შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სისხლისფერი ამბები (8)


12-01-2020, 22:22
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 1 572

- რა მოხდა? გარეთ ვიღაცა კაცი გდია და სულ სტყუილად ცდილობს წამოდგომას - დაინტერესდა ტყუპებთან მისული დეიზი.
- ერთ იდიოტს დავანახე, რომ ტყუპების წინააღმდეგ წასვლა თვითმკვლელობის ტოლფასია - ღიმილით აუხსნა კატალინამ.
- ოჰ, ღმერთმა დაიფაროს ის, ვინც ტყუპებს გაუძალიანდება - დაამატა გაბრიელმა სიცილით.
- ძაღლებიღა გვაკლდნენ!
- რა მოხდა, ეგება ვინმემ გამარკვიოთ? დავიბენი.
- მარიანა, შენი ქრისტიანო და ჩემი კაენი მაქციები არიან.
- მაქციები ხო გადაშენდნენ? - იკითხა დეიზიმ.
- არ გადაშენებულან. შენი რიტუალის ჩასატარებლად, ორი არსებობს, მაგრამ ორივეს ვძულვართ.
- ჯანდაბა ამის თავს! ჯერ რიტუალი ჩაგვეტარებინა და მერე გაგეერთიანებინა ცხვირ-პირი იმ ტიპისთვის. - შეწუხდა დეიზი.
- რა რიტუალზეა საუბარი? - ახლა გაბრიელი დაიბნა.
დეიზიმ ტყუპებს თვალებით ანიშნა, არ გამთქვათო.
- კაცების საქმე არაა! - მკაცრად მოუჭრა კატალინამ - ისე, ერთი პატარა შელოცვა ვიცი. დროებით, შენი გრძნობების დაოკებაში დაგეხმარება. წამომყევი.
თავისი ოთახისკენ წაუძღვა.
უცნაური იყო. გოთური არქიტექტურის მაგივრად, ულტრათანამედროვე ოთახი დახვდა, რომელიც წესით, მოდას გინესების წიგნი რომ ჰქონოდა, იქ უნდა შეეტანათ, როგორც შედევრი.
- აბა, რა მეშველება კატალინა ექიმო?
- გაორება - მიუგო კატალინამ.
- ეგ მე რატო არ მომაფიქრდა? - გაეცინა მარიანას - მაგარი რამე იქნება, კარგად გავერთობით.
- რას ნიშნავს გაორება?
- შენგან იმ დეიზის გამოვიყანთ, რომელიც გაბრიელზეა შეყვარებული. კარგი ახლა ნუ დაგედო მკვდრის ფერი, ისე უყურებდი, ეგრევე მივხვდით, ვინც გიყვარდა.
- უარყოფას აზრი აქვს? - იკითხა დაბნეულმა ჯადოქარმა.
- არა! - ერთხმად უპასუხეს ტყუპებმა.
- მაშინ გააგრძელეთ მაგ რიტუალზე საუბარი.
- შენგან მეორე დეიზის გამოვიყვანთ, ერთი სიტყვით, ორნი იქნებით. ერთი, რომელიც ყურებამდეა ჩვენს ძმაზე შეყვარებული და მეორე, რომელიც აქამდე იყავი. ანუ სრულიად უგრძნობი. ორ კვირაში, შეყვარებული დეიზი მოკვდება და მხოლოდ შენ დარჩები.
- რომ გაიქცეს და კისერზე ჩამოეკონწიალოს? სრულიად გულწრფელად ვაცხადებ, მასში თუ მხოლოდ ის გრძნობა იარსებებს, რასაც გაბრიელის მიმართ განვიცდი, მაშინ უკონტროლო გახდება.
- მანამდე მოკალი.
- საკუთარი თავისთვის ხანჯლის გაყრა ძალიან რთულია რომ იცოდე - თვალები დაუბრიალა მარიანამ კატალინას.
- მაშინ იაროს ასე. მაქციები მაინც არ დაგვეხმარებიან.
დეიზი დაფიქრდა.
ასე ცხოვრება აღარ შეეძლო. ღამით გაბრიელი ესიზმრებოდა, დღისით ყველგან გაბრიელი ელანდებოდა.
გაბრიელი კი მიდიოდა მასთან და სხვისთვის სთხოვდა ყვავილებს.
- გამოიყვანეთ ჩემგან ის შეყვარებული გარეწარი! - წარმოთქვა განრისხებულმა - აღარ მინდა, რომ რამე ვიგრძნო!
- სიყვარულის წითელი სანთელი დაანთე მარიანა - სთხოვა კატალინამ - დეიზი, შენ ჩემსა და მარიანას შორის ჩადექი.
სამნი იყვნენ.
დეიზი ტყუპებს შორის ჩამდგარიყო და გაფაციცებით შეჰყურებდა. აინტერესებდა თავისი თავის რეალურად დანახვა. ისე კი არა, როგორც სარკეშია, არამედ სრულიად ჭეშმარიტად.
- „გამოიდევნოს ჩემგან გრძნობა, რომელიც უძლეველია და შეესხას მას ფრთები, მიეცეს ფიზიკური სხეული, რათა განადგურება შევგძლო!“ - იმეორებდნენ დები.
დეიზის სხეულიდან ნელ-ნელა მისი ასლი გამოვიდა, გაჩერდა და გაოგნებულმა დაიწყო თვალების ცეცება.
- გამოვიდა! - შესძახა გაოცებულმა დეიზიმ. - ღმერთო, მართლა რა ლამაზი ვყოფილვარ - ვერ მალავდა აღფრთოვანებას.
- რა მიქენით? - იკითხა შეყვარებულმა.
- თავისუფალი ვარ, თავისუფალი ვარ! - დაიყვირა ჩველებრივმა დეიზიმ და ტყუპებს მთელი ძალით ჩაეხუტა. - არ მჯერა, განვთავისუფლდი. ვეღარაფერს ვგრძნობ. რა მშვენიერია ტანჯვის გარეშე რომ ვისუნთავ ჰაერს! - ხელები მაღლა აღმართა.
- მემგონი შეყვარებული უფრო გაწონასწორებული იყო - გადაულაპარაკა კატალინამ მარიანას.
უეცრად, შეყვარებული დეიზი ადგილს მოსწყდა და სირბილით გაიქცა ოთახიდან.
კიბეები გამალებით ჩაირბინა. დარბაზში ხალხი ჭიანჭველებით ირეოდა, თუმც მაინც არ გასჭირვებია გაბრიელის გამორჩევა. მამაკაცი სინათლეს ასხივებდა. იმ სინათლეს, რომელსაც მხოლოდ შეყვარებული დეიზი ხედავდა.
ჯადოქრის თვალის ჩინი გამხდარიყო.
ტყვიასავით მიირბინა მასთან და მთელი ძალით ჩაეხუტა.
დაფეთებული ტყუპები და დეიზი შორიდან ადევნებდნენ თვალს. ისე სწრაფად გაიქცა შეყვარებული ქალი რომ ვამპირებიც ვერ დაეწივნენ თავიანთი ზებუნებრივი ძალით.
- აი რას ვამბობდი კისერზე ჩამოკონწიალების შესახებ! - დეიზიმ წყვილს შეხედა და საცოდავად ამოიოხრა.
- გაბრიელ მიშველე, ჩემი მოკვლა უნდათ - ფორიაქობდა შეყვარებული დეიზი.
- რას ამბობ, ვის უნდა შენი მოკვლა? - შეშფოთდა გაბრიელი.
- იმ ძუ*ნას! - ხელი საკუთარი თავისკენ გაიშვირა.
გაბრიელი გაშეშდა.
ჯერ თავის მკლავებში შეკედლებულ დეიზის მიაჩერდა, მერე ტყუპებთან მდგარს.
- რა ჯანდაბაა?


* * *

ტყუპები ცალკე სკამებზე ისხდნენ. დეიზი შეშფოთებული დადიოდა წინ და უკან. გაბრიელი კი ტახტზე იჯდა შეყვარებული დეიზის გვერდით. მას კი მაგრად ჩაებღუჯა კაცისთვის ხელი და არაფრის დიდებით უშვებდა.
- ანუ შენ გინდა თქვა, რომ მაშინ რიტუალი შეგეშალა და შემთხვევით შეგიყვარდი. ახლა კი შენი შეყვარებული ნაწილი გვერდზე მიზის გაბრწყინებული თვალებით? - ვერ იჯერებდა კაცი, მაგრამ ორ დეიზის რომ ხედავდა, იძულებული იყო, მათი სიმართლე ერწმუნა.
- დიახ, მაგისი თქმა მინდა - დაუდასტურა ჩვეულებრივმა დეიზიმ.
- და რა რიტუალი აგერია რომ მოგვიყვეთ, არ შეიძლება? - დაინტერესდა მარიანა.
- არა! - ორმა დეიზიმ და გაბრიელმა ერთიანად დაიყვირეს.
- საიდუმლოა, ჩვენც გვაქვს რაღაცა საიდუმლოები - დაუბღვირა შეყვარებულმა დეიზიმ ტყუპებს და მერე გაბრიელისკენ უფრო მეტად მიჩოჩდა. მისი ხელი მხარზე გადაიხვია და უარესად ჩაეკრა.
- აღარასოდეს გამიშვებს? - იკითხა გაბრიელმა.
- არამგონია - თავი გააქნია ჩვეულებრივმა დეიზიმ და თავის ორეულს მიუბრუნდა - ცოტა თავმოყვარეობა იქონიე ქალო! რაებს შვრები?
- ფეხებზე შენი თავმოყვარეობა. გაბრიელი მიყვარს და ჩემია - ენა ბავშვივით გამოუყო.
გაბრიელს გაეცინა.
- ჯერ არასოდეს ვყვარებივარ ვინმეს ასე.
- პირველად შეუყვარდი და ისიც ბლეფია - დასცინა ჩვეულებრივმა დეიზიმ.
- სულ არ მჭირდება, რომ ვინმე სხვასაც უყვარდეს. თვალებს დავთხრი! - იმუქრებოდა შეყვარებული ორეული.
- ადექი, მივდივართ! - მკლავში ხელი ჩაავლო და წამოაყენა. კი წამოდგა, მაგრამ თან გაბრიელისთვისაც არ გაუშვია. ძალაუნებურად, კაციც მიყვა. ტყუპები სიცილით იგუდებოდნენ. - დამცინი? შენ მაინც დაეხსენი! - გაბრიელისა და თავისი ორეულის ხელებს დაეჯაჯგურა, გააშვებინა.
- არ შეიძლება მე რომ აქ დავრჩე? ტახტზე დავიძინებ - პატარა ბავშვივით შეევედრა შეყვარებული დეიზი. გეგონება, მეგობართან პიჟამა ფართიზე დარჩენას ევედრებოდა დედამისს.
- გამორიცხულია!
- მისმინე, დარჩეს, ცოდოა - მართლა გული მოუკვდა გაბრიელს.
- რა იყო, სექსი მოგინდა? - ნერვები მოეშალა ჩვეულებრივ დეიზის - ვინმე სხვა მოძებნე და არა ის, ვინც ფაქტობრივად ჩემი გარეგნობის იდენტურია. ნამდვილად არ მინდა ჩემი შიშველი სხეული გქონდეს დაზუთხული.
- რა გარყვნილი ხარ! - წამოიყვირა შეყვარებულმა დეიზიმ - და მე ვინ გგონივარ საერთოდ? ჩემი სიყვარული წმინდაა. არ ვაპირებ მასთან ლოგინში ჩაგირებას როცა ვიცი, რომ არ ვუყვარვარ. ძალიან მინდა, თუმცა არ ვაპირებ. - ამაყად დააქნია თავი.
- აბა რა ჯანდაბად გინდა აქ ყოფნა?
- როცა მეცოდინება რომ გვერძე ოთახში სძინავს, მეც უკეთესად დავიძინებ. თან კარგი სმენა მაქვს შენსავით და მის სუნთქვას მივაყურადებდი.
- ვაიმე, მომიკვდა გული - წამოდგა კატალინა. - დეიზი დეიდა, დაგვიტოვე მეორე დეიზი, ძალიან გთხოვ - ყელზე ორი თითი მოიჭირა და ხვეწნით ჩამოიქაჩა კანი.
- მისმინე! - საჩველებელი თითი აუწია გაბრიელს ნამდვილმა დეიზიმ - თუ გავიგე რომ ამ საცოდავის გრძნობებს ბოროტად გამოიყენებ, მოგკლავ!
- კი, რახან უკვე შენს რეალურ სახეს დაუბრუნდი, ნამდვილად აღარ მეპარება ეჭვი შენს მუქარაში. თითქმის, ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ თავისუფლად მომკლავ - დაუსერიოზულად კაცმა - და მე ვიღაცა სექსზე დახამებული ნაძირალა არ ვარ. ეტყობა, მეთვრამეტე საუკუნეში ეგეთი ბევრი ნახე, რახან ნორმალურებსაც ვეღარ ენდობი. სიმართლე რომ გითხრა, საერთოდ არ მომწონხარ, ერთი ვწეთიტაც არ მიზიდავ, უბრალოდ ეს მეცოდება. შენში ეტყობა თუ რამე სიკეთის ნაპერწკალი იყო, ყველაფერი შემთხვევითი რიტუალის წყალობით.
- მეორედ კიდევ თუ დამელაპარაკები ეგრე, ისევ კისერს მოგტეხ! გეტყობა, მოგენატრა ფიზიკური ტკივილი. - კაცი გზიდან ჩამოიშორა და წავიდა.
- რაღაცნაირად, გიყურებთ და მემგონი უგრძნობ დეიზისთან უფრო მეტი ქიმია გაქვს - თქვა მარიანამ და ეჭვისთვალი მიაპყრო გაბრიელს, რომელსაც შეყვარებული ქალი ჩამოსცილდა, კაცისკენ ზურგით დადგა და გაბრაზებულმა გულხელი დაიკრიფა.
- რა დაგემართა დეიზი?
- რანაირად მელაპარაკე წეღან? - ჰკითხა ასე ზურგშექცევით.
- ხომ იცი, ძალიან ლამაზი ხარ. უბრალოდ, ზოგჯერ იმის გასამწარებლად მომიწევს ხოლმე რომ ცუდი რამეები ვთქვა. შენს თავზე არ მიიღო კარგი?
- მე მაინც გაგებუტე!
- კაი რა, ხო ხედავ, კისრის მოტეხვით დამემუქრა. ზოგჯერ, მართლა ცუდს კი არ ვფიქრობ მასზე, უბრალოდ თავს ვიცავ. შემომხედე დეიზი, შემომხედე.
დეიზიმ თვალი გამოაპარა კაცისკენ.
მერე მივიდა და ლოყაზე აკოცა.
- ვერაფერს დაგიშავებს.
გაბრიელს გაეღიმა.
მართლა კარგია, როცა ვინმეს უყვარხარო, გაიფიქრა და თითქმის ბედნიერება იგრძნო.
ჩვეულებრივი დეიზი მერისთან მივიდა.
- სძინავს - ჩურჩულით უთხრა ქალმა.
საძინებელში შეიჭრა. მძინარე გოგონას მკლავები მოჰხვია და ხელში აიყვანა.
- ამაზე მეტად ვერავინ მავსებს - წარმოთქვა ცრემლმორეულმა და გაწითურებულ თმაზე აკოცა პატარა ჯენის.
- რა დაგემართა დეიზი, ცუდად ხარ? - შეწხუდა მერი.
- კარგად ვარ... ძალიან კარგად. გმადლობ, რომ მიხედე. ხომ არ გაგაბრაზა?
- არა. არაჩვეულებრივი ბავშვია - გაეღიმა მერის. როგორც აღმჩნდა, ისიც დანებებოდა პატარა ჯენის შარმს.
თავიანთ სახლში შეიყვანა ბავშვი უხუცესმა.
დააწვინა და მერე თვითონაც მიუწვა.
- დეიზი, შენ ნაწყენი ხარ - თვალები დაჭყიტა პატარა ჯენიმ - მე სულ ვგრძნობ, რასაც განიცდი.
- მეც სულ ვგრძნობ, რასაც განიცდი. - გაეღიმა დეიზის.
- მაგას მარტო მშობლები და შვილები ახერხებენ.
- ალბათ - პატარა ხელებზე აკოცა ბავშვს.
- ანუ დედაჩემი ხარ?
- ვითომ რატომ არ შეიძლება რომ ვიყო.
- უკვე ერთნაირი თმა გვაქვს და მინდა, რომ დედაჩემი იყო.
- ჰოდა ვიქნები!
- მამა გაბრაზდება. ამიტომ არ ვეტყვი. არ თქმა ხომ ტყუილი არ არის?
- არ არის - გოგონა მთლიანად თავის მკერდზე გადმოიწვინა.
- ჩემმა ძმამ გაგაბრაზა?
- ცოტათი.
- ეტყობა მოსწონხარ და მაგიტომ გაბრაზებს.
- საიდან მოიტანე?
- შენც მოგწონდა და იმიტომ აბრაზებდი.
- ახლა გადამიარა.
- პირიქით, ეჭვიანობ დეიზი, შენს ემოციებს ვგრძნობ.
- საშინელებაა ეს ეჭვიანობა, თან საკუთარ თავზე. მთელი ორი კვირაა ვკერავ და ჩემი მიზანდასახული მეორე მე ერთ საათში შეეკედლა მთელი ბარგით.
- მეორე შენ? - თავი წამოყო ბავშვმა.
- გრძელი ამბავია. შენმა დებმა ერთი რიტუალი გამაკეთებინეს, ჩემი სხეულიდან ის დეიზი გამოეყო, რომელსაც გაბრიელი უყვარდა. ახლა ორნი ვართ.
- მოიცადე, ანუ ერთის მაგივრად, ორმა უნდა მიჩიჩნოს ხელები დაიბანე, პირში თითებს ნუ იდებ და ჭუჭყიანი ნასკები საწოლზე არ დაყაროო?
- ზუსტად.
- თავს მოვიკლავ! - ხელი წაიშინა ბავშვმა სახეში.
- სისულელეებს ნუ ამბობ და ნუ დრამაქვინობ შენი დებივით.
- შენ ჩემს დებს დაუმეგობრდი ხო? - ეშმაკურად აათამაშა თვალები პატარა ჯენიმ.
- არა, მე მეგობრები არ მყავს.
- გყავს დეიზი. მეგობრებიც გყავს უკვე, ბავშვიც და ქრაშიც.
- ეგ სიტყვაც მამამ გასწავლა?
- არა, ჩემი დებისგან ვისწავლე. ზოგჯერ, ვუთვალთვალებ მათ.
- შვილო, რაებს ამბობ?
- ჰო. ყვავად გარდაქმნა დავხვეწე და როცა გძინავს, ვაკვირდები. კატალინას და მარიანას ფანჯრებთან ზოგჯერ მგლები დაძრწიან, რაც არ მსიამოვნებს.
- მაქციები - წარმოთქვა და ტელეფონს დასტაცა ხელში - არ გაეკარო იქაურობას, გაიგე პატარა ყვავო? - მერე მარიანას დაურეკა და გააფრთხილა.
- ხომ გითხარი, შენ მეგობრები გყავს. დაქალები - გაეცინა ბავშვს და თვალები მინაბა. - ამიტომაც ზრუნავ მათზე.
- ღამით აღარ გაბედო ჩემს გარეშე ფრენა.
- შენ ხომ ფრენა არ შეგიძლია?
- მე უხუცესი ვარ. თუ მასწავლი, შევძლებ.
- დედაჩემის წიგნშია ყველა შელოცვა.

* * *

დილით, შეუჩერებელმა კაკუნმა გააღვიძა ორივე. დეიზიმ თავი წამოყო, ბავშვი უკვე ფანჯარასთან იდგა და გაკვირვებული იცქირებოდა.
- ფანჯარას მოშორდი საყვარელო, არ უნდა დაგინახონ - უთხრა დეიზიმ.
- იქ გაბრიელი და შენ ხარ.
- მე ვარ? - ჯერ კიდევ ვერ მოვიდა გონზე. მერე ყველაფერი გაახსენდა და ამოიოხრა - ახლა ყველგან გაბრიელს დაატარებს თუ რა ხდება?
- გაბრიელიც დაყვება - გაეცინა ბავშვს და ფანჯარას მოშორდა. დეიზი გარეთ გავიდა. გაბრიელს ფიცრები მოეტანა და ეზოში ბუთქუსთვის სახლს აშენებდა.
- გამარჯობა დეიზი, მეორე დეიზიმ მთხოვა რომ...
- ჰო, ჰო მივხვდი - თვალები გადაატრიალა ქალმა და შეყვარებული ორეული შეათვალიერა. მუქი შინდისფერი ჰუდი ეცვა და სპორტულ შარვალზე, ბოტასებიც მოერგო. - რეები გაცვია?
- რამე კომფორტული მინდოდა, კატალინამ მომცა ესენი. ეს კი გაბრიელისაა - ჰუდზე ანიშნა - მიხდება ხო?
- რომანტიკოსი იდიოტი გავხდი - საცოდავად ამოიოხრა ქალმა და გაბრიელთან მიიჭრა - ცალკე მინდა შენთან ლაპარაკი გაბრიელ!
- კაი, წამო - ჩაქუჩი და ლურსმანი ხელიდან გააგდო კაცმა და ჩვეულებრივ დეიზის სათბურში შეჰყვა.
- ახლა ყველა კაპრიზი უნდა უსრულო რახან შენზე შეყვარებულია? - ჰკითხა ქალმა.
გაბრიელს ყურადღება ყვავილებზე გადაეტანა და იღიმოდა.
- შენ გეკითხები! - უხეშად მიარტყა იდაყვი მხარზე.
- კაპრიზები შენ გაქვს. იმან უბრალოდ რაღაცა მთხოვა და ვუსრულებ.
- კამილაზე იცის თუ მე გავაგებინო? - ბოროტი ღიმილით მკერდთან ხელები გადაიჯვარედინა და კაცს მიუახლოვდა.
- შენ თუ იცი, ალბათ იმანაც იცის, ეგრე არ არის?
- არ ვიცი. რასაც ვუყურებ, შენი სიყვარულის გარდა, არაფრის გარტყმაში არაა. ნახე რა ცოდოა, დადის და ღიღინებს - ხელი გაიშვირა შეყვარებული დეიზისკენ, რომელიც მინის ფანჯრებიდან გადაშლილი წიგნივით ჩანდა. დროდადრო, ღიღინთან ერთად, ტრიალებდა კიდეც.
- საყვარელია. და ზოგადად, სასიამოვნოა, როცა ვინმე გიყვარს ან ვინმეს უყვარხარ. შენ ალბათ არ გექნება გამოცდილი.
- ვაი შე საწყალო, ამას მართლა კი არ უყვარხარ. ორ კვირაში... - ვეღარ დაასრულა დეიზიმ. რაღაცნაირად, შეეცოდა რომ ეთქვა ორ კვირაში მოკვდებაო.
- ორ კვირაში რა მოხდება?
- გადაუყვარდები.

* * *

- გუშინ ქრისტიანო იყო მოსული, თქვენზე მკითხა - დააბეზღა ლალომ თავისი ბოსი და თან კატალინასთვის მაკიაჟის გაკეთებას შეუდგა.
- რაო?
- საიდან იპოვნეო, რატო იპოვნეო და ა.შ. არ მომიტყუებია, სავაჭრო ცენტრში დავინახე-თქო, როგორც იყო, ისე ვუთხარი. მერე ძალიან დელიკატურად დამკითხა თქვენი წარმომავლობის შესახებ.
- მარიანა რომ მქვია ხომ არ წამოგცდა?
- არა. პირიქით, როცა გიყურებ, ვივის უფრო ჰგევხარ. მოდას მარტივი სახელები მოსწონს, აი დაახლოებით, სტრიპტიზიორების მეტსახელებივით.
- ლეა ელვარება და ვივი ვეფხვისთვალი? - გაეცინა კატალინას.
- ძალიანაც ნუ მოვინდომებთ. ისე, უკან არ მიიხედოთ, კაენი მოგვჩერებია ყველას ერთად - გააფრთხილა ლალომ და მართლა ძალიან გაუკვირდა, არც ერთს რომ არ შეუტრიალებია თავი.
- მაგას ხო არ უნდა, ზურგით დავანარცხო დედამიწაზე ან ხერხემალში გადავტეხო? - თვალები დააბრიალა კატალინამ.
- ყურადღება არ მიაქციო ლალო. მამას ბავშვობაში ძიუდოზე დაჰყავდა ჩემი და. მაინც ვერ ხარჯავდა ენერგიას, ეტყობა, რაღაცა დაუოკებელი ბოროტება სულდგმულობს მასში და ხალხისთვის ტკივილის მიყენება მოსწონს - გაეცინა მარიანას.
- ამ კომფერენციებზე მეც უნდა დაგყვებოდე თუ ერთიც საკმარისი იყო?
- არ გინდა წამოსვლა?
- მაღაზიების დათვალიერება მირჩევნია. გეხვეწები რაა, უჩემოდ დაჩაგრე როგორმე ეგ შენი ქრისტიანო.
- კარგი, ჯანდაბას! - მარიანა მეხუთე სართულზე ავიდა, სადაც მხოლოდ კაბინეტები იყო. კატალინა კი პირველ სართულზე დარჩა და მაღაზიების დათვალიერებას შეუდგა. უყვარდა ტანსაცმელი. განსაკუთრებით, დიზაინერების. ისეთ რამეებს აგნებდა ხოლმე, რასაც სხვაგან ვერ იპოვნიდა. კატალინა არასოდეს აღიარებდა, თუმცა ეგ და თავისი ტყუპისცალი ცოტათი სნობები იყვნენ. აი, თუ საურთიერთოდ მიდგებოდა საქმე, მაგალითად, რიგით ჯადოქართან კი არა, უხუცესთან ერჩივნად კონტაქტი. არ უყვარდათ ისეთი ნივთები, რომელსაც ყველა ადამიანზე ხედავდნენ. არც გაცვეთილი, ერთფეროვანი ბრენდები აინტერესებდა. მხოლოდ ბაზარზე ახლადგამოჩენილი სტარტაპერები იზიდავდა.
ერთ-ერთ ვიტრინაში, ტყავის ფეხსაცმელები დაინახა. ძალიან მოეწონა.
- გოგონა ბანერიდან? - ჰკითხა გამყიდველმა.
- კი, გოგონა ბანერიდან - უპასუხა ღიმილით. ქალს შეხედა. ზუსტად ახსოვდა, ლაურენი ერქვა და ქრისტიანოს საყვარელი იყო.
- შენს დას უფრო ხშირად ვხედავ. გავიგე, ტყუპები ყოფილხართ.
- ჰო. ძაანაც არ ვგევართ.
- იერით. ჩემი მეგობარი გეძებდათ, ტანსაცმლის დიზაინერია და ლალო ცოცხალით თავით არ ავრცელებს თქვენს მონაცემებს.
- მოდელები სჭირდება? - სახე გაუნათდა კატალინას. ადამიანებს არ ენდობოდა, არც დიდად ეხატებოდა ისინი გულზე, მაგრამ მოდელად იყო დაბადებული. უნდოდა, მთელ ქალაქში, მისი სურათები გამოეჭენებინათ, ჟურნალების გარეკანზეც ყოფილიყო, ეკრანზეც და ყველგან, სადაც კი შეიძლებოდა. დიდებისკენ სწრაფვა მის სისხლში იყო. ოღონდ სულ სხვადასხვანაირად. მაგალითად, ვლადს ქალაქის მმართველობა სურდა, გაბრიელს თავისი კლანის ანუ სრულიად ვამპირების, მარიანას ბიზნესის, კატალინას მოდის ინტრუსტიის. პატარა ჯენის სამყაროს მართვა მოუნდებოდა, თუმცა ამაზე ჯერ არავინ არაფერი იცოდა. არც თავად ჯენიმ.
ლაურენმა დიზაინერის სავიზიტო ბარათი მისცა.
გაბედნიერდა კატალინა.
ისე, მაინდამაინც, არ ეხატებოდა გულზე ეს ლაურენი. ზოგადად, არ მოსწონდა ისეთი ადამიანი, სიკეთე და სისპეტაკე რომ დაყვებოდა თან ერთგული მეგობარივით. რაც არ უდნა ბუნებრივი ყოფილიყო, მაინც ყალბად მიაჩნდა.
საპირფარეშოში შევიდა, სარკეში ჩაიხედა და საკუთარ თავს გაუღიმა. ლალო ყველა ბედნიერებასთან ერთად, მაგარი ვიზაჟისტი იყო.
- ნეტა ასე რომ მოგწონს შენი თავი ნარცისიზმია თუ ბუნებრივი მოვლენა? - იქვე, კართან კაენი ატუზულიყო. ცალი თვალი ჯერ კიდევ ჩალურჯებული ჰქონდა და ეშმაკურად ეღიმებოდა.
- სიცილის ხასიათზე ხარ კაენ? მოდი და შენც ჩაიხედე სარკეში, ვშიშობ, აღარასოდეს გაგეცინება რომ დაინახავ, რასაც დაგამსგავსე.
- აქ საღადაოდ მოვედი. - ხელში შავი ოლეანდერი ეჭირა. წყნარად ამოიღო ჯიბიდან სანთებელა.
- რას აკეთებ? - შეშინებულმა ქალმა უკან დაიხია და კედელს აეტუზა.
- მაინტერესებს, დამფრთხალი როგორი სანახავი იქნები - ცეცხლი აანთო, შავი ოლეანდერიც ცეცხლის მახლობლად დაიჭირა, თუმცა არ სწვავდა, უბრალოდ ქალს ატერორებდა.
- ისეთივე ლამაზი ვარ, როგორც დაუმფრთხალი. დაკმაყოფილდი? ახლა გააგდე ხელიდან ეგ რაღაცა, გეხვეწები - გული სწრაფად აუძგერდა კატალინას.
დედამისი...
დედამისიც სწორედ ამ წყეული მცენარით მოკლეს.
კაენი მიუახლოვდა, შავ ოლეანდერს ლამაზი ყვავილი ჰქონდა. ნიკაპზე მიადო და ღიმილით წაეთამაშა კაცი. ასე ღიმილ-ღიმილში ჩამოატარა ნიკაპიდან ყელზე, ყელიდან მკერდზე და მერე მუცელზე.
- მართლა დამრთხალიც ლამაზი ხარ, ვერაფერს იტყვი - გაეცინა და მცენარე ქალის ფეხებთან დააგდო. თვითონ სტვენა-სტვენით გავიდა საპირფარეშოდან.
კატალინა შოკისგან ხელსაბან ნიჟარას დაეყრდნო და ღრმად ჩაინსუთქა.
- ნაბ**ვარი - წარმოთქვა გამწარებულმა.



№1 სტუმარი მარიიი

პატარა ჯენი რასაყვარელია გავგიჟდი♡♡♡♡ გაბრიელს ვატყობ ცუდად აქვს საქმე :დდ ყველანი საყვარლები არიან უკვე შემიყვარდენე ♡♡ ველოდები შემდეგ თავს

ს ა უ კ ე თ ე ს ო ა ! !

ვგიჟდები შენზე და შენს ფანტაზიაზე♡

 


№2 სტუმარი Lizzaa

აუ უგრძნობი დეიზი ეჭვიანოოობს და გაბიც მის ნერვებზე ბურთს კენწლავს )) პატარა ჯენიმაც რა უცებ გამოტანა განაჩენი ქრაშავო :d ჩასაჩქმეტია ეგ ბავშვი თან რო წარმოვიდგენ რამხელა ძალაუფლების პატრონია და თან რა სიფორთხლეობის განსახიერება დდ
აჰაა კაენთან და კატალინასთან მგონი ანგარიში 1:1 ხო ? მომავალ თავში საპასუხო სვლა მინდაა )) დები ტყუპები ფორმაში არიან დდდ
ველოდები შემდეგ თავს და არ დამიგვიანოოოო თორე წამოვა ავადა კედავრა და კრუციუსი :დსდ
მიყვარხაააარ :*

 


№3 სტუმარი სტუმარი მოიისფრო

აი, მინდა, რომ ტყუპებმა კაენი და ქრისტიანო კეფით აფორთხიალონ ;დდდ
ძაააააალიან მომწონს ორივე <3
სიმართლე გითხრა დეიზის ჯერ ვერ ვუმუღამებ იმდენად, რამდენადაც ტყუპებს და გაბრიელს, მაგრამ ზუსტად ვიცი რაღაც ისეთს იზამ გამომაშტერებ და დამქრაშავ დეიზიზეც :დ

 


№4  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

მარიიი
პატარა ჯენი რასაყვარელია გავგიჟდი♡♡♡♡ გაბრიელს ვატყობ ცუდად აქვს საქმე :დდ ყველანი საყვარლები არიან უკვე შემიყვარდენე ♡♡ ველოდები შემდეგ თავს

ს ა უ კ ე თ ე ს ო ა ! !

ვგიჟდები შენზე და შენს ფანტაზიაზე♡

უდიდესი მადლობა მარიი <3
კიი, გაბრიელს დაერხა ნაღდად


Lizzaa
აუ უგრძნობი დეიზი ეჭვიანოოობს და გაბიც მის ნერვებზე ბურთს კენწლავს )) პატარა ჯენიმაც რა უცებ გამოტანა განაჩენი ქრაშავო :d ჩასაჩქმეტია ეგ ბავშვი თან რო წარმოვიდგენ რამხელა ძალაუფლების პატრონია და თან რა სიფორთხლეობის განსახიერება დდ
აჰაა კაენთან და კატალინასთან მგონი ანგარიში 1:1 ხო ? მომავალ თავში საპასუხო სვლა მინდაა )) დები ტყუპები ფორმაში არიან დდდ
ველოდები შემდეგ თავს და არ დამიგვიანოოოო თორე წამოვა ავადა კედავრა და კრუციუსი :დსდ
მიყვარხაააარ :*

ტყუპები მაგარს დაატრიალებენ, კი ბატონო :დდ
მეც მიყვარხაარ <3

სტუმარი მოიისფრო
აი, მინდა, რომ ტყუპებმა კაენი და ქრისტიანო კეფით აფორთხიალონ ;დდდ
ძაააააალიან მომწონს ორივე <3
სიმართლე გითხრა დეიზის ჯერ ვერ ვუმუღამებ იმდენად, რამდენადაც ტყუპებს და გაბრიელს, მაგრამ ზუსტად ვიცი რაღაც ისეთს იზამ გამომაშტერებ და დამქრაშავ დეიზიზეც :დ

აფორთხიალებენ დიდი ალბათობით აბა რას იზამენ :დდ
აუ სიმართლე რო გითხრა, მე მანდ დეიზიზე ვგიჟდები და ეტყობა პირიქით, რაც უფრო მეტად მიყვარს მე, იმდენად ვერ უმუღამებს მკითხველი. ზოგჯერ ეგრეც ხდება ხოლმე :დდ

 


№5 სტუმარი მარიიი

მალე დადე ველოდებიი

 


№6  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

მარიიი
მალე დადე ველოდებიი

დავდებ მალე <3

 


№7  offline წევრი haddes

შენი ყველა ისტორია წაკითხული მაქვს თუმცა ეს რაღაც საოცრებაა... ამ ჟანრშიც ისეთივე კარგი ხარ როგორც დანარჩენებში... რაც შეეხება თვითონ ისტორიას დეიზიზე ვგიჟდები... ძაან საყვარელია რომ ეჭვიანობს და თან არც იმჩნევს... პატარა ჯენი და გაბრიელი ორივე ძალიან მიყვარს მაგრამ ამ ტყუპებს ვერ ვუმუღამებ... რა დონის სნობები არიან მეცინება... იმედია მალე დადებ ახალ თავს ველი მოუთმენლად

 


№8  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

haddes
შენი ყველა ისტორია წაკითხული მაქვს თუმცა ეს რაღაც საოცრებაა... ამ ჟანრშიც ისეთივე კარგი ხარ როგორც დანარჩენებში... რაც შეეხება თვითონ ისტორიას დეიზიზე ვგიჟდები... ძაან საყვარელია რომ ეჭვიანობს და თან არც იმჩნევს... პატარა ჯენი და გაბრიელი ორივე ძალიან მიყვარს მაგრამ ამ ტყუპებს ვერ ვუმუღამებ... რა დონის სნობები არიან მეცინება... იმედია მალე დადებ ახალ თავს ველი მოუთმენლად

ჰადეს, შორეულო მეგობაროო, სენზეც მიწერია ერთი პერიოდი :დდ აქ ცოტა ჩემს ბიპოლარულ აშლილობას ვაჩენ :დდ აგაშენებს ღმერთი. ზოგი დეიზის ვერ უმუღამებს, ზოგი ტყუპებს და რა გავაჩინე გაბრიელი ასეთი რომ ყველა უმუღამებს :დდდ
ეგრე არიან იდეაში ტყუპები. ცუდი ტიპები ზოგჯერ კარგი გამოვლინებებით. ისეთი გოგოების შთაგონებით ვწერ რომ ან მოგეწონება, ან არა.
ძალიან დიდი მადლობა <3 არ ვიცი რამდენად ძლიერი ვარ ამ ჟანრში, მაგრამ წერა იმდენად დიდ სიამოვნებას მანიჭებს რო აი, რა ვიცი რაა. ერთი განტვირთვაა ამისი წერა

 


აუუ ენ მალე დადეებ?? ერთი სული მაქვს როდის დადებბბ :(

 


№10  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

მარი ენჯიბაძე
აუუ ენ მალე დადეებ?? ერთი სული მაქვს როდის დადებბბ :(

გოგო გუშინ დავდე :დდ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent