შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აბსურდი #8


29-01-2020, 10:26
ავტორი Catherine Di Perso
ნანახია 307

როდესაც ყველაფერი მეტ-ნაკლებად დამშვიდდა, მანქანიდან ყველა გადმოვიდა. მორგანმა წითურის ორეული ხელში აიყვანა და ისე გადმოიყვანა ავტომობილიდან.
- ანჯელინა, შენი დედაც, დარწმუნებული ხარ იმაში, რასაც აკეთებ ? - კიდევ ერთხელ ჰკითხა და დაცვარულ შუბლზე ხელი ნერვიულად მოისვა ბარბარამ.
- გაითვალისწინე, თუ შეცდი, არამხოლოდ შენ და ნიკიტა, ყველანი დავიხოცებით. - მხარი აუბა ენდრიუმ.
- დარწმუნებული რომ არ ვყოფილიყავი, ასეთ სარისკო რამეს არ გავაკეთებდი. - მიუგო ენჯიმ ყველას და თქვა. - კარგად დააბით და განძრევის საშუალება არ მისცეთ. მას ინფორმაცია აქვს, თვალყური ადევნეთ, მაგრამ კონტაქტს ერიდეთ. სავსებით შესაძლებელია ადამიანი არ იყოს. უსაფრთხო ადგილას გადავინაცვლოთ და დავკითხავ.- თქვა და განზე გადგა. სანამ ენდრიუ და ბერიმორი დავალებას ასრულლებდნენ იგი წითურს გამოელაპარაკა.
- როგორ ხარ? - კვლავ დაუსვა კითხვა და იგივე პასუხი მიიღო.
- შეშინებული.
- ახლა ყველაფერი კარგადაა, სიარულს შეძლებ?
- ვეცდები. - თქვა და დადგა. ოდნავ წაბორძიკდა და ენჯის ძალაუნებურად კისერზე ჩამოეკიდა. მათი სახეები ერთმანეთთან მეტისმეტად ახლოს იყო და წითურის ორეული გაწითლდა, ხოლო ანჯელინამ მსუბუქი გულისრევა იგრძნო.
- ნიკი, შენ ჰომ თქვი, ერთი საიმედო ადგილი მაქვს, სადაც იმის შანსი, რომ მომაგნებენ ძალიან მცირეაო ? - ჰკითხა ქალმა და ცდილობდა დაემალა ის ფაქტი, რომ მსგავსი რამ ნიკიტას მისთვის არასოდეს უთქვამს. ორეულის სახეზე მცირედი გაოცება აღიბეჭდა, მაგრამ თავი რომ არ გაეცა, თავი ოდნავ დაუქნია და თქვა.
- ჩრდილოეთისკენ ვიცი ერთი ადგილი. ერთადერთხელ ვარ ნამყოფი, ამიტომ ვფიქრობ, იქ ჩემი მოგნება გაჭირდება.
- კარგი, ბარბარასთან მიდი და უთხარი კონკრეტულად სად არის ეგ ადგილი, რომ მიგვიყვანოს. - დაუყვავა ქალს და ბარბარასკენ უბიძგა. როგორც კი ფსევდო-ჯინჯერი იმ მანძილზე დაიგულა, საიდანაც იგი ენჯის ხმას ვერ გაიგონებდა, მორგანმა ენდრიუ მოიხმო და მიმართა მას.
- მისმინე, მაგ ადამიანს თმის ღერიც კი არ უნდა ჩამოუვარდეს თავიდან, გასაგებია ? - ნამდვილ ნიკიტაზე ანიშნა.
- ის ხომ მტერია. რა საჭიროა მასზე ზედმეტი ზრუნვა ? - ეჭვნარევი ხმით იკითხა კაცმა.
- ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა, სავსებით შესაძლებელია იგი ლორეინზე გავცვალოთ.
- იმისთვის, რომ ლორეინზე გავცვალოთ, ჯერ უნდა გამოვძალოთ ინფორმაცია, ინფორმაციის გამოძალვის ყველაზე ეფექტური ხერხი მტკივნეულ ადგილზე დაჭერაა, მაგრამ რადგან ჩვენ მის შესახებ არაფერი ვიცით, მხოლოდ ძალისმიერი მეთოდის გამოყენება შეგვიძლია. - ცივად უთხრა ენდრიუმ.
- ენდრიუ, რადგან ასე ვამბობ, ე. ი. ასე უნდა გაკეთდეს ! - როდესაც კაცი ენჯის მრისხანებით აელვარებულ თვალებს გადააწყდა, ირონიაშეპარული ხმით თქვა.
- ან, მოდი გამოვიცნობ, ძალიან ეშმაკი ხარ, ნამდვილი დაიჭირე და მტერს აგრძნობინე, რომ მას დაუჯერე. გინდა ასე გამოსტყუო ინფორმაცია, არა? არ ფიქრობ, რომ მეტისმეტად რისკიანი ადამიანი ხარ?
- ხშირ შემთხვევაში ეს რისკი გამართლებულია და ვაი, შენი ტყავის ბრალი, შენ გამო თუ ჩამიფლავდა გეგმა. იცოდე, ახლა ყველა, მეც, სენც და ლორეინის ადგილსამყოფელის ცოდნაც აი, იმ წითურ ადამიანზეა დამოკიდებული. გირჩევ ჩემთან ითანამშრომლო და ბორბლებში ჯოხების შედგმა არ დამიწყო, თორემ საკადრის პასუხს მიიღებ. - უპასუხა ენჯიმ ენდრიუს და დაუმატა. - ეს შენ იმიტომ არ გითხარი, რომ გენდობი, უბრალოდ ვიცი, ლორეინის გამო ყველაფერზე ხარ წამსვლელი. - უთხრა და ზურგი შეაქცია.
ენდრიუს სხეული და გონება კი ბრაზმა მოიცვა. ყველაფერი ახლა ანჯელინას ხელში იყო, თვითონ კი არ იყო მიჩვეული იმას, რომ სხვისი ბრძანებების შესრულება უწევდა. მაგრამ ამჯერად სჯობდა გაჩუმებულიყო და მოვლენების განვითარებას დალოდებოდა.
***
- მგონი მოვედით. - ხმადაბლა დაიძახა ბარბარამ და ძრავა გამორთო. ორსართულიანი, არც ისე გამორჩეული სახლის წინ იდგნენ. გზაში მთელი ოთხი საათი გაატარეს და ორჯერ გაჩერდნენ ბენზინგასამართ სადგურზე. დაახლოებით საღამოს შვიდი საათი იყოს, როდესაც გაჩერდნენ.
ბერიმორი საბარგულში იჯდა, ენდრიუ წინ, ბარბარასთან. მორგანი კი ორ წითურს შორის. ნიკიტა დაბმული იყო. ხელ-ფეხშეკრული ელემენტარულ მოძრაობებსაც კი ვერ აკეთებდა. ცოტა არ იყოს დაიალა და გზაში გადაწყვიტა თვალი მოეტყუებინა. ფსევდო-ნიკიტა კი სიტუაციას ზვერავდა.
- ასე დაჟინებით რატომ უყურებ? - გაღიზიანდა, როცა შეამჩნია, რომ მორგანი ნიკიტას თვალმოუშორებლივ უყურებდა.
- რამე ტრიუკი რომ არ გამომეპაროს. - ისე უპასუხა, რომ მისკენ არც გაუხედავს.
- ხელ-ფეხი შეკრული აქვს და სავარაუდოდ ჩასთვლიმა, რა უნდა ჩაიდინოს?
- ნიკი, ჩვენ არ ვიცით ვინ არის, ან რა არის. მის ადამიანობაშიც კი არ ვართ დარწუნებულნი და მეთვალყურეობის სულ ერთი წამით მოდუნებაც კი შეიძლება სავალალო აღმოჩნდეს. - უთხრა და თვალებში ჩახედა ქალს. მართლა არ იცოდა მის გვერდით მჯდარი თავისუფალი არსება ადამიანი იყო თუ არა, მაგრამ იმაში ეჭვი არ შეჰპარვია, რომ გაასულელა.
- კარგი. - თქვა ქალმა და ენჯის მზერას თვალები აარიდა. ხოლო მორგანის პერიფერიულ მზერას აე გამოჰპარვია ის, რომ ქალმა უჩუმრად ტელეფონისმაგვარი მოწყობილობიდან რაღაც მესიჯის მსგავსი გააგზავნა.
ერთ ხელში იარაღი ეჭირა, მეორე კი თავისუფალი ჰქონდა. ისევ ნიკიტას უყურებდა და თავისდაუნებურად მეორე ხელი მისკენ გააჩოჩა. ზურგსუკან ქალის შეკრულ ხელებს დასწვდა და ნაზად ჩასჭიდა. ნიკიტამ თვალი გაახილა და ანჯელინას ნატანჯი სახით შეხედა, თუმცა რაღაც იმედისმაგვარი კვლავ კრთოდა მის თვალებში. ხვდებოდა, რომ საქმეს სჭირდებოდა მოვლენების ამგვარად განვითარება, ამიტომ ჩუმად იყო. ენჯიმ ხელი ოდნავ გვერდზე გასწია და იგრძნო რაღაც ცივი და მეტალის. გაახსენდა, რომ როდესაც მან იარაღი დაარიგა, ერთი ნიკიტასაც მისცა. ახლა მშვიდად იყო. დარწმუნდა იმაში, რომ მისიანები რომ აჯანყებულიყვნენ, კონკრეტულად საუბარი იყო ენდრიუსა და ბერიმორზე, მარტივად დაამტკიცებდა თავის სიმართლეს და ჯგუფში სიმშვიდეს შეინარჩუნებდა. ეს იყო მისი მთავარი საზრუნავი მთელი გზის განმავლობაში.
- მოვედით. - გაიმეორა ბარბარას სიტყვები წითურმა და მანქანიდან გადმოვიდა.
- ენდრიუ, მიხედე.- უთხრა კაცს და ნიკიტაზე ანიშნა, თავად კი ორეულს ფეხდაფეხ მიჰყვა.
- ჯანდაბა. - ამოიგმინა კაცმა და წითური მანქანიდან მთელი სიფრთხილით გადმოიყვანა. მისმა ამგვარმა ქცევამ ბარბარაში მცირე ეჭვი გააჩინა, თუმცა ქალმა გაჩუმება ამჯობინა.
- ეს რა სახლია? - ჰკითხა ანჯელინამ ორეულს, როდესაც სახლის კარს მიუახლოვდნენ.
- აქ ვცხოვრობდით მე და ჩემი მშობლები. - თქვა ქალმა და ენჯი დააკვირდა მის რეაქციას მშობლების ხსენებაზე. როგორც ელოდებოდა, არაფერი მოხდა. ორეულს არც თავი ასტკივებია, არც მისი მოკვლა განიზრახა, როგორც ამას ნიკიტა იზამდა.
- მშობლებზე არაფერი მოგიყოლია, იქნებ ორიოდე სიტყვა მითხრა. გავფილტროთ, სავსებით სესაძლებელია რამე ხელცასაჭიდი ვიპოვოთ. - გამომცდელად უთხრა ანჯელინამ და კვლავ აგრზელებდა დაკვირვებას.
- მოსაყოლი არაფერია. ჩემი მშობლები მოკლეს. - ისე უპასუხა, რომ მისკენ არც შებრუნებულა. იქვე კართან მდგარი ქოთნიდან გასაღები ამოთხარა და კარი გააღო. ის-ის იყო სახლში შევიდა, რომ ნიკიტას კივილმა ენჯი უკან მოაბრუნა.
ორეული ზიზღით უყურებდა აკივლებულ წითურს კარიდან, ენჯი კი მანქანისკენ გავარდა.
- რა ჯანდაბა გააკეთე? - კბილებს შორის გამოსცრა მორგანმა და გაოცებულ ენდრიუს შეუბღვირა.
- მე, არაფერი…- გაურკვევლად ალუღლუღდა კაცი.
- იმას სახლში შეჰყევი, ამას მე მოვუვლი. - ბრძანება გასცა და ლამის საბარგულში მიკნუტებულ, ატირებულ ნიკიტას მიუბრუნდა.
- ნიკი, ნიკი, შემომხედე და მითხარი რა გჭირს, ნიკი! - ამაოდ ცდილობდა კონტაქტში შესვლას ენჯი.
- ეს ადგილი, ეშმაკმა დასწყევლოს ეს ადგილი. - ძლივსგასარჩევად ბუტბუტებდა ნიკიტა და თავს ვერ ერეოდა.
- ნიკი, რა ადგილია ეს, შენ და შენი ოჯახი ცხოვროობდით აქ? ნიკი, მიპასუხე.
- ეს ადილი, ეს სახლი, წყეულიმც იყოს ეს სახლი, ჯანდაბა… - ამბობდა წითური და გონება დაკაგა. ენჯი იძულებული შეიქნა ხელში აეყვანა და სახლამდე ისე მისულიყო. ყველა უკვე შიგნით იყო, როდესაც ანჯელინამ გონდაკარგული ნიკიტა სახლში შეიყვანა.
ბარბარა ავისმომასწავებლად დუმდა და ფეხებგადაჯვარედინებული იჯდა სავარძელში. იგი წითურის ორეულს თვალს წამითაც არ აშორებდა.
- სად შეიძლება, რომ ავიყვანო?
- ასე რატომ წუხხარ მასზე? აქვე იატაკზეც მშვენივრად მოთავსდება. - ჩაილაპარაკა ორეულმა და ნიკიტასთვის ზედაც არ შეუხედავს.
- ნიკი, ვერ გცნობ! - შეუბღვირა ენჯიმ და აგრძნობინა, რომ ამ ყველაფრის შემდეგ სავსებით რეალური იყო, რომ მის მიმართ მორგანს ნდობა დაეკარგა. წითურზე ამან გაჭრა, ქალი შეცბა და სტუმრების ოთახისკენ ჩუმად ანიშნა.
- არ შემაწუხოთ ! - ყველას შეუბღვირა მორგანმა და სტუმრების ოთახის კარი ხმაურით მიხურა.
ქალი იქვე მდგარ მონაცრისფრო დივანზე მოათავსა და კიდურები სწრაფად გაუხსნა. თოკის ანაბეჭდები ურცხვად ამშვენებდნენ ნიკიტას კოჭებსა და მაჯებს. ენჯიმ ამის დანახვისას კბილი კბილს ძლიერად დააჭირა და გათიშულ ქალს ქათქათა სახეზე მოეფერა, წითური თანდათან აზრზე მოდიოდა. შეწებებული ქუთუთოები ერთმანეთს ძლივ-ძლივობით მოაშორა და მორგანს შეხედა.
- ეს სახლი…- ამოიხავლა მან. - აქ ვცხოვრობდით, როდესაც მამაჩემმა…- წინადადების დასრულება ვეღარ მოახერხა.
- ჩშშშ… - დაუყვავა მორგანმა. - მან თქვა, რომ აქ მშობლებთან ერთად ცხოვრობდა და რომ მისი მშობლები მოკლეს.
- როდესაც შენთან სახლში მოვიდა, ზუსტად იმას მსაყვედურობდა, რომ მშობლები დავხოცე და რომ მეც უნდა მოვმკვდარიყავი.
- მისმინე, ცოტა ხნით მოგვიწევს ამ თამაშის გაგრძელება. ამ ოთახის გარდა არსად გაგიყვანთ, შენთან ყოველთვის ვიქნებით და მას შენამდე არ მოვუშვებთ. მანამდე კი ვცდი, რომ რამე ინფორმაცია გამოვტყუო და მახეში გავაბა, ოქეი?
- კარგი. - თავი დაუქნია ჯინჯერმა და იმედიანად შეხედა ენჯის.
- მაგრამ ერთი ნიუანსია. - ყოყმანით უთხრა ქალმა.
- რას გულისხმობ?
- შენ შესახებ ამჟამად მხოლოდ ენდრიუმ იცის. ბარბის და ბერიმორის ემოციურობის იმედი, სამწუხაროდ, ახლა არ მაქვს. სადმე რომ ჩაფლავდნენ, შენი ორეული დედას გვიტირებს. ამიტომ მომიწევს ხელები შეგიკრა, რომ ეჭვი არ აიღონ. - ძალზედ გაუჭირდა მორგანს მსგავსი რამის თქმა წითურისთვის, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა.
- მესმის, სხვას არაფერს ველოდი. - ნიკიმ მკრთალად გაღიმება სცადა, მაგრამ სახე ღიმილის მსგავს მიმიკად დაემანჭა უბრალოდ.
- ფრთხილად შეგიკრავ, გპირდები. - თქვა ენჯიმ და მართლად უმტკივნეულოდ შეუკრა.
***
- რაო, რას ამბობს ? - წამოფრინდა ბერიმორი, როდესაც ენჯი სტურების ოთახიდან გამოვიდა.
- ცოცხალი თავით არაფრის თქმა არ უნდა, მაგრამ არაუშავს, მარტივად ავალაპარაკებთ. - თქვა და ორეულს გამჭოლი მზერა ესროლა. - რობოტს არ ჰგავს. ყველა დეტალი სევამოწმე. მეტალის მსგავსი არაფერი აქვს სხეულზე და არც ტანსაცმელზე, ადამიანივით თბილია და არც ადგილსამყოფელის გამოსათვლელი მოწყობილობა აქვს თან. ერთადერთი ვარიანტი მისი კანქვეშ ძებნაა,მაგრამ მიახლოებით მაინც თუ არ გვეცოდინება სადააა, უაზროდ მისი კანის ჩეხვას აზრი არ აქვს. - ამოიხვნეშა ქალმა და სავარძელში ჩაესვენა.
- შენ რა, იგი გააშიშვლე, რომ შეგემოწმებინა ? - გაოცდა წითურის ორეული.
- რა თქმა უნდა, მტერია და თავით ფეხებამდე უნდა ვიცოდე რას წარმოადგენს.
- რამე ნაიარევის მსგავსი უნდა ჰქონდეს კარზე, რომ შემოწმებას საფუძველი ჰქონდეს. - ჩაერთო მსჯელობაში ენდრიუც, რომ დანარჩენებს და რაც მთავარია ორეულს არ ჰგონებოდა, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო.
- ნაკაწრები აქვს, ტყეში რომ იკბინებოდა და ა.შ.
- ნაკლებ სავარაუდოა, რომ მანდ იყოს რაიმე.
- თავიდან მოვიშოროთ და ეგაა. გვამი სადმე გადასაკარგავში შეგვიძლია დავმალოთ და მტერს გზას ავუბნევთ. - მშვიდად, მაგრამ ღვაძლიანად ჩაილაპარაკა წითურმა.
- ჯინი, არ მეგონა ასეთი სასტიკი თუ იყავი. - წარბი შეჭმუხნა ბერიმორმა.
- რაც არ უნდა იყოს, ამის გაკეთება არ შეიძლება. - გააგძელა მორგანმა.
- რატომ ?
- ჯერ ერთი, უნდა გავიგო რა ჯანდაბა უნდა შენგან, მერე მეორე ლორეინის საპოვნელად ერთადერთი გასაღები ეს ადამიანია და მესამე, მის ზემოთ მდგომი ხალხი თავიანთი ქმნილების განადგურებას ასე მარტივად არ შეხვდებიან. იმედია ხვდები, რასაც ვგულისხმობ.
- და მეოთხე. - დამატა ამ დრომდე ჩუმად მჯდარმა ბარბარამ. - მე პირადად დარწმუნებული არ ვარ, რომ შენ ხარ რეალური და ის ფეიქი. ამიტომ მხოლოდ ჩემს გვამზე გადავლით შეძლებ მის მოკვლას. - ჩაშავებული თვალები მიაპყრო წითურს და აგრძნობინა, რომ თამაშს ის არ მართავდა. ანჯელინა კი დაიძაბა, თუმცა გამოსავალი მაინც იპოვა.
- ბარბი, შემომყევი და დაგიმტკიცებ რომელია რეალური და რომელი არა.
- შენ თუ მსგავს მტკიცებულებას მომიყვან, სიამოვნებით სევხედავ, ენჯი. - უთხრა და ორივე სტუმრების ოთახისკენ გაემართა.
- შენ რა, მართლა გგონია, რომ დამარწმუნებ რომელიმე მათგანის რეალურობაში ? - ბრაზი გამოკრთოდა ქალის ხმაში.
- შეხედე, მოკლედ მოუჭრა მორგანმა და წითურის ზურგსუკან შარვალში ჩაჩურთული იარაღი აჩვენა.
- დაიცა, ეს ხომ შენი იარაღია, მაშინ რომ მოგვეცი ? - ჩურჩულით იკითხა ქალმა.
- ჰო, ეგაა.
- ნიკიტა რატომ დაიჭირე, სულ მთლად გამოთაყვანდი ?!
- იმიტომ, რომ ფსევდო ნიკიტას ეგონოს, რომ გაგვაბა თავის მახეში და შემდეგ მოულოდნელად დავესხათ თავს, როცა ინფორმაციას გამოვტყუებთ.
- შენ რა, გაგიჟდი ? იქამდე რომ დაგვაყენოს თავისი ხალხი თავზე ?
- უკვე მისცა მათ რაღაც ნიშანი.
- მითუმეტეს !
- არა, ასე მალე აწყობთ მოქმედება. რადგან ეს გოგო გამოგზავნეს, ე. ი. ჩვენ ჯგუფში თავის დამკვიდრება უნდათ, ამას კი ფაქტია დრო სჭირდება.
- ანჯელინა, ხვდები, რომ ძალიან რისკავ ?
- პირველი არ ხარ ვინც მაგას მეუბნება, ჰომ იცი, დედი.
- ნიკი, როგორ ხარ ? - ბარბარა ღონემიხდილ ნიკიტას მიუბრუნდა. ქალმა კი პასუხად თავი ოდნავ გააქნია. - მისმინე ენდრიუმაც იცის, ჰო ?
- იცის.
- ეგ ადრე თუ გვიან თავისი გზით წავა.
- ვიცი, მაგრამ სანამ ჩვენ ვჭირდებით, ზედმეტ კრინტსაც არ დაძრავს.
- კარგი, ახლა რას აპირებ ?
- ორეულის ოთახში მე შევალ და მივხედავ, ნიკისთან ენდრუის დავტოვებ. შენ და ბერი ოთახებში დანაწილდებით.
- მომისმინე, ნიკის სხეულზე იმ ნაკაწრების და ნაკბილარების გარდა ენ რაოდენობის ნაჭრილობევი და ნაიარევია. ფეიქმა რომ მოინდომოს, რომ თვითონ დარწმუნდეს იმაში, რომ ე.წ. ჩიპი არაა ქალის სხეულში, მერე რა უნდა ვქნათ ? - დაიძაბა ბარბარა.
- არ ვიცი, წარმოდგენაც არა მაქვს. - მუსტები მომუჭა ანჯელინამ. რა თქმა უნდა, იცოდა, რომ ყველაფერი იდეალურად ვერ წარიმართებოდა, მაგრამ ამაზე არ უფიქრია. ფსევდო-ნიკიტა სულელი სულაც არ იყო, ამიტომაც მსგავსს ტესტს ჩატარებდა იმისთვის, რომ დარწმუნებულიყო რამდენად გააბა ისინი. - ჯანდაბა, ამის დედაც !

პ.ს. დაგვიანებისთვის პატიებას ვიხდი, მაგრამ მიზეზი მქონდა, ვფიცავ :დ თუ შეაფასებთ მადლობელი ვიქნები ❤



№1 სტუმარი Elene

Ratom shewyvite wera? Am istoriis

 


№2  offline მოდერი Catherine Di Perso

Elene
Ratom shewyvite wera? Am istoriis

0_0 ვაი, იდეაში არ შემიწყვეტია, მუზაა გადახვეწილი. ამას აუცილებლად დავასრულებ, მაგრამ როდის არ ვიცი.
სიმართლე გითხრა, ძალიან გამიკვირდა, აქ რომ კომენტარი ვნახე. არ მეგონა, რომ ვინმე ელოდა... გმადლობ, რომ გახსოვს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent