შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ადევნება (მე-10 თავი)


3-01-2020, 00:15
ავტორი სალოme
ნანახია 9 018

ჟრუანტელმა დამიარა. კიბის მოაჯირს მიყრდნობილი სიტყვების გაანალიზებას ვცდილობდი.
- ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა სანდრო, გოგონას უსაფრთხოებაც ვუზრუნველყავით, მაგრამ როგორც სჩანს იმ ნაბიჭვარს ყველაფერი გათვლილი ჰქონდა!- კბილებში ცრიდა თანამოსაუბრე.
- ახლა რა ჯანდაბა უნდა გავაკეთო- ჩურჩულზე გადასულიყო სანდრო. - არ დავუშვებ რომ ნიცა მასთან დაბრუნდეს.
- კი მაგრამ კონტრაქტი არ გაძლევს უფლებას შეთანხმების წინააღმდეგ წახვიდე. დემეტრეს საქმეში დაბრუნების სანაცვლოდ ნიცა მასთან უნდა გაუშვა...
- ჯანდაბა!- ღრიალს მსხვრევის ხმა მოჰყვა. უკვე ვფიქრობდი საძინებელში დავბრუნებულიყავი. მისაღებში ჩამოწოლილმა მოულოდნელმა სიჩუმემ, ჩემში შიში გაამეფა.
- ვფიქრობ არ გინდა მთელი შენი ქონება, რაც კი გაგაჩნია დემეტრეს ხელში აღმოჩნდეს.- ცოტა ხნის შემდეგ განაგრძო უცნობმა.
- რათქმაუნდა არა- ამოიგრგვინა.- და არც ის მინდა ნიცა მასთან დარჩეს. ჯერ ამ თავდასხმის ოპერაციას რა ენერგია შევალიე და ასე უბრალოდ გავუშვა?
- სანდრო სხვა გზა არ გაქვს, თუ ხელშეკრულების პირობას დაარღვევ გაკოტრდები, და რაც ყველაზე საშინელია, მთელი კლანი აგიმხედრდება, შენს სიცოცხლესა და თავისუფლებას ჩრდილი მიადგება, გესმის რას გეუბნები?!
- მესმის! ამის დედაც მესმის!- დაიყვირა. სანდროს არც თანამოსაუბრე ჩამორჩა:
- ჰოდა გამოასწორე შენი უგუნური საქციელი, გაატანე ნიცა და შეეცადე ნარკოტიკის მთელი ჩაძირული საქმე დემეტრეს შეტენო!- იმ მომენტში საკუთარი თავი აუქციონზე გატანილი ნივთი მეგონა. სიბრაზისგან ხელები მიკანკალებდა. ოთახში კვლავ სიჩუმე გამეფებულიყო.
- დავიჯერო ის გოგო ამ ყველაფრად გიღირს?- შედარებით მშვიდად მიმართა უცნობმა.
- მიღირს ვახტანგ, მიყვარს, და ვერ დავუშვებ დემეტრემ ამ ბრძოლაში მომიგოს- ხმადაბლა უპასუხა. მე კი გაოცებამ მომიცვა. ყველაფერი ნათელი გახდა ჩემთვის.
- დემეტრესაც უყვარს, იმიტომ დაბრუნდა ასე მალე ამ სახიფათო თამაშში.
- დემეტრე არ მიხსენო! მაგ ნაბიჭვარს გავანადგურებ!- დაიყვირა და ჩემს ყურს კარის მიჯახუნების ხმა მოსწვდა, მეგონა ჩამოიღეს.
კიბეზე რა დამედგომებოდა და ჩემს ოთახშში ავედი სასწრაფოდ. თავადაც არ ვიცოდი რატომ ვკანკალებდი, ვნერვიულობდი დემეტრეს გამო. იგი იძულებული ხდებოდა ჩემი სანდროსგან დახსნის სანაცვლოდ კვლავ ამ საშინელ საქმიანობას დაბრუნებოდა. ნარკოტიკები. ამის გაფიქრებაც კი ჟრუანტელს მგვრიდა. მართალია, ჯერ კიდევვ ვერ ვხვდებოდი დემეტრე რაოდენ დიდ საფრთხეში იგდებდა თავს, მაგრამ მის მიმართ მადლიერების გრძნობაც უსაზღვრო იყო. მინდოდა მისი ხმა გამეგო. დედას დავურეკე, შემთხვევით დამასხოვრებული დემეტრეს ნომერი ჩავაწერინე და ვთხოვე თავისთან დაებარა, რომ დედას მობილურით დამლაპარაკებოდა, და ისიც ყოველგვარი ზედმეტი კითხვების გარეშე დამთანხმდა.
დაახლოებით სამი საათი ველოდე და იმედი მქონდა ოთახში კვლავ არავინ შემოვიდოდა. ღამის ათი ხდებოდა. ფანჯრიდან მთვარის სიმკრთალეს ვუყურებდი, მსუბუქად რომ ირეკლებოდნენ შენობის სარკისებრ შუშებში. შევხტი როცა ტელეფონის ზარი გაისმა. მაშინვე საწოლზე დაგდებულს მივარდი და მოუთმენლად ვუპასუხე. ისედაც აჩქარებული გული კიდევ უფრო ამიძგერდა როცა სანატრელი ხმა გავიგე.
- ნიცა...-მისი ბარიტონი მთელ სხეულს წამლად მოედო და ყოველგვარი ნერვიულობის ნატამალი გამიქრო.- ნიცა- გაიმეორა როცა არაფერი ვუპასუხე. ამ დროს სიხარულისგან აზლუქუნებული საკუთარი ხმის ჩახშობას ვცდილობდი.
- დემეტრე- გამტყდარი ხმით მივმართე.
- ძვირფასო, როგორ ხარ- მის ხმაში დაძაბულობა შევნიშნე, ამიტომ ყველანაირად შევეცადე თავადაც დავმშვიდებულიყავი.- მომისმინე, არ იღელვო, მანდედან მალე წამოხვალ.
-მეშინია, სანდრო ჩემს თავს არ დაგანებებს- საწყლად ამოვიკნავლე და ყურმილის მეორე მხარეს მის ღრმა ამოხვნეშას დავუგდე ყური.
- ნიცა, ყველაფერი კარგად იქნება დამიჯერე, წარმოიდგინე, უბრალოდ ცუდ სიზმარს ხედავ და როცა გაიღვიძებ ისევ ჩახუტებული მეყოლები - მისმა საუბარმა ღიმილი მომგვარა, მაგრამ მაშინვე დავითრგუნე როცა ცუდი სიზმარი ახსენა. თვალწინ იარაღშემართული დემეტერე წარმომიდგა. და სანდრო... ჟრუანტელმა დამიარა.
- დემეტრე, მენატრები- ამოვიჩურჩულე დაზაფრულმა.
- ძვირფასო, რაც არ უნდა მოხდეს, გახსოვდეს რომ მიყვარხარ და მე...
- კარგი დედა კარგი, მეც ძალიან მიყვარხარ- მაშინვე გავეპასუხე აკანკალებული როგორც კი ოთახში შემოაღეს კარი. სანდრო იყო.
- ფრთხილად იყავი!- დემეტრე ყველაფერს მიხვდა და როგორც კი გამაფრთხულა, ზარი მაშინვე გათიშა.
თვალებში თითქოს ბინდი შემეპარაო, საწოლზე მჯდომი სანდროს მოძრავ სილუეტს მქრალად ვხედავდი. დავინახე ჩემსკენ როგორ დაიხარა, მე კი ღმერთს მხოლოდ იმას ვთხოვდი გონებაში, რომ ჩემი საუბარი არ გაეგო. და თუ გაიგებდა, სიმართლე გითხრათ არვიცი რას მოიმოქმედებდა, მაგრამ წინათგრძნობას თუ დავუჯერებდი კარგს არაფერს. სიმშვიდეგამქრალ თვალებში ჩავაჩერდი. შევკრთი როცა ჩემს წინ დაჩოქილმა ჩემი აკანკალებული ხელები თავისაში მოიქცია, თუმცა იმის ძალაც წართმეული მქონდა, მისი ტორებისგან გავთავისუფლებულიყავი.
- კანკალებ- ამოიჩურჩულა როცა ხელებს თვალი შეავლო.- არ მინდა გაშინებდე.
- შენი არ მეშინია!- გასავათებული სხეულისგან განსხვავებით იმდენად მტკიცედ წარმოვთქვი, სანდროსაც გაუკვირდა. ეჭვის თვალი შემავლო.
- როდის გეშინოდა რო?- ირონიულად მკითხა.
- მხოლოდ მაშინ, სანამ იარაღს დამიმიზნებდი. მერე აღარ.- სრული სერიოზულობით ვპასუხე. ქვემოდან ერთდროულად გაკვირვებული და დაძაბული მიმზერდა. თუმცა არც მე ვიყავი ნაკლებ დღეში.
- როცა პირველად მნახე?- შემეკითხა, მე კი საპასუხოდ თავი დავუქნიე.- ვერ დავიჯერებ რომ სიკვდილს თვალებში ჩახედე და არ შეგეშინდა.- ამოთქვა, და გასასვლელისკენ წავიდა.
- შენ სიკვდილის გეშინია?- კართან მდგომს დავაწიე კითხვა.
- არა, მე სიცოცხლის მეშინია, ტკივილით სავსე ცხოვრების.
-მე მეშინია სიკვდილის, მაგრამ იცოდე, შენ არ მაშინებ!- შემოტრიალდა- დღემდე ზუსტად ვიცი, იქ თუნდაც დემეტრე არ ყოფილიყო, მაინც ვერ მესროდი. "არ" კიარა "ვერ", რადგან ტკივილისთვის ჩემი გამეტება გეძნელებოდა.
- ზედმეტად დაკვირვებული ყოფილხარ,- მითხრა შემობრუნებულმა და საპასუხო მსვლელობის მოლოდინში გაინაბა.
- ჰოდა, ჩემი თეორიის სისწორეში დღეს დამარწმუნე.- შედარებით დამშვიდებულმა მივუგე, და ირონიით გაჯერებული ღიმილი შევაგებე.
გაურკვევლობის ნიშნად თავი გააქნია.
- შენ რომ მართლა გყვარებოდი, დემეტერესთან იმ დღესვე გამიშვებდი როცა ჩემს მისდამი გრძნობების შესახებ გაიგებდი.- ვუთხარი.
ვხედავდი მის სახეზე როგორ დარბოდნენ ემოციების ტალღები. გაკვირვება, სიბრაზე გაურკვევლობა ეხატა, და შიშით აღსავსე მზერა ჰქონდა.
- მოისმინე არა?- თვალებმოჭუტულმა მკითხა.
- ჰო, და სხვათაშორის ძალიან არ მესიამოვნა.- მივუგე.
- მერე რა, იცოდე არ დავუშვებ დემეტრესთან დაბრუნდე, შენ მხოლოდ ჩემი იქნები, ჩემი.!- გამოსცრა კბილებში.
- მე დემეტრე მიყვარს!- მივუგე და მისკენ ორი ნაბიჯი გადავდგი.
- სულერთია, ყველაფერს გავაკეთებ, რაც მის დავიწყებაში დაგეხმარება.
- შენ არ გესმის...- თავი გავაქნიე
- ჩემო კარგო, დამიჯერე ყველაფერი იმაზე მარტივადაა ვიდრე გგონია.
- ეგოისტი ხარ! მესაკუთრე - მივახალე პირში. მან მხოლოდ გაიცინა.
- დაიმახსოვრე, მოკლე დროში აღორძინებულ სიყვარულს მტკიცე საფუძველი ვერასდროს ექნება.- თვალი ჩამიკრა და ოთახი დატოვა.
- მაგასაც ვნახავთ- ამოვიჩურჩულე აცრემლებულმა. სიბრაზისგან ალბათ კიდევ ერთი ნერვული შემოტევა დამემართებოდა თავის ტკივილს რომ არ შევეწუხებინე. წამალი დავლიე და ემოციებისგან დაცლა ძილით გადავწყვიტე. ხვალ კიდევ დაველაპარაკებოდი დემეტრეს.
სამი დღე ისე ნელა მიიზლაზნებოდა, როგორც არასდროს. ამ დროის განმავლობაში დედას ყოველდღე ველაპარაკებოდი მობილურით, თუმცა ჩვენი დიალოგი ყოველთვის ასე მთავრდებოდა:
"- დედა, დემეტრე კიდევ არ გამოჩენილა?
- არა ჩემო კარგო, ვურეკავ მაგრამ ვერ ვუკავშირდები, ტელეფონი სულ გამორთული აქვს". და აქ სრულდებოდა ჩემი ძლივს შენარჩუნებული სიმშვიდის შეკავება. მეშინოდა დემეტრეს რაიმე არ დამართნოდა, რადგან ამ დროის განმავლობაში არც სანდროსთვის მომიკრავს თვალი. მისი სიტყვები, რომლებსაც გონებიდან ვერ ვშლიდი ერთ ადგილზე მაქვავებდა. ასე მეგონა, შიგნიდან მიღრნიდა ტვინს და ყოველ ღამე ბალიშში თავჩარგული, როცა პანიკისგან ყრუ კივილით ვთავისუფლდებოდი, ღრმა, თუმცა მოკლე ძილს ვაფარებდი თავს. უკვე იმ საშინელ სიზმარშიც მენატრებოდა დემეტრე, თუნდაც იარაღშემართული.
შუადღე გადასულიყო როცა ოთახის კარი შემოაღეს. წიგნს ვკითხულობდი სავარძელში მჯდომი, ამიტომ შემოსულის ვინაობის გასაგებად თავი არ მიმიტრიალებია. მძიმე ნაბიჯებით ისედაც ვიცანი.
- სად იყავი?!- დავასწარი თქმა და ავხედე. წარბაწეული დამყურებდა, მერე ჩაიცინა.
- ასე ძალიან თუ ნერვიულობ ჩემზე, მაგას რა ჯობია- ჩაიცინა და ჩემს წინ დივანზე ჩამოჯდა.
- დემეტრე სადაა?- ვკითხე, რა წამსაც სახე მოექუფრა.- სახლში არ ჩანდი.
- შენი საქმე არაა- მომიჭრა მოკლედ და ფეხზე წამოდგა. გაღიზიანებული ჩანდა.
- შეგიძლია ერთ შეკითხვაზე მაინც მიპასუხო?
- მაგალითად?- იმედი მომეცა, რომ ახლა ყოველგვარ გაურკვევლობას დავაღწევდი თავს.
- რა კონტრაქტი გაკავებთ შენ და დემეტრეს?
ჩაიცინა. თითქოს ამ კითხვას ელოდაო წამსვე ადგილს დაუბრუნდა.
- დემეტრეს ექვსი თვე ჰქონდა იმისთვის რომ ამ საქმიდან წასულიყო, ვერ დავანებე- ჩურჩულით დაიწყო და იატაკს მზერას არ აშორებდა.- შენ გამო ყველაფერზე თქვა უარი, გამიკვირდა. გულწრფელად გეტყვი ამაზე მეტად ცხოვრებაში არაფერი გამკვირვებია. - თვალებში შემომხედა და განაგრძო- მთელი ცხოვრება ამ ჭაობში გაატარა, არ ვიცი რა მოიმოქმედა, მაგრამ ფაქტია ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ ამ ყველაფერთან შეხება არ ჰქონოდა, უფრო მეტიც სუფთად გამოსულიყო. ვერ დავანებე შენი თავი და შენით დავემუქრე- ჩაიცინა.- თუ დაბრუნდებოდა, გაგათავისუფლებდი, თუარა და მოგკლავდი.- ჩაიღიმა.
- მისი დაბრუნება რაში გჭირდებოდა?- შევეკითხე ჩამწყდარი ხმით.
- ყველაზე მსხვილი ბიზნესი მას აქვს. დემეტრეს წასვლით ყველაფერი დასრულდებოდა, წინ გაკოტრება, ციხე ან უფრო მეტიც- სიკვდილი გველოდა. - თავი გააქნია და ფეხზე წამოდგა.
- და ჰო, შეგიძლია წახვიდე.- მომიგო როცა კარში გავიდა. ნახევარი წუთი მისი სიტყვების გაანალიზებას შევალიე. მივხვდი რომ დემეტრემ არ იცოდა სანდროს ჩემდამი გრძნობებზე და სანდროზე გავბრაზდი. თითქოს ერთიანად მომეშვა, უცებ წამოვხტი და ქვემოთ ჩავირბინე. სანდრო მისაღებში მეგულებოდა.
- შენ თუ...- მინდოდა მისთვის კიდევ ერთი ინფორმაცია დამეტყუა, თუმცა გამაჩერა.
- მოკლედ გეტყვი, ჭიკართან მანქანა გელოდება, რომელიც სახლში წაგიყვანს. შენი ყველა ის ნივთი რაც კი დემეტრესთან გქონდა, იქ დევს. - მეუბნეოდა ცივი ხმით დახლთან ზურგშექცევით მდგარი და ჭიქაში სასმელს ასხამდა.
- ძლივს!- ამოვიგრგვინე აჟიტირებულმა, გახარებული შემოსასვლელისკენ გავემართე დაუფიქრებლად. ის ის იყო კარს გადავაბიჯე რომ ზურგსუკან ლეწვის ხმა მომესმა და სანდროს არაამქვეყნიური ღრიალიც გავიგონე:
- ამის დედაც!
თითქოს წლებია ნორმალური ჰაერი არ ჩამისუნთქიაო, ზაფხულის ანცი სიოს მონაბერი ჰაერი ჩავყლაბე და გავინაბე. მანქანაში მჯდომი ფანჯრიდან შემოსულ ჰაერთა ნაკადებს თავს ვერ ვუქცევდი. როცა მძღოლმა ჩემი კორპუსის წინ გააჩერა მანქანა, გამიკვირდა.
- აქ რა გვინდა? - შევეკითხე მას.
- ბატონმა დემეტრემ სასტიკად გამაფრთხილა არსად წაიყვანო რაც არ უნდა გითხრასო.- დემეტრეს სახელის გაგონებაზე თვალები გამინათდა, თუმცა გული დამწყდა მის ასეთ სიმკაცრეზე. მორჩილად გადმოვედი მანქანიდან და ზურგჩანთა დაკავებულ მძღოლს კორპუსში შევუძეხი. ჩემს სახლში ავედი. მან გასაღები მომცა.
- ბატონმა დემეტრემ ახალი საკეტი ჩაასმევინა. - მითხრა, ჩანთაც გადმომცა და მკვირცხლად დაეშვა კიბეებზე სანამ რაიმეს ვკითხავდი. უხმოდ მოვარგე გასაღები საკეტს, ოთახში შევაბიჯე. სახლის სურნელი მაინც სხვაა, ამიტომ მესიამოვნა მისი შეგრძნება. გარემოს თვალი შევავლე. საგრძნობლად შეცვლილიყო. მახსოვს როცა აქ ბოლოჯერ ვიყავი, სრული ქაოსი სუფევდა, და დემეტრეს მიმართ მადლიერება ვიგრძენი ჩემზე ასე რომ ზრუნავდა. მესიამოვნა სიცარიელის ან დამტვრეული ავეჯის მაგივრად ახალი ნივთები რომ დამხვდა. საძინებლისკენ გავეშურე. პირველ რიგში თავი მოვიწესრიგე, და მისაღებში გამოსულმა ცივად დავხედე სანდროს მიერ მოცემულ ტელეფონს. მისი საშუალებით დემეტრეს ვერ დავურეკავდი. ამ ფიქრებში ვიყავი კარზე რომ ზარის ხმა გაისმა. დემეტრე იყო. კარი გავაღე და მისალმებაც არ ვაცალეთ ერთმანეთს ხელები წელზე შემომხვია და გულ- მკერდზე ამიკრა. მჭიდროდ მივეტმასნე და კისერში თავჩარგულმა ღრმად შევისუნთქე მონატრებული პიტნისა და სიგარეტის ნაზავი, სურნელი რომელიც მხოლოდ ეს არ იყო, დემეტრეს ჩემთვის საყვარელი ადამიანის სურნელი ჰქონდა.
- ნიცა- ამოიზმუვლა და სახეზე დამაკვირდა. თითებით მომეფერა ლოყებზე, მე კი უკვე გაბრუებული იმის გაანალიზება ძლივს ვახერხებდი, რომ ჩემს წინ მონატრებული ადამიანი იდგა.
- დემეტერე,- ამოვიტირე და მის მკერდზე მიკრულმა ქვითინი დავიწყე.
- ჩჩ... ძვირფასო, მორჩა, ყველაფერი დასრულდა...- აკანკალებულის დამშვიდებას ცდილობდა და ხელებით მეალერსებოდა. მე ვერ მოვითმინე მისკენ ავიწიე და ჩემი ბაგეები მის ტუჩებს მივადე. ვიგრძენი როგორ აგვიჩქარდა ორივეს გულის ძგერის ტემპი, და როცა ჩვენი ტუჩები ერთმანეთს შეერწყა, მივხვდი, მის გარეშე სიცოცხლე არ შემეძლო.

გილოცავთ ახალ წელს!
<3



№1  offline აქტიური მკითხველი grafo

ამათმა როდის მოახერხეს ამ ნიცას ასე თავდავიწყებით შეყვარება მაინც ვერ გავიგ.

 


№2  offline წევრი სალოme

grafo
ამათმა როდის მოახერხეს ამ ნიცას ასე თავდავიწყებით შეყვარება მაინც ვერ გავიგ.


"შენ, დემეტრეს სუსტი წერტილი აღმონჩდი, რომელსაც მთელი ექვსი თვე მალავდა.- დაძაბული, რაღაცნაირად მძიმე ტონალობით დაიწყო საუბარი, მაშინვე ყურები ვცქვიტე და ცრემლმორეული თვალები მას მივაპყარი. ამჯერად სანდრო უმზერდა ფანჯრისმიღმა სივრცეს- შენ... სადღაც გამოფენაზე უნახიხარ, მერე გითვალთვალებდა. ადრე ჩვენ კარგი მეგობრები ვიყავით, ნამდვილი პარტნიორები, მაგრამ როგორც კი შენ გამონჩდი დემეტრემაც თავისი საქმიდან გასვლა დაიწყო."-... after... თვალთვალი...;)

 


№3 სტუმარი Wero

ვაიმეეეეეეეეეეეეეე სასწაულიიი თავიიი იყოოოოოოოოოო

 


№4  offline წევრი სალოme

Wero
ვაიმეეეეეეეეეეეეეე სასწაულიიი თავიიი იყოოოოოოოოოო



<3

 


№5 სტუმარი Wero

აუ ძან აგვიანებ და ამასთან ერთად ძალიან პატარა თავებს დებ((((((

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent