შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხარე საჩუქარი (მე-3 თავი)


5-01-2020, 01:20
ავტორი Alice76
ნანახია 1 468

მარიტას ნომერში არხეინად ვიჯექი სავარძელში და ოთახის საახალწლო მორთულობას ვაკვირდებოდი.

თეთრი, ფუმფულა ნაძვის ხე იდგა კუთხეში, ისეთი მსუყე შესახედაობა ჰქონდა, ახალ წელს რომ გადაგანდომებს. მის ძირში პატარა ელფი იყო დასკუპებული, ასევე თეთრი, მხოლოდ ცხვირი და ქუდი ჰქონდა წითელი. ჩვეულებრივ, ოთახებს საახალწლოდ არ ვრთავდით, თუმცა პრინცესა, რა თქმა უნდა, გამონაკლისი იყო.

უკვე მოწყენილობისაგან მამთქნარებდა, როდესაც სააბაზანოს კარი გაიღო და ხალათში შეხვეული მარიტა გამოჩნდა. თავზე დიდი, თეთრი პირსაწმენდი მოეხვია, თვალების ქვემოდან რაღაც ვარდისფერი, ბრჭყვიალა საფენები მიეწებებინა.

-ჩილ, მოხვედი? რა კარგია... მოიცა, საუზმეს შევუკვეთავ, მგელივით მშია...- სასტუმროს ტელეფონი აიღო და ერთი ქორწილის მენიუ ჩამოთვალა, შემდეგ გამომხედა და რამეს ხომ არ დაამატებო, მკითხა. მე რა? საჭმლის ამდენი სახეობა თუ არსებობდა, მაგის აზრზეც არ ვიყავი, არა თუ დამატება, ამიტომაც მხოლოდ მხრების აჩეჩვით ვუპასუხე.

-მადლობა-ა-გაწელა და მომიბრუნდა-ღმერთო, როგორ დავიღალე! მე და ალექსი მთელი ღამე დავბოდიალობდით ქალაქში! ისეთი ადგილები მაჩვენა, წარმოდგენაც რომ არ მქონდა, მოკლედ, ცხოვრების ბოლომდე ვალში ვარ შენთან, ესეთი ოქროს ბიჭი რომ გამაცანი!

-უფრო სპილენძის- ცალყბად გავუღიმე.

-ხო, თმის ფერის შესაბამისად- გაიღიმა და დაბინდული თვალებით გაიხედა სივრცეში- -ღამემ პეპელას სიცოცხლესავით გაიფრინა-ამოიოხრა. გავიფიქრე, რა პოეტობა აუტყდა მეთქი, მაგრამ დიდად არც გამკვირვებია, ჭორფლასნაირ რომანტიკოსთან მთელი ღამე გაეტარებინა, კიდევ კარგად იყო.
-დილით დავბრუნდი. თინეიჯერივით შემოვიპარე სასტუმროში-ჩაიკისკისა, ისევ ფანჯარაში იყურებოდა. ეჭვი შემეპარა, ჩემი იქ ყოფნა საერთოდ თუ ახსოვდა, მგონი საკუთარ თავს ესაუბრებოდა-ასე კარგად ბოლოს როდის გავერთე, არც მახსოვს... ყველაზე უცნაური ისაა, რომ ნოას არაფერი უთქვამს, არა და, დარწმუნებული ვარ, არაფერი გამორჩენია...
აქ მივხვდი, რომ ჩემი ჩართვის დრო იყო და ხმამაღლა ჩავახველე.
-ეგ იმიტომ, რომ დაკავებული იყო-ცივად გავიღიმე.
-მართლა? რითი?-თვალები აახამხამა და ჭორფლაზე ოცნებიდან გამოერკვა.
-ჩემი გაგდებით.-მხრები ავიჩეჩე,
-რა? ხუმრობ,ხომ?
დიდი სიამოვნებით მოვუყვებოდი იმ სცენას, რომელსაც ცოტა ხნის წინ შევესწარი, თუმცა რატომღაც ჩემმა არც ისე აქტიურმა სინდისმა მაინცდამაინც მაშინ გაიგიჟა თავი.
-ხო, რაღაცაზე შევეპასუხე და ამახვევინა-უდარდელად გავიცინე.
-მერე მაგას ვინ კითხავს?-ფეხზე წამოიჭრა და მეოცნებე გამომეტყველება წამში ჩამოერეცხა-ჩემი თანაშემწე ხარ, ჩე-მი! ყოველთვის ასე აკეთებს, მე ვინც მომწონს, იმას მაშორებს და ვიღაც ბუმბულგარჭობილებს მტენის ცხვირში...-ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა და თან ქოთქოთებდა,მე კი იმას ვფიქრობდი, როდის მოვასწარი მისი თანაშემწეობა-არა, უკვე საკმაოდ გავიზარდე იმისთვის, რომ ასეთები შევარჩინო. არა და არა! დამაცადოს, სადაა ჩემი მობილური... -დაფაცურდა, საძინებელში შევარდა და მალევე უკან დაბრუნდა, ტელეფონში ცხვირჩარგული. ნომერი აკრიფა, წელში გასწორდა და იატაკზე ცალი ფეხის ბაკუნით მოჰყვა ლოდინს.
-არ მპასუხობს, მხდალი! უხ... მოკლედ, ჩილი, შენ დამშვიდდი, მე მოვაგვარებ ამ საკითხს- დამშვიდება, მე თუ მკითხავდით, მას უფრო სჭირდებოდა, მაგრამ ყურადღება აღარ გამიმახვილებია- დღეს მამა ჩამოდის და პირადად მოვახსენებ, მისი საამაყო ბიჭი როგორ პოლიტიკას ატარებს-უკვე იმდენი თანამშრომელი გააგდო, ხალხი აღარ გვყოფნის, საახალწლო წვეულების მოწყობა მინდა და აბა გამოიცანი, რა ხდება?- პასუხი, რა თქმა უნდა არ დავუბრუნე და განაგრძო-ვერც ორგანიზატორს ვპოულობ და ვერც მიმტანებს! ადამიანი ვერ მიპოვია, ვინც საქმეს გააკეთებს მხოლოდ იმიტომ, რომ ამ... ამ... გათამამებულს ძალაუფლების გამოვლენა უნდა!
-მერე გეკითხა- გავიზმორე და დივანზე უფრო მოხერხებულად გავიშხლართე- სანამ ნოა ანგრევს, ჩილი აშენებს!
-მოიცა, შეგიძლია ხალხის შოვნა?-სახე გაუბრწყინდა.
-რა თქმა უნდა- ყოვლისმცოდნესავით გავუღიმე- მითხარი, რა გჭირდება და გექნება.

***

იმ დღეს ერთი სული მქონდა, ნოას როდის შევეჩხირებოდი თვალში და დავანახებდი , რომ მისი ყველაზე საიმედო იარაღი-სამსახურიდან გაგდების მუქარა ბოლოს და ბოლოს, უმოქმედო გახდა,თუმცა სულ ტყუილად-ამპარტავანი პრინცი არსად გამოჩენილა( და მე დაახლოებით ვხვდებოდი, რა საქმეც შეიძლება ჰქონოდა),არც იმ და არც მომდევნო დღეებში. სასტუმროში სავარაუდოდ მხოლოდ მაშინ მოდიოდა, როდესაც მე სახლში ვბრუნდებოდი,ამიტომაც მომიწია, პირნათლად შევდგომოდი ჩემ ახალ საქმეს-მარიტას წვეულების ორგანიზებას.
-ჭორფლა-ჩავძახე ტელეფონში. როგორც ჩანდა, ეძინა, ან სანახევროდ, რადგანაც ზარს უპასუხა, თუმცა შემდეგ ისევ დადუმდა-გაიღვიძე რა! ჭორ-ფლა-ა!
ოცდაათი დეკემბერი ღამდებოდა. თითქმის ყველა საჭირო ნივთი მომარაგებული მქონდა, ჩემდაუნებურად ისე ჩავერთე საახალწლო მზადებაში, რომ მიუხედავად ნიცას მიერ გამოთქმული დახმარების სურვილისა, ყველაფერს თავად ვაგვარებდი. მხოლოდ ოფიციანტები რჩებოდა ღია საკითხად და სწორედ ამიტომ ვურეკაბდი ჭორფლას.
დიდ ხანს ვიწვალე და ბოლოს, მოვიდიქრე, რაც იმუშავებდა:
-მარიტა გეძებს!
-მარიტა? მარიტა!-ჭორფლა ნამძინარევი ხმიდან სასრაფოდ გადაერთო მზადყოფნაზე-ვიცვამ, ახლავე ვიქნები...მოიცა, წუხელ რომ არაფერი უთქვამს?
-მოიცა, შეანელე-ღიმილი შემეპარა. ესე იგი, ეს ორი ერთად დაძვრებოდა!-დოლჩესთან გაიარე და უთხარი, რომ ათი თეთრი პერანგი და შავი შარვალი გაამზადოს. წინსაფრებს აქ ვიშოვით... მერე ბავშვებს ჩამოუარე და უთხარი,რომ კარგად გადაუხდი. თუ დაკონკრეტება მოუნდათ, უთხარი რომ ეს “კარგი” იქნება მწვანე და თანაც სამ ციფრიანი. გესმის?
-ხო, მაგრამ რა ხდება?
-მარიტა საახალწლო წვეულებას აწყობს და ხალხი არ ჰყავს-მოკლედ ავუხსენი-ხო და უთხარი, რო დაიბანონ რა...
-სად ჩემ ფეხებში?
-თუ ფული უნდათ, როგორმე მოიფიქრონ, მათმა მზემ! ხვალ შუადღეს აქ იყავით.-ვუთხარი და პასუხს არ დაველოდე.
საკმაოდ შრომატევადმა სამზადისმა ყველა ფიქრი გადამავიწყა. ორგანიზატორული ნიჭი რომ მქონდა, სხვა ყველა წყალობასთან ერთად, ვიცოდი, თუმცა მაშინ რატომღაც განსაკუთრებულად ვეცადე.
იმ დროს არ დავფიქრებულვარ, მაგრამ ალბათ რაიმეს დამტკიცება მინდოდა. თუნდაც იმისი, რომ არანაირი უმაღლესი აკადემიის ჭრელა-ჭრულა დიპლომი არ იყო საჭირო ღონისძიების ორგანიზებასა და მორთვა-მოკაზმვისათვის.

ოცდათერთმეტი დეკემბერი გათენდა. ნოა, მისი კურდღლისკუდიანი საყვარლითა და მუქარებით სრულიად დავიწყებული მყავდა. ნერვიულად ვამოწმებდი წვეულებისათვის საჭირო ყველა დეტალს, როდესაც ჭორფლამ მომახსენა, რომ “ახალწვეულები” მოეყვანა.

ქუჩის ახალგაზრდები-ისეთები, რომლებსაც ზედმეტად არ ეტყობოდათ არასრულწლოვნობა, ისე გამოწკეპილიყვნენ, ძლივს ვიცანი.
ჭორფლამ ისინი ზუსტად დათქმულ დროს მომაყენა სასტუმროში (ვიცოდი, რომ ჩემი ხათრით არ იპუნქტუალა, მაგრამ მაინც გამიხარდა), ყველა დაბანილ-დავარცხნილი იყო, სუფთა ტანსაცმელში ცოტა უხერხეულად გამოიყურებოდნენ, მაგრამ მათი მკვირცლი მზერა მომწონდა.
წვეულებისთვის დარბაზის ბოლო შტრიხებით მორთვა მე და მარიტას უკვე დასრულებული გვქონდა, მხოლოდ ეს უკანასკნელი ურთავდა ბოლო, ჩემი აზრით, ზედმეტად “თავადურ” დეტალებს, მე კი თავისუფალი ვიყავი, ამიტომაც ქუჩის ოფიციანტებს, მათი ბელადის ჩათვლით, ცარიელ საკონფერენციო ოთახში ვუკარი თავი და დავმოძღვრე.
-ამ ერთ დღეში საკმაო ფულს გააკეთებთ-წარბაწეული ვსაუბრობდი-მოგეხსენებათ,წვეულებაზე მრავალი გადაპრანჭული და მდიდარი ადამიანი იქნება, მაგრამ თუ ერთი ბეჭედი ან თუნდაც, ჩანგალი გაურკვეველ ვითარებაში დაიკარგება, ანაზღაურებას ვერ მიიღებთ და ვერც ვერავინ გიშველით, თუ პოლიციას გამოიძახებენ. სასტუმროს კარგი დაცვა ჰყავს, არ იფიქროთ, რომ ქურდობის შემთხვევაში გაიპარებით და თუ მაინც გაქვთ რაიმე სუპერძალა აქედან გასაღწევად, მგონი იცით, რომ მე ვერ გამექცევით...
-კარგი, ჩილი რა! ვუთხარი ეგენი უკვე-თავი წამოყო ჭორფლამ-მე აქ არ ვარ?
-ვიცით ჰო-ჩაიბუტბუტეს აქა-იქ.
-ვერ გავიგე?-ხმამაღლა ვიკითხე.
-არ ვიპარავთ-უკვე ერთხმას დაიყვირეს.
-ძალიან კარგი-გავიღიმე და ინსტრუქციები ჩამოვარაკრაკე, თუ ვის რა ევალებოდა.
შვიდი საათისთვის ყველა თავის ადგილას გამოვჭიმე და გასახდელისაკენ ავიღე გეზი, რათა მეც ჩამეცვა ოფიციანტის ფორმა.
თეთრი პერანგის გახამებულ საყელოს ვისწორებდი, როდესაც კარი ვიღაცამ შემოგლიჯა.
-ღმერთო ჩემო-კარში მდგარი მარიტა თითქმის ყვიროდა-ეს რა არის!?
-მართლაც, ღმერთებო-წარბები ღიმილით ავუთამაშე-ან ქალღმერთო!
გოგონა ისე იყო გამოწყობილი, ძლივს ვიცანი. ხავერდის მწვანე, გრძელი კაბა ეცვა, ლამაზი, სამკუთხა დეკოლტის ჭრილითა და მხრებზე ელეგანტურად გადასული მკლავებით, ყელზე ზურმუხტისთვლიანი სამკაული უბრწყინაბდა. თმები აეწია, მხოლოდ რამდენიმე კულული ჩამოშლოდა ვითომ და დაუდევრად. საყურეები ყელსაბამს ეხამებოდა, ტუჩები ხასხასა წითლად შეეღება, თვალწარმტაცი იყო. თუ რაიმეს ეხამება ეს სიტყვა, სწორედ იმღამინდელ მარიტას. ჭორფლა წინასწარ შემეცოდა.
-მორჩი თვლების პარპარს!-გაცეცხლებული შემობაკუნდა. კაბის გრძელი ჭრილი თხელ ბარძაყს თამამად აჩენდა-ეს რა არის?-ხელით ჩემ ზედას შეეხო და ჰაერი გაავებით ჩაისუნთქა.
-ე-ე... პერანგი?-ვარაუდი გამოვთქვი.
-წვეულება სადაცაა დაიწყება, ასე აპირებ გამოჩენას?
ვიფიქრე, ვიფიქრე და მაინც ვერ მოვიფიქრე, როგორ უნდა გამოვჩენილიყავი.
ბოლოს ჰო-მეთქი, ვუპასუხე.
-შენი საშველი არ არის!-საყელოში ხელი ჩამავლო და წამათრია.
მალე მის ნომერში ამოვყავი თავი. ირგვლივ სასოწარმკვეთი არეულობა იყო-ფეხსაცმელები, კაბები, პიჯაკები, საცვლები ლამის ჭაღზეც კი ეკიდა. ტუალეტის მაგიდა აღარც კი ჩანდა, ზედ იმდენი კოსმეტიკა იყო დახვავებული.
-აქ დაჯექი-სარკის წინ ძალით დამსვა, პროფესიონალი მზერით შემათვალიერა და ამოიოხრა-სამუშაო ბევრია, მაგრამ მასალა-შესანიშნავი. არა უშავს, გოგონებმა უნდა დაიგვიანონ!

***
-მართლა გეგონა, რომ წვეულებაზე ოფიციანტად დავაყენებდი ჩემ მეგობარს?
მკითხა მარიტამ, თუმცა პასუხი არ გამიცია. საკუთარ ანარეკლს პირდაღებული შევჩერებოდი.
მაკიაჟი აქამდე არასდროს გამეკეთებინა, თმაც, კაცმა რომ თქვას, ასე გულმოდგინედ არასდროს დამევარცხნა, ახლა კი ჩემი მუქი ყავისფერი თმის კულულები ზუსტად ისე მედგა, როგორც შამპუნის რეკლამაში.
კაბა არ მეცვა პირველად, რადგან სანამ დედა მყავდა, კაბებიც მქონდა, თუმცა ეს დიდი ხნის წინ იყო. ასეთი სამოსი კი სიზმარშიც არასდროს მენახა საკუთარ ტანზე.
ვაღიარებ, მოხიბლული ვიყავი იმ გრძელი, შავი კაბით, რომელიც მარიტამ დიდი რუდუნებით შემირჩია-თითქოს უბრალო და სადა იყო, თუმცა მე უძვირფასესად მეჩვენებოდა. თხელი, სრიალა ნაჭერისგან იყო შექმნილი, გულთან ამოჭრილი, ორი წვრილი ბრეტელი ჰქონდა, რომლებიც სრულიად შიშველ წელზე ერთმანეთს კვეთდა და თითქოს საბრძოლო იერს აძლევდა. ფეხთან იმაზე გრძელი ჭრილი ჰქონა, ვიდრე მარიტას კაბას, ჩემი თეთრი კანის წყალობით, ყველა ჭრილი, დიდიც თუ პატარაც, მკვეთრად მოჩანდა. მის შემქმნელს დიდად არ უფიქრია რაიმეს დაფარვაზე.
-შენ თვალებს ძალიან მოუხდება- ყელსაბამი გამომიწოდა, რომელსაც უმრავი პატარა, მოციმციმე ქვა ამშვენებდა.
-როგორ ბრწყინავს!-წამოვიძახე, როდესაც სამკაული ჩემ ყელზე აღმოჩნდა.
-ბრილიანტის მოვალეობაც ეგაა. ულამაზესი ხარ!-თვალი ჩამიკრა მარიტამ და თითქმის იმ წამსვე წამოიკივლა-ვაი! საათზე მეტით დავაგვიანეთ! წამოდი, დროზე!
მკვირცხლად დასტაცა ხელი პატარა ჩანთას და კარისაკენ შურდულივით გავარდა. მეც არც მაცია, არც მაცხელა, ადგილიდან მოვგაზე, თუმცა ერთი პატარა დეტალი დამავიწყდა-ორ ევერესტზე ვიყავი შემდგარი.
მაღალ ქუსლებს მიუჩვეველმა, ფუმფულა ხალიჩაზე წონასწორობა დავკარგე, შევტორტმანდი და შუა ოთახში გავიშხლართე.
ყველაზე ცუდი ის იყო, რომ წამოდგომაც არ იყო ადვილი საქმე-ზურგზე ამოტრიალებული ტარაკანასავით უსუსურად დაველოდე, სანამ მარიტა სიცილს მორჩებოდა, შემდეგ სასწრაფოდ, ფაქიზად შეიმშრალებდა ცრემლს, რათა მაკიაჟი არ ჩამოშლოდა და მხოლოდ ამის შემდეგ, დამხმარებოდა წამოდგომაში.
-სწორედ ამიტომ გჭირდება კავალერი, ჩილი!-კისკისით მეუბნებოდა, როდესაც ხელკავით დარბაზისკენ მივყავდი-ვინმეს აუცილებლად გიპოვი... მოისვენე, ნუ ბორძიკობ, მშვიდად გაიარე, მალე მიეჩვევი.
-სხვა რომ ჩავიცვა? ხუთი წუთიც და ფეხების ამპუტაცია დამჭირდება-ამოვიოხრე და იმის გაფიქრებაზე, რომ ამ დამატებით ფეხებზე ამხედრებულს მთელი დარბაზი უნდა გამევლო, თანაც ხალხით სავსე, გული ამომიტრიალდა.
-გვიანია, უკვე მოვედით-ღიმილით გამომიცხადა მარიტამ და კარის კაცმაც, რომელიც თითქოს და მომენტს ელოდაო, დარბაზში შესასვლელი კარი ფართოდ გაგვიღო.
-ამდენი ხალხი საიდან მოიყვანე, შენ ხომ აქ თითქმის არავის იცნობ?-ვკითხე გაცისკროვნებულ მარიტას, რომელიც გრაციოზულად დაიძრა და კარში შევიდა.
-სამაგიეროდ, თავად მიცნობენ-უდარდელად გადმომილაპარაკა საღამოს უკონკურენტო დედოფალმა და მისკენ გამოვარდნილ ათეულობით ადამიანს შეეგება.
ყველა ცდილობდა, რაღაც ეთქვა მილიარდელის ქალიშვილისთვის.
მადლობა, გამარჯობა, გილოცავ, ნახვამდის...
მეორე წუთს გავიაზრე, რა მსურდა იქ შესვლისთანავე-სადმე წყნარ კუთხეში ერთი ბოთლი შამპანურით განმარტოვება და იმ წყეული ფეხსაცმელების გახდა.
მარიტა დავკარგე, ძვირადღირებულ ტანსაცმელში გამოწყობილმა ხროვამ შთანთქა, მე კი, კლასიკური მუსიკის თანხლებით, შეძლებისდაგვარად სწრაფად გავემართე ყველაზე შორეული მაგიდისაკენ. მადლობა ღმერთს, გზაში ჭორფლა დავლანდე.
მისკენ ავიღე გეზი, თუმცა დანიშნულების წერტილამდე ვერ მივაღწიე-ის იყო, ჭორფლას ხელი დავუქნიე და დავუძახე, რომ ვიღაცას, ვინც თანამოსაუბრესთან ბაასს მორჩა და მაგიდიდან შემობრუნდა, პირდაპირ ცხვირით შევეტაკე.
ხელზე სისველე ვიგრძენი, აშკარად მეორეც არ იყო უკეთეს დღეში-შამპანურში ბანაობდა, რომლითაც მანამდე მისი ჭიქა იყო სავსე, თუმცა ეს ნამდვილად არ იყო მთავარი უბედურება-ტიპი, რომელსაც შამპანური გადავავლე, ნოა აღმოჩნდა. დანანებით უყურებდა ტანსაცმელს და რაღაცას ბუტბუტებდა.
-უკაცრავად-ამოილაპარაკა და ჩემი ტანი ხარბად შეათვალიერა-ნამდვილად ჩემი დაუფიქრებლობის ბრალია...
როგორც იქნა, მისმა მზერამ ჩემ სახემდე ამოაღწია, თვალები მოჭუტა, მაგრამ, ნიძლავს დავდებდი, ვერ მიცნო.
-ვერ შეგედავები-ცივად ვუპასუხე და არაკეთილმოსურნე ღიმილიც ვაჩუქე.
ერთი-ორი წამი დასჭირდა გასააზრებლად, შემდეგ თვალები გაუნათდა, ბოლოს კი მოიღუშა.
-შენ!
-აჰა-თავი დავუქნიე.
-აქ ვინ დაგპატიჟა?-ჯიბიდან ცვირსახოცი ამოიღო და დემონსტრაციულად გადაისვა პიჯაკზე-როგორც მახსოვს, სამსახურიდან დაგითხოვე.
-ამისთვის მადლობა უნდა გითხრა-მთელი ორი დღე ველოდი იმ წუთს, როდესაც ახალ ამბავს პირდაპირ მივახლიდი-როგორც დამლაგებელი, ნამდვილად გამაგდე, თუმცა მარიტამ, ანუ შენმა დამ, შეწუხდა რა ამ ფაქტით, ახალ თანამდებობაზე დამაბრუნა. ახლა სასტუმროს წვეულებათა ორგანიზატორი გახლავართ. წინა მგონი შენ დაითხოვე-ჩავიკისკისე და სანამ გაოგნებული რაიმეს თქმას მოასწრებდა, ჭორფლასკენ გავვარდი. როგორც ჩანდა, კმაყოფილებამ ძალა მომცა და მაღალი ქუსლების დაბრკოლებას აინურშიც აღარ ვაგდებდი.
-ჭორფლა!-ბიჭს მხარში ხელი ჩავავლე და ჩემკენ მოვაბრუნე-შენ რა, დაყრუვდი?
-ჩილი, შენ ხარ? უი, როგორ შეცვლილხარ-საეჭვოდ აწითლებულმა და აკანკალებულმა ჭორფლამ ძლივს ამოილუღლუღა რამდენიმე სიტყვა.
-რა გჭირს შენ?-წარბები ავწიე და კვლავ შევათვალიერე. სახეზე ფერები გაფუჭებულეკრანიანი ტელევიზორივით გადასდიოდა.
-არაფერი კაცო... ისა, შეიძლება წავიდე მე?
-ჭორფლა!-ნელა, გამაფრთხილებლად გამოვთქვი მისი სახელი-ამოღერღავ თუ გაწამო?
-რაღა წამება მჭირდება აბა?-ამოთქვა დრამატულად და დაამატა-ისედაც არაფრად მიღირს ცხოვრება. თუ გინდა, მომკალი. მიდი, ჩილი. იქნებ უკეთესიც იყოს, თორემ როგორც ჩანს, ვიღაც-ვიღაცებს ტვირთად ვაწევარ...
-რაებს ბოდავს?-ჩავილაპარაკე ჩემთვის, ხელი მკლავში მაგრად ჩავავლე და სამზარეულოსაკენ გავათრიე.
ერთ წრიპა ოფიციანტს გავძახე, რამე დასალევი მოიტანე-მეთქი, მანახ შამპანური მომირბენინა.
ჭორფლა სამზარეულოს გავლით საწყობში გავიყვანე, ზეთისხილის კონსერვის ყუთზე დავაბერტყე, შამპანური გავხსენი და ბოთლი მივაჩეჩე.
-აჰა, დალიე, რას იწირპლები?
ბიჭმა ინება და თვალი შეავლო ჩემ ხელს.
-ჰმ! ეს ხომ დღესასწაულის სასმელია! მე რა მელხინება? გლოვის მოიტა ჩილი, გლოვის!
-შერჩევაში ნუ შედიხარ, ჭორფლა-შუშხუნა სითხე თავად მოვსვი და პირი ავაწკლაპუნე-და ამოღერღე, რა მოხდა?
-რაღა რა? მარიტას, ჩემ სიყვარულს, ჩემ ქალღმერთს, ჯერ კიდევ გუშინ თბილად რომ მეხუტებოდა, საქმრო ჰყოლია! სხვისია ჩემი ღაბუა ჩიტი... სხვისი!
-რა? ეგ ვინ გითხრა? მარიტას არაფერი უთქვამს ჩემთვის-ეჭვით მივუჯექი გვერდით და კიდევ ერთხელ მოვსვი შამპანური.
-არც ჩემთვის, ან რას გვეტყოდა, ის ხომ ერთობა...-ბოთლი ჩამომართვა, მოიყუდა და თითქმის ჩამოცალა. ბოლოს მორიდებულად დაბოყინა და ამოილუღლუღა-მისთვის უბრალოდ გასართობი ვარ, საახალწლო ნაძვის ხეზე დაკიდებული წითელი ბურთი. მეტი არაფერი.
-ჭორფლა, საიდან გაიგე-მეთქი?-გამალებულო ვფიქრობდი, რაში იყო საქმე.
-შემთხვევით-მოულოდნელად წამოიყვირა და წამოხტა-აი ასე, შემთხვევით დამენგრა ცხოვრება! ერთ ჯელტმენს ვესაუბრებოდი და იმან უბრალოდ ახსენა... მშვენიერი მარიტაო, რა სამწუხაროა, რომ თხოვდებაო, მაგრამ კარგი საქმრო ჰყავსო! შეძლებული თურმე!
-ჭორფლა მოიცა, მთლად ეგრე არ იქნება საქმე...-წამოვდექი, მხრებში ხელები ჩავავლე-დარწმუნებული ვარ, იმ კაცმა კარგად არ იცოდა საქმის ვითარება, შეიძლება ადრე ჰყავდა და ახლა დაშორდა, ან რავი... შენც ნახე რა სანდო წყარო! ან საერთოდაც რომ ჰყავდეს, რანაირად იქცევი? წადი და იბრძოლე შენი ქალისთვის! ეგ რა სიყვარულია, თუ ვიღაცის ნათქვამზე დანებდი?
- მარტო ეგ რომ იყოს-თავი ასწია და ნაღვლიანად მომაჩერდა-ეს დღეები მოჯადოებულივით ვიყავი, თითქოს რაღაცის იმედი მქონდა, მაგრამ... მე რა შანსი მაქვს მასთან? რომ შემოვიდა, ვერ დაინახე, როგორი იყო? ნამდვილი ქალღმერთი, ყველა ფეხქვეშ რომ ეგება, აბა მე რისი მიცემა შემიძლია? რითი ვიბრძოლო?
ამოვიოხრე. ჭორფლას მაწანწალის დეპრესიამ შეუტია.
-ამით-გულზე ხელი მივადე და გავუღიმე-მართალი ხარ, ყველა ფეხქვეშ ეგება და ყველაფერი აქვს, სწორედ ამიტომ არ სჭირდება შენგან რაიმე მატერიალური. არ სჭირდება არც ლამაზი ყელსაბამი, არც რესტორანში დაპატიჟება, არც ახალი მანქანა, სიურპრიზად, ბანტდადებული. გაგიმართლა ჭორფლა, ეს ყველაფერი აქვს და იცის, რომ არაფერია. მარიტა ჭკვიანი გოგოა, მოეწონე და ბედნიერი იყო შენთან ყოფნით. მოიშორე ეგ კომპლექსი და იბრძოლე! არ ვიცი, სხვა რა იარაღს საჭიროებ, მაგრამ წითურის კვალობაზე არა გიშავს.
-იქნებ...
-იქნებ ახლა გელოდება-გავაწყვეტინე და კარისაკენ დავიძარი-გეძებს და ერთი სული აქვს, დაგინახოს?
ბიჭი წამით გაიტრუნა, მერე მხრებში გასწორდა და გამიღიმა.
-მადლობა.
დარბაზში დაბრუნებულს, კვლავ ნოა გამეჩხირა თვალში. ვიღაც აბრჭყვიალებულ, აშკარად მასზე ასაკით უფროს , მაგრამ ლამაზ ქალს რაღაცას ღიმილით ეჩურჩულებოდა. ჩემი მზერის დანახვისთანავე ღიმილი სახეზე შეეყინა, კუშტად შემომხედა და თვალი ამარიდა. ქალს წელზე რომ მოჰხვია ხელი, არ გამომპარვია.
-ეი, ჭორფლა!
-ჰა?
-ერთი მითხარი, ის კაცი, ვინც ეგ გითხრა, ვინ იყო? ის ხომ არა?-თავით ნოასკენ ვანიშნე.
-კი-თვალები მოჭუტა და გაოცებულმა შემომხედა-საიდან მიხვდი?
-გამოვიცანი-ამოვიღრინე და ჩვენკენ მომავალ მარიტას ფართოდ გავუღიმე, თუმცა საპასუხოდ ღიმილის ნაცვლად შემომიბღვირა, მაჯაში ხელი წამავლო და ჭორფლასთვის ზედაც არ შეუხედავს, ისე გამათრია გვერდით.
როგორც აღმოჩნდა, მარიტა საშინლად განაწყენებული იყო ჭორფლაზე და ხურდაში-ჩემზეც.
თავდაპირველად, ეჭვიანობდა, ერთად სად იყავითო, ამაზე რომ დავცინე, ჭორფლაზე გადაერთო და გამომლამძღა, დამივიწყეთო.
მე, ისე, რომ ჩემი მეგობრის კომპექსების ამბავი არ გამითქვამს, ავუხსენი, რომ მისი სილამაზით აღფრთოვანებული და სტუმრების სიმრავლით დაბნეული ჭორფლა მასთან მისვლას ვერ ბედავდა.
ბედად, ვალსის ხმაც გაისმა, ამიტომაც მარიტას ხელი დავტაცე, იქვე მორცხვას დაყუდებულ ჭორფლას მივაჩეჩე და თითქმის ვუბრძანე, იცეკვეთ-მეთქი.
ამ ყველაფრის შემდეგ, ვიგრძენი, რომ სასწრაფოდ განმარტოება მჭირდებოდა, ამიტომაც იქვე ჩამოქროლებულ ოფიციანტს შამპანურებით სავსე ლანგარი ჩამოვართვი და გასასვლელისაკენ ავიღე გეზი.
მთელ სასტუმროში აურზაური იდგა. სტუმრებიცა და მომსახურე პერსონალიც დღესასწაულის გადამდები მღელვარებით იყო შეპყრობილი.
ადამიანებს ხომ გვჭირდება რაღაცების აღნიშვნა, თუნდაც ისეთი უბრალო რამის, როგორიც ახალი დღის დადგომაა.
ჩემთვის ეს დღესასწაული ბევრ რამეს ნიშნავდა, პირველ რიგში კი იმას, რომ ადამიანის გონება ყოვლისშემძლეა.
ჩვენ ხომ ყველა ერთ ქვაბში ვიხარშებით და ერთ ორთქლს ვსუნთქავთ, გვინდა თუ არა ეს. ვიღაცას უხარია ახალი წელი, ვიღაცას-არა. ვიღა დაღვრემილი დადის მთელი საღამო და თავს აჯერებს, რომ ყველაზე უბედური და მარტოსულია, არ იზიარებს სხვების მხიარულებას და გამორჩეულობის ტკბილი შეგრძნებით ჯიუტად რჩება ცუდ ხასიათზე.
მე რა?
მიყვარს ახალი წელი, ისევე, როგორც სხვა ნებისმიერი გლობალური ისტერია. ამ დროს ადამიანები მორლს არბილებენ, რაღაცები საპატიებელი, რაღაცები კი აუცილებელიც კი ხდება.
ამ დროს სიხარულიც ორმაგდება და სევდაც უფრო განსაკუთრებულია.
ბრჭყვიალა სევდა.
ჩვენ სასტუმროს სულ ქვედა სართულზე ერთი უცნაური ტუალეტი ჰქონდა.
ვერ დავადგინე, არქიტექტორის შეცდომა იყო, ჯერ არგამოყენებული სათავსო თუ უბრალოდ ხუმრობა, მაგრამ ფაქტი იყო-ამ ტუალეტს პატარა იარუსი ჰქონდა.
აი ასე, გეგონება პატარა თეატრი გადაკეთდა კაცების ტუალეტადო, კაბინიდან გამოსულ ხალხს კი მაყურებელი ტაშის კვრით უნდა დახვედროდა.
იარუსი, რომელიც ტუალეტს ზემოდან დაჰყურებდა, სამ კაცს თუ დაიტევდა, მხოლოდ ეგ იყო, სკამები არ იდგა( მადლობა ღმერთს).
ეს ადგილი ჯერ კიდევ ახალმოსულმა აღმოვაჩინე, ბევრი ვიცინე, შემდეგ კი , როდესაც გავიაზრე,რომ იმ ადგილს კაცის შვილი ვერ ამჩნევდა და არც არავინ შედიოდა, ჩემი ნივთები შევზიდე-პლედი, სანთებელა და საფერფლე.
ყველა სიკეთესთან ერთად, ამ ადგილის მთავარი ღირსება ის იყო, რომ იშვიათად, ვინმე შემოსულიყო.
ასე იქცა ტუალეტ-თეატრი ჩემს საიდუმლო თავშედაფრად და იმ ღამესაც, შამპანურით დატვირთულმა, სწორედ იქითკენ ავიღე გეზი.
ფეხსაცმელი გავიხადე, კაბა ავიწიე, პლედზე წამოვდკუპდი და ფიქრები მოვიშორე.
იმის მიუხედავად, რომ ცხოვრებაში პირველად ვგრძნობდი თავს ნამდვილად მომხიბლავად და სასურველად, თავს ცუდად ვგრძნობდი-ბრბო ჩემკენ მოიწევდა, სანდომიანი, კეთილი ღიმილით, თავისაკენ მეპატიჟებოდა ისეთ ცხოვრებას მპირდებოდა, როგორზეც ყოველთვის ვოცნებობდი -ჩვეულებრივს.
მაგრამ რა არის ჩვეულებრივი?
მესამე ჭიქა მოვიყუდე და შევკრთი-ტუალეტის კარი ვიღაცამ ხმაურით შემოსხნა. მოაჯირი სრულად მფარავდა, მეც მშვიდად გავირინდე და ჭიქა ბოლომდე ჩუმად ჩავცალე.
-ერთ საათში ახალი წელია-ქალის ხმა მომესმა.-ძვირფასო, იქნებ ჯობია, ჩვენი ნიშნობის ამბავი დღეს გამოვაცხადოთ?
-მაპატიე, კიკი, დღეს ვერ გამოვა-თავი ძლივს შევიკავე, რომ სასულეში გადაცდენილი შამპანურის გამო ხველა არ ამეტეხა. ნოას ხმა იყო.კინაღამ დავიხრჩე, მაგრამ მაინც უხმოდ გამოვძვერი.
-რატომ?-ქალს ხმა გაუმკაცრდა.ვიფიქრე, რომ რადაც არ უნდა დამჯდომოდა, უნდა დამენახა.
თავი ფრთილად ამოვყავი და ერთი თვალის შევლებითაც ვიცანი ქალბატონი, რომელიც ნოას მთელი საღამო თან ახლდა.
სასწრაფოდ ჩავყავი თავი უკან. ვიგრძენი, როგორ მომედო სახეზე ალმური.
მაინც რამდენ თამაშს თამაშობდა?
-ეს მარიტას წვეულებაა, თანაც, როგორც ხედავ, ახალი რჩეული ჰყავს, რომელიც ქუჩის ბიჭია. ჩვენ ოჯახს ბევრი საფიქრალი აქვს კიკი, ახლა ამის დრო არაა.
-ანუ მე შენი ოჯახისთვის საფიქრალი ვარ?-ხმა გაუმკაცრდა ქალს-შენ მე შეურაცხმყოფ!
-არა, ეს არ მიგულისხმია-ახლა ნოას შერბილების ჯერი დამდგარიყო-იმას ვგულისხმობ, რომ ისეთი ეფექტი არ ექნება, როგორიც უნდა იყოს.
-ჯანდაბას ეფექტები! მე მხოლოდ შენთან მინდა...
-და ხარ კიდეც-უეცრად ორივემ შეწყვიტა საუბარი, საგონებელში ჩავარდნილს, თუ რა ხდებოდა, წკლაპუნის ხმა მომესმა.
-ფუ, კოცნაობენ!-მხოლოდ ტუჩები შევარხიე ზიზღის გამოსახატავად. გულის რევა მომაწვა, ეს ყველაფერი იმდენად ხელოვნური იყო, ნამდვილად თეატრს მაგონებდა.
თითქოს ეს არ კმაროდა ჩემი მდგომარეობისთვის, ქალის ვნებიანი ჩურჩულიც გაისმა.
-მინდიხარ...
-მეც... მაგრამ აქ?
-კარი ჩაკეტე!
-ღმერთო-საკუთარი ჩურჩული მომესმა და იმაზე ფიქრს მოვყევი, როგორ დამეღწია ამ სიტუაციისგან თავი, როდესაც ღმერთმა(თუ ეშმაკმა, ჯერ კიდევ ვერ დავადგინე), თავად მანახა გზა.
ჩემი მობილური ბოლო ხმაზე ზუსტად მაშინ აწკრიალდა, როდესაც ნოას ქამრის გახსნის ხმა გაისმა.
ალბათ, სამივე ერთდროულად შევხტით-მე მაღლა, ისინი დაბლა.
დავფაცურდი და მარიტას პატარა, შავი ჩანთა დავძებნე, რომლიდანაც ყურისწამღებად ისმოდა უაზრო მელოდია.
-მანდ ვინაა?-დაიგრგვინა ნოამ. ტელეფონი გავთიშე, გაწამებული მივეყრდენი მოაჯირს და ტუჩზე ვიკბინე.
კაცმა რომ თქვას, რა ჩემი ბრალი იყო, იქ რომ შემოეფეთნენ? მაგრამ მოდი ეცადე და ეს ნოას აუხსენი!
-კიკი, წადი, მე მივხედავ...
-პაპარაცები!-ამოწიკვინა ქალმა და დააყოლა-იცოდე, ტექნიკა წაართვი და ყველა ფოტო წაუშალე, სულ ასე დამდევენ კუდში!
-ერთ რამეში მართალი ხარ,კუდიანი ნამდვილად ბრძანდები-ჩავიბუტბუტე და დაველოდე, სანამ ქალი კარს გაიხურავდა.
-ჩამოხვალ, თუ ჩამოგათრიო?-ნოას ხმა უფრო ახლოდან გაისმა.
-კარგი ხო, კარგი!-წამოვდექი და წამით მისი განცვიფრებული სახე სალბუნად მომედო გულზე-სანამ რამეს იტყოდე, გაფრთხილებ-ეს ადგილი რამდენიმე თვეა, რაც ჩემი დასასვენებელი ადგილია, წარმოდგენა არ მქონდა, აქ თუ დაიწყებდით გამრავლებას შენ და შენი...
-აქ ჩამოდი!-მითხრა მშვიდად, მაგრამ თვალებში მთლად სიწყნარე არ ედგა.
-ვერ გადმოვხტები...-კუპიდან ერთადერთ გასასვლელზე ვანიშნე-იქიდან უნდა გავიდე.
-მაშინ მანდ იყავი... ფეხი არ მოიცვალო-სწრაფად გავიდა ტუალეტიდან.
ვიცოდი, რომ მხოლოდ რამდენიმე წუთი მქონდა ფიქრისთვის. სამოქმედოდ-უფრო ცოტა.
-რომ დავრჩე, შეიძლება შეტევაზე გადმოვიდეს-გამალებული ვაზროვნებდი-მერე რამეს ვატკენ და უარესია... რომ გავიქცე... მთელი საღამო ხომ ვერ დავემალები...
იმაზე მალე იპოვა შემოსასვლელი, ვიდრე ველოდი.
კარი გაიღო და ოდნავ თმააჩეჩილი ნოა ნელა შემოვიდა ჩემ სამალავში. სივიწროვის გამო ნაბიჯი თუ გვაშორებდა.
-ესეც ჩიტი გალიაში-ის ერთი ნაბიჯიც დაფარა და ცხვირწინ ამესვეტა. ღრმად სუნთავდა, ალკოჰოლის, თამბაქოსა და ქალის სუნამოს სუნი ასდიოდა.
იატაკზე ჩემ მიერ მოფენილ შამპანურის ჭიქებს თვალი მოავლო და ჩაიცინა.
-იმის მაგივრად, რომ ადამიანივით მაგიდასთან იჯდე და იქ სვამდე, ტუალეტში მოათრიე სასმელი და იატაკზე ზიხარ.
-ძველი ჩვევაა-მხრები ავიჩეჩე.
-ველური და ბინძური ადამიანის ჩვევა-ნელა, გარკვევით ჩაილაპარაკა.
-როგორ არ გიყვარს ველური და ბინძური ხალხი-მისკენ ახლოს მივიწიე, თითქმის ვეხებოდი- და მაინც, რა ირონიულია ცხოვრება! ასეთი ადამიანი გახსა შენი ყველაზე დიდი მესაიდუმლე!
- ცოდნა არც ისე სასიხარულო რამაა-თვალები დახარა და ხელი ჩემი ფეხისაკენ წაიღო. ფრთხილად შემისრიალა ხელისგული კაბის ჭრილში და ბარძაყზე მტკივნეულად მომიჭირა-შეიძლება, საფლავში გახდეს მისი წაღება საჭირო, რადგანაც სწორედ იქაა საიდუმლოების ადგილი.
-ეგ რომელი ფილმიდანაა?-ბორძიკით ამოვთქვი, რადგან მისი ხელი ნელ-ნელა მაღლა მიიწევდა. ვიცოდი, რომ ასე მაბნევდა, თუმცა წინააღმდეგობის გაწევა მაინც არ მინდოდა. საკუთარი თავის იმედი არასდროს დამიკარგავს, არც მაშინ.
-ეს ყელსაბამი-მეორე ხელი ლავიწის ძვალზე ნაზად გადამისვა და თითები თვლებს მოატარა-მარიტას მე ვუყიდე, როდესაც თვრამეტის გახდა. ერთადერთი რამაა, რაც ჩემი უყვარს, თუმცა შენ მოგცა და მგონი არ შემცდარა.-დაიხარა და ჯერ სამკაულს შეახო ტუჩები, შემდეგ კი ჩემ მკერდს.
სწრაფად ვკარი ხელი და გაბრაზებით შევუყვირე.
-რა ბო*ი ქალივით იქცევი?-კაბა გავისწორე და თმა ზურგზე გადავიყარე-რამე თუ გინდა, მთხოვე. ეს მაცდური საუბარი კიკიმ გასწავლა?-დავიჯღანე.
-ნამდვილი ველური ხარ-თავი გააქნია-შენი შეცდენა არ მიფიქრია, მართლა მომინდი.-თითით შარვალზე მანიშნა, სადაც ამის აშკარა მტკიცებულება იყო გამობზეკილი.
ალმური მომედო. არ ვიცოდი, რა უფრო შეურაცხმყოფელი იყო-ის, რომ რამდენიმე წუთის წინ სხვა ქალს კოცნიდა თუ ის, რომ სექსს ისე მთავაზობდა, როგორც, სავარაუდოდ, ერთი ორანგუტანგი მეორეს.
-იცი, რას გეტყვი? -დავიხარე, ჩემი ჩანთა და ფეხსაცმელები წამოვკრიფე და კარისაკენ გავიწიე-ქუჩაში და ისეც, უამრავი ამაზრზენი ტიპი მინახავს, მაგრამ შენ... შენთან დაწოლას მირჩევნია, ერთუჯრედიან,ლორწოვანი, სუნიან და ბუსუსებიან არსებას ვკოცნო მთელი ცხოვრება! არ ვიცი, რა გაქვს ჩაფიქრებული და რას თამაშობ, მაგრამ თუ კიდევ ერთხელ ჩაერევი ჭორფ... ალექსის და მარიტას ურთიერთობაში, მ
კბილებს ავუშვებ!

***

სახურავზე ვიდექი. ჩვენი სასტუმრო ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შენობა იყო ქალაქში და ხელის გულივით მოჩანდა თითოეული ფოიერვერკი, რომლებსაც ცა გაენათებინათ.
ტელეფონს დავხედე. ჭორფლას გამოტოვებული ზარების ზემოთ საათი მაჩვენებდა, რომ ახალი წელი ერთ წუთში მოვიდოდა.
-ლოქორა!-ცას შევაჩერდი-ასე არ გქვია, ირემო?-შამპანურის კიდევ ერთი ბოთლი მოვიყუდე. ორი ცარიელი ბოთლი გვერდით ეგდო. მე კი მოაჯირზე წამოსკუპებული არხეინად ვცლიდი მესამეს-ასე არ თქვა იმ ფიფქის ბაბუმ...თუ როგორც იყო? უი, ვარსკვლავი ჩამოვარდა...ჰიყ...- დამასლოკინა, თუმცა ცისთვის თვალი არ მომიშორებია. კარგად არ მახსოვს, მართლაც მეტეორების წვიმა იყო თუ უბრალოდ მომეჩვენა, თუმცა ძალიან მოხიბლული ვიყავი.
-როგორ მომაძახა იმ ვირმა?-შევყვირე მანათობელ წერტილებს-ბოსელში გაზრდილებისგან მუქარა სასაცილოაო. ასე თქვა იმ ნამუსგარეცხილმა... ხოდა, ლოქორა, მოდი და წაიღე ჩემი სურვილი-შამპანურს ეტიკეტი მოვაძრე და გვერდით მიგდებულ ჩანთაში მაკიაჟის ფანქარი დავძებნე, რომელიც იმ დღისით მარიტამ შეინახა.
-მინდა, რომ ნოშრევან ჯავახიშვილმა ხვალ დილით გაიღვიძოს ქვეყნის ყველაზე შორეულ, ყველაზე ბინძურ ბოსელში, ყველაფრის გარეშე! და მე ამას უნდა ვხედავდე-გაჭირვებით გამოვიყვანე ასოები, ეტიკეტის ფურცელი სახურავზე მოვისროლე და მარიტას ნომრისაკენ ბარბაცით წავედი.
იმდენად მთვრალი ვიყავი, არ მახსოვს, სად და როგორ ჩამეძინა.

თუმცა მთელი სიცხადით, თითოეული დეტალით, წამით და წუთით მახსოვს სად და როგორ გამეღვიძა.

პირში სიმშრალე საზიზღრად მომდებოდა. თავის ტკივილს ჯერ კიდევ ძილში მყოფი ვგრძნობდი, თუმცა საქმე გაცილებით, გაცილებით ცუდად მქონდა, ამას სუნით ვგრძნობდი და კიდევ-ღრუტუნით.
რაღაც გაუჩერებლად ღრუტუნებდა და ფერდზე რბილად მიღუტუნებდა.
მციოდა, გადასაფარებელი ხელით მოვძებნე- არ მქონდა, ლოგინზე რაღაც ხმელი ეყარა.გადავმოძრავდი და ტკაცუნის ხმა გავიგე.
თვალები შევარხიე. ჯერ კიდევ ვიბრძოდი ძილის შესაბრუნებლად, თუმცა ის რაღაც, რაც გვერდზე მიღუტუნებდა, არ ჩერდებოდა, ამიტომ მეორე მხარეს ბურტყუნით გადავბრუნდი.
ვიღაცის სუნთქვა მომედო სახეზე.
თვალები ვჭყიტე.
კატასტროფა-ეს სიტყვა საუკეთესოდ აღწერს იმ მდგომარეობას, რომელშიც ჩავვარდი, როდესაც ჩემ წინ სრულიად შიშველი, დედიშობილა ნოა დავინახე.
სარდაფისმაგვარ, ნახევრადგადახურულ ადგილას, თივის ზვინზე ვიწექით. მე მარიტას პიჟამები მეცვა( რომლებიც, როგორც შემდეგ გავიხსენე, თავად ჩავიცვი) ხოლო ნოა... უკვე მოგეხსენებათ.
საზიზღარი სუნი გამოფხიზლებულს ასმაგი ძალით მეცა. ელდგანაკრავმა გვერდით გავიხედე და დავინახე ის, რაც მთელი ამ დროის განმავლობაში მიღუტუნებდა-დიდი, შავი ღორი.
ამის შემდეგ დიდ ხანს, ძალიან დიდ ხანს ვკიოდი, მანამ, სანამ ჩემ ხმას ნოას ღრიალი არ შეუერთდა.
ორივემ ბოსელში გავიღვიძეთ.



№1  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

ასე მგონია საახალწლო ფილმს ვუყურებ. ძალიან კარგია

 


№2  offline წევრი Mai dire mai

რა გემრიელად ვიცინე,ყოჩაღ,ახლა კარგ ხასიათზე დამეძინება ❤❤❤❤

 


№3 სტუმარი Λιζι

აიი ძაამ მაგარიააა

 


№4 სტუმარი სტუმარი Nako

Vaimeee ra kai iyooo zaan nu dagvigvianeb

 


№5  offline წევრი Gemini mood

აუუ ძაან კაი იყოო ...არაორდინალური და სახალისო გაგრძელებაა ძაან მომწონს... ალისა სასწაული ხარ შენ შენი ისტორიებით❤❤❤❤

 


№6  offline ახალბედა მწერალი Alice76

ლორელაი
ასე მგონია საახალწლო ფილმს ვუყურებ. ძალიან კარგია


რა სასიამოვნოა შენგან ამის მოსმენა!♥️
დიდი მადლობა, ასე რომ მახარებ♥️

Mai dire mai
რა გემრიელად ვიცინე,ყოჩაღ,ახლა კარგ ხასიათზე დამეძინება ❤❤❤❤


ვაიჰ, რა კარგია♥️♥️♥️
ძალიან დიდი მადლობა და იმედია, ასეთი კარგი ხასიათი კიდევ უფრო ხშირად გვექნება♥️♥️♥️

Λιζι
აიი ძაამ მაგარიააა


მიხარია, დიდი მადლობა!♥️

სტუმარი Nako
Vaimeee ra kai iyooo zaan nu dagvigvianeb

მადლობა, ნაკო♥️
მგონი, აღარ დავაგვიანებ♥️

Gemini mood
აუუ ძაან კაი იყოო ...არაორდინალური და სახალისო გაგრძელებაა ძაან მომწონს... ალისა სასწაული ხარ შენ შენი ისტორიებით❤❤❤❤


როგორ ჩამომიწკრიალე ყველა კარგი სიტყვა♥️♥️♥️
დიდი მადლობა, ასე რომ აფასებ ისტორიასაც და მე ხომ საერთოდ...
♥️

 


ვაი მე ალის, ამდენი დილით არასდროს მიცინია :) გაიხარე შენ❤
იცი როგორი რაღაც იყო ბოლო მომემტი? აი ფილმებში რომ არის ხოლმე მთავარი პერსონაჟები დილით გაღვიძებულები უხერხულ მდგომარეობაში რომ აღმოჩნდებიან, ერთმანეთს შეხედავენ და ბოლო ხმაზე კივიან, ეგრე დაემართათ ჩილის და ნოას :)
ჯანდა, ნოას უშვებდა ბოსელში მაგრამ მეც იქ უნდა ვიყო და დავინახოო რომ ისურვა რა ეგონა ნეტა თეატრის ლოჟაში იჯდებოდა და სანახაობით დატკბებოდა? :დ კი იჯდა ლოჟაში, მაგრამ სპექტაკლით მაინც ვერ დატკბა :დ
რა ვქნა ვგიჟდები მე ამ ორ შერეკილზე, ერთმანეთზე უარესები არიან :დ❤
საინტერესოა იმ სუნიანი და შორეული ბოსლიდან თავს როგორ დააღწევენ? :დ აშკარად არ დაფიქრებულია ტიტა ამ საკითხზე :დ
ჭორფლა ძალიან საყვარელი ვინმეა❤ მარიტაც, მიუხედავად სიმდიდრისა ძალიან სუფთა და გულრწფელი გოგოა. უხდებიან ერთურთს❤
ველი სიგიჟეების ახალ შემოტევებს :დ❤
შემდეგამდე, ალის❤

 


№8 სტუმარი ანჯ

სურვილი ჩაიფიქრა ჩაიფიქრა კაი, მარა თავის თავს რაღას ერჩოდა :დ :დ

 


№9 სტუმარი სტუმარი მოიისფრო

ა მ ო ვ წ ყ დ ი !!!!!! :დდდდდ

 


№10  offline წევრი LI_BE

ესე იგი, საოცარო ალისა, ჩემი, არც თუ ისე აქტიური სურვილი, საბოლოოდ გამოაფხიზლე, და ახლა თავს იგიჟებს, ისე უნდა ახალი თავი smile smile

მიყვარხარ შენ, მე - ეს ხურდაში heart_eyes heart_eyes heart_eyes

 


№11  offline წევრი Sweet Home

მალე დადე რააა ძაან დავინტრიგდიი

 


№12  offline წევრი წიწაკა

პირველ რიგში გეტყვი რომ ჭორფლას და მარიტას წყვილი ძალიან მომწონს.
ნოას ვერ ვიტან.
ნორმალურ შთაბეჭდილებას არ ტოვებს ჩემზე პირადად და რა ვიცი:დ
ყოვლად აუტანელი და საძაგელი.
აი ზუსტად ესეთები არ შემიძლია და მძაგს:დ
შენი პერსონაჟია და შენია. ცუდია თუ კარგია ვიცი რომ გიყვარს. ცუდად არ გამიგო:დ
დანარჩენი ყველაფერი მომწონს და შემდეგს ველი.
ყოველდღე თუ არა ყოველ მეორე დღეს მაინც რომ ვკითხულობდე ძაან გაასწორებდა, მაგრამ ვიცი რომ დაკავებული ხარ და ა.შ. გეპატიება.
თუ გინდა ვაბშე მიმავალ წელს დადე (კაი ვხუმრობ:დ).
ცოტა იასმინიც მომენატრა.
ცოტა ისიც და ვაიმეეე "ცივი გული" და "ოცნებობენ თუ არა გველები მოფერებაზე" ისე მომენატრააა:დ
მგონი დავუბრუნდები.
ველი შემდეგს.

 


№13 სტუმარი anie

შენს ისტორიებს რომ ვკითხულობ, ამოუცნობი ემოცია მაიძულებს ვიფიქრო, რომ სასწაულები ნამდვილად ხდება და ერთ მშვენიერ დღეს სანტა კლაუსი ოცნებების ახდენაში დამეხმარება.აღფრთოვანებული ვარ!

 


№14  offline წევრი beshqen

რავქნა,ვგიჯდები ისეთი კარგი ისტორიები გაქვს,ნიჭიერი გოგო ხარ და სულ სიახლე შემოგაქვს თვიტოეულ ნაწარმოებში,ჩემთვის შენ სულ სხვა ხიბლი გაქვს

 


№15 სტუმარი სტუმარი სალომე

როდის დადებ?

 


№16 სტუმარი Maybillineრომელსაცისევდაავიწყდაპაროლი

არ ვიცი ბოლოს ამდენ როდის ვიცინე joy
უბრალოდ ვეღარ ვითმენ შემდეგი თავის წაკითხვამდე. *_*
აუ, ჭორფლა როგორ მეცოდება sweat წარმოვიდგინე როგორ გრძნობს თავს ამ ფოე-ფოე საზოგადოებაში.
და ნოშრევანს ეკუთვნის რაც მიიღო joy
დაუნდობელი და ამპარტავანი ეგ !
(მაგრამ მაინც საყვარელლი წყვილია)
heart_eyes
ნელ-ნელა შევდივარ მუღამში და ემოციების ბუშტიც იზრდება და იზრდება.
heart_eyes

 


№17  offline ახალბედა მწერალი Alice76

უდიდესი მადლობა ჩემო საყვარლებო♥️
წავიკითხე ყველა კომენტარი, უბრალოდ ისეთი მაღალი სიცხე მაქვს, თვალებიდან გამოხედვა მიჭირს და მაპატიეთ, პირადად რომ ვერ გპასუხობთ.

ძალიან დიდი მადლობა ასეთი სიტყვებისთვის, როგორ მიხარია, ვერც წარმოიდგენთ ასეთი რეაქციები♥️

ახალი თავი იწერება, ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე, ზუსტ თარიღს ვერ გეუბნებით, მაგრამ შევეცდები, მაქსიმალურად მოკლე დროში ავტვირთო.

თვალების ძლიერი ტკივილის გამო ცოტა მიჭირს წერა(

შობას გილოცავთ და ულევ ბედნიერებას გისურვებთ! რაც ყველაზე მთავარია, ჩილივით მაგარ ჯანმრთელობას:დდ♥️♥️

მიყვარხართ♥️♥️

 


№18  offline წევრი ablabudaa

დღეს წავიკითხე ყველა თავი ძალიან მომწონს, ძალიან მხირული საახალწო ისტორიაა, ერთი სული მაქ გაგრძელება წავიკითხო ❤️❤️❤️

 


№19  offline ახალბედა მწერალი Alice76

ablabudaa
დღეს წავიკითხე ყველა თავი ძალიან მომწონს, ძალიან მხირული საახალწო ისტორიაა, ერთი სული მაქ გაგრძელება წავიკითხო ❤️❤️❤️


უღრმესი მადლობა ♥️♥️
ხომ იცით, როგორი სტიმულია თითოეული ასეთი კომენტარი♥️
შემდეგ თავში კიდევ უფრო მეტ სიგიჟეს გპირდებით♥️

 


№20 სტუმარი სტუმარი მაკა

როდის დადებ? დღეს დადე

 


№21 სტუმარი სტუმარი მარი

სავარაუდოდ როდის იქნება? ^-^

 


№22 სტუმარი სტუმარი რიტა

ცეცხლიი ხარრ ალისააა ცეცხლიიიი ყველაფერი საუკეთესოდაა გადმოცემული ესე მეგონა მეც ჩილის გვერდით ვიყავი ისე შემითრიაა ამ თავმა მოკლედ სასწაულიი ხარრ ❤️❤️❤️❤️
პ.ს. ველიი ველიი მომდევნოო თავს ველიიიი ......

 


№23 სტუმარი სტუმარი ანო

როდის დადეებ?

 


№24 სტუმარი ფვჰ

აუ დადე რა მალეეე :'(

 


№25 სტუმარი Maybillineრომელსაცისევდაავიწყდაპაროლი

ალისა, პარლამენტის წინ გაგაპროტესტებ იცოდე ;დდ
და მეც ნერვოზი ამერტყმება მალე joy
ისე მაინტერესებს გაგრძელება ლამის ჭკუიდან ავიწიო joy
დღეში შვიდჯერ გამოწმებ და გაკონტროლებ ხომარ დაუდია მეთქი heart_eyes joy

 


№26 სტუმარი სტუმარი ანი

აუუ ალისაააააა :(((

 


№27 სტუმარი ნატს

ეს არის უპასუხისმგებლობა! ადამინო ასე კარგად რო წერ გათვალო უნდა რო ვიღაცა წაიკითხავს და ელოდება არა? რაიცი ვის როგორ ულამაზებ საღამოს! შემდეგდი დასრულებულები დადე ან ცოტა მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდე ამ საქმეს!

 


№28  offline წევრი kiko

არადა მაქსიმუმ 14 იანვრამდე აპირებდი დამთავრებას და ტეხავს. არადა ვგიჟდები შენს ისტორიებზე და მერანდენეჯერ წავიკითხე თითოეული აღარ მახსოვს მაგრამ ეს დაპირება და ესე "დაკიდება" რავიცი აბა

 


№29  offline წევრი LI_BE

საოცარო ალისა, ნათლისღებას გილოცავ blush, იმედია გრიპი მშვიდობიანად გაისტუმრე smile

შენ ის ხარ, ვისი ლოდინიც, ყოველთვის ღირს ლოდინად და პრეტენზიისთვის ენა ვერ უნდა მოგიბრუნდეს ადამიანს bowtie

ხოდა, გელოდებით... heart_eyes

 


№30 სტუმარი ......

იქნება და რა სჭირს ადამიანს ჯერ ეგ იკითხეთ, სანამ პრეტენზიებით და ბრალდებებით გამოხვალთ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent