შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გატაცება კავკასიონზე. (თავი 3)


3-01-2020, 19:25
ნანახია 1 612

პარასკევ დღეს აფორიაქებული გახდა ქალაქი. ყველა კუთხეს მოედო ამბავი, ქალაქში კოპალიანებს ქალი ჩამოუყვანიათო. ვისაც რისი მოსმენა უნდოდა, ყველამ ისე გაიგო.
სანამ ყველა ყველაფერს გაიგებდა, ეზოში გაჯიუტებული თინათე ვერაფრით დაიმორჩილა ოსემ. კოპალიანების ოჯახი დიდ გაუკრვევლობაში იყო, ყველას მისაღებში მოეყარა თავი და ფანჯრიდან უყურებდნენ, როგორი აღელვებითა და ბრაზით ესაუბრებოდნენ ერთმანეთს ოსე და ეს მათთვის უცხო ქალი.
-როგორ ფიქრობ, ცოლი მოიყვანა?- ინტერესიანი თვალები ხან ფანჯარას, ხან კიდევ დედამისს მიაპყრო, აღელვებისგან თითები დაიჭამა ირაიდამ.
-გეყოფათ ამდენი საუბარი! ამოვა და ყველაფერს პირადად ამიხსნის.- გაბრაზდა ეგნატე. არ უყვარდა ჭორაობა, წინასწარი დასკვნების გამოტანა ნაადრევად. სიმართლე ითქვას, გოგო რომ დაინახა, ცოტათი შეეჭვდა. აი და ის დღე დადგა, ჩემმა ვაჟმა ცოლი შეირთო, თანაც რა ლამაზი ცოლი, ერთით ნაკლები საფიქრალი მაქვსო, მაგრამ თინათეს კაბას რომ დააკვირდა, ხევსურული ნაქარგები მაინც და მაინც გულზე კარგად არ მოხვდა. იმაზე დაფიქრდა, იქნებ ჩემმა შვილმა საქმე სუფთად ვერ გააკეთა და ეს გოგოც ამის ნიშანიაო.
-ცუდად ვარ ირაიდა, რამე დამამშვიდებელი მომიტანე, ჩქარა!- გულზე ხელი დაიდო ფატიმამ და სადაც იყო, გაითიშებოდა.
-დედა, რა მოგივიდა?!- ხელი შეაშველა დედას, სავარძელში დასვა და თვითონ წამლების მოსატანად გაქანდა.
-დაწყნარდი ქალო, ჯერ არაფერი იცი და თავს რაღატომ იტკიებ ადრიანად?- ეგნატეს უფრო რბილად გამოუვიდა ნათქვამი, შეშინდა, ფერწასული ცოლი რომ დაინახა.
-ვაი.. ვაი.. ეს რა მოგვსვლია ჰა?- ჩიოდა ქალი ხმადაბლა. სულ არ ესმოდა მისი ქმრის საუბარი.
-დალიე.-შემოვარდა ირაიდა და დედას წამალი გაუწოდა. მუხლებზე ირტყამდა ხელებს ქალბატონი კოპალიანი.
-ამოვიდეს და - წყალს სვამდა და თან საუბრობდა. -ამიხსნას.- კეთილი გული ჰქონდა ფატიმას. მისი ბიჭი ყველაფერზე მეტად უყვარდა. ყველანაირ ქალს მიიღებდა ოჯახში, ვისაც მისი შვილი შეიყვარებდა. აქამდეც ასე ამბობდა და ფიქრობდა, მაგრამ ახლა, როცა ეჭვები და ფაქტები წინ დაუდეს, გული სხვანაირად აუთამაშდა. ათასი ფიქრი ერთად მოაწვა, მზად ნამდვილად არ იყო.
-ფატიმა სისულელეებზე ფიქრობ ნაადრევად. სირცხვლია, რა დაგემართა!- ეგნატე არ ცხრებოდა.
-მამა, გეგი მოდის!- დაიყვირა ირაიდამ და მამას შეშინებული თვალები მიანათა. გეგისთვის ამ წუთას თქმას არ აპირებდნენ.
-ოსეს გადასძახე, ახლავე სახლში ამოვიდეს!- გააფრთხილა ეგნატემ.
ირაიდას ხმის გაგება ერთი იყო, თინათეს ბრაზით სავსე წინადადების დასრულება რომ არ აცადა ოსემ, ხელში ჩაავლო და ძალით წაიყვანა სახლისკენ. ირაიდა ისე უყურებდა, უკვე თითქმის დარწმუნებული იყო, რომ ოჯახში რძალი შემოუვიდა.
-ხელი გამიშვი, გიჩივლებ!- ყვიროდა თინათე და რაც ძალა ჰქონდა წინააღმდეგობას უწევდა. რას მოიგერიებდა ამოდენა ბიჭს? მხრებში ჰქონდა ჩავლებული და ძალით აჰყავდა სახლის კიბეებზე.
-ხმას დაუწიე და ნუ მაიძულებ, პირიც აგიკრა!- დაემუქრა ოსე. გადაირია ბიჭი, ცხოვრებაში მსგავსი რამ არ გაემოეცადა! ეს რა სენი შეეყარა, მოუშორებელი?! არა და, როგორ ფიქრობდა, საქმე მალე დასრულდება, უპრობლემოდო. ახლა კი ხელით ამ ურჩ, მოუთვინიერებელ გოგოს მიათრევს და არც კი იცის, ოჯახისწევრებს, გეგის, შემდეგ კი მთელ ქალაქს როგორ აუხსნის მომხდარს. არც კი იცოდა, რას აკეთებდა. უბრალოდ პირველი ინსქტიქტი, გოგოს გადამალვა იყო, სანამ გეგი დაინახავდა და კითხვებს დასვამდა.
პასუხებისთვის უნდა ეფიქრა და მომზადებულიყო. მოულოდნელობა, რასაც თინათე ერქვა, ამ წუთისთვის მისთვის არახელსაყრელი იყო. გეგისთვის სიმართლე რომ ეთქვა, არ იცოდა, რა მოხდებოდა.
-გეფიცები, გიჩივლებ იმის გამო, რომ ხელი დამაკარე! ყველას გავაგებინებ, ვინც ხარ, ჩემი ხალხი ამას არ გაპატიებს!- ყვიროდა გოგო, ხელები საერთოდ დაუჭირა და უკვე ხელით მიჰყავდა ოთახისკენ.
-ოსე შვილო, რა ამბავია?! გამისკდა გული!- უზარმაზარ ფოიეში შესულებს, თავზე ფატიმა დაადგათ. ნამდვილად არ იყო კარგ დღეში.
-კარი გააღე!- ქალის სიტყვები თითქოს არც გაუგიაო, ისე იყვირა და კარიც მაშინვე გაუღეს შეშინებულებმა.
-უტაქტო, უზრდელი, ცხოველი!- სულ დაკაწრა კოპალიანი. თინათე მწყობრიდან გამოვიდა, ასეთი ურჩობა არასდროს გამოუმჟღავნებია. ვერ ხვდებოდა, ვერაფერს იგებდა, რატომ გადამალეს კაკი, რას უპირებდნენ მას. იმ ეჭვებმაც შეიპყრო, ჩემს ოჯახს ხომ არ მიაკითხეს და მათაც ხომ არ დაუშავეს რამეო. მთელი ტანით ცახცახებდა. არა, როგორ გაუბედა ბიჭმა ეს? ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ძალით ნაბიჯსაც კი გადაადგმევინებდა ვინმე, ახლა კი რა სიტუაციაშია? ოთახში ამწყვდევენ და სასოწარკვეთილი ჩიტივით ვერც გაუგია, რომელ კედელს შეასკდეს.
-უკეთეს სიტყვებს რომ შეაგროვებ, მერე შემოვალ.- ქოშინით უთხრა ბიჭმა. ნადირობისას მსხვეპლს ადევნებია და ასე ჯერ არ დაღლილა. სულს ძლივს ითქვამდა. დაკაწრულ ხელებზე დაიხედა და ამ გოგოს არანორმალურობაში საბოლოოდ დარწმუნდა.
-რას მიპირებ, აქ გამომკეტავ? სანამ არ ამიხსნი რა ხდება, კედლებს ჩამოვიღებ ყვირილით! ყველას გავაგებინებ და ხმას მაინც მივაწვდენ ადამიანებს!-
-რამდენიც გინდა იყვირე. იცოდე, ერთადერთ რამეს შენს სასიკეთოდ გეტყვი. თუ ვინმეს გააგებინებ, ვინც ხარ, შენს სიცოცხლესაც დაემუქრება საფრთხე. თუ გინდა სვანეთი მშვიდად დატოვო და შენს მშობლიურ მხარეში დაბრუნდე, არავის არაფერი უთხრა.-
-არავის არ მეშინია!- ერთხანს უსმინა, მერე კი ბრაზმა აიტანა ისევ. როგორ უბედავდა ეს სვანი ასე საუბარს?!
ბიჭმა ოთახი სწრაფად დატოვა და კარიც ჩაკეტა. მის ასეთ საქციელზე გული ერეოდა, მაგრამ სხვა რა გზა იყო? სხვანაირად ამ გოგოს ვერავინ გააჩერებდა. მელიასავით იბრძოდა, ოდნავ გაეკარებოდი და გკბენდა.
-ირაიდა, შენი ტანსაცმელი ათხოვე და ჩააცვი, იმ თავის ხევსურული კაბით არავინ შეამჩნიოს!- მიაძახა სწრაფად დას და კიბეებს დაუყვა.
-ოსე ამიხსნი რა ხდება?!- დედა ისევ ჩიოდა.
-სახლში როცა დავბრუნდები, ყველაფერს აგიხსნით. არავითარ შემთხვევაში არ გააღოთ ოთახის კარი, სანამ მე არ ვიტყვი.- სახლიდან გიჟივით გავარდა და ჭიშკართან მოსულ გეგის ღიმილიანი სახით შეეგება.
-ძმაო!- ისე გაუცინა, თითქოს ცოტა ხნის წინ სულაც არ ჰქონდა ომი იმ ალქაჯთან, ოთახში რომ გამოკეტა.
-სანადიროდ წავიდაო მითხრეს, კეთილი იყოს შენი დაბრუნება.- გაუღიმა გეგიმ და მოეხვია ბიძაშვილს.
-ჰო, დავბრუნდი. ცოტა გავინავარდე, ხომ იცი, აქ სული მეხუთება ხოლმე. როგორ ხარ?-
-ნორმალურად, როგორ ვიქნები, როცა ის ნაბი****ი კიდევ გარეთ დაიარება.- თქვა ზიზღით.
-ცხენი გამოიყვანე, ცოტა გავისეირნოთ.-
-კარგი.- გაუცინა გეგიმ და თავისი სახლისკენ წავიდა.
ნაძალადევი ღიმილი მაშინვე გაუქრა სახიდან ოსეს. ცხენზე შემოჯდა, სახლის ფანჯრისკენ გაიხედა და ეგნატეს ანიშნა დროა, ყველაფერი იცოდესო. მამამ თანხმობის ნიშნად თავი დაუკრა.
მინდორ-ველებში მოჰყვნენ თარეშს. ყოველთვის ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს ჯირითში, მაგრამ ხშირად მაინც ოსე იმარჯვებდა. ადგილობრივ ბიჭებში ოსესა და დათას ბადალი არ ჰყავდათ, იცოდნენ როგორ მოეგოთ.
შემაღლებულ ბორცვზე ასულებს, ბავშვობის ნოსტალგია შემოაწვათ. ლამაზი იყო ხედი. ხელისგულივით მოსჩანდა ქალაქი და ყოველ ჯერზე, როცა აქ მოდიოდნენ გრძნობდნენ თავიანთ ქართველობას, კავკასიურ სულს.
ალბათ სხვაგან ვერც ამოისუნთქავდნენ უფრო უკეთ, ამაზე უფრო თავისუფლად. ასეთი მთები მეორე არ ჰქონდათ, არც ასეთი მიწა და არც ასეთი მზე არ ეგულებოდათ მეორე ამქყვენად.
-გულში ვინმე ხომ არ ჩაგივარდა, ბატონო გეგი?- ეშმაკურად გახედა ბიძაშვილს.
-რა დროს ეგ არის ოსე.- გაეცინა ბიჭს.
-რომ ფიქრობ, იმიტომ არ მოდის.- ხუმრობას აგრძელებდა.
-მოეშვი. ხომ იცი, რა საქმეც მაქვს, მაგისთვის ფიქრი არ მრჩება ცალად.- სერიოზული სახე მიიღო გეგიმ. ვერ იშორებდა ბოღმას და მრისხანებას, როცა საქმე ქორწინებას ეხებოდა. მარგო ახსენდებოდა და იმიტომ.
-დროა გაიგო გეგი, ოღონდ უნდა დამპირდე, რომ საღამომდე დაიცდი და თავს არ დაკარგავ.-
-რა?- ვერ მიუხვდა ბიჭი.
-კაკი აქ არის, ჩვენს ფაბრიკაში.- არ დააყოვნა ოსემ. ხმას ვერ იღებდა გეგი, წუთით თითქოს დამუნჯდა და ვისაც უყურებდა, ისიც არ ეჩვენებოდა მეტად რეალურად. ყურში წუილი ესმოდა მხოლოდ, გონებაში შურისძიების ხმა და გულში კიდევ ტკივილი, მარგოსგან წამოსული.
-რას მეუბნები, გესმის?- არც იცოდა, ეს რატომ ჰკითხა. ალბათ, საკუთარი თავის არ სჯეროდა მხოლოდ.
-იმიტომ არ გითხარით, რომ ვიცოდი, ბრაზს ვერ გააკონტროლებდი. განაჩენს მამა გამოიტანს და მის სიტყვას ვერ გადავალ, ვერც საკუთარს გადავაბიჯებ.- აუხსნა ოსემ.
-რას ნიშნავს, გამოიტანს?! განა უკვე გამოტანილი არ არის იმ არაკაცის განაჩენი ?! - დაიღრიალა გაბრაზებულმა და ცხენიც ააღელვა წამით.
-ყველას წინაშე უნდა მოსძვრეს თავი. სინანული ჯერ არ უგრძვნია, ისე გაძვრა. ტკივილამდე უნდა ინანოს, რაც გააკეთა. ისე, რომ სიცოცხლე აღარ მოუნდეს. მე ჩემი სიტყვა ავასრულე. აქამდე არ დავნებებულვარ, კონტროლი ვისწავლე. ვთქვი, მიწაში რომც ყოფილიყო ამოვთხრიდი, ჰო და ჩემი პირობა შევასრულე გეგი.-
-სად იმალებოდა?!- ისევ ღრიალებს და ცხენიდან ხტება, შეშლილს გავდა. ოსეს ეგონა ვეღარ მოვათვინიერებ და ჩემი სახლისკენ გაიქცევაო.
-მნიშვნელობა არ აქვს. აქ არის და აქვე დაისჯება.- ოსეს არ უნდოდა ეთქვა, რომ ხევსურეთში იმალებოდა. იცოდა, გეგი ამოქექავდა, ამ განრისხებულზე ისიც რომ გაეგო, ოჯახი თავიდან შექმნა ბენდელიანმა, უკვე საბოლოო იმედი გადაეწურებოდა მისი ბიძაშვილის მოთმინებაში. თინათეზეც იეჭვებდა რამეს, ახლა რომ ყველაფერი ერთიანად შეეტყო და კაცმა არ იცის, რა მოხდებოდა.
ცხენზე შემოჯდა გეგი და გაიქროლა მთებისკენ. ოსე ჯერ დინჯად აჰყვა, მერე კი როცა ვეღარ დალანდა უკან გაჰყვა ტყეში. იცოდა, ახლა თავს არაფერს აუტეხდა მისი ბიძაშვილი, მაგრამ საჭირო იყო, შორი-ახლოდან ედევნებინა თვალი მისთვის, მისი გვერდით დგომა იყო საჭირო, რომ ეს გადაეტანა და მომხდარს მეტი კონტროლით შეხვედროდა.
არ იცოდა, რას აუხსნიდა სახლში დარჩენილ მშობლებს. რას მოუხერხებდა თინათეს. დღეს თუ ხვალ, გეგისთვის და მთელი სოფელისთვის იმის ახსნა მოუწევდა, თუ ვინ იყო თინათე ფიცხელაური. გოგო, რომელიც თავის საძინებელში ახსნა-განმარტების გარეშე დატოვა და ისეც აფიქრებინა დედამისს, თითქოს დაოჯახდა.
ერთი კვირის წინ, ტყეში დაჰქროდა და ნადირობდა, როცა მისი გონება ვერ წარმოიდგენდა, რომ რამდენიმე დღეში ეს მოულოდნელობით სავსე ამბები ერთბაშად დაატყდებოდა თავზე. მიჰყვებოდა გაცხარებულ გულიან გეგის, ვინც გულს ცივი ქარით და სისწრაფით იმშვიდებდა, შუაგულ ტყეში.
სანამ ეს ორი საათებს ატარებდა, კოპალიანების სახლში ოჯახური სიმშვიდე სულ დაირღვა. ყველაფერი დალეწა ამ გიჟმა გოგომ ოსეს ოთახში. ბიჭის ტანსაცმელი, ნივთები. მსხვრევადი რაც იყო ყველაფერი მოსპო და გაანადგურა.
გაგიჟდა ნერვიულობისგან ფატიმა. შვილიც გამიგიჟდა და სახლში თავისნაირი მოურჯულებელი მომიყვანაო. მან რა იცოდა, სინამდვილეში რა ხდებოდა. შიგნით შესვლას ვერ ბედავდა, არ უნდოდა რამე ცუდი ეთქვა ქალისთვის.
ჯერ და, თმა ჩამოშლოდა თინათეს, გადაღლილი თვალები ჰქონდა მაგრამ მაინც არ ისვენებდა. არაფერი დატოვა წესრიგში და ცოტა ხანში, კივილიც მორთო. იმუქრებოდა, კარს თუ არ გამიღებთ მთელ სოფელს შევყრიო.
ვერ გაეგო იმ სვანის გაფრთხილება, რა შუაში იყო მან? გაეგოთ მერე, ვინც იყო! რა აზრი ჰქონდა, იცნობდნენ თუ არა? რატომ დააკარებდა უცხო მხარეში ხელს ვინმე, უმიზეზოდ?!
ერთ რამეში იყო გათვიცნობიერებული და ისიც იმაში, რომ კაკის პრობლემები არ აკლდა. ყვიროდა, ირაიდას შეტანილ ტანსაცმელს ზედაც არ დახედა ისე გადააბიჯა და დაიწყო კარზე ბრახუნი. ვინ აიტანდა უცხო სახლში, უცხო გარემოსა და კუთხეში, ვიღაც ბიჭის მიერ გამომწყვდევას? იცოდა, რომ გარეთ უცხო ხალხიც ისმენდა მის ყვირილს, მაგრამ არ აინტერესებდა. გაცოფებული იყო.
გაუჩერებლივ კივილზე, მეზობლებმა გაიგონეს და ფატიმას მოაკითხეს ეზოში, ხომ მშვიდობა გაქვსო.
სიცილ-კისკისში მოატყუა ქალები ფატიმამ. სხვა კუთხიდან სტუმარი გვყავს, ერთი გოგო და ირაიდა ფანდურზე დაკვრას ასწავლისო. ქალები ჭიშკრიდან გააცილა, თქვენ მშვიდად იყავით, არც სამგლოვიარო მჭირს არაფერი, ჩემი ოჯახის ხელში რა ამატირებსო. ასეთი იყო, ფატიმა კოპალიანი. უკადრისი, მე ვიტყოდი. არაფრით გათქვამდა ოჯახის საიდუმლოს ვინმესთან.
-მერე და, შენი ბიჭის შესადარი არ არის ეგ გოგო? დაიტანჯნენ ჩვენი გოგონები ოსეს ლოდინში, თუ შემოსახედია შემოგვხედოსო.- იცინოდნენ ქალები, თვითონ სულ ვაჟები ჰყავდათ, ჩვენსაში კი ახლობლურად იგულისხმეს დანარჩენი მეზობლის გოგონები. გულზე მოხვდა ფატიმას, არც ეს იკადრა. თან ესიამოვნა, ჩემი ბიჭი ასე მოსწონთო, მაგრამ მერე იფიქრა, იქნება იმიტომ მეუბნებიან, თვითონ რომ ყველას რძლები ჰყავთ და მე არაო.
-დონღვანი ინოლა, თეონას გოგო, უკვე მერამდენე წელია ელოდება. რას აღარ ქსოვს საწყალი, მაგრამ რად გინდა?- აკისკისდა ერთი მეზობელი. თვითონ უკვე ქმრებიც ჰყავდათ და შვილებიც, სულ არ ენაღვლებოდათ ახალგაზრდების სასიყვარულო ამბები. ახლა მხოლოდ ეცინებოდათ და ის დრო ახსენდებოდათ, თვითონაც რომ ეპრანჭებოდნენ თანატოლებს, მათ ასაკში.
-იმას მოიყვანს, ვინც მას შეუყვარდება. მე რა ვუქნა, ხომ არ დავაძალებ?- თმები აიპრიხა ფატიმამ.
უკვე შებინდება იყო. ეგნატე ფიქრს წაეღო და სულ არ უსმენდა ცოლის ქოთქოთს. ყოველთვის ასე იყო, ფატიმა ლაპარაკობდა, ჩიოდა, ეგნატე კი ხმას არ ამოიღებდა. სერიოზული, მომთმენი კაცი იყო. ზედმეტს ვერ გაუბედავდა ვერავინ. კი გააკვირვა უცხო ასულის ყვირილმა, მაგრამ ხელიც არ გაუქანებია, თავის ვაჟს ელოდა, რომ მისთვის ყველაფერი აეხსნა.
დამშვიდებულიყო თინათე, ხმა ისედაც აღარ ჰქონდა. ბნელ ოთახში, საწოლზე ოთხად მოკეცილიყო. დაიღალა, ძალიან დაიღალა და ერთი სული ჰქონდა, მშობლებთან როდის დაბრუნდებოდა.
ვინ იცის, როგორ ნერვიულობდნენ. მამამისი არ აპატიებდა მსგავს საქციელს, ნეტავ რას ფიქრობდა ან სად ეძებდა.
საღამო ეკრა ცას და მზეც მიიმალა. გეგი როცა დამშვიდდა, ზუსტად ეს დრო იყო. უსიტყვოდ დატოვენ მთები და ბარისკენ, ქალაქში დაეშვნენ. პატარა რესტორანში შეიარენ, გეგის რომ თავი შეეკავებინა, რას აღარ აკეთებდა ოსე. ცოტა დალიეს და სახლისკენ გაემართენ.
კაკი თავიანთი ქარხნის სარდაფში გადაეყვანა დათას, კოპალიანების ჭერქვეშ მისი ლანდიც კი ზედმეტი იყო.
სად იყო ამ დროს მარგო.. ნუთუ უკეთეს ადგილას მოხვდა? იმ ადგილის არა იცოდნენ რა, მაგრამ ქალაქს ნამდვილად აკლდა მისი ნათება. აკლდა მისი ხმა და ნაბიჯები. ყველაზე მეტად, მაინც მერი კოპალიანი დუმდა. ტკივილმა დაადუმა, ისეთმა ტკივილმა, სულს რომ ყვირილით გამოგიყრუებს. აღარც არავისი ესმოდა და აღარც არაფერს ამბობდა.
სახლებთან მისულებს, ერთმანეთისთვის არაფერი უთქვამთ. მეტად მძიმე დღეები იყო. რა გაუხსნიდათ პირს, დღეები საუკუნეებად ეჩვენებოდათ ბენდელიანის ძებნაში, დღეს კი ასე ახლოს ჰყავდათ და მრისხანება ჯერ გაუორმაგდათ, მერე კი ადამიანობა აუმაღლდათ სულში. ოსე სხვა იყო. ვერაფრით დაბრმავდებოდა. შეეძლო დაეტანჯა და უდიდესი ტკივილი მიეყენებინა ვიღაცისთვის, მაგრამ სიკვდილით არ მოკლავდა. სხვისს სისხლს, თავის ხელზე არ აიღებდა და არ დაიბინძურებდა.
ეს რომ უფრო ადრე მომხდარიყო, ალბათ უფრო სხვა აზრები და წარმოდგენები ექნებოდა ყველაფერზე, მაგრამ ახლა იგი ცოცხლობს და გრძნობს, რომ არ უნდა სხვად ყოფნა.
სახლში შესულს, დედა შემოეგება. ვერაფერი უთხრა, მიმიკებით ალაპარაკებულ ქალს, რომელიც "შვილო, რამე მითხარი"-ს გამოხატავდა. ფოიე გადაიარა და თინათეს კარი გააღო. შუქი როცა აანთო, ბრაზი მოაწვა. საღი არაფერი შერჩენოდა. ყველაფერი არია ამ თავქარიანმა. სადაც იყო ჩასძინებოდა, მაგრამ შუქის ანთებისთანავე თვალები გაახილა და წამოდგა.
-ჩემი საყვარელი ნივთები გამიტეხე, იცი?- გაღიზიანებული ხმით უთხრა ბიჭმა და ძირიდან მათი ნაწილების აკრეფა დაიწყო. გოგოს გაეცინა.
-რომელ ნივთებზე მელაპარაკები? იცი მაინც, რომ ჩემი მშობლები ყველგან მოგვძებნიან, გიპოვნიან და გიჩივლებენ კიდეც?-
-ღმერთო, როგორც ჩანს ენერგიას არ კარგავს..- ღრმად ამოისუნთქა კოპალიანმა.
-ერთობი არა? აქ გამომკეტე, პასუხების გარეშე და ელოდები რომ ნორმალურად დაგელაპარაკები? თვალები გაახილე, მე ნამდვილი, ზრდასრული ადამიანი ვარ და არ გაქვს უფლება ძალით სადმე გამომკეტო. არ მიცნობ, ჩემზე არაფერი იცი, ისევე როგორც მე. აქ ჩემი ოჯახის გამო ვარ და მინდა ყველაფერი ისე დასრულდეს, რომ კითხვებზე პასუხები მივიღო და კაკი უვნებელი დაბრუნდეს ჩემს დასთან!-
-კაკი უვნებელი კი არა, საერთოდ ვერ დაბრუნდება შენს ოჯახში. რაც შეეხება პასუხებს, მოთმენა მოგიწევს.- გაუღიმა გოგოს და ნერვები ორმაგად აუშალა. ფიცხელაურს ერთი სული ჰქონდა, მისი სახე დაესახიჩრებინა.
-აქ იმიტომ გამოგამწყვდიე, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში გაიქცევი და ყველაფერს პოლიციას ეტყვი. იცი შენი პოლიცია რას იზამს? კაკის ციხეში ჩააყუდებს და მადლობასაც გადაგიხდის, რომ საქმე გაუმარტივე. ეს ჩვენ რომ გვინდოდეს, აქამდე პოლიციის ოფიცრები იდგებოდნენ ჩვენს კარებთან. ვგულისხმობ, რომ არის რაღაც პირადული, რაშიც შენნაირმა მოუთვინიერებელმა ცხვირი არ უნდა ჩაყოს!- მკაცრად დაიქუხა ბიჭმა.
-გამიშვი და კაკიც გამოუშვი ჩემთან ერთად.- გოგო იგივეს იმეორებდა, წუთიერად ჩაფიქრდა, ასე რის გამო გადაემტერენ კაკის, იქნებ მართლა რამე ცუდი ჩაიდინაო, მაგრამ მერე სახლში აცრემლებული და გაახსენდა და სულ გადაავიწყდა ოსეს სიტყვები.
ოსეს გულმა ვეღარ მოუთმინა და გადაწყვიტა ორი დამამშვიდებელი სიტყვა გაემეტებინა. უკვე სოფელს მოედო კოპალიანების სტუმრის შესახებ ამბავი. ზოგი ფიქრობდა, ცოლი მოიყვანა და ჯერ არ ახმაურებენო, ზოგი უბრალოდ ისე, როგორც სურდა. მეზობლის გოგონები ნერვიულობას აეტანათ, ყველაზე მეტად კი ინოლა იტანჯებოდა ფიქრით. ფიქრობდა, საბოლოოდ დავკარგე ოსეო. ნეტავ მის გულში ჩაგახედათ, როგორ იბოღმებოდა ჯერ კიდევ თვალით უნახავ თინათეზე და იმასაც ფიქრობდა, ჩემზე ლამაზი ვერ იქნებაო.
-აქ ამ დროისთვის ყველაზე უსაფრთხოდ ხარ. აუცილებლად დაბრუნდები მშობლებთან, უბრალოდ ცოტა მოითმინე, შენთვისვე უმჯობესია. სოფელში ხმა დაიბნა, რომ სტუმარი გვყავს, გილოცავ, შენი გაუთავებელი კივილის ბრალია. ახლა ზოგიერთს ჰგონია, ქალი მოვიტაცე და დავოჯახდი, ზოგს ის ჰგონია მართლა სტუმარი გვყავს. ჩემი გვარი, ძალიან ცნობილია და შესაბამისად დღედაღამ ჩვენზე უდგას თვალი მოსახლეობას, თითიც რომ გავაქანოთ ისიც აინტერესებთ. ხალხს უნდა დაენახო, რომ არაფერი გვაქვს დასამალი, გაიგონ რომ მართლა სტუმარი ხარ, თუმცა ერთი პირობით, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაიგონ, ხევსური რომ ხარ, თორემ იეჭვებენ კაკისთან ერთად შენს უეცარ გამოჩენას და უშუალოდ მიგაწერენ კაკის, როგორც ნათესავს. მერე კი, აქ გახარება არ გიწერია, ურჩო ქალბატონო.- ყველაფერი დინჯად აუხსნა ქალს.
გული შეუწუხდა, თუ კაკის არ გამოუშვებდნენ, მაშინ აქ რის გამო მოვიდა? აქ ხომ ოჯახისთვის იყო?! ორი ინსტიქტი ებრძოდა ერთმანეთს. თავის გადარჩენის და ოჯახის დაცვის. დაიბნა, ისე ძალიან, როგორც არასდროს ამ ოცდახუთი წლის განმავლობაში. უნდა დაეჯერებინა ამ სვანისთვის, რომელიც ასე დამაჯერებლად საუბრობდა თუ მარტო ებრძოლა გამარჯვებისთვის?
უყურებდა შავებში გამოწყობილ სვანს და სულ სხვად ეჩვენა. აღარ ჰგავდა მგელს, დამშვიდებულიყო და რომ ითქვას, დაღლილობაც ეტყობოდა სახეზე.
-რა დაგიშავათ კაკიმ? თუ საქმე ჩვენს ოჯახშია?- წუთის შემდეგ ხმადაბლა იკითხა.
-მშვიდად ყოფნაც შეგძლებია.- თვალებში შეხედა სვანმა და ცოტათი კიდევ წაკბინა. არა თვითონაც დიდი გულიანი ვინმე იყო. -მე რაც გითხარი, ეს საკმარისია. დანარჩენი შენი საქმე არ არის და გირჩევ ისე წახვიდე, არც გაიგო.- თინათემ პასუხზე თავის შეკავება როგორღაც მოახერხა.
-რა ვარიანტი გაქვს, რომ აქედან წასული შენზე არ ვეტყვი ყველას?- ჩამჭრელი კითხვა იყო თითქოს, ოსეს ამიტომაც ჩაეღიმა ქალის ასეთ აზრებზე.
-ჭკვიანი ქალი ხარ გეტყობა. რაც იმას ნიშნავს, რომ ხმას არ ამოიღებ, შენს ტყავს გაუფრთხილდები. ოჯახი ძალზე გყვარებია, ყველაფერს დათმობ მათ გამო. არც არაფერს უშინდები. გგონია ვერ ვხვდები, რომ მამაცი ხარ? - თინათე ამ სიტყვებს არ ელოდა, გაოცებისგან ბაგეები გაეპო მაგრამ არ აპირებდა გამომჟღავნებას ამ ამაყი ბიჭის წინ.
- ოთახის ბოლოს დგახარ, მაგრამ ვგრძნობ რომ ძლიერი ხარ. ვერავინ გაბედავდა აქამდე მოსვლას ვერც უცრემლოდ და ვერც ისე.
შენ თუ შენი ოჯახი ასე გიყვარს და ჭკვიანიც ხარ, ესიგი არც არაფერს იტყვი.- ეშმაკურად ჩაიცინა ბიჭმა. თმა შეისწორა და ხელები გადააჯვარედინა.
ამ ხნის მანძილზე, თინათე არც დაფიქრებულა ამ თვისებებზე და უცნობი ადამიანის სიტყვები ძალიან გაუკვირდა. გულწრფელიც მოეჩვენა ერთხელ, მაგრამ ფიქრები მაინც უკუაგდო. ასე ადვილად, ვერავის ენდობოდა. თმა სულ აშლილი, თვალები კი გაშავებული ჰქონდა.
-დაისვენე.- ოსეს წინ პირველად დადუმებულს, ბიჭმა მხოლოდ ეს უთხრა და ოთახი დატოვა. გამოსვლის წინ ფიქრობდა, ჩაეკეტა თუ არა, მაგრამ მაინც ვერ ენდო და ჩაკეტა. გამწარდა გოგო, ტვინიდან ამოუფრინდა ყველა სიტყვა. ბრაზმა ყველაფერი გადაავიწყა და საკუთარ, შინაგანი გადარჩენის ინსტიქტს მიემხრო.
კოპალიანები დივანზე ისხდნენ და მისაღებში შესულ ოსეს, ინტერესიანი მზერით ელოდნენ.
-კაკის მეორე ცოლი მოუყვანია.- როგორც კი დაჯდა, ახსნა დაიწყო. იმდენად დაღლილი იყო ყველაფრისგან, უნდოდა მალე დაესრულებინა საუბარი და მშვიდად დაეძინა.
-ჩემი სიკვდილი..- ამოთქვა ფატიმამ.
-ეს გოგო იმის ცოლია?! აქ მოათრიე?!- დაიყვირა გულგახეთქილმა.
-არა დედა, დამშვიდდი! მომეცი საშუალება ავხსნა, ისედაც ძალიან დაღლილი ვარ.- ქალს ცოტა გული დაუმშვიდდა და შვილს მიაჩერდა.
-შატილში ასულს, სასტუმროში მივაგენი კაკის კვალს. მეპატრონის შვილი მოუყვანია ცოლად, გვარად ფიცხელაურები.-
-ეს გოგო ცოლად არ მოგიყვანია?- იკითხა უეცრად ირაიდამ, მაგრამ ძმის მზერით იგრძნო, რომ მეტი აღარაფერი უნდა ეთქვა.
-მამა, ეს გოგო ბენდელიანის ცოლის დაა. შატილიდან გამომყვა კაკის მანქანით. მის ოჯახს ეგონა კაკი თბილისში წავიდა და არაფერი უეჭვიათ იმაზე რომ ჩვენ წამოვიყვანეთ. სამაგიეროდ, ეს გოგო მომყვებოდა მთელი გზა, რომ მისი ოჯახი დაეცვა და გაეგო, სად მიგვყავდა მისი სიძე. არაფერი იციან კაკის წარმომავლობაზე, საერთოდ არაფერი და არც ამ გოგოს გაეგება რამე.-
ეგნატე ფეხზე წამოდგა და ფანჯარაში გაიხედა, ხელები ზურგზე ჰქონდა გადაჯვარედინებული. ძალიან ღრმად ჩაფიქრდა მოსმენილზე.
-მაპატიე მამა, მთელი გზა ისე მეხუთებოდა სული კაკის სიახლოვისგან, ვერც შევამჩნიე, უკან რომ ვიღაც მომყვებოდა. რას ვიფიქრებდი, ასეთი თავქარიანი და გიჟი თუ იქნებოდა და მუქარის შემდეგ უკან გამომყვებოდა.. -
-გასაგებია.- მხოლოდ ერთი სიტყვით შემოიფარგლა კაცი. ცოტა იმედი გაუცრუვდა, მაგრამ იგრძნო მისი შვილის გასაჭირი და ზედმეტი სიტყვა აღარ უთქვამს ამის შესახებ.
-რას უპირებ მერე მაგ გოგოს, მისი მშობლები არ მოძებნიან?- მოტრიალდა და თვალებში ჩააშტერდა, თითქოს რაღაცას ეძებდა მათში, რაღაცის ამოკითხვა უნდოდა.
-ცოტა ხანი აქ უნდა გაჩერდეს. სოფელში ყველამ იცის, სტუმარი რომ გვყავს. ზოგიერთი ისეც გაიგებდა, რომ ქალად მოვიყვანე. დაინახონ, საეჭვო რომ არაფერია და წავა.-
-მთელ სამეზობლოს ჰგონია, რომ რძალს ვმალავ, წარმოგიდგენია რა ხდება ჩემს თავს?!- პრინციპები შეელახა ქალბატონ ფატიმას, რა ექნა ნერვიულობდა, მის ოჯახზეც და ხალხის აზრზეც. ოსემ ახლაღა შენიშნა დედამისის თავზე მოხვეული თავშალი, აშკარად მთელი დღეა თავი სტკივა.
-დედა ცოტა ხნით თავიდან ამოიგდე ხალხის აზრი და გვაცადე ეს საქმე მშვიდად გავატაროთ. შენ მთავარია შენი თქვი, სტუმარია და მორჩა! სხვა რას იფიქრებს, რა მნიშვნელობა აქვს?- ხელები სახეზე ჩამოისვა და მუხლებს დაეყრდნო.
-კითხვაზე არ გიპასუხია ოსე.- ისევ მოუბრუნდა მამა. კითხვანარევი გამომეტყველებით ახედა ოჯახის უფროსს.
-მისი მშობლები არ მოძებნიან?-
-ჰო.. მოძებნიან. მაგათ ჰგონიათ, ქალიშვილი მე მოვტაცე.-
-მაგათი მოსატაცებელი რა გჭირდა?!- დაიყვირა ქალმა ისევ. ვერა და ვერ დაცხრა, არა ეს რა ამბავი დამართნია მის თავს!
-მამამისი ეჭვებში ყოფილა ჩვენს გამო. დაეჭვებულა მისი გოგოს გამო ხომ არ ავედით. გოგოც ჩვენს წამოსვლასთან ერთად კაკის მანქანით გაქრა შატილიდან, ახლა კი ჰგონიათ მე გავიტაცე.-
-რატომ მაინც და მაინც შენ? იქ დათა არ იყო?!- ქოთქოთებდა დედა. ოსეს გაახსენდა რესტორანში ნათქვამი თამამი კომპლიმენტი მამის წინ. ამიტომაც დააეჭვა ბატონი ფიცხელაური. ჯანდაბა! ამდენი შეცდომა ერთად არასდროს მოსვლია. სახეზე არ შეიმჩნია და ყური ისევ მამას უგდო.
-რას ნიშნავს შენ გაიტაცე, ანუ?- ეძიებოდა უფრო მეტად იმას, რაც ისედაც აშკარა იყო. ხვდებოდა ეგნატე, მის შვილს რაც დაბრალდა, თანაც არასამართლიანად, მაგრამ მაინც ჩაეძია.
-ანუ ჰგონიათ ქალად გავიტაცე და სახლში დავისვი.-
-მოძებნიან.-
-მოძებნონ!- წამოხტა ფეხზე.
-ბენდელიანზე მაგათ არაფერს მოუყვები! და თუ მაგის უფლება არ გაქვს, როგორ დაუმტკიცებ, რომ ქალი მართლა არ მოსტაცე? თვითონ ის გოგო მოუყვება არა ყველაფერს, მერე კი შეიძლება პოლიციაც გარიონ.- ეგნატე თვალს არ აცილებდა იქეთ-აქეთ მოსიარულე შვილს.
-ეგ გოგო არაფერს არ მოყვება თავის ოჯახის წევრებთან და არც პოლიციასთან. ჭკვიანია, მის ოჯახს გაუფრთხილდება და ვერაფერს იტყვის. ბენდელიანზე რომც გაიგოს, არამგონია მის დას ეს ამბავი უთხრას, უფრთხილდება მისიანებს, თავისთავად გაუჭირდება და ჩუმად დარჩენას ამჯობინებს. - სიარულში საუბრობდა.
-მართალია. მამაცი რომ არ იყოს და ოჯახი არ უყვარდეს, ამხელა გზას ვერ გამოივლიდა მარტო, სხვებისგან მალულად.- თქვა ეგნატემ და წუთით ამ გოგოს სიმამაცით და უშიშრობით აღფრთოვანდა. თავის ოსეს მიამსგავსა მებრძოლ ხასიათში და უცნაურად გაეფიქრა.
-მაგრამ, მისი ოჯახი თუ იპოვის, როგორ აუხსნი ყველაფერს?- კითხვა ისევ დაბრუნდა.
-არამგონია გვიპოვონ, მაგრამ თუ ასე მოხდა, რამეს მოვიფიქრებ.- თავზე ხელი გადაისვა.
-რას მოიფიქრებ, რას? მართლა ხომ არ დაისვამ ცოლად?- თითქოს გლოვობდა ქალი, ეს რა სხვების პირში ჩამაგდო ჩემმა ბიჭმა, ნამდვილად ბევრი სიყვარულის და ქების ბრალიაო.
-ვასილმა ყველაფერი იცის.- ეგნატეს სიტყვები ექოსავით გაისმა.
-დღეს უთხარი?-
-ჰო. გაიგო ბენდელიანი აქ რომ არის და ადამიანს აღარ ჰგავს. იმას გაიძახის ცოტა მოძლიერდება ჩემი ხალხი და ოჯახს ცოცხალს არ დავუტოვებ, იმ ადგილს დავწვავ, სადაც ოდესმე ბენდელიანი გაკარებულა და ვისთანაც ოდნავი შეხება მაინც ჰქონიაო.-
-სულ გაგიჟდა?-
-ხომ იცი, რომ სიტყვას შეასრულებს.- თვალი თვალს გაუსწორეს მამა-შვილმა.
მარგოს, გეგისა და მაგდას ბაბუა, ვასილ ხერგიანი გავლენიანი კაცი იყო სვანეთში. ყველა კუთხეში მისი კაცი ჰყავდა. ყველაფერი იცოდა რაც ხდებოდა, ვის ოჯახში რა ვითარება იყო. ჯერ იყო და ქალიშვილი, მერი დაუქვრივდა ადრიანად. მერე ანგელოზივით შვილიშილი მოსტაცა ბენდელიანმა და მერე მოუკლა. მერიც დამუნჯდა და ქალს აღარ ჰგავს ტკივილისგან.
გაგიჟდა ვასილი. ყველგან ეძებდა ბენდელიანს მაგრამ ვერსად მიაგნო. ერთი პერიოდი კაკის დედას და ძმას ჩაუსაფრდა, შვილს მალავთ და ამას არ შეგარჩენთო. ბენდელიანის გამოჩენას მოჰყვა მისი მრისხანება.
მარგო მისი საყვარელი შვილიშვილი იყო, მისი გავლენის ქვეშ მაინც ვერ უშველა საწყალ გოგოს და მას შემდეგ ბენდელიანს დასდევდა მოსაკლავად. ფიცი აქვს, ყველა უნდა ამოეწყვიტა მისი ოჯახიდან, ბენდელიანის კვალი უნდა გაექრო ქალაქის საგვარეულოდან. წარმოიდგინეთ, რომ გაიგოს კაკის ცოლი ჰყავს, რა სიამოვნებით ამოუხოცავს ოჯახს თვალწინ.
ალბათ მართლაც გაგიჟდა..
ახლა გაეგო, კაკი ხევსურეთში ცხოვრობდა აქამდეო და იქაურობის ამოქექვა აეკვიატა.
-ჰო მართლა, რა ჰქვია ამ გოგოს?-
-თინათე, ფიცხელაური.- ამოთქვა ჩაფიქრებულმა ოსემ.
-დრო გვჭირდება და ხვალიდან ყველაფერი დალაგდება. ახლა უნდა დავისვენო, მეტი არ შემიძლია. ღამემშვიდობის.- უკანმოუხედავად დატოვა მისაღები და ოთახისკენ გაეშურა. ტვინი ათასი ფიქრით ჰქონდა სავსე. დაღლილი იყო, როგორც პიროვნება. სულიც დაღლოდა და უკვე ნატვრობდა, როდის დაიძინებდა მშვიდად. კართან მისული, მერე გაახსენდა რომ იქ თინათე დახვდებოდა.
-სხვა ოთახში მოგიწევს გადასვლა.- კარს საკეტით აღებდა და ისე ამბობდა, საწოლისკენ არ გაუხედავს.
ხელები ბრაზისგან აუკანკალდა, დაღლილობა სულ წაერთვა სახიდან და გადაფითრდა, იმ მომენტში საკუთარ თავს არ ჰგავდა, ისე განრისხდა და თან განერვიულდა. ოთახში არავინ დახვდა. ფანჯარა ღია იყო, ცივი ნიავი აფრიალებდა ფარდას. ფანჯარას სწრაფად მიაწყდა და მხოლოდ მერე მიხვდა, აქედან როგორც გაქცეულიყო. სანიაღვრე მილით მიწაზე დასკუპდა.
-მოურჯულებელი ქალი!- დაიყვირა, ტუმბოზე დადებული თინათეს მიერ გადარჩენილი სანათი კედელს მიანარცხა და თავქუდმოგლეჯილი გავარდა ოთახიდან.
ბრაზისგან ისე იყო, ვინმე ხელში რომ მოხვედროდა, მგელივით დაგლეჯდა. "ხომ ვუთხარი, არსად არ წახვიდე, საშიშია მეთქი! ამ შუაღამისას გაიპარა, ეს ჯიუტი! ღმერთო, როდის მომასვენებ?" სანამ ცხენი გამოიყვანა ამ სიტყვებს ეუბნებოდა თავის თავს. ფატიმამ დივნიდან წამოდგომაც კი ვერ მოასწრო, ტყვიასავით გავარდა სახლიდან მისი ბიჭი. ოთახში შესულმა ყველაფერი მიხვდა და კიდევ ერთხელ დაიწყო გლოვა. ასე რომელმა მეზობელმა დამწყევლაო.
ღამე იყო, არემარეს მხოლოდ ბუნდოვანი შუქები და ულამაზესი, თეთრი მთვარე ანათებდა. თვალს მოგჭრიდა საღამო, ისეთი ლამაზი იყო. მირბოდა თინათე ხევსურულ ორნამენტიანი კაბით და ერთი შეხედვით მიხვდებოდი, რომ სვანი არ იყო, საერთოდ აქაური არ იყო. მთვარის შუქზე ოთხმაგად ლამაზი ჩანდა. საუცხოო იქნებოდა მისი დანახვა ქალაქელებისთვის, რომ შეძლებოდათ და სცოდნოდათ.
მირბოდა. იმიტომ, რომ არავის ენდობოდა საკუთარი თავის გარდა და ერჩივნა მარტო ემოქმედა მისი თავისთვის. მის გულს გაჰყოლოდა და თავი გადაერჩინა. მის ოჯახთან ერთად ყველაფერს მოუღებდა ბოლოს. არც ის იცოდა, შეძლებდა თუ არა ამ ყველაფრის მოყოლას ოჯახისთვის, რადგან არ უნდოდა საფრთხეში ჩაეგდო ისინი, მაგრამ მისი დაც ეცოდებოდა, ქმრის გარეშე. ორივე ფეხი განსხვავებულ მიწაში ედგა თითქოს და არც ის იცოდა, მისი ოჯახის წინ რას იტყოდა. იცრუებდა მათ დასაცავად, თუ იტყოდა სიმართლეს?
გარბოდა ძალიან სწრაფად და ადრენალინიც ემატებოდა. რითაც მოვიდა, ის მანქანა ეგულებოდა ჩრდილში, მალულად გაჩერებული. ადგილზე მისულს, არ დახვდა.
გული გაუჩერდა თითქოს, ისე შეეშინდა. ახლა რა უნდა ექნა?!
-ჯანდაბა, ჯანდაბა თინათე, რა სულელი ხარ!- ხელებს ნერვიულად ისვამდა გაშლილ, გრძელ თმაზე. ოსეს ის მანქანა უკვე გადაემალა. გამჭრიახი გონება ჰქონდა ორივეს და ამ შემთხვევაში, სვანმა მოუგო.
-ღმერთმაც დასწყევლოს, რა უნდა ვქნა?- ირგვლივ ყველაფერს აკვირდებოდა, როცა ორი ცხენოსანი შეამჩნია მის უკან.
-რომელი ხარ?- ჰკითხა ერთ-ერთმა. შეშინდა გოგო, ხმას ვერ იღებდა.
-აქაური არ ხარ, გემჩნევა..- განაგრძო მისი სიჩუმის მიუხედავად.
-ხევსურული კაბა აცვია, ძმაო.- უჩურჩულა მეორემ და ერთმანეთს ეჭვის თვალით შეხედეს, მერე ისევ გოგოს დააკვირდნენ.
-ხმას არ იღებ ხევსურო. საინტერესო ძალიან, შენი ამ დროს აქ გამოჩენა. ვასილს აუცილებლად დააინტერესებს, გაცნობა მოუნდება.- თქვა უცხო, ცივი თვალების მქონე კაცმა და მერე ორივე მხედარი იქაურობას გაეცალა.
ვერაფერს მიხვდა თინათე, ვინ იყო ვასილი. ერთადერთი კი ინანა, კაბით გაუგეს, საიდანაც იყო. ოსემ ხომ გააფრთხილა, არავინ უნდა მიგიხვდესო. ან კი საერთოდ რაღა მნიშვნელობა ჰქონდა, იმ სვანმა რა უთხრა, აქედან მაინც გარბოდა.
ნაბიჯებს აუჩქარა, უკვე სწორ ბილიკზე აპირებდა გასვლას, პირველი, ცხენის ხმა რომ შემოესმა და მეორე წელზე ხელი იგრძნო. წამოიკივლა შიშისგან, ჰაერში რომ წამოეწია სხეული და გაუაზრებლად აღმოჩნდა ცხენზე, ოსესთან ერთად.
-მარტო გიჟს თუ მოაფიქრდება სანიაღვრე მილით გაპარვა იმ სიმაღლიდან.- ხმა ყურს უკან მოესმა თუ არა ბრაზით აივსო.
-გიჟი?! მტაცებელივით შემაფრინდი, უტაქტო და გაუთლელი ხარ!- იდაყვს მის ზურგს უკან ცხენზე მოკალათებულ ბიჭს ურტყამდა და თან იმას ცდილობდა ცხენიდან არ გადავარდნილიყო.
-კვლავ გარბიხარ ხევსურის ქალო. არ მითქვამს მაგრამ, როგორ ვერ მიხვდი რომ გიპოვიდი?-
-რა გინდა, რას გადამეკიდე?!- კითხვა ჯიუტად დასვა, თავი ოსესკენ უკან მიატრიალა და როდესაც მიხვდა, რომ მის სახესთან ძალიან ახლოს იყო მაშინვე ელდანაცემივით მიატრიალა თავი ჰორიზონტისკენ.
-შენს სასიკეთოდ გაგაფრთხილე, სხვა გზა არ გაქვს თინათე, უნდა მენდო.- უთხრა დინჯად ბიჭმა და ცხენი სახლის მიმართულებით გააჭენა. პირველად ეჯდა გოგო მასთან ერთად ცხენზე, გულ-მკერდზე თინათეს ზურგი ეკვრებოდა ინერციით.
-ხელები მოაშორე ჩემი წელიდან!- დაიყვირა უკარებასავით.
-ცხენს ისე ვერ ვატარებ, შენც გადავარდები და მეც. თანაც დამიჯერე, ნამდვილად არ მინდა შენთან მოკარება, შეიძლება მოვიწამლო კიდეც, ისეთი შხამიანი ხარ.- მწარე ენა ჰქონდა სვანს. მარტივად გამოსდიოდა გოგოს ნერვებზე დაკვრა.
თინათე ოდნავ ჩაიწია, ასე ახლოს არავისთან მჯდარა, მსგავს სიტუაციაში მითუმეტეს. კოპალიანს ხელს უშლიდა თინათეს ჩამოშლილი თმა. თავისი თავის გაუკვირდა, მოუნდა საერთოდ გადაეჭრა ეს თმა მისთვის, ისეთი კოშმარული დღეები გაატარა ამ გოგოს გამო.
მართვაში თმის სურნელსაც გრძნობდა მომენტებში და თან გაოცებას მოეცვა, სულ რაღაც ორი დღე იცნობდა ამ გოგოს და მსგავსი ჯიუტი, მებრძოლი და მამაცი არავინ ენახა.
-და რა დავარქვა ამ ყველაფერს..-ფიქრებში გადართულმა თინათემ მშვიდად და სრულიად გაუაზრებლად ამოიჩურჩულა. ამის თქმა არ უნდოდა. არ სურდა ვინმეს სცოდნოდა, რომ ამ ბოლო დროინდელმა ამბებმა გონება აურია.
-შეგიძლია სვანური დღეები უწოდო, ან პატარა სვანური თავგადასავალი და მერე ისე განაგრძო ცხოვრება ხევსურეთში, თითქოს არაფერი მომხდარა.-
-რა მარტივია ასე საუბარი.- ირონიას ეცადა, მაგრამ არ გამოუვიდა.
-უფრო მარტივად თუ გინდა, მთების ამბავი დაარქვი. თუ რამეს გაიხსენებ, საკუთარ თავს უთხარი და წარმოიდგინე, რომ კავკასიონმა დასავლეთისკენ გისროლა. კავკასიონს დააბრალე, რომ ქარივით აქეთ გადმოგაქროლა ხევსური ქალი.
ახლა არც ბორბალოს ბილიკზე არ მივაჭენებთ ცხენს, არც მეცხვარის ნაბადში არ ხარ გახვეული. არც მთებზე მფრინავი ჭაღარა ცხენი მყავს და არც შატილის მთებიდან მიმყავხარ დუშეთში.
შატილის ასულო,
გონს მოდი, კავკასიონის დასავლეთით ხარ, უშბასთან ახლოს, სვანეთში.-
დაღლილობა ალაპარაკებდა ოსეს, ლექსი "შატილის ასულო"-ს გახსენებაც ორდღიანი უძილობის ბრალია მგონი..
იქნებ ამ წუთიდან, მართლაც ასე დაამახსოვრებოდა შატილის ასულს ეს დღეები. დაღლილი, გაურკვეველი და კითხვებით სავსე დღეები. მიჰყვებოდა უცხო ვაჟს და ეფიქრებოდა მის ასეთ მეტად უცნაურ, გულწრფელ სიტყვებზე. ფიქრობდა: " ნუთუ მხოლოდ დაღლილობა ალაპარაკებს, თუ უბრალოდ გადაღლილობამ იმოქმედა და როგორც ადამიანი სული გაუაზრებლად მოიშიშვლა ჩემს წინ?"
მთვარიანი ღამე იყო და როგორც ყოველთვის, მთებს გაურკვეველი მიზეზები არ ელეოდათ, გასაღიმებლად.

----

ახალ წელს გილოცავთ!
მესამე თავის შეფასებას ველი.



№1  offline წევრი პენელოპე

მომწონს შენი წერის სტილი და ოსეზე ფჯაკდჰაჰდჰანა მემართება.
გამიხარდება,ირაიდასა და ოსეს შორის თუ გაიმართება დიალოგები. დასთან დამოკიდებულობა რომ გამოკვეთო.
მშვენიალურია. ;)

 


№2  offline წევრი Barbare ❤

უფრო და უფრო იძაბება სიტუაცია რაც ძალიან მომწონს... ყველაფერი იდეალურადაა.. ველი შემდეგ თავს სულმოუთმენლად და იმედია არ დამახრჩობ :დ ❤

 


№3  offline წევრი CRAZY GIRL 2

ვაი როგორ მიყვარს ოსე relieved

 


№4 სტუმარი Ana

ძალიან დაიგვიანე

 


№5 სტუმარი სტუმარი თიკო

ძალიან მაგარია..მოუთმენლად ველი შემდეგ თავს...

 


№6  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

მომეეწონა ძალიან და ველდოებიი ახალ თავსს

 


№7  offline წევრი Kathara

ძალიან კარგი თავი იყო, შემდეგს მოუთმენლად ველოდები მაგრამ ერთი შენიშვნა მაქვს, ეცადე კომენტარებს პასუხი გასცე ხოლმე, შეიძლება დაკავებული ხარ მაგრამ დარწმუნებული ვარ ძალიან გსიამოვნებს როცა სასიამოვნო კომენტარები გხვდება,კომენტარის ავტორსაც ესიამოვნება შენგან მადლობის გადახდა ან რამე სასიამოვნოს თქმა, ეს ჩემი რჩევაა, თორემ მკითხევლს აღარ მოუნდება კომენტარის დაწერა და თავისი აზრის გამოთქმა, მე ასე ვფიქრობ, იმედია ცუდად არ გამიგებ, წარმატებები, ველოდები ახალ თავს.

 


№8 სტუმარი Kiraa

Kathara
ძალიან კარგი თავი იყო, შემდეგს მოუთმენლად ველოდები მაგრამ ერთი შენიშვნა მაქვს, ეცადე კომენტარებს პასუხი გასცე ხოლმე, შეიძლება დაკავებული ხარ მაგრამ დარწმუნებული ვარ ძალიან გსიამოვნებს როცა სასიამოვნო კომენტარები გხვდება,კომენტარის ავტორსაც ესიამოვნება შენგან მადლობის გადახდა ან რამე სასიამოვნოს თქმა, ეს ჩემი რჩევაა, თორემ მკითხევლს აღარ მოუნდება კომენტარის დაწერა და თავისი აზრის გამოთქმა, მე ასე ვფიქრობ, იმედია ცუდად არ გამიგებ, წარმატებები, ველოდები ახალ თავს.

სრულიად გეთანხმები მეც იგივეს თქმას ვაპირებდი❤

 


პენელოპე
მომწონს შენი წერის სტილი და ოსეზე ფჯაკდჰაჰდჰანა მემართება.
გამიხარდება,ირაიდასა და ოსეს შორის თუ გაიმართება დიალოგები. დასთან დამოკიდებულობა რომ გამოკვეთო.
მშვენიალურია. ;)


მადლობა ❤️ ყველა პერსონაჟი თავის წილ როლს მიიღებს, ამ ყველაფერში და იმედია ეს კავშირები მოგეწონებათ.

ნარჩიტა
მომეეწონა ძალიან და ველდოებიი ახალ თავსს



მადლობა ერთგულებისთვის ❤️

Barbare ❤
უფრო და უფრო იძაბება სიტუაცია რაც ძალიან მომწონს... ყველაფერი იდეალურადაა.. ველი შემდეგ თავს სულმოუთმენლად და იმედია არ დამახრჩობ :დ ❤


მესმის ლოდინი საშინელებაა და ვცდილობ ყველანაირად ❤️
მადლობა კომენტარისთვის ❤️

Ana
ძალიან დაიგვიანე


ახალი წლის პერიოდია, ყველა ადამიანი, მკითხველი თუ ოჯახი დაკავებულია და ამიტომ არ არის არც წერა მარტივი და არც ატვირთვა, მომიტევეთ.. ❤️

Kathara
ძალიან კარგი თავი იყო, შემდეგს მოუთმენლად ველოდები მაგრამ ერთი შენიშვნა მაქვს, ეცადე კომენტარებს პასუხი გასცე ხოლმე, შეიძლება დაკავებული ხარ მაგრამ დარწმუნებული ვარ ძალიან გსიამოვნებს როცა სასიამოვნო კომენტარები გხვდება,კომენტარის ავტორსაც ესიამოვნება შენგან მადლობის გადახდა ან რამე სასიამოვნოს თქმა, ეს ჩემი რჩევაა, თორემ მკითხევლს აღარ მოუნდება კომენტარის დაწერა და თავისი აზრის გამოთქმა, მე ასე ვფიქრობ, იმედია ცუდად არ გამიგებ, წარმატებები, ველოდები ახალ თავს.


ძირითადად ყოველთვის ვცემ პასუხს ხოლმე სხვა მოთხრობებზე, შემდეგში აქაც ასე გაგრძელდება.
მადლობა კომენატრისთვის და აზრის დაფიქსირებისთვის, გავითვალისწინებ ❤️

 


№10 სტუმარი სტუმარი ლიკა

ძაან ძაან მაგრად წერ.❤ მიყვარს უკვე ეს ორი გადარეული კავკასიელი ❤გელი მთელი გულით❤

 


№11  offline წევრი Sweet Home

აუუ ეს ისტორიაც ძაან კარგიააა ძაან მომწონს მარაა ფუტკარს ველი მოუთფენლად ხო გააგრძელებ ძაან კაი სიუჟეტი აქ და შუა გზაში არ გაბედო მიტივებაა. ძაან კაი ხარ წარმატრბები

 


სტუმარი ლიკა
ძაან ძაან მაგრად წერ.❤ მიყვარს უკვე ეს ორი გადარეული კავკასიელი ❤გელი მთელი გულით❤


დიდი მადლობა, ლიკა!
მალე დაგიბრუნდებიან..

Sweet Home
აუუ ეს ისტორიაც ძაან კარგიააა ძაან მომწონს მარაა ფუტკარს ველი მოუთფენლად ხო გააგრძელებ ძაან კაი სიუჟეტი აქ და შუა გზაში არ გაბედო მიტივებაა. ძაან კაი ხარ წარმატრბები


ფუტკარი გაგრძელდება, აუცილებლად.
მადლობა კომენტარისთვის! ❤️

 


№13 სტუმარი Lana

Dzalia kargia momwons es istoria ❤???? axali tavis dadebas ar apireb ?

 


Lana
Dzalia kargia momwons es istoria ❤???? axali tavis dadebas ar apireb ?


მადლობა ლანა! ხვალისთვის დაიდება შემდეგი <3

 


№15 სტუმარი Sunshine

ახალ თავს როდის დადებ ძაან დიდი ხანია ველოდებიიიი

 


№16  offline წევრი პენელოპე

რატომ იგვიანებ ? :)

 


№17  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

როდისს დადებ ახალ თავსს რატომ იგვიანებ ????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent