლად იპოვი გზას, რომ ჩემამდე მოხვიდე. სიყვარულით, მუდამ შენი ირინა მაჩაბელი. “ _ წერილი დავკეცე და სიმწრისგან კედელს დავუშინე მუშტები. შემეზიზღა საკუთარი თავი, რომ მის დასახმარებლად ვერაფერი გავაკეთე. არ ვიყავი მის გვერდში და არ გადავარჩინე... ყველაზე უარესი, მე მისი დატოვებული მინიშნებაც ვერ ვიპოვე. მისი წასვლიდან ერთი წლის შემდეგ კი ვინ იცის რამდენი ქალის სხეული გამოვიცვალე. სხვისი სურნელით ვისჯიდი თავს და ვერ ვპოულობდი მათთან სექსით ვერანაირ სიამოვნებას. ახლაც ჩემს გვერდით ქერა ზის. ალბათ ნატა ქვია. არ ვიცი. შუქნიშანზე ვჩერდებით. მას თვალები უშტერდება. მზერას მივყვები და სადენზე ჩამოკიდებულ ჩემს კედებს ვხედავ. ისტერიული სიცილი მეწყება. ქალს მანქანაში ვტოვებ და შუა ქუჩაში ვტრიალებ. მანქანები მისიგნალებენ, მძღოლები მლანძრავენ და მანქანის გაწევას მთხოვენ. ქერას მანქანა გაჰყავს და უკმაყოფილო მზერას არ მაცილებს. სამშენებლო კიბით ვხსნი კედებს და მასში პატარა პოლიტიკურ რუკას ვპოულობ შეფუთულს. წითელ რგოლს ბედნიერი დავყურებ და თვალები მეცრემლება. ტელეფონს ვიღებ და „აის გრუპის“ მდივანს ვურეკავ.
-ბილეთი დამიჯავშნე ბერლინის მიმართულებით ხვალინდელ ფრენაზე...


****
ვერ გავიმეტე ირინა და სანდრო ცუდი დასასრულისთვის. <3
****
მეგობრებო, გილოცავთ ახალ წელს. მინდა ეს წელი მშვიდობის, სიკეთის და სიცოცხლის წელი ყოფილიყოს ყველასთვის. ბედნიერებას გისურვებთ მთელი გულით <3 სიყვარულით თქვენი სელენე <3



№1 სტუმარი Lizza

სუპერგენიალურიააა <3 მაგარი გოგო ხარ შეენ ????

 


№2  offline წევრი anako

Lizza
სუპერგენიალურიააა <3 მაგარი გოგო ხარ შეენ ????


დიდება შენს გამოჩენას საიტზე laughing laughing

 


№3 სტუმარი მარიიი

აუუ რა ემოციური იყო გავგიჟდი ძალიან მომეწონა♡♡

 


№4  offline წევრი სელენე

anako
Lizza
სუპერგენიალურიააა <3 მაგარი გოგო ხარ შეენ ????


დიდება შენს გამოჩენას საიტზე laughing laughing



ჩემი სიყვარულები ხართ თქვეენ <3

 


№5  offline წევრი Gimilis gogo

ეს რა ჯანდაბა იყო?
ღმერთო... სუნთქვა მეკვრებოდა კითხვის დროს...
ვტიროდი კიდევაც...
და არვიცი რავთქვა...

 


№6  offline წევრი სელენე

Gimilis gogo
ეს რა ჯანდაბა იყო?
ღმერთო... სუნთქვა მეკვრებოდა კითხვის დროს...
ვტიროდი კიდევაც...
და არვიცი რავთქვა...



დიდი მადლობა <3

მარიიი
აუუ რა ემოციური იყო გავგიჟდი ძალიან მომეწონა♡♡



მადლობაა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent