შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზედაპირიდან ფსკერამდე [სრულად]


5-01-2020, 01:04
ავტორი ელპინი
ნანახია 12 258

ალბათ, მართალი ვიქნები, თუ იმით დავიწყებ, რომ ახლა - ჩემი სამყარო თავდაყირა დგას. თითქოს, სათითაოდ მოდიან ადამიანები და ტალახიან ფეხებს მაწმენდენ. არც ძირს ვარ, არც ცაში, ვდგავარ და ფეხზე დამდგარი, როგორც მიწისძვრის ეპიცენტრი, აქეთ-იქით ვქანაობ. არასდროს მიფიქრია, თუ ცხოვრებისეული ჯოჯოხეთის გავლა მომიწევდა. ანგელოზების სამყარო იმდენად სუფთაა, უარყოფითი ნაწილაკი ერთიც არ დაძრწის. ახლა კი, ყველაფერი ისე აოხრდა, სხეულს შიგნით სულსა და მეორეს შორის მუდმივი ომია გამართული. ბრძოლის ველი - სხეულია, რომელსაც ყველა ჯიჯგნის და არც თუ მარტივია გააზრება იმის, რომ მსხვერპლი ხარ. შეიძლება, გადაჭარბებული ნათქვამიც იყოს, მაგრამ, თითქოს, ვგრძნობ, დედამიწაზე ერთადერთი სასადილო ვარ - ადამიანი, ცხოველი, ფრინველი - ყველა მჭამს და ძნელია, სარკის წინ სხეულგაშიშვლებული დგომა. ვეძებ ჩემს ნაწილებს, აი, აქ ეს მაკლია, აი, იქ - ის მაკლია, ამათ ძებნაში კიდევ ახალი ქრება: ამას შევჭამთ, იმას შევჭამთ, იმასაც შევჭამთ - მხოლოდ ესაა გონება. მე კი, საბოლოოდ ისეთი ცარიელი დავრჩი, ვეფათურები ნაწილებს და იბზარება კიდეც. თითებში დარჩენილ ცოტაოდენ ენერგიას საკუთარი დასახიჩრებული სხეული მაცლის. ვერც მანტია მიცავს, მგონია. სული კი, ჰკივის. მას ბევრი აქვს მოსაყოლი და რთულია, უყურო, როგორ გიკვდება ვიღაც, ვისშიც და ვისითაც ცხოვრობ. შენ თვალწინ, როცა არარაობას ესმგავსება, ყოველდღიური რუტინა, თუ სხვა გაურკვეველი რამ ჭამს, რაც არ უნდა იყოს, შენც გტკივა და ის ისაა, მძინარე ქვესკნელში უნდა გადაეშვა სხეულით მთის მაღალი წვეროდან, სული ხავსადაც კი იქცევა, მაგრამ ვერ გიჭერს. ვიღაცას უნდა - მოკვდე. ყველანაირად ძალაგამოცლილს საკუთარი სული ვერ გიჭერს. ფირები ისე ცვლიან სარკეში ყურებისას წუთებს, რეცეპტორები რეაგირებას ვერ ახდენენ და ერთი ტკივილიდან მეორე ტკივილზე ნახევარ წამში გადავდივარ. ცრემლები ერთმანეთს ცვლიან. შეიძლება კი გამრთელება ან შეწებება?! იქნებ, თავისით აღდგეს?! ეს "თავისით" თითქმის ნახევარი ათასწლეულია. იმდენად დიდია, რომ ლოდინი არც კი ღირს. ისეთი დაღლილი ვარ, მხოლოდ ვუყურებ და არაფერი მინდა. ასეთის ყურებასაც მივეჩვიე. არ არსებობს შეფარდებითი ტკივილი, გრავიტაციის მუდმივა, თითქოს, მხოლოდ შენ გეძებს "საყველაფროდ" და როგორც არ უნდა გაგიჭირდეს, ან კი საკუთარი მალების მსხვრევის ხმა ბუხარში მოტკაცუნე შეშასავით გაიგონო, არ შეგიძლია ბრძოლა. ალბათ, მართალი ვიქნები, თუ ვიტყვი იმასაც, რომ მე ვარ არა-მე. არა-მე არის ის, ვინამაც ყველაფერი განიცადა, გადახარშა, აიტანა, ანუ ეს წარმოსახვითი სამყაროა, სადაც ვიმარჯვებ, მე კი, რეალობაში - წაგებულია, თუმცა არა-მეს დაპირისპირებით ამას ვერ ვამჩნევ და სამოქმედო არეალი ნულს ქვემოთაა, ერთი ნაბიჯის გადადგმაც კი არ შემიძლია. მე არ ვარ ჩემი თავი და სხვა ყველა ვარ, მის გარდა. ეს ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ეშმაკი შემიყვარდა. ჩემი პატარა, ლამაზი სამყარო დამახინჯდა. ყველაფერს ცეცხლი უკიდია და იწვის. შეგრძნება ყველაფრის, რასაც ანგელოზი ცნობს, უცაბედად დამეკარგა. ახლა ყველგან თამაში მელანდება, მხოლოდ წამლის სუნი ტრიალებს სხვა ფხვნილებთან ერთად. დასაწყისი ისეთი ბობოქარია, პაექრული, მეგონა, ვერ დავმარცხდებოდი და საკუთარი სიძლიერით ყოველთვის გავიმარჯვებდი, თუმცა სანატრელის გადასარჩენად ბრძოლა იმდენ ხანს გაგრძელდა, დავსუსტდი. ამ სამყაროში ყველაფერი შეწირვაა - საჩუქრად მიძღვნა.

***
ღამის ქუთაისი ყველაზე იდუმალია და აუცილებლად არის ქუჩაში იმის მუხტი - გამვლელს ბედისწერა ეთამაშება. დღისით ახმაურებული ჭავჭავაძე ღამით მანქანებსაც კი აჩუმებს და საკუთარ თავთან მარტო რჩება. ყველაზე მაღალი შენობის თავზე სამიოდე განათებაა, რომელსაც ქვემოდან ლამპიონის შუქიც ანათებს და ლურჯ-ნაცრისფერ მინებზე ლანდები ერთობიან. ახლა ამ შენობის თავზე ვზივარ, გადავყურებ გრძელ ქუჩას და ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს, წინა ცხოვრებაში ვიღაცას ვუთხარი: "ნეტავ, აქ ახლა შენთან ერთად დამაჯინა." სულ რამდენიმე წერტილი მოჩანს ზემოდან, ზოგი ცხოვრებისგან დაღლილი და მთელი დღის სასმელით გაბრუებული, ხან იმ კედელს ეხეთქება, ხან - ამ კედელს. ზოგი კი, უბრალოდ გაგიჟებული რაღაც ფრაგმენტით, საკუთარ თავს ელაპარაკება და ბუტბუტებს. ახლა ისე გამომდის, თითქოს, ღმერთი ვარ და მე ზემოდან ვუსმენ ადამიანებს, რაიმე სასწაულმოქმედი მაინც მქონდეს, შევუსრულებდი სურვილებს მათ. ბავშვობაში ყოველთვის მეგონა, რომ ღმერთს დიდი შუბი ჰქონდა, რომლითაც ყველაფერს აკეთებდა. აი, კიდევ ერთიც ჩანს და იმდენად ფხიზელია, მიკვირს. შენობისკენ მოიწევს და ზემოდან ვუყურებ, შემოსასვლელსაც აგნებს. რაღაცნაირი შეგრძნება მეუფლება, ისე ვისუნთქავ ჰაერს, სხეული მიწვრილდება.
- არ მეგონა, თუ აქ ვინმე დამხვდებოდა. პრინციპში, უკან მაინც არ დავიხევდი, რომც მცოდნოდა.
- ლამაზია, არა? - მე უცებ ვკითხე და ისევ გადავხედე გაყვითლებულ ქუჩას, რაღაცნაირი მზისფერია, ზოგს წვავს, ზოგს - აცდის.
- უფრო, მყუდრო და ისეთი, შეგიძლია, დაისვენო.
- სილამაზეც სწორედ მაგაშია. ქვემოდან ვერ დამინახე?
- ზუსტად მაგიტომ ვიჩქარე ამოსვლა. არ გამასწროს - მეთქი. ძირითადად, ანგელოზები არიან აქ, ამ დროს და ჩემი მხრიდან საშინელი ნაბიჯი იქნებოდა შენი დაკარგვა.
- რას ითხოვ ჩემგან? - დაბნეული ვეკითხები. ეს ქვეტექსტები ძალიან მოქმედებს ჩემზე.
- არაფერს, უბრალოდ, შენ გვერდით მინდა დაჯდომა, შეიძლება?
ახლახან გავიაზრე, რომ ახლოს არ მოსულა. ჩემ უკან იდგა და ჩემს პასუხს ელოდა.
- მოდი, ჩამომიჯექი. - იგივე პოზაში დაჯდა, როგორც მე. ფეხები გადაწეული და შენს ქვემოთ არანაირი დასაყრდენია, ვიღაცამ რომ ხელი გკრას, გადავარდები, ქვემოთ არაფერი გაქვს. თუმცა, ფეხების თამაში მომხიბვლელია.
- გიყვარს ქუთაისი, არა?
- ძალიან მიყვარს. ჩუმი ქალაქია, მაგრამ თან - ხმაურიანი. ოღონდ ამ ხმაურს ყველა ვერ ისმენს და ვინც ისმენს, რაღაცით დაჯილდოვებულია. შენ?
- მეც ძალიან მიყვარს. ყველაფერს თავისი მუხტი აქვს, მიწასაც, ჟანგსაც, ჰაერსაც კი. თითქოს, მოსიყვარულე ქალაქია და გისმენს. რთულია ასეთ ქალაქში ადამიანებთან ერთად ცხოვრება.
- რას ერჩი მათ?
- ბრიყვები არიან. როგორ შეიძლება მოდუნდე და ცხოვრების დინებას მიჰყვე? იქნებ, სადღაც უფსკრულში მიჰყავხარ ბოლოს. და დევიზი - "დაელოდე და იქნება" - ვის ელოდები? ან, რა უნდა იყოს? თუკი ვიღაც არასასურველი იქნება?
- მოსწონთ ეს რიტმი. თუმცა, რიტმიც არ არის. ეს უბრალოდ დამორჩილებაა, რასაც მიჩვეულნი არიან. ყველა ყველას ქვეშევრდომია. ის ადამიანი ვალდებულია თავის ადამიანს ცრემლი მოსწმინდოს, მეორე ვალდებულია ჩაიხუტოს. ადამიანებს ვალდებულებები აქვთ. მე კიდევ, თუ მიყვარს, მხოლოდ მაშინ ვაკეთებ ამას და არ მომწონს კანონები. თუ დინებას გავყვებოდი, ახლა აქ კი არა, თბილ ლოგინში უნდა ვიწვე და მეძინოს, წესისამებრ.
- ინსომნია?
- არა, არ ვიცი. შეიძლება კიდეც. თუმცა, მაინც არა. უბრალოდ, არის ღამეები, როცა რაღაცას წინასწარ ვგრძნობ და ვერ ვიძინებ.
- ეს ღამეც ეგ არის?
- ასე გამოდის.
- როგორც ჩანს, არ გაგიფრთხილდა ღმერთი, თორემ ახლა მართლა უნდა გეძინოს.
- რატომ?
- მე გადამეყარე.
- ასე არ ვფიქრობ. შენ საერთოდ არ გძინავს ღამით?
- თითქმის, არა. ძირითადად, თვალდახუჭული ვწევარ. თავს ვაჯერებ, თითქოს, მძინავს, მაგრამ მაინც - არა.
- რატომ?
- ეშმაკებს არასდროს სძინავთ, ანგელოზო. ვიღაცას მუდმივად თბილი სუნი ასდის და მე ამ დროს მეძინოს? სხვანაირად რომ ყოფილიყო, ახლა მეც თავს დავაჯერებდი, რომ მძინავს.
- შენ ფიქრობ, ღმერთს არ უნდოდა, მაგრამ ვიღაც კიდევ არსებობს სამყაროში, რომელიც წყვეტს ყველაფერს წინასწარ, არა?
- ჭკვიანი ანგელოზი ხარ.
- კომპლიმენტად მივიღებ. და ვინ არის ეს?
- ბედისწერა.
- ბედისწერა თვითონ ღმერთი არ არის?
- არა, ბედისწერა ყველას უფროსია, ჩემიც, შენიც, ღმერთის, ადამიანების. ყველასი, რა, ხომ გესმის.
- საინტერესოა. გამოდის, ბედისწერის გჯერა.
- მე არ მჯერა, მაგრამ ჩემი თვალით, ყველაზე რეალურად მაინც ეგ ჩანს, ვიდრე ღმერთი, რომელიც ტახტზე ზის და განკარგულებებს იძლევა დიდი სასახლეებიდან.
- დიდ სასახლეებს ეკლესიებს უწოდებ, არა? - ცალი ფეხი ამოვწიე და სახით მუხლს დავეყრდენი.
- რა საჭიროა ამდენი სასახლე, როცა შეიძლება ერთი პატარა სახლი ჰქონდეს? რაში სჭირდება? რატომ ადიდებენ ადამიანები მას, დღემდე არ მესმის.
- ანგელოზებს ღმერთის სწამთ, იცი? ოღონდ სხვანაირი რწმენით. ისე კი არა, ღმერთს ამას ვთხოვ და შემისრულებს - ადამიანივით, სხვა რწმენაა და არაფერს ჰგავს. ვერ აგიხსნი.
- ძალიან ლამაზი ხარ.
- თუ ერთი შეხედვით ჩანს?
- ეშმაკები არასდროს სცდებიან.
- ვითომ გრძნობთ?
- გრძნობები არ გვაქვს, მხოლოდ, ვცნობთ.
- მე გრძნობები მიყვარს.
- გრძნობებზე თამაში უკეთესია.
- შეგიყვარდება და წააგებ. - გაფრთხილებასავით გამომდის. უცებ ფეხი მიცურდება და სხეულით წინ ვიწევი, მკლავზე ხელს მკიდებს და მიჭერს. საწყისს ვუბრუნდები.
- ჩემი ვალი გაქვს. - ნიშნისმოგებით მეუბნება და დგება. - ისევ შევხვდებით, ანგელოზო. გაუფრთხილდი. - მიდის და მე თვალს არ ვაყოლებ. ისევ ჭავჭავაძეს ვუყურებ. ვფიქრობ, მერამდენე ისტორია ვართ ამ ქალაქში და ვხვდები, ახლახან ნორმალურად ამოვისუნთქე. მისი სიახლოვე იმდენად შემხუთველია, თითქოს, ენერგიას გაცლის და შენით იკვებება, მაგრამ ისე გიზიდავს, ვერ გაურბიხარ. სუნთქვაშეკრული ქვემოთ ვიხედები და ვუყურებ, მიდის. საერთოდ არ იხედება ზემოთ. და ახლა ისეთი გრძნობა მეუფლება, თითქოს, წინა ცხოვრებაში ვიღაც მისი მსგავსი მიყვარდა.

***
უნივერსიტეტიდან გამოვედი, ყურსასმენები გავიკეთე და coldplay ჩავრთე. უზომო სიამოვნებას ვიღებ მათი მოსმენით. უსმენ და ცეცხლი გეკიდება, სიმღერას ხორცამდე გრძნობ, სიტყვებს იაზრებ და იმდენად სასიამოვნოა, რუტინული რეალობის შეგრძნებას წამებში კარგავ. ჰანგებში გართული მხარზე შეხებას ვგრძნობ.
- გაჩერდი.
ყურსასმენებს ვიხსნი, ვბრუნდები და ეშმაკი მრჩება.
- გამაწყვეტინე, დავასრულებ და მერე დაგელაპარაკები. - მაშინვე ვუთხარი და ყურსასმენები ისევ გავიკეთე. ვგრძნობდი, გვერდით მომყვებოდა და მხოლოდ ორიოდე წუთი იყო ჩუმად.
- აბა, გისმენ.
- მაშ, coldplay, არა?
- საიდან იცი? - გაბრწყინებული თვალებით ვუყურებ.
- მეცნო, რამდენჯერმე მომისმენია.
- ძალიან მიყვარს, რა. უბრალოდ, გრძნობენ. მე კიდევ, გრძნობებზე ვგიჟდები. - გულწრფელად ვუთხარი და გაეღიმა. - შენ რას უსმენ?
- გერმანელები.
- და, რა თქმა უნდა, rammstein. სხვა არც არავინ ჰყავთ ღირებული.
- ჰყავთ, მაგრამ არანორმალურები არიან. შნაიდერი და ლინდემანი ანგრევენ.
- ვუსმენ მეც, მაგრამ, როცა საშინელ ხასიათზე ვარ. რაღაცნაირი მძიმე მუხტი აქვთ და გავსებს.
- როკი, ელექტრონული მუსიკა და მეტალიკა - სამი ელემენტი ერთ სიმღერაში - როგორ შეიძლება მძიმე მუხტი არ ჰქონდეს? თითქოს, დენი გარტყამს ისე გივლის ელექტრონები.
- ცუდი გემოვნება არ გაქვს. - სიცილით ვუთხარი.
- ჩაიზე გეპატიჟები.
- ნუთუ, ეშმაკებს ამდენი შეუძლიათ?
- რატომაც არა, თუკი ანგელოზი თანახმა იქნება.
- და შენ?
- მე უშაქრო ყავა.
- მე უშაქრო ჩაი.
ფეხით ჩავედით თეთრ ხიდამდე. თეთრი ხიდის ქვეშ კაფეა. რიონთან.
ყველა, ვინც იქ ზის, რიონს უსმენს და რაც უფრო იზრდება სტუმართა რიცხვი, რიონიც ხმაურს უმატებს. ჯაზს უკრავენ. რიონი კი, მის გადაფარვას ცდილობს. ვსხდებით და "ერთი უშაქრო ყავა, ერთი უშაქრო ჩაი." - დღიურში ჩავინიშნე.
- ძალიან ლამაზია, არა? ხომ გეუბნები, ქუთაისს თავისი მუხტი აქვს და რიონს, მით უმეტეს. მღელვარე, მშფოთვარე, ყველაფერი ერთად არის მასში და თუ მოუსმენ, გაგაგიჟებს.
- იქით მხარეს, არგოდან ჩასასვლელია. თეთრ ქვებზე გადავდივარ და საათობით ვზივარ. რამდენ რამეს იტევს, ანგელოზო, თუნდაც ჩემსას. - თვალებში იდუმალებამ გაიელვა.
- რამდენს?
- ძალიან ბევრს, ანგელოზო, ძალიან ბევრს. შენი ეშმაკი არც ისეთი კეთილია, როგორიც ჩანს.
და მე უცებ გავიაზრე "ჩემი". ყველას ჰყავს თავისი ეშმაკი, ვიცი. მით უმეტეს, ანგელოზს.
- კარგია, რომ ჩამორეცხვა შეგიძლია.
- სინამდვილეში, არაფერიც ირეცხება, მხოლოდ უზიარებ მას იმის იმედად, რომ გიშველის. საათობით ვუყურებ და ვმშვიდდები. ვტოვებ მასთან ყველაფერს, მაგრამ მელოდია მაინც თან გაგსდევს, ხომ გესმის შენ.
- რას გაუგებ. . .
ჩაი და ყავა მოიტანეს, თითები შემოვხვიე ფინჯანს.
- ცივი გიყვარს? - ვკითხე და მე ჩაის სმა დავიწყე.
- კი, როგორც საკუთარი თავი.
- მე ცხელი, თბილი, ყველანაირი ცივის გარდა.
- ხედავ, ამაშიც კი არ ჰგავს ეშმაკი და ანგელოზი ერთმანეთს. - სიცილით მითხრა.
- ჰო, ეს ცხოვრების დრამაა, მაგრამ საინტერესო და მე ძალიან მომწონს. . .
რიონს ვუყურებდით. . .

***
- შეგიყვარდი, ვიცი.
- ამისთვის არ მოხვედი?
- საკუთარი თავის გადასარჩენად.
- რატომ გგონია, რომ შემიძლია?
- ჩემი ანგელოზი ხარ და იმიტომ. მაშინ, რიონთან რომ "შენი ეშმაკი" გითხარი, მართალი ვთქვი, ანგელოზო.
- ჯანდაბა!
- ჩემი ვალი გაქვს, გახსოვს?
- კი.
- მოდი, ჩამეხუტე და ჩაგიხუტო.
ხელები შემოვხვიე და სასიამოვნო სურნელი, რომელიც ნატვრად და ღამის სიზმრად გადამქცეოდა, ძალიან მალე ამიხდა და მეშინოდა ამის. ვის გაუგია ეშმაკის და ანგელოზის სიყვარული? თუმცა, ის ეშმაკია და მე ანგელოზი, რა კითხვაა. . .
- შემიყვარდი, ეშმაკო. შენი დედაც.
- ჩუ, ჩემო პატარა, ჩუ.
- მაკოცე. - თამამად ვუთხარი და მალევე ვიგრძენი ტუჩების მჟავე გემო, რომელიც საშინლად ტკბილი მომეჩვენა თან. უცხო გემო იყო.
- შემიყვარდი. ამ სამყაროს დედაც.
- ახლა იწყებ. . .

***
ჩემს ოთახში სიბნელეა.
კარში შემოსულს ცხვირში მჟავე სუნი მცემს და ფილტვებს მაშინვე მიწვავს. ეს სუნი ისე შეებჟნა ჩემ კედლებს, ალბათ, რომ ვერ ვგრძნობდე, გავაფრენდი. მეღიმება და სისხლი მიდუღს. ისე ვისრუტავ მოლეკულებს, თითქოს, სიძლიერე მხრებში მხრის და ნეტარებისგან საკუთარ სხეულს ვხვევ ხელებს.
კარადის კარი ღიაა. სარკე ირეკლავს თვალთა ცეცხლოვანებას და ნაპერწკლები შავ ლაქებად აჩნდება მინას. საკუთარ სხეულს ვუყურებ და ტანსაცმელს ვიხდი.
ოთახში მხოლოდ მთვარის მკრთალი განათებაა, რომელიც ღია ფარდაში თამამად იჭრება და საწოლს ანათებს.
ვხედავ მას, მის ხარბ მზერას, დაუოკებელ სურვილს თვალებში აკიაფებულს, დახორკლილ კანს, ათამაშებულ თითებს, აჩქარებულ გულისცემას, დაუთვლელ პულსს, მფეთქავ ძარღვებს და ყველაფერ ამას დამატებული - ხმამაღალი, გახშირებული, ვნებიანი სუნთქვა.
საწოლისკენ მივდივარ. მხოლოდ ტრუსი მაცვია და მის ადუღებულ სხეულს ტემპერატურის მომატება ეტყობა, რომელიც თანაბარია - ჩემის. შეშდება. არ ვიცი, განაცვიფრებს თუ არა ჩემი სითამამე, მაგრამ მოძრაობაც არ შეუძლია, ვატყობ. ტუჩებს მონდომებით ისველებს. იცის, აზროვნების უნარი შერჩენილი მაქვს მცირე დოზით, თუმცა, მასაც გონების დაკარგვამდე არაფერი უკლია.
სურვილი იმდენად დიდია, რომ ოთახში კედლები იწყებენ ისტორიის წერას.
- წინასწარ გამიღიმე. - ვკოცნი. ჩემი კერტები მის ტუჩებთანაა, ხარბად ეტანება და კბილებში იქცევს. არც მსუბუქად და არც ძლიერად მკბენს, მაგრამ - ნოტი და ქვედა ტუჩს კბილით ვიჭერ. ტუჩებით ყბის ძვლებს ვუკოცნი და ყელთან ჩამოვდივარ. დახორკლილი კანი და დაჭიმული ორგანიზმი.
ენით ვუსველებ მთელ ყელს. ისეთი სასურველია, თავს ვერ ვიკავებ და მინდა, მისი სხეული ვამეტყველო. კოცნებს ვუტოვებ. სხეულის რომელიმე დეტალი რომ არ გამომრჩეს, ყველა ადგილს ვუკოცნი.
ვატყობ, მალე გადავიწვებით. ჯანდაბა, ისე ფეთქავს გული. . .
ოთახში კედლები ჩურჩულებენ. . .
იწერება. . .

***
ეშმაკის სახელს პირველად მაშინ ვიაზრებ, როცა ოთახში საზიზღარ სუნს ვგრძნობ და კუთხეში მის მიგდებულ სხეულს ვხედავ. ანგელოზებს სჯერათ, რომ ყოველთვის ყველაფერი ბედნიერად იქნება, მაგრამ მტკივნეული ტალღა ისეთი ძალით ეხეთქება თვალებს, ცრემლები სწრაფად მწყდება გუგებიდან.
- გააფრინე? - ვღრიალებ. მასთან მივდივარ და ვცდილობ ავწიო. საწოლზე ვაწვენ. არაფრის გონება არ აქვს და მხოლოდ მიშორებს.
- გადი, ჩემი ანგელოზი გამიბრაზდება. - ჩურჩულებს და ხელს მკრავს. ვიაზრებ, რომ ვერ მცნობს და გული მჩხვლეტს. სამყარო თავზე მენგრევა. ვერცერთ გეგმას ვსახავ მის გადასარჩენად, გონება არ მიშვებს და ცრემლებით ზედას ვუსველებ.
- რა ჯანდაბა მოწიე ასეთი. შენი დედაც. განანებ. - სიმწრისგან კბილებში ვცრავ და სახეში ხელებს ვურტყამ. რეაგირება არ აქვს. მერე კი, ვხვდები, უბრალოდ, აზრი არაფერს აქვს და ველოდები. . .
ცა უკვე ღიავდება და მხატვარი მის თეთრ ფერებში შეღებვას იწყებს. ფანჯარასთან ახლოს მივდივარ. ფიქრები მეშლება. დამსხვრეულ ოცნებებს გონებაშიც კი ვერ ვაწებებ და ყოველგვარი იდეალურობა ნულს უტოლდება. ჩემს ლამაზს სამყაროს ჭაობის სუნი ასდის. თითქოს, იქვე, სადღაც, ჭაობის ნაპირთან სამფეხაზე ქვაბი დგას და ცეცხლი უკიდია. შიგ გრძნობები იხარშება და ჩემი ყველა ლამაზი განცდა გარდაიქმნება ერთ მთლიან დამახინჯებულ მასად. არ ვიცი, ვინ რა დაუმატა გარნირად, მაგრამ ისეთი სუნი აქვს, მიკარებაც კი არ მოგინდება. იქ ცის ფერიც მუქია და თითქოს, მიწისქვეშეთს წააგავს, ჯოჯოხეთს, ეშმაკის ხელით შექმნილ ჯოჯოხეთს.
- გავიღვიძე. . .
მისი ხმა მესმის და ზიზღის გრძნობა მიპყრობს.
- ნეტავ, საერთოდ არ გაგეღვიძა, ან უბრალოდ, ცუდი სიზმარი ყოფილიყავი ჩემს ძილში და არა - ბინძური რეალობა, რომელსაც საკუთარი ხელებით შევეხე.
- ასე ნუ ლაპარაკობ, რა. წმინდანი არ ვარ. ხომ იცი?
- არ მითხოვია წმინდანობა, მაგრამ არც ჩემი სამყაროს დანგრევა მითხოვია. ტყუილად შემოგიშვი და მქონდა იმედი.
- უბრალოდ, გადამაქვს და ვუმკლავდები, გესმის? სხვანაირად არ შემიძლია, მუხტს მაძლევს.
- ისეთი დოზით, რომ ვერ მცნობ? - სარკაზმით ვუთხარი.
- რა?
- გაგიკვირდა, არა? მე გაკვირვების დროც არ მქონდა, ზედმეტი წამიც კი, ისე უცებ წავიქეცი.
- შენი ეშმაკი ცუდი ადამიანია.
- ადამიანი რომ იყოს, რა უჭირს. . .
- ჰო, უბრალოდ, ცუდი ეშმაკია.
- მარტივი სიტყვაა. შენ უფრო საზიზღრობა შეგეფერება იმისთვის, რაც გააკეთე. არ შეგრცხვა? - მისი სახის დანახვაც კი არ მინდოდა, გული მერეოდა ამ ყველაფერზე.
- ასეთი ვარ.
- როგორი ხარ? კაიფში ჩამხრჩვალი? მე ასეთი არ გამიცნიხარ! ტყუილად ვცდილობდი ყველაფერს. შენი მიყვარხარ რომ ნამდვილი ყოფილიყო, ჩემთვის ამის ჩვენებას მაინც არ მოინდომებდი. გულისამრევი ხარ.
ნაბიჯების ხმა გავიგონე და ზურგიდან მომეხვია.
- არ მომეკარო, რა. ოღონდ მაგ ხელებით არ მომეკარო. წადი ცოტა ხნით. დამშვიდება მჭირდება.
- მაგდებ?
- თხოვნას აზრი აქვს, რომ შეეშვა? - გაჩუმდა, პასუხი არ გამცა. - წადი, ეშმაკო, წადი.
ოთახიდან გავიდა. საწოლზე ჩამოვჯექი. დანგრეულ ფიქრებს მაინც უკანასკნელ იმედად მოვეჭიდე.
მაგრამ. . .
- ისევ და ისევ, ისევ და ისევ. როდემდე? რას გავხარ, საერთოდ, ვინ ხარ? რისთვის დამინგრიე ცხოვრება? ამის დედაც, რატომ მიყვარხარ ასე და რატომ ვერ გიშვებ? როგორ არ მემეტები იმ ჭაობისთვის, რაც გელოდება. ჯანდაბა. სულელი ანგელოზი ვარ, რომ შემიყვარდი. როდის იყო ეშმაკის გამოსწორება შეიძლებოდა.
- ნუ ლაპარაკობ ასე, რა. მეხმარება, გაიგე? არ ვიცი, როგორ ვუშველო თავს.
- მაშინ რა გინდა ჩემთან, რისთვის მოხვედი საერთოდ? მოდი აქ, ჩაიხედე სარკეში. ხედავ სახეზე რა ფერი გაქვს? ხედავ რას გავხარ? გახსოვს, როგორი გაგიცანი? იმის მეასედიც კი არ ხარ. მკვდარი ხარ ახლა, იცი? მე მიყურებ, ეშმაკო? ჩემს ტკივილიან თვალებს ხედავ? დაშლილ სხეულს? რაიმეს გრძნობ, საერთოდ? თუმცა, არა, მხოლოდ იმას გრძნობ, რომ კაიფში ყოფნა გჭირდება. აზრი არ აქვს, გაიგე? აზრი არ აქვს ჩვენ ერთად ყოფნას. ყველაფერს დასასრული უწერია და არც ჩვენ ვიქნებით პირველები.
- ჩუ, ჩუ, მოდი ჩემთან, მოდი ჩაგიხუტო. დამშვიდდი, რა. გამოვასწორებ, გპირდები. შენ თავს გეფიცები, გამოვასწორებ.
- როდის მპირდები ამას? ვეღარაფერს რომ ვერ ვგრძნობ? ჩემი ცრემლები აღარ გადარდებს. - მუჭებს ვურტყამ
და მთელი სხეული მტკივა.
- შენ ცრემლებად არ ვღირვარ და გეფიცები, გამოვასწორებ.
- დამანებე, რა, დამანებე. დამინგრიე ცხოვრება. შენი სიყვარულის დედაც.
- მიყვარხარ, გესმის?
და მესმის. . .
- სად იყავი? - 12 წუთი ტელეფონზე რეკვის შემდეგ ძლივს მიპასუხა და გაცოფებული ვყვიროდი ტელეფონში.
- უბრალოდ, ტელეფონმა არ დაიჭირა და ვერ გიპასუხე.
- დამცინი, არა? მატყუებ.
- არა, არა, არ გატყუებ.
- მართლა გგონია, დავიჯერებ? არც ეგეთი სულელი ვარ. ჭავჭავაძეზე ვარ, შენ მოპირდაპირე მხარეს, გიყურებ, მაგ ადგილიდან ფეხი სწრაფად ამოადგი და მერე ვილაპარაკებთ.
ტყუილი. . .
- სადისტი ხარ. მომატყუე. უბრალოდ, წადი, რა. ადამიანს აღარ ვგავარ, გაიგე? ჩემ თავს აღარ ვგავარ, ვერ მხედავ?
- მაპატიე, რა. . .
- რა გაპატიო, ეშმაკო, რა? თამაში? კაზინოში სიარული? გეხვეწები, წადი. - ვღრიალებ და ყურებზე ხელს იჭერს.
- მომისმინე, გთხოვ. ხომ იცი, რა ნაგავიც ვარ, უბრალოდ, დამეხმარე, რა. დამეხმარე დედამო*ყნული. ვეღარაფერს ვეღარ ვგრძნობ.
- ვერც მე. ძალა აღარ მაქვს. ძალიან სუსტად ვარ, ეშმაკო. მგონია, მოვკვდები.
- ჩუ, ჩემო ანგელოზო. ამ ცხოვრების დედაც. რას მოვდიოდი, რატომ გამოვჩნდი, შენი სათუთი გული როგორ დავფლითე და დავანაწევრე, ასე როგორ გტკენ, შენი ცრემლები. . . სული მეწვის, თუ დამიჯერებ. . .
ჩამოყრილი მხრები. . .

***
სახლის კარის საკეტი არ გამომიცვლია. ოთახში შესულს ჩვენი ფოტოებით აჭრელებული დამხვდა ყველაფერი. ცრემლები წამომივიდა და მონატრება ისე ძლიერად ვიგრძენი, გული შემეკუმშა.
- მოგენატრე, არა? - არსაიდან გაჩნდა.
- ძალიან.
- მაპატიე, რა. გამოვასწორე უკვე, შენ თავს გეფიცები. ტყუილად ხო არ მოვიდოდი. - შევხედე და პირველად დავინახე მისი ნაღვლიანი თვალები. - ჩემო ანგელოზო, მართლა გპირდები, რომ აღარასდროს გატკენ, რა. ჩემი ხომ ისევ გჯერა? - თავი დავუქნიე. - მოდი, ჩაგიხუტო, რა. - მივედი და თვითონ ჩავეხუტე. მონატრებას ვეღარ გავუმკლავდი. მისი მჟავე და ტკბილი სუნი ტკივილამდე მენატრებოდა. მთელ სახეს ვუკოცნიდი.
- არ ვიცი, რა ჯანდაბა დამმართე, მაგრამ მიყვარხარ, ეშმაკო. არანორმალურად მიყვარხარ და შენ გარეშე ჩემ ცხოვრებას აზრი არ გაქვს. იცოდე, ჩემი ვალი გაქვს.
- რა ვალი?
- სამყარო ისევ უნდა გამიფერადო!

***
ალბათ, მართალი ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ პატარა, ლურჯ სახლში ვცხოვრობ.



№1  offline მოდერი სალანდერი

დავბრუნდები! . . .

 


№2  offline ადმინი ელპინი

სალანდერი
დავბრუნდები! . . .

მიყვარხარ!

 


№3  offline წევრი Kalina

rammstein❤️

ხო. იცი, რისი თქმა მინდა? მგონი აქამდე არ მითქვამს.
ყოველთვის, როცა შენს ნაწერებს ვკითხულობ, ვიღაც (არ ვიცი ვინ, და ღლიცინი არ დაიწყო ეხლა) მენატრება სიგიჟემდე. მინდა, ვიღაცას მოვეხვიო და ვიგრძნო, რომ მეც მყავს ჩემი ეშმაკი.

რა ვქნა? რა გიყო? ისიც მყოფნის, რომ წერ.
მიყვარხარ უზომოდ, უსასრულობამდე და იმის იქით რამე თუა კიდე, იქაც, ჯანდაბას შენი თავი :)))❤️
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№4  offline ადმინი ელპინი

Kalina
rammstein❤️

ხო. იცი, რისი თქმა მინდა? მგონი აქამდე არ მითქვამს.
ყოველთვის, როცა შენს ნაწერებს ვკითხულობ, ვიღაც (არ ვიცი ვინ, და ღლიცინი არ დაიწყო ეხლა) მენატრება სიგიჟემდე. მინდა, ვიღაცას მოვეხვიო და ვიგრძნო, რომ მეც მყავს ჩემი ეშმაკი.

რა ვქნა? რა გიყო? ისიც მყოფნის, რომ წერ.
მიყვარხარ უზომოდ, უსასრულობამდე და იმის იქით რამე თუა კიდე, იქაც, ჯანდაბას შენი თავი :)))❤️

ჩვენ რომ შევხვდებით, ძალიან მაგრად ჩაგეხუტები და ცოტას დაგელაპარაკები ეშმაკზე, ძალიან ცოტას. :)))
ძალიან კარგად იცი, ვინც გენატრება.
პროგრესი არის, მარი აღარ გამომიყენებია, ახლა უფრო მეტად გეყვარები. :)))
მეც ძალიან, ძალიან მიყვარხარ შენ! ♥️

 


№5  offline მოდერი სალანდერი

ჰო, რატო დაგპირდი, რა მინდოდა, ვაი ამ დაბრუნებას. . . მხრები ჩამოვყარე, ყურებიც. . . ისეთი მობუზული ვზივარ გეგონება ვიყინები. . .
დიდი ხანია არაფერი დაგიწერია, თანაც ამხელა, მე კი უშენობას ისე გადავეჩვიე. . .
ვაჰ!
ელპინო ერთი დიდი "ვაააჰ" აღმომხდა კითხვა რომ დავამთავრე, კიდე ორი სიტყვა მაგრამ ისედაც მიხვდები შენ, აქ რომ ცენზურა არ დავარღვიო. . .
"როცა სული ხავსია, რომელსაც ვერ მოეჭიდე" - ნეტა როგორი შეგრძნებაა.
"მოდი რა, ჩამეხუტე" - ჯადოსნური სიტყვებია, ყველა პრობლემას აგვარებს.
"ანგელოზი" - მე ამ სიტყვაზე ჩემებური განმარტება მაქვს და ფრთებიანი ტიპები არ წარმომიდგებიან, მშვილდით ხელში.
"ეშმაკი" - არც ეგაა რქიანი ტიპი, წითელი თვალებით.
სამყაროს შენებური ხედვა მომნუსხველია, ადამიანებში ჩატეული ზებუნებრივი ძალები, რომლებიც სულაც აღარ ჩანს ზებუნებრივად ისე მარტივად აკეთებენ შენი პერსონაჟები, რაღაც ახალი მიმდინარეობაა.
ქუთაისი სიყვარულია, ჩვენი სიყვარული რა, ჩემი ნება რომ იყოს მთელი ცხოვრება ქუთაისზე გაწერინებდი და არასდროს მომბეზრდებოდა კითხვა.
რიონი. . . თეთრი ხიდი. . . კაფე სადაც ჯაზ მუსიკოსს და რიონს ერთად უსმენ, თბილ პლედ მოფარებული, ვინ დაიჯერებს რომ ქუთაისია, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით რომ არის. . .
ისე მომენატრეთ, იმ მუსიკოსის სასაცილო შლიაპაც კი არ გამაღიზიანებდა ახლა. . .
ჩვენი ჭავჭავაძე, ჯიგარი "ლოთები" და ღამე ქალაქში. . . - ვაჰ რამხელა ბედნიერება მოიტანე. . .
დანარჩენი ბნელი მხარეა, არც ფიქრი მინდა და არც საუბარი, თვალებში არეკლილი ტკივილებიც საკმარისია. . .
ჰო ანგელოზის ჩემებურ განმარტებას რაც შეეხება მგონია რომ ანგელოზი ისაა ვინც ფრთების და ჯადოსნური ჯოხის გარეშეც "გცვლის" შენც და შენს სამყაროსაც, მოდის და აღარ მიდის და როგორც არ უნდა მოგწონდეს შენი შავ-თეთრი ცხოვრება, ისე გიმატებს თავის ფერად ფერად შტრიხებს, ბოლოს ატმისფერი გარჩევასაც კი გასწავლის ვარდისფერისგან. . .
აი ანგელოზები ისე უდროო დროს და ჩუმად მოდიან, ვერც იმახსოვრებ იმათ მოსვლას. ამ დროს არც ამინდია ჩვეულებრივისგან განსხვავებული, არც რამე გაცვია განსაკუთრებული, ეგ კი არა და, მუსიკასაც კი არ უსმენ, ისეთს თქმად რომ ღირდეს. . .
ჩემი "rammstein"_ი და შენი "coldplay" -სხვა სამყაროა. და მაინც მგონია ჩემი გერმანელები ყველაზე უფრო უხდებიან ღამის ქუთაისს. აი ერთ დღეს ჩვენს კაფეშიც ავაჟღერებ ჯაზის მაგივრად და თვითონაც ნახავ. . .
როგორ დაწერე? - ქუთაისი შემასუნთქე ამ შუაღამით. . . - საკმარისია?
ბოლოს მიყვარხარ და ტვინი რომ გაიაზრებს იქნებ კიდევ დავბრუნდე ამ ისტორიის კომენტარებში. . .
აქ - (ჯადოსნური სიტყვები)

 


№6  offline ადმინი ელპინი

სალანდერი
ჰო, რატო დაგპირდი, რა მინდოდა, ვაი ამ დაბრუნებას. . . მხრები ჩამოვყარე, ყურებიც. . . ისეთი მობუზული ვზივარ გეგონება ვიყინები. . .
დიდი ხანია არაფერი დაგიწერია, თანაც ამხელა, მე კი უშენობას ისე გადავეჩვიე. . .
ვაჰ!
ელპინო ერთი დიდი "ვაააჰ" აღმომხდა კითხვა რომ დავამთავრე, კიდე ორი სიტყვა მაგრამ ისედაც მიხვდები შენ, აქ რომ ცენზურა არ დავარღვიო. . .
"როცა სული ხავსია, რომელსაც ვერ მოეჭიდე" - ნეტა როგორი შეგრძნებაა.
"მოდი რა, ჩამეხუტე" - ჯადოსნური სიტყვებია, ყველა პრობლემას აგვარებს.
"ანგელოზი" - მე ამ სიტყვაზე ჩემებური განმარტება მაქვს და ფრთებიანი ტიპები არ წარმომიდგებიან, მშვილდით ხელში.
"ეშმაკი" - არც ეგაა რქიანი ტიპი, წითელი თვალებით.
სამყაროს შენებური ხედვა მომნუსხველია, ადამიანებში ჩატეული ზებუნებრივი ძალები, რომლებიც სულაც აღარ ჩანს ზებუნებრივად ისე მარტივად აკეთებენ შენი პერსონაჟები, რაღაც ახალი მიმდინარეობაა.
ქუთაისი სიყვარულია, ჩვენი სიყვარული რა, ჩემი ნება რომ იყოს მთელი ცხოვრება ქუთაისზე გაწერინებდი და არასდროს მომბეზრდებოდა კითხვა.
რიონი. . . თეთრი ხიდი. . . კაფე სადაც ჯაზ მუსიკოსს და რიონს ერთად უსმენ, თბილ პლედ მოფარებული, ვინ დაიჯერებს რომ ქუთაისია, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით რომ არის. . .
ისე მომენატრეთ, იმ მუსიკოსის სასაცილო შლიაპაც კი არ გამაღიზიანებდა ახლა. . .
ჩვენი ჭავჭავაძე, ჯიგარი "ლოთები" და ღამე ქალაქში. . . - ვაჰ რამხელა ბედნიერება მოიტანე. . .
დანარჩენი ბნელი მხარეა, არც ფიქრი მინდა და არც საუბარი, თვალებში არეკლილი ტკივილებიც საკმარისია. . .
ჰო ანგელოზის ჩემებურ განმარტებას რაც შეეხება მგონია რომ ანგელოზი ისაა ვინც ფრთების და ჯადოსნური ჯოხის გარეშეც "გცვლის" შენც და შენს სამყაროსაც, მოდის და აღარ მიდის და როგორც არ უნდა მოგწონდეს შენი შავ-თეთრი ცხოვრება, ისე გიმატებს თავის ფერად ფერად შტრიხებს, ბოლოს ატმისფერი გარჩევასაც კი გასწავლის ვარდისფერისგან. . .
აი ანგელოზები ისე უდროო დროს და ჩუმად მოდიან, ვერც იმახსოვრებ იმათ მოსვლას. ამ დროს არც ამინდია ჩვეულებრივისგან განსხვავებული, არც რამე გაცვია განსაკუთრებული, ეგ კი არა და, მუსიკასაც კი არ უსმენ, ისეთს თქმად რომ ღირდეს. . .
ჩემი "rammstein"_ი და შენი "coldplay" -სხვა სამყაროა. და მაინც მგონია ჩემი გერმანელები ყველაზე უფრო უხდებიან ღამის ქუთაისს. აი ერთ დღეს ჩვენს კაფეშიც ავაჟღერებ ჯაზის მაგივრად და თვითონაც ნახავ. . .
როგორ დაწერე? - ქუთაისი შემასუნთქე ამ შუაღამით. . . - საკმარისია?
ბოლოს მიყვარხარ და ტვინი რომ გაიაზრებს იქნებ კიდევ დავბრუნდე ამ ისტორიის კომენტარებში. . .
აქ - (ჯადოსნური სიტყვები)

მაგის დედაც, სალანდერ.
რა ხანია ასე არ მომიმართავს შენთვის? ჯანდაბა, ყველაფერი პირველი მომენატრა და იცი შენ. . .
წინა ცხოვრებაში არ ვიცი, თუ ვიყავით ერთად, მაგრამ თუ არ ვიყავით და მერე გავიგებ მაგას, ცენზურა რომ არ დავარღვიო, ჩემ ჯადოსნურ სიტყვებს ცალკე ჩაგჩურჩულებ.
იცი რა არის? შენ რომ ახლა საწოლზე წევხარ, ვიღაც სკამზე ზის, ვიღაც იატაკზე დგას - ყველაფერი ლაპარაკობს. ის საწოლიც, სკამიც, იატაკიც და ყველაფერს დანახვა უნდა. . .
სამყაროში ძალიან ბევრი ფერია და ცისფერი ყველაზე მეტად განსხვავდება ლურჯისგან, იცოდე. . .
მინდოდა დამეწერა, როგორ დაუკრა რამშტეინი იმ შლაპიანმა კაცმა, მაგრამ ეგ როცა მოხდება, იმისთვის შემოვინახე.
ჩემო ეშმაკო, ძალიან მიყვარხარ, იცი?
ეს "ძალიან" ისეთი არაფრისმთქმელია, არ ვიცი, როგორ აგიხსნა, მაგრამ არაამქვეყნიურად და არანორმალურად მიყვარხარ!
უაზროდ მენატრები!
ჩემო!!!
ძალიან ბევრს გკოცნი. . .
მადლობა. . .

 


№7 ახალბედა მწერალი ქეთი იმერლიშვილი

სასწაული იყო! არაჩვეულებრივიც!.. ფილოსოგიურიც... ვხედავდი როგორ ერეოდა თეთრ მდინარეს შავი და თავის ფერზე გადაჰყავდა, მუქ ფერებში. ვხედავდი სისუსტეს, რომელიც თავის პატრონს სიძლიერით უნდოდა, ჩაენაცვლებინა და კვლავ ანგელოზს გასტოლებოდა, გაჰთანაბრებოდა... ანგელოზიც დასუსტდა, დასევდიანდა... საინტერესოა ამ ბრძოლაში ვინ როგორ გადარჩება. მე სიკეთის იმედი მაქვს... ❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№8  offline ადმინი ელპინი

ქეთი იმერლიშვილი
სასწაული იყო! არაჩვეულებრივიც!.. ფილოსოგიურიც... ვხედავდი როგორ ერეოდა თეთრ მდინარეს შავი და თავის ფერზე გადაჰყავდა, მუქ ფერებში. ვხედავდი სისუსტეს, რომელიც თავის პატრონს სიძლიერით უნდოდა, ჩაენაცვლებინა და კვლავ ანგელოზს გასტოლებოდა, გაჰთანაბრებოდა... ანგელოზიც დასუსტდა, დასევდიანდა... საინტერესოა ამ ბრძოლაში ვინ როგორ გადარჩება. მე სიკეთის იმედი მაქვს... ❤️

ქეთი, როგორ გელოდი. . .
ვიცი, რომ გესმის და ისიც ვიცი, რა წაიკითხე. . .
არაფრის თქმა არ მინდა, რა. . .
მიყვარხარ, უბრალოდ! ♥️

 


№9 სტუმარი Lizzaa

აუუ რა გასაგიჟებელი იყოო <3 მართლაც ძაან ლამაზია ღამის ქუთაისი გგონია შენია, ყველაფერს იცნობ მაგრამ მართლაც რაღაც იდუმალების გრძნობა გაქვს )) ვგიჟდები არგოს ჩასასვლელიდან რიონის მოსმენაზეე ...აუ ისეე რაღაცნაირად მეც ვიგრძენი ეშმაკის მჟავე-ტკბილი სუნი და ანგელოზის ტკივილამდე მონატრებაა...მოკლედ არაჩვეულებრივი გოგო ხარ და შენთან ვარ ბოლომდეეეეე :*

 


№10  offline ადმინი ელპინი

Lizzaa
აუუ რა გასაგიჟებელი იყოო <3 მართლაც ძაან ლამაზია ღამის ქუთაისი გგონია შენია, ყველაფერს იცნობ მაგრამ მართლაც რაღაც იდუმალების გრძნობა გაქვს )) ვგიჟდები არგოს ჩასასვლელიდან რიონის მოსმენაზეე ...აუ ისეე რაღაცნაირად მეც ვიგრძენი ეშმაკის მჟავე-ტკბილი სუნი და ანგელოზის ტკივილამდე მონატრებაა...მოკლედ არაჩვეულებრივი გოგო ხარ და შენთან ვარ ბოლომდეეეეე :*

მადლობა, ლიზა. ძალიან მიხარია, რომ ასე გიყვარს ქუთაისი.
გამიხარდი შენც. ♥️♥️♥️

 


№11  offline წევრი manonreom

სიხარული...
ტკივილი...
სინანული...
ქუთაისი...
--------------------
ი.მ.

 


№12  offline ადმინი ელპინი

manonreom
სიხარული...
ტკივილი...
სინანული...
ქუთაისი...

არ ვიცი, ვინ ხარ, მაგრამ ჰო, ეგ არის. . .

 


№13  offline წევრი აბაშიძე

ელ.

ჯანდაბა.
ეს იყო მომენტი როცა უნდა წამეკითხა და იცი რა?
ჯანდაბა.

ელი.
სალანდერი.
იცი?
თქვენ ცალკე გკითხულობთ.

კარგით რა.
გიჟები ხართ.

და ქუთაისი.
ვკითხულობ.
ვკითხულობ.
ვკითხულობ.
და ვხვდები.
ქუთაისი შენია.
თქვენია.
მერე დანარჩენის.

თეთრი ხიდი.
ის კაფე.
პლედები.
ჯაზი.
რიონის ხმა.

ყველაფერი მოდის.
ვგრძნობ.
და კი.
გიჟები ხართ.

იცი ჭავჭავაძე ხმაურის გარეშე ვერ წარმომიდგენია.
მანქანების გარეშე.
ფაქტობრივად ცარიელი.
ვერაა.
ვერანაირად.

"ლიტერატურული გიჟი" თავის "სიგიჟეებით" კვლავ ფორმაშია.

მოაქვს გრძნობები.
ემოციები.
სიყვარული.
მუხტი.

ოხ ელ პინ.
რა გინდა?

შენი თითო'ეული სიტყვით გიჟი ხარ ელ.

ყოველი წაკითხული სიტყვის შემდეგ მიყვარდება შენი ნაწერები.
და მიყვარდება ელი.
ანნა კი არა.
ელი.
ანნა მერე.
შემთხვევით რომ შეგხვდები.

ერთს გეტყვი.
To Be So Lonely-ს მოუსმინე.
მოუხდა მელოდიურად ისტორიას.
ბევრად უფრო სასიამოვნო წასაკითხი იყო ჩემთვის სიმღერასთან ერთად.
დაბალ ხმაზე.

შემდეგამდე ელ.

 


№14  offline ადმინი ელპინი

აბაშიძე
ელ.

ჯანდაბა.
ეს იყო მომენტი როცა უნდა წამეკითხა და იცი რა?
ჯანდაბა.

ელი.
სალანდერი.
იცი?
თქვენ ცალკე გკითხულობთ.

კარგით რა.
გიჟები ხართ.

და ქუთაისი.
ვკითხულობ.
ვკითხულობ.
ვკითხულობ.
და ვხვდები.
ქუთაისი შენია.
თქვენია.
მერე დანარჩენის.

თეთრი ხიდი.
ის კაფე.
პლედები.
ჯაზი.
რიონის ხმა.

ყველაფერი მოდის.
ვგრძნობ.
და კი.
გიჟები ხართ.

იცი ჭავჭავაძე ხმაურის გარეშე ვერ წარმომიდგენია.
მანქანების გარეშე.
ფაქტობრივად ცარიელი.
ვერაა.
ვერანაირად.

"ლიტერატურული გიჟი" თავის "სიგიჟეებით" კვლავ ფორმაშია.

მოაქვს გრძნობები.
ემოციები.
სიყვარული.
მუხტი.

ოხ ელ პინ.
რა გინდა?

შენი თითო'ეული სიტყვით გიჟი ხარ ელ.

ყოველი წაკითხული სიტყვის შემდეგ მიყვარდება შენი ნაწერები.
და მიყვარდება ელი.
ანნა კი არა.
ელი.
ანნა მერე.
შემთხვევით რომ შეგხვდები.

ერთს გეტყვი.
To Be So Lonely-ს მოუსმინე.
მოუხდა მელოდიურად ისტორიას.
ბევრად უფრო სასიამოვნო წასაკითხი იყო ჩემთვის სიმღერასთან ერთად.
დაბალ ხმაზე.

შემდეგამდე ელ.


რამდენიმე დღით მომიწია ქუთაისის დატოვება და ისე მაქვს გული შეკუმშული, სამშაბათი როდის გათენდება, დარაჯივით ვუცდი დროს.
ძალიან მენატრება და ძალიან მიყვარს.
არ შეიძლება ქუთაისში ცხოვრობდე და რაიმეს ვერ გრძნობდე, ყველაფერს თავისი სუნი და სითბო აქვს.
ძალიან მაგარია, რა და ბედნიერია ის, ვინც ამ ქალაქში ცხოვრობს. ადრე თუ გვიან, ყველა გაიაზრებს, ვიცი.

გამეღიმა ბედნიერებისგან და მიხარია, რომ ყველაფერი ისევ რიგზეა.
ანუ, ყველაზე წინაზე უფრო მაგრადაა და ლიტერატურული სიგიჟე ისევ ადგილზეა.
მიხარია, რომ არსებობ და შენი მოსმენა შემიძლია.
ძალიან, ძალიან დიდი მადლობა ამისთვის!

შემდეგამდე. . .
♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent