შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ადევნება (მე-12 თავი)


26-01-2020, 00:54
ავტორი სალოme
ნანახია 658

ვგრძნობდი ცხელი ხელები ოფლით დაცვარულ სახეზე როგორ მეალერსებოდნენ და სადღაც შორიდან ბარიტონი ცდილობდა ჩემს გონებაში შემოსვლას.
სიზმარში ტყვია გავარდა და საწოლში წამოვხტი. მერე შიშისგან და მოულოდნელობისკან შევკივლე. ახლადგაღვიძებული პირდაპირ შავ ირისებს შევეჩეხე. ჩემი კოშმარიდან გადმოსულს ჰგავდა დრმეტრე, არეკლილი მთვარის შუქი რომელიც ფანჯრებიდან შემოდიოდა მის სახის ნაკვეთებს თეთრ ელფერს სძენდა. შემეშინდა, მაგრამ მაშინვე მოვეგე გონს როცა მისი ხმა მოსწვდა ყურს.
- მე ვარ, ნიცა, დამშვიდდი- მითხრა და საწოლის კიდეზე გაწეული გულ მკერდზე ამიკრო.- სიზმარი იყო, მხოლოდ ცუდი სიზმარი, დაწყნარდი- მეჩურჩულებოდა ხმა. აკანკალებული ხელები მის პერანგის საყელოს მოვკიდე და ცრემლიანი სახე კისერში ჩავურგე. "მორჩა, მორჩა" ჩურჩულებდა დემეტრე და ზურგზე მეალერსებოდა. მალევე დავმშვიდდი, მისი აურა გადამედო და დემეტრეს მკლავებში მოთენთილი ჩავესვენე. საწოლზე ჩემთან ერთად მოთავსდა. კოშმარისგან გამოწვეულმა სტრესმა თავისი გაიტანა და მალევე დამეძინა. უბრალოდ ახლა იმ განსხვავებით რომ დაცულობის შეგრძნებით ვიყავი სავსე.
დილით როცა გავიღვიძე ჯერ კიდევ განთიადი იყო. ამომავალი მზის სხივებით ოთახი აისისფრად იღებებოდა. მეორე მხარეს გადავტრიალდი. გაეღვიძა და ღიმილით დამყურებდა. სისულელე იყო უაზრობის გამო სიცილი, მაგრამ მეკითხებოდა? უნებურად მეც გადავიკისკისე.
- ჰმ?- წარბაწევით ავხედე ჩაღიმებულს.
- ვფიქრობდი, ვფიქრობდი და ვერ გავარკვიე რა გზებით მოქმედებ.- უცებ დასერიოზულდა. მე კი გაუგებრობის ნიშნად თავი გავაქნიე. მან წელზე თავისი დაკუნთული, დაძარღვული ხელი დამადო და თავისთან კიდევ უფრო ახლოს მიმწია. უნებურად, მაინც დამაბნია მასთან ასე ყოფნამ, მაინც...
- ნიცა, დავიჯერო ჩემს შესახებ არაფერი გაინტერესებს?- მკითხა უცებ. მე კი დავიბენი. დემეტრეს ვინაობაზე ბევრჯერ მიფიქრია, მაგრამ ყოველ ჯერზე, ან სათქმელი მეყინებოდა ენაზე ანდა ხელს რაიმე მიშლიდა.
- მე... -ავბლუყუნდი- არ ვიცი... ჰო მაინტერესებს, უბრალოდ... ხანდახან მნიშვნელობა არ ჰქონდა, და მე... არ ვიცი, ან ამ დილაადრიან რა ვინაობა აგიტყდა!- აწითლებულმა თავი ჩავხარე და ბოლო სიტყვბი ბუტბუტით ამოვთქვი. შუბლი მის მკერდს ბივაბჯინე. ვიგრძენი ნერვიულად როგორ ჩაიცინა.
- ეს ასე არ უნდა იყოს ნიცა!- მითხრა მკაცრად. მას ავხედე. ქვედა ტუჩს ნერვიულად იწვალებდა და ჩემი წელიდან აღებულ ხელს კისერზე ისვამდა. თვალებით მბურღავდა.
- გაგეცანი თავიდანვე როგორც ნორმალური ადამიანები იცნობენ ერთმანეთს და მეცოდინებოდა ვინ ხარ!- გავწიწმატდი მე. არადა ხომ ვიცოდი რომ დამნაშავე, თუნდაც უნებლიედ, მე ვიყავი. საჭირო იყო ჩემი მხრიდან წინდახედულობა, ამას დემეტრეს გამოხედვაში, საქციელსა და ხმაში ვგრძნობდი. უცებ აზრზე მოსულმა თავი გავაქნიე და მომლოდინე თვალებით ავაცქერდი მას.
- და რავქნა? - მაინც დავასწარი და წამოვხტი- იმის გამო რომ შენი ოჯახის შესახებ არაფერი ვიცი, აუცილებელია არ მიყვარდე? ჰო ხანდახან ინტერესი მჭამს, მინდა ვიცოდე ვინ ხარ, საიდან ხარ, რატომ ხარ! მაგრამ ვერ ვხვდები ამას რა არსებითი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს!- საწოლზე მოკეცილი მუხლებით დამჯდარი ხელებს უმისამართოდ ვიქნევდი და გაუცნობიერებლად ვისროდი სიტყვებს. მანამ არ გავჩერდი სანამ დემეტრეს ეშმაკურ მზერას არ გადავაწყდი. ტუჩჩატეხილი მიყურებდა მე კი დაბნეული შევცქეროდი მას.
- რა?- ვკითხე ბოლოს.
- არა არაფერი, - თავი გააქნია- უბრალოდ ახლახანს ჩემი საყვარელი ქალი სიყვარულში გამომიტყდა.- ვითომ არაფერიო, მოჩვენებით გულგრილობით ასწია წარბები მაღლა. ღიმილის შეკავებას უკვე აღარ ცდილობდა და ყურებამდე გაღიმებული მიჟუჟუნებდა თვალებს. უცებ გავიაზრე ჩემი წუთისწინანდელი მოხსენება და თავჩახრილს ჩამეცინა. მერე მისკენ მივიწიე და ხელები ზურგზე შემოვხვიე. ცხვირი კისერში ჩავურგე. ვიგრძენი როგორ შეაჟროლა და ჩამეღიმა. წელზე ძლიერად შემოხვეული მკლავები და უჩვეულო კომფორტის გრძნობა საოცარ განცდებს მიტოვებდნენ. ტუჩები მის ყელზე, მუქ ზოლად დამჩნეულ ძარღვს შევახე. მერე პირით შევისუნთქე მისი სურნელით გაზავებული ჰაერი. თავად თმაზე მეალერსებოდა.
- ჰოო, მიყვარხარ.- ვუთხარი და თვალებში ჩავხედე.
- მიყვარხარ- მიპასუხა უბრალოდ და ეს ერთი პატარა სიტყვა უფრო საკმარისი იყო ჩემი ბედნიერებისთვის ვიდრე ათასგვარი ქათინაურები თუ საჩუქრები, ლექსის წაკითხვა, გრობების გამოსახატავად თუ ხელშიაყვანილის ჰაერში დაბზრლება.
გამეღიმა ბედნიერებით მოცულს.
- რომელი საათია?- გამოვერკვიე უცებ.
- პირველი ხდება,-ჩემს ზურგსუკნიდან გადმოიტანა მზერა, საიდანაც საათი მედო "კამოდზე".
გამიკვირდა. ამდენი ხანი ძილი არ მჩვეოდა.
- ნიცა- დამიძახა ჩუმად, თითქოს შეპარვით, როცა ავდექი. - კოშმარები გაწუხებს?-მკითხა ფრთხილად. კოსად აკეცილი თმის გასასწორებლად აწეული ხელები ჰაერში გამიშეშდა, როცა წუხანდელი სიზმარი გამახსენდა, რომლის შინაარსი ნელნელა ქრებოდა ცნობიერიდან. მე კი თვალებგაშტერებული გონებაზე ვიყავი კონცენტრირებული რაიმე რომ გამეხსენა, მაგრამ ამაოდ.
- ნიცა,- გამომარკვია დემეტრემ და თავადაც წამოდგა საწოლის მეორე მხარეს.
- არაფერი მახსოვს- ვუთხარი დანანებით, თავი გავაქნიე და კარადისკენ შევტრიალდი. სარკეში ჩემს თავს ჩავხედე, მერე ზურგს უკან მდგარ დემეტრეს მივაჩერდი.
- ჰოო, მაწუხებენ, თითქოს ბედნიერებას მპარავენ...- ამოვიბუტბუტე მაგრამ მივხვდი რომ გაიგო. ჩემსკენ ერთი ნაბიჯი გადმოდგა სახედასერიოზულებულმა. მისკენ შებრუნებულს მოულოდნელად თვალწინ დავიწყებული სიზმრის კადრებმა გამიელვეს. გონებაში გასროლის ხმა გაისმა. თვალწინ წამიერად წარმომიდგა სანდროს მწვანე თვალები და შიშისგან შემაკანკალა, ღრმად ჩავისუნთქე მაგრამ მუხლებში თითქოს ძალა წამერთვაო, წონასწორობა ვერ შევინარჩუნე და ჩემს გვერდით გაჩენილ დემეტრეს ჩავუვარდი მკლავებში. როგორც კი გონის დაკარგვისგან თვალები დავხუჭე, ძლივს, მაგრამ მაინც გავიგე დემეტრეს ხმამაღალი, ანერვიულებული ხმა: "ნიცა!"

ძილბურანიდან თეთრმა, კაშკაშა სინათლემ გამომიყვანა. თავიდან ვერ მივხვდი, მაგრამ თანდაყოლილმა სუნმა მიმახვედრა რომ საავადმყოფოში ვიყავი. როგორც კი თვალები გავახილე მარჯვენა ხელის მტევანთან რაღაც შეირხა. გვერდით გადავატრიალე თავი და დემეტრეს შავ თვალებს გავუსწორე მზერა, შიშითა და სითბოთი ამღვრეულნი რომ მომჩერებოდნენ. ღრმად ჩასუნთქვას ჩემი სახელი ამოაყოლა. ოდნავ გავუღიმე და ჩემს მარჯვენა ხელზე დადებულ მის თითებს მოვუჭირე ხელი იმის სათქმელად, რომ კარგად ვიყავი, თუმცა სინამდვილეში უცნაურად დაღლილი და ხმაწართმეული სულაც არ ვიყავი სახარბიელო მდგომარეობაში. ამას ჩემს წინ მჯდომიც მიხვდა და ოთახში შემოსული თეთრხალათიანიც...
საღამოს ჩემი სიჯიუტის წყალობით სახლში დავბრუნდით. როგორც ექიმმა თქვა, ჩემი გულის წასვლა შესაძლებელი იყო სტრესს გამოეწვია, ამიტომ უნდა მეცადა ცუდზე არაფერზე მეფიქრა. მთელი ამ დროის განმავლობაში დემეტრეს ჩემთვის ხელი არცერთ წამს არ გაუშვია. წელზე შემოჭდობილი მისი დაკუნთული მკლავი თავს დაცულად და სასიამოვნოდ მაგრძნობინებდა. რათქმაუნდა იმ ღამეს მარტო არ დავუტოვებივარ. ვახშმის შემდეგ რაც მის მიერ მომზადებულ სალათსა და ლაზანიას წარმოადგენდა, ძილი მომერია და ჩემს საწოლში დემეტრესთან ერთად დავწექი, თუმცა თვალი ვერ მოვხუჭე. მეშინოდა წუხანდელი განცების გამეორებისა. რაც უფრო დრო გადიოდა მით უფრო იმატებდა შფოთი, ნერვიულობა და ტვინის სიღრმეში არსებული უჯრედების ყრუ ტკივილი.
ვგრძნობდი რომ არც დემეტრეს ეძინა, და მინდოდა ეს სიჩუმე დაერღვია, თავად ვერ ვბედავდი. ალბათ ჩემი აზრები წაიკითხა თავი რომ წამოწია და მომმართა:
- ნიცა.
- ჰოო.- ამოვიზმუვლე.
- გინდა ხვალ ზღვაზე წავიდეთ?- შემეკითა იგი. ჩამეცინა. სწორედ ამ მომენტებში მინდოდა გარემოს შეცვლა. და უფრო ის გამიხარდა, თავადაც რომ ამჩნევდა ჩემი მდგომარეობის სიმძიმეს.
- მაგალითად სად?
- მაგალითად ბათუმში.- მიპასუხა ცოტახნის ფიქრის შემდეგ. დავთანხმდი. თითქმის ძილმორეულმა ბაგეებზე ცხელი ტუჩები ვიგრძენი და მშვიდი ძილით დაიმედებულმა თავი სიზმრებთა სახლს შევაფარე.

არასდროს შემპარვია ეჭვი იმის სისწორეში, დემეტრეს ჩემს ცხოვრებაში შემოჭრის შესაძლებლობა რომ მივეცი. თავს უფლება რომ მივეცი შიშით, ცრემლებით, ნერვიულობით, წყენითა და დარდით სავსე ბილიკს გავდგომოდი. ამ უკანასკნელის მიუხედავად არასდროს მინანია საყვარელი მამაკაცის გვერდით გაატარებული თითოეული წამი. ბედნიერი მოგონებები წარსულს ალამაზებენ, სწორედ ამიტომ ვაფასებ თითოეულ მის შემქმნელს.
თაკარა მზის ქვეშ ოხშივარასულ თბილისს დილაადრიან გავეცალეთ. ჩამოწეული ფანჯრებიდან, მანქანის სალონში ხმაურით შემოსული ქარი სმენას გვიხშობდა, თუმცა გაგრილების სიამოვნებად ნამდვილად ღირდა. უახლოეს მომავალში, საღვარგარეთ მიმავალ მშობლებსაც გამოვემშვიდობე და ახლა აღტკინებული მოველოდი ზეცისფერი ზღვის ხილვას. მთელი გზის განმავლობაში ერთმანეთში ვცვლიდით ღიმილებს, ჩაკიდული ხელების წყალობით გარდამავალ სითბოსა და კომფორტს შეგიგრძნობდით. დაღლას თითქმის ვერ აღვიქვამდი. შუადღის ოთხი საათი იყო დანიშნულების ადგილას რომ ჩავედით. დემეტრეს მიერ დაჯავშნულ სასტუმროში მისულებმა პირველ რიგში შხაპი მივიღეთ და დავისვენეთ. მთელი ექვსი საათის მგზავრობის შემდეგ დემეტრე გამოფიტული მეჩვენა, მაგრამ თავად არ იმჩნევდა, ამიტომ მომიწია მასთან ერთად მეც "დამეძინა" თუმცა მისი თვალიერებით შეპყრობილს რული არ მეკარებოდა. წამოზრდილ წვერზე ვეფერებოდი და მის გამოკვეთილ ყბებზე ვუტოვებდი მსუბუქ კოცნებს. მერე როცა ნელი კოცნებით დავულაშქრე მთელი სახე და ჯერი ტუჩებზე მიდგა, იგი თითქოს შეტოკდაო, ჩამეღიმა. ვხვდებოდი, უკვე გაღვიძებული ელოდა თუ როდის ვაკოცებდი, მაგრამ მეც მისი ტუჩების შეგრძნებით შეპყრობილი ჯიუტად ვიკავებდი თავს და კოცნას ვაჭიანურებდი. ბოლოს როცა წარბების შეკვრა დაიწყო და მეც შეკავებული სიცილისგან დავიცალე, აფთარივით მეძგერა. კოცნაში აყოლილი გარშემო ვერაფერს აღვიქვამდი. მთელი გრძნობითა და ემოციით გამომჟღავნებული ერთმანეთის სიყვარული თავს გვაკარგვინებდა. ორივე შევხტით კარზე რომ დააკაკუნეს. როცა კარის მეორე მხრიდან თქვეს ნომრის მომსახურებააო, დემეტრემ ნერვიულად ამოიხვნეშა, მე კი გულიანად გადავიხარხარე. მომსახურე პერსონალი გავუშვით ჩვენ კი წასახემსებლად ჩავედით მესამე სართულზე. გრილოდა, ზღვაზე ჩასვლა გადავწყვიტეთ. სააბაზანოში ჩემი ნაქებარი საცურაო კოსტუმისა და ზემოდან მოკლე სარაფანის გადაცმის შემდეგ დემეტრესთან ერთად გავედი გარეთ. ქაფიანი ტალღები თითქოს მთელი გრძნობით ეალერსებოდნენ ზღვას, საოცარ ჰარმონიას ქმნიდნენ ლურჯ სივრცესთან. მეც გაღიმებული და ზღვაში შესასველად გამზადებული დემეტრეს მივაშტერდი. აქამდე ხომ მენახა მისი შიშველი გულ- მკერდი, მაგრამ მზის ცელქი სხივები, რომლებიც დემეტრეს სხეულზე დათარეშობდნენ უკვე თავადაც მიწვავდნენ ნახევრად შიშველ ტანს. იგი მომიახლოვდა და ყურთან ტუჩები მომადო.
- შენ... საოცრება ხარ- სიტყვებთან ერთად ცხელი სუნთქვა მომაფრქვია კისერზე და მისი სიახლოვით ჟრუანტელდავლილმა მზერა სანაპიროს მოვავლე. რამდენიმე წყვილი თვალი, რომლებიც ჩვენ მოგვშტერებოდა, უამრავ ემოციას შეიცავდა: გაოცება, შური თუ...
დემეტრემ ერთი ჩაიცინა და ხელში ატაცებული, აკისკისებული გამაქანა ზღვის ტალღებისკენ. ზუსტად ვიცოდი, მისნაირად მიწვავდა ზურგს საპირისპირო სქესთა ხარბი მზერა, მაგრამ ერთმანეთის სიახლოვით გაბრუებულნი მხოლოდ ერთმანეთს აღვიქვამდით.

ზღვით გულნაჯერებნი, სასტუმროს ჩვენს ოთახში მზის ჩასვლას ვადევნებდით თვალს და თითო ბოკალი ღვინით ხელდამშვენებულნი ვესაუბრებოდი ერთურთს. მაინც არ დამანება და თავისი თავის შესახებ მიამბო. პირველივე სიტყვებმა ჩამწყვიტეს გულში რაღაც. " მშობლები არ მახსოვს"
"ბავშვთა სახლში გავიზარდე"
" სიმკაცრემიჩვეული მოთმინებით ვიტანდი მამობილის მიერ ჩემს დამცირებას."
"ახლა მის საქმეს ვუძღვები"
"ძალა არ შემწევს ამ ყელამდე ჭაობიდან ამოვიდე"
და ცრემლმორეული ვცდილობდი თავი შემეკავა ბრაზი რომ არ გადმომენთხია. ჰო, ბედისწერას ვუბრაზდებოდი, რა იქნებოდა მე და დემეტრე რომ უბრალოდ უბრალოდნი ვყოფილიყავით?
მაშინ არ ვიცოდი, მაგრამ ახლა ვხვდები რომ სწორედ ტკივილი გვაძლიერებს...
- გახსოვს პირველად რომ შევხვდით ერთმანეთს? - ვკითხე მე.
- გგონია შენთან გატარებული რომელიმე წამი დამავიწყდება?- თბილი ღიმილით მომჩერებოდა იგი.
- უბრალოდ მაინტერესებდა, რამდენი ხანი დამყვებოდი სანამ მე გნახავდი?- ვკითხე და ეშმაკურად მომზირალმა თვალი მის შავ ირისებს გავუწსორე. ჩაიცინა.
- დიდი ხანი... ექვსი თვე საკმაოდ დიდია...-მიპასუხა მან და შევამჩნიე როგორ დაიხარა ოდნავ ჩემსკენ.
- დიდია მაშინ, როცა ძვირფასი ადამიანი არ გყავს გვერდით ჰო?- დავასკვენი მე.
- ჰოო, როცა მისი სურვილი გკლავს... და არ შეგიძლია შეეხო- თქვა მან და ვიგრძენი მისგან მომავალი მუხტი, ვნებების ქარიშხალს რომ იწევევდა ორივეს სხეულში. თლილი თითები ისე ნაზად აასრიალა ჩემს შიშველ მკლავებზე, თავიდან ტერფამდე სულ ჟრუანტელმა დამიარა. თავისი ტუჩები ჩემსას გაუხახუნა და ჩემს წელზე შეცურებული ხელის წყალობით თავისთან მიმიზიდა.
- ნიცა, მადლობა რომ არსებობ...- ამოიჩურჩულა ბაგეებზე ღვინით შემთვრალმა და უფლება მომცა მისი ტუჩებისთვის უკვე მეასედ გამესინჯა გემო. გაღმებულმა წამომაყენა და ოთახში უკუსვლით შემიძღვა ისე, კოცნა რომ არ გაუწყვეტია. როცა ჟანგბადდაცლილსა და მის შუბლზე დაყრდნობილს მისმა ირისებმა თვალები დამილაშქრეს, მერე ტუჩები და ბოლოს სხეულის შიგნით დანთებული ნაკვერჩხალი ააგიზგიზეს, ცეცხლმა მოთმინება დამაკარგვინა და მის ბაგეებს მწყურვალივით დავეწაფე. მერე მან თავისი შეხებისგან ამწვარ შიშველ მკლავებზე გადაატრა ცხვირის წვერი და ბოლოს თავის ხელებში მოქცეულ ჩემს ხელისგულს შეახო ბაგეები.
- დემეტრე- ჩემი ხმა კნავილს უფრო წააგავდა. ჩაიცინა.
- ჰოო- თავადაც ამოიზმუვლა და თითებითა და ტუჩებით ჩემი სახის ფერება განაგრძო.
თავი დავუჭირე და თვალებში ჯიუტად ჩავაშტერდი. შავი ირისები უჩვეულოდ აბრჭვყვიალებულნი მეჩვენნენ. ვნებამორეულს თვალებში ჭინკები უხტოდნენ და თავისკენ მიზიდავდა. ისე რომ ერთმანეთისთვის მზერა არ მოგვიცილებია, სარაფანი ბარძაყებიდან ასწია და გამხადა. თავადაც, ღვნისგან, ვნებისა და დემეტრეს სურვილით გათამამებულმა მაისური თავზემოთ გადავაძრე და თითები ნელი მოძრაობით ჩავატარე მის დაკუნთულ მკერდსა და მუცელს. თვალები მივნაბე როცა მისმა ტუჩებმა ყელიდან მკლავებზე დამიტოვეს ცხელი და სველი კოცნები, ხელებს ურცხვად დაატარებდა ჩემი სხეულის გამოკვეთილ ფორმებზე და როცა მის ტუჩებში, მისი შეხებისგან ამოვიკვნესე, მოთმინებაამოწურულმა საწოლზე დამაგდო და ზემოდან მომექცა. ერთმანეთის სიახლოვით გამოწვეული ცხელი ჟრუანტელი გავცვალეთ და იმ ღამით ერთმანეთის წყურვილი მოვიკალით...



№1 სტუმარი სტუმარი ლოლა

ძალიან მაგარიაა, ????????

 


№2 სტუმარი Wero

აუუუ ველოდებიიი შემდეგსსსს

 


№3  offline წევრი მე♥უცნაურე

კარგად წერ
სულმოუთქმელად ჩავიკითხე პირველი თავიდან აქამდე.
ველოდები შემდეგს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent