შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მესაკუთრე(თავი2)


14-01-2020, 02:23
ავტორი queentikooooo
ნანახია 508

რესტორანში რამდენი ხანი ვიყავით, როდის წამოვედით და სახლში როგორ აღმოვჩნდი არ მახსოვს, უბრალოდ ძალიან დაბნეული შევედი ოთახში და საწოლზე დავწექი და უბრალოდ ვფიქრობდი დემეტრეს და ბიჭების საქციელზე. ფიქრებში გართულმა ვერ გავიგე როგორ შემოვიდა ლუკა და გვერდით მომიწვა, მხოლოდ მაშინ გამოვფხიზლდი როცა ლაპარაკი დამიწყო
-მარიამ ვიცი ფიქრობ დღევანდელ საღამოზე, მაგრამ დარწმუნებული იყავი, რომ მე შენთვის ყოველთვის კარგი მინდა და ახლა კიდე ფიქრებით არ გადაიღალო თავი, რადგან მალე მიიღებ ყველაფერზე პასუხს
-რაზე უნდა მივიღო პასუხი ლუკა? მაგრამ მართლა მაინტერესებს ამ ბოლოს ყველა ასე ძალიან რატომ შეიცვალეთ
-მარიამ დღეს შენთან ვწვები და ეხლა ნუღარ ფიქრობ უაზრობებზე უკვე, მოდი ჩამეხუტე და დავიძინოთ
მაგრამ ლუკაზე ნაწყენმა ზურგი ვუჩვენე და არ ჩავეხუტე, ყოველთვის როგორ შეუძლია რომ უპასუხოდ დამიტოვოს შეკითხვა. თუმცა დაღლილს მალევე ჩამეძინა და ვიგრძენი ლუკა როგორ ჩამეხუტა ზურგიდან და ძილი უფრო ღრმად განვაგრძე.
დემეტრე ფილფანი
დემეტრე ფილფანი, 25წლის, მაქვს ნავარჯიშები ტანი, სიმაღლეში 188სმ, საკუთარი ბიზნესი მაქვს საზღვარგარეთ და ვაპირებ საქართველოშიც გავხსნა ქსელები, რადგან უკვე საქართველოში ერთი ადამიანის გამო მიწევს ყოფნა, რომელსაც ალბათ უკვე ხვდებით ვინაა, მაგრამ თუ ვერ მიხვდით მალე გაიგებთ. როცა ცნობილი და უმდიდრესი პიროვნება ხარ მტერი ყოველთვის გყავს, ამიტომ ჩემი სახლი ციხესიმაგრე უფროა და სადაც მივდივარ დაცვაც დამყვება, რადგან ერთხელ ჩემი მოკვლაც ცადეს, დამჭრეს, მაგრამ როცა ხალხში სახელი გაქვს ადვილია ამ საქმის მოგვარება და იმ პირისთვის საქმის გარჩევა.
ჩემ ძმაკაცებსაც გაგაცნობთ, ბევრნი ვართ ძალიან თუმცა ერთმანეთისთვის თავს გავწირავთ-საბა, გაგა, ალექსანდრე, სანდრო, დაჩი, თომა, ილია, იოანე. გაგა ძველი ბიჭია(ქურდი)შესაბამისად მისი ბიჭებიც ჩემს გვერდით არიან და ჩემი მტერი მათი მტერია და იცით ასეთ სამყაროში როგორ გვარდება საქმეები. არ გეგონოთ რომ რადგან ბიზმესმენი ვარ კლასიკურად მაცვია, არ პირიქით მაცვია როგორც ძველ ბიჭს რადგან მეც ხომ გაგას სამყაროს წევრი ვარ, ისევე როგორც ჩემი ყველა ძმაკაცი. დიახ დიახ ეს ჩემი წარსული და მომავალი საქმიანობა. ეჭვიანი, მესაკუთრე ადამიანი ვარ და რაც ჩემია ჩემია, ასე რომ ვის გამოც დავბრუნდი ამდენი წლის შემდეგ საქარველოში სამუდამოდ ჩემი იქნება და შეწინააღმდეგებას აზრი არ აქვს, ჩემ ხასიათს კი უნდა თუ არა შეეჩვევა, რადგან მასაც შევუყვარდები უსაზღვროდ.


დილით ლუკა ჩემ გვერდით არ დამხვდა, საათს დავხედე და 12საათი იყო, ტელეფონზე კი ანიტასგან ესემესი დამხვდა, რომ დღეს კლასს როგორც იქნა მოუფიქრებია და საქეიფოდ ვაპირებდით წასვლას საღამოს 7საათზე, მანამდე კი მაღაზიებში ვაპირებდით გასვლას კაბებისთვის. ავდექი მოვემზადე და მისაღებში გასვლისას მხოლოდ დედა და მამა დამხვდნენ, ნეტა ლუკა სადაა? მამა და დედა ჩავკოცნე, ვისადილე, ფული გამოვართვი და გავაფრთხილე დღევანდელი დღის შესახებ და ერთ საათში გზას გავუდექით მე და ანიტა. მაღაზიაებში ვიბოდიალეთ და საბოლოოდ ერთ-ერთ მაღაზიაში ანიტამ იყიდა ულამაზესი მოვარდისფრო კაბა, წელზე მომდგარი და დაბლა დავარდნილი, ძალიან უხდებოდა ჩემს ანიუტას, ფეხზე ამავე ფერის მაღალქუსლიანები შეუხამა, აი მე კი მთლიანად მომდგარი მუხლს ცოტა აცდენილი მუქი შვინდისფერი კაბა, ამაცე ფერის მაღლებთან ერთად, ძალიან ლამაზ პატარა ჩანთასთან ერთად და საღამოსთვის ყველაფერი ვიყიდეთ, გზაში კაფეში შევიარეთ და უამრავ თემაზე ვილაპარაკეთ მათ შორის დემეტრეზეც, სახლში 6ზე მივედით და საკმარისი იყო მომზადებისთვის ერთი საათი, მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთეთ თუმცა ტუჩები ოდნავ გამოვკვეთეთ ორივემ, ტანზე ჩავიცვით ყველაფერი რაც ვიყიდეთ და სარკეში ჩავიხედეთ და გაოცებულები დავრჩით იმდენად ლამაზები ვიყავით, ოთახიდან გავედით მშობლებმა ორივეს კომპლიმეტები გვითხრეს და ტაქსამდე მიგვაცილეს, კიდე კარგი ჩემი ძმა და ბიჭები აქ არ არიან თორემ, არც მე და არც ანიტას არ გაგვიშვებდნენ, ანიტას შესაძლებელია, მაგრამ მე ასეთ ფორმაში ნამდვილად არა. რესტორანში მივედით, ერთმანეთი ვნახეთ ბავშვებმა და მაგიდასთან დავჯექით, ჩემს გვერდითანიტა და ლევანი იჯდნენ. თან ვლაპარაკობდით ბავშვები, თან ვიცინოდით, ცოტა სასმელიც დავლიეთ და ტელეფონზე ლუკა მირეკავდა
-გისმენ ლუკა
-სად ხარ მარიამ? (გაბრაზებული ხმა ჰქონდა)
-რესტორანში ვართ კლასელები, ხდება რამე ლუკა? ასეთი ტონით რატო მელაპარაკები?
-ხდება კი არა გოგო ერთი არ უნდა გამაგებინო, რომ რესტორანში მიდიხართ შენ და ანიტა
-ლუკა რატო ყვირიხარ ბავშვები ვართ აქ მგონი და არა ვინმე უცხო ბავშვები და ტელეფონი გავუთიშე, არ მივცემდი უფლებას რომ ხასიათი გაეფუჭებინა ლუკას.კმაშინვე დამირეკა მაგრამ ტელეფონი გავთიშე საერთოდ და ანიტას ტელეფონიც ზედ მივაყოლე
-მარიამ რა ხდება?
-ისევ ლუკას გაჭედვები ანიტ, არაუშავს ეხლა მაგრად გავერთობით და არავის მივაქცევთ ყურადღებას.
სასმელის დალევას ვაგრძელებთ ისევ ბავშვები და ძველ ამბებს ვიხსენებთ, ამ დროს კი იცით რა ხდება დარბაზში? კარებში შემოდიან დემეტრე და მისი ძმაკაცები და ზუსტად ჩვენი მაგიდის პირდაპირ ჯდებიან, დემეტრე კი პირდაპირ ჩემ სახეს უყურებს და თვალს მიკრავს, თან ჩემსკენ მოემართება, ხელს კიდე მაშინვე ანიტას ვუჭერ
-გამარჯობათ ბავშვებო, ერთი წუთი გამოდი მარიამ, პასუხს არც მაბრუნებინებს მკიდებს ხელს და გავყავარ გარეთ, თან ხელს ისე ძალიან მიჭერს ალბათ ხელზე სილურჯე დამრჩება, აივანზე გავყავარ, მე კი მზად ვარ რომ ეს ბიჭი ამდენი უფლების გამო მაგრად გავლანძღო
-დემეტრე რა უფლებით აკეთებ ამ ყველაფერს, გამიშვი ახლავე ხელი
-გოგო ახლა მისმინე შენ, იმ წუთიდან როცა შენ მე გაგიცანი შეგეზღუდა ყველა უფლება, უნდა იცოდე რომ დემეტრე ფილფანის გოგო ხარ და დასტოიდან უნდა იყო, არანაირი ასეთი გამომწვევი კაბები, კაბაც თუ ქვია ამას და ბოლოს დაიმახაოვრე უკვე ჩემი გქვია პრინცესა და ცოტა სერიოზულობა მოგეთხოვება
-შენ.. შენ.. რა გეკითხება საერთოდ რას გავაკეთებ თავი დამანებე საერთოდ
-მარიამ არ გაბედო ვინმესკენ გახედვა თორე ჯერ ხომ იმას დავბრიდავ და მერე შენ მაგრად დაისჯები და არ მაიძულო, რომ დაგანახო ჩემი ცუდი მხარე, ახლა კი შედი და ეს დღე რომ არ ჩაგიშალო ცოტახანიც გაჩერდი და წამოხვალ, ანიტას კიდე ლუკა მოაკითხავს, ზედმეტი არაფერი გაბედო მარიამ იცოდე წინასწარ გაფრთხილებ
-ხასიათი აღარ მაქვს და ეს დღეც ჩამიშხამე გილოცავ, აღარ მინდა აქ დარჩენა და არ გაბედო რომ უკან გამომყვე
მაგიდასთან მივედი ჩემი ნივთები ავიღე, ანიტა გავაფრთხილე, რომ ლუკა მოაკითხავდა და წასვლას ვაპირებდი დემეტრემ თავისი მანქანისკენ რომ წამიყვანა, გავუძალიანდი მაგრამ პირიქით მხარზე გადამიკიდა და ისე მივყავდი
-დემეტრე ნორმალური ხარ, დამსვი ახლავე
-ნუ წიკვინებ მარიამ, შენი ნებით ან ჩემი ნებით, მაგრამ მეორე აირჩიე შენ
მანქანაში ჩამსვა და კარებიც ჩამიკეტა, სახლამდე ხმა არ ამომიღია, სახლთან რომ მივედით კარებს არ მიღებდა
-გააღე დემეტრე ახლავე
-არა, თან იცინის ირონიულად
-ამას რატომ აკეთებ? უკვე ცრემლები იწყებდა დენას თუ მალე არ გამიშვებდა ეს ბიჭი
-მისმინე პრინცესა მალე ყველაფერს დაწვრილებით გეტყვი, მაგრამ დღეს არა, მანამდე კი ამას გაგიკეთებ რომ მთელი ღამე ჩემზე იფიქრო და იცით რა გააკეთა? ტუჩებში მაკოცა, ესაც ჩემი პირველი კოცნა თან იცით როგორი იყო რამის სული განვუტევე იქვე, ჰაერი რომ აღარ გვეყო კოცნა შეწყვიტა, კარები გააღო და ყელში დამიტოვა სველი კოცნა, მე კიდე ჩემ თავზე გაბრაზებულს რომ ვერაფერი ვერ გავაკეთე და პირიქით მომეწონა დემეტრეს სიახლოვე, გაბრაზებული გადავედი მანქანიდან და ოთახისკენ გავიქეცი, კარები ჩავკეტე ლუკას ყურადღება არ მივაქციე და მართლაც, რომ მთელი ღამე მასზე ვფიქრობდი და ხან ტუჩებზე, ხან კიდე ყელზე გადავიტარებდი ხელს, მგონი დემეტრე ნელ-ნელა ჩემს გულში შემოაღწევს რაც ძალიან არ მინდა.

დემეტრე და ლუკა
მე და დემეტრე დიდი ხანია რაც ერთმანეთს ვიცნობთ. ჩვენი ურთიერთობა უკვე წლებია მყარად გრძელდება, თუმცა სამწუხაროდ რამოდენიმე წლის უკან საზღვარგარეთ მოუწია წასვლა საქმეების გამო როგორც ბიზნესის ასევე იმ სამყაროსი რომლის წევრიცაა. მაგრამ რამოდენიმე თვის უკან თავისი ბიძაშვილის ნიას ქორწილში ჩამოვიდა და ქორწილის ჩატარებიდან 2დღეში ჩემთან შევიკრიბეთ მე და ჩემი ბიჭები და დემე და მისი ბიჭები. ზუსტად ამ შეკრებისას დაინახა ჩემი 17წლის და რომელთანაც ადრე შეხება არ ქონია და ახლა როცა დაინახა მის თვალებში სინათლე გაჩნდა. ყველა ვატყობდით, რომ დემეს გულში რაღაცა ხდებოდა, მაგ დღის შემდეგ მარიამის შესახებ ყველაფერი ინფორმაცია მოიძია და ერთ დღეს როცა ისევ ჩემთან შევიკრიბეთ სიგარეტის მოსაწევად აივანზე გავედით და მანდ დაიწყო უკვე ლაპარაკი

-მოკლედ ლუკა, ხომ იცი რომ ძალიან დიდ პატივს გცემ და ჩემი ძმა ხარ მაგრამ.. მაგრამ მინდა გითხრა რომ შენი.. შენი და პირველივე დანახვისას.. შემიყვარდა.
დემეს წვალებას რომ ვუყურებდი გულში სიცილისგან ვკვდებოდი, ერთადერთი რაც მე ვუთხარი ყველაფერი გართულების გარეშე იყო ის, რომ
-დემე გიცნობ მე შენ და ვიცი როგორიც ხარ, ჩემი ძმა ხარ და შენზე უკეთესს ვერავის ვნახავ მარიამისთვის, მაგრამ მარიამ თუ რამეს აწყენინებ იცი რომ საკუთარ სიცოცხლეს დავთმობ მისთვის, როგორც მისი ძმა ამას მაინც გეუბნები და გთხოვ ერთ რაღაცას ნუ იქნები მარიამთან ძალიან კონტროლიორი, ეჭვიანი და მესაკუთრე. ეს ჩემი თხოვნაა რადგან ვიცი შენი ხასიათები და მარიამის გადასაწყვეტია უკვე ეს გადაწყვეტილება შენთან იქნება თუ არა, ჩემგან კი უკვე იცი რა თანხმობაც მიიღე თქვენი ურთიერთობის შესახებ.
-მადლობა ძმაო რომ გამიგე ასე ადვილად, უბრალოდ მინდა იცოდე ხოლმე რომ როცა მარიამი ჩემთან იქნება ყველაზე უსაფრთხოდ ადგილი იქნება მისთვის, ჩემ ხასიათს კი მარიამი დარწმუნებული ვარ შეეჩვევა მაგრამ ყველანაირად შევეცდები მის მიმართ ძალიან თბილი და კარგი ვიყო, მადლობა ლუკა შენ ამისთვის
მეშინოდა დემეს წარსული რომ მარიამს რამეს დაუშავებდა მაგრამ დარწმუნებული ვიყავი რომ ჩემი ძმაკაცი მას სიცოცხლის ფასად დაიცავდა, ყველაფერი კი მარიამზე იყო დამოკიდებული რას იზავდა დემესთან მიმართებაში, მხოლოდ მის გადაწყვეტილებას დავუჭერ შემდგომ მხარს.

აბა მეგობრებო შემიფასეთ როგორია, მეტი იაქტიურეთ და მეტ შეფასებას ველი თქვენგან❤❤ ჩემი პირველი ისტორია და ძალიან მინდა რომ მოგეწონოთ და ყველა მოვლენა კარგად განვითარდეს❤❤



№1  offline წევრი თათუ♡

ძალიან კარგი ისტორიაა ველოდები შემდეგს მალე დადე ახალი თავი ♡

 


№2 სტუმარი სტუმარი ანი

გააგრძელე აუცილებლად არ შეწყვიტო წერა კარფია, მომწონს

 


№3  offline წევრი queentikooooo

თათუ♡
ძალიან კარგი ისტორიაა ველოდები შემდეგს მალე დადე ახალი თავი ♡

დიდი მადლობა, ძალიან მალე დავდებ შემდეგ თავს❤❤❤

სტუმარი ანი
გააგრძელე აუცილებლად არ შეწყვიტო წერა კარფია, მომწონს

ძალიან დიდი მადლობა ანი, აუცილებლად გავაგრძელებ ამ ისტორიას ბოლომდე❤❤❤

 


№4  offline წევრი თათუ♡

და როდის იქნება ახალი თავი?

 


№5  offline წევრი queentikooooo

თათუ♡
და როდის იქნება ახალი თავი?

შემდეგი თავის დადება დღესვე მინდოდა მაგრამ გარკვეული დროის გასვლაა საჭირო რომ საიტმა დაამატოს შემდეგი თავი, ხვალე აუცილებლად დაიდება უკვე მესამე თავი თათუ❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent